დღეს ძალლიან ბევრი ქრისტიანი საუბრობს სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის შეზღუდვაზე. მოკლე ექსკურსს გავაკეთებ: ყველაფერი 2004 წლის მოვლენებით დაიწყო, როდესაც დაარბიეს გლდანის ტაძარი, მართალია მამა ბასილი და მისი მრევლი არ ემორჩილებოდა საქართველოს ავტოკეფალიურ ეკლესიას , თუმცა ამან მაინც დაგვანახა ჩვენი მთავრობის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. ამის მერე მოხდა პრაქტიკულად ყველა მედია საშუალებებით (რომლებიც სახელმწიფოს მიერაა მართული) უზნეობის მასობრივი პროპაგანდა, პატრიარქის სიტყვებით: ხელისუფლებამ ბრძოლა დაუწყო ავტორიტეტებს, მათ შორის პატრიარქსაც , რაგდან როდესაც პარტიარქი რუსეთის პატრიარქს კირილს ესტუმრა ამას ნაციონალურ მაუწყებლებზე პატრიარქის კრიტიკა მოყვა. ამას ემატება ახალი კანონი, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსს (სსიპ) გაუთანაბრდა რამდენიმე რელიგიური მიმდინარეობა საქართველოში, ეს მოხდა მოტივით თითქოს ევროსაბჭოს რეკომენდაციაას ასრულებდნენ, არადა ევროსაბჭოს რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს (განსაკუთრებით ბოლო დროს) ჩვენი მთავრობა არ იზიარებს. რაღა ეს გაიზიარეს?? პაარტიარქის კურთხევას ამ კანონთან დაკავშირებით რეაქცია არ მოჰყოლია. ქალაქის მერი კი ერთ-ერთი მეუფის თქმით პირდაპირ უყვიროდა პატრიარქს. 100 000 წმინდა მოწამის წამების ადგილას აშენდა სიძვის სახლი ბუდა ბარი. პატრიარქის ეპისტოლე კი სადაც გაკრიტიკებული იყო ეს ფაქტი შესწორებულ იქნა რამმენიმე წყაროს მიერ. ამ ყველაფერს თან სდევდა გეი.პარადების მოწყობის მცდელობა, წელს ანტი ფენიმისტების სახელი უწოდეს ამ აქცის, რა თქმა უნდა ამ საქმეში მთავრობის როლი პირდაპირ არ იკვეთება მაგრამ კულუარულად ამაზე საუბარი არსებობს. ასევე მოხდა რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი, მაგალითად მამა თეოდორე გაგნიძეს თსუ-ში ლექციების კითხვა აუკრძალეს. (უბრალოდ არ შეუშვეს რასისტობის მოტივით) ილიას უნივერსიტეტის მიერ (რომელიც რა თქმა უნდა ახალგაზრდობის სამინისტროს მართულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ) გამოიცა მკრეხელური შინაარსის წიგნი დეისაძის ავტორობით. ბაგრატის ტაძრის თავდაპირველ ვარიატში (სანამ პატრიარქი მშენებლობის შეჩერებას არ მოითხოვდა) გათვალისწინებული იყო ტაძრის შემინული ნაწილი ჩამონტაჟებული გამჭვირვალე ლიფტი და როგორც ამბობენ მუზეუმი. ასევე მოხდა პატრიარქის კურთხევის და აზრის სრული უგულებელყოფა ბევრ შემთხვევაში: მაგალითად მანდატურების თემა და სხვა. მაინტერესებს ფორუმელების აზრი ასრულებს კი ჩვენი სახელმწიფო იმ ფუნქციას რასაც ისტორიულად ტვირთულობდა? ხომ არ არის ის დაინტერესებული ეკლესიის დასუსტებით და წმინდა სინოდში განხეთქილების შეტანით (რისი უამრავი ფაქტიც არსებობს)? განა მნიშვნელოვანი არ არის ხელისუფლება ეკლესიას გვერდით ედგეს? განა ეს ხელისუფლების ინტერესიც არ უნდა იყოს? უამრავი კითხა დავსვათ და გავცეთ პასუხი. აქვე აღვნიშნავ რომ ეს თემა აპოლიტიკურია ვინაიდან ჩვენი ეკლესიის ბედს ეხება ასე რომ უნდა გვაინტერესებდეს და ადმინისტრატორებს ვთხოვ არ დახურონ. ეს ჩვენ ეკლესიას და ჩვენი სვილების მომავალს ეხება გავარკვიოთ სიმართლე ერთმანეთის აზრი და ვემსახუროთ უფალს.
777avto
დღეს ჩვენი რელიგიის შეზღუდვას თუ ვინმე პოლიტიკად მიიჩნევს, ვენაცვალე მასეთ პოლიტიკას, მე არ ვთვლი ამას პოლიტიკად. მაგ გაგებით ზალიან ბევრი რამე გამოდის პოლიტიკა და აღარ ვისაუბტროთ ამაზე. საბჭოთა კავშირის დროს რომ მსგავსი საკითხი წამოჭრილიყო ისიც პოლიტიკა იქნებოდა??? და დაგვებლოკა არა ის თემა და რაც უნდათ უქნათ და ჩვენ არც ვისაუბროთ ამაზე?? პარტიებს არ ვეხები და არც მინდა უბრალოდ ფორუმელების აზრი მაინტერესებს როგოი უნდა იყოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა?
მე რა თქმა უნდა ყველაფერი ვერ ჩამოვთვალე. ამ თემის გარშემო რომ ყველაფერი ვიცოდე არც გავხსნიდი თემას.
დღეს ეკლესია კი არა სახელმწიფო ერევა უხეშად ეკლესიის საქმეებში. არ მესმის ეკლესია როგორ უნდა ჩაერიოს. იქნებ მაგალითი დაასახელოს ვინმემ. ვინც ამ თემაზე დუმს მის სინდისზე იყოს ის რაც ხდება ეკლესიის მიმართ. ჩვენ იმიტომ ვართ მართმადიდებლები უნდა დავიცვათ მისი შეუვალობა. რა თქმა უნდა უფალი იცავს მას , თუმცა ჩვენც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. საბედნიეროთ პატრიარქის სიბრძნის წყალობით სიმშვიდე და ერთიანობაა დღეს. ამ საკითხს კი ჯობია ირონიის გარეშე მივუდგეთ, საირონიო არა მგონია იყოს რამე. ზოგადი ფრაზები და ყველასათვის ცნობილი რეპლიკები კიდევ არ გვინდა, კონკრეტულად ვისაუბროთ. კონკრეტულ ფაქტებზე და მის მიზეზებზე ვისაუბროთ. თუ დავიხშოთ ყურები და თვალები? მართლა მაშფოთებს ეს დუმილი.
უკვე მღვდლებიც უხეშად ერევიან პოლიტიკაში რაც ხალხის თვალში ცუდად ჩანს და განიკითხავენ არამარტო მღვდლები რაც არ მომწონს ეს და არც უწმინდეს უსმენენ
ხო უწმინდესს უნდა დაუჯერონ რა თქმა უნდა. მაგრამ მათი განკითხვა არ შეიძლება მაინც. მე უფრო ის მაინტერესებს, თქვენი აზრით რა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს ეკლესიის მიმართ. რა მოტივები ამოძრავებს. 8-9 წელია უკვე ეს მთავრობა გვყავს მოდი გამოვიტანოთ აზრი, რა დამოკიდებულება აქვს მას ეკლესიის მიმართ???
ცუდი დამოკიდებულება აქ ამას წყალი არ გაუვა ბევრიც მსმენია და ჩემი თვალითაც მინახია მთავრობის უხეში მოპყრობა სასულიერო ფირებზეც და ეკლესიაზეც.. ისეთი კავშირი არაა როგორც საჭიროა და უნდა იყოს ჯერესერთიც რომ მთავრობა ეკლესიას უნდა უსმენდეს და შემდეგ უნდა მოქმედებდნენ.. უწმინდესის სიტყვებია- პოლიტიკოსები მიდიან, ერი და ეკლესია რჩება
ნამდვილად სწორი პოზიციაა. ჩემი აზრით, უნდა ისწავლოს სახელმწიფომ ჩვენი ეკლესიის გვერდში დგომა, ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ არ უნდა ებრძოლოს მას. იმედია მოვა დრო და ასეც იქნება.
777avto
მეტი გვერდში დგომა რა გინდა? ამხელა დაფინანსება აქვს, რასაც ქვია ფულს ღუნავს საპატრიარქო და მისი მაღაზიები.
სამწუხაროდ..
ნოე
კიდე ის დაგავიწყდა რომ მღვდლები ჯიპებით დადიან...
როგორ შეიძლება...
A.V.M
უბრალო ეკლესიის მღვდელი რომ ჯიპით დადის უხერხულობაა კი. ჩვენი საზოგადოების ცხოვრების დონესთან შედარებით. პატრიარქსა და მეუფეებზე არ ვამბობ.
A.V.M
და რატომაა უხერხულობა?
უხერხულობა საგანში კი არა მის მოხმარებაშია.
თუ საჭიროება მოითხოვს მღვდელმა ვერტმფრენითაც უნდა იაროს და თუ არ სჭირდება ელემენტარული ფეხსაცმელიც არ უნდა იყიდოს.
თუ ფეხსაცმელი არა მოხმარება-საწიროება-გამოყენების არამედ ფუფუნების საგანია მე და შენც არ უნდა ჩავიცვათ.
_______________________________________
უხერხულობაა ძვირადრირებული მანქანებით სიარული. მოხმარება სხვა რამეა მეგობარო. აქ საგნის მოხმარებაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ ფუფუნებაზეა. ფეხსაცმლის მაგალითი უადგილო მგონია. სასულიერო პირი დავუშვათ 20 000 $-იანი ჯიპით დადის, სულ მაინტერესებდა რატომ არ შეიძლება იაროს სიტყვაზე 5000 $იანი პაჯეროთინ. გადადოს დანარჩენი ფული ან ოჯახს მაოხმაროს ან მრევლს. კიდევ ვიმეორებ ფუფუნებაზეა აქ საუბარი! ფეხსაცმელი რომ ახსენე, იგივე სიტუაცია გამოდის მამაომ ,,ვაგზალზე" 100 ლარიანი ფეხსაცმლის მაგივრად, 5000 ლარიანი არმანის ბოტები რომ გამოიწეროს.
არანაირად არ მოითხოვს საჭიროება ასეთ ძვირიან მანქანებზე ისხდნენ სასულიერო პირები, როცა მართლამადიდებლობა უბრალოებას მოითხოვს. სასაცილოდ გვეჩვენება უკვე ეს შევეჩვიეთ საზოგადოება.
უკიდურრესი გაჭIრვების დროს, როცა ამდენი ეკლესიამონასტერი შენდება და ყოველ ფეხისნაბიჯზე რეკლამებია ამადაამ ტელეფონზე დარეკეთ ლარი ჩაგვირიცხეთ და ღმერთი შეგეწევათო. სასულიერო პირებმა თავიანთი მანქანები რომ გაყიდონ და შედარებით მცირედით დაკმაყოფილდნენ უამრავი ტაძრის რესტავრაცია მოხდება
ვფიქრობ შეცვლაა საჭირო.რამე ახალი უნდა მოიფიქროთ....
___________________________________________
ეს ვერ მივხვდი
პ.ს ამ თემაზე აღარ დავპოსტავ რაც არ უნდა მომწერო
ნოე
კითხვა პირველი:
რატომ მიგაჩნია ახლა რომ იესო დედამიწაზე იყოს არ ივლიდა ჯიპით?
იგი დადიოდა ყველა სასუალებით რაც მაშინ არსებობდა და რაც სჭირდებოდა.
ბზობის დროს კი არა ერთი არამედ ორი სახედრით შევიდა ქალაქში.
ახლა ყველაზე მთავარზე:
ეეხ დიდო წმინდანო ვახტანგ გორგასალო შენი შემწეობით ისევ გააერთიანე და გააქრისტიანე სრულიად საქართველო, რა კარგი დრო იყო როცა შენ მეფობდი
MIRDAT
crazy_priest
მოდემა გადაიტანოს თუ ა მოეწონება , მაგრამ იურისტების აზრი მაინტერესებს ამაზე :
,,პატიმრები სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვენ
გიორგი გელაძე უვადო პატიმარია. გლდანის ციხეში იხდის სასჯელს, დანაშაული კი ისეთი აქვს: თავდაცვის მიზნით მოკლული ჰყავს 4 ადამიანი, ორი - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ორიც საქართველოს ტერიტორიაზე. მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა და მოხდილი აქვს 17 წელი. საქართველოში მყოფი 92 უვადო პატიმრიდან ყველაზე მეტი მას აქვს გატარებული ციხეში. 15 აპრილს ღამის 11 საათზე "ალიას" სწორედ გიორგი გელაძე დაუკავშირდა გლდანის ციხიდან შემდეგი ინფორმაციით.
- დღეს, 15 აპრილს, 75-მა უვადო პატიმარმა გამოვაცხადეთ უვადო შიმშილი და უარი განვაცხადეთ საკვების მიღებაზე გლდანის მე-8 დაწესებულებაში.
- რას მოითხოვთ?
- მოვითხოვთ იმას, რომ უვადო სასჯელი შეიცვალოს დახვრეტით, რადგან უვადო პატიმრობის სასჯელი არარეალური განთავისუფლების შესაძლებლობით, როგორც დღეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ 25 წლის მერე შეიძლება უვადო მსჯავრდადებული პირობით ვადაზე ადრე იყოს განთავისუფლებული, ეს არის არარეალური და შენელებული სიკვდილის ფორმა! რაც თავის დროზე თომას ჰამერბერგმა თავისი 2008 წლის 20 თებერვლის მოხსენებაში ნათლად ასახა და იგივე არის გაეროს მოხსენებაში ნათქვამი. თომას ჰამერბერგს, ვინც ხშირად სტუმრობს საქართველოს, აქვს რეზოლუცია გამოცემული და ეს რეზოლუცია მე მაქვს ხელში, რომელიც მან მიიღო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში ჩემი ხელმძღვანელობით უვადო პატიმრებმა მოვაწყვეთ შიმშილობა და 80 კაცი ვშიმშილობდით თითქმის 30 დღე, ეს იყო 2008 წელს და ჰამერბერგმა თავის რეზოლუციაში აღნიშნა, რომ თუ უვადო მსჯავრდადებულებს ყოველგვარი იმედის გარეშე პატიმრობაში ამყოფებენ, და თუ მათ გარკვეული ვადის მოხდის შემდეგ არ ექნებათ ვადამდე განთავისუფლების შესაძლებლობა, ეს ტოლფასია შენელებული სიკვდილისა და ეს დაუშვებელიაო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 65 წელი, 25 წელი არ არის ნამდვილად ცოტა.
არსებობს გაეროს 95 წლის რეზოლუციაც, სადაც ნათქვამია, რომ უვადო პატიმრობაში პიროვნების აყვანის დროს, ასეთი მსჯავრი არ აღწევს მიზანს, რადგანაც ეს მძიმე ტვირთად აწვება "ნალოგების" გადამხდელებსაც. ამიტომ ევროპის საბჭოში იყო მიღებული რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც მე-11 პუნქტში მითითებულია, რომ უვადო მსჯავრდადებულთა განაჩენები უნდა გადაიხედოს პირობით ვადამდე გასათავისუფლებლად 8-დან 14 წლამდე სასჯელის მოხდის პერიოდში. შვეიცარიაში ასეთ შემთხვევაში აღებულია 9 წელი, საშუალოდ, ინგლისში 14 წელია და საქართველოში 25 წელია მაქსიმალური. მეორე მხრივ, 2012 წელს დეკემბრის ამნისტია რომ იქნა მიღებული, ამით შეიძლებოდა ამ ყველაფრის დარეგულირება, მაგრამ ამნისტიის აღსრულებამ გამოიწვია თავისებური იურიდიული კაზუსი, როცა სასამართლოები დაიბნენ: მათ არ იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ ეს ამნისტია უვადო მსჯავრდადებულებისთვის.
- უვადო მსჯავრდადებულები საერთოდ არ იყო ნახსენები ამნისტიაში?
- ნახეთ, როგორ არის: ამნისტიაში არ წერია სიტყვა, რომ შეღავათი უვადო მსჯავრდადებულებზე არ ვრცელდება. არადა, არის ასეთი პრინციპი, რომ, თუ არ არსებობს კანონი, მაშინ არ არსებობს დანაშაული.
- ე.ი. თუ კანონმა არ აკრძალა რამე, მაშინ ის დაშვებულია?
- დიახ და რადგანაც ამნისტიაში არ ახსენებენ უვადო მსჯავრდადებულებს, ის უნდა გავრცელებულიყო უვადოებზე, მაგრამ არ გავრცელდა. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს,
ჩვენ დავიწყეთ შიმშილობა.
- მე ვიცი, რომ 92 უვადო პატიმარი ხართ და ყველა არ შიმშილობს?
- მხოლოდ 75-მა კაცმა დავიწყეთ! ვინც აქ ვართ, გლდანის ციხეში, ვინც ავადმყოფი არ არის და ვინც "რეზბალნიცაზეა" გადაყვანილი, ისინი არ შიმშილობენ მხოლოდ. ყველანი ვართ მამაკაცები, თუმცა 4 ქალიცაა მისჯილი.
- რა მოთხოვნები გაქვთ?
- მთავარი მოთხოვნა ის დავაყენეთ, რომ, თუკი ჩვენი მდგომარეობა ასეთი დარჩება, მაშინ გვირჩევნია, დახვრეტით შეგვიცვალონ ეს პატიმრობა და რატომ მივედით ამ დონემდე, ახლავე აგიხსნით: საკანონმდებლო დონეზეც და სასამართლო ხელისუფლების დონეზეც ვიყავით სრულიად იგნორირებულები, ჩვენ ამ ამნისტიის მიხედვით ვადის ერთი მეოთხედით გვეკუთვნოდა სასჯელის მოკლება, მაგრამ უარი გვითხრეს და არ მოგვაკლეს და გვითხრეს, რომ, როცა შეგეცვლებათ სასჯელები და ვადიანზე გადახვალთ, მაშინ მოგაკლებთო. პარლამენტი კი ამას არ აკეთებს. ამასთანავე, გვეგონა, რომ პარლამენტი მოგვაქცევდა ყურადღებას და გაიტანდა სასამართლოს ხარვეზების აღმომფხვრელი კომისიის შესახებ კანონპროექტს და ეს კომისია რომ ამუშავდებოდა, ვინც ჩვენს შორის უდანაშაულოა, და არის ასეთი ადამიანები, ვისაც არასწორი კვალიფიკაციით აქვს მინიჭებული უვადო სასჯელი, მივმართავდით ამ კომისიას და იმედი გვქონდა, რომ ჩვენი განაჩენები გადაიხედებოდა, მაგრამ ამაზეც უარი თქვეს, განაცხადეს, რომ წლის ბოლოს შეიქმნება ეს კომისია.
- და რატომ წლის ბოლოს?
- გვითხრეს, ვენეციის კომისიასთან გვინდა შეთანხმებაო, რადგანაც ვიღაცა წინააღმდეგია ამ კომისიის შექმნის, ვიღაც თანახმაა. მოკლედ, ამნისტია არ შეგვახეს და კანონიერი მოთხოვნების მიუხედავად არც კომისია არ შექმნეს ამ ძალაში შესული განაჩენების გადასახედად, არც შეკრებითობის პრინციპზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს არ შეახეს, ხომ? გამოდის, რომ უვადო პატიმრებს დისკრიმინაცია მოგვიწყვეს, ყველამ ფეხზე დაგვიკიდა, პარლამენტმაც და ხელისუფლებამაც. გვითხარით, რა დაგვრჩენია? რა აზრი აქვს რამეს?
- ვინმემ მოგინახულათ?
- არავინ! არავინ! ადმინისტრაციამ შეადგინა ოქმი, მოვაწერეთ ხელი ყველამ და განცხადებები დავგზავნეთ ეკა ბესელიასთანაც, წულუკიანთანაც, პრემიერთანაც, არ დაგვიტოვებია ინსტანცია.
- სუბარი იყო მოსული?
- არა, მაგრამ იურისტებისგან ვიცით, რომ ინფორმირებულია ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ.
- რას აპირებთ?
- არც არაფერს, გავაგრძელებთ მშვიდად შიმშილს. მოვითხოვთ, რომ მოვიდეს ბესელია და ვახტანგ ხმალაძე და პირადად მე ვარ ბიჭების სახელით მოლაპარაკე და სხვებიც არიან და ვისაც შეუძლია თავისი უფლებების დაცვა. ვითხოვთ, ერთი საბუთი მაინც დაგვიდონ, არ არის კანონიერი ჩვენი მოთხოვნა, რასაც, წესით და კანონით, ვითხოვდით. თუ არადა, ბოლომდე შევაკლავთ თავს. არაფრით არ დავიხევთ უკან! ბოლომდე ვიდგებით და თუ შევამჩნიეთ, რომ ძალიან ცუდად გახდებიან ბიჭები, გავაკეთებთ კარუსელს, 20-20 კაცი ერთმანეთს შევეცვლებით. ეს ვიცით კარგად. თუ ევროსტანდარტებს არ მიიღებენ, არ გავჩერდებით, რადგანაც ოჯახის წევრებისთვის არც მკვდრებში ვართ და არც ცოცხლებში. დასაკარგი კი ჩვენ ნამდვილად არაფერი არ გვაქვს. ჩვენი სიტყვის პატრონები ვართ და ნახავთ ამას.''
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samartali/75890-patimrebi-sikvdilith-dasjis-shemoghebas-ithkhoven.html#ixzz2QfQ0yaX1
ჩემი აზრით 25 წლის მერე რომ გადახედონ საქმეს სწორია. 10 წელიწადში რომ გადახედონ და გამოუშვან 4 კაცის მკვლელი მგონი საზოგადოებისთვის მაინც საფრთხეს წარმოადგენს.
კანონისტს და მნათეს უყურეთ გუშინ?
http://www.tabula.ge/ge/tv/religion/75597-martlmadidebloba-da-tanamedroveoba
A.V.M
არა არ მიყურებია მაგრამ ახლა მოვუსვმენ
"ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში უძველესი ეკლესია წყალში ჩაიძირება. ეს არის წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც მთაში განსაკუთრებულად ფასობს. ეს სერიოზული პრობლემაა. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ამ პროცესს, რადგან იქ კერძო საკუთრებასაც ეხება საქმე. მე უფლება არ მაქვს კერძო საკუთრების ინტერესებში ჩავერთო, მაგრამ თამარ მეფის დროინდელი ტაძრისა და სვანეთის სოფლების განადგურება დაუშვებელია.
ხუდონჰექსის მშენებლობა სვანეთისათვის დამღუპველია, მე ასე ვფიქრობ. ისე მოიმატებს ტენიანობა, რომ 40 კილომეტრის რადუისში ვერავინ იცხოვრებს, ავადმყოფობებიც საგრძნობლად გახშირდება.
ტაძარი ღვთის სახლია. ტაძრის თავი არის ქრისტე და უკვე ღმერთს ეხებიან. იმიტომაც ხდება ამდენი უბედურება, რომ ღვთის ტაძრებსაც მივადექით და უპატიოდ ვექცევით. ტაძრის წყალში დაძირვის მსურველმა ადამიანებმა როგორ უნდა ამტკიცონ რწმენა გვაქვსო?!"
/მეუფე ილარიონი/
კატეგორიულად გადავიფიქრე, რომ ივანიშვილის კანდიდატურას დავუჭირო მხარი არჩევნებში...
ბიძინამ განაცხადა, ეკლესიასაც გადავაადგილებთო თითქოს მისი კანტორა იყოს, რომელსაც მარტივად დაშლი და სხვაგან ააშენებ
ივანიშვილმა ათასი ეკლესია რომ ააშენოს და ერთი დაანგრიოს, უკვე ღმერთის გმობაა...
არა, სანამ მირონცხებული მეფე არ გვეყოლება, ჩვენი საშველი არაა...
უკვე წლებია რაც საქართველოში როსტომ ხანობა გრძელდება...
"ქართველთა თავადნი და აზნაურნი სრულ მიუვიდნეს და როსტომ მეფეს ფეხს აკოცეს".
პოლიტიკა და რელიგია აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან...
"საყურადღებოა ტრადიციული რუსული თვალსაზრისი:
სახელმწიფო იმისთვის არ არსებობს, რომ ცხოვრება სამოთხედ აქციოს, მისი დანიშნულებაა, დედამიწაზე ცხოვრება ჯოჯოხეთად არ გადაიქცეს".
"წმიდა იოანე ოქროპირი ყველას მოუწოდებდა, რაც შეიძლება ხშირად ყოფილიყვნენ ეკლესიაში, სადაც ადამიანი თავისი ნების მიუხედავადაც კი უკეთესობისაკენ იცვლება.
იოანე ამბობდა: "როცა ადამიანი ეკლესიიდან გამოდის, არავის ასწავლის, არავის უქადაგებს, მაგრამ სახის სიმშვიდე, გამოხედვა და თვით ხმა აჩვენებს, თუ რა სიხარული განიცადა, როგორი მადლი მიიღო თავის სულში.
ჩვენ ეკლესიიდან ისე უნდა გამოვიდეთ, როგორც ხელდასხმულნი გამოდიან საკურთხევლიდან, რათა ჩვენი შეხედვით შეიგრძნონ, რა მადლი მოგვაქვს აქედან".
ძალიან გთხოვთ , მხოლოდ იმან დაწერეთ რომ ,,დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი'' გამრყვნელი და გადამაგვარებელია , ვინც გაცნობილი ხართ , ან მინიმუმ წაკითხული მაინც გაქვთ .
A.V.M
წავიკითხავ და დავწერ ჩემო გურამ.
G_saxva
წაიკითხე ?
A.V.M
კი წავიკითხე და ბევრ ვიდეოსაც ვუყურე. ახლა შენ რას ამბობ ის მითხარი რომ ერთიდაიგივე არ ვიძახოთ განსახვავებულ კონტექსტში
რას ვიძახი და ჭიანჭველასგან სპილო ,არ უნდა შევქმნათ !
A.V.M
https://www.youtube.com/watch?v=mo0RW5_2ldw#t=402
ამას მოუსმინე აბა გურამ.
G_saxva
არ მითქვამს რომ უნიკალურია .
ბევრი რამ შესწორდა და კიდევ თუ შესწორდება კარგი იქნება , მაგრამ სპილოდ არ უნდა გავხადოთ ჭიანჭველა .
A.V.M
არ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით ასეთ სერიოზულ საკითხებზე მსჯელობისა და შეთანხმების გარეშე კონსტიტუციაში შეტანა, თან ასე საჩქაროდ.
დაჭრილ და ტრავმირებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ეკლესია იზრუნებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, დღეს შეთანხმებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ მოაწერეს ხელი.
როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, შეთანხმება სულიერი, ზნეობრივი და მამულიშვილური საწყისების განმტკიცებას, სამშობლოს წინაშე სამხედრო ვალდებულების კიდევ უფრო ღრმად გააზრებას, სამხედრო პატრიოტული სულის აღორძინებასა და განმტკიცებას ითვალისწინებს.
მათივე თქმით, მხარეთა შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სარწმუნოებრივი შემწყნარებლობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას. გარდა ამისა, მემორანდუმი საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო-სასწავლო დაწესებულებებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, ასევე დაჭრილ და ტრავმირებულ სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კუთხით ღვთისმსახურთა დახმარებას გულისხმობს.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილეები, ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, სამხედრო მაღალჩინოსნები და სასულიერო პირები დაესწრნენ.
"ინტერპრესნიუსი"
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/108827-datcril-da-travmirebul-samkhedro-mosamsakhureebze-eklesia-izrunebs.html#ixzz3Aj6cln66
"რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე (რომლის საფუძველიც რელიგიაში მდგომარეობს), თუ არა - ყაჩაღთა დიდი ბანდა?"
/წმ. ნეტარი ავგუსტინე/
"ღმერთმა მახვილი მთავრობას გადასცა სამართავად და არა მოქალაქეებს - რევოლუციებისთვის. მახვილი მიეცა ნოეს უწესრიგო მოქალაქეების მოსათოკად (დაბ. 9:6; 6-11). მსგავსადვე, პავლემ უთხრა რომაელებს - დამორჩილებოდნენ ნერონს, რადგანაც "ის ღვთის მსახურია... ტყუილად როდი ატარებს მახვილს" (რომ. 13:4). აქ კვლავ მთავრობაა ის ობიექტი, რომელმაც უნდა გამოიყენოს მახვილი ქვეშევრდომებზე და არა მოქალაქეები, რომლებმაც მახვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა აღიღონ.
ღმერთი გვაფრთხილებს, არ შევუერთდეთ რევოლუციონერებს. წმინდა წერილი გარკვევით აცხადებს: "შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეთ ნუ გაეკარებით" (იგავ. 24:21). ვინაიდან ეს გაფრთხილება მოგვიწოდებს, გვეშინოდეს გვეშინოდეს ღვთისა და მისგან დადგენილი მეფისა, ეს არის ბრძანება აშკარა, არ შევურიგდეთ ამბოხს მთავრობის წინააღმდეგ.
ღმერთი მკვეთრად კიცხავს რევოლუციონერებს. ბიბლიაში რევოლუციის მრავალი მაგალითია, თუმცა ისინი დაგმობილია ღვთისგან. კორახმა ამბოხი მოაწყო მოსეს წინააღმდეგ და მიწამ უყო პირი კორახსა და მის მომხრეებს (რიცხვ. 16). მსგავსადვე დამარცხდა აბესალომის ჯანყი დავითის წინააღმდეგ. აბესალომი მოკლეს (2 მეფე. 15). იერობოამმაც აუმხედრა ჩრდილოეთის ათი შტო სამხრეთელი იუდას შტოს, რაც ღმერთმა მკაცრად დაგმო (3 მეფ. 12).
/მამა ლევან მათეშვილი/
"მოციქულთა სწორის წმინდა მეფე კონსტანტინეს მამა კონსტანტი წარმართი იყო, მაგრამ პატიოსნების, ერთგულების, შრომისმოყვარეობის გამო დიდად აფასებდა ქრისტიანებს და სურდა, გვერდით ჰყოლოდა. ერთხელ ასეთი რამ გააკეთა: მიიწვია ქრისტიანი დიდებულები და უთხრა: ვინც ჩემი ერთგულია და სამშობლოს სამსახური უნდა, დაე თაყვანი სცეს ჩემს ღმერთებს და მსხვერპლი შესწიროს. ვისაც ეს არ სურს, დაე განეშოროს სამეფო კარს, რადგან არ მინდა, ჩემს გვერდით სხვა რწმენის ხალხი იყოსო.
ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა მაშინვე დაუტევეს რეგალიები და გაშორდნენ სამეფო კარს. სულმოკლენი, რომელთაც ქრისტე ღმერთზე მეტად უყვარდათ ამა სოფლის დიდება, მორჩილად გამოცხადდნენ მეფის წინაშე და მზად იყვნენ მსხვერპლიც კი შეეწირათ კერპებისათვის, მაგრამ მეფემ მოაბრუნა ურჩი ქრისტიანები და უთხრა: "მინდა, მხოლოდ თქვენ იყოთ ჩემი მსახურნი, მრჩეველნი და მეგობარნი, რადგან იმედი მაქვს, ისევე ერთგულნი იქნებით ჩემი, როგორც თქვენს ღმერთს ერთგულობთ. თქვენ კი, - მიუბრუნდა ქრისტეს უარმყოფელებს, - ვეღარ იმსახურებთ ჩემს კარზე, რადგან ის, ვინც ერთგული არ არის თავისი ღმერთისა, მეფესაც უღალატებსო". და ყველა ჩამოაშორა სახელმწიფო სამსახურს."
"პოლიტიკური პროცესები, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ეკლესიისგან დამოუკიდებლად ვითარდება. ეკლესია კი, თუმცა არაა პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ რადგანაც მისი მრევლი იმავდროულად სახელმწიფოს მოქალაქებიც არიან, შეძლებისდაგვარად ცდილობს, გამოეხმაუროს ყველა მნიშვნელოვან საერო მოვლენას და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ამა თუ იმ ფაქტის შესახებ. ეკლესია მუდამ საკუთარი ქვეყნის ტკივილითა და სიხარულით ცხოვრობს და ამის დაუნახაობა უსამართლობაა."
"როდესაც ეთნოფსიქოლოგიაზე მიდგება საქმე, წმინდა მამები ამბობენ, რომ ყველა ერს აქვს თავისი ვნება (ნაკლი) და ღირსება. ქართველებს განსაკუთრებით გვებრძვის ვერცხლისმოყვარეობა და ამპარტავნება. ხელისუფლებისკენ სწრაფვა ანუ მთავრობისმოყვარეობა ამ ორივე ვნებას აკმაყოფილებს და თუკი ჩვენს ერს ეს ვნებები ასე ძალუმად ეძალება, მაშინ რაღა გასაკვირია, რომ ირგვლივ ამდენი პარტია არსებობს, ყველას ხელისუფლების სათავეში უნდა ყოფნა."
/ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი/
"ჩვენ იოლად ვაკრიტიკებთ, განვიკითხავთ და განვსჯით პოლიტიკოსს, მაგრამ არ ვიცით, რა საზომით უდგება ის ამა თუ იმ საკითხს, რა ძალებს უწევს აგარიშს, რას ითვალისწინებს. ჩვენ არც მისი შინაგანი მოტივაცია ვიცით. ამიტომ ეკლესია გვასწავლის, არავინ განვიკითხოთ, რამეთუ ერთი და იგივე ქმედება შესაძლოა სიყვარულითაც იყოს გამოწვეული და სიძულვილითაც."
/მეუფე იოანე (გამრეკელი)/
"წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებდა: თავმდაბლობა, სიმამაცე გამოიჩინა და საკუთარი უძლურება აღიარა პრინცმა კონოემ, იაპონიის მთავრობის თავჯდომარემ - 1938 წლის დეკემბერში გადადგა და თავისი გადაწყვეტილება იაპონიის იმპერატორს ასე აუხსნა: - მე ვერ გავიზარდე ამისთვის და შექმნილ სიტუაციაში ორიენტირება არ შემიძლია... გთხოვთ გამათავისუფლოთ და დანიშნეთ ის, ვინც უფრო შესაფერისი იქნება სახელმწიფოს მართვისთვისო.
ევროპის ისტორიაში ძალზე ძნელია მსგავსი მაგალითი - ვინმეს პრემიერ-მინისტრობისთვის თავისი მოუმწიფებლობა და უუნარობა ეღიარებინოს."
"ეკლესია იყო და არის ჩვენი დედა, ქართველი კაცი ამბობს: "დედა-ეკლესია". ბევრმა ეკლესიისგან პოლიტიკაში აქტიური ჩარევა მოითხოვა, რადგან არ იცოდა, რომ ეკლესია არც იყო, არც არის და არც არასოდეს იქნება პოლიტიკური ძალა, რადგან ქრისტიანობა ყოველგვარ პოლიტიკას აღემატება".
/ილია მეორე/
"თუ ერს სურს ამ დუხჭირი ყოფიდან გამოსვლა, თუ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სურს გადარჩენა, მან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ეკლესიასთან ყველა სფეროში: აღზრდა-განათლებაში, კულტურაში, მედიცინაში, სამხედრო სფეროში და პოლიტიკაშიც".
"როცა ჰარმონია არსებობს ერსა და ეკლესიას შორის, მაშინ უფალი დგას ჩვენ შორის".
/წმ. ანდრია კრიტელი/
"ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით".
/გიორგი კვირიკაშვილი/
"პოლიტიკური ცხოვრება შედგება აღმართ დაღმართისაგან, თუ დღეს კარგად მიგდის საქმე, ხვალ უკვე შეიძლება ქვესკნელში ჩაეშვა".
/სოსო სიგუა/
"- ეკლესია ღვთის მიერ დადგენილ კანონებს ეფუძნება, სახელმწიფო კი ცდილობს, დაიცვას კონსტიტუცია. რა განსხვავებაა ამ კანონებს შორის და რა როლი ეკისრება ეკლესიას სახელმწიფო მოწყობის საქმეში?
- არსებობს გამონათქვამი: "ეკლესია არის სახელმწიფო სახელმწიფოში" და ამ ფონზე განვიხილოთ, თუ რა განსხვავებაა ამ ორ სახელმწიფოს შორის. ორივეს აქვს მოწყობის პრინციპი და საფუძველი, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ. ეკლესიასაც აქვს კონსტიტუცია და სახელმწიფოსაც. მათ შორის არსებითი განსხვავება პირველის უცვლელობაში და მეორის ცვალებადობაშია. ეკლესიის კანონები მოცემულია უზენაესი და უსრულყოფილესი არსების, კაცობრიობის შემოქმედის მიერ. კონსტიტუცია არის იმის გარანტი, რომ მისდამი ნებით დაქვემდებარებული საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი ამ მიწიერ ცხოვრებაში იცხოვრებს შესაძლო მაქსიმუმით, ანუ სრულყოფილებით.
სახელმწიფოს კონსტიტუციის ცვალებადობის პრინციპი გულისხმობს მის ექსპერიმენტულობას სრულყოფილების ძიებაში. ისტორია ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს სათავეში მოსული ადამიანი (არჩევით იქნება თუ ძალადობით, ცბიერებით) ცდილობს კონსტიტუციის შეცვლას თავისი შეხედულებით. მაგრამ ადამიანი არ არის სრულყოფილი არსება. უფალი კი სრულყოფილია და მისდამი მორჩილება არის ბედნიერი ცხოვრების საფუძველი.
ეკლესია პოლიტიკაში არ ერევა. ყველას, ვინც სახელმწიფოს სათავეში მოვა (წარმართი იქნება თუ ათეისტი) ეკლესია ამბიონიდან მოუწოდებს ღვთისგან მოცემული მცნებების აღსრულებისაკენ. ეკლესიის უპირველესი მოვალეობაა - ადამიანებს უთხრას სიმართლე მიწიერი და ზეციური ცხოვრების შესახებ. თუ რომელიმე ხელისუფალი მოინდომებს სულიერ ცხოვრებას და სახელმწიფოს სულიერი პრინციპებით მართავს, ეკლესია, რა თქმა უნდა, გვერდით უდგას და ხმარდება მას. ხოლო თუ ხელისუფალი ღვთის საპირისპირო პრინციპებით შეუდგება ქვეყნის მართვას და ყოველივე ეროვნულსა და ზნეობრივს უარყოფს, მაშინ ეკლესია ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ თანაუგრძნობს, ტკივილით ლოცულობს ღვთის წინაშე, რათა ღმერთმა მიანიჭოს ხელისუფალთ გონიერება, სიბრძნე და მოაქციოს სიკეთისაკენ."
/მამა შიო მენაბდე/
"სასულიერო პირი ვალდებულია, ქრისტიანული სიყვარულით შეახსენოს ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება მართლმადიდებლური დავით გარეჯის მონასტერი აზერბაიჯანს გადასცე; არ შეიძლება ასი ათასი ქრისტიანის მოწამეობრივად აღსრულების ადგილზე - ბუდაბარი, საპატრიარქოს გვერდზე კი კაზინო ააშენო; არ შეიძლება ქალაქში ამდენი სამეძავო სახლი და კაზინო იყოს... ეს აუცილებლად უნდა თქვას ეკლესიამ, თუ არ იტყვის, მას თავისი ფუნქცია ეკარგება".
/დეკ. დავით (ქვლივიძე)
"ქვაკუთხედი" N10, 2017, გვ.4/
"ეკლესიის პირდაპირი მოვალეობაა ქვეყნის გაერთიანებასა და ზნეობრიობაზე იფიქროს, თუ ხელისუფალი ცდება, ეკლესიამ ის აუცილებლად უნდა ამხილოს".
/დეკ. დავით (ქვლივიძე)/
"თუ ჩვენს სახლში, ქვეყანაში, პარლამენტში უფალი, როგორც მმართველი არ შემოვა, წონასწორობა არ დამყარდება".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"ძველი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იყო და არის მცველი სისუფთავისა და სიწმინდისა მართლმადიდებლობაში".
/რუსეთის პატრიარქი პიმენი/
"თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს თუ დავუკვრიდებით, დავინახავთ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება, რელიგიური მიმდინარეობა თუ მასმედია გამოდის მშვიდობის ლოზუნგებით.
მოგვიწოდებენ ურთიერთპატივისცემისკენ, ამუშავებენ ახალ-ახალ კანონროექტებსა და უფლებათა დაცვის ქართიებს, თუმცა, რაც მეტია ასეთი მოწოდება, სამართლებრივი ნორმები თუ მემორანდუმები, მით უფრო იზრდება მსოფლიოში მკვლელობების, შეიარაღებული დაპირისპირების და სხვა შემზარავი დანაშაულების რიცხვი".
/მღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი)/
“დემოკრატია, ისევე როგორც ნებისმიერი სახელმწიფოებრივი წეს-წყობილება, ვერ იქცევა იდეალად. იდეალი ყოველთვის ღმერთი იყო და კვლავაც იგი იქნება.”
"ეკლესიის წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაცაა"
"ძლიერი სახელმწიფოებრიობა ერის მაღალი რელიგიური შეგნების წყალობით მიიღწევა"
"ერთხელ მამა პორფირემ მკითხა, როგორი პოლიტიკური სიტუაციაა ქვეყანაშიო. მთლიანობაში საქმე კარგად არ მიდის-მეთქი.
მითხრა: "რას ელოდები ამ პოლიტიკოსებისგან? ისინი მთლიანად ჩაეფლნენ თავიანთ სულიერ ვნებებში. თუ კაცს საკუთარი თავის დახმარება არ შეუძლია, სხვას როგორ შეეწევა? ასეთი მდგომარეობის გამო ჩვენც დამნაშავენი ვართ.
ნამდვილი ქრისტიანები რომ ვიყოთ, მაშინ შევძლებდით, თუ ქრისტიანული პარტია არა, მორწმუნე პოლიტიკოსები მაინც აგვერჩია და მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა".
"თუ რომელიმე ერი, ან სახელმწიფო იტანჯება, ყველამ უნდა მოინანიოს და ღმერთი ყველაფერს გამოასწორებს".
/წმ. სილოვანე ათონელი/
"მტკიცე სულიერი საძირკვლის გარეშე ქვეყნის აღმშენებლობის ყოველგვარი მცდელობა მარცხისათვის არის განწირული"
"ეკლესია პოლიტიკური მოედანი არ არის"
"საქართველოს ეკლესია, როგორც წესი, სახელმწიფო ხელისუფლების გვერდით იდგა, ყოველთვის იბრძოდა საქართველოს ერთიანობის დასაცავად. ის, რომ ჩვენ ასეთ უმძიმეს პირობებში შევინარჩუნეთ არსებობა, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც გადაგვარჩინა, იყო სწორედ ის, რომ ჩვენი ეკლესია ქართველობის სადარაჯოზე იდგა"
/აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე/
"მღვდელი არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში, მაგრამ თავისი მდომარეობით უნდა ცვლიდეს პოლიტიკას"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ვფიქრობ, რომ ეკლესია პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"იდეალური სახელმწიფოს მმართველი იდეალური ადამიანი უნდა იყოს"
"რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე (რომლის საფუძველიც რელიგიაში მდგომარეობს), თუ არა - ყაჩაღთა დიდი ბანდა?"
/ნეტარი ავგუსტინე/
"ასევე "პოლიტიკაც" - მხოლოდ დაწინაურების საშუალებაა, რათა ცნობილი გახდე, "მოიწყო კარიერა". "სამშობლოს მსახურება", "მოყვასზე ზრუნვა" და "მსხვერპლის გაღება" ახლა მხოლოდ პროპაგანდისთვის საჭირო ლამაზი სიტყვებია, რომლებიც რეალურად არაფრისმთქმელნი არიან. მაღალი თანამდებობები ბევრისთვის მხოლოდ გამდიდრების საშუალებაა. მართალია, საბედნიეროდ, არიან გამონაკლისებიც, მაგრამ მათ სულ უფრო და უფრო იშვიათად ვხვდებით".
"სახელმწიფო ბედნიერია, როდესაც მას ბოროტები არ განაგებენ"
"სახელმწიფოთა ისტორიაში ყველა დიდებული ეპოქა, ამავე დროს რელიგიის აყვავების პერიოდი იყო (შესაბამისად, რწმენისა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია რელიგია), და ამ უკანასკნელის დაცემა უეჭველად იწვევდა ხალხების სახელმწიფოებრივი ცხოვრების დაცემასა და გახრწნასაც".
"მიწიერი სამეუფოს ცუდი მოქალაქე არც ზეციურისათვის გამოდგება"
"პირამიდა ერთმანეთზე დალაგებული მრავალი ქვისაგან შედგება, და თითეული მათგანი მთლიანობისათვის აუცილებელია: ეს საზოგადოების სახეა. მაგრამ მაღლა ქვების უფრო ნაკლები რაოდენობაა, ხოლო სულ თავში მხოლოდ ერთია".
"რა თქმა უნდა, ყოველი ხელისუფლებაც ღვთისაგან არის. კეთილიცა და ბოროტიც, ხალხის მსახურიცა და თავის თავის მსახურიც. უფალი საზოგადოების ღირსების შესაბამისად განაგებს ამ საიდუმლოს.
გასული წლის ნოემბრის მოვლენებით დამთავრდა კიდევ ერთი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიისა. სამწუხაროდ, წლების მანძილზე დაშვებული იქნა ბევრი ისეთი შეცდომა, რამაც შედეგად მოიტანა ხელისუფლების ამგვარად შეცვლა. შეცდომებს შორის, რა თქმა უნდა, უნდა ვიგულისხმოთ 1991 წელს პრეზიდენტის ძალით დამხობის ფაქტიც. საერთოდ კი, დღევანდელი დღე ძირითადი ქრისტიანული პრინციპების დარღვევამ მოიტანა.
მახსენდება უდიდესი ჩინელი ბრძენის კონფუცის დარიგება; როდესაც ჰკითხეს, თუ რას ნიშნავდა ქვეყნის მმართველობა, მან უპასუხა: იმას, რომ ქვეყანაში არის საკმარისი საჭმელი, იარაღი (ანუ ჯარი), და არის ხალხის ნდობა.
- და თუ გაჭირვების გამო რომელიმეს უარყოფა იქნება აუცილებელი.
- მაშინ შესაძლებელია იარაღი გამოირიცხოს.
- თუ დარჩენილი ორი პირობიდანაც არჩევანი უნდა გაკეთდეს, რაზე შეიძლება ვთქვათ უარი.
- საკვებზე, - იყო პასუხი.
ეს რჩევა ყველა დროის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.
შევნიშნავთ, რომ ეკლესიის ფუნქცია არ არის პოლიტიკური შეფასება მისცეს მოვლენებს, რადგან ასეთი მიდგომა არღვევს ეკლესიის, როგორც ერის ერთიანობის ქვაკუთხედს.
ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, სულიერად უნდა ემსახუროს ხალხს და, მიუხედავად მისი შვილების განსხვავებული პოლიტიკური ხედვისა, შეძლოს თავის წიაღში მათი გაერთიანება."
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/
"ღირსეული მთავრობის სათნოებების გამო უფალი ხალხს ჩუქნის მშვიდობას და კეთილდღეობას; მთავრობათა სათნოებების გამო უფალი განაშორებს განსაცდელს ხალხს და ანიჭებს მას გამარჯვებას"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ერი, განდგომილი ჭეშმარიტი, ცოცხალი ღმერთისაგან, ხდება არსობრივად მკვდარი ერი"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"დროდადრო, ღმრთისმოსავი და სიკეთისმოყვარე ხელისუფალის გამო, უფალი ჩუქნის მთელ ერს მშვიდობას, ჯანმრთელობას და აყვავებას, რისი მაგალითიც არიან სამეული: სოლომონი, ეზეკია, ოსია და სხვა მართალი მმართველები. მაგრამ ხანდახან სწორედ ერთ მმართველის ცოდვების გამო მთელი ერი იტანჯება, განიცდის რა შიმშილს და ვარდება რა მონობაში. მაგალითები - ისრაელის უმრავლესი მეფეები. უფლის სასჯელი ეწევა წარმართ ხალხსაც და წარმართ მეფეებსაც".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"პატიოსანი და კეთილი მოქალაქე თავის საზოგადოებრივ მოვალეობას ასრულებს და ემორჩილება თავისი სახელმწიფოს კანონებს არა მათი დარღვევის გამო სასჯელის შიშის, ანდა - გამორჩენისა თუ ჯილოსთვის, არამედ - სინდისისა და სიყვარულის გამო".
"კანონის მორჩილება მხოლოდ შიშის გამო ნიშნავს დამდაბლებას გარეული მხეცების მდგომარეობამდე, რომლებიც ასევე არ ესხმიან თავს ფარას, როცა მათ მოდარაჯე ადამიანებსა და ძაღლებს ხედავენ"
"ყველა სახელმწიფოებრივი კანონი, სჯული, სამოქალაქო კონსტიტუცია სათავეს ღვთაებრივი სამართლიდან იღებს და მის ანარეკლს წარმოადგენს"
/დეკ. ზაქარია მარგალიტაძე/
"მესმის რომ ბევრისთვის სასულიერო პირთა ჩარევა პოლიტიკაში მიუღებელია, მაგრამ როგორც სულსა და ხორცს აქვთ თანაკვეთა, ასევე აქვთ თანაკვეთა სახელმწიფოსა და ეკლესიას და როცა სახელმწიფო იღებს არამარტო ერის ფიზიკურად გამანადგურებელ, არამედ სულის დამღუპველ კანონებსაც, მაშინ ყველას მოვალეობაა, ხმა აღიმაღლოს"
/მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)