თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიათა იერარქია...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 16 2008, 04:18 PM

ეს საკითხი დიდი ხანია მაინტერესებს და ვერც თემა ვიპოვე ფორუმზე, ვერც ინტერნეტში მოსაძიებლად მოვიცალე.

თუ რაიმე უზუსტობაა სათაურში და საკითხის დასმაში, დავით შემისწორე. smile.gif

მაინტერესებს, რა ერთიანი იერარქია არსებობს მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიებში. ვთქვათ არის თუ არა, რომელიმე ეკლესია ანგარიშვალდებული რომელიმე სხვა ეკლესიის მიმართ ან მსოფლიო პატრიარქის არსებობის მნიშვნელობა. ან, რომელიმე ეკლესია თუ განსაკუთრებული პრიორიტეტით სარგებლობს სხვებთან შედარებით და რაში მდგომარეობს ეს პრიორიტეტი? ან საიდან იღებს სათავეს?


თუ სულაც არაა საჭირო ცალკე თემა?? უბრალოდ ამ კითხვების დასასმელი თემაც ვერ ვნახე unsure.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jul 16 2008, 04:55 PM

k@the

ერთადერთი რუსეთის, სმ ოსეთის და აფხაზეთის ეკლესიებია ანგარიშვალდებული რუსეთის მთავრობის წინაშე biggrin.gif

ისე საინტერესოა... მსოფლიო პატრიარქი ალბათ იერარქიულად აღმატებულია სხვა პატრიარქებზე?

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Jul 16 2008, 09:52 PM

ზოგი რამ ამ თემაში წერია http://church.ge/index.php?showtopic=254
რაც მე ვიცი ამ თემაზე ზოგადად დავწერ.
15 ავტოკეფალური ეკლესიიდან 6მართლმადიდებელი ეკლესია არის საპატრიარქო ეკლესია რაც იმას გულისხმობს რომ ისინი ყველაფერში და ყველასგან დამოუკიდებლები არიან და თვითონ განაგებენ თავიანთ საქმეებს.ესენია საქართველოს,რუსეთის,იერუსალი
მის,ანტიოქიის,ალექსანდრიის და კონსტანტინოპოლისეკლესიები.
მსოფლიო პატრიარქი ერევა გარკვეულ წილად ბერძნული ეკლესიების საქმეებში მაგ ელადის სხვა ეკლესიებიც ასევე დამოუკიდებელია თვითონ განაგებენთავიანთ საქმეებს მაგრამ საპტრიარქო წოდება მაინც უფრო აღმატებულია.
ავტონომიური ეკლესიები როგორც დავითი(კანონისტი)წერს 4-ა მათ შორის ერთი ფინეთისაა და ერთი იაპონიის ისინი დიფტიხში არ მოიხსენიებიან და ექვემდებარებიან ამ 15 ეკლესიებიდან რომელიმეს.
ჩვენს ეკლესიას აქვს ასევე მოპვებული წოდება უწმინდესი და უნეტარესი რომელიც ზოგ სხვა ეკლესიებს არ აქვთ მაგ რუსეთის და აშ.

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Jul 16 2008, 10:03 PM

ციტატა
ისე საინტერესოა... მსოფლიო პატრიარქი ალბათ იერარქიულად აღმატებულია სხვა პატრიარქებზე?

საინტერესოა პირველი სამი ეკლესიის ტიტულატურა
დავითის (კანონისტის დაწერილს გადმოვაკოპირებ)
1.მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი
2.მისი ღვთაებრივი უნეტარესობა, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, ხუთქალაქისა, ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა, მამაჲ მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული
3.უნეტარესი პატრიარქი ღვთისა ქალაქისა ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა, არაბეთისა, შუამდინარეთისა და სრულიად აღმოსავლეთისა.
ეკლესიის სიძლიერიდან და ისტორიული სიძველიდან გამომდინარე პატრიარქთა წოდებაც უფრო შთამბეჭდავია.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jul 16 2008, 10:46 PM

ციტატა(G_I_O_R_G_I_ @ Jul 16 2008, 09:52 PM) *

ზოგი რამ ამ თემაში წერია http://church.ge/index.php?showtopic=254
რაც მე ვიცი ამ თემაზე ზოგადად დავწერ.
15 ავტოკეფალური ეკლესიიდან 6მართლმადიდებელი ეკლესია არის საპატრიარქო ეკლესია რაც იმას გულისხმობს რომ ისინი ყველაფერში და ყველასგან დამოუკიდებლები არიან და თვითონ განაგებენ თავიანთ საქმეებს.ესენია საქართველოს,რუსეთის,იერუსალი
მის,ანტიოქიის,ალექსანდრიის და კონსტანტინოპოლისეკლესიები.



ვინ გითხრა რომ მხოლოდ 6 მართლმადიდებელი პატრიარქია მსოფლიოში?!

საქართველოს, რუსეთის, იერუსალიმის, ანტიოქიის, ალექსანდრიის და კონსტანტინოპოლის გარდა საპატრიარქოები გააჩნიათ

სერბეთისა და ბულგარეთის ეკლესიებს მათ შორის ბულგარეთმა საკუთარი პატრიარქი ჯერ კიდევ 1186 წელს

დაამტკიცა, ხოლო მსოფლიო პატრიარქის აღიარება მიიღო ეპისკოპოს სავას მისიის შედეგად სადღაც დაახ. 1242 წელს

იოანე დუკა-ვატაცის (1221-1254) იმპერატორობის დროს თუ მეხსიერება არ მღალატობს. ხოლო სერბეთის

ეკლესიის მეთაურმა პატრიარქის ტიტული

სერბეთის დიდი იმპერატორის სტეფან IV დუშანის დროს მიიღო 1345/6 წელს, იმისთვის, რომ იმპერატორის გვირგვინი

თვით პატრიარქისგან მიეღო მსგავსეად ბიზანტიის იმპერატორებისა.

ასე რომ ბულგარეთისა და სერბეთის საპატრიარქოებსაც არსებობის დიდი ისტორია გააჩნიათ. რაც შეეხება საქართველოს

აქ პირველი პატრიარქი ოქროპირი იყო რომელიც X (=10) საუკუნის მეორე ნახევარში მწყემსმთავრობდა საქართველოს

მართლმადიდებელ ეკლესიაში და როგორც სამართლიანად ფიქრობენ დავით III დიდი კურაპალატის აქტიური

მეცადინეობის შედეგად უნდა დაუფლებოდა ამ ტიტულს შესაძლოა, სადღაც 979 წლის შემდეგ მას მერე, რაც

ბიზანტიის იმპერატორს დაეხმარა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 17 2008, 11:44 AM

სულ არის 9 საპატრიარქო:
კონსტანტინოპოლის
ალექსანდრიის
ანტიოქიის
იერუსალიმის
რუსეთის
საქართველოს
სერბეთის
რუმინეთის
ბულგარეთის

და 6 ეკლესია
კვიპროსის
საბერძნეთის
ალბანეთის
პოლონეთის
ჩეხეთისა და სლოვაკეთის
ამერიკისა და კანადის

ამასთან:
* ბერძნული საპატრიარქოები საქართველოს ცნობენ მე-9 ადგილზე
* მსოფლიო საპატრიარქო არ ცნობს ამერიკის ეკლესიის ავტოკეფალიას
* სლავური საპატრიარქოები პოლონეთს ცნობენ ალბანეთზე წინ


- რაც შეეხება მსოფლიო საპატრიარქოს:
საეკლესიო კანონებით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ის მართლმადიდებლური სამრევლო, რომელიც არ შედის არცერთი საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაში, ექვემდებარება მსოფლიო პატრიარქს. თუმცა ეს წესი ევროპაში საკმაოდ ხშირად ირღვევა

მსოფლიო პატრიარქს არაოფიციალურად მინიჭებული აქვს ტიტული Primus inter pares - პირველი თანასწორთა შორის, რითიც ის მართლმადიდებელ პატრიარქთა შორის სარგებლობს უპირატესი პატივით.

- ბერძნული ეკლესიების მდგომარეობა
1821 წ. საბერძნეთის სახელმწიფომ აღიდგინა რა დამოუკიდებლობა, კონსტანტინოპოლმა მიზანშეწონილად მიიჩნია საბერძნეთის ადგილობრივი ეკლესიისათვის ავტოკეფალია მიენიჭებინა. ეს განხორციელდა იმ ტერიტორიის სამრევლოებისთვის, რომლებიც დამოუკიდებელი ბერძნული სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდნენ. საქმე ისაა, რომ საბერძნეთის მაშინდელი საზღვრები უფრო მცირე ტერიტორიას მოიცავდა, ვიდრე ეს დღეს აქვს საბერძნეთს, კერძოდ, ჩრდ. საბერძნეთი, პელოპონესის ნ/კ-ის ჩრდილოეთით, ქ. თესალონიკი და თრაკიის ნაწილი კვლავ თურქეთის შემადგენლობაში რჩებოდა. ამიტომ ეს ტერიტორიები მსოფლიო პატრიარქის იურისდიქციიდან არ გასულა.

მას შემდეგ რაც ბერძნებმა მოახერხეს საზღვრების გაფართოება, მსოფლიო საპატრიარქოს თავისი 1821 წ. ტომოსისათვის აღარ გადაუხედავს და ამგვარი გადანაწილება დღემდე ძალაშია: ჩრდ. საბერძნეთი (ათონის წმ. მთის ჩათვლით) შედის კონსტანტინოპოლის, ხოლო სამხრ. საბერძნეთი - ათენის სამთავარეპისკოპოსოს შემადგენლობაში.

- სხვა ბერძნული საპატრიარქოების ვითარება
ბერძნულს საპატრიარქოებად ითვლება პირველი 4 საპატრიარქო. იმის გათვალისწინებით, რომ გვიანდელი საუკუნეების განმავლობაში საპატრიარქო ცენტრები - ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი ხშირად ხდებოდა ურჯულოთა თავდასხმის ობიექტი, ამ კათედრათა პატრიარქები თავს აფარებდნენ კონსტანტინოპოლს, რის გამოც ისინი ერთგვარად დამოკიდებულნი გახდნენ მსოფლიო პატრიარქზე. გვერდით თემაში, სადაც ცნობილ კანონისტებზე ვსაუბრობთ, ითქვა, რომ თეოდორე ბალსამონი ანტიოქიელ პატრიარქად ითველბოდა, თუმცა კონსტანტინოპოლიდან არ გასულა და იქვე გარდაიცვალა. ამ ვითარების გამო დღემდე მირონს ეს საპატრიარქოები კონსტანტინოპოლიდან იღებენ. ამით კი, ისინი ერთგვარად მსოფლიო საპატრიარქოზე დაქვემდებარებულნი გახდნენ

- ვითარება ამ საპატრიარქოებში
ალექსანდრიის საპატრიარქო მდებარეობს ეგვიპტეში, იქვე არის ძველეგვიპტელთა შთამომავლებს - კოპტების საპატრიარქოც. მთლიანად სახელმწიფო მუსლიმურია და ქრისტიანები მხოლოდ 30%-ს შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობისა. ეგვიპტის ტერიტორიაზეა წმ. დიდმოწამე ეკატერინეს ცნობილი მონასტერი, რომელიც ავტონომიური ეკლესიაა იერუსალიმის საპატრიარქოს იურისდიქციაში სინაის მთის ეკლესიის სახელწოდებით.

ეგვიპტური კანონებით ალექსანდრიის ბერძენ პატრიარქს აღსაყდრებისთანავე ავტომატურად ენიჭება ეგვიპტის მოქალაქეობა სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად გადაადგილების მიზნით.

ანტიოქიის საპატრიარქო ორი მნიშვნელოვანი რამით არის გამორჩეული, პირველი იმით, რომ ანტიოქიაში მოციქულთა საქმეების თანახმად, უფლის მიმდევრებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები, ხოლო მეორე იმით, რომ იგი რომის ეკლესიამდე დააარსა პეტრე მოციქულმა, რაც ერთ-ერთი დასტურია იმისა, რომ რომის ეკლესიას განსაკუთრებული პრივილეგია პეტრე მოციქულის გამო არ უნდა ჰქონდეს.

ქ. ანტიოქია ამჟამად მდებარეობს თურქეთის რესპუბლიკაში და მას ანთაქია ჰქვია. იქ ანტიოქიელ პატრიარქს ჩასვლა აკრძალული აქვს. ამიტომ, საპატრიარქო კათედრა ამჟამად სირიაში მდებარეობს, კერძოდ, ქ. დამასკოში. მრევლი ძირითადად არაბია, მოქმედი პატრიარქიც - უნეტარესი ეგნატე IV გვარად ჰაზიმი და ეროვნებით არაბია

რაც შეეხება იერუსალიმს, მას საპატრიარქო სტატუსი II მსოფლიო კრებამ მიანიჭა, როგორც დედაეკლესიას. იერუსალიმშიც მრევლი ძირითადად არაბულია, თუმცა მმართველობაში ბერძნები არიან. იმის გამო, რომ ამ საპატრიარქოს იურისდიქცია სამ სახელმწიფოზე - ისრაელზე, პალესტინასა და იორდანიაზე ვრცელდება, საჭიროა საპატრიარქო კანდიდატის სამივეს მიერ მოწონება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ეს სახელმწიფოები ურთიერთდაპირისპირებული არიან, ამ თანხმობით მოპოვება ზოგჯერ თვეობით და წლობით ჭიანურდება

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 17 2008, 03:16 PM

კანონისტი
გაიხარე დავით! საინტერესოდ დაგვიწერე, მარა რაღაც თავში ვერ დალაგდა კარგად biggrin.gif
კიდევ ვცდი და საღამოს კიდევ წავიკითხავ აბა.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 17 2008, 03:35 PM

ციტატა(კანონისტი @ Jul 17 2008, 11:44 AM) *



მსოფლიო პატრიარქს არაოფიციალურად მინიჭებული აქვს ტიტული Primus inter pares - პირველი თანასწორთა შორის, რითიც ის მართლმადიდებელ პატრიარქთა შორის სარგებლობს უპირატესი პატივით.


ხო, მაგრამ ეგ უფრო ფორმალობაა მგონი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 17 2008, 03:38 PM

ციტატა

ხო, მაგრამ ეგ უფრო ფორმალობაა მგონი

არა,ეგ მნიშვნელოვანია, თუმცა არც ისეა როგორც კათოლიციზმში...
ციტატა
* ბერძნული საპატრიარქოები საქართველოს ცნობენ მე-9 ადგილზე

აქ დავით კარგი იქნებოდა უფრო გასაგებად დაგეწერა, რუსეთის და რუსული გავლენის ეკლესიების გარდა მთელ მართლმადიდებლობაში ჩვენ ყველაზე ბოლო ადგილს ვიკავებთ ავტოკეფალური ეკლესიების რიგში..

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 17 2008, 04:23 PM

KAIROS

ციტატა
ჩვენ ყველაზე ბოლო ადგილს ვიკავებთ ავტოკეფალური ეკლესიების რიგში..

არა კაიროს.

არა ავტოკეფალურ ეკლესიათა, არამედ საპატრიარქოთა რიგში smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 17 2008, 04:45 PM

ციტატა
არა ავტოკეფალურ ეკლესიათა, არამედ საპატრიარქოთა რიგში

ბოლოში ვართ და უძახე ახლა შენ იქ არა აქაო biggrin.gif ხო, საპატრიარქოთა რიგში ვართ ბოლო და ესეც VIII კრებაზე უნდა გაირჩეს, მართლა უსამართლობაა ბულგარეთის იქით რა უნდა ჩვენს ეკლესიას? sad.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 17 2008, 04:50 PM

KAIROS
რად უნდა VIII კრება, ბართლომეს ერთი ლამაზი ხელმოწერა და ეგაა biggrin.gif

P.S. ნეტარხსენებული დიმიტრიოსი აპირებდა VI ადგილის დაკანონებას 1990 წელს, მაგრამ ჩვენმა პატრიარქმა უთხრა უარი (რამდენადაც მე ვიცი), რადგან ჩვენ V ადგილი გვეკუთვნისო

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 18 2008, 05:03 PM

და რა მნიშვნელობა აქვს მაგ ადგილს??

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 18 2008, 05:06 PM

k@the

ციტატა
და რა მნიშვნელობა აქვს მაგ ადგილს??

პატივისა და ღირსების ნიშანია. მეტი არაფერი

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 18 2008, 05:41 PM

და ამქვეყნიურ პატივსა და ღირებას დიდი მნიშვნელობა აქვს? smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 18 2008, 05:48 PM

k@the

ციტატა
და ამქვეყნიურ პატივსა და ღირებას დიდი მნიშვნელობა აქვს?

არც ისე არსებითი, თუმცა პატივი ნიშანია ეკლესიის ისტორიისა, იმისა, რომ ჩვენი წინაპრები ოდითგანვე ამ აღმსარებლობისანი იყვნენ. მეტი არაფერი

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jul 18 2008, 09:50 PM

სულ პირველად რომ მოვედი ამ ფორუმზე მაშინ გავხსენი რაღაც მსგავსი თემა smile.gif :
http://church.ge/index.php?showtopic=2303&hl=

პოსტის ავტორი: jijikoi თარიღი: Mar 10 2009, 01:11 AM

კი მაგრამ რატომ არ ცნობენ ბერძნები ჩვენს ეკლესიას მეექვსე ადგილზე. ოდიტგანვე ხომ მეხუთე ადგილზე იყო ჩვენი საპატრიარქო და შემდეგ რუსეთმა იყიდა ეს ადგილი კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან. და ახლა რა ხდება ბართლომეოსს რა აყოვნებს რომ ჩვენ გადმოგვცეს მეხუთე ადგილი? თუ სხვა ეკლესიების განაწყენება არ უნდა?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 10 2009, 11:06 AM

jijikoi

ციტატა
კი მაგრამ რატომ არ ცნობენ ბერძნები ჩვენს ეკლესიას მეექვსე ადგილზე.

სადავოა ჩვენსა და რუსეთს შორის და ამიტომ.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Mar 10 2009, 01:25 PM

ციტატა(jijikoi @ Mar 10 2009, 02:11 AM) *

კი მაგრამ რატომ არ ცნობენ ბერძნები ჩვენს ეკლესიას მეექვსე ადგილზე. ოდიტგანვე ხომ მეხუთე ადგილზე იყო ჩვენი საპატრიარქო და შემდეგ რუსეთმა იყიდა ეს ადგილი კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან. და ახლა რა ხდება ბართლომეოსს რა აყოვნებს რომ ჩვენ გადმოგვცეს მეხუთე ადგილი? თუ სხვა ეკლესიების განაწყენება არ უნდა?


და იმიტომ რომ რუსეთის საპატრიარქოს უფრო დიდი მრევლი ყავს ვიდრე ჩვენსას, თორემ მაგ შემთხვევაში ადგილების მინიჭება ხდება ქრონოლოგიური პრინციპით, ანუ რომელი საპატრიარქოც უფრო ძველია ის უპირატეს ადგილს იკავებს. ამ ლოგიკით ჩვენი ეკლესიას პატრიარქობის პატივი X საუკუნიდან ჰქონდა ხოლო რუსეთისას XVI დან მაგრამ ისინი მაინც ჩვენს ზემოთ არიან.
ასე რომ ჩვენი პატრიარქის ილია II პოზიცია სწორი იყო როდესაც 5 ადგილს ითხოვდა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. სხვათაშორის საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი ძველ წყაროებში მსოფლიო 6-ე პატრიარქად იწოდება მაგრამ აქ იგულისხმება არამარტო 4 მართლმადიდებელი საპატრიარქო,არამედ რომის საპატრიარქოც, რომელიც დიდ სქიზმამდე პირველ ადგილს იკავებდა დიპტიხში.
სხვათაშორის ერთ-ერთი მიზეზი სქიზმისა სწორედ კონსტანტინოპოლის პატრიარქის-მიქელ კერულარიოსის მისწრაფება იყო პირველი ადგილი დაეკავებინდა რომის საპატრიარქოს წინ.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Mar 10 2009, 04:03 PM

ციტატა(sable @ Mar 10 2009, 02:25 PM) *

სხვათაშორის ერთ-ერთი მიზეზი სქიზმისა სწორედ კონსტანტინოპოლის პატრიარქის-მიქელ კერულარიოსის მისწრაფება იყო პირველი ადგილი დაეკავებინდა რომის საპატრიარქოს წინ.

დაგწვავენ, ეს რამ გათქმევინა biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 23 2009, 12:28 AM

მპკლედ, დედამიწაზე არ არსებობს საკითხი, პოლიტიკის (პოლიტიკური გადაწყვეტილების)გარეშე.

პოსტის ავტორი: pataraia თარიღი: Mar 23 2009, 03:26 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 23 2009, 12:28 AM) *

მპკლედ, დედამიწაზე არ არსებობს საკითხი, პოლიტიკის (პოლიტიკური გადაწყვეტილების)გარეშე.



ნინო როგორ არ არსებობს, შენც მაგარი ხარ რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: არჩილი74 თარიღი: Jun 14 2009, 04:34 PM

მსოფლიო პატრიარქის ტიტული ეს სიმბოლურია! მას ადგილობრივ ეკლესიებსჰი ვიზიტის დროს არანაირი წესის სჰესრულება არ შეუძლია ადგილობრივის კურთხევის გარესე, თუმცა-ღა მას არავინ აკადრებს ასეთ რამეს. მსოფლიო პატრიარქის და საპატრიარქოს მთელი დანისნულება იმაში მდგომარეობს რომ ადგილობრივ ეკლესიებში წარმოშობილ დავას განიხილავს და აზრს გამოთქვამს მხოლოდ და მხოლოდ (გავიხსენოთ მაგალითისათვის ,,ჩვილთა ცხონების საკითხი)

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 14 2009, 04:37 PM

ციტატა
მსოფლიო პატრიარქის ტიტული ეს სიმბოლურია

მთლად მასეც არაა, იგია SUPER INTER PARES ანუ აღმატებული თანასწორთა შორის.
ანუ უფროსი ძმაა, პირდაპირი გაგებით, მაგრამ არა მამა /განსხვავებით პაპიზმისგან/

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Jul 5 2009, 01:08 AM

გამარჯობათ,

აი ეს მაინტერესებს თუ შეიძლება განმიმარტეთ ცოტა არ იყოს დამაბნია tongue.gif

ღმრთაებრივი და უწმიდესი მამა და მწყემსმთავარი, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, პენტაპოლისისა, ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა, მამაი მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 5 2009, 10:35 AM

სერგი
ეგ ყველა პატრიარქის პატივი ისედაცაა, რამეთუ ყოველი პატრიარქი მჯდომარეა სამოციქულო საყდარზე და მათ რიცხვში აღირაცხება (ამიტომ მიმართავენ მას ღმრთისმსახურების წინ იმ სიტყვებით, რაც მაცხოვარმა უთხრა მოციქულებს: "ესრეთ ბრწყინავდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა..."), ხოლო ყოველი მოციქული პატივით ღირსია "დაჯდეს განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა..." ანუ მოგვევლინოს ახალი ისრაელის - ქრისტიანთა მსაჯულად.

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Jul 5 2009, 04:36 PM

Титул "Вселенский судия" (судия Вселенной - другой вариант перевода) Александрийский Патриарх носит уже почти тысячу лет (с 1018 года) за то, что он рассудил и примирил византийского императора с константинопольским патриархом. Кроме того, этот титул напоминает о том, что на Третьем Вселенском Соборе именно александрийский Патриарх председательствовавл в суде над патриархом Константинополя.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 5 2009, 05:02 PM

კანონისტი

ციტატა
P.S. ნეტარხსენებული დიმიტრიოსი აპირებდა VI ადგილის დაკანონებას 1990 წელს, მაგრამ ჩვენმა პატრიარქმა უთხრა უარი (რამდენადაც მე ვიცი), რადგან ჩვენ V ადგილი გვეკუთვნისო

ხო მე-5 ადგილი გვეკუთვნის და ასე იყო სულ, სანამ ავტოკეფალიას არ გაგვიუქმებდნენ. ამით რუსეთმა რომელიც ჩვენს უკან მე-6 ადგილზე იყო გადაიჩოჩა მე-5-ზე. ხოლო ჩვენი ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ რაღაც მანქანების ხელშეწყობით მე-6 ადგილზე ავღმოჩნდით. რუსეთი ვერ გავარყიეთ
აბო

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 5 2009, 05:50 PM

KAIROS

ციტატა
ანუ უფროსი ძმაა, პირდაპირი გაგებით, მაგრამ არა მამა /განსხვავებით პაპიზმისგან/

შტერი უფროსი ძმა თუ მყავს? (ეს არაპირდაპირი გაგებით, მხოლოდ ხუმრობით) biggrin.gif
ისე არჩევითი თანამდებობა არცერთი სანდო არაა, თან ვინ ირჩევს ისიც საკითხავია, რადგან გამორიცხული არაფერია. დამსახურება სხვა საკითხია.
აბო.

პოსტის ავტორი: (Νικόλαος) თარიღი: Oct 9 2010, 07:03 PM

.....

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Oct 10 2010, 12:15 AM

იმდღეს TV ზე აჩვენეს ვრცელი რეპორტაჟო მსოფლიო პატრიარქზე , როგორც გავიგე თურქები აპირებენ მომავალი პატრიარქის არჩევის უფლება არ მიცენ ქრისტიანებს ასევე ლაპარაკი იყო ქრისტიანების შეზხუდვაზე მოკლეთ რას ფიქრობთ როგორ შეიძლება განვითარდეს სიტოაცია მაგ შემთხვევაში თუ მართლა არ მიცემენ პატრიარქის არჩევის უფლებას?



უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)