თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ მართლმადიდებელ მაღალიერარქთა მიმართვა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 13 2009, 04:19 PM

IPB-ს სურათი

მართლმადიდებელ მაღალიერარქთა

ერთობლივი მიმართვა


სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

1. ღვთის წყალობით ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურნი და წარმომადგენელნი შევიკრიბეთ ფანარაში 2008 წლის 10-12 ოქტომბერს, ჩვენ შორის პირველის მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის მიწვევითა და თავმჯდომარეობით, ამ წლის წარმართთა დიდი მოციქულის წმ. პავლეს წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძმური სიყვარულით ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რაც ეხება მართლმადიდებელ ეკლესიას და ამ მოვლენასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობით, ერთობლივად აღვასრულეთ წმინდა ევქარისტია მსოფლიოს საყდრის უწმიდეს საპატრიარქო ეკლესიაში დღეს, 2008 წლის 12 ოქტომბერს, ნიკეის VII მსოფლიო კრების წმინდა მამათა კვირას. ამ დღეებში ჩვენ განვმტკიცდით საღვთო შორსმჭვრეტელობის ძღვენთა ჭეშმარიტებით, რომელიც მოგვეცა წარმართთა მოციქულის მიერ, რომელსაც ეწოდა უდიდებულესი `რჩეული ჭურჭელი~ (საქმეები, 9:15) ღვთისა და ბრწყინვალე მაგალითი ეკლესიის სხეულისათვის სამოციქულო მსახურებისა.
მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსე პატივს მიაგებს ამ მოციქულს მიმდინარე საუფლო წელს, მიიჩნევს რა მას მორწმუნეთათვის მაგალითად ჩვენი რწმენის თანამედროვე დამოწმებისთვის მათ წინაშე `ვინც ახლოა და ვინც შორსაა~ (ეფ. 2:17).

2. მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც გაცნობიერებული აქვს წარმართთა მოციქულის სწავლების სანდო განმარტებანი, რომელმაც გამოიარა ჩვენი ორიათასწლოვანი ისტორიის მშვიდობიანიც და ძნელბედობის დროც, შეუძლია და ვალდებულია, რომ შეუსაბამოს მოძღვრება თანამედროვე მსოფლიოს არამხოლოდ ქრისტეს მიერ ყველა ერის ერთობის მიღწევისათვის, არამედ ღვთის გამომსყიდველობითი ღვაწლის საყოველთაოობისთვისაც, რომლის მიერ მსოფლიოში ყველა განყოფა დაიძლევა და ადამიანთა საერთო ბუნება იქნება განმტკიცებული.
მეტიც, გამომსყიდველობის თაობაზე რწმენის ეს გზავნილი ხელს შეუწყობს მართლმადიდებელ ეკლესიას დაძლეულ იქნეს შიდა კონფლიქტები, რომლებიც გამოიწვია წარსულის ეროვნულმა, ეთნიკურმა და იდეოლოგიურმა უკიდურესობებმა. მხოლოდ ამ გზით ექნება მართლმადიდებლურ სამყაროს წარმატება თანამედროვე მსოფლიოში.

3. მოციქულ პავლეს სწავლებითა და ღვაწლით აღვსილები, ჩვენ ეკლესიის ცხოვრებისათვის უპირველესად და უმთავრესად მივიჩნევთ მისიის მოვალეობის მნიშვნელობას და კერძოდ, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებას აღვასრულოთ ეს საქმე, თანახმად უფლის ბოლო მცნებისა: `თქვენ იქნებით ჩემი მოწამე არამხოლოდ იერუსალიმში, არამედ იუდეაში, სამარიაში და ქვეყნის კიდემდე~ (საქმეები, 1:8). ღვთის ხალხთა ევანგელიზაცია, ასევე მათი, ვისაც არ სმენიათ ქრისტე, კვლავაც რჩება ეკლესიის უმაღლეს ვალდებულებად. ეს ვალდებულება არ შეიძლება აღსრულდეს აგრესიული ფორმით, ან პროზელიტიზმის სხვადასხვა გამოვლინებებით, არამედ სიყვარულით, მოკრძალებით, ყოველი ადამიანის განუმეორებლობისა და ყოველი ერის კულტურულ თავისებურებათა პატივისცემით. ყოველმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა აღასრულოს ეს სამისიონერო საქმე, კანონიკური წესების დაცვით.

4. ქრისტეს ეკლესია დღეს თავის მსახურებას აღასრულებს სწრაფად განვითარებად სამყაროში, რომელიც ბევრად უფრო შეკავშირებული გახდა კომუნიკაციების გამოყენებით და ტრასპორტირებისა და ტექნოლოგიების განვითარების შედეგად. ამავე დროს, გაუცხოება, განყოფა და კონფლიქტებიც მნიშვნელოვნად იზრდება. ქრისტიანები ვაცნობიერებთ, რომ ამგვარი მდგომარეობის მიზეზი არის ადამიანის ღვთისაგან გაუცხოება. არანაირი ცვლილებები სოციალურ სტრუქტურებსა თუ ქცევის წესებში შეძლებს განკურნოს ეს მდგომარეობა. ეკლესია მუდმივად მიუთითებს, რომ ცოდვა დაიძლევა მხოლოდ ადამიანების ღმერთთან მყოფობით.

5. ამ ვითარების პირობებში, მართლმადიდებლობის დამოწმება ადამიანთა და მსოფლიოს განუხრელად ზრდადი პრობლემების მიმართ ხდება აუცილებელი არამხოლოდ იმისთვის, რომ მივუთითოთ მათ მიზეზებზე, არამედ იმისათვისაც, რომ თავიდან ავიცილოთ ის ტრაგიკული გაგრძელება, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს. სხვადასხვა ნაციონალისტური, ეთნიკური, იდეოლოგიური და რელიგიური განსხვავებები მუდმივად კვებავს საშიშ დაპირისპირებებს, არამარტო ადამიანთა უდავო ონტოლოგიური ერთობის საზიანოდ, არამედ ადამიანის ურთიერთობებისთვისაც წმინდა ქმნილების მიმართ. ადამიანის პიროვნების სიწმინდე შემოფარგლულია ინდივიდუალობით, სადაც მისი ურთიერთობა დანარჩენ წმინდა ქმნილებათა მიმართ განიხილება, როგორც მისი შემთხვევითი გამოყენება ან საერთოდ, გამოუყენებლობა.
მსოფლიოს ასეთი განყოფა წარმოადგენს ინდივიდთა და თვით ხალხთა მონაწილეობის უსამართლო უთანასწორეობას ქმნილების სიკეთეთა მიმართ; ისინი ძირითად სიკეთეებს აშორებენ მილიარდობით ადამიანს და იწვევენ ადამიანის პიროვნების დამცირებას; ისინი იწვევენ მასობრივ სახალხო მიგრაციებს, ნაციონალისტური, რელიგიური და სოციალური დისკრიმინაციისა და კონფლიქტების გაღვივებას, რომლებიც აზიანებენ ტრაციდიულ შიდა საზოგადოებრივ თანაცხოვრებას. ეს გარემოებები განსაკუთრებით შეუთავსებელია, რადგან მჭიდროდ არის მიბმული ბუნებრივი გარემოსა და სრული ეკოსისტემის დანგრევისაკენ.

6. მართლმადიდებელი ქრისტიანები სხვა ერებთან ერთად იზიარებენ პასუხისმგებლობას დედამიწის თანამედროვე კრიზისის მიმართ, მიუხედავად იმისა, ეს ერები არიან რწმენაში თუ არა, რადგან ისინი შემწყნარებლობით და დამცირების გარეშე მიაგებენ პატივს ადამიანის არჩევანს, რწმენის სიტყვის ამ არჩევის ღირსეული გამოწვევების გარეშე. ამდენად, მათაც დიდი ვალდებულება აქვთ თავისი წვლილი შეიტანონ მსოფლიოს განყოფის დაძლევის საქმეში.
ადამიანის რასისა და წმინდა ქმნილების ონტოლოგიური ერთობის თაობაზე ქრისტიანული სწავლება, რომელიც გამოხატულია ქრისტეს გამომსყიდველობითი ღვაწლის საიდუმლოს სისავსეში, ქმნის საფუძველს ადამიანის ურთიერთობისათვის ღმერთთან და სამყაროსთან.

7. რელიგიის გამოცალკევების მცდელობა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან არის მრავალი თანამედროვე სახელმწიფოს საერთო ტენდენცია. საერო სახელმწიფოს პრინციპი დაცულ უნდა იქნეს, თუმცა, მიუღებელია ამ პრინციპის გაგება იმგვარად, რომ მოხდეს რელიგიის რადიკალური მარგინალიზაცია საჯარო ცხოვრების ყველა სფროდან.

8. ფინანსური კრიზისი კვალობაზე განუხრელად იზრდება უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის, რომელიც ხშირად შედეგია ეკონომიკური ფაქტორებით ყოვლად მიუღებელი ვაჭრობით და კორუმპირებული ფინანსური საქმიანობით, რომელიც ადამიანური განცდისა და გრძნობის გარეშე, არანაირად არ ემსახურება კაცობრიობის რეალურ მოთხოვნილებებს. სასიცოცხლო ეკონომიკა არის ის, რაც ეფექტიანად აერთიანებს სამართლიანობას და სოციალურ თანადგომას.

9. რაც შეეხება ქრისტიანული სარწმუნოების დამოკიდებულების საკითხს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან, მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავიდან აიცილა უსაფუძვლო მიკუთვნება განვითარებადი მეცნიერული კვლევებისა და პასუხის მოძებნა ყველა სამეცნიერო საკითხზე. მართლმადიდებლური თვალთახედვით კვლევების თავისუფლება არის ღვთივ-ბოძებული წყალობა ადამიანებზე. ადასტურებს რა ამას, ამავე დროს, მართლმადიდებლობა ხედავს ხიფათსაც, რომელიც მოდის ზოგიერთი მეცნიერული მიღწევით, სამეცნიერო ცოდნის საზღვრებით და რაღაც სხვა `ცოდნის~ არსებობით, რომლებიც ვერ ეთანადება მეცნიერების რეალურ მიზნებს. ეს სხვა `ცოდნა~ მრავალნაირი გზებით ამტკიცებს, რომ საჭიროა თავისუფლების აუცილებელი საზღვრების დადგენაც და მეცნიერების ნაყოფის გამოყენება ეგოცენტრიზმის დაძლევითა და ადამიანის პიროვნების ღირებულებათა პატივისცემით.

10. მართლმადიდებელ ეკლესიას წამს, რომ ტექნოლოგიურმა და ეკონომიკურმა პროგრესმა არ უნდა მიგვიყვანოს გარემოს განადგურებისა და ბუნებრივი რესურსების გაქრობისაკენ. მატერიალური მოთხოვნილებებით დაკმაყოფილების სიხარბეს მივყავართ ადამიანისა და ბუნების ერთობის დარღვევისკენ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბუნებრივი სიმდიდრეები არის არამხოლოდ ადამიანთა საკუთრება, არამედ უპირველესად ღვთის ქმნილება: `უფლისაი არის ქვეყანა და სავსება მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა~ (ფს. 23:1). ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არამხოლოდ დღევანდელ, არამედ მომავალ თაობებსაც აქვთ უფლება ისარგებლონ იმ ბუნებრივი რესურსებით, რომლებიც შემოქმედმა გვიბოძა ჩვენ ყველას.

11. მტკიცედ ვუჭერთ რა მხარს წამოჭრილი კონფლიქტების სამართლიანი გადაწყვეტის მშვიდობიან მცდელობებს, ჩვენ მივესალმებით რუსეთისა და საქართველოს ეკლესიათა პოზიციას და მათ ძმურ თანამშრომლობას ბოლო პერიოდის სამხედრო დაპირისპირების დროს. ამ გზით ორმა ეკლესიამ აღასრულა ვალდებულება ერთობის მსახურებისათვის. გამოვთქვამთ იმედს, რომ მათი ერთობლიოვი ეკლესიური მცდელობა შეძლებს, რომ დაძლეულ იქნეს სამხედრო ოპერაციათა ტრაგიკული შედეგები და აღდგეს მეგობრობა ერებს შორის.

12. ჩვენი დროის აღრევის პირობებში, ოჯახისა და ქორწინების ინსტიტუტის წინაშე დადგა კრიზისი. სოციალური მდგომარეობის ახალი კომპლექსების გათვალისწინებით, ეკლესია ვალდებულია, რომ გამოძებნოს გზების ახალგაზრდა და დიდი ოჯახებისათვის სულიერად მხარდასაჭერად და საერთო წახალისებისთვის.
ჩვენი ფიქრები განსაკუთრებით მიემართება ახალგაზრდობისადმი საიმისოდ, რომ მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ როგორც წმინდა და ეკლესიურ ცხოვრებაში, აგრეთვე ეკლესიის სამისიონერო და სოციალურ მსახურებაში, გაუზიარონ მათი პრობლემები და მოლოდინები ეკლესიას, რითიც ისინი შეიქმნიან არამხოლოდ მათ მომავალს, არამედ აწმყოსაც.

13. როგორც უწმიდეს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურნი და წარმომადგენელნი, სრულად აღვსილნი ზემომოყვანილი პრობლემების მნიშვნელობის განცდით და მომუშავენი მათ თავიდან ასაცილებლად, როგორც `მსახურნი ქრისტესი და აღმასრულებენი საღვთო საიდუმლოებებისა~ (1 კორ. 4:1), ეკლესიათა შორის ამ პირველი საყდრიდან ვაცხადებთ და ვადასტურებთ:
ა) ჩვენ უცვლელ პოზიციას და ვალდებულებას, რომ დავიცვათ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა `საერთო რწმენის, რომელიც მოგვეცა წმიდათა მიერ~ (იუდ. 3), მამათა რწმენის, საერთო საღვთო ევქარისტიისა და ეკლესიის მმართველობის კანონიკური სისტემის სარწმუნო დაცვის მიერ, ჩვენ შორის პერიოდულად წამოჭრილი პრობლემების სიყვარულითა და მშვიდობის სულით გადასაწყვეტად.
ბ) ჩვენ სურვილს, რომ გადაჭრილ იქნეს ყველა კანონიკური უწესრიგობა, რომელიც აღმოცენდა ისტორიული გარემოებებით და სამოძღვრო საჭიროებებით, როგორიცაა ე.წ. მართლმადიდებლური დიასპორა, ყველა შესაძლო გავლენის დასაძლევად, რომელიც უცხოა მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისათვის. ამ მიმართულებით ჩვენ მივესალმებით მსოფლიო საპატრიარქოს წინადადებას მოწვეულ იქნეს სრულიად მართლმადიდებელთა კონსულტაციები მომავალ 2009 წელს ამ საკითხებზე, აგრეთვე გაგრძელდეს მომზადება წმინდა და დიდი კრებისათვის. როდოსში სრულიად მართლმადიდებელთა კონსულტაციებზე დადგენილი წესისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, მასში მოწვეულ იქნება ყველა ავტოკეფალური ეკლესია.
გ) ჩვენ სურვილს, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, გაგრძელდეს საღვთისმეტყველო დიალოგი სხვა ქრისტიანებთან, აგრეთვე რელიგიათშორისი დიალოგი, განსაკუთრებით იუდეველებთან და ისლამთან, რამდენადაც დიალოგი წარმოადგენს ერთადერთ გზას ერთა შორის განსხვავებების აღმოსაფხვრელად, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც ნებისმიერი განყოფა, მათ შორის რელიგიის სახელით, აზიანებს ერთა მშვიდობასა და ერთობას.
დ) ჩვენ მხარდაჭერას მსოფლიო საპატრიარქოს, ასევე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მიმართ ბუნებრივი გარემოს დასაცავად. დღევანდელი ეკოლოგიური კრიზისი, რაც გამოიწვია სულიერმა და ეთიკურმა მიზეზებმა, ქმნის ეკლესიის აუცილებელ ვალდებულებას სულიერი წვლილი შეიტანოს მის აღმოსაფხვრელად, დაიცვას ღვთის ქმნილებები ადამიანური სიხარბისაგან. ამ მხრივ, ჩვენ ვიწონებთ 1 სექტემბრის, საეკლესიო ახალი წლის, ღვთის ქმნილებათა დაცვისათვის საგანგებო ლოცვების დღედ გამოცხადებას და მხარს ვუჭერთ ბუნებრივი გარემოს საკითხების შეტანას კატეხიზმოში, ქადაგებებსა და ჩვენი ეკლესიების საერთო სამოძღვრო საქმიანობაში, როგორც ამას ზოგნი უკვე ასრულებენ.
ე) გადაწყვეტილებას, საჭირო საქმიანობის შესასრულებლად შეიქმნას შიდა-მართლმადიდებლური კომიტეტი, რომელიც შეისწავლის ბიოეთიკის საკითხებს, რამდენადაც მსოფლიო ელოდება მართლმადიდებლობის პასუხს ამ პრობლემებზე.

მივმართავთ რა ამ საკითხებზე მსოფლიოში მართლმადიდებელ ერებს და მთელ ქვეყნიერებას, ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს `მერმე და მერმე~ მშვიდობისათვის, სამართლიანობისათვის, რათა საღვთო სიყვარულმა საბოლოოდ დაიმკვიდროს ადამიანთა ცხოვრებაში.

`დიდება მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოსა და ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე~ (ეფ. 3:20-21). ამინ.

ფანარა, 12 ოქტომბერი 2008 წ.

+ ბართოლომეოს კონსტანტინოპოლელი
+ თეოდორე ალექსანდრიელი
+ ეგნატე ანტიოქიელი
+ თეოფილე იერუსალიმელი
+ ალექსი მოსკოველი
+ ამფილოქე ჩერნოგორიელი (სერბეთის ეკლესიის წარმომადგენელი)
+ ლავრენტი ტრანსილვანიელი (რუმინეთის ეკლესიის წარმომადგენელი)
+ დომენტიანე ვიდინელი (ბულგარეთის ეკლესიის წარმომადგენელი)
+ გერასიმე ზუგდიდელი (საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი)
+ ქრიზოსტომოს კვიპრელი
+ იერონიმე ათენელი
+ იერემია ვროცლაველი (პოლონეთის ეკლესიის წარმომადგენელი)
+ ათანასე ტირანელი
+ ქრისტეფორე პრაღელი

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jan 13 2009, 04:34 PM

ციტატა
ჩვენ მივესალმებით მსოფლიო საპატრიარქოს წინადადებას მოწვეულ იქნეს სრულიად მართლმადიდებელთა კონსულტაციები მომავალ 2009 წელს ამ საკითხებზე, აგრეთვე გაგრძელდეს მომზადება წმინდა და დიდი კრებისათვის.

ამაშია საქმე smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 18 2009, 08:18 AM

ციტატა
+ გერასიმე ზუგდიდელი

biggrin.gif კარგად ჟღერს smile.gif

ციტატა
დიალოგი წარმოადგენს ერთადერთ გზას ერთა შორის განსხვავებების აღმოსაფხვრელად, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც ნებისმიერი განყოფა, მათ შორის რელიგიის სახელით, აზიანებს ერთა მშვიდობასა და ერთობას.

მაგარია smile.gif

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Jan 18 2009, 12:05 PM

VIII მსოფლიო საეკლესიო კრება უნდა შედგეს?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 27 2009, 09:51 PM

ციტატა
VIII მსოფლიო საეკლესიო კრება უნდა შედგეს?

იმედია 2010 შივე smile.gif
უამრავი პრობლემაა დაგროვებული...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 1 2009, 07:28 PM

ციტატა
მართლმადიდებელ მაღალიერარქთა

ერთობლივი მიმართვა



ორიგინალი და ინგლისური ვარიანტებიც დადე კანონისტ smile.gif

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Feb 1 2009, 11:04 PM

საინტერესოა..ნეტა სად?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 2 2009, 12:05 PM

ციტატა(agmsarebeli @ Feb 2 2009, 12:04 AM) *

საინტერესოა..ნეტა სად?

საქართველოში ცხადია, ანტიქრისტე ხომ აქ ვერ იბატონებს მარტო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 2 2009, 12:11 PM

თუ ეს კრება შედგა , დიდი ხელჩართული ჩხუბით დამთავრდება.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 2 2009, 01:23 PM

კანუდოსელი

ციტატა
ანტიქრისტე ხომ აქ ვერ იბატონებს მარტო


პატვცემულო, მცირე ხნით იბატონებსო, ვიააააა!!!! ისედაც, სულ ანტიქორისეტეზე ვსაუბროთ, შენ კიდევ ამუქებ!

თუ ეს ბოლო კრებაა, მაშინ სწორედ იქ ჩატარებდბა, სადაც ანტიქრისტეა (ინტრიგა) ვოტ!


დამცხეთ, ამხანაგო ეკუმენისტო მღვდელო!

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Feb 2 2009, 03:42 PM

ციტატა
VIII მსოფლიო საეკლესიო კრება უნდა შედგეს?

იმედია 2010 შივე
უამრავი პრობლემაა დაგროვებული...


რაო, რა 8-ე მსოფლიო კრებაა? რას ამბობოთ?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 2 2009, 04:38 PM

alilo

ციტატა
რას ამბობოთ?



ჩვენ არა,
ციტატა
მართლმადიდებელ მაღალიერარქთა
ეს პატივცემული ადამიანები. biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 2 2009, 07:32 PM

სანამ ეკუმენისტი მღვდელი დაგცხებდეთ biggrin.gif აქ არ ვარ biggrin.gif

ციტატა
მცირე ხნით იბატონებსო, ვიააააა!!!! ისედაც, სულ ანტიქორისეტეზე ვსაუბროთ, შენ კიდევ ამუქებ!

ნინო, შეეშვი ამ სისულელეებს smile.gif
ანტიქრისტე მთელ მსოფლიოში იბატონებს, თავისი ბატონობის სრულ 7
( 3,5 +3,5) წლის განმავლობაში, უდაბნოებშიც და მთებშიც კი მიაგნებს ქრისტიანებსო... მაგაზე ხომ გვიწერია უკვე ესქატომანიაში? და იქ ვისაუბროთ, ოღონდ აღარ გაიმეორო, ეგ აბსურდია!
და არც არავინ იცის ბოლო კრებაა და თუ ბოლოდან 100-ე smile.gif

კანონ,
ციტატა
ორიგინალი და ინგლისური ვარიანტებიც დადე კანონისტ


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 2 2009, 07:44 PM

KAIROS

ციტატა
და არც არავინ იცის ბოლო კრებაა და თუ ბოლოდან 100-ე




ციტატა
ნინო, შეეშვი ამ სისულელეებს



ნწუ, კანუდოსა ამბობს, საქრთველოსი ვერ გამეფდებაო, მე ვუთხარი იგონებ, ასეთი არავის უთქვია ტქო. სულ ეგ ვთვქი, დანაღცენს დრო გვაჩვენებს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 2 2009, 07:50 PM

ციტატა
ნწუ, კანუდოსა ამბობს, საქრთველოსი ვერ გამეფდებაო, მ

კანუდოსა ამბობს არა ის biggrin.gif იხუმრა, იხუმრა biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 2 2009, 07:50 PM

KAIROS

ციტატა
კანუდოსა ამბობს არა ის იხუმრა, იხუმრა



კი, მაგრამ გადააჭარბა biggrin.gif




ვაიდა, ვერ გამეფდეს, მერე ? biggrin.gif





















პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 2 2009, 07:58 PM

ციტატა

კი, მაგრამ გადააჭარბა

ვაიდა, ვერ გამეფდეს, მერე ?



ნინოოო biggrin.gif ვააა, მაგაზე ორი თვე მიდიოდა კამათი, და რასაც კანუდოსა ებრძოდა იმას კანუდოსას აწერ ახლა biggrin.gif
გამეფდება ყველგან ესაა ქრისტიანული ესქატოლოგია..
ამ თემას კი საშინლად ვაოფებთ sad.gif
ვიმეორებ თხოვნას_

ციტატა
კანონ,
ციტატა
ორიგინალი და ინგლისური ვარიანტებიც დადე კანონისტ


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 2 2009, 08:00 PM

KAIROS

ციტატა
ნინოოო ვააა, მაგაზე ორი თვე მიდიოდა კამათი, და რასაც კანუდოსა ებრძოდა იმას კანუდოსას აწერ ახლა



ვა, ვიხუმრე რა იყო unsure.gif



ციტატა
კანონ,
ციტატა
ორიგინალი და ინგლისური ვარიანტებიც დადე კანონისტ

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 6 2009, 09:19 PM

ისევ მე მომიწია ძებნა და ვიპოვე

ციტატა
ინგლისური ვარიანტი


http://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=en&id=995&tla=en

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 9 2009, 01:47 PM

მხევალი ნინო

ციტატა
თუ ეს ბოლო კრებაა, მაშინ სწორედ იქ ჩატარებდბა, სადაც ანტიქრისტეა (ინტრიგა) ვოტ!


დამცხეთ, ამხანაგო ეკუმენისტო მღვდელო!

სანამ მოგიწყე აუტოდაფე biggrin.gif ანუ ავტომატურ დაფაზე გაკვრა biggrin.gif შეეშვი მღვდელს, მღვდლის განკიხვა, თუნდაც ეკუმენისტი და მასონი იყოს, არ შეიძლება...

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Feb 9 2009, 10:15 PM

ანტიქრისტე მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანის გულებში ვერ გამეფდება tongue.gif smile.gif)))

პოსტის ავტორი: ABO1010 თარიღი: Feb 12 2009, 08:02 PM

ეგეთ მღვდელს თავი კიარ უნდა დაანებო უნდა გამოიყვანო და გაპარსო ხალხში რომ მეორემ მას არ მიბაძოს.

ეგეთ მღვდელს თავი კიარ უნდა დაანებო უნდა გამოიყვანო და გაპარსო ხალხში რომ მეორემ მას არ მიბაძოს. mad.gif

აბა თქვენ იციტ დამბლოკეთ კიდევ კაი ხნით smile.gif

პოსტის ავტორი: sormonii თარიღი: Feb 12 2009, 09:24 PM

ხალხოო და მერე რაოო როოიც იქნება კრებაო?????

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 14 2009, 06:16 PM

ციტატა(KAIROS @ Jan 27 2009, 10:51 PM) *

იმედია 2010 შივე smile.gif
უამრავი პრობლემაა დაგროვებული...


კი მარა სულ ხომ 20 კრება შედგა აქამდე? თუ 21...

ვერ ვხვდები ეს VII და VIII რა პონტია?

იქნებ გამარკვიოთ?

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 14 2009, 11:30 PM

ციტატა
კი მარა სულ ხომ 20 კრება შედგა აქამდე? თუ 21

აქ რა გინდა biggrin.gif გადიიი biggrin.gif
გადადი ჩვენს ბიბლიოთეკაში, გადმოქაჩე ერთერთი საეკლესიო ისტორია და იქ წაიკითხავ, რომ მართლმადიდებლებისათვის არსებობს ადგილობრივი კრებები და მსოფლიო კრებები, ეს უკანასკნელი კი მხოლოდ 7-ჯერ ჩატარდა, ბოლო ნიკეაში 787 წელს, და ახლა ვიმედოვნებთ, რომ 3-5 წელში მერვეც ჩატარდება smile.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 16 2009, 07:43 AM

ციტატა(KAIROS @ Feb 15 2009, 12:30 AM) *

აქ რა გინდა biggrin.gif გადიიი biggrin.gif
გადადი ჩვენს ბიბლიოთეკაში, გადმოქაჩე ერთერთი საეკლესიო ისტორია და იქ წაიკითხავ, რომ მართლმადიდებლებისათვის არსებობს ადგილობრივი კრებები და მსოფლიო კრებები, ეს უკანასკნელი კი მხოლოდ 7-ჯერ ჩატარდა, ბოლო ნიკეაში 787 წელს, და ახლა ვიმედოვნებთ, რომ 3-5 წელში მერვეც ჩატარდება smile.gif


კი მარა კონსტანტინოპოლის IV კრება მერვე არ იყო? რომელიც 870 წელს ჩატარდა?

მარა რა იყო 787 წლის მერე "ეძინათ"? biggrin.gif რატომ არ ჩატარდა აქამდე? smile.gif არ მიიღო შეურაწყოფად, რეალური შეკითხვაა smile.gif

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 16 2009, 11:57 AM

ციტატა
"ეძინათ"

ეს არის კიდეც მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფა და მითუმეტეს არამართლმადიდებლისაგან, ვეღარ დავხუჭავთ თვალს ლაშაბ, არამართლმადიდებლების მხრიდან ჩვენს ეკლესიაზე ცინიზმის გამოვლინებებზე.

სამწუხაროდ მერვე საუკუნის შემდეგ უამრავი პრობლემის გამო ვერ მოხერხდა მსოფლიო კრების ჩატარება, ფაქტობრივად კათოლიკურ განხეთქილებამდე ამის აუცილებლობაც არ იყო, რადგან მსოფლიო კრებები
ძირითადად დიდი მწვალებლობის წინააღმდეგ იკრიბებოდა ხოლმე,
განხეთქილების შემდეგ ბიზანტიაც მალევე დაემხო, არც და ეკლესიები
იყო უკეთეს მდგომარეობაში და ამიტომ ადგილობრივი კრებებით შემოიფარგლებოდნენ, რაც შეეხება 870 კრებას, ამაზე აზრთა სხვადასხვაობებია, ძირითადად იგი მიჩნეულია მაინც ადგილობრივ კრებად.


ციტატა
ანტიქრისტე მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანის გულებში ვერ გამეფდება

კარგად თქვი smile.gif , ყოჩაღ ლაშა!

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Feb 16 2009, 12:30 PM

ციტატა
კი მარა კონსტანტინოპოლის IV კრება მერვე არ იყო? რომელიც 870 წელს ჩატარდა?

მაგ კრებას მართლმადიდებლები არასდროს არ მიიჩნევდნენ მსოფლიოდ.
კონსტანტინეპოლის მეოთხე კრებად ყოველთვის მიიჩნეოდა 879-880 წლის კრება. (ამას ლათინებიც ანუ კათოლიკებიც ასე მიიჩნევდნენ მე-12 საუკუნემდე, შემდეგ შეცვალეს თავიანთი მიზნებიდან გამომდინარე). ამ კრებას მერვედ ძალიან ბევრი ცნობილი მოღვაწე თუ წმ. მამა მიიჩნევდა, მათ შორის ცნობილი კანონისტი თეოდორე ვალსამონი.
ცნობილი პატროლოგი არქიეპისკოპოსი ვასილი კრივოშეინი ასე წერს მაგალითად ამ საკითხტან დაკავშირებით:
Представляется весьма желательным, чтобы будущий собор превозгласил Константинопольский Собор 879-880 гг. Восьмым Вселенским Собором, как бывший таковым по своему составу.

ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესოა დრაგასის სტატია:
http://www.geocities.com/trvalentine/orthodox/dragas_eighth.html

ინფორმაცია ვიკიდან:
Others, including 20th century theologians Metropolitan Hierotheos (Vlachos) of Naupactus, Fr. John S. Romanides, and Fr. George Metallinos (all of whom refer repeatedly to the "Eighth and Ninth Ecumenical Councils"), Fr. George Dragas, and the 1848 Encyclical of the Eastern Patriarchs (which refers explicitly to the "Eighth Ecumenical Council" and was signed by the patriarchs of Constantinople, Jerusalem, Antioch, and Alexandria as well as the Holy Synods of the first three), regard other synods beyond the Seventh Ecumenical Council as being ecumenical. Those who regard these councils as ecumenical often characterize the limitation of Ecumenical Councils to only seven to be the result of Jesuit influence in Russia, part of the so-called "Western captivity of Orthodoxy."

Before the 20th century, the council of 879 AD was recognized as the 8th ecumenical council by people like the famous expert on Canon Law, Theodore Valsamon (11th century), St. Neilos of Rodes, St. Mark Evgenicus (15th century), St. Symeon of Thessaloniki (15th century), and the Patriarch of Jerusalem Dositheus, in his Tome of Joy (17th century).


პოსტის ავტორი: Drag-Drag თარიღი: Feb 18 2009, 01:27 AM

ანუ იკრიბებიან?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 18 2009, 05:37 PM

Drag-Drag

ციტატა
ანუ იკრიბებიან?



აპირებენ.

პოსტის ავტორი: jijikoi თარიღი: Mar 10 2009, 12:34 AM

კი მაგრამ შეიძლება რომ შეიკრიბნონ? ბოლო საეკლესიო კრების დადგენილება რთავთ ამის ნებას? თუ იქ არაფერი წერია შემდეგი მსოფლიო საეკლესიო კრების შესახებ?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 10 2009, 12:35 AM

ციტატა
კი მაგრამ შეიძლება რომ შეიკრიბნონ? ბოლო საეკლესიო კრების დადგენილება რთავთ ამის ნებას? თუ იქ არაფერი წერია შემდეგი მსოფლიო საეკლესიო კრების შესახებ?


რათ უნდა ეკლესიას ნებართვა ისევ ეკლესიის შეკრების შესახებ? biggrin.gif

აკრძალვის არ არსებობა ( რაც აბსუდი იქნებოდა ) თავად არის ნებართვა smile.gif

პოსტის ავტორი: jijikoi თარიღი: Mar 10 2009, 01:23 AM

გასაგებია. მგრამ აუცილებელია მერვე საეკლესიო კრების მოწვევა?თქვენ როგორ ფიქრობთ?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 10 2009, 04:19 AM

ციტატა
აუცილებელია მერვე საეკლესიო კრების მოწვევა?

მერვეც აუცილებელია, მეცხრეც და ოცდამეშვიდეც smile.gif სანამდის ეს ქვეყანა იარსებებს, იარსებებს ეკლესიაც ვიდრე მეორედ მოსვლამდე და მანამ აუცილებელი იქნება ხანდახან საყოველთაო შეკრება, და საერთო გადაწყვეტილებების მიღება, ახლა კი აუცილებელი კი არაა მარტო, არამედ ძალიან დაგვიანებულიცაა და სასწრაფოცაა!

პოსტის ავტორი: jijikoi თარიღი: Mar 16 2009, 02:17 AM

ძალიან კარგი მადლობა კაიროს smile.gif ძალიან მინდა რომ აქ ჩატარდეს მეც მაგრამ არამგონია. რომელიმე ბერძნულენოვან საპატრიარქოში ჩატარდება. ეგენი ვინმეს რამეს დაუთმობენ mad.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 16 2009, 05:47 AM

ციტატა
ძალიან მინდა რომ აქ ჩატარდეს

ვაა biggrin.gif ეგ იმდენად თამამი ოცნებაა, არც კი მომსვლია თავში biggrin.gif
ოღონდ რუსებმა არ ჩაატარონ, და იყოს ბერძნულ ენოვანში როგორც დანარჩენი შვიდი იყო, არაა პრობლემა, ისე კი პრობლემები გადაჭრან, ეგაა აუცილებელი!

პოსტის ავტორი: jijikoi თარიღი: Mar 16 2009, 02:20 PM

მართლა ნეტა გადაჭან ყველა პრობლემა ეგაა მთავარი.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)