თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ ,,არა არს დაფარულ, რომელი არა განცხადდეს”

პოსტის ავტორი: მევიოლინე თარიღი: Jul 6 2007, 04:44 PM

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო წლების განმავლობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ერთ ნაწილს საერთო პოზიცია ჩამოგვიყალიბდა. ვიტყვით იმასაც, რომ ჩვენს დამოკიდებულებას იზიარებს სტუდენტებისა და პედაგოგების, აგრეთვე ჩვენთვის ცნობილი სასულიერო პირების უმრავლესობა. თუმცა სხვადასხვა მიზეზით ისინი დუმილს არჩევენ. ჩვენც დიდხანს ვდუმდით. მაგრამ, ჩვენი აზრით, წლების მანძილზე წაყრუებისა და დუმილის პოლიტიკამ ვერანაირად გაამართლა და ამ წერილზე ხელმომწერნი პირად პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ეკლესიაში დღესდღეობით არსებული კრიზისის გამო; ჩვენი მთავარი დანაშაული სწორედ დუმილი იყო. ამიტომ ღიად ვაცხადებთ: აღარ გვსურს ჩუმი და გულგრილი მოწმენი ვიყოთ მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით ეკლესიის წინააღმდეგ მიზანდასახული ან თუნდაც გაუცნობიერებელი ბრძოლისა, აღარ გვსურს შევურიგდეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდით მოვაჭრეებს, მისი სახელის მიმტაცებლებს. ჩვენ ვსარგებლობთ სიტყვისა და აზრის გამოხატვის სწორედ ღვთითბოძებული თავისუფლებით, რათა ამ გზით შეძლებისდაგვარად დავაჩქაროთ ეკლესიაში არსებული პრობლემების გადაჭრა.

უმწვავესი საკითხი, სასწრაფოდ რომ ითხოვს რეაგირებას, მრავალია. ამჯერად მხოლოდ რამდენიმე, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე გავამახვილებთ ყურადღებას. საეკლესიო კანონმდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სამღვდელო და სამღვდელმთავრო კანდიდატი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სრულიად გაუგებარია, რა კრიტერიუმებით სდება ამა თუ იმ პიროვნების ხელდასხმა. ფაქტია, რომ სასულიერო პირების დიდი ნაწილის განათლებისა და სულიერი გამოცდილების ხარისხი მეტად დაბალია. განათლების დეფიციტის გამო ტოტალურად მახინჯდება დოგმატური და ეკლესიოლოგიური სწავლება, მორალის, პოლიტიკის, კულტურის, მეცნიერების მიმართ დამოკიდებულება კი უკიდურესად ფანატიკურ ხასიათს იძენს. სულიერი გამოცდილების ნაკლებობა ყველაზე თვალსაჩინოდ მოძღვრის მხრიდან უპირობო მორჩილების მოთხოვნაში ვლინდება. საკუთარი სულიერი, ინტელექტუალური და ზნეობრივი უმწეობის შესანიღბად ასეთი ,,სულიერი მამები” ,,სულიერ შვილებს,” მარტივად რომ ვთქვათ, ართმევენ ყოველგვარ თავისუფლებას - მოარულ გვამებად აქცევენ მათ...

სრულიად მოუწესრიგებელია სასულიერო პირების ცხოვრების ფინანსურ - ეკონომიკური მხარეც, რაც მათი უმრავლესობის მხრიდან საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებისას თანხის მოთხოვნის, მრევლის ღარიბი ნაწილისადმი უყურადღებობის, ხშირ შემთხვევაში კი - ,,საეკლესიო“ კორუფციაში ჩართვის საბაბი ხდება. ეს პრობლემა ეკლესიის მიმართ არაეკლესიური ადამიანების უმთავრესი დამაბრკოლებელი მიზეზია.

ეკლესიის წიაღში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფაქტობრივად არ შექმნილა საღვთისმეტყველო ნაშრომი, რომელიც სათანადო პასუხს გასცემდა თანამედროვეობის ამა თუ იმ გამოწვევას. ყველაზე მწვავე გარჩევის საგნად ბოლო წლებში - არც მეტი, არც ნაკლები - უნათლავად გარდაცვლილი ბავშვების საიქიო ხვედრისა და ქართული მრავალხმიანი გალობის კანონიკურობის საკითხი იქცა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის დიდი ნაწილი არ კითხულობს სახარებას, სამრევლო-საეკლესიო ცხოვრება მშრალ რიტუალიზმამდე, აზროვნება კი - ფსევდოსასწაულებისა და სიზმარ-გამოცხადებების ,,ღვთისმეტყველებამდეა“ დაყვანილი.

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გამოდის სულ მცირე 50 დასახელების ჟურნალი და გაზეთი, არც ერთი მათგანი რეალურად არ გამოხატავს მართლმადიდებლურ პოზიციებს, არც ერთ მათგანში არ სუნთქავს საღი აზრისა თუ ეკლესიის ღვთისმეტყველების სული (გამონაკლისს წარმოადგენდა ჟურნალი ,,გზა სამეუფო“, გაზეთები: ,,თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია“ და ,,საეკლესიო სიწმინდენი“, რომლებიც ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო აღარ გამოიცემა). საეკლესიო პრესის უდიდესი უმრავლესობა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ავრცელებს ერეტიკულ, ანტიქრისტიანულ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ იდეებს, ასევე სამყაროს, ადამიანისა და კულტურის მიმართ სიძულვილის პათოსით გაჟღენთილ პუბლიკაციებს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გაზეთმა ,,ერი და ბერი“ ანტიქრისტეს ვინაობა გვამცნო: მაშ, გიხაროდენ! ანტიქრისტე დასახელებულია, იგი გახლავთ აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში რიჩარდ ჰოლბრუკი(!). აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ ჩვენი იერარქიისა და მრევლის ნაწილი განსხვავებული აზრის, სხვა აღმსარებლობათა მიმდევრების, დასავლეთის, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ შეუწყნარებლობით ხასიათდება. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საეკლესიო პრესის მთავარი მიზანი, ერთი მხრივ, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საქართველოს ეკლესიის დისკრედიტირება, ხოლო, მეორე მხრივ, მისი სულიერ-ზნეობრივი სიმდიდრის პროფანაცია და ამ გამოცემების უმრავლესობაზე აღბეჭდილი ამა თუ იმ იერარქის ლოცვა-კურთხევას მინდობილი მრევლის სამოქალაქო-საზოგადოებრივი ცხოვრებისგან სრული მოწყვეტაა.. ჩვენი ეკლესიისა და სახელმწიფოს ავისმსურველებისთვის ეს მართლაც საშური პერსპექტივაა, რადგან ქვეყანა, სადაც მოქალაქეთა 85 პროცენტი თავს მართლმადიდებლად აცხადებს და ეკლესიისადმი ნდობის ხარისხი ყველა სხვა ინსტიტუტისადმი ნდობაზე შეუდარებლად მაღალია, ერთ მშვენიერ დღეს ანტიქრისტეს შიშით შეიძლება უბრალოდ პარალიზებულ იქნას, ანდა დასავლეთის მიმართ ფობიის გამო ისევ რუსეთის მარწუხებში აღმოჩნდეს.

მთელი საქართველოსათვის კარგადაა ცნობილი კათოლიკოს-პატრიარქის ტოლერანტობა, მისი დამოკიდებულება საერო კულტურის, ეკლესიის სოციალური პასუხისმგებლობის, მოქალაქის აქტივობისა და, ზოგადად, დასავლური ცივილიზაციისადმი. უწმინდესი და უნეტარესი გამუდმებით მოგვიწოდებს სხვადასხვა კულტურის მიმართ ღიაობისა და დიალოგისკენ, მოგვიწოდებს სამრევლო ცხოვრებაში გულახდილობისა და მეტი თავისუფლებისკენ, ჩვენთვის კარგადაა ცნობილი მისი პოზიცია სასულიერო პირთა განათლებასა და მათ მსახურებაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. კათოლიკოს-პატრიარქი ბოლო სააღდგომო ეპისტოლეში მკვეთრად აკრიტიკებს მღვდელმსახურთა სამოძღვრო საქმიანობას, მათ ავტორიტარულ მიდგომას სულიერი შვილებისადმი. მაგრამ ამ ფონზე ფაქტია, რომ ეკლესიის დღევანდელობა უწმინდესისა და უნეტარესის სულისკვეთების საწინააღმდეგოა.

ჩვენი აზრით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი იზოლაციაშია მოქცეული საპატრიარქოს აპარატის თანამშრომლების ერთი ნაწილისა და ამ აპარატთან დაახლოებული სასულიერო თუ საერო პირების მხრიდან. ამას არაერთი ეპისკოპოსი თუ მღვდელმსახური ადასტურებს, რომლებიც, როგორც ვთქვით, თავს იკავებენ ამ საკითხზე ღიად საუბრისგან; ამას ადასტურებს საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც წლების მანძილზე მეგობრობდა და თანამშრომლობდა უწმინდესსა და უნეტარესთან. და ამის შესახებ ჩვენც შეგვიძლია განვაცხადოთ; კერძოდ: უკვე ზედიზედ ორი წელია პატრიარქი სემინარიისა და აკადემიის სტუდენტთა ჯგუფს (რომელშიც შედის ნაწილი ამ წერილზე ხელმომწერებისა) ეკლესიაში არსებული პრობლემების შესწავლას ავალებს. მაგრამ ამ ანალიტიკურ ჯგუფს მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა. მისი საქმიანობა, შეიძლება ითქვას, ჩაიშალა კათოლიკოს-პატრიარქის რეფერენტის ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის ინიციატივით.

ჩვენთან საუბარში სასულიერო თუ საერო პირები ერთხმად აღიარებენ, რომ საპატრიარქოში ყველაფერს განსაზღვრავს და აკონტროლებს საპატრიარქოს აპარატი ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის ხელმძღვანელობით. მის სახელს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვასაც უკავშირებენ. რამდენიმე ხნის წინ პრესითა და ტელევიზიით გავრცელდა ცნობა საპატრიარქოს მიერ ხაშმის ღვინის ქარხნის, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჩოლოყაშვილების ისტორიული სასახლისა და კარის ეკლესიის დაგირავების ფაქტის თაობაზე. საზოგადოებისთვის აგრეთვე ცნობილი გახდა 1994-95 წლებში საპატრიარქოს სახელით წარმოებული კომერციული საქმიანობის შესახებ. ამ მასალაში საქართველოში სხვა პროდუქციასთან ერთად შემოტანილ სიგარეტზე, ბენზინზე, დიდი ოდენობით სპირტიან სასმელებზე და აქედან გატანილ ლითონებზეა საუბარი...

ბუნებრივია, რომ ეკლესიური თუ არაეკლესიური საზოგადოება ხსენებული ფაქტების გამო საპატრიარქოს თანამშრომელთა მორალური პასუხისმგებლობის გარკვევის საკითხს დასვამს. ჩვენ კი ყოველგვარი პათოსისა და უქმსიტყვაობის გარეშე გავიმეორებთ: მთავარი დამნაშავე თითოეული ჩვენგანის გულგრილობა, დუმილი და უმოქმედობაა. შესაბამისად, გამოსავალიც ჩვენს ერთობაში, აქტიურობასა და ერთმანეთისათვის გულწრფელად ნათქვამ სიმართლეშია. რწმენა და სიყვარული არ შეიძლება იყოს ბრმა, რადგან, სხვა შემთხვევაში, რწმენა ფანატიზმად, სიყვარული კი მონობად იქცევა.

ეკლესიაში შექმნილი მძიმე სულიერი და ზნეობრივი მდგომარეობის ფონზე იმედის სხივად საქართველოს გაბრწყინების იდეა ჩანს, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი ამკვიდრებს თავის ქადაგებებში. ჩვენც სწორედ ამ რწმენით გვსურს ვიცხოვროთ და ვიშრომოთ ეკლესიისა და მამულის საკეთილდღეოდ. რადგან გვწამს, რომ არასდროს მიგვატოვებს ჩვენი ცხოვრების მასულდგმულებელი ძალა - იესო ქრისტე და მისი წმინდანები, არასდროს დადუმდება უფლის სიტყვა, რომელიც სიბნელეს - სინათლით, მონობას - თავისუფლებით, სიკვდილს კი - სიცოცხლით ამარცხებს.


1. კახა აბაშიძე
2. იაკობ ახალაია
3. კახა ბუაჩიძე
4. დიმიტრი ბურდული
5. მირიან გამრეკელაშვილი
6. დიმიტრი გამრეკელაშვილი
7. ანტონ გუნიავა
8. თეიმურაზ გრძელიშვილი
9. დავით თინიკაშვილი
10. ერეკლე თურქაძე
11. რომან ლაშხია
12. გიორგი ლომიძე
13. კახა მაჩაიძე
14. ბექა მინდიაშვილი
15. ევგენი მიქელაძე
16. ვაჟა ნიქაბაძე
17. გელა ჟვანია
18. მიხეილ რობაქიძე
19. ჯაბა ტოროშელიძე
20. მიხეილ ცირდავა
21. ირაკლი ცხადაძე
22. ზურაბ ჯაში
23. ზაალ ჯუღელი

____________________________________________________



რას ფიქრობთ, სწორად მოიქცნენ ეს სტუდენტები თუ არა? მე ბევრ რამეში ვეთანხმები...

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jul 6 2007, 04:55 PM

ციტატა(მევიოლინე @ Jul 6 2007, 04:44 PM) *

რას ფიქრობთ, სწორად მოიქცნენ ეს სტუდენტები თუ არა? მე ბევრ რამეში ვეთანხმები...


რამდენჯერ უნდა დადო ერთი და იგივე?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 6 2007, 06:07 PM

მევიოლინე
რაში გჭირდება ამის გამოქვეყნება, ამ ბიჭებიდან უმრავლესობას კარგად ვიცნობდი და ვიცნობ და კარგად ვიცი ამ წერილის ისტორია. მთლად გულწრფელად არაა დაწერილი, ეს ბიჭები გამოიყენეს უბრალოდ და ხელი მოაწერინეს, თუ ვინ გამოიყენა კარგად მოგეხსენება.

სხვათა შორის კობა სუბელიანსაც ქონდა მოწერილი ხელი ამ წერილზე, რატომღაც თანამდებობაზე რომ დაინიშნა, რა ვიცი დამალეს თუ რა ქნეს, სხვა სახელით შეცვალეს.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 6 2007, 06:08 PM

მევიოლინე
თუ მკაფიოდ და კონკრეტულად არ ამიხსნი ამ თემის გახსნის მიზეზს, ვორნი გარანტირებული გაქვს wink.gif

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jul 6 2007, 06:22 PM

რომ ვკითხულობ ხოლმე 1832 წლის შეთქმულების ამბებს, სულ ის მახსენდება და მეცოდება - იასე ფალავანდიშვილი, რომლმაც გასცა და უღალატა თავის ძმებს.

სულ მიკვირდა, ეს კაცი როგორ, საიდან გაჩნდა, თავადიშვილი, გაზრდილი საუკეთესო ოჯახში, ქართველი, რამ აიძულა რომ ამ ნაბიჯს დგამდა-მეთქი.

კიდევ იმასაც ვფიქრობდი, დღეს რომ დადგეს ასეთივე სიტუაცია ნეტა იესე ფალავანდიშვილები კიდევ თუ იქნებიან მეთქი??

აი პასუხიც:

ამ წერილს 23 იასე ფალავანდიშვილი აწერს ხელს. გამრავლებულან...

ციტატა
,,არა არს დაფარულ, რომელი არა განცხადდეს”


სწორედაც ბატონო გუჯა, სწორედაც.

პოსტის ავტორი: მევიოლინე თარიღი: Jul 6 2007, 07:50 PM

ციტატა(კანონისტი @ Jul 6 2007, 07:08 PM) *

მევიოლინე
თუ მკაფიოდ და კონკრეტულად არ ამიხსნი ამ თემის გახსნის მიზეზს, ვორნი გარანტირებული გაქვს wink.gif


კანონისტ, დამშვიდდი მეგობარო. ეს თემა ადრე რომ გავხსენი ისე დახურე მიზეზიც არ ვიცოდი რატომ!

მე გეკითხებით, სწორად მოიქცნენ თუ არა? და თუ არა რატომ? პასუხი მაინტერესებს

მე რამოდენიმე საკითხში ვეთანხმები და თუ ნებას მომცემ დავაფიქსირებ ჩემს აზრს....

და კიდევ, რატომ მეკუთვნის ვორნი?

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jul 6 2007, 07:56 PM

ბევრი რამ შეიძლება მართებული შენიშვნა იყოს ზემოაღნიშნულ წერილში, თუმცა ხელმომწერებში მე ვერ ვხედავ ჯანსაღი, მოაზროვნე ახალგაზრდების გულწრფელ წუხილს! ჩემი აზრით ფარისეველი, და ამგვარი პოზიის მქონე ადამიანი ბევრად საცოდავია, ვიდრე მათ მიერ გაკიცხული ,,დამნაშავეები" ! გულწრფელად მეცოდებიან!

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 6 2007, 08:26 PM

მევიოლინე

ციტატა
მე გეკითხებით, სწორად მოიქცნენ თუ არა? და თუ არა რატომ? პასუხი მაინტერესებს

მე გიპასუხებ რატომ არ მოიქცნენ სწორად, აქ აღინიშნა რომ გულწრფელი წუხილი არ იყო გამოხატული ამ წერილში და ეს სიმართლეა, იმიტომ რომ ამ ამბების პერიოდში მქონდა ურთიერთობა ამ ბიჭების უმრავლესობასთან და კარგად ვიცი რამდენად წუხდნენ ეკლესიის საჭირბოროტო საქმეებზე. ამ წერილის გამოქვეყნება გავდა აი რას: არიქა ხალხო რაღაც ცუდი აღმოუჩინეთ ეკლესიას (არც იყო წესიერად დასაბუთებული) და ყველამ ნახეთ როგორ გვატყუებს ეკლესიაო.

მეორეც სემინარია-აკადემიის სტუდენტები ცდილობენ ჟურნალისტებს მიაწოდონ (ვინც დაგეშილნი არიან პროვოკაციებზე) ასეთი ინფორმაცია და იმის მაგივრად რომ საკუთარ ტკივილად გაითავისონ ეკლესიის პრობლემა ცდილობენ ამ ფაქტით ზიანი მიაყენონ (ვერც მიაყენებდნენ).

და ბოლოს ყველაზე ცუდი რაც იყო, ეს ბიჭები ძალიან ცუდად გამოიყენეს, ნამდვილად ვიცი რომ გერმანიაში სასწავლებლად გაშვებას შეპირდნენ ამ გამბედაობისთვის (სწორედ ამ ფაქტის მერე დაიწყეს გერმანულში მზადება).

მოკლედ არ გინდა გუჯა ასეთი რამეების გამოქვეყნება, მარტო ერთი მხრიდან რომ უყურებ საკითხს ეცადე მეორე მხრიდანაც შეხედო, ასე არ შეიძლება.

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jul 6 2007, 08:52 PM

ციტატა
და ბოლოს ყველაზე ცუდი რაც იყო, ეს ბიჭები ძალიან ცუდად გამოიყენეს, ნამდვილად ვიცი რომ გერმანიაში სასწავლებლად გაშვებას შეპირდნენ ამ გამბედაობისთვის (სწორედ ამ ფაქტის მერე დაიწყეს გერმანულში მზადება).


ეგ ოცდაათ ვერცხლზე მეტია ნეტა თუ ნაკლები?

გუჯა, თუ მორწმუნე ხარ და ის ბიჭებიც მორწმუნეებად თვლიდნენ თავს, მისულიყვნენ მოძღვრებთან და დალაპარაკებოდნენ, შემდეგ ეპისკოპოსებთან, შემდეგ პატრიარქთან.

იყვნენ, სცადეს? თუ მართლა გერმანიაში წასასვლელად მოაეერეს ხელი??

ციტატა
ნამდვილად ვიცი რომ გერმანიაში სასწავლებლად გაშვებას შეპირდნენ ამ გამბედაობისთვის


მაინტერესებს გაუშვეს მაინც? თუ არც ეგ აღირსეს??

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 6 2007, 09:10 PM

Lenus

ციტატა
მაინტერესებს გაუშვეს მაინც? თუ არც ეგ აღირსეს??

გაუშვეს არა, ხომ ვთქვი გამოიყენეს მეთქი.

იმდენად კარგად ვიცი ეს ამბები რომ არ ღირს ამ წერილით რაღაცის მტკიცება.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jul 6 2007, 09:30 PM

afxazi


მართალია!

ისე ეს შემთხვევა ნათელი მაგალითია ვაი-ქრისტიანობისა და არაჯანსაღი სულიერობის

პოსტის ავტორი: მევიოლინე თარიღი: Jul 6 2007, 09:33 PM

gasagebia kvelaferi, dzalian samcuxaroa ase rom gamoikenes studentebi garkveulma dzalebma da mere moatyues sad.gif ar gamixsnia es tema provokaciulad, es mainteresebda da informacia c gavige....

eh...kargi iqneba tu daxuravt temas, cashlit ar cashalot, ikos mainc, sxvebic gaigeben ra moxda...

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jul 6 2007, 09:58 PM

თუ საიდუმლო არაა ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან?

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jul 7 2007, 09:12 AM

ციტატა
თუ საიდუმლო არაა ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან?

ოო, ეგ საიდუმლოა smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 7 2007, 10:08 AM

მევიოლინე
კარგი ადამიანი ხარ გუჯა, დარწმუნებული ვარ რომ თემებს აჟიოტაჟის გამოსაწვევად არ ხსნი, შენ მართლა გაინტერესებს, მაგრამ ერთი მეგობრული რჩევასავით მექნება, მოვლენებს ნაადრევად ნუ აფასებ, მხოლოდ ერთი მხრიდან ნუ უყურებ, როგორი ცხადიც არ უნდა იყოს ამბავი, მაინც ნუ ირწმუნებ ბოლომდე.

ამ ბიჭების წერილი ერთი შეხედვით გულის ამაჩუყებელია, ეკლესიაზე ზრუნვით გამოწვეული, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. კიდევ ერთხელ ვამბობ უმრავლესობასთან პირადი ურთიერთობა მქონდა, სხვები ისე ვიცოდი შორიდან და კარგად ვიცი ნამდვილად ზრუნავდნენ თუ არა ეკლესიაზე. ვუყურებდი მათ და ასკარად ვხედავდი რომ ვიღაცამ ცუდად გამოიყენა ისინი და მეცოდებოდნენ.

უამრავი ადამიანი დაიხვიეს თავზე, ჟურნალისტები მოიყვანეს რომ ვითო გამოეაშკარავებინათ ეკლესია. გარდა ამისა ძალიაბ ბინძურადაც იტყუებოდნენ თითქოს მათ სემინარიაში დევნიდნენ და ძალიან ცუდად ექცეოდნენ, მსგავსი არაფერი არ ყოფილა, იქ ვიყავი და კარგად მახსოვს, ყველა გაგვაფრთხილეს რომ ვცდილიყავით კარგი ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა მათთან ჯერ ერთი იმიტომ რომ მათი გარიყვა არასწორი იქნებოდა იმიტომ რომ ჩვენი სტუდენტები იყვნენ და ჩვენს ძმებად ითვლებოდნენ და მეორეც იმთავითვე ცხადი იყო რომ ნებისმიერ დაპირისპირებას ცუდად გამოიყენებდნენ.

მახსოვს ერთხელ მცირე შელაპარაკება მოხდა ეზოში პირად საკითხზე და მეორე დღეს ყველა ტელევიზიამ იცოდა. თვითონ წარმოადგენდნენ სიტუაციას ისე თითქოს დევნულობაში იმყოფებოდნენ. არადა ხომ ვიცი რომ ასე არ ყოფილა.

ძნელია იმაზე ილაპარაკო ვინ გამოიყენა ეს სტუდენტები, მაგრამ კარგი მიზნები რომ არ ამოძრავებდა ხომ ცხადი იყო.

პოსტის ავტორი: მევიოლინე თარიღი: Jul 7 2007, 04:43 PM

აფხაზ, ამ საკითხზე განსხვავებული აზრებიც აქვთ, ზოგი ეთანხმება-მწერალი ნაირა გელაშვილიც...

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: orthodox_82 თარიღი: Jul 7 2007, 05:01 PM

რა აღშფოთებს საპატრიარქოს?!


იღუმენი კირიონ ზეინკლიშვილი


IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 7 2007, 08:40 PM

მევიოლინე

ციტატა
ზოგი ეთანხმება-მწერალი ნაირა გელაშვილიც...

კარგი რა რა მოგივიდა.

პოსტის ავტორი: მევიოლინე თარიღი: Jul 7 2007, 09:14 PM

ციტატა(afxazi @ Jul 7 2007, 09:40 PM) *

მევიოლინე

კარგი რა რა მოგივიდა.


მამა კირიონზე რას იტყვით?

პოსტის ავტორი: მეხელი თარიღი: Jul 9 2007, 11:34 AM

მე ვფიქრობ, რომ საეკლესიო პრობლემების გაშუქების ის ფორმები, რომლებსაც ამ სტუდენტებმა მიმართეს, შესაძლოა არ იყო ბოლომდე მართებული დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, თუმცა ისტორიულად ვიცით, რომ თვით წმინდა მამები გაცილებით მეტ გულისწყრომას გამოხატავდნენ სასულიერო პირთა გაუნათლებლობასა და უზნეობაზე. მაგრამ პრობლემები პრობლემებად რჩება და მასზე ეკლესიაში გულწრფელად და გულისტკივილით უნდა ვისაუბროთ და მათი გადაწრის გზები ვეძიოთ როგორც სასულიერო და ისე საერო პირებმა, თორემ დუმილი კიდევ უფრო გააღრმავებს ამ პრობლმებს.

ეკლესია ქვეყნიერებას უნდა უცხადებდეს ღმერთის ჭეშმარიტ სახეს და მას უნდა ახარებდეს ქრისტეს მიერ სიკვდილის დაძლევის კეთილ ამბავს; იგი უნდა იმეორებდეს ქრისტეს მიერ ქვეყნიერებისათვის გაღებულ მსხვერპლს და მისთვის ჯვარს უნდა ეცმოდეს. მაგრამ თუ ეკლესიის წევრები (განსაკუთრებით სასულიერო პირები) არ იქნებიან თავისი მოწოდების სიმაღლეზე, მაშინ "მარილი" უსარგებლო გახდება და რითღა "დამარილდება" ქვეყნიერება, რომ არ გაიხრწნას?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 9 2007, 12:35 PM

მევიოლინე

ციტატა
მამა კირიონზე რას იტყვით?

რა უნდა ვთქვა გუჯა, ერთი ჩვეულებრივი სასულიერო პირია, რომელიც თავის აზრს წერს, ვეთანხმები ზოგიერთ რამეში (განსაკუთრებით ბოლო აბზაცში), მე ამ სტუდენტების საქციელზე მქონდა საუბარი, თორემ საქართველოს ეკლესიაში რომ პრობლემებია ეს შენზე უკეთ მე მომეხსენება, გააჩნია როგორ მიუდგები ამ პრობლემების დაძლევის გზას. ქუჩაში გამოვარდნა და ყვირილი ეკლესიაში ესა და ეს ხდებაო არაფრის მომცემია.

რატომ არ ვაფასებ დადებითად ე.წ. "დავით აღმაშენებლის საზოგადოებისა" და მისი მოძმეების საქმიანობას, იმიტომ რომ უაზროდ ყვირიან და საქმის გაკეთების ნაცვლად აფუჭებენ. ყვირილით არაფერი არ გამოვა (ცარიელი ყვირილით) დღეს ისეთი დროა რომ დაფიქრებული მოქმედებაა მთავარი,

ერთხელ მამა გიორგის ვკითხეთ ლექციაზე, სახარების განმარტებები რატომ არ ითარგმნება ქართულადო. მან გვიპასუხა ისწავლეთ კარგად და თქვენ გადატარგმნეთო, აი ასეა პრეტენზიების გამოთქმა იოლია, საქმის გაკეთება კი ძნელი.

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jul 9 2007, 06:22 PM

ციტატა(afxazi @ Jul 9 2007, 08:35 AM) *

მევიოლინე

რა უნდა ვთქვა გუჯა, ერთი ჩვეულებრივი სასულიერო პირია, რომელიც თავის აზრს წერს, ვეთანხმები ზოგიერთ რამეში (განსაკუთრებით ბოლო აბზაცში


მე ყველაფერში ვეთანხმები მას...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 9 2007, 06:45 PM

ზებედე

ციტატა
მე ყველაფერში ვეთანხმები მას...

ძალიან კარგი თუ ეთანხმები. მაშ იზრუნე იმაზე რომ სიტუაცია რამენაირად გამოსწორდეს ეკლესიაში.

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jul 10 2007, 07:49 PM

სასულიერო აკადემიის სტუდენტს ჟურნალ “არჩევანის” გავრცელების გამო ემუქრებიან



სასულიერო აკადემიის სტუდენტ გელა ჟვანიასაგან რედაქციამ შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: “ღრმად პატივცემულო საზოგადოებავ, თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო ერთ საკითხზე, რომელიც ეხება სიტყვისა და პრესის თავისუფლებას. ვსწავლობ სასულიერო აკადემიის IV კურსზე. პირადი ინიციატივით, სტუდენტებში ვავრცელებ რელიგიური ხასიათის ჟურნალ “არჩევანს”. სტუდენტთა გარკვეული ნაწილი, რომელიც “დავით აღმაშენებლის საძმოს” წევრია, ხშირად მიწევდა წინააღმდეგობას ჟურნალის გავრცელების გამო. ბოლო პერიოდში კი ისინი ხელმოწერებს აგროვებენ სასულიერო აკადემიიდან ჩემი გარიცხვის საკითხთან დაკავშირებით. დარბიან საპატრიარქოსა და აკადემიის სასულიერო პირთა შორის. ჩემი აზრით, ისინი ამ დაწესებულებებში ეძებენ ისეთ სასულიერო პირებს, რომლებზედაც დაყრდნობას შეძლებენ. აღნიშნული დაჯგუფება ერთგვარი პათოლოგიური “მოშურნეობით” არის ცნობილი, მათ საქმიანობას გარკვეულწილად საზოგადოება უკვე იცნობს. ამ დაჯგუფების უკან დგანან ფანატიზმითა და ფუნდამენტალისტური იდეებით შეპყრობილი სასულიერო პირები. ზოგიერთი მათგანი პირად საუბრებში მიცხადებდა, რომ მათ თურმე “ქუჩის აკადემია” ჰქონდათ დამთავრებული. მეუბნებიან: “თუ არ მორჩები ამ საქმიანობას, აკადემიის შენობაში არ შეგიშვებთ ან შენი გარიცხვის საკითხს დავაყენებთ ადმინისტრაციის წინაშე”.
მე კი ვხელმძღვანელობ ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით, რომელიც გაზიარებულია საქართველოს კანონმდებლობის მიერ (საქართველოს კონსტიტუცია). ველოდები მოვლენების განვითარებას.
დიდი მადლობა ამ წერილის წაკითხვისათვის.
პატივისცემით გელა ჟვანია.”
აღსანიშნავია, რომ გელა ჟვანია მიეკუთვნება სასულიერო აკადემიისა და სემინარიის იმ სტუდენტთა რიცხვს, რომლებმაც ორი წლის წინ საჯაროდ გააპროტესტეს საპატრიარქოში გამეფებული ფანატიზმი, რუსეთის გავლენა და კორუფცია. საპატრიარქომ ეს სტუდენტები სასწავლებლიდან გარიცხა. გელა ჟვანია უკანასკნელია, რომელიც აკადემიაში დარჩა. ის აქამდეც განიცდიდა დევნას სასულიერო აკადემიის ადმინისტრაციისა და ექსტრემისტულ ორგანიზაცია “წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოების” წევრი სტუდენტებისაგან. ჩვენი ინფორმაციით, ეს უკანასკნელნი გ. ჟვანიას ფიზიკური ანაგარიშსწორებითაც ემუქრებიან. საპატრიარქოს მხრიდან ამ დევნის ინიციატორები არიან ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი და სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი, ხოლო “წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოების” მხრიდან ცნობილი ექსტრემისტები, დეკანოზები: დავით ისაკაძე და დავით ქვლივიძე.
პროტოპრესვიტერმა გიორგი გამრეკელმა აკადემია-სემინარიის სტუდენტებს ჟურნალ “არჩევანის” კითხვა აუკრძალა. ამ შუასაუკუნოებრივი ბრძანების კომენტარისაგან თავს შევიკავებთ. მიუხედავად იმისა, რომ მამა გიორგი გამრეკელს არც ერთი სამეცნიერო ნაშრომი არ შეუქმნია და არც სამეცნიერო ხარისხი ან უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლება აქვს, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ იგი გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად დანიშნა. ხოლო ახლახან მწერალ თამაზ წივწივაძესა და მას საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმ. გიორგის ოქროს ორდენი მიანიჭა.
გამოვთქვამთ პროტესტს გელა ჟვანიას დევნის გამო და ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოება არ დაუშვებს თბილისის სასულიერო აკადემიიდან თავისუფლად მოაზროვნე სტუდენტის გარიცხვას.
სტუდენტებისათვის ჟურნალ “არჩევანის” კითხვის აკრძალვაში კი ნათლად ჩანს ფანატიკოსების პანიკური შიში განათლებისა და ჯანსაღი აზრისადმი.

sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jul 10 2007, 08:15 PM

ციტატა(ზებედე @ Jul 10 2007, 07:49 PM) *

საპატრიარქოს მხრიდან ამ დევნის ინიციატორები არიან ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე


გუჯიკო, მიდი მეუფესთან და გაუმეორე რაც http://church.ge/index.php?s=&showtopic=2156&view=findpost&p=129706. არ გამოიყვანენ ხოლმე წამებულებად ზოგიერთებს?

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jul 10 2007, 08:27 PM

ციტატა(Sotiris @ Jul 10 2007, 04:15 PM) *

გუჯიკო, მიდი მეუფესთან და გაუმეორე რაც http://church.ge/index.php?s=&showtopic=2156&view=findpost&p=129706. არ გამოიყვანენ ხოლმე წამებულებად ზოგიერთებს?


ნუ პროვოკატორობ! აქ მეუფე სტეფანეს წინააღმდეგ უფრო უარესები ეწერა და შეგნებულად არ დავდე! მეუფემ იცის რაც დაწერეს ეს იდიოტობები! გული დამწყდა მეუფე სტეფანეზე ასე რომ დაწერეს, თუმცა ზოგიერთ სასულიერო პირზე მართალს ამბობენ, ვიცი რომ ჟურნალ "არჩევანის" აკრძალვის წინააღმდეგები იყვნენ. ისე, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ-თუ უნდა აკრძალონ ბასილის მომხრეებისგან მეუფე სტეფანეს და პატრიარქის მიმართ ცუდი რამეების წერა, ასევე უნდა აიკრძალოს ქვლივიძე-ისაკაძის მომხრეებისგან მეუფე ანტონზე ცუდის წერა!

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jul 10 2007, 09:01 PM

ციტატა(ზებედე @ Jul 10 2007, 08:27 PM) *

ნუ პროვოკატორობ! აქ მეუფე სტეფანეს წინააღმდეგ უფრო უარესები ეწერა და შეგნებულად არ დავდე! მეუფემ იცის რაც დაწერეს ეს იდიოტობები! გული დამწყდა მეუფე სტეფანეზე ასე რომ დაწერეს, თუმცა ზოგიერთ სასულიერო პირზე მართალს ამბობენ,


მამა გიორგი გამრეკელზეც? და რუსეთის აგენტებზე საპატრიარქოში?

ციტატა
ისე, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ-თუ უნდა აკრძალონ ბასილის მომხრეებისგან მეუფე სტეფანეს და პატრიარქის მიმართ ცუდი რამეების წერა, ასევე უნდა აიკრძალოს ქვლივიძე-ისაკაძის მომხრეებისგან მეუფე ანტონზე ცუდის წერა!


როდესაც მღვდლებზე საუბრობ, შესაბამისი ფორმით მოიხსენიე. ეტიკეტი ტყუილად არ არსებობს ეკლესიაში. რაც შეეხება ე.წ. ცუდს, იმ ხალხმა საკუთარი პოზიციის განსამტკიცებლად არგუმენტები მოიყვანა და ლანძღვა, შეურაცხყოფა და მოგონილი ამბები მგონი იქ არ ყოფილა (ფაქტები უწყებანში გამოქვეყნებული ინტერვიუდან იყო აღებული). ახლა აღარ შევუდგები იმის მოყოლას, რა წერია შენი საყვარელი ბასილ კობახიძის საიტზე მეუფე ანტონზე.

პ.ს. ჩემზეც შეგიძლია დაწერო ფანატიკოსი მდევნის ფორუმზეო http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jul 10 2007, 09:06 PM

ციტატა(Sotiris @ Jul 10 2007, 05:01 PM) *

მამა გიორგი გამრეკელზეც? და რუსეთის აგენტებზე საპატრიარქოში?
როდესაც მღვდლებზე საუბრობ, შესაბამისი ფორმით მოიხსენიე. ეტიკეტი ტყუილად არ არსებობს ეკლესიაში. რაც შეეხება ე.წ. ცუდს, იმ ხალხმა საკუთარი პოზიციის განსამტკიცებლად არგუმენტები მოიყვანა და ლანძღვა, შეურაცხყოფა და მოგონილი ამბები მგონი იქ არ ყოფილა (ფაქტები უწყებანში გამოქვეყნებული ინტერვიუდან იყო აღებული). ახლა აღარ შევუდგები იმის მოყოლას, რა წერია შენი საყვარელი ბასილ კობახიძის საიტზე მეუფე ანტონზე.

პ.ს. ჩემზეც შეგიძლია დაწერო ფანატიკოსი მდევნის ფორუმზეო http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html


შოთა, არგუმენტები გელა ჟვანიასაც აქვს, მამა ბასილსაც და მამა დავით ქვლივიძესაც, მაგრამ აქ არ ექცევა ყურადღება სამწუხაროდ ვინ რას იტყვის! მამა კირიონს ვეთანხმები, როდესაც მან თქვა 3 მღვდელმთავარს იუდა და ეკლესიის მტრები რომ უწოდეს საპატრიარქო დუმსო, სამწუხაროდ საპატრიარქო ბევრ რამეზე მართლაც დუმს, ამის არგუმენტები მეც მაქვს....

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 10 2007, 09:14 PM

ზებედე
გუჯა ძალიან გთხოვ შეეშვი ასეთი რამეების წერას, უბრალოთ გთხოვ არ გინდა, იმიტომ რომ არ იცი წესიერად ეს ყოველივე,

კიდევ ერთხელ გთხოვ ყველაფერს ერთი მხრიდან ნუ უყურებ, მეორედანაც შეხედე. ყველა ადამიანზე შეიძლება სიბინძურის ამოქექვა, მაგრამ რა საჭიროა ამის აფიშირება, ამის არ ც ადგილი და არც დრო.

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jul 10 2007, 09:42 PM

ციტატა(ზებედე @ Jul 10 2007, 10:06 PM) *

შოთა, არგუმენტები გელა ჟვანიასაც აქვს, მამა ბასილსაც და მამა დავით ქვლივიძესაც, მაგრამ აქ არ ექცევა ყურადღება სამწუხაროდ ვინ რას იტყვის! მამა კირიონს ვეთანხმები, როდესაც მან თქვა 3 მღვდელმთავარს იუდა და ეკლესიის მტრები რომ უწოდეს საპატრიარქო დუმსო, სამწუხაროდ საპატრიარქო ბევრ რამეზე მართლაც დუმს, ამის არგუმენტები მეც მაქვს....

აჰ შეხედე ახლა და იტყვი მერე რატო მემტერებიო!!!! ammm.gif რა კაცი ხარ ისე მაგრად ერთობი ხო?სად შოულობ ამ ტექსტებს(სულელურს)რომ არ ვიცოდე რა საქმიანობის ხარ ჩავთვლიდი საქმე შემოლევიათქო! თუ განტვირთვის ერთ-ერთი ხერხია შენთვის ჩვენი ნერვების აშლა? mad.gif გეხუმრები!!!!ისე რომ არ გეხმაურებოდე ის უფრო ხომ დაგაღონებს? smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)