თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ პატრიარქის ტიტული

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 6 2006, 03:45 PM

ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორია ჩვენი ეკლესიის მწყემსმთავრის სრული ტიტული:
უწმიდესი და უნეტარესი,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
დიდი მეუფე მამაი ჩვენი

"უწმიდესი და უნეტარესი" არის მიმართვის ფორმა. გამოიყენება ორივე იმდენად, რამდენადაც კათოლიკოს-პატრიარქი არის მოსაყდრე როგორც მცხეთის, ასევე ბიჭვინთის კათედრებისა

"სრულიად საქართველოს" აღნიშნავს იმას, რომ მისი იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ისტორიულ საქართველოზეც (ტაო, კლარჯეთი, ლაზეთი, საინგილო, ლორე). თავად ტერმინი ახალია (1917 წლის შემდგ.), ადრე გამოიყენებოდა "ყოვლისა საქართუელოისა"

"კათოლიკოს-პატრიარქი". კათოლიკოსი (ან კათალიკოსი) საქართველოს ეკლესიის მეთაურის უძველესი ტიტულია, იგი გამოიყენებოდა ავტოკეფალიის მიღებიდან - ე.წ. კათალიკოსი მცხეთისა. სიტყვა "პატრიარქი" ანტონის დროიდანაა შემოსული, ადრე "მამამთავარი გამოიყენებოდა"

"მცხეთა-თბილისის". ეს ორი ეპარქია მხოლოდ ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1920-იან წლებში გაერთიანდა. მანამდე თბილისს ცალკე მღვდელმთავარი ჰყავდა, რომელსაც ბოლო პერიოდში "ტფილელი მიტროპოლიტი"-ს ტიტული გააჩნდა

"მთავარეპისკოპოსი" - შემორჩენილია მცხეთის საყდრის მღვდელმთავრის უძველესი და პირვანდელი ტიტული

"დიდი მეუფე მამაი ჩვენი" - კალკირებაა რუსულისა: Великий Господин и Отец наш. ეს ტიტული არაა, ეს წოდებაა. წოდება სხვადასხვა პატრიარქებს სხვადასხვანაირი აქვთ. იგი ძირითადად დამოკიდებულია ეკლესიის უძველეს სტატუსზე. რამდენადაც ვიცი, ჩვენი ეკლესიის მეთაური ატარებდა უმნიშვნელოვანეს წოდებას - "მცველი საუფლო კვართისა"


პოსტის ავტორი: tsqnafo თარიღი: Nov 6 2006, 03:56 PM

ციტატა(კანონისტი @ Nov 6 2006, 03:45 PM) *





"კათოლიკოს-პატრიარქი". კათოლიკოსი (ან კათალიკოსი) საქართველოს ეკლესიის მეთაურის უძველესი ტიტულია, იგი გამოიყენებოდა ავტოკეფალიის მიღებიდან - ე.წ. კათალიკოსი მცხეთისა. სიტყვა "პატრიარქი" ანტონის დროიდანაა შემოსული, ადრე "მამამთავარი გამოიყენებოდა"



მაპატიე, მაგრამ ამაში ვერ დაგეთანხმები. პირველი კათოლიკოს-პატრიარქი იყო მელქისედეკ I, სვეტიცხოვლის მაშენებელი და სწორედ მისი დროიდან დამკვიდრდა ეს ტიტული.

პოსტის ავტორი: AnDaIn თარიღი: Nov 6 2006, 04:05 PM

ვა ეს რა საინტერესო ინფორმაციას ვღებულობ აქ ყოჩაღკანონისტი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 6 2006, 04:09 PM

tsqnafo
შენ ვერ გამიგე. განა ტიტულია ანტონის დროინდელი, თავად სიტყვა "პატრიარქი". ძველ ხელნაწერებში "მამამთავარი" გამოიყენება ძირითადად

პოსტის ავტორი: tsqnafo თარიღი: Nov 6 2006, 04:17 PM

ციტატა(კანონისტი @ Nov 6 2006, 04:09 PM) *

tsqnafo
შენ ვერ გამიგე. განა ტიტულია ანტონის დროინდელი, თავად სიტყვა "პატრიარქი". ძველ ხელნაწერებში "მამამთავარი" გამოიყენება ძირითადად

სადაც ანტონს ასახელებ, იქ წმინდა მელქისედეკიც თქვი, სხვა არაფერი.
ისე დარწმუნებული ხარ, რომ ''ქართლის ცხოვრებაში'' ასე წერია? მე ზუსტად ვერ ვიხსენებ და თავს ვერ გამოვიდებ, არა, მამამთავარი არ წეია-თქო, მაგრამ ტიტულეზე კი ნაღდად ვიცი. 2 დღეს თუ დამაცდით, ჩავხედავ წიგნს. smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 6 2006, 04:24 PM

tsqnafo
ახალი გამოკვლევით პირველი პატრიარქი არის არა წმ. მელქისედეკ I, არამედ იოანე (IX ს.).

პოსტის ავტორი: tsqnafo თარიღი: Nov 6 2006, 04:27 PM

ციტატა(კანონისტი @ Nov 6 2006, 04:24 PM) *

tsqnafo
ახალი გამოკვლევით პირველი პატრიარქი არის არა წმ. მელქისედეკ I, არამედ იოანე (IX ს.).

ავტორი?

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 6 2006, 04:27 PM

ნეტა თქვენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Nov 6 2006, 09:10 PM

ციტატა(კანონისტი @ Nov 6 2006, 03:45 PM) *

"სრულიად საქართველოს" აღნიშნავს იმას, რომ მისი იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ისტორიულ საქართველოზეც (ტაო, კლარჯეთი, ლაზეთი, საინგილო, ლორე).


ლაზეთზე უფრო კონკრეტულად ვერ გვეტყვით რამეს? მაგალითად ტრაპიზონის მიტროპოლიტი მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავარი არ იყო? რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ლაზეთი მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდა (ბიზანტიის ანაც ტრაპიზონის იმპერიის არსებობის პირობებში სხვაგვარად წარმოუდგენელად მიმაჩნია).

ციტატა(კანონისტი @ Nov 6 2006, 03:45 PM) *

თავად ტერმინი ახალია (1917 წლის შემდგ.), ადრე გამოიყენებოდა "ყოვლისა საქართუელოისა"


ანტონ კათოლიკოსი "ზემო საქართველოს" კათოლიკოსს უწოდებდა თავს, თუ არ ვცდები (რადგან იმ დროს აფხაზეთის საკათალიკოსოც არსებობდა).

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Nov 6 2006, 09:26 PM

ციტატა(კანონისტი @ Nov 6 2006, 04:24 PM) *

ახალი გამოკვლევით პირველი პატრიარქი არის არა წმ. მელქისედეკ I, არამედ იოანე (IX ს.).


ხომ ვერ გვეტყვით, ვინ არის ავტორი? ჩემი დაკვირვებით სისტემატურად საკუთარ თავს პატრიარქს უწოდებდნენ დომენტი კათოლიკოსი მე-18 ს.-ში და მისი მომდევნო კათოლიკოსები. მანამდე მცხეთელი კათოლიკოსები არჩევდნენ თავისთვის კათოლიკოსები ეწოდებინათ მხოლოდ (თუ რამე არ გამომრჩა). პატრიარქი გვხვდება მატიანე ქართლისაში გაკეთებულ ჩანართში მელქისედეკ კათოლიკოსის შესახებ, აგრეთვე ერთგან კათოლიკოსი მიქაელი თამარ მეფის ცხოვრებაში პატრიარქადაა წოდებული. რა მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ამას, კარგად ვერ ვხვდები. ისე ბერძნები რომ არ ჩქარობდნენ ჩვენი კათოლიკოსისთვის პატრიარქის წოდებას, ჩანს იგივე მათე ვლასტარის ანბანური სინტაგმიდან, სადაც ჩვენი კათოლიკოსი მთავარეპისკოპოსადაა წოდებული, მაგრამ ქართველთა უფლება თავისით აირჩიონ ეკლესიის საჭეთმპყრობელი, უყოყმანოდაა აღიარებული. და ბარემ კათოლიკოსის შესახებ რომ ამოვწუროთ საკითხი, აღვნიშნოთ, რომ ძვ. ქართული ტერმინოლოგიით კათოლიკოსი ეწოდებოდა არა მარტო საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს, არამედ აგრეთვე მსხვილი ეპარქიის მმართველს, მაგალითად ეფთვიმი მთაწმიდელის ცხოვრებაში სწორედ ამ აზრითაა გამოყენებული თესალონიკელი კათოლიკოსი.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 8 2006, 03:50 AM

ციტატა(კანონისტი @ Nov 6 2006, 04:45 PM) *

უძველეს სტატუსზე. რამდენადაც ვიცი, ჩვენი ეკლესიის მეთაური ატარებდა უმნიშვნელოვანეს წოდებას - "მცველი საუფლო კვართისა"



უფრო კონკრეტულად შეიძლება? ანუ მაინტერესებს: სხვადასხვა ადგლობრივი ეკლესიების დიპტიქებში ეგრე მოიხსენიებოდა?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 8 2006, 12:33 PM

იოანე კათალიკოსის მიერ პატრიარქის ტიტულის მიღებას რაც შეეხება, ეგ ამოვიკითხე თუ კარგად მახსოვს "საპატრიარქოს უწყებან"-ში.

კანუდოსელი

ციტატა
უფრო კონკრეტულად შეიძლება? ანუ მაინტერესებს: სხვადასხვა ადგლობრივი ეკლესიების დიპტიქებში ეგრე მოიხსენიებოდა?

ეს საკითხი გამოკვლეული არ არის. უბრალოდ, საეკლესიო ისტორიაში საკმაოდ განათლებულმა პიროვნებამ მომაწოდა ინფორმაცია ამის შესახებ. თუ უფალმა ინება და დრო მექნა შევეცდები გამოვიკვლიო

ისე, სხვებს რომ არ ეღიარებინათ არც გაგიკვირდეს, ისედაც ბევრს არ სიამოვნებს კვართი რომ აქ არის დაფლული

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 8 2006, 06:47 PM

ციტატა(კანონისტი @ Nov 8 2006, 12:33 PM) *

იოანე კათალიკოსის მიერ პატრიარქის ტიტულის მიღებას რაც შეეხება, ეგ ამოვიკითხე თუ კარგად მახსოვს "საპატრიარქოს უწყებან"-ში.

აი, ეგ კი უბრალოდ არ არსებოოოოოობბსსსსსსსსს biggrin.gif უკაცრავად, მაგრამ შანსი არააააააააააააააააააააააა
იქ მელქისედეკი ეწერა, თავს დავდებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 8 2006, 08:26 PM

თამარი

ციტატა
აი, ეგ კი უბრალოდ არ არსებოოოოოობბსსსსსსსსს უკაცრავად, მაგრამ შანსი არააააააააააააააააააააააა
იქ მელქისედეკი ეწერა, თავს დავდებ

შესაძლოა
მეც და ყველამ ვიცოდით რომ პირველი პატრიარქი იყო მელქისედეკ I. თუმცაღა ამ ბოლო დროს მეცნიერთა შორის გაჩნდა დასაბუთებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველი პატრიარქი იყო იოანე III (IX ს.). ეს მოსაზრება ამოვიკითხე ერთ-ერთ საეკლესიო პერიოდიკაში

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 8 2006, 08:38 PM

ციტატა(კანონისტი @ Nov 8 2006, 08:26 PM) *

თამარი

შესაძლოა
მეც და ყველამ ვიცოდით რომ პირველი პატრიარქი იყო მელქისედეკ I. თუმცაღა ამ ბოლო დროს მეცნიერთა შორის გაჩნდა დასაბუთებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველი პატრიარქი იყო იოანე III (IX ს.). ეს მოსაზრება ამოვიკითხე ერთ-ერთ საეკლესიო პერიოდიკაში

კი არ გედავები ან გეწინააღმდეგები, უბრალოდ მანდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის ეკუთვნის ეს დასაბუთება და რომელ პერიოდიკაში დაიბეჭდა.
ერთ მაგალითის არ იყოს, დღეს ბევრს წერენ, დისერტაციაც კი დაიცევეს და ამბობენ, ზუსტ თარიღს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიადგამოცხადებისა, თუმცა ასე მარტივად რომ ყოფიილიყო, აქამდე სხვაც აღმოაჩენდა.... მოკლედ, იმედია, გამიგე. ერთი თხოვნა ამქვს, იქნებ გაიგო, კონკრეტულად ვინ და სად დაწერა ამის შესახებ smile.gif

პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Jan 21 2007, 11:18 PM

ძალიან კარგი პატრიარქი გვყავს

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 21 2007, 11:25 PM

პატრიოტი
ეგრეა, სრული ჭეშმარიტებაა smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 23 2007, 01:44 PM

ციტატა(თამარი @ Nov 8 2006, 06:47 PM) *

აი, ეგ კი უბრალოდ არ არსებოოოოოობბსსსსსსსსს biggrin.gif უკაცრავად, მაგრამ შანსი არააააააააააააააააააააააა
იქ მელქისედეკი ეწერა, თავს დავდებ biggrin.gif

ვნახე სადაც ეწერა laugh.gif

ეს არის დეკანოზ ზაქარია მაჩიტაძის ღვაწლით გამოცემულ ახალ სამღვდელო კონდაკში, გვ. ე (5)

სადაც მითითებულია ძველი მოსახსენებელი (კლარჯეთისა), სადაც იოანე III წერია პატრიარქად

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 23 2007, 06:14 PM

ციტატა
ვნახე სადაც ეწერა

ეს არის დეკანოზ ზაქარია მაჩიტაძის ღვაწლით გამოცემულ ახალ სამღვდელო კონდაკში, გვ. ე (5)

სადაც მითითებულია ძველი მოსახსენებელი (კლარჯეთისა), სადაც იოანე III წერია პატრიარქად




ლოგიკურად სადაც იოანე III იყო, იქ იოანე პირველი იქნებოდა არა?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 24 2007, 11:17 AM

მხევალი ნინო
ცხადია. smile.gif

მაგრამ იოანე I მცხეთის კათალიკოსი იყო და არა პატრიარქი

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 26 2007, 11:14 AM

კანონისტი

ციტატა
"უწმიდესი და უნეტარესი" არის მიმართვის ფორმა. გამოიყენება ორივე იმდენად, რამდენადაც კათოლიკოს-პატრიარქი არის მოსაყდრე როგორც მცხეთის, ასევე ბიჭვინთის კათედრებისა


და უწმინდესი და უნეტარესი..ეს წოდება რა შუაშია მცხეთისა და ბიჭვინთის კათედრებთან ვერ გავიგე....
პატრიარქი დიდებული ადამიანია...
მაგრამ მაპატიეთ არ მესმის როგორ უნდა უწოდო ადამიანს უწმინდესი და უნეტარესი...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 26 2007, 11:27 AM

გამიგია ჩვენი პატრიარქი, ღვთისმეტყველი აისო და კარგი ნაშრომებიც აქვსო>. თუ ასეა სად არის ნაშრომები? თუ ნაშრომები არ არის, მაშინ ღვთის მეტყველება რაში გამოიხატება?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 26 2007, 11:57 AM

გლახა

ციტატა
უწმინდესი და უნეტარესი..ეს წოდება რა შუაშია მცხეთისა და ბიჭვინთის კათედრებთან ვერ გავიგე....


მცხეთის მთავარეპისკოპოსი იწოდებოდა უწმიდესად
ბიჭვინთის ეპისკოპოსი - უნეტარესად

ციტატა
მაპატიეთ არ მესმის როგორ უნდა უწოდო ადამიანს უწმინდესი და უნეტარესი

უწმიდესი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას ვაღიარებთ წმინდანად. ის იწოდება უწმიდესად იმიტომ, რომ წმიდაა მისი საყდარი და იწოდება უნეტარესად იმიტომ, რომ ნეტარია მისი საყდარი, საყდარი ანდრია მოციქულისა

განა ქუჩაში უცნობ პირს ვთქვათ "ბატონო"-თი რომ მიმართავ, რა, შენი ბატონია? "აკი ბატონყმობა გადავარდაო, ეს ოხერი, აკი გადავარდაო?" biggrin.gif © კ/ფ "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"

ან მეგობარს "ძმაო"-ს თუ ეტყვი, ძმაა ის შენი? დედაშენის და მამაშენის შვილია?

ან უცნობ პირს "დეიდა"-ო რომ უთხრა, დედაშენის დაა ის?

ეს მიმართვის ფორმაა. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი ზის ანდრია მოციქულის საყდარზე და ამიტომ უწმიდესი და უნეტარესია ის! ღმერთმა დაუფაროს მასაც და ყველა პატრიარქს (თუმცა სამწუხარპდ ირინეოსთან დაკავშირებით ეს მოხდა), მაგრამ მისი გადაყენების შემთხვევაში ტიტულს ვერ შეინარჩუნებს, რაც ნიშანია იმისა, რომ მისი საეკლესიო თანამდებობაა წმიდა და ნეტარი...

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 26 2007, 01:48 PM

კანონისტი

ციტატა
განა ქუჩაში უცნობ პირს ვთქვათ "ბატონო"-თი რომ მიმართავ, რა, შენი ბატონია? "აკი ბატონყმობა გადავარდაო, ეს ოხერი, აკი გადავარდაო?" © კ/ფ "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"

ან მეგობარს "ძმაო"-ს თუ ეტყვი, ძმაა ის შენი? დედაშენის და მამაშენის შვილია?


ან უცნობ პირს "დეიდა"-ო რომ უთხრა, დედაშენის დაა ის?



აუ კაი რა კანონისტ...
უფრო რამე რეალური მითხარი...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 26 2007, 02:01 PM

გლახა
[quote]აუ კაი რა კანონისტ...
უფრო რამე რეალური მითხარი...[/quote


მეტი რეალური რაღა გინდა.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 26 2007, 05:24 PM

ციტატა
მეტი რეალური რაღა გინდა.

არ ვიცი პირდაპირ

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 29 2007, 02:03 PM

კანონისტი

ციტატა
არ ვიცი პირდაპირ

არ ცოდნა "გრეხი კი არ არის კაცო ..რა მოგივიდა smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 29 2007, 02:27 PM

გლახა
ნუ ფილოსოფოსობ თორო გიჯიკე ეხლა biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 30 2007, 02:36 AM

გლახა

ციტატა
არ ცოდნა "გრეხი კი არ არის კაცო ..რა მოგივიდა

ნამდვილად!

არ ცოდნა რომ იყოს ვიტყოდი, მაგრამ უკეთეს მაგალითს ვერ ვფიქრობ! მგონი, ერთი ფრაზაც კი (მაგალითის გარეშეც) საკმარისი უნდა იყოს, რომ "უწმიდესი" არის ტიტული ეკლესიის მეთაურისა

პოსტის ავტორი: martlmadidebeli2 თარიღი: Mar 15 2007, 02:26 PM

ხალხო მეტი თემა არ გაკვთ, უბრლოდ მარტლა სასაცილოა როცა ტკვენი ტეოლოგიური დისკუსია მარტო იმიტ სჰემოიპარგლება ტუ ვინ იკო პირველი პატრიარქი. p.s. მეგობრული რჩევა: ცოტა მეტი იაზროვნეთ wink.gif wink.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 15 2007, 02:42 PM

martlmadidebeli2

ციტატა
ხალხო მეტი თემა არ გაკვთ, უბრლოდ მარტლა სასაცილოა როცა ტკვენი ტეოლოგიური დისკუსია მარტო იმიტ სჰემოიპარგლება ტუ ვინ იკო პირველი პატრიარქი. p.s. მეგობრული რჩევა: ცოტა მეტი იაზროვნეთ




ეჰ, ამ ფორუმს ბრძენებად ჩემი საყვარელი გლახა, ალექსი და დულოსი არ აკლდნენ ეხლა კიდევ მართლმადიდებელი, რომ არ შემოგვმატებოდა?! არაა საშველი არა! არა პირდაპირ, ბრძენთა საბჭოს გახსნაა საჭირო. ადმინთან წინადადებით უნდა შევიდე.


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)