თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ კანონიკური გალობა

პოსტის ავტორი: vaxmax თარიღი: Feb 4 2011, 10:44 AM

პასუხი მარიამს

ტაძრის მშენებლობისთვის ნამდვილად აუცილებელია ეპისკოპოსის კურთხევა, ვინაიდან ეპისკოპოსმა უნდა აკურთხოს საძირკველი,

მშენებლობის დამთავრების შემდეგ უნდა აკურთხოს ტაძარი და თვითონვე უნდა დაადგინოს ამ ტაძარში ღვთისმსახურებიც. ასე რომ,

ტაძრის აშენება ეპარქიის ეპისკოპოსის გარეშე ნამდვილად ვერანაირად ვერ მოხერხდება.

რაც შეეხება ხატწერას, მას აქვს თავისი კანონი და ამ კანონით წერს ყველა ხატმწერი ხატებს. სად გინახავს, მარიამ, შენ , რომ

ყველა ხატმწერი პატრიარქთან მიდიოდეს ხატის დაწერაზე კურთხევის ასაღებად. ეს ხომ შეუძლებლია, ამდენ ხატმწერს ვერც კი მიიღებს

პატრიარქი. უბრალოდ, თუ ხატმწერი არაკანონიკურ ხატს დაწერს, მღვდელი იმ ხატს არ აკურთხებს.

ასევეა გალობაც. მღვდელი, დიაკონი, მედავითნე და მგალობელი დადგენილი ტიპიკონის მიხედვით ასრულებენ ღვთისმსახურებას.

არ არის საჭირო, რომ ისინი მივიდნენ პატრიარქთან და ჰკითხონ, რომელი წირვა ჩაატარონ, რომელი ლოცვები წაიკითხონ, ვინაიდან

ტიპიკონში ეს ყველაფერი მოცემულია: როდის სრულდება იოანე ოქროპირის წირვა, როდის ბასილი დიდის და როდის პირველშეწირულის;

რომელ კვირაში რომელი ხმა იგალობება, რომელი დღესასწაული რა ხმაზეა გაწყობილი. ეს ყველაფერი ზუსტადაა მითითებული ტიპიკონ-

ში და ამ ტიპიკონის მიხედვით ღვთისმსახურებმა უნდა აღასრულონ თავიანთი ყოველდღიური მსახურება. ტიპიკონი კი უჩვენებს იოანე

დამასკელის რვახმას, რომელიც წარმოადგენს საეკლესიო გალობის კანონს და არის ტიპიკონის განუყოფელი ნაწილი. წირვა-ლოცვის ტიპი-

ონი, საღვთისმსახურო წიგნებში მოცემული ხმებზე გაწყობილი ლოცვები მიეკუთვნება ეკლესიის წმიდა გადმოცემას.




კითხვა მარიამს

იცი, მარიამ, შენ თუ არა, როგორია რვახმაში თითოეული ხმის საკომპოზიციო კანონი?

პოსტის ავტორი: benediqt16 თარიღი: Feb 4 2011, 04:18 PM

vaxmax

ციტატა
პასუხი მარიამს


მარიამი ვინ არის? umnik2.gif


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 5 2011, 01:40 PM

vaxmax


პასუხს ალბათ შეკიტხვაც აქვს. ეგებ შეკიტხვა დაგედო,რომპასუხის არსი გავიგოთ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 15 2011, 12:31 PM

vaxmax

ციტატა
რომელ კვირაში რომელი ხმა იგალობება, რომელი დღესასწაული რა ხმაზეა გაწყობილი. ეს ყველაფერი ზუსტადაა მითითებული ტიპიკონ-

ში და ამ ტიპიკონის მიხედვით ღვთისმსახურებმა უნდა აღასრულონ თავიანთი ყოველდღიური მსახურება. ტიპიკონი კი უჩვენებს იოანე

დამასკელის რვახმას, რომელიც წარმოადგენს საეკლესიო გალობის კანონს და არის ტიპიკონის განუყოფელი ნაწილი. წირვა-ლოცვის ტიპი-

ონი, საღვთისმსახურო წიგნებში მოცემული ხმებზე გაწყობილი ლოცვები მიეკუთვნება ეკლესიის წმიდა გადმოცემას.


მერე? ქართულ საგალობლებს აქვთ რვახმიანი სისტემა, რომლითაც შესრულდება ღმრთისმსახურება ქართულ ტაძრებში.

კითხვა რაა?

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Mar 15 2011, 10:12 PM

კანონისტი

ციტატა
ქართულ საგალობლებს აქვთ რვახმიანი სისტემა, რომლითაც შესრულდება

ძალიან ბევრ ტაძარში უკვე სრულდება. და დათო, რვა ხმიანი არა რა, რვა ხმათა იყოს თორე ახლა რვახმიანობას დაგვაბრალებენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 15 2011, 11:46 PM

''საპატრიარქოს უწყებანის'' წინა კვირის და ზეგ გამომავალ ნომრებში წაიკითხონ ზოგეირთებმა ათონელ ბერთა აზრი, გამოადგებათ

პოსტის ავტორი: benediqt16 თარიღი: Mar 16 2011, 02:27 AM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
'საპატრიარქოს უწყებანის'' წინა კვირის და ზეგ გამომავალ ნომრებში წაიკითხონ ზოგეირთებმა ათონელ ბერთა აზრი, გამოადგებათ


ლინკი დადე რა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 16 2011, 12:22 PM

ნანინა

ციტატა
და დათო, რვა ხმიანი არა რა, რვა ხმათა იყოს თორე ახლა რვახმიანობას დაგვაბრალებენ

laugh.gif

კი, ბატონო. იყოს.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 16 2011, 12:28 PM

ციტატა(benediqt16 @ Mar 16 2011, 02:27 AM) *

თამარი_ცქნაფო
ლინკი დადე რა

ლინკი როგორ დავდო, როცა გაზეთში წერია

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 16 2011, 12:52 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Mar 15 2011, 11:46 PM) *

''საპატრიარქოს უწყებანის'' წინა კვირის და ზეგ გამომავალ ნომრებში წაიკითხონ ზოგეირთებმა ათონელ ბერთა აზრი, გამოადგებათ

მოიცა, წინა კვირისაში უკვე იყო? მე რატომ არ მინახავს ნეტა? დავძებნო დღეს სახლში...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)