თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ წინააღმდეგობები კანონებში

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Mar 5 2011, 02:16 AM

აი ნახეთ:

1)

თუ ვიმემ დაუნიშნავი ქალწული მოიტაცოს ძალით, უზიარებელ იქნეს. მას აღარ აქვს უფლება სხვა შეირთოს, არამედ, უნდა ჰყავდეს, ვინც მოიწონა, თუნდაც გლახაკი იყოს იგი.

მოციქულთა კრების 67-ე კანონი

ანუ აქ ჩანს, რომ მოტაცების მერე შეიძლება ცოლად ჰყავდეს - რაც სრული საშინელებაა...

მაგრამ აქ:

ვინც მოიტაცებს ქალს მასთან თანაცხოვრების ნიშნით და ვინც მათი თანაშემწყობი ან მრჩეველი იქნება, წმიდა კრება მათ შესახებ ადგენს: რომ თუ სასულიერო პირი იქნება, აეყაროს პატივი, თუ ერისკაცი, შეჩვენებულ(წყეული) იყვეს.

ქალკედონის კრების მე-4, 27-ე კანონები.


2) ჩვეულება ქალებს უბრძანებს, რომ არ გაშორდნენ მრუშ და სიძვის ჩამდენ მამაკაცებს. თუ მეუღლე ცემს მას, უფრო მართებულია მოითმინოს და არ გასცილდეს, ვინაიდან არ არის ცნობილი, თუ როგორი დასასრული ექნება ამას, რადგან ნათქვამია: ”რა იცი შენ დედაკაცო, იქნებ გადაარჩინო შენი ქმარი” [I კორინთელთა 7, 16]

ბასილი დიდის მე-9 კანონი

ეს თავისი არსით არასწორი რამაა, მაგრამ სხვა კანონში წერს:


მრუშ ქმართან მცხოვრები ქალი მრუშია მთელი დროის განმავლობაში

ბასილი დიდის 39- კანონი.

ანუ ქალი განწირულია მთელი ცხოვრება მრუში იყოს და არ ცხონდეს? ნუ კარგია, ცოტა თვალს გაახელს ქორწინებამდე, მაგრამ მაინც...

3) ერეტიკოსს უნდა მოვექცეთ მშვიდად და ლმობიერად, რათა მივიზიდოთ ისინი სინანულზე.

კართაგენის კრების 68-ე კანონი.


არადა წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს რომ მათი მოკვლის გარდა ყველაფერი შეიძლება, ლუკას სახარების კომენტარებში... მის აზრს იზიარებდა მთელი საქრისტიანო IV-V საუკუნეებში...

4) ერეტიკული ნათლისღება არ არის მისაღები

მოციქულთა კრების 46-ე,
ბასილი დიდის I კანონები


მაგრამ ჩვენ გვსმენია თუნდაც წმ. კიპრიანესა და პაპის დავაზე, როცა წმ. კიპრიანე გაამტყუნა პაპმა(წმინდანია ისიც) და აღიარა მწვალებელთა ნათლობა, რომელიც მხოლოდ ქრისტეს სახელით სრულდებოდა... იგივე ეხებოდათ არიანელებს IV საუკუნეში, მათი გადანათვლა არ ხდებოდა...

ისე, წმინდა კონსტანტინე დიდი არიანელმა მონათლა...



რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

პოსტის ავტორი: mociquli qristesi თარიღი: Mar 5 2011, 02:24 PM

საერთოდ მღვდელს(ან დიაკონს)ეკრძალება ცოლის მოყვანა,ან მრუშობა,წინააღმდეგ შემთხვევაში მღვდლობის პატივი ეყრება და მგონი პირველ კანონში ამაზეა ლაპარაკი.ხოლო ერისკაცი მრუშობაზე უზიარებლობით ისჯება.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Mar 5 2011, 02:27 PM

თუ შეიძლება ნუ ხსნით განყოფილებისთვის შეუსაბამო თემებს. დღეს უკვე მესამე თემისთვის მიხდება მისამართის შეცვლა. მე მგონი ამის გათვალისწინება ძნელი არ არის.

პოსტის ავტორი: benediqt16 თარიღი: Mar 6 2011, 05:38 AM

mociquli qristesi

ციტატა
საერთოდ მღვდელს(ან დიაკონს)ეკრძალება ცოლის მოყვანა


სხვათაშორის, ერთ-ერთ მონასტერში მსახურობს მიტროსანი დეკანოზი, რომელსაც ჰყავს მეორე ცოლი მგალობელი, და მისგან შვილიც ჰყავს. (პირველ ცოლს გაეყარა)

მე მაინტერესებს, ჯვარი ვინ დასწერა ამ მოძღვარს...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 6 2011, 11:56 AM

benediqt16


თემა ეხება კანონში წინააღდეგობებს და არა კონკრეტული პირის (ისიც გვარ-სახელის მითითებით) ცოდვილ ან წმინდა ცხოვრებას.


პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Mar 6 2011, 07:12 PM

ციტატა(mociquli qristesi @ Mar 5 2011, 02:24 PM) *

საერთოდ მღვდელს(ან დიაკონს)ეკრძალება ცოლის მოყვანა,ან მრუშობა,წინააღმდეგ შემთხვევაში მღვდლობის პატივი ეყრება და მგონი პირველ კანონში ამაზეა ლაპარაკი.ხოლო ერისკაცი მრუშობაზე უზიარებლობით ისჯება.


პირველ კანონში მოტაცებაზეა საუბარი, ასე არაა?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 6 2011, 11:12 PM

როდის დაიწერა, რომელ პერიოდში? ამას არ აქვს მნიშვნელობა? smile.gif

ზუსტად არ ვიცი ეკლესიის ისტორია და ვერ გეტყვი smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 15 2011, 01:09 PM

Otherguy

ციტატა
თუ ვიმემ დაუნიშნავი ქალწული მოიტაცოს ძალით, უზიარებელ იქნეს. მას აღარ აქვს უფლება სხვა შეირთოს, არამედ, უნდა ჰყავდეს, ვინც მოიწონა, თუნდაც გლახაკი იყოს იგი.

მოციქულთა კრების 67-ე კანონი

ანუ აქ ჩანს, რომ მოტაცების მერე შეიძლება ცოლად ჰყავდეს - რაც სრული საშინელებაა...

მაგრამ აქ:

ვინც მოიტაცებს ქალს მასთან თანაცხოვრების ნიშნით და ვინც მათი თანაშემწყობი ან მრჩეველი იქნება, წმიდა კრება მათ შესახებ ადგენს: რომ თუ სასულიერო პირი იქნება, აეყაროს პატივი, თუ ერისკაცი, შეჩვენებულ(წყეული) იყვეს.

ქალკედონის კრების მე-4, 27-ე კანონები.


ეს ორი კანონი ერთმანეთს ავსებს და ადგენს შემდეგს:
1. ქალის მოტაცება ცოლად მოყვანის მიზნით აკრძალულია.
2. ამის ხელშემწყობნი ისჯებიან.
3. გამტაცებელს უფლება არ აქვს სხვა მოიყვანოს, გარდა გატაცებულისა (ცხადია, თუ იგი თანახმაა)

ციტატა
2. ჩვეულება ქალებს უბრძანებს, რომ არ გაშორდნენ მრუშ და სიძვის ჩამდენ მამაკაცებს. თუ მეუღლე ცემს მას, უფრო მართებულია მოითმინოს და არ გასცილდეს, ვინაიდან არ არის ცნობილი, თუ როგორი დასასრული ექნება ამას, რადგან ნათქვამია: ”რა იცი შენ დედაკაცო, იქნებ გადაარჩინო შენი ქმარი” [I კორინთელთა 7, 16]

ბასილი დიდის მე-9 კანონი

ეს თავისი არსით არასწორი რამაა, მაგრამ სხვა კანონში წერს:

მრუშ ქმართან მცხოვრები ქალი მრუშია მთელი დროის განმავლობაში

ბასილი დიდის 39- კანონი.


განმარტებები უნდა ნახო. აქ საუბარია იმაზე, რომ მრუშთან ვინც მრუშებით ცხოვრობს, თვითონაც მრუშია.

ციტატა
ერეტიკოსს უნდა მოვექცეთ მშვიდად და ლმობიერად, რათა მივიზიდოთ ისინი სინანულზე.

კართაგენის კრების 68-ე კანონი.

არადა წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს რომ მათი მოკვლის გარდა ყველაფერი შეიძლება, ლუკას სახარების კომენტარებში... მის აზრს იზიარებდა მთელი საქრისტიანო IV-V საუკუნეებში...


ციტატა
4) ერეტიკული ნათლისღება არ არის მისაღები

მოციქულთა კრების 46-ე,
ბასილი დიდის I კანონები


მაგრამ ჩვენ გვსმენია თუნდაც წმ. კიპრიანესა და პაპის დავაზე, როცა წმ. კიპრიანე გაამტყუნა პაპმა(წმინდანია ისიც) და აღიარა მწვალებელთა ნათლობა, რომელიც მხოლოდ ქრისტეს სახელით სრულდებოდა... იგივე ეხებოდათ არიანელებს IV საუკუნეში, მათი გადანათვლა არ ხდებოდა...

ისე, წმინდა კონსტანტინე დიდი არიანელმა მონათლა...


ვერ გავიგე, რისი თქმა გინდოდა.

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: May 4 2011, 02:50 PM

Otherguy

ციტატა
3) ერეტიკოსს უნდა მოვექცეთ მშვიდად და ლმობიერად, რათა მივიზიდოთ ისინი სინანულზე.კართაგენის კრების 68-ე კანონი.


ჭეშმარიტად, ეს ასეა და სრულიად სამართლიანია ეს დადგენილება.

ციტატა
არადა წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს რომ მათი მოკვლის გარდა ყველაფერი შეიძლება, ლუკას სახარების კომენტარებში... მის აზრს იზიარებდა მთელი საქრისტიანო IV-V საუკუნეებში...


ძალიან საეჭვოა ამგვარი რამ ეთქვა წმ. იოანე ოქროპირს და კიდევ უფრო საეჭვო, მთელი ქრისტეანული სამყარო IV-V საუკუნეებში დადგომოდა ამგვარ შეხედულებას.

გარდა ამისა, კარგი იქნება თუ გაგვარკვევთ კანონთა შორის წინააღმდეგობაზე მსჯელობთ თუ მისდამი დაუმორჩილებლობაზე...

აგრეთვე, უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგიერთ კანონს გააჩნია სარეკომენდაციო და არა სავალდებულო ხასიათი.

ციტატა
4) ერეტიკული ნათლისღება არ არის მისაღებიმოციქულთა კრების 46-ე,ბასილი დიდის I კანონებიმაგრამ ჩვენ გვსმენია თუნდაც წმ. კიპრიანესა და პაპის დავაზე, როცა წმ. კიპრიანე გაამტყუნა პაპმა(წმინდანია ისიც) და აღიარა მწვალებელთა ნათლობა, რომელიც მხოლოდ ქრისტეს სახელით სრულდებოდა... იგივე ეხებოდათ არიანელებს IV საუკუნეში, მათი გადანათვლა არ ხდებოდა...


თავიდან (პირველ ოთხ საუკუნეში) მწვალებელთა ნათლობის შესახებ სხვადასხვაგვარად ფიქრობდნენ. ამის გამოხატულებაა წმ. კვიპირიანეს დავა რომის პაპ სტეფანესთან, რომლებიც საპირისპირო პოზიციებს იცავდნენ. იგივეს ვხედავთ წმ. ბასილი დიდის განწესებებშიც. მოგვიანებით, მეექვსე მსოფლიო კრებისთვის, ეს საკითხი უკვე დარეგულირდა შემდეგნაირად: მწვალებლებს, რომლებიც რომლებიც არღვევენ ნათლობის გარეგნულ ფორმას, ანუ ნათლავენ არასწორად, არამართლმადიდებლურად და ნათლობისას არ ამბობენ ფორმულას: ინათლება მონა ღვთისა, სახელითა მამისათა, და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამენ' - თავიდან ნათლავენ.

ხოლო იმ მწვალებლებს, რომლებიც ნათლობის გარეგნულ მხარეს იცავენ (ანუ მართლმადიდებლობისგან განსვავებულად არ ნათლავენ) ღებულობენ მირონცხებით.

ასე, რომ კანონებში არ არის არავითარი წინააღმდეგობა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)