ეს ხევსურული ნაქარგობაა, დეიდაჩემის შემოქმედებიდან
ვააა,რა მაგარიაა
ჩვეულებრივი ''კრესტირების'' ხოო,ოღონდ ნაჭერზე?
თუ მეღირსა და დავამთავრე ჩემი ნაქარგი აუცილებლად დავდებ სურათს
ძველებური ნამუშევარი
ჩემი ნაქარგი
http://imageshack.us
ძაან მაგარია... მომეწონა ძაან
tako
ძალიან ლამაზი ხატია მართლა ძალიან მომეწონა.
კარგი ხელი გქონია. რამდენი ხანი ქარგავდი?
ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც მოგეწონათ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ისე ხარისხი არ ვარგა სურათის
მავასი
მკითხე რა პრობლემა გააქვს იქნებ დაგეხმარო? შენ რას ქარგავ???
რამხელა ნიჭი უნდა ასეთი ლამაზი რომ შექმნა გაიხარეთ
მაეასი
მიეცით ნიჭსა გზა ფართო
მაეასი
ესეც ჩემი ნაქარგი
tako
ძალიან კარგი ხელი გქონია ძალიან მომეწონა. გფარავდეს ღვთისმშობელი.
მეც მინდა ქარგვის შესწავლა მაგრამ საამისო ნიჭი არ გამაჩნია.
ალექსანდრე
დეიდაშენი ნამდვილი პროფესიონალია. ფერების საოცარი აღქმა აქვს და საოცარი სიზუსტით აქვა შექმნილი ნაქარგები.
ეს ჩემო ბებოს ნახელავია
ძალიან მიყვარს ეს ნაქარგი...
საეკლესიო თემატიკა არაა, მაგრამ ჩემი ნაქარგია და ძალიან მიყვარს
http://imageshack.us
მარიამ ძალიან ლამაზია შენი ნაქარგი კარგ ფერებშია
ორივე ძალიან ლამაზია ყოჩაღ მარიამ
მარიამი
მარიამ, რა მაგარი ხარ და ყველანი მაგრები ხართ. ძალიან ლამაზია, ნიჭთან ერთად დიდი ნებისყოფის პატრონებიც ყოფილხართ
იოანა
მხევალი ნინო
მადლობები ნებისყოფა მართლა სჭირდება დრო ამ მყოფნის, თორემ ახლაც დიდი სიამოვნებით დავუბრუნდებოდი ქარგვა-ქსოვას, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია ვისაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს, ძალიან ვურჩევ
მარიამი
ვააა ძაან მაგარია.
მარიამ,მართალა ძალიან ლამაზიაა
სხვა ნაქარგებიც თუ გაქვს დადე რაა
მარიამი
მერე მოგვიწყვე 1 გამოფენა
ძალიან კაი ნამუშევრებია, მომეწონა
მეც ბევრი მაქსვ ნამუშევრები, მაგრამ საეკლესიო თემაზე ჯერ არ გამიკეთებია ვთვლი რომ ჯერ არ ვარ მაგისთვის მზად რადგან მეშინია ისეთი არ გამომივიდეს როგორიც საჭიროს. ხოლო ჩემ ნამუსევრებს რაც შეეხება
უბრალოდ სურატები არ მაქსვ გადაღებული და ამიტომ ვერ ვდებ, სხლო მომოვალში გადავუღებ და მეც დავდებ
მოკლედ, სულ მინდოდა დამეწერა და როგორც იქნა... მოკლედ, ძალიან ლამაზი ნაქარგებია, პეიზაჟებიც, ხევსურული ნაქარგებიც და ღვთისმშობლის ხატიც. ყოჩაღ, ვინც მოქარგა... მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, პატრიარქმა თქვა ხატები აღარ მოქარგოთო, სასურველია ისინი დაიწეროსო და ძალიან სამწუხაროა, რომ მოძღვარები არ არიან ინფორმირებულნი ამის შესახებ და ჯერ კიდევ გასცემენ კურთხევებს ხატების ქარგვაზე... და იქნებ, როცა კიდევ დააპირებთ ხატის მოქარგვას სათანადოდ გამოიძიოთ ეს საკითხი. იმედია არ გეწყინებათ ჰო, და კიდევ ერთი, რამდენადაც ვიცი, ნებისმიერი რამის მოქარგვას დიდი ძალისხმევა სჭირდება, საკმაო დრო, კარგი მხედველობა... ასე რომ, თუ ამის ფიზიკური და სულიერი ძალა შეგწევთ, იქნებ საეკლესიო ნაქარგობა ისწავლოთ, ამით თქვენს სულსაც შეეწევით და ეკლესიასაც, რომელიც ასე განიცდის საეკლესიო ნივთების (დაფარნები, გარდამოხსნები და ა.შ.) ნაკლებობას.
პატივისცემით მაია
იუ,მე არ ვიცოდი
თან ახლა ვიწყებ...
ნამდვილად ზუსტი ინფორმაციია,მაია?
კურთხევაც ავიღე უკვე
ალბათ,მაინც უნდა მოვქარგო,მაგრამ...
ძალიან ლამაზია , ყოჩაღ თაკო
http://imageshack.us
ესეც ჩემი ნაქარგი.
შევრდომილი
სიტყვეი არ მყოფნის, ისე გამოგიტყდები მე ბიჭი მეგონე
მხევალი ნინო
დიდი მადლობა.
არა ბიჭი არ ვარ მაგდა მქვია
http://imageshack.us
http://imageshack.us
ეს ჩემი ნამუშევარია, ბისერებით მაქვს დაქარგული.
ყოჩაღ ბავშვებოო
ლამაზი ნამუშევრებია ძალიან
ყოვლადწმიდა სამების ლავრის ბაირაღი წმიდა გიორგის ხატით
ავტორი: თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტრის მონაზონი ნინო (მახვილაძე)
სიონის საპატრიარქო ტაძრის კრეტსაბმელი
მოიქარგა 2001-2003 წლებში თბილისის საულიერო აკადემიის ქარგვის სახელოსნოში ეთერ უროტაძის ხელმღვანელობით
გარდამოხსნა
ავტორი: ნატო ლაგვილავა
დიდი და მცირე დაფარნები
ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი
ავტორები: ეთერ უროტაძე, ელისაბედ ჩაჩანიძე, შორენა ციცქიშვილი, ელენე კოხრეიძე
გარდამოხსნა. შემოქმედის ეპარქია
დიდი და მცირე დაფარნები.
გარდამოხსნა. შემოქმედის ეპარქიიდან
ყოჩაღ, გაიხარეთ, ძალიან კარგები ხართ, შეგეწიოთ უფალი ყველა კეთილ საქმეში.
აქ ისეთი საოცრებებია ...
ესენი კი ჩემი და დედაჩემის ნამუშევრებია
და ნატული პმ ში დამიკავშირდი და გასწავლი
ubralod ninka
მაგრებია
მადლობ გაიხარე
ubralod ninka
აი ყოჩაღ
ესეც ჩემი ნამუსევარია, ნაქაგი ნაკლებად არის მაგრამ სად დამედო არ ვიცოდი და....
ღვთისმშობლის ხატი
წმინდა ნიკოლოზის სასწაულ მოქმედი ხატი..აი ეს ხატები დავქარგე......
ყოჩაღ ნათ, ძალიან კაია, გფარავდეს უფალი...
ნათი უღრმესი მადლობა, უფალს ებარებოდე!
ვნახე ჩემი მოძღვარი და მომცა კურთხევა წმიდა ნიკოლოზის ხატის ქარგვის
nini1
მართლა?ძალიან კარგი...გამიხარდა ძალიან..
ubralod ninka
დიდი მადლობა ნინი
მონაზვნების მიერ შექმნილი დიდი და მცირე დაფარნები
ბაირაღები
ეს ჩემი ნათესავის ნამუშევრებია
ძალიან კაი ნამუშევრებია,დალოცოს უფალმა
ესეც ჩემი მორიგი ნამუშევარი
ესენი ჩემები არ არის
ძალიან ლამაზი ნაქარგებია! მეც ვქარგავ და მაინტერესებს საპატრიარქოს რომ აქვს ქარგვის განყოფილება...ეს ქარგვის შემსწავლელი განყოფილებაა თუ?
მშვენიერი ნამუშევრებია
ახლა ''მზეზე'' კულტურულ სიახლენს ვუსმენდი და ოქრომკერდი და ვერცხლმკერდიო... სამწუხაროა, თითქმის არავინ იცის ტანამედროვე ჟურნალისტიკაში ელემენტარული საკლესიო ტერმინოლოგია და მე ნაქარგობის ტერმინების არცოდნა მიკვირს...
ძალიან კარგები ხართ, მშვენიერი ნამუშევრები გაქვთ, ყველა საოცრად მომეწონა. კიდევ უფრო მეტი და მეტი შეგაძლებინოთ უფალმა.
მეც ვქარგავ, სამწუხაროდ არა მაქვს სურათები რომ გაჩვენოთ, მაგრამ ამასაც მივხედავ. საქართველოში მაქვს ბევრი, სადაც ეხლა ვარ მხოლოდ 3 ნამუშევარი მაქვს. ხოდა ამათ მაინც გაჩვენებთ იმედია.
მოკლედ 23 ივლისს, ფორუმის დაბადების დღესთან დაკავშირებით ვგეგმავთ ფორუმელთა შემოქმდებების გამოფენას, სადაც სავარაუდოდ უწმიდესიც მობრზანდება.
ხელოვნების მუზეუმში რომ არის XII-XIII საუკუნის ნაქარგების გამოფენა, ნახეთ ვინმემ? წასვლა მინდა და ვის გინდათ, ერთად ვნახოთ...
ესეც ჩემი ნაქარგი
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/227653/
ალექსანდრე სულ პირველად რომ დადე დეიდაშენის ნამუშევრები, ძალიან მაგრად მომეწონა მართლა ფერების აღქმაში და ქარგვაშიც კი საოცარი ნიჭი ჰქონია.
მე დჯვრულადაც დამიქარგია, ხევსურული უზორებიც მომიქარგავს, მარა ამხელა ნაქარგობა არა მქონია, მაგას ძალიან დიდი მონდომება უნდა და მალადეც დეიდაშენს.
:
,,ეძიებდე და ჰპოვებდე"
ბედნიერი ვარ გიპოვეთ. მეც ვქარგავ და მერე მეც გაცვენებთ ცემს ნაქარგებს.
რაც ვნახე ყველა ნამუშევარი მომეწონა. ღმერთმა შეგაძლებინოთ.
http://imageshack.us
თქვენი ნამუშევრები რომ ვნახე ცოტა კი მერიდება ჩემი ნაქარგის დადება.....
[[URL=http://imageshack.us][/URL
5 წლის წინ დავქარგე, მაშინ მოძღვარიც არ მყავდა.
..........
ეს ჩემი ნამუშევარია
დამეხმარეთ რა გეხვეწებით. 2 თხოვნა მაქვს:
ინგლისში ვარ და ვქარგავ დაფარნებს აქაური მართლმადიდებელი მრევლისათვის. აქამდე მოქარგული მაქვს რამოდენიმე დაფარნა საქართველოს მონასტრებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ აქ არ მაქვს წამოღებული დიდი დაფარნის ტრაფარეტი და ასევე დამეკარგა ტექსტები, რომლებსაც გარშემო ვუკეთებდი. ტექსტები იყო კურთხევანიდან. აღარ მახსოვს ზეპირად და რომც მახსოვდეს ასე ვერ ვენდობი მარტო მეხსიერებას. ინგლისურად კი მაქვს კურთხევანი, მაგრამ აქაურ მოძღვარს უნდა, რომ ქართულ ენაზე გავუკეთო წარწერები.
ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს გაგაჩნიათ ტრაფარეტი დიდი დაფარნის, ანუ ჰაერს რასაც ეძახიან, რაც ზევიდან ეფარება ბარძიმსაც და ფეშხუმსაც ერთად აი იმის გამოსახულება. და ასევე ტექსტები (დაახლოებით: დაფარნა ცანი შუენიერებამან შენმან და... II: და მოვიდა ვარსკლუავი და დაადგა ადგილსა მას სადაც იყო ყრმაი... II-სულ არ მახსოვს), ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ რა. ძალიან მადლობელი დაგრჩებით.
უახლოეს მომავალში ფორუმი გეგმავს გამოფენის მოწყობას, სადაც ყველას მიეცემა საშუალება საკუთარი ნამუშევრები წარმოაჩინოს, ასე რომ იაქტიურეთ და თუ რამეა მომწერეთ. ერთად გავუკეთოთ ორგანიზება გრანდიოზულ ფორუმ გამოფენას
ეს არის ჩემი ნაქარგი.
შეიძლება, ამით ვინმე დაინტერესდეს (თუ არა, წაშალეთ). ქართულ ნაქარგობაზეა
ქრისტიანული ხელოვნება მრავალფეროვანია. ხელოვნება, საერთოდ, დამოუკიდებლად, მხოლოდ ესთეთიკურ-მხატრული ან დეკორატიული ფუნქციით არ განიხილებოდა, არამედ ქრისტიანული მსოფლწესრიგის განუყოფელი ნაწილი იყო. ხელოვნების სხვადასხვა დარგი ცალ-ცალკე ერთმანეთისაგან მოწყვეტილად არ გაიაზრებოდა და არც არსებობდა, არამედ შეადგენდა ერთიან, დიდ სულიერ მთლიანობას, რომელიც ქრისტიანულ ტაძარში იყო განხორციელებული. ტაძრის ხუროთმოძღვრება, მის ფასადებზე განლაგებული ფიგურული რელიეფი, მის ინტერიერის შემამკობელი ფრესკები თუ მოზაიკა, საკურთხევლის წინ აღმართული კანკები წმინდა ხატებით, მინიატურებით შემკული წმინდა წიგნები, მოჭედილი საღვთისმსახურო წმინდა ჭურჭელი და „სამწერობლები“, მოქარგული „დაფარნები“, „გარდამოხსნები“, „კრეტსაბმელი“ სამღვდელმთავრო შესამოსელი, ბაირაღები, გალობა, ლოცვა-ყოველივე ეს მთლიანობაში აქვე მიწაზე განასახიერებდა ზეციურ სამყაროსა და მის ძალებს.
ქართველმა ხალხმა კულტურის ყოველ დარგში საუკუნეების მანძილზე მძლავრი შემოქმედებითით უნარი გამოამჟღავნა. ხუროთმოძღვრების, ოქრომჭედლობისა და ხელოვნების სხვა დარგების გვერდით საპატიო ადგილს იჭერს ნაქარგობაც.
საქართველო უძველესი დროიდან საფეიქრო წარმოებით იყო განთქმული, ამას უცხოელი მოგზაურების ის წერილობითი წყაროებიც ადასტურებს, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია (ჰეროდოტე, სტრაბონი, მარკო პოლო, ზერქა, ყაზვინი და სხვა.) რუსი მწერალი ოლღა ფორში წერდა:„(ქართველმა ქალებმა ნემსი აიყვანეს სახელმოხვეჭილი მხატვრის ფუნჯისა და მოქანდაკის საჭრეთლის დონეზე“. საფეიქრო საქმის მაღალმა დონემ განაპირობა მაღალხარისხოვანი შალის, აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილების წარმოება, ამან კი ხელი შეუწყო ქართული ხელსაქმის განვითარებას.
ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე შეიმუშავა ხელსაქმის შესანიშნავი ტრადიციები. მასში ჩააქსოვა მთელი თავისი ფანტაზია, გემოვნება და კულტურა, შეიქმნა მეტად თავისებური ეროვნული ხელსაქმე. მხატვრული ნაქარგობა და ქსოვა. განსაკუთრებულ აღორძინებას განიცდის მხატვრული ნაქარგობა ქრისტიანულ ეპოქაში, როდესაც სასულიერო პირთა სამოსის ნაქარგობით შემკობას ახალ ეტაპზე აჰყავს ხელსაქმე. ქართველი ქალის მიერ ნაქარგს აღტაცებაში მოჰყავდა როგორც ქართველი, ისე უცხოელი ისტორიკოსებიიოსებ თბილელი, მარკო პოლო, ტოლჩანოვი და სხვა).
ზოგადად, ქართული ხელსაქმე, და განსაკუთრებით, ნაქარგობა, გამოირჩევა თავისი ფერთა ჰარმონიული შეხამებით, დახვეწილი გემოვნებით, მდიდარი ფანტაზიით და ტექნიკური ხერხების მრავალფეროვნებით. ამის დამადასტურებელია ნაქარგობის ის ნიმუშები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. ამ ნივთთა უმდიდრესი კოლექციაა დაცული შ. ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ნაქარგობის და ქსოვილების განყოფილების ფონდში. ნაქარგობის ეს ნიმუშები ძირითადად წარმოადგენს XII-XI საუკუნის „საბუხარები“ კაცხის მონასტრიდან-სასულიერო პირის სამოსის ამ ორ დეტალზე ოქროსა და ვერცხლის თმით ამოქარგულია „საიდუმლო სერობის“ ორი კომპოზიცია. ეს არის „პურითა და ღვინით ზიარება“.
ძველ საქართველოში ხელსაქმის ძირითად კერებს წარმოადგენდა ეკლესია-მონასტრები და დიდგვაროვანთა ოჯახებში შექმნილი სპეციალური სკოლები. ეკლესია მონასტრებიდან ამ მხრივ გამოირჩეოდა სვეტიცხოველი, სამთავრო, დავით-გარეჯი, ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, კაცხის მონასტერი, თბილისის სიონი და ა.შ. ამ ეკლესია მონასტრებში ქარგვის ცენტრების არსებობას ადასტურებს ნაქარგ ნივთებზე შესრულებული საქტიტორო წარწერები.
საქართველოში ქარგვა ძალზე პოპულარული იყო თითქმის ყველა ოჯახში იყო მქარგველი., ხესაქმე რომ დედოფლებს დიდად ხელეწიფებოდათ, ამაზე მინიშნება არის იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებაშიც“, წმინდა მეფე თამარი, მისი ისტორიკოსის ცნობით, მოწყალებას მხოლოდ საკუთარი ხელით ნაქსოვ-ნაქარდიდან გასცემდა. „ხელით საქმარი მისი განყიდის და ეგოდენ ფასი გლახაკთა ახელსაქმარის და მისცეს არა სამეფოდ შემოსავალთაგან“.
სამეფო ოჯახის წევრებიც დიდი მონდომებითა და სიყვარულით ხელსაქმობდნენ და თავიანთ ნაღვაწს ეკლესია-მონასტრებს სწირავდნენ. მომქარგველთაგან ცნობილია დედოფალი მარიამი-როსტომ მეფის მეუღლე, დედოფალი ანა ხანუმი-თეიმურაზ II-ის მეუღლე. ბატონიშვილი თუთა-ვახტანგ I დედა, ბატონიშვილი გულქანი-ოტია დადიანის მეუღლე, მონოზონი ანა-დავით-გარეჯის მონასტრიდან.
წმინდა მამები ქარგვას წმინდა საქმედ თვლიან მონასტრებში მქარგველები და ხატმწერები სამუშაოს შესრულებისათვის ისევე ემზადებოდნენ, როგორც მღვდლები ლიტურგიის აღსავლენად. სამუშაოს იწყებდნენ მხოლოდ დილის საათებში-საზრდოს მიღებამდე. სამუშაოს დაწყების წინ აღევლინებოდა ლოცვა იმ წმინდანის მიმართ, რომელიც უნდა მოექარგათ. ქარგვისას იკითხებოდა ფსალმუნები. ნაქარგობა იქმნებოდა სულიერ ატმოსფეროში. დღესაც აუცილებელია ქარგვის დაწყების წინ მქარგველი მუშაობისათვის მარხვითა და ლოცვით მოემზადოს. იგი ეკლესიურად უნდა ცხოვრობდეს.
სამწუხაროდ, ხელსაქმის ეს უძველესი და უმდიდრესი ტრადიციების მქონე სახეობა. ქარგვა გარკვეული დროით მიივიწყეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილიო II სურვილით და დახმარებით ქარგვის კერები ისევ აღდგა, 1983 წლიდან ჯერ საქართველოს საპატრიარქოში და მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, შემდეგ წლებში კი მღვდელმთავრების დახმარებით სხვა ეპარქიებშიც. დღეისათვის საეკლესიო ნაქარგობების სახელოსნოები ფუნქციონირებს თითქმის ყველა დედათა მონასტერში, თბილისის სიონის სამრევლო სკოლაში. თბილისის სასულიერო აკადემიის სახელოსნო საეკლესიო ნაქარგობების კვლევის ცენტრის ფუნქციას ასრულებს ეპარქიებში მოღვაწე, საეკლესიო ხელოვნებით დაინტერესებულ როგორც სასულიერო, ისე საერო პირთათვის.
ნაქარგობა ორ მთავარ ჯგუფად იყოფა:საეკლესიო და საერო დანიშნულების. საეკლესიო ნაქარგობას მიეკუთვნება:ღვთისმსახურთა სამოსი (ომოფორი, საკოსი, ოლარი, საბუხარები, ენქერი, სარტყელი, მიტრა, სტიქარი, ფილონი). და ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთები (დაფარნები, გარდამოხსნები, კრეტსაბმელი, ტრაპეზის გადასაფარებელი და სხვა.), ხოლო საერო დანიშნულების ნივთებს მიეკუთვნება:კაბები, სარტყლები, შეიდიშები, გულისპირი, კაცისა და ქალის თავსაბურავი-ფაფანაკი, ყაბალახი, მანდილი, ბალიშები, ხევსურული ტალავარი და სხვა. საეკლესიო დანიშნულების ნივთების:„დაფარნების“, „გარდამოხსნების“, „კრეტსაბმელის“ და სასულიერო პირთა შესამოსელის შეწირვა თავისი „ცოდვილი სულის საოხრად“ ან „ორსავ ცხოვრებასა წარმართებისათვის“ ან “ ძეთა და ასულთა აღსაზრდელად“ მეფე-დედოფლებსაც და ფეოდალებსაც ჰქონდათ ჩვეულებად.
„გარდამოხსნა“-ჯვარცმული იესო ქრისტეს სხეულის სიმბოლოა. იგი სახეა იმ ტილოსი, რომლითაც იოსებ არიმათიელმა ჯვრიდან ჩამოხსნილი იესო ქრისტეს წმინდა სხეული საფლავში დადების წინ „წარგრაგნა“. („ვითარცა ჩვეულება არს ურიათა დაფლვისაო“), „გარდამოხსნა“ გამოიყენება წითელი პარასკევის ღვთისმსახურების დროს, როდესაც სამღვდელოება და მორწმუნენი იესო ქრისტეს წმინდა სხეულს დასტირიან.
„დაფარნა“ წარმოადგენს საეკლესიო დანიშნულების ნივთს, რომელიც გამოიყენება ბარძიმ-ფეხშუმის საფარებლად. სულხან-საბას მიხედვით „დაფარნა“ სიწმინდის საფარებელია. იგი სამი სახისაა. ერთი განკუთვნილია ფეშხუმისათვის, მეორე-ბარძიმისათვის, მესამე-ბარძიმ-ფეშხუმის საერთო საფარებელს წარმოადგენს.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე თავის ქადაგებებში ხშირად ეხებოდა ქრისტიანი ქალის დანიშნულებას: იგი შეგვახსენებდა, რომ „ყოველსა კეთილგონიერსა ქალსა სარკედ ჰქონდეს ცხოვრება და თვისება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და მით განიხილავდეს სახესაც თვისისა ცხოვრებისასა“. დედამიწაზე ცხოვრებისას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საქმიანობა იყო წმინდა წერილის კითხვა და ხელსაქმე.
ქალი არის შემწე და მეგობარი კაცისა, მოზიარე ყოველი მისი საქმისა, მწუხარებისა და სიხარულისა. ქალმა უნდა გაუადვილოს და შეუმსუბუქოს ცხოვრება კაცს. ქალი მართავს ოჯახს, ზრდის შვილებს, შეეწევა ოჯახის რჩენას. პირველ საუკუნეებში მრავლად იყვნენ ასეთი ქალები. მრავალთა კეთილგონიერთა ქალთა მოაქციეს და აცხოვნეს მეუღლე, ძე და ნათესავები თავისი პატიოსანი ყოფაქცევით. ბოლოს ასე გვლოცავს წმინდა ეპისკოპოსი:„შეეწიე, ყოვლადწმინდაო ქალწულო და დედაო, ყოველთა ქრისტიანე ქალთა, რათა შენი მობაძავნი. ამინ“!
ასე არიგებს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის სულიერ შვილს ოლიმპიადას:„საქმიანობა შენი საქსოვ-სართავთა და ღვთის სიტყვის სწავლა იყოს, ხოლო გარეშე საქმის ზრუნვა ქმარს მიანდევი“. სწორედ ასეთი სულისკვეთებით აღზრდილი ქალების მიერაა შესრულებული შუა საუკუნეების საეკლესიო ნაქარგობანი, რომელთაც ყოველთვის აღტაცებაში მოჰყავდათ მნახველი და დღესაც მსოფლიო დონის ხელოვნების ნიმუშად ითვლება.
აი, რას წერს ჟურნალ „წყაროში“ ჩვენი თანამედროვე ხელოვნებათმცოდნე, ქალბატონი იზოლდა მელიქიშვილი„...დღესდღეობით ეს თითქმის დაკარგული და შეუვსწავლელი ტრადიციები აღორძინებისა და აღმავლობის გზაზე დგას. დღეს კვლავ აღდგა ეკლესია-მონასტრებში ქარგვის კერები. განსაკუთრებით მომრავლდა სასულიერო დანიშნულების ნივთების მქარგველი ოსტატები, რომლებიც უძველესი ტრადიციებით აგრძელებენ ქარგვას“.
ვფიქრობთ, რომ სტატიების ის ციკლი, რომელიც მომავალში ქართულ-მხატვრულ საეკლესიო ნაქარგობას დაეთმო, ამ საქმით დაინტერესებულს სასიკეთო სამსახურს გაუწევს.
მართალია არც ნაქარგი არ არის და არც დამთავრებული მაგრამ რავი მაინც დავდე
ინტერნეტში ვნახე და მომეწონა
შობა:
http://www.radikal.ru
უი მეც ვიცი ქარგვა, ოღონდ ჯვრებით, რამდენიმე უზორი მომცეს და წამოვიღე და ვაკეთებ ხოლმე თავისუფალ დროს ქამრები გამომდის განსაკუთრებით კარგად
ubralod ninka
რა ლამაზიააა, მიყვარს გობელენები, მალე დაამთავრე და გვაჩვენე
ერთ დროს მეც ვქსოვდი გობელენებს, მარა წავიდა ის დრო
ძალიან მომეწონა ყველას ნაქარგები, ჩემიც შეაფასეთ
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=512&i=teko3ia8.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=366&i=teko1od0.jpg
ესეც კიდევ ერთი
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=232&i=teko2qq3.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=366&i=teko4ek8.jpg
დანარჩენები მერე იყოს
შემოგიერთდებით და მოხიბლული ვარ ნაქარგებით .
მეც ვქარგავ და თუ მასწავლით როგორ დავდო აქ. სიმაოვნებით გაჩვენებთ.
მიუხედავად იმისა რომ მასწავლეს სურათის აქ დადება. მაინც ვერ მოვახეერხე მაგ საკითხში მოვიკოჭლებ.
ვაგრძელებ ჩემი ნაქარგების დადებას, იმედია მოგეწონებათ.
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=383&i=teko001sd8.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=383&i=teko003vs8.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=383&i=teko7sp6.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=110&i=teko8kh7.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=383&i=teko9vs2.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=82&i=teko10gw0.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=110&i=teko11ye6.jpg
ტეკო კარგი ნაქარგები გაქვს. მომეწონა . ფერები სადა და ბუნებრივი გაქვს შერჩეული.
მრავალი შეგექმნას.
http://www.radikal.ru მგონი გამომივიდა.
nino kiwo
ძალიან კარგია, ყოჩაღ!
nino kiwo
ნინო, ღმერთმა გაგაძლიეორს!
ძალიან, ძალიან მომეწონა!
იმედია, გააგრძელებ შენი ნამუშევრების დადებას.
http://www.radikal.ru ესეც დეტალები
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ეს კიდე მე და ჩემი და იმ დროისათვის.
გარდამოხსნა ძალიან მომეწონა, ღმერთმა გაგაძლიეროს
nino kiwo
ძალიან ლამაზია
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=232&i=teko006tu6.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=90&i=teko007bw6.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=232&i=teko012dl9.jpg
nino kiwo
T_E_K_O_T_E_K_O
ძალიან ლამაზია ღმერთმა დაგლოცოთ..........
kiki დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეცონათ
დიდი მადლობა თბილი სიტყვებისტვის. მიხარია თუ მოსაწონია. ( მივიღებ კრიტიკასაც)
http://www.radikal.ru
ტეკო ზალიან ლამაზი ნამუსშევრები გაქვს. რამდენ ხანი გჭირდება საშუალოდ ერთი ნამუშევრისთვეს.
ძალიან ლამაზი ნამუშევრებია...
ვაი, აქ რა სილამაზეა, რამდენი ხანია აღარ შემოვსულვარ
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ
ალექსანდრე
სადღაც ზემოთ დაწერე რომ 23 ივლისს იგეგმება აქაურების ნამუშევრების გამოფენა,
სად იქნება და რომელ საათზე?
მიუხედავად იმისა რომ თავად არაფრის გაკეთება არ შემიძლია ხელნაკეთობების გიჟი ვარ
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=65&i=teko013yh2.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=65&i=teko016eh9.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=65&i=teko015ao1.jpg
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ძალიან მომეწონა ყველას ნამუშევრები, კარგები ხართ
ალბათ იცით რომ 24 ივლისს ფორუმის იუბილეს ავღნიშნავთ სამების ახალგაზრდულ ცენტრში და ვაწყობთ ფორუმელთა შემოქმედების გამოფენას, იმედია ყველას გგექნებათ სურვილი რომ მონაწილეობა მიიღოთ ამ გამოფენაში
ძალიან გთხოვთ ვისაც ნამუშევრები გაქვთ მომწერეთ pm-ში
მოგესალმებით
დეტალური ინფორმაცია გამოფენის შესახებ შეიძლება გთხოვოთ?
დრო რომელ საათზეა გახსნაგამოფენის (დახურავა) კურთხევა თუ არის საწირო თუ ხატებიც გვინდა გამოვაბრძანოთ გამოფენისთვის? როდის უნდა მივაწოდოთ გამოფენისთვის ნამუშევრები? რამდენ ხანსაა გამოფენა? და ა.შ
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=74&i=teko003ba4.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=150&i=teko18kt7.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=150&i=teko19uy8.jpg
ტეკო ყოჩაღ რა მშვენიერი ნამუშევრაბი გაქვს.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
[quote name='nino kiwo' date='Jul 11 2008, 03:11 PM' post='365046']
ტეკო ყოჩაღ რა მშვენიერი ნამუშევრაბი გაქვს.
[/quot
მიხარია რომ მოგწონს
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=390&i=teko20tm4.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=79&i=teko21hh6.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=79&i=teko22ze2.jpg
'T_E_K_O_T_E_K_O'
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=512&i=teko3ia8.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=366&i=teko1od0.jpg
ესეც კიდევ ერთი
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=232&i=teko2qq3.jpg
[/quote]
სიტყვები არ მყოფნის, ძალიან კარგი ნამუშევრები გაქვს...
http://img362.imageshack.us/my.php?image=25122007116vr3.jpg
ეს ჩემი დის ნაქარგია.
nino kiwo
გაოცებული ვარ შენის ნამუშევრებით.
შენზეც და ასევე, საერთოდ ყველაზეც სიტყვები არ მყოფნის, ულამაზესი ნამუშვრები გაქვთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
გამოფენაზე შევეცდები იმედები არ გაგიცრუოთ. ( რეალში რომ ნახავთ)
http://www.radikal.ru ეს კიდე პროცესი თუ საინთერესოა თქვენთვის.
nino kiwo საინტერესოა ჩემო კარგო. ჯერ ფონიც რომ ამოგიქარგია, ძალიან მომეწონა. კი მაინც რამდენი ხანი უნდებოდი მაგის ქარგვას?
nino kiwo
ნინო, ყოჩაღ ნამდვილად შედევრებია. გამოფენები არ ტარდება მაგ ნამუშევრების? აშკარად იმსახურებთ
ხოლო ისე თუ მსურველნი იქნებით, შემიძლია დავდებ ხატების რამდენიმე სახეობის(დღესასწაულების, ზოგიერთი წმინდანის, ღვთისმშობლის სხვადასხვა სასწაულმოქმედი ხტების და ა.შ.) კონტურების ნიმუშებს მოსაქრგად( დამწყებთათვის და პროფესიონალებისთვისაც და იმათთვისაც, ვისაც ხატწერა არ შეგიძლიათ, რომ უფრო გაგიადვილდეთ, ნაჭერზე ხატის კონტურის გადატანა ) და ამისთვის ახალ თემას გავხსნი...
nino kiwo
ჩვენი ტაძრის გარდამოხსნა სენი მოქარგულია,არა? საოცარი ნამუშევარია
http://www.radikal.ru
ესეც ჩემი დასაწყისი ქარგვის. მგონი დავამტავრებ ამ თვეში. დაფარნაა.
არაჩვეულებრივი ნამუშევრებია, ძალიან დიდი შრომაა სჭირდება თითუეული დეტალის მოქარგვას. ამის გამოცდილება მაქვს , როგორც ხევსურულ ნაქარგობებზე, ასევე ნამაგრ ტექნიკაზე, მომავალში ჩემს ნაქარგობებსაც გაჩვენებთ ( ახალი ვარ ამ ფორუმზე). ძირითადად ფოტოები შემომრჩა ...
დროდადრო მეც შემოგიერდებით ხოლმე... ახლა კი ფორუმის დანარჩენ ნაწილსაც გადავხედავ
ძალიან მომეწონა ეს ნაქარგები?ჯვრებით არის მოქარგული თუ სხვა რამე ტეხნიკაა?
არ დაკოპირა და T-E-K-O-T-E-K-O ს ნაქარგებს ვგულისხმობ.
ისე ყველას ყოჩაღ!მეც დავიწყე და ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.რასაც მოვქარგავ,აუცილებლად გაჩვენებთ ხოლმე...
ეს ძალიან კარგი პროგრამაა. ქარგვის მოყვარულებს გამოგადგებათ. ვისაც კრესტიკებით ქარგვა გიყვართ აირჩევთ სურათს, მიუთითებთ უჯრების რაოდენობას, ფერების რაოდენობას და სქემას გაგიმზადებთ. შენახვით სქემა ექსელში შეინახეთ.
http://www.link.ge/file/142446/saesetup.zip.html
ამას აქ დავდებ,იმიტომ,რომ ჯერ ფაქტიურად ესკიზია...
თან ვფიქრობ,ფერადი უფრო ადვილია.
მე მაგალითად ხატების ქარგვას დიდი სიფრთხილით ვეკიდები,ძალიან საპასუხისმგებლოა და მეშინია შეცდომა კი არა,ცოდვა არ დავუშვა...ამიტომ მირჩევნია ესეთი ესკიზები ვქარგო.თუ ვინმეს გამოგადგებათ,რაც მექნება დავდებ ხოლმე.
თან კითხვა მაქვს:აქ წავიკითხე,რომ მართლმადიდებლურ ხატებში იესო შემოსილი უნდა იყოს.ეს ხატი კი მართლმადიდებლურია,მაგრამ...თქვენ რას მეტყვით?http://www.radikal.ru
ესეთი ესკიზები თბილისში იყიდება თუ იცით?
ბარბარე
ეს ნახე, დაგაინტერესდება
აგერ ჩემი დანაპირები შევასრულე და როგორც იქნა მოვრჩი ხატის (40X50 სმ-ისა) მოქარგვას და ვდებ. იმედია დამიფასებთ.
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/134450/
ჩარჩოში ჩასმული
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/134453/
ეს კი ახლოდან ერთ-ერთი მონაკვეთია
natiko
ყოჩაღ ნათიიიიიიი
დანარჩენი დღესასწაულის ხატი კი წინა ამ თემის პოსტებში დადებული მაქვს, ხოლო ზოგიერთი წმინდანის ხატიც მაქვს და მათაც ნელ-ნელა დავდებ
ახლა კი ერთი ორ სქემას დავდებ ჯვრული ქარგვისთვის და თქვენც თუ ვინმეს გაქვთ ასეთი სქემები, გთხოვთ დადოთ
ვლადიმირის ღვთისმშობელი
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/138337/
ნაწილი პირველი
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/138335/
ნაწილი მეორე
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/138336/
ეს კი გადიდებულად
http://img-fotki.yandex.ru/get/2714/natikodiz.1c/0_21c61_41dac1c1_orig (მთლიანი)
http://img-fotki.yandex.ru/get/3106/natikodiz.1c/0_21c5f_aa4abcf6_orig (ნაწილი I)
http://img-fotki.yandex.ru/get/3200/natikodiz.1c/0_21c60_42e418c8_orig (ნაწილი II)
ეს კი მაცხოვრის ხატია
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/138394/
ეს კი დიდ (ორიგინალურ) ზომაში:
http://img-fotki.yandex.ru/get/3004/natikodiz.1c/0_21c9a_8fa023f_orig
ეს კი მოციქული ანდრია პირველწოდებულია( სამწუხაროდ ამის სქემა არ მაქვს, როგორიც მქონდა ისეთი დავდე, იმედია ამასაც გამოიყენებთ - ესეც არაა ცუდი)
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/138395/
ეს კი დიდ ზომაში:
http://img-fotki.yandex.ru/get/3204/natikodiz.1c/0_21c9b_65084fc3_orig
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/138480/
http://img-fotki.yandex.ru/get/3107/natikodiz.1c/0_21ceb_ad7f7f0e_orig (ნაწილი I)
http://img-fotki.yandex.ru/get/3103/natikodiz.1c/0_21cec_bda3ce7c_orig (ნაწილი II)
http://img-fotki.yandex.ru/get/3207/natikodiz.1c/0_21ced_1fa24666_orig (ნაწილი III)
http://img-fotki.yandex.ru/get/2712/natikodiz.1c/0_21cee_cc5f48db_orig (ნაწილი IV)
http://img-fotki.yandex.ru/get/2711/natikodiz.1c/0_21cef_3241ee34_XL.jpg (ეს კი VENUS მულინის ფერების ნომრებია)
აქ კი არქივია, შეგიძლიათ გადმოიწეროთ, საცა რამდენიმე სახის მულინის ფერების ნომრებია, ასევე მათი ერთი სახეობის მულინიდან გადამყვანი სხვა სახეობის მულინაზე ნომრების და მიხედვით. მაგალითად DMC-დან Anchor-ზე (VENUS, madeira, GAMMA და ა.შ.) - თუ რამე ფაილი მქონდა მულინებზე და მათი ფერების ნუმერაციაზე, ყველა ერთ არქივში მოვათავსე.
http://rapidshare.com/files/184623653/ferebis_nomrebi.rar (უცხოურ სერვისიდან)
ან http://www.link.ge/file/198470/ferebis-nomrebi.rar.html (ქართულ სერვისიდან)
გირჩევთ გადმოიწეროთ გამოგადგებათ!
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/138558/
http://img-fotki.yandex.ru/get/2713/natikodiz.1c/0_21d3e_81de6b8_orig (ორიგინალურ ზომაში)
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/138718/
http://img-fotki.yandex.ru/get/3203/natikodiz.1d/0_21de0_d05c8d06_orig (ნაწილი I)
http://img-fotki.yandex.ru/get/2709/natikodiz.1d/0_21de1_ede8808d_orig (ნაწილი II)
http://img-fotki.yandex.ru/get/3303/natikodiz.1d/0_21de2_cad67fe_orig (ნაწილი III)
http://img-fotki.yandex.ru/get/3105/natikodiz.1d/0_21de3_bda3666b_orig (ნაწილი IV)
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/138719/
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/138741/
http://img-fotki.yandex.ru/get/3106/natikodiz.1d/0_21df6_3cc8c710_orig
http://img-fotki.yandex.ru/get/3102/natikodiz.1d/0_21df7_5dec9088_orig
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/138740/
http://img-fotki.yandex.ru/get/3101/natikodiz.1d/0_21df2_320d5a52_orig
http://img-fotki.yandex.ru/get/3300/natikodiz.1d/0_21df3_ec9ad0f5_orig
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/138735/
http://img-fotki.yandex.ru/get/3305/natikodiz.1d/0_21df0_71c73796_orig
http://img-fotki.yandex.ru/get/3004/natikodiz.1d/0_21df1_52a7d42e_orig
natiko
ასეთი სქემები ტილოზე იყიდება თბილისში თუ იცი?
ძალიან მომწონს და სიამოვნებით მოვქარგავდი
წმინდა გიორგი
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/139170/
http://img-fotki.yandex.ru/get/3005/natikodiz.1d/0_21fa2_890aabd6_orig
T_E_K_O_T_E_K_O
მოგესალმებით ყველას, ღმერთი გფარავდეთ მუდამ, ძალიან კარგ სამეს აკეთებთ, საამაყოა მართლა... ულამაზესია ყველა ნამუშევარი
natiko
ნათი აღფრთოვანებული ვარ, ღმერთმა შეგაძლებინოს
კიდე ერთი მაგარი საითი ვიცი და შემიძლია დავდო.
საითი ჯვრული ქარგვის მოყვარულთათვის, საცა შეგიძლიათ გამოიანგარიშოთ ძაფების და კრესტიკების რაოდენობა, ასევე შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა მულინების ფერების ნომრები(ერთ ცხრილშია მოთავსებული) და ასევე კიდე შეგიძლიათ მაგალითად 20X30 ზომის სურათისთვის სხვადასხვა სტილის კანვაზე რამდენი კრესტიკია შესავსებად საჭირო, ან და პირიქით ვთქვად და 200X300 კრესტიკით რა ზომის სურათი გამოვა.
შედით და ნახეთ(საინტერესოა): http://www.krestikov.net/index.php?id=80
აღფრთოვანებული ვარ კარგია ძალიან
მე ვიცი საეკლესიო ნაქარგობა,არქიმანდრიტის შესამოსლის ქარგვაში ვიღებდი მონაწილეობას,მაგრამ არავის ჭირდება ჩემი ქარგვა,კაპიკს არავინ იხდის შრომაში
მე მარტო სურათები მაქვს,ეს იყო არქიმანდრიტის სრული შესამოსელი,სტიქარიც კი მოქარგული,ეროვნულმა მუზეუმმა 130000ლარად შეაფასა ,ჩვენ კი 6 თვის მართლა ვირული მუშაობის შედეგად 4მა ადამიანმა მოვქარგეთ ფაქტიურად,200ლარად თვეში,მარა ეგეც არაუშავს,დაფარნები მაქვს მოქარგული და მარტო 300 ლარი ღირს და 2 წელია არავინ ყიდულობს,ეხლა აღარაფერს აღარ ვქარგავ,ცხოვრებაც ხო მჭირდება,თან ოჯახი მაქვს,რაღაც გადასაფარებლებს ვქარგავ როცა ასეთი რაღაცის გაკეთება შემიძლია,ეჰ,ნამდვილ ხელოვნებას არავინ არასოდეს არ აფასებს,მარტო სიტყვითრა მაგარიაააა
ესეც კიდევ ჩემი ახალი ნამუშევარი (ბისერებით მოქარგული): ოჯახის მფარველი_ ღვთისმშობლის ხატი
ჩარჩოთი
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/178023/
ჩარჩოს გარეშე
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/178022/
ქარგვა ვიცოდი ერთ დროს..
natiko
ხევსურული ორნამენტები ხომ არ შეუძლია ვინმეს დადოს? წინასწარ მადლობას გიხდით.
ეს კი ხევსურული წინდების ორნამენტაბია
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/186764/
ამ მისამართზე კი დევს ორიგინალური ზომა ამისა
http://img-fotki.yandex.ru/get/3703/natikodiz.26/0_2d98c_8e1365b6_-2-orig
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/186768/
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/186772/
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/186773/
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/186774/
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/186775/
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/186769/
tamara777442 რაც მქონდა ხევსურული ორნამენტებისა, სულ დავდე (დავასკანერე და მერე კი აღვადგინე პროგრამის მეშვეობით .ხოლო შეიძლება და ფერები დამიწუნოთ, მარა ეგ უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ხოლო ყოველთვის კი უმჯობესია ქართული ნაქარგობისვის შესაბამისი, არამყვირალა- ნაზი ფერები).
აბა თქვენ იცით წარმატებებს გისურვებთ!
http://img156.imageshack.us/i/img3591q.jpg/
ძალიან ლამაზებია
natiko
natiko
სასტიკად ლამაზია აი ძაან...
დედაჩემი ხელსაქმობს.. ბისერებით დაინტერესდა. ხოდა სურათი რომ ვანახე გაგიჟდა ისე მოეწონა..
მეც მიყვარს ეგეთი რამეები.. მაგრამ მაშინ მთელი დღე ამას უნდა დავუთმო... მოკლედ, ზარმაცუნა ვარ
შევრდომილი ძალიან კარგი ნამუშევრები გაქვს...
შევრდომილი
ყოჩაღ მაგდა, ძალიან ლამაზი ნამუშევრები გაქვს.
როგორ უნდა ავტვირთო სურათი მასწავლეთ რა
ciracira
http://church.ge/index.php?showtopic=4&pid=496290&st=0entry496290
ამ თემაშია ახსნილი როგორ უნდა ატვირთო სურათი
http://www.radikal.ru
ესეც ჩემი ნაქარგი,ერთერთი
ხელოვნების მუზეუმმა 1000 ლარზე მეტად შემიფასა,მაგრამ 100 ლარადაც არავის ჭირდება...ესეც ჩვენი ხელოვნება...
ბოდიში თუ ისეთ თემაზე დავწერე რაზეც არ უნდა დამეწერა(ვგულისხმობ ფასს)
სალამი ყველას, ახლა კიდე დავდებ ჩემს ახალ და პირველ ნამუშევარს (ლენტებით მოქარგულს)
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/207122/
ეს კი ჩარჩოს გარეშეა
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/207121/
ეს ჩემი კიდე ახალი ნამუშევარია და ამ თემაშიც ვდებ იმედია, მოგეწონებათ
ქალწული (ბისერებით მოქარგული) 50X30 სმ ზომისა
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/210795/
natiko
ხალხო 2 გოგო მჭირდება ვინც ოქრომკერდით ქარგვა კარგად იცის,დაფარნაზე რომ იმუშაოს დღეში 6 საათი, ანაზღაურებაზე პმში მომწერეთ და რაც უფრო მალე შემეხმიანებით მით უკეთესი
ნაინაშენი თხოვნა შესრულებულია და შეგიძლია ნახო და გადაიწერო
natiko
ეს კიდე ჩემი ახალი ნამუშევარი
ხევსურული ჩანთა
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/212555/ http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/212557/
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/212556/
ჩემი ნაქარგები
როგორ დავდო ნაქარგებიიიი??ამიხსენით ვინმეემ
tebro
http://church.ge/index.php?showtopic=4 აქ ნახავ როგორ ატვირთო
ქარგვა მეც ვიცი, მაგრამ ნებისყოფა არ მყოფნის.
ეს ჩემი მეგობრის თამთა მახნიაშვილის მოქარგულია. ჩარჩოც ჩემი მეგობრის, ხათუნა მელაძის ნაკვეთია.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ჩემი ნაქარგებიააა,შემიპასეეთ
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
tebro
ძალიან კარგია!
გეტყობა შრომის მოყვარე ხარ
tebro
შენც ძალიან ლამაზი და კარგი ნამუშევრები გაქვს, უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის შემიძლია შევაფასო შენი ნამუშევრები,როგორც 5+++++...
მეც ვქარგავ ასეთ რაღაცეებს
Patara_gogo
ძალიან ლამაზი ნაქარგებია
ეს ჩემი ნაქარგებია
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
რაღაც ჭირს ფორუმს ვერ ვნახულობ ჩემს პოსტებს :|
Patara_gogo
ლამაზი ნამუშევრები გაქვს
ხოლო მეც შემოგიერთდები და დავდებ ჩემს ახალ ნაქარგებს
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/227647/
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/227648/
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/227651/
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/227650/
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/227654/
იმედია მოგეწოებათ
Patara_gogo
natiko
როგორი სუფთა და გემოვნებიანი ნამუშევრები გაქვთ
tamuna m
დიდი მადლობა შემოგევლე კიდევ დავდებ ნამუშევრებს .... ბავშვებო იმ ნიკზე პაროლი დამავიწყდა და იგივეთი დავრეგისტრირდი ოგონდ ოდნავ შევცვალე
ეს არის ჩემი ნაქარგები
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მიყვარს ქარგვა და სამკაულების კეთება სამწუხაროდ აქ არ შეიძლება სამკაულების დადება თორე განახებდით
წუბ...წუბ..
PaTaRa-GoGo
როგორ არ შეიძლება, რაც კი კარგი ნამუშევრები გაქვს ჩვენც გვაჩვენე.
ესენი კი ძალიან მომეწონა, ყოჩაღ
ნაინა
აქ მხოლოდ ნაქარგებია მე კი ინდური ქვებით და სხვა მასალით ვმუშაობ და ამიტომ მეგონა რომ არ შეიძლებოდა წუბ
PaTaRa-GoGo
კარგებია
dabdeb aucileblad
ხო არ იცით ბოლნური ჯვარი კანვაზე როგორ უნდა მოვქარგო?
ეს ჩემი ახალი ნამუშევარია (მოქარგულია ბისერებით) _
"სიხარული და ნუგეში" ( ''Отрада и Утешение'')
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/244031/
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
PaTaRa-GoGo
ამ საქმის პროფესიონალი ხარ!
tamuna m
მადლობა გენაცვალე წუბ
მშვიდობა აქაურობას მიყვარს ძალიან ეს თემა, რამდენი ხანია აღარ შემომიხედავს და აღარც არაფერი მომიქარგია. გეხვეწებით ვინმეს თუ გაქვთ გარდამოხსნის ესკიზი , შემეხმიანეთ რა ბავშვებო, მადლობა წინასწარ ყველას
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ხევსურული ქუდი.
შიბით ნაქარგი ნაბადზე
ძაფი და ნაბადი - შავი ფერის, ოქრომკედითა და მძივით გაწყობილი
მე-19 საუკუნის დასასრული
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
zura.bi
მრავალპროფილიანი ხელოვანი ყოფილხართ
მშვენიერია!
zura.bi
უი, მეც ახლა დავაკვირდი სიძველეს და მეც მაგრად ვიცინე!
პაწა დასიცხული შძემოვდივარ ხოლმე და მეპატიება
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
shavlegi
მაინც რომელი?
მე5-ე დზაან მომეწონა რაღაც
ბავშვის ქუდი
http://www.radikal.ru
ლამაზი ნამუშევრებია.
მეც ვაპირებ ქარგვის შესწავლას და ძალიან რთულია?
shavlegi
როგორ მოგაწოდო მითხარი და მე 5 ს მოქიქარგავ ზუსტად
გამარჯობათ, მინდა მოგილოცოთ ყველას ნიკოლოზობა
და ამასთანავე დავდო ჩემი ახალი ნამუშევრები... იმედია მოგეწონებათ და შემიფასებთ
ხატი "წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედისა"
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/287772/
ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა "ღირს არს ჭეშმარიტად"
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/287768/
ეს კიდე მეორე ხატი "წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედისა"
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/293585/
ეს ხატები მძივებითა მაქვს მოქარგული
natiko
განსაკუთრებით პირველი წმ. ნიკოლოზი მომეწონა!
ჩემი ნაქარგი ქუდები (ახალი ნამუშევრები)
PaTaRa-GoGo
კარგი ნამუშევრები გაქვს
ეს კი ჩემი ახალი ნამუშევარი "ყაზანის ღვთისმშობლის ხატი"
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/296164/
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/304233/
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/304232/
natiko
ძალიან მომეწონა შენი ნამუშევრები..ღვთისმშობლის მადლი ეგეწიოს
ეს კი ჩემი ნაქარგი ქუდია
PaTaRa-GoGo
ვაიმე არაა საჭირო დიდი მადლობა...
სხვათაშორის მაინც შევიძინე ასეთი ქუდი და თავიდან არ ვიხდი :D:D:D
PaTaRa-GoGo
გაიხარე და დიდი მადლობა.
შენი ქუდებიც ძალიან ლამაზია...გწყალობდეს მუდამ უფალი.
რაც შეეხება ეს კიდე ჩემი ახალი ნამუშევარია ბისერებით მოქარგული
ხატი "ნიკოლოზ სასწაულმოქმედისა"
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/334265/
http://www.radikal.ru
PaTaRa-GoGo
შესანიშნავი ნამუშევრებია, გაიხარე
ალექსანდრე
მადლობა
ყაზანის ღვთისმშობელი
http://pix.ge/
სად შეიძლება ნაქარგების ესკიზები მოვძებნო?
tamari777
ამ თემაში წინა გვერდებზე დევს.
აი აქ ნახე
http://church.ge/index.php?showtopic=627&st=160
და აქ
http://church.ge/index.php?showtopic=627&st=180
ოქრომკერდით ქარგვის გაკვეთილები სად შეძლება ვნახო თუ ვინმემ იცით
ჰა , მოხედეთ ახლა ამ ადამიანს, აინტერესებს რაღაცა ..
tamari777
იქნებ ამათმა იცოდნენ
http://goldenstitch.ge/index.php
ძალიან გთხოვტ ოქრომკერდით ქარგვის გაკვეთილები დადეთ რა ვინმემ? არ ვარ საქართველოში რომ შევდძლო სცავლა
გამარჯობა, მეგობრებო! პირველად ვარ ამ საიტზე. არაჩვეულებრივ სილამაზეს ქმნით. მეც მიყვარს ქარგვა, მაგრამ ხატების მოქარგვას ჯერ ვერ ვბედავ. გთხოვთ დამაკვალიანეთ ქართულ ნაციონალურ ტანსაცმლებზე ნაქარგების სქემები არსებობს და სად შემიძლია ვნახო? გთხოვთ დამეხმაროთ
მაინტერესებს თექისა და ნაქარგობის შესწავლა რა ღირს
mariam burduli
ქარგვას სამებაში ასწავლიდნენ უფასოდ და ალბათ ახლაც იქნება
"ოქრო ("მე ვარ ნათელი") დაკავშირებულია ზეციურთან, ხოლო აბრეშუმი - მიწიერთან"
"ცხადია, ოსტატებს ღრმად ჰქონდათ გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ამ სიწმინდეთა [ნაქარგობების] შექმნა გულისხმობს. წმინდა ნინოს საფლავის ქვის გადასაფარებელს რომ ვუყურებ, ასე მგონია, დედოფალმა ანა-ხანუმმა გული ჩადო მასში. იგი გახლდათ ღვთისმეტყველების შესანიშნავი მცოდნე. მცენარეული ორნამენტების საშუალებით შეძლო ღრმა და ურთულესი თეოლოგიური შინაარსის გადმოცემა."
https://imgur.com/a/f7SVKiE
https://imgur.com/a/SAF3ED2
https://imgur.com/a/1G4mUNq
დედაჩემის ნამუშევრები (მოქარგული)
პ.ს შემთხვევით ვინმემ ხო არ იცით სქემა სად შეიძლება რომ იყიდოს
"დიდი სიყვარული და ნანახით აღტაცება გჭირდება, სულის შიგნიდან ამოწურო ფერები და ძაფებში გამოაბა სამყარო."
"ქართული ნაქარგობის საუკეთესო ნიმუშები ძირითადად ეკლესია-მონასტრებსა და სადედოფლო სახელოსნოებში მზადდებოდა. ნაქარგობა ყველაზე ელიტარული დარგი გახლდათ საქართველოში.
მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები (მეფე-დედოფლები, თავად-აზნაურები) თავს ვალდებულად თვლიდნენ, ეკლესია-მონასტრებისთვის შეეწირათ სარიტუალო ნივთები, მათ შორის მდიდრულად მოქარგული გარდამოხსნები, ოლარ-ომოფორები, ენქერები, ბარძიმისა და ფეშხუმის საფარებლები; სამღვდელმთავრო შესამოსელი - საკოსი, სტიქარი, ფელონი და მათი მოსართავები: საბუხრეები, საბეჭურები და ა.შ.
ქართველი დიდებულები ამ ნივთებს ეკლესია-მონასტრებს სწირავდნენ თავიანთი "ცოდვილი სულის საოხად", "ორსავე შიგან ცხოვრებასა წარმართებისთვის", "ძეთა და ასულთა აღსაზრდელად". ნაქარგი ნივთების უმეტესობას დღემდე არ მოუღწევია: ზოგმა დროს ვერ გაუძლო, ზოგი შემოსევებისა და ქვეყნის ძარცვის დროს დაიღუპა.
შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცულია საეკლესიო დანიშნულების მხატვრული ნაქარგობის მდიდარი კოლექცია."
"- მართლაც, ძველი ოსტატების ნაქარგებში ერთი შეხედვით მარტივ კომპოზიციაში ზოგჯერ ისეთი რთული და სიმბოლური შინაარსია ჩადებული, რომ სათანადო ცოდნის გარეშე ძნელია მათი გააზრება. თქვენი აზრით, მაინც რომელია ამ მხრივ მეტად საინტერესო ძეგლი?
- ამ მხრივ საინტერესოა თამარისეული დაფარნა, რომელიც მოიქარგა 1718 წელს ვახტანგ VI-ის ასულის, თამარის მიერ. თამარი არ გახლავთ უშუალოდ მომქარგველი - მასზე დაცულ წარწერაში თამარი ამბობს, შევაკერვინეო. ამ ნაქარგობის ნიმუშზე მთავარ ფიგურას წარმოადგენს ოქროსფერ ატლასზე აყვავებული ჯვარი ყურძნის მტევნებითა და ფოთლებით. მას წარწერაც ახლავს - "იესო ქრისტე ძლევა". ეს არის, პირველ რიგში, ძლევის ჯვარი და აგრეთვე "სიცოცხლის ხე". მისი ქვედა მკლავიდან ორმხრივ გამომავალი ვაზის ლერწი ავსებს მთელ სიბრტყეს. "ხე ცხოვრებისა" აღმართულია გოლგოთაზე.
თამარისეულ დაფარნაზე გამოსახული ჯვარი, თორმეტი ნაყოფით, უშუალოდ აკონკრეტებს ახალი აღთქმის შემდეგ სტრიქონებს: "შორის სივრცესა მის ქალაქისასა და მდინარისა მის ამიერ და წიაღ ძელი ცხოვრებისაი, გამომღებელი ათორმეტისა ნაყოფისა, ყოველთა თვეთა მომცემელი თვისისა მის ნაყოფისაი და ფურცელნი იგი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა" (გამოცხ. 22,2).
მე-18 საუკუნის დასაწყისში ძირეული ცვლილებები ხდება ნაქარგობაში. ფიგურებისსახოვანი გამოსახულებები იცვლება მცენარეული ორნამენტით. ზიარების რთული სიუჟეტი თამარისეულ დაფარნაზე გადმოცემულია მცენარეული ორნამენტის საშუალებით. მაცხოვარი აზიარებს თორმეტ მოწაფეს. 12 მოციქულს აქ 12 მტევანი ცვლის, მაზიარებელი კი არის ჯვარი - ქრისტეს სიმბოლო. მოციქულთა შორის მოციქულთა თავნი წარმოდგენილნი არიან დიდი ზომის მტევნებით. დაფარნაზე 24 ფოთოლია გამოსახული.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯვარი წამების იარაღებით იგივე საყდარია, კომპოზიციის გასახსნელად ამოტივტივდება ციტატა: "აჰა, დგას საყდარი ცათა შინა და საყდარსა ზედა მჯდომარე გარემოსაყდრისა საყდარნი ოცდაოთხნი და საყდართა მათ ზედა ოცდაოთხნი მღვდელნი მსხდომარენი, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა და თავთა მათთა ზედა გვირგვინნი ოქროსანი, დავარდებიან ოცდაოთხნი იგი მჯდომარისა მის, თაყვანისცემენ მას, რომელი იგი კურთხეულ არს უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 4, 4-10). ეს ხომ ზეცაში ხდება. ამ თემის ზეციურობის ხაზგასასმელად ოსტატი იყენებს ოქროსფერ ფონს. ეს ფოთლებიც ოქრომკედითაა მოქარგული. ოქროსფერი ნიშნავს დიდების სამოსსაც.
ის პატარა ფოთლებიც კი, რომლებიც აყვავებული ჯვრის დასაწყისში წყვილ-წყვილად არის გამოსახული, გარკვეულ პიროვნებებს ასახავს. ესენი გახლავთ ის ოთხი მახარებელი, რომლებიც ნაქარგობის თითქმის ყველა ნიმუშზე გვხვდება.
ამ ნაქარგობას ოთხივე მხრიდან შემოსდევს მცენარეული ორნამენტის ჩარჩო-სიმბოლო, ხოლო მიხაკი მიჩნეულია მაცხოვრის ვნების იარაღად (მიხაკის თესლი თავისი ფორმით ძალიან ჰგავს სამსჭვალს, რომლითაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს). მაყვლის გვერდით მიხაკის მოთავსება ღვთისმშობლის გვერდით სამსჭვალის მოთავსებას ნიშნავს. ეს ასახავს სახარების იმ მომენტს, როდესაც სიმონ ღვთისმიმრქმელი ღვთისმშობელს მიმართავს: "და თვით შენსა სულსა განვიდეს მახვილი, რაითა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი" (ლუკა 2,35). ამდენად, სამსჭვალის სიმბოლო - მიხაკი დაკავშირებულია როგორც მაცხოვრის, ასევე ღვთისმშობლის ვნებასთანაც.
თავის მხრივ, მიხაკებსა და მაყვლის ფოთლებს შემოსდევს კიდევ შროშანების მწკრივი, შესრულებული ყავისფერ მიწაზე. ყავისფერი მიწის სიმბოლოა, შროშანები - სიწმინდის სიმბოლო. მთელი ნაქარგობის შინაარსი კი არის ის, რომ დედამიწაზე სპეტაკად ნაცხოვრები ადამიანები, აღზრდილნი ოთხი მახარებლის ანუ სახარების მიხედვით, წარდგებიან რა საშინელ სამსჯავროზე, დაიმკვიდრებენ ადგილს ზეციურ სამოთხეში, სადაც ხარობს "ძელი ცხოვრებისაი, გამომღებელი ათორმეტისა ნაყოფისაი". საბოლოოდ ეს არის ჩვენი ცხოვრების მრწამსი.
თამარისეულ დაფარნაზე წარმოდგენილია საგანგებოდ დამუშავებული, სიმბოლოთა ენაზე გადმოცემული მრავალსიუჟეტიანი კომპოზიცია. ოსტატმა-თეოლოგმა სპეციფიკური მხატვრული საშუალებით, კერძოდ, ორნამენტული დეკორით, შექმნა ორიგინალური, რთული ნაწარმოები, გამორჩეული თავისი განსხვავებული იკონოგრაფიული თავისებურებებით, რაც საფუძვლად დაედო ქართული მხატვრული ქარგვის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს."
/ხელოვნებათმცოდნე გულნაზ ბარათაშვილი/
"- ყველაზე უხვი და მდიდარი მასალა რომელმა საუკუნემ დაგვიტოვა?
- ყველაზე უხვი მასალა მე-17-18 საუკუნეებს ეკუთვნის. უფრო ადრეულებიც გვაქვს, მაგრამ ერთეული ნიმუშების სახით. ჩვენთან დაცული ყველაზე ძველი ნაქარგობის ნიმუშია წყვილი საბუხარი კაცხიდან (XIIს.); XIV საუკუნის დასაწყისში მოქარგული მცირე ომოფორი ანჩიდან, ასევე დიდი ომოფორი (1358წ.), რომელიც მე-17 საუკუნეში განაახლეს. გვაქვს მე-16 საუკუნის ენქერი უბისიდან.
- რითია განპირობებული, რომ რაოდენობრივად ყველაზე მეტმა მასალამ მე-17 საუკუნიდან მოაღწია?
- საერთოდ, აბრეშუმის ქსოვილი ვერ უძლებს დროს. გამოშრება და მტვრევადი ხდება. გარდა ამისა, მე-17 საუკუნეში, სხვა საუკუნეებთან შედარებით, ჩვენთან ნაკლებად შენდებოდა ტაძრები, "სულის საოხად" ძირითადად ნაქარგობები იწირებოდა. ამიტომ ამ პერიოდში დეკორატიული ხელოვნების ეს დარგი უფრო მოქმედებდა.
- ამ ნივთებზე დაცულია როგორც საქტიტორო, ასევე კანონიკური წარწერები. რა განსხვავებაა მათ შორის?
- საქტიტორო წარწერებში მოხსენიებული ყოველი ცნობილი პიროვნება ძეგლის დათარიღების საშუალებას იძლევა. ეს ჩვენთვის საჩუქარია, რადგან ამის მერე სტილით შეგვიძლია დავათარიღოთ რომელიმე უცნობი, უწარწერო ნაქარგობის ნიმუში და ადგილი მივუჩინოთ ნაქარგობის განვითარების ისტორიაში.
კანონიკურ წარწერაში ძირითადად გვხვდება ლოცვის ის ტექსტი, რომელიც წარმოითქმის ამ ნივთის ხმარების დროს. საქტიტორო წარწერა კი შემწირველის წარწერაა, რომელიც მეოხებას ითხოვს უფლისაგან."
/ხელოვნებათმცოდნე გულნაზ ბარათაშვილი/
"- ძირითადად სად იქარგებოდა საეკლესიო დანიშნულების ნივთები, რა სკოლები არსებობდა ჩვენში და რითი გამოირჩეოდა ამ სკოლებში შექმნილი ნაქარგობები?
- ეს ნივთები ძირითადად სადედოფლო სახელოსნოებში იქარგებოდა. ამ სახელოსნოთა არსებობას წერილობითი წყაროებიც ადასტურებს. აზროვნების სიღრმით გამოირჩევა სვეტიცხოვლის სკოლა. ამ სკოლიდან შემორჩენილია თუთას სულის მოსახსენიებლად შეწირული ერთ-ერთი დაფარნა (ფეშხუმის საფარებელი), რომელზეც გამოსახულია სტილიზებული, გაბრწყინვებული ჯვარი და ამ ჯვარში გვხვდება მცხეთის ჯვრის მონასტრის გეგმა, რომლის მსგავსი მთელ მსოფლიოში არ მოიპოვება.
არსებობდა ასევე თბილისის სიონის ტაძრის სკოლა, ნიკორწმინდის სკოლა, ოდიშის, გელათის..."
/ხელოვნებათმცოდნე გულნაზ ბარათაშვილი/
"- ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცულ საეკლესიო ნაქარგობის ნიმუშთაგან რომელი იპყრობს განსაკუთრებულ ყურადღებას? ვინ არიან ამ ნიმუშთა შემწირველნი?
- გამოირჩევა ანა-ხანუმის მიერ ოქროსა და ვერცხლის თმით მოქარგული დაფარნათა კომპლექტი, წმინდა ნინოს ლუსკუმის საფარებელი. ისინი მდიდრულად გაფორმებული და ღრმად შინაარსიანია.
შემწირველთა შორის შეგვიძლია დავასახელოთ მეფე ვახტანგ VI, რომელმაც ენქერი შესწირა თავისი ოჯახის წევრთა "სულის საოხად", "შვილთა აღსაზრდელად". გვაქვს კიდევ გიორგი XI-ის ენქერი, რომელიც მან წილკნის ღვთისმშობელს შესწირა (XVIIს). შემწირველთა შორის ამ ნაქარგობის ნიმუშზე მოხსენიებულნი არიან არაგვის ერისთავი გიორგი და მისი თანამეცხედრე დარეჯანი, მიქელაძეები, გიორგი ჩიჩუა, ოდიშის დედოფლები... ჩვენთან დაცულია 1200-მდე საეკლესიო დანიშნულების ნივთი საინვენტარო ნომრით, თორემ ისე რაოდენობრივად უფრო მეტია. არც ერთი ნიმუში ერთმანეთს არ ჰგავს."
/ხელოვნებათმცოდნე გულნაზ ბარათაშვილი/
"განსაკუთრებული სიმდიდრით, ფერების სინაზითა და შესრულების მრავალფეროვანი ტექნიკური ხერხებით გამოირჩეოდა ქართული ნაქარგობა - აბრეშუმის, შალის, ბამბის ნაირსახოვანი ძაფებითა და ოქრომკერდით. გეომეტრიული ორნამენტები საქართველოს მთიანი ნაწილისთვის იყო დამახასიათებელი, ბარისთვის - მცენარეული და ცხოველური სახის ორნამენტი. ოქროსა და ვერცხლის ძაფებს ადგილობრივი ოქრომჭედლები ამზადებდნენ".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 193/
"სხვათა შორის, დიდ დაფარნას, ანუ სულის დაფარნას, რომელიც მხარზე აქვთ გადაფენილი მოძღვრებს და ორივე ხელით მტკიცედ იჭერენ, რომ სულიწმიდის მადლი გარდამოვიდეს, ძალიან ლამაზი სახელი "პერეხელი" ჰქვია ბერძნულად".
"მუზეუმში შემონახული ნამუშევრების უმეტესობაზე მითითებულია, რომელი მეფის მიერაა შეკვეთილი, ან რომელი დიდებულის სულის საოხადაა დამზადებული. ყველაზე ძველი და ყველაზე დიდი გარდამოხსნა (2,5-3 მმ), გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამის მიერაა შეკვეთილი. სამწუხაროდ, ვინ არიან შემსრულებლები, არ ჩანს. სვხა გარდამოხსნები ნაწილობრივ დაზიანებულია. დროთა განმავლობაში ცვლილებები განუცდიათ ქსოვილებს, რომლებზეც ოქროს ძაფები თავს ვეღარ იჭერენ.
ძალიან მაწუხებდა ის ფაქტი,რომ ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცოდა,რა საუნჯის, რა კულტურის მფლობელები ვიყავით. როგორი კულტურული მემკვიდრეობა გვერგო წინაპართაგან. ჩემი გულისტკვილი ტელევიზიით და რადიოარხებით გავაჟღერე.
მუზეუმის ხელმძღვანელობამ, თუმცა ამ სიმდიდრის მოვლა-შენახვის სხვა გზა მათ მაშინ ნამდვილად არ ჰქონდათ, ყურად იღო ჩემი წუხილი და მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოაწყო ნამუშევრების გამოფენა. მოხდა კი დასანანი შეცდომა: დაფენის ნაცვლად, კედელზე ჩამოკიდეს ბაგრატ მესამის უზარმაზარი გარდამოხსნა. ნამუშევარმა სიმძიმეს ვეღარ გაუძლო, ჩამოვარდა, დაწყდა ოქროს ძაფები და ძირს დაცვივდა. დამთვალიერებლები სიხარულით კრეფდნენ იატაკიდან და სასოებით ინახავდნენ საუკუნეების წინანდელ სიწმინდეს".
/ქ-ნი დოდო ნემსაძე/
"ერთი სასწაულის შესახებაც მინდა გიამბოთ: იმ დღესაც მუშაობა ლოცვით დავიწყეთ.შეგირდს, როემლიც ყაზანის ღვთისმშობლის ხატს ქარგავდა, რაღაც შეეშალა. საჭირო გახდა ჩემი ჩარევა. ავიღე თუ არა ნაქარგი, ღვთისმშობლის ყელთან სისხლის პატარა წვეთი დავინახე. ვიფიქრე, ვინმეს ხელში ნემსი ხომ არ ეჩხვლიტა-მეთქი. არავის აღმოაჩნდა ნაჩხვლეტი, სისხლი კი იშლებოდა, ფართოვდებოდა და ქსოვილი იჟღინთებოდა. თითქოს მიკარნახესო, საეკლესიო კალენდარი გადავშალე და გავქვავდი: იმ დღეს სწორედ ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული ყოფილა"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience