თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო ხელოვნება _ ტაძრის მოხატულობა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 09:00 PM

...

პოსტის ავტორი: death თარიღი: Sep 5 2011, 09:27 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 5 2011, 09:00 PM) *

მოკლედ რაზე გაწუხებთ ეხლა.
ამ კვირას ერთ-ერთ ტაძარში ვიყავი სადაც საკურთხევლის მოხატვა მიმდინარეობს.ეხლახან დამთავრდა თორმეტი მოციქულის მოხატვა და მაინტერესებს,როგორია ამ მხრივ სწავლება?რომელი მოციქულები უნდა იყვნენ გამოსახულნი?

(სამი მოძღვარი და მე დაახლოებით საათნახევარი ვკამათობდით ამ თემაზე)


რას ნიშნავს რომელი მოციქულები უნდა იყვნენ გამოსახული? თუ 12-ვე იხატება მაშინ რა პრობლემაა?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 5 2011, 09:41 PM

death

ციტატა
თუ 12-ვე იხატება მაშინ რა პრობლემაა?


biggrin.gif biggrin.gif

ყველაფრის გართულება რატომ გვიყვარს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 09:56 PM

...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 5 2011, 10:15 PM

A.V.M
ხატწერაზე შედი და იქ იკითხე,ხატმწერები გაქცემენ პასუხს..მე სამწუხაროდ არ ვიცი...სახარებების ავტორები ხომ არ არიან? sad.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 5 2011, 10:58 PM

A.V.M
ეკატოც აქაა და ხატწერაზე შედი და ნახე ხატმწერებიი...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 5 2011, 11:08 PM

A.V.M

ციტატა
12 მოციქულში გამოსახულია პავლე მოციქული,მარკოზ და ლუკა მახარებლები
და არაა გამოსახული თადეოსი,იაკობი,მატათა(იუდა)


ხატებზეც ეგრეა. მე როგორც ვივი მოციქულთა ეს გამოსახვა მოციქულთა კრებას აღნიშნავს და არა უშუალოდ 12 მოციქულს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 11:12 PM

საბოლოოდ ჩვენც მაგ აზრზზე მივედით,
მარა...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 6 2011, 01:15 AM

საინტერესოა

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 6 2011, 06:56 PM

ამით მეც დავინტერესდი ადრე, მაგრამ პასუხი ვერავინ გამცა.
საერთოდ ქართულად ხატწერის კანონიკის შესახებ ძალიან მწირი ინფომრაციაა.
უფრო სასულიეროს სტუდენტებს ეცოდინებათ, ხელოვნების ფაკულტეტიდან.
თუმცა რამდენიმეს ვკითხე და ამაოდ.


ალექსანდრე
არ ჯობია, ჩვენსკენ გადმოვამისამართოთ ეს თემა? tongue.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 7 2011, 12:34 AM

ციტატა
გეტყვით ბატონო რაშია პრობლემა:12 მოციქულში გამოსახულია პავლე მოციქული,მარკოზ და ლუკა მახარებლებიდა არაა გამოსახული თადეოსი,იაკობი,მატათა(იუდა)

კონკრეტულად რომელ სცენას გულისხმობ ეგ მაინტერესებს, საკურთხეველში ძირითადად მოციქულთა ზიარების სცენა გამოისახება ხოლმე, საიდუმლო სერობის სცენა http://www.radikal.ru

და მეორე ასეთი სახით
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2011, 12:39 AM

...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 7 2011, 12:42 AM

ციტატა(A.V.M @ Sep 7 2011, 12:39 AM) *

საკურთხევლის პილასტრზე გამოსახულია 6 მოციქული(მხრებს ზემოთ) შუაში მაცხოვარი და კვლავ 6 მოციქული.
(ისე ალექსანდრე კითხვა გაქვს დასასმელი ხო იცი?ბიბლიის თემაში)

კარგი იქნებოდა ფოტოსაც თუ გადაიღებდი smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2011, 12:45 AM

შევეცდები ალექსანდრე.შევეცდები.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 7 2011, 01:04 AM

ალექსანდრე
შენ სხვა სცენას აღწერ.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 7 2011, 09:55 AM

A.V.M
ბიჭო რომელ ტაძარზე ამბობ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2011, 11:34 AM

...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 7 2011, 12:57 PM

A.V.M
ხო ვიცი..არ ვყოფილვარ მანდ კაი ხანია..ერთი უნდა მოვიდე...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 15 2011, 08:23 PM

ისე ვინმემ ხო არ ნახა მოხატულობა სადაც 12 მოციქულია გამოსახული და მათში ყველა არაა უფლის ათორმეტთაგანი და ვინცაა ზოგიერთი მათგანი არ იყო უფლის 12 მოწაფეს შეორის?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 26 2011, 09:48 PM

...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 17 2011, 01:33 AM

A.V.M
მოკლედ, ერთ გამოცდილ ადამიანს ვკითხე ამის შესახებ.
ასეთ ხატებში ძირითადად მატათა მოციქულის ადგილს იკავებს პავლე მოციქულიო.
მსგავსი შენიშვნების ნუსხა ნიკოდიმოს მთაწმინდელს ჰქონია.
იქნებ ვინმეს ხელთ ჩაუვარდეს და მოგვაწოდოს.
კიდევ ბევრ მსგავსი შეცდომები ყოფილა.
ისე, რა პრობლემაა, რომ 13 მოციქული გამოსახონ? : ))

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 17 2011, 09:18 PM

საერთოდ, ძალიან ცდებით თუ გგონიათ რომ კარგი მცოდნე ხატმწერები გვყანან, არაფერიც, ბევრი მათგანი "მოიკოჭლებს" და ძალიან მშრალია smile.gif იმჰო.. არ მეტაკოთ ეხლა ამაზე :დ ხშირად ყოფილა რომ ახალ დაწერილ ხატს ვუყურებ და ძალიან მშრალია, გამოწურული სულიერი ძალებისგან, და რომ არა გამოსახულისადმი პატივისცემა, არ ვიცი პირდაპირ რა ვიფიქრო ხოლმე smile.gif

იკონოგრაფიაში არსებობს გარკვეული წესები, რომლის ცოდნა და დაცვა სავალდებულოა, პირველ რიგში ეს ეხება გამოსახული პირის იდენტიფიცირებას. კი ბატონო, ზოგჯერ ქერუბიმსა და სერაფიმს ერთნაირად გამოსახავენ (ფრთების რაოდენობას ვამბობ), მაგრამ როცა თორმეტ მოციქული უნდა ასახონ, ასახე რა 12ივე, როგორ შეიძლება ზიარების სცენაში პავლე მოციქული ჩასვა, როცა არც კი ყოფილა იქ და ეს იქნება ანაქრონიზმი.

ამ შემთხვევაში ეს ზიარების სცენა არაა, სურათიდან რავი მე ვერ ვანსხვავებ რომელია პავლე მოციქული, რომელსაც შუბლი აქვს მოტივტვლებული, ის? და ყველა მოციქული ხშირთმიანი იყო? აჰ, თუ წარწერა აქვს გაკეთებული, სადაც პირდაპირ წერია სახელი? მაშინ ესენი ის 12 მოციქული აღარ იქნება, არამედ ზოგადად მოციქულები..

თანაც რამდენადაც მახსოვს, საკურთხეველში სულ მუდამ ზიარების სცენაა, დაველოდოთ, იქნებ ზიარებაც გამოსახონ smile.gif

პ.ს. ჩემი სურვილია, გადახედონ რა ამ ხატმწერებმა ისტორიას და ძველ ფრესკებს :/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 17 2011, 10:36 PM

,..

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 17 2011, 10:55 PM

A.V.M
ხოდა ეს ყველაფერი შეცდომაა.
ქეთიც სწორად აღნიშნავს.
არც სიუჟეტურად და შინაარსითაა გამართლებული მსგავსი ცვლილებები.
იგივე ამაღლების სცენაზე ღვთისმშობლის და პავლე მოციქულის გამოსახვა.


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 19 2011, 07:11 PM

...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 20 2011, 01:12 AM

davit-kavtaradze

ციტატა
.ალბათ არ ცდებიან რადგან გამოსახავენ,

ალბათ არ ითვლება tongue.gif
არც იმ ეპოქის ხალხი იყვნენ შეუმცდარნი, ხო?
ცხადია არავინ ამბობს, რომ ახლანდელმა თაობამ დააკნინა და აურია კანონიკა.
ძალიან ვაფასებ მათ ხელწერას, ოსტატობას, მაგრამ შეიძლება თეორიული ცოდნა ნაკლები ჰქონდეთ.
ახალი ძალიან ცოტა რამ იქმნება.
ყველაფერი ძველზე დაყრდნობით ხდება და თუ თავიდანვე მოხდა რაღაც გაბნეულობა, ასე წავა სამომავლოდ.
კარგი იქნება, თუ მოიძიებთ ნიკოდიმოს მთაწმინდელის მაგ შეცდომების ნუსხას.
მეც მაინტერსებს და მსჯელობა განვავრცოთ.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 20 2011, 08:34 PM

davit-kavtaradze
შეგიძლია მითხრა ეგ რა სცენაა გამოსახული ვარძიის ფრესკაზე?
მე უკეთესს გეტყვით, აიღეთ ატენის ფრესკები, ზოგი სცენა აღებულია ღვთისმშობლის არაკანონიკური ცხოვრებიდან. ამაზე რას მეტყვით? რას ფიქრობ, კარგია არაკანონიკური სცენები?

თუმცა მე იმაზე ვდაობ, რომ არაკანონიკურობასთან ერთად ცუდად წერენ და ხატავენ smile.gif ხო შეიძლება ისე მოხატო ეკლესია ფრესკებით, რომ გესიამოვნოს და სულიერი იმპულსი იგრძნო. არა, ესენი ისე ხატავენ, თითქოს რაღაც პლაკატი იყოს. თანაც, ყველას არ აქვს უფლება ისე ხატოს, როგორც მოეპრიანება შეედარონ და გაუტოლდნენ ეხლა ძველებს :/

ციტატა
მსოფლიო მაშტაბით,გენიოსები არიან,გვარებს ვიტყვი რამდენიმესას მანწკავა,ხიდაშელი,კინწურაშვი

ლი,დარბუაშვილი,ცინცაძე...და კიდევ ბევრი.

მსოფლიოს მასშტაბით რას ნიშნავს? მსოფლიოშიც იცნობენ, ანუ?
დავგუგლე მოკლედ, დავით ხიდაშელი შეიძლება ადვილად გაახსენდეს კაცს თუ ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ფრესკებს იცნობს;

მანწკავას ნამუშევრებიც ვიპოვე. მინდა გითხრა გენიოსი არაა, მაგრამ ნორმალური ხატმწერია.

***
თუ ფიქრობთ რომ გუდიაშვილის მიერ მოხატული ქაშვეთის საკურთხეველი ძალიან მომწონს, შემცდარხართ.
იყო ხატმწერი, ეს ნიჭია და არა პროფესია, ან ჰობი, რომელიც ნებისმიერ ხატვის მცოდნეს ან მხატვარს გამოუვა dry.gif


აი ნახეთ 8–9 წლის გამოცდილების მქონე ხატმწერი გიორგი ხოდელი რას წერს
ციტატა
ჩემთვის ხატწერა დიდი ბედნიერებაა. ვფიქრობ, ხატწერა ყველაზე ელიტარული პრიფესიაა სახვით ხელოვნებაში.

რას ნიშნავს ელიტარული პროფესია? მე ეს ცუდი აზრებისკენ მიბიძგებს :/
ხატმწერი, რომელიც ასე ფიქრობს ხატების წერაზე, მე ძალიან არ მომწონს, რაც არ უნდა ხატწერის წინა ლოცვებს კითხულობდეს. :/

http://www.ambioni.ge/xatwera-yvelaze-elitaruli-profesiaa/

***
ციტატა
ნიკოდიმოს მთაწმინდელის მაგ შეცდომების ნუსხას.

თამუ, არ ვიცი ეგ, არც ის ვიცი სად ვიპოვო, კაიროს ვკითხავ აბა თუ იცის

პ.ს. კრიტიკა - ეს ჩემი პროფესიაა, მე ვარ ხელოვნებათმცოდნე smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 20 2011, 08:57 PM

davit-kavtaradze

ციტატა
ხატწერაში არის გარკვეული წესები რასაც კანონიკას ეძახიან და რაც ყველამ არ იცის.

ჩვენც მაგას ვდაობთ, რომ არაა ამის ცოდნა.
მართალი გითხრა, სულ არ მომწონს ნამეტანი პროპორციულად სიზუსტით და რეალისტური ხატები.
პირიქით, ცოტა უნდა მისტიური გამომეტყვება ჰქონდეს.
პროპორციები კი თავისთავად უნდა დაირღვეს, როდესაც კონქში, ან სიმაღლეზე იხატება, ანუ როდესაც პერქპექტივაში გიწევს დანახვა.
ციტატა
ყველაფერი ძველ დაყრდნობილზე იმიტო ხდება რომ სანდოა.

არ ვთვლი, რომ ყველაფერი სანდოა.
უბრალოდ საკმაოდ დიდი ჩავარდნა გვქონდა საეკლესიო ხელოვნებაში (ათეისტური წყობიდან გამომდინარე) და ახალი დაწყებულია მისი აღორძინება.
ვიმედოვნებ, დროთაგანმავლობაში გამოსწორდება.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 24 2011, 12:01 AM

davit-kavtaradze
და მატათა მოციქული არაა 12 მოციქულში, სცენიდან რომ გლეჯენ?
ნუ ალბათ ნაწილობრივ გამართლებულია ხატწერაში, მაგრამ მე მაინც არ მესმის tongue.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 24 2011, 02:32 PM

davit-kavtaradze
ვაიმე, რატომ გვატკეპნინებ ერთიდაიგივეს?
ამ თემაში საუბარი იყო, სწორედ 12 მოციქულის ხატზე.

ციტატა
დამთავრდა თორმეტი მოციქულის მოხატვა და მაინტერესებს,როგორია ამ მხრივ სწავლება?რომელი მოციქულები უნდა იყვნენ გამოსახულნი?

12-დან ყველა არ გამოისახება.
სულ მცირე ერთი მოციქული (მატათა) ვარდება, ანუ პავლე მოციქულის გამოსახვა ხდება სხვის ხარჯზე.
იგივე მახარებლსაც თუ გამოხატავენ, სხვა მოციქულები "იჩაგრება"
მაგალითად ხომ შეიძლება გამოისახოს 12 მოცქული + დამატებული პავლე და მახარებლები.
ისეთი შთაბეჭდილება მრცება, რომ ჩვენ ვინმეს ვერჩით და შენ მაგალებით იცავ.
უბრალოდ ვეძებთ პასუხს, თუ რატომ ხდება ასე.
ჩემთვის მხოლოდ იმის თქმა, რომ ხატი რეალიზმი არაა და ჩვენი ხატწმერე მსოფლიო დონისები არიან, პასუხს არ მაძლევს.
თუ რაიმე ნაშრომზე ან კანონზე მიგიწვდება ხელი, გვაჩევენე.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 24 2011, 04:00 PM

...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 24 2011, 11:51 PM

davit-kavtaradze
დავით, არავინ ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში ხატწერა არ არსებობს და ყველა ცუდად წერს.
უბრალოდ ზოგს აქვს წერის მანერა ისეთი, რომ თუნდაც ლოცვისთვის არ განგაწყობს, ზოგს კი ძალიან კარიკატურული გამომეტყველება აქვს.
ნუ მართლა ვინც ორი ხაზის გასმას ისწავლის, ყველა ფრესკებზე მუშაობს ლამის.
მიდი წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ვორონცოვზე და შეაფასე იქაური მოხატულობა და ვნახოთ დონეზე რას იტყვი.
ქეთიმაც ეს აღნიშნა.
და კრიტიკა სულაც არ ნიშნას შეურაცხყოფას.
მაგალითად ძალიან მომწონს(!) ლაშა კინწურაშვილის კოლორიტული ფერები.
თუმცა შეიძლება სახეებზე სხვა შეხედულება მქონდეს, მაგრამ საერთო ჯამში ჩემთვის მართლაც ოსტატია ეს ადამიანია.
იგივე შემიძლია ვთქვა შენი ჩამოთვლილ ადამიანებზე, მაგრამ საერთო სიტუაციას 2-3 კაცი არ განსაზღვრავს.

ციტატა
თორმეტი მოციქულის ხატში საერთოდ პავლე მოციქული არ გამოისახება.გამოისახებიან :
თომა, იაკობ ალფესი,მატათა,თადეოსი,ფილიპე,

��აკობი,ბართლომე,პეტრე,ანდრი
,��
�ოანე,სიმონი და მათე.

რაც შეეხება ამას.
თემაც სოწრედ ამ მიზეზით გაიხსნა, რომ შენს მიერ მოყვანილი მოციქულები სრულად არ არიან გამისახულნი.
და მეც ყველა ხატში (12 მოციქულის), რომელიც ნანახი მაქვს, პავლე მოციქულია ჩასმული.
ამასთან დაკავშირებით გავიხსენეთ სხვა დღესასწაულები, სადაც არის მსგავსი ტიპის "შეცდომა"
ამიტომაც დავინტერსდი ნიკოდიმოსის ნაშრომით (ზემოთ აღვნიშნე)
თუმცა, როგორც გავიგე, ქართულად თარგმანი არ არის.
ძალიან გთხოვ, ნუ ბრაზობ.
არ მგონია სხვას შენზე ნაკლებად შესტკიოდეს გული ქართველ ხელოვანებზე rolleyes.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 25 2011, 12:16 AM

davit-kavtaradze
ფერის კოლორიტი სხვა თემაა.
თუმცა იქაც მირჩევნია ბუნებრივი ქვებით შესრულებული.
სხვა ჟღერადობას აძლევს.
12 მიცქულის ვეცდები სადმე მოვიძიო და გაჩვენებ.

ციტატა
ან თუ საპატრიარქო და პატრიარქი ხატმწერს აძლევს უფლებას რომ ხატოს რა ესეიგი ცუდი ხატმწერია და მაინც ახატინებენ?

საპატრიარქოს კურთხევით (ყოველშემთხვევაში ასე აწერია) ბევრი მდარე ლიტერატურა გამოდის.
დავიჯერო ჩვენს ტაძარი თვითნებურად მოხატეს?
თუ საპატრიარქომ მისცა ნებართვა ასეთი დაბალი დონის მოხატვაზე?
მე არაფერს ვითხოვ, ან ასეთი სახე გაუკეთონ, ან ასეთი ფერის სამოსი ჩააცვან მეთქი.
და მითუმეტეს ლამაზსს!
მივალ და ჩემთან უფრო ახლოს მყოფს ავირჩევ.
მგონი შენ არ გემის, რას ვამბობ.
და დროებით ვწყვეტ ამ საუბარს, რადგან კამათში გადავიდა და არ მინდა ბავშვური კინკლაობა გამოვიდეს.
თუ რამე არგუმენტირებულ პასუხს ვნახავ, ხომ კარგი, გამახარებს : ))

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 25 2011, 10:06 PM

davit-kavtaradze
http://panotour.ge/index.php?id=93&panorama=%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90
აქ რამდენად კარგად გამოჩნდება, არ ვიცი.
ტაძარში მოხატულობა ორ პერიოდს განეკუთვნება.
ძველი მოხატა გიგო ზაზიაშვილმა (ცნობილი ქართველი თვითნასწავლი მხატვარი).
ძირითადად დასავლეთის კედელი და აღმოსავლეთის (კონქი, სადიაკნო, სამკვეთლო...).
ხოლო დანარჩენი 90-იან წლების ბოლოს განეკუთვნება.
ავტორი ჩემთვის უცნობი.
ნუ ძალიან არაპორფესიალონალურადაა შესრულებული.
ჯობია მიხვიდე და საკუთარი თვალით იხილო.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 26 2011, 12:18 AM

...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 27 2011, 12:14 AM

...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 27 2011, 06:13 PM

davit-kavtaradze
ეს კინწურაშვილის მიერაა მოხატული?
რომელი ტაძარია?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 28 2011, 11:46 PM

davit-kavtaradze
კი, მეც ფერებით ვიცანი და მეც მომწონს! : )))
ახლა გამახსენდა, სანამ დასრულდებოდა, მისმა დამხმარემ დამათვალიერებინა მოხატულობა

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 4 2011, 11:09 PM

ციტატა
იმ თორმეტი მოციქულიდან 3 რატომაა ამოღებული და სხვა 3 რატომაა მათ ადგილზე.


ეს საინტერესო კითხვაა და პასუხს ნუ ავირიდებთ თუ შაიძლებოდეს : )

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 6 2011, 12:07 AM

ციტატა
გეტყვით ბატონო რაშია პრობლემა:
12 მოციქულში გამოსახულია პავლე მოციქული,მარკოზ და ლუკა მახარებლები
და არაა გამოსახული თადეოსი,იაკობი,მატათა(იუდა)

ეს დაწერა თემის ავტორმა.
და ამას ჩივის, დავით.
მისი ტაძრის მოხატულობაზეა საუბარი.
თემაც ამისთვის გაიხსნა

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 6 2011, 12:31 AM

davit-kavtaradze
ანუ ციფრი 12 უბრალოდ დამთხვევაა და არავითარ კავშირშია 12 მოციქულთან.
ამის თქმას ცდილობდი ამდენი ხანი? : )))
ჩემთვის ეგ კი გასაგებია, მაგრამ რას გადაეკიდენ 12-ს
დახატონ 17-21-24
არც არავის ”აწყენინებენ” და ჩვენც მშვიდად ვიცხოვრებთ biggrin.gif
ცხადია ხუმრობით

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 6 2011, 12:45 AM

მგონი რაღაცას ვხვდები...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 6 2011, 12:48 AM

A.V.M
ხვდები ისეთი ხარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 8 2011, 11:45 PM

davit-kavtaradze
ანუ შეიძლება ხატმწერმა თავისი სურვილით შეარჩიოს ის მოციქული, რომელიც "გაეხარდება"?
მაგრამ მთავარია იყოს სიმბოლურად ციფრი - 12.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 10 2011, 01:10 AM

davit-kavtaradze
ვაიმე, ვერ გავიგე და მომკალით ახლა.
კაცი ამბობს ამას: "12 მოციქულში გამოსახულია პავლე მოციქული,მარკოზ და ლუკა მახარებლები
და არაა გამოსახული თადეოსი,იაკობი,მატათა(იუდა)"
ფაქტია, გამოსახეს 12 "ცალი" მოციქული, მაგრამ არა ათორმეტი, არამედ მახარებლები და პავლეც.
ხატმწერს შეეძლოს, რომ თადეოსის და იაკობის ნაცვლა, სხვა მოციქულები ამოეღო, თუ მხოლოდ აქ ჩამოთვლილებზე ვრცელდება ჩანაცვლება?
მოკლედ, ვარ ხმატწერი
ვიწყებ 12 მოციქულის (გინდა უბრალოდ წმინდანის ფიგურა დაარქვი) ხატვას.
არა იმ თორმეტის, რომელიც ქრისტემ გამოარჩია.
უბრალოდ 12-ის, რახანც ამ რიცხვს აქვს სიმბოლური დატვირთვა.
ამ შემთხვევაში, ვინ შემიძლია დავწერო და ვინ არა, ამას მე ვირჩევ, თუ რამე კანონიკაა?
ან მე ვლაპარაკობ გაუგებრად, ან დავჩლუნგდი და სასწრაფოდ უნდა მივხედო თავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: aamirani თარიღი: Jan 16 2012, 12:21 PM

სახში ჯდომა და იქიდან კრიტიკის კეთება რა არის მართალი და რა არა..რომელია სწორი და რომელი არა ეს ადვილია ნამდვილად. გვავიწყდება პირველ რიგში მართლმადიდებლებს რა გვევალება რისთვის ვართ ამ ქვეყანაზე მოსული რაუნდა ვაკეთოთ...განსჯა ნებისმიერი საკითხის უფლის საქმეა და არა ჩვენი..

ფრესკები სვანეთიდან (ლენჯერი) (1)

http://martlmadidebloba.ge/freskebi3.html

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 17 2012, 12:40 AM

aamirani
ნეტავ მასე არ იცოდეთ რა biggrin.gif
გონება იმისთვის მოგეცა, რომ იაზროვნო.
აქ ვმსჯელობთ და თუ რაიმე განსხვავებული აზრი ითქვა, ამაში ტრაგედიას ნუ ხედავთ.
ზოგს რომ ვუსმენ, მორწმუნეობა სიდებილე ჰგონიათ (ამაში თქვენ არ გგულისმობთ, ზოგადად ვამბობ)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 1 2012, 05:52 PM

...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 1 2012, 09:09 PM

A.V.M

ციტატა
ე.ი. მე უბრალოდ თორმეტი მოციქული გამოვსახე და არა ქრისტეს თორმეტი მოციქულიო...

ეს სხვა საქმეა..

მაგრამ უშუალოდ ზიარების სცენა თუა, მაშინ მანდ ზუსტად სახარებისეული მოციქულები უნდა გამოსახოს

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 1 2012, 11:21 PM

...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 1 2012, 11:26 PM

A.V.M
ეჰ რავი, ბოლო პოსტით თითქოს სხვა რამეს ამბობდი, რამდენი ხანია აქ არ შემოვსულვარ, აღარც კი ვიცი საით წავიდა თემის მიმართულება biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)