პირველრიგში ბოდიშDით თუ აქ არ უნდა გამეხსნა თემა , მოდერატორს ვთხოვ ასეთ შემთხვევაში გადაიტანოს შესაბამის განყოფილებაში .
მაინტერესებს სად ხდება ხატწერის შესწავლა , როგორ და რანაირად ....
თუ შეგიძლიათ ზოგადათ ვისაუბროთ ამ თემაზე და იქნებ იცოდეთ ხატის დაწერის დროს რა შეიძლება და რა არა , მოკლედ კანონიკები და ასე შემდეგ.
როგორც ვიცი ღვთისმშობელს არ უნა უჩანდეს თმა .
ასევე როგორც გავიგე წმინდა გიორგის ,ცხენზე ამხედრებულს,შუბის ბოლოში უნდა ქომნდეს ჯვარი .
კიდევ იქნებ მიამატოთ?
ძალიან მაინტერესებს და იქნება მომაწოდოთ მაქსიმაური ინფოემაცია , წინასწარ დიდი მადლობა
ძალიან საინტერესოა , მადლობა .
იმედია კიდე დაემატება
აქ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია შეგიძლია ამოიკითხო
http://www.orthodoxy.ge/khatebi/keno/khati1.htm
თქვენის ნებართვით მეც დავამატებ:
მაცხოვარს შარავანდედის ჯვარში უნდა ეწეროს ბერძნულად „მყოფი“, „ის, რომელიც არის“. მაგრამ ქართულ ხატწერაში რომბებს გამოსახავენ
ეკლესია მონასტრების მაშენებლებს - ტაძარი უპყრიათ
ყველა დეტალს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: გრძელი თითები წმიდა და მართალ ცხოვრებას აღნიშნავს, დიდი თვალები - სულიერ ხედვას.
ჯვარცმაზე უფალს ფეხები არ უნდა ჰქონდეს გადაჯვარედინებული (ეს მგონი ყველამ ვიცით). ნაპოვნი იქნა ჯვარი (რომლეზეც აცვეს ქრისტე) და ოთხი ლურსმანი (ორით ხელები და ორით ფეხები ჰქონდა მიმსჭვალული) აქედან გამომდინარე მაცხოვარს ფეხები გადაჯვარედინებულად ვერ ექნებოდა.
პ. ს. მგონი ცოტა არეულად ავხსენი და მაპატიეთ!
სემინარიაში ისწავლებაო ასე მითხრეს და არავინ სწავლობთ იქ რომ გამირკვიოთ? რა ღირს და როგორ ხდება მიღება თუ როგორ უნდა დავიწყო შესწავლა , იქნებ დამეხმაროთ
საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი და დავწერ.
თუ რომელი ფერი რისი აღმნიშვნელია ხატწერაში:
თეთრი ფერი-ნიშნავს სიწმინდეს, ღვთაებრივ ენერგიებს, რომლებიც ქმნილებას შემოქმედებამდე;
ოქროსფერი-მარადიულობას;
მწვანე-ცხოვრებას;
ლურჯი-საიდმულოს;
წითელი-თავის მსხვერპლად სეწირვას;
ცისფერი-უმანკოება;
ყვითელი-სითბოსა და სიყვარულის ფერია;
ისამნისფერ-სევდას ან შორეულ პერსპექტივას აღნიშნავს;
ძოწისფერი-გამრჯვებას;
მეწამული-დიდებულებას;
იისფერი სამოსლის ფერებში წმინდანის მსახურების განსაკუთრებულობის ანდა ინდივიდუალობის აღსანიშნავად იხმარება;
ფირუზისფერი-ახლაგაზრდობას ნიშნავს;
ვარდისფერი-ბავშობას;
შავი-ხან სიცარიელეს, მადლის უქონლობას მიუთითებს, ხანაც ცოდვასა და დანაშაულს.
ლურჯთან შეერთებული შავი-ღრმა საიდუმლოს აღმნიშვნელია;
მწვანესთან-სიბერის;
ნაცრისფერი-სიკვდილის ფერია;
ხატებზე კლდეები ნაცრისფერით გადმოიცემა, მკაფიო პირობითი ხაზებით;
ნარინჯისფერი-ღვთის მადლს აღნიშნავს;
ქარვისფერი-ჰარმონიას, თანხმობას, მეგობრობას;
შეიძლება ასე დაწვრილებით არ ექცევა ყურადღება, მაგრამ თურმე ასეთI სიმბოლური დატვირთვა ქონიათ ამ ფერებს
ხატმწერებო.. ხატმწერებოოოოო
თემის გახსნა მომერიდა და აქ გწერთ: სადმე რომ იკონოგრაფიულ კომპოზიციებზე ისაუბროთ არ შაიძლებააა? კედლის მხატვრობა იქნება თუ ხატწერა
.. კიდევ სკოლებზე რომ გვესაუბრა..
ქართული, ბიზანტიური.. რუსული.. სირიული... საკუთრივ ქართულში რამდენიმე სკოლა იყო
და ასე შემდეგ....
მაგალითად, კიდევ შეიძლება სხვადასხვა ხატებზე და მათ ისტორიებზე საუბარი..
და აქვე ჩავამატებ:
სულხან საბას ხატი არსებობს? ერთ საეკლესიო ნივთების მაღაზიაში მიიტანეს თუ მოიკითხეს, რავი გამყიდველი გაოცებას იყო და მე უფრო... არ გამიგია და ვაიდა არსებობს და არ ვიცი
ქეთინო
სულხან-საბა წმინდანი არაა და ხატი როგორ იქნება?!
სხვათაშორის, ერთ-ერთ ტაძარში ერთმა ქალბატონმა შეხედა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატს და აი, სულხან-საბაო......
მე მაქვს მცირეოდენი მასალა მაცხოვრის და ღვთისმშობლის შესამოსელზე და ამ დღეებში დავპოსტავ
მაგდალინა
აჰა.. კარგია რომ გავიგე, მადლობა უდიდესი
გაიხარეეეეეთ...
ბევრი რამე მეც არ ვიცოდიი
ქეთინო
ჩემო კარგო, ორი თემაა გახსნილი ხატწერაზე და რომელში დავწეროთ ხოლმე? აქ თუ მეორეში?
და რა მინდა გკითხო კიდე, რამე ლიტერატურა, წიგნი ხომ არ იცი, რომელიც ხატწერას შეეხება? სამწუხაროდ, ქართულად არც არსებობს მგონი
tamuna m
აჰა, კარგი აზრია
მაგდალინაtamuna m
მართალი ხართ, აქ ვწეროთ
ხოდა, თუ ხატწერის შესწავლა გინდა მაშინ ასეთ ლიტერატურას ვერ ვიხსენებ, მგონი რომ არ არის და
გამოკვლევებს რაც შეეხება, მაგაზე ლიტერატურა უამრავია: კონდაკოვს აქვს ქრისტეს და მარიამის იკონოგრაფიულ სახეებზე წიგნი, რუსულად...
კიდევ შალვა ამირანაშვილს აქვს, გ. ჩუბინაშვილთან არის ცოტა (რუსულიც და ქართულიც) ..
ფრესკებზე: იუზა ხუსკივაძესაც აქვს (ქართულია, მართალია პალეოლოგოსურ ფრესკულ მხატვრობას შეეხება, მაგრამ იკონოგრაფიულ დეტალებზე არის საუბარი), კიდევ... ბევრია, ავტორებსა და წიგნის სახელებს ზუსტად ვერ ვიხსენებ
მოვიძიებ და მოგაწვდით
ხატწერაში მიღებულ მაცხოვრის სამოსის გამოსახვა
კვართი - ქვედა, საკმაოდ თავისუფალი, ფართომკლავებიანი სამოსია, კოჭებამდე სიგრძის. მაცხოვრის კვართი ხატწერაში თბილი ფერისაა - ყავისფერი, მუქი შინდისფერი, წითელი, იშვიათად ვარდისფერი. კვართზე შემორტყმულია ქამარი. მაცხოვრის კვართის ორივე მხარეს, წინიდან და უკნიდან, ხატწერისას გამოსახავენ ვიწრო, დაქარგულ ზოლებს - კლავებს, ჩამოშდვებულს ბოლომდე. კლავი - წარგზავნილობის, მისიის სიმბოლოა. ამიტომაც, პირველყოვლისა ის ქრისტეს ეკუთვნის, როგორც მამა ღმერთის მიერ სოფლის გამოსახსნელად გამოგზავნილს. კლავის ფერი მეტნაკლებად გამოირჩევა კვართისგან. ხშირად ის მოყვითალო ფერისა და თითქმის ყოველთვის ირთვება ოქროთი.
მოსასხამი - კვართზე შემოცმული გრძელი და ფართო ნაჭერია. იგი ღარიბებისთვის ძილის დროს დასახურადაც გამოიყენებოდა. ის საკმაოდ დიდი ზომის იყო, ვინაიდან ჯვარცმისას ჯარისკაცებმა ოთხ ნაწილად გაიყვეს. ხატწერაში იგი ყოველთვის ცივი ფერით გამოიხატება - ცისფერი, ლურჯი ღია ან მუქი მწვანე. აღდგომის და ღვთისმშობლის მიძინების გამოსახვისას მაცხოვრის სამოსი ოქროსფერ-მოყვითალოა, დიდების ნათლით შემოსილი, ოქროთი მორთული. უფლის ფერისცვალების ხატებზე კი ქრისტე თეთრ სამოსელშია. ღვთისმშობლის ხატებზე კი ღვთიური ყრმა თითქმის ყოველთვის ოქროსფერ-მოყვითალო სამოსშია. ამით წმინდა ეკლესია გამოყოფს მაცხოვრის ყრმობას ჩვეულებრივ ადამიანთა შორის და მიუთითებს არსებას მამა ღმერთის საყდარზე სამარადისოდ.
მაცხოვრის ფეხსაცმელი, ისე, როგორც მოციქულებისა, ტყავის სანდლებია, ქუსლებზე შემოხვეული თასმებით. არის ხატები, სადაც ქრისტე გამოისახება, როგორც დიდების მეუფე, საყდარზე მჯდომი. მაშინ მისი სამოსი ასევე, ხშირად მოყვითალო-ოქროსფერია, ოქროთი შემკული. როგორც მეუფე მეუფეთა უფალი გამოისახება ბიზანტიურის მსგავსი სამეუფეო შესამოსელით, ტახტზე მჯდომი, თავზე გვირგვინით, შემკული ომოფორით, როგორც დიდებული მღვდელთმთავარი.
შემდგომში ღვთისმშობლის შესამოსელზე დავწერ
მომეწონა, კარგი თემაა..რომ იცოდეთ რამდენი ხანია ვეძებ ამ მასალებს
[quote name='მაგდალინა' date='Nov 19 2008, 12:53 PM' post='427373']
ხატწერაში მიღებულ მაცხოვრის სამოსის გამოსახვა
გაიხარე. კლავზე სულ მაინტერესებდა რა იყო და პასუხსაც მივაგენი შენი წყალობით, ღმერთმა მადლი და მშვიდობა მოგცეს
ბიზანტიური იკონოგრაფიისთვის ასევე უცხოა ჩრდილის გამოსახვა, როგორც ამქვეყნიური წარმავლობის სიმბოლოსი...
ქართული მონუმენტური ფერწერა ერთ-ერთი გამორჩეულია აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროსში. ხატმებრძოლეობის პერიოდშიც კი არასოდეს გამხდარა საქართველო ანიკონური. უნიკალურია გარეჯის სკოლა, სვანეთის სკოლა. . . მართლაც დაუსრულებლად შეიდძლება ვისაუბროთ ამ თემაზე. . . . . .
expert:)
თავად დაიწყე მოყოლა, პერიოდების მიხედვით
და ჩვენც შიგადაშიგ თუ კითხვები გვექნება, შეგეკითხებით
რა მასალაზე იწერებახატი?
ეკატუნიკო,
შეგიძლია მოკლედ ჩამოთვალო, რაში მდგომარეობს ხატწერის ქართული სტილი, რითი განსხვავდება იგი რუსული და ბერძნული სტილიდან?
და როგორ უნდა აცდეს ქართველი ხატმწერები უხეშ კოპირებას?
სამწუხაროდ ხშირად მინახავს ძალიან რუსული ან სუფთა ბერძნული ხატები რომლებსაც ახლა წერენ...
მაგალითისათვის მე არ დავდებ აქ, რომ თქვენი შემოქმედებიდან არ გადავიდეთ სხვა თემაზე:
რუსული ხატი
http://artealbrecht.files.wordpress.com/2008/05/03-bolg.jpg
ბერძნული
http://www.studionicoli.com/immagini/icona2.jpg
სირიული
http://www.russiaecumenica.it/repository/product/Cod.%20034%20-%2036,5x47z.jpg
სომხური
http://www.azad-hye.net/media/a1/andrey-antonyan-lvov-icon-2000.jpg
კოპტური
http://www.pddm.it/vita/vita_09/n_04/cari_amici0001.gif
კათოლიკური
http://www.pastoralefamiliare.it/images/icona-beltrame2.jpg
იხარეთ;
კაიროსი!
KAIROS
KAIROS
KAIROS
KAIROS
KAIROS
ჩვენი ქართული სტილიც ხომ სხვადასხვა კულტურათა გავლენით ჩამოყალიბდა? მაგრამ აქვს ინდივიდუალურობა, რითიც გამოირჩევა. საინტერესოა ხატწერის ისტორიის ღრმად შესწავლა, იმედია ხატმწერები სწავლობენ
ჩემი აზრით ინდივიდუალიზმის ერთ-ერთი ნიშანია ქართული ეთნოსი.
ხომ არ იცით სამების საკათედრო ტაძარში, მარჯვენა მხარეს მაცხოვრის ხატი ვისი დაწერილია? (იმ ხატზე ვსუბრობ რომელიც 2008 წლის საეკლესიო კედლის კალენდარზეცაა). ძალიან მიყვარს ეს ხატი და განსაკუთრებით იგრძნობა ჩემი აზრით ქართული სტილი. შეიძლება ვცდები კიდეც, კომპეტენტური არ ვარ ამ სფეროში
ვერ მოვიძიე ინტერნეტში და ვიდეოთვალით გადავიღე. აი ამ ხატზე ვსაუბრობ
http://www.radikal.ru
lingvo
KAIROS
ეკატო
გეთანხმები
ეკატო
კი მაგრამ ეკატუნიკო, მე საშინალად ჩაკოპირებული რუსულიდან და ბერძნულიდან ხატები მინახავს, ეკლესიებია მოხატული ძალიან მდარედ და საწყენია, გინდ ნარიყალა აიღე და გინდ ბეთლემი, სხვებიც შემიძლია მოვიყვანო...
KAIROS
კი, მაგ სტილს აღდგენა უნდა, მაგრამ ჩვენები ვერ აღადგენენ, არ შეუძლიათ..
აი თუ ეკატო განიზრახავს და შეეცდება...
აჰა, შემოგიერთდით.
ესეც ჩემი პირველი ხატი- ივერიის ხვთისშობელი. ოქროს 24 კარატიანი ფურცლებით შემკობილი, Instacoll Kölner-ის მეთოდით. ხატი ნაწერია ტრადიციულ ხის დაფაზე (2,5 სმ სისქის მუხის ჰორიზონტალური შპონებით), რომელიც დავგრუნტე ტრადიციული წესით, ცარცი+კურდღლის ტყავის წებო. საღებავებიც ტრადიციული, მინერალური პიგმენტებია რომლის შემკვრელადაც გამოყენებულია კვერცხის გული.
მეორე სურათი კი იოანე ნათლიმცემელის ხატის ესკიზია, რომლის მოოქროვებაც უკვე დავიწყე. ვისაც შეკითხვები გაქვთ ხატწერის ტექნიკურ საკითხებზე(ტემპერა, მოოქროვება, ხატის საბოლოო დამცავი საშუალებები) შეგიძლია შემეკითხოთ. ძალიან კარგი კურსები გავიარე ბიზანტიურ ტრადიციულ ხატწერაში და აგრეთვე მოოქროვების ტექნიკაში.
იოანეს ხატის მოოქროვებას მეორე, ზეთის მეთოდით ვაკეთებ- 12 საათიანი მიქსტიონით. წმინდა ნინოს ხატში ალბათ უძველეს, არაყზე დადების მეთოდს გამოვიყენებ, რომელიც აგატით პრიალდება.
Dr_Zuzumbo
გავოცდი!
სად გაიარე ეგ კურსები?
შარავნდედზე მოგვიყევი დაწვრილებით.
ოქროა?
ეს ორნამენტები როგორ დასვი?
Dr_Zuzumbo
ანუ ოქროს აკრავ და მერე იწყებ ჭედვას?
თU ჯერ ამოჭედვას აკეთებ და მერე დაკვრას?
საინტერესოა!
ხატმწერებისათვის საიდუმლო არაა, რომ ხატწერის ერთ-ერთი, მთავარი წინაპირობა არის ის, რაზეც ხატი იწერება ე.ი. ხის დაფა და სპილოს ძვლის სიგლუვემდე გაპრიალებული გრუნტის ზედაპირი.
ამ სამ სურათზე აღვბეჭდე დაფა, რომელზეც ვმუშაობ. უკვე მოოქროვილი, რომელზეც იოანე ნათლიმცემელის კონტურები "მასკირებითაა" დაცული, წერის წინ მოეცლება.
Dr_Zuzumbo
მოუთმენლად ველოდები ნათლისმცემლის ხატის დასრულებულ ვარიანტს, იმედია გვანახებთ
შავი ფერის მიღება ფერების შერევითაც ხდება და სასურველიცაა, თუ გინდა რომ თბილი და ცოცხალი შავი მიიღო. საერთოდ, აქვარელით ხატვისას მე, მხოლოდ სამ ფერს ვიყენებ ე.ი. სამ ძირითად ფერს: წითელი, ყვითელი და ლურჯი. ყველა დანარჩენი ფერი ამ სამი ფერის შერევით ან კიდევ ერთმანეთზე დადებით(თუ საღებავები გამჭვირვალეა, როგორც აქვარელი, ან კიდევ ზოგიერთი პიგმენტი) შავი ამ სამივე ფერის შერევით ხდება. ახლა მე უფრო მეტყველი შავი ფერის ე.წ. ქრომატიკული შავი ფერის რეცეპტს გაგიმხელთ:
პრუსიული ლურჯი+კრიმსონის ალიზარინი+დამწვარი სიენა.
+++++++++++
თეთრ ფერს კი შერევით ვერ მიიღებ. ხატწერაში ადრე , მაგრამ შხამიანობის გამო დღეს იშვიათად იხმარება ტყვიის თეთრი(ბუნებრივი ცერუსიტის ანალოგია).
ყველაზე კარგ შედეგს იძლევა ტიტანის ოქსიდი და დღეს ძირითადად ეს იხმარება თეთრ ფერად. გამჭვირვალე თეთრი კი ცინკის ოქსიდია.
არ ვიცი საქართველოსი როგორაა, მაგრამ ფინეთში, თუ ხატი კვერცხის გულის ტემპერათი არაა ნაწერი, ხატს არ გიკურთხებენ ეკლესიაში.
ეკატო
გრუნტის შესაზავებელი დოზებიც დამიწერე გთხოვ
bikako25
ე ბიჯო, დაგიწრე რეცეპტი ფორუმზე და რატომ არა გჯერა. ჟელატინი არა მგონია რომ ვერ იშოვო მანდ. პოპულიში აუცილებლად ექნებათ. იღებ 5 პროცენტიან ჟელატინის ხსნარს მაგ 20 გრამი ჟელატინი და ნახევარი ლიტრა წყალი. ჯელატინს ერთი ღამის განმავლობაში ამყოფებ წყალში. მერე გაახურებ 60 გრადუსამდე და ამის შემდეგ შეურევ მიახლოებით 750 გრამ ცარცს. დააყენებ ცოტა ხანი და მერე ფუნჯით, თბილ გრუნტს უსვავ 8-9 ფენას ფენების წასმის ინტერვალი მიახლოებით 45 წუთი. მერე ერთი დღე აშრობ კარგად და ბოლოს შლიფავ. სანამ გრუნტის დადებას დაიწყებდე დაფას ორი ფენა მხოლოდ ჟელატინის წებო გაუსვი. ეგაა და ეგ
ფერების შესახებ დამწყებებმა აქ შეიხედონ:
http://ferebi.blogspot.com/
ხატვისას (ფერწერულ ტილოებზე) შავ ფერს იშვიათ გამონაკლისებში ვხმარობ.
მირჩევნია კრაპლაკის, ულტრამარინის, ზურმუხტის (არის სხვა მწვანე ფერებიც) შერევით მიღებული, ბევრად ღრმა ტონი გამოდის.
თუმცა საკმარისია თეთრი შეერიოს და სხვა ფერზე ჯდება.
Dr_Zuzumbo
რასაც მე დავაკვირდი კვერცხის გული ბევრად სხვა ბზინვარებას და ჟღერადობას აძლევს ფერს
bikako25
გრუნტი გამზადებულიც იყიდება, მაგრამ რამდენად ხარისხიანი არ ვიცი.
tamuna m
იმპრესიონისტი სეზანი ამბობდა, რომ შავი ფერი ბუნებაში არ არსებობსო და მართლაც, იმპრესიონისტების შემოქმედებაში შავ ფერს ვერსად შეხვდებით. ჩრდილებში შავის გამომყენებელს ხელები აქვს მოსატეხი. ნამდვილი და ცოცხალი ჩრდილებისათვის კომპლემენტარული ფერი აცოცხლებს ნახატს. ვინც არ იცის, კომპლემენტარული ფერი რა არის მოკლედ ვეტყვი: მაგალითად მწვანე ფერისათვის, რომელიც შედგება ლურჯისა და ყვითელი ფერის სინთეზისაგან, კომპლემენტარი არის წითელი ე.ი. ის ფერი, რომელიც მწვანეში არ არის საერთოდ. კომლემენტარი ის ფერია, რომელიც ნათელში მყოფ ფერში არ არის.
კვერცხის გულის ემულსიით მიღებულ ტემპერას არაფერი ჯობს- აბრეშუმის გაწონასწორებული და მისტიური ბზინვარება აქვს. არ მესმის რატომ უნდა გამოვიყენო საეჭვო წარმომავლობის ტუბის ე.წ. ტემპერა, როცა კვერცხის გულის ემულსიის გაკეთებას 5 წუთი ჭირდება.
გრუნტის დამზადებაც არაა გადაუჭრელი პრობლემა. ძალიან ადვილია და თან სიამოვნებასაც იღებთ იმით, რომ თავიდან ბოლომდე აკონტროლებთ თქვენს ნამუშევარს. სხვა არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მსიამოვნებს, როცა ზუსტად ვიცი ჩემი ნამუშევარი რომ თავიდან ბოლომდე ჩემი გაკეთებულია და რა კომპონენტებისაგან შედგება.
ხატის საწერი დაფის დაგრუნტვას ნაყიდი გრუნტით არავის ვურჩევ.
Dr_Zuzumbo
ჩემთვის ტუბის საღებავით მუშაობა ბევრად სასიამოვნო არის, ალბათ იმიტომ რომ ზეთის ტექნიკაზე ვარ მიჩვეული.
თუმცა ხატწერისას, მხოლოდ კონტურებზე და პატარა დეტალებზე ვხმარობდი.
ისე პიგმენტებით ვმუშაობდი.
საერთოდ ნოლიდან რომ დამეწყო უფრო გამიადვილდებოდა.
გამიჭირდა იმის დატოვე, რასაც მანამდე ვაკეთებდი
სქელი, პასტოზური მონასმებიდან თხელ, გამჭირვალე ფენებზე გადასვლა.
სწორედ მაგ მეთოდს ვერ ვგუობ, თუმცა ხატწერისთვის აუცილებელია.
იმპრესიონისტების თამამი და შუზღუდავი მონასმები მხიბლავს.
აქვარელით მოკლე პერიოდი ვიმუშავე და შეხება მეტი არ მქონია.
ფანქართან უფრო ახლოს ვარ და ამიტომაც გამიადვილდა ტუბები.
მყარი მასალაა და არა წყალ-წყალა.
ნაწერი ცხადია პიგმენტების მომწონს, როგორც ტექნიკის თვალსაზრისით, ასევე ფერის ინტენსივობით.
ძალიან შრომატევადი სამუშაოა, მე კი ალბათ ზარმაცი ვარ და დავრჩი ასე.
იმდენად გამჯდარია ჩემში არა აკურატულობა, რომ ხატიც უხეში და მძიმე გამომდიოდა.
Dr_Zuzumbo
მე მაინტერესებს ყველაფერი
Плавь-ის მეთოდი თუ გაინტერესებს, მისი პრინციპი შემდეგია- თავიდან, როგორც კლასიკურ მეთოდში, სახე და ხელები იფარება სანკირით(ზეთის ხილის ფერი) შემდეგ იმ ადგილებზე, რომელიც ნათელია, ფუნჯით ბლობად ოხრას დაწვეთება ხდება, ისე რომ გუბესავით იყოს. ამ წვეთის შუაგულში პიგმენტი უფრო ინტენსიურია და ხდება მისი დალექვა. ამავე დროს წვეთის კიდეების გაფართოება ხდება ყველა მხარეს- რადგან კიდეებში ნაკლები პიგმენტია მისი გაფართოების დროს ხდება ტონალობის თანდათანობითი გადასვლა.
ფერების შერევა ონლაინ პალეტზე- ძალიან სასარგებლოა
http://painting.about.com/library/blpaint/blcolormixingpalette2.htm
წერის პროცესში
"ხალხაებო" ხატის რესტავრირება მინდა......ვერ მიმასწავლით კარგ რესტავრატორს....ოღონდ თბილისში
http://www.radikal.ru
უჩას საყურადღებოდ........შენი სოფლიდანაა ეს ხატი
დეიდებო და ბიძიებო თქვენი კეთილი თვალების ჭირიმე
ნუთუ არავინ იციით ???
kinoteli
რესტავრატორი მუზეუმში იკითხე
kinoteli
ჰმ, ხატის რესტავრაცია არც ასე ადვილი საქმეა, მცოდნე უნდა. მე კიდე ხატის რესტავრატორი არ მახსენდება. მაშინ ასე: მიდი სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტზე, იქ მიგასწავლიან მცოდნესთან
იცი სად არის აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტი? ძეგლთა დაცვის შენობაში, 9 აპრილის ბაღთან : )
ერთი რესტავრატორი ვიცი თემურ ჯაფარიძე......ის მცხეთაშია....იქნებ აქ გცოდოდათ ვინმე
kinoteli
მცხეთაში სად? მხარეთმცოდნეობის მუზეუმში? თუ მონასტერში?
ლოლ, მცხეთა... არა, არ ვიცი, თუ თავად იცნობ და ენდობი, მიუტანე
kinoteli
ნინო კიტოვანი? ხელოვნების მუზეუმში მუშაობს, რესტავრატორია, მაგრამ ხატებს უკეთებს თუ არა რესტავრაციას, ეგ არ ვიცი, ერთი პერიოდი ლექციებს მიკითხავდა
რესტავრაციის კურსდამთვარებლებმა მირჩიეს - ნანა მანაგაძე
ეროვნულ მუზაუმში მუშაობს მეორე სართულზე
საკონტაქტო ნომერი: 893340534
სახლის ნომერიც მაქვს, თუ დაგჭირდება.
http://www.radikal.ru
ხომ არ იცით რა ჰქვია ამ ხატს...ღვთისმშობლის რომელი ხატია???
ვერავინ ერკვევით?
kinoteli
მე მგონი ვლადიმირის ღმრთისმშობელს ჰგავს ზუსტად არ ვიცი
მაინტერესებს ვინმემ მასწავლეთ...რატომ არიან მახარებლები ფრთიანი სიმბოლოებით(ხარი,ლომი,არწივი,
ნგელოზი) გამოსახული:რომელი რომელია და რატომ?
kinoteli
ერთI დამამახსოვრდა იოანეზე, იოანესი არის არწივი და ნიშნავს სიბრძნეს
davit-kavtaradze
დავითია წვერით
http://www.radikal.ru
ამ ხატს ვაწერინებ და აუცილებელია,რომ ნოტები ზუსტად ისე იყოს როგორც ხატზეა? გარკვევით არ ეტყობაო და მაინტერესებს როგორ გავაკეთებინო?
იქნებ დამეხმაროთ...
arali?
მგალობლებს რომ ჰკითხო?
იქნებ კონკრეტულად რომელიმე საგალობელია, იციან და ნოტებს მოგცემენ.
სხვა ხატში სხვა ნოტები უჭირავს.
ხატის ავტორი ვინ არის, არ იცი?
davit-kavtaradze
დიდი მადლობა,გაიხარე.
ეს ნამდვილად ვიცი რომ ეფრემ ასურის ხატია
davit-kavtaradze
arali?
mariami-k
მადლობა ჩავედი და ვნახე უკვე
http://www.radikal.ru
როგორც ვიცი ღვთისმშობელს არ უნა უჩანდეს თმა .
ასევე როგორც გავიგე წმინდა გიორგის ,ცხენზე ამხედრებულს,შუბის ბოლოში უნდა ქომნდეს ჯვარი .
[/quote]
როგორც მე ვიცი წმინდანების ხელები ყოველთვის მავედრებელ ფორმაში უნდა იყოს,აგრეთვე ხატზე სახე სრულად უნდა ჩანდეს და არა პროფილში...იქნებ დააამატოთ...
სასულიერო სემინარია უფასოა,ოღონდ ადესტატი უნდა გქონდეთ,და რაც შეეხება აკადემიას იქ ან სემინარიის დიპლომი უნდა გქონდეთ ან სხვა ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის.....მეც მანდ ვაბარებ ხატწერა-რესტავრაცია...
tok@
საინტერესოა, ხატწერაზეა საუბარი
http://sstv.ge/Video.php?VideoFile=..%2Ftransmission%2F194_2011-01-18.flv
მაინტერესებს ეს სამება კანონიკურია თუ არა?და რომელი წმინდანები არიან გამოსახულები ზედ??http://www.radikal.ru
toka@
აბრაამი და სარა არიან.
მათ ღმერთი გამოეცხადა სამი ანგელოზის სახით და სწორედ ეს სცენაა გამპსახული.
კანონიკურია
ესეც წაიკითხე:
http://www.facebook.com/notes/besarion-gugushvili/tsminda-samebis-khatis-kanonikuri-martlmadidebluri-ikonograpia/150000535018407
ისე ეს ყოველთვის მაინტერესებს...
ყოველ სამების ხატზე მარცხნივ მამა ღმერთიია დაბრძანებული, შუაში ძე და მარჯვნივ სულიწმინდა? და როცა ვთქვათ "მამაო ჩვენო"-ს ვლოცულობთ მარცხნივ მამა ღმერთს უნდა ვუყუროთ? და როცა ძისა მიმართ შუაში და თუნდაც "მეუფეო ზეცათაო"-ზე მარჯვნივ?
toka@,მართალია და არც ყურადღება გაგეფანტება
http://www.liveinternet.ru/users/icecoffin969/post122568872/
http://ka.wikipedia.org/wiki/მოწა
მხევალი ნინო
წმ. ქრისტეფორე სვეტიცხოვლის ფრესკებშიცაა გამოსახული და ეს მხტავრობა XVI-XVII საუკუნეს მიეკუთვბნება.
tamuna m
უბრალოდ ცხოველის სახით გამოისახება, რადგან: "იგი მაღალი, არაჩვეულებრივი ძალის კაცი იყო, სახე კი მხეცისმაგვარი ჰქონდა. გადმოცემით, წმინდანი თავიდან საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ არ სურდა თავისი გარეგნობით სხვები ეცდუნებინა და უფალს შეევედრა, მისთვის სახე დაემახინჯებინა."
მხევალი ნინო
მაინტერესებს მაცხოვარს, რომ წმ. წერილი უპყრია ხელში ხატებზე ზედ რომელი წარწერები იწერება ყველაზე ხშირად?
ერთი ვიცი "მე ვარ ნათელი სოფლისა..."
სხვები?
აკაკი
„მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“
ამბიონზე წავაწყდი ინტერვიუს დეკანოზი ალექსანდრე გალდავასთან და პატარა ამონარიდს დავდებ.
როგორ გამოვარჩიოთ კანონიკური ჯვარცმა არაკანონიკურისგან?
ჯვარცმას თავისი სიმბოლოები აქვს. მაგალითად, მართლმადიდებლურ ჯვარცმაში მაცხოვარს მარჯვენა მხარეს უნდა ჰქონდეს თავი გადახრილი აუციბელად, რაც ნიშნავს, რომ მარჯვენა მხარეს ავაზაკი ცხონდა და მაცხოვარი მისკენ არის გადახრილი. აუცილებელია ფეხები გადაჯვარედინებული არ ჰქონდეს, არ უნდა ედგას ეკლიანი გვირგვინი.
ასევე არ ვიცოდი, რომ მოციქულთასწორნი მარცხენა ხელში ჯვრით გამოისახებიან.
მოწამეს კი ჯვარი მარჯვენით უკავია.
tamuna m
mariami-k
კი, წმ. ნინო მასე გამოისახება.
ერთგან ამოვიკითხე და საინტერესოა, რამდენად სწორია.
დაველოდოთ სხვებსაც, რას იტყვიან
ზუმბოს რომ შევხვეწოთ არ შემოვა?
(ძაან რო შევეხვეწოთ...)
tamuna m
ღვთისმშობლის იკონოგრაფია
ინტერესი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახვისადმი მის სიცოცხლეშივე ჩნდება. მისი პირველი გამოსახულებები ხელთუქმნელი ხატების სახელითაა ცნობილი. ხელთუქმნელ ხატებს უწოდებენ იმ გამოსახულებებს, რომლებიც უხილავად გამოისახებოდა ხოლმე მორწმუნეთათვის და გარკვეული დროის შემდეგ უჩინარდებოდა. თუმცა იხატებოდა მათი ასლები და ასე იღებდა დასაბამს რომელიმე ხატის იკონოგრაფია. ერთ-ერთი ასეთი პირველი ხატი გახლავთ ლუდიის ღვთისმშობლის სახელით ცნობილი გამოსახულება. წმინდა გარდამოცემა, ამ ხატის შესახებ შემდეგს მოგვითხრობს: იერუსალიმის ახლოს მოციქულები აარსებენ შესაკრებალს-ეკლესიას; ერთხელ მოციქულებთან ერთად ყოვლადწმინდა დედას წასვლა ვერ მოუხერხებია, მაგრამ მათთვის დაუბარებია: “თქვენ წადით და მე მოვალ.” დგილზე მისულ პეტრეს და იოანეს ტაძარში, ერთ-ერთ ბურჯზე დახვდათ გამოსახულება ყოვლადწმინდა დედასი - ფეხზე მდგომი, ყრმით ხელში. რამდენიმე საუკუნის შემდეგ პატრიარქმა გერმანემ დააწერინა ასლი ამ ხატისა. ხატმებრძოლეობის დროს კი, ბურჯზე გამოსახული ღვთისმშობლის ხატი გაქრა.
მეორე ხელთუქმნელი ხატის შესახებ, მოგვითხრობს “მოქცევაი ქართლისაჲ”-ეს გახლავთ ხატი, ფიცარი, რომელზეც ღვთისმშობლის სახეზე მიდებით გამოისახა ხატი ყოვლადწმინდა დედისა. სასწაულებრივად შემნილი ხატით შემოვიდა საქართველოში ანდრია მოციქული და ჩვენთვის ეს ხატი „აწყურის ღვთისმშობლის” სახელითაა ცნობილი.
გარდა ამისა, წმინდა გარდამოცემა მოციქულ ლუკას უკავშირებს ოთხი ხატის შექმნას, რომლებიც ასევე ღვთისმშობლის სიცოცხლეშივე შეიქმნა. ერთ-ერთი გახლავთ დედაღვთისას ის სახე, რომელიც ოდიგიტრიის სახელითაა ცნობილი. ღვთისმშობლის სახეთა შორის, ძნელად თუ მოიძებნება აღნიშნული ტიპის მზგავსად პოპულარული სახე. ჩვენშიც ყველაზე უფრო ხშირად დედაღმრთისას ეს სახე გამოისახება და ხატწერის მთელი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ თემას შეადგენდა. ოდიგიტრია- (გზის მაჩვენებელი) ტიპოლოგიური ეპითეტია და დაკავშირებულია კონსტანტინოპოლის ოდიგონის მონასტერთან, რომლის მთავარ სიწმინდესაც ეს ხატი წარმოადგენდა. ლუკა მარახებელს სწორედ ამ გამოსახულების შექმნისას გამოსახავენ უმეტესად.
ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად-პირველ ქრისტიანების შესაკრებლებში, კატაკომბებში ჩნდება გამოსახულებები ყოვლადწმინდა დედისა. მათ შორის ჭარბობს მლოცველი ღვთისმშობლის (ორანტას) გამოსახულება-ხელებაპყრობილი პოზით.
უკვე III-IV საუკუნეებიდან კი ჩნდება დღესასწაულთა იკონოგრაფიული სქემები. ერთ-ერთი პირველი დღესასწაული, ღვთისმშობლის სახელთან დაკავშირებული, გახლავთ “ხარება”-რომელიც მოციქულთა მიერ არსდება. ხარების უადრეს გამოსახულებებიდან აღსანისნავია “სანტა მარია მაჯორეს” სცენა, სადაც ღვთისმშობელი გამოსახულია სადედოფლო სამოსით-თვალმარგალიტით მორთული კაბითა და გვირგვინით-ისე როგორც რომაელი დედოფალი. ადრე ქრისტიანული გამოსახულებებისათვის უცხო არ არის ასეთი ნაირგბარობა. აღნიშვნის ღირსია საბერეების IX-X საუკუნის ხარების სცენა-სადაც ღვთისმშობელი თეთრი ლეჩაქითა და ყვავილებით მორთული კაბითაა გამოსახული. მესამე მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ, რომელმაც დაამოწმა მისი ღვთისმშობლობა დაადგინა იკონოგრაფიც. ამიერიდან ღვთისმშობელი უნდა გამოესახათ, როგორც უბრალო ებრაელი ქალი, რათა მისი სახე, უფრო ახლობელი და მისაღები ყოფილიყო ყველა ფენის ქრისტიანისთვის. თუმცა სამეთო და სადედოფლო მნიშვნელობა იკისრა არა თვალმარგალიტმა არამედ შესამისლის ფერმა. როგორც ხატთა უმრავლესობაზეა ღვთისმშობელს მოსავს მეწამული მაფორიუმი (ზედა კაბა) და ლურჯი სტოლა (შიგა შესამოსელი) ასევე აუცილებლად წითელი წაღები. წითელი, მეწამული სამეფო ფერად იყო მიჩნეული და ამ ფერის სამოსით მხოლოდ სამეფო კარი იმოსებოდა. უბრალო ფენისთვის კი აკრძალული იყო წითლის ტარება. გარდა სამეფო დატვირთვისა, ფერთა სიმბოლიკაში ღვთისმშობლის კაბათა ასეთი შეფერილობა შინაარსის მიხედვითაც შეირჩა. წითელი ყველაზე აქტიური ფერია, არის ფერი უფლის განკაცებისა. ლურჯი (იგივე დატვირთცვა აქვს ცისფერსაც) ზეცის ფერად, ზეციურ საიდუმლოების აღმნიშვნელ ფერადაა მიჩნეული. როგორც ვნახეთ, ერთი შეხედვით სადა შესამოსელი ყოვლადწმინდა დედისა წარმოაჩენს მას, როგორც მიწიერ და ზეციურ დედოფალს, უფლის განკაცების საიდუმლოს მატარებელს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულებას ყოველთვის ახლავს სამი ვარსკვლავი; შუბლზე და მხრებზე; ვარსკვლავები მის მარად ქალწულებაზე მიანიშნებს, ქალწული ქრისტეს შობამდე, შობისას და ქრისტეს შობის შემდეგ.
მიუხედავად ჩვენამდე მოღწეული ღვთისმშობლის ხატების ნაირგვარობისა ყოველ მათგანს აქვს საერთო ხასიათი, პიროვნული ნიშნების მატარებელი სახე, რომელიც ყველასთვის საერთოა.
ხატმებრძოლეობის ერესის შემდეგ, როცა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ტაძრის მოხატულობის პროგრამა, განისაზღვრა ღვთისმშოლის გამოსახვის ადგილი საკუთხეველშიც. ვედრების კომპოზიციაში გამოსახავენ მაცხოვრის მარჯვნივ, როგორც უდიდეს მეოხს კაცობრიობისას, ხოლო თუ “ქრისტეს დიდების” სცენაა, მაშინ უმრავლეს შემთხვევაში ღვთისმშობელი, მეორე რეგისტრში, მოციქულთა შორის გამოისახება. უკვე საქართველოში IX საუკუნიდან გვაქვს საკურთხეველში ღვთისმშობლის გამოსახვის მაგალითები. ადრეული ნიმუშები გვაქვს დავით გარეჯში, საბერეების IX-X საუკუნის სამოცველოებში.
დაკანონდა ღვთისმშობელთან დაკავშირებული სცენების გამოსახვის აუცილებლობაც, რომელიც ცალკე რეგისტრად იყო ტაძარში, ან ერთ-ერთი მკლავი მთლიანად ეთმობოდა ღვთისმშობლის თემას. (ატენი XI ს. ბეთანია XIIს.) გვაქვს ისეთი იშვიათი შემთხვევა, როცა მოხატულობის ყველა სცენა ღვთისმშობელს ეძღვნება. (მაგ: დირბის ეკლესიის მოხატულობა XIV ს. ბერთუბნის მთავარი ეკლესია XIII ს)
გარდა ისტორიული რედაქციებისა გვაქვს ისეთი სცენები, რომლებიც ღვთისმშობლის რელიქვიებს უკავშირდება, ერთ-ერთი ადრეული ვლაქერნობისადმი მიძღვნილი ციკლია, IX საუკუნიდან დამატებული ღვთისმშობის მიძინების სცენას. უმეტესად შემდეგი სცენები გვხვდება: „ღვთისმშობლის სამოსის დიდება~, „ღვთისმშობლის სარეცლის დასვენება წმინდა მოციუქულ თომას მიერ~, „ღვთისმშობელი ანაწილებს თავის სამოსს ორ ქვრივს შორის”, „ღვთისმშობის წმინდა საფარველი”….
შედარებით გვიანი პერიოდის ხატებზე, ხვდებით სხვადასხვა ფერის კაბით შემოსილ ღვთისმშობილის გამოსახულებას, არის ისეთი ხატებიც სადაც თმებიც მოუჩანს, ასეთი გამოსახულებები შედარებით გვიანი ხანის მოვლენაა და დასავლურ ევროპულ გავლენებთან გვაქვს საქმე.
ბიზანტიურმა ხელოვნებამ, ღვთისმშობლის მრავალი სახე შექმანა, რომელთა უმეტესობა „სახატე” სახეს წარმოადგენდა და თავისი სასწაულთმოქმედი ძალით იყო ცნობილი. ღვთისმშობლის მრავალრიცხოვანი იკონოგრაფიული ტიპების არსებობა ამ სახის რთული, მრავალპლანიანი თეოლოგიურ-სიმბოლური მნიშვნელობითაა განპირობებული. ღვთისმშობლის თემა უწინარეს ყოვლისა, უფლის განკაცების მოწმობაა და თავის თავში ქრისტიანული აღმსარებლობის მრავალ ასპექტს აერთიანებს. დედაღმრთისას ხატწერის თემაში პოპულარობა რაღა თქმა უნდა, მისი, როგორც კაცობრიობის მეოხისა და მფარველის როლითაც აიხსნება.
qetevano
ასე თუ გააგრძელებ ძალიან გაგვახარებ...
qetevano
უკვე წავკითხე...
qetevano
კარგია... ამჟამად საინტერესოა ჩემთვის ფერების თემა.
მოკლედ, თან ვთარგმნი ამ სტატიას და თან დაგიდებთ რომ ბევრის წაკითხვა არ დაგეზაროთ ხოლმე.
თუ რამე წინადადებათა წყობა შეცდომით იქნება მაპატიეთ
ფერის სიმბოლიკა ხატში
რუსმა ხატმწერებმა, რომლებიც ბიზანტიელებისგან სწავლობდნენ, მიიღეს და შემოინახეს ფერის სიმბოლიკა. მაგრამ რუსეთში ხატი არ იყო ისეთი მდიდრული და მკაცრი, როგორც იმპერიულ ბიზანტიაში. რუსული ხატის ფერები იყო უფრო ცოცხალი, კაშკაშა და მჟღერი. ძველი რუსეთის ხატმწერებმა ისწავლეს ისეთი ნიმუშების შექმნა, რომლებიც ახლოს იყო ადგილობრივ გარემოსთან, გემოვნებასთან და იდეალებთან. თითოეულ ფერს ხატზე, აქვს განსაკუთრებული აზრობრივი გამართლება და მნიშვნელობა. თუ ამ აზრს ჩვენ ყოველთვის ვერ ვხედავთ და ვერ ვარკვევთ, ეს იმითაა გამოწვეული რომ, ჩვენ ის დავკარგეთ: ჩვენ დავკარგეთ მსოფლიოში ერთადერთი ხელოვნების გაგების გასაღები.
ოქროსფერით ხატში ცხადდება სიხარული. ოქრო ხატზე ღვთიური ენერგიისა და მადლის, თვითონ ღმერთისა და იმ სამყაროს სილამაზის სიმბოლური გამოხატულებაა.
მზიანი ოქრო თითქოს შთანთქავს სამყაროს სიბოროტეს და ამარცხებს მას. მოზაიკებისა და ნახატების ოქროსფერი ბრწყინვალება გვაგრძნობინებს ღმერთის ნათებას და ციური სამეფოს დიდებულებას, სადაც არასდროს არის ღამე. ოქროსფერი გამოხატავს ასევე თვითონ ღმერთსაც.
ყვითელი ანუ ოხრა არის სპექტრით ოქროსფერთან მიახლოებული ფერი, ხშირად გამოიყენება მის შემცვლელად. ასევე წარმოადგენს ანგელოზთა უმაღლესი ძალაუფლების ფერს.
მეწამული ან ჟოლოსფერი ბიზანტურ კულტურაში მნიშვნელოვანი სიმბოლო იყო. ეს მეფის, მეუფის-ციური ღმერთისა და მიწიერი იპერატორის ფერია. მხოლოდ იმპერატორს ჰქონდა უფლება მეწამული ფერის მელნით მოეწერა ხელი ბრძანებისთვის, დაბრძანებულიყო მეწამულ ტახტზე, მხოლოდ ის ატარებდა მეწამულ ტანსაცმელსა და ჩექმებს (ყველა დანარჩენს ეს სასტიკად ეკრძალებოდა). ტაძრებში სახარების ყდა, შემოსილი იყო მეწამული ფერის ქსოვილით, ეს ფერი ზეციური დედოფლის-ღმრთისმშობლის სამოსელშიც ჩანს ხატებზე.
წითელი-ერთერთი სახელგანთქმული ფერია ხატებში. ესაა სითბოს, სიყვარულის, სიცოცხლისა და ცხოველმყოფელი ენერგიის ფერი. სწორედ ამიტომ წითელი ფერი იქცა აღდგომის სიმბოლოდ. სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოდ. ამავე დროს ეს არის სისხლის და ტანჯვის ფერი. წითელი ფერის სამოსელით ხატავენ წამებულებს. წითელი ციური ცეცხლით ანათებს უფლის ტახტთან მიახლოებული ანგელოზ-სერაფიმების ფრთები. წითელ ფონს ხანდახან ხატავდნენ, როგორც უსასრულო ცხოვრების ზზეიმის ნიშანს.
თეთრი ფერი ღვთიური ნათელის სიმბოლოა. ეს არის სისუფთავის, სიწმინდისა და უბვრალოების ფერი. ხატებზე და ფრესკებზე წმინდანებს და მართლებს, გამოსახავდნენ თეთრ სამოსში. მართალნი-კეთილი და პატიოსანი ადამიანები რომლებიც ცხოვრობდნენ სიმართლით. იქვე თეთრად ბრწყინავდა ჩვილის შესამოსელი, გარდაცვლილთა სულები და ანგელოზები. თეთრი ფერით გამოსახავდნენ მხოლოდ მართალთა სულებს.
ლურჯი და ცისვერი ფერები გამოხატავდნენ ზეცის უსასრულობას, მუდმივი სამყაროს სიმბოლოს. ცისფერი ფერი ითვლებოდა ღმრთისმშობლის ფერად, ის აერთიანებდა მიწას და ზეცას. ღმრთისმშობლისადმი მიძღვნილი მოხატულობა ბევრ ტაძარში აღვსილია ციური ლაჟვარდით.
მწვანე ფერი ბუნებრივი და ცოცხალია. ეს არის ბალახის, ფოთლების, სიყმაწვილის, იმედის და მუდმივი განახლების ფერი. მწვანე ფერში ხატავდნენ დედამიწას, ის ფიგურირებდა ისეთ სცენებში სადაც იწყება სიცოცხლე. მაგ:შობის სცენა.
ყავისფერი შიშველი მიწის, ფერფლის, ყოველგვარი დროებითის დამტვრად ქცეულის ფერია. სამეფო ძოწისფერთან შერევისას ღმრთისმშობლის სამოსელში ეს ფერი მიანიშნებდა ადამიანურ ბუნებაზე.
ნაცრისფერი (რუხი)- ეს ის ფერია რომელსაც არასოდეს იყენებენ ხატწერაში. ის აერთებს შავს და თეთრს, ბოროტებას და სიკეთეს. ის გვევლინება გაურკვევლობის, სიცარიელის, არყოფნის ფერად. ასეთი ფერისთვის არაა ადგილი ხატის გასხივოსნებულ სამყაროში.
შავი-ბოროტებისა და სიკვდილის ფერია. ხატწერაში შავით ხატავდნენ გამოქვაბულებს, საფლავის სიმბოლოს და პირღია ჯოჯოხეთის უფსკრულს. ზოგიერთ სიუჟეტში ეს შეიძლებოდა ყოფილიყო საიდუმლოს სიმბოლო. ჩვეულებრივი ცხოვრებიდან წასული ბერების შავი სამოსი არის ძველ სიამოვნებებზე და ჩვევებზე უარის თქმის სიმბოლო, გარკვეულწილად სიკვდილი სიცოცხლეში.
ვაგრძელებ "ფერის სიმბოლიკის" თარგმანს და აქაც დავდებ პატარა ნაწილს სანამ მოვრჩები ბოლომდე. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩემი აზრით.
მართლმადიდებლური ხატის ფერის სიმბოლიზმის საფუძველია მაცხოვრისა და დედა ღვთისას გამოსახულება. ნეტარი ღმრთისმშობლის გამოსახულებისთჳის დამახასიათებელია მუქი ალუბლისფერი ომფორი და ლურჯი ან მუქი ლურჯი ქიტონი. მაცხოვრის გამოსახულებისთვის დამახასიათებელია მუქი მოყავისფრო-მოწითალო ქიტონი და მუქი ლურჯი ქიმატი. აქაც არის განსაზღვრული სიმბოლიკა: ღმრთისმშობლის გამოსახულებაში, ლურჯი, ციური ფერია, ცის სიმბოლო. მუქი წითელი ფერი ღმრთისმშობლის სამოსში კი თავად მისი სიმბოლოა. მაცხოვრის ლურჯი სამოსი მისი ღვთიურობის სიმბოლოა, მუქი წითელი კი ადამიანური ბუნების. წმინდანები ყველა ხატებზე გამოისახება თეთრ ან ოდნავ მოცისფრო რიზებში. ფერის სიმბოლიზმი აქაც მკაცრად ფიქსირებულია. იმისათვის რომ გავიგოთ თუ რატომაა აუცილებელი თეთრ ფერთა გამა წმინდანებისთვის, უნდა გავიხსენოთ თეთრი ფერის ისტორია ღვთისმსახურებაში. თეთრ სამოსელს ატარებდა ჯერ კიდევ ძველი აღთქმის დროინდელი სამღვდელოება. მღვდელი რომელიც ასრულებს ღვთისმსახურებას, იცმევს თეთრ რიზქვეშას, იმ თეთრი სამოსის ხსოვნის ნიშნად, რომელსაც გადმოცემის მიხედვით ატარებდა მოციქული იაკობი.
ხატწერაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოოქროებას. ხატმწერისთვის ხატის ფონი ესაა „ნათელი“, ღვთიური მადლის ნიშანი, რომელიც ანათებს ქვეყანას. ხოლო ოქროს ინოკოპი (სინათლის თვალისმომჭრელი ელვარებისგრაფიკული გამოსახვა ოქროს ფოლგის წვრილი ხაზებით, ფოთლებით) ტანსაცმელზე და საგნებზე გადმოსცემს ნაყოფიერი ენერგიის მკვეთრ ანარეკლს. მოოქროვების თანამიმდევრობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მანამდე, სანამ დაიხატება ფიგურა და სახე, ხდება ფონის მოოქროვება_ესაა სინათლე, რომელსაც გამოჰყავს ხატის სივრცე სიბნელის სამყაროდან და გარდასახავს მას ღვთიურ სამყაროდ. ასისტის ტექნიკა გამოიყენება მეორე ეტაპზე, როცა გამოსახულება უკვე დახატულია მამა ფლორენსკი წერდა: „ყველა ხატწერული სახე იბადება მადლის ზღვაში და ისინი განწმენდილნი არიან ღვთიური ნათელის ნაკადით. ხატი იწყება შემოქმედებითი სილამაზის ოქროთი და მთავრდება ნაკურთხი სილამაზის ოქროთი. ხატის წერას იმეორებს ღვთიური შემოქმედების მთავარ მოვლენებს:აბსოლუტური არ არსებობიდან ახალ იერუსალიმამდე, წმინდა ქმნილებამდე“
qetevano
ძალიან კარგი გოგო ხარ!
წყარო, ან ავტორი მიუთითე ხოლმე, საიდანაც თარგმნი
tamuna m
წყაროდ შემიძლია მივუთითო მხოლოდ ეს: ნანა ბურჭულაძის მოცემული სტატია. სამწუხაროდ ავტორი არ უწერია.
qetevano
,,კარგი ხარ გოგო კარგი ხარ...''
კიდევ ერთი პატარა ინფორმაცია ფერების შესახებ ხატწერაში:
თეთრი ფერი-ნიშნავს სიწმინდეს, ღვთაებრივ ენერგიებს, რომლებიც ქმნილებას შემოქმედებამდე;
ოქროსფერი-მარადიულობას;
მწვანე-ცხოვრებას;
ლურჯი-საიდმულოს;
წითელი-თავის მსხვერპლად შეწირვას;
ცისფერი-უმანკოება;
ყვითელი-სითბოსა და სიყვარულის ფერია;
ისამნისფერი-სევდას ან შორეულ პერსპექტივას აღნიშნავს;
ძოწისფერი-გამრჯვებას;
მეწამული-დიდებულებას;
იისფერი სამოსლის ფერებში წმინდანის მსახურების განსაკუთრებულობის ანდა ინდივიდუალობის აღსანიშნავად იხმარება;
ფირუზისფერი-ახლაგაზრდობას ნიშნავს;
ვარდისფერი-ბავშობას;
შავი-ხან სიცარიელეს, მადლის უქონლობას მიუთითებს, ხანაც ცოდვასა და დანაშაულს.
ლურჯთან შეერთებული შავი-ღრმა საიდუმლოს აღმნიშვნელია;
მწვანესთან-სიბერის;
ნაცრისფერი-სიკვდილის ფერია;
ხატებზე კლდეები ნაცრისფერით გადმოიცემა, მკაფიო პირობითი ხაზებით;
ნარინჯისფერი-ღვთის მადლს აღნიშნავს;
ქარვისფერი-ჰარმონიას, თანხმობას, მეგობრობას;
qetevano
ხატწერაში გასაგებია და ისე რისი დადება შეგიძლია ფერების სიმბოლოების შესახებ?
(ძალიან მიტაცებს სიმბოლიზმი.
ერთხელ როდესაც ტერენტი გრანელის შესახებ ვწერდი თემას მახსოვს ცალკე თავი გამოვუყავი მისსა და ფერების დამოკიდებლებას.
აგრეთვე ცალკე სასაუბროა ,,დიდოსტატის მარჯვენა'' და ფერები.)
A.V.M
ზოგადად რა ფერი რა გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე გინდა დაგიდო? ხვალ დაგიდებ თუ გინდა. სანამ ავკრეფავ....
qetevano
ფერებზე რაც იცი და როდესაც შეძლებ ის დადე..
ეგ ხელოვნების განყოფილებაში თუ შეიძლება
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
იმედია არ მეჩხუბებით ასე რომ ავტვირთე
ეს წიგნი წავიკითხე. საინტერესო მოსაზრებებია და, ჩემი აზრით, ჯანსაღი კრიტიკა დღევანდელი სიტუაციისა. არ არის უხეში. გასათვალისწინებელია.
qetevano
ეს წიგნი მეც ძალიან მომეწონა, მნიშვნელოვან საკითხებს ეხება ავტორი. ყველას გირჩევთ წაკითხვას
თანამედროვე ფრესკები როგორ იწერება? საღებავის შემაკავშირებელად იქაც კვერცხის გული უნდაა?
"აბო თბილელის ხატი, ფაქტობრივად, არ გვქონდა. ადრე მიხელი საბინინმა პროტრეტულ სტილში დაწერა წმინდანის ხატი".
"ფილოთეუსის მონასტერში დაცულ "ტკბილ ამბორად" წოდებულ ღვთისმშობლის ხატზე მამა პაისი ამბობდა, - იგი ტექნიკურად არასრულყოფილია, "ქრისტეს ფეხები სოლივით აქვს დახატული. მიუხედავას ამისა, იგი სასწაულმოქმედია და უდიდეს მადლსა და სიტკბოებას ასხივებს. შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთმა ხატმწერს თავისი კეთილმოკრძალების გამო მიუზღო".
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience