მოზაიკა, რომელსაც ღრმა ფესვები გააჩნია, გავრცელდა ქრისტიანულ ხელოვნებაში და დღემდე დაცულია ნამუშევრები, რომლებიც გამორჩეულია და აღგვაფრთოვანებს.
მოზაიკის ხელოვნების საყურადღებო ნიმუშები არის, მაგალითად სიცილიაზე.
ეს არის სიცილიის ქალაქ ჩეფალუს საკათედრო ტაძარი.
http://pix.ge/
ამ ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავობა არის მოზაიკა. ის შესრულებულია როჟერ მეორის მიერ 1145 წელს მოწვეული ბიზანტიელი ოსტატების მიერ. არა მარტო ამ ტაძარში, ზოგადად იტალიის ხელოვნებაში ვხედავთ ბიზანტიელი ოსტატების გავლენას და ეს განსაკუთრებით ჩანს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მათ შორის სიცილიაზე.
ჩეფალუს ტაძარში
http://pix.ge/
http://pix.ge/
ეს არის პალერმოში არსებული ტაძარი, მარტორანა.
http://pix.ge/
ეს კი ამ ტაძრის მოზაიკა
ხარება
http://pix.ge/
მთავარანგელოზი მიქაელი
http://pix.ge/
მთავარანგელოზი გაბრიელი
http://pix.ge/
მირქმა
http://pix.ge/
ღვთისმშობლის მიძინება
http://pix.ge/
შობა
http://pix.ge/
უშესანიშნავესია
მარტორანას მოზაიკის სხვა ფრაგმენტები
მოწამეები ორესტე, ავქსენტი და იოანე
http://pix.ge/
მოციქულები პეტრე და ანდრია
http://pix.ge/
მოციქულები სიმონი და ბართლომე
http://pix.ge/
მოციქულები თომა და ფილიპე
http://pix.ge/
წმინდა იოაკიმე
http://pix.ge/
წმინდა ანა
http://pix.ge/
წმინდანები თეოდორე, მერკური და პროკოფი
http://pix.ge/
ღვთისმშობელი და გიორგი ანტიოქიელი
http://pix.ge/
ქრისტე გვირგივნით ამკობს როჟერ მეორეს
http://pix.ge/
http://pix.ge/
გელათის მონასტერი : ღვთისმშლობლის ფრესკა შესრულებულია მოზაიკით
http://pix.ge/
lasha_k
კარგია ლაშა.
საქართველოში არსებული მოზაიკის ფოტოსურათები ინტერნეტში ნაკლებადაა. ეს კი ბიჭვინთის მოზაიკის ფრაგმენტი.
http://pix.ge/
დათარიღებულია მეხუთე საუკუნით. მიაგნეს მეოთხე საუკუნის ბაზილიკაში, ბიჭვინთის კონცხზე.
კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიოს ტაძრის მოზაიკა
ქრისტე პანტოკრატორი
http://pix.ge/
ღვთისმშობელი ყრმა იესოსთან ერთად
http://pix.ge/
იოანე ოქროპირი
http://pix.ge/
მთავარანგელოზი გაბრიელი
http://pix.ge/
იმპერატორი ალექსანდრე
http://pix.ge/
იმპერატორი ლეონ მეექვსე მუხლს იყრის ქრისტეს წინაშე
http://pix.ge/
კონსტანტინოპოლის დამაარსებელი კონსტანტინე დიდი და ტაძრის ამგები იმპერატორი იუსტინიანე
http://pix.ge/
იტალიის ქალაქი რავენა ფლობს დიდ კულტურულ მემკვიდრეობას. მოზაიკის ხელოვნება აქ მაღალ დონეზე იყო, რასაც მომწმობს ტაძრების შიდა მოწყობა.
მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც წმინდა აპოლინარი ახალის ტაძარი, რომელიც თეოდორიხმა ააშენებინა მეხუთე-მეექვსე საუკუნეებში. მასში არსებული მოზაიკა თარიღდება მშენებლობის დასრულების წლებით.
ტაძარი
http://pix.ge/
ხელისუფლის გამოსახულება. წარწერის მიხედვით ეტყობა, რომ ეს იუსტინიანეს გამოსახულება უნდა იყოს, მაგრამ ზოგი ვარაუდობს, რომ თეოდორიხია
http://pix.ge/
პილატეს სამსჯავრო. პილატე ხელს იბანს
http://pix.ge/
ლაზარეს აღდგინება
http://pix.ge/
წმინდანნი და წინასწარმეტყველნი
http://pix.ge/
საშინელი სამსჯავრო. ქრისტე მარჯვნივ დააყენებს ცხვრებს, ხოლო მარცხნივ თხებს.
http://pix.ge/
გარღვეულის განკურნება
http://pix.ge/
ქრისტე პანტოკრატორი. შესანიშნავი მოზაიკა
http://pix.ge/
ღვთისმშობელი
http://pix.ge/
თეოდორიხის პალატები
http://pix.ge/
პურის გამრავლება
http://pix.ge/
სასწაულებრივი თევზჭერა
http://pix.ge/
საიდუმლო სერობა. თევზი, როგორც ევქარისტული სიმბოლო. თუ დავაკვირდებით, იქ ზის თერთმეტი მოციქული, იუდა არ უნდა იყოს იქ, როდესაც ევქარისტია აღესრულება.
http://pix.ge/
მენელსაცხებლე დედები ცარიელ აკლდამასთან.
http://pix.ge/
ქრისტე იუწყება პეტრეს უარყოფაზე.
http://pix.ge/
გზა გოლგოთასკენ
http://pix.ge/
გეორგიოს!მოზაიკოსი ხარ?
A.V.M
რავენაში თეოდორიხის დახმარებით აგებულია ასევე არიოზელთა ბაპტისტერიაც.
http://pix.ge/
აქ საყურადღებოა მოზაიკა, რომელიც ასახავს ნათლისღებას. საყურადღებოა, რომ აქ ქრისტე გამოსახულია სრულად შიშველი, რაც სავარაუდოდ მიანიშნებს არიოზელთა სწავლებაზე ქრისტეს ქმნადობის შესახებ. პერსონიფიცირებულია მდინარე იორდანე მოხუც კაცში. არიოზელთა სწავლება იმის შესახებ, რომ ნათლისღებისას შევიდა იესოში ღვთაებრივი საწყისი, ასახულია დეტალში, რომელშიც წყალი გადმოდის არა იოანეს ხელიდან, არამედ მტრედისგან.
http://pix.ge/
მოციქულთა პროცესია
http://pix.ge/
გამზადებული ტახტი
http://pix.ge/
რავენაში არის მეორე, მართლმადიდებლური ბაპტისტერია, ყველაზე ძველი შენარჩუნებული შენობა ქალაქში.
http://pix.ge/
ბაპტისტერიაში არის მოზაიკა, რომელიც ასევე ასახავს ნათლისღების სცენას. ცენტრში გამოსახულნი არიან იოანე და ქრისტე, ასევე მდინარე იორდანეს პერსონიფიკაცია - კაცი პირსახოცით. ცენტრის გარშემო გამოსახულნი არიან მოციქულები გვირგვინებით, რომლებიც იუწყებიან ზეციურ იერუსალიმზე.
http://pix.ge/
რავენას მთავარეპისკოპოსის კაპელაში გამოსახულია საკმაოდ იშვიათი სახეობა ქრისტეს გამოსახულების - მეომარი ქრისტე.
http://pix.ge/
რავენაში ყველაზე ადრეული მოზაიკა შემონახულია გალა პლაციდიას მავზოლეუმში, რომელიც დათარიღებულია მეხუთე საუკუნის მეორე მეოთხედით. აქ რომაული მხატვრული მემკვიდრეობა შეერწყა ქრისტიანობის მისწრაფებას ავსოლუტურობისკენ და ტრანსცენდენტურობისკენ, რამაც შექმნა შესანიშნავი ნიმუშები.
ეს ფრაგმენტი ასახავს ღამის ცას, მასზე გამოსახული ჯვარი ასახავს სიცოცხლის გამარჯვებას სიკვდილზე, მასში ნაგულისხმევი ქრისტე არის სიმართლის მზე, რომელსაც ბნელი ვერ ეწევა. ჯვრის დიდი ძელი მიმართულია აღმოსავლეთისკენ.
http://pix.ge/
აქ კი სიმბოლურად, ყვავილებითა და ვარსკვლავებით ასახულია სამოთხის ბაღი.
http://pix.ge/
მოციქულები
http://pix.ge/
ეს კი ცნობილი მოზაიკური ფრაგმენტი. ორი მტრედი შადრევნიდან სიცოცხლის წყალს სვამს. მტრედი, რომელიც ადრეული პერიოდიდან, კატაკომბებიდან გვხვდება სიმბოლურად სულის ნიშნად, მიგვითითებს, რომ სულები უკვდავების წყალს იღებენ.
http://pix.ge/
მწყემსი კეთილი.
განსხვავებით რომის კატაკომბებისგან, სადაც ქრისტე უბრალო სოფლის მწყემსივით არის გამოსახული, აქ იესო დიდებულია, ოქროსფერ კვართში და მოსასხამით. ხელში ჯვარი უჭირავს და მისი პოზა მისსავე ცენტრალურობას უსვამს ხაზს, ის ხედავს ყველა თავის ცხვარს, და ყველა ცხვარი მას ხედავს.
http://pix.ge/
წმინდა ლავრენტი, კოცონზე მიმავალი.
http://pix.ge/
ეს ძალზე ლამაზი ფრაგმენტი უკავშირდება ფსალმუნის ცნობილ ლექსს, სადაც საუბარია ირმების დაუოკებელ წყურვილზე, სიმბოლურად ეს უკავშირდება მორწმუნის დაუოკებელ მისწრაფებას სიცოცხლის წყაროსკენ - ქრისტესკენ.
http://pix.ge/
ვაჰ.. გამიხარდა ეს თემა ^^
მოზაიკა საინტერესო დარგია სახვითი ხელოვნების... გათვლილია შორიდან აღქმაზე..
იქნებ ცოტა რამ ტექნიკის ისტორიიდან დადოთ. მეც არ ვიცი და გავიგებდი ^^
ქევანა
ამ თემის ავტორი სადაა არ იცით ვინმემ?
(ნომერი მაინც მითხარით...)
მაღალი დონის მოზაიკებია ჩემი აზრით...
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
სმალტა-ფერადი გამჭვირვალე მინა, რომელსაც იყენებენ მოზაიკაში
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ეს წინა სამი არის აია სოფიას მოზაიკები
აია სოფია მეჩეთად უნდა გადაკეთდესო...
ქეთ, კარგი თემა გაგვიხსენი
აია სოფია როგორც მუზეუმი ისეა... დასათვალიერებლად.. არც მეჩეთი, არც ტაძარი.
ერთ ხატმწერს, რომელსაც ტაძარი უნდა მოეხატა, წინამძღვარმა სთხოვა იქნებ ღვთისმშობელი კონქის მოხატულობაზე ლურჯ ფერებში დახატოვო, როგორც კანკელის ხატებიაო.. მან უარი უთხრა და რომელიღაც მსოფლიო კრების კანონი გადმოუდო, რომ არ შეიძლება ღვთისმშობლის გამოსახვა ლურჯ ფერებშიო, არამედ შიგნით ლურჯი და გარეთ წითელიო... ასეც დახატა... და მე მიჩნდება კითხვა ახლა... შეხედეთ აია სოფიას მოზაიკებს, შევხედოთ თუნდაც გელათის კონქის მოზაიკას, განა სულ ლურჯ ფერებში არ არის? რა, მათ არ იცოდნენ? (თუ არის ასეთი კანონი ეგეც საკითხავია.. არც მგონია რომ იყოს)... თუ უფრო მეტად მორწმუნენი და ერთგულნი არ იყვნენ თავიანთი სარწმუნოებისა?
არ შეიძლება ხატმწერმა ასე შეიბოჭო თავი და მოექცე ჩარჩოებში, ხატწერა არავის ბოჭავს, კანონიკა არ არის ჩარჩოები, მასში რომ იკეტებოდეს ხატმწერი. მაგრამ დღესდღეობით ეს შებოჭილობა ნამდვილად არის. და ამის გამო გარეშე ადამიანებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ, აი, ხატწერა თურმე ბოჭავს ადამიანს, ხელოვანს და არ აძლევს შემოქმედებისათვის გასაქანს... მოდი დავათვალიეროთ ძველი ფრესკები, მაკედონიაში, კვიპროსზე, საბერძნეთში და რაღა თქმა უნდა საქართველოში... დღეს რომ მსგავსი განვითარებით დაიწყოს ვინმემ მუშაობა (რა თქმა უნდა, ბაზისი აუცილებელია, აქამდე რომ მიხვიდე)ალბათ თითებს გაიშვერენ და იტყვიან - აი.. აი, ეს ხიბლშია... ხიბლშია... კანონიკას არ იცავს. არაკანონიკურია! და ა.შ. ეს ყველაფერი მასწავლებლებზეა დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ ხატწმერს ხატვას ასწავლი, ხატის დაწერას პრაქტიკულად.. ასევე უნდა ასწავლო აზროვნება ამ საკითხში.. რომ არც მასწავლებლის ხელი დაეტყოს საბოლოოდ მომავალ ხატმწერს (პირველ ეტაპებზე ეს ასეც უნდა იყოს), არამედ თავისს მიაგნოს, რაღაც შეიტანოს და ამავდროულად არ დაკარგოს ის, რაც ყველაში უნდა იყოს.
მგონი სათქმელი გადმოვეცი.
აკაკი
კი გასაგებია რასაც ამბობ, რომ არ ქონოდათ საკუთარი ინტერპრეტაცია იმ ძველ ხატმწერებს არც გვექნებოდა ისეთი შესანიშნავი ნიმუშები როგორებიც შემოგვრჩა. მაგალითად სვანური და ა.შ. ღვთისმშობლის გამოსახულება ადრეულ საუკუნეებში ასევე გვხვდება როგორც დედოფალი, გვირგვინით და თეთრი შესამოსელით.. ასევე ყვავილებით მორთულიც. მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დადგინდა ღვთისმშობლის იკონოგრაფია (ნუ მართალია ეს გელათის ფრესკებამდე მოხდა მე_5 საუკუნეში), რომლის მიხედვითაც გამოისახება ის მეწამული მაფორიუმით და ლურჯი სტოლით. იმაში გეთანხმები რომ რაღაც ინტერპრეტაცია უნდა გავუკეთოთ, მაგრამ დადგენილი კანონები მაინც უნდა დავიცვათ. ყველაფერ მაგას ხომ თავის დანიშნულება აქვს და მაგიტომ. ასე რომ არ დაეცვათ კანონიკა დღევანდელი ხატწერის ადგილას ჩემი აზრით მივიღებდით რაფაელის მსგავს სანტა მარიებს... და სულ გადასხვაფერებულ გამოსახულებებს, ყველას რომ თავის ჭკუაზე დაეხატა....
გელათის მოზაიკები მგონია რომ აია სოფიას მიხედვით არის გაკეთებული, იმიტომაც დავდე ერთად და აია სოფია კი იმ საეკლესიო კრებამდეა აშენებული, მე4 საუკუნეში.
როგორც ვიცი, საიდანღაც ჩამოიყვანეს და გელათი მათს მოზაიკები მათი ნამუშევარია, ალბათ ბერძნების.. მთავარია რომ ლურჯ ფერებშია. ეს რომ არაკანონიკური ყოფილიყო თვითონ მოზაიკოსები არ დაუშვებდნენ ასე გამოსახვას და არც ქართველები.
და აგერ XI საუკუნის ტაძარია თურქეტის ტერიტორიაზე, აქაც არის ლურჯ ფერებში. http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/0/00/HSX_Mary_genealogy.jpg
კანონიკის დაცვა ცხადია აუცილებელია, მის გარეშე ხატად არც იწოდება ნამუშევარი, მაგრამ კანონიკა არავის ბოჭავს, რაც ბევრს ასე ესმის დღეს. ბევრ რამეზე ამბობენ დღეს არაკანონიკურიაო.. და ჯერ გაირკვეს რა არის კანონიკა, რას ნიშნავს კანონიკური.
ეს მგონი XII http://a.pix.ge:81/q/4kb6o.jpg
აკაკი
მაგაში გეთანხმები რომ კანონიკა რაღაც შებოჭვა არაა. მინახავს ისეთი ხატები ზუსტად რომ არის გადაწერილი, მაგრამ არანაირ ემოციას რომ არ იწვევს... მაგას ჯობია საკუთარი სული ჩააქსოვო ხატწერის დროს რა თქმა უნდა.
რაც შეეხება ღვთისმშობლის ლურჯ სამოსს მაგას ამ დღეებში აუცილებლად გავარკვევ ხელოვნებათმცოდნეებთან და გეტყვი მათ აზრს. მეც ძალიან დამაინტერესა.
კი, აშკარაა რომ არის და არაერთი, მემგონია უამრავი... ეს ხომ რამდენიმე იყო რაც აქ ვნახეთ.
აკაკი
tamuna m
ხო ნიკეის მსოფ. საეკლესიო კრებაზე აღადგინეს ხატთაყვანისცემა, მაგრამ ღვთისმშობლის იკონოგრაფია ეფესოს კრებაზე დადგინდა ეგ ნამდვილად ვიცი.
პ.ს. უკვე მივწერე ერთ ხელოვნებათმცოდნეს და ვნახოთ რა პასუხს გამცემს აბა.
ჩემი აზრით კი სჭირდება წვრილმანების განხილვაც, იმიტომ რომ ხატწერა ერთგვარი ღვთისმეტყველებაა და ყველაფერი სწორად უნდა გამოისახოს. არ ვამბობ რომ თვალი მაინცდამაინც ისე დახატო, ან ფრჩხილი, მაგრამ ძირითადი მიმართულებები უნდა დავიცვათ, აბა როგორ....
აკაკი
გუშინდელ წერილზე მივიღე პასუხი, ამასაც თავისი ახსნა ჰქონია და არაა კანონიკის დარღვევა. ვაკოპირებ პირდაპირ:
არის შემთხვევები, როცა სამოსის ფერი იცვლება შეგნებულად. მაგ. თეოფანიურ დღესასწაულებში (ფერისცვალება, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, ამაღლება, მიძინება) იესო ქრისტე თეთრ-სპეტაკ ან ღია ფერის სამოსით გამოისახება. ”ლაზარეს აღდგინებაში” უფალი ღმრთეებრივი ბუნებით ახდენს სასწაულს _4 დღის მკვდარს აცოცხლებს და ამიტომ ზოგჯერ ლაზარობის ხატზე მას ლურჯი სამოსი მოსავს. ასეა
გელათის და აია სოფიას მოზაიკებზეც _ დედა ღვთისას ლურჯი სამოსით ხაზგასმულია, რომ მან ღმერთი, ზეციური მეუფე შვა და თვითონაც განიღმრთო ამ მისიის აღსრულების შედეგად...
http://www.radikal.ru
სან ვიტალეს მოზაიკა. რავენა. იტალია. თარიღდება მე-6 საუკუნით.
http://www.radikal.ru
ესეც იგივე ტაძრის მოზაიკა
ისე, ამ თემასთან არ აჯობებს შეერთება?
მაგრამ რომელ განყოფილებაში დავტოვოთ?
http://church.ge/index.php?showtopic=9092
tamuna m
შეაერთე.
რაც შეეხება განყოფილებას-ქალურ ინტუიციას მიენდე.
უი იქ რა ამბებია. არადა რამდენი ვსერჩე სანამ გავხსნიდი ამას. შეაერთე ან გადმოაერთე აქეთ. საეკლესიო ხელოვნება არაა აბა რაა
qetevano
ორივე საეკლსეიო კუთხით ვითარდება, მაგრამ მოზაიკა მართო ქრისტიანულ ხელოვნებაში ხო არ გვხვდება.
დავწერე იქ, სადაც საჭიროა და თუ გამოიმეტებენ, ხომ კარგი
http://www.radikal.ru
ესეც რავენის სან ვიტალეს მოზაიკა.
როგორც ხედავთ მაცხოვარი უწვერული ჭაბუკის სახითაა გამოსახული. სულ წითელ სამოსში.
"ცნობილია, რომ კიევის სოფიის ტაძრის მოზაიკით შემკობაში ქართველი ოსტატებიც მონაწილეობდნენ საკუთარი მასალით"
"ხელოვნების ძეგლთა მნიშვნელოვან ჯგუფს ქმნიან მოზაიკები. ფრიად საინტერესო სიმბოლიკაა წარმოდგენილი ბიჭვინთის იატაკის მოზაიკურ მოხატულებაში, რომელსაც V-VI სს. ათარიღებენ. საინტერესოა ფრინველების, ცხოველების გამოსახულებანი, ირმები, ძროხა ხბოთი, "სიცოცხლის შადრევანი" და სხვ."
"ძალისის ძველი ქალაქის ნაგებობანი მაღალმხატვრული მოზაიკებით იყო დამშვენებული. ერთ-ერთი აბანოს იატაკზე შემორჩენილია ნაირფერი კენჭებით შედგენილი მცენარეული ორნამენტი, თევზის, დელფინის თავისა და ნიჟარის გამოსახულებანი. აღმოჩენილია მონუმენტური მოზაიკური იატაკიც, რომელიც სასახლის ერთ-ერთ დარბაზში,როგორც ფიქრობენ - სანადიმო დარბაზში, ე.წ. ტრიკლინიუმში - ყოფილა დაგებული. სამწუხაროდ, მოზაიკა ჩვენამდე ძალზე დაზიანებული სახითაა მოღწეული. ძირითადი გამოსახულებებისათვის განკუთვნილი მოზაიკის ცენტრალური ნაწილი წაგრძელებულ სწორკუთხედებსა და კვადრატებში მოთავსებული მცენარეული და გეომეტრიული სახეებითაა მოჩარჩოებული. ცენტრალურ კვადრატში გამოსახულნი არიან (თანმხლები განმარტებითი ბერძნული წარწერებით) ტახტზე მჯდომარე დიონისე და არიადნე და აგრეთვე მათი მუდმივი თანამგზავრები (სალამურიანი პანი, მოცეკვავე მენადა, გრძელ სამოსში გამოწყობილი ქალები, შესაძლოა მუზები), ცხოველები (ავაზა) და სხვადასხვა ნივთები (სამფეხა მაგიდა, იონოხოია, კანთაროსი), აგრეთვე ყურძნის მტევნები და სურო. ამ გამოსახულებათა ირგვლივ ოთ კვადრატში წარმოდგენილი არის ფიგურები, რომელნიც წლის სხვადახვა დროს განასახიერებდნენ: ფრთოსანი ჭაბუკი, რომელსაც ცალ ხელში ხილით სავსე კალათი უკავია, ხოლო მეორეში - ფიალა, განასახიერებდა შემოდგომას; ქალი, რომელსაც ხელში თასი უკავია, - ზამთარს; კიდევ ერთი ფრთოსანი ჭაბუკი ხორბლის თავთავებით ზაფხულის ალეგორიას წარმოადგენდა, ხოლო მეორე, რომელსაც მცენარის ღეროები და თავთავები უკავია - გაზაფხულს".
"ბიზანტიურ ხელოვნებაში, როგორც წესი, ღვთისმშობელი გადმოცემულია ფრონტალურად, მკაცრი რელიგიურ-დოგმატური გაგებით. გელათის საკურთხევლის მოზაიკაში კი, ღვთისმშობლის მარჯვნივ მობრუნებით, პირველად და გაბედულად დარღვეულია ეს ბიზანტიური ტრადიცია.
გელათის საკურთხევლის მოზაიკის ღვთისმშობლის პირისახის ნაკვთები საგრძნობლად განსხვავებულია ბიზანტიური ძეგლების ასეთივე საკურთხევლის ღვთისმშობლისაგან.
გელათის ქართულ ღვთისმშობელს საგრძნობლად მოგრძო პირისახე აქვს, თვალის ჭრილი გრძელი, თხელი ცხვირი თითქოს მოღუნული, გამოყვანილი ტუჩები. მარიამი ქართველი ქალის ნაციონალურ ნიშნებს ატარებს.
ბიზანტიურ მოზაიკაში, თითქმის ყველა დროის ძეგლში, ღვთისმშობელს აქვს ერთნაირი დამახასიათებელი პირისახე. ოვალური სახის მოყვანილობა, გრძელი, ოდნავ მოღუნული ცხვირი და ა.შ.
ქართველი ხელოვანის მიერ შესრულებული გელათის მოზაიკა სრულიად ორიგინალური მხატვრული ძეგლია. აქვე აღსანიშნავია, რომ გელათის მოზაიკაში კენჭების წყობა უფრო მჭიდროა, ვიდრე კონსტანტინოპოლის ცნობილი სოფიის ტაძარში. ღვთისმშობლის ეკლესიის კედლის მხატვრული გაფორმება შესანიშნავია იმითაც, რომ მოზაიკასთან შერწმულია ფრესკაც, ხოლო ასეთი ერთიანობა არ იცის ბიზანტიურმა მხედველობამ".
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)