გამარჯობათ
მაინტერესებს რა თანმიმდევრობით არიან გამოსახულნი მოციქულები
ლეონარდოს საიდუმლო სერობაში და თუ იცის ვინმემ იქნებ დამიწეროს? : )
მაგასთან დაკავშირებით ვიცი ერთი საინტერესო ისტორია....
”საიდუმლო სერობის” შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება – იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო. ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ცანახატი გააკეთა.
სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა. კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და და ვინჩიმ დახატა იუდა – მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვურა: – ეს ნახატი მე ნანახი მაქვს! – კი მაგრამ, საიდან?. – გაუკვირდა ლეონარდოს. – სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა… ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა.
ჰოოო ეს ძალიან მაგარია
ikanosi
ხო, ეგ შემიძლია გითხრა რომ ზღაპრებია, ასე ვთქვათ ლეგენდები
კი ვიცი, შეიძლება მითხრა რომ ეს ხომ ვაზარისთან არის დაცულიო, მაგრამ თვითონ ვაზარის შეიძლებოდა გაეგონა ყურმოკვრით ვინმესგან და ისე დაეწერა
თვითონ ფრესკა საშინლად არის დაზიანებული, და თუმცა მე დავაკვირდი, ვერაფერი მსგავსება ვერ ვიპოვე
ქევანა
კი მე მაქვს...რა იცი რომ ზღაპარია?
ikanosi
იქიდან
აბა დაუკვირდი, რა გაჭირვებაც არ უნდა შეემთხვეს კაცს, რა ბომჟადაც არ უნდა იქცეს, სახის ნაკვთებს ვერ შეცვლის, როგორც თითის ანაბეჭდებს
შეიძლება უფრო ნაოჭიანი გახდეს, მაგრამ თავის ქალის ზომა შეიცვლება? არა
შეიძლება ცხვირი გაეზარდოს? ან დაუპატარავდეს? არა
შეიძლება შუბლი გაუფართოვდეს ან დაუვიწროვდეს? არა
ნიკაპი?
ხოდა აბა რატომ გიკვირს?
მე მსგავსებას ვერ ვხედავ
ქევანა
ლეონარდოს ძან ახსოვდა ახლა იმ კაცის თავის და ცხვირის ზომები
სახეს ეძებდა...ანუ ისეთ სახეს რომელძეც იქნებოდა გამოსახული ორგულობა და ა.შ....
ikanosi
აააააჰაჰა და რა გგონია მხატვრები ადამიანის ანატომიას არ იცნობდნენ?
მხატვრები დაკვირვებულები უნდა იყვნენ და მით უფრო ისეთი გენიოსი, როგორც ლეონარდოა, ჩვეულებრივ ადამიანზე უფრო დაკვირვებული იქნებოდა
და ისე,.. სახე.. და რისგან შედგება სახე? რა ქნის სახეს? გამომეტყველებას? შეგიძლია ეს მითხრა?
მოკლედ, სასიამოვნო ოფფ ტოპიკებია რა
პ.ს. უი დამავიწყდა მეთქვა, კრიმინალისტები რომ იპოვიან ხოლმე თავის ქალას, სახეს როგორ აღადგენენ ხოლმე? ესეც ძაან საინტერესო და საყურადღებო რამაა
ქევანა
რავიცი მე როგორ ადგენენ
მაგრამ ისე ნამდვილი რომ იყოს (და ალბათ ასეც არის ) საინტერესო ისტორიაა
ikanosi
როგორ და აკადემიკოს გერასიმოვის მეთოდით. მასე აღადგინეს თემურ ლენგის სახე, იაროსლავ ბრძენის და რავიცი კიდე ვისი
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%93%D0%B5%D1%80%D0%B0%D1%81%D0%B8%D0%BC%D0%BE%D0%B2,_%D0%9C%D0%B8%D1%85%D0%B0%D0%B8%D0%BB_%D0%9C%D0%B8%D1%85%D0%B0%D0%B9%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87
ნონა
კიდევ კითხვები ლეონარდოსთან დაკავშირებით, პლიიიზ
საიდუმლო სერობა ყველაზე ცუდად არის შემონახულო ლეონარდოს სხვა ნამუშევრებს შორის,მიზეზი?
მე მაქვს ერთი შეკითხვა. იესოს გვერდით, ჩვენგან ხელ-მარცხნივ (იესოს ხელ-მარჯვნივ) აშკარად ქალი ზის (და არა იოანე) და ამაზე რას იტყვით?
peritoniti
არ არის ქალი და ვერც იქნება ქალი. სახარებაში ნათლად წერია (კათოლიკებისთვისაც და მართლმადიდებლებისთვისაც), რომ საიდუმლო სერობაზე იყვნენ უფალი და მისი 12 მოციქული
მითხარი, განა დავინჩი დაარღვევდა სახარების თხრობას? რატომ? რისთვის? ვის გადაუხადა "სამაგიერო" ამით?
არის მარტივი, ნამდვილი ახსნა, და არ არის საჭირო რაღაც ზღაპრების შეთხზვა, მით უფრო ასეთი შეურაცხმყოფელი ზღაპრების
აი საინტერესო სტატია ინგლისურ ენაზე: http://deeperstudy.blogspot.com/2005/12/da-vincis-last-supper-already-coded.html
ქევანა, და ვინჩის ბიოგრაფია რომ გცოდნოდათ ამას არ დაწერდით...სხვათაშორის რომ იცოდეთ და ვინჩი ეწინააღმდეგებოდა კათოლიკურ ეკლესიას, იმით რომ ინტენსიურად სწავლობდა მეცნიერებას მათ შორის ანატომიას, რომელიც იმ პერიოდში ერესად მიიჩნეოდა...და რაც შეეხება ამ ფრესკას ეს და ვინჩის ყველაზე იდუმალი ნამუშევარია.
ახლა გაკვეთილზე ვზივარ და სახლში როდესაც მოვალ ყველაფერს დავწერ
nikolas
ვერ გაიგეთ, რა დავუწერე იმ იუზერს მე არ მითქვამს, რომ ეწინააღმდეგებოდა, მე კითხვები დავსვი:
კი კი, ერთია...ანუ იმ დროს ინფრმატიკის გაკვეთილზე ვიჯექი და ისე დავპოსტეე
ნუ ზღაპრების რა გითხრათ მაგრამ ვისაც სურს ის დაიჯერებს...იმით დავიწყოთ, რომ ლეონარდო და ვინჩი ღვთაებრივი ქალური საწყისის კონცეფციის მიმდევარი გახლდათ, ანუ წინააღმდეგი იყო იმისა, რომ ადრექრისტეანულმა ეკლესიამ წარმართული ქალღმერთების დემონიზირება მოახდინა და წინა პლანზე მამაკაცური საწყისი წამოაყენა. ეს ფრესკა, რომელიც სანტა მარია დელა გრაციეს სატრაპეზოს ამშვენებს, რამდენიმე ისეთ დეტალს შეიცავს, რომელზედაც ნამდვილად ღირს დაფიქრება...თუნდაც ის, რომ ყველაზე ღიღსშესანიშნავ ადგილას, უფლის გვერდით სწორედაც რომ ქალი ზის...კარგად დააკვირდით მის გრძელ, ტალღოვან წითურ თმებს, მოხდენილ ხელებს...კიდევ უფრო ახლოდან რომ დავაკვირდეთ აშკარად დავინახავთ მკერდის ნაკვთებსაც. ამ ფაქტს ნამდვილად ვერ ვუარყოფთ, რადგანაც ლეონარდომ სახელი სწორედაც რომ სქესთა შორის განსხვავებების გამოხატვით გაითქვა.
რატომღაც ამ ქალს ვერავინ ამჩნევს და ეს ცნობიერების ბრალია, რომელშიც ღრმადაა აღბეჭდილი ამ შედევრის სახეები და ის იმდენად ძლიერია, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენს მხედველობას ატყუებს. კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ თქვენ ეს ქალი ვერ დაინახეთ არის 1954 წლის ფოტოალბომები, სადაც ამ ფრესკის დეტალები მტვრით, ჭუჭყითა და სარესტავრაციო საღებავის რამდენიმე შრითაა დაფარული. მოგვიანებით ეს ფრესკა აღადგინეს , რამაც შესაძლებლობა მოგვცა გვენახა მისი ორიგინალი...ხელოვნებათმცოდნეების აზრით ეს ქალი მარიამ მაგდალინელი უნდა იყოს, რომელიც რატომღაც მეძავად მოიხსენიება, არადა უძველესი სამეფო გვარის წარმომადგენელი გახლდათ...
პ.ს. ისე ცნობისთვის, და ვინჩი რაღაც დროის მანძილზე საიდუმლო ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ, რომელსაც ერთი საიდუმლო უნდა დაეცვა...ამ ორგანიზაციას სიონის პრიორატი ერქვა...მასში ასევე ისააკ ნიუტონი, სანდრო ბოტიჩელი, ვიქტორ ჰიუგო და სხვანი მრავალი საზოგადო მოღვაწეები შედიოდნენ...
ისე, ურიგო არ იქნებოდა, რომ და ვინჩის სხვა შედევრებიც განგვეხილა. მაგ: "მონა ლიზა" ან "ვიტრუვიუსის ადამიანი", "მადონა მღვიმეში"...
მაინტერესებს რატომ ენიჭება ამხელა მნიშვნელობა და ვინჩისეულ "საიდუმლო სერობის" ხედვას? თუნდაც მარიამ მაგდალინელი ჰყავდეს გამოსახული.
nikolas
თუ მაგდანილეია გამოსახული, მაშინ მე-12 მოციქული სადაა?
ქვენა, გეთანხმები, რომ მარიამ მაგდალინელის მეძავობა, მართლაც კათოლიკური ვერსიაა, თუმცაღა... მის ვერც უკეთეს დახასიათებას მართლმადიდებლურ სახარებაშიცვერ ვკითხულობთ...ისე ცნობისათვის, სახარება რომის იმპერატორის კონსტანტინეს მიეს არის შედგენილი, სადაც იესო ქრისტეს მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება განიხილება...თავდაპირველად, საღვთო წიგნში შესატანად 80-ზე მეტი სახარება განიხილებოდა, რომელთაგან მხოლოდ ოთხი "ხელსაყრელი" აირჩიეს (ჩამოთვლას არ დავიწყებ), დანარჩენი კი გაანადგურეს. თუმცაღა 1945 წელს ნაგ ჰამადში და 1950 წელს ყურმანის მახლობლად, მღვიმეებში არქეოლოგებმა ძალზედ საინტერესო გრაგნილებს მიაკვლიეს, რომელთაც კოპტურს უწოდებენ...ამ გრაგნილებში იესო ქრისტე წარმოდგენილია როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და არა ღვთაება...კონსტანტინემ ისე დააყენა საკითხი, რომ ვინც მის მიერ შედგენილ სახარებას არ აღიარებდა ავტომატურად ცხადდებოდა ერეტიკოსად. საკუთრივ სიტყვა "ერეტიკოსი", ლათინურად "haereticus" ნიშნავს- არჩევანს. არჩევანს კონსტანტინეს სახარებასა და დანარჩენ სახარებებს შორის, რომლებიც როგორც ვთქვი, მწვალებლურად მიიჩნიეს...მეცნიერები თვლიან, რომ კონსტანტინემ ქრისტეს გავლენა და დიდება საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენა და ჩვეულებრივი ადამიანისაგან ღვთაება გახადა და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ შეენარჩუნა ძალაუფლება და დაეშოშმინებინა რომის იმპერიის მოსახლეობა, რომელიც დაყოფილი იყო წარმართებად და ქრისტეანებად და ერთმანეთს ეომებოდა...ვერ ვიტყვი, რომ მეცნიერთა აზრს ვემხრობი, თუმცაღა იმის უარყოფა, რომ სხვა სახარებებიც არსებობდა არ შეიძლება... ახლა ერთ ძალზედ საინტერესო ფრაგმენტს მოგიყვანთ, რომელიც ამოღებულია ფილიპე მოციქულის სახარებიდან...
"ჩვენი მხსნელის მხლებელი- მარიამ მაგდალინელი. ქრისტეს ის ჩვენზე უფრო უყვარდა და ხშირად კოცნიდა ტუჩებში. დანარჩენებს სწყინდათ და უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ისინი ეუბნებოდნენ: "ნუთუ ის ჩვენზე უფრო გიყვარს?"
მარიამ მაგდალინელის სახარებიდან:
"და თქვა პეტრემ: "რა? მხსნელი მართლაც ესაუბრებოდა ქალს ჩვენს გარეშე? ამიერიდან ამ ქალს უნდა დავუჯეროთ? ის ჩვენ გვამჯობინა?" და ლევიტმა უპასუხა მას: "შენ ყოველთვის ღელავ პეტრე, ახლა კი ამ ქალთან დაპირისპირება გადაწყვიტე. თუ კი თავად მხსნელმა გამოირჩია ის, რა უფლება გაქვს შენ უაყო იგი. მხსნელი კარგად იცნობს მას, ამიტომ უფრო მეტად უყვარს ვიდრე ჩვენ!"
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ეს სახარებები არ არის შეტანილი ახალ აღთქმაში...დასკვნა თავად გამოიტანეთ...
პ.ს. მე პირადად მშვენივრად ვარჩევ მკერდს...ხო, ისე მარიამ მაგდალინელი ბენიამინის გვარის გამგრძელებელია...დანარჩენს მოგვიანებით დავწერ...
nikolas
დაფიქრდი ძმაო რას ამბობ
ყოველი ცოდვა მიეტევება ადამიანს, გარდა სულიწმინდის გმობისა
athos
შენ იცინე და ასე მგონია სჯერა ამ კაცს
ikanosi
იოანე მოციქულს ხშირად გამოსახავდნენ მოზარდის სახით, რადგანაც იყო კიდეც საკლესიო ტრადიციის მიხედვით. ხოლო და ვინჩის ნახატი, რომ მის გავლენას განიცდის უდაოა. მეორე და მთავარი არგუმენტი, არანაირი რაციონალური ლოგიკა არ არსებობს იმაში, რომ საიდულო სერობიდან გააქრო ერთი მოციქული და მის ადგილზე ჩასვა ის ადამიანი, რომლის შესახებაც არცერთი სახარება, როგორც კანონიკური ისევე არაკანონიკური და აპოკრიფული არაფერს საუბრობს, როდესაც გარკვევით არის ლაპარაკი 12 მოციქულზე. მოკლედ ეს იდეა, რომ სისულელეა ძირშივე ნათელია.
მეგონა დეისაძეზე იყო თემა გახსნილი, საიდუმლო სირობაზე
ეეჰ...ესა გვაქვს ქართველებს პრობლემა ხანდახან არ ვუკვირდებით ხოლმე დაწერილის შინაარსს...სადმე ვახსენე რომ მე მჯერა ამის ? ეს მხოლოდ ერთ-ერთი ჰიპოთეზაა მილიონიდან აღებული...ასე რომ ნუ გაამძაფრებ ყველაფერს ფლიიზ
დეს...დიდი სიამოვნებით წავიკითხავ...მომაწოდე რაა...
nikolas
უკაცრავად მაშინ, ისე ჩანდა თითქოს ეს შენი პირადი დასკვნები ყოფილიყოს
ქევანა კამათი არ დამიწყიაა...და არც ვემხრობი...მაგრამ ფაქტია რომ და ვინჩი მარტლაც იყო ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანებულიიი....
NIKOLA... მიდი-მიდი მიაწექი შენ გეტყობა დიდი მომავალი გაქვს, ეს ხუმრობით. ასეთ მკრეხელობებს, რომ აქვეყნებ არ გეშინია უფლის? თანაც რომელ საიტზე. ფრთხილად იყავ მეგობარო ფრთხილადა.
რეალობასთAნ რომელია ყველაზე Aხლოს? http://elizavetay.livejournal.com/211191.html
iohanan
г-н Семушин ესაა
რა Iყო მეღAდავები???
iohanan
არა არ "გღადავები"
მეეს მომეწონა
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience