მაინტერსებს თქვენი აზრი ნაციონალურ ხატებთან დაკავშირებით.
ნუ იმის მოყოლას არ დავიწყებ, თუ როგორ განსხვავდება ნაციები ერთმანეთისგან.
ადგილობრივ მოსახლეობას აქვს თავიანთი დამახასიათებელი მხატვრული სისტემა.
სადაც მკაფიოდ გამოიხატება მათი სახე, იქნება ეს - კანის ფერი თუ ნაქვთები.
რამდენად მართებულია ქრისტეს თუ სხვა წმინდანების ამ ფორმით დახატვა.
ისტორიულად ვიცით, რომ ისინი თეთრკანიანები იყვნენ (არ ვთვლი მოსე შავს და ა. შ.).
მაგრამ თუ ეს აადვილებს ლოცვას, გასაგები, ახლო და შინაური ხდება, რატომაც არა?
ცალკე შეიძლება ვიმსჯელოთ ქრისტეზე, როგორც ღმერთზე და ის აქ უკვე ყველა ეროვნებასა, თუ ნაციაზე მაღლა დგას და ძნელია ჩარჩოში მოაქციო.
მოკლედ გავშალოთ თემა.
თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე ხატს დავდებ:
აქაც შეოხედეთ
http://exeget.panikarolinka.ru/misc/nationality.html
მე არ მომწონს მაინცდამაინც .
არ მიმაჩნია მთლად სწორად , თუმცა კომპეტენტური არ ვარ ამ სფეროში .
გურამ, დაგვისაბუთე რა.
მაინც რატომ არ მოგწონს?
ლოცვისთვის არ განგაწყობს, თუ კანონიკის დარღვევას ხედავ?
მე პირადად შეიძლება შავკანიან ქრისტეს ხატთან ვერ ვილოცო, მაგრამ ვისთვისაც ის
ახლობელია და უფრო ახლოსაა მის ნაციასთან და სულთანაც უფრო მიდის რა მოხდა რა ვიცი.
განსაკუთრებით ეთიოპიური ნიმუშები მომწონს, თითქოს პრიმიტიული მონახაზები,
და ფერების ჩასხმა, მაგრამ ეს დიდი თვალები და გამომეტყველება ძალიან მოქმედებს.
აი მაგალითად ეს ნიმუში, მე პირადად, ბევრ სუფთად ჩამოწიკწიკებულ ხატს მირჩევნია
http://www.radikal.ru
ალბათ ისეთი რამე არ უნდა აკადრო ხატს რასაც იმ წმინდანსაც არ აკადრებდი,
თორე ნაციონალური ელემენტებით გაჯერება და ა.შ. მგონიუ ბუნებრივია
qetevano
მეც გეთანხმები.
პრობლემას ვერ ვხედავ.
ეთიოპიური ხატები ძალიან მომწონს, გავშვური და გულუბრყვილოა.
ჩვენში დარჩეს და სვანური სკოლა ბევრი უცხოელისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელია.
მაგრამ არის ისტორიული ფაქტებიც, ხო?
დოგმატრუად (ცოტა ხმამაღალი ნათქვამია) ასეთი რადკიალური ცვლილება, თუნდაც კანის ფერის, რამდენად მისაღებია?
არ იყო შავკანიანი ქრისტე და რა ვქნა ახლა .
tamuna m
http://www.radikal.ru
ესეც რა კარგია
აი ვიპოვე ის გვერდი როგორც იქნა. სულ ქვეყნების მიხედვითაა დალაგებული. ბოლომდე ცამოუყევი ალბომებს და...
https://www.facebook.com/pages/ANNA-MAKAĆ-ikony-icons-icone-ikonen-иконы/208110239252607?sk=photos_albums
qetevano
ლამაზია
არ მომწონს და ჰააა....
საინტერესო რაღაცეებია, მაგრამ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ
https://www.facebook.com/media/set/?set=a.622056017858025.1073741831.208110239252607&type=3
tamuna m
რატო მშვენიერია ანგელოზიანი მაიკებით რომ დადიხარ
G_saxva
ჰო, მფარველობას გიწევს : )))
ეს მართლა მომეწონა, მიუხედავად კანონიკის დარღვევისა, მაინც იწვევს მისტიურ ემოციას
კარგით რა , მოგწონთ როგორც ხატი , ეგენი ?
მე არ მომწონს და არ მივიჩნევ სწორად ასეთ ხატებს....
ხატი უნდა იყოს ამოცნობადი, ოღონდ არ მარტო შარავანდედზე ჯვრით, უბიწოების ნიშნებით და ა.შ., არამედ პიროვნული ნოშნებითაც.... ჩვენ მაცხოვარს გამოვსახავთ იმიტომ, რომ ვიცით თუ როგორი იყო იგი. ხოლო მამა ღმერთის გამოსახვა იმიტომ არ მიიჩნევა სწორად, რომ იგი არავის არ ჰყავს ნანახი ვიზუალურად და არ ვიცით მისი პიროვნული ნიშნები. მართალია რუსეთში და ბალკანეთის ქვეყნებში დაიწყეს სამების "ზედმიწევნით" გამოსახვა და იქ ვხვდებით მამა ღმერთსაც, მაგრამ ეს იყო გავრცელებული ერეტიკული მოძრაობების წინააღმდეგ მიმართული, თუმცა მაინც არ არის გამართლებული.
თუ ჩვენ ვიცით როგორი იყო მაცხოვარი, მაშინ აღარ უნდა გამოვსახოთ იგი შავკანიანად.
ასევე არ არის მიზანშეწონილი სახელობითი ხატების დაწერა. მაგალითად თამაზის, ხათუნას, მანანას და ა.შ. რადგან არ ვიცით მათი პირობნული ნიშნები. ვინმს შეგიძლიათ თქვათ რომელიმე მათგანი ბავშVი იყო, მოხუცი, თუ საშუალო ასაკის? ან როგორ გამოიყურებოდნენ? ამიტომ არ არის გამართლებული ასეთი ხატების დაწერა
mariami-k
ვერ დაგეთანხმები.
ჩემი აზრით ხატი იმისთვის იწერება რომ ჩვენ სულთან ახლოს იყოს და თუ ნაციონალური ხატები ღმერთთან საუბრის უკეთეს საშვალებას გოვცემს არამგონია ვიზულას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. შეიძლება ვენი თვალთახედვით არასწორია მაგრამ თუ ადამიანს ეს შველის ლოცვაში პრობლემას ვერ ვხედავ, ხატის დანიშნულება ხომ ესაა ძირითადად.
ki, magram ase titqos vndilobt, rom ufalu gavzadot iseti rogoric ar yofila.... Anu, tqven gindat tqvat, rom tetrkaniani macxovris xati naklebad sulieria? Iqneb amit mtlianad istoria icvleba? Ebraelebi, romelta wiagshic ishva macxovari ar arian shavkanianebi. Mashin iqneb isic dagvewera, rom swored isini iyvnen rcheuli eri da shegvecvala bevri ram wminda werilshi? Saqmec magashia, ar igeb iset gmerts, rogoric aris da cvli mas da aqcev isetad, rogoradac shen mogwons.... Gamodis, rom realurad miugebelia shentvis iseti saxit , rogoric sinamdvileshi iyo.
mariami-k
რაშუაშია იმასთან რაც მე ვთქვი შენი ბოლო პოსტი? ვინმემ თქვა ისტორიის შეცვლაძე რამე? მაცხოვარი ყველასთივს იმფერი და იმნაირია როგორიც მის სულთან უფრო ახლო იქნება. მთავარია ადმიანისთვის სულიერების მხრივ იყოს დამხმარე რაც თავად ხატის დანიშნულებაა თორემ ვის როგორი მოსწონს ეგ უკვე სხვა საქმეა.
მასე თუა მარიამ, მაგალითად თევზი სიმბოლურად იესო ქრისტესაც გამოხატავს ხოლმე და სინამდვილეში თევზი ხომ არ იყო არა? რა მოხდა თუ ადმიანი მუქკანიანს გამოხატავს როცა მის ქვეყანაში სულ ასეთები არიან და მათთვის უფრო ახლობელია.
აი თუ დააკვირდები რუსები უფრო რუსულ სახეს უხატავენ, ბერძნები თავიანთებურს, ჩვენ ჩვენებურს და ა.შ. და არაა გასაკვირი როცა ვირაც აფრიკელი აფრიკულ სახეს დაუხატავს.
qetevano
მეც მასე ვფიქრობ არსებობს რაღაც კანონიკა რაც აუცილებელია ხატის დაწერისას მაგალითად მაცხოვრი ჯვარცმაზე როგორ უნდა გამოსახო ან მაკურთხებელი ხელი როგორ უნდა ჰქონდეს და ა.შ მაგრამ ის რომ ზოგი ტუჩს თვალს ცხვირს სახის კონტურებს და მსგავს რამეებს სხვადასხვანირად ხატავს ეს სუფთა ნაციონალური თემაა.
თქვენი არ ვიცი მაგრამ არ მე მომწონს.
ბარემ ერთ რაღაცასაც გკითხავთ რაა, იქნებ მიპასუხოთ. რატომაა რომ საეკლესიო მაღაზიებში რაც კი ხატები იყიდება 70% მაინც რუსული დამწერლობითაა. წმიდა ნინოს ხატი ვნახე და მასაც კი რუსულად ეწერა.....
qetevano
mariami-k
და მაინც ვცდილობთ ღმერთი რაღაც კანონებში და საზღვრებში მოვაქციოთ : ))
არ ვამტკიცებ, რომ სწორია ეს ფორმა, მაგრამ ვამბობ, რომ მსგავსი გამოსახვა ჩემთვის მისაღებია, თუ ეს ლოცვითი განწყობას ემსახურება.
მარიამ, მეთანხმები იმაში, რომ ეს ხატი სხვა ნაციისთვის შეიძლება ძალიან მიუღებელი იყოს?
აქ თითქოს წმ. გიორგი ბავშვია და ესეც შეიძლება კანონიკურ და ისტორიულ დარღვევად ჩაითვალოს.
სახელობითი ხატები ცოტა არ იყოს, ჩემში გაღიზიანებას იწვევს.
ზოგადად მარიამის ნათქვამია მართალია, მაგრამ არის რაღაცა კანონებზე უფრო აღმატებული და ესაა - გრძნობაა.
კანის ფერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ეთიოპიური ხატები უფრო ახლოსაა რეალობასთან, ვიდრე მაგალითად ეს რუსული ხატი:
http://www.russiawholesale.com/images/uploads/ICON%20CHRIST%203X2.5.jpg
რადგან მაშინდელი ებრაელები მუქკანიანები იყვნენ, შავი ფერის თმებით და თვალებით.
მაგრამ მთავარი ისაა რომ გამოისახება განკაცებული ღმერთი, რომელსაც აქვს ღვთიური და ადამიანური ბუნება. ადამიანური ბუნება კი ყველა რასის ადამიანისთვის საერთოა.
Hercules
გეთანხმები, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ხატწერის ისტორია ახალი აღთმიდან მოდის, სწორედ იმ პერიოდიდან, როდესაც ღმერთი განკაცდა, ხო?
აი მსოფლიო კრებებზე თემა რომ გვქონოდა, მეშვიდე კრებასაც მოვიშველიებდით : ))
Hercules
რათქმაუნდა დაუშვებელია ჩემთვის ამგვარი ხატები,როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის....... თურათქმაუნდა სხვათვალით შევხედავთ როგორც ხელოვნების ნიმუშებს შეიძლება სხვაგვარად განვიხილოთ.
ყველას საკუთარი აზრი გააჩნია ამ თემაზე,გასაგებია,მაგრამ რეალობა ისაა რომ ეს ნამდვილად კანონიკის დარღვევაა,ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ,ჭეშ მარიტება ერთია... ნუ დაგვავიწყდება ის რომ პირველი გამოსახულება თვით უფალმა დაგვიტოვა,ვგულისხმობ ხელთუქმნელ ხატს მაცხოვრის გამოსახულებით მანდილიონზე,პირველმა ხატმწერმა,ლუკა მახარებელმა,რომელმაც დაწერა ღვთისმშობლის ხატი ყრმით ხელში "ოდიგიტრია" ანუ გზის მაჩვენებელი,აქ არც მაცხოვარია შავკანიანი და არც გვთისმშობელი.ამით მე იმის თკმა მინდა რომ ჩვენი გადასაწყვეტი არა არის რომელი წმინდანი როგორ გამოვსახოთ,ჩვენ უნდა დავემორჩილოთ იმ დოგმატიკას და კანონიკას რაც ჩვენმა,მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაგვიტოვა.ვიგაცას როგორ მოუნდება ხატის გამოსახვა ისე გამოსახოს ესე არარის... ის ფაკტი თქვენ ეს ხატი მოგწონთ თუარა ეს თქვენი გადასაწყვეტია მაგრამ იცოდეთ რომ ეს ხატი არ არის ხატი მაცხოვრის გამოსახულებით. ამის გარდა მთელი რიგი კანონოკა არსებობს მაცხოვრის გამოსახვისა გარდა კანის პერისა...
datoooooo
რა მკაცრი და რადიკალური ხარ : )))
კანის ფერის გარდა, სხვა რომელი კანონიკური დარღვევა ნახე და რომელ ხატში.
უფრო კონკრეტულად ვიმსჯელოთ
საინტერესო იქნება
აბა ამაზე რას იტყვით?
http://gorbutovich.livejournal.com/10991.html?thread=19695
ამ თემასთან ყოველთვის მკაცრი ვარ იმიტომ რომ ამ ხატის ავტორი მკრეხელობაში გადადის.კანის ფერის გარდა დარღვევაა თმისა და წვერის განლაგება,მაცხოვარს მართლმადიდებლურ ხატებში ყოველთვის გრძელი და დაწყობილი თმა და წვერი აქვს.აბა ეს რაუბედურებაა ეგრედწოდებული ბლანჟე და მოკლედ შეჭრილი თმა)) და კიდევ კისერზე მძივები.რაც შეეხება სომხურ მინიატურებს მე თავიდანვე ავგნიშნე ის რომ თუ ამ ხატებს შევხედავთ ხელოვნების ნიმუშებს მე მომწონს,მაგრამ რაღათქმაუნდა დარგვევები აქაც არის,მაგალითად ის რომ ღვთისმშობელს არ აქვს ქალწულების აგმნიშვნელი ნიშანი,სიმბოლო,მხრებსა და თავზე,რაც ნიშნავს იმას რომ ღვტისმშობელი იყოქალწული იესოს დაბადებამდე,დაბადებისას და დაბადების მერე,ანუ ყოვლად უბიწო.
კარგი მაშინ ერთ კითხვას დავსვავ,ამ ხატში ქრისტეს ხედავ?
პირველ და მეორე ხატში
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience