ხშირად მართლმადიდებლურ ტაძარში ისეთ სიმბოლოს წააწყდები რაც წარმართულ ან ოკულტურ ტაძარს უფრო შეშვენის, რაც გაოცებას იწვევს.
ეს პენტაგრამა სოლინიდანაა ,ხორვატია, წმინდა პეტრეს და მოსეს ტაძრიდან.მეათე საუკუნის ტაძრიდან.
მართლმადიდებლურ და ზოგადად ქრისტიანულ ტაძრებში ამ სიმბოლოს , როგორც წარმართულს და ოკულტურს არ ხმარობდნენ.
ძველ ბაბილონში ეს სიმბოლო ნიშნავდა ამქვეყნიურ სიძლიერეს , გავრცელებულს ქვეყნის ოთხივე მხარეს და ჰაერში.
შეადარეთ საბჭოთა ან ამერიკულ სამხედრო , სიმბოლოს, რომელიც სწორედ ამქვეყნიური ძალაუფლების შინაარსს ატარებს.
თათარაშვილი
საზოგადოდ ქრისტიანული იკონოგრაფია წარმართულ გარემოში იშვა, შესაბამისად, ღვთისმეტყველებამ შეითვისა არა მხოლოდ რაციონალური ენა ანტიკური ფილოსოფიური არსენალიდან, არამედ ყველა კულტურული ნიშან-თვისება
დათიკო
დღეს კაბალისტიკაში , მაგიაში და სატანურ სიმბოლიკაში გამოიყენება, როგორც ამოყირავებული ისე სწორად მდგომი, მაგრამ ქრისტიანულ გარემოში ეს შემთხვევა ნამდვილად გამონაკლისია.
ბევრი შეცდომა ხანდახან უცოდინარობით ან სწორედ არაეკლესიური ავტორიტეტის გავლენით ხდებოდა, რომელიც აფინანსებდა მშენებლობა-მოხატულობას.
სარდიონ
დათიკო
მართალია, ის გაჩაჩხული და ხელებგაშლილი ადამიანის სიმბოლოცაა რაც ადამიანის ჰარმონიულ საწყისებს განასახიერებს.
მაგრამ ვიმეორებ ქრისტიანნულ ღვთისმეტყველებაში და სიმბოლიკაში ის პრინციპულად არსად არ გვხვდება და ალბატ ხვდები რატომაც.
აი რიტუალური საგანიც:
სარდიონ
მე მაგალითად ხუთქიმიანი ვარსკვლავი ხატზეც მინახავს; წმ. ნიკოლოზს ხელში სახარება უჭირავს და სახარებაზე რატომღაც ხუთქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული.
პ.ს.
სარდიონ
კარგი თემაა
5 ქიმიანი ვარსკვლავი, იგივე სოლომონ მეფის ვარსკვლავი ანუ ბეჭედი.
ის ცნობილი იყო უძველესი დროიდან როგორც ასტროლოგიური,
მაგიური სიმბოლო.
მეფე სოლომონმა თავკიდე ქვაკუთხედზე ამოაკვეთინა, როცა ტაძარს აშენებდა, ამიტომ მასონურმა თუ სხვა ოკულტურ მისტიური მიმართულების წრეებმა თავის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ გაიხადეს და უკავშირებენ სოლომონის ტაძრის მომავალ აღდგენას, სადაც უნდა გამეფდეს მომავალი ერთმმართველი, ქრისტიანული ტრადიციით, ანტიქრისტე.
საბჭოთა სინამდვილეში ეს სიმბოლო სწორედ ოკულტური სამყაროდან და მსოფლიოს ერთთმართველობის იდეიდან მოვიდა.
ლეონტი
გეთანხმები. მასონური ორგანიზაციების და სატანისტების სიმბოლოდაა ქცეული და ხატზე რატომ იყო გამოსახული გამიკვირდა
orthodox-georgia
ევროპაში მასონური მოძრაობის წარმოშობაზე ვკითხულობდი და იქ შემხვდა ფაქტები მასონური სიმბოლოების მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამკვედრების შესახებ.
ზოგიერთი მდიდარი მასონები, რომლებიც ეკლესიების მშენებლობა, მორთვა მოკაზმვას აფინანსებდნენ, ცდილობდნენ და ახერხებდნენ მასონური სიმბოლოების ეკლესიაში დანერგვას.
ტოლერანტულ და ყველა ერთი ღმერთის შვილები ვართ განწყობის საფუძველზე.
ასე მოხვდა ხუთქიმიანი ვარსკვლავი 18 ე საულუნის ბოლოს ხატებზე აგრეთვე ამავე პერიოდიდან გვხვდება ეგრეთ წოდებული "ვსევიდიაშეე ოკო"
ფრესკებზე და ხატებზე, რაც ცნობილი ძველეგვიპტური ჯადოქრული ხოლო დღეს მასონური სიმბოლოა და მანამდე მართლმადიდებლურ გამომსახველობაში , როგორც საღვთისმეტყველო სიმბოლო , უბრალოდ არ არსებობდა.
ვსევიდიაშეე ოკო:
აქ წერია:
"Novus ordo seclorum"-ახალ წყობა უკუნითი უკუნისამდე.
პეტერბურგში ისააკის ტაძარში:
ეს კი წმ. სტეფანეს კათოლიკური ტაძარია ვენაში:
სარდიონ
საინტერესო თემაა სადღაც მქონდა მასალებიც მოვიძიებ და შემოგიერთდებით.
აბო.
სარდიონ
მნათე
იკონოგრაფიის წესები და კანონები საეკლესიო კრებებმა გადაწყვიტა. მოდი ვენდოთ წმინდა მამებს........
всевидящее око
ეს მართლმადიდებლური, რუსული ხატია. მისი მრავალი ასლი არსებობს და რას იტყვით ამ ხატზე?
საეპისკოპოსო ჯვრების, სამღვდელო ჯვრების სხვადასხვაობა..მათი შინაარსობრივი და მისტიური დატვირთვა,განმარტება. --ვინმეს მოეძებნება მსგავსი ინფორმაცია?
ზემოთხსენებულ ვარსკვლავს რაც შეეხება -მინდა დავამატო --ხუთქიმიანი ვარსკვლავი-ადამიანის სიმბოლოცაა --ხელები ,ფეხები,თავი ..მას თეთრ მაგიაში იყენებენ... შავი მაგია კი გადმობრუნებულ პენტაგრამას იყენებს - ის თხის ,ჯიხვის ''იმიჯით'' არის ხშირად ''შემკული'' (შავ ფონზე თეთრად უყვართ სატანისტებს მისი ..და საერთოდ .. წერა)..)))
მე რამდენადაც ვიცი 5 ქიმიანი ვარსკვლავი ძველი ებრაული სიმბოლოა,და საერტოდ მასონური სიმბოლიკა დზველი ებრაული სიმბოლიკიდან მოდის, უბრალოდ საპირისპიროდ შეცვლილი საპირისპირო იდეისტვის, ტუნდაც ამოტრიალებული ჯვარიც სატანისტური სიმბოლოა. ეს აი ნოვ )
.
საინტერესო თემაა
http://imageshack.us/photo/my-images/259/25115212803091394555348.jpg/
Uploaded with http://imageshack.us ნახეთ როგორ შეიცვალა
მოგესალმებით ტატუ დავიხატე რომელზეც მხოლოდ ყოვლისმხედველი ოკოს თვალია გამოსახული და მითხრეს რომ არაქრისტიანულია ,მე ქრისტიანი ვარ და არ ვიცი ამ ნიშანს ნამდვილად ააქვს თუ არა სატანისტური დატვირთვა , თქვენი რჩევა მჭირდება.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience