თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო ხელოვნება _ ომის თემაზე დაწერილი ფრესკა

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Sep 25 2008, 04:53 PM

http://www.radikal.ru

მშვიდობის თავადი
მხატვარი: მამუკა კაპანაძე
სექტემბერი 2008

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 25 2008, 04:54 PM

wub.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Sep 25 2008, 05:29 PM

Misha Songulashvili


პირველად ვნახე ხატზე ტანკი smile.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Sep 25 2008, 05:38 PM

: )

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 25 2008, 05:41 PM

ციტატა(Genesis @ Sep 25 2008, 05:29 PM) *

Misha Songulashvili
პირველად ვნახე ხატზე ტანკი smile.gif

კრემლი? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 25 2008, 05:45 PM

ხოდა, სად არის ეს ფრესკა?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 25 2008, 06:55 PM

მგონი სადღაც კედელზეა მიხატული, ან რკინის ღობეზე (??) unsure.gif
მარა იესოს სახე და თვალები მომწონს ძალიან. კეთილია smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 25 2008, 06:57 PM

მეც მომწონს, რავი, მომწონს და ახლა არ მირტყათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: natiko თარიღი: Sep 25 2008, 07:16 PM

სადაა მართლა ეს ფრესკა, პირველად ვხედავ ასეთ ფრესკას unsure.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 25 2008, 07:18 PM

kato_Bato
მოწონებით მეც მომწონს,
თუმცა მაინც მრავალი რამე ორაზროვნადაა წარმოჩენილი smile.gif, ამიტო მხატვარს ამით რისი თქმა უნდოდა ბოლომდე ვერ ჩავწვდი. შეიძლება არც არაფერი ბევრის და მე ვცდილობ დავინახო smile.gif
მარა, მაინც საინტერესოა, რამხელაა ვინც დახატა და რამ აიძულა, ესე დაეხატა smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 25 2008, 07:21 PM

k@the
უი, ბავშვი და ორსული ქალი ახლა დავინახე... sad.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 25 2008, 07:24 PM

kato_Bato
ჰო, ერთი შეხედვით, იესოს გამოსახულება მომწონს, მარა მის გარდა კიდევ ბევრი დეტალია და
რა დატვირთვას ატარებს ნახატზე, რისი თქმა უნდოდა ამით? განაწყენებაა, თუ სასოება, თუ სხვა რამ, მე არ ვიცი smile.gif. ამიტომ მაინტერესებს ასაკი დამხატავის და კიდევ ცოტა მეტიც, მასზე smile.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Sep 26 2008, 02:04 PM

kato_Bato

ციტატა
ხოდა, სად არის ეს ფრესკა?

ეს ფრსკა არის საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის კათედრალში. შექმნილია ამავე ეკლესიის იკონოგრაფიის სკოლაში.

მხატვარი აღწერს საქართველოში აგვისტოს მოვლენების დროინდელ სიტუაციას.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Sep 26 2008, 02:30 PM

Misha Songulashvili

ციტატა
ეს ფრსკა არის საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის კათედრალში. შექმნილია ამავე ეკლესიის იკონოგრაფიის სკოლაში.

მხატვარი არწერს საქართველოში აგვისტოს მოვლენების დროინდელ სიტუაციას.

აღარ ვარგა biggrin.gif
მაგარი ლამაზი და შინაარსიანი ნახატია!

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 26 2008, 05:35 PM

ქავთარაძე

ციტატა
აღარ ვარგა

laugh.gif laugh.gif laugh.gif
umnik3.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Oct 1 2008, 05:13 PM

ქავთარაძე
kato_Bato

ციტატა
აღარ ვარგა

smile.gif ამ ფრესკის ერთადერთი ნაკლია არაა?

ციტატა
რა უცნაური ფრესკაა

აბსოლიტურად გეთანხმები


Genesis
ციტატა
პირველად ვნახე ხატზე ტანკი

თვითმფრინავი და ბომბები რომელ ხატზე ნახე ზურა?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 1 2008, 05:20 PM

Misha Songulashvili
ულამაზესი ნახატია smile.gif იდეაც დიდებული smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Oct 1 2008, 06:23 PM

ძალიან ორიგინალური ნაშრომია... სუპერმოდერნისტული სტილი იკონოგრაფიაში...

თუ უძველეს საუკუნეებში ხატზე შეიძლებოდა იმდროინდელი თანამედროვე იარაღის - შუბის, ფარის, ხმლის ან ხანჯლის გამოსახვა, დღესაც დასაშვებად მიმაჩნია დღევანდელი იარაღის - ტანკების და ბომბდამშენების დახატვა.

მთავარი მაინც შინაარსობრივი მხარე. ორიგინალურია კრემლის/მოსკოვის პანორამული გამოსახვა, როგორც ბოროტების იმპერიის, რომლის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა მშვიდობა წაიღო საქართველოდან და ნაწილობრივ მსოფლიოდანაც...

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Oct 1 2008, 08:32 PM

მე არ მომწონს... ხატი ლოცვაში უნდა ეხმარებოდეს ადამიანს (ასე ამბობენ) და ამ ხატმა კი ზედმეტი ფანტაზია და აგრესია, გაბრაზება შეიძლბა გამოიწვიოს ადამიანში... ლოცვა კი არა შეიძლება ზოგიერთმა წყევლა დაიწყოს))))))) ხატი ნაკებად უნდა გამოხატავდეს "ამქვეყნიურობას"

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Oct 1 2008, 08:51 PM

რაღაც ვერ აღვიქვამ ხატად huh.gif
მაცხოვრის გამოსახულება მომწონს, მაგრამ... dntknw.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Oct 1 2008, 09:30 PM

ციტატა
რაღაც ვერ აღვიქვამ ხატად
მაცხოვრის გამოსახულება მომწონს, მაგრამ...

+1


პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Oct 2 2008, 03:28 PM

Маиа

ციტატა
მე არ მომწონს... ხატი ლოცვაში უნდა ეხმარებოდეს ადამიანს (ასე ამბობენ) და ამ ხატმა კი ზედმეტი ფანტაზია და აგრესია, გაბრაზება შეიძლბა გამოიწვიოს ადამიანში... ლოცვა კი არა შეიძლება ზოგიერთმა წყევლა დაიწყოს))))))) ხატი ნაკებად უნდა გამოხატავდეს "ამქვეყნიურობას"

ცენტრში იყურე, მაცხოვარს უყურე. თუ წყევლა შეგიძლია ხატის წინ დაიწყევლები თუ ტუალეტში ამას რა მნიშვნელობა აქვს? ისე გეთანხმებით არაა ტიპიური ფრესკა... შეგიძლიათ არც აღიქვათ ფრესკად და უბრალოდ სურათად აღიქვათ. მარა რეალობას თუ ფრესკა აღწერს შეცდომა სადაა? მაგ ფრესკის წინ შეგიძლიათ შემდეგი შინაარსის ლოცვა თქვა _ რომ შენ ხარ ერთადერთი იმედითქო (უფალს მიმართოთ) მგონი ასეცაა ფრესკაზე... თუმცა არაა სავალდებულო ლოცვას შეუდგეთ მაგ ფრესკის დანახვაზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 2 2008, 03:37 PM

Misha Songulashvili
ყველაფერი კარგად დაწერე ამის გარდა:

ციტატა
თუმცა არაა სავალდებულო ლოცვას შეუდგეთ მაგ ფრესკის დანახვაზე

ხატის წინ სწორედ რომ ამის სურვილი უნდა გიჩნდებოდეს!

P.S. ფრესკა მეც მომწონს.... smile.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Oct 2 2008, 04:04 PM

კანონისტი

ციტატა
ხატის წინ სწორედ რომ ამის სურვილი უნდა გიჩნდებოდეს!

ნუთუ???
მრავალი ხატის წინ, არც მე არ შემიძლი ლოცვა და არც არავის აქვს უფლება ვინმეს დააძალოს ლოცვა იმ ხატის წინ რომელიც არ მოსწონს. მაგ ხალხს არ მოეწონათ და რა ვუყო ეხლა??? ვეძახო ის რომ ხატი იმისაა რომ უნდა ილოცო და ჩქარა ილოცეტქო?

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Oct 2 2008, 10:03 PM

ციტატა(Misha Songulashvili @ Oct 2 2008, 03:28 PM) *

Маиа

ცენტრში იყურე, მაცხოვარს უყურე. თუ წყევლა შეგიძლია ხატის წინ დაიწყევლები თუ ტუალეტში ამას რა მნიშვნელობა აქვს? ისე გეთანხმებით არაა ტიპიური ფრესკა... შეგიძლიათ არც აღიქვათ ფრესკად და უბრალოდ სურათად აღიქვათ. მარა რეალობას თუ ფრესკა აღწერს შეცდომა სადაა? მაგ ფრესკის წინ შეგიძლიათ შემდეგი შინაარსის ლოცვა თქვა _ რომ შენ ხარ ერთადერთი იმედითქო (უფალს მიმართოთ) მგონი ასეცაა ფრესკაზე... თუმცა არაა სავალდებულო ლოცვას შეუდგეთ მაგ ფრესკის დანახვაზე biggrin.gif


კარგი ეხლა წყევლაზე ვიხუმრე კაცო, რავა ყველაფერს პირდაპირ იგებთ smile.gif არც ხატად და არც ფრესკად არ მომწონს... და სურათი იყოს biggrin.gif მასეთი ლოცვა რომ თქვა არაა განსხვავებული ხატი საჭირო, ყოველ მაცხოვრის ხატს მაგ შინაარსი აქვს მემგონი

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Oct 3 2008, 09:06 PM

და ჯვარი რატომ "გდია" მაცხოვრის ფეხქვეშ? ეგ ეტყობა ვერცერთმა შენიშნეთ.... ეს რამე კავშირსია, ომის მოვლენებთან? unsure.gif

პოსტის ავტორი: shota-rustavi თარიღი: Oct 3 2008, 09:21 PM

როგორც ნახატი კარგია... მომწონს... აზრიანია... ხატი ნამდვილად არაა ეს... smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Oct 5 2008, 06:38 PM

როგორც ფრესკას და ხატს ვერ აღვიქვამ და რა ვიცი... 003.gif
ჩემი აზრით, არც არის საჭირო ასეთი ტიპის "ნახატების" შესრულება.
თუმცა ჩემი აზრი ბევრს არაფერს ნიშნავს...

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Oct 5 2008, 06:42 PM

ციტატა(tamuna m @ Oct 5 2008, 06:38 PM) *

როგორც ფრესკას და ხატს ვერ აღვიქვამ და რა ვიცი... 003.gif

yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 6 2008, 03:24 AM

კარგი და საინტერესო, შინაარსიანი და დატვირთული ნახატია...
და რადგანაც ნახატზე უფალია გამოსახული, არ ნიშნავს, რომ იგი ხატია, მაგრამ რახან ხატი არ არის არ ნიშნავს რომ ცუდია smile.gif

კარგია;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Oct 6 2008, 05:48 PM

ძვირფასებო, ნუ ღელავთ biggrin.gif ეს ზოგისთვის ხატია, ზოგისთვის სურათი და ზოგისთვისაც კი მხოლოდ თეთრი ფურცელი kiss1.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 7 2008, 12:13 AM

მე პირადად მომეწონა smile.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Oct 9 2008, 05:14 PM

ალექსანდრე
საუკუნე არ გამოჩენილხართ ბატონო ალექსანდრე smile.gif
გამიხარდა თქვენი პოსტის დანახვა!

პოსტის ავტორი: gabriel turmanidze თარიღი: Oct 19 2008, 08:54 AM

მე დალიან გადავიტანე ეს ომი. user.gif user.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: T_a_M_o თარიღი: Nov 10 2008, 06:36 PM

ხატად ვერ აღვიქვამ და მგონი არც არის ხატი.. unsure.gif
პ.ს მაცხოვრის სახე ძალიან მომწონს.... user.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Jan 3 2009, 03:32 AM

შინაარსიანია!

საინტერესო იქნებოდა ჩვენთან ასეთი კანონიკური ხატის ან ფრესკის ხილვა smile.gif

პოსტის ავტორი: t@ko თარიღი: Jan 24 2009, 09:34 PM

ციტატა(sandro40 @ Oct 2 2008, 10:06 PM) *

მშვენიერი ნახატია და რამდენი წლისაა ბავშვი smile.gif



laugh.gif

მეც იგივე კითხვა მაქვს biggrin.gif


ეს ხატს არ ჰგავს აქ ახალგაზრდა მხატვრის ნახატს ვხედავ, ხატვის ტექნიკის მხრივ არანაირი სიახლე. შინაარსის მხრივ ირონიას უფრო ვხედავ ამ ნახატში...



პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Apr 13 2009, 06:44 PM

ფრესკა? არა მგონია კანონიკაში ჯდებოდეს... როგორც ნახატი ხოო ,მაგრამ ... რავიცი,რავიცი... user.gif g.gif

პოსტის ავტორი: salomeaa თარიღი: Jun 12 2009, 11:04 PM

ციტატა(qetevani-82 @ Apr 13 2009, 07:44 PM) *

ფრესკა? არა მგონია კანონიკაში ჯდებოდეს... როგორც ნახატი ხოო ,მაგრამ ... რავიცი,რავიცი... user.gif g.gif

მეც არა მგონია unsure.gif

პოსტის ავტორი: sophoo თარიღი: Sep 3 2009, 08:30 PM

ციტატა(Misha Songulashvili @ Sep 25 2008, 05:53 PM) *

http://imageshack.us

მშვიდობის თავადი
მხატვარი: მამუკა კაპანაძე
სექტემბერი 2008


ციტატა(Misha Songulashvili @ Oct 6 2008, 06:48 PM) *

ძვირფასებო, ნუ ღელავთ biggrin.gif ეს ზოგისთვის ხატია, ზოგისთვის სურათი და ზოგისთვისაც კი მხოლოდ თეთრი ფურცელი kiss1.gif


ამას როგორც ნახატს ისე აღვიქვამ. სუსტი შესრულებაა, მაცხოვრის სახეს თუ არ ჩავთვლით.
თითქოს ორი სხვადასხვა ადამიანის დახატულია, მაცხოვარი სხვამ დახატა, ფონი სხვამ.
ომის მოვლენები უფლებას არ გვაძლევს მხატვრებს ფონი ასე "მივაფუჩეჩოთ", თუნდაც ტანკი იყოს გამოსახული ან ატომური სოკო.
ოსტატურად უნდა იყოს ყველაფერი გადმოცემული...
ბოდიში და თითქოს მხატვარს "კრესტიკ-ნოლიკი" უტამაშია ფონზე. და მაცხოვრის სახის ასეთ გადმოცემას ესეტი შესრულებული ფონი არ ეკადრება smile.gif
თუ ფრესკას ხატავს მზად უნდა იყო ამისთვის და საგულდაგულოდ გააკეთოს ყველა დეტალი.
ან თუ ნახატს ხატავს მაცხოვარი ისე არ უნდა გამოსახო როგორც ხატზე (რაც არ უნდა ექსტრა-ორიგინალურობდეს მხატვარი).
ეს ჩემი აზრია..

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Sep 3 2009, 09:34 PM

sophoo

ციტატა
ამას როგორც ნახატს ისე აღვიქვამ. სუსტი შესრულებაა, მაცხოვრის სახეს თუ არ ჩავთვლით.
თითქოს ორი სხვადასხვა ადამიანის დახატულია, მაცხოვარი სხვამ დახატა, ფონი სხვამ.
ომის მოვლენები უფლებას არ გვაძლევს მხატვრებს ფონი ასე "მივაფუჩეჩოთ", თუნდაც ტანკი იყოს გამოსახული ან ატომური სოკო.
ოსტატურად უნდა იყოს ყველაფერი გადმოცემული...
ბოდიში და თითქოს მხატვარს "კრესტიკ-ნოლიკი" უტამაშია ფონზე. და მაცხოვრის სახის ასეთ გადმოცემას ესეტი შესრულებული ფონი არ ეკადრება
თუ ფრესკას ხატავს მზად უნდა იყო ამისთვის და საგულდაგულოდ გააკეთოს ყველა დეტალი.
ან თუ ნახატს ხატავს მაცხოვარი ისე არ უნდა გამოსახო როგორც ხატზე (რაც არ უნდა ექსტრა-ორიგინალურობდეს მხატვარი).
ეს ჩემი აზრია..


სოფო, შემიძლია დაგარწმუნოთ რომ აღნიშნულ ნამუშევარზე მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობდა...

რაც შეეხება სახეს, მე პირადად იესოს ცოტა სხვანაირად წარმოვიდგენ smile.gif
აი ფონი კი საინტერესოდ მიმაჩნია...
ბოლო ჯამში ვფიქრობ რომ კარგი ნახატია... და საკმაოდ დადებითი გამოხმაურებაც ჰპოვა დასავლეთის ქვეყნებში. რათქმაუნდა საქართველოში არა smile.gif

პ.ს.
რაც შეეხება კანონიკას, ბაპტისტებს ნუ მოსთხოვთ მართლმადიდებლური კანონიკის განმეორებას smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 4 2009, 09:22 AM

ციტატა(Misha Songulashvili @ Sep 25 2008, 04:53 PM) *

http://imageshack.us

მშვიდობის თავადი
მხატვარი: მამუკა კაპანაძე
სექტემბერი 2008



სახელმა მომხიბლა. მშვიდობის თავდი...

იცით ამ ნა-ხატმა რა გამახსენა? 1989 წლის 9 აპრილი, მაშინ იყო ასეთი სურათები ,,მოდაში,,. ახალგაზდრა გოგო დროშით, მაღალი, ამაყი, ფეხქვეშ რუსული ტანკებით....

რა ვიცი, ქართველებს თათარ-მონღოლებიც შემოსევიან, არაბებიც და ვინ მოთვლის ვინ აღარ, მაგრამ არ მახსენდება ისინი ხატზე გამოსახული ხმლებით ხელში.

თითქოს ბავშვა დახატა და ტავისი ემოცია გადმოსცა.

არადა, მაცხოვარი მომეწონა, მტრედით და სახელი-მშვიდობის ტავადი.

ალბათ ეს ნა-ხატი საუკუნეებს ვერ გაუძლებს, ამ წუთას ერთი ადამიანის სულიერ მდგომარეობას ასახავს, ომის შემდგომ არსებულ სულიერ მდგომარეობას...

და მაინც ბავშვების სურატების გამოფენა მახსენდება. გულუბრყვილო, რაღაც სუფთან ნახატები, ისეთი როგორსაც ხედავენ, როგორც შეუძლიათ რომ დახატონ.

ხატად ვერ აღვიქვავ. დასავლეთმა რა განიცადა არ ვიცი, ალბათ უფრო ემოციური ფონი.

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Sep 4 2009, 09:44 AM

ჩტოტა ნე ტო... smile.gif

ფერების თვალსაზრისით არ მომწონს, მაცხოვარსაც წითელი ფერი აცვია და ომის ფერებიც წითლადაა... ჩემი აზრით ნორმალური ნახატია მაგრამ ხელოვნება არაა ეს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)