მაინტერესებს რა სიმბოლური დატვირთვა აქვს საკმეველს (კმევას) და რამდენად აუცილებელია სახლში (ხატებთან, ოთახებში და ა.შ.) კმევა (რა თქმა უნდა არა მღვდლის საცეცხლურით)?...
lch
სულიწმიდის სიტკბოებას მოასწავებს, ნახშირზე დადებული საკმეველი სიმბოლოა ცხელი გულიდან შეწირული ლოცვის
თუ გინდა საცეცხლურის სიმბოლიკასაც გეტყვი
lch
საერთოდ ბიზანტიურ ღვთისმსახურებაში, ანუ ბიზანტიურ წესში, კმევა (ვგულისხმობ საცეცხლურის უკნიდან წინ გატყორცნას) სასულიერო პირის პრეროგატივაა. თუმცა ეს არ ეხება ე.წ "დასხმას" ანუ მყარ ზედაპირზე დადებული ნახშირის ხატებთან მოთავსებასა და ზედ საკმევლის დადებას.
საცეცხლურის სიმბოლიკა:
საცეცხლური შედგება ზედა და ქვედა ნაწილისგან, ზედა ნაწილის ზევით აქაჩვით, კვამლი იფრქვევა ჰაერში.
ქვედა ნაწილი (სადაც მოთავსებულია გახურებული ნახშირი და საკმეველი) სიმბოლოა მებრძოლი ეკლესიისა, რომელიც თავის გულმხურვალებას გზავნის ზეციურ ეკლესიაში (საცეცხლურის მეორე ნაწილი)
ხოლო ჯაჭვებზე დამაგრებული ჟღარუნები, განასახიერებს ეკლესიის გალობას უფლისადმი
ჩვენთან ნაპოვნია საცეცხლურები, რომლებიც წააგავს ჭიქას, ანუ აქვს ყური და არ აქვს ჯაჭვი...
საცეცხლური ლათინებშიც არსებობს და აქტიურად გამოიყენება:
ავგუსტინე
გაიხარე... მადლობა...
პ.ს.
ძალიან მიყვარს საკმეველი და დანთების პროცესი ნახშირის შხრიალი და შემდეგ სასიამოვნო სურნელები
"ღვთისმსახურებაში არსებობს სრული კმევა, რომელიც მთლიან ტაძარს მოიცავს, და მცირე კმევა, როდესაც უკმევენ საკურთხეველს, კანკელს და ამბიონიდან - მლოცველებს.
როდესაც უკმევენ წმინდა საგნებს - ხატებს, ტაძარს, ამით ჯეროვან პატივს მიაგებენ ღმერთს.
როდესაც ხალხს უკმევენ, ეს მოწმობს, რომ ყოველ მორწმუნეში სულიწმინდა იმყოფება,როგორც ღვთის ხატების მატარებელში.
ტრადიციის მიხედვით კმევის საპასუხოდ მიღებულია თავის მოდრეკა".
"საკმევლის სურნელი სულიერ ტკივილს კურნავს, ადამიანს სიმშვიდისა და დაცულობის გრძნობას ანიჭებს. გარდა ამისა, საკმეველი ხელს უშლის მიკრობების გამრავლებას ჰაერში, წყალში და რაც მთავარია, ორგანიზმში!"
"ფილტვებიდან ორგანიზმში შეღწეულ უმცირეს ნაწილაკებს წარმოდგენელი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს! საკმეველის კვამლში შემავალი ნივთიერებები ამარცხებენ სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას".
"საკმევლის სურნელი აძლიერებს მეხსიერებას. შუა საუკუნეების ხანის ექიმი, ამირდოვლატ ამასიაცი წერდა: "ცხელი და მშრალი ბუნების წყალობით საკმველი მეხსიერებას აძლიერებს, გულმავიწყობას კურნავს".
"მონასტრებში ძველთაგანვე ჯანმრთელობის გასაკაჟებლად საკმეველზე დაყენებულ წყალს სვამდნენ. საკმევლის კმევით შეპყრობილ ავადმყოფებს კურნავდნენ. საკმეველი ხომ, როგორც ლოცვა, უფრო სულის წამალია ვიდრე ხორცის. მაღალ ტემპერატურაზე ფისი ბიოაქტივიზატორებს გამოყოფს, რომლებიც ცნობიერების გაფართოებას უწყობს ხელს".
"დავაკმიოთ საკმეველი"
"საკმეველს ვუკმევთ ღმერთს კეთილსურნელებისათვის, რათა გარდამოგვივლინოს სულიწმინდის მადლი. საკმეველს ვაკმევთ ეშმაკის გამოც. მისთვის ეს სუნი მომაკვდინებელია, ვერ იტანს, იტანჯება და მირბის შერცხვენილი. აი, რატომ აკმევენ პარაკლისის დროს და მანამდე, სანამ დაიწყება საღმრთო ლიტურგია - საჭიროა ტაძრიდან ავი სულების განდევნა. უკმევენ ემბაზს ნათლობის საიდუმლოს დაწყებისას, რათა წყალში არ დაიმალოს შავი დემონი. აი, რატომ არის აუცილებელი საკმეველი ღვთის მსახურებისა და საიდუმლოთა შესრულების დროს".
"კაცია ხელის საცეცხლურია, რომელსაც ერისკაცები და სამღვდელო ხარისხის უქონელი მონაზვნები იყენებენ".
"კმევისას საკურთხეველი წარმოადგენს სამოთხეს, მღვდელი - ადამიანს, დიაკვანი - ანგელოზს, ტრაპეზი - ცხოვრების ხეს"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience