ალბათ ყოველი ჩვენგანი დასწრებია უწმიდესის ან ეპისკოპოსის მღვდელმსახურებას და შეამჩნევდით, რომ იგი გარკვეულწილად განსხვავდება ანალოგიური სამღვდელო მსახურებისგან
აქ დავდოთ სამღვდელმთავრო მსახურების თავისებურებანი და თანდათან განვიხილოთ მისი როგორც გარეგნული, ისე ლიტურგიკულ-თეოლოგიური სახე
დავიწყოთ წირვით
1. საეკლესიო ტიპიკონით, კვეთა ანუ პროსკომიდია უნდა დასრულდეს მღვდელმთავრის ტაძარში მისვლამდე. ჟამნი შეიძლება წაკითხულ იქნეს როგორც მისვლამდე, ისე მას შემდეგ
2. წირვის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე იწყება ე.წ. "ლოდინის ზარის" რეკვა, რომელიც არის თითო დარტყმა დიდ ზარზე ხანგრძლივი პერიოდებით
3. ტაძრის შემოსავლელში, კათედრაზე, ანალოღიასთან, ამბიონზე, კანკელის ხატებთან და ტრაპეზის წინ უნდა განთავსდეს სპეციალური მრგვალი ნოხი ე.წ. "არწივნი"
4. მღვდელმთავრის მოახლოების დაფიქსირებისას მნათე იწყებს სამეუფეო ზარების რეკვას რომელიც გაგრძელდება მღვდელმთავრის ტაძარში შესვლამდე
5. მღვდელმთავრის გამოჩენისას სამღვდელოება გამოდის აღსავლის კარით. მოძღვრები დგებიან ტაძრის შემოსასვლელთან, ხოლო დიაკვნები - სამეუფეო კათედრასთან. ამასთან, წინამძღვარს უჭირავს ხელში სინი, რომელზეც დაბრძანებულია ჯვარი, ხოლო პირველ დიაკონს - საცეცხლური
6. მას შემდეგ რაც მეუფე გადაკვეთს ტაძრის ზღურბლს, მეორე დიაკონის ხმამაღლა წარმოთქვამს სიბრძნით და პირველი დიაკონი ამბობს ჩამოლოცვის ლოცვას უპატიოსნესსა ქერუბიმთასა.... სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ. ამ დროს გუნდი გალობს ღირს არს....
7. მეუფეს შემოსასვლელშივე მოსავენ სამღვდელმთავრო მანტიით და წინამძღვარი გადაცემს ჯვარს. სამღვდელოება ემთხვევა ჯვარს, რის შემდეგაც მას მეუფე ისევ წინამძღვრას გადასცემს და თვითონ დაიძრება საკურთხევლისკენ, შეჩერდება შუა ტაძარში, ემთხვევა ანალოღიის ხატს და ადის ამბიონზე, სადაც ემთხვევა კანკელის ხატებს
8. კანკელის ხატების მოლოცვის დროს იკითხება დასაწყისი ლოცვები, და ხატების შესაბამისი ტროპრები
9. მოლოცვის შემდეგ, მეუფე მოტრიალდება პირით მრევლისკენ, ამ დროს მას მარცხენა ხელში გადასცემენ კვერთხს, ხოლო მარჯვენა ხელით აკურთხებს მრევლს. ამ დროს გუნდა გალობს ბერძნულენოვან საგალობელს ტონ დესპოტინ-ს
დანარჩენს მერე გავაგრძელებ......
კანონისტი
ძალიან საინტერესოა, ველოდები გაგრძელებას
დავით ივერიელი
გაგრძელება.....
10. მრევლის კურთხევის შემდეგ მღვდელმთავარი გადაინაცვლებს კათედრისკენ, სადაც იწყება მისი შემოსვა საწირვო შესამოსელით. მანამდე ის განიმოსავს მანტიას და ანაფორას, მოიხსნის კუნკულ-ბარტყულას
11. შემოსვა ხდება სახალხოდ. დიაკონი თითოეული შესამოსლით შემოსვისას დიაკონი წარმოთქვამს სათანადო ლოცვას, ხოლო გუნდი იმეორებს იგივე ლოცვას გალობით
12. შემოსვის შემდეგ წინამძღვარს გამოაქვს სინზე დაბრძანებული სამეუფეო მიტრა, 2 პანაღია და გულსაკიდი ჯვარი, ამ დროს საკურთხევლიდან გამოდიან მნათეები დიკირ-ტრიკირით
13. მიტრის დახურვის შემდეგ, მნათეები მღვდელმთავარს გადასცემენ დიკირს (მარცხ.) და ტრიკირს, რომელსაც იგი აღამაღლებს. ამ დროს პირველი დიაკონი ამბიონზე სახით მისკენ განსაკუთრებული ხმამაღლობით წარმოთქვამს უფლის სიტყვებს, რომელიც მან მოციქულებს უთხრა:
ესრეთ ბრწყინავდინ ნათელი შენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი შენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა შენსა ზეცათასა, ყოველადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. გუნდი იწყებს ტონ დესპოტინ-ს, ხოლო მღვდელმთავარი 4-ვე მხარეს დიკირ-ტრიკირით აკურთხებს მრევლს
14. სამღვდელოება გამოდის საკურთხევლიდან და განლაგდება მღვდელმთავრის მარჯვნივ და მარცხნივ. მეუფე წარმოთქვამს მეუფეო ზეცათაო-ს (ან ქრისტე აღდგა-ს ზატიკში), დიდება მაღალთა შინა... (3-ჯერ), რომლებს შორის 2-ჯერ ჩაერთვის უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ...
15. წირვის წინ წარმოითქმის:
დ: ჟამი არს მსახურებად უფლისა, .... მეუფეო გვაკურთხენ
მ: კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი, ყოველადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
დ: ამინ. ლოცვა ჰყავ ჩვენთვის... მეუფეო
მ: წარგიმართოს უფალმან სლვანი თვისნი
დ: ამინ. მოგვხსენე ... მეუფეო
მ: მოგიხსენოთ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოველადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
დ: ამინ
აღნიშნულის შემდეგ იწყება წირვა......
მაგარია დათუჩ. მემრე ცოტ ცოტა ჩაუღრმავდი ყველა საკითხს და უფრო უმაგრესი იქნება
საინტერესოა ძალიან გაგრძელებას ველოდები
16. წირვის დაწყებისას სამეუფეო კვერთხი მნათეს უჭირავს მეუფის მარცხნივ
17. დიდი კვერექსის დროს, იმ მომენტში როცა ხდება მწირველი მღვდელმთავრის მოხსენიება, სამღვდელოება ტრიალდება პირით მეუფისკენ
18. აღნიშნულის შემდეგ აღესრულება პირველი ხელთბანვა
19. მცირე გამოსვლამდე სამეუფეო კვერთხი გადაინაცვლებს საკურთხეველში
20. მცირე გამოსვლისას ტაძრის საკურთხევლის ჩრდილოეთ კარიბჭიდან გამოდის სამღვდელოება და მსახურთა დასი. თუკი მწირველი არის საქართველოს პატრიარქი, საპატრიარქო კვერთხი მოდის სულ წინ, ანუ ჯვარზეც წინ, სხვა შემთხვევაში, ჯვრის შემდეგ; მნათეებს ხელთ უპყრიათ შანდლები, დიკირ-ტრიკირი, ერთ-ერთი დიაკონი აკმევს, ხოლო პირველ დიაკონს მოაქვს სახარება
21. სამეუფეო კათედრასთან შეჩრდება მხოლოდ პირველი დიაკონი რომელიც მეუფეს ამთხვევინებს სახარებაზე და დიკირ-ტრიკირის მტვირთველი მნათეები, დანარჩენები განლაგდებიან ამბიონთან, ხოლო სამღვდელოება - კათედრასთან
22. მეუფე ემთხვევა სახარებას და უბრუნებს დიაკონს, რომელიც განაგრძობს გზას და ჯვრის სახით აღმართავს მას აღსავლის კარში და ხმამაღლა იტყვის სიბრძნით აღემართენით
23. ამ დროს მეუფეს გადასცემენ დიკირ-ტრიკირს, ხოლო გუნდი გალობს მოვედით თაყვანი-ვცეთ
24. მეუფე დაიძრება საკურთხევლისკენ, შეჩერდება ანალოღიამდე შუა ტაძარში და ამბიონზე მობრუნდება მრევლისკენ და დიკირ-ტრიკირით აკურთხებს მას
კანონისტი
კანონისტი
დათიკო
მემგონი მეც ეგრე ვიცი...
მხევალი ნინო
დათიკო
ვაგრძელებ.....
25. შესვლის შემდეგ მეუფე აკმევს საკურთხეველს და კანკელის ხატებს. ამ დროს იგალობება ის პოლლა ეტი, დესპოტა, აგრეთვე დღის და ტაძრის ტროპრები
26. საპატრიარქო მსახურების დროს წარმოითქმის საქართველოს მორწმუნე ერის, საერო ხელისუფლებისა და მსოფლიოს მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების მრავალჟამიერი
27. "წმიდაო ღმერთო"-ს გალობის დროს მეუფე გამოდის საკურთხევლიდან, მარჯვენა ხელში უპყრია დიკირი, ხოლო მარცხენაში - ტრაპეზის ჯვარი და აკურთხებს მრევლს შემდეგი სიტყვებით: გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან
28. სახარება იკითხება პირველდიაკვნის მიერ, შუა ტაძარში, პირით საკურთხევლისკენ
29. სახარების კითხვის წინ საკურთხევლიდან გამოაქვთ სამეუფეო ომოფორი, რომლის მტვირთველი მნათე ჩერდება სახარების გვერდით (ან დიაკონს შეაქვს საკურთხეველში)
30. სახარების კითხვაზე დიაკონი იღებს საგანგებო კურთხევას მღვდელმთავრისაგან, რომელიც სრულდება შემდეგნაირად:
დ - აკურთხე .... მეუფეო სიტყვანი კეთილმაუწყებელისა, წმიდისა დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა (სახელი)
მ - ღმერთმან ვედრებითა წმიდისა დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა (სახელი) გცეს შენ კეთილმითხრობაი ძალითა მრავლითა, აღსრულებად სახარებისა საყვარელისა ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა.
31. სახარების დასრულების შემდეგ მეუფე გამოდის აღსავლის კარში და დიკირ-ტრიკირით აკურთხებს მრევლს. იგალობება ის პოლლა ეტი, დესპოტა
32. "რომელნი ქერუბიმთა"-ს დროს ღია აღსავლის კარში აღესრულება სამეუფეო ხელთბანვა, რის შემდეგაც მღვდელმთავარი გადაინაცვლებს სამკვეთლოში და კვეთს 2 სეფისკვერს
33. დიდი გამოსვლის დროს ბარძიმს გამოაბრძანებს პირველი მღვდელი, ხოლო ფეშხუმს პირველი დიაკონი, ცალკე გამობრძანდება სამეუფეო ომოფორი.
34. მოსახსენებელს წარმოთქვამს მწირველი მღვდელმთავარი, რის დასრულების შემდეგაც მის მოსახსენიებელს ამბობს უპირატესი მღვდელმსახური
35. "რომელნი ქერუბიმთა"-ს შემდეგ აღსავლის კარი რჩება ღია
36. მრწამსის შემდგომ, მას შემდეგ რაც წარმოითქმის ვსდგეთ კეთილად.... მეუფეს საკურთხეველშივე გადასცემენ დიკირ-ტრიკირს, რომლითაც მეუფე გამოდის გარეთ აღსავლის კარით და წარმოთქვამს სამ ლოცვას, რომლის დროსაც ჯვარს გამოსახავს მრევლზე. ეს ლოცვებია:
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა
- და სულისაცა შენისა თანა
ზე გვაქვდინ გულნი
- გვაქვს უფლისა მიმართ
ვმადლობდეთ უფალსა
- ღირს არს და მართალ...
გასაგებია, ანუ უბრალო სასწავლებელი არ ყოფილა წირვა, მომავალი მღვდელმსხურები ალბათ ბევრს სწავლობენ, რომ ეს თანმიმდევრობა არ აირიოსრა რთული ყოფილა ,
მხევალი ნინო
ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. რას ნიშნავს ქართულად ის პოლლა ეტი დესპოტა? წინასწარ გიხდით მადლობას.
gio12
საინტერესოა სამღვმდელთავრო წირვა
ძალიან ბევრი ნიუანსებია, რაც შეიძლება არც ჩანდეს წირვის პროცესში ზოგადად
მაგ როგორი მიმართულებით უნდა იდოს თითოეული არწივი, რომელიც ლაგდება ტაძარში
რა თანმიმდევრობით უნდა იყოს სამეუფეო შესამოსელი დაკეცილი და როგორ ხდება შემოსვა
ეხ ვსწავლობ და ჯერაც ვერ ვისწავლე, ბევრი რამე არ ვიცი ჯერ
მოკლედ გულისყურით ველოდები კანონისტის შემდეგ პოსტებს
და საერთოდ ამ თემასთან დაკავშირებით
ხო მართლა სულ მინტერესებდა დიკირ-ტრიკინის სხვადასხვა ვარიანტებიდან რომელია უფრო მისაღები, როგორც შევამჩნიე სხვადასხვა მეუფე სხვადასხვანაირს ხმარობს, ისე ძირითადად ორია (სანთლების შეკვრის წესს ვგულისხმობ, ერთად შეკრული, და გადაჯვარედინებით გაყოფილი) არის რამე სხვაობა?
მე როგორც თავის დროზე ამიხსნეს ერთია ბერძნული სტილი მეორე რუსული. მაგრამ იქნებ მაინც თუ იცით ამიხსნათ უკეთ რა
ხო რამემ თუ დამაინტერესა კიდევ დავპოსტავ
აი იცით რა მაინტერესებს??? აი ადრე შუა საუკუნეების საქართველოში უმაღლესი სასულიერო პირი მარტო კათალიკოსით იწოდებოდა, ეხლა კიდევ კათალიკოს-პატრიარქი. რა არის მათ შორის განსხვავება???
piligrimi
მეც ეგრე ვიცი. გადაწერის წესიც განსხვავებულია: ბერძნებმა სამჯერ იციან გამოსახვა, ჩვენში უფრო ერთხელ ხდება
di_onise
კანონისტი
დიდი მადლობა
და თუ იცი როდიდან აქვთ ჩვენს წინამძღვრებს ეს წოდება?
di_onise
კანონისტი
მელქისედეკი მარტო კათალიკოსი არ იყო??
ეხლა ვუყურებ დიდოსტატს და ეგრეა
di_onise
კანონისტი
დიდი მადლობა. გაიხარე
თქვენის ნებართვით განვაგრძობ
37. ამის შემდეგ მღვდელმთავარი შედის საკურთხეველში მნათეებს გადასცემს დიკირ-ტრიკირს, და კითხულობს ევქარისტიის საიდუმლო ლოცვებს.
38. მღვდელმთავარი ამბობს: "ძლევისა გალობისა მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი"
გუნდი: "წმინდაო, წმინდაო, წმინდა უფალო საბაოთ..."
39. მღვდელმთავარი: "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი..."
"სვით ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი..."
30. "შენნი შენთაგან შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის"
გუნდი: "შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ უფალო და გევედრებით შენ ღმერთო ჩვენო"
მღვდელი აკურთხებს წმინდა ძღვენს, მას მოხსნიან მცირე ომოფორს გადასცემენ საცეცხლურს და მღვდელმთავარი ამბობს: "უმეტესად ყოვლად წმინდისა..."
გუნდი: "ღირს არს ჭეშმარიტად..."
BOO
დიკირ-ტრიკირი გამოიყენება სამღვდელმთავრო მსახურების დროს.
დიკირი არის ორი სანთელი რომელიც სპეციალურ შანდალზეა დამაგრებული და მაცხოვრის ორ ბუნებას განასახიერებს, ტრიკირი კი სამი სანთელია და სამებას განასახიერებს.
orthodox-georgia
კი სწორია როგორც ვიცი.
მაგალითად პატრიარქი "შენთას" ამბობს, ზოგიერთი ეპისკოპოსი ან მღვდელი კი "შენნის". ორივე სწორია. როგორც ვიცი ზოგიერთ კონდაკში პირველი შემთხვევა წერია, ზოგიერთში კი მეორე...
31. (შენიშვნა) თუ წირვაზე უნდა აკურთხონ იპოდიაკონი დიაკვნად მღვდელმთავარს არ მოხსნიან მცირე ომოფორს. ღირს არსის შემდეგ მთავარდიაკონი გამოდის აღსავლის კარში და ამბობს: ყოველთა და ყოვლისათვის. გუნდი იმეორებს. მღვდელმთავარი ამბობს: "პირველად მოიხსენე უფალო..." შემდეგ მღვდელი "და კუალად მოიხსენე..." ან "პირველად მოიხსენე..." ამის შემდეგ დიაკონი შედის საკურთხეველში და ამბობს: "... (ასახელებს მღვდელმთავარს) შემწირველი წმიდათა ამათ ზღვენთა უფლისა და ღვთისა ჩვენისადმი..." შემდეგ გამოვა ისევ აღსავლის კარით თავს დაუხრის მრევლს და შედის საკურთხეველში
32. ამის შემდეგ მღვდელი ამბობს ასამაღლებელს: "და მომეც ჩვენ უფალო ერთითა პირითა და ერთითა გულითა..." გუნდი "ამინ". მღვდელმთავარი მობრუნდება მრევლისკენ გადასახავს ჯვარს და ამბობს :"და იყვნენ წყალობანი დიდისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი თქვენ ყოველთა თანა."
გუნდი "და სულისაცა შენისათანა".
დათიკო როგორ ხარ? აქ შეიძლება შეგეხმიანო?
33. დიაკონი ამბობს თხოვნით კვერექსს: "ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა..."
34. მღვდელმთავარი: "და ღირს მყვენ ჩვენ მეუფეო..." გუნდი: "მამაო ჩვენო". "მშვიდობა ყოველთა" გუნდი: "და სულისაცა შენისათანა". დიაკონი: "თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ" გუნდი: "შენ უფალო". მღვდელი: "მადლითა და წყალობითა და კაცთმოყვარებითა...". დიაკონი: "მოხედენ" მღვდელმთავარი: "წმიდაა წმიდათა" და განტეხავს ტარიგს ოთხ ნაწილად. დაიხურება აღსავლის კარი და კრეტსაბმელი.
შენიშვნა: :"მშვიდობა ყოველთას" შემდეგ მღვდელმთავარს გაუკეთებენ მცირე ომოფორს.
35. საკურთხეველში ეზიარებიან სასულიერო პირები ხორცით და შემდეგ სისხლით, წაიკითხავენ სამადლობელ ლოცვას, ბარძიმში ჩაასვენებენ საზიარებელ ნაწილებს.
"დესპოტა" გასაგებია, მაგრამ უწმიდესის შემობრძანებაზე გუნდი ქართულად რო გალობს "ქრისტეს გზით ევლოს... მრავალ ჟამიერ, მრავალჟამიერ..." (თუ როგორც არის) ეგ რაღაა?..
lch
უცმინდესის შებრძანების დროს ტაძარში ძირითადად ღირს არსს გალობენ ან მრავალჟამიერს და უფრო იშვიათად აი მაგ საგალობელს.
ტონ დესპოტინს ყველა ადგილობრივ ეკლესიაში ბერძნულ ენაზე გალობენ. როგორც ვიცი ეს უბრალოდ ტრადიციაა...
ვისაც გაინტერესებთ განვაგრძობ ამ თემას...
36. გაიღება კრეტსაბმელი და აღსავლის კარი
დიაკონი გააბრძანებს ამბიონზე ბარზიმს და ამბობს: "შიშითა ღმრთისათა, სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით"
გუნდი: "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა..."
37. მღვდელმთავარი დიკირ-ტრიკირით აკურთხებს მრევლს და ამბობს: "აცხოვნე ღმერთო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი."
გუნდი: ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ..."
38. მღვდელმთავარი უკმევს ბარძიმს, შემდეგ საცეცხლურს გადასცემს დიაკონს, ასევე ფეშხუმს, რომელზეც დიდი დაფარნა, ვარსკვლავი, კოვზი და ლახვარია მოთავსებული, რომელთც ფეშხუმის მცირე დაფარნა აფარიათ.
დიაკონი მივა აღსავლის კართნ მოდრეკს თავს და წავა სამკვეთვლოსკენ.
39. მღვდელმთავარი ირტყვის საიდუმლოდ: "კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი..."
შემდეგ აიღებს ბარძიმს გადასცემს მღვდელს. მღვდელი მივა აღსვლი კართან აღამაღლებს ბარძიმს და იტყვის ხმამაღლა: "ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე... "
40. მღვდელი გადაასვენებს ბარძიმს სამკვეთვლოში, დიაკონი უკმევს ბარძიმს. მღვდელი დაასვენებს ბარძიმს სამკვეთვლოზე, შემდეგ უკმევს და ბრუნდება საკურთხეველში.
გუნდი გალობს: "აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა უფალო..."
41. მღვდელმთავარი დაკეცავს ოდიკს, ილიტონს და კვერექსის შემდეგ ამბობს ასამაღლებელს: "რამეთუ შენ ხარ განმწმენდელი ჩვენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე."
ჯვრის სახით გადასახავს სახრებას ოდიკს და დაასვენებს მასზე.
42. მღვდელმთავარი ამბობს: მშვიდობით წარვიდეთ... მღვდელი ემთხვევა ტრაპეზს აიღებს კურთხევას მღვდელმთავრისგან, გადის ამბიონზე და ამბობს ამბიონის ლოცვას, პირით აღმოსავლეთისკენ.
ამ დროს დიაკონი დაიჩოქება ტრაპეზის მარჯვენა მხარეს, მივა მასთნ მღვდელმთავარი და საიდუმლოდ წუკითხავს ლოცვას: " აღვსება სჯულისა და წინასწარმეტყველთა შენ ხარ ქრისტე... " დასახავს მას ჯვარს და ისევ დადგება ტრაპეზის წინ.
დიაკონი ემთხვევა ტრაპეზს, მოუდრეკს თავს მღვდელმთავარს და გადავა სამკვეთვლოში სადაც მიიღებს ბარძიმს.
43. ამბიონის ლოცვის დასრულების შემდეგ, გუნბდი გალობს: იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე. 3-ჯერ
მღვდელმთავარი მიუბრუნდება მრევლს აკურთხებს მათ და ამბობს: " კურთხევა უფლისა თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. "
გუნდი: ამინ!
44. მღვდელმთავარი ამბობს: "დიდება შენდა ქრიტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა"
გუნდი: დიდება, აწდა. უფალო შეგვიწყალენ 3-ჯერ, სახელითა უფლისათა (უწმინდესო და უნეტარესო, ან მაღალყოვლადუსამღვდელოესო, ან ყოვლადუსამღვდელოესო) მეუფეო გვარურთხენ...
მღვდელმთავარი აიღებს ტრაპეზიდან ჯვარს, გადის ამბიონზე და ჩამოილოცავს...
გუნდი: ამინ, უფალო შეგვიწყალენ 3-ჯერ.
ოიგიუს მინიმუს
გვაინტერესებს
45. მღვდელმთავარი ქადაგებს
ბადრი
ჰო ზოგიერთი ეკლესიის ტრადიციაში წირვის ბოლოს ქადაგებს სასულიერო პირი, ზოგიერთისაში კი სახარების შემდგომ... მე პირადად მეორე ვარიანტი მომწონს
თუ კითხვები გაქვთ დაწერეთ.
და ვუპასუხოთ ერთმანეთს. მეც მაქვს კითხვები...
მაინტერესებს, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ხელთბანვას (ორვიე შემთხვევაში)
რატომ იმოსება მღვდელმთავარი მრევლის თვალწინ?
tamuna m
ალექსანდრე
ომოფორის მოხსნა-გამობრძანებაზე რას იტყვი?
tamuna m
არა. ორი
მიანეტერსებს წირვის და მწუხრის ლოცვები დროს როდის უნდა მივაწოდოთ მღვდელს საცეცხლური ან სანთლით როდის უნდა გავიდეთ, ზარი როდის უნდა დავრეკოტ ეს მითითებები სადმე დევს ინტერნეტში?
საპატრიარქო მსახურების დროს წარმოითქმის საქართველოს მორწმუნე ერის, საერო ხელისუფლებისა და მსოფლიოს მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების მრავალჟამიერი
თუ შეიძლება ვინმემ სასწრაფოდ ჩამოწეროს ამ მრავალჟამიერის სრული ტექსტი? მსოფლიო ეკლესიათა მეთაურების გარდა, დანარჩენი ზუსტად წესისა და თანმიმდევრობის მიხედვით.
ნახეთ ჯერ , როგორ გამოდიან და სხდებიან სასულიერო პირები , შემდეგ -როგორ განიმოსება პატრიარქი კირილი თავისი ხელით , როგორ დაკეცავს საკუთარ შესამოსელს და როგორ ბანს ფეხებს , სასულიერო პირებს .
2014 წელი
V
"ეპისკოპოსმა ხელნი დაასხა, ვითარცა სულიწმინდის იარაღმა"
"მღვდელნი არიან ეპისკოპოსის თვალნი, ფერხნი და ხელნი".
"დაგვეღალა ჩვენი მეუფე, ჰოი, როგორ დაგვეღალა!"
"მეუფის საყდარი (ეპისკოპოსის სკამი, რომელიც შუა ტაძარში დგას)"
"ეკლესიაში ეპისკოპოსის ადგილი ომის დროს მხედართმთავრის ადგილს ჰგავს".
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/
"მეუფის ქადაგებისას ხომ სავსე ტაძარში ისეთი სიჩუმეა, ერთი სიტყვაც კი არ იკარგება მორწმუნეთათვის".
"მღვდელმთავართან [მეუფე ზოსიმე] თანამსახურებამ დამანახა, თუ სად უნდა ვიყო და სად ვიმყოფები ახლა".
/მღვდელმონაზონი გრიგოლი (მგელაშვილი)/
http://radikal.ru
"იერარქი მამად და მეუფედ იწოდება: მამად იმიტომ, რომ მისი მეშვეობით იბადება სული ზეციურ უსასრულო ცხოვრებაში; მეუფედ იმიტომ, რომ მას აქვს მიცემული ცათა სასუფევლის კლიტენი - ხელისუფლება ცოდვათა მიტევებისა და განხსნისა".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მიტროპოლიტს მიტრაზე ჯვრის ტარების უფლება ეძლევა და გარეგნულად ამით განსხვავდება სხვა მღვდელმთავართაგან"
"თავი მსახურებად დედა ეკლესიას მისცა"
"- რა თვისებებით გამოარჩევენ მღვდელმთავარს?
- მღვდელმთავარი სათნოებათა გვირგვინი უნდა იყოს. მას უპირველესად დიდი რწმენით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გამოარჩევენ, შემდეგ - წრფელი, პატიოსანი, მშვიდი, თავმდაბალი ხასიათით. სამწყსომ მასში ქრისტეს სახე უნდა დაინახოს.
თუკი ჩემში რამ კეთილი და სახიერია, ეს ღვთის წყალობაა, მისი კურთხევა და მადლი. საკუთარი მხოლოდ ცოდვები მაქვს, რომელთა გამოსწორება და მონანიება მმართებს."
/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/
"ერთი მდაბალი გლეხი ცოლთან და სამ შვილთან ერთად გზაზე მიდიოდა. ამ დროს მთავარეპისკოპოსი შემოხვდათ, რომელიც კარეტაში იჯდა, და როცა გლეხმა მოწიწებით ქედი მოუხარა, დაინახა, რომ მაკურთხეველი ეპისკოპოსი მადლისმიერ ცეცხლში იყო გახვეული"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"როგორც წვიმა ააღორძინებს თესლს, ასევე საეკლესიო მსახურება განამტკიცებს სულს სათნოებაში"
/წმ. ეფრემ ასური/
"უფალი მოუწოდებს ეპისკოპოსებს მწყემსონ თავიანთი სამწყსო და აძლევს მათ სულიწმინდის მადლს. ნათქვამია: სულიწმინდამ დააყენა ეპისკოპოსები ეკლესიებში და სულიწმინდაში აქვთ მათ უფლება შეკრან და გახსნან ცოდვები. ჩვენ ცხვრები ვართ უფლისა, რომელბიც მან შეიყვარა ბოლომდე და მოგვცა წმინდა მოძღვრება. ისინი მემკვიდრენი არიან მოციქულებისა და უფლისაგან მიცემული მადლით მივყავართ ჩვენ ქრისტესთან. ისინი გვასწავლიან ჩვენ სინანულს, გვასწავლიან დავიცვათ უფლის მცნებები. ისინი გველაპარაკებიან უფლის სიტყვებს, რათა შევიცნოთ უფალი. ისინი გვაყენებენ ჩვენ ხსნის გზაზე და გვეხმარებიან ავმაღლდეთ ქრისტესმიერი მორჩილების სიმაღლემდე"
/წმ. სილუანი/
"ერთ-ერთ დღესასწაულზე, - იხსენებდა მეუფე [წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი], - სასტუმრო ოთახში შევედი, რათა ლიტურგია დამეწყო და მოულოდნელად მოპირდაპირე კართან უცხო მოხუცი ბერი დავინახე. ჩემს დანახვაზე იგი თითქოს გაშეშედა და არც კი მომსალმებია. როდესაც იგი გამოფხიზლდა, ჩემს შეკითხვაზე მიპასუსა, რომ კრასნოდარში ხალხს არ სურს ურთიერთობა მოღალატე მღვდლებთან და იგი ქალაქ მინუსინსკში გამოგზავნეს, კრასნოდარის სამხრეთით 200 კილომეტრში, სადაც მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ცხოვრობდა. მაგრამ ბერი ქრისტეფორე მასთან არ წავიდა, რადგან რაღაც ძალამ იგი ენისეისკში ჩემთან ჩამოიყვანა.
- რატომ გაშეში ასე ჩემს დანახვაზე? - ვკითხე მას.
- როგორ არ გავშეშდებოდი, - მომიგო მან, - ათი წლის წინანდელი სიზმარი ახლაც ცხადად მახსოვს. ვიხილე, რომ უფლის სახლში ვიყავი და ჩემთვის უცხო მღვდელმთავარი მღვდელმონაზონად მაკურთხებდა. როდესაც შემოხვედით, მე ეს მღვდელმთავარი დავინახე!" ბერმა ჩემს წინ დიდი მეტანია აღასრულა, ლიტურგიაზე კი მე მას მღვდელმონაზონად დავასხი ხელი. ათი წლის წინ, როდესაც მან მიხილა, მე ჩვეულებრივი ქირურგი ვიყავი ქალაქ პერესლავლე-ზალეესკში და არც მღვდლობაზე ვფიქრობდი და არც მღვდელმთავრობაზე ღვთის წინაშე კი მაშინ უკვე ეპისკოპოსი ვიყავი... ასეთი ამოუცნობია უფლის გზანი".
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience