ყიდვა გვინდა მამაოსთვის სამღვდელო შესამოსლის (მიტრასთან ერთად)...
სად იქნება კარგი ხარისხის და მიახლოებით ფასი არ იცით?..
lch
1. ვერცხლის ქუჩაზე
2. სამების მაღაზიაში
მე გირჩევდი პირველს. ფასები იწყება 300 ლარიდან და მთავრდება 1000–მდე, ჩემი სტიქარი მახსოვს 170 ლარი დამიჯდა, მაგრამ შესანიშნავად შეკერეს.
ავგუსტინე
მადლობა ინფორმაციისთვის...
მოდერს ვთხოვ სათაური შეუცვალოს თემას და ერქვას - ,, სამღვდელო შესამოსელი'' ან ,,საეკლესიო შესამოსელი''.
ფასები და.ა.შ. მოაშოროს .
თან , კარგ თემას დავამუშავებ ამ კვირაში სავარაუდოდ და აქ დავდებ .
ებიჯო, 300 ლარიდან იწყება ბერის ტანსაცმელი? მთელი ჩემი გარდერობი რო გადმოვალაგო, 300 ლარის ტანსაცმელი სულ არ იქნება შიგნით... კარგით რა... რა მათემატიკური, წავალ სემინარიაში ჩავაბარებ, ფილოსოფიური აზრები კი მაწუხებს და გამოვუშვებ რაღაც წიგნსაც, მერე აკრძალავენ ჩემს წიგნებს და ამით უფრო პოპულარული გავხდები...
P.S. ისე მართლა....
MIRDAT
HOOOOOO....სტოპ !
წიგნის აკრძალვაზე მომეწონა ...
ისე ჩვენში დარჩეს და კაი ფული კი ღირს შესამოსელი
G_saxva
კარგი შესამოსელი კი ...
ის , სირცხვილია რა . ეგ პროდუქცია არ იბეგრება და ეს უზურპატორები , მაინც რამხელა ფასად ყიდიან ...
A.V.M
არადა ბერი და ძვირფასი შესამოსელი... ნუ რავი რა... ერის ხალხისთვის კიდევ მეორადები და 15 ლარიანი მაიკები ბლომადაა... უნივერსიტეტში ბევრი მოსწავლე, მართლაც მწირივით დადის, დახეული ტყავის ფეხსაცმლით, გახუნებული შარვლით და ხმარებისგან გადაქერცლილი ქურთუკით ბევრი სტუდენტი მინახავს... მესამე კურსზე ვარ და 3 წელია ერთიდაიგივე ტანსაცმლით დადის ბევრი... ერის ხალხი გაცილებით მეძიმე გაჭირვებაში ცხოვრობს, ვიდრე ბევრი ბერი. ბევრი მონასტერი გაცილებით კეთილმოწყობილია ვიდრე საქართველოში არსებული ბინების 80%... არადა ბერობა იდეაში ამქვეყნიურზე უარის თქმაცაა როგორც მახსოვს... მარა რა გინდა რომ ქნა, როცა ბერის იაფიანი შესამოსელი არ არსებობს მე ბერი რომ ვიყო პროტესტის ნიშნად არ ვიყიდდი ბერის შესამოსელს და ჩვეულებრივი შავი ფერის სამოსით ვივლიდი. რა, ბერი აღარ ვიქნებოდი?
MIRDAT
ikanosi
ფორმაა მოღვაწეობისა , რომელიც აგრძელებს ძველი აღთქმის ტრადიციას .
A.V.M
შესამოსელი ხდის ადამიანს ბერად თუ თავად არჩევანი?
ikanosi
საკუთარი აღთქმა .
ikanosi
და ვინ გითხრა პირველხარისხოვანიაო ?
ikanosi
მგონი გარკვევით დავწერე თუ პატივს არ სცემ თქო დანარჩენი გურამმა თქვა და ჩემი საუბარი აღარაა საჭირო.
http://www.radikal.ru
საინტერესოა ძალიან ...
athos
რჩევას გააჩნია .
ფბ-ზე მყავხარ შენ ? ყველაზეკარგი ვარიანტი იქაა , გინდა აქ გამაუშვი . ნუ , როგორც შენ გადაწყვეტ ...
(აქ ვერ შევასწორებ , იმიტომ რომ ატვირთული სურათები არ მაძლევენ ამის საშუალებას . ბლოგზე კი , უკვე შევცვალე ზოგი რამ , ზოგსაც გავითვალისწინებ )
„სამღვდელო შესამოსელს ლოცვის დროს ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს ის სამოსია, რომლითაც უფალი აწამეს“.
"ძველი აღთქმის მღვდელს, წამოსასხამსა და შესამოსელთან ერთად, აუცილებლად ნაქსოვი კვართიც უნდა სცმოდა.
ამის შესახებ კარგად უწყოდა ქალწულმა მარიამმა და ყრმა იესოს, მომავალ მღვდელმთავარსა და მოძღვარს, "წესსა ზედა მელქისედეკისასა", კვართი მოუქსოვა, რომელიც იყო "უკერველ" - იესო ქრისტეს ზრდასთან ერთად, ხელთუქმნელი კვართიც სასწაულებრივად იზრდებოდა..."
"ქართლის იმჟამინდელმა მეფემ, ადრეკმა მოისურვა, რომ თავად შეემოსა კვართი, მაგრამ სიდონიას ისე მაგრად ჰქონდა გულში ჩაკრული, რომ ვერავინ შეძლო მისი მკლავებიდან კვართის მოშორება, ამიტომ კვართთან ერთად დაკრძალეს..."
"დიაკონი იმოსება სამი, მღვდელი - ხუთი და მღვდელმთავარი ანუ ეპისკოპოსი - შვიდი სახეობის სამოსში"
"შემოსვის დროს გათვალისწინებულია საიერარქიო საფეხურები - უმაღლეს საფეხურზე მდგომი სასულიერო პირი იმოსება ყველა იმ სამოსით, რაც მოსავს მის ქვედა საფეხურზე მდგომს. ე.ი. მღვდელი იმოსება დიაკვნის, მღვდელმთავარი - დიაკვნის, მღვდლის და მისთვის შესაფერის სამოსში, პატრიარქი კი ყველა იმ სამოსში, რომლითაც მის ქვედა საფეხურზე მდგომი პირები იმოსებიან".
"სიშიშვლე არის ურწმუნოების სიმბოლო, ხოლო საეკლესიო მსახურებისთვის განკუთვნილი სამოსი, უპირველესად, არის სარწმუნოების დაცვისა და შენარჩუნების სიმბოლო"
მღვდელი ოქროთი მოქარგული, ნათელი და ბრწყინვალე შესამოსლით იმოსება. რატომ? ნუთუ მდიდრულად ცხოვრება მოსწონს? არა, ჩემო საყვარლებო! როცა მოძღვარი ნათელი ფერებით იმოსება, ამით სურს ქრისტე გამოსახოს, რომლის სამოსიც ფერიცვალებისას „ვითარცა თოვლი განსპეტაკდა.“
ამგვარად ,მღვდლის შესამოსლით მოგვეახლება ქრისტე. მოძღვარი პირველად სტიქარს იცვამს, ეს განასახიერებს ქრისტეთი შემოსვას, ოლარი- ღვთაებრივ მადლს,ხოლო, როცა ფილონით იმოსება, ჩვენ წინაშე ქრისტეს სრული სახე წარმოსდგება. შენ ხედავ მღვდელს შემოსილს?- ის შენთვის ვიღაც კონკრეტული მოძღვარი აღარაა, ის თვით ქრისტეა.
არავინ მსოფლიოში ასეთ შესამოსელს არ ატარებს, მღვდელმსახურის გარდა. ეს რაღაც არამიწიერი საოცარი სანახაობაა, ერთგვარი ზეციური ხილვაა, ქრისტე გარდამოხდება, რათა ჩვენ, ზეცის შესახებ მოგვითხროს.
/არქიმანდრიტი ემელიანე (ვიფიდისი)/
"კამილავკა - ცილინდრული ფორმის ბერძნული ტრადიციული სკუფია, რომელსაც ზედა ნაწილი გადმოშვერილი აქვს"
"დიაკონი იმოსება სამი, მღვდელი - ხუთი და მღვდელმთავარი - შვიდი სახეობის სამოსით"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience