ჩვენში ახლა არსებული პრაქტიკით ნებისმიერ მღვდელს აქვს უფლება იყოს ხელმძღვანელი მრევლის სულიერი ცხოვრებისა, ჩაიბაროს აღსარება, ანუ იყოს მოძღვარი (ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით). ეს ასე არ არის ბერძნებთან, სადაც მოძღვრობისთვის მღვდელმთავრის მიერ აღსრულებული ქიროტესიაა საჭირო (ე.ი. ჴელთდასხმა, ან კანონისტის საყვარელ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ხელდება) და არც ყველა მღვდელზეა ეს ქიროტესია აღსრულებული. ბერძნების ლოგიკა ის არის, რომ ყურადღება უნდა ექცეოდეს მღვდლის ასაკს, სულიერ გამოცდილებიას, მოძღვრად ყოფნისთვის საჭირო ნიჭს და ა.შ.
აი რას წერს ე. კოჭლამაზაშვილი (დიდი სინური კურთხევანის რედაქციული თავისებურებანი, თბ., 2002, გვ. 72):
მოძღვარი ამჟამად ყველა მღვდელმსახურს ეწოდება, რადგან ჩვეულებრივი მღვდელმოქმედების გარდა (წირვა, ლოცვა, საეკლესიო წეს-განგებანი) ისინი მოძღვრობასაც ეწევიან (აღსარების მიღება, სულიერი რეკომენდაციების მიცემა ძმათათვის და ა.შ.), ძველად კი მღვდელმსახურისა და მოძღვრის ფუნქციები მკვეთრად იყო გამიჯნული, და ყველა მღვდელმსახური მოძღვარი ვერ გახდებოდა. მღვდლის მოვალეობა იყო მხოლოდ მღვდელმოქმედების აღსრულება, სწავლა-მოძღვრება კი, სულიერი მოძღვრის დონეზე, მის კომპეტენციაში არ შედიოდა. როგორც მონაზონთა, ისე ერისკაცთა კრებულის სულიერი წინამძღვრობისთვის ინიშნებოდა საგანგებო მოძღვარი. მოძღვრად შეირჩეოდა და საგანგებო ჴელთდასხმით დაიდგინებოდა ყოველმხრივ წმიდა და უმანკო მონაზონი, რომელშიც პირადი ცხოვრების უბიწოებასთან შეერთებული იყო უდიდესი განსწავლულობა საღმრთო წერილში, ქრისტიანულ მოძღვრებასა და სჯულის კანონებში. მონასტერში შეიძლებოდა მრავალი მღვდელმონაზონი ყოფილიყო, მოძღვარი კი - მხოლოდ ერთი. ყველა მას აბარებდა აღსარებას. ყველა მისგან იღებდა უტყუარ რჩევა-დარიგებას სულიერი წარმატებისთვის. ამით თავიდან იყო აცილებული ”მრავალმოძღვრება”, იაკობ მოციქულის ანდერძისამებრ - ”ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო” (იაკ. 3,1).
აქვე შევნიშნოთ, რომ მონასტერში მრავალმოძღვრიანობა აკრძალულია აგრეთვე რუის-ურბნისის კრების მიერ. მე ვერ დავეთანხმები კოჭლამაზაშვილს, რომ მოძღვრად შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მონაზონი, ეს თეთრი სამღვდელოებისთვის შესაძლებლადაც მიმაჩნია, მაგრამ იმაში კი ვეთანხმები, რომ სავარაუდოდ ადრე ბერძნული პრაქტიკა იმისა, რომ ყველა მღვდელს არ შეეძლო ყოფილიყო მოძღვარი, ჩვენშიც იყო გავრცელებული.
მოძღვრად კურთხევის წესი ჩვენთან მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ორ ხელნაწერშია შემორჩენილი, Q 658-ში და H 1719-ში, რასაც ის ახსნა აქვს, რომ ამ წესის აღსრულება პატრიარქის პრეროგატივა ყოფილა საქართველოში და შესაბამისად კურთხევანის ყველა ხელნაწერში არავინ შეიტანდა პრაქტიკული გამოუყენებლობის გამო. მომყავს ჴელთდასხმის ამ წესისთვის წამძღვარებული ვრცელი შესავალი კოჭლამაზაშვილის გამოცემის მიხედვით (იხ. იქვე, გვ. 73-74):
მოიყვანონ, რომელსა ეგულებოდის მოძრურად ჴელთდასხმად.
ხოლო ესრეთ ჯერ-არს გამორჩევაჲ, რაჲთა იყოს ყოვლითურთ წმიდა და უმანკო, და ყოვლისა მსოფლიოჲსა საქმისაგან განშორებული, და მოწესე და დაყუდებული, და ერგასის წლისა მიწევნილი, და მეცნიერი ყოველთა წერილთა ძულეთა და ახალთა, და ყოველთა კანონთა სჯულისაჲთა მრავალჟამ წურთილი.
დიდსა ხუთშაბათსა, ოდეს იკურთხეოდეს წმიდაჲ მიჰრონი და შეკრბენ წმიდანი კრებულნი ყოვლით კერძო, მოიყვანონ წინაშე მათსა და მოვიდეს მოძღუარი მისი და მონაზონნი მის უდაბნოჲსანი, რომელსა შინა აღზრდილ იყოს და აღკუეცილ. და რაჟამს მოძღუარმან მისმან წამოს, ვითარმედ ღირს არს და უნაკლულო და ყოვლითა წესითა მისითა დამოძღურად და განკითხვად და წინამძღურად სულთა პირმეტყუელთა, მაშინ მოძღუარმან მისმან დიდსა ხუთშაბათსა შემდგომად ცისკრისა ლოცვისა, აღიყვანოს წმიდასა საკურთხეველსა ზედა, და ორნივე ჴელნი დაუსხნეს წმიდასა ტრაპეზსა ზედა, და თავსა დასდვას წმიდა სახარებაჲ, და წარიკითხნეს თავსა მისსა ზედა ”ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი”, ”პირველითგანი” და ”ანდერძნი” სრულიად, და ასწავოს ყოველივე, ვითარმედ: ”ყოველთათჳს სულთა შენგან განკითხულთა დღესითგან შენ თანა-გაც სიტყჳსგება წინაშე ღმრთისა დღესა მას განკითხვისასა”. და განაკრძალოს ყოველსავე ზედა, რაჲთა არავინ მოწაფეთა მისთაგანი წარწყმდეს, არამედ ყოველთავე ექმნას წინამძღუარ უცთომელ.
ამას მოსდევს საკუთრივ ჴელთდასხმის წესი.
მოკლედ დაწერეთ საკუთარი (არგუმენტირებული) აზრი იმის შესახებ, რა და როგორ უნდა ხდებოდეს.
Sotiris
მე პირადად, მომხრე ვარ იმისა, რომ მღვდელმა ჯერ უნდა მიიღოს განათლება და სულიერი გამოცდილება მოძღვრობისა, ჩვენთან დღესდღეობით ეს წესი არ არსებობს, ალბათ მიზეზი ისაა, რომ მღვდლები ცოტანი არიან....
მე მაინტერესებს, შეიძლება თუ არა თეთრი სამღვდელოება იყოს მონასტრის წინამძღვარი და გაზარდოს და აღკვეცოს ბერები ან მონაზვნები?
შეიძლება ბევრი რამ არ ვიცოდე ამის შესახებ,მაგრამ ჩემი აზრით თეთრ სამღვდელოებას უნდა ქონდეს მრევლთან კავშირი, სასიკეთოა ეს, მითუმეტეს თანამედროვე ხანაში, რადგან დღევანდელობით წამოჭრილ პრობლემებს რასაც აწყდება მორწმუნე ერში ცხოვრებით, უკეთესად თეთრი სამღვდელოება იცნობს და გიგებს! შესაბამისად დაგარიგებს!
მე მაქვს მოსმენილი რუსული ნაშრომი *მოსმენილი იმიტომ რომ ტრაპეზის დროს იყო), სადაც გარკვევით ეწერა, რომ ახალგაზრდა ახალგაზრდას ვერ დაიმოძღვრებს, თუნდაც მთელი საღმრთო წერილი ზეპირად იცოდესო...
სამწუხაროდ, აღარ მახსოვს ავტორი და სხვა დეტალები.
თუმცა მეც იქიდან გამოვდივარ, რომ დღეს იმდენად დიდია მრევლი, რომ მხოლოდ კარგად გამოცდილ მოძღვრების იმედად დარჩენამ შესაძლოა უფრო დიდი ზიანი მოგვიტანოს საერთო ჯამში.
Sotiris
მოძღვრები რუსეთის სინოდალური პერიოდის დროს არ გვყავდა ერში, არადა მღვდლები საკმარისად იყო, ვგონებ.
პ.ს. რატომ გვყავს ზოგიერთის აზრით ცოტა მღვდელი?
Sotiris
რთულია ამ თემაზე საუბარია ...
მე პირადათ მგონია რო დღეს უკვე იმის წარმოდგენა და იმის გააზრება რო ადამიანი რომელის წინაშეც ვდგავარ ( მოძღვარი ) საიდუმლოებას ნაზიარებია და ბევრად დიდი მადლის მატარებელია უკვე საკმარისი საბაბია პატივისცემით განვეწყო მისდამი იმაზე რო აღარ ვიფქრო არის თუ არა ის გამოცდილი პატიოსანი მწყემსი და ა.შ.
შესაძლოა ძალიან უშუალოო უპოზიციოო განწყობა იკითხება ჩემ დამოკიდებულებაში მაგრამ უკვე ის დროა რადიკალზმი რო გვერძე უნდა გადადო ....
ერთ ერთი მამაო სულ იმას მეუბნება მართლმადიდებლობა სწორედ კრიტიკულ აზროვნებაშიაოო მაგრამ მომკალით და ვერ ვიზიარებ ამ აზრს
ლილიანა
ლილიანა
ზებედე
აუცილებელია, მღვდლები "გამოიწვრთნან" მოძღვრობაში.
მე ვიცი მღვდელმონაზვნები, რომლებსაც ერში მცხოვრები სულიერი შვილები ჰყავთ, და ასე მოძღვრავენ: ქორწინებას სჯობს მონაზვნობა-ბერობა, ახლა ბოლო ჟამია და თავს უშველეთ! თუმცა იმასაც ვიტყვი რომ მღვდელმონაზონს ძალიან დაბალი განათლება აქვთ, რადგან მონასტრებში არ არის ბიბლიოთეკა, და....
მე გამოვიყენე ფრაზა ქართული კინო-ფილმიდან შენ რა დაწერე რა ჩემი საქმეა?
რომელ ხანაზე წერ?ბიბლიოთეკა არ აქვთ კი არა კომპიუტერებით არი ნახევარი მონასტრები აღჭურვილი! არის ისეთებიც რომ უჭირთ მაგრამ დღეს ლიტერატურის და ინფორმაციის დეფიციტს არ განიცდის ეკლესიები ისე! მარტო თვითონ იმდენ ჯურნალ-გაზეთებს ბეჭდავენ და აკაბადონებენ რომ..... ხო შენ სად ნახავ მასეთ ლიტერატურას ახლა გამახსენდა რასაც კითხულობ ის,ის ლადარია რომ არი რედაქტორი...
ზებედე
ზებედე
ზებედე
წავიდეთ ათონზე ჩვენ ნაღდად შეგვიშვებენ
[კანონი 3. სამღვდელოთა მიერ სახლში ქალის ყოლის უფლების აკრძალვა]
დიდი კრება სრულიად უკრძალავს ეპისკოპოსს, მღვდელს, დიაკონს და სამღვდელო დასის ყველა წარმომადგენელს ქალის ყოლას სახლში თანასახლეულად, გარდა დედისა, დისა, ან მამის და დედის დისა, ან ისეთი პირისა, რომელიც სრულიად არასაეჭვოა.
_______________________________________________
ვერ გავიგე, ცოლიც არ შეიძლება ან ცოლი დაც?
ძალიან საინტერესო თემა აღმოვაჩინე
მოძღვრობა მართლაც რთული საქმეა, ადამიანს სხვა ადამიანის სული აქვს ჩაბარებული. ამიტომ, ცხადია, მეც ვარ მომხრე, რომ მოძღვრობა მღვდელმა გარკვეული გამოცდილების შემდეგ დაიწყოს
თუმცა ისიცაა, მრევლის ამხელა მატების პირობებში, რამდენად არის ეს განხორციელებადი? ვაკის სამების მაგალითი რომ ავიღოთ, 6 მღვდელმსახურია და თითოს დაახლოებით 600-700 კაცი ჰყავს მრევლში. წარმოიდგინეთ, ამდენი ხალხი ერთ ადამიანს რომ აბარებდეს აღსარებას?
აქ ალბათ მეორე პრობლემაც იჩენს თავს - კერძოდ აღსარებების სიხშირისა. მაშინ ალბათ ისე ხშირი არ უნდა იყოს აღსარება, რომ მოძღვარმა მისდამი მინდობილი სამწყსოს დარიგება ნორმალურად შეძლოს...
რა ხდება ახლა.
რა ხდება და ჩემი მეუღლე ნათლავდა ბავშვს.
ჰოომდა ბავშვის მამამ მეტეხის ეკლესიაში მამა აკაკის შეუთანხმა ორჯელა, ოთხშაბათს 5 საათზე ბავშვი მომინათლეო.
გდეტა 2 კვირის წინ შეუთანხმა და სამშაბათს.
მივედით ეკლესიაში, ზოგი პოლპიატავა, ზოგი ზუსტათა და სადაა მამა აკაკი?
წასულა 3 საათზე. მობილურიც გამოურთავს.
მოკლედ დავეშვით სიონთან და დიდი ქვა რომ დგაა ეზოში იმ ეკლესიაში მოვნათლეთ.
რავარია?
egri3
შენი აქ გამოჩენა მიხარია.
abo
egri3
სამწუხარო ფაქტია ნამდვილად. ნათლობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, როგორც ზიარება.
თუმცა, მე პირადად, ვარჩევ მოძღვარი არ განვიკითხო
egri3
არა ეგრი არ ვამართლებ, მაგრამ დათო კანონისტის აღნიშვნასაც ვეთანხმები.
ხო ნუ ხდება გაუგებრობაც და ხანდახან გულგრილობაც.
პატივისცემით აბო.
კანონისტი
ზემოთ ახალგაზრდა მოძღვრებზე იყო მგონი საუბარი, ზოგადად მეც გამიგონია ასეთი მოსაზრება, რომ მოძღვრობისათვის საჭიროა ასაკი, წლებით ნაგროვები ცოდნა, გამოცდილება და ასე შემდეგ, ამას გარკვეულწილად ვეთანხმები. თუმცა პირადად მე, მას მერე რაც მრავალი წლის ძიების და მცდელობების მერე 30 წლის (ჩემზე რამდენიმე წლით უმცროს) მღვდელს ჩავაბარე პირველი შემდეგ უკვე მეორე და მესამე აღსარება, დავფიქრდი... დავფიქრდი იმაზე, თუ რამხელა სიმძიმე და ტვირთია ამ ახალგაზრდა ადამიანისთვის მღვდლობა (რა თქმა უნდა დიდი მადლია პირველ რიგში, ეს მესმის და არ ვდაობ). ანუ, მოგეხსენებათ საქართველოში ბევრი მაგ ასაკის ბიჭი ჯერ კიდევ ბირჟაზე დგას და მზესუმზირას იფურთხება, ან დროსტარებასა და გართობაზე ფიქრობს, მას კი ასეთი საპასუხისმგებლო და მძიმე (საერო გაგებით) ცხოვრების გზა აურჩევია - ანუ ეს ის შემთხვევა არ არის, როგორიც მაგალითად ჩემი ერთი ნაცნობის შემთხვევაა - მთელი ცხოვრება ნარკომანი და ქურდი იყო, ახლა როცა ეძებენ და დასაჭერად აქვს საქმე, დაკრა ფეხი ამ სიბერეში და მონასტერს შეაფარა თავი, მგონი მორჩილიც გახდა და მალე თურმე მღვდლად აკურთხებენ. ვიცი, რომ განვიკითხავ, და ძალიან ცუდია, და ვიცი, რომ ყველას თავისი გზა აქვს უფლისკენ მიმავალი და ძალიან კარგია, თუ ეს ადამიანი გონს მოეგო თუნდაც ასე გვიან, მაგრამ სადღაც მაინც თავშესაფარი არის მისთვის მღვდლის სამოსი, მე ასე მგონია და ამიტომ იმ ახალგაზრდის ღვაწლი მეტად დასაფასებელია, ასე მგონია, რომ ის უფრო ბევრ რამეზე ამბობს უარს..
A.V.M
მნიშვნელობა არ აქვს ბერძნებთნ როგორაა და აქ როგორაა
მართმადიდებლური << (სიტყვას მიანიჭეთ დიდი მნიშვნელობა) გადმოცემებით თვად უფალმა დაგვიწესა 12 თომიდან ერთერთი ამას ასრულებს.... გვიხაროდენ ცა და მიწა გადავლენ მაგრამ იესოს 1 სიტყვა არ გადავა სნამ ყველაფერი არ აღსრულდება
მმკ არ ვიცი მე რას აკეთებს მაგრამ გეშინოდეთ გაუმჯობესებული მმკ-ის ისინი აღარ იქნებიან მხოლოდ მშობლები და თანაც გაბრაზებულები
agnesa
მართალია ეს პოსტი ადრე დაიწერა , მაგრამ არ შემიძლია დავტოვო უყურადღებოდ .
"თუ ღმერთს აწყენინებთ, სულიერი მოძღვრის ლოცვა ღმერთთან შეგარიგებთ, მაგრამ მოძღვრის განაწყენების შემთხვევაში ღმერთთან ვინღა გვიშუამდგომლებს?
ვაჟკაცობა სასულიერო პირის სისუსტეებზე გამოკიდება კი არა, საკუთარი თავის განკითხვაა."
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
,,...სასულიერო პირი ვალდებულია, საკუთარ კათაკმევლებსა და მრევლს იმ ეკლესიის სიმბოლოს მიხედვით უქადაგოს, რომელშიც მსახურობს, რადგან სწორედ ამ პირობით იქნა ის მიღებული სამსახურში. მაგრამ როგორც მეცნიერს, მას სრული თავისუფლება აქვს – მეტიც, მოწოდებულიც კია – ყველა თავისი კარგად აწონილ- დაწონილი და კეთილად განზრახული აზრი როგორც ამ სიმბოლოს შეცდომებისა, ისე რელიგიისა და ეკლესიის საქმეების უკეთ მოწყობის შესახებ საზოგადოებას გაუზიაროს. აქ არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება მისი სინდისი შეაწუხოს. მართლაც, რასაც ის საკუთარი, როგორც ეკლესიის მსახურის, მოვალეობის მიხედვით ასწავლის, მას ის როგორც რაღაც ისეთს წარმოადგენს, რისი სწავლებაც არ შეუძლია საკუთარი ნება-სურვილისამებრ; ის მან უნდა გადმოსცეს როგორც სხვისი მითითებისა და სხვისი სახელის შესაბამისად მოქმედმა. ის იტყვის: ”ჩვენი ეკლესია ამასა და ამას ასწავლის; ესაა საბუთები, რომლებსაც ის იყენებს”. ამის შემდეგ მას საკუთარი მრევლისთვის გამოაქვს ყველა პრაქტიკული სარგებელი იმ დებულებებიდან, რომლებზეც თვითონ მთელი დარწმუნებულობით ხელს ვერ მოაწერდა, მაგრამ რომელთა ქადაგებასაც შეუძლია ხელი მოჰკიდოს, რადგან არაა შეუძლებელი, რომ მათში ჭეშმარიტება იმალებოდეს, ან, ყოველ შემთხვევაში, მათში არაფერი მოინახება შინაგანი რელიგიის საწინააღმდეგო. იმიტომ, რომ რამე ასეთი საწინააღმდეგოს აღმოჩენა თუ დაიჯერა, მაშინ მას არ შეეძლება სინდისიერად შეასრულოს საკუთარი სამსახური და ის უნდა დატოვოს. მაშასადამე, გონების გამოყენება, რომელსაც მღვდელი საკუთარი მრევლის წინაშე მიმართავს, მხოლოდ კერძო გამოყენებაა, რადგანაც, რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს ეს მრევლი, გამოყენება მაინც შინაურობაში ხდება; ამის გათვალისწინებით, მღვდელი არაა თავისუფალი და არც შეიძლება იყოს, რადგან ის სხვის დავალებას ასრულებს. ამის საპირისპიროდ, მეცნიერი – როგორც სასულიერო პირი საკუთარი გონების საჯარო გამოყენებისას, რომელიც ნაწერებით საკუთრივ საზოგადოებას, ანუ მსოფლიოს ესაუბრება – ფლობს შეუზღუდავ თავისუფლებას, გამოიყენოს საკუთარი გონება და საკუთარი სახელით ილაპარაკოს.''
ფრაგმენტი ი. კანტის წერილიდან - ,,რა არის განმანათლებლობა?''
როგორ მომენატრეთ ხალხოოო!!! აფხაზ შენ კიდევ არ გიპასუხია ჩემ კითხვაზე?
ვახ რა კაცი გამოჩნდა .. სად იყავი ადმენ ხანს? წესერად მოსალმება მაინც დაგეცადა ეგრევე აფხაზს რომ დაეტაკე კითხვაზე არ გიპასუხიაო
esre ars cheshmariteba
“მოძღვარი თუ მლოცველი და სულიერი ადამიანი იქნება, მრევლი ცხრა მთის იქიდანაც მოვა მასთან“.
/მეუფე იობი/
"ცხვრები მწყემსს არ ასამართლებენ, როგორიც უნდა იყოს ის. მღვდლის განკითხვა ნიშნავს, რომ თვითონ ქრისტე განიკითხო. ფრთხილად ამისგან".
/ღირსი მაკარი ოპტელი/
"...XIX საუკუნის ბოლო ოცწლეულის გადაგვარებული სამღვდელოება..."
"მართალია, სასულიერო პირი მრევლის აღმზრდელი და მასწავლებელია, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ მრევლი და სასულიერო პირი ერთმანეთს ზრდიან. ორივე საჭიროებს ღმერთთან მიახლოებას და ცხონებას".
/მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი/
"მამა გერმანე თავისი მოძღვრის მსგავსად, მაღალი ზნეობისა და ასკეტური ცხოვრების მიმდევარი ადამიანი ყოფილა. წირვის დროს მის მიერ წარმოთქმულ ასამაღლებელს სუნთქვასავით გრძნობდნენ ტაძრის კედლები და იქ მდგომი მონასტრის კრებული".
"მორჩილება მოძღვრისა თავისებური მოწამეობაა"
"მამა ეგნატე წირვას კი არ ატარებდა, აღავლენდა... მისი გარეგნობაც კი მოკრძალებით განაწყობდა იქ მყოფთ"
"ცალი ხელით კვერთხს მიიბჯენდა, ცალში კი ანაფორა ჰქონდა აკალთავებული"
"მამა დავითის ეკლესიის დამხობილ ზარებქვეშ მოჰყვა მისი სპეტაკი სული"
"წმინდა იოანე ოქროპირი გვაფრთხილებს: "ვინც შეურაცხყოფს მღვდელს, ის ღვთის შეურაცხყოფამდეც მივა"
"მღვდლისთვის უმთავრესია, იცოდეს მღვდლობა, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. მღვდელს მღვდლობა მიანიჭებს საღვთო ნათელს, მღვდელს ისე არაფერი ეხმარება, როგორც მღვდლობის ცოდნა"
/წმ. ანდრია კრიტელი/
"მეუფე [ელისე] ჩემი სულიერი მოძღვარი იყო. აღსარებას მას ვაბარებდი. ერთხელ სიამაყით ვუთხარი, რა ბედნიერებაა, რომ დილით ლოცვებში მოძღვარს ვიხსენიებ და თქვენ ჩემი მოძღვარი ბრძანდებით-მეთქი.
გამიღიმა, - შე გლახა, მარტო დილით მიხსენიებო? მე სულ გიხსენიებ, მარტო შენ კი არა, ყველასო"
/დეკ. გიორგი გუგუშვილი/
"ადამიანებისაგან ხშირად გვსმენია - "უფლის მწამს, მაგრამ მღვდლის არა"-ო და საშინელი არგუმენტები მოჰყავთ. თუკი ასეთ ადამიანებს ღვთისმსახურის არ სწამთ, რომელსაც თვალით ხედავენ, უფლისას როგორ ირწმუნებენ, როცა მას ვერ ხედავენ, განა ამით შეურაცხყოფას არ აყენებს მას?"
"დღევანდელ მქადაგებლებს, მოციქულების მსგავსად, ევალებათ, ადამიანებს ის უცნობი ღმერთი დაანახონ, რომლისაც სწამთ, მაგრამ არ იციან, როგორ ადიდონ და ემსახურონ.
დასაწყისი ყოველთვის მტკივნეულია, ვინაიდან ეკლესია ჩირქის დაწრეტას გვთხოვს სხეულიდან.
წლების განმავლობაში დანაგვიანებული სული ერთ წამში ვერ მიიღებს სულიწმინდას.
განწმენდა სჭირდება მადლის მომუშაკებას.
უფალმა გული ისე გაგვიფხვიეროს, რომ სიყვარულის ვარდი მუდმივად ამოდიოდეს!"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"1) ღრმა რწმენა, რომ მოძღვრება, რომელსაც ქადაგებენ ჭეშმარიტებაა.
2) სრული თანხვედრა სიტყვასა და საქმეს შორის.
3) ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული მსმენელისადმი.
ამ სამმა რამემ განაპირობა მოციქულთა წარმატება.
ეს სამი პირობა უნდა იყოს ყველა დროის მქადაგებლის სახელმძღვანელო პრინციპიც"
"აღთქმასა და კანონებს ნუ იტვირთავთ თქვენით, მოძღვრის კურთხევის გარეშე, რომლის რჩევით ერთი მეტანიაც კი მეტი სარგებლის მომტანია, ვიდრე თვითნებური ათასი"
/ღირსი ანტონი/
"ღმერთი გწამთ, მღვდელი - არა! თქვენი გწამთ?"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ჩემმა სულმა მხოლოდ მისთვის გასაგები გზით შეიცნო ჩემი წმინდა მოძღვრის ნათელი სახე"
/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/
"კარგი ცხოვრების მოძღვარი"
"ჩემი მოძღვრის ლოცვით ღმერთმა გზა დაგილოცოთ"
"ამავე წელს არქიმანდრიტმა ილარიონმა ანაფორა უკურთხა და სახელად ბესარიონი უწოდა"
"მამა სერფიმეს [საროველი] გარდაცვალებას ვერ გადავიტან, ამიტომ მირჩევნია, მასზე ადრე გავიდეო...
მართლაც, ელენე უფრო ადრე, 1832 წლის 28 მარტს მიიცვალა, 6 თვის შემდეგ კი - თავად ნეტარი"
მოძღვრისადმი გამოვლენილი უდიდესი სიყვარულია
"უფალს ვთხოვე, შემოსულიყო ჩემში, რომ თავით თვისით რაიმეს თქმა არ გამებედა, არამედ მეთქვა მხოლოდ ის, რასაც მიბრძანებდა ჩემი უფალი"
"როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს" (I პეტრ. 2:5)
"დიდი უგუნურება იქნებოდა, კაცი მღვდლობას აპირებდეს და წარმოდგენა არ ჰქონდეს მღვდლობაზე, რომელიც ხელოვნებათა შორის ხელოვნებაა"
/წმ. გრიგოლ დიალოღოსი/
სახარებაში ხო წერია რაბი არავის დაუძახოთ ჩემ გარდა და მამა ზეციურის გარდაო და რაღატომ ვეძახით მაშინ სხვებს ამ სახელებს?
"მადლცხებული მოძღვარი"
"მამა ეფრემ კატუნაკელი (+1998) მოგვითხრობს:
ვინმე მოძღვარს პირველშეწირულის წირვა უნდა შეესრულებინა. ნელ-ნელა ანთებდა კანდელებს და ტაძარს ამზადებდა, რადგან ათონის მთაზე პირველშეწირულის წირვა შუადღისას სრულდება. მისი მოხუცი მოძღვარი კი აჩქარებდა: მიდი, მამაო, სწრაფად დაიწყეო. მაგრამ მღვდელმონაზონი არ ჩქარობდა.
და ამ დროს მას მაცხოვრის ხატიდან მოესმა ქრისტეს ხმა: "იჩქარე, მამაო, შენი მოძღვარი მშიერიაო".
"მოძღვრის გარეგნობა, საუბარი, სიარული, ჩაცმულობა, გამომეტყველება, გადაადგილების საშუალება, ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს მის მართლმადიდებლურ მრწამსსა და ცხოვების წესს. აქედან გამომდინარე, მრევლის რიგითმა წევრმაც უნდა იცოდეს, რომ ისიც ასევე შეიძლება იქცეს დაბრკოლებად სხვისთვის. ადამიანების უმრავლესობა ეკლესიაში და მის გარეთ სხვადასხვაგვარად იქცევა. ასეთი მდგომარეობა, ცხადია, დამაბკოლებელია და ამას ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება. გაფრთხილება გვმართებს, რათა ჩვენი საქციელით ვინმე არ დაზიანდეს და არ დაბრკოლდეს"
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"მთლიანად დაემორჩილა თავის მოძღვარს, არასოდეს, გულისთქმაშიც კი არ განიკითხავდა მას"
"მოძღვარი ზნეობრივად უკომპრომისო კაცი იყო და ღმერთის ეშინოდა"
"ჩვენ ხომ აზრადაც არ მოგვდის განვიკითხოთ სასტიკი ბრძოლის ავანგარდში მყოფი ჯარისკაცები, რაგინდ სუსტები და ცუდად გაწვრთნილებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ან რა ცოდვები და ნაკლოვანებებიც არ უნდა ჰქონდეთ, ყველაფერს მივუტევებთ, რაკიღა საშინელ ომში არიან ჩაბმულნი. იგივე ითქმის მღვდლებზეც - მათი ხარისხი მეტად რთული და საპასუხისმგებლოა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მღვდელმსახურებს განსაკუთრებით ძლიერი განსაცდელები აქვთ, მათთან საბრძოლველად დემონი ყველაზე გამოცდილ და ბოროტების ხელოვნებაში ყველაზე გაწაფულ დაცემულ სულებს აგზავნის, ამიტომ ზოგიერთი მღვდლად ხელდასხმის შემდეგ ისეთ ცოდვებში ვარდება, რომელთა არსებობა მანამდე არც კი გაეგო. ჩვენ ვხედავთ მათ ცოდვებს, რადგნაც მღვდლები გამოსაჩენ ადგილას დგანან, მათთან მებრძოლი დემონები კი ყველასათვის უხილავნი არიან".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ყოველი მოძღვარი მოწამეა"
/ილია II/
"სულიერი მამობა ესაა სხვათა უბედურებათაგან შეიკრიბო საკუთარი მწუხარებანი"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"ლოცვა-კურთხევის შეუსრულებლობა პირდაპირ ეშმაკის ხახაში ჩავარდნაა"
/სქემმღვდელმონაზონი ექვთიმე (ბერაძე)/
"მღვდლის "შინაური ეკლესია" ანუ მისი ოჯახი და მისი შვილები.
"- როცა ლოცვა-კურთხევას იძლევა, მოძღვარი პირჯვარს გარდასახავს. ამას როგორ ახსნით?
- ზოგჯერ ადამიანი ვერ გამოდის გარკვეული ცოდვიდან. მაგალითად, სიგარეტის მოწევისგან, ამის გამო შეიძლება გაუჭირდეს აღსარებაზე მისვლა. მოძღვარი მასზე ბოძებული მადლით პირჯვარს გადასახავს, რომ მადლი გარდამოვიდეს მასზე და შეძლოს ამა თუ იმ ვნების დაძლევა"
/სქემმღვდელმონაზონი ექვთიმე (ბერაძე)/
"ყოველი მღვდელმსახური სიწმინდეს, სულიერებას უნდა ესწრაფვოდეს, ანუ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვით რომ ვთქვათ, ზეციურობას"
"მისი [მღვდლის] მსახურება, წმინდა ეფრემ ასურის სიტყვით, უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნიური მეფის მსახურება"
“მღვდელი სასწაულის, ყოველივე სასწაულებრივის ატმოსფეროში ცხოვრობს და მოქმედებს. მისი სამფლობელო - სასწაულებრივის სამფლობელოა”.
"მამა პაისი [ათონელი] მრავალ ახალგაზრდას დაეხმარა, რომ კარგი ღვთისმსახური, ქრისტეს ვენახის კეთილი მუშაკი გამოსულიყო. ის მათ ურჩევდა:
"თავმდაბლად იღვაწეთ ეკლესიაში, და თუ საჭირო იქნება, უფალი თვითონვე აუწყებს ადამიანებს თქვენ შესახებ".
"უპირატესი ადგილი მიანიჭე ღმერთს, შემდეგ კი მოძღვარს, მიწიერ ქრისტეს, შენი ცხოვრების წინამძღოლს. ფრთებასხმულმა იჩქარე მისკენ, დაემორჩილე უსიტყვოდ, იხარე მასთან ერთად, როცა ზევით აღემართები და დაემორჩილე დაცემისას, რომ შიშით შეპყრობილი, ისევ მაღლა აღემართო".
/მღვდელმთავარი გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"ვისაც ქრისტე უყვარს, მას მღვდელიც უყვარს, როგორიც არ უნდა იყოს ის, რადგან მათი მეოხებით გახდით საშინელი საიდუმლოებების ღირსი"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"სამღვდელოება (ყველანაირ) ხელისუფლებაზე უპირატესია იმდენად, რამდენადაც სული უპირატესია სხეულზე"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"შენი სულიერი მამა ღვიძლ მამასავით შეიყვარე"
"მამაო ღვთისმოსაობისაო"
"ვისაც სწამს, რომ მოძღვრის ხელშია მისი სიკვდილ-სიცოცხლე, ის არასოდეს გაუწევს წინააღმდეგობას მოძღვარს. სწორედ უმეცრება ბადებს სიტყვის შებრუნების სურვილს, რაც ხდება მიზეზი სულიერი და საუკუნო სიკვდილისა".
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
“ის, ვინც სიტყვას შეუბრუნებს თავის სულიერ მამას, ეშმაკებს ახარებს, ხოლო ის, ვინც სიკვდილამდე მორჩილებს მას, თვით ანგელოზებს განაცვიფრებს. რამეთუ ასეთი ადამიანი ღვთის საქმეს სჩადის ძე ღვთისას მსგავსად, რომელიც თავისი მამისადმი მორჩილებას სიკვდილამდე, ჯვარცმამდეც კი აღასრულებდა“.
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"მოძღვრის სიტყვას უდიდესი ზემოქმედება აქვს მორწმუნეთა გულებზე, და, იმისდა მიხედვით, ჯეროვნად წარემართება იგი თუ უჯეროდ, თემის აღშენებაც შეუძლია და დაქცევაც"
"უმიზეზოდ მოძღვარ-მოძღვარ სიარული არ მიმაჩნია მიზანშეწონილად"
/დეკ. არჩილ ავანაშვილი/
"ამბიონიდან თქმულ მოძღვრის სიტყვას კანონის ძალა აქვს"
/დეკ. არჩილ ავანაშვილი/
"მღვდლის მძიმე და საშიში ტვირთი"
"მან თავისი მოძღვრებით მრავალი ზეცისკენ აახედა"
"მღვდლები ჩვენთვის სწორედ ისინი არიან, რომელთაც დაეკისრათ ჩვენი სულიერი შობა და ხელახალი აღორძინება ნათლობით; მათი მეოხებით ჩვენ ვიმოსებით ქრისტეთი და ვიმარხებით ღვთის ძესთან ერთად და ამ ნეტარი მეუფების წევრები ვხდებით.
არა მხოლოდ უნდა გვეშინოდეს მათი უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფალთა და მეფეების, არამედ მეტად უნდა ვაფასებდეთ და პატივს ვცემდეთ ვიდრე მამებს, რომლებმაც ჩვენ გაგვაჩინეს ამ ქვეყანაზე, ხოლო ისინი (მღვდელნი) არიან ჩვენი ღვთისგან შობის, ნეტარი ყოფის, ჭეშმარიტი თავისუფლებისა და მადლიანი შვილობის მიზეზი".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მღვდლები ჩვენთვის სწორედ ისინი არიან, რომელთაც დაეკისრათ ჩვენი სულიერი შობა და ხელახალი აღორძინება ნათლობით; მათი მეოხებით ჩვენ ვიმოსებით ქრისტეთი და ვიმარხებით ღვთის ძესთან ერთად და ამ ნეტარი მეუფების წევრები ვხდებით.
არა მხოლოდ უნდა გვეშინოდეს მათი უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფალთა და მეფეების, არამედ მეტად უნდა ვაფასებდეთ და პატივს ვცემდეთ ვიდრე მამებს, რომლებმაც ჩვენ გაგვაჩინეს ამ ქვეყანაზე, ხოლო ისინი (მღვდელნი) არიან ჩვენი ღვთისგან შობის, ნეტარი ყოფის, ჭეშმარიტი თავისუფლებისა და მადლიანი შვილობის მიზეზი".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ვისაც ღვთის გზაზე მოძღვარი არა ჰყავს, ის ყველაზე უბედურია და ახლოსაა დაღუპვასთან".
/ღირსი აბბა დოროთე/
"უფალი აყენებს სრულყოფის გზაზე მხოლოდ მათ, ვისაც წინ უძღვის სულიერი მამა; ისევე - როგორც ამას წინასწარმეტყველი ამბობს: ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს! შენს უხუცესებს, ისინი გეტყვიან! (მეორე რჯული 32,7)".
/ღირსი იოანე კარიანე რომაელი/
„ეს ეპიზოდი ხელსაყრელ შემთხვევას მაძლევდა, ჩემი მოძღვრის ფიქრთა მდინარეში შემეღწია“.
"ჩემს მოძღვარს თავისი გამორჩეული უნარით და ხელოვნებით შეეძლო ჩაღრმავებოდა მამათა ნაწერებს და ეთარგმნა ისინი, ამ ძველი და საუკუნეებით გამოცდილი მასალით მან თავის სულს სახლი აუგო".
„კონსტამონიტის მონასტერი ჩემი მოძღვრის მონანიების სავანე იყო“.
"ვინც მოძღვრის დაუხმარებლად ბოროტ სულებს ებრძვის, მას ეშმაკი ამარცხებს".
"ხიბლშია ის, ვინც ფიქრობს, რომ წინამძღვარი არ სჭირდება და იმედს მხოლოდ თავის თავზე ამყარებს; ეგვიპტიდან გამოსულებს წინამძღოლად მოსე ჰყავდათ, ხოლო სოდომს განრიდებულთ - ანგელოზი".
"წმინდა მამები ამბობენ, რომ ანგელოზებსაც კი გულით უთქმითო ანუ ანგელოზებს სურთ მსახურება აღასრულონ, მაგრამ მათთვის ეს მიუწვდომელია. უფალმა მხოლოდ ადამიანებს დაგვიდგინა სამღვდელო მსახურება"
/მამა ლუკა ბუცხრიკიძე/
"მღვდლობა არის შინაგანი მყოფობა ღმერთში".
/მღვდელი ილია ჩიკვაიძე/
"როდესაც ადამიანი სულიერ სამყაროს გადაგიშლის და ისეთ ცოდვას გაგიმხელს, რომელსაც ზოგჯერ თავის თავთანაც ხმამაღლა ვერ აღიარებს, ის შენთვის ძალიან ახლობელი ხდება, რადგან მის სულიერ სიღრმეებს შეეხე და თუ ეს არ მოხდა, ე.ი. მოძღვარს არ აქვს გულისხმიერება".
/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/
მღვდლობის პატივზე, ვალსა და მოვალოებაზე
"ჩვენი საქმე - ადამიანთა ცხონებისთვის ზრუნვა - ფრიად დიდებული და საპატიოა. მთლიანად უნდა მივეცეთ ამ საქმეს და არ ვიფიქროთ არც ფულზე, არც საჭმელსა და ტანსაცმელზე. ვისთვისაც ჩვენ ვიღწვით, მათთვის გაწეული ფასდაუდებელი შრომის გამო უნდა დაგვაჯილდოონ თავიანთი ქონებიდან და ეს არასოდეს დაგვაყვედრონ, უკეთუ სულიერი დავთესეთ მათ შორის, დიდი რამე იქნება, თუ მათგან ხორციელს მოვიმკით. ჩვენ მათი უკვდავი სულების საუკუნო ცხონებისთვის ვმუშაკობთ და ამისთვის ვიღებთ წარმავალ, ხრწნად ნივთებს: ფულს, საჭმელს და ტანსაცმელს".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
„შენ აღასრულებ უდიდეს და უწმინდეს საქმეს დედამიწაზე. ნუ დაივიწყებ, ნუ გაზარმაცდები, რომ არ მოიწიოს შენზე ზეციური წყევლა. უფალი შურისმგებელი ღმერთია“.
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
„ქრისტეს მსახური ისე უნდა მოიქცეს, რომ მას ხალხი გუნდად დასდევდეს ისე, როგორც ქრისტეს მისდევდა, ანუ მღვდელმა სიტყვით და საქმით უნდა მიიზიდოს მრევლი“.
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
„თქვენი ცხოვრება სამწყსოს სიკეთეს უნდა მიუძღვნათ, ისევე როგორც მშობლები უძღვნიან შვილების კეთილდღეობას“
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
„ილოცე მათზე [სამწსოზე], მხურვალედ ილოცე, ისე როგორც ლოცულობ მაშინ, როცა თავს ფიქრების მგელი გესხმის“.
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
„მღვდელი, რომელიც სამწყსოსთვის ლოცულობს, ყველანაირად უნდა ეცადოს თავისი ლოცვით მრევლს მლოცველის სული შთაბეროს და ამისთვის სულიწმინდას ევედროს“.
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ამბობენ ხოლმე: ის მთელი სულით მსახურებს, გალობს სულიერად, კითხულობს მთელი სულით, საუბრისას სულიდან ამოთქვამს. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ არის ბევრი ადამიანი, რომელიც მსახურებს, გალობს, კითხულობს, საუბრობს უსულოდ - თითქოს მარტო ხორცით (სხეულით). საცოდავო სულო, დაცემულო სულო! ხორციელი ვნებებით დამარხულო სულო! როდისღა გათავისუფლები".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ყოველი ღვთისმსახურებისას ანდა საეკლესიო წესის შესრულებისას, შინ, ანდა ქუჩაში უთხარი საკუთარ თავს: მე ახლა მიცქერს ზეცათა მეუფე, ყოვლადწმინდა დედაი მისი, ზეციური მხედრობა (ისინი ხომ ყოველთვის გვხედავენ - არამატერიალურ გონებათაგან კედლები ვერ დაგვფარავენ) და ყოველნი წმინდანი, შეეცადე, რაც შეიძლება წმინდად მოიქცე და რა რაც შეიძლება ფრთხილად"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"როცა რაიმე საეკლესიო ლოცვას ხმამაღლა უკითხავ ხალხს, უღირსად ჩათვალე თავი, იმეორებ ღვთის წმინდანთა აღმონათქვამს, წმინდას და დიდებულს"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"მოძღვარი შინაგანად უნდა იყოს მკაცრი; მაშინ მისი ერთი შეხედვაც კი ადამიანს შიშს მოგვრის, შიშს არა მოძღვრისას, არამედ საკუთარი ცუდი საქციელისას"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"როცა სულიერი მამა შენთან კი არა, სხვა შვილთან საუბრობს და ამ დროს შენ სიხარულს განიცდი იმის გამო, რომ იგი მადლსა და ხსნის საშუალებას გადასცემს სხვა ადამიანებს, მაშინ მოძღვარი ნამდვილად სულიერად გიყვარს.
ხოლო თუ ამ დროს ღიზიანდები, წყენას ან შურს, თუნდაც შინაგანად დაფარულს, საკუთარი თავისაგან შემდეგი სიტყვებით: "როგორი უნამუსო ადამიანები არიან, ჩემს სულიერ მამას აწუხებენ, შეიძლება ის დაავადდეს ასეთი დაძაბულობით" და ასე შემდეგ, მაშინ იცოდე, რომ მასთან სულიერი კი არა, მშვინვიერი მიჯაჭვულობა გაქვს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"როცა კაცი, რაც არ სურს, იმას აკეთებს მოძღვრის სიტყვისამებრ, ეს ჯვარცმად შეერაცხება"
/წმ. აბბა დოროთე/
"მსახურებაში იყო ბეჯითი და გონებაფხიზელი, ფრთხილი და უშფოთველი"
"თუ მოძღვრის არყოფნის დროს თვალნათლივ წარმოვიდგენთ მას და განვეშორებით იმისგან, რაც მისთვის მიუღებელია; ლაპარაკისთვის თუ სიტყვისთვის, საკვების თუ ძილისთვის თუ კიდევ სხვა რამისვის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მანდვილად შევიცანით ჭეშმარიტი მორჩილება. არაჭეშმარიტ მოწაფეებს უხარიათ მოძღვრის გამგზავრება, თორემ ჭეშმარიტნი გლოვობენ ამას".
/ღირსი იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)/
"შენი შრომა კურთხევის გარეშე ფუჭია"
"მამა ხარლამპე თითოეულ აღმსარებელს თავისი პიროვნების მცირე ნაწილს აძლევდა"
„ცოლოსანი მღვდლები“
"ჩემო საყვარელო მამაო! რამხელა წმინდა კავშირი აერთებს მორჩილს თავის მოძღვართან! "ჩემი მამის, იოსების ღმერთოო", - ასე გვეუბნებოდა და ვგრძნობდი რომ ამა სოფლის მთელი სიტკბოება ამ ფრაზაში იყო ჩამალული".
„წადი, - ეტყოდა მოძღვარი, მთელი გულით და მრავალმნიშვნელოვნად, - წადი და ნახავ“. „მაშინ მე სიხარულით და ლოცვით ვივსებოდი“, - იგონებდა მამა ეფრემი. „აბა, წადი“, - მოძღვარი მკვეთრად ეტყოდა, როცა მორჩილი გაანაწყენებდა. მაშინ თავს მარტოდ და ღვთისგან მიტოვებულად გრძნობდა მამა ეფრემი“.
"მამაო, ღმერთი არ მინახავს, მაგრამ შენ გნახეო"
"ადრეც ეუბნებოდა მამა ნიკიფორე, რომ მისი მზრუნველობით კმაყოფილი იყო, ახლა კი აღაპყრო ხელნი და მამა ეფრემს [კატუნაკელი] მიმართა: "უფალმა გაკურთხოს! უფალმა გაკურთხოს! კაცი კი არა, ანგელოზი ხარ!" ნაცნობი ბერები ამბობდნენ: "მამა ეფრემი დიდი ხანი ელოდა ამ კურთხევას თავის მოძღვრისაგან და მიიღოო". აქვე გვინდა ავხსნათ, თუ რას ნიშნავს "მოძღვრის კურთხევის მიღება". სიკვდილის წინ, როცა მოძღვარი ხედავს, რომ მორჩილი მოსაგრეა (სათნოა) და მის მცნებებს ასრულებს, აკურთხევს თავისი მორჩილის დარჩენილ სიცოცხლეს. მაგალითად, ეტყვის: "როგორც მე შენ მემსახურე, ისე გემსახურონ ანგელოზებიო".
"უცხოს განკითხვაზე საშიში საკუთარი მოძღვრის განკითხვაა. მაშინ თვით ღმერთს განიკითხავ"
„მოძღვარმა გითხრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა გითხრა, ბაგენი მოძღვრისა - ბაგენია ქრისტესი. თუ იმას განსჯი, რაც მოძღვარმა გითხრა, მაშინ მორჩილი კი არა, კონტროლიორი ხარ მოძღვრის“
„ის ამ მხრივ ძალზე მკაცრი იყო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ. თუ კანონიდან რაიმეს ვერ შეასრულებდა, ვალად ჩაიწერდა და მეორე დღეს აასრულებდა“.
"არსებობს მრავალი ხერხი მოძღვართან მეტი ერთობის მოსაპოვებლად. როცა დასაძინებლად ვემზადები (როგორც მე ვიქცევი, იმას გეუნებით), ვამბობ: - "ჩემი მამის, იოსების ლოცვით" და ვიძინებ, ვიღვიძებ - კვლავ "ჩემი მამის, იოსების ლოცვით" და ვიწყებ ლოცვას. ვთქვათ, მივდივარ კატუნაკიდან დაფნაში - "ჩემი მამის, იოსების ლოცვით". საჭმელს ვამზადებ კვლავ, ჩემი მამის, იოსების ლოცვით". მივდივარ ვათოპედში, იქ კელაში ჩემი მოძღვრის, იოსების სურათი მაქვს და ვამბობ: "ჩემი მამის, იოსების ლოცვით"...
/მამა ეფრემ კატუნაკელი/
„წყარო მშვიდობისა, წყარო მადლისა, წყარო ცხონებისა, წყარო სამოთხისა - შენი მოძღვარია“
"მოძღვარი ჩვენი სულების ცოდვისგან ყველაზე დაზიანებულ მხარეებს ხედავს და მოთმინებით მკურნალობს".
"რადგანაც მოძღვარი იღებს ხარისხს, მისი ქორწინება არ შეიძლება, შეუღლება აღარ შეიძლება, უჩერდება მსახურება".
"საწყობივით ვარ, სადაც ხალხი თავის მწუხარებებს აგროვებს"
"როდესაც გაგიღიმებდა და თავის პატიოსან მარჯვენას თავზე შეგახებდა, თითქოს სხეულით მიწას სწყდებოდი"
„მასთან შეხვედრას ყოველთვის ზეციური სიხარული მოჰქონდა“
"ადამიანს ვერ მოატყუებ. შეიძლება ის ვერ გრძნობს ან კიდევ თვალს ხუჭავს თავის ცოდვებზე, მაგრამ შენი ცოდვები მას გრამი არ გამოეპარება. ჰოდა, თუ ნამდვილი არ ხარ, ღვთისმსახურების შესაფერისი ცხოვრება არ გაქვს, არ მოგისმენს და, შესაბამისად, ვერც გამოასწორებ, ვერც შეცვლის მას".
/მამა გიორგი ბასილაძე/
„თუ ადამიანი არ გიყვარს, მას ცოდვებს ვერ აპატიებ, მით უმეტეს, მის ცოდვებს ვერ აიღებ თავზე და მის გადასარჩენად არ იტანჯებ“.
/მამა გიორგი ბასილაძე/
"ასე რომ, მავანთათვის "ხელწამოსაკრავი" მართლმადიდებელი სასულიერო პირები, ხელდასხმის უწყვეტი ჯაჭვის მეშვეობით, მოციქულთა უშუალო მემკვიდრეები არიან. ყველა განმკითხველი სასულიერო პირს ისე უყურებს, როგორც ზებუნებრივ არსებას, რომელსაც ადამიანური სისუსტე, ნაკლი არუნდა გააჩნდეს. მოძღვარს მართლაც უდიდესი მისია აკისრია, მისი ჯვარი სხვებისაზე მძიმეა, მას მეტი სიწმინდე მოეთხოვება. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და სადაც სიწმინდეა, იქ ბოროტი მეტად იბრძვის; გამადიდებელი შუშით ნუ დავაკვირდებით მის ადამიანურ ნაკლს და შევეცადოთ, მასში ღმერთთან შუამავალი დავინახოთ. ისიც გვახსოვდეს, რომ მღვდლობა, მოძღვრის პიროვნული სისუსტის მიუხედავად, არ იბღალება".
"წმინდა ანატოლი ოპტელი ამბობს: "სულიერი მამის თანხმობის გარეშე ათქმას და კანონებს ნუ დაიდებ. კურთხევით აღსრულებული ერთი მეტანია უფრო მეტ სარგებელს მოგიტანს, ვიდრე ათჯერ თვითნებურად მუხლის მოდრეკა".
წმინდა ილარიონ ოპტელი კი გვასწავლის: "გახსოვდეს, სჯობს მოწაფის მოწაფე იყო, ვიდრე მიენდო საკუთარ ნებას და გონებას. ღირსი იოსები ოცდაათი წელი მორჩილებდა წმინდა ამბროსი ოპტელს, მაგრამ მაინც ასე იტყოდა: აბა, რა ვარ ჩემი სულიერი მამის გარეშე? არაფერი!"
„წმინდა ბარსანოფი ოპტელი წერს: „სულიერი მამა-შვილის ურთიერთობაში მთავარი მოწაფის რწმენაა. თუ იგი მოძღვარს რწმენით ეკითხება, მაშინ უფალი მისი რწმენისაებრ მოძღვრის საშუალებით უმჟღავნებს მას თავის ნებას“.
„წმინდა ამბროსიმ, ნექტარიოს ოპტელი მორჩილად რომ მიიღო, განსაკუთრებული, გამორჩეული სიყვარულით ექცეოდა. ეს ამბავი მორჩილს განაცვიფრებდა. წმინდა მამამ დაამშვიდა: მოძღვრისადმი შენი სიყვარული და რწმენაა ამის მიზეზი და თუ სხვებს ასე არ ეპყრობა, ესეც მათი მცირე რწმენისა და სიყვარულის ბრალია; არსებობს საყოველთაო სულიერი კანონი: მოძღვარს ისეთივე დამოკიდებულება აქვს სულიერი შვილის მიმართ, როგორიც სულიერ შვილს მისადმიო“.
„მამაო, ვიცით, რომ ჩვენთვის ყოველ საღამოს ლოცულობ“, - უთხრეს სულიერმა შვილებმა წმინდა ამბროსი ოპტელს. „მართალია, ვლოცულობ, როცა დაღლილი არ ვარ ხოლმე, თორემ ხომ იცით, ღორი თავის გოჭებს რომ დაივიწყებს, კლავენ“, - უპასუხა მათ წმინდა ამბროსიმ“.
„სულიერი მამა მეგობრობისთვის კი არ გვეძლევა, არამედ სულის ხსნისათვის. უნდა აფასებდე მის სიტყვას, უფრთხილდებოდე მის კურთხევას და ყველაფერს ზედმიწევნით აღასრულებდე... შვილს არ უნდა ეწყინოს, თუ მოძღვარი რაიმეს პირში ეტყვის და ამხელს - სულიერი მამა არ უნდა დუმდეს (როცა ჩვენ ვცოდავთ), თორემ ღვთის სამსჯავროზე აგებს პასუხს“.
"მამა საბა ოსტაპენკო ბრძანებდა: სულიერი მამისადმი ურჩობის გამო მადლის 99% გერთმევა და ცხოვრების ჯვარი გიმძიმდება. თუ მამის ურჩი კიდეც ბრაზობს მასზე, მაშინ ის უფალს განეშორება და სასო წარეკვეთება. ასეთნი ხშირად თავსაც იკლავენ... მორჩილი შვილი კი, ღვთის მოწყალებით, მადლის ას პროცენტს იღებს, რომელსაც თვითონ, თავისი ღვაწლით, იმავე მადლს დაუმატებს. მათგან გამოდიან ღირსი მამები, რომლებიც სულიწმინდის მადლით მწყემსავენ სამწყსოს".
"მეოცე საუკუნის დასაწყისში ათონზე მოღვაწეობდა ერთი ღირსი მამა. მას ჰყავდა მორჩილი, რომელიც დასნეულდა და სიკვდილის პირას იყო. გარდაცვალების წინა დღეს მივიდნენ მასთან დემონები და აშინებდნენ: შენ ჩვენი ხარ, ჯოჯოხეთში უნდა წაგიყვანოთო. ავადმყოფს ძალზე შეეშინდა. როცა მასთან მოძღვარი შევიდა, ყველაფერი მოუთხრო. "ნუ გეშინია შვილო, - უთხრა მოძღვარმა, - შენ ხომ მორჩილი ხარ. როცა ეშმაკები მოვლენ, უთხარი მათ: მე ჩემი მოძღვარი მყავსო". როცა ეშმაკები კვლავ გარს შემოერტყნენ ავადმყოფს, მორჩილმა უთხრა: - ჩემთან რატომ მოდიხართ? მე მორჩილი ვარ და ჩემი მოძღვარი მყავსო. ამ სიტყვების გაგონებისთანავე ეშმაკები გაქრნენ".
"როგორც ცხვარს არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს მწყემსს, ასევე უბრალო სულის ადამიანი წინააღმდეგობას არ უწევს წინამძღვარს და მისდევს მოძღვარს ყველგან, სადაც იგი ისურვებს და რომც დაკლან, წინააღმდეგობას ვერ გასწევს".
/წმ. იოანე სინელი/
"შენი რწმენა და სიყვარული სულიერი მამისადმი აზრობრივად აუწყე ღმერთს და უფალი უხილავად ამცნობს მას ამ სიყვარულის შესახებ, მასაც ამავე გრძნობით აღავსებს შენ მიმართ და კეთილად განაწყობს".
/წმ. იოანე სინელი/
"ყველაზე მეტად მაძლიერებს მრევლის სიყვარული და თანადგომა".
/სქემიღუმენი შიო (გელაშვილი)/
"ვისაც ქრისტე უყვარს, მას მღვდელიც უყვარს".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ჩვენ მეტად ვართ დავალებულნი სულიერ მწყემსთაგან, ვიდრე ხორციელ მშობელთაგან, რადგან ესენი გვშობენ ქვეყნისათვის და ქვეყანაში ცხოვრებისათვის, ხოლო მოძღვარნი ზეცისათვის და ღმერთთან საუკუნო ცხოვრებიდათვის".
"გიყვარდეთ მოძღვარნი, როგორც შვილებს მშობლები, რადგან მათი მეოხებით თქვენ მარადიული შობის ღირსნი გახდით, მათი ხელდასხმით აღესრულება ყველაფერი, მათი მეოხებით თქვენ გეხსნებათ ცათა კარიბჭენი".
"მღვდლების მიმართ გვამრთებს დიდი მზრუნველობა".
"ნეტარი მამა სულიერი მოძღვარი იყო და ყველა, ვინც მასთან აღსარებას იტყოდა, მონაზონი თუ ერისკაცი, სიმშვიდესა და სულიერ შვებას პოულობდა "ცოდვის სიმყრალისგან" დახსნილი".
"მოძღვარი სულიერი როზეტია, საიდანაც მორჩილი სულიერ დენს იღებს, რომელიც მარადიული წყაროდან - ღვთისაგან მოედინება. დენის წყარო - ღმერთია, სულიერი დენის გამტარი კი მოძღვარი".
"ჩვენ, მოძღვრებმა, კიდევ უფრო მეტად უნდა ვიღვაწოთ, რომ ამაოების მორევს გამოვტაცოთ მრევლი".
/დეკ. ნეოფიტე (დავითაშვილი)/
"ერთ სულიერ შვილს სთხოვა: - კუბოში რომ ჩამაწვენენ, აიღე ჩემი პატარა ქართული სახარება და გულზე დამადეო (მღვდლებს ასე კრძალავენ)".
"ყოველი მოძღვარი მოწამეა".
/ილია II/
"მოძღვარი ლოცვისას ღმერთსა და ხალხს შორის დგას. მადლიერი სიყვარულის გამო მისი ერთი ხელი დასხმულია მისთვის მიბარებულ სამწყსოზე, მეორე - ღვთისკენ ვედრებით არის აღპყრობილი".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"მოძღვარი ხომ მრევლთან თანაგანცდაშია".
"ყოველ მოძღვარს უხარია, როდესაც მრევლი გულწრფელად ინანიებს ცოდვებს და ცხონების გზას დაადგება და თუ ცხონდა, ეს მოძღვარსაც მადლში ეწერება".
/დეკ. გიორგი თიკანაშვილი/
"მოძღვარია კეთილი მრჩეველი, უღალატო მეგობარი, საიმედო საყრდენი, უნუგეშოსათვის ნუგეშის მიმცემი, სიყვარულის, სიკეთისა და სათნოების მქადაგებელი".
"ამგვარად, სული ჩემი მიილტვოდა ჩემი ბერდიდისაკენ. სიმართლეს გეუბნებით! და გული ჩემი მის გულთან ერთად იყო. მას თან დავყავდი, თავიდან ტაძარში შევიდოდით, იქიდან კი ერთად მივდიოდით სამუშაოდ. დიახ, მე მას ვგრძნობდი! ის, რომ მივეჯაჭვე ჩემს მოძღვარს და გული ჩემი მის გულს მიეწება, ამან გამწმინდა (მაკურთხა) მე და დიდი სიკეთე მომიტანა. ის უდიდესი წმინდანი იყო!"
„ორი წლის შემდეგ უკვე მოძღვარი გამხადეს (ანუ მას აღსარებების მიღება დაავალეს)“.
"მორწმუნე უნდა მივიდეს იმ მოძღვართან,რომლისკენაც გული მიუწევს.
არის შემთხვევა,როცა ადამიანს სურს გამოიცვალოს მოძღვარი. მეკითხებიან შეიძლება თუ არა ეს.
რა თქმა უნდა შესაძლებელია.მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ წახვიდე სხვა მოძღვართან და მასთან შენი ყოფილი მოძღვარი განიკითხო.
მოძღვრის განკითხვა არ შეიძლება.
სასულიერო პირს გაცილებით მეტი ბრძოლები აქვს,ვიდრე ერისკაცს..
უფრო მეტი იმიტომ ,რომ ეშმაკი მას,როგორც ღვთისმსახურს გარდამეტებულად ებრძვის..
რა შემთხვევაში შეიძლება რომ ადამიანმა დატოვოს მოძღვარი და გადავიდეს სხვა მრევლში?როცა თქვენ მოძღვარი გეტყვით:
,,მარტო მე ვარ ჭეშმარიტი მოძღვარი და ყველა სხვა ცუდი".აი ამ შემთხვევაში უნდა დაემშვიდობო მას და სხვასთან გადახვიდე..."
/ილია II/
"განსაკუთრებით ადამიანი, რომლის გონებაც დაზიანდა ეშმაკის მოქმედებისაგან, არ უნდა ენდოს საკუთარ თავს, არამედ უსმინოს სულიერ მამას. სულიერი უბედურებები ხდება ჩვენში სიამაყისაგან, ხოლო სხეულებრივი ხშირად დაშვებულია ღმერთისაგან ჩვენდამი სიყვარულის გამო, როგორც ეს მოუხდა იობს".
/წმიდა ბერი სილუან ათონელი/
"ფიზიკურად ვერ ვარ კარგად და ჩემი ფიზიკური მდგომარეობა, ჩემს ცოდვებთან ერთად, ხელს მიშლის, რომ ან გულით ვწირო, ან ვიქადაგო. იმასაც ვეჭვობდი, მექადაგა თუ არა დღეს საერთოდ. ორი მიზეზის გამო; ერთი - ფიზიკური უძულურების და მეორე ცოდვის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობის გამო, რაც დღეს მქონდა".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"რაც უფრო მეტი ჭაღარა გაქვს წვერში, მით უფრო გრძელია შენთან აღსარების თქმის მსურველთა რიგი".
/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე (პარი)/
"მე შემიძლია ყველაფერი გასწავლოთ, მიგითითოთ, მაგრამ თუ სათანადო სიმკაცრეს არ გამოვიჩენ, დავისჯები. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მოძღვრის სიმკაცრე უნდა მიიღოთ და აიტანოთ, როგორც ღმერთისგან თქვენზე მოვლენილი წყალობა. არადა ხშირად მოძღვარზე განაწყენდებიან ხოლმე და ზურგსაც შეაქცევენ იმის გამო, რომ მკაცრია. ილოცეთ, რომ თქვენი მოძღვარი მკაცრი იყოს, თქვენს ყოველ ნაკლზე ყოველგვარი კაცთმოთნეობის გარეშე მიგითითოთ, პირდაპირ გითხრათ სიმართლე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"წმიდა იოანე კრონშტადტელის ცხოვრების წესი ასეთი იყო: როცა იგი მღვდლად აკურთხეს, ასეთი რამ მოიმოქმედა - თავის წარმოსახვაში შექმნა მღვდლის იდეალი. ეს თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ - როგორი უნდა იყოს მღვდელი და მერე მე მაკრიტიკოთ ხოლმე. აი, მამა თეოდორე არ შეესაბამება ამ იდეალსო! მაგრამ უკეთესი იქნება, თქვენს გულებში შექმნათ ქრისტიანის იდეალი.
აი, შექმნა იოანე კრონშტადტელმა მღვდლის იდეალი და მთელი თავისი ცხოვრება ისწრაფოდა იქითკენ, რომ მიმსგავსებოდა ამ იდეალს. მე ვფიქრობ, მან ეს შეძლო, მაგრამ არცთუ ისე იოლად. ეს ძალიან რთულია. მღვდლის იდეალი ნიშნავს თითქმის სრულ მსგავსებას ქრისტესთან, როცა ის მიწიერად მოღვაწეობდა.
თქვენც უნდა შექმნათ ქრისტიანის იდეალი. ქალმა - ქრისტიანი დედაკაცის, კაცმა - ქრისტიანი მამაკაცის, ყრმამ - ქრისტიანი ყრმისა. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა ყოფილიყო ნამდვილი ქრისტიანი, დედაკაცი,მამაკაცი, თუ ყრმა. ეცადეთ, რომ მიბაძოთ. ეს იქნება საოცარი შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენ ნელ-ნელა გაიზარდოთ ქრისტეში".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"თუ ჩემი მოძღვარი მლანძღავს, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვუყვარვარ", - ამბობს მორჩილი. საიდან უნდა იცოდეს, რა უდევს გულში მის მოძღვარს".
"იგი იყო მშვიდი ნავსაყუდელი მათთვის, ვინც შეუვრდებოდა ამ სახელგანთქმული მოძღვრის ოლარს".
„მისი რბილი მოძღვრული მოპყრობის მიზანი იყო, მიმსვლელებში გაეღვიძებინა ღვთაებრივი სიყვარული ზეციური სასიძოსადმი. „შეიყვარე იგი, რომელმაც შენ შეგიყვარა“, - ამბობდა იგი“.
„ვინც მას არ იცნობდა, უკარებად სჩვენებოდა, მაგრამ მამა გაბრიელის უკარებობა, სხვანაირი სულიერი სახის იყო“.
„მღვდლობა ადამიანისადმი ღვთის სიყვარულის გამოვლინებაა - ასე ამბობდა ივერიელი მღვდელ-მონაზონი ათანასე“.
"ზოგჯერ ღმერთი სულიერ ხელმძღვანელებს თავის მცირე მადლს წაართმევს, რათა ისინი უხეშად გვესაუბრონ და ჩვენ სათნოებებში გამოცდის ჩაბარება შევძლოთ. უფალი გვიცქერის, განვიკითხავთ ჩვენ თუ არა. განსაკუთრებით თუ ვთხოვთ ღმერთს, გვასწავლოს, რომ არავინ განვიკითხოთ".
"გისურვებთ, რომ თქვენ საქართველოს ეკლესიის გულიანი შვილები ყოფილიყოთ. მე არ გეუბნებით იმას, რომ იყოთ ბრმები და ვერ დაინახოთ ის ნაკლი, რაც შეიძლება ჰქონდეს თქვენს მოძღვარს. დაინახეთ, მაგრამ ილოცეთ იმათთვის, შეეწიეთ თქვენი ლოცვებით. ერთმა მღვდელმა საუბარში თქვა, მხოლოდ მღვდელი თუ გაიგებს მღვდლისასო. თქვენ არ გევალებათ იცოდეთ, თუ რა ცხოვრებით ცხოვრობს მღვდელი, რა შინაგანი სულიერი ცხოვრება აქვს. ეს დაფარულია. ღმერთმა იცის მხოლოდ, თუ რამეს ამჩნევთ მაინც მიუღებელს, ილოცეთ. ნუ განიკითხავთ. ღმერთმა ასე დაადგინა იერარქიულად. მადლი მღვდლებისაგან მოგვეცემა. მღვდლებს ეპისკოპოსებისაგან. საერთოდ, ანგელოზებისაგან, ზემოთ - ღმერთისგან. ჩვენ თუ ყველაფერს ავუჯანყდებით, მერე - როგორც ერთმა მღვდელმა თქვა, რომელსაც მღვდლობა აქვს შეჩერებული, პავლე მოციქულს არ ვეთანხმებიო, - იმისაც კი ვიტყვით. მერე უფალსაც კი არ დავეთანხმებით რაიმეში. რაღაც არ მოგვეწონება.
ღმერთმა დაგვიფაროს ამგვარი განკითხვისაგან, მოგვცეს უნარი, რომ დავინახოთ, მაგრამ ვილოცოთ იმ ნაკლისა და არასწორი საქციელის გამოსწორებისათვის, რომელსაც ჩვენს მოძღვრებში შევნიშნავთ".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"სულიერი მამა გვეხმარება დავინახოთ ის, რასაც ვერ ვხედავთ".
/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე (პარი)/
"ერთი მოხუცი არქიმანდრიტი იყო, წმინდა კაცი. ვერ იტანდა, როდესაც სასულიერო პირს ოდეკოლონის სუნი ასდიოდა. ერთხელ მან ერთ ასეთ მღვდელს უთხრა: "მამაო, ოდეკოლონი შნი ცოდვების სიმყრალეს ვერ ფარავს!" შინაგანი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგნული ფორმა და, უპირველეს ყოვლისა, შინაგანს უნდა მივხედოთ".
"უამრავმა ადამიანმა მამა მიქაელის სახით იპოვა გამოცდილი და განმსჯელი დამრიგებელი და მამა, იჩქაროდნენ, მხრებიდან ცოდვის ტვირთი მოეხსნათ, და ამ ბრმა მოძღვრის ოლარის ქვეშ, მის სულიერ ნავსაყუდელში, თავიანთი წყურვილი დაეცხროთ მართლმადიდებელი გადმოცემისა და მოძღვრების უწმინდესი წყლით".
"მან ქუხილივით ქადაგება იცოდა"
"თუ ცოდვილია მღვდელი, წესის აღსრულებისას უხილავი თოკებით არის შეკრული და წმინდა ანგელოზები ასრულებენ საიდუმლოს. მღვდელი მაშინ არის მღვდელი, როცა თვითონ ასრულებს საიდუმლოს".
/წმ. გაბრიელ ბერი/
"აქ ხალხი უფრო სულიერია, ბევრ შემთხვევაში მოძღვრებსაც კი გაუსწრეს სულიერებით".
"ვინც მოძღვრის დაუხმარებლად ბოროტ სულებს ებრძვის, მას ეშმა ამარცხებს".
"მკაცრი სიტყვით მიმართავს მწყემის იმ ცხვრებს, რომლებიც სიზარმაცის ან ნაყროვანების გამო ჩამორჩნენ ფარას, რადგან ესეც კეთილი მწყემსის თვისებაა".
"ჭეშმარიტ მოძღვარს სიყვარული გიჩვენებს, რადგანაც სიყვარულის გამო იტვირთა ჯვარცმა უდიდესმა მწყემსმა".
"ჭეშმარიტი მასწავლებელი ისაა, ვინც ღთისგან უშუალოდ მიიღო სულიერი გონების წიგნი, ჩაიბეჭდა გონებაში და სხვა წიგნები არ სჭიდება. როცა სულიერი მკურნალი ასეთ სიბრძნეს ღვთისგან შეიცნობს, ის ამარცხებს ვნებებს, რომლის განკურნება ბევრმა ვერ შეძლო".
"მოძღვარი სულიერი როზეტია, საიდანაც მორჩილი სულიერ დენს იღებს, რომელიც მარადიული წყაროდან - ღვთისაგან მოედინება. დენის წყარო - ღმერთია, სულიერი დენის გამტარი კი მოძღვარი".
"კაცს არ ძალუძს, სამართლიანად განსაჯოს, უკეთესი გახდა თუ უარესი. უფალი მხოლოდ სულიერ მამას უმჟღავნებს ჭეშმარიტებას, მხოლოდ მან იცის თვისთა შვილთა სულიერი მდგომარეობა".
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"მოძღვარი ყურადღებით უნდა ეკიდებოდეს სულიერი შვილის ტკივილს. დახელოვნებული მკურნალის დარად უნდა უწამლოს ნებისმიერ ჭრილობას".
/დეკ. აკაკი მელიქიძე/
"მოძღვრობის ხელოვნებას თანდათანობით ვსწავლობ. სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება წლებს მოაქვს. ჩნდება სიბერის თანმხლები უძლურების განცდაც. გადახედავ განვლილ ცხოვრებას, ჩაუფიქრდები შენს შეცდომებს და სინანულიც მეტ ძალას იძენს. უფრო მიმტევებელი ხდები. გეხსნება სულიერი ხედვის უნარი, რომლის წყალობითაც უნდა უხელმძღვანელო სულიერ შვილებს, რათა დროულად შენიშნო საფრთხე და მცდარ გზას არ დაადგნენ. მოძღვარი მრევლს სამეუფო გზის პოვნაში ეხმარება და სასუფევლისკენ მიუძღვის".
/დეკ. აკაკი მელიქიძე/
"თუ არ არის მოძღვარი, ვის ვთხოვოთ რჩევა, ლოცვა-კურთხევა? მამა დოროთე გვასწავლის: "ვინმე რომ არ იყოს, პატარა ბავშვსაც რომ ვკითხოთ სარწმუნოებით, უფალი შეისმენს თხოვნას და ჩვილი ბავშვის პირითაც განგვიცხადებს თავის ნებას. ხოლო თუ სარწმუნოებითა და სიმდაბლით არ ვკითხავთ მოძღვარს, ასეთ შემთხვევაში უფალი თავის ნებას არ განგვიცხადებს, რადგან შეკითხვა თავიდანვე არ იყო წრფელი. ესე იგი, არც გულს უნდა მიენდო და არც გონებას. ჰკითხე მამასა შენსა და მამამან შენმან გითხრას შენ სიბრძნე სოლომონისა, ხოლო თვისი გულისთქმისაებრ მავალნი, ვითარცა ფურცელნი, დაეცნენ".
"მოძღვართან სიახლოვე ძალზე ანუგეშებდა"
"რა ვარ მოძღვრის გარეშე? ნული და მეტი არაფერი".
/ღირსი იოსებ ოპტელი/
"ძალიან შთამბეჭდავია მღვდლობის საიდუმლოებაში მონაწილეობა. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს შორდები გარემომცველ სინამდვილეს, მატერიალური სამყარო სხვაგან რჩება, გიუცხოვდება. უჩვეულო განცდა გეუფლება წმინდა ტრაპეზთან დაჩოქილს. თითქოს რაღაც მწველი გევლება მთელ ზურგზე. ერთი სიტყვით, ამის ენით გამოთქმა შეუძლება".
/მამა ირაკლი სახოკია/
"კავსოკალიველ მამა დამიანეს პატრიარქის შესახედაობა ჰქონდა. წარმოშობით მესინელი გახლდათ, აღსავსე სითბოთი და სიყვარულით! უხვად მჭევრმეტყველი, მაღალი და დიდებული, სპეტაკი წვერით. თუ სკიტის ბილიკზე გადაეყრებოდით, ვინმე დიდებული პატრიარქი გეგონებოდათ".
/არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)/
"თუ, შენ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იზრუნო, მაშინ რამხელა საქმე აქვს მოძღვარს, ვისზეც ამდენი სულია ჩამოკიდებული! შენ მოხვალ, ეტყვი გულისთქმებს, მეორეც, მესამეც... და მოძღვარი ამას იტვირთავს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქრისტე და არანაკლებ მოძღვარიც ყველაზე დარდობს".
/მამა ეფრემ კატუნაკელი/
"როცა ძალზე მიმძიმდა, მეტს ვეღარ ვუძლებდი, შეწევნას ვითხოვდი, ჩემმა მოძღვარმა, მამა იოსებმა, ძილში მითხრა: "გულში მიზიხარ, შვილო!" იცი, როგორ ვინუგეშე მაშინ ჯვარტვირთულმა, რომელიც სწორედ იმ დროს მომეცა!"
/მამა ეფრემ კატუნაკელი/
"ქედი კი სულიერ მოძღვარს მოუდრიკა, რათა ამ ცხოვრების სასტიკ ზღვაში სრულიად თავისუფლად და უვნებლად ევლო. ისე დაუმორჩილა საკუთარი თავი მოძღვარს, თითქოს უტყვი და პირადი ნებისგან სრულიად თავისუფალი სული ჰქონოდა".
"სათნო ეყავი მოძღვარს, სათნო ეყავი ღმერთს"
"არსებობს მრავალი ხერხი მოძღვართან მეტი ერთობის მოსაპოვებლად. როცა დასაძინებლად ვემზადები (როგორც მე ვიქცევი, იმას გეუბნებით), ვამბობ: - "ჩემი მამის, იოსების ლოცვით" და ვიძინებ. ვიღვიძებ - კვლავ "ჩემი მამის, იოსების ლოცვით" და ვიწყებ ლოცვას. ვთქვათ, მივდივარ კატუნაკიდან დაფნაში - "ჩემი მამის, იოსების ლოცვით". საჭმელს ვამზადებ - კვლავ "ჩემი მამის, იოსების ლოცვით". მივდივარ ვათოპედში, იქ კელიაში ჩემი მოძღვრის, იოსების სურათი მაქვს და ვამბობ: "ჩემი მამის, იოსების ლოცვით".
/მამა ეფრემ კატუნაკელი/
"მე ხომ 80 წელი მორჩილი ვიყავი და 10-15 წელი - მოძღვარი. ერთი სიყვარულიც შევიტყვე და მეორეც... მამობრივი სიყვარული, ჩემი მამაო - ეს ძალზე ამაღლებულია".
/მამა ეფრემ კატუნაკელი/
"მოძღვარმა გითხრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა გითხრა, ბაგენი მოძღვრისა - ბაგენი ქრისტესი".
/მამა ეფრემ კატუნაკელი/
"მოძღვარი - ჩვენი ცოდვილი სულების მოთმინებით მკურნალი... სულიერი შვილების მწე და ქომაგი... უფლისაგან დაკისრებული მძიმე ტვირთის უდრტვინველად მზიდავი... ჩვენზე მლოცველი... ზეციურ მამასთან ჩვენი რუდუნებით მიმყვანი, მადლით სავსე მქადაგებელი..."
"თქვენი ყოველი ქადაგება სულიერი პურის დარიგებაა, ანგელოზთა პურისა, რომელიც მარადისობის მსურველთ აპურებს ზეციური საზრდოთი და უკვდავების წყლით უკლავს წყურვილს; წყაროა წყლის, რომელიც უზრუნველობისა და დაუდევრობისაგან გასასტიკებულ და ქვაც ნაქცევ გულს ალბობს, რწყავს და ასაზრდოებს ღვთის მაცოცხლებელი სიტყვით".
"თუ იმას განსჯი, რაც მოძღვარმა გითხრა, მაშინ მორჩილი კი არა, კონტროლიორი ხარ მოძღვრისა".
/მამა ეფრემ კატუნაკელი/
"გიყვარდეთ მოძღვარი, როგორც შვილებს მშობლები, რადგან მათი მეოხებით თქვენ მარადიული შობის ღირსნი გახდით, მათი ხელდასხმით აღესრულება ყველაფერი, მათი მეოხებით გეხსნებათ ცათა კარიბჭენი, მათი მეოხებით გახდით საშინელი საიდუმლოების ღირსნი".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ნამდვილი მღვდლობა მოწამეობაა".
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"როცა ერთმა ერისკაცმა მამა პაისის სულიერი მამობა სთხოვა, ბერს ასეთი პასუხი გაუცია: "მოძებნეთ კარგი, მოსიყვარულე მოძღვარი და მას ჰკითხეთ რჩევა. შორიდან ვერ განიკურნები - ექიმი გვერდით უნდა გყავდესო".
"ქრისტიანისთვის უდიდესი საუნჯეა ხორციელი მშობლებისა და სულიერი მამის დალოცვა, ლოცვა".
"მისი მსახურება თითქოს ერთი გაბმული გალობაა, ისეთი გულისხმიერი ღაღადისით ევედრება უფალს ჩვენთვის, სულიერად სუსტი და უძლური მრევლისთვის".
"როცა მამა იაკობ ევბეელი გარდაიცვალა 1992 წელს, მისი სულიერი შვილი შეწუხებული ამბობდა: - იმ ქვეყნად წავიდა მამა პორფირე, წავიდა მამა პაისი, წავიდა მამა იაკობიცო და ფიქრით მიმართა იაკობს: - ყველანი მიდიხართ, გვაობლებთ, ახლა რაღა ვქნათო. ძილ-ღვიძილში მამა იაკობი წარმოუდგა და უთხრა:
"როცა მიწაზე ვიყავი, ყველასთვის მუხლმოდრეკილი ვევედრებოდი უფალს. ახლა აქ ვარ და ლოცვას ვინ მიშლის? ახლა ნუღარ გეშინია, მე შენი პირდაპირი შუამდგომელი ვარ. ჩვენს შორის პირდაპირი სატელეფონო კავშირია. ეცადე, მისი ელემენტები არ დაგეცალოსო".
"წმინდა მამა საოცრად ამჩნევს ადამიანის სულიერ ხაზებს, მისი რჩევა თანამედროვე ცხოვრებაში უნდა გამოვიყენოთ".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"ყოველთა ძღვნეთაგან უმჯობესია სულიერი მამის შეგონებანი".
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"როგორ მშვიდდება მოძღვრის სული, როცა მისი მორჩილი მორჩილებით ცხოვრობს! როგორ ნუგეშობს, როგორი სიმშვიდე და ლოცვა ამოდის სიღრმით გულისათ: "შვილო, გაკურთხოს უფალმა" და შენ ერთიანად მოგიცავს ეს ლოცვა".
"მეუფე იობი არის ჩემი სულეირი მამა, ადამიანი, ვინც მე ქრისტეში და მართლმადიდებლობაში მშვა".
"მიყვარხართ ძალიან, ძალიან, გეამბორებით სულიერი ამბორით, ჩემო საყვარელო მამა გაბრიელ!"
"ზოგიერთი მრისხანებას სიფიცეში ურევს. მრისხანება, გახელება, ბოღმა - ერთი და იგივეა. მაგრამ სიფიცხეა, როცა უფალს მხურვალედ ემსახურები ადამიანთა გადასარჩენად. როცა ხედავ, კაცზე ალერსიანი სიტყვა არ ჭრის, იძულებული ხარ, მკაცრად ელაპარაკო. ზოგიერთი კი ფიქრობს, მოძღვარი გაბრაზებული მესაუბრებაო. ბრაზით კი არა, გაფიცხებით. გაფიცხება კი მოყვასის გადასარჩენად მოშურნეობაა".
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"ნათლიასთან, ნათლიმამასთან შეიძლება უბრალოდ ისაუბრო, მოძღვართან ურთიერთობისას კი ღვთის შიში უნდა გქონდეს! უნდა მიხვიდეთ მასთან კურთხევისთვის და ზედმეტი სიტყვა არ უნდა წარმოთქვათ, მაშინ გაგაძლიერებთ და განგკურნავთ კიდეც უძლურების ჟამს სულიერი სნეულებისგან მისი კურთხევა. ხედავთ, რა ძალა აქვს მოძღვრის კურთხევას, თუ მასთან კეთილმოკრძალებით მიხვალთ?"
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"მოძღვარი არის ფარი ადამიანისთვის, რომელიც თავის თავზე იღებს მტრისგან ნასროლ ისრებს, რათა სულიერი შვილი გადაარჩინოს".
"სულიერი მოძღვრის დამკვიდრებით განიწმინდა თვით ჰაერი".
"არ ვიცი, ჩვენისთანა მოძღვარი სადმე კიდევ თუ არის".
"მოძღვარი იქ უნდა იყოს, სადაც ხალხს ყველაზე მეტად უჭირსო".
"ასე რომ, შემინდეთ ქრისტეს გულისთვის ეს სიმკაცრე. სჯობს კაცი განაწყენდეს, ვიდრე განაწყენდეს ღმერთი, მადლი, სინდისი და მღვდლობის მადლი დავკარგოთ... დაგვიფაროს ღმერთმა! ზოგიერთი ფიქრობს: - ასეთი აღფრთოვანებული მოვედი! მოძღვარი კი ყურადღებას არ მაქცევსო. რატომ? იმიტომ, რომ სხვანაირად მოძღვარმა შეიძლება მღვდლობის მადლი დაკარგოს. მან თან უნდა გაიყოლოს ერი და არ პირიქით, ერს გაჰყვეს".
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"ზოგიერთებს სევდა და სასოწარკვეთა სჭირს. რადგან ადამიანებმა შესცოდეს, ღმერთი კი ამის გამო ეპიტიმიას უგზავნის, რამეთუ კაცი არ უსმენს თავის სინდისს. მოძღვარი ამბობს: "თავი შეიკავეთ ამგვარი მოქმედებისაგან". კაცი კი არც საკუთარ სინდისს უსმენს და არც მოძღვარს. და მაინც ფიქრობს: "მოძღვარი ჩემდამი ასეთი მკაცრი რად არისო?" ასე რომ, შეიძლება მოძღვარმა გაპატიოს, ღმერთმა კი არა".
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"მამა გრიგოლი ჩემთვის გახდა არა მარტო სულიერი, არამედ თითქმის ხორციელი მამაც".
"უნდა შეგვეძლოს სულიერი შვილების ხელმძღვანელობა და სიყვარულის დაფარვით მათდამი გონივრული სიმკაცრის გამოჩენა".
/მამა საბა (ოსტაპენკო)/
"მისი [მამა საბა (ოსტაპენკო)] გარეგნული სიმკვახე ერთგვარად ბოლო ცდა იყო ადამიანის სინდისის გასაღვივებლად".
"ზოოპარკში თუ საჭმლით ხელში მიუახლოვდები მხეცს, ის ყურადღებით აკვირდება შენს ყოველ მოძრაობას. შენი ნასროლი საჭმელი მიწაზე დავარდნასაც ვერ ასწრებს, ჰაერშივე სწვდება, ასევე ჰაერშივე უნდა დაიჭირო მოძღვრის სიტყვა და დაიმახსოვრო".
"მამა საბა [ოსტაპენკო] მართლაც მოსწვავდა თავისი ცეცხლოვანი ლოცვით სულიერ შვილთა ცოდვებს".
"თუ სულიერ შვილებს უნდათ, რომ სულიერ მოძღვრებს უყვარდეთ, მაშინ უფრო მეტად უნდა უსმენდნენ მას, ვიდრე საუბრობდნენ, და მოძღვარს ერთსა და იმავე საგანზე არ უნდა ჰკითხონ. თუ მოძღვარი არ გააუქმებს, მის ნათქვამს მთელი ცხოვრების მანძილზე აქვს ძალა".
/მამა საბა (ოსტაპენკო)/
"მრავლისმეტყველებას სულიერ მამასთან ის [მამა საბა ოსტაპენკო] კადნიერებად თვლიდა. "სულიერი მამა ცხოვნებსითვის გეძლევა - და არა მეგობრობისთვის, - ამბობდა, - შენ კი ისე მესაუბრები, თითქოს მეზობელი ვიყო და ქუჩაში შეგხვდი".
"მამა საბა [ოსტაპენკო] სთხოვდა სულიერ შვილებს, ელოცათ მისთვის და ერთმანეთისთვის. სულიერი მამის ლოცვა იცავს სამწყსოს, მრევლის ლოცვა კი შეეწევა სულიერ მამას".
"მამებს ის ადამიანები უყვართ, რომლებიც დაფიქრებულად და მოკლედ საუბრობენ. ვინც არ აგრძელებს საუბარს მათთან, ვინც არ ხდება ქურდი მათი ლოცვისა. უფლის საყვარელი მოციქული იოანე ღვთისმეტყველი მდუმარებით გამოირჩეოდა".
/მამა საბა (ოსტაპენკო)/
"როცა მამა საბასთან [ოსტაპენკო] მივდიოდი, უამრავი შეკითხვა მქონდა, მაგრამ მასთან შეხვედრისას ისინი უეცრად ქრებოდა და მავიწყდებოდა კიდეც, თითქოს პასუხი მათ სიტყვით კი არა, მადლის ძალით გაეცემა. თითქოს შეხვედრა თვითონ იყო პასუხი".
"მაინტერესებს ხოლმე, გასული საუკუნის ქართველი მამები როგორ იყვნენ მრევლთან და ვცდილობ, იმგვარად ვიმოქმედო. რაოდენობა კი არა, ხარისხია მთავარი".
/დეკ. გიორგი ცქიფურიშვილი/
"ვინც თავის მოძღვარს დღეს ემორჩილება და ხვალ არა, მსგავსია იმ ადამიანებისა, რომელიც თავის სნეულ თვალს ხან საკურნებელ მალამოს უსვამს, ხან კი კირს".
/ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)/
"აბბა თეოდორე ხალხთან გადიოდა, მაგრამ მათთვის მახვილით იყო".
" - მამაო, რა არის მოძღვრის მისია?
- ხალხი მოვაქციოთ უფლისკენ და სიცოცხლის ბოლო წუთამდე მათი ცხონებისთვის ვიზრუნო. მე თუ ვერ ვაცხოვნე ისინი, მე ვერ ვცხონდები. უფალი როგორ ამბობს: ჯერ გლახაკები შევლენ სასუფეველში და მერე თქვენო, ანუ სასულიერო პირები. ჩვენი სასუფეველი არის მრევლის შესვლა სასუფეველში. მშენებლობა, რაც მე ჩამოვთვალე, მეორეხარისხოვანია. უპირველესად ხალხის სულები უნდა ვაშენოთ და ვაცხოვნოთ".
/დეკ. გიორგი ცქიფურიშვილი/
"ერთობ მშვიდი ხასიათის გულკეთილი მოძღვარი [მღვდელი ალექსანდრე მოლოდინაშვილი] მრევლს თავგანწირვამდე უყვარდა და აფასებდა მის მოღვაწეობას".
"თუ სულიერად შენი მამის გვერდით იქნები, მაშინ საუკუნოვანი ხეების მომრევი ქარიშხალი ვერ შეგეხება, მის შუაში უვნებლად გაივლი მამის ლოცვის საფარეველით დაცული".
"არიან სულიერი მამები, რომლებიც ლოცულობენ, რომ ღმერთმა მას მოსთხოვოს პასუხი სულიერი შვილების ცოდვათა გამო. ეს ნიჭია განსაკუთრებული, თავგანწირული სიყვარულისა".
"ის ღმერთს შესთხოვდა, დაესაჯა საკუთარი სულიერი შვილების ცოდვებისთვის. ლოცულობდა, რომ მათი სნეულება მასზე გადასულიყო. ჩვენ მსუბუქნი ვიყავით, ვინაიდან იგი გრძნობდა თავს დამძიმებულად".
"ადამიანი მოძღვრის მორჩილებით თუ იცხოვრებს, არასდროს შეცდება".
/მამა იოანე (ოხანაშვილი)/
"მრევლმა უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა გამოხატა სულიერი მოძღვრისადმი - მამა აკაკი 15 წელია, მათი სულიერი წარმმართველია".
"იყოს, ჩვენო მამაო, თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი ჩვენი უფალი იესო ქრისტეს. დაე, მუდამ გიბრწყინავდეთ თვალებში ბედნიერების ცრემლი, თქვენი სულიერი შვილების კარგი აღზრდით გამოწვეული. იხარეთ და იბედნიერეთ!"
"მღვდლობის მადლი მღვდელს ეძლევა არა თავისთვის, არამედ ხალხისთვის, მაგრამ მღვდლის პირადი მოღვაწეობით იგი უფრო სრული და აშკარა ხდება, მაშინ კი ღვთის მადლი, მღვდლის პიროვნულ სიწმინდესთან შეერთებული, მის მსახურებას ადამიანის სულზე ზემოქმედების განსაკუთრებულ ძალას ანიჭებს. ასეთი მღვდლები არც ისე შორეულ წარსულში იყვნენ: წმინდა გაბრიელ ქიქოძე და წმინდა ალექსი შუშანია. მათ მუდამ გარს ეხვია ხალხი, ვინც ცხადად გრძნობდა მათგან გამომავალი მადლის სითბოსა და სინათლეს".
"გილოცავთ, საყვარელო მოძღვარო და მამავ, დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, მრავალ მშვიდობიან და ბედნიერ ვარდობისთვეს, ჭეშმარიტი სულიერი შვილების სიმრავლეს და ისეთ საქართველოში ცხოვრებას, თქვენ რომ გეოცნებებათ. იხარეთ და იდღეგრძელეთ თქვენს ლამაზ ოჯახთან და მრევლთან ერთად!"
"მისი მსახურება, წმინდა ეფრემ ასურის სიტყვით, უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნიური მეფის მსახურება. და რაც უფრო მეტად შეაღწევს მწყემსი თავისი მსახურების საიდუმლოში, მით უფრო მეტად განიმსჭვალება სიწმინდის ამ ატმოსფეროთი. როცა ის თრთოლვითა და ძრწოლით შეეხება სიწმინდით აღსავსე საეკლესიო ჭურჭელს, მაშინ თვითონაც კეთილსურნელების გამოცემას იწყებს".
"მღვდელი სასწაულის, ყოველივე სასწაულებრივის ატმოსფეროში ცხოვრობს და მოქმედებს. მისი სამფლობელო - სასწაულებრივის სამფლობელოა".
"მადლობა უფალს, რომ მოძღვარი ვარ. ყოველდღე რომ ვწირო ტაძარში, არ მომწყინდება".
/მამა გიორგი ჯიბუტი/
"ამბიონიდან გრგვინავდა"
"მოძღვრებმა უწმინდესის მორჩილებით, მრევლმა კი მოძღვრის კურთხევით უნდა გადაირჩინოს თავი. ნებისმიერ საკითხზე მიმართოს თავის მოძღვარს, რომ ეჭვები გაფანტოს. ეჭვი მარტო თავში კი არ იბადება, სარწმუნოებასაც უჩნდება. მინახავს სტიქაროსანი - თავიდან მონდომებით დაიწყო, მერე კი გაქრა და საერთოდ აღარ გამოჩენილა ტაძარში. ეტყობა, რაღაცით დაბრკოლდა, ამიტომ თვითნებურად, მოძღვართან შეუთანხმებლად ერთი ნაბიჯიც არ უნდა გადავდგათ".
/დეკ. არჩილ ავანაშვილი/
"...მე ავტირდი, თან ვეხვეწებოდი: "მამაო, შენს ნაცვლად მე მოვკვდები-მეთქი..."
/წმ. გაბრიელ ბერი/
"ეს ადამიანი ჩემთვის მამაზე მეტია"
"ერთი მთავარი ჯილდო აქვს კიდევ მადლმოსილ მოძღვარს - ეს არის ის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა, რომელიც მრევლის თვალებში გაკრთება ხოლმე მისი გამოჩენისას".
"მოძღვრის გარდაცვალების შემდგომ სერაპიონმა მის მოწაფეებს წერილობით ასე მიმართა:
- სამყარომ მისი სახით უდიდესი მეოხი დაკარგა, ზეცამ კი უდიდესი ადამიანი შეიძინა. ზეცამ ის მიიღო, რასაც ეძებდა, მიწამ კი ის დაკარგა, ვინც ჰყავდა".
"მღვდლის ძირითადი მოვალეობა ხომ ის არის, რომ ადამიანის გულში ღვთის სიყვარულის ცეცხლი აღანთოს".
/დეკ. დავით ლონდარიძე/
"ის ალს ჰგავდა, რომელიც ანათებდა, ათბობდა ადამიანებს, მაგრამ ასევე შეეძლო მათი დაწვაც, ვინც მისი ხელით შეხებას მოისურვებდა".
"სულიერი შვილები ამბობდნენ, მამა საბას [ოსტაპენკო] კელიას შიშით ვუახლოვდებოდითო, მაგრამ ეს შიში იმ ავადმყოფის შიშსა ჰგავდა, გამოცდილ ქირურგთან რომ მიდის: ტკივილისაც ეშინია და თან იცის, მისგან კურნებასა და შეწევნას მიიღებს".
"ერთხელ მამა ეპიფანე (+1989) ესტუმრა მღვდელს, რომლის ცოლმაც შესჩივლა: ჩემი ქმარი ისეა ეკლესიისა და მრევლის საქმეებში ჩაფლული, ოჯახი მთლად დაივიწყაო. მამა ეპიფანე დედაკაცის მხარეს დადგა და მღვდელს უთხრა: - მეუღლე და შვილებიც შენი მრევლია და მათთვისაც პასუხს აგებო".
"მამა საბა [ოსტაპენკო] ყოველთვის ხალისიანი იყო, თითქოს იმწუთას შეეტყო რაღაც ძვირფასი ამბავი და ყველასთვის სურდა გაეზიარებინა"
"სქემიღუმენ საბასთან [ოსტაპენკო] ურთიერთობა ჩემთვის დაუვიწყარ მოვლენად იქცა. გეგონებოდა, რომ მისი სული სიყვარულის უხილავ ტალღებს გამოსცემდა და თითქოს გაზაფხულის სითბოთი განათბობდა ადამიანთა ცოდვაში გაქვავებულ, გაყინულ სულებს, არადა, ხასიათით სულაც არ იყო რბილი და ალერსიანი, განსაკუთრებით სულიერი შვილების მიმართ".
"მზის სხივზე წმინდა სული უნდა ჰქონდეს მოძღვარს, წამითაც რომ არ მიატოვოს სულიწმინდამ და იმის თქმა შეძლოს: - "ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" (გალ. 2, 20)".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"თუკი მოძღვარს არ აქვს სიმამაცე, რათა სიყვარულის გამო სულიერ შვილებს თუნდაც ჯოჯოხეთში ჩააკითხოს, მაშინ ეს არაა სულიერი მოძღვარი!"
/წმ. პაისი ათონელი/
"ჩვენი სულიერი მამის ბაგეთაგან თითოეული აფრენილი სიტყვა უნდა დავიჭიროთ".
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"მღვდლის ჯვარი საკმაოდ მძიმეა. ღმერთმა ინებოს, რომ მაცხოვრის წინაშე წარდგომილ სასულიერო პირებს გვეთქვას: "აჰა, უფალო, მე და ეს ცხოვარნი, რომელიც მომეცი შენ, როგორც მწყემსმან და მე არ დაგიკარგე".
/მამა მალხაზ ყიფიანი/
"იცი, როგორი სიყვარულით სავსე თვალებით შემოგვხედავს? მაგრამ ხანდახან, როცა გამოფხიზლება გვჭირდება, გვიმკაცრდება და მაშინ ვგრძნობთ მის სიყვარულს ჩვენდამი. მე პირადად დარწმუნებული ვარ, მოძღვრის სიმკაცრე რომ არა, ის სულიერი მდგომარეობა, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, არ გვექნებოდა".
"სულიერი შვილისთვის ყველაზე დიდი განძი სულიერი მამის ლოცვაა"
"მეტი მორჩილება მმართებს, რათა ჩემი ჯვარი სასუფევლის კარამდე ვზიდო და იმ ადამიანების ხიდი ვიყო, რომლებსაც სასუფეველში სურთ გადასვლა".
"ჩვენი საკურთხევლის მსახურებს შორის იყვნენ მიქაელი და გაბრიელი. ერთხელ, საჭიროების გამო ოჯახში ექიმი ქალბატონი მოვიყვანე. აქვე იყვნენ ჩვენი ხსენებული სტიქაროსნებიც. როცა ექიმი მორჩა საქმეს, უკვე ბნელოდა. "გაგაცილებთ, მანანა ექიმო", - ეუბნება ფოფოდია. "არა, არ არის საჭირო", - პასუხობს ექიმი. "არავითარ შემთხვევაში, - თავი გამოიდო ჩემმა მეუღლემ, - მიქაელი და გაბრიელი გაგაცილებენ'... გენახათ, როგორ შეეცვალა სახე მანანა ექიმს... "არა", - ეს უკვე კატეგორიული ტონით იყო ნათქვამი და სანამ ჩვენ გავაცნობიერებდით, რაც მოხდა, სიბნელეში გაუჩინარდა...
/დეკ. სერაფიმე დანელია/
"შენს სულიერ მოძღვარს ბოლომდე უნდა ენდობოდე, სხვანაირად, მთლიანობა დაიმსხვრევა".
/არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)/
"უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელიც ადამიანია, თავისი ადამიანური სისუსტეებითა და უძლურებით, უნდა გვახსოვდეს, რომ მას ბოროტი ძალა უფრო ძლიერ ებრძვის, რათა დაამციროს, დაამდაბლოს და ამით მრევლის რწმენა შეარყიოს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ზოგიერთი მიზეზით, სხვები არ უნდა შეურაცხვყოთ. განა შეიძლება იუდა ისკარიოტელის გამო უგულებელვყოთ ღვაწლი სხვა მოციქულებისა, რომელთაც თავიანთი წმინდა ცხოვრებითა და მოწამებრივი აღსასრულით დიდების გვირგივინი მოიპოვეს?!"
/ილია მეორე/
"მუდმივად უფალზე ფიქრი - აი, რა არის მღვდლის მსახურების მადლმოსილების საწინდარი, როგორც საზოგადო, ისე პირად ცხოვრებაში. საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ მოძღვარმა სამწყსოს სიყვარული მოიპოვოს, არის ლოცვით მდგომარეობაში ყოფნა. მრევლი მოძღვრისაგან, პირველ ყოვლისა, ლოცვის ნიჭს მოითხოვს, მრევლი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, როგორ ლოცულობს მოძღვარი. მსახურებისთვის აუცილებლად არ მიიჩნევა, დავუშვათ, მუსიკალური ხმა, მკაფიო გამოთქმა და ა.შ. ასამაღლებლებში მოძღვრის გულწრფელი ლოცვის სული უნდა იგრძნობოდეს, ანუ მოძღვარს უნდა ჰქონდეს ერთი მთავარი თვისება - მლოცველობა. ამ თვისების გარეშე ვერავითარი სირბილე, გულთბილი, მშვიდი საუბარი და მრევლთან კარგი ურთიერთობის უნარი ვერ უშველის მოძღვარს".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"პატივი ეცი მღვდელს, ღვთისმსახურს, როგორც ანგელოზს, რომელიც შენი სულის ხსნისთვის ღმერთმა მოგივლინა".
/ღირსი საბა განწმენდილი/
"ის, ვინც ღვთისმსახურს შესაბამის პატივს არ მიაგებს, შორს დგას სასუფევლისაგან".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"მეუფის ყველა სიტყვა, ყველა დარიგება, მისი ღიმილი და თუნდაც მისი გაწყრომა, საოცრად გავს უფლისას. მე არ ვიცი, თუ როგორია უფალი, როგორია მისი საუბარი, მაგრამ მე მეუფეში ნამდვილად დამინახავს ის, მე სწორედ ასეთად წარმომიდგენია იგი და მიყვარს ასეთი მეუფე და ასეთი უფალი".
"შენს მოძღვარზე საყვედურს ნუ მიიღებ და ნუ წააქეზებ მას, ვინც სახელს უტეხს, რათა უფალი არ განარისხო და არ აღგხოცოს პირისაგან მიწისა".
/ღირსი მაქსიმე აღმსარებელი/
"მეუფეში ბევრჯერ მომიკრავს ღვთისთვის თვალი, მისი ქადაგებისას ხშირად გამიგონია ზეციური ხმები".
"სხვა საღვთო ნიჭებთან ერთად წმინდა კაცმა [ღირსი ბენედიქტე] წინასწარმეტყველების სულიც მიიღო. მომავალს წინასწარ ამცნობდა ან იქვე მყოფთ ეუბნებოდა, მოშორებით რა ხდებოდა. მონასტერში წესად ჰქონდათ - როცა რაიმე საქმეს აკეთებდნენ, ძმებს თავიანთი სენაკის გარეთ არც საჭმელი უნდა ეჭამათ და არც სასმელი დაელიათ. მაგრამ ერთხელ მონასტრიდან სამორჩილო საქმეზე გასულმა ძმებმა დიდი ხნით დაიგვიანეს. შეიტყვეს, მახლობლად ერთი ღვთისმოშიში ქალი ცხოვრობდა. შევიდნენ მასთან სახლში, იტრაპეზეს, მონასტერში დაბრუნდნენ და ჩვეულებისამებრ კურთხევა სთხოვეს მოძღვარს. მან მაშინვე გამოსცადა ისინი - სად იტრაპეზეთო. არსადო, - უპასუხეს. წმინდა მამამ ჰკითხა: "რატომ ცრუობთ? განა ამა და ამ ქალის სახლში არ შეხვედით? განა ესა და ეს არ ჭამეთ? განა ამდენი თასი არ დალიეთ?" ამის შემდეგ მიხვდნენ ყველანი, თუ რა ჩაიდინეს, ათრთოლებულნი დაეცნენ მის ფერხთა წინაშე და აღიარეს ცოდვები. მოძღვარმა აპატია მათ ბრალი და დაარიგა, რომ მისი არყოფნისასაც ისე მოქცეულიყვნენ, როგორც მასთან ყოფნისას, უნდა სცოდნოდათ - იგი სულით ყოველთვის მათთან იმყოფებოდა. "
"ღვთის ენა-პირი ასხიაო"
"შენ, როგორც მწყემსთავარმა, არა მარტო კეთილ საძოვარზე უნდა არონინო პირმეტყველნი ცხოვარნი, არამედ ეძიო დაკარგულიც, რომელიც უნდა აღიყვანო შენს მხრებზე და მოჰგვარო ქრისტეს".
"მოძღვარი არის პიროვნება, რომელსაც ხელში ანთებული სანთელი უჭირავს. სანთელი სულიწმიდის, მადლის სახით წარმოვიდგინოთ, რომელიც წუთისოფლის სიბნელეში გზას გვინათებს, როგორ გავიდეთ გზის ბოლოს და მივიდეთ უფალთან".
/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/
"მოძღვრის დანიშნულებაა - ადამიანი მიიყვანოს ქრისტესთან და არა საკუთარ თავთან. ამიტომაც გარკვეული საფრთხეები პიროვნული გაკერპების თუ ზედმეტად მინდობისა, იყო და არის. უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტესნი ვართ".
/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/
"თავიდან მორწმუნისთვის მოძღვარი დიდი ავტორიტეტია. შემდეგ მოძღვარმა, როგორც პიროვნებამ, უკან დაიხიოს და ადგილი დაუთმოს ქრისტეს".
/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/
"მოძღვარი ყოველთვის უნდა გაურბოდეს მისდამი თაყვანისცემას, რათა ადამიანები იმას არ ხედავდნენ, რაც სინამდვილეში მასში არ არის. საჭიროა, მღვდლები მეტს საუბრობდნენ, რომ მათი სიწმინდე საიდუმლოებების აღსრულებით "შემოიფარგლება" და მასაც თვითონ კი არ ასრულებენ, არამედ ღმერთი, ქრისტე და სულიწმინდაა საიდუმლოს აღმასრულებელი, როგორც ეს გარკვევით წერია ლიტურგიაში".
/ბერ-მონაზონი სიმონ ჯოხაძე/
"როგორ უნდა გავარჩიოთ რომელია დემონის და რომელი ღვთის ხმა? მცნებები, სახარება, მოძღვრის კურთხევა, ეს არის უფლის ხმა. თუ ვერ არჩევ სამოელის მსგავსად, მიდი და მოძღვარს ჰკითხე, როგორც თვითონ მოიქცა: ყრმა სამოელს ესმა უფლის ხმა, რომელიც მას მოუწოდებდა, და რადგანაც თავი მასთან საუბრის ღირსად არ მიაჩნდა, მოხუცებულ მოძღვარს ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო. მეორედაც ესმა იგივე ხმა და კვლავ თავის მოძღვარს დაეკითხა რჩევას. მოძღვარი მიხვდა, რომ ეს იყო ხმა უფლისა და უბრძანა ყმაწვილს, ასე ეპასუხა: "ისმენს მონა შენი, იტყოდე, უფალო" (1 მეფ. 3,9). ჩვენი გულიც ასე უნდა იყოს მზად: "ისმენს მონას შენი, იტყოდე უფალო".
ვართ კი მცნებების დასაცავად მზად? გვინდა უფალი ჩვენი სულის სიღრმეში ვიხილოთ? მაშინ დავიცვათ ჩვენი სული ბოროტისაგან და საქმიანობად გავიხადოთ სინანული".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"როგორც ფუტკარი ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი იფრინოს, თითოეულ ყვავილთან მიფრინდეს, რათა თაფლისთვის მეტი ნექტარი შეაგროვოს, ასევეა მოძღვარიც - ცდილობს, წირვა-ლოცვით სულიერად გააძლიეროს მრევლის თითოეული წევრი და მიიყვანოს არა თავისთან, არამედ ქრისტესთან. ჩვენ კი, მრევლი, მოძღვარს "მამაოს" რომ ვუწოდებთ, დავფიქრებულვართ კი ამ სიტყვის ღრმა შინაარსზე - რა წონადი, რა დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მოძღვარს! ყოველ სულიერ შვილს სხვადასხვაგვარი სულის ტკივილი აქვს, ყველას ცალ-ცალკე რეცეპტი უნდა გამოუწეროს - გამოუნახოს!".
/პედაგოგი თინათინ ჩორგოლაშვილი/
"ნათქვამია, მოძღვარი თავისი ცხოვრებით ქადაგებსო".
"სულიერ მოძღვარს უფალი მაშინ უგზავნის კაცს, როცა იგი მისკენ მოექცევა".
"არ შეიძლება უმკურნალო სხეულს, თუ არ განკურნე სული (სოკრატე). სულის განკურნება კი გრძელვადიანი საგზურია... ამ რთულ განგებულებას მხოლოდ ღვთის მსახურები ართმევენ კარგად თავს, რამეთუ ღვთის ძალით არიან დამუხტულნი. გიორგი მერჩულის ლოგოსი ყველასთვის ცნობილია: "მღვდელი, მონაცვლე ქრისტესი, არა თავად ქრისტე".
"სულიერი მამა მარტო ალერსიანი კი არ უნდა იყოს. ამხილე, განურისხდი, მაგრამ აცხოვნე! - ბრძანებს მოციქული"
"უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოძღვარსაც. მოძღვრობისას ნათლად დავინახე, რომ მღვდელს ზუსტად იმ სულიერი მოთხოვნილებების ადამიანები მიჰყავს ეკლესიაში, რა სულიერ სიმაღლეზეც თვითონ დგას. შესაძლოა, უფალს ბევრი ადამიანი ჰყავდეს გამზადებული, მაგრამ აყოვნებდეს, რადგან მოძღვარი არ დგას იმ სულიერ სიმაღლეზე, ადამიანს ღმერთთან მისვლაში რომ დაეხმაროს. შესაძლოა, ასრულებდეს კიდეც თავის მოვალეობას, მაგრამ მეტი უნდა გასცეს, მეტი იმუშაკოს, რათა მეტი მიიღოს, თორემ ის, რაც მიეცა, ხომ მისი მოვალეობაა."
/მეუფე ანტონი (ბულუხია)/
"ზომიერება გვმართებს ყველაფერში, თუნდაც, მაგალითისთვის, სულიერი მოძღვრის სიყვარულში. ჰოდა, თუკი მოძღვრის, რომელიც დღედაღამ ზრუნავს და იღვწის ჩვენს საკეთილდღეოდ ამქვეყნიურ თუ იმქვეყნიურ ცხოვრებაში, უსაზღვროდ, ფანატიკურად შეყვარება ცოდვაა, აბა, წარმოვიდგინოთ, რაოდენ დიდი ცოდვა იქნება ზღვარგადასული სიხარული."
მამა სერაფიმემ [რომანცევი] ერთხელ თქვა: "ბრაზიანი მოძღვარი - სულიერ შვილთათვის მუდმივი ეპიტიმიააო (მათი ცოდვების გამო)".
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience