თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ აღსარება და ზიარება
პოსტის ავტორი: მწირი თარიღი: Aug 20 2008, 02:46 PM
როგორ ფიქრობთ, აუცილებელია ყოველი ზიარების წინ აღსარების თქმა?
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 20 2008, 02:59 PM
კი, აუცილებელია. მოძღვარი როგორც გაკურთხებს.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 20 2008, 03:30 PM
ციტატა(lingvo @ Aug 20 2008, 02:59 PM)
კი, აუცილებელია. მოძღვარი როგორც გაკურთხებს.
არანაირად აუცილებელი არაა
აქ ორი მომენტია:
1. თუ გინდა თქვა აღსარება, თქვი, ეს ადამიანის პირადი სურვილია, მაგრამ
2. თუ აღსარება ხდება ავტომატური ხიდი ზიარებისკენ, ეს
ა) აღსარების, როგორც დამოუკიდებელი საიდუმლოს პროფანაციას ახდენს, აბავს რა მას ზიარებას და ამით აკარგვინებს დამოუკდებლობას
და
ბ) მოძღვრისადმი აღსარების, როგორც შინაგანი განცდის გადაშლას ამარტივებს, როდესაც ცდილობ ყველა სისულელე თქვა, მხოლოდ იმიტომ, რომ "პროტოკოლით" ასეა გათვალისწინებული
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ზიარების წინ აღსარების თქმის წინააღმდეგი არ ვარ, მე ამის უპირობო შესრულების წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს ეწინააღმდეგება
I აღსარების საიდუმლოს შინაარსს
II ზიარების საიდუმლოს და ზოგადად ლიტურგიკის შინაარსს
და
III ეკლესიის ისტორიას
პოსტის ავტორი: ზვარე თარიღი: Aug 20 2008, 03:56 PM
არ მიმაჩნია აუცილებლად. აღსარებას ამბობ როცა აღსარება გჭირდება, შესაძლოა თქვა აღსარება, მაგრამ არ ეზიარო, არ თქვა, მაგრამ ეზიარო.
მე პირადად მქონია შემთხვევა, რომ დიდმარხვაში აღსარება ერთხელ მითქვამს და ხუთი-ექვსჯერ ვზიარებულვარ.
აღსარებას უმეტესად მაშინ ვამბობ, როცა საჭიროდ ვთვლი ან გული მთხოვს, ხოლო ვეზიარები -- როცა მოძღვარი მაკურთხებს.
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 20 2008, 04:18 PM
ციტატა(ზვარე @ Aug 20 2008, 03:56 PM)
მე პირადად მქონია შემთხვევა, რომ დიდმარხვაში აღსარება ერთხელ მითქვამს და ხუთი-ექვსჯერ ვზიარებულვარ.
აღსარებას უმეტესად მაშინ ვამბობ, როცა საჭიროდ ვთვლი ან გული მთხოვს, ხოლო ვეზიარები -- როცა მოძღვარი მაკურთხებს.
იდეაში და თეორიაში ვეთანხმები კანუდოსელს, მაგრამ ზვარეს არ ვეთანხმები არანაირად. იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს თეორიულად სწორი,
დღეს საქართველოს ეკლესიაში ამასთან დაკავშირებით მოქმედებს
უწმინდესის კურთხევა (რომელიც ბევრმა პრაქტიკულმა ფაქტორმა განაპირობა), რომ მრევლის ყველა წევრი ვალდებულია ზიარების წინა დღეს ან ზიარების დღეს თქვას აღსარება.
ეს არის კურთხევა და ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგი მოძღვარი ამ კურთხევას არ ასრულებს და აღსარების გარეშე აზრიარებს მრევლს.
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 20 2008, 04:21 PM
აღსარება პირველ რიგში ცოდვების აღიარება და განწმენდაა. და როდის უნდა განვიწმინდოთ თავი თუ არა ზიარების წინ. მე პირადად მიმაჩნია,რომ ზიარების წინ აღსარება უნდა ითქვას.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 20 2008, 05:04 PM
ციტატა(agmsarebeli @ Aug 20 2008, 04:21 PM)
აღსარება პირველ რიგში ცოდვების აღიარება და განწმენდაა. და როდის უნდა განვიწმინდოთ თავი თუ არა ზიარების წინ. მე პირადად მიმაჩნია,რომ ზიარების წინ აღსარება უნდა ითქვას.
ასე უაპელაციოდ?
მე მეგონა რომ ზიარება იყო
მოსატევებლად ცოდვათა, რამე შეიცვალა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში?
პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Aug 20 2008, 06:26 PM
ციტატა
მოსატევებლად ცოდვათა,
რომელ ცოდვებსაც აღიარებ აღსარებაში რათქმაუნდა
ხოლო მხოლოდ ზიარება ჩემის აზრით უბრალოდ დიდ მადლს ღებულობ და არა ცოდვების მიტევებას ჩემი აზრია ... თუ აღსარება არ ვთქვი და ვეზიარე რომელი ცოდვები მომეტევება?
პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Aug 20 2008, 06:35 PM
ციტატა(კანუდოსელი @ Aug 20 2008, 03:30 PM)
I აღსარების საიდუმლოს შინაარსს
II ზიარების საიდუმლოს და ზოგადად ლიტურგიკის შინაარსს
მოდი ჯერ ავხსნათ-აღსარება, ზიარება,
იქნებ სხვადსხვაირად ესმით მათი მნიშვნელობა
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 20 2008, 07:36 PM
ციტატა(llaasshhaa @ Aug 20 2008, 06:26 PM)
რომელ ცოდვებსაც აღიარებ აღსარებაში რათქმაუნდა
აბსოლუტურ უცოდინარობას ამჟღავნებთ ლიტურგიისა... ნუ გეწყინებათ, მაგრამ ასეა
პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Aug 20 2008, 07:45 PM
ციტატა(agmsarebeli @ Aug 20 2008, 04:21 PM)
აღსარება პირველ რიგში ცოდვების აღიარება და განწმენდაა. და როდის უნდა განვიწმინდოთ თავი თუ არა ზიარების წინ. მე პირადად მიმაჩნია,რომ ზიარების წინ აღსარება უნდა ითქვას.
აღმსარებელო შენს ნაწერზე უკვე შევჩერდი,ჩემი აზრები შენ თქვი.აღსარება ზიარების საიდუმლოს მნიშვნელობა მემგონი მეტ-ნაკლებად უნდა გვესმოდეს.მაშინ როდესაც,არ არსებობს წამი,რომ უფლის წინაშე არ ვცოდოთ(ეს მამა მალხაზის სიტყვებია)თუ ადამიანს არ უჩდება აღსარების სურვილი რა აზრი აქვს მის ზიარებას.ზიარება ხომ წვავს აღსარებაში სინანულით ნათქვამ ცოდვებს.
პოსტის ავტორი: მწირი თარიღი: Aug 20 2008, 11:55 PM
ვეთანხმები კანუდოსელს , მეც მაგ აზრის ვარ. აღსარება და ზიარება სხვადასხვა საიდუმლოა, თუმცა ესეც მისაღებია-ზიარების წინ აღსარება, მაგრამ კატეგორიულები არ უნდა გავხდეთ...
აღსარებას თავისი განწყობა სჭირდება, ამის სასჰუალებას მოძღვარი მაქსიმალურად აძლევდეს მრევლს...საშინელებაა 'პარასკევს სამ საათზე' მთელი მრევლის დაბარება....
პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Aug 20 2008, 11:59 PM
ციტატა(მწირი @ Aug 20 2008, 11:55 PM)
ვეთანხმები კანუდოსელს , მეც მაგ აზრის ვარ. აღსარება და ზიარება სხვადასხვა საიდუმლოა, თუმცა ესეც მისაღებია-ზიარების წინ აღსარება, მაგრამ კატეგორიულები არ უნდა გავხდეთ...
აღსარებას თავისი განწყობა სჭირდება, ამის სასჰუალებას მოძღვარი მაქსიმალურად აძლევდეს მრევლს...საშინელებაა 'პარასკევს სამ საათზე' მთელი მრევლის დაბარება....
მაშინ რატომ ეზიარება ადამიანი თუ სინანული არ აქვს?
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 21 2008, 12:15 AM
მე ვფიქრობ, ზიარება აღსარების გარეშე არ შეიძლება. შესაძლოა მოძღვარმა კურთხევა მოგვცეს და აღსარების შემდეგ რამდენიმეჯერ მივიღოთ წმიდა ზსიარება, თუ რაიმე დიდი ცოდვა არ ჩავიდინეთ. ამას განსაზღვრა მხოლოდ მოძღვარს შეუძლია. აღსარების საიდუმლოში მონაწილებოსი მიღება ჩვენი სურვილით რთულია. მოძღვარს დიდი მრევლი ყავს, დაკავებულია და ჩვენ უნდა განვეწყოთ აღსარებისთვის განსაზღვრულ დროს, როდესაც ის იბარებს აღსარებას.
პოსტის ავტორი: მწირი თარიღი: Aug 21 2008, 02:16 AM
ციტატა(chelo @ Aug 21 2008, 12:59 AM)
მაშინ რატომ ეზიარება ადამიანი თუ სინანული არ აქვს?
ადამიანი იმიტომ ეზიარება, რომ აქვს ღვთის შიში, სარწმუნოება, სიყვარული, იმედი....
რაც შეეხება სინანულს- განცდა თვისთა ცოდვათა - ამ განცდას მორწმუნე არასდროს უნდა განიშორებდეს, და არა მარტო ზიარების წინ.... ცოდვებთან ბრძოლა, მათი აღიარება, ეს ქრისტიანის ყოველწამიერი მოქმედებაა, ესაა უმთავრესი წესი ქრისტიანის ცხოვრებისა-განვითარება, სწრაფვა უკეთესობისკენ....ზიარება კი არის ის ევლოგია, რომელიც ამ გზაზე ძალას გვაძლევს და გვამხნევებს
ზიარების წინა ლოცვებში ყველაფერი ნათლად წერია....
პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Aug 21 2008, 02:25 AM
ციტატა(მწირი @ Aug 21 2008, 02:16 AM)
ადამიანი იმიტომ ეზიარება, რომ აქვს ღვთის შიში, სარწმუნოება, სიყვარული, იმედი....
რაც შეეხება სინანულს- განცდა თვისთა ცოდვათა - ამ განცდას მორწმუნე არასდროს უნდა განიშორებდეს, და არა მარტო ზიარების წინ.... ცოდვებთან ბრძოლა, მათი აღიარება, ეს ქრისტიანის ყოველწამიერი მოქმედებაა, ესაა უმთავრესი წესი ქრისტიანის ცხოვრებისა-განვითარება, სწრაფვა უკეთესობისკენ....ზიარება კი არის ის ევლოგია, რომელიც ამ გზაზე ძალას გვაძლევს და გვამხნევებს
ზიარების წინა ლოცვებში ყველაფერი ნათლად წერია....
სინანულს ადამიანი ყოველ წამს უნდა განიცდიდეს,მაგრამ საქმე იმაშია,რომ აღსარებით ხდება მონანიება,მარტო სინანულით ხომ ვერ ვცხონდებით.ზიარებით კი აღსარებაში ნათქვამი ცოდვები მოგვეტევება.ერთი დამლული ცოდვაც კი მოგვეკითხება იმ ქვეყანაზე.
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 21 2008, 10:34 AM
კანუდოსელო ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტან-ეს უსარგებლოა! რათქმაუნდა ზიარება ყველაძე მეტად წმენდს ადამიანს ცოდვებისაგან, მაგრამ აღსარებას ნუ გამორიცხავ ასეთთა რიგიდან. რადგან, ყველა საიდუმლო ,რომელიც ეკლესიაში მოქმედებს ყველა ემსახურება ადამიანის განწმენდას. მათ შორის აღსარება-სინანული. ლიტურგიის ცოდნას რაც შეეხება . ჩვენ ყველამ ძალიან ცოტა ვიცით მის შესახებ(აღარაფერს ვამბობ მის საიდუმლო შინაარსზე).
ჩემი აზრით უფრო დასასჯელად ექცევა ადამიანს ზიარება, თუკი წინ არ წარუმძღვარებს აღსარებით განწმენდილ გულს.
ხო კიდევ ერთი. კანუდოსელო შენ ამჟღავნებ ღვთისმეტყველების სიყვარულს და იქნებ გვითხრა სად წერია რომ აღსარებაში არ ხდება ცოდვების მიტევება და განწმენდა.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 21 2008, 10:56 AM
ციტატა(agmsarebeli @ Aug 21 2008, 10:34 AM)
ხო კიდევ ერთი. კანუდოსელო შენ ამჟღავნებ ღვთისმეტყველების სიყვარულს და იქნებ გვითხრა სად წერია რომ აღსარებაში არ ხდება ცოდვების მიტევება და განწმენდა.
არსად არ წერია ასეთი რამ....და ეს არანაირ კავშირში არაა ევქარისტიასთან...
ციტატა
ჩემი აზრით უფრო დასასჯელად ექცევა ადამიანს ზიარება, თუკი წინ არ წარუმძღვარებს აღსარებით განწმენდილ გულს.
ასეთი რამ სად წაიკითხეთ? თუ შეიძლება მითხარით რომელ კატეხიზმოში ამოიკითხეთ ეს?
დღეს ძალიან მოდაშია "ჩემი" მართლმადიდებლობის ქადაგება
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 21 2008, 11:03 AM
კატეხიზმოს წიგნი საჭირო არააა. ''ჩემი'' ეს ღვთისმეტყველება შეგიძლიათ ზიარების ლოცვებში და უამრავ წმ.მამათა ნაწერებსა და გადაგებებში ამოიკითხოთ. იმედია მოძებნა არ გაგიძნელდებათ.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 21 2008, 11:10 AM
ციტატა(agmsarebeli @ Aug 21 2008, 11:03 AM)
კატეხიზმოს წიგნი საჭირო არააა.
მართალი ვყოფილვარ
ციტატა(agmsarebeli @ Aug 21 2008, 11:03 AM)
''ჩემი'' ეს ღვთისმეტყველება შეგიძლიათ ზიარების ლოცვებში ...ამოიკითხოთ.
იქ არსად არ წერია, რომ უნდა თქვა აღსარება ზიარების წინ
ციტატა(agmsarebeli @ Aug 21 2008, 11:03 AM)
და უამრავ წმ.მამათა ნაწერებსა და გადაგებებში ამოიკითხოთ.
აბა სად? გისმენთ...ზოგადი საუბარი არ მინდა,
მაინტერესებს კონკრეტულად რომელი მამა სად და კონკრეტულად რას ამბობს?
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 21 2008, 11:30 AM
კატეხიზმოს წიგნი ამ ეტაპზე არაა საჭირო. თუმცა მაინტერესებს რონელ კატეხიზმოს იყენებ . არსებობს სხვადასხვა სისქის, ზომის და ალაგა-ალაგ შინაარსით განსხვავებული. ზოგადი საუბარი კი იმიტომაა, რომ ვინც დაინტერსდება თვითონ ნახოს. ისე ასე თუ გაგიხარდებოდა ''მართალ ყოფნა'' არ ვიცოდი. არც მამების ქადაგებაა ძნელი მოსანახი. ახლა არ მითხრა რომ ვერ იპოვი რასაც გინდა.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 21 2008, 11:57 AM
მეჩვენება, თუ პასუხი არ გაქვთ?
პ.ს.
მე ვიყენებ სხვადასხვა კატეხიზმოებს, მაგ: წმინდა ფილარეტ მოსკოველის, პომაზანსკის
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 21 2008, 11:59 AM
ეს თემა მალე კამათში გადაიზრდება არადა საკამათო არაფერია, ყველაფერი ნათელია. იმედია შემოვა მოძღვარი ამ თემაში და პასუხსაც გასცემს ყოველივეს. განა ორი აზრი არსებობს იმაში, რომ ზიარების წინ აღსარების საიდუმლოში უნდა მიიღოს მონაწილეობა მორწმუნემ?!
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 21 2008, 12:00 PM
ციტატა(agmsarebeli @ Aug 21 2008, 11:30 AM)
არც მამების ქადაგებაა ძნელი მოსანახი. ახლა არ მითხრა რომ ვერ იპოვი რასაც გინდა.
მე ვერ ვიპოვე და რადგან თქვენ მითხარით, რომ იცით, მე გთხოვეთ, გაგეზიარებინატ ჩემთვისაც...ვატყობ არ გაქვთ პასუხი
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 21 2008, 01:12 PM
თქვენთვის ისაა მთავარი მაქვს თუ არა პასუხი? საინტერესოა! არ ვთვლი საჭიროდ დავასახელო რომელიმე წმ.მამა რომელიც ამას ამბობს, რადგან ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 21 2008, 02:04 PM
ციტატა(lingvo @ Aug 21 2008, 11:59 AM)
განა ორი აზრი არსებობს იმაში, რომ ზიარების წინ აღსარების საიდუმლოში უნდა მიიღოს მონაწილეობა მორწმუნემ?!
არსებობს
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 21 2008, 02:21 PM
მართლმადიდებლურ საიტსზე დადებულ მასალებს თუ გამოიყენებ შეგიძლია ნახო. http://www.orthodoxy.ge/tserilebi/oqropiri/sinanuli.htm
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/elchaninovi_agsareba.htm
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/brianchaninovi_sinanuli.htm
იცოდა ღმერთმა კაცთა უძლურება, იცოდა რომ ისინი ნათლისღების შემდეგაც განაგრძობდნენ ცოდვილ ცხოვრებას, ამიტომ დააწესა თავის ეკლესიაში სინანულის საიდუმლო, რომელიც აღხოცს ნათლისღების შემდეგ ჩადენილ ცოდვებს. სინანული თან უნდა ახლდეს ქრისტეს რწმენას, წინ უნდა უძღოდეს ნათლისღებას, ხოლო მის შემდეგ უნდა განაქარვოს ქრისტეს რწმენას შედგომილი და ნათელღებული კაცის ცოდვები.
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი.
პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Aug 21 2008, 02:22 PM
ციტატა(კანუდოსელი @ Aug 21 2008, 02:04 PM)
წარმოდგენა მრჩება,რომ სიმართლეზე,ამ შემთხვევაში ჭეშმარირებაზე თვალს ხუჭავ და უბრალოდ სიტყვებზე თამაშობ.ჩვენ ეხლა ვდაობთ იმაზე რაც მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიღებულია და ლამის დოგმაცაა.ზოგიერთი გამონაკლისების გარდა როცა მოძღვარი აძლევს ზოგიერთ ადამიანს კურთხევას ეზიაროს აღსარების გარეშე.შეგძლია დაემორჩილო საბერძნეთი ეკლესიის იურისდიქციას სადაც მსოფლიო პატრიარქ ბართლომეუსისგან არის კურთხევა ხალხი აღსარების გარეშე ეზიაროს.შეგახსენებ რომ ბართლომეოსი ეკუმენისტია.გავხდეთ ჩვენც ეკუმენისტები?ასე თუ ვიაზროვნეთ ალბათ სექტანტებიც გავხდებით.
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 21 2008, 02:46 PM
chelo
ციტატა
ლამის დოგმაცაა
ლამის დოგმა არ ნიშნავს დოგმას. ყველაფერი ნუ მიგვყავს აქეთკენ. თუ არ ვცდები 90-იანი წლების შუაში თუ ბოლოს დაადგინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომამ რომ ზიარების წინ უსათუოდ უნდა მოხდეს აღსარების ჩაბარება, ანუ ზოგადი გაგებით აუცილებლად მიიჩნია სინოდმა რომ ასე მოქცეულიყო ყველა ის ადამიანი ვინც საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედის და მის წევრად მიიჩნევს თავს. შეიძLება ბუნებრივი კითხვა გაჩნდეს თუ მანამდე რა ხდებოდა, ცხადია იყო შემთხვევები რომ ზიარების წინ აუცილებელად არ მოითხოვებოდა კონკრეტულ შემთხვევაში აღსარების ჩაბარება, თუმცა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ადამიანის შინაგან სულიერ მდგომარეობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ როგორ მდგომარეობაშია იგი.
რაც თავისთავად გამორიცხავს ხანგრძლივი დროით არსარების ჩაუბარებლობის შემთხვევაშI ზიარების მიღებას.
ისიც ცხადია, რომ ზიარება თვითმიზანი არ არის და აღსარებას არ აბარებ იმისთვის რომ მერე უსათუოდ ეზიარო, ანუ ბევრის შემთხვევაში აქცენტი კეთდება მხოლოდ იმაზე რომ როგორმე ეზიარონ, სინანულის საიდუმლოს კი ნაკლები ყურადღება ექცევა. ანუ აღმსარებელი ვერ აცნობიერებს თუ რა თქვა სინანულის საიდუმლოს დროს, და მხოლოდ ფურცელზე ჩამოწერილი სიტყვების წარმოთქმით, რომლის დროსაც არანაირი განცდა ცოდვებისა არ არის მიაჩნია რომ ამის შემდეგ უსათუოდ უნდა ეზიაროს. ყველა შემხთვევაში ეს მოძღვრის და სულიერი შვილის ურთიერთობაა, თუმცა გარკვეულ ჩარჩოებს დაქვემდებარებული.
ერთი სიტყვით საქართველოს ეკლესიმ დაადგინა ის რაც მე ზემოთ დავწერე და ყველა ვინც საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაშI შედის მოვალეა ასე მოიქცეს, თუმცა ეს არ ნიშNავს იმას რომ ეს საზოგადო წესია, შესაძლოა სხვა ეკლესიებში განსხვავებული ტრადიცია იყოს.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 21 2008, 02:59 PM
agmsarebeli
ეგ წაკითხული მაქვს და ახლაც წავიკითხე კიდევ ერთხელ...
შეიძლება გამომრჩა და იქნებ მაჩვენოთ სად წერია, რომ ზიარების წინ აღსარებაა საჭირო?
ციტატა(chelo @ Aug 21 2008, 02:22 PM)
ბართლომეოსი ეკუმენისტია.გავხდეთ ჩვენც ეკუმენისტები?ასე თუ ვიაზროვნეთ ალბათ სექტანტებიც გავხდებით.
ეკუმენისტი თქვენთვის სალანძღავი სიტყვაა? თუ კი,მაშინ რატომ ლანძღავთ პატრიარქს და თუ არა, რატომაც არა, შეიძლება ჩვენც გავხდეთ ეკუმენისტები
ანუ, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ასე აზროვნებს და ე.ი. შანსი აქვს სექტანტი გახდეს?
წესიერად მოიხსენიეთ თუ შეიძლება პატრიარქი და ირიბად ერესისკენ მიდრეკილებაში ბრალს ნუ სდებთ
რა მოდაშია ეს ანტიეკუმენური ისტერია, რომ პატრიარქებსაც სცხებენ ჩირქს
პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Aug 21 2008, 03:40 PM
ციტატა(კანუდოსელი @ Aug 21 2008, 02:59 PM)
agmsarebeliეგ წაკითხული მაქვს და ახლაც წავიკითხე კიდევ ერთხელ...
შეიძლება გამომრჩა და იქნებ მაჩვენოთ სად წერია, რომ ზიარების წინ აღსარებაა საჭირო?
ეკუმენისტი თქვენთვის სალანძღავი სიტყვაა? თუ კი,მაშინ რატომ ლანძღავთ პატრიარქს და თუ არა, რატომაც არა, შეიძლება ჩვენც გავხდეთ ეკუმენისტები
ანუ, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ასე აზროვნებს და ე.ი. შანსი აქვს სექტანტი გახდეს?
წესიერად მოიხსენიეთ თუ შეიძლება პატრიარქი და ირიბად ერესისკენ მიდრეკილებაში ბრალს ნუ სდებთ
რა მოდაშია ეს ანტიეკუმენური ისტერია, რომ პატრიარქებსაც სცხებენ ჩირქს
ეკუმენიზმი სალანძღავი სიტყვა არაა,უბრალოდ ცნობილია ჩვენი ეკლესიის აზრი ეკუმენიზმის შესახებ და ჩემთვისაც მიუღებელია ეკუმენიზმი.რა ც შეეხება სექტანტობას ეს არ მითქვანს ბართლომეუსისი მისამართით,აქ ვიგულისხმე ის შემთხვევა როდესაც ადამიანები არ ეყრდნობიან წმინდა მამების განმარტებებს და თავისებურად განმარტავენ.აქედან მოდის ერესიც.თქვენ შეგიძლია მიიღოთ საკუთარ თავზე ის რომ იმ ის ადამიანი ხართ რომელიც არ ეყრდნობა წმინდა მამების განმერტებებს შეგიძლიათ არა.მე არ გიცნობ და არც შეურაცყოფას გაყენებ.შეიძლება მე ვერ გაგიგეთ.
პ.ს. ხო მართლა არც ერესში გდებთ ბრალს.
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 21 2008, 04:13 PM
კანუდოსელო ჩვენ მგონი იმას ვარკვევდით იყო თუ არა აღსარება ცოდვების განმწმენდი. ეს კი მრავლად წერია ზემოთ დასახელებულ წყაროებში.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 21 2008, 04:15 PM
ციტატა(agmsarebeli @ Aug 21 2008, 04:13 PM)
კანუდოსელო ჩვენ მგონი იმას ვარკვევდით იყო თუ არა აღსარება ცოდვების განმწმენდი.
არა, მე ეს ისედაც ვიცი და ამაზე არ ვკამათობ...
ჩვენ იმაზე ვკამათობთ, უპირობოდ აუცილებელია თუ არა აღსარება ზიარების წინ
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 21 2008, 04:31 PM
შენ გეპარებოდა იმაში ეჭვი არის თუ არა აღსარება ცოდვების განმწმენდი. გადახედე შენს პოსტებს ამ თემის პირველ გვერდზე.
ეეჰ შენს პოსტებს გადახედე.
აბა მე რატომ მეკამათებოდი, როცა ვთქვი, რომ ეს მხოლოდ ჩემი აზრი იყო.
(ასე უაპელაციოდ?
მე მეგონა რომ ზიარება იყო მოსატევებლად ცოდვათა, რამე შეიცვალა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში?) ეს იყო შენი პირველი კომენტარი ჩემს პოსტზე
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 21 2008, 06:54 PM
ციტატა(agmsarebeli @ Aug 21 2008, 04:31 PM)
მე მეგონა რომ ზიარება იყო მოსატევებლად ცოდვათა, რამე შეიცვალა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში?) ეს იყო შენი პირველი კომენტარი ჩემს პოსტზე
ეს იყო პასუხი იმაზე, რომ ზიარების წინ აუცილებელი არაა აღსარება და არა პასუხი იმაზე, რომ აღსარება მოსატევებლად ცოდვათაა
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 21 2008, 07:09 PM
მაშინ უნდა დაგეკონკრეტებინა რას ეხებოდა შენი კომენტარი. თუკი იმას ეთანხმები რომ აღსარება განსწმენდს რატო არ უნდა თქვა ზიარების წინ, რადგან მაშინ გვმართებს ყველაზე მეტად განწმენდა.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 21 2008, 07:11 PM
ციტატა(agmsarebeli @ Aug 21 2008, 07:09 PM)
მაშინ უნდა დაგეკონკრეტებინა რას ეხებოდა შენი კომენტარი. თუკი იმას ეთანხმები რომ აღსარება განსწმენდს რატო არ უნდა თქვა ზიარების წინ, რადგან მაშინ გვმართებს ყველაზე მეტად განწმენდა.
აბა ზიარება რისთვისაა საჭირო, თუ განწმენდა უკვე ზიარებამდე ხდება?
არ უნდა თქვა არ ვამბობ....კარგად გადახედე რას ვამბობ, მე ვამბობ, რომ აუცილებელი არაა და მიზეზი ერთერთი სწორედ ისაა, რომ ზიარება თავად განწმენდს.
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 21 2008, 07:20 PM
არ გადახედე ქადაგებებს სადაც წერია რომ აღსარებაც განსწმენდს?
მაშინ არ მესმის შენი სიტყვებიდან გამომდინარე რატომ უნდა ვთქვა ის საერთოდ რაც არაა აუცილებელი?
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 21 2008, 07:27 PM
ციტატა(agmsarebeli @ Aug 21 2008, 07:20 PM)
არ გადახედე ქადაგებებს სადაც წერია რომ აღსარებაც განსწმენდს?
მაშინ არ მესმის შენი სიტყვებიდან გამომდინარე რატომ უნდა ვთქვა ის საერთოდ რაც არაა აუცილებელი?
კამათი უკვე უაზრობამდე მიდის...
მაინც ვერ მაჩვენეთ სად წერია, რომ ზიარებამდე აუცილებელია აღსარება, მეც ამას ვამბობდი, რომ არაა უპირობოდ აუცილებელი
თორემ აღსარება რომ განწმენდს ეს ფაქტია, მაგრამ ზიარება სხვაა და მე ამაზე ვსაუბრობ.
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 21 2008, 07:33 PM
მერე მე სადმე ვთქვი რომ ზიარება და აღსარება ერთია? რაღა პირდაპირი დაწერა გინდა, ისევ გიმეორებ თუ ეთანხმები იმას, რომ აღსარება განსწმენდს არ ჯობია ზიარების წინ თქვა? ზიარება მარტო განმწმენდი არაა, დამსჯელიცაა. და ჭირდება აღსარების გზითგანწმენდილი გული.
პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Aug 21 2008, 08:39 PM
ციტატა
აბა ზიარება რისთვისაა საჭირო, თუ განწმენდა უკვე ზიარებამდე ხდება?
ზიარება- რასთAნ ? სული წმინდასთან, ხო? განწმენდა იმისთვისაა რომ შესძლო დაიტიაო ზიარების მადლი.
წმინდა არს წმინდათა, სვიტაია სვიატიმ
ნუ დაუყრით სიწმინდეს ღორებსოო
ამიტომაც უნდა განიწმინდო - ამის თვის სასარგებლოა აღსარება
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 21 2008, 11:50 PM
ციტატა(agmsarebeli @ Aug 21 2008, 07:33 PM)
მერე მე სადმე ვთქვი რომ ზიარება და აღსარება ერთია? რაღა პირდაპირი დაწერა გინდა, ისევ გიმეორებ თუ ეთანხმები იმას, რომ აღსარება განსწმენდს არ ჯობია ზიარების წინ თქვა? ზიარება მარტო განმწმენდი არაა, დამსჯელიცაა. და ჭირდება აღსარების გზითგანწმენდილი გული.
ცალსახად ჯობია, როცა ეზიარები იშვიათად, ხოლო თუ ეზიარები ყოველ კვირას (ასეთია ნორმა და არა ის, როგორც არის უმეტეს შემთხვევაში) და მით უმეტეს ყოველდღე (ასეთებიც ხდება), აღსარების თქმა ხშირ შემთხვევაში პროტოკოლის დაცვას უტოლდება...
ძალიან გთხოვთ, ნუ იგონებთ უახლეს აღთქმას...
მე გასაგებად გკითხეთ: სად წერია, რომ ზიარებას აღსარება უცილობად უნდაო და შედეგად მივიღე პასუხი: არა სჯობიაო? - ეს პასუხი კი არა, პასუხის არქონაა...
სინამდვილე კი ისაა, რომ არც ეკლესიის ისტორიიდან არც ღვთისმეტყველებიდან და არც ლიტურგიკის შინაარსიდან არანაირად არ გამომდინარეობს რომ აღსარება აუცილებელი ხიდია ზიარებისკენ
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 22 2008, 12:41 AM
კარგად გეხერხება სიტყვებით თამაში ვერაფერს იტყვის კაცი.
პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Aug 22 2008, 01:01 AM
ციტატა(კანუდოსელი @ Aug 21 2008, 11:50 PM)
ცალსახად ჯობია, როცა ეზიარები იშვიათად, ხოლო თუ ეზიარები ყოველ კვირას (ასეთია ნორმა და არა ის, როგორც არის უმეტეს შემთხვევაში) და მით უმეტეს ყოველდღე (ასეთებიც ხდება), აღსარების თქმა ხშირ შემთხვევაში პროტოკოლის დაცვას უტოლდება...
ძალიან გთხოვთ, ნუ იგონებთ უახლეს აღთქმას...
მე გასაგებად გკითხეთ: სად წერია, რომ ზიარებას აღსარება უცილობად უნდაო და შედეგად მივიღე პასუხი: არა სჯობიაო? - ეს პასუხი კი არა, პასუხის არქონაა...
სინამდვილე კი ისაა, რომ არც ეკლესიის ისტორიიდან არც ღვთისმეტყველებიდან და არც ლიტურგიკის შინაარსიდან არანაირად არ გამომდინარეობს რომ აღსარება აუცილებელი ხიდია ზიარებისკენ
ისე ამყველაფრის წაკითხვის მერე საინტერესოა ვინმე სასულიერო პირმაც თქვას რამე
ცოტა არ იყოს და გაურკვევლობაში ჩავარდი
პოსტის ავტორი: მწირი თარიღი: Aug 22 2008, 01:23 AM
ციტატა(chelo @ Aug 21 2008, 03:25 AM)
ზიარებით კი აღსარებაში ნათქვამი ცოდვები მოგვეტევება.
რომ არ ეზიარო აღსარებაში არ მოგეტევება?
პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Aug 22 2008, 01:28 AM
ციტატა(მწირი @ Aug 22 2008, 01:23 AM)
რომ არ ეზიარო აღსარებაში არ მოგეტევება?
კი მიგეტევება,მაგრამ ზიარებით განწმენდასთან ერთად მადლიც მოდის
პოსტის ავტორი: მწირი თარიღი: Aug 22 2008, 01:50 AM
ლელა, მადლი ბევრ სხვა შემთხვევაშიც მოდის, თუნდაც ხატების კუთხეში მარტო რომ ლოცულობ ჩუმად...
ზიარების წინ აღსარების აუცილებლად თქმა რუსების მოგონილია, ისინი ხან წელიწადში ერთხელ ეზიარებოდნენ(სავალდებულო იყო!) ჩვენთანაც რუსებისგან შემოვიდა და გაიდგა ფესვები, და ბართლომეოსს არ მოუგონია , აუცილებელი არააო ზიარების წინ აღსარება....სხვათა შორის ეგ 'ეკუმენისტი' ბართლომეოსი ცოტა ხნის წინ დიდი პატივით ვისტუმრეთ საქართველოში, შესანიშნავი პიროვნებაა...
ციტატა(Iona @ Aug 21 2008, 09:39 PM)
ზიარება- რასთAნ ? სული წმინდასთან, ხო?
.....ზიარება ქრისტეს სისხლთან და ხორცთან....
პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Aug 22 2008, 01:53 AM
ციტატა(მწირი @ Aug 22 2008, 01:23 AM)
რომ არ ეზიარო აღსარებაში არ მოგეტევება?
საბოლოოდ ეგ უფლის გადასაწყვეტია მატევება არ მიტევება.ღმერთი ხომ მოწყალეა.ცუდია როცა ეს ყველაფერი ჩვენი განსჯის საგანი ხდება.მართლმადიდებლურ ფორუმში ვართ და თავი უფრო (კიდევ ვახსენებ ამ სიტყვას)სექტანტების კრებაზე მგონია.ლელას მინდა ვუთხრა რომ არ ჩავარდე გაურკვევლობაში კანუდოსელის სიტყვების გამო.ასე ჩემო კარგო ადვილად ცდუნდები.ჩვენი საქმე ძიება არაა იმისა რაც ეკლესიამ დაგვიდგინა.ჩვენინ საქმე არის ეკლესიის მორჩილება.ხოლო ეკლესიის მორჩილება არ მორჩილება ეს უკვე ჩვენი თავისუფალი ნებაა და ასე ვიტყოდი: ვისაც გვჯერა გაგვატარეთ.
პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Aug 22 2008, 01:58 AM
ციტატა(მწირი @ Aug 22 2008, 01:50 AM)
ლელა, მადლი ბევრ სხვა შემთხვევაშიც მოდის, თუნდაც ხატების კუთხეში მარტო რომ ლოცულობ ჩუმად...
ზიარების წინ აღსარების აუცილებლად თქმა რუსების მოგონილია, ისინი ხან წელიწადში ერთხელ ეზიარებოდნენ(სავალდებულო იყო!) ჩვენთანაც რუსებისგან შემოვიდა და გაიდგა ფესვები, და ბართლომეოსს არ მოუგონია , აუცილებელი არააო ზიარების წინ აღსარება....სხვათა შორის ეგ 'ეკუმენისტი' ბართლომეოსი ცოტა ხნის წინ დიდი პატივით ვისტუმრეთ საქართველოში, შესანიშნავი პიროვნებაა...
.....ზიარება ქრისტეს სისხლთან და ხორცთან....
მაგ მადლზე ეხლა არ არის აქ ლაპარაკი
აწი ყველაფერს რუსებს ვაბრალებთ?
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 22 2008, 02:08 AM
ციტატა(chelo @ Aug 22 2008, 01:53 AM)
მართლმადიდებლურ ფორუმში ვართ და თავი უფრო (კიდევ ვახსენებ ამ სიტყვას)სექტანტების კრებაზე მგონია.
წესიერად ილაპარაკე და სანამ ვინმეს დაადანაშაულებ სექტანტობაში, ჯერ მართლმადიდებლური კატეხიზმოს გადაკითხვაარ გაწყენდა, ხოლო იქამდე სანამ გადაიკითხავ - ამბიონიდან ჩამოსვლა
.:Lela:.ციტატა
აწი ყველაფერს რუსებს ვაბრალებთ?
მართალია მწირი....ეს ჩვენთან რუსებიდან შემოვიდა
ამონარიდი ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგის ალექსანდრე შმემანის წიგნიდან:
И тогда становится понятно, что учение, которое объявляет Таинство Исповеди необходимым условием допущения мирян к Причастию, есть не только уклонение от подлинного общецерковного Предания, но также искажение православного учения о Церкви, Евхаристии и самом Таинстве Покаяния.[/b] Оно искажает учение о Церкви, так как вводит de facto деление её членов на две категории, за одной из которых (миряне) их возрождение в Крещении, освящение во Св. Миропомазании, то, что они стали "согражданами святым и своими Богу", не признается в качестве условия, обеспечивающего полное членство, т. е. участие в Таинстве, в котором Церковь исполняет себя как Тело Христово и Храм Святого Духа. Оно искажает учение о Евхаристии, ибо устанавливая для причастия дополнительные условия помимо членства в Церкви, в сущности не позволяет видеть и переживать Евхаристию как само Таинство Церкви, которое, по словам Литургии св. Василия Великого, "нас всех, от единаго Хлеба и Чаши причащающихся, соединяет друг ко другу, во единаго Духа Святаго причастие".
И наконец, оно искажает само Таинство Покаяния, потому что, сделавшись формальностью и, фактически, просто условием для причащения, исповедь подменяет собой подлинное приготовление к причастию, которое состоит, как мы видели, в истинном внутреннем покаянии. Акцент всего переживания в этом Таинстве сместился от покаяния к отпущению грехов, воспринимаемого почти на уровне магизма. [21] Этого формального, полумагического, полузаконнического "отпущения", а не примирения с Церковью, от которой отлучили грехи, ищут сегодня в исповеди;
и ищут не потому, что их беспокоит собственная греховность (они обычно находят ее естественной и неизбежной), но потому, что это "дает право" приступить ко Святым Дарам с чистой совестью. Делаясь просто "условием для причащения", Таинство Исповеди, бывшее столь определяющим, столь устрашающим в жизни древней Церкви, сегодня теряет свою истинную функцию и место в ней.
პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Aug 22 2008, 02:10 AM
ციტატა(კანუდოსელი @ Aug 22 2008, 02:00 AM)
წესიერად ილაპარაკე და სანამ ვინმეს დაადანაშაულებ სექტანტობაში, ჯერ მართლმადიდებლური კატეხიზმოს გადაკითხვაარ გაწყენდა, ხოლო იქამდე სანამ გადაიკითხავ - ამბიონიდან ჩამოსვლა
.:Lela:.
მართალია მწირი....ეს ჩვენთან რუსებიდან შემოვიდა
ქალები ამბიონიდან არ ქადაგებენ.სამაგიეროდ ქადაგება ყველას მოვალეობაა.თუ ამას გულისხმობ ამბიონიდან ჩამოსვლაში.მე ვწყვეტ შენთან რაიმეს მტკიცებას.მე ჩემი აზრი გარკვევით გამოვთქვი,გაგრძელებას კი აზრი არ აქვს იმიტომ რომ აქ მართლაც სიტყვების თამაში მიდის და მეტი არაფერი.ეს კი ჩემთვის ძალიან უინტერესოა.
პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Aug 22 2008, 02:21 AM
ჩემი აზრით განწყობაა სამაგისოდ საჭირო...ახლა რა განწყობაზე ვსაუბრობ, თუკი მართლმადიდეელი არაა დამძიმებული ცოდვებით და შესაბამისად არ აწუხებს მის მიერ ჩადენილი ცოდვები და სინანული, პირადად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე იმიტომ რომ"კარგია" ვერ იტყვი აღსარებას და შესაბამისად ვერ ეზიარები, ყოველი აღსარება და ზიარება მახსოვს აბსოლიტურად ყოველი მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.ზოგჯერ უფრო განვიცდიდი ჩემს მიერ ჩადენილ ცოდვებს ზოგჯერ კი არა, რა ვქნა რომ დავმალო აზრი არ აქვს, ეს ასეა,აბსოლიტურად გულწრფელი ვარ. ასევე მინდა ვთქვა რომ ხშირად მავანთ აუცილებელ საჭირო მოქმედებათ უქცევიათ და აბსოლიტურად გაუაზრებლად ღებულობონ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, არადა ამას ხომ მართლა გულწრფელი აღსარების და სინანულის შემდეგ აქვს აზრი? აქედან დასკვნა ღმერთმა ამრავლოს გულწრფელად მონანულთა რიცხვი და მიგვეღწიოს მსგავს სულიერ სიმაღლემდე, მაგრამ მე პირადად (სხვაზე არ ვსაუბრობ) ვერაფრით ვერ ვიქნები(ჯერჯერობით მაინც, ჩემდა სამწუხაროდ) ყოველ კვირაში ინტესიურად ღირსი ზიარების!
პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Aug 22 2008, 02:53 AM
ვთქვი რომ მეტს აღარ დავწერდი,მაგრამ ამასაც დავამატებ.ვერ ვისვენებ უბრალოდ.კანუდოსელო არ გადანაშაულებ სექტანტობაში.მე შედარება მოვახდინე.მართლმადიდებლური ფორუმია და არ მინდა გადავიდეს გაჯიბრებაში და შეურაცყოფაში.მოდი ჩვენ აქ შევწყვიტოთ კამათი და ნაწყენიც არ დარჩე ჩემზე,რომ ვითომ და სექტანტობაში დაგადანაშაულე.
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 22 2008, 10:49 AM
მარტო ზიარებაში არ ხდება ცოდვების მოტევება და განწმენდა.გაიხსენეთ 7-გზის ზეთისცხება. ხდება თუ არა აქ ცოდვების მოტევება? რათქმაუნდა ხდება. კიდევ ერთი, ციტატა ზიარების ლოცვებიდან: .....''მე ამათ ვიტყვი და აღვიარებ და დავსწერ, შენ შემინდევ , მომიტევენ და აღხოცენ......." ზიარების ბოლო, მე-12 ლოცვაშია ეს ციტატა. ბევრი წმ. მამა აღნიშნავს რომ აღსარებაში ხდბა ცოდვების მიტევება და განწმენდა(გადახედეთ ჩემს მიერ დადებულ ლინკებს), მაგრამ ეს არ აკნინებს ზიარების უდიდეს საიდუმლოს, რომლის დროსაც ხდება არამარტო მიტევება -განწმენდა, არამედ შეერთება ქრისტეს ხორცთან და სისხლთან. არცერთი საიდუმლო არ კარგავს "დამოუკიდებლობას" ამით. კატეხიზმოში კიდე ყველა საკითხზე არაა დაწვრილებით ინფორმაცია და ეს ამ შემთხვევაში გადამწყვეტიც არაა.
პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Aug 22 2008, 11:06 AM
ციტატა
აბსოლუტურ უცოდინარობას ამჟღავნებთ ლიტურგიისა... ნუ გეწყინებათ, მაგრამ ასეა
ოკეი
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 22 2008, 12:22 PM
ციტატა(მართა @ Aug 22 2008, 02:21 AM)
ვერაფრით ვერ ვიქნები(ჯერჯერობით მაინც, ჩემდა სამწუხაროდ) ყოველ კვირაში ინტესიურად ღირსი ზიარების!
და, როდისმე თუ ხართ ღირსი ზიარების?
agmsarebeliციტატა
''მე ამათ ვიტყვი და აღვიარებ და დავსწერ, შენ შემინდევ , მომიტევენ და აღხოცენ......."
ეს არის ლოცვა და არა აღსარების საიდუმლოში მონაწილეობაზე მინიშნება...აქ ადამიანი ამბობს, რომ ნანობს...სხვათა შორის მართლმადიდებლურ ღვტისმეტყველებაში არის არა მარტო 7 საიდუმლო, არამეტ გაცილებით მეტი. საიდუმლო არის ღმერთის უხილავი ჩარევა ჩვენს ყოფაში და ლოცვისას ღმერთი მას ისმენს და ეს უხილავია, ანუ სრულდება საიდუმლოც - როგორც ამას ამბობს 20 საუკუნის ერთერთი უდიდესი ღვთისმეტყველი წმ. იუსტინე პოპოვიჩი
პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Aug 22 2008, 12:28 PM
კანუდოსელი
მაგალითად 1 თვეა არ ჩაგიბარებია აღსარება ან საერთოდ პირველად აპირებ ამ დიდ საიდუმლოში მონაწილეობის მიღებას აღსარების გარეშე ეზიარები?
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 22 2008, 01:01 PM
რატომ აქვს ბევრს ჩვევა, ისე წეროს პოსტები, რომ არც კი წაიკითხოს რა წერია ზემოთ...
ლაშა, ამაზე პასუხი მიწერია არაერთხელ...
კიდევ გავიმეორებ: თუ ეზიარები იშვიათად, აღსარება აუცილებელია
პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Aug 22 2008, 01:56 PM
ციტატა
და, როდისმე თუ ხართ ღირსი ზიარების?
მემგონი მაინც მართებულია ცნება ღირსად და უღირსად ზიარება, - უღირსებ იწვებიან და ცუდად ხდებიან ხოლო
ღირსეულნი ნათლდებიან,
მემგონი შეწყალების ღირსი თუ ხარ, ეს იგულისხმება და არ ის რომ ცოდვა არ გაქვს და ამიტომ ხარ ღირსი
შეიძლება ვცდებ არ ვიცი.
პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Aug 22 2008, 02:13 PM
ქრისტიანი სასურველია ეზიაროს ყოველ კვირას, კიდევ უფრო სასურველია - ყოველ წირვაზე.
ამ შემთხვევაში ადამიანს მოუწევს თვეში რამდენჯერმე აღსარების თქმა, რამაც შეიძლება აღსარება მხოლოდ ფორმალობად აქციოს.
ყოველი ზიარების წინ აღსარების თქმა ადუნებს ქრისტიანს ზიარებიდან ზიარებამდე, ზოგჯერ ნაკლებ ყურადღებას აქცევს ყოველდღიურ ცოდვებს, რადგან იცის ზიარების წინ მაინც მოინანიებს, ესეც აღსარებას კიდევ ერთხელ აქცევს ფორმალობად.
ამასთან აღსარება კურნებაცაა, მოძღვარი უნდა ეცადოს დაეხმაროს ქრისტიანს ვნებებთან ბრძოლაში. როცა აღსარების საიდუმლო წირვის წინ ან წირვის დროს აღესრულება და ათობით ადამიანი მონაწილეობს, აღსარება დროის სიმცირის გამო ხშირად მხოლოდ ცოდვების ჩამოთვლით შემოიფარგლება, რაც კიდევ ერთხელ აქცევს აღსარებას ფორმალობად.
ამასთან თვითონ რუსეთში, რომლის გავლენითაც შემოვიდა ჩვენთან აღსარების და ზიარების საიდუმლოებების ერთმანეთთან დაკავშირება, უკვე დაიწყეს მსჯელობა ამ საკითხზე და მის მიზანშეწონილობაზე.
ვფიქრობ არც ჩვენ უნდა გვეშინოდეს ამ საკითხზე საუბრის.
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 22 2008, 02:26 PM
ლოცვაა ამაში გეთანხმები. მაგრამ ის უეჭველი აღსარებაზე საუბრობს. რადგან ჩვენ სად ვაღიარებთ ცოდვებს თუ არა მღვდლის წინაშე. მღვდლის გარეშეც ვაღიარებთ ღვთის წინაშე. მაგრამ ამით იმის თქმა მინდა რომ ბასილი დიდმა(ვისაც ეს ლოცვა ეკუთვნის ) ზიარებას წაუმძღვარა წინ. მგონი ეს საყურადღებოა! კანუდოსელო ვეღარ ვხვდები რა დარჩა გაურკვეველი?
ყველაფერი მოჰყვა შენ პირველ კომენტარს ჩემს პოსტზე.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 22 2008, 02:44 PM
მრავალი უზუსტობაა აქ:
ციტატა(agmsarebeli @ Aug 22 2008, 02:26 PM)
მაგრამ ის უეჭველი აღსარებაზე საუბრობს.
არანაირად, წაიკითხეთ მისი ნაშრომები და ნახავთ რომ ასე არაა
ციტატა(agmsarebeli @ Aug 22 2008, 02:26 PM)
მაგრამ ამით იმის თქმა მინდა რომ ბასილი დიდმა(ვისაც ეს ლოცვა ეკუთვნის ) ზიარებას წაუმძღვარა წინ.
ეს დასკვნა თქვენ გეკუთვნით და არა ბასილი დიდს
ციტატა(agmsarebeli @ Aug 22 2008, 02:26 PM)
კანუდოსელო ვეღარ ვხვდები რა დარჩა გაურკვეველი?
ჩემთვის "არაფერი"
ციტატა(agmsarebeli @ Aug 22 2008, 02:26 PM)
ყველაფერი მოჰყვა შენ პირველ კომენტარს ჩემს პოსტზე.
სრულიად დასაბუთებულად...
ეკატერინედასტურ
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 22 2008, 02:53 PM
კანუდოსელო მიაქციე ყურადღება ეს ზიარების წინა ლოცვებია. სრულიად დასაბუთებულადო ამბობ და შენი პოსტი სხვა რამეს ამბობს.
იქ შენი ნაწერი ამბობს , რომ მარტო ზიარებისას მიეტევება ცოდვევი რაც არასწორია.
იქნებ ისიც თქვა რომ ზიარების ლოცვების თანმიმდევრობა ჩემი შედგენილია.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 22 2008, 03:58 PM
ციტატა(agmsarebeli @ Aug 22 2008, 02:53 PM)
კანუდოსელო მიაქციე ყურადღება ეს ზიარების წინა ლოცვებია. სრულიად დასაბუთებულადო ამბობ და შენი პოსტი სხვა რამეს ამბობს.
იქ შენი ნაწერი ამბობს , რომ მარტო ზიარებისას მიეტევება ცოდვევი რაც არასწორია.
იქნებ ისიც თქვა რომ ზიარების ლოცვების თანმიმდევრობა ჩემი შედგენილია.
თქვენ კითხულობთ ჩემს ნაწერებს?
რა სისულელეებს მიწერთ უკვე...
სად ვთქვი, რომ
მარტო ზიარებისას მიეტევება ადამიანს ცოდვები?
მე ვთქვი, რმ ცოდვების მიტევება ხდება ზიარების დროსაც და არანაირად არ უარვყოფ, რომ აღსარების გზით ადამიანებს მიეტევებათ ცოდვები...
ვაა... უკვე სისულელემდე მიდის კამათი
გიმეორებთ უკანასკნელად: მე არ ვამბობ, რომ აღსარებისას არ ხდება მიტევება, მე არ ვამბობ, რომ მარტო ზიარება მიუტევებს ცოდვებს...მე ვამბობ, რომ ზიარების წინ აღსარების ჩაბარება არ არის აუცილებელი პირობა
პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Aug 22 2008, 04:01 PM
კანუდოსელი
გასაგებია ))
გეთანხმები იმაში რო ყოველ დღე თუ ეზიარება ქრისტიანი ყოველდღე აღსარება არაა საჭირო...
პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Aug 22 2008, 05:26 PM
კანუდოსელი
ციტატა
და, როდისმე თუ ხართ ღირსი ზიარების?
ალბად არა თუმცა მადლმოსილმა უფალმა ჩვენ ცოდვილებს, ამით დიდი წყალობა გვიბოძა რომ უღირსები ვღებულობთ მის სისხლსა და ხორცს, განა მან არ იცის რას ვიმსახურებთ? მაგრამ დიდია მისი სიყვარული ჩვენდამი, ამიტომაც ვფიქრობ რომ არ უნდა"გავაუბრალოვოდ"ეს დიდი ძღვენი უფლისა! ამიტომაც გეთანხმები.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 22 2008, 06:27 PM
აი ეს
ციტატა(მართა @ Aug 22 2008, 05:26 PM)
ალბად არა
მგონი ეწინააღმდეგება ამას
ციტატა(მართა @ Aug 22 2008, 05:26 PM)
განა მან არ იცის რას ვიმსახურებთ?
ანუ, პირველში ამბობთ რომ არ ვიმსახურებთ და მეორეში - რომ ღმერთმა იცის რომ დავიმსახურეთო...
საქმეც სწრედ მაგაშია, რომ ღმერთმაც იცის, რომ არ დავიმსახურებთ
არასოდეს, ეს უფლის
წყალობაა და არა ჩვენი დამსახურება
პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Aug 22 2008, 09:03 PM
მორწმუნე ადამიანებს თავად უფალმა დაუწესა ზიარების საიდუმლო!
არის შემთხვევები როცა რაღაც ცოდვის გამო ადამიანი ვერ ეზიარება და მას ეკლესიისგან რაღაც სასჯელი ანუ ეპიტემია ედება.ეს რა თქმა უნდა ემსახურება ცოდვილის სინანულის გაღვივებას და ამ ცოდვასთან ბრძოლას.ხშირ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს ადამიანის დასჯას უზიარებლობით. და თუ ადამაინი აღსარებას არ ჩააბარებს ის ხდება საკუთარი თავისთვის განმსაზღვრელი იმისა როდის უნდა ეზიაროს და რამდენჯერ და არა კანონი.
ისე ცნობისათვის მე ვიცი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევა რომელიც თავად მოვისმინე,რომ ყოველი ზიარების წინ იქნას ჩაბარებული აღსარება,რაც ვთვლი საკმაოდ კარგია იმისათვის რომ აღსარების საიდუმლოს გზით ადამიანი აკონტროლებდეს საკუთარ სულიერ ცხოვრებას და განიწმინდებოდეს.
პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Aug 22 2008, 09:48 PM
მე 8 წლის ვიყავი ბოლოს აღსარება რო მივიღე უბრალოდ ეკლესიაში არავის არ მივყავარ და ჩემი ბებია ბაბუა მორწმუნეები არ არიან და ჩემით მარტო ვერ მივდივარ ჯერ 13 წლისა ვარ ხოდა რავი სვეტიცხოველში მინდა საგალობოდ წასვლა და ბებიაჩემთან თავს გავიმართლებ ამიტომ ვეზიარე მეთქი თორემ მარხვა რო გააგონო გადაგანგრევს ყველაფერს თავზე
პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Aug 22 2008, 10:00 PM
ციტატა(წახწახა @ Aug 22 2008, 09:48 PM)
მე 8 წლის ვიყავი ბოლოს აღსარება რო მივიღე
უბრალოდ ეკლესიაში არავის არ მივყავარ და ჩემი ბებია ბაბუა მორწმუნეები არ არიან და ჩემით მარტო ვერ მივდივარ ჯერ 13 წლისა ვარ
ხოდა რავი სვეტიცხოველში მინდა საგალობოდ წასვლა და ბებიაჩემთან თავს გავიმართლებ ამიტომ ვეზიარე მეთქი თორემ მარხვა რო გააგონო გადაგანგრევს ყველაფერს თავზე
ეჰ
ცარმატებები სულიერ ცხოვრებაში
პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Aug 22 2008, 10:02 PM
გაიხარე
პოსტის ავტორი: მწირი თარიღი: Aug 23 2008, 12:36 AM
ციტატა(მამა ირაკლი @ Aug 22 2008, 10:03 PM)
მორწმუნე ადამიანებს თავად უფალმა დაუწესა ზიარების საიდუმლო!
უფალი განკაცდა და ჯვარს ეცვა მთელი კაცობრიობისათვის, და ეს ეკლესიაც და მისი საიდუმლოებებიც შესაბამისად მთელი კაცობრიობისთვის დაწესდა....
ბოდიში მომითხოვია, მაგრამ მე მგონი ტერმინ 'მორწმუნეს' ცუდათ ვიყენებთ საუბრისას..... მორწმუნე არ ნიშნავს , რომ ადამიანი ღვთისთვის სათნოდ ცხოვრობს, ეშმაკს რომ რწმენა აქვს('ეშმაკთაცა სწამთ და სძრწიან...').... ამ ფორუმზე მე მგონი მასეთი რწმენა არავის აქვს, მარა....
და საერთოდ, ცოტა უხერხულია, მართლმადიდებლურ ფორუმზე რომ წაიკითხავ-'მადლმოსილმა უფალმა' ან 'ზიარების დროს სულიწმიდას ვეზიარებით'....
(მომიტევეთ 'ცოტა' უხეში ტონი...)
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 23 2008, 08:46 AM
კანუდოსელო! ყველა "სულელური" პოსტი გამოიწვია შენმა პირველმა კომენტარმა, რომელსაც აკლდა დაკონკრეტება.
შენს პირველ პოსტში ხასგასმულია ზიარებით ცოდვების მიტევება. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რადგან სხვა განმარტებას ვერ მოუძებნი.
დავწერე,რომ აღსარება განმწმენდია და ეს შენ მოგეჩვენა საკმარისად იმისათვის , გეთქვა, ხომ არაფერი შეცვლილა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაშიო.
პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Aug 24 2008, 10:31 PM
ციტატა(მწირი @ Aug 23 2008, 12:36 AM)
უფალი განკაცდა და ჯვარს ეცვა მთელი კაცობრიობისათვის, და ეს ეკლესიაც და მისი საიდუმლოებებიც შესაბამისად მთელი კაცობრიობისთვის დაწესდა....
ბოდიში მომითხოვია, მაგრამ მე მგონი ტერმინ 'მორწმუნეს' ცუდათ ვიყენებთ საუბრისას..... მორწმუნე არ ნიშნავს , რომ ადამიანი ღვთისთვის სათნოდ ცხოვრობს, ეშმაკს რომ რწმენა აქვს('ეშმაკთაცა სწამთ და სძრწიან...').... ამ ფორუმზე მე მგონი მასეთი რწმენა არავის აქვს, მარა....
და საერთოდ, ცოტა უხერხულია, მართლმადიდებლურ ფორუმზე რომ წაიკითხავ-'მადლმოსილმა უფალმა' ან 'ზიარების დროს სულიწმიდას ვეზიარებით'....
(მომიტევეთ 'ცოტა' უხეში ტონი...)
ჯერ ერთი რწმენის გარეშე უფალთან თანაზიარება არ არსებობს! და როგორ თუ ადამიანს ქრისტე არ წამს რა ის პოულობს ზიარების საიდუმლოებაში მასთან თანაზიარებას? იქნებ გაერკვიოთ!
და მეორე აქ თემასთან დაკავშირებით წერ რამეს თუ ვინმეს გასაკრიტიკებლად წერ რომელი სიტყვა სად ვიხმაროთ?
ეშმაკებს არ სწამთ, მათთვის ეს ფაქტია მათ ეს იციან.
და საერთოდ რაგაც ვერ გავიგე რა გინდათ?
ტონს კი თუ შეიცვლი და ყურადღებით წაიკითხავ ბევრ რამეს ისწავლი ამ ფორუმზე თორემ სიტყვების გამოკიდებაზე ადვილი საქმე არ არსებობს,უბრალოდ ამით წინ ვერ წახვალ.ეს ისე მამაშვილურად.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 24 2008, 10:40 PM
მამა ირაკლი
ციტატა
რაც ვთვლი საკმაოდ კარგია იმისათვის რომ აღსარების საიდუმლოს გზით ადამიანი აკონტროლებდეს საკუთარ სულიერ ცხოვრებას და განიწმინდებოდეს.
და თუ ადამიანი ყოველ კვირას ეზიარება, გაუბრალოება ხომ არ მოხდება აღსარებისა?
საკუთარ თავზე გამომიცდია ეს....
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 24 2008, 10:42 PM
ციტატა
და თუ ადამიანი ყოველ კვირას ეზიარება, გაუბრალოება ხომ არ მოხდება აღსარებისა?
აღსარება არ მითქვამს 1 წელია.
ვეზიარე 20-ჯერ
რას გვეტყვით მამაო?
პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Aug 24 2008, 11:22 PM
ციტატა(მნათე @ Aug 24 2008, 10:42 PM)
აღსარება არ მითქვამს 1 წელია.
ვეზიარე 20-ჯერ
რას გვეტყვით მამაო?
1 წელი თუ არ გითქვამს ეს უვე ცოდვაა ,ასერომ ეგეც მოინანიე
ნუ მამაო არ ვარ ,მაგრამ მაინც
პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Aug 25 2008, 12:03 AM
ციტატა(კანუდოსელი @ Aug 24 2008, 10:40 PM)
მამა ირაკლი
და თუ ადამიანი ყოველ კვირას ეზიარება, გაუბრალოება ხომ არ მოხდება აღსარებისა?
საკუთარ თავზე გამომიცდია ეს....
და ზიარების გაუბრალოება აღარ ხდება?
პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Aug 25 2008, 12:06 AM
ციტატა(.:Lela:. @ Aug 24 2008, 11:22 PM)
1 წელი თუ არ გითქვამს ეს უვე ცოდვაა ,ასერომ ეგეც მოინანიე
ნუ მამაო არ ვარ ,მაგრამ მაინც
ისე გამოტყდი, გულის სიღრმეში , გინდა რომ იყო?
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 25 2008, 12:06 AM
ციტატა(მამა ირაკლი @ Aug 25 2008, 12:03 AM)
და ზიარების გაუბრალოება აღარ ხდება?
განსხვავებული საიდუმლოებებია აღსარება და ზიარება
როგორც ლიტურგიკა ასწავლის ადამიანი ან ესწრება მართალთა ლიტურგიას და მაშინ
აუცილებლად ეზიარება, ან არ ეზიარება და მართალთა ლიტურგიასაც ტოვებს - გამონაკლისი უმცირესი უნდა იყოს და არა პირიქით
აღსარება კი მოითხოვს საკუთარი ცოდვების განცდას - ზიარება განცდა არაა, ის, უფლის ძღვენში მონაწილეობაა, ჩვენ პროტესტანტები ხომ არ ვართ, რომ ვეზიაროთ მაშინ, როცა გული გვიკარნახებს...?
ანუ ასეთია წესი: ეზიარე ყოველთვის
აღსარება ჩააბარე როდესაც ეს აუცილებლად გესაჭიროება
თუ გამონაკლისი არსებობს, მან ზოგადი არ უნდა გადაფაროს
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 25 2008, 12:08 AM
ციტატა
უფლის ძღვენში მონაწილეობაა
თივა ხარ, არა შეიწვა
პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Aug 25 2008, 12:14 AM
ისეთ რთულ თემაზე მსჯელობთ, რომელსაც ათასი მხარე აქვს და ყველა კუთხიდან შეხედვას თავის სიმართლე აქვს.
მე თუ არ ვნანობ, აღსარება ფსიქო ანალიზს გავს რომეშსიც მე არ ვმონაწილეობ.
ანუ აღსარება მაშინაა აღსარება როცა ვნანობ, ცრემლებამდე და გინდა ქვაზე თავის ხლამდე.
ჩემ მოძღვარს ვუტხარი და მითხრა არაო, მაინც უნდა თქვაო.
ოდა გამოდის მექანიკა+ ავტომატიკა, კიბერ სივრცე.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 25 2008, 12:16 AM
ციტატა(სარდიონ @ Aug 25 2008, 12:14 AM)
ანუ აღსარება მაშინაა აღსარება როცა ვნანობ, ცრემლებამდე და გინდა ქვაზე თავის ხლამდე.
მაქსიმალისტურად მსჯელობთ
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 25 2008, 12:17 AM
ციტატა
ანუ აღსარება მაშინაა აღსარება როცა ვნანობ, ცრემლებამდე და გინდა ქვაზე თავის ხლამდე.
მაშინაც, როცა მინდა ვინანო
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 25 2008, 12:17 AM
ციტატა(მნათე @ Aug 25 2008, 12:17 AM)
მაშინაც, როცა მინდა ვინანო
მაშინაც, როცა მინდა, მინდოდეს რომ ვინანო?
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 25 2008, 12:18 AM
ციტატა
მაშინაც, როცა მინდა, მინდოდეს რომ ვინანო?
ძეახ...
სინანული ნიჭია...
სადაა ეგრე...
ნუ ფაქტი ისაა რომ მორწმუნეები აღარ არსებობენ, შესაბამისად ჩვენ მხოლოდ გვინდა ვიყოთ მორწმუნეები
პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Aug 25 2008, 12:18 AM
განსხვავებული საიდუმლოებებია აღსარება და ზიარება
როგორც ლიტურგიკა ასწავლის ადამიანი ან ესწრება მართალთა ლიტურგიას და მაშინ აუცილებლად ეზიარება, ან არ ეზიარება და მართალთა ლიტურგიასაც ტოვებს - გამონაკლისი უმცირესი უნდა იყოს და არა პირიქით
აღსარება კი მოითხოვს საკუთარი ცოდვების განცდას - ზიარება განცდა არაა, ის, უფლის ძღვენში მონაწილეობაა, ჩვენ პროტესტანტები ხომ არ ვართ, რომ ვეზიაროთ მაშინ, როცა გული გვიკარნახებს...?
ანუ ასეთია წესი: ეზიარე ყოველთვის
აღსარება ჩააბარე როდესაც ეს აუცილებლად გესაჭიროება
თუ გამონაკლისი არსებობს, მან ზოგადი არ უნდა გადაფაროს
ისევ იგივე!
ეგ შენ წარმოიდგინე მეც ვიცი.
და უზიარებლობას რომ იწვევს ზოგიერთი ცოდვა ეგეც ხომ იცი რატომ. კიდევ რომ აღარ დავწერო. ხოდა ამ შემთხვევაში როგორ უნდა გაირკვეს მაინც და ვინ უნდა დაადოს ასეთი ეპიტემია?
რომელი ცოდვა "წვრილმანი ცოდვა"? ასე იციან ხოლმე.რომლებსაც არ ჭირდება მონანიება.
და საერთოდ რა თქმა უნდა აღსარება ჭორაობად არ უნდა გადაიქცეს და მეწვრილმანეობად რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში.
პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Aug 25 2008, 12:19 AM
კანუდოსელი
ჰო ეგ არ მიგულისხმია , მარა რაღაც მსგავსი, რა
თუ არ ნანობ რა სია ჩამოგიწერია, რას თვალთმაქცობ?
პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Aug 25 2008, 12:19 AM
ციტატა(სარდიონ @ Aug 25 2008, 12:06 AM)
ისე გამოტყდი, გულის სიღრმეში , გინდა რომ იყო?
დარწმუნებული ვარ ხუმრობ
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 25 2008, 12:20 AM
ციტატა
თუ არ ნანობ რა სია ჩამოგიწერია, რას თვალთმაქცობ?
მინდა ვნანობდე... მინდა სისრულე, მინდა ქრისტე... ვაკაკუნებ, გააღე რა
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 25 2008, 12:21 AM
მამა ირაკლი
დაგეთანხმებით, თუ საზოგადო წესად და არა გამონაკლისად გულისხმობთ ყოველკვირეულ ზიარებას.
მე პირადად მიმაჩნია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთადერთი სერიოზული კრიზისი სწორედ ამასთანაა დაკავშირებული - ევქარისტიის სათანადო ცნობიერების არქონასთან
პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Aug 25 2008, 12:21 AM
მნათე
ვა ეგრე სადაა, სინანულსი ვარჯისობ?
ტრენინგ შტო ლი.
პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Aug 25 2008, 12:23 AM
ციტატა(სარდიონ @ Aug 25 2008, 12:21 AM)
მნათე
ვა ეგრე სადაა, სინანულსი ვარჯისობ?
ტრენინგ შტო ლი.
და რა არ შეიძლება
ყველაფი დროს და ვარჯიშს მოაქვს
პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Aug 25 2008, 12:24 AM
ციტატა(.:Lela:. @ Aug 25 2008, 12:23 AM)
და რა არ შეიძლება
ყველაფი დროს და ვარჯიშს მოაქვს
ეჰჰ , ვაააჰ, უუუჰ.
გავედი ფორუმიდან.
პოსტის ავტორი: მწირი თარიღი: Aug 25 2008, 12:52 AM
მე პირადად მიმაჩნია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთადერთი სერიოზული კრიზისი სწორედ ამასთანაა დაკავშირებული - ევქარისტიის სათანადო ცნობიერების არქონასთან
[/quote]
გეთანხმები
პოსტის ავტორი: HANIBALA თარიღი: Aug 25 2008, 03:43 AM
ert celze metia agsareba ar mitkavsm aba vinme mitxars codvbaaaooo,kvelam tavis sackal tav miedos da morchnen sxvs darigebas!!!!gamomividbnen ak ucodveklebi ra xalxia eseti fanatikosoba ar minaxavs,tfuiiii!!!!!!!!!rchevashi kvela magaria ra cxovreba dadga ,me cxivakshi viaki omshid a eseni saitidan mxars mimagrebdnen aba shen icio da tavs deben didi morcmuneobaze,im itomaa es kvekana rom tavze gvengreva da unda dagvengers kidec,ertaderti vin martali iko is sulebi zeciur saqartveloshi daimkvidrebebn adguils!!!!!!!!!!!!!!!shepasuxebas ar avitan!!!!!!!!s rac moxda kvela chventaganis tkiviliad a amave dros kvela chvetnataganis bralia/!!!!!!!!!!!!!1
პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Aug 25 2008, 10:32 AM
HANIBALA
მიყვარხარ
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 25 2008, 12:08 PM
რა შორს წასულა ეს ხალხი.........მგონი ფორუმს ულტიმატუმებს უყენებენ და ნეტა ვინ მისცათ ამის უფლება.
პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Aug 25 2008, 01:01 PM
ციტატა
ფორუმზე მე მგონი მასეთი რწმენა არავის აქვს, მარა....
და საერთოდ, ცოტა უხერხულია, მართლმადიდებლურ ფორუმზე რომ წაიკითხავ-'მადლმოსილმა უფალმა' ან 'ზიარების დროს სულიწმიდას ვეზიარებით'....
(მომიტევეთ 'ცოტა' უხეში ტონი...)
ზიარების დროს ბუნებრივია სული წმინდას უნდა ეზიარო, - ეს უნდა იყოს მიზანი, თუ ეს ასე არა --- პრობლემაა ,
თორმ პური და ღვინო მაღაზიაშიც იშოვება
პოსტის ავტორი: IZAKUNA თარიღი: Aug 25 2008, 01:32 PM
დიახაც სულიწმინდის მადლს ვეზიარებით,რაც დადასტურებულია ზიარების ლოცვებსში.იმედია შესაბამისი ადგილების ნახვა არ გაგიჩირდებათ.
პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Aug 25 2008, 02:09 PM
ციტატა
მართლმადიდებლურ ფორუმზე რომ წაიკითხავ-'მადლმოსილმა უფალმა' ან 'ზიარების დროს სულიწმიდას ვეზიარებით'....
რაღა დარჩა? ცარელა პური და ღვინო მართლაც :|
ყოვლისმცოდნეობის როლმა იცის ხოლმე არაუშავს
IonaIZAKUNA+1
პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Aug 25 2008, 02:15 PM
IZAKUNA
მაპატიეთ, მაგრამ ზიარების წინა ლოცვებში წერია, რომ ჩვენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით და არა "სულიწმინდის მადლს"
კვალად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი შენი, და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი.
პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Aug 25 2008, 02:23 PM
ეკატერინე
ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ერთად გადმოდის თუ არა ადამიანზე მადლი ?
პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Aug 25 2008, 02:25 PM
ციტატა
მაპატიეთ, მაგრამ ზიარების წინა ლოცვებში წერია, რომ ჩვენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით და არა "სულიწმინდის მადლს"
წირვის დროს პურზე და ღვინოზე უხილავად გადმოდის სული წმინდა და ამგვარად გადაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად.
პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Aug 25 2008, 02:30 PM
Iona
ციტატა
წირვის დროს პურზე და ღვინოზე უხილავად გადმოდის სული წმინდა და ამგვარად გადაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად.
კი, მაგრამ ჩვენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით.
llaasshhaaციტატა
ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ერთად გადმოდის თუ არა ადამიანზე მადლი ?
გულითადი თხოვნა მექნება თქვენთან, ჯერ ეს:
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/18.htm#2
წაიკითხეთ და მერე იკამათეთ
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 25 2008, 02:58 PM
ეკატერინე წაიკითხე ზიარების ლოცვების VI ლოცვა და იქ დასასრულს წერია, რომ ვეზიარებით სულიწმინდას, ანუ სულიწმინდის მადლს.
იზაკუნას +1
პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Aug 25 2008, 03:09 PM
agmsarebeli
ამდენ, თეოლოგიაში ასე განსწავლულ ხალხს რაღა უნდა ველაპარაკო
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 25 2008, 03:18 PM
პოსტის ავტორი: IZAKUNA თარიღი: Aug 25 2008, 09:28 PM
QUOTE(agmsarebeli @ Aug 25 2008, 03:58 PM)
ეკატერინე წაიკითხე ზიარების ლოცვების VI ლოცვა და იქ დასასრულს წერია, რომ ვეზიარებით სულიწმინდას, ანუ სულიწმინდის მადლს.
იზაკუნას +1
ხო მართალი ხარ მანდ წერია
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 25 2008, 10:26 PM
agmsarebeli
ჩვენ ვეზიარებით იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ცხადია, რომ სულიწმინდასთან ზიარებაც იქნება - იესოს სისხლი და ხორცი - მისი ცოცხალი სისხლი და ხორცია...
მაგრამ უბრალოდ თქმა რომ ვეზიარებით სულიწმინდას - ორაზროვნად შეიძლება გაიგოს ადამიანმა - რადგან სული წმინდასთან ზიარება ხდება ყველა სხვა საიდუმლოშიც
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 25 2008, 11:45 PM
სრულიად გეთანხმები!
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 26 2008, 06:28 PM
კითხვა მაქვს:
თუ, მაზიარებელმა ჩაიდინა ცოდვა, რომელიც რომ გაამხილოს აღსარებაში უზიარებლობით ისჯება. დავუშვათ ორი ვარიანტი
1. მაზიარებელმა იცის, რომ ცოდვა აქვს მოსანანიებელი, რომელიც უზიარებლობით ისჯება
2. მაზიარებელმა იცის რომ სცოდა, მაგრამ არ იცის, რომ ეს ცოდვა უზიარებლობით ისჯება
ორივე შემთხვევაში, პიროვნება დაესწრო წირვას ბოლომდე, მომზადებული ზიარებისათვის, უჭმელ-უსმელი, ლოცვებ წაკითხული, შიშით და კრძალვით, უფლის წყალობის იმედით და ეზიარა.
მაინტერესებს, როგორ ახსნით ამ ზიარებას??? შეერგება??
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 26 2008, 07:15 PM
QUOTE(k@the @ Aug 26 2008, 06:28 PM)
კითხვა მაქვს:
თუ, მაზიარებელმა ჩაიდინა ცოდვა, რომელიც რომ გაამხილოს აღსარებაში უზიარებლობით ისჯება. დავუშვათ ორი ვარიანტი
1. მაზიარებელმა იცის, რომ ცოდვა აქვს მოსანანიებელი, რომელიც უზიარებლობით ისჯება
2. მაზიარებელმა იცის რომ სცოდა, მაგრამ არ იცის, რომ ეს ცოდვა უზიარებლობით ისჯება
ორივე შემთხვევაში, პიროვნება დაესწრო წირვას ბოლომდე, მომზადებული ზიარებისათვის, უჭმელ-უსმელი, ლოცვებ წაკითხული, შიშით და კრძალვით, უფლის წყალობის იმედით და ეზიარა.
მაინტერესებს, როგორ ახსნით ამ ზიარებას??? შეერგება??
სანამ ეზიარება ამის უფლება ხომ მღვდელმა უნდა მისცეს და თუ ამის გამო ეპიტემია დაადო ის თავისთავად ვერ ეზიარება. იმ შემთხვევაში თუკი მღვდელი ნებას დართავს ზიარებაზე, ეს მას, ასე რომ ვთქვათ "შეერგება". ანუ სასჯელად არ ექცევა.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ მღვდელთან არ გაამხილა თავისი დამალული ცოდვა, არამართო ამისთვის დაიმსახურებს სასჯელს, არამედ იმიტომაც რომ ეს დამალა. ისიც შეძლება მოხდეს, რომ ღვთის ნებით ერ ექცეს დასასჯელად, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო , რომ სინანულში მოვიდეს.
ბევრის დაწერა შეიძლება ამ კითხვის ირგვლივ. სხა ფორუმელებიც იაქტიურებენ იმედი მაქვს.
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 26 2008, 07:31 PM
ციტატა(agmsarebeli @ Aug 26 2008, 05:15 PM)
სანამ ეზიარება ამის უფლება ხომ მღვდელმა უნდა მისცეს
ჰოო??
მე მგონი განსხვავებაა,
მღვდელი უფლებას გაძლევს ზიარებისა თუ,
მღვდელი გიკრძალავს ზიარებას.თუ აღსარება, ზიარების აუცილებელი წინაპირობა არაა, მაშინ ზიარებისათვის მზადყოფნა, მართალთა ლიტურგიაზე დასწრება ბუნებრივად უნდა იწვევდეს ბოლოს ზიარებასაც ქრისტეს სისხლსა და ხორცთან.
პირველ შემთხვევაში, გამოდის ისე, რომ არასოდეს არ ეზიარები, მანამ სანამ მოძღვარი არ დარწმუნდება, რომ შენ მისი უფლება გაქვს.
მეორე შემთხვევაში, ეზიარები მუდმივად, შიშით და კრძალვით, ხოლო როცა შენი სინანული ცოდვებით გამოწვევული გიბიძგებს აღსარებისაკენ და მოინანიებ რაიმეს, რაც უზიარებლობით ისჯება, მას მერე მოძღვარი გიკრძალავს გარკვეული პერიოდი ზიარებას.
მე მგონი აქ საკმაოდ დიდი სხვაობაა და აღსარებაში ნათქვამ 1 წლის წინ ჩადენილ ცოდვას( რომელიც უზიარებლობით ისჯება), იმ ერთი წლის განმავლობაში, სწორედ რომ შიშით და კრძალვით მიღებულ ზიარებაზე უკუქმედების ძალა არ აქვს.
იმედია გასაგებად დავწერე, რასაც ვფიქრობ და ასევე იმედი მაქვს სხვებიც გამოთქვავენ თავის აზრს.
მაინტერესებს ვცდები და არაა ასე ფიქრი სწორი?
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 26 2008, 07:41 PM
QUOTE(k@the @ Aug 26 2008, 07:31 PM)
ჰოო??
მე მგონი განსხვავებაა, მღვდელი უფლებას გაძლევს ზიარებისა თუ, მღვდელი გიკრძალავს ზიარებას.
თუ აღსარება, ზიარების აუცილებელი წინაპირობა არაა, მაშინ ზიარებისათვის მზადყოფნა, მართალთა ლიტურგიაზე დასწრება ბუნებრივად უნდა იწვევდეს ბოლოს ზიარებასაც ქრისტეს სისხლსა და ხორცთან.
პირველ შემთხვევაში, გამოდის ისე, რომ არასოდეს არ ეზიარები, მანამ სანამ მოძღვარი არ დარწმუნდება, რომ შენ მისი უფლება გაქვს.
მეორე შემთხვევაში, ეზიარები მუდმივად, შიშით და კრძალვით, ხოლო როცა შენი სინანული ცოდვებით გამოწვევული გიბიძგებს აღსარებისაკენ და მოინანიებ რაიმეს, რაც უზიარებლობით ისჯება, მას მერე მოძღვარი გიკრძალავს გარკვეული პერიოდი ზიარებას.
მე მგონი აქ საკმაოდ დიდი სხვაობაა და აღსარებაში ნათქვამ 1 წლის წინ ჩადენილ ცოდვას( რომელიც უზიარებლობით ისჯება), იმ ერთი წლის განმავლობაში, სწორედ რომ შიშით და კრძალვით მიღებულ ზიარებაზე უკუქმედების ძალა არ აქვს.
იმედია გასაგებად დავწერე, რასაც ვფიქრობ და ასევე იმედი მაქვს სხვებიც გამოთქვავენ თავის აზრს.
მაინტერესებს ვცდები და არაა ასე ფიქრი სწორი?
უფლებასაც გაძლევს და გიკრძალავს კიდეც. მე ამ თემაში რამდენჯერმე ვთქვი, რომ აღსარება ზიარების წინ უნდა ხდებოდეს, რადგან ამ დროს უფრო მომზადებული ხდები ზიარებისთვის.
სიმართლე გითხრა გამიჭირდა შენი ნაწერიდან აზრის გამოტანა(ცუდად არ გამიგო)
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 26 2008, 07:41 PM
ციტატა
მღვდელი უფლებას გაძლევს ზიარებისა თუ, მღვდელი გიკრძალავს ზიარებას.
კანონი ნენა, კანონი.
რომელიც უნდა იცოდე...
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 26 2008, 07:46 PM
მნათე
გამანათლე, გენაცვალე ვაღიარებ უმეცრებას
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 26 2008, 07:49 PM
მღვდელი კანონის აღმასრულებელი გამოდის.
პოსტის ავტორი: მწირი თარიღი: Aug 26 2008, 10:44 PM
ზიარების აკრძალვა ეპისკოპოსის პრეროგატივაა, მღვდელმა შეიძლება სულიერ შვილს ურჩიოს-ჯობია გარკვეული დროით არ ეზიაროო, ამა და ამ კანონზე და წესზე დაყრდნობითო(აუცილებლად უნდა აუხსნას)
აგმსარებელო, მე მგონი მღვდლის მოსამართლე-კანონის აღმასრულებელთან გათანაბრება მღვდლობას აკნინებს, ეს უფრო კათოლიკური ღვთისმეტყველებაა....
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 26 2008, 10:49 PM
ციტატა
მღვდელი კანონის აღმასრულებელი გამოდის.
ჰმ, დაჰხე.
მა ეპისკოპოსი რაღასა მიქვიან?
მღვდელი აღასრულებს საიდუმლოს
აკრძალვები და ტრალალულები
ეპარქიის ხელმძღვანელთამ.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 26 2008, 10:49 PM
ციტატა(მწირი @ Aug 26 2008, 10:44 PM)
აგმსარებელო, მე მგონი მღვდლის მოსამართლე-კანონის აღმასრულებელთან გათანაბრება მღვდლობას აკნინებს, ეს უფრო კათოლიკური ღვთისმეტყველებაა....
დამასწარი ამისი თქმა
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 26 2008, 10:57 PM
ციტატა(მწირი @ Aug 26 2008, 08:44 PM)
ზიარების აკრძალვა ეპისკოპოსის პრეროგატივაა, მღვდელმა შეიძლება სულიერ შვილს ურჩიოს-ჯობია გარკვეული დროით არ ეზიაროო, ამა და ამ კანონზე და წესზე დაყრდნობითო(აუცილებლად უნდა აუხსნას)
აგმსარებელო, მე მგონი მღვდლის მოსამართლე-კანონის აღმასრულებელთან გათანაბრება მღვდლობას აკნინებს, ეს უფრო კათოლიკური ღვთისმეტყველებაა....
მადლობა პასუხისათვის, თუმცა რაღაც დავიბენი ...
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 26 2008, 11:00 PM
ციტატა
მადლობა პასუხისათვის, თუმცა რაღაც დავიბენი ...
ხო აბა რა იქნება
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
ჩემთვის ვერ მოიცლის
პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Aug 26 2008, 11:05 PM
ციტატა(მწირი @ Aug 26 2008, 10:44 PM)
ზიარების აკრძალვა ეპისკოპოსის პრეროგატივაა, მღვდელმა შეიძლება სულიერ შვილს ურჩიოს-ჯობია გარკვეული დროით არ ეზიაროო, ამა და ამ კანონზე და წესზე დაყრდნობითო(აუცილებლად უნდა აუხსნას)
აგმსარებელო, მე მგონი მღვდლის მოსამართლე-კანონის აღმასრულებელთან გათანაბრება მღვდლობას აკნინებს, ეს უფრო კათოლიკური ღვთისმეტყველებაა....
პოზიტიური აზრების გაჟღერებას მივესალმები, დაკომპლექსებულ გარემოში.
მღვდელი თუ ზიარებისგან ვინმეს აყენებს ან აღსარებაზე უარს ეუბნება, ეს მისი პირადი პრობლემაა.
მან უმაღლეს იერარქს უნდა მიმართოს და ისიც (ეპისკოპოსი) ძლიერ რისკავს თუ რამე შეეშალა.
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 26 2008, 11:07 PM
QUOTE(მწირი @ Aug 26 2008, 10:44 PM)
ზიარების აკრძალვა ეპისკოპოსის პრეროგატივაა, მღვდელმა შეიძლება სულიერ შვილს ურჩიოს-ჯობია გარკვეული დროით არ ეზიაროო, ამა და ამ კანონზე და წესზე დაყრდნობითო(აუცილებლად უნდა აუხსნას)
აგმსარებელო, მე მგონი მღვდლის მოსამართლე-კანონის აღმასრულებელთან გათანაბრება მღვდლობას აკნინებს, ეს უფრო კათოლიკური ღვთისმეტყველებაა....
შენც ეგრევე ერულად გაიგე არაა? ეეჰ
QUOTE(კანუდოსელი @ Aug 26 2008, 10:49 PM)
დამასწარი ამისი თქმა
კანუდოსელ შენც გამაკვირვე ერული გაგებით
QUOTE(სარდიონ @ Aug 26 2008, 11:05 PM)
პოზიტიური აზრების გაჟღერებას მივესალმები, დაკომპლექსებულ გარემოში.
მღვდელი თუ ზიარებისგან ვინმეს აყენებს ან აღსარებაზე უარს ეუბნება, ეს მისი პირადი პრობლემაა.
მან უმაღლეს იერარქს უნდა მიმართოს და ისიც (ეპისკოპოსი) ძლიერ რისკავს თუ რამე შეეშალა.
შენ კიდე ერთი იმათგანი ხარ ვისაც "ლაღი'' ეკლესიური ცხოვრება უყვარს?
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 26 2008, 11:10 PM
კი მაგრამ, თუ მართლა ასეა საქმე რატომ არ აზიარებენ ხალხს მოძღვრები??
ესე იგი, მიუხედავად მონანიებული ცოდვების სიმძიმისა, მოძღვარი მხოლოდ ურჩევს არ ეზიაროს და არა უკრძალავს??
ვერ გავიგე, თუ დავუშვათ ისეთი ცოდვა ითქვა აღსარებაში მოძღვართან რომელიც უზიარებლობით ისჯება, რა მოძღვარი გადაურეკავს ეპისკოპოსს და აღსარების საიდუმლოს გაუმხელს?? თუ ამ მონანულ ადამიანს იქით გადაამისამართებს, ეპისკოპოსი გაგცემს პასუხსო??
უფრო დავიბენი...
პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Aug 26 2008, 11:15 PM
ციტატა(k@the @ Aug 26 2008, 11:10 PM)
ვერ გავიგე, თუ დავუშვათ ისეთი ცოდვა ითქვა აღსარებაში მოძღვართან რომელიც უზიარებლობით ისჯება, რა მოძღვარი გადაურეკავს ეპისკოპოსს და აღსარების საიდუმლოს გაუმხელს?? თუ ამ მონანულ ადამიანს იქით გადაამისამართებს, ეპისკოპოსი გაგცემს პასუხსო??
უფრო დავიბენი...
უზიარებლობის ვადა მონანულისთვის,როგორცსასჯელი ბასილი დიდის და სხვა მამათა კანონების მიხედვით, დღეს დროის დაჩქარების და ცოდვის საყოველთაო მომძლავრების გამო , შემცირებულია, ამაზე თვით უწმინდესმა ისაუბრა.
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 26 2008, 11:17 PM
სარდიონ
ვადას არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა ჩემს კითხვაში
პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 26 2008, 11:22 PM
რაც ადრე იყო ისეთ ვადებს ახლა ვერ გამოიყენებ.
პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Aug 27 2008, 12:37 AM
გამოსავალი ჩემი აზრით შევარჩიოთ მოძრვარი რომელსაც სრულებით მივენდობით და მორჩილებით მივიღოთ ის ეპიტემია რომელსაც მოძღვარი დაგვადებს (და არა თქვენ ცდებით მამაო მე არ ვიმსახურებ ამ ეპიტემიას და აშ)ზოგადად კი ადამიანი ემორჩილება იმ ავტოკეფალური ეკლესიის ხედვას ამათუ იმ დეტალებთან მიმართებაში ვისი მრევლიცაა.დეტალებში განსხვავება ყოველთვის იყო ხოლო მთავარში ყოველთვის ერთობაა.
პოსტის ავტორი: MR.NOE თარიღი: Dec 20 2008, 11:03 AM
მეგობრებოო ერთი შეკითხვა მაქვს: რა დატვირთვა აქვს როდესაც ბარძიმთან მრევლი ხელებგადაჯვარედინებული მიდის ?
პოსტის ავტორი: iveria. თარიღი: Jun 24 2009, 04:52 PM
წიგნში ,,საღმრთო საიდუმლოთა შესახებ'' იობ ამორტოლი წერს: ,,მთელი სრულყოფილება, მიზანი დანიშნულება [ლიტურგიისა] მაცხოვნებელ და საშინელ საიდუმლოებთან და სიწმიდეებთან ზიარებაშია''. ამიტომ თავდაპირველად ისინი ეძლევა მღვდლებს საკურთხეველში, ხოლო შემდეგ - საკურთხევლის გარეთ ზიარებისათვის მომზადებულ ერს. ამას მღვდელმოწამე კლიმენტიც ამოწმებს, როცა ამბობს: ,,ეზიარონ ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები, მკითხველები და მგალობლები, მოღვაწენი, ხოლო დედაკაცთაგან - დიაკონისები, ქალწულები, ქვრივები, შემდეგ ბავშვები და მხოლოდ ამის შემდეგ ეზიაროს მთელი ერი წესის დაცვით, ღმრთის შიშით და უხმაუროდ''. ზემოხსენებული იობი იმასაც ამბობს, რომ ღირსეულთ აქვთ უფლება, ყოველდღიურად ეზიარონ. და ეს უფლება ეძლევა განურჩევლად ყველას, მღვდლებსაც და ერისკაცებსაც, ჩვილებსაც და მოხუცებსაც -სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნებისმიერი ასაკისა და ღირსების მქონე ყველა ქრისტიანს. ის მღვდლები კი, რომლებიც საღმრთო ძღვენთან კეთილმოშიშებითა და რწმენით მიახლებულ ქრისტიანებს არ აზიარებენ, განისჯებიან ღმრთისაგან როგორც მკვლელები, თანახმად წინასწარმეტყველ ოსეს სიტყვისა: ,,დამალეს მღვდელთა გზაი. მოაკუდინეს სიკიმაი, რამეთუ უშჯულოება ქმნეს'' (ოს. 6,9) სხვაგვარად რომ ვთქვათ, მღვდლებმა დამალეს ღმრთის გზა, ნება და შჯული ღმრთისა და არ გამოიჩინეს. მოკლეს სიკიმი და ყვეს უშჯულოება ჩემს ერში. ოღონდ მე მიკვირს და ვერ წარმომიდგენია, რომ არსებობენ ისეთი მღვდლები, რომლებიც განდევნიან ზიარებისათვის მიახლებულ ქრისტიანებს. ასეთები ხომ იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ, რასაც თავად წარმოთქვამენ, ტყუილი გამოდის. ლიტურღიის ბოლოს ხომ ხმამაღლა ამბობენ ასამაღლებელს და ყველა მართალს ამ სიტყვებით მოუწოდებენ: ,,შიშითა ღმრთისაითა და სარწმუნოებით მოვედით''. ე.ი. მიეახლეთ საიდუმლოს და ეზიარეთო, შემდეგ კი თვითონვე უარყოფენ თავიანთ სიტყვებს და განდევნიან მიახლებულთ. მე არ ვიცი, რა შეიძლება ეწოდოს ამ უწესობას'' (12,39-41). P.S. ეს არის შემოკლებული ვარიანტი საეკლესიო წიგნიდან კერძოდ ,,საეკლესიო წესი ზიარებისა და აღსარებისათვის''. ავტორი: დეკანოზი თეიმურაზ ჩაჩიბაია. თბილისი 2004. დაიბეჭდა მთავარეპისკოპოსის თადეოზის ლოცვა-კურთხევით, ამ დროს მსახურობდა ბოლნისის ეპარქიაში. გამოყენებული ლიტერატურა: დიდი რჯულისკანონი, სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა, წიგნი პირველი და მეორე, მცირე რჯულისკანონი, Преп. Никодим Святогорец, Св.Митр. Макариы Коринфскиы "Книга душеролезнеышая о неррестанном Причащении Святых Христовыхтаин'' ,возр.1стр.39–41,2004.
პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 24 2009, 08:50 PM
აღსარებას მე უფრო ხშირად ვამბობ ვიდრე ვეზიარები...
დასჯილი ჯერ არ ვყოფილვარ, თუმცა ეგეთებიც ხდება ხოლმე. აღსარება მე როგორც ვიცი ზიარების წინ აუცილებელია, მაგრამ სეიძლება მოძღვრის კურთხევით აღსარების გარეშეც ეზიაროს მრევლი. ამ კუთხევას მაშინ აძლევენ როცა მოძღვარს აქვს დროის პრობლემა და ვერ იბარებს აღსარებას
პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jun 24 2009, 10:13 PM
ციტატა
დასჯილი ჯერ არ ვყოფილვარ
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 25 2009, 04:19 PM
ციტატა(მაშიკო @ Jun 24 2009, 08:50 PM)
დასჯილი ჯერ არ ვყოფილვარ, თუმცა ეგეთებიც ხდება ხოლმე. აღსარება მე როგორც ვიცი ზიარების წინ აუცილებელია, მაგრამ სეიძლება
აბა თავს თვითონ ისჯით?
ციტატა(მაშიკო @ Jun 24 2009, 08:50 PM)
აღსარებას მე უფრო ხშირად ვამბობ ვიდრე ვეზიარები...
თუ ამბობთ აღსარებას და არ ეზიარებით, ე.ი. ისჯით და თუ მღვდელი არ გაზიარებთ - ე.ი. გსჯით, ოღონდ ისე, რომ თქვენ ამის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ, რადგან უზიარებლობა ერთ კვირა დღესაც, როცა ლიტურგია მოისმინეთ - უკვე დასჯაა მართლმადიდებლური ლიტურგიკული ტრადიციით
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 25 2009, 04:43 PM
მაშიკო
ციტატა
მაგრამ სეიძლება მოძღვრის კურთხევით აღსარების გარეშეც ეზიაროს მრევლი
სინოდის დადგენილებით ეს კატეგორიულად გამორიცხულია და მოძღვრის კურთხევა ამას ვერ შეცვლის.
პრინციპში ამას არც ჭირდებოდა სინოდის დადგენილება, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში ვხოვრობთ და ყველა პარადოქსი ჩვენთან უნდა დაფიქსირდეს, ამ საკითხსაც კრების მოწვევა და საგანგებო დადგენილების მირება დაჭირდა. ზიარების მიღება აღსარების გარეშე დაუშვებელია ეკლესიური მოძღვრებით.
პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Jun 25 2009, 08:06 PM
ციტატა
ზიარების მიღება აღსარების გარეშე დაუშვებელია ეკლესიური მოძღვრებით.
რომელი მოძღვრებით?
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 25 2009, 08:27 PM
afxazi
ციტატა
საკითხსაც კრების მოწვევა და საგანგებო დადგენილების მირება დაჭირდა. ზიარების მიღება აღსარების გარეშე დაუშვებელია ეკლესიური მოძღვრებით.
დათო, მაბნევ. პირველი რამოდენიმე გვერდი სულ საწინააღმდეგო პოსტებით იყო სავსე... თუ შენ საქართველოს ეკლესიის მიერ მიღებულ დადგენილებაზე საუბრობ????
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 25 2009, 10:02 PM
მხევალი ნინო
ციტატა
დათო, მაბნევ. პირველი რამოდენიმე გვერდი სულ საწინააღმდეგო პოსტებით იყო სავსე... თუ შენ საქართველოს ეკლესიის მიერ მიღებულ დადგენილებაზე საუბრობ????
მეც მაინტერესებს . დებულებები და ამბები არ ვიცი, მაგრამ ხშირად ჩემს მოძღვარს უთქვამს, როდესაც მას ვერ ვნახულობდი, მიდი მაქ მღვდელთან,მე დავურეკავ და მიგიღებს - ეზიარეო, მაგრამ ის მღვდელი იბარებდა აღსარებას
პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Jun 25 2009, 10:04 PM
ციტატა(მაშიკო @ Jun 24 2009, 09:50 PM)
მოძღვრის კურთხევით აღსარების გარეშეც ეზიაროს მრევლი.
ჩემი მოძღვარი მაძლევს ხოლმე კურთხევას და მგონი ამაში ცუდი არც არაფერია
როდის განიჩინა სინოდმა?
ციტატა(მაშიკო @ Jun 24 2009, 09:50 PM)
ამ კუთხევას მაშინ აძლევენ როცა მოძღვარს აქვს დროის პრობლემა და ვერ იბარებს აღსარებას
მოძღვარს აღსარების ჩაბარების დრო ზიარების წინ თითქმის ყოველთვის აქვს, ის სხვა საკითხია თვითონ უნდა თუ არა.
პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 26 2009, 10:24 AM
ციტატა(კანუდოსელი @ Jun 25 2009, 05:19 PM)
აბა თავს თვითონ ისჯით?
თუ ამბობთ აღსარებას და არ ეზიარებით, ე.ი. ისჯით და თუ მღვდელი არ გაზიარებთ - ე.ი. გსჯით, ოღონდ ისე, რომ თქვენ ამის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ, რადგან უზიარებლობა ერთ კვირა დღესაც, როცა ლიტურგია მოისმინეთ - უკვე დასჯაა მართლმადიდებლური ლიტურგიკული ტრადიციით
არა მე ხშირად ვამბობ აღსარებას ხუთშაბათობით, შაბათ-კვირას კი ვერ ვახერხებ ხოლმე წირვაზე მისვლას ზოგჯერ და ამიტომაა რომ ვერ ვეზიარები...
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 26 2009, 11:28 AM
ციტატა(afxazi @ Jun 25 2009, 04:43 PM)
ზიარების მიღება აღსარების გარეშე დაუშვებელია ეკლესიური მოძღვრებით.
დავენაცვლე აფხაზს, შენ თუ შენი ეკლესია შექმენი არ მეგონა
აბა ჩვენს საერთო ეკლესიაში ასეთი მოძღვრება არ არსებობს და
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 26 2009, 11:56 AM
კანუდოსელი
ციტატა
დავენაცვლე აფხაზს, შენ თუ შენი ეკლესია შექმენი არ მეგონა აბა ჩვენს საერთო ეკლესიაში ასეთი მოძღვრება არ არსებობს და
განვმარტავ ჩემს სიტყვებს და მე მგონი მიხვდები რომ ასეთ ბრალდებას არ ვიმსახურებ.
ის რომ სინოდზე ეს საკითხი გადაწყდა იმ კუთხით, რომ ზიარების წინ აუცილებელია აღსარება, საქართველოს ეკლესიის ყველა წევრს ავალდებულებს დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას.
ეს ერთი მხარე. რაც შეეხება საეკლესიო მოძღვრებას. კონკრეტული ციტატა მომაქვს ედიშერ ჭელიძის ლექციიდან: "... ამავე დროს იგი (ტერტულიანე) თვლის, რომ მეორე სინანულის მოსაპოვებლად საჭიროა აღსარება. ეს ამ შემთხვევაში გახლავთ ძალიან საყურადღებო დებულება, რომ აღსარება წინ უნდა უძღოდეს სინანულს, რომ სინანულის საიდუმლო ჩვენზე მაშინ აღსრულდება თუ ჩვენ აღსარებას ვიტყვით. სამწუხაროდ ეს ურყევი დებულება ამ ბოლო ხანებში ეჭვის ქვეშ დადგა და ე.წ. უაღრესად მართლმადიდებლურ მოძღვრებად წარმოჩნდა თითქოს ის, რომ არაა აუცილებელი აღსარება სინანულის საიდუმლოს მისაღებად, კერძოდ ზიარების წინ. რამდენიმე მოძღვარი გაკადნიერდა ამის სამტკიცებლად, მაშინ როცა ტერტულიანე, ეს უადრესი ეპოქის მოღვაწე ჯერ კიდევ რა დროიდან ამხილებს ამგვარი თვალსაზრისის არამართლმადიდებლობას, იმიტომ, რომ ტერტულიანეს ეს შრომა (სინანულის შესახებ) მისი მართლმადიდებლური მოღვაწეობის ეპოქაშია დაწერილი და რა თქმა უნდა პირად აზრს კი არ ასახავს, არამედ ეკლესიურ, დოგმატურ სწავლებას.
ნაშრომის ბოლო, XII თავიც საყურადრებო გახლავთ, სადაც აღწერილია მარადიული ტანჯვა ჯოჯოხეტში იმ პირებისა, რომლებმაც არ განიკუთვნეს სინანული. ამ თავმა მაინც უნდა შეაფერხოს ზოგიერთები რომლებიც დღეს ზიარების მიღებას სინანულის საიდუმლოს და კონკრეტულად აღსარების გარეშე მოძღვრობენს და თავიანთ მრევლს აქეთკენ უბიძგებენ".
აქ ალბათ ხაზია გასმული იმაზე, რომ ზიარების წინ აუცილებელია სინანულის საიდუმლოს მიღება, რაც აღსარებით აღსრულდება. ცხადია მე ზემოთ, შეიძლება მკვეთრი სიტყვებით, რაღაცის კონკრეტულად გადაწყვეტა არ დამისახავს მიზნად.
წინა პოსტებს გადავხედე და მხოლოდ მსჯელობითი ფორმითაა გამოთქმული შეხედულებები. ავტორიტეტული საეკლესიო მოღვაწის ციტატა კი ამ საკითხზე ვერ ვნახე, ცხადია არ ვგულისხმობ იმას რომ არ არის, არამედ იმას, რომ დაწერეთ თუ არის და ასე ცალსახად ნუ განვიხილავთ ამ ურთულეს საკითხს. რა თქმა უნდა ედიშერსაც თავისი არგუმენტები ექნება და ესეც საინტერესოა. თუ მოვიძიე ამ კუთხით რაიმე აუცილებლად დავწერ.
პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Jun 26 2009, 12:38 PM
აბა სად წერს ტერტულიანე, რომ ზიარების წინადღეს აუცილებელია აღსარება?
ციტატა თუ შეიძლება.
ტერტულიანე მანდ მხოლოდ სინანულის საიდუმლოზე საუბრობს.
მაგის ზიარებასთან დაკავშირება აბსოლუტურად ხელოვნური და ალოგიკურია.
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 26 2009, 12:46 PM
ეკატერინე
ციტატა
აბა სად წერს ტერტულიანე, რომ ზიარების წინადღეს აუცილებელია აღსარება? ციტატა თუ შეიძლება.ტერტულიანე მანდ მხოლოდ სინანულის საიდუმლოზე საუბრობს.მაგის ზიარებასთან დაკავშირება აბსოლუტურად ხელოვნური და ალოგიკურია.
მე ციტატა მოვიყვანე და არ დამიმოწმებია ტერტულიანე, ხაზი გავუსვი ჭელიძის ფრაზას, რომელიც ამბობს რომ ზიარების წინ აუცილებელია სინანულის საიდუმლოს მიღება, რომელიც აღსარების ფორმულირებით მიენიჭება მორწმუნეს.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 26 2009, 12:48 PM
მართალია ეკატერინე და კანუდოსელი,
აფხაზ, მეც უნდა შეგეწინააღმდეგო სწავლება იმის შესახებ რომ ზიარება არ შეიძლება წინა ან იმავე დღის აღსარების გარეშე, არაა ძველი ტრადიციის და არ იკვებება მამათა აზრებით, არამედ წარმოადგენს ახალ მოვლენას ეკლესიაში და თუკი ჩვენი ეკლესია მოითხოვს ამას, ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან აღსარების ტრადიცია უბრალოდ დაკარგულია, და ხალხი სხვა დღეს უბრალოდ ვერ ახერხებს აღსარებას და სულ აღსარების გარეშე რომ არ ეზიარონ, იმიტომ ითქვა, თორემ მე ვიცი უამრავი ეკლესია, სადაც არც შაბათს არც კვირას აღსარებას არ აბარებენ, არამედ ან შუა კვირაში ან რამოდენიმე დღის უკან აქვთ ჩაბარებული და თუ მოხდა რამე განსაკუთრებული იმას ეუბნებიან, ასე რომ ეს ეკლესიები არ არღვევენ სინოდის დადგენილებას (ტექსტი არ მაქვს), რადგან უაღსარებოდ არავის აზიარებენ, იცნობენ პირადად ყველა მაზიარებელს და შესაბამისად მოქმედებენ.
იხარე;
კაიროსი!
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 26 2009, 12:58 PM
KAIROS
ციტატა
აფხაზ, მეც უნდა შეგეწინააღმდეგო
მოიცა მოიცა, ძალიან გთხოვთ ამს ახეს ნუ მისცემთ აქ მიმდინარე საუბარს. მე არაფერს არ ვამტკიცებ, არამედ მხოლოდ აზრს გამოვთქვამ და საკუთარი ეკელსიის დაარსების იარლიყის მოკერება მე მგონი არ არის სწორი
იმედია იმდენი მაინც იცით ჩემზე, რომ კატეგორიული არასოდეს არ ვოფილვარ, რიგ კანონიკუ საკითხებზე საუბრისას.
დადეთ კონკრეტული ფაქტები, გამონათქვამები და აქედან გამომდინარე იყოს ჩვენჯი საუბარი.
ციტატა
არც შაბათს არც კვირას აღსარებას არ აბარებენ, არამედ ან შუა კვირაში ან რამოდენიმე დღის უკან აქვთ ჩაბარებული და თუ მოხდა რამე განსაკუთრებული იმას ეუბნებიან
მოიცა ვერ გავიგე აქ რაზე მიდის საუბარი, რამდენი დღე უნდა გვაშორებდეს აღსარებიდან ზიარებამდე თუ იმაზე, რომ ვთქვათ თვეში ერთხელ ჩააბარო აღსარება და ყოველ კვირას ეზიარო.?
პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jun 26 2009, 01:05 PM
მე მქონდა კურთხევა როცა 13 წლის ვიყავი(1993 წელს) ვეზიარებოდი აღსარების გარეშე და არც შაბათის მწუხრი იყო ჩემთვის სავალდებულო,მთავარი იყო წინა საღამოს წამეკითხა ზიარების წინა ლოცვები..
ოღონდ კი ეკლესიაში მივსულიყავი და მეძლეოდა კურთხევა,ასე მიმეღო ზიარება.ზიარების მერე კი ისეთი მსუბუქი ვიყავი,თითქოს დავფრინავდი და გარშემო კი იყო სითეთრე(მაშინ ვერც კი ვხვდებოდი ის რა იყო,მხოლოდ ახლა ვხვდები,რაც მემართებოდა),ხანდახან კი ვამბობდი აღსარებას,ოღონდ ეს აღსარება იყო არა ფურცელზე დაწერილი,არამედ ჩემი და მამაოს გულწრფელი და გახსნილი საუბარი,თითქოს უმნიშვნელო წვრილმანების ანალიზით.
სამაგიეროდ ახლა დავეძებ და ვერ ვპოულობ ბედნიერებას
მამაოს ვუთხარი,მაშინ რომ მაზიარებდი და დავფრინავდი,ისეთი განცდა მინდა კიდე თქო
იცი რა მითხრა?
ოხ,მომინდომა ამანაც წმინდანობაო
მაგისთვის მთელი ცხოვრება უნდა იბრძოლო,რომ მიაღწიო
მთავარია ხომ დაგანახა ღმერთმა რას ნიშნავს ზიარება,ხომ გაგრძნობინა ის სიხარული?
ახლა კი ეძიებდე და ჰპოვებდეო...
პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Jun 26 2009, 01:30 PM
ციტატა
ჭელიძის ფრაზას, რომელიც ამბობს რომ ზიარების წინ აუცილებელია სინანულის საიდუმლოს მიღება, რომელიც აღსარების ფორმულირებით მიენიჭება მორწმუნეს.
ჭელიძე ამ აუცილებლობას ვერაფრით ასაბუთებს, ყოველ შემთხვევაში ტერტულიანედან მოყვანილი ფრაზა ამისთვის ვერ გამოდგება.
სხვა უფრო მყარი არგუმენტი აქვს?
ფაქტია, რომ აღსარების ზიარებასთან "მიბმა" მოხდა ლიტურგიკული ცნობიერების დაკარგვის (© კანუდოსელი
) შედეგად, ანუ როცა ზიარება გახდა ძალიან იშვიათი და ადამიანი ეზიარებოდა უკეთეს შემთხვევაში ოთხჯერ - მარხვებში ან ერთხელ დიდი მარხვისას.
ამჟამად ეს პრაქტიკა მხოლოდ რუსულ და რუსული გავლენის ქვეშ მყოფ ეკლესიებშია შემორჩენილი.
თვითონ რუსებიც ხვდებიან უკვე მის აბსურდულობას და უკვე იმართება დიალოგები მღვდელმსახურთა შორის სადაც მსჯელობენ ამ საკითხთან დაკავშირებით და ვფიქრობ ახლო მომავალში ნელ-ნელა იქაც ყველაფერი შეიცვლება (ანუ დაუბრუნდება ძველ საეკლესიო პრაქტიკას, სადაც აღსარება და ზიარება ერთმანეთს არ უკავშირდებოდა)
ჩვენ კიდე სად ვართ ეეეჰ. ჩვენთან წმ. მამებით "ცდილობენ" ამ აბსურდის გამართლებას
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 26 2009, 01:35 PM
მე ვფიქრობ, რომ აფხაზიც იმას ამბობს, რასაც კაიროსი; ანუ:KAIROS
ციტატა
თორემ მე ვიცი უამრავი ეკლესია, სადაც არც შაბათს არც კვირას აღსარებას არ აბარებენ, არამედ ან შუა კვირაში ან რამოდენიმე დღის უკან აქვთ ჩაბარებული და თუ მოხდა რამე განსაკუთრებული იმას ეუბნებიან, ასე რომ ეს ეკლესიები არ არღვევენ სინოდის დადგენილებას (ტექსტი არ მაქვს), რადგან უაღსარებოდ არავის აზიარებენ, იცნობენ პირადად ყველა მაზიარებელს და შესაბამისად მოქმედებენ.
და მე აქ ვერ ვხედავ იმას, რომ მოხდენილი ზიარება უაღსარებოა
აღსარება ითქვა, მაგრამ არა დღეს და გუშინ, არამედ დღეების წინ და + არაა გამორიცხული, მოძღვარი გვიცნობს კარგად და რაიმეს "დაშავების " შემდეგ ჩვენ ამ დანაშაულს მას გავუმხელდით.
ე.ი. კაიროსის ნაწერშიც არ ჩანს, რომ ზიარება აღსარების გარეშე ხდება, არამედ მხოლოდ დროის მიხედვით უშუალო აღსარების გარეშე.
ამიტომაც დავიბენი ცოტა, რა თქვა აფხაზმა სხვანაირად, რომ შესწორება მოითხოვა პუბლიკამ? იქნებ უფრო დეტალურად აჩვენოთ ეს განსხვავებანი, რასაც მე აფხაზისა და თქვენი ნათქვამის აზრობრიობაში ვერ ვპოულობ.
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 26 2009, 01:37 PM
staywhite
ციტატა
მე ვფიქრობ, რომ აფხაზიც იმას ამბობს, რასაც კაიროსი; ანუ:KAIROS
ცოტა არ იყოს მეც ვერ გავერკვიე. მეც ეჭვი გამიჩნდა რომ ერთიდაიგივეს ვლაპარაკობთ
პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Jun 26 2009, 02:08 PM
staywhite
ციტატა
ამიტომაც დავიბენი ცოტა, რა თქვა აფხაზმა სხვანაირად, რომ შესწორება მოითხოვა პუბლიკამ
პუბლიკა, ანუ მე ამ შემთხვევაში
არ ეთანხმება მოსაზრებას ზიარების წინ აუცილებელი აღსარების შესახებ.
მაგალითად, ბრწყინვალე შვიდეულში შეიძლება ყოველდღე ზიარება აღსარების გარეშე თუ ყოველდღე უნდა აბაროს ადამიანმა აღსარება?
ან ვთქვათ არ არის ბრწყინვალე შვიდეული, მაგრამ მაქვს სურვილი და მოძღვრის კურთხევა ყოველდღე ზიარების, ყოველდღე უნდა ვაბარო აღსარება?
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 26 2009, 02:32 PM
ეკატერინე
ციტატა
პუბლიკა, ანუ მე ამ შემთხვევაში
არა, მხოლოდ შენ არა: კაიროსი, კანუდოსელი და კიდევ ალბათ ვინმე, არ მახსოვს
მარტო შენ რომ მეგულისხმე, ეკატერინეს დავწერდი, შენ მაინც იცი რომ მიმოხვევები არ მჩვევია
ციტატა
შვიდეულში
შვიდეულში არ უნდა აბაროს იმ მარტივი მიზეზის გამო, რასაც დრო ქვია და შვიდეულის წინ უდავოდ ნათქვამი ექნება აღსარება.
ჩემთვის ეს არ არის აქტუალური, მაგრამ მაინტერესებს ზუსტი არგუმენტები , რატომ არ უნდა ჩააბაროს აღსარება მრევლმა მოძღვარს. მაშინ რა საჭიროა მოძღვარი? ნებისმიერი იქნება მღვდელი და მორჩა. სინანული შეიძლება აღსარების გარეშეც წვავდეს გულს, მაგრამ თვით აღსარების საიდუმლოს თეოლოგიური არსი ჩემზე უკეთ იცით და ამიტომ ვკითხულობ-> მაშინ რა საჭიროა ინტენსიური აღსარება ? წელიწადში ერთხელ მოვიბღავლოთ მღვდელთან და მორჩა.
პ.ს. იმედია არ მეტყვით, რომ პირველ საუკუნეში ასე იყო და ისე იყო, მაშინ საჯარო აღსარებებიც ხდებოდა სულაც და მეუფეებს ცოლები ყავდათ...
პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Jun 26 2009, 02:38 PM
ციტატა
არა, მხოლოდ შენ არა: კაიროსი, კანუდოსელი და კიდევ ალბათ ვინმე, არ მახსოვს მარტო შენ რომ მეგულისხმე, ეკატერინეს დავწერდი, შენ მაინც იცი რომ მიმოხვევები არ მჩვევია
ვიცი
მე მანდ ის დავწერე მე რატომ არ ვეთანხმები, ყველას სახელით არ მინდოდა ლაპარაკი
(ანუ, ჩემი, როგორც პუბლიკის ერთ-ერთი წევრის მოსაზრება)
აქ არ არის აღსარების არასაჭიროებაზე ლაპარაკი, აქ არის საუბარი თუ რამდენად არის ეს ორი საიდუმლო ერთმანეთთან "მიბმული".
ადამიანი შეიძლება ყოველდღე აბარებდეს აღსარებას თუ ამის სურვილი აქვს.
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 26 2009, 02:41 PM
ეკატერინე
ციტატა
მაგალითად, ბრწყინვალე შვიდეულში შეიძლება ყოველდღე ზიარება აღსარების გარეშე თუ ყოველდღე უნდა აბაროს ადამიანმა აღსარება?ან ვთქვათ არ არის ბრწყინვალე შვიდეული, მაგრამ მაქვს სურვილი და მოძღვრის კურთხევა ყოველდღე ზიარების, ყოველდღე უნდა ვაბარო აღსარება?
ეს გასაგებია, კი ბატონო. ამაში არავინა რ გედავება, მაგრამ შეიძლება ამ მიზეზით საერთოდ წლის განმავლობაში აღარ ჩააბარო აღსარება, მაინც ყოველდღე ვეზიარებიო.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ თუ იცით რაიმე წყარო ამის შესახებ, არგუმენტის სახით დაწერეთ, ნუ შემოვიფარგლებით მხოლოდ ჩვენი მსჯელობით.
ეკატერინეციტატა
აქ არ არის აღსარების არასაჭიროებაზე ლაპარაკი, აქ არის საუბარი თუ რამდენად არის ეს ორი საიდუმლო ერთმანეთთან "მიბმული".
არც ამაში გედავები, თვითმიზნური არ არის ცხადია ზიარება.
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 26 2009, 02:41 PM
ეკატერინე
ციტატა
აქ არ არის აღსარების არასაჭიროებაზე ლაპარაკი, აქ არის საუბარი თუ რამდენად არის ეს ორი საიდუმლო ერთმანეთთან "მიბმული".
ადამიანი შეიძლება ყოველდღე აბარებდეს აღსარებას თუ ამის სურვილი აქვს.
გასაგებია, ეკა
პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Jun 26 2009, 03:26 PM
ციტატა
კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ თუ იცით რაიმე წყარო ამის შესახებ, არგუმენტის სახით დაწერეთ, ნუ შემოვიფარგლებით მხოლოდ ჩვენი მსჯელობით.
წყაროს აქ მე ვითხოვდი მგონი
სად არის ციტატები რომლის მიხედვითაც ზიარების წინ აუცილებელია აღსარება?
ზემოთ ეწერა რომ ეს ეკლესიის სწავლებაა, ხოდა რომელი ეკლესიის რატომ არ დაზუსტდა ვერ ვხვდები. რუსულის ალბათ
საბერძნეთში მაგალითად სხვა წესებია:
აი რას ამბობს ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ეფრემი:
Исповедь в Греческой Церкви не связана с Причастием. Человек, не совершивший смертных непростительных грехов, не имеет препятствия к Причастию. Причащение – от любви сердца, это стремление сердца. Молитвенное правило перед Причастием в Греции – Последование к причащению. Есть каноны, но не следует узаконивать их чтение. В вопросе подготовки не может быть принуждения. То же самое относительно поста. Кто соблюдает все положенные Церковью посты, тот выполнил свой долг, а правила, запрещающего причастие непостившемуся, нет.
ციტატა
არც ამაში გედავები, თვითმიზნური არ არის ცხადია ზიარება.
არც აღსარება უნდა იყოს თვითმიზნური, არადა ზიარებასთან მიბმის შედეგად ეგრე გამოდის.
ხდება ამ საიდუმლოს დაკნინება.
პოსტის ავტორი: agnesa თარიღი: Mar 1 2010, 03:43 PM
შეიძლება ცალკე თემაც არსებობს ამაზე, მაგრამ მგონი აქაც შეიძლება ვიკითხო - ბავშვებში აღსარების ასაკს მოძღვარი ადგენს თუ რამე განსაზღვრული წესი არსებსობს? მე როგორც ვიცი, 7 წლიდან ამბობენ ბავშვები, მაგრამ აქაც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბავშვის განვითარებაზე, ანუ ცოტა უფრო ადრეც შეიძლება და უფრო გვიანაც. მაგალითად, ჩემი ბიძაშვილის ბავშვებს უარი უთხრეს ზიარებაზე -6 წლის არიან უკვე და უკვე აღსარება ჩაგვაბარონ ზიარების წინა შაბათსო. ჩურჩუტია ეს ბავშვი ძალიან და იმის მერე საერთოდ ეკლესიაში აღარ უნდა სიარული და შეშინებული იძახის "არ მინდა ასხარებააა"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2014, 11:01 AM
- სინანულის (აღსარების) წმინდა საიდუმლოს დროს განიკურნება როგორც აღმსარებელი, ასევე მოძღვარიც.
ადრინდელი მოძღვრები აღსარებას პრაქტიკულად უდგებოდნენ.
ისინი არა იმდენად ცოდვის სიმძიმეს, არამედ მონანულის განყობას უცქერდნენ.
ისინი არა მხოლოდ ნათქვამს ისმენდნენ, არამედ სულებს ჰკურნავდნენ."
"თუ აღსარება სინანულის გარეშეა ნათქვამი, მას არაფერი ფასი არ აქვს ღვთის წინაშე".
"მითხარი, ვინმე რომ ტრაპეზზე ყოფილიყო მიწვეული, მისულიყო იქ, ხელები დაებანა, სუფრას მისჯდომოდა და საჭმელად გამზადებულიყო, მაგრამ მერე პირი აღარაფრისთვის დაეკარებინა, ნუთუ ამით არ გაანაწყენებდა იმას, ვინც იგი ტრაპეზზე მოიწვია.
განა უმჯობესი არ იქნება, საერთოდ არ მისულიყო? ასევე შენც მოხვედი ტრაპეზზე. იგალობე სხვებთან ერთად, აღიარე, რომ ღირსეული ხარ (რაკი უღირსებთან ერთად არ მოხვედი) ამის შემდეგ კი მითხარი, როგორღა შეგიძლია რომ იდგე წირვაზე და ამ ტრაპეზისგან არ ეზიარო?"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2014, 10:56 AM
ციტატა(nanulia @ Feb 10 2014, 08:33 AM)
გეთანხმები მარინე,აღსარება უნდა იყოს სინანულის გრძნობით და მის მერე ზიარების მიღება დიდი მადლია,მაგრამ ხდება ხოლმე რომ მოძღვარი შენივე ცოდვების სიმძიმის გამო ვერ გაზიარებს და მაშინ უნდა მოვითმინოთ ეს.
ასეთი რამ მაქვს წაკითხული, რომ მოძღვარი სულიერ შვილს სიარულზეც კი ატყობს ის ამპარტავნებით მიდის აღსარებაზე თუ თავმდაბლობით...
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2014, 11:36 AM
ციტატა(nanulia @ Feb 10 2014, 12:35 PM)
მჯერავს
და ისიცაა, რომ თუ ძალიან გულწრფელი ხარ ადამიანი აღსარებაში, მოძღვარსაც კი მადლს ანიჭებ...
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 10 2014, 11:52 AM
ციტატა
ასეთი რამ მაქვს წაკითხული, რომ მოძღვარი სულიერ შვილს სიარულზეც კი ატყობს ის ამპარტავნებით მიდის აღსარებაზე თუ თავმდაბლობით...
არც ეს მჯერა
ციტატა
და ისიცაა, რომ თუ ძალიან გულწრფელი ხარ ადამიანი აღსარებაში, მოძღვარსაც კი მადლს ანიჭებ...
სამწუხაროდ არც ეს
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2014, 11:57 AM
ციტატა(G_saxva @ Feb 10 2014, 12:52 PM)
არც ეს მჯერა
სამწუხაროდ არც ეს
ვისაც გვჯერა გაგვატარე...
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 10 2014, 01:15 PM
ციტატა(marine @ Feb 10 2014, 11:57 AM)
ვისაც გვჯერა გაგვატარე...
მიბრძანდით გენაცვალე
პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Feb 10 2014, 07:37 PM
არმახსოვს სად ვუსმენდი, მოძღვარი ქადაგებდა რომ მღვდელი აღმსარებელს ჯოჯოხეთამდე უნდა ჩაჰყვეს და იქვე გამოიტიროს მასთან ერთად თითოეული ცოდვა და ამოიყვანოს სინათლეზე, ჩვენი უფლისმიერი სიხარული აჩვეენოს და მიანიჭოს გულით მონანულს...
მაპატიეთ, მოკლედ გადმოვეცი რასაც ის ამბობდა...
პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Feb 11 2014, 12:34 AM
†სერგი†
საწყალი მოძღვრები, მართლა თუ ეგ ავალიათ... მამენტ აღმსარებელიც არანაკლებ საწყალია...
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 11 2014, 01:06 AM
შენი აღსარება სერგი ?
პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Feb 11 2014, 01:30 AM
ძალიან მოკლეა სამწუხაროდ... ერთ მავნე ჩვევას შევალიე ყველაფერი
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 11 2014, 01:37 AM
†სერგი†
იმედია დიდხანს ვერ გადაეჩვევი მაგას , თორემ მღვდლად გაკურთხებენ და ,, არ მაწყობს''
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 11 2014, 09:50 AM
ციტატა(A.V.M @ Feb 11 2014, 01:37 AM)
†სერგი†იმედია დიდხანს ვერ გადაეჩვევი მაგას , თორემ მღვდლად გაკურთხებენ და ,, არ მაწყობს''
შენ სულ არ ზრუნავ მომავალ სამღვდელოებაზე
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2014, 02:23 PM
შეიძლება ადამიანმა აღსარებაში დიდი სინანულით მოინანიოს ისეთი ცოდვა, რომელიც მოძღვარსაც ტანჯავს... და ამ აღსარებით მოძღვარიც განიკურნოს ამ ცოდვისგან...
ერთხელ ერთმა ადამიანმა რჩევის მიზნით, როგორც მორწმუნეს, თავისი ცოდვა გამიმხილა... ეს ცოდვა მეც მაწუხებდა, მაგრამ მოძღვარს ვერ ვეუბნებოდი სირცხვილის გამო... ამ ადამიანმა თავისი "აღსარებით" მეც განმკურნა... ის ცოდვა მალევე მოვინანიე და გავთავისუფლდი...
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 11 2014, 03:51 PM
marine
მარინე ძალიან რთულ თემაზე საუბრობ მითუმეტეს სასულიერო პირის შემთხვევაში ეს ყველაფერი ცოტა სხვანაირად არის და ასე ადვილად ვერ ისაუბრებ.
რაც შეეხება ამას
ციტატა
ამ აღსარებით მოძღვარიც განიკურნოს ამ ცოდვისგან...
აგი აფსურდია .
პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Feb 11 2014, 09:20 PM
ციტატა
იმედია დიდხანს ვერ გადაეჩვევი მაგას , თორემ მღვდლად გაკურთხებენ და ,, არ მაწყობს''
გადავეჩვევი? გურამ დღესვე მაგრამ რა?! ეჰ მხოლოდ ეგ რომ იყოს პრობლემა ვინ დამიდგებოდა წინ
არადა ვაღიარებ ძალიან დიდი პრობლემაა მითUმეტეს რომ ათეული წლის გამოცდილება მაქვს სიგარეტის მოწევისა და ისე ვარ შეჩვეული როგორც ჰაერის სუნთქვას. აჰა ჩემი აღსარება და ატარე ეხლა მთელი ცხოვრება. ხო შენ რატომ არ გაწყობს მაგას ნამდვილად ვერ მივხვდი შენთვის ხომ იცი ყოველთვის იგივე "სექტანტი" დავრჩები
პ.ს. მაპატიეთ ოფისთვის
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 12 2014, 01:11 AM
nanulia
ციტატა
.სად შემიძლია ვნახო ყოველი ცოდვის განმარტება...ხომ არ მეტვით?
ფორუმზე .
(ოღონდ სერიოზულად გეუბნევი ) დაწერე ამ თემაში თუ რომელი ცოდვის შესახებ გაინერესებს და დამერწმუნე , რომ ამომწურავ პასუხს მიიღებ .
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 12 2014, 03:33 PM
nanulia
ასე ერთად რომ მოაყარე ყველა რა იყო ?
კარი , თუ მართლა გაინტერესებს , რომ მოვიცლი საღამოსკენ , დავწერ. ..
პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Feb 13 2014, 03:51 PM
nanulia
ძალიან ჩქარობ, მაგ ცოდვების განმარტებაზე წიგნებია დაწერილი და ასე უცებ, რომც მოეცალა გურამს ვერ დაწერდა
სამწუხაროდ მე მეზარება მაგათი განმარტება, ზოგიერთის კი არც ვიცი ისე სიღრმისეულად, რომ შენ აგიხსნა...
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 13 2014, 11:34 PM
nanulia
ციტატა
AVM ს ალბათ დრო არ ქონდა ეპასუხა ,თუმცა შემპირდა კი..ამიტომ მინდა გკითხოთ ვის შეუძლია ზემოთ ჩამოთვლილი ცოდვების განმარტება ?ოღონდ რეალურად და არა ისე როგორც AVM ს
დარწმუნებული ხარ რომ შენთვის არავის განუმარტავს ეგ ცოდვები ამ ფორუმზე ?
პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Feb 14 2014, 12:27 AM
რა ხდება, თვითმარქვია ამოიცანით? :\
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 14 2014, 01:58 AM
MIRDAT
ციტატა
რა ხდება, თვითმარქვია ამოიცანით? :\
უბრალოდ იმდენად ნაცნობი ხელწერა აქვს რომ ....
( ,, სრულ ამოცნობას '' რაც შეეხება , ან თავად უნდა თქვას ან კიდევ აიპი დაემთხვეს) ,
პოსტის ავტორი: nanulia თარიღი: Feb 16 2014, 06:05 AM
ციტატა(A.V.M @ Feb 16 2014, 12:24 AM)
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2014, 11:41 AM
"თუნდაც ყველა მღვდელმა, მღვდელმთავარმა, პატრიარქმა და მთელმა სამყარომ შეგინდოს, შენდობილი მაინც არ იქნები, თუ საქმით არ შეინანებ."
/მღვდელმოწამე კოზმა ეთოლიელი/
"აღსარებაში ერთხელ აღიარებულ ცოდვას მეორედ რომ არ ჩადიოდეს ადამიანი, მაშინ ანგელოზი იქნებოდა.
სამწუხაროდ, რაც არ უნდა სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა, ქუჩაში შენდა უნებურად მტვერი გეკრობა.
მთავარია, უსუფთაოდ არ იყო, გარეცხო და ისე ჩაიცვა.
ადამიანის სულიც ასეა: სისტემატურად სჭირდება განწმენდა. მიხვალ ტაძარში - განიწმინდები და რაღაც ახალს ისწავლი.
ვთქვათ, დღეს ერთ ცოდვაზე იტყვი უარს, ხვალ - მეორეზე, ზეგ მესამეს გადაეჩვევი. ყველას ერთბაშად ვერ გადააგდებ."
/მამა მირიან ფირცხალაიშვილი/
პოსტის ავტორი: nanulia თარიღი: Feb 20 2014, 09:56 PM
ციტატა(marine @ Feb 20 2014, 11:41 AM)
"თუნდაც ყველა მღვდელმა, მღვდელმთავარმა, პატრიარქმა და მთელმა სამყარომ შეგინდოს, შენდობილი მაინც არ იქნები, თუ საქმით არ შეინანებ."
/მღვდელმოწამე კოზმა ეთოლიელი/
"აღსარებაში ერთხელ აღიარებულ ცოდვას მეორედ რომ არ ჩადიოდეს ადამიანი, მაშინ ანგელოზი იქნებოდა.
სამწუხაროდ, რაც არ უნდა სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა, ქუჩაში შენდა უნებურად მტვერი გეკრობა.
მთავარია, უსუფთაოდ არ იყო, გარეცხო და ისე ჩაიცვა.
ადამიანის სულიც ასეა: სისტემატურად სჭირდება განწმენდა. მიხვალ ტაძარში - განიწმინდები და რაღაც ახალს ისწავლი.
ვთქვათ, დღეს ერთ ცოდვაზე იტყვი უარს, ხვალ - მეორეზე, ზეგ მესამეს გადაეჩვევი. ყველას ერთბაშად ვერ გადააგდებ."
/მამა მირიან ფირცხალაიშვილი/
გეთანხმები მარინე
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2014, 04:19 PM
"მიირე ზიარება? - თქვი:
მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. რა მოწყალე ხარ, ჩემი მოძღვარიც როგორი მოწყალეა".
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 07:23 PM
"ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელის და წმინდა მღვდელმთავრის, მაკარი კორინთელის შეგონებით "ის, ვისაც არაფერი უშლის ხელს მოემზადოს ზიარებისათვის მაგრამ არ მოემზადება, ლიტურგიაზე დასწრების ღირსიც კი არ არის".
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 08:00 PM
"გენერალური აღსარება ერთხელ მაინც უნდა ითქვას წელიწადში"
"თუკი გულში კიდევ აქვს დარჩენილი სათქმელი, რაც უფრო გახსნილი იქნები, მით უფრო ფრთაშესხმული და გახარებული გამოხვალ აღსარებიდან და იგრძნობ, რომ მოგიტევა კაცთმოყვარე უფალმა"
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2014, 11:28 AM
"აღსარების ლოცვის დროს ყველაზე ბანალური ცოდვით დეფორმირებული სახეც კი ნათლით იმოსება და აღმსარებელი ახალგაზრდად და ლამაზადაც კი გამოიყურება".
/არქიმანდრიტი სოფრონი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2015, 08:42 PM
"ზიარებით გულის გულამდე განიწმინდა"
პოსტის ავტორი: vaso92 თარიღი: Feb 9 2015, 06:29 PM
მომაკვდავი თუ აღსარების თქმას ვერ მოასწრებს შეიძლება გულით მოინანიოს ანუ გულში თხოვოს ღმერთს პატიება?
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2015, 05:19 PM
"სასწაულია ცოდვით მომკვდარი გულის გაცოცხლება და დამშვიდება. ეს მით უფრო ცხადი ხდება, რაც უფრო ხშირად ეზიარები"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2015, 06:59 PM
"წმინდა მამები ზიარებას მეორე ნათლობას უწოდებენ, ყოველი აღსარებითა და ზიარებით ხდება მისი უფალში განახლება და ამით ადამიანი, თითქოს ახლიდან იბადება"
/მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2015, 09:43 PM
"ზიარების შემდეგ ლომის ძალით ავივსებოდი ხოლმე"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2015, 07:24 PM
"ეცადეთ გულწრფელი იყოს თქვენი საქმე და სიტყვა, განსაკუთრებით კი აღსარება. რადგან ღმერთი გულსა და თირკმელს გამოიკვლევს, მისი დაუძინებელი თვალისათვის დაფარული არაფერია"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2015, 10:23 PM
"არ არსებობს ქვეყნად ისეთი სულელი ვაჭარი, რომელიც მთელ თავის საქონელს ზღვაში გადაყრიდა იმ იმედით, რომ ის უკან დაუბრუნდებოდა. მაგრამ სამაგიეროდ არსებობენ ისეთი ქრისტიანები, რომლებიც ხშირად მზად არიან, დაკარგონ სულის სიწმინდე და ღვთის მადლი - ყოველ ძღვენზე უდიდესი, რომელიც უფლისგან მოენიჭათ, და იმედი აქვთ, რომ როგორც კი აღსარების იტყვიან, ხელახლა მიიღებენ ზეციურ ძღვენს, რომ მათ ისევ დაუბრუნდებათ ძველებური სიწმინდე"
/წმ. ნიკოდიმოს ათონელი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2015, 03:12 PM
"ღირსეულად მიღებული უფლის სისხლი და ხორცი დემონებს განაგდებს ჩვენგან და მცველად ანგელოზებს უხმობს"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2015, 08:13 PM
"ყოველდღიური სინანული, ყოველდღიური ნათლობაც გამოდის, რადგან სინანულის ცრემლებს მეორედ ნათლობას ადარებენ"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2015, 04:47 PM
"ღვთაებასთან ზიარებით და ღმერთთან შეერთების გზით ადამიანი იმ თავისუფლებას ეზიარება, რომელსაც ღმერთი ფლობს და თავადაც ჭეშმარიტ თავისუფლებას იძენს"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2015, 07:26 PM
"აღსარებას ხშირად უნდა ამბობდეს ადამიანი, ამას უნდა სთხოვდეს მას სული"
/მღვდელმონაზონი დოსითეოზი (გელაშვილი)/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2015, 03:56 PM
"წირვაზე პური და ღვინო გარდაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად არა მარტო მღვდლის ლოცვით, არამედ მრევლის ლოცვითაც"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2015, 10:57 PM
"თუ იკითხავ: როგორ იქცევა პური ქრისტეს ხორცად, ღვინო კი - ქრისტეს სისხლად, გიპასუხებ: სული წმიდა გადმოდის და ახდენს იმას, რაც აღემატება სიტყვასა და გონებას".
პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2015, 03:38 PM
"ჩვენ ვხდებით ქრისტეს მატარებელი, როცა მისი წმინდა ხორცი და სისხლი შეუერთდება ჩვენს სხეულს"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2015, 04:22 PM
"წმინდა ზიარება, რომელიც გარეგნულად პურსა და ღვინოს წარმოადგენს, ბოროტ სულებს ებრძვის და ფეხით თელავს"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2015, 07:25 PM
"ჩვენი ღვთიური გამომზრდელი გვთავაზობს თავის ხორცს - მთელ თავის სხეულს - გვთავაზობს სიყვარულის სიტკბოთი, რომელიც დედის სიყვარულზე მეტიც კი არის, მაგრამ ამასთან გვაძლევს თავის ხორცს, მწარე და სასიკვდილო წამებით რომაა ჩვენთვის შემზადებული"
/მიტროპოლიტი ფილარეტი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2015, 05:40 PM
"თუ გულწრფელად შეინანებ, უფალი თავის მადლსა და წყალობას არ წაგგვრის"
/წმ. სერაფიმე საროველი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2015, 10:09 PM
"[ჰოი, უფალო] მრავალგზის აღითქვი სინანული და მოგატყუე"
/წმ. ეფრემ ასური/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2015, 11:57 AM
"უფალთან ზიარება, მასთან მადლით თანაცხოვრება სულთან ზიარებას, საკუთარ თავთან მეგობრობასა და დაახლოებას ნიშნავს"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2015, 08:56 PM
"აღსარების თქმისას მოგვეტევება და კაცის სული ხდება წმინდა, ნათელი, ლამაზი, სურნელოვანი"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2015, 04:23 PM
"ევქარისტიასთან ნაზიარები ჩვენი სხეულები უკვე აღარ არიან ხრწნადნი, რადგანაც ფლობენ საუკუნოდ აღდგომის სასოებას"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2015, 01:26 PM
"წმინდა მამები ამბობენ, აღსარება რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2015, 10:02 PM
"ჩემი ცოდვების პატრონს მეტიც მეკუთვნის"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2015, 10:36 PM
"სინანული ეს არის დარდისგან დაღვრილი ცრემლი"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2015, 04:28 PM
"მხოლოდ ღვთისმსახურებისას წირვაზე იღებს ზიარებით მაცხოვნებელ მადლს, უშუალოდ უფალთან შეხებით, რასაც ადამიანი სხვაგან ვერ ღებულობს და რაც მისი სულისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც სხეულისთვის წყალი"
/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2015, 07:07 PM
"როდესაც ვეზიარებით, ჩვენ პურსა და ღვინოს სახით ვიღებთ არა მხოლოდ ქრისტეს, არამედ მთელ სახარებისეულ კანონს, ყველა იმ ზნეობრივ თუ სულიერ ნორმებს, რომლებსაც სახარება შეიცავს"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2015, 07:28 PM
"ამ შეერთების შემდეგ ჩვენი სული შეერწყმება ზეციური სასუფევლის ნეტარ სიმშვიდეს, მის ჰარმონიას"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2015, 05:10 PM
გახსოვდეს, რომ წირვისა და ზიარების შემდეგ ყოველთვის ზომიერად უნდა ისადილო, ვახშამიც ასე მიიღე.
იოანე კრონშტადტელი
პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Aug 16 2015, 05:35 PM
უკვე 3 კვირაა არ ვზიარებულვარ რამე ხო არ მომივა?
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2015, 03:40 PM
"ქრისტიანი მუდამ დაჰფოფინებს სულს, "რეცხავს" უწმინდურებისგან"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2015, 01:08 PM
"აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს საკუთარი ჩრდილის დანახვაში დაეხმაროს."
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2015, 09:00 PM
"...მსხმოიარეა ვაშლის ხე დღესაც, თავად მივირთმევთ, რად გვინდა გველი და სინანულსაც ვერ ვასწრებთ, როცა ისევ ვაშლისკენ გვიცდება ხელი..."
/მწერალი გიორგი აღნიაშვილი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2015, 08:34 PM
"ღმერთს ეზიარებოდა"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 08:55 PM
"მე ყოველდღიურად აღსარების თქმის მოთხოვნილება მაქვს"
/ღირსი პაისი ათონელი/
პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 8 2015, 09:02 PM
ეს არის ნამდვილი სისხლი და ხორცი ქრისტე იესოში. ამ დროს ქრისტეში იმყოფები და ის შენშია სულიწმინდით ივსები და იღებ ჭეშმარიტებას საკურნებლად სულისა და ხორცისა... ამინ. ამ დროს ხომ დიდი საიდუმლო ცხადდება...... ეს დიდი პატივია და წყალობა ღვთისა.
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 09:02 PM
"ღმერთს არ უნდა ვთხოვოთ არც ხელთუქმნელი ნათელი, არც ნიჭები, არაფერი სხვა, მხოლოდ სინანული, სინანული და ისევ სინანული"
/ღირსი პაისი ათონელი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2015, 01:42 PM
"ერთხანს წმინდა ზიარებისთვის რომ ემზადებოდა [ღირსი პაისი ათონელი], ოცდაცამეტი საათი არაფერს ჭამდა"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2015, 02:00 PM
„ იგი [ღირსი პაისი ათონელი] ჰყვებოდა: ერთი კაცი ეშმაკეული იმიტომ გახდა, რომ იმ დღეს, როცა ეზიარა, არაწმინდა ადგილას გადაანერწყვაო. კიდევ ერთი ქალი უნიტაზში ნაკურთხი წყლის ჩასხმის მერე გახდა ეშმაკეულიო“.
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 04:44 PM
"გრძნობით შევასრულოთ იესოს ლოცვა, ქრისტესთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ მიერ ცოდვების აღიარებას. ის ჩვენგან ამას ელოდება. მაგრამ როცა შევიგრძნობთ საკუთარ ცოდვებს, იმედიც არ უნდა დავკარგოთ"
/ღირსი პაისი ათონელი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2015, 04:05 PM
"ხორციელი ვნებანი დაიოკე და ყოველდღე ეზიარე წმიდა საიდუმლოს; ამგვარად ქრისტეს სხეული შეიქმნება ჩვენი სხეული"
/ღირსი ნილოს სინელი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2015, 04:24 PM
"ნამდვილი აღსარება თქვი"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2015, 06:36 PM
"ერთხელ მამა პაისიმ თქვა: "ბევრი ვიცი, ვისაც შეუძლია საღვთო ზიარებისას ნათელი აფრქვიონ, მაგრამ ღმერთი არ უშვებს ამას, რათა სხვებს არ შეშურდეთ". ვინ იცის, ამ "ბევრში" საკუთარ თავსაც გულისხმობდა"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2015, 10:43 PM
"მაგრამ მაინც წუხდა [ღირსი პაისი ათონელი]. ღმერთს ევედრებოდა, საღმრთო ლიტურგიის დროს შეეწყალებინა და სისხლდენა შეეწყვიტა, რომ ზიარება შესძლებოდა. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება".
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 06:51 PM
"როცა უფლის სისხლსა და ხორცს ეზიარებოდა [მართალი მართა], ხშირად უნახავთ მისი სახე გაბრწყინებული, როგორც ოდესღაც სახე მოსესი".
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2015, 12:04 PM
"მაშ, შეიწყნარე ჩემი აღსარება, შენს წინაშე რომ წარმოვთქვამ"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2015, 02:41 PM
"ღმერთო ჩემო, ვისაც ჩემი სინდისი ყოველდღე მოგმართავს აღსარებით"
/წმ. ნეტარი ავგუსტინე/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2015, 08:26 PM
„სინანულის საიდუმლოს მეორედ ნათლისღებასაც უწოდებენ. ამჟამად ის, როგორც წესი, წინ უძღვის ევქარისტიას (ზიარებას) და განწმენდს მაზიარებლის სულს უკვდავების ტრაპეზზე მონაწილეობის მისაღებად“.
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2015, 08:44 PM
„საჯარო აღსარებას ეკლესიურ პრაქტიკაში IV საუკუნის ბოლომდე მისდევდნენ, იქამდე, სანამ კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ნექტარიუსმა უხუცესი მღვდლის თანამდებობა, რომელიც მხოლოდ აღსარების მიღებით იყო დაკავებული, არ გააუქმა. ამის შემდეგ ნელ-ნელა გაუქმდა სინანულის ხარისხებიც და მასთან დაკავშირებული რიტუალებიც, რომლებიც უთუოდ უნდა ხლებოდა თან საჯაროდ მონანულის ეკლესიაში მიღებას.
IX საუკუნის დასასრულისთვის ეკლესიის პრაქტიკიდან მთლიანად გაქრა სახალხო აღსარება და იგი საიდუმლო აღსარებამ შეცვალა“.
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2015, 11:35 AM
“იცხოვრო სინანულის სულით“
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2015, 07:08 PM
"სამონანიებო საქმიანობა"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 11:44 AM
"სახიერი უფალი მსწრაფლ შეისმენს მონანულის ამგვარ ვედრებას, დაუყოვნებლივ ნუგეშისცემას გაუგზავნის მას"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 06:47 PM
„შემეძინა მოტევება ჩემი ცოდვების სიმრავლისა“
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 09:52 PM
„მივიღოთ ცოდვათშენდობა“
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2015, 10:36 PM
"ყველა ადამიანი იუდას ჰგავს, ვინც ეკლესიაში ზიარების შემდეგ სამადლობელის თქმის გარეშე გადის ტაძრიდან"
/წმ. გაბრიელ ბერი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2015, 08:12 PM
"იმედი განაპირობებს ლოცვისა და ღვაწლის გაძლიერებას, რითაც კიდევ მეტად შეიცნობა საკუთარი ცოდვილობა და, შესაბამისად, სინანულიც ძლიერდება. მონანული სული მდაბლდება, ხოლო მდაბალთ ეძლევათ მადლი. მადლი სიყვარულის განმაპირობებელია"
/იღუმენი დიონისე გვიმრაძე/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2015, 09:42 PM
"ჩემი შთანმთქმელი მონანიე გლოვა"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2015, 05:35 PM
"სეფისკვერიდან ამოკვეთილი თითოეული ნაწილი თითოეული კაცის სულს ნიშნავს. ნაწილები ეშვება ბარძიმში და აღივსება ქრისტეს სისხლით"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2015, 09:49 PM
„ზიარება - ცხოვნების სასმისი“.
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 12:00 PM
„საღმრთო ლიტურგიას აღვავლენდით, რომელზეც ვიღებდით საღმრთო მარგალიტს, ცხოვრების პურს“.
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 08:53 PM
"ზიარების წინა ლოცვები წავიკითხეთ და უფალს გარდამოსვლა ვთხოვეთ"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 09:06 PM
"ქრისტე მივიღეთ და შემოვიდა ჩვენში, ღმერთმა მოგვიხილა!"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 02:28 PM
"და ღმერთმაც აკურთხა მისი აღსასრული - მამა კონსტანტინე ზიარებისთანავე გარდაიცვალა"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2015, 12:46 PM
"სადაც აღსარებას ამბობენ იღუმენის წინაშე, იქ ნდობაცაა, სადაც ნდობაა, იქვეა საკუთარი ნების დატევება, ხოლო სადაც საკუთარი ნების დატევებაა, იქაა სრული მორჩილება".
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2015, 01:12 PM
"სულიერი გამარგვლა ხდება მონანიების ჟამს"
/წმ. გრიგოლ პალამა/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2015, 01:23 PM
“ზიარებისას არა მარტო ვხედავთ უფალს, არამედ ვეხებით, განვისვენებთ და სამუდამოდ ვგიებთ მისთა თანა, სულსა და გულში ვიხუტებთ თითოეული ჩვენგანი“.
/წმ. გრიგოლ პალამა/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2015, 02:05 PM
„საიდუმლო ზიარების მიმღებელნი მეფურ პორფირად გარდავისახებით, თავად მეფეთ-მეფის სისხლი და ხორცი ვხდებით, ჰოი, საკვირველებავ! თვით ძე ღვთისად ვიწოდებით, იმ ღვთაებრივ ნათელს თანაზიარვექმნებით, იდუმალად რომ შემოდის ჩვენს სულებში“.
/წმ. გრიგოლ პალამა/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2015, 07:03 PM
"მაგრამ მთავარია, რომ წმინდა საიდუმლოთა მიღებისას გვეძლევა დარიგება - თითოეულმა საკუთარი თავისთვის იფხიზლოს, რომ უფლის წმინდა საიდუმლოთა უღირსი არ გამოჩნდეს. ამასთან, მორწმუნეებს ცოდვათა მიტევება მიეცემათ".
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 12:06 PM
"ის ზურნავად, რომ წმინდა საიდუმლოსთან ზიარებისას ვინმე სინდისდალაქავებული არ მიახლებოდა ბარძიმს"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2015, 10:17 PM
"უკიდეგანო სინანული"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2015, 01:25 PM
"რაც უნდა დაცემული იყოს ადამიანი, სინანულს შეუძლია აღამაღლოს. თუ შეინანებს, მისი ცოდვა ღვთის უკიდეგანო მოწყალების ზღვაში ისე ჩაიძირება, როგორც ნასროლი კენჭი".
/მამა ლუკა ბუცხრიკიძე/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2015, 10:37 PM
"ყოველთვის გახსოვდეს, წირვისა და ზიარების შემდეგ აუჩქარებლად და ზომიერად უნდა ისადილო და ივახშმო".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2015, 09:39 PM
"ზიარების წინ, როცა ეშმაკი ცდილობს ურწმუნოების ფიქრით მოგვტაცოს რწმენა და გული და გონება ბნელით დაგიფაროს, აღმოთქვი:
"მომხედე მე, უფალო, რამეთუ რწმენა მისუსტდება. ამ დიდებულ და საშინელ წუთებში მოხედე შენი კეთილმოწყალე თვალით. შენია ეს საიდუმლოებანი, დაე, შენ მიერ მებოძოს მასთან ერთად ცოცხალი რწმენაც".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2015, 09:52 PM
“ზიარების მერე განსაკუთრებით ეცადე, იყო მშვიდი და მდაბალი, რომ ამით მშვიდი და მდაბალი გულით პატივი მიაგო შენს სახლში შემოსულს“
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2015, 11:27 AM
„მე ცრუ და ამაო ვარ, აქ კი წმინდა ჭეშმარიტებაა“
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2015, 02:21 PM
"ბოროტი მუდმივად ცდილობს ჩაგვაგდოს უსიხარულო მდგომარეობაში, თუმცა ეს ყველფერი ხელს უწყობს ადამიანს, სინანულს მიუახლოვდეს".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2015, 08:52 PM
"ერთ ტრაპეზზე ვეზიარებით და ერთმანეთის სიყვარულსაც ვეზიარებით"
/წმ. იოანე ოქროპირი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2015, 09:57 PM
"ჭეშმარიტად დიდი ტკივილია საკუთარ ცოდვათა გულწრფელად აღსარება. ვინც ამას განიცდის, მას თავისი თავი სიცოცხლის ღირსად არ მიაჩნია"
/წმ. იოანე ოქროპირი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2015, 10:08 PM
"აღსარება და ზიარება ღვთის ყველაზე დიდი მადლია"
/წმ. გაბრიელ ბერი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 12:07 PM
"ეკლესია დაუსრულებელი ბედნიერების წყაროა, ბრძანებს უფალი სამარიტელ დედაკაცთან საუბრის დროს. მე მოგცემ წყალს, რომელსაც დალევ და აღარასოდეს მოგწყურდებაო. სწორედ ეს არის ბედნიერება და სიკეთე. ზიარება განსაკუთრებულად აბედნიერებს ადამიანს და შეეცადეთ არ მოაკლდეთ ამ ბედნიერებას. ეძიეთ მოძღვარი ისეთი, ვინც ხშირად გაზიარებთ ქრისტეს".
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2015, 09:41 PM
"ცნობილია მისი [წმ. ნიკოლოზ სერბის] ცხოვრების იმდროინდელი რამდენიმე ეპიზოდი. ერთხელ მან საზიარებლად გამზადებულებს მიმართა:
-დაე, ვინც ღირსეულად ეზიარება მარჯვნივ დადგეს, ხოლო ვინც მზად არ არის - მარცხნივ.
მალე მთელი ხალხი მარცხნივ აღმოჩნდა, მხოლოდ ოთხი კაცი დადგა მარჯვნივ.
-მაშ ასე, - თქვა მღვდელმთავარმა, - ახლა ცოდვილები მივლენ ბარძიმთან და ეზიარებიან უფლის სისხლსა და ხორცს, ხოლო მართლები კი არ მივლენ. ისინი ხომ უცოდველნი არიან და ზიარება რად სჭირდებათ?"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2015, 04:00 PM
"ჩემი სინანული ხელახლა შობად მექცა. ხელახლა შობამ კი სიხარული და სინათლე შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2015, 10:16 PM
"ყოვლისშემწველი ცეცხლით განწმენიდილი"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2015, 06:07 PM
"ასეთი წმინდა და წრფელი აღსარება პირველად მოვისმინე".
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2015, 09:31 PM
"სულით რომ გაძლიერდეთ, ხშირად უნდა ეზიაროთ წმინდა საიდუმლოს"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2015, 09:49 PM
"ამას აღსარებასავით გეუბნები"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2015, 01:01 PM
"როგორ ვცხონდე, მამაო?" - ჰკითხა ერთმა მათგანმა [მამა ეფრემ კატუნაკელს]. იგი ბერის უბრალო და სიმდაბლით აღვსილმა პასუხმა განაცვიფრა. "აღსარებითა და ზიარებით. ყველა დანარჩენი ამას მოჰყვება".
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2015, 11:45 AM
"ღვთისმეტყველება დიპლომებით კი არ შეიძინება, არამედ ჭეშმარიტი მონანიებიდან, წმინდა გამოცდილებიდან მოედინება. სამართლიანია ის, რომ ღმერთშემოსილი მამები ჭეშმარიტი ღვთისმეტყველები იყვნენ".
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 12:11 PM
"ღვთაებრივი ენერგიის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს ნათლისღებისა და ევქარისტიის პროცესში"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 08:49 PM
✞ აღსარებისა და ზიარების გზით უფალთან შეერთება - აი, რა გვიშველის ჩვენ და რა მოგვანიჭებს მშვიდობიან აღსასრულს ✞
/FB/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2016, 01:28 PM
"რამდენადაც დიდია სინანული, იმდენად იწმინდება ადამიანიც და იმდენადვე მაღლდება ღმერთში".
/მამა გურამ გამცემლიძე/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 10:54 PM
"როგორც კვერცხი თბება ფრთებქვეშ, ასევე სულიერი მოძღვრის წინაშე უღიარებელი აზრები საქმედ იქცევა".
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2016, 08:46 PM
"მადლია, როდესაც ხშირად ეზიარები და სწორედ ეს ზიარებაა გულის გათბობის, დიდი სიყვარულის გარანტი".
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2016, 10:33 PM
"ჭეშმარიტად, წმინდა საიდუმლოებებთან ზიარება უდიდესი მაკურნებელი საშუალებაა სულისა და სხეულისათვის. ესაა უდიდესი ნუგეში ტანჯულთა და მწუხარეთათვის. იგი სულს ამაღლებს და გულს სიხარულითა და იმედით აღავსებს".
/ფრანგი მეცნიერი ლორანი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2016, 11:09 PM
"თუ კეთილი საქმით შობილ სიხარულს არ ვაზავებთ საკუთარი ცოდვების გახსენების სიმწარით, ფარისევლები ვართ".
/დეკ. ანდრია კემულარია/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2016, 12:35 PM
"ჩვენი ცხოვრების შინაარს ევქარისტია წარმოადგენს".
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2016, 12:45 PM
"თუ არ ვეზიარები, არ ვარსებობ".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2016, 03:48 PM
"გაძლიერებულიყო კეთილმოკრძალებული ზიარებით"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2016, 10:53 PM
"ქრისტეს მთელი ეკლესია არის ეკლესია მონანულთა, იმათი, ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის".
/წმ. ეფრემ ასური/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2016, 11:15 PM
„თუ რომელიმე ცოდვის თქმა აღსარების დროს გრცხვენია, ე.ი. ამ ცოდვის გამო სინანული გქონია“.
/დეკ. მირიან ფირცხალაიშვილი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2016, 11:33 AM
"შეუძლებელია, რომ ცეცხლი წყალში ენთოს, ასევე შეუძლებელია სინანული - მარხვის გარეშე".
/წმ. იოანე ოქროპირი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2016, 12:19 PM
“სინანულის ჟამს რაღაც მისტიკური პროცესი ხდება, რომელიც სულიერად გვწმენდს“.
/ილია მეორე/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2016, 12:51 PM
„სინანული ის მომენტია, როცა განახლებული ძალით და ხელახლა უნდა დავფიქრდეთ ცხოვრებასა და საკუთარ თავზე. ცხოვრებაზე - როგორი ჩაიფიქრა ის უფალმა ჩვენთვის, და საკუთარ თავზე - როგორი ცხოვრება შევქმენით ჩვენ. სინანული სწორედ ის არის, რომ ერთგვარად შევაფასოთ განსხვავება უფლის მიერ ჩაფიქრებულსა და ჩვენ მიერ განხორციელებულს შორის; ჩვენთვის მოცემულსა და ჩვენ მიერ გამოყენებულს შორის, შესრულებულსა და შეუსრულებელს შორის“.
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2016, 11:26 PM
"აღსარების გარეშე საკუთარი თავის გამოსწორების მცდელობას შედეგი არ მოაქვს".
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2016, 11:13 AM
"ზიარების საიდუმლოში მონაწილეობა მხოლოდ ეკლესიის ღირსეულ წევრებს შეუძლიათ".
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2016, 08:33 PM
"ჯვარს ატარებდე მოთმინებით - ეს ჭეშმარიტი სინანულია".
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2016, 08:56 PM
"როდესაც ეკლესია წმინდა ძღვენს ეზიარება, ძღვენი ადამიანის ხორცს არ შეერევა, ანუ ისე არ ხდება, როგორც ეს ჩვეულებრივი საკვების მიღების შემთხვევაში ხორციელდება. მორწმუნის მიერ მიღებული წმინდა ძღვენი თავად გარდაქმნის ადამიანს, ეს დაახლოებით ისევეა, როგორც უმაღლესი ღვთაებრივი სტიქიის გავლენით მიწიერი სტიქიების გარდაქმნა ხორციელდება".
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2016, 05:16 PM
"ადამიანი ხანდახან ისეთ სატკივარს გეტყვის, რომ გამუდმებით მოგიცავს მასზე ფიქრი, ზრუნვა და ნერვიულობა. ამის შემდეგ საკუთარ თავზე ნაკლებად ზრუნავ".
/სქემიღუმენი შიო (გელაშვილი)/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2016, 10:58 PM
"ის, ვინც ეზიარება, უნდა იყოს სრულ გონებაზე (V-VI მსოფლიო კრების 59-ე კანონი). იმ შემთხვევაში, როდესაც მომაკვდავს დაკარგული აქვს გრძნობა, მის ნაცვლად, სასურველია ეზიარონ მისი უშუალო ნათესავები".
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2016, 11:58 AM
"- წირვისას, ზიარების წინ, აღსავლის კარი იხურება. ეკლესიაში ლოცვები იკითხება. რა ხდება ამ დროს ტაძარში?
- ბერი ერმოლაოსი ბრძანებს, რომ ყოველი ქრისტიანი წირვის ამ მომენტში ქრისტესთან უშუალო შეხვედრისთვის ემზადება.
როცა აღსავლის კარი იხურება, ათონელი ბერები განსაკუთრებული კონცენტრაციით ლოცვას იწყებენ. ლიტურგიის ეს ადგილი მათთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ისინი უფალთან შესახვედრად ემზადებიან,რომელიც რამდენიმე წუთში უნდა აღსრულდეს".
/დეკ. იოანე მამულაშვილი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2016, 11:06 AM
"შეუძლებელია ადამიანი სწორად ეზიაროს და არ უხაროდეს".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2016, 02:57 PM
"ღვთივკურთხეული მონანიება"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2016, 10:32 PM
"როდესაც ადამიანი თავის სულიერ სამყაროს გადაგიშლის და ისეთ ცოდვას გაგიმხელს, რომელსაც ზოგჯერ თავის თავთანაც ხმამაღლა ვერ აღიარებს, ის შენთვის ძალიან ახლობელი ხდება, რადგან მის სულიერ სიღრმეებს შეეხე და თუ ეს არ მოხდა, ე. ი. მოძღვარს არ აქვს გულისხმიერება".
/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)