თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ მონა ღვთისა თუ მსახური ღვთისა?

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Sep 5 2009, 07:42 AM

მართლმადიდებლობაში ეს ორივე ცნება გვხვდება და ორივეს ხშირად ვიყენებთ, მაგრამ მათ შორის არის შინაარსობრივი განსხვავება. ჩემი აზრით უფრო სწორი იქნება ვიხმაროთ სიტყვა მსახური, რადგან მსახურება უფრო გაცნობიერებული მოქმედებაა, ხოლო მონა გაუცნობიერებელს და იძულებითს უფრო გავს. თქვენი აზრი მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 6 2009, 05:44 PM

არ ვიცი ზუსტად
მე ჩემს აზრს დავაფიქსირებ მხოლოდ - ალბათ მონა ღვთისააა მართებული.

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Sep 6 2009, 05:47 PM

cinemamu
მონობა არ გსურთ? რამხელა ამპარტავნებაა თქვენის მხრიდან biggrin.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Sep 6 2009, 07:38 PM

მონობა თავმდაბლობის გამომხატველია, ღმერთს არც მონაჭირდება და მითუმეტეს არც მსახური.

ქრისტემ უთხრა მოციქულებს, რომ თქვენ უკვე იციტ ას ვაკეტებ და რატომ, ამის გამო თქვენ ბრმად არარ გწამთ და აღარ ხართ მონები, არამედ მეგობრებიო...

,,უხმარი მონა ხვთისა" უფრო ხშირად იხმარება ლოცვებში... და ესმ მართმადიდებლურ გულთან ახლოს არის...

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Sep 7 2009, 03:30 AM

ციტატა
,უხმარი მონა ხვთისა" უფრო ხშირად იხმარება ლოცვებში... და ესმ მართმადიდებლურ გულთან ახლოს არის...



უხმარი მონა ღვთისა რას ქვია, გაუუპატიურებელ ქალწულს? smile.gif

განა ამპარტავნება არ არის ისიც რომ მონა უწოდო საკუთარ თავს იმის გამო რომ სხვებს ებატონო სამოთხეში? დაასაბუთეთ თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები, რატომ მსახური ან რატომ მონა...

ციტატა
მონობა თავმდაბლობის გამომხატველია, ღმერთს არც მონაჭირდება და მითუმეტეს არც მსახური.



მონობა თავმდაბლობის გამომხატველი სულაც არაა. მეორეში კი გეთანხმები, ღმერთს არც ერთი არ ჭირდება, ჩვენ გვჭირდწება რომ ვიყოთ მონები ან მსახურები, მე პირადად მსახურბა მირჩევნია! ვაი თავო ჩემო ამპარტავანო! ნეტა მონობა მინდოდეს! smile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Sep 8 2009, 04:46 PM

ციტატა
უხმარი მონა ღვთისა რას ქვია, გაუუპატიურებელ ქალწულს?


რა გონება მახვილური კითხვაა...

ციტატა
განა ამპარტავნება არ არის ისიც რომ მონა უწოდო საკუთარ თავს იმის გამო რომ სხვებს ებატონო სამოთხეში? დაასაბუთეთ თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები, რატომ მსახური ან რატომ მონა...



სხვებს ებატონო სამოთხეში? სამოთხის ასეთი გაგება ჩვენ აქ არ არის...



მონა იმიტომ რომ ქრისტიანები ვცდილობთ მთელი ძალებით უსიტყვოდ დავემორჩილოთ ღმერთს...

უხმარი, ანუ გამოუსადეგარი, ან უღირსი - რადგან არ შეგვიძლია იმის გაკეთება რაც ასე ძალიან გვსურს... და ვართ ცოდვილები...

ეკლესიის მსახურიც იხმარება ხოლმე...



მონობა არა მეგობროა გვინდა, მაგრამ არ შეგვიძლია...




პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 8 2009, 04:49 PM

neo


სიტყვა მონა თავისთავად გულისხმობს რომ არ გინდა მსახურება მაგრამ იძულებული ხარ, ანუ არჩევანი არ გაქვს. მსახური კი გულისხმობს რომ შენი ნებით ემსახურები და არჩევანის თავისუფლება გაქვს. არის განსხვავება?

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Sep 8 2009, 06:45 PM

ციტატა
სიტყვა მონა თავისთავად გულისხმობს რომ არ გინდა მსახურება მაგრამ იძულებული ხარ, ანუ არჩევანი არ გაქვს. მსახური კი გულისხმობს რომ შენი ნებით ემსახურები და არჩევანის თავისუფლება გაქვს. არის განსხვავება?


სიტყვა მონა გულისხმობს იმას რასაც შენ იგულისხმებ მაგ სიტყვის უკან როცა იტყვი.


შენიშვნა მართალია, ჩემ ერთ ნაწილს ნამდვილად არ უნდა არც ლოცვა და არც მარხვა, და არც ცნებები დაცვა... ქრისტიანობა ასწავლის რომ ადამიანი გახლეჩილია რამოდენიმე ნაწილად და ის რაც სურს გონებას არ სულს გულს და ხორცი კიდე სულ სხვა რამეს იტხოვს...

ამიტომ ქრისტიანობა ასწავლის


,,სასუფეველი ხვთისა იიძულების", ,,გზა ესე იწრო არს" და რომ ,,მცირედნი ვლენან ამ გზით", ,,ვინც დაითბინოს ბოლომდე ცხონდეს"...

თუმცა მაგ სიტყვებს შორის განსხვავება არსებითი არ არის და რაც შენ გინდა ის სიტყვა თქვი, მტავარია რას მოიაზრებ მაგის უკან...

მთავარია დამოკიდებულება ღმერთთან... ვიმეორებ. მე ვცდილობ უკვე ბევრი წელია მაგრამ ჯერ არაფერი გამიკითებია ისეთი რაც შეიძლება ითქვას რომ ,,მსახურებაში" მეთვლებოდეს... ასეთია ჩემი მიდგომა სხვა არაფერი...

ვცდილობ რა განტავისუფლებას ვნების მარწუხებისაგან საკუთარ ტავს ვაიძულებ სინათელს დაემორჩილოს... აქ არის ნებაც და ნების წინააღმდგომი მეორე ნებაც...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 8 2009, 07:06 PM

neo


კარგი რა, თუ იძულებით ვართ ღვთის მონები, მაშინ სადღაა ნების თავისუფლება? გამოდის რომ ეშმაკს მსახურები ყავს და ღმერთს მონები? მგონი ცოტა პირიქითაა. გონება მონობს, სული კი არჩევანს აკეთებს (ჩემი ტერმინოლოგიით "რაზუმი", მაგრამ ამაზე აქ ნუ ვიკამათებთ).

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 8 2009, 10:15 PM

ციტატა(cinemamu @ Sep 5 2009, 07:42 AM) *

მართლმადიდებლობაში ეს ორივე ცნება გვხვდება და ორივეს ხშირად ვიყენებთ, მაგრამ მათ შორის არის შინაარსობრივი განსხვავება. ჩემი აზრით უფრო სწორი იქნება ვიხმაროთ სიტყვა მსახური, რადგან მსახურება უფრო გაცნობიერებული მოქმედებაა, ხოლო მონა გაუცნობიერებელს და იძულებითს უფრო გავს. თქვენი აზრი მაინტერესებს.

არა არს მონება, არც აზნაურება რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ. smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 9 2009, 05:47 AM

ციტატა
არა არს მონება, არც აზნაურება რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ.



ქრისტეს მიერ გასაგებია რომ ერთნაირები ვართ, მაგრამ აქ კითხვაა ქრისტეს მიმართ როგორნი უნდა ვიყოთ smile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Sep 9 2009, 05:19 PM

არ გიხილავს ადამიანი, რომელსაც სურს სიგარეტს თავი დაანებს, და ამავდროულად სურს სიგარეტი მოწიოს ?

ორივე ნებაა, ერთიდაიმავე პიროვნების თან ურთიერთსაწინაარმდეგო...

რაც შეეხება გონებას, რაზუმს, უმს , გულს, სულს და ა.შ.
აქ კრიშნაიდული და მართმადიდებლური განსაზღვრებები ერტმანეთშ ცდება... ამიტომ მარტალი ხარ კამათს აზრი არ აქვს... მარტმადიდებლობაში გონება ხშირად სულის უწმინდეს ნაწილად მოიაზრება...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 9 2009, 09:04 PM

ციტატა
რაც შეეხება გონებას, რაზუმს, უმს , გულს, სულს და ა.შ. აქ კრიშნაიდული და მართმადიდებლური განსაზღვრებები ერტმანეთშ ცდება...



ჯერერთი ეგ კრიშნაიდული კი არა ვედური ცნებებია.


ციტატა
არ გიხილავს ადამიანი, რომელსაც სურს სიგარეტს თავი დაანებს, და ამავდროულად სურს სიგარეტი მოწიოს ?



ამ შემთხვევაში სიგარეტის მოწევა სურვილია და არა ნება, ხოლო თავის დანებება ნებაა და იმ "რაზუმის" ფუნქციაა, რომელსაც არ აღიარებ smile.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Sep 9 2009, 09:58 PM

რა მნიშვნელობა აქვს?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 9 2009, 10:04 PM

ციტატა
რა მნიშვნელობა აქვს?



სურვილია როცა რაღაც გინდა და ნებისყოფის (ნების) სისუსტის გამო ვერ ამბობ უარს, ნება კი ისაა, როცა შეიძლება გრძნობებს არ უნდოდეს, მაგრამ გააკეთო იმიტომ რომ ასე ჯობია. (მაგალითად დააგდო სიგარეტის კოლოფი და წიხლით შედგე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Sep 10 2009, 04:34 PM

მონა ღვთისა თუ მსახური ღვთისა?, რომელი უფრო მართებულია?

-როგორც აქ გამართული მსჯელობიდან მივხვდი ვცდილობთ დავამტკიცოთ რომ ქრისტეს მონები არ ვართ...
რომ სინამდვილეში ეს უბრალოდ მსახურებაა უფლისა და ა. შ...

შემთხვევით ამ სიტყვების დეფინიციისას ჩვენს პატივმოყვარეობას ხომ არ ვეპირფერებით?

ჩემი მოკრძალებული აზრით, საკითხავი ისაა რამდნად ვცნობთ უფლის ხმას იმ უამრავ ხმათა შორის რომელიც გვეყურება, თორემ როცა იცი რომ უფლის ნებაა სწორედ ასეთი განა არსებობს სხვა სწორი ქცევა თუ არა ღვთის ნების უპირობო აღსულება?
და რას ვგულისხმობთ სხვას ღვთის მონობაში თუარა უსიტყვო მორჩილებას ქრისტეს ნებისადმი?!

ეს მორჩილება ძალიან რთულია და ძალიან სასურველიც, ძალიან სასიამოვნოა ამ მორჩილების განცდა, რადგან
ქრისტეს მონა ამ ქვეყნად ყველაზე თავისუფალი ადამიანია!


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 10 2009, 04:43 PM

ციტატა
შემთხვევით ამ სიტყვების დეფინიციისას ჩვენს პატივმოყვარეობას ხომ არ ვეპირფერებით?



იგივე შეიძლება ითქვას შენივე ფრაზაზე:

ქრისტეს მონა ამ ქვეყნად ყველაზე თავისუფალი ადამიანია!

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Sep 10 2009, 04:48 PM

ციტატა(Atman @ Sep 10 2009, 04:43 PM) *

იგივე შეიძლება ითქვას შენივე ფრაზაზე:
ქრისტეს მონა ამ ქვეყნად ყველაზე თავისუფალი ადამიანია!


ანუ აქ გაცხადებული თავისუფლებით მე პირად პატივმოყვარეობას მივესალბუნე? biggrin.gif

მამუკა

მე მხოლოდ ვიბრძვი რომ ვიყო ქრისტეს მონა, თორემ ძალიან მიჭირს სამწუხაროდ.
და ამ ვერ მიღწეულის ადეკვატურია ჩემი თავისუფლების ხარისხიც sad.gif

იქნებ უფრო მარტივად გაშალო ლოგიკა რომლის მიხედვითაც ასკვნი, რომ ქრისტეს მონობა პატივმოყვარეობას ბაირაღად ააფრიალებს... dry.gif huh.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 10 2009, 04:52 PM



ნონა


ციტატა
-როგორც აქ გამართული მსჯელობიდან მივხვდი ვცდილობთ დავამტკიცოთ რომ ქრისტეს მონები არ ვართ... რომ სინამდვილეში ეს უბრალოდ მსახურებაა უფლისა და ა. შ...შემთხვევით ამ სიტყვების დეფინიციისას ჩვენს პატივმოყვარეობას ხომ არ ვეპირფერებით?



ეს გაშალე და მერე გავშლი, მე ამ სიტყვების საწინააღმდეგოდ გითხარი ის სიტყვები, იმიტომ რომ ორივეს მიღმა შეიძლება იმალებოდეს პატივმოყვარეობა. ამიტომ პატივმოყვარეობას შევეშვათ და ობიექტურად და ლოგიკურად განვიხილოთ რა განსხვავებაა მონასა და მსახურს შორის.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Sep 10 2009, 05:09 PM

ციტატა(Atman @ Sep 10 2009, 04:52 PM) *

ნონა
ეს გაშალე და მერე გავშლი, მე ამ სიტყვების საწინააღმდეგოდ გითხარი ის სიტყვები, იმიტომ რომ ორივეს მიღმა შეიძლება იმალებოდეს პატივმოყვარეობა. ამიტომ პატივმოყვარეობას შევეშვათ და ობიექტურად და ლოგიკურად განვიხილოთ რა განსხვავებაა მონასა და მსახურს შორის.


მამუკა

მეტი რაღა უნდა გავშალო, ცალსახად ვსვამ კითხვას?
რატომ არ მოგვწონს უფლის მონობა და ვცდილობთ მსახურების ყალიბში მოვაქციოთ ჩვენი უფლისადმი დამოკიდებულება... მითუფრო რომ პირველი მეორეს მოიაზრებს...

მონასა და მსახურს შორის რა განსხვავებაცაა ამაზე რელიგიურ ასპექტში ვიმსჯელოთ თუ ამ ტერმინების ისტორიულ-საზოგადოებრივი გაგებიდან ამოვიდეთ?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 10 2009, 05:25 PM

მონობა ნიშნავს იძულებით მსახურებას, მსახური კიდევ გასამრჯელოს ღებულობს და თან არჩევანიც აქვს იმისა რომ არ ემსახუროს, მონას კი არჩევანი არა აქვს. ახლა ახალ კითხვას დავსვამ, რომელი მსახურებს უანგაროდ, მონა თუ მსახური? ჩემი აზრით არც ერთი.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 10 2009, 05:37 PM

Atman

ციტატა
მონობა ნიშნავს იძულებით მსახურებას, მსახური კიდევ გასამრჯელოს ღებულობს და თან არჩევანიც აქვს იმისა რომ არ ემსახუროს, მონას კი არჩევანი არა აქვს. ახლა ახალ კითხვას დავსვამ, რომელი მსახურებს უანგაროდ, მონა თუ მსახური? ჩემი აზრით არც ერთი.

საკითხის არსის ვერ გაგება იმთავითვე არასწორი შეხედულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. პირდაპირი, ამქვეყნიური გაგებით ცხადია მონობა არასასიამოვნო ცნებაა და ის უარყოფით რეაქციას იწვევს ყველა ადამიანში. მაგრამ ქრისტიანული რელიგიის ჭრილში ხმარება ამ ცნებისა აუცილებლად მოითხოვს შესაბამის მიდგომას.

მონა ეს ის პიროვნებაა, რომელიც სხვა პიროვნებამ იყიდა და თავის მფლობელობაში მოაქცია, ანუ გამოისყიდა ასევე სხვა პიროვნებისგან, რომელსაც ეს მონა ეკუთვნოდა და თავის მფლობელობაში მოაქცია. ესაა ვიწრო და მშრალი გაგება მონობის, როგორც უარყოფითი მოვლენისა. მაგრამ რაც შეეხება ქრისტიანობას, უფრო სწორად რატომ იხმარება მონობა ქრიტიანობაში არა უარყოფითი გაგებით. მოგეხსენებათ ადამიანი ცოდვით დაცემის შემდეგ პირდაპირი გაგებით მონა გახდა ცოდვისა, ანუ მას თავისუფლება წაერთვა და იგი მჭიდროდ დაუკავშირდა ცოდვას, ისე რომ მისგან გათავისუფლების არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა მას. მაგრამ მაცხოვარმა თავისი განკაცებით გამოგვისყიდა თავისი მსხვერპლით ამ მონობისგან, ცოდვის მონობისგან, ანუ მაცხოვარმა გვიყიდა და დაგვამონა სიკეთეს (რაზეც თუ არ ვცდები პავლე მოციქულიც საუბრობს), ცხონებას, მაგრამ ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი განურჩევლად ცხონდება, საჭიროა თავისუფალი ნება, რომ ადამიანის ცხონება შედგეს.

მხოლოდ ამ გაგებით თუ შეიძლება ჩვენ ვიხმაროთ მონობის ცნება ქრისტიანობასთან დაკავშირებით, რომ გამოსყიდულნი ვართ ცოდვისგან ქრისტეს მიერ, რომ გამომსყიდველი ჩვენი მეუფეა, რომელიც ძალადობრივ ქმედებას არ ახორციელებს პიროვნებაზე არამედ აძლევს მას საშუალებას თავისუფლად ქმედებისა. შესაბამისად ამ "მონობაში" (შეგნებულად ვსვამ უკვე ბრჭყალებში) აღვასრულებთ ჩვენ უფლის მსახურებას.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Sep 10 2009, 05:45 PM

ციტატა(Atman @ Sep 10 2009, 05:25 PM) *

მონობა ნიშნავს იძულებით მსახურებას, მსახური კიდევ გასამრჯელოს ღებულობს და თან არჩევანიც აქვს იმისა რომ არ ემსახუროს, მონას კი არჩევანი არა აქვს. ახლა ახალ კითხვას დავსვამ, რომელი მსახურებს უანგაროდ, მონა თუ მსახური? ჩემი აზრით არც ერთი.



ეგ არის მონობის ის გაგება რომელიც მონათმფლობელურმა საზოგადოებამ ჩამოაყალიბა და რომელიც შეურაცხყოფასაც იაზრებს თავის თავში... ღვთის მონობა კი მორჩილებაა.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 10 2009, 05:46 PM

ციტატა
მონა ეს ის პიროვნებაა, რომელიც სხვა პიროვნებამ იყიდა და თავის მფლობელობაში მოაქცია, ანუ გამოისყიდა ასევე სხვა პიროვნებისგან, რომელსაც ეს მონა ეკუთვნოდა და თავის მფლობელობაში მოაქცია. ესაა ვიწრო და მშრალი გაგება მონობის, როგორც უარყოფითი მოვლენისა. მაგრამ რაც შეეხება ქრისტიანობას, უფრო სწორად რატომ იხმარება მონობა ქრიტიანობაში არა უარყოფითი გაგებით. მოგეხსენებათ ადამიანი ცოდვით დაცემის შემდეგ პირდაპირი გაგებით მონა გახდა ცოდვისა, ანუ მას თავისუფლება წაერთვა და იგი მჭიდროდ დაუკავშირდა ცოდვას, ისე რომ მისგან გათავისუფლების არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა მას. მაგრამ მაცხოვარმა თავისი განკაცებით გამოგვისყიდა თავისი მსხვერპლით ამ მონობისგან, ცოდვის მონობისგან, ანუ მაცხოვარმა გვიყიდა და დაგვამონა სიკეთეს (რაზეც თუ არ ვცდები პავლე მოციქულიც საუბრობს), ცხონებას, მაგრამ ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი განურჩევლად ცხონდება, საჭიროა თავისუფალი ნება, რომ ადამიანის ცხონება შედგეს.



ბოლომდე გეთანხმები... და ადამიანს, რომელიც დაადგა ან მთელი გულით ცდილობს რომ ქრისტეს გზას დაადგეს, ჯობია რომ მსახური ღვთისა ეწოდოს, რადგან მისი საკუთარი ნებაა და სურვილია უანგაროდ ემსახუროს იმას, ვინც გამოისყიდა ცოდვებისადმი მონობისგან. ჯობია ვიხმაროთ ცნებები: მონა ეშმაკისა და მსახური ღვთისა, არ მეთანხმები?

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Sep 10 2009, 06:13 PM

დათო

ანუ მონა ღვთისას და მხევალი ღვთისას ნაცვლად მსახური ღვთისა ხო?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 10 2009, 06:39 PM

ნონა

ციტატა
ანუ მონა ღვთისას და მხევალი ღვთისას ნაცვლად მსახური ღვთისა ხო?

ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ არანაირი პრობლემა არაა მონა ღვთისა ვიხმაროთ, რადგან აქ ის იგულისხმება რაც ზემოთ დავწერე. ნებისმიერი ფორმა მისაღებია და ქრისტიანობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, მთავარია გავიაზროთ რას ვამბობთ და რა შინაარსს ვდებთ ამა თუ იმ ნათქვამში.

აი პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლიდან ნაწყვეტი:

მაშ, ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის ვნებებს. ნუ მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის საჭურვლად, არამედ, როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს, ხოლო თქვენი ასოები საჭურვლად - ღმერთის სიმართლეს. ვეღარ გეუფლებათ ცოდვა, ვინაიდან რჯულის ქვეშ კი არა ხართ, არამედ მადლის ქვეშ. მერედა რა? ვცოდოთ, რადგან რჯულის ქვეშ კი არა ვართ, არამედ მადლის ქვეშ? არამც და არამც. ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თავს მისცემთ მორჩილებისთვის, მისი მონები ხართ, ვისაც ჰმორჩილებთ: ან ცოდვის მონები სიკვდილისათვის, ან მორჩილების მონები სიმართლისათვის. მადლობა ღმერთს, რომ ოდესღაც ცოდვის მონები, გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც უძღვენით თავი. ხოლო ცოდვისგან თავდახსნილნი სიმართლეს დაემონეთ.
თქვენი ხორცის უძლურების გამო ისე ვმსჯელობ, როგორც მსჯელობენ კაცნი: მსგავსად იმისა, როგორც ურჯულოებისათვის დაუმონეთ თქვენი ასოები უწმინდურებას და ურჯულოებას, ახლა სიწმიდისათვის დაუმონეთ ისინი სიმართლეს. ვინაიდან, როცა ცოდვის მონები იყავით, თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან. კი მაგრამ, რა იყო მაშინ თქვენი ნაყოფი? ის, რისიც ამჟამად გრცხვენიათ, ვინაიდან სიკვდილია მისი დასასრული. ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმიდეა თქვენი ნაყოფი, დასასრული კი - საუკუნო სიცოცხლე. ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. (რომ. 6. 12-23)

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Sep 10 2009, 07:44 PM

ციტატა(afxazi @ Sep 10 2009, 06:39 PM) *

ნონა
მთავარია გავიაზროთ რას ვამბობთ და რა შინაარსს ვდებთ ამა თუ იმ ნათქვამში.

დათო
+1 2kiss.gif

პოსტის ავტორი: FiloTeos თარიღი: Oct 7 2010, 05:24 PM

უფალს არ სჭირდება მონები, მას ყველა ემსახურება სიყვარულით და სიხარულით...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)