ქრისტე აღსდგა,ჭეშმარიტად! ყველა მართმადიდებელს ვულოცავ ამ უდიდეს დღეს. იხაროს ჩვენმა სამშობლომ.
kent5
ჭეშმარიტად აღსდგა!!!
(ისე, 12ჯერ აპირებ ამის დაწერას?)
cheshmaritad agsdga.mravals daescarit
ყველას გილოცავთ!
გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ამა სოფლის თავადთან. და ქრისტემ სძლია ამ სოფელს! ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! ყველას გილოცავთ
შეცდომაა: ქრისტე აღსდგა სწორია: ქრისტე აღდგა. ეს წესი მართებულია როგორც ახალი, ისე ძველი ქართული ენის გრამატიკაში აღდგა ზმნაში სად ხედავთ მეორე სუბიექტურ ან მესამე ირიბ ობიექტურ პირს? აღ-დგ-ა არის ერთპირიანი ზმნა აღდგა ის ს იმ შემთხვევაში უნდა, როცა ზმნაში გვაქვს მესამე ირიბი ობიექტური პირი. ანუ აღ-ს-დგ-ა ის მას. ვწეროთ და ვისაუბროთ გამართული ქართულით!
ეს გადმოვწერე სხვისგან, ჩემი მოგონილი არ არის
ქრისტე აღდგა!!!!
როგორ ვილოცოთ და ვიმარხულოთ აღდგომის დღეებში
ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები,
ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება:
წმიდა პასექისა და ბრწყინვალე შვიდეულის ჟამნობა
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (სამ გზის)
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესუს, მხოლოსა უცოდუელსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ხმა ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩუენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვჰსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და ვუგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდუა ჩუენთვის და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა. (სამ გზის)
ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული, და ანგელოსისაგან ესმა ხმაი საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩუენმან, და აღჰსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.
დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღჰსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობაი მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა.
საფლავად ხორცითა შეჰხვედ, ხოლო ჯოჯოხეთს სულითა ვითარცა ღმერთი და სამოთხეს ავაზაკის თანა, და საყდართა მამისა და სულისა თანა განუშორებელ იყავ, ქრისტე, რომელი ყოველსავე აღავსებ გარეშემოუწერელო, უფალო, დიდება შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა ნათლით-შემოსილსა და ვითარცა უშუენიერესსა სამოთხისასა, ესრეთ გიცნობთ შენ, რომელი გამოსჩნდი მხსნელად ყოვლისა სოფლისა, აღჰსდეგ უბრწყინვალესი ყოველთა ნათელთა, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, და გამოჰსჩნდა საფლავი შენი ვითარცა წყაროი ჩუენისა აღდგომისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ზეგარდმო განწმედილ იქმენ ღმრთისა სამკვიდრებელო, გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მიეცემის სიხარული ყოველთა, ღმრთისმშობელო, რომელნი გიღაღადებენ შენ სიხარულით, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, ყოვლად უბიწოო დედუფალო.
უფალო შეგვიწყალენ (40-ჯერ).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩუენ. ამინ.
პარაკლისებისა და დაუჯდომლების წაკითხვის მსურველთ შეუძლიათ წაიკითხონ „პარაკლისი აღდგომიდან დაწყებული თომას კვირიაკემდის, ანუ – ბრწყინვალე შვიდეულში“.
ჩვეულებრივი დილა-საღამოს ლოცვების, პარაკლისების, დაუჯდომლების და ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირიაკიდან (აღდგომის მომდგევნო პირველი კვირა დღიდან).
თომას კვირიდან ამაღლებამდე „მეუფეო ზეცათაოს“ ნაცვლად ვამბობთ აღდგომის ტროპარს („ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“) 3-ჯერ, ხოლო „ღირს არსის“ ნაცვლად ვამობობთ:
„ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძეჲ შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ.
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა“
მუხლთადრეკა და დიდი მეტანიები განახლდება სულთმოფენობის დღესასწაულიდან (აღდგომიდან 50-ე დღეს).
ბრწყინვალე შვიდეული ხსნილია ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით, ხოლო თომას კვირიდან ამაღლებამდე (აღდგომიდან მე-40 დღე) ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია თევზით.
ბრწყინვალე შვიდეულში საზრდელის მიღების წინ და შემდეგ ვამბობთ მხოლოდ აღდგომის ტროპარს („ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“) 3-ჯერ, ხოლო თომას კვირიდან ამაღლებამდე საზრდელის მიღების წინ ლოცვას ვიწყებთ აღდგომის ტროპარით, ხოლო შემდეგ „ღირს არს“-ის ნაცვლად ვამბობთ: „ანგელოზი ღაღადებს...“
"პავლე მოციქული ბრძანებს:
"თუკი ქრისტესთან ერთად მოვკვდებით, გვწამს, რომ მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ" (რომ. 6,8; შდრ. II ტიმ. 2,11). გქონდეს სიკვდილის უნარი ამქვეყნიურისთვის - ეს ხელოვნებაა ცხოვრებისა.
ქრისტეს აღდგომა შეგვაგონებს, რომ ჩვენმა სულმა მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ყველა საფეხური უნდა გაიაროს, თვით ჯვარცმაც, რომ შემდეგ აღმდგარი და ამაღლებული იქცეს ღვთაებრივი სიყვარულის ტაძრად, სულიწმინდის სავანედ".
/დეკ. იოანე მამულაშვილი/
"ქრისტე აღსდგა" პირველად ანგელოზებმა წარმოთქვეს და ახარეს მენელსაცხებლე დედებს. მისასალმებელი სიტყვა გახდა მოციქულებისთვის, რადგან ყოველ შეხვედრაზე ერთმანეთს ახარებდნენ "ქრისტე აღსდგა" და პასუხიც შესაბამისი იყო, "ჭეშმარიტად", ნამდვილად აღდგა უფალი".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"ქრისტემ სიკვდილი აქცია გარდაცვალებად"
"ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!" - საზეიმოდ გაისმოდა მაშინ და გაისმის დღემდე მთელს მსოფლიოში წმ. მარიამ მაგდალინელის მიერ პირველად წარმოთქმული და შემდეგ მის მიერვე გახმაურებული ეს სიტყვები. ამინ".
"ქრისტეს გახსნილი საფლავიდან გამობრწყინებულმა ნათელმა განანათოს თქვენი გულები".
/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/
"როცა აღდგომის დღესასწაული დგება, - ბრძანებს მამა პაისი ათონელი, - ზოგიერთი ხმამაღლა "ქრისტე აღსდგას" გალობს, გულში კი ფიქრობს, მალე უხვ სუფრას მივუჯდებიო. ამ დროს ისინი იმ იუდეველებს ემსგავსებიან, რომელთაც, მას შემდეგ, რაც უფალმა ისინი უდაბნოში დააპურა, ქრისტეს გამეფება განიზრახეს".
"ამ მონასტერში ხატებს იოსების მოწაფეთა მანერით ხატავდნენ, ესენი ერთ-ერთი პირველი მამები იყვნენ კერასიდან, რომლებიც ზეთიანს საერთოდ არ ჭამდნენ. კვერცხს აღდგომასაც არ ეკარებოდნენ. წითლად შეღებილ კარტოფილს ჭამდნენ და გახარებულნი გალობდნენ "ქრისტე აღდგას".
"მარიამ მაგდალინელი იყო პირველი, ვინც წარმოთქვა სიტყვები, რომელსაც მილიონობით ადამიანი ყოველი აღდგომის დღესასწაულზე ახარებს ერთმანეთს: "ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა!"
"მაგრამ ძმანო, ამ წმინდა დღეს ყველამ უნდა გავიხაროთ. დაე, ნურავინ განმარტოვდება, ნუ მოწყდება ერთობლივ ზეიმს თავისი ცოდვების განცდის გამო. დაე, ნურავინ უცქერის შორიდან ამ დღესასწაულს დანაშაულის სიმძიმის განცდით. შესაძლოა იგი ცოდვილი იყოს, მაგრამ ამ დღეს ცოდვებს არ უნდა იგლოვდეს. თუკი ავაზაკი სასუფევლის ღირსი შეიქმნა, რატომ ვერ მიიღებს ქრისტიანი შენდობას? და თუკი ჯვარცმულმა უფალმა წყალობით აღავსო ისინი, ვინც მის მოსვლამდე იყო, მაშ, რატომღა არ უნდა მიანიჭოს მადლი მათ, ვინც მისი აღდგომის შემდეგ მოვა? და თუკი მაცხოვრის დამცირებამ და ტანჯვამ ამდენი წყალობა უბოძა ადამიანებს, ვინც მას აღიარებდა, მაშ, რაოდენ ბევრს მიანიჭებს აღდგომის დიდება მათ, ვინც უფალს მისდევს! გამარჯვების სიხარულით ბოძებული წყალობა, როგორც ვიცით, უფრო უხვია, ვიდრე ტყვეობის სიმძიმეში გაღებული".
/წმ. მაქსიმე ტურინელი/
"ზოგს განსაკუთრებით ახარებს ის, რომ გახსნილდება და თავის საყვარელ საკვებს იხმევს, ზოგისთვის კი ეს ისეთი დიდი შინაგანი ზეიმია, რომ შეიძლება არც კი გაახსენდეს ჭამა. ასე რომ, ვინც როგორ ემზადებოდა, იმ დოზით ექნება სიხარული და განცდა აღდგომის დღესასწაულისა".
/დეკ. რევაზ სიხარულიძე/
"ვინც მარხვით, ლოცვითა და სინანულით ხვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, დიდი მადლსა და წყალობას მიიღებს უფლისგან".
ქრისტე აღსდგა!!!! გილოცავთ სრულიად ფორუმსა და სრულიად საქართველოს
"უპირველეს ყოვლისა, წრფელი სიყვარულითა და გარეშემოუწერელი საღვთო სიხარულით მივულოცავ ბრწყინვალე აღდგომას მის მსასოებელთა და მომლოდინეთ და კიდევ ერთხელ ვახარებ - "ქრისტე აღსდგა!"
/დეკ. გიორგი შაშვიშვილი/
"აღდგომა ზედროულია, რადგან აღდგომა, ეს "მარადიულობის პოეზიის" შემოჭრაა ჩვენს ყოფაში, "პროზაულ ყოფაში".
/მამა ანდრია მინდოდაშვილი/
"აღდგომა არის გაზაფხული... ყველაზე მეტად გაზაფხული მიყვარს... აღდგომის სიხარული ჩემში გაზაფხულიდან იწყება... აპრილიდან იწყება... ჯეჯილის ამოწვერვის ჟამიდან..."
/მამა ანდრია მინდოდაშვილი/
"დღეს ერთიანად განქარდა ყველა ეჭვი, კითხვის ნიშანი და დგას იესო, მხსნელი და მაცხოვარი ჩვენი, ჯვარცმული, ჩვენგან უარყოფილი და განდევნილი, ჩვენსავე საცხოვნებლად გვიწვდის იმ ხელებს, ორი დღის წინ ჯვარს რომ საგულდაგულოდ მივაჭედეთ".
/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/
"მიამბეს, რომ აღდგომის ღამეს ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა გარდაიცვალა, მშობლების ერთადერთი ვაჟი, და მამამ, აღდგომის დღესასწაული რომ არ ჩაემწარებინა ახლობლებისა და თანასოფლელთათვის, შვილის სიკვდილი დამალა. ჩაკეტა იმ ოთახის კარი, სადაც გარდაცვლილი ვაჟი ესვენა. აღდგომის მისალოცად მისულ მეგობრებს სიხარულით მიეგება, სუფრა გაუშალა და მათთან ერთად გალობდა: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით". ერთადერთი ვაჟის დაკარგვაზე დიდი სიმწარე რა არის, მაგრამ აღდგომის გულისთვის სძლია მან მწუხარებას".
"წმინდა მოციქულებმა მოძღვრისა და უფლის მკვდრეთით აღდგომის მარადიული და ხელშეუხებელი სიხარულის სიტკბოება განიცადეს".
"ქრისტე აღსდგა და მთელი სამყაროსთვის დაიწყო ჭეშმარიტი გაზაფხული. ახალი ცხოვრების ნათელი, სიხარულით სავსე დილა. ქრისტეს აღდგომა ხომ პირველი ნამდვილი გამარჯვებაა სიცოცხლისა სიკვდილზე".
/მერაბ ონიანი/
"მივედით იმ ადგილას, სადაც ღვთისმშობელი თავის ვაჟს შეხვდა. იერუსალიმის ქუჩებში მას დაეძებდა და უეცრად პირისპირ შეეჩეხა. დედამ ძლივსღა იცნო შვილი. ნუთუ ეს მისი ვაჟია, ეს ხომ ადამიანის ზომის უზარმაზარი იარაა? მაგრამ ამ წყლულით განიკურნა ცოდვით მოწამლული კაცთა მოდგმა. არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის. სულებით მიხვდნენ ყველაფერს. "ჩემო შვილო, - მოთქვამდა დედა, - ერთიანად გაწითლებულხარ, სად გაქრა შენი მშვენიერება!"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
აღდგომამდე დარჩა 36 დღე!
"ყოველწლიურად ჩვენ ყველანი ზეიმით ვეგებებით პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც მუდამ ახალი, ადრინდელისგან განსხვავებული სიხარული მოაქვს. ესაა განცდა მარადიული ნეტარებისა. ყოველ წელს ჩვენს გულებში ინთება ახალი კანდელი ცათა სასუფევლისკენ ჩვენი მომავალი მსვლელობის გზის გამნათებელი."
/ილია II/
დამთავრდა ხორციელი მარხვა, მაგრამ არ დამთავრებულა სულიერი მარხვა. საერთოდ, მთავარია სულიერი მარხვა, ხორციელი მარხვა ხომ მის ხელშესაწყობადაა დადგენილი. შეიძლება მარხვის დროს მარხულობდე და არ იყო მმარხველი, და პირიქით, შეიძლება ხსნილში არ მარხულობდე, მაგრამ მმარხველი იყო. შეიძლება ეს ჩემი სიტყვები გამოცანად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე აგიხსნით მათ მნიშნველობას. როგორ შეიძლება მარხულობდე და არ იყო მმარხველი? ეს მაშინ ხდება, როცა ვიმარხავთ თავს არასამარხვო საჭმლისაგან, მაგრამ არ ვიმარხავთ თავს ცოდვებისაგან.
როგორც შეიძლება არ მარხულობდე და მმარხველი იყო? როდესაც ღებულობ ყოველგვარ საჭმელს, მაგრამ არ ტკბები ცოდვებით, თავს იმარხავ ცოდვისაგან. ასეთი მარხვა უკეთესია და არა მხოლოდ უკეთესი, იგი უფრო იოლიც არის. კიდევაც დაიბანე, კიდევაც იტრაპეზე, ღვინოც მიიღე ზომიერად თუ სურვილი გაქვს, ხორციც შეჭამე, არავინ გიშლის, მაგრამ შეიკავე თავი ცოდვისაგან. ხედავ, რა იოლია ასეთი მარხვა? უმარხულობას ვერ დააბრალებ ფიზიკურ სისუსტეს, იგი მთლიანად სულის მდგომარეობით განისაზღვრება. მაგრამ არ გეგონოს, რომ ვინმე შეძლებს სულიერ მარხვას მანამ, სანამ არ გამოიწრთობა ხორციელი მარხვით.
/წმ. იოანე ოქროპირი/
"შევთხოვ შემოქმედს, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა თითოეული ჩვენგანის გულში დაიდგას ტახტი და თითოეულ ჩვენგანში ძლეულმა ბოროტმა სულმა იულიანე განდგომილის მსგავსად აღმოთქვას: "შენ გაიმარჯვე, გალილეველო!"
/ილია მეორე/
"იესო კითხულობს, - რისთვის მსჯით, განა ყველაფერს სჯულის მიხედვით არ აღვასრულებდი? ერთ-ერთმა მსახურმა სილა გააწნა: როგორ ელაპარაკები მღვდელმთავარს, პირდაპირ უპასუხეო. მამები განმარტავენ, რომ ეს მსახური ის კაცი იყო, რომელიც უფალმა 38 წლის დავრდომილი აღადგინა. მას სამსახური შესთავაზეს, რომ მაცხოვრის წინააღმდეგ ერთ-ერთ მოწმედ გამოსულიყო. ამ ცოდვის ჩადენას ერჩივნა, სიცოცხლის ბოლომდე დავრდომილი ყოფილიყოო, - ბრძანებენ მამები".
/მღვდელი დიმიტრი ჯანგულაშვილი/
"როდესაც მღვდელმთავარი კაიაფა დაფიცების წესს იყენებს და მაცხოვარს ეკითხება, - შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა, შენ ხარ მესიაო, "შენ თქვი"-ო, - მიუგებს მაცხოვარი, ფაქტობრივად, უმაღლესი მღდელმთავრის წინაშე აღიარებს ყველაფერს. ამ დროს ისინი თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. გარდამოცემის თანახმად, ახალგაზრდობისას კაიაფა ღმერთს სთხოვდა, სინედრიონში მოხვედრილიყო და უფალს დახმარებოდა. მას სიზმარში ახალგაზრდა, ცისფერთვალება ყმაწვილი გამოეცხადა და ჰკითხა, - ეს ღვთის სადიდებლად, მესიის შესაცნობად და ერის სამსახურისთვის გსურსო? დიახო, მიუგო კაიაფამ... ამ მომენტში უცქერდა მაცხოვარს. შეიცნო სიზმარში ნანახი თვალები და სახე. უნდა მიმხვდარიყო და ეღიარებინა , რომ მის წინაშე მხსნელი იდგა, მაგრამ როდესაც გააცნობიერა, ყველაფერს კარგავს, შესამოსელს შეიმოსავას და ჰგმო, რაღად გვჭირდება მოწმენი, ამაზე მეტი მზაკვრობა რაღა გინდათო..."
/მღვდელი დიმიტრი ჯანგულაშვილი/
ქრისტე აღსდგა!!! მრავალი გაგითენდეთ ფორუმელებო და ჩემო საყვარელო ფორუმო
"აღდგომა რომ გაბრწყინდებოდა"
"აღდგომა განუზომელი და დაუსრულებელი სიხარულია ადამიანთა მოდგმაში, ამაზე ზეაღმატებული დღე არ შეიძლება არსებობოდეს".
"ხორცშესხმული ჩამოვიდა და აღდგა, რადგანაც სხეულში ღმერთი იყო"
"ვმადლობდეთ მამას, რომელმაც თავის წიაღში შვა და მოგვივლინა ძე, ვინც გარდამოხდა, ჩვენი სიკვდილი იგემა და თავისი აღდგომით ჩვენი აღდგომა დაგვანახა!"
/ღირსი ეფრემ ასური/
"თვით იგი, ქრისტე, აღდგა, გაგლიჯა რა სიკვდილის ხუნდები და ჩვენც აღვადგინა, გაგლიჯა რა ჩვენი ცოდვების ბადე".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მე ვიცი და მწამს, რომ იგი აღდგომის შემდეგაც იყო და არის ხროცშესხმული, და როცა ის პეტრესთან შეკრებილთ გამოეცხადა, ასე უთხრა: "იხილენით ხელნი და ფეხნი, რამეთუ თავადი მე ვარ, ხელი შემახეთ მე და იხილეთ რამეთუ სულსა ხორც და ძვალ არა ასხენ, ვითარცა - ესა მე მხედავთ, რამეთუ მასხენ" (ლკ. 24, 39). და ისინი უმალ შეეხნენ მას და იწამეს, დარწმუნდნენ, რომ ხორცითა და სულითაც იქ იყო. ამიტომაც მათ შეიძულეს სიკვდილი და სიკვდილზე ამაღლდნენ. უფრო მეტიც, ის აღდგომილი ჭამდა და სვამდა მათთან ერთად, როგორც ხორციელი, თუმცა სულით მამასთან იყო შეერთებული".
/წმ. მოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი/
"აღდგომის შემდეგ ქრისტე ჭამდა და სვამდა არა მოთხოვნილების გამო, მაშინ მის სხეულს ეს აღარ სჭირდებოდა, არამედ - აღდგომის დასამოწმებლად".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ხატებში ქრისტე ადამსა და ევას ხელს უწვდის და კუბოდან ამოჰყავს. შენ როგორ ამოგიყვანოს, ქრისტეს აღდგომის თანაზიარი როგორ გაგხადოს?
უფალი ჭეშმარიტად აღდგა. უფალი ცვლის ადამიანებს. როდესაც მისი სიყვარული გულში შემოდის - გარდაქმნის სულსაც და სხეულსაც, ყველაფერი იცვლება, ფერს იცვლის სულიც, გულის ხარისხიც, გონება მშვიდდება, ადამიანი წყნარდება, მშვიდად ძინავს, მშვიდად იღვიძებს და სიცოცხლე სწყურია. შრომის, წინსვლის სურვილი აქვს - ამ ყველაფერს ქრისტე გაძლევს".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"იგი ის არის, ვინც ისე ევნო, როგორც დაიბადა, აღდგა ისევე, როგორც დაიმარხა, და ამაღლდა ზეცად სხვაგვარად, ვიდრე ჩამოვიდა იქიდან, დაუტოვა რა თავისი დასაკრძალი ტანსაცმელი ურწმუნო იუდეველებს სამუდამო სირცხვილის ნიშნად".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ქრისტე აღდგა" ნიშნავს, რომ მასთან ერთად მეც უნდა აღვდგე".
"კონიცელი იოანე კორცინოღლუ მოგვითხრობს: "1991 წელს ჩემს თანამემამულე პოლიკარპესთან ერთად "პანაღუდაში" მივედი. ბერს ბევრი ხალხი ჰყავდა, რიგში ვიდექით და ველოდით. ერთი კაცი შევამჩნიე, განმარტოებით იჯდა და სიყვარულით გულშემუსვრილი უცქერდა მამა პაისის. ვკითხე: - რაიმე განსაკუთრებული შეგემთხვათ-მეთქი? აღელვებულმა მომითხრო, - ჩემი ქალიშვილი დაბადებიდან მუნჯი იყო. შვიდი წლისამ კი მამა პაისის დახმარებით უეცრად ენა ამოიდგა. მანამდე საზღვარგარეთაც კი მყავდა, ბევრი ფული დავხარჯე, მაგრამ ბავშვს ექიმებმა ვერაფერი უშველესო.
როცა მამა პაისის ვკითხეთ, დაგვიმოწმა კაცის ნათქვამი. იგი მთელი წელიწადი ლოცულობდა გოგონასთვის. მისი ლოცვები მარტო გოგონას კი არა, მშობლებსაც დაეხმარა. ღვთისმშობელმა გაუმხილა ბერს, რომ გოგონა ალაპარაკდებოდა, მაგრამ მანამდე მამა უნდა მოემზადებინა, რათა არ შეშინებოდა. დიდ პარასკევს გოგონა მოეხვია მამას და უეცრად უთხრა: "დამდეგ ქრისტეს აღდგომას გილოცავ, მამიკო!"
"დადგა წმინდა აღდგომის დღე. სადღესასწაულო ცისკარი ილოცეს. ძმები ეზიარნენ წმინდა საიდუმლოებას. დარჩენილი მარაგიდან მომზადდა კერძი ძმების მოსაძლიერებლად. ჰქონდათ მხოლოდ მცირეოდენი დაობებული პური და მწნილი... წმინდა აპოლონმა თქვა:
- თუ გვაქვს რწმენა, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტ მსახურებს, მაშინ დაე თითოეულმა თქვენგანმა ამ სასიხარულო დღისთვის გამოითხოვოს ღვთისგან ის, რასაც სიამოვნებით შეჭამდა.
ძმებმა თვითონ მას სთხოვეს, ღვთისთვის მიემართა, რადგან ყველას აღემატებოდა ასაკითა და მოღვაწეობით. ამბამ ცხოველი სიხარულით გადმოღვარა ლოცვა ღვთის წინაშე. დასასრულს კი ყველამ თქვა, - ამინ! უეცრად მღვიმის შესასვლელთან გამოჩნდა სრულიად უცნობი ხალხი უხვი, მრავალფეროვარი კერძით ხელში. მათ შორის იყო ისეთი ჯიშის ვაშლი, რომელიც ეგვიპტეში არ ხარობს, ყურძნის უჩვეულოდ დიდი მტევნები, კაკალი, ლეღვი, ფინიკი, ბროწეული, ფიჭის თაფლი და რძე, უზარმაზარი ასურული ფინიკები და უჩვეულოდ თეთრი თბილ-თბილი პური, ისიც, როგორც ჩანდა, უცხო ქვეყნის ხორბლისა იყო. მოიტანეს და სასწრაფოდ უკან დაბრუნდნენ. ბერებმა მადლობა შესწირეს ღმერთს და შეუდგნენ ტრაპეზს. უხვი სანოვაგე სულთმოფენობამდე ეყოთ."
"მისი დაუზიანებელი სხეული აღდგომის შემდეგ იმის გამო კი არ იკვებებოდა, რომ საკვებს საჭიროებდა, არამედ იმისთვის, რომ დაერწმუნებინა საკუთარი აღდგომის ნამდვილობაში და ეჩვენებინა, რომ ის იმავე სხეულში იმყოფება, როლითაც ჯვარცმამდე მათთან (მოციქულებთან) ერთად იყო და მაშინაც და ახლაც საკვებს იღებდა. მის სხეულში საკვების მონელება კი არ ხდებოდა, არამედ მის ღვთაებრივ ენერგიასთან კონტაქტში შესვლის მომენტში საკვები სრულიად ნადგურდებოდა, ეს დაახლოებით იმგვარად ხდებოდა, როგორც ცეცხლთან შეხებისას სანთლის სხეული ნადგურდება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ჩვეულებრივ ცეცხლს თავისი მოქმედების პროცესის გაგრძელებისათვის საწვავი ესაჭიროება, ხოლო უკვდავი სხეული არსებობისათვის საკვებს არ საჭიროებს".
/"კარიბჭე" N14, 2017, გვ.46/
"[კატუნაკის უდაბნოში] არც ყველს სჭამდნენ, არც რძეს და არც კვერცხს. აღდგომასაც მხოლოდ ერთი წითელი კვერცხი მიჰქონდათ, დღესასწაულის პატივად იმასაც შორიდან უყურებდნენ და ინახავდნენ."
"ნუთუ ღმერთი, არარაობიდან რომ მოგვიყვანა, ვერ შეძლებს ხელახლა აღგვადგინოს მაშინ, როცა უკვე მივიღეთ ყოფიერება და შევიმუსრეთ?"
/წმინდა კირილე იერუსალიმელი/
"...აქ [ათონზე] სილამაზეა გაზაფხულის მიწურულიდან, აღდგომიდან, ვიდრე ღვთისმშობლის მიძინებამდე..."
"მის გულში აღდგომის სიხარული ტრიალებდა"
"აღდგომა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ უფალმა ყველა ამსოფლიური ტანჯვა თავის თავზე იწვნია."
"დღეს უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ "სპილენძის კარები შელეწა და რკინის ურდულები დაამტვრია" (ეს. 45,2) და თავად სახე სიკვდილისა დაამარცხა".
"დღეს ეშმაკის არტახები დარღვეულია"
"აი, დადგა ჩვენთვის ნანატრი და მაცხოვნებელი დღესასწაული, უფალი ჩვენი იესო ქრისტეს აღდგომის დღე - მშვიდობის საძირკველი, შერიგების დასაწყისი, მტრულ მოქმედებათა დასასრული, სიკვდილის განადგურება, ეშმაკის დამარცხება"
"დღეს კაცთა მოდგმის ხსნას ანგელოზები ზეიმობენ და ზეციური ძალები ილხენენ".
"დღეს მთელს სამყაროში სიხარული და სულიერი მხიარულებაა; დღეს ანგელოზთა დასები და უმაღლეს ძალთა სახეები ადამიანთა ხსნას ზეიმობენ. წარმოიდგინე, საყვარელო, სიდიადე იმ სიხარულისა, როდესაც ზეციური ძალნი ჩვენთან ერთად ზეიმობენ, მათაც ახარებთ ჩვენთვის მინიჭებული მადლი. მიუხედავად იმისა, რომ მადლი უფლისა ჩვენ მოგვენიჭა, ეს მათაც ძალზე ახარებს".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მაშ, მოდით, ვიზეიმოთ ეს დღესასწაული, რომელშიც უფალი აღდგა. იგი აღდგა და თავისთან ერთად აღადგინა მთელი სამყარო. თავად იგი აღდგა, გაარღვია სიკვდილის არტახები და ჩვენც აღგვადგინა, დაარღვია რა ჩვენი ცოდვების ხლართებიც.
ადამმა სცოდა - და მოკვდა, ქრისტეს არასოდეს შეუცოდავს და ასევე მოკვდა. ეს უჩვეულო და საოცარია: მან შესცოდა - და მოკვდა, ამას არ შეუცოდავს - და ასევე მოკვდა. რატომ და რისთვის?
იმისთვის, რომ ცოდვილსა და მომკვდარს შეძლებოდა უცოდველისა და მომკვდარის მეშვეობით სიკვდილის ხლართებისაგან განთავისუფლებულიყო".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ამგვარი დღესასწაულისა და ზეიმისათვის საჭიროა არა ფული და დანაზოგი, არამედ ერთი კეთილი განწყობილება და სუფთა გონება. აქ შესაძენად შემოთავაზებულია არა რაღაც ნივთიერი, არამედ ყველაფერი სულიერი: ღვთაებრივ სიტყვათა მოსმენა, მამათა ლოცვები, მღვდელთა კურთხევანი, ღვთაებრივ საიდუმლოებებთან ზიარება, მშვიდობა და თანხმობა, სულიერი საჩუქრები, მომმადლებელის სიკეთის შესაფერისი"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"დავკმაყოფილდეთ ზომიერით და საჭიროთი, სულსაც და სხეულსაც შეხვდეს იმდენი, რამდენიც საჭიროა, რათა უეცრად არ გავანიავოთ ყველა ის სიკეთე, რომელიც მარხვით მოვიპოვეთ.
მე ხომ საკვებით სიამოვნებას არ გიკრძალავთ, მხოლოდ შეგაგონებთ, რომ შემოიზღუდოთ აუცილებელით, გაექცეთ დიდ ფუფუნებას, რათა ზღვარს გადასულებმა არ ავნოთ სულის სიჯანსაღეს.
ის, ვინც ზღვარს გადადის, შემდგომ უუნარო ხდება, მიიღოს ნეტარება; ეს განსაკუთებით კარგად იციან მათ, ვინც თავად განიცადეს ეს, გამოსცადეს რა მრავალი სნეულება და განსაცდელი".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"აღდგომა იმიტომ კი არ არის მოძრავი, რომ თარიღი არის უცნობი, არამედ იმიტომ, რომ იგი არის ახალი აღთქმის პასექი. ძველი აღთქმის პასექი იყო დღესასწაული ისრაელის ერის გამოხსნისა ეგვიპტელთა ტყვეობიდან და იგი სწორედ მთვარის კალენდრით იდღესასწაულებოდა, ანუ იყო მოძრავი.
ახალი აღთქმის პასექმა (აღდგომამ) შეცვალა ძველი და იგი არის კაცობრიობის ჯოჯოხეთიდან გამოხსნის დღესასწაული. სწორედ ამიტომ დადგინდა აღდგომის გამოთვლა მთვარის მიხედვით, რადგან იგი სულიერი გაგრძელებაა ძველისა, ანუ თუ ძველი პასექი იყო ხორციელი ისრაელის ხორციელი გამოხსნა - ახალი პასექი სულიერი ისრაელის სულიერი გამოხსნაა. და რაც ყველაზე მთავარია, თვით უფალს ენება ესე".
/მეუფე ზოსიმე/
"ქრისტეს აღდგომა არის საწინდარი ჩვენი მომავალი აღდგომისა, ეს არის მთელი კაცობრიობის მომავალი".
/მეუფე იოანე (გამრეკელი)/
"უღმერთო ბოლშევიკურ ხელისუფლებას მოთმინების ძაფი გაუწყდა და ხანგრძლივი ტანჯვა-წამებისა და დევნის შემდეგ ერთი ქართული სოფლის, მოხისის ახალგაზრდა და "მოურჯულებელი" მღვდელი, სამსონ მძინარაშვილი უკანასკნელად დააპატიმრა.
მამა სამსონს იქამდეც ხშირად აპატიმრებდნენ - ჩასვამდნენ ხოლმე ყოველი აღდგომის წინ საკანში, რომ არ ეწირა და სოფლის ეკლესიის ზარები არ ეგუგუნებინა და აღდგომაჩავლილს ისევ უშვებდნენ. თან ხალხში მისი დიდი ავტორიტეტის ეშინოდათ და, როგორც ჩანს, ამ მიზეზითაც უთმინეს ამდენ ხანს.
ხშირ-ხშირი დაპატიმრებებით კი დაშინების ნაცვლად მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ მამა სამსონმა მოღვაწეობა უფრო გაააქტიურა.
1938 წელს ბრწყინვალე აღდგომა 24 აპრილს უწევდა. როგორც ყოველთვის, აღდგომის წინ, 23 მარტს, დიდმარხვის პირველი კვირის ჩათავებისთანავე დაატყვევეს. სხვა გზა აღარ ჰქონდათ: თავიანთი დრამბრიგადებით, კონცერტებითა და პროპაგანდით მამა სამსონს ვერ მოერივნენ და მენელსაცხებლე დედათა კვირას, 3 მაისს, ე. წ. სამეულის განჩინებით დახვრიტეს..."
"უფალმა გვიბოძა ეს აღდგომა და ღმერთმა ღირსი გაგვხადოს ქრისტესთან თანააღდგომისა".
/მეუფე საბა (გიგიბერია)/
-----
"გაზაფხულზე, სააღდგომოდ, ყოველი ტოტი რომ ჟღერს და გალობს, სიყვარული და სიცოცხლე რომ ზეიმობს ირგვლივ და ანთია".
"ბედნიერების განცდა მხოლოდ სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებით არის შესაძლებელი. ამიტომაც ამ დღეს ეკლესიაში ყოფნა აუცილებელია".
/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/
"- თუ მიზეზთა გამო ღამისთევის მსახურებაზე ვერ წავედით, გვაქვს უფლება 12 საათის მერე გავიხსნილოთ, თუ ეს უფრო გვიან უნდა მოხდეს?
- აღდგომის ზეიმი მაქსიმალურად უნდა განვიცადოთ. თუნდაც ტელევიზიით რომ ვადევნებთ თვალყურს მსახურებას, საჭიროა მის დასრულებას დაველოდოთ, პატრიარქის ქადაგებას, დალოცვას მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ სახსნილო საჭმელი".
/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/
"- შეიძლება თუ არა ბრწყინვალე შვიდეულში სხვა ლოცვების (დაუჯდომლები, პარაკლისები) კითხვა?
- ეს კვირა თავისი არსით უდიდესია. ამ პერიოში შემსუბუქებულია ლოცვა. მძიმე მარხვისგან ერთგვარი დასვენება ხდება. მაგრამ თუ ადამიანს აქვს სურვილი, შეუძლია ეს საკითხი მოძღვართან შეათანხმოს".
/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/
"მარხვის დამთავრება არ ნიშნავს ცოდვის დასაწყისს"
/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/
"ყველა აღდგება, მაგრამ ყველა ვერ შევა სასუფეველში; აღდგებიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა და ბოროტის მოქმედნი - აღდგომასა სასჯელისას".
/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/
"ვინც ირწმუნა აღდგარი უფალი, მან სიკვდილზე გამარჯვება მოიპოვა".
"გადმოცემით, სალადინის მმართველობის დროს თვით ხალიფაც კი მისულა დიდ შაბათს აღდგომის ტაძარში სანთლებით ხელში მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად. მაჰმადიანები მას ზეციურ ცეცხლს უწოდებენ და სიწმინდედ აღიარებენ. მხოლოდ კათოლიკეებს არ სჯერათ, რომ ეს ღვთისგან ბოძებული სასწაულია".
"ჩვენი სიხარულისთვის, ჩვენი ბედნიერებისთვის აღდგა მკვდრეთით ჩვენი მაცხოვარი!"
"უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ქადაგების დროს მომისმენია, რომ ათეისტები აწყობდნენ დისკუსიებს ხალხში რწმენის აღმოსაფხვრელად, ხშირად იწვევდნენ მორწმუნეებს დ აქა-იქ შემორჩენილ მღვდლებს, რათა ხალხის წინაშე ვითომ გამოეაშკარავებინათ სარწმუნოების სიცრუე.
ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს, როცა ლექტორმა დაამთავრა თავისი სიტყვა, დამცინავად მიმართა მორწმუნეებს, გამოსულიყვნენ და ეთქვათ, თუ რითი შეეძლოთ დაემტკიცებინათ თავიანთი რწმენის ჭეშმარიტება, წამოდგა ერთი ხნიერი კაცი და დარბაზს მხოლოდ ორი სიტყვით მიმართა: "ქრისტე აღსდგა!", ხალხმა ერთხმად უპასუხა: "ჭეშმარიტად აღსდგა!". ლექტორი მიხვდა, რომ ლექციამ ფუჭად ჩაიარა და შერცხვენილმა დატოვა დარბაზი".
"არავინ არის იმაზე მეტად უბედური, ვისაც არ სწამს ცხოვრების მომცემელი ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა".
/ნიკოლაუს ვასილიადისი/
"აღდგომა ცენტრალური მოვლენაა ქრისტიანობაში და უმისოდ ყველაფერს აზრი ეკარგება."
/მამა ლევან მათეშვილი/
"მამა იოანეს (კრესტიანკინი) ცხოვრებიდან ყვებიან: "დასამახსოვრებელი იყო მამა იოანესთვის 1949 წლის აღდგომა. დღესასწაულის მოლოდინში ფიქრობდა, ამ დიდებული ღამის სიხარული თუ როგორ მოეტანა თითოეული ადამიანისთვის, როგორ შეეძრა მათი გულები, რომლებიც ჯერ კიდევ შორს იყვნენ ეკლესიიდგან.
იდეა მომწიფდა: მან გადაწყვიტა სააღდგომო ლიტანიობა ილუმინაციით გაენათებინა. იმ ომისშემდგომ წლებში, გამოჩნდნენ მისი სულის მონათესავე ადამიანები, რომელთაც ომის გზები გამოიარეს. ეკლესიის გარშემო დატრიალდნენ ჯარისკაცები - პიროტექნიკოსები, რომლებიც კასრებს დგამდნენ, მავთულებს ჭიმავდნენ. მათმა სიყვარულმა და მონდომებამ ხორცი შეასხა ახალგაზრდა მღვდლის ჩანაფიქრს.
დაიწყო სააღდგომო ლიტურგია: "აღდგმასა შენსა ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა"... ეკლესიის კარებთან ბაირაღები აფრიალდა. ამ დროს ცაზე მაცხოვრის უწმინდესი გამოსახულება გამოჩნდა. ცა განათდა მრავალფერი ცეცხლით, ქრისტეს ხატება მოლიტანიე ხალხის თავს ზემოთ აღმაღლებული, აუწყებდა მის მკვდრეთით აღდგომას.
ეს იმ დროში გამოწვევა იყო. ასეთ "კადნიერებას" არავის აპატიებდნენ, მამა იოანე თვითონაც არ ელოდა ასეთ ეფექტს. სხვათა სიხარულის გამოც უხაროდა! და ამ დროს მიხვდა, რომ მისი ბედი უკვე "გადაწყვეტილი" იყო. რამდენიმე თვის შემდეგ დაიჭირეს და ისიც, ისევე როგორც იმ დროის მღვდლების უმეტესობა, გოლგოთის გზას გაუყენეს."
"აღდგომით გაგვეხსნა მარადიული სიცოცხლის გზა. აღდგომა არის შეგრძნება მარადიული სიცოცხლისა."
/დეკ. პეტრე გიორგაძე/
"ირაკლი (63 წლის): - საშინელი ურწმუნოება სუფევდა იმ დროს, როცა მე მოვევლინე ქვეყანას, თუმცა ეს ურწმუნოება არ იყო, ჩემს მეზობლებსაც და ჩემი ოჯახის წევრებსაც ხატებიც ჰქონდათ და ჩუმად ლოცულობდნენ კიდეც. ეს უფრო რწმენასთნ ბრძოლა იყო.
აქტიური კომკავშირელი ვიყავი, ხუთოსანი და სანიმუშო მოსწავლე. მაშინ ასეთთა გზა თბილისისკენ, უნივერსიტეტისკენ მოდიოდა. მაშინ უნივერსიტეტი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი გახლდათ. ეკლესიები კი იყო აქ, მაგრამ მე არ მქონდა შიგ შესვლის სურვილი.
აღდგომა მოდიოდა და ვემზადებოდით, განა ლოცვითა და მარხვით. აღდგომა ეროვნულ დღესასწაულთან იყო გაიგივებული. ერთმანეთთან მივდიოდით, წითელ კვერცხებს ვუჭახუნებდით და ვხალისობდით. ვნების კვირას რა მნიშვნელობა ჰქონდა, ისიც არ ვიცოდი და კარგად ვიქეიფე დიდ ოთხშაბათს.
იმ ღამეს თურმე ვლაპარაკობდი, - უფალო, უფალო, მიშველე-მეთქი. საიდუმლო სერობა მესიზმრა, უფალი იესო ქრისტე ისე, როგორც ხატებზეა, მოციქულთა შუაში იჯდა. მე ვიღაც შავი კაცი სიბნელისკენ მიმათრევდა. ეს ხატი არასოდეს მენახა, მაგრამ ვიცოდი, რომ შუაში მჯდომი უფალი იყო და მას შევღაღადებდი.
უფალი წამოდგა, გადმოიხარა და ხელი გამომიწოდა. ის შავი კაცი სადღაც გაქრა. სული მოვითქვი და მაგიდასთან მივფორთხდი... იქ სინათლე და სითბო იყო. დაზაფრულს გამეღვიძა და მეორე დღეს ეკლესიაში გავქანდი. თვალით დავუწყე ძებნა ხატს და საკურთხევლის თავზე შევნიშნე. ისე გამიხარდა, რომ ცრემლი წამსკდა.
იმღამინდელი ელდა, შიში და გადარჩენის სიხარული გამოყოლილი მქონდა. არ ვიცი, ვარ თუ არა ღირსი აღდგომისა, მაგრამ მას შემდეგ ვცდილობ, არ ვუღალატო უფალს, არ შევაქციო ზურგი მართლმადიდებლობას."
"ქრისტე აღსდგა, ადამიანებო, ჭეშმარიტად აღსდგა!"
"კიდევ და კიდევ უთვალავჯერ ვიტყვი - ქრისტე აღსდგა!"
"აღდგომის მზე მხოლოდ სინანულის შემდეგ ამოდის"
/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/
"ნუ შემომეხები მე", - თქვა უფალმა. ასე მოკლედ გამოთქვა სათქმელი იოანე მახარებელმა, - ბრძანებს ნეტარი თეოფილაქტე. შემდეგ თითქოს ვიღაცამ იკითხა: რატომ? - განაგრძობს ნეტარი, - მე აღარ მაქვს მიწიერი ცხოვრების შესაბამისი სხეული, ჩემი სხეული ზეციურ სამყაროში ცხოვებისთვის არის განმზადებული, - იყო პასუხი".
"ყოველი ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლა იმის დასტურია, რომ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი სარწმუნოებაა".
"- "განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ!" - ამ სიტყვებში ზეციური იერუსალიმია ნაგულისხმები თუ მიწიერი?
- ეს ტროპარი აღდგომიდან ამაღლებამდე, 40 დღის განმავლობაში წარმოითქმის. კი, ჩვენ მივმართავთ ზეციურ იერუსალიმს სიტყვებით: "განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ!", მაგრამ აღდგომის შემდეგ ახალი იერუსალიმი შეიქმნა დედამიწაზე. აქ ლაპარაკია ახალ ეკლესიაზე, რომელსაც სათავე დაუდო თავად უფალმა იესო ქრისტემ ახალი აღთქმით, რომლის გამოხატულება მაცხოვრის მიერ დაწყებული საღვთო ზიარებაა, როდესაც საშუალება გვეძლევა, ჩვენც გავხდეთ თანაზიარი მაცხოვრის პატიოსანი სისხლისა და უხრწნელი ხორცისა.
სწორედ ამაზე მიგვანიშნებს დედაეკლესია, რომ მაცხოვრის აღდგომით განათლდა ახალი იერულიმი, მან ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ვიცით, რომ არსებობდა ძველი იერუსალიმი, რომელიც ათეული საუკუნეების მანძილზე ელოდა მაცხოვარს, მაგრამ ეს ხანა დასრულდა და ქვეყნიერებას უდიდესი სიხარული ეწვია: "დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა", ანუ ის, რასაც ელოდი, უკვე ხილულად გამოჩნდა - აქამდე უხილავი ღმერთი.
"განცხრებოდე და იხარებდ, სიონ", - ნათქვამია ტროპარში. ბოლო სიტყვები ღვთისმშობლისადმი არის მიმართული: "და აწ შენცა იშვებდი, ღვთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა". ყველაზე მეტად აღდგომა ხომ ღვთისმშობლისთვის იყო უდიდესი სიხარულის მომგვრელი, რომელიც თავიდან ბოლომდე ესწრებოდა მაცხოვრის ჯავრცმასა და წამებას. ეს მიმართვა: "და აწ შენცა იშვებდი, ღვთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა", იმის მაუწყებელია, რომ ძე შენი აღდგა და გამოიხსნა კაცობრიობა ჯოჯოხეთის ტყვეობიდან."
"ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! - სულ ამ ოთხ სიტყვაშია გადმოცემული ქრისტეს ოთხი სახარება. ადამიანებმა ღმერთს სიკვდილი მიუსაჯეს, ღმერთმა კი თავისი აღდგომით მათ უკვდავება მიუსაჯა, გვემის სანაცვლოდ მათ მიტევებით უპასუხა, შეურაცხყოფის სანაცვლოდ - უკვდავებით.
უფალმა თავისი აღდგომით ყველაფერი შეცვალა. უკვდავება იქცა ადამიანის მეორე თვისებად, ის მისთვის ბუნებრივი გახდა, ხოლო სიკვდილი - არაბუნებრივი. როგორც ქრისტეს აღდგომამდე ადამიანისთვის ბუნებრივი იყო მოკვდავად ყოფნა, ასევე ქრისტეს აღდგომის შემდეგ ბუნებრივად იქცა უკვდავება... ადამიანი იბადება არა მაშინ, როცა მას დედა შობს, არამედ მაშინ, როდესაც იწამებს მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს, რამეთუ იგი მაშინ დაიბადება საუკუნო ცხოვრებისთვის, დედა კი მას შობს სიკვდილისთვის, სამარისთვის.
ქრისტეს აღდგომაა თითოეული ჩვენგანის დედა, ყველა ქრისტიანის დედა, უკვდავთა დედა. აღდგომის რწმენით ადამიანი ხელახლა იბადება, მართლმადიდებლობისთვის იბადება. ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!" ამინ.
/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/
"ქრისტეს აღდგომა გვშველის კეთილსა და ბოროტს შორის მერყეობის დროს და გაბედულად გვაყენებს სიკეთის გზაზე".
/მამა დავით მექვაბიშვილი/
აღდგომა
"ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი".
ყური მიუგდეთ ამ საოცარ სიტყვებს. იგი გვიხმობს, მივიღოთ ეს წყალობა, ეს ნათელი ქრისტესი. კვლავ ინება უფალმა ჩვენთან შეხვედრა. დაიმახსოვრეთ მისი სიტყვები: "ნუ გეშინიან, რამეთუ შენთანა ვარ. ნუ შეცდები, რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, რომელმა განგაძლიერე შენ და შეგეწიე შენ და დაგიფარე შენ მარჯვენითა მართლითა ჩემითა".
"მაცხოვრის აღდგომით კაცობრივი ბუნება იქნა ზეცაში აღყვანებული."
"ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, აღსდექით მასთან ერთად"
"აღდგომა, აღდგომა უფლისა! და კიდევ გეტყვით სამების თაყვანსაცემად: აღდგომა! დღესასწაული დღესასწაულთა და ზეიმთა ზეიმი; იგი იმდენად აღმატებულია ყველა, თუნდაც საუფლო დღესასწაულზე, რამდენადაც მზე აღემატება ვარსკვლავებს".
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"აღდგომილი უფალი ჩვენ ყველას გველოდება სიყვარულით გაშლილი ხელებით"
/ილია მეორე/
-------------------------------
-----------
"დღეს დიდი და საიდუმლოებით მოცული დღესასწაულია! რომ არ ყოფილიყო გოლგოთა და ჯვარცმა არ იქნებოდა აღდგომა ქრისტესი!"
/ილია მეორე/
"ქრისტეს აღდგომა - უდიდესი ღვთივკოსმიური მოვლენა"
"აღდგომა არის გამაერთიანებელი ყოველივესი - წარსულისაც, აწმყოსიც და მომავლისაც"
"ქრისტეს აღდგომამ არა მარტო ადამიანი, არამედ მასთან ერთად დაცემული მთელი კოსმოსი განაახლა, ფერი უცვალა და წყევლისა და სიკვდილისაგან დაიხსნა"
"ქრისტეს აღდგომის მადლი ყოველივეს მსჭვალავს, აღდგომის ძალით ხდება აწმყოს ფერისცვალება, რარიგ უძრავი და შეუცვლელიც არ უნდა გეჩვენოთ იგი. ეკლესია მოწოდებულია, იცხოვროს აღდგომისმიერი ფერისცვალებით"
"აღდგომის მადლი მოქმედებს ჩვენში მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი რწმენა მტკიცე და შეურყეველია".
/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)/
"მშვიდობა თქვენდა" - ეს იყო აღდგომის შემდეგ წარმოთქმული ქრისტეს პირველი სიტყვები, როდესაც იგი თავის მოციქულებს გამოეცხადა"
"სიკვდილი დამარცხდა. მესიამ თავისი აღდგომით სძლია მას. ის სიცოცხლეა"
"ქრისტეს აღდგომით სიკვდილი ჩვენთვის მარადისობაში დაბადებად და ჭეშმარიტი ცხოვრების საწყისად იქცა. გქონდეს სიკვდილის უნარი ამქვეყნიურისათვის - ეს ხელოვნებაა ცხოვრებისა".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით მთელი კაცობრიობაც აღდგა მკვდრეთით და ზეცად ამაღლდა, მისი სიკვდილით ყველას უკვდავება მოემადლა".
/წმ. ათანასე ალექსანდრიელი/
"აღდგომის მადლმა აღადგინოს ყოველ ჩვენგანში, მთელ ჩვენს ეკლესიაში, მთელ მსოფლიოში ჭეშმარიტი სარწმუნოება, შეუორგულებელი სიყვარული, მტკიცე სასოება, რომ ადამიანის გული აღვსილი იყოს სიხარულით, როგორც უფალი ბრძანებს: "მსურს, რათა სიხარული თქვენი იყოს სავსებით"
/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)/
"ქრისტეს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მაგონდება ჩემი ახალგაზრდობის ხანა, XX საუკუნის 70-იანი წლების დასასრული, როცა სიონის ტაძრიდან ქრისტეს აღდგომას ხალხს ულოცავდა ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ილია II სიტყვებით: "ქრისტე აღსდგა - საქართველო აღსდგა!"
ეს იყო გაუგონარი და სანეტარო სიტყვები და შეიძლება ითქვას, თავდადება, რუსული კომუნისტური ზეობის ხანაში საქართველოს აღდგომისა და მისი გათავისუფლების მოწოდება. ამის თქმას იმჟამად ვერავინ ბედავდა, მაგრამ პატრიარქი ამას ამბობდა საჯაროდ და საოცარი იყო ხალხის სიხარული.
ჩვენც ამ ბრწყინვალე დღეს, ალბათ, შეგვიძლია გავიმეოროთ: "ქრისტე აღსდგა - საქართველო აღსდგა!" ღმერთმა მრავალს დაგასწროთ, ამინ!"
/მეუფე ანანია (ჯაფარიძე)/
"- რა დროიდან გადმოდის მარადიული ცეცხლი უფლის საფლავზე?
- პირველი ცეცხლი უფლის საფლავზე იმ დღიდან გადმოდის, როდესაც ქრისტე აღდგა. შემდეგ გოლგოთაც მოასწორეს და საფლავიც დაიკარგა. მხოლოდ მეოთხე საუკუნეში, როდესაც იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა და მისმა დედამ, წმიდა ელენე დედოფალმა საფლავის ადგილი გაწმინდეს და იქ ტაძარი ააგეს, კვლავ გამოჩნდა ცეცხლი უფლის საფლავზე. მას შემდეგ, ამ ტაძარში წმიდა ცეცხლი ქრისტეს აღდგომის ყოველ დღესასწაულზე გადმოდის და ჩვენდა სასიხარულოდ, ეს ხდება მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის ხელით."
"ყველამ უნდა გაიხაროს ამ დღეს - მდიდარმა და ღარიბმა, ბეჯითმა და ზარმაცმა, სულგრძელმა და სულმოკლემ, ვინც იმარხულა და ვინც ვერ შეინახა მარხვა; ყველამ გაიხაროს, რადგან აღდგომის დღეს უფლის ტაბლა სავსეა"
/მეუფე ანანია (ჯაფარიძე)/
"კითხვა: ამბობენ, რომ ერთი ზიარება აღდგომის დღესასწაულზე ორმოც ზიარებას უდრისო. შეეფერება თუ არა ეს სინამდვილეს?
პასუხი: ყოველ ზიარებას უფლის სისხლითა და ხორცით ერთი ძალა აქვს."
"კითხვა: აღდგომის დღესასწაული ემთხვევა ჩვენი ახლობლის გარდაცვალების წლისთავს. შეიძლება თუ არა, წლისთავი აღდგომას აღვნიშნოთ და, ამ დროს სუფრა სახსნილო უნდა იყოს თუ სამარხვო?
პასუხი: თუ თქვენი გარდაცვლილი ახლობლის წლისთავი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ემთხვევა, უმჯობესია, ეს თარიღი ცოტა მოგვიანებით აღნიშნოთ. რადგან აღდგომას ბრწყინვალე შვიდეულის დღეები მოსდევს, ბუნებრივია, სუფრაც სახსნილო შეიძლება იყოს."
"ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კვლავ უჩვეულო სიხარულით ავსებს ჩვენს გულებს. მისი სახით თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოდის ჩვენთან და ღვთაებრივი მადლით იმდენად აღავსებს ჩვენს შინაგან სამყაროს, რომ ეს მადლი, გულში დაუტევნელი, უხვად იღვრება და უნაწილდება ყველა გარშემო მყოფს"
/ილია II/
"აღდგომა სულის ზეიმია, სულის დღესასწაული"
"ქრისტეს აღდგომა ჩვენი სარწმუნოების საფუძველია"
"ქრისტეს აღდგომა იმქვეყნიური ცხოვრების არსებობას ამართლებს"
"ვინც სააღდგომო მსახურებაზე მივა, ანთებულ სანთლებსა და სულებს იხილავს, სააღდგომო საგალობლებლის სიტყვებს გაიგონებს და ტაძარს გარშემო ლიტანიობით შემოუვლის, ის სულში ჭეშმარიტად მოიპოვებს იმ ცოდნის ნაწილს - თუ რა არის ქრისტეს აღდგომა და რას ნიშნავს ის ჩვენს ცხოვრებაში".
"წმ. იოანე ოქროპირის სწავლებით, იუდეველებმა უარყვეს რა ზეციური, მიწიერ პასექს ზეიმობენ. ჩვენ კი დაუტევეთ მიწიერი და ზეციურ პასექს ვდღესასწაულობთ. მათი პასექი აღინიშნებოდა იუდეველ პირმშოთა ამქვეყნიური ცხოვრების, ამქვეყნიური ხანმოკლე სიცოცხლის გადარჩენის აღსანიშნავად, მაშინ, როცა ჩვენი პასექი იდღესასწაულება ყოველი ადამიანის გადარჩენისა და მათთვის სამარადისო ცხოვრების მინიჭებისათვის"
"მთელი ქრისტიანული მოძღვრება ეფუძნება აღდგომის ფაქტს. ამას მე არ ვლაპარაკობ, ამის შესახებ ბრძანებს პავლე მოციქული: "...უკეთუ ქრისტე არ აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაი ეგე თქუენი" (I კორ. 15, 17). თუ ქრისტე მკვდრეთით არ აღმდგარა, მაშინ ყველაფერი ინგრევა. მაგრამ იგი აღდგა და ეს ადასტურებს, რომ იგია უფალი სიცოცხლისა და სიკვდილისა და, მაშასადამე, არის ღმერთი!"
/არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი/
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღდგომა წელიწადში 52 კვირის განმავლობაში გრძელდდება. წელიწადში 52 კვირაა და ამდენივე აღდგომაა. როგორც გიხაროდა აღდგომის ღამეს, ისე უნდა გიხაროდეს მთელი წელი. კოცონი, რომელიც აღდგომას ავანთეთ, მთელი წლის განმავლობაში უნდა ენთოს. ის ადამიანები, რომლებმაც გარკვეული მადლი მიიღეს, ფეხისწვერებზე უნდა დადიოდნენ, რომ ეს მადლი შეინარჩუნონ. "
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"მაცხოვრის აღდგომით აღსრულდა დიდი საიდუმლო - გამოსყიდვა კაცთა მოდგმისა"
"ხორციელება სასიკეთო რომ არ ყოფილიყო, უფალი სხეულში არ აღდგებოდა"
"დღეს რამდენიმე სულიერი შვილი მესტუმრა სენაკში და ერთად ვიგალობეთ "ქრისტე აღდგა" სამჯერ. მე მათ ვუსურვე: "გისურვებთ, რომ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს აღდგომამ ჩვენს სულებში ყოველივე კეთილშობილური და კეთილი გრძნობა აღადგინოს, ყველა ჩვენგანს სიწმინდისკენ წარგვიძღვეს და სძლიოს ძველ კაცს "ვნებითურთ და გულის თქუმით" (გალ. 5, 24). ამას ითხოვს უფალი. ამიტომ ვისურვებდი, რომ ინებოს და შეგვეწიოს მკვდრეთით აღდგომილი ღმერთი, რათა შევმუსროთ და მოვაკვდინოთ "ძუელი იგი კაცი" (რომ. 6.6) და მისი ეკლესიის ღირსნი გავხდეთ. უდიდესი სასწაული, რომელიც ქრისტემ აღასრულა, არის მისი აღდგომა. ნურასოდეს დაგვავიწყდება ეს. მრავალჟამიერ!"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ვიღაცამ თქვა, რომ დღეს ყველაფერი ლოცულობს: დედამიწა, ზეცა, ვარსკვლავები, სურნელოვანი ყვავილები, მორაკრაკე ნაკადულები, მოჩუხჩუხე წყაროები, მგალობელი ბულბულები, მონავარდე პეპლები, ყველანი გალობენ: "ქრისტე აღსდგა".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ქრისტე არის ჩვენი სულის სიძე. ჩვენი სული - მისი სძალი, ყველაფერში მას მიჰყვება. მოწამეობაზეც, გოლგოთაზეც, ჯვარზეც, მაგრამ ასევე აღდგომაშიც. როდესაც სიყვარულის ამ საზომს მივაღწევთ, მაშინ ჩვენში ქრისტე დაივანებს და ჩვენს სულს აღავსებს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ჩვენც აღვდექით ქრისტეში!"
" - როგორ აღნიშნავთ დღესასწაულებს, რაიმე განსაკუთრებულს ხომ არ გაიხსენებთ ამასთან დაკავშირებით?
- წელს, ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, კალიფორნიის შტატში პირველად აღევლინა იესუ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ქართულად. ლიტანიობისას ტაძრის გარეშემოვლის საშუალება არ გვქონდა შენობის ადგილმდებარეობის გამო, ამიტომ გადავწყვიტეთ, სიმბოლურად შემოგვევლო ჩვენი პატარა ტაძრისთვის...
შენობის წინ დავდგით პატარა მაგიდა, რომელზედაც ქართულ დროშში გახვეული ოდიკი დავაბრძანეთ (ოდიკი არის, რაზეც ძღვენი იკურთხება და რის გარეშეც ეკლესია არ არსებობს), ზედ დავადგით უწმინდესის მიერ ნაჩუქარი, ხელნაკეთი ხის ეკლესია, დავდგით სამი ანთებული სანთელი და მის ირგვლივ ვლიტანიობდით... ეს იყო საოცარი... ნამდვილი მისტერია..."
/მამა იოანე (კავსაძე)/
"აღდგომის დღეს ციდან წამოსული წვიმა
დედა ღვთისმშობელის ცრემლებია წმინდა"
/ნონა ფერაძე/
"უდაოდ ცნობილია, რომ მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ჯერ კიდევ მოციქულები ზეიმობდნენ"
"ქრისტე აღდგა! - ამ სიტყვებშია ჭეშმარიტების გამარჯვება!"
"ქრისტე აღდგა! - ეს ორი სიტყვა მოიცავს ორივე სიცოცხლეს, აერთებს ორივე სოფელს, აკავშირებს მიწას ზეცასთან, ქმნილებას - შემოქმედთან, ადამიანს - ღმერთთან".
/ილია მეორე/
"ქრისტე აღდგა! - ამ სასიხარულო და მადლიან სიტყვებს იმეორებდნენ ჩვენი დიდებული წინაპრები; ეს სიტყვები გადაეცემოდა ბაგიდან ბაგეს, თაობიდან - თაობას და ავსებდა ადამიანებს იმ სიხარულით, რომელიც მარადიული სიყვარულის წიაღიდან მომდინარეობს!"
/ილია მეორე/
"დიახ, ჩვენ გვწამს და ვაღიარებთ ქრისტეს აღდგომილს! ანდა როგორ შეიძლება არ გვჯეროდეს ქრისტეს აღდგომა, როდესაც ვხედავთ, რომ ყველა მოციქული ქრისტეს აღდგომისათვის ეწამა და არცერთ მათგანს სასიკვდილო წამების დროსაც არ შეუწყვეტია აღდგომილი ქრისტეს ქადაგება!"
/ილია მეორე/
"დღეს ჩვენი მოზეიმე სულები ერთხმად უგალობენ და შესთხოვენ მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს: მოგვმადლე ჩვენ, ზეციურო მოძღვარო, ჩვენი დიდი წინაპრების რწმენის ძალა, სასოების შეურყევლობა და მხურვალება მათი სიყვარულისა!
მოგვმადლე ნიჭი, რომ ამქვეყნიურ ხმაურში გავიგონოთ მარადიულობის სიჩუმე და სიმშვიდე, რომ სამარადისოდ შეგიერთდეთ და ვიხაროთ შენთან!"
"უფლის აღდგომა არის უდიდესი სასწაული და აზრისა და სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე"
"აღდგომილი უფლის სხეულმა შეინარჩუნა მისთვის მიყენებული ჭრილობები. ეს არის მითითება იმაზე, რომ ვნებანი, თავდადება და ყოველივე ღირსეული, ქმნული მართალთა მიერ, თავის ადგილს ჰპოვებს მათ საუკუნო განდიდებაში"
"აჰა, აღდგომა, დღე საამური, დღე ყოველგვარი მხიარულებისა და სიხარულისა; შემოიქცევა ჟამი და მარადიულად მოგვეახლება აღდგომა ქრისტესი, უფრო კი ყოველდღიურად და მარადჟამს აღსრულდება მათში, რომლებმაც უწყიან ამ დღის საიდუმლო"
"ვმადლობდეთ უფალს, ვინც გვიწინამძღვრა მარხვის ზღვაში, ვინც სიხარულით შეგვიძღვა მისი აღდგომის ნავსადგურში"
"აღდგომა ქრისტესი არის აღდგომა ჩვენი"
"აღდგომის დღესასწაულმა სიხარულითა და ლხინით აგვივსო გულები, ერთბაშად გააქარწყლა მან ყოვლადწმიდა მარხვის სიმძიმე ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, სრულყო ჩვენი სულები და ამავე დროს, ნუგეში სცა მათ. ამ დღემ უხმო ყველა მორწმუნეს, რომ ილხენდნენ და აღავლენდნენ სამადლობელს; აწ კი, როგორც ხედავთ, მიიწურა იგი"
"სულს უხარია პასექის დადგომა, რადგან მას მისთვის სიმშვიდე და მრავალი შრომის შემსუბუქება მოაქვს"
"საიდუმლოი არს ჯუარცუმაი მისი, საიდუმლოი არს დაფლვაი მისი, საიდუმლოი არს აღდგომაი მისი"
"ქრისტემ, ჩვენმა ღმერთმა, რომელიც "ჯვარსა დამოეკიდა" და რომელმაც ჯვარზე მიალურსმა სამყაროს ცოდვა, იგემა სიკვდილი და ჩავიდა ჯოჯოხეთის უქვემოეს ნაწილში. როდესაც იგი კვლავ ამოვიდა ჯოჯოხეთიდან, შევიდა თავის უკვდავ სხეულში (რომელსაც ჯოჯოხეთში ჩაშვების დროსაც არანაირად არ განშორებია), მყისვე აღდგა მკვდრეთით და ამიშ შემდეგ ამაღლდა ზეცად ფრიად დიდებითა და ძალმოსილებით".
"აღსდგა ქრისტე და დაეცნენ ეშმაკნი"
"გულდასმით გამოვიკვლიოთ, თუ როგორ დაიფვლება ქრისტე ჩვენში, ვითარცა სამარეში, შემდეგ კი როგორ აღდგება იგი, ჩვენს სულებთან შეერთებული, და როგორ აღგვადგენს ჩვენც მასთან ერთად"
"აღდგომა, სულიერი აღდგომა მოგმადლოთ უფალმა!"
/ილია მეორე/
"დავიფლათ ქრისტესთან ერთად, რათა მასთან ერთად აღვდგეთ"
/წმ. ბასილი დიდი/
"ისევ არ გაგვწირა!
ისევ ჩვენთანაა!
მაინც ვუყვარვართ!
მრევლის დასწრების გარეშე...ამას არ ვიმჩნევთ!
დიდება ჩვენს პატრიარქს, ვისაც გარედან კი არა, შიგნიდან უფრო ებრძვიან, გვერდით მყოფები უფრო ტკენენ!
დიდება უფალს, კიდევ ერთი სასწაულის ღირსი რომ გაგვხადა!
ქრისტე აღდგა!
გილოცავთ, ჩემო ქართველებო, ვისაც უფალი გულში გყავთ!
ქრისტე აღდგა!"
/ლილიკო გელაშვილი/
-------------------------------------
"გული გაგვითბოს მკვდრეთით აღმდგარმა იესომ!"
/მამა პეტრე/
"კვლევის მიხედვით, იმერეთში მიკვლეულია ხაჭაპურის კიდევ ხუთი ვარიაცია: საჩხერული ტაბლა. მას აღდგომის დღესასწაულზე აცხობენ"
"ბერი ანთიმოზის სახე აღდგომის სიხარულით იყო გაბრწყინებული".
"კუვუკლია წაგრძელებეული ფორმისაა. მისი სიგრძე 8 მეტრია, სიგანე 5,55 მეტრი, ხოლო სიმაღლე 5,5 მეტრი. ის ბერძენმა ხელოსნებმა ააგეს, რათა ჩვენ, ბრძენ ხალხს გვქონოდა უტყუარი დასტური, რომ არსებობს უფალი, რომელმაც ელინებს მიუგო: "მოიწია ჟამი, რათა იდიდოს ძე კაცისა" (იოან. 12:23).
კუვუკლიას დიდებული იერსახე გააჩნია. მის გარშემო ბერძნულ ენაზე ტროპარია ამოტვიფრული: "ვითარცა ნათლითშემოსილსა და ვითარცა უშვენიერესსა სამოთხისასა, ესრეთ გიცნობთ შენ, რომელი გამოსჩნდი მხსნელად ყოვლისა სოფლისა, აღსდეგ უბრწყინვალესი ყოველთა ნათელთა ქრისტე, ღმერთი ჩვენი, და გამოსჩნდა საფლავი შენი, ვითარცა წყარო ჩვენისა აღდგომისა"
"ქრისტეს აღდგომა ღვთის ყოვლისშემძლეობის დასტურია, რადგან არცერთ მოკვდავს არ ძალუძს საკუთარი ძალებით მსგავსი ქმედების ჩადენა"
/ბერი ანთიმოზი/
"უფალმა ჩვენმა თავისი აღდგომით ძირს დააკვეთა ეშმაკის ბატონობა, ჯოჯოხეთი დაამარცხა და ბედნიერება მიანიჭა მოციქულებს, რომლებთანაც ორმოცი დღე დაჰყო"
/ბერი ანთიმოზი/
"დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი... გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, ტყვენი ცოდვისანი განათავისუფლა და მაცხოვნებლად კაცთა გამოჩნდა, - გიხაროდეთ!"
/ილია მეორე/
"ღმერთმა ყოველივე სიტყვით შექმნა და არც დაცემული კაცობრიობის სიტყვითვე გამოხსნა გაუჭირდებოდა, მაგრამ განგებულებამ ღვთისამ ინება, აღსრულებულიყო ჯვარცმა და აღდგომა."
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"2020 წლის აღდგომა შევა უახლესი ეკლესიის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი განსაკუთრებული აღდგომა, განსაკუთრებული მარხვით და განსაკუთრებული დევნის ქვეშ წარმართული"
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"მამა ტიხონისთვის წლის თითქმის ყოველი დღე აღდგომა იყო, მუდამ აღდგომის სიხარულს განიცდიდა"
"მაცხოვრის ხორციელი აღდგომა და ამაღლება წინასახეა კაცობრიობის საყოველთაო აღდგომისა. თუ ძე ღმერთის პირველი მოსვლით აღდგა და განახლდა ჩვენში არსებული ხატება ღვთისა (სული, გონება, თავისუფალი ნება) და ხორცი კვლავ საფლავად დევს, მაშინ მისი მეორედ მოსვლისას, როდესაც მოვა სიმართლით, დიდებით, როგორც ჭეშმარიტი მსაჯული და სულთა მპყრობელი, როცა "მიაგებს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ", - ხორციელად აღდგება ყოველი ადამიანი, თავისი სულისა და საქმეების შესაფერისი ხორცით შეიმოსება და დაიმკვიდრებს მისთვის განმზადებულ საუკუნო სამყოფელს - ან მარადიულ სიცოცხლესა და ნეტარებას, ან სამარადისო ცეცხლსა და ტანჯვას."
/დავით სურგულაძე/
"უგუნურია, ვისაც სძულს ღმერთის შესაქმე, ვინც ხორცის გამოხსნას, ხორცით აღდგომას უარყოფს და მიიჩნევს, რომ გვამის უხრწნელება არ იქნება."
"ჩვენ გვწამს, რომ სხეული აღდგება, არა ისე როგორც ახლა არსებობს, არამედ სუფთა, რომელიც არ დაზიანდება. ყოველ სხეულს თავისი სული დაუბრუნდება"
/წმ. მოწამე იპოლიტე/
"როგორც ჩვენ გვახარებს გაზაფხულის მოსვლა, ასევე უნდა გვახარებდეს ჩვენი მომავალი აღდგომა, მაგრამ აღდგომის გაზაფხული ჭეშმარიტად მხოლოდ მაშინ გაგვახარებს, როდესაც ქრისტიანულად ვიცხოვრებთ. ვინც ურჯულოდ ცხოვრობს, ის აღდგომის დღეს ვერ გაიხარებს და დაუსრულებლად იქნება წყვდიადში".
/წმ. ეფრემ ასური/
"თუ ქრისტე მკვდრეთით არ აღდმგარა, მაშინ ყველაფერი ინგრევა. მაგრამ იგი აღდგა და ეს ადასტურებს, რომ იგია უფალი სიცოცხლისა და სიკვდილისა და, მაშასადამე, არის ღმერთი!"
/არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი/
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ აღდგომა - ეს გაცილებით მნიშვნელოვანი რამ არის, ვიდრე - უბრალოდ დღესასწაული, უმნიშვნელოვანესი - ვიდრე გარდასული მოვლენის ყოველწლიური აღნიშვნა და მისთვის პატივის მიგება".
/პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი/
"ქრისტეს აღდგომით სიკვდილი ჩვენთვის მარადისობაში დაბადებად და ჭეშმარიტი ცხოვრების საწყისად იქცა. გვქონდეს სიკვდილის უნარი ამქვეყნიურისათვის - ეს ხელოვნებაა ცხოვრებისა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მაცხოვრის მიერ მარიამ მაგდალინელის მიერ გამოთქმულ სიტყვებში "ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან" (იოან.20:17), იგულისხმება, რომ "სხეული, რომლითაც ახლა, ანუ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ვარ შემოსილი, ცეცხლზე ძლიერია და ზეამაღლებისათვის უფრო მორგებულია, ის არა მხოლოდ ზეცაში, არემედ თვით ზეციური მამასთან ასვლისათვისაც არის განკუთვნილი".
"ჯვარცმის გარეშე არ არსებობს აღდგომა!"
"გაკურთხოთ მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა და განუგეშოთ წყალობითა თვისითა"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ქრისტე აღსდგა! მასვე დიდება, ამინ!"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"გაკურთხოთ აღდგომილმა უფალმან თვისითა უხრწნელითა მარჯვენით და ნუგეშინის გცეთ, მოგიტევოთ, სათნოებებით შეგამკოთ და ზეციურ სავანეში დაგამკვიდროთ!"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ქრისტე აღსდგა! მართლაც რა სიკეთე, ჭეშმარიტება და სიხარულია ამ სიტყვების წარმოთქმა! ამასოფლად რომ ასეთი სიხარულია, საუკუნო ცხოვრებაში რაღა იქნება?"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
„16-ის ვიყავი, ეკლესია სააღდგომოდ ემზადებოდა.
არც მახსოვს, ის პერიოდი რომელ ნათესავს ვაფარებდი თავს. უმეტესად საჯარო ბიბლიოთეკაში ვიჯექი და ყველაფერს ვკითხულობდი.
წიგნთან ურთიერთობა იყო ჩემი სამსახური.
აღდგომის ღამე ახლოვდებოდა. ტაძარი უნდა ამერჩია, სადაც სადღესასწაულო წირვას დავესწრებოდი.
გული მუდამ მთაწმინდისკენ მიმიწევდა.
მამადავითის ეკლესია მფარველად მყავდა მთელი ბავშვობა.
იმ დროს, აწ გარდაცვლილი მამა თომა მსახურებდა მთაწმინდაზე.
ვიდექი წირვაზე, ტკივილს და სიხარულს ერთად ვგრძნობდი... ზიარებამდე საკურთხევლიდან გამობრძანდა მამა თომა და ტაძარში მყოფ მლოცველებს მიმართა: ვინც მარხულობდით, მაგრამ ვერც აღსარება თქვით, ვერც შვიდგზის ზეთი იცხეთ, თუ გულზე ჯვარი გიკეთიათ, ჩემს თავზე ვიღებ და ყველას გაზიარებთო.
ვერც წარმომედგინა, თუ აღდგომის ღამეს ვეზიარებოდი.
ცრემლები და ქრისტეს სისხლი ერთად ჩავყლაპე.
გარეთ ვიღაც წითელ კვერცხს არიგებდა, მეც შემხვდა ერთი...
არც მიფიქრია, პირდაპირ გალაკტიონის საფლავს მივადექი.
,,ქრისტე აღდგა, გალა”!..
ჩავძახე საფლავში და წითელი კვერცხი შავ მარმარილოს ჩამოვარტყი...
ის იყო ჩემი ნამდვილი აღდგომა!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"პატარაობაში აღდგომა რომ მოდიოდა, ყველა ღებავდა წითელ კვერცხებს, მასწავლებელიც და მოსწავლეც, მაგრამ საჯაროდ აცხადებდნენ რომ სკოლაში არ მიგვეტანა... ბებია სკოლის პედაგოგი იყო და ისიც ასე ამბობდა, მაგრამ სახლში კვერცხებს მაინც ღებავდა".
/მეუფე ლაზარე/
"სააღდგომო კვერცხი მხოლოდ წითლად უნდა იყოს შეღებილი და უმჯობესია შეიღებოს ენდროში, რადგან ენდროში შეღებილი კვერცხი რამდენიც არ უნდა ჭამოს ადამიანმა, არ წყენს. გადმოცემით, ქრისტეს სისხლითაა გაჟღენთილი ენდროს ფესვები, რადგან ჯვარცხმის ჯვრის ქვეშ ყოფილა იგი ამოსული. ალბათ ამიტომ აქვს ის თვისება, რაც აქ აღვნიშნეთ. ქართული ტრადიციით კვერცხი წითლად იღებება მხოლოდ წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე".
"აღდგომა აღინიშნება გაზაფხულის ბუნიაობის (დღე-ღამ ტოლობისა) სავსემთვარეობის პირველ კვირა დღეს".
"საეკლესიო ჟამთააღმწერლის პამფილოსის ცნობით, პირველად ზეციური ცეცხლი აღდგომა ღამეს მაცხოვრის საფლავის ტაძარში III ს-ში გადმოვიდა: ერთხელ, როდესაც სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელებში ზეთი შემოაკლდათ, პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან გარდამოვიდა ცეცხლი და აღანთო კანდელები, რომელიც არ ჩამქრალა მთელი ლიტანიობის მანძილზე. მას შემდეგ, ყოველწლიურად, აღდგომის ღამეს, მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლი გადმოდის".
"წმინდა დედანი გახდნენ მოციქულები თავად მოციქულთათვის, ახარებდნენ რა მათ ქრისტეს აღდგომას"
/წმ. გრიგოლ დიალოღოსი/
"დედა ღვთისა თავის უსაყვარლეს შვილთან ერთად გულით გაეკრა ჯვარს ყველაზე მეტად, და მასზევე იზრუნა წამებულმა ძემ საოცრად ფაქიზად ჯვრიდან. და განა დატოვებდა მას ტავისი დიდებული აღდგომის უცნობებლად? და, მართლაც, აღდგომის ტაძარში, ძველ იერუსალიმში, უფლის საფლავის მახლობლად, ახლაც მიუთითებენ ადგილზე, სადაც უფალი ეჩვენა თავის უწმინდეს დედას. თუ მახარებლები არ ამბობენ ამაზე, მიზეზი გასაგებია. ღვთისმშობლისათვის არ იყო სასურველი, რომ მასზე გაცხადებულიყო, და მოციქულებიც კეთილი კრძალვით ეკიდებოდნენ ამ უჩვეულო სიმდაბლეს დედათა შორის უწმინესი დედისა, როგორც კანონს, აფასებდნენ მის სურვილს და ერიდებოდნენ მასზე საუბარს, რადგან თავადაც მდუმარება უყვარდა".
/წმ. გრიგოლ დიალოღოსი/
"განა შეიძლება არსებობდეს სიხარული, აღმატებული ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის სიხარულზე?!"
/მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო/
" - და სხუანი ვინმე აღდგეს და ცრუსა წამებდეს მისთვის და იტყოდეს, ვითარმედ: ჩუენ გვესმა მაგისგან სიტყუაი, ვითარმედ: მე დავარღვიო ტაძარი ესე ხელით-ქმნილი და მესამესა დღესა აღვაშენო სხუაი, ხელით-უქმნელი. და არცა ესრეთ ერთ იყვნეს წამებანი მათნი.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:
"ჭეშმარიტად ესენი იყვნენ ცრუმოწმენი, რადგან ქრისტეს არ უთქვამს: შემიძლია "დავანგრიო", არამედ "დაანგრიეთ", არა უთქვამს ამასთან - "ღვთის ეკლესია", არამედ "ტაძარი", ანუ ჩემი სხეული; და კიდევ, "არ უთქვამს "შევქმნი", არამედ "ახალს ავაგებო". ცხადია, რომ ცრუმოწმენი მიაწერდნენ ისეო ქრისტეს იმას, რაც მას არ უთქვამს".
"სიკვდილი არ არის ჩვენი ცხოვრების დასასრული, ამის საუკეთესო მაგალითი კი ჩვენთვის სწორედ ჯვარცმული მაცხოვრის აღდგომაა, რომელიც მარადიული სიხარულით, სასოებითა და რწმენით აღავსებს ყოველ ადამიანს".
"სავარაუდოა, რომ ბაღიც, სადაც სამარხი იყო, იოსებს [არიმათიელი] ეკუთვნოდა. საღვთო განგებულებით, ისე იყო მოწყობილი, რომ ეს სამარხი ახალი იყო, რათა მას შემდეგ, რაც მაცხოვარი აღდგებოდა, არავის ეფიქრა, რომ აღდგა ვინმე სხვა".
/ბერი ექვთიმე ზიგაბენი/
"როგორც ვარსკვლავებს აღემატება მზე ჩვენთვის, ისე აღდგომა აღემატება ყველა დღესასწაულს"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"მოციქულები განსაკუთრებული ძალით ქადაგებდნენ ქრისტეს აღდგომას. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ ამის შესახებ ქადაგებდნენ, მაგრამ ქრისტეს აღდგომა, როგორც ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველი (1 კორ. 15.14), იყო ძირი და ცენტრალური პუნქტი მთელი სამოციქულო მოღვაწეობისა".
/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/
"სხვა სასწაულების ნაცვლად, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ჭამა და სვა მოწაფეებთან, რადგან მკვდრეთით მისი აღდგომა - ეს იყო სასწაული, ყოველ სასწაულზე აღმატებული, ხოლო ჭამა და სმა - აღდგომის დამადასტურებელი, რომ ის ნამდვილი იყო და არა მოჩვენებითი".
/სამოციქულოს განმარტებიდან/
"გუშინ მე გაკრული ვიყავი მასთან ერთად, დღეს ვცოცხლდები მასთან ერთად. გუშინ დავიმარხე მასთან ერთად, დღეს აღვსდგები მასთან ერთად".
"აღდგა ქრისტე და შეწყდა ხრწნილება, აღდგა ქრისტე და გაბრწყინდა უკვდავება"
"ქრისტე აღდგა! მაშინ უკვდავებით გამოწვეული სიხარული შეძრავს ყველა არსებას და უდიდესი საზეიმო ხმით გაისმის საპასუხო ქუხილი - ჭეშმარიტად აღდგა!"
---------------------------------------------
"აღდგომის ღამეს ქრისტეს აღდგომის სიხარული სულიერი ნათლის ტალღებად იღვრება ყოველი მართლმადიდებლური ტაძრიდან და წყვდიადში ჩაფლულ ღამეს სიხარულით სავსე, ბედნიერ დღედ აქცევს".
"აღდგომა ქრისტიანულ დღესასწაულთა გულისგულია. მის ირგვლივ განლაგებულია ყველა დანარჩენი დღესასწაული, ვით მზის დისკოს გარშემო - სხივთა ოქროს შარავანდი"
"ქრისტე აღდგა მკვდრეთით! - ამ სიტყვების სიღრმიდან, ვით ნათლის უფსკრულიდან, მთელ სამყაროს ეფინება სხივები. მათში ჩადებულია აუხსნელი მიმზიდველი ძალა - თითქოს თვით ქრისტე ეხება ჩვენს გულებსო. მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს ქადაგებისთვის მოციქულები სიხარულით ხვდებოდნენ წამებას, სიკვდილს".
"უფალმა დასცა ტირანი - მოკლა სიკვდილი. მესამე დღეს, მკვდრეთით აღმდგარმა, მისი მეუფება დაამხო".
"ჩვენ სიკვდილს მოველით, მაგრამ წინასწარ ვჭვრეტთ უკვდავ ცხოვრებას, რისი პირობაც მაცხოვრის აღდგომამ დაგვიდო".
"აღდგომის დღეებში ჩვენ ერთმანეთს მივმართავთ - "ქრისტე აღდგა!" ამ სიტყვებში ჩადებულია ჩვენი რწმენის ნათელი, ჩვენი სასოების სიხარული, ჩვენი სიყვარულის სიმტკიცე. და ამ სიტყვების პასუხად ეკლესია ღაღადებს: "ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!"
"სააღდგომო განწყობა არა მხოლოდ სულმა, ხორცმაც უნდა იგრძნოს, ამიტომ ან დღეებში [ბრწყინვალე შვიდეულში] დაშვებულია ღვინისა და ხორცის მიღება ყოველი მართლმადიდებლისათვის დამახასიათებელი ზომიერების ფარგლებში".
"აღდგა წყარო ცხოვრებისა და ჭეშმარიტებისა, წყარო სილამაზისა და სიკეთისა"
"წმინდა აღდგომის დღეს ჩვენ შინაგანი მშვიდობა მოგვენიჭა. ეს დიდი მადლია, რომელსაც უნდა გავუფრთიხლდეთ"
"როდესაც ბოროტებას ჩავდივართ და ვცოდავთ, ჩვენი სული - ღვთისგან შექმნილი ხელთუქმნელი ტაძარი - ვიწრო და ბნელ საფლავად იქცევა, უგრძნობლობის ლოდი ეფარება. ამ დროს იგი თითქოს სიკვდილის ძილით იძინებს. დრო გადის, ადამიანს უჭირს მხოლოდ საკუთარი ძალით ამ ლოდის გადაბრუნება. მოწყალე უფალი კი ჩვენი სულის დასახმარებლად გვიგზავნის ანგელოზს, რომელიც უგრძნობლობის მარწუხებისგან გვათავისუფლებს, აღგვიძრავს სინანულის განცდას და გვაუწყებს: "ქრისტე აღსდგა!.." სინანულისა და საკუთარი უღირსების განცდა ჩვენი გულების გაცოცხლების დასაწყისია. ამის მერე გული კვლავ ღვთის ტაძრად იქცევა და უგალობს უფალს, რომელიც აღდგა და მოგვანიჭა ცხონება".
"მადლი, მშვიდობა, სიყვარული და სიხარული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს თქვენ ყოველთა თანა. ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!"
"თუმცა მისი სხეული გარკვეული ხნის განმავლობაში უძლური იყო, რადგანაც უნდა მომკვდარიყო, მაგრამ იგი მკვდრეთით აღდგა, რადგანაც მასში მყოფი სიტყვა სიკვდილის ხუნდებით ვერ შეიბოჭებოდა".
/წმ. კირილე ალექსანდრიელი/
"არ არის სასწაული, უფრო დამოწმებული, არ არის ჭეშმარიტება უფრო გასახარი ადამიანის გულისათვის, როგორც ქრისტეს ყოვლადდიდებული მკვდრეთით აღდგომა!"
"მეგრულად აღდგომას თანაფა (განთიადი) ჰქვია და მართლაც ქრისტეს აღდგომით ნათელი გახდა კაცობრიობის საბოლოო ხვედრი - ნაწილისთვის მარადიული სიცოცხლე, ნაწილისთვის მარადიული სიკვდილი"
/ბერი ერმოლაოსი/
"მის სიკვდილში ჩვენ ყველანი მოვკვდით და მის აღდგომაში ჩვენ ყველანი აღვდექით"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"მკვდრეთით აღმდგარი ღმერთი გვიხმობს სამეუფეო გზისკენ, მარადიული დიდებისა და ნეტარებისკენ, მარადიული სიყვარულისა და სიხარულისკენ."
/ილია მეორე/
"აღდგომა სიცოცხლის დღესასწაულია, რომელიც ადამიანს შემოქმედთან ცოცხალი ურთიერთობით ენიჭება"
/მღვდელი ირაკლი დუმბაძე/
"მონანიება არა მხოლოდ მეორე ნათლობაა, არამედ პირველი აღდგომა, მკვდრეთით აღდგომა. ამრიგად, თუ ადამიანმა შესცოდა და მოინანია, ის მკვდრეთით აღდგა, მკვდარი იყო და გაცოცხლდა, და დაკარგული იყო და გამოჩნდა (ლკ. 15,32)"
/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/
"ისევე, როგორც აბრაამს სჯეროდა, რომ მისი უკვე მკვდარი სხეული ნაყოფიერებას შეიძენდა, შენც უნდა დაიჯერო, რომ იესო მოკვდა, მკვდრეთით აღდგა და ეს რწმენა, როგორც შენს მამამთავარ აბრაამს ჩაეთვალა სიმართლედ, ისე შენც ჩაგეთვლება"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. ღმერთმა ყველას ყველაფერი გვაპატია. ეხლა შეგვიძლია ზომიერად დავლიოთ და ვიმხიარულოთ. აღდგომას ვინც ცოდვებზე იფიქრებს, ის იუდაზე უარესია"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"სიკვდილის სიკვდილით დამარცხება ჭეშმარიტად უდიდესი სიბრძნეა"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"აღდგომის შემდეგ უფალს ჰქონდა იგივე სხეული, რომლითაც იტანჯა. თუმცა, უკვე აღარ ჰქონდა საკუთარ თავში ადამიანური უძლურება. ჩვენ ვამბობთ, ის უკვე აღარ განიცდიდა შიმშილს, დაღლილობას ან რაიმე მსგავსს, მაგრამ ამიერიდან იყო უხრწნელი და არა მხოლოდ ასეთი, არამედ ცხოველმყოფელი. ვინაიდან სხეული, რომელიც დამახასიათებელია ცხოვრებისათვის, ანუ მხოლოდშობილისათვის, გაბრწყინებული იყო საღვთო დიდებით".
/წმ. კირილე ალექსანდრიელი/
"თუ მორწმუნეები ხართ, შეურყევლად იდექით ქრისტეს აღდგომის რწმენის მყარ ქვაზე"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"აღდგომის შემდეგ, უწმინდურთა და ცოდვილთა სიკვდილი დაინთქმება ძლევაში. ეს ხომ დაცინვაა: "სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?" რადგან ძლევა სიკვდილზე - ეს არის მკვდართა აღდგომა"
/ამბროსიასტე/
"მთელი ჩვენი იმედი აღდგომაშია თავმოყრილი"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ვინც არ იჯერებს აღდგომას, "არ იცის ღმერთი", არ იციან ყოვლისშემძლე ღმერთი"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"ადამიანო, ეჭვი ნუ შეგეპარება აღდგომაში"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"გახსნა რა მან საუკუნოდ ტყვედქმნილნი, კვლავ მკვდართაგან აღმოვიდა და გაგვიკვალა აღდგომა"
/წმ. იოანე დამასკელი/
"ქრისტემ დაითმინა ნერწყვა, გვემა, ტანჯვა და ბოლოს - სიკვდილიც, და ყველა მისიანიც ამ გზით უნდა მისწვდეს მის აღდგომას"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"აღდგომა ქრისტესი არის აღდგომა ჩვენი"
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"ქრისტემ, ჩვენმა ღმერთმა, რომელიც "ჯვარსა დამოეკიდა" და რომელმაც ჯვარზე მიალურსმა სამყაროს ცოდვა, იგემა სიკვდილი და ჩავიდა ჯოჯოხეთის უქვემოეს ნაწილში, როდესაც იგი კვლავ აღმოვიდა ჯოჯოხეთიდან, შევიდა თავის უკვდავ სხეულში (რომელსაც ჯოჯოხეთში ჩაშვების დროსაც არანაირად არ განშორებია), მყისვე აღდგა მკვდრეთით და ამის შემდეგ ამაღლდა ზეცად ფრიად დიდებითა და ძალმოსილებით".
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"აღდგომა და დიდება ქრისტესი, როგორც ითქვა, არის აღდგომა და დიდება ჩვენი, რც იქმნება, რაც ცხადდება და რაც ვლინდება ჩვენ წინაშე, რაჟამს აღდგება უფალი ჩვენში, რადგან ერთგზის უკვე ითვისა მან ჩვენი ბუნება და ამიტომაც, ყოველივეს, რასაც ჩვენში იქმს, თვითვე იკუთვნებს; აღდგომა სულისა არის შეერთება ცხოვრებასთან".
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"უნდა წუხდეთ მათთვის, ვისაც აღდგომის სასოება არა აქვს"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"მაცხოვრის აღდგომილ სხეულს შენარჩუნებული ჰქონდა ვნების კვალი"
/წმ. ანდრია კესარიელი/
"დილით ადრე უნდა ვილოცოთ, რათა ჩვენ ლოცვით ვადიდოთ ღმერთის მკვდრეთით აღდგომა".
"იესო ქრისტეს აღდგომა ჩვენი მომავალი აღდგომის სახეც არის, და ჩვენ აღვდგებით მესამე დღეს, ანუ - ჩვენი არსებობის მესამე ეტაპზე".
"როგორც ჩვენ გვახარებს გაზაფხულის მოსვლა, ასევე უნდა გვახარებდეს ჩვენი მომავალი აღდგომაც, მაგრამ აღდგომის გაზაფხული ჭეშმარიტად მხოლოდ მაშინ გაგვახარებს, როდესაც ქრისტიანულად ვიცხოვრებთ. ვინც ურჯულოდ ცხოვრობს, ის აღდგომის დღეს ვერ გაიხარებს და დაუსრულებლად იქნება წყვდიადში!"
/წმ. ეფრემ ასური/
"მართლმადიდებლებს შორის გავრცელებულია აღდგომის დღესასწაულის მილოცვა სამჯერადი ამბორით".
"როდესაც თითოეული ელემენტი დააბრუნებს იმას, რაც მასში იყო ადამიანის რთული შედგენილობისგან, ხდება მკვდრეთით აღდგომა"
/ეკუმენიოსი/
"განთიადი ჩიტების ლაღი ჭიკჭიკით, გაზაფხულის მხიარული მზე მოწმენდილ ლაჟვარდოვან ცაზე, ხმაწკრიალა ნაკადულები, თოვლის დნობას რომ მოჰყვებიან, დამსკდარი კვირტები ხეების ნორჩ, ნაზ ყლორტებზე, ხეებისა, მთელ ზამთარს მკვდარი, გამოფიტული რომ გვგონია - ყველაფერი ეს ხმამაღალი ქადაგებაა მკვდრეთით აღდგომაზე, გამხმარი, მიწით დაფარული ძვლების გაცოცხლებაზე, ქრისტეს აღდგომაზე, მერვე დღის დილაზე - მარადისობაზე; ეს სიხარულით სავსე საგალობელია სასტიკი ზამთრის მძიმე დღეების სამომავლოდ დასრულებაზე, ახალი უნაღვლო ცხოვრების საგალობელი".
/არქიმანდრიტი ლაზარე/
"აღდგომის შემდეგ უხრწნელებაში შევიდა"
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"არა - პირველ დღეს, არა სიკვდილისთანავე აღსდგა უფალი, რათა ეკურთხებინა ჩვენი გზა საფლავისაკენ და იმედით გაენათლებინა ჩვენი საფლავები. მეორე დღეს, - შაბათსაც არ აღსდგა იგი, რათა დაეცვა შაბათის უქმის სჯული და საფლავში ხანგრძლივი ყოფნით ყველა დაერწმუნებინა თავისი სიკვდილის ჭეშმარიტებაში და ამით აღდგომის დიდება განედიდებინა. და არც უფრო გვიან, ვიდრე მესამე დღეს, - აღსდგა უფალი, რათა თავისი მოწაფეები მეტად აღარ დაეტოვებინა მწუხარებასა და გაუგებრობაში, რათა მალე გაეხარებინა ისინი და დაემშვიდებინა. და თანაც, განა შეეძლო კი სიკვდილს დიდხანს ჰყოლოდა თავის ბორკლებში წყარო ცხოვრებისა?!"
"ქრისტემ თავისი სიკვდილით დაამარცხა ცოდვა და თავისი აღდგომით დამაარცხა სიკვდილი!"
"ქრისტემდე ადამი ჯოჯოხეთშია, ქრისტეს შემდეგ კი, ავაზაკიც - სამოთხეში"
"[კათალიკოზმა] ჯვარი დასახა, ეამბორა, მიულოცა წითელი კვერცხი"
/ვასილ ბარნოვი/
"არ არის და უკვე აღარასოდეს იქნება ეს უიმედო განშორება - ქრისტე აღდგა!"
"წმინდა მამები და მასწავლებლები ერთხმად ამბობენ, რომ იესო ქრისტეს აღდგომა მოხდა მამლის პირველი ყივილისას, რაც წინ უძღოდა უვკე კვირა დღის გათებნებას"
"დედამიწის მკვიდრთაგან არავინ შეიქმნა ღირსი უფლის საფლავიდან დიდებული აღდგომის ხილვისა, რადგან არავის ძალუძს ამის დანახვა; მოკვდავ თვალს არ შეეძლო, გაეძლო იმ მიუახლებელი ნათლისათვის, როგორშიც დატოვა აღდგომილმა საწოლი სიკვდილისა".
"მაჰმადიანობის მიუხედავად, იმერხევში შემორჩენილი იყო ზოგიერთი ქრისტიანული ტრადიცია. მაგალითად, სოფელ ბაზგირეთში აპრილის ბოლო რიცხვებში ბებიები შვილიშვილებს კვერცხებს წითლად უღებავდნენ".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 188/
"- ხომ შეეძლო იესოს, თვით სიკვდილის ჟამსაც, აღემართა სხეული და სჩვენებოდა ისევ ცოცხალი?
- ეს მან შეგნებულად და წინდახედულად არ მოიმოქმედა, რადგან იტყოდნენ, რომ სხეული საერთოდ არ მომკვდარაო".
-----------------------------------------------
"ქრისტე მკვდრეთით აღსდგა იმგვარი უხრწნელი სხეულით, ადამს რომ ჰქონდა სამოთხეში"
/ილია მეორე/
"ბრწყინვალე შვიდეულის ყოველი დღე თავისი მნიშვნელობით აღდგომის დღეს უტოლდება"
"პირველი ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქვემოქმდების სათნო საქმეებითაც ამკობდნენ"
"ჩვენი ეკლესიის საუკუნოვანი გალობის ხმა ქვეყნიერების კიდეებამდე აღწევს და ნათლად აღიარებს ჩვენი რწმენის ჭეშმარიტებას, რომ "ქრისტე აღდგა!"
/თეოდორე II, პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა/
"დასჯილი ევა გამართლებულია, განდევნილი ადამი მოწოდებულია, წყევლა განქარვებულია, სიკვდილი დაძლეულია, ეშმაკი დაცემულია, ჰურიები გლოვობენ, ჯვარი უფლისა ბრწყინავს, კაცთათვის უკვდავება მინიჭებულია, ადამიანის ბუნება განახლებულია, აჰა, ნაყოფი სამი დღის დაფლვისა, იხარეთ და იმხიარულეთ!"
"კეთილმორწმუნე მეფეები ჰბაძავდნენ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რომელმაც გამოგვიხსნა ცოდვისა და სიკვდილისაგან. ისინი [აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე] საპყრობილეებიდან ათავისუფლებდნენ ტუსაღებს (მაგრამ არა მძიმე დანაშაულების ჩამდენთ)"
"აღდგომის სინათლე განანათლებს ჩვენს გულებს და ჩვენი მსვლელობაც ჭეშმარიტების შეცნობისაკენ წარიმართება".
"ჩვენი ეკლესია არის ჯვრისა და აღდგომის ეკლესია. ჯვრის გარეშე არ არსებობს აღდგომა, თუმცა არც ჯვარი არსებობს, რომელსაც აღდგომაა არ მოჰყვა"
/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/
"აღდგომა რითი მოხდა ქრისტე მაცხოვარში - სიმდაბლით. რომ არ ყოფილიყო მისი ჯვარცმა, არ იქნებოდა მისი აღდგომა"
/დეკ. ლუკა ბუცხრიკიძე/
"ერთხელაც, აღდგომას, ტაძრიდან რომ ამოვდიოდი, კიბის თავში დამხვდა [ღირსი მამა გაბრიელი]. გაბრწყინებული მესალმება:
- ქრისტე აღდგა!
- ჭეშმარიტად აღდგა, მამა გაბრიელ, კვერცხი არა მაქვს, - გაჭირვების წლები იყო.
-უი, მამიკვდა თავი! ეხლავე, - პატარა ბავშვივით შევიდა კოშკში და გამომიტანა კვერცხი"
/მონაზონი აგლაიდა/
"და იწყება პირველი "ქრისტე აღდგა".
ღმერთო, ამაზე მეტი სიხარული ნუთუ კიდევ სადმე არსებობს?"
/იღუმენია პარასკევა/
"უნდა ითქვას, რომ მამა გაბრიელმა [აღმსარებელი და სალოსი] განსაკუთრებული გრძნობით იცოდა თქმა:
- ქრისტე აღდგა!
თან ამ დროს სახე ისე უბრწყინავდა, ისე უხაროდა, როგორც არასდროს. არავინ გამორჩებოდა, ყველას სათითაოდ მიულოცავდა"
/იღუმენია პარასკევა/
"ვ. ლოსკი აღდგომის შესახებ თავის სწავლებას შემდეგი სიტყვებით ამთარებს: "ქრისტეს აღდგომის შედეგად სიცოცხლის მთელი სისავსე კაცობრიობის გამხმარ ხეზე იმისათვის დაემყნო, რათა ეს მკვდარი სხეული გაცოცხლებულიყო"
"ქრისტეს აღდგომა არის ერთადერთი აბსოლუტურად გონიერი ფაქტი მსოფლიო ცხოვრებისა. სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე, ჭეშმარიტების გამარჯვება ბოროტებაზე. ეს არის გონიერება, აზრი და არსი".
"ქრისტე რეალურად რომ არ არსებულიყო, არ მომხდარიყო მისი აღდგომა და ამაღლება, მაშინ საული ანუ სავლე არ გადაიქცეოდა პავლედ"
"ადამიანებმა ღმერთს სიკვდილი მიუსაჯეს, მან კი თავისი აღდგომით ისინი უკვდავყო; გვემის წილ გულში ჩაიკრა, შეურაცხყოფის წილ დალოცა და სიკვდილს წილ მარადისობა აჩუქა.
არასდროს ადამიანს ისე არ სძულებია ღმერთი, როცა ჯვარს აცვა და არასდროს ღმერთს ისე არ ჰყვარებია ადამიანი, როცა აღდგა"
"სულ ოთხ სიტყვაშია გაცხადებული ქრისტეს ოთხი სახარება: აი, ეს სიტყვები - ქრისტე აღდგა! - ჭეშმარიტად აღდგა! ყოველ სიტყვაში თითო სახარებაა, ხოლო ოთხივე სახარებაში - მთელი ღვთაებრივი სამყარო, ხილულის და უხილავის არსი და როცა ყველა ადამიანური შეგრძნება და აზრი გაერთიანდება ქუხილად საადგომო მიილოცვაში - ქრისტე აღდგა! მაშინ უკვდავების სიხარული შეძრავს ყველა სულდგმულს და მოზეიმე ხმით დაიგუგუნებს პასუხად - ჭეშმარიტად აღდგა..."
"ყოველი ადამიანი საიდუმლოა და საიდან უნდა იცოდე, თუ რა ადამიანია იგი! ერთხელ წმ. მთაზე ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთ სენაკში შევხვდით. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ მაგიდასთან დავსხედით, ყველითა და სააღდგომო კვერცხით გავიხსნილეთ. ჩვემს გვერდით იჯდა ბერი - ჯორების მწყემსი, რომელსაც მათი საშუალებით შეშა გადაჰქონდა. ვხედავ: კვერცხი და ყველი გვერდზე გადადო, "გაიხსნილე", - ვეუბნები. - "კარგი, კარგი, გავიხსნილებ" - მპასუხობს და ვხედავ, რომ არ ჭამს. "ჭამე, - ვეუბნები კვლავ - დღეს ხომ აღდომაა". "მომიტევე, წმიდაო მამაო, იმ დღეს, როდესაც ვეზიარები, მე არ ვჭამ, დღის ორ საათზე გავიხსნილებ". წინა დღეს მარხულობდა, ხოლო ზიარების შემდეგ მხოლოდ დღის ორ საათზე იღებდა საკვებს! ხედავთ, როგორ იქცეოდა იგი ღვთის სიყვარულის გამო?! სხვები კი ალბათ თვლიდნენ, რომ მათ წინაშე უბრალო ჯორების მწყემსი იყო"
/ღირსი პაისი ათონელი/
"რწმენა აღდგომისა ქვაკუთხედია ჩვენი სარწმუნოებისა"
"არ საჭიროებდა უფლის სხეული მენელსაცხებელთა კეთილსურნელოვან ნელსაცხებლებს. ნელსაცხებლის ცხებას მან აღდგომით დაასწრო. მაგრამ წმინდა დედებმა მირონის დროული შეძენით, ცხოველმყოფელი საფლავისკენ ადრეული, მზის პირველ სხივებთან ერთად სვლით, შიშის უგულებელყოფით, რასაც ჰგვრიდა სინედრიონის ბოროტება და მეომართა დაცვა, საფლავსა და დაფლულს რომ სდარაჯობდა, გამოაჩინეს და საქმით დაამტკიცეს უფლისადმი თავიანთი გულის წინდი. მათი ძღვენი ზედმეტი აღმოჩნდა; დედები ასწილად იქნენ დაჯილდოებული მათ მიერ აქამდე არხილული ანგელოზის გამოცხადებით, ცნობით, რომელიც არ შეიძლებოდა, არ ყოფილიყო ყოვლადსარწმუნო, ღმერთკაცის აღდგომისა და მასთან ერთად კაცობრიობის აღდგომის შესახებ"
"შარშან სააღდგომო კვერცხები კიევ-პეჩორის ლავრაში ვაკურთხებინე. ერთი მათგანი დავიტოვე, სერვანტზე დავდე. ერთ დღეს ჩემს შვილს კვერცხი შემთხვევით დაუვარდა და გაუტყდა. სასწრაფოდ ფანჯრის გაღება ვურჩიე, რათა ოთახში ლაყე კვერცხის სუნი არ დამდგარიყო. მან კი მიპასუხა: "არა, არავითარი სუნი არ აქვს!"
ოთახში შევედეი და მართლაც არავითარი სუნი! გატეხილი ნაჭუჭიდან მოთეთრო-მონაცრისფრო მასა ჩანდა. ძალიან გამიკვრიდა. როგორც ბიოქიმიკოსს ამ ფაქტის მეცნიერული ახსნა არ შემეძლო. მას კიდევ ერთი საოცარი მოვლენა დაემატა. ჩემმა ახლებელმა დამირეკა და გაკვირვებულმა მკითხა:
- ამიხსენი, რატომ აფეთქდა კვერცხი, რომელიც შარშან აღდგომაზე მაჩუქე?
საქმე ასე ყოფილა, ის ოჯახის წევრებთან ერთად კითხულობდა ოკულტურ წიგნს "ცოცხალი ეთიკა", წიგნი მთავრდებოდა სიტყვით - "აუმ". სწორედ იმ წუთს, როცა მან ეს სიტყვა წაიკითხა, აფეთქების ხმა გაისმა.
მოულოდნელობისაგან ყველა შეკრთა. აღმოაჩინეს პატარა ნაწილებად დამსხვრეული სააღდგომო კვერცხი. ჩემი ნაცნობი უფრო მეტად იმან გააკვირვა, რომ უსიამოვნო სუნი არ ყოფილა. აფეთქება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო, თუ წნევა კვერცხის შიგნით გარეთა წნევაზე მეტი იქნებოდა. მაგრამ გაფუჭებული კვერცხებიც კი არ ფეთქდებიან, რადგან შიგნით წარმოშობილი გაზი ნელ-ნელა ნაჭუჭის ფორებიდან გამოდის.
მაშ რა მოხდა? უფალს სურდა ოკულტური წიგნის მკითხველების გონზე მოყვანა და მათ სულიწმიდის მადლით სასწაული გაფუჭებული კვერცხით აჩვენა. მისი აფეთქებით კი დასაჯა ისინი, რადგან ეშმაკის ხაფანგი - სიტყვა "აუმ" - სიწმიდის შეურაცხმყოფელია".
"ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ერთი ყრუ ქვრივი ქალი, რომელსაც ზარების რეკვის ხმა არ ესმოდა, ეკლესიაში მივიდა. იგი ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცულობდა და ამ დროს მკაფიოდ გაიგონა სიტყვები ტროპარისა "ქრისტე აღდგა მკვდრეთით" და მას შემდეგ სიყრუისგან განკურნა. ღმერთმა ღვთისმშობლის მეოხებით მისცა ურთასმენა ქალს ტროპარის - "ქრისტე აღდგა მკვდრეთით" გალობისას და ამით განამტკიცა ჩვენი რწმენა ქისტეს მკვრეთით აღდგომის ჭეშმარიტებაში"
"აღდგომას სასაფლაოზე გასვლა არ შეიძლება, რადგან სულები, ამ დროს, ღმერთთან იკრიბებიან და ხარობენ. აღდგომას ჯოჯოხეთშიც კი რაღაც სანუგეშო ხდება"
/წმ. მატრონა მოსკოველი/
ქრისტე აღსდგა!!! ჭეშმარიტად აღსდგა!!!
"დაინთქა სიკუდილი ძლევითა!"
"ნუვინ ჰგოდებნ ცოდვათათვის, რამეთუ შემდობელი ჩუენი აღმობრწყინდა საფლავით"
/წმ. იოანე ოქროპირი/
დაიტოვეთ თუნდაც ერთი სააღდგომო კვერცხი შემდეგ აღდგომამდე
"2010 წელი იყო ტყეებში საშინელი ხანძრების წელი.
გამონაკლისი არ იყო საროვის ტყეც. საგანგებო სამსახური წარმოუდგენელი ძალისხმევით აქრობდა ცეცხლს, რომელიც გამალებით უახლოვდებოდა საროვს. ეს კი იყო განსაკუთრებული ქალაქი! ცეცხლს რომ ქალაქის შენობებისთვის მიეღწია, რომელიც ძალიან მჭიდროდ არიან გარშემორტყმული ტყით, ტრაგედია შეიძლება გლობალური გამხდარიყო...
ერთმანეთს მიყოლებით ფრინდებოდნენ სახანძრო თვითმფრინავები - ყველაფერი უშედეგო იყო. ცეცხლის ალები მიიწევდნენ ქალაქისკენ.
იმ მომენტში, როცა სამხედროები ლამის დანებდნენ, მფრინავებს მიუახლოვდა მოხუცი მონაზონი და მისცა მათ წითელი სააღდოგომო კვერცხი, სიტყვებით: - "აფრინდით ცეცხლის ზემოთ და ეს კვერცხი შიგ ჩააგდეთ".
რა თქმა უნდა, სხვა გარემოებებისას სამხედროებს შეიძლება გაეცინათ კიდეც ამაზე, მაგრამ ამ მოენტში სულ სხვა იყო - ძალიან დიდი იყო რისკი და თითქოს გამოუვალი მდგომარეობა.
სასოწარკვეთილი მფრინავები აფრინდნენ და ეს კვერცხი ცეცხლში ჩააგდეს... და აი სასწაული! ასეულობით ადამიანის თვალწინ ცეცხლმა პირი იბრუნა და უკუსვლა დაიწყო ქალაქის საპირისპიროდ! საროვი გადარჩენილ იქნა.
ეს ისტორია გაიხსენა დევეევოს მონაზონმა, ამ სასწაულის მთავარი დასტური კი ის იყო, რომ მეორე დღეს ადგილობრივ ტაძარში მოინათლა ოცი თუ მეტი მოუნათლავი სამხედრო - ამ სასწაულის მოწმეებმა გადაწყვიტეს, მიეღოთ წმიდა ნათლისღება.
საკვირველია შენი საქმენი, უფალო!"
"აღდგომის ღამეს არსებობს წამი, როდესაც აუხსნელი რამ ხდება ხოლმე: აი, თითქოსდა ყველა დაიღალა, ძილს ვერ ერევა. მაგრამ უეცრად გულში ისეთი მადლი შემოდის, რომ აღარაც ძილი გახსოვს, აღარც დაღლილობა და სული ქრისტეს აღდგომას ხარობს. როგორ აღვწეროთ აღდგომის ეს სასაწაულებრივი მადლი, როდესაც ცა განიხვნება და აღდგომას "ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა..."
"მახსენდება, როდესაც გამთენიისას შინ დავბრუნდით, სუფრას მივუსხედით გასახსნილებლად, სულმა სამოთხეში გაინავარდა: მარხვა უკან დარჩა, ახლა კი მეფური ლხინია. "პასქა წითელი, პასქა"... - მთელი გულით ვგალობდით"
"მოგვითხრობს პეტრე ალექსეევი, ამჟამად წმინდა ტიხონის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტი, იმ ხანად კი ყმაწვილი, რომელიც ოპტინაში მორჩილებას ასრულებდა: "მაშინ კოზელსკში მყავდა მუსიკის მასწავლებელი ვალენტინა ვასილის ასული. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მაგრამ ისევე, როგორც ბევრი სხვა, იძულებული იყო, კონცერტებით ეშოვა ფული, თავი რომ გაეტანა. სწორედ ვნების შაბათს ოფიცერთა სახლში ჰქონდა დანიშნული კონცერტი, კონცერტის მერე კი ბანკეტი უნდა გამართულიყო. ახლა ვალენტინა ვასილის ასული გალობს, მაშინ კი ახალი მორწმუნე გახლდათ, თუმცა მარხვას მკაცრად იცავდა, აღდგომისთვის საზიარებლად ემზადებოდა. და როდესაც ბანკეტზე მისი სადღეგრძელო დალიეს, დამსწრეთა მოთხოვნით მან შამპანურის ერთი ყლუპი მოსვა.
ოპტინაში გზად მიმავლმა, თავის მოსკოველ ნაცნობს ამ საცდურის შესახებ მოუყვა, მან კი მამხილებელი სიტყვების კორიანტელი დაატეხა თავს და ზიარება აუკრძალა. ასე რომ, ვალენტინა ვასილის ასულმა აღდგომის ღამე თვალცრემლიანმა გაატარა. დილით კი აღსარებაზე მამა ვასილისთან [ოპტინელი] მოხვდა. და, აი, ტირილით მოუთხრო, როგორ დაკარგა ზიარების უფლება იმის გამო, რომ შამპანურის ერთი ყლუპი მოსვა. მამა ვასილიმ კი წითელი კვერცხი გაუწოდა და სიხარულით უთხრა: "ქრისტე აღდგა! ეზიარეთ!" - როგორ გაიხარა ვალენტინა ვასილის ასულმა, როგორ ეზიარა აღდგომას! როდესაც დილით ოპტინაში მკვლელობის შესახებ გაიგო, იმავე წამს მონასტერს მიაშურა. ახალმოწამე ვასილი ოპტინელის წითელ კვერცხს კი დღემდე ინახავს, როგორც სიწმინდეს".
"წმინდა პასექის დღეს უფალს თუ მიაბარებ სულს, ეს განსაკუთრებული პატივი და წყალობაა"
"მორჩილ ზოია აფანასიევას მოგონებებიდან, რომელიც მაშინ პეტერბურგელი ჟურნალისტი გახლდათ: "ოპტინაში ახლად გაეკლესიურებული ჩავედი, როდესაც, გულის სიღრმეში, ჯერ კიდევ ბევრ რაღაცაში მეპარებოდა ეჭვი. ერთხელ ბერ ტროფიმეს [ოპტინელი] წინაშე ვაღიარე, რომ მუდმივად მრცხვენია, - ჩემ გარეშემო ადამიანებს ესოდენ ძლიერი რწმენა აქვთ, მე კი სასწაულების რატომღაც არ მჯერა. ჩვენ 1993 წლის 17 აპრილს ვისაუბრეთ, - აღდგომის წინ. ბერმა ტროფიმემ თავისი სენაკიდან მოიტანა სააღდგომო კვერცხი და მითხრა: "ხვალ ამ კვერცხს ზუსტად ერთი წელი შეუსრულდება. ხვალ შენს თვალწინ შევჭამ მას და თავად დარწმუნდები, სრულიად ახალია. მაშინ დაიჯერებ?"
ბერ ტროფიმეს სახარებისეული რწმენა ჰქონდა, და როგორც იხსენებენ, ყოველ ჯერზე, აღდგომას გაიხსნილებდა ხოლმე წინა წლის სააღდგომო კვერცხით, რომელიც ყოველთვის ახალთახალი იყო, თითქოსდა მომავალი ჟამის საიდუმლოებას განასახიერებდა, როდესაც "ჟამი არღა იყოს".
"დღეს ამას,
ის აღსდგა საფლავით,
გამოეცხადა კაცთა,
ვისთვისაც იშვა,
მოკვდა და განიღვიძა მკვდრეთით,
რათა ჩვენ, აღმდგარნი და
სიკვდილისგან ლტოლვილნი,
აღვეტაცენით შენთან, აღმა მავალთან"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"დრო კი როგორ სწრაფად მიფრინავს, ქრისტეშობას ველოდით, ნათლისღებას, ახალ წელს და ამ ყველაფერმა განვლო, ახლა წმინდა აღდგომას დაველოდებით. რა თქმა უნდა, უპირველესად, დიდმარხვას უნდა ველოდოთ, როგორც მოსამზადებელ საშულებას,რათა სრულყოფილად აღვნიშნოთ ქრისტეს ნათელი დღესასწაული"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"ცნობილია ერთი ამაღელვებელი შემთხვევა: ერთხელ თბილისში მამა გიორგის [ბეთანიელი] ორი და ჩამოვიდა, რომელთაც 48 წლის მანძილზე არ ენახათ ძმა. გიორგის ძმისშვილმა ისინი მონასტერში წაიყვანა. სანამ მამა გიორგი ნახავდა, უკვე მიხვდა, ვინც იყვნენ მასთან მისულნი და ძალიან გაიხარა. გულაჩუყებული დიდხანს ეხვეოდა მათ და აღარაფერი ახსოვდა.
მამა გიორგიმ სუფრის გაშლა ითხოვა და დიდმარხვაში თევზის ხმევის ნებაც კი დართო მათ. შეკითხვაზე, - ჯერ ხომ აღდგომა არ დამდგარიყო, უპასუხა, - ეს ჩემთვის ისეთი დიდი სიხარულია, რომ აღდგომა დღეს გამითენდაო!"
"დღეს [ეს ამბავი მოხდა 1989 წლის აღდგომას] რამდენიმე სულიერი შვილი მესტუმრა სენაკში და ერთად ვიგალობეთ "ქრისტე აღდგა" სამჯერ. მე მათ ვუსურვე: "გისურვებთ, რომ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს აღდგომამ ჩვენს სულებში ყოველივე კეთილშობილური და კეთილი გრძნობა აღადგინოს, ყველა ჩვენგანს სიწმინდისკენ წარგვიძღვეს და სძლიოს ძველ კაცს "ვნებითურთ და გულის თქუმით". ამას ითხოვს უფალი. ამიტომ ვისურვებდი, რომ ინებოს და შეგვეწიოს მკვდრეთით აღდგომილი ღმერთი, რათა შევმუსროთ და მოვაკვდინოთ "ძუელი იგი კაცი" და მისი ეკლესიის ღირსნი გავხდეთ. უდიდესი სასწაული, რომელიც ქრისტემ აღასრულა, არის მისი აღდგომა. ნურასოდეს დაგვაგვიწყდება ეს. მრავალჟამიერ!"
ვიღაცამ თქვა, რომ დღეს ყველაფერი ლოცულობს: დედამიწა, ზეცა, ვარსკვლავები, სურნელოვანი ყვავილები, მორაკრაკე ნაკადულები, მოჩუხჩუხე წყაროები, მგალობელი ბულბულები, მონავარდე პეპლები, ყველანი გალობენ: "ქრისტე აღდგა". და იმდენად იყო აღფრთოვანებული, რომ სიხარულისგან ხმამაღლა გაიძახოდა - "ქრისტე აღდგა".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"თავისი აღდგომით უფალმა ადამიანის ორ ბოროტ მტერზე - სიკვდილსა და ცოდვაზე გაიმარჯვა"
"პასქა, უფლისა პასქა! სიკვდილიდან სიცოცხლემდე მიგვიყვანა უფალმა თავისი აღდგომით. და აი, ამ აღდგომას "ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა", როდესაც ხედავენ ადამიანის განღმრთობილ ბუნებას - მისთვის განკუთვნილი უფლის სახით. ამ სახით - მსიი აღდგომის ძალის მიერ - შეიცვლება ყველა მისი ჭეშმარიტი მორწმუნე და მასთან იქნება მთელი სულით. დიდება უფალო განმადიდებელ შენს აღდგომას! ამნგელოზები გალობენ, ჩვენ გამო მოხარულნი და წინასწარმჭვრეტელნი მათი წყობების გამრავლებისა. ჩვენც ღირს გვყვენ უფალო, რომ წმინდა გულით ვადიდებდეთ შენს აღდგომას. ჩვენ, ვინც შენ აღდგომაში ვხედავთ ჩვენი შემჭამელი ხრწნილების სიკვდილს, ახალი ცხოვრების დანერგვას ყოვლადბრწყინვალე და მომავლის განმაციხკროვნებელი მარადიული დიდებით, რომელშიც შეხველ შენ აღდგომით ჩვენთვის. არა მხოლოდ კაცთა, არამედ, ანგელოზთა ენანიც კი არ არიან შემძლებელნი გამოთქვან სრულად შენი - ყოვლადდიდებულად აღმდგარი უფლის - განუსაზღვრელი მოწყალება ჩვენდამი"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"აღდგომის ჭეშმარიტების დამოწმება შეიძლება საკუთარი წარმოსახვით, - წერილის საფუძველზე. და შეუძლებელია, რომ ვინმე ურწმუნომ არ სცნოს მისი მტკიცებულებანი, თუკი მის არსებაში სრულად არ არის ჩახშობილი ჭეშმარიტების შეგრძნება. მორწმუნე კი არ მოითხოვს მტკიცებულებებს, რადგანაც ეკლესია ღვთისა აღდგომის ნათლითაა გაბრწყინებული. ორივე ეს მეტად სარწმუნოა. თუმცა, გონებით წარმოსახვის წინააღმდეგ შეიძლება იშვას და არსებობდეს საწინააღმდეგო მოსაზრებები და ამ დროს შესაძლოა, რომ რწმენა შემცირდეს და ირყეოდეს გაურკვევლობითა და ეჭვებით, რომლებიც გარედან შემოდის და სამკვიდროს ნახულობს ადამიანის შიგნით. არსებობს კ აღდგომის ჭეშმარიტების ასეთი სიმაღლეები, რომელთა დაძლევა შეუძლებელია? არსებობს. ეს მაშინ წარმოჩინდება, როდესაც აღდგომის ძალა, ჯერ კიდევ ნათლობისას რომ მივიღეთ, ჭეშმარიტად იწყებს გამჟღავნებას სულისა და ხორცის ხრწნილების დაძლევით და განადგურებით და მათში ახალი ცხოვრების საწყისების დამკვიდრებით. ასეთია სვლა აღდგომის ნათელში. ასეთ ადამიანს უგუნურად მოეჩვენება ყველა და ყოველი, ვინც კი აღდგომის ჭეშმარიტების წინააღმდეგ ლაპარაკობს; მსგავსად იმისა, როგორც იგი, ვინც დღისით დადის და ამბობს, რომ ღამით დავდივარო"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"რომ არა აღდგომა, ღვთის მოსვლა გაუგებარიც იქნებოდა, ყველაფერი აზრს დაკარგავდა. როდესაც ეკლესიაში მოდის ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ მის გულში იშვა უფალი, მაგრამ ჩვენ მას შევაგონებთ: მის გულში მხოლოდ შობა ღვთისა არ არის საკმარისი - მან უფალი უნდა გაზარდოს თავის გულში, მასთან ერთად იცვალოს ფერი თაბორზე - განიცადოს ფერისცვალება, მასთან ერთად გაიაროს გოლგოთა, დაითმინოს შეურაცხყოფა, მასთან ერთად ავიდეს ჯვარზე და დაითმინოს ჯვარცმის ტკივილები. მიზანი და შედეგი კი აღდგომაა"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ქრისტე რომ არ აღმდგარიყო, როგორც ჩვენ გვწამს (და როგორც არ აღმდგარა იგი ურწმუნოთათვის), მაშინ დაინაცრებოდა ჩვენი რწმენა სულის უკვავების შესახებ, რწმენა იმისა, რომ ზოგიერთებს უმძიმესი ცოდვებისათვის სამართლიანად მიეზღებათ, სხვებს კი დიდი სათნოებებისა და მართალი ცხოვრებისათვის, ქრისტესთვის მოწამეთა საშინელი ხვედრისათვის ნეტარება ელით.
ქრისტე რომ არ აღმდგარიყო, მის მტრებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მან კი არ გაიმარჯვა სიკვდილზე, არამედ სატანამ მთელი თავისი ბოროტებით დაამარცხა მაცხოვრის ღვთაებრივი სიყვარული.
მაშინ ჩაქრებოდა ჩვენთვის ქრისტეს ქადაგების ნათელი და შთანგვთქავდა მარადიული, უკუნეთი წყვდიადი.
მაშინ ქრისტეს მტრებს მართლაც შეეძლებოდათ ეთქვათ თავიანთი ავი სიტყვა: "ქრისტიანობა არ მოხერხდა".
მაგრამ ქრისტე აღსდგა და მაცხოვრის გახსნილი საფლავიდან გამობრწყინებულმა ღვთაებრივმა ნათელმა გაფანტა უკუნეთი წყვდიადი, განანათლა მთელი ქრისტიანული სამყარო და სიხარულითა და სიყვარულით მივმართავთ ერთმანეთს:
"ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიატად აღსდგა!"
/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/
"დიონისე - მღვდელმონაზონი (მეტსახელად ნაფოტი) შესახებ [კიევ-პეჩორის] ლავრის პატერიკი მოგვითხრობს, რომ 1463 წ. აღდგომის დღესასწაულზე ის ანტონის მღვიმეებში შევიდა, საკმევად, როდესაც მღვიმეების "ობშჩინად" წოდებულ ნაწლის მიუახლოვდა, წარმოთქვა: "ძმებო, ქრისტე აღდგა, დღეს დიდი დღეა", სამჯერ ქუხილივით გაისმა პასუხი "ჭეშმარიტად აღდგა" ამ სასწაულის შემდეგ მან მთელი დარჩენილი ცხოვრება დაყუდების ღვაწლში გაატარა. ღირსი მამა შორეულ მღვიმეებშია დასვენებული.ცალკე ხსენება: 3(16)/10".
"და "დიდ აღდგომას" მოელიან საფლავის ქვები"
/მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/
"აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საშინელი მკრეხელობა ჩაიდინა - მან აღდგომა ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოაცხადა"
"ღირს გიორგი სინელს (ხს. 11.03) სურვილი ჰქონდა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე იერუსალიმის აღდგომის სახელობის ტაძარში ზიარებულიყო. საღვთო ზიარების დროს მაშინ, როცა იგი თავის სენაკში იმყოფებოდა, უცებ იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში აღმოჩნდა და იერუსალიმის პატრიარქის ხელით ეზიარა"
"გისურვებთ, რომ მუდამ ხარობდეთ
სულიერი სიხარულით,
მოუკლებელი სააღდგომო სიხარულით,
ტკბილი შინაგანი კრთომით"
/ღირსი პაისი ათონელი/
" - მამაო, ბავშვებს მკითხეს, თუ რატომ ვღებავთ კვერცხს წითლად.
- ნუ მისცემთ ბავშვებს საშუალებას, რომ ასეთ რამეებში იქექონ, რადგან მათი ინტერესები ყოველთვის აქეთ იქნება მიმართული და აღარ წავლენ უფრო ღრმად. მხოლოდ ის უთხარით, რომ წითელი კვერცხი სიმბოლურად განასახიერებს დედამიწას, რომელიც ქრისტეს სისხლით შეიღება და მთელი სამყარო ცოდვისგან იხსნა"
/ღირსი პაისი ათონელი/
" - მამაო, მღვდელმონაზონი ტიხონი როგორ ლოცულობდა?
- მღვდელმონაზონმა ტიხონმა ღვთის დიდებისმეტყველების სივრცეში შეაღწია და იესოს ლოცვის ნაცვლად ღვთის დიდებისმეტყველებაში იღვწოდა. მისი ბაგეებიდან გამუდმებით ისმოდა: "დიდება შენდა, ღმერთო! დიდება შენდა, ღმერთო!" - და წელიწადის თითქმის ყოველი დღე მისთვის ბრწყინვალე შვიდეული იყო, რადგან მუდამ აღდგომის სიხარულს განიცდიდა.
ვინც სულიერად ასეთ წარმატებულ მდგომარეობაში იმყოფება, გამუდმებით პასექს, აღდგომას განიცდის! ზარები, სარეკელები, ტალანდოები - ყველაფერი სასიხარულოდ რეკს. "აქებდით მას წინწილითა კეთილხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისათა". მთელი დღე უფალს ადიდებენ და მათი გულიც ზარივით რეკს"
/ღირსი პაისი ათონელი/
წმიდა იოანე ოქროპირი
ქადაგება აღდგომის დღესასწაულზე
ქრისტე აღსდგა!
დიადი დღესასწაულით დაგვირგვინდა სინანულისა და მარხვის დღეები. ჩვენ ჩამოგვცილდა მარხვის სიმძიმე, მაგრამ ნუ მოვიცილებთ მის ნაყოფს. დადგა დრო მარხვის ტვირთის დატევებისა და მისი ნაყოფის შეგროვებისა. გავიდა დრო მოღვაწეობისა და მუშაკობისა, მაგრამ არ გასულა დრო კეთილი საქმეების კეთებისა. დამთავრდა ხორციელი მარხვა, მაგრამ არ დამთავრებულა სულიერი მარხვა. საერთოდ, მთავარია სულიერი მარხვა, ხორციელი მარხვა ხომ მის ხელშესაწყობადაა დადგენილი. შეიძლება მარხვის დროს მარხულობდე და არ იყო მმარხველი, და პირიქით, შეიძლება ხსნილში არ მარხულობდე, მაგრამ მმარხველი იყო. შეიძლება ეს ჩემი სიტყვები გამოცანად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე აგიხსნით მათ მნიშნველობას. როგორ შეიძლება მარხულობდე და არ იყო მმარხველი? ეს მაშინ ხდება, როცა ვიმარხავთ თავს არასამარხვო საჭმლისაგან, მაგრამ არ ვიმარხავთ თავს ცოდვებისაგან.
როგორც შეიძლება არ მარხულობდე და მმარხველი იყო? როდესაც ღებულობ ყოველგვარ საჭმელს, მაგრამ არ ტკბები ცოდვებით, თავს იმარხავ ცოდვისაგან. ასეთი მარხვა უკეთესია და არა მხოლოდ უკეთესი, იგი უფრო იოლიც არის. კიდევაც დაიბანე, კიდევაც იტრაპეზე, ღვინოც მიიღე ზომიერად თუ სურვილი გაქვს, ხორციც შეჭამე, არავინ გიშლის, მაგრამ შეიკავე თავი ცოდვისაგან. ხედავ, რა იოლია ასეთი მარხვა? უმარხულობას ვერ დააბრალებ ფიზიკურ სისუსტეს, იგი მთლიანად სულის მდგომარეობით განისაზღვრება. მაგრამ არ გეგონოს, რომ ვინმე შეძლებს სულიერ მარხვას მანამ, სანამ არ გამოიწრთობა ხორციელი მარხვით.
დღევანდელი დღესასწაული არა მხოლოდ მიწის ბინადართა დღესასწაულია, მას ზეცაშიც ზეიმობენ, სიხარულია დედამიწაზე! სიხარულია ზეცაშიც! და თუ ერთი ცოდვილის ღვთისკენ მოქცევას უდიდესი სიხარული ახლავს ჩვენშიც და ზეცაშიც, მით უფრო მეტია სიხარული დღეს, როდესაც მთელმა სამყარომ დააღწია თავი ეშმაკის კლანჭებს. დღეს ზეიმობენ ანგელოზნი, დღეს ხარობენ მთავარანგელოზნი, ზეიმი აქვთ ქერუბიმებსა და სერაბიმებს.
მათ არ არცხვინებათ ჩვენთან ერთად აღნიშვნა ამ დღისა! და არა მხოლოდ ანგელოზებს, თვით უფალს არ ერცხვინება თავის შვილებთან ერთად ზეიმი. „სურვილი მაქვს, პასექისა ამის ჭამად თქუენთანა“ (ლკ. 22, 15).
მაშ, როგორ ხარობენ ანგელოზები და მთავარანგელოზები, როდესაც ყოვლის შემოქმედი და მეუფე დღესასწაულობს ჩვენთან ერთად, რაღა საბაბი უნდა დაგვრჩეს მწუხარებისათვის?
ღარიბს ნუ აწუხებს თავისი სიღარიბე, რადგან დღეს სულის ზეიმია.
ნურც მდიდარი იამაყებს თავისი სიმდიდრით, რადგან ამ დღესასწაულის სიხარულს ვერანაირი თანხით ვერ იყიდი.
მიწიერ დღესასწაულებს თან ახლავს თავშეუკავებლობა, მაძღარი ტრაპეზი და ნაყროვანება, მეფობს უხამსობა და სიცილ-ხარხარი, ზეიმობს სატანური ფუფუნება. იქ მართლაც მოწყენილია ღარიბი, მდიდარი კი მხიარულობს. რატომ?
იმიტომ, რომ მდიდარს აქვს შესაძლებლობა გააწყოს მდიდარი სუფრა, იგი ტკბება თავისი სიმდიდრით. ღარიბმა კი რა ქნას? დროის ტარებისთვის არა აქვს ფული.
აქ კი სულ სხვაგვარადაა ყველაფერი. ერთია ტრაპეზი მდიდრისთვისაც და ღარიბისთვისაც. მდიდარს არ ძალუძს რაიმე შეჰმატოს ამ ტრაპეზს, ღარიბს კი სულაც არ სჭირდება ფული მასზე დასასწრებად, რადგან აღდგომის ტრაპეზი ღვთიური მადლია, რომელიც ყველას ეფინება და ყველას დააპურებს, ვინც მას ხელს არ ჰკრავს და არ განერიდება.
სიმდიდრე ვერ დაგაპურებს ღვთიური მადლით, მადლს ვერ შეისყიდი.
სიღატაკე ვერ შეაფერხებს მადლის მიღებას. იგი ღვთიური ძღვენია. ამ ტრაპეზს მეფეც და მონაც ერთნაირად ეზიარება. ხანდახან შეიძლება მონას უმეტესი პატივის კი ხვდეს წილად, მეფეს მეტი შესაძლებლობა აქვს დაცემისა და თუ ვერ შეინახა თავი, მის მეფურ პატივს ცოდვები აქარწყლებს. ღატაკს კი ფიზიკურად მეტად შეუძლია სიწმინდის დაცვა, რადგან ბევრს მუშაობს და ცოდვის ჩადენისთვის დროც კი არ რჩება.
მაშ, ერთად ვიზეიმოთ ეს დიადი და ნათელი დღესასწაული - ქრისტეს აღდგომა.
ვიზეიმოთ იგი ერთობითა და სიწმინდით.
ქრისტე აღსდგა და აღადგინა სამყარო.
ქრისტე აღსდგა და დაემხო სიკვდილი.
ხედავ, ადამიანო, ძღვენის სიდიადეს? მაშ, შეინახე ეს სიმდიდრე სულში, გაუღე მას გული კარი! და აივსები სიცოცხლით, სიხარულით, თავისუფლებით და სიყვარულით. ამინ.
"1921 წლის 25 თებერვლიდან, საქართველოში კომუნისტური რეჟიმის ძალადობით დამყარების შემდეგ, ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია უნუგეშო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
განსაკუთრებით რთული იყო 1923 წის აღდგომის დღესასწაული,რა დროსაც განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს ტაძრები და შეურაცხყვეს სიწმინდეები"
"დღე აღდგომისა უფრო მეტად ეძღვნება ქრისტეს, ვიდრე წელიწადის რომელიმე სხვა დღე; ეს დღე ეძღვნება ქრისტეს განდიდებას და სიკვდილზე გამარჯვების ზეიმს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ყველა გამარჯვებული ამქვეყნად გამარჯვებას სხვისგან იტაცებს; ქრისტე ერთადერთია, ვინც გამარჯვებას სხვებს მიუძღვნის!
ამქვეყნად არცერთ გამარჯვებულს - არც მეფეს, არც სარდალს, არ სურს, რომ მისი გამარჯვება მისგან განაცალკეოს და სხვას მიეწეროს; მხოლოდ მკვდრეთით აღდგომილი უფალი თავის გამარჯვებას ორივე ხელით გვიწვდის თითოეულ ჩვენგანს და თუკი მისი გამარჯვება ჩვენც გვამარჯვებინებს, ამით არ ჰრისხდება, არამედ ხარობს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლისას თავად ქრისტე ჩამოდის მიწაზე და აქ იმყოფება 40 დღე, მის ამაღლებამდე"
"ჩვენ დაგვჭირდა მოკლული და აღდგომილი ღმერთი, რათა გავცოცხლებულიყავით. მასთან ერთად მოვკვდით, რათა განვწმენდილიყავით"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"გადაიქროლებს ეს ცხოვრება კვლავ მყისიერი,
მერე იქნება სხვა სიცოცხლე იქ, ცისიერი,
ერთად ვიქნებით, მაქვს ლამაზი გრძნობათა აბგა,
რა შემაშინებს, არას ვნაღვლობ, ქრისტე ხომ აღდგა!"
/თამარ კიკნაველიძე/
"ქრისტე აღდგა - დე, ნურავინ იქნება ურწმუნო!"
"მე ვარ აღდგომაი და ცხორებაი".
ეს წმიდნა სიტყვები უფალმა იესო ქრისტემ წარმოთქვა და არა მხოლოდ წარმოთქვა, არამედ საქმითაც დაამტკიცა, მან გააცოცხლა იაიროსის ასული, ნაინელი ქვრივის ვაჟი, თავისი მეგობარი ლაზარე და დაამტკიცა, რომ ის არის აღდგომა, სიცოცხლე, აღმადგენელი და ცხოველმყოფელი და საკუთარი აღდგომით ეს საუკეთესოდ დაამტკიცა. ერთია, ცოცხალი იყო და მკვდარს დაეხმარო, მაგრამ მკვდარი იყო, სამი დღე კუბოში იწვე და... საკუთარ თავს დაეხმარო, საკუთარი თავი გააცოცხლო... - ქრისტეს აღდგომამდე ასეთ რამეზე საუბარიც კი შეუძლებელი იყო. ქრისტეს აღდგომა სასწაულთა სასწაულია, ყველა ძალაზე ძალაუფლების მტკიცებულებაა. ჩვენმა უფალმა აღასრულა ეს სასწაული. ჩვენმა უფალმა გვაჩვენა ეს ძალა"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ვერც ერთი სასწაული თავისი სიმბოლურობითა და ძალით ვერ შეედრება წმინდა ცეცხლის სასწაულს. ეს სასწაული - ღვთაებრივი საიდუმლოა. ის ქრისტეს აღდგომას იმდენად აცოცხლებს ჩვენთვის, რომ თითქოს სულ რამდენიმე წლის წინ აღსრულდა ეს ყოველივე"
/იერუსალიმის პატრიარქი დიოდორე/
"ვერც ერთი სასწაული თავისი სიმბოლურობითა და ძალით ვერ შეედრება წმინდა ცეცხლის სასწაულს. ეს სასწაული - ღვთაებრივი საიდუმლოა. ის ქრისტეს აღდგომას იმდენად აცოცხლებს ჩვენთვის, რომ თითქოს სულ რამდენიმე წლის წინ აღსრულდა ეს ყოველივე"
/იერუსალიმის პატრიარქი დიოდორე/
"ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტებას შეუძლია, ჩვენი ცხოვრება შეცვალოს და რისხვის შვილები ღვთის შვილებად გვაქციოს"
"წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის საიდუმლოს იესო ქრისტეს აღდგომის ყოვლისმომცველი სასწაული განაპირობებს. ეს საოცარი და განუყოფელი მოვლენა მიეცა კაცობრიობას, როგორც ნიშანი და ბეჭედი მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებისა"
"წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: "ქრისტე ზუსტად იმისთვის მოკვდა და იმისთვის აღდგა, რომ ჩვენ წმინდანებად ვექციეთ"
"ქრისტე გაძლევს აღდგომის სიხარულს, რომ თავისუფლების ჰაერი ჩაისუნთქო, შენ კი წახვედი და ის ნახშირორჟანგად აქციე!"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/
"ფრიად საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აღდგომის თარიღი დაადგინა 325 წელს ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ. ეს თარიღი მოძრავია და განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით:
ა) წმინდა აღდგომა იდღესასწაულება გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ;
ბ) მთვარის მოვანების ანუ აღვსების შემდეგ;
გ) პირველსავე კვირა დღეს;
დ) ხოლო თუ იგი ებრალეთა პასექს დაემთხვა, გადაიწევს ერთი კვირით.
სწორედ ამ პირობების დაცვით დიდ შაბათს უფლის საფლავზე გარდამოხდება წმინდა ნათელი, ღვთაებრივი ცეცხლი"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience