თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ სხვადასხვა წესები და ტიბიკონი

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Feb 19 2012, 01:01 PM

საქართველოს მართლმადიდებლური ტაძრების უმეტესობა მწუხრის და ცისკრის ლოცვას ერთად ატარებს, ანუ მწუხრს ერთვის ცისკრის ლოცვა.

თბილისის რამოდენიმე ტაძარში მსახურება განსხვავებულად ტარდება, ანუ მწუხრი და ცისკარი ერთად არაა, ცისკარი დილით, წირვამდე ტარდება, ანუ ცისკარს ერთვის წირვა. (რაც სწორი ფორმაა ტიბიკონის როგორც გავიგე)

განსხვავებული წესებია მრევლის ზიარების მიხედვითაც


ზოგიერთ ტაძარში მრევლი ეზიარება აღსარებამდე, და ზიარების შემდგომ აბარებენ აღსარებას..

უმეტეს ტაძრებში პირიქითაა


რატომ არის ასე განსხვავებული წესები და ტიბიკონი?


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 19 2012, 05:52 PM

ციტატა
რატომ არის ასე განსხვავებული წესები და ტიბიკონი?

ცისკარი რო ქვია ლოცვას...
ამ მსახურებისას,როდესაც მღვდელი ამბობს:,,დიდება შენდა ,რომელმან მოგვფინე ნათელი",მაშინ უნდა შემოდიოდეს სხივი ტაძარში... biggrin.gif
ეს დაახლოებით დილის 5 საათია.შენი აზრით ამ დროს რამდენი კაცი მივა ეკლესიაში? laugh.gif
(ისე მონასტერში ამ ტიპიკონითაა მსახურება)

რაც შეეხება დროს,არის მსახურებები როდესაც კონკრეტულადაა ტიბიკონით გათვალისწინებული დრო.არის როცა ეს ასე არაა...
ამიტომაა სხვაობა.
თუ გაინტერესებს ამის ნიუშებსაც დაგიდებ,მარა აზრი არა აქვს და ვჩერდები...

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Feb 19 2012, 09:24 PM

A.V.M

ციტატა
ცისკარი რო ქვია ლოცვას...
ამ მსახურებისას,როდესაც მღვდელი ამბობს:,,დიდება შენდა ,რომელმან მოგვფინე ნათელი",მაშინ უნდა შემოდიოდეს სხივი ტაძარში... biggrin.gif
ეს დაახლოებით დილის 5 საათია.შენი აზრით ამ დროს რამდენი კაცი მივა ეკლესიაში?



შენა, დიაკონი როცა ამბობს მსახურებაზე - "აღსდეგინ" მრევლი რატომ დგას? biggrin.gif

და ზამთარში დღის ხანმოკლეობის გამო, ძირითადად ცისკრის ლოცვა ტარდება უკვე შებინდებისას ან ბნელში, და რატომ ატარებენ თუკი საჭიროა ნათლის მოფენა?? biggrin.gif

ციტატა
რაც შეეხება დროს,არის მსახურებები როდესაც კონკრეტულადაა ტიბიკონით გათვალისწინებული დრო.არის როცა ეს ასე არაა...
ამიტომაა სხვაობა.
თუ გაინტერესებს ამის ნიუშებსაც დაგიდებ,მარა აზრი არა აქვს და ვჩერდები...


შენი პასუხი არაა ლოგიკური, თუ გეზარება საუბარი ნუ დაწერ, თუ არა და "აზრი არა აქვს" და მსგავსი არაფრის მთქმელი პოსტები არცაა საჭირო თემაში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 20 2012, 12:11 AM

ციტატა

შენი პასუხი არაა ლოგიკური, თუ გეზარება საუბარი ნუ დაწერ, თუ არა და "აზრი არა აქვს" და მსგავსი არაფრის მთქმელი პოსტები არცაა საჭირო თემაში.

საუბარი კი არ მეზარება პირიქით...

მე გეუბნევი-არსებობს მსახურებები,რომლებისთვისაც ზუსტადაა განსაზღვრული დაწყება-დამავრების დრო.
არსებობს როცა არაა კონკრეტული...
და თუ გინდა დაგიწერ მეთქი.

რაც შეეხება იმას რაც ბოლოს დაწერე.
ეს იმიტომ ვთქვი,რომ ჩემი აზრით შენ მაინც შენს აზრზზე დარჩები ..ანუ იმაზე,რაზეც აქამდე იყავი...

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Feb 20 2012, 12:53 AM

A.V.M

ციტატა
ეს იმიტომ ვთქვი,რომ ჩემი აზრით შენ მაინც შენს აზრზზე დარჩები ..ანუ იმაზე,რაზეც აქამდე იყავი...


რატომ გგონია ასე?

თემა გავხსენი იმისთვის რომ ინფორმაცია მივიღო მეც და სხვამაც...

ციტატა
და თუ გინდა დაგიწერ მეთქი.


მინდა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 20 2012, 08:02 PM

ციტატა

თემა გავხსენი იმისთვის რომ ინფორმაცია მივიღო მეც და სხვამაც...

ძალიან კარგი... rolleyes.gif
ციტატა
მინდა

შევეცდები ძალიან მოკლედ გადმოვცე მაშინ სათქმელი.

მაშინ უპირველესად გადავშალოთ ენციკლოპედიური ცნობარი:


ცისკარი(განთიადი)-ღვთისმსახურება,რომელიც სრულდება წირვამდე დილის 6 სთ-დან 9-მდე, ან წინა საღამოს , მწუხრის შემდეგ.
ციტატა

თბილისის რამოდენიმე ტაძარში მსახურება განსხვავებულად ტარდება, ანუ მწუხრი და ცისკარი ერთად არაა, ცისკარი დილით, წირვამდე ტარდება, ანუ ცისკარს ერთვის წირვა. (რაც სწორი ფორმაა ტიბიკონის როგორც გავიგე)

მგონი ეს საკითხი გასაგებია.

ეხლა ვნახოთ რამდენიმე იმ მსახურებათაგან,რომლებიც კონკრეტულად უნდა დაიწყოს მითითებულ დროს.
გადავშალოთ ვნების შვიდეულის ტიბიკონი 221 გვერდზე და ვნახოთ აბა რა წერია:
,,

ბ) ცისკრის ჟამნი
შენიშვნა:დიდ პარასკევს , აღესრულება 12 ვნების სახარების კითხვა.ეს მსახურება აღესრულება ხუთშაბათ საღამოს ტიბიკონის მოთხოვნით ღამის ორ საათზე,ანუ ჩვენი დროით საღამოს 8 საათზე.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Feb 20 2012, 08:18 PM

benediqt

ციტატა
შენა, დიაკონი როცა ამბობს მსახურებაზე - "აღსდეგინ" მრევლი რატომ დგას?

შენი აზრით მანდ ფიზიკური წამოდგომა იგულისხმება? biggrin.gif

ვაიიbiggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Feb 20 2012, 08:21 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
შენი აზრით მანდ ფიზიკური წამოდგომა იგულისხმება?

ვაიი



აბა რა იგულისხმება?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Feb 20 2012, 08:57 PM

benediqt

ციტატა
აბა რა იგულისხმება?

ესაა მოწოდება ტაძარში მოსულ მორწმუნეთათვის, რომ მსახურება დაიწყო და გონება ზეცისკენ აღმართონ (აღემართონ) და ადიდონ ყოვლადწმინდა სამება, რასაც მოსდევს მღვდლის მიერ წარმოთქმული ასამაღლებელი: "დიდება წმიდასა და თანაარსსა და ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა".

რათქმაუნდა, თუ ადამიანს მთელი ლოცვის განმავლობაში დგომა არ შეუძლია, ის უნდა წამოდგეს ამ სიტყვებზე, მაგრამ შესაძლოა ვერც წამოდგეს და ამ მოწოდებაზე მზადყოფნით და სულიერი განცდით იმ მლოცველთა წარემატოს, რომლებიც ფეხზე დგანან.


პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Feb 20 2012, 09:07 PM

benediqt

ციტატა
რატომ არის ასე განსხვავებული წესები და ტიბიკონი?

ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა და – იმიტომ.

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Feb 21 2012, 12:35 AM

GIORGI LELUASHVILI

შენებური არასწორი ახსნა-განმარტებები და მცდარი აზრები "აღსდეგინ"-თან დაკავშირებით ნაკლებად მაინტერესებს მე პირადად, და გირჩევ ამ თემას გადახედო და უკეთ გაერკვიო http://church.ge/index.php?s=&showtopic=2209&view=findpost&p=131491



A.V.M

ციტატა
ცისკარი(განთიადი)-ღვთისმსახურება,რომელიც სრულდება წირვამდე დილის 6 სთ-დან 9-მდე, ან წინა საღამოს , მწუხრის შემდეგ.


ეს მგონი მონასტრის ტიბიკონია

ციტატა
ეხლა ვნახოთ რამდენიმე იმ მსახურებათაგან,რომლებიც კონკრეტულად უნდა დაიწყოს მითითებულ დროს.
გადავშალოთ ვნების შვიდეულის ტიბიკონი 221 გვერდზე და ვნახოთ აბა რა წერია:
,,

ბ) ცისკრის ჟამნი
შენიშვნა:დიდ პარასკევს , აღესრულება 12 ვნების სახარების კითხვა.ეს მსახურება აღესრულება ხუთშაბათ საღამოს ტიბიკონის მოთხოვნით ღამის ორ საათზე,ანუ ჩვენი დროით საღამოს 8 საათზე.


ეს არ არის თემის და პირველი პოსტის პასუხი, მე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე....




პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Feb 21 2012, 12:52 AM

benediqt

ციტატა
შენებური არასწორი ახსნა-განმარტებები და მცდარი აზრები "აღსდეგინ"-თან დაკავშირებით ნაკლებად მაინტერესებს

ჯერ ერთი "ჩემეული" კი არა, მართლმადიდებელი ეკლესიისაა და მეორე - რატომ გგონია, რომ ჩვენ გვაინტერესებს შენი შეხედულებები?
ციტატა
მე პირადად, და გირჩევ ამ თემას გადახედო და უკეთ გაერკვიო http://church.ge/index.php?s=&showtopic=22...ndpost&p=131491

რჩევის მიზეზს ვერ ვხვდები.

ციტატა
პირველი პოსტის პასუხი, მე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე....

პასუხი:
ციტატა
არ აქვს არსებითი მნიშვნელობა


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 21 2012, 01:08 AM

ციტატა

ეს მგონი მონასტრის ტიბიკონია

არანაირად...
ციტატა

ეს არ არის თემის და პირველი პოსტის პასუხი, მე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე....

აბა ჩამოგვიყალიბე რა გინდა?

თუ კარგად მახსოვს შენ ამბობდი ცისკრის ლოცვის დაწყებაზე განსხვავებული დრო რატოაო (ტიბიკონში ეგრე არააო)
მე კი დაგიდე ციტატა საიდანაც ჩანს რომ დრო კი არ განსხვავდება და კი არ ეწინააღმდეგება,არამედ სრული კანონზომიერებითაა ყველაფერი...

რაც შეეხება ლინკს.
დაჯდომაზე იყო საუბარი მგონი და რაში მდგომარეობს შენი კითხვა?
ჩვენ ტაძრებში ხალხს არ ვაჯენთ სკამებზე თუ ვერ გავიგე სიმართლე რო გითხრა.
აბა გაგვარკვიე და მერე გიპასუხებთ...

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Feb 21 2012, 01:51 PM

A.V.M

ციტატა
აბა გაგვარკვიე და მერე გიპასუხებთ...


user.gif

საქართველოს მართლმადიდებლური ტაძრების უმეტესობა მწუხრის და ცისკრის ლოცვას ერთად ატარებს, ანუ მწუხრს ერთვის ცისკრის ლოცვა.

თბილისის რამოდენიმე ტაძარში მსახურება განსხვავებულად ტარდება, ანუ მწუხრი და ცისკარი ერთად არაა, ცისკარი დილით, წირვამდე ტარდება, ანუ ცისკარს ერთვის წირვა. (რაც სწორი ფორმაა ტიბიკონის როგორც გავიგე)

განსხვავებული წესებია მრევლის ზიარების მიხედვითაც

ზოგიერთ ტაძარში მრევლი ეზიარება აღსარებამდე, და ზიარების შემდგომ აბარებენ აღსარებას..

უმეტეს ტაძრებში პირიქითაა

1. რატომ არის ასე განსხვავებული წესები და ტიბიკონი?

2. რომელია სწორი ფორმა, წირვამდე დილით რომ ტარდება ცისკარი თუ წირვამდე წინა დღით, მწუხრს რომ ერთვის?

3. ზიარება, აღსარებამდე თუ აღსარების შემდგომ?

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Feb 21 2012, 03:16 PM

ციტატა
ზოგიერთ ტაძარში მრევლი ეზიარება აღსარებამდე, და ზიარების შემდგომ აბარებენ აღსარებას..


ეს რომელ ტაძრებშია წესად საინტერესოა.
ყურით მოთრეულ ამბავს გავს.
თუმცა თემის ავტორისგან გასაკვირი არ არის

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Feb 21 2012, 03:54 PM

athos

ციტატა
ეს რომელ ტაძრებშია წესად საინტერესოა


ძირითადად იქ, სადაც შენ გასწავლეს ის, რომ ადამიანებს "ნაგავი" უნდა უწოდო

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Feb 21 2012, 04:05 PM

benediqt



ცივი წყალი



პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Feb 21 2012, 04:58 PM

benediqt

ციტატა
ძირითადად იქ, სადაც შენ გასწავლეს ის, რომ ადამიანებს "ნაგავი" უნდა უწოდო


ზედმეტი ხომ არ მოგდის?

შენ რა გაღელვებს ვერ გავიგე.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 21 2012, 05:54 PM

benediqt

ციტატა
2. რომელია სწორი ფორმა, წირვამდე დილით რომ ტარდება ცისკარი თუ წირვამდე წინა დღით, მწუხრს რომ ერთვის?

სწორი ფორმაა, როცა დილით ტარდება ცისკარი.
მწუხრთან ერთად მისი ჩატარება, რამდენადაც ვიცი, რუსულიდანაა გადმოღებული და დამკვიდრებული,
თუმცა, დანაშაული არაა.

athos
ციტატა
ეს რომელ ტაძრებშია წესად საინტერესოა.
ყურით მოთრეულ ამბავს გავს.

რამდენჯერმე მინახავს ასეთი რამ პირადად.
მაგრამ, ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს უკვე აქვს აღსარება ნათქვამი
და მომზადებულია ზიარებისთვის. შეიძლება ამ დროს შეგემთხვეს შედარებით მცირე, არამომაკვდინებელი ცოდვა და მღვდელს, კვირა დილით დრო არ ჰქონდეს, რომ აღსარება მიიღოს.
მაგრამ თუ საუბარია პირველ აღსარებაზე და მომაკვდინებელი, მძიმე ცოდვების აღიარებაზე, ბენედიქტს განვუმარტავ, რომ,
ეს, წესი კი არ არის, არამედ ზოგიერთი მღვდლის გულგრილობის ან უვიცობის შედეგია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 21 2012, 07:24 PM

ციტატა
1. რატომ არის ასე განსხვავებული წესები და ტიბიკონი?

2. რომელია სწორი ფორმა, წირვამდე დილით რომ ტარდება ცისკარი თუ წირვამდე წინა დღით, მწუხრს რომ ერთვის?

ეს შენი კითხვაა...

ეს კი პასუხი ენციკლოპედოიური ცნობარიდან:
ციტატა

ცისკარი(განთიადი)-ღვთისმსახურება,რომელიც სრულდება წირვამდე დილის 6 სთ-დან 9-მდე, ან წინა საღამოს , მწუხრის შემდეგ.

ხედავ როგორ წერია?
ან წინა საღამოს მწუხრის მერე.
ან დილით წირვამდეო...
ანუ არცხერთი არაა დანაშაული და ორივე სწორია...

(თავიდანვე ვამბობდი აზრი არ აქვს მეთქი,მარა არაო და...
ა.ჩემი ბატონო.
ხომ ხედავ რომ გარკვევით წერია:გინდა ჩაატარე წირვამდე დილითო გინდა წინა საღამოსო...

ციტატა
ეს, წესი კი არ არის, არამედ ზოგიერთი მღვდლის გულგრილობის ან უვიცობის შედეგია.

ანაც შეცდომის და.ა.შ.

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Feb 21 2012, 09:17 PM

terra
A.V.M

დიდი მადლობა პასუხისთვის. smile.gif

გასაგებია ყველაფერი smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 22 2012, 12:50 AM

ციტატა
დიდი მადლობა პასუხისთვის. smile.gif

გასაგებია ყველაფერი

აგაშენა ღმერთმა!
ვისაუბროთ ცივილიზებული ადამიანებივით...

(თუ რაიმე იქნება მოავალში მერეც ...)
wub.gif 2kiss.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience