თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ ვიმარხულოთ თუ არა მარიამობას

პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Aug 29 2009, 08:11 PM

23 აგვისტოს უწმინდესმა და უნეტარესმა მარიამობის დღესთან დაკავშირებით(რადგანაც პარასკევი დაემთხვა)საკვირაო ქადაგების დროს, ლოცვა- კურთხევა მისცა მრევლს რომ,ვინაიდან საქათველო დედაღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა ეს დღესასწაული ყოფილიყოს ხსნილი ყოვლითურთ(ანუ სრულიად).
http://www.link.ge/file/278650/PATRIARQIS-...-09-1-.flv.html

ხოლო მარიამობის წინა დღეს,საღამოს მსახურების შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარში ,სადაც მსახურებას აღასრულებდა პატრიარქი,პროტოპრესვიტერმა მორწმუნე მრევლს გამოუცხადა რომ ,ვისაც შეეძლო ემარხულა და ვისაც არა გაეხსნილებინა.
28 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ქადაგებაზე ამასთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი უხსენებია.http://www.link.ge/file/279129/28-08-09.flv.html
უმორჩილესად გთხოვთ დაწერეთ მხოლოდ თქვენი აზრი,ვიმარხულოთ თუ არა?

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 29 2009, 08:25 PM

მე ვიმარხულე... და მიმაჩნია რომ სწორად მოვიქეცი....

პოსტის ავტორი: mr.satadarigo თარიღი: Aug 29 2009, 08:28 PM

მე არ ვიმარხულე...მამა თეოდორე გიგნაძემ თქვა ამასთან დაკავშირებით: "იქნებ კუჭის სიხარულმა სულის პატარა სიხარულიც გამოიწვიოსო":D

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 29 2009, 08:29 PM

ჩემი აზრით არც ერთი ქმედება არაა არასწორი.

პატრიარქმა თქვა რომ ხსნილიაო, და ვისაც უნდა შეუძლია გაიხსნილოს. მეორეს მხრივ, მოციქულთა საქმეებიდან ცნობილია, რომ მარხვები იყო ინდივიდუალური მიზნით განსახორციელებელიც და არა საზოგადო. ანუ თუ ვინემ თვლის, რომ მას ესაჭიროება მარხვა, მეორეს მხრივ ის ჩართულია საზოგადო მარხვაში და მესამეც უადვილდება მარხვა სწორედ იმიტომ რომ მარხვა საზოგადოა, სრულიად ბუნებრივია რომ საჭიროების შემთხვევაში იმარხულოს.

ამ დროს არცერთი არ დაარღვევს მარხვის და კუთხევის წესს

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 29 2009, 08:32 PM

ეჰ რავი აბა... რახან უქმინდესმა ლოცვა კურთხევა მოგვცა მეც არ მიმარხულია.

რავი რახან ესეთი კურთხევა იყო შეილებოდა გახსნილება.

თუმცა ყველაფერი პიროვნებაზეა დამოკიდებული. მე მაგალითად ამ შემთხვევაში რომ მემარხულა ბევრ რახაცეებში გადავარდებოდი უფრო.


პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 29 2009, 08:32 PM

კანუდოსელი
ალბათ მართალი ხარ.. ინდივიდუალურია კი... მე მაგალითად 2-3 დღე მარხვის დასრულების შემდეგაც არ(ვერ) ვჭამ ხორცს...

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Aug 29 2009, 08:40 PM

ციტატა(მამა ირაკლი @ Aug 29 2009, 07:11 PM) *

28 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ქადაგებაზე ამასთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი უხსენებია.http://www.link.ge/file/279129/28-08-09.flv.html
უმორჩილესად გთხოვთ დაწერეთ მხოლოდ თქვენი აზრი,ვიმარხულოთ თუ არა?


ერთხელ ხომ თქვა, მეორეჯერ რატომ უნდა ეთქვა?
მე გავიხსნილე.
ვფიქრობ ამ შემთხვევაში მორჩილება უპირველესია.
ცოტათი გამიკვირდა ამ შემთხვევაში მღვდლების დაბნეულობა.


პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Aug 29 2009, 08:53 PM

ციტატა(იოანა @ Aug 29 2009, 08:40 PM) *

ერთხელ ხომ თქვა, მეორეჯერ რატომ უნდა ეთქვა?
მე გავიხსნილე.
ვფიქრობ ამ შემთხვევაში მორჩილება უპირველესია.
ცოტათი გამიკვირდა ამ შემთხვევაში მღვდლების დაბნეულობა.

რა შუაშია მღვდლების დაბნეულობა?
პროტოპრესვიტერი როცა ამას ამბობდა უწმინდესი საკურთხეველში იყო.მარიამობის ლოცვის შემდეგ.
ვერ გავიგე რას ნიშნავს მღვდლების დაბნეულობა.

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Aug 29 2009, 09:00 PM

ციტატა(მამა ირაკლი @ Aug 29 2009, 07:53 PM) *

რა შუაშია მღვდლების დაბნეულობა?
პროტოპრესვიტერი როცა ამას ამბობდა უწმინდესი საკურთხეველში იყო.მარიამობის ლოცვის შემდეგ.
ვერ გავიგე რას ნიშნავს მღვდლების დაბნეულობა.


ვიმარხულოთ თუ არ ვიმარხულოთ დაბნეულობად აღვიქვი მაშინ, როცა პატრიარქმა გაახსნილა 003.gif

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Aug 29 2009, 09:21 PM

ოი მე არ ვიცოდი რომ უნდა გამეხსნილებინა, საეკლესიო კალენდარი, რომელიც მაქვს მარხვას აჩვენებდა. ასე რომ გავიხსნილე დღეს smile.gif

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Aug 29 2009, 09:23 PM

მე გავიხსნილე მარიამობას, რადგან უწმიდესის სიტყვები მის კურთხევად ჩავთვალე. რაც შეეხება პროტოპრესვიტერს, მე მისი სიტყვები არ მომისმენია, მხოლოდ ახლა, როცა ეს თემა დავათვალიერე, გავიგე ამის შესახებ.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 29 2009, 09:30 PM

უწმიდესის კურთხევას დავემორჩილე. როგორც უწმიდესმა გვაკურთხა ისე უნდა მოვქცეულიყავით.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 29 2009, 09:31 PM



დამლოცეთ მამა ირაკლი..

მე გავიხსნილე.

ძალიან ბევრი მეკითხებოდა "საიდან იცი რომ პატრიარქმა გაახსნილაო" რად გან სხვადასხვა ტაძრიდან სხვადასხვა მრევლი სხვადასხვა რამეს ამბობდა.

უმაღლესი იერარქის კურთხევა, ყველასთვის ერთნაირია, როგორც მე ვიცი და კონკრეტულ შემთხვევებს კონკრეტული ადამიანები თავიანთ მოძღვრებთან შეათანხმებდნენ, ალბათ...

პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Aug 29 2009, 09:42 PM

მე უწმიდესის კურთხევით გავიხსნილე. მამა გიორგი, რომ ჩემი მოძღვარი ყოფილიყო, ალბათ ვიმარხულებდი.
სიონში იყო ვინმე იმ დღეს? როგორც მე ვიცი მამაომ თქვა ხორცისგან შეიკავეთ თავიო, არა?

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Aug 30 2009, 12:13 AM

მე არ მომისმენია მარა კალენდრის მიხედვით ვიმოქმედე და ჩვეულებრივ გავიხსნილე smile.gif

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Aug 31 2009, 10:36 AM

ციტატა(levan gelovani @ Aug 29 2009, 09:42 PM) *

მე უწმიდესის კურთხევით გავიხსნილე. მამა გიორგი, რომ ჩემი მოძღვარი ყოფილიყო, ალბათ ვიმარხულებდი.
სიონში იყო ვინმე იმ დღეს? როგორც მე ვიცი მამაომ თქვა ხორცისგან შეიკავეთ თავიო, არა?

მე ვიყავი მაგ დროს სიონში. მამა გიორგი ზვიადაძემ თქვა, რომ მარიამობას პატრიარქის კურთხევით მარიამობას არის ხსნილი, მაგრამ ამავე დროს პატრიარქის თხოვნაა, რომ ამ დღეს ხორცის ჭამისგან შეიკავოთ თავიო.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 31 2009, 10:45 AM

ციტატა(zaz @ Aug 31 2009, 11:36 AM) *

მე ვიყავი მაგ დროს სიონში. მამა გიორგი ზვიადაძემ თქვა, რომ მარიამობას პატრიარქის კურთხევით მარიამობას არის ხსნილი, მაგრამ ამავე დროს პატრიარქის თხოვნაა, რომ ამ დღეს ხორცის ჭამისგან შეიკავოთ თავიო.

ლოგიკა ამიხსენით რა...


არ მინდოდა ამის თქმა, ვიკავე, ვიკავე თავი და ვერ შევიკავე. რას ჰგავს ჩვენი საქციელი, ხანდახან გაოგნებულს ენა მივარდება. საბოლოოდ როდის უნდა ჩამოვაყალიბოთ ნორმალური წესი თუ პოზიცია...

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Aug 31 2009, 05:24 PM

მეც ვიყავი ამ დროს სიონში მამა გიორგიმ დაიწყო საუბარი შესავლით რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და პატრიარქის კურთხევააო და უნდა ეთქვა ხორცით ხსნილიაო და თქვა ხორცით არ არის ხსნილიო.ანუ როგორც მე მომეჩვენა მექანიკური შეცდომა მოხდა წინადადების კონტექსტიდან გამომდინარე.
რაც შეეხება თემის საკითხს.ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით პირველ რიგში მორჩილება ეკლესიისა და პატრიარქისა და შემდგომ მოძღვრისა.თორემ მოძღვრისადმი ბრმა მორჩილებით იმ ადამიანმა შეიძლება სქიზმაში ამოჰყოს თავი.


პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 31 2009, 05:27 PM

ციტატა(G_I_O_R_G_I_ @ Aug 31 2009, 06:24 PM) *

მეც ვიყავი ამ დროს სიონში მამა გიორგიმ დაიწყო საუბარი შესავლით რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და პატრიარქის კურთხევააო და უნდა ეთქვა ხორცით ხსნილიაო და თქვა ხორცით არ არის ხსნილიო.ანუ როგორც მე მომეჩვენა მექანიკური შეცდომა მოხდა წინადადების კონტექსტიდან გამომდინარე.
რაც შეეხება თემის საკითხს.ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით პირველ რიგში მორჩილება ეკლესიისა და პატრიარქისა და შემდგომ მოძღვრისა.თორემ მოძღვრისადმი ბრმა მორჩილებით იმ ადამიანმა შეიძლება სქიზმაში ამოჰყოს თავი.

ქალმა კინაღამ მცემა მეორე დღეს ტაძარში. ვუმტკიცებ, ვეუბნები, პერსრელიზებიც გავავრცელეთ, ისა, ესა, დავურეკე ათას ადამიანს და ქალი ვერ დავაჯერე, გააფარჩხალა ფეხები, მამა გიორგი თქვა, არ ჭამოთ და მე იქ ვიდექიო

პოსტის ავტორი: ლია თარიღი: Aug 31 2009, 06:42 PM

ციტატა(მამა ირაკლი @ Aug 29 2009, 09:11 PM) *

23 აგვისტოს უწმინდესმა და უნეტარესმა მარიამობის დღესთან დაკავშირებით(რადგანაც პარასკევი დაემთხვა)საკვირაო ქადაგების დროს, ლოცვა- კურთხევა მისცა მრევლს რომ,ვინაიდან საქათველო დედაღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა ეს დღესასწაული ყოფილიყოს ხსნილი ყოვლითურთ(ანუ სრულიად).
http://www.link.ge/file/278650/PATRIARQIS-...-09-1-.flv.html

ხოლო მარიამობის წინა დღეს,საღამოს მსახურების შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარში ,სადაც მსახურებას აღასრულებდა პატრიარქი,პროტოპრესვიტერმა მორწმუნე მრევლს გამოუცხადა რომ ,ვისაც შეეძლო ემარხულა და ვისაც არა გაეხსნილებინა.
28 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ქადაგებაზე ამასთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი უხსენებია.http://www.link.ge/file/279129/28-08-09.flv.html
უმორჩილესად გთხოვთ დაწერეთ მხოლოდ თქვენი აზრი,ვიმარხულოთ თუ არა?


მშვიდობა მამაო,

პატრიარქმა კურთხევა მოგვცა და თქვა გარკვევით, რომ ხსნილია სრულიად. ეს არის უმაღლესი იერარქის კურთხევა და შესაბამისად ყველას ეხება, ერსაც და ბერსაც. პატრიარქმა ყველაზე უკეთ იცის, რომ მთავარი პრობლემა "ჭამაში" არ არის, არამედ იმის გააზრებაში, რისთვის აკეთებ ამას, რატომ მარხულობ, ეკლესიაში რატომ დადიხარ. ერთი და იგივე რატომ უნდა ეთქვა ორჯერ, ან სამჯერ. მეორეა, რამდენად "ეთანხმებიან":) მორჩილება მარტო ერისკაცს არ ეხება. ამიტომ არის ხალხში ასეთი დაბნეულობა, ვის დაუჯერონ ვერ გაუგიათ, საკუთარ მოძღვარს, თუ პატრიარქს......

პ.ს. ისე რომელი იქნებოდა სწორიsmile.gif?????????


ჩემი აზრით, თუ პატრიარქი იძლევა კურთხევას, მაშინ სასულიერო პირიც უნდა დაემორჩილოს, ანუ მრევლს აცნობოს ამის შესახებ და დანარჩენს თვითონ ადამიანები გადაწყვიტავენ იმარხულონ თუ არა, ზოგი მარხვის შემდეგაც არ იღებს ხორცს, ეს ინდივიდუალურია.

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Sep 3 2009, 10:20 AM

კურთხევა გახსნილებაზე ნიშნავს რომ გინდა იმარხულებ გინდა არ იმარხულებ. გახსნილებაზე მორჩილება იმას არ ნიშნავ რომ აუცილებლად უნდა გაახსნილო. მორჩილება მხოლოდ აკრძალვას ეხება ამ შემთხვევაში.

პოსტის ავტორი: დეკ. ირაკლი თარიღი: Aug 28 2013, 09:01 PM

ეს თემა დღესაც აქტუალურია.ნეტავ ჭამის მეტი პრობლემა არ იყოს.ისე კი სერიოზული დისკომფორტია საუფლო დღესასწაულზე მარხვა და როგორც მახსოვს ძველი კანონები ახსნილებდა სრულიად.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 28 2013, 11:40 PM

დეკ. ირაკლი
მართალი ბრძანდებით მამაო.
ბიბლიოთეკაშიც გვაქვს შესაბამისი თემა...

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 28 2013, 11:48 PM

ციტატა
მართალი ბრძანდებით მამაო.
ბიბლიოთეკაშიც გვაქვს შესაბამისი თემა...


მერე გააცოცხლე გურამ, მოვდოთ ქვეყანას biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 28 2013, 11:50 PM

†სერგი†
გამანებე კაცო თავი . ჩაიარა უკვე მარიამობამ და ისედაც ბევრი მტერი მყავს....biggrin.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 29 2013, 12:13 AM

ციტატა
გამანებე კაცო თავი . ჩაიარა უკვე მარიამობამ და ისედაც ბევრი მტერი მყავს....


რასელისტივით რომ იკრიჭები სულ მაგის ბრალია ეგ biggrin.gif kiss1.gif

ხო კიდევ მაგალითად დიდ მარხვაში რომ თევზს არ ვსჭამთ ეგ წესიც ხომ არ არის ჩვენი.... (შემოგდებულია biggrin.gif )

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 29 2013, 12:18 AM

†სერგი†

ციტატა
ხო კიდევ მაგალითად დიდ მარხვაში რომ თევზს არ ვსჭამთ ეგ წესიც ხომ არ არის ჩვენი.... (შემოგდებულია )

კი...
ედიშერის სტატიას გაეცანი...

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Aug 29 2013, 12:29 AM

ციტატა
კი...
ედიშერის სტატიას გაეცანი...



ხოდა ვჭამთ biggrin.gif

პ.ს. "მთავარია მუცელი" სამწუხაროდ ამ ხალხის უმეტესობისთვის მთავარი იმის გარკვევაა რა იჭმევა და რა არა, ვიღას აინტერესებს რომელ ცოდვას შევეჭიდოთ და როგორ...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)