თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ სულიერი მოძღვრის შეცვლის შესახებ

პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Oct 9 2008, 10:27 PM

.....

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Oct 9 2008, 10:36 PM

ციტატა
სულიერი მოძღვრის შეცვლის შესახებ, რატომ ან რისთვის ?


ამბობენ არ შეიძლებაო? ამის გამო ვერავისთან ვერ მივდივარ, მოძღვარი ჩვეულებრივი ადამიანია, ზოგი ასეთი ზოგი ისეთი, შეიძლება ერთისგან ვერ მიიღო ის რასაც მიიღებ მეორისგან, არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ იპოვო ისეთი მოძღვარი...რომელიც კარგად გაგიგებს და დაგარიგებს

ხდება ისეც რომ იცვლიან რადგან ერიდებათ თქმა, მაინც ვერ იხსნებიან აღსარების დროს და ასე ფიქრობენ რომ მერე სხვასთან ... არ ვიცი ესე თუ შეიძლება მაგრამ დაუშვებელიც არ უნდა იყოს, ბუნებრივად მიმაჩნია, მაგრამ თუ ისეთია მოძღვარი არც უნდა გაგიჭირდეს ბოლომდე აღსარდე

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 10 2008, 09:57 AM

ვფიქრობ თუ გადის დრო და ატყობ რომ წინ ვერარ მიდიხარ, გაიჭედე სულიერი განვიტარების რომელიღაც საფეხურზე, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა შეცვალო და ეს ცვლილება სავსებით დასაშვებია რომ მოძღვარსაც შეეხოს...თუმცა უკიდურეს შემთხვევაში...

იყო ესეთი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რომ ჩემს ეკლესიაში ორი მღვდელი იყო, ერთი ჩემი მოძღვარი, ეკლესიური ცხოვრების დაწყებიდან დაახლოებით ქლბათ ერთი წლის შემდეგ აღმოვაჩინე რომ მეორე მღვდლის ქადაგებებიდან უფრო ბევრს ვიღებდი ვიდრე საკუთარი მოძღვრისაგან... თუმცა საზოგადოდ მრევლში სხვანაირი შეხედულება იყო... მერე როცა ერთ ცოდვაში გავიჭედე და ვერ ვთავისუფლდებოდი გადავწყვიტე რომ შემცველა... თუმცა არ ვიცი რომგორ მოხდა, გახსნა მივიღე და აღარ შევიცვალე...

მოძღვრის შეცვლის სხვა მარტივი მიზეზებიც არსებობს, მე ჩემი მოვკევი... smile.gif სხვაც მინახავს მაგრამ ამ შემთხვევაში არ მგონია აღნიშვნა მნიშვნელოვანი

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 10 2008, 10:14 AM

ერთადერთ დასაშვებ მიზეზად მიმაჩნია მოძღვრის მოუცლელობა.
თუმცა ხანდახან მრევლი მოუცლელობას იმაში ურევს, რომ მოძღვარი თურმე არ ჩაეკითხა "ესეც ხომ არ გიქნიაო" biggrin.gif

მაინც ამ პრობლემას მასთან გაუხსნელობა ქმნის, ჩემი აზრით.
თუ შენ იმდენად ახლოს ხარ და გულწრფელი შენს სულიერ მამასთან, რომ გულში გაფიქრებულსაც ეუბნები და იმ ცოდვებსაც რომლის გახსენებისაც გეშინია, მაშინ იმასაც ეტყვი, რისთვის განიკითხავ გულში და რისთვის გინდა მისგან გათავისუფლდე.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 10 2008, 10:43 AM

ჩემს ახლობლობაში ყოფილა შემთხვევები (არა ერთი), როცა ადამიანი დაუახლოვდა სხვა მოძღვარს არა იმ მიზნით, რომ მისი სულიერი შვილი გამხდარიყო, უბრალოდ ოჯახური, ან სხვა რამე გარემო პირობებიდან გამომდინარე, ხშირად უწევდა მასთან შეხვედრა. მერე როგორღაც შეეჩვია მას, უფრო ახლოს იყო, ვიდრე საკუთარ მოძღვართან, შეეჩვია, რომ მისთვის გადაეშალა გული, მიეღო რჩევები... და ასე ნელ-ნელა აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი გახდა ფაქტობრივად მისი სულიერი მოძღვარი.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 10 2008, 12:59 PM

დამლოცეთ მამა ირაკლი,

მიზეზი შეიძლება იყოს ასევე სხვა ქვეყანაში ცხოვრება, ანუ მანძილი, რის გამოც ვეღარ ახერხებ შენს მოძღვართან საუბარს.

კიდევ ერთი კითხვა მაქვს მამაო, როდის ხდება რომელიმე მღვდელი ადამიანის სულიერი მოძღვარი? როდის თვლის მღვდელი, რომ მასთან მოსული ადამიანი მისი სულიერი შვილია?

ხშირად ადამიანი მიდის ეკლესიაში პირველად, მივა მღვდელთან და ''მინდა ჩემი სულიერი მოძღვარი გახდეთო ეუბნება'', არ ვიცი ეგ რამდენად სწორია. ან ის რომ, პირველად ვისაც აღსარებას ჩააბარებ, ის იყოს შენი სულიერი მოძღვარი. ალბათ უნდა ეძიებდე ადამიანი, ახლომახლო ეკლესიებში წირვებს ესწრებოდე, ისმენდე ქადაგებებს და ასე გადაწყვიტო რომელი მღვდელი წარმოგიდგენია სულიერ მოძღვრად.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 10 2008, 01:08 PM

ციტატა(k@the @ Oct 10 2008, 12:59 PM) *

ან ის რომ, პირველად ვისაც აღსარებას ჩააბარებ, ის იყოს შენი სულიერი მოძღვარი.

ჩემთან საერთოდ აბსურდული სიტუაცია იყო, ერთ მოძღვართან მივედი აღსარების სათქმელად ჩემი მოძღვრის მოუცლელობის გამო, ესეც ავუხსენი რომ მოძღვარს ამ ეტაპზე არ სცალიათქო... მივედი და ძალიან მალე წავედი იტალიაში 3 წლით რომ ჩამოვედი დამხვდა ის სასულიერო პირი ცხვირჩამოშვებული, მეთქი რა ეტაკა biggrin.gif და ერთხელაც ვერ მოითმინა და მითხრა: იტალიაში რომ წახვედი კურთხევა არ უნდა აიღო ჩემგანო? biggrin.gif მეთქი მამმა მია, მადონნა, მე მოძღვრისგან ავიღე და თქვენგან რატომ უნდა ამეღო ასე სავალდებულოდთქო biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 10 2008, 01:12 PM

არ ვიცი, შეცვლა არ ქვია ამას ალბათ, მაგრამ რასაც ჰქვია სულიერი მოძღვარი ჩემთვის გახდა მამა ანდრია (ჩვენი ფორუმელი)... არაფერი ამდაგვარ არასდროს არ მიმიღია საკუთარი მოძღვრისგან. არც განკითხვით ვამბობ, არც წყენით, უბრალდო ფაქტია რა. და დავეთანმხები k@the-ს. რომ ასე ბავშვობაში რომ გარემოებებიდან გამომდინარე მიხვალ და ეტყვი - "მამაო, მინდა ჩემი სულიერი მოზღვარი გახდეთო", ხშირად და ძალიან ხშირად არ ამართლებს (მგონი)... ეს იგივე, როცა გყავს მეგობარი, სისხლით და ხორცით შეზრდილი, აი ბავშვობიდან, ლამის აკვნიდან ერთად რომ მოდიხართ, აღმოაჩენ რომ ვერ უგებთ ერთმანეთს და ორივე წვალობთ, მაგრამ მიანც რომ ებღაუჭებით ერთმანეთს, და იმ მცნებას ჯერ კიდევ მეგობრობა რომ ჰქვია....და არსებობს კიდე, უკვე არჩეული, შერჩეული და დანახული მეგობარი - სულიერი მეგობარი... ეს ორი სხვადსასხვა რამეა, და როგორც პირველი მეგობრობის შემთხვევაში იტანჯება ადამიანი, ისევეა მოძღვართანც, რომელსაც ბოლომდე ვერ ეხსნება, და იმასავ ვერ იღებს რაც სჭირდება...

მე ორივე გამოვცადე, მეგობრის დაკარგვაც და სულიერი მოზღვრის აღმოჩენაც...

მთავარია, როგორც მამა ანდრიამ მითხრა - არა მოძღვრის შეცვლა, არამედ "რწმენის მარცვალ-მარცვალ შეგროვება" - თავისი წილი მადლი ყველა მოძღვარს აქვს smile.gif

რავიცი smile.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Oct 10 2008, 01:36 PM

likka

ციტატა
არ ვიცი, შეცვლა არ ქვია ამას ალბათ, მაგრამ რასაც ჰქვია სულიერი მოძღვარი ჩემთვის გახდა მამა ანდრია (ჩვენი ფორუმელი)... არაფერი ამდაგვარ არასდროს არ მიმიღია საკუთარი მოძღვრისგან. არც განკითხვით ვამბობ, არც წყენით, უბრალდო ფაქტია რა. და დავეთანმხები k@the-ს. რომ ასე ბავშვობაში რომ გარემოებებიდან გამომდინარე მიხვალ და ეტყვი - "მამაო, მინდა ჩემი სულიერი მოზღვარი გახდეთო", ხშირად და ძალიან ხშირად არ ამართლებს (მგონი)... ეს იგივე, როცა გყავს მეგობარი, სისხლით და ხორცით შეზრდილი, აი ბავშვობიდან, ლამის აკვნიდან ერთად რომ მოდიხართ, აღმოაჩენ რომ ვერ უგებთ ერთმანეთს და ორივე წვალობთ, მაგრამ მიანც რომ ებღაუჭებით ერთმანეთს, და იმ მცნებას ჯერ კიდევ მეგობრობა რომ ჰქვია....და არსებობს კიდე, უკვე არჩეული, შერჩეული და დანახული მეგობარი - სულიერი მეგობარი... ეს ორი სხვადსასხვა რამეა, და როგორც პირველი მეგობრობის შემთხვევაში იტანჯება ადამიანი, ისევეა მოძღვართანც, რომელსაც ბოლომდე ვერ ეხსნება, და იმასავ ვერ იღებს რაც სჭირდება...მე ორივე გამოვცადე, მეგობრის დაკარგვაც და სულიერი მოზღვრის აღმოჩენაც...მთავარია, როგორც მამა ანდრიამ მითხრა - არა მოძღვრის შეცვლა, არამედ "რწმენის მარცვალ-მარცვალ შეგროვება" - თავისი წილი მადლი ყველა მოძღვარს აქვს რავიცი


აუ ლიკაააა, ჩემი მეორე მე ხომ არ ხარ

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Oct 10 2008, 01:41 PM

სულიერი მოძღვრის შეცვლის საკითხს მე ცოტა სიფრთხილით ვეკიდები. მე პირადად როცა მონასტერში ყოფნის დროს სხვისთვის ჩამიბარებია აღსარება, ზოგჯერ გამჩენია მოძღვრის შეცვლის სურვილი, მაგრამ როცა კარგად დავფიქრებულვარ მივმხვდარვარ, რომ პრობლება ჩემში ყოფილა. ზოგ შემთხვევაში იმის ბრალიცაა, რომ ჩვენ თვითონ ვერ მივდივართ ხშირად ჩვენს მოძღვრებთან, ან მივდივართ აღსარებაზე წირვისა და ლოცვის პერიოდში, როცა მოძღვარს დრო არ აქვს სასაუბროდ. ამიტომ აღსარებიდან რომ გამოვდივართ გვიჩნდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, გრძნობა იმისა, რომ ბოლომდე ვერ გავიხსენით. ხოლო როცა სხვა მოძღვართან მოგვიწევს აღსარების ჩაბარება და იმ პერიოდში იმ მოძღვარს სცალია და რაღაცას დაგვარიგებ და გვესაუბრება, ჩვენ უფრო მეტად ვიხსნებით და გვგონია რომ ჩვენი მოძღვარი ისეთი არ არის როგორც ეს და სწორედ აქედან ჩნდება მოძღვრის შეცვლის სურვილი უმეტეს შემთხვევაში. თUმცა ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდება ხოლმე რომ პრობლება ჩვენშია, ჩვენს უყურადღებობაში და მოუცლელობაში.



პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Oct 10 2008, 01:42 PM

მე როგორც ვიცი დასაშვებია მოძღვრის შეცვლა. თუ ადამიანი ვერ იღებს სულიერ საზრდოს მამაოსთან ჯობს სხვა მამაოსთან მივიდეს.....
თუმცა მე პირადად ამაზე არასდროს არ მიფიქრია...მიზეზი ალბათ ის არის რომ ჩემი მამაო იმდენად მიყვარს (და მიყვარს სწორედ იმიტომ რომ "ჩემს გულში ზის" და აშკარად არ მაძლევს საშუალებას რომ უფალს დავშორდე),რომ მისგან წასვლა და მოძღვრის შეცვლა ჩემთვის წარმოუდგენელია smile.gif
პ.ს. ჩემი მამაო არის სოლოლაკში მდებარე ამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა (გუნია)
ეს ისე ცნობისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 10 2008, 01:53 PM

leluka

ციტატა
აუ ლიკაააა, ჩემი მეორე მე ხომ არ ხარ


მამა ანდრია RULES rolleyes.gif

mariami-k
ციტატა
როცა კარგად დავფიქრებულვარ მივმხვდარვარ, რომ პრობლება ჩემში ყოფილა. ზოგ შემთხვევაში იმის ბრალიცაა, რომ ჩვენ თვითონ ვერ მივდივართ ხშირად ჩვენს მოძღვრებთან, ან მივდივართ აღსარებაზე წირვისა და ლოცვის პერიოდში, როცა მოძღვარს დრო არ აქვს სასაუბროდ.


ეგრეა, მართალი ხარ smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Oct 10 2008, 01:56 PM

likka
leluka
მეთანხმებით. მამა ანდრია არაჩვეულებრივი მოძღვარია. smile.gif მეც ხშირად დამხმარებია.

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Oct 10 2008, 03:52 PM

likka

ციტატა
მამა ანდრია RULES

იეს smile.gif

ძალიან მიყვარს :წუბ:

ციტატა
მამა ანდრია არაჩვეულებრივი მოძღვარია


ძალიან ძალიან ძალიან ადამიანი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 10 2008, 04:44 PM

მამა ზაქარია იყო ჩემი მოძღვარი საქართველოში (ახლა კვიპროსშია თუ არ ვცდები), სანამ სულ წამოვიდოდი სამშობლოდან, მანამდეც დიდი ხნით მიწევდა საზღვარგარეთ ყოფნა და მან თვითონ დამარიგა, რომ იქ მენახა მართლმადიდებელი მოძღვარი. მას მერე ჩემი სულიერი მამა არის სერბი მამა მარკო smile.gif (ბევრი ქართველის მოძღვარია მარკო ასევე).
რომელმაც ჩემი აქ ყოფნა გადამატანინა . ალბათ ძალიან გამიმართლა რომ მას შევხვდი, ასევე დაახლოვდნენ ის და მამა ზაქარია შემდგომში. ძალიან მოხარული ვარ ამ მხრივ smile.gif

პოსტის ავტორი: gio12 თარიღი: Oct 10 2008, 06:37 PM

ჩემი აზრით ადამიანი არ უნდა იცვლიდეს ყოველდღე მოძღვარს, მაგრამ ხშირად ხდება ისე რომ ადამიანი დაკომპლექსებულია რომელიმე კონკრეტულ მოძღვართან და დიდი ხნის განმავლობაში ვერ აბარებს მას აღსარებას... (სხვადასხვა მიზეზების გამო) ამიტომ ვფიქრობ რომ ადამიანის დაშორებას ეკლესიასთან, აჯობებს კურთხევა აიღოს და აღსარება ჩააბაროს სხვა მოძღვარს.
მადლობა ღმერთს და ჩემ მოძღვარს რომ ჩემსა და მას შორის არასოდეს ყოფილა ისეთი შემთხვავა რომ მე მეფიქროს სხვა მოძღვართან გადასვლაზე... მე მას უკვე თითქმის სამი წელია ვაბარებ აღსარებას და ვმსახურობ მასთან და ვერ წარმომიდგენია რომ ჩემ მოძღვარს ოდესმე დავშორდე. smile.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Oct 10 2008, 08:19 PM

ეე, ჩემ ცოდვებს რომ მოისმენ მოძღვარი თვითონ გამოცვლის თავის თავს sad.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 10 2008, 08:24 PM

Misha Songulashvili

ციტატა
ეე, ჩემ ცოდვებს რომ მოისმენ მოძღვარი თვითონ გამოცვლის თავის თავს sad.gif


კაი მიშა, ჩემი თუ არ იცვლის, ე.ი. შენიც გაუძლებს smile.gif არ დამიწყო ახლა კონკურენცია biggrin.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Oct 10 2008, 08:46 PM

staywhite

ციტატა
კაი მიშა, ჩემი თუ არ იცვლის, ე.ი. შენიც გაუძლებს არ დამიწყო ახლა კონკურენცია

რას მეუბნები ნანა რომ თქვენ ჩემზე ცუდი ხართ?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 10 2008, 08:54 PM

Misha Songulashvili

ციტატა
რას მეუბნები ნანა რომ თქვენ ჩემზე ცუდი ხართ?


არ იცოდი თუ ? blink.gif 2kiss.gif მე ყველაზე ცუდი ვარ...

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Oct 10 2008, 08:57 PM

staywhite

ციტატა
არ იცოდი თუ ? მე ყველაზე ცუდი ვარ...

ვა მაგარია.
აი ეხლა მოვიდნენ, თამარ ცქნაფო, კატო ბატო და ადმინი და სხვა დანარჩენი მოდერატორთა დასი და ნახონ რომ ყველაზე ცუდი მე არ ვარ biggrin.gif
აი ეგრე!
მეც მაგას ვამბობდი ნანა რომ ყველაზე ცუდი მე როგორ ვიქნებითქო
2kiss.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Oct 10 2008, 09:19 PM

თუ თავიდანვე გააკეთებ სწორ არჩევანს ალბათ აღარ მოგიწევს მისი შევცლაც

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Oct 10 2008, 09:42 PM

ციტატა(likka @ Oct 10 2008, 01:12 PM) *

არა მოძღვრის შეცვლა, არამედ "რწმენის მარცვალ-მარცვალ შეგროვება" - თავისი წილი მადლი ყველა მოძღვარს აქვს smile.gif



ვეთანხმები ლიკას ,ფაქტიურად ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა cool.gif

მე პირადათ მინდოდა ერთხელ მოძღვარი შემეცვალა იმ მიზეზის გამო, რომ თითქოს აღსარებას ისე ვერ ვაბარებდი როგორც ეს საჭიროა ,რაღაც უკმაყოფილების გრძნობა მრჩებოდა და მინდოდა სხვასთან გადავსულიყავი,რომ მივედი სხვასთან ავუხსენი სიტუაცია და მითხრა ,რომ ჯერ კურთხევა აიღეო და მერე მოდიო შვილო,ვერ გავბედე მამოსთვის მეთქვა რომ სხვასთან მინდა გადასვლა თან მიზეზიც ხომ უნდა ამეხსნა და unsure.gif (რამოდენიმე წლის მრევლი რომ ხარ ეგ ცოტა არ იყოს და გამიჭირდა) და გადავწყვიტე სხვა ხერხი მეპოვა უფრო დაუახლოვდი ჩემს მამაოს ,მომთხოვნი გავხდი მეტს ვეუბნებოდი და ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე უბრალოდ ადამიანს ხშირად უფრო იოლი გზით უნდა თავისი პრობლემის მოგვარება cool.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 10 2008, 09:44 PM

იქნებ უფლის განგებაა რომელი მოძღვრის სულიერი შვილებიც ვართ? ამიტომ უნდა ვეცადოთ მთელი გულით შევიყვაროთ მოძღვარი და გულახდილნი ვიყოთ მასთან ურთიერთობაში. მე დაუშვებლად მიმაჩნია მოძღვრის შეცვლა. ერთადერთი არგუმენტი შესაძლებელია იყოს თუ ადამიანი ფიზიკურად დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებს მოძღვართან ურთიერთობას და ისიც მოძღვრის კურთხევით შეუძლია ალბათ სხვა მოძღვარს ჩააბაროს აღსარება. სხვა მხრივ კი თუ რაიმე გვაბრკოლებს მოძღვართან ურთიერთობაში მიზეზი ყოველთვის ჩვენში უნდა ვეძებოთ და ღვთის შეწევნით დავძლიოთ ეს დაბრკოლებანი.

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Oct 10 2008, 09:45 PM

ციტატა(BOO @ Oct 10 2008, 09:19 PM) *

თუ თავიდანვე გააკეთებ სწორ არჩევანს ალბათ აღარ მოგიწევს მისი შევცლაც

და თუ თავიდან სულ რაღაც 7 წლის ხარ? biggrin.gif

ეგრე არ არის, ხდება ხოლმე ალბათ და ამაში ცუდს პრინციპში ვერაფერს ვხედავ ოღონდ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ მიზეზით რომ მართლა მოძღვრის ეძებ და სულიერ მეგობარს რომელიც გისუამავლებს a075.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Oct 10 2008, 09:59 PM

ციტატა(.:Lela:. @ Oct 10 2008, 10:45 PM) *

და თუ თავიდან სულ რაღაც 7 წლის ხარ? biggrin.gif

ეგრე არ არის, ხდება ხოლმე ალბათ და ამაში ცუდს პრინციპში ვერაფერს ვხედავ ოღონდ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ მიზეზით რომ მართლა მოძღვრის ეძებ და სულიერ მეგობარს რომელიც გისუამავლებს a075.gif


კი გეთანხმები ხდება ხოლმე
მე იმას გავუსვი ხაზი რომ ჯერ ''კარგად უნდა ვეძიოთ'' ჩვენი სულიერი მოძღვარი

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Oct 10 2008, 10:04 PM

ციტატა
მხოლოდ იმ მიზეზით რომ მართლა მოძღვრის ეძებ და სულიერ მეგობარს რომელიც გისუამავლებს

სულიერ მამას და ჩემს უფროს მეგობარს .. აი ვის ვეძებ მე მოძღვარში.. smile.gif

ჯერ არ მიპოვია, მაგრამ ვიპოვნი smile.gif

მამა კი მყავს კაცო laugh.gif მაგრამ მოძღვარი რომ სულიერ მამობას გაგიწევს ეს სულ სხვაა smile.gif

მოკლედ, კაიროს ბატონმა იცის ჩემი ჭირვეულობის ამბავი sad.gif

რაც შეეხება მოძღვრის შეცვლას... რავიცი, თვითონ მღვდლებიც არ უყურებენ მთლად კარგი თვალით (პირადი გამოცდილებით ვიცი), თუ ამის სერიოზული მიზეზი არ არსებობს, არ ურჩევენ ხოლმე ასე მოქცევას... smile.gif

აი ჩემი ამბავი: მოზარდობისას მყავდა მოძღვარი და ვეზიარებოდი, მაგრამ მერე ისე მოხდა რომ ხშირად ვეღარ დავდიოდი, მერე გავიგე რომ მოძღვარი ბერად შემდგარა, ამის წინეებზე, სადღაც 1 წლის წინ, მინდოდა სხვა მოძღვარი, მაგრამ ასე მითხრა მამაომ, რომ ჯერ იმ მოძღვარს ნებართვა სთხოვეო smile.gif

ვოტ ტაკიე ძელა... smile.gif ეხლა რომ მივიდე, როგორ გავახსენო ჩემი თავი sad.gif არ ვემახსოვრები... თუმცა მე თუ მინდა რომ მოძღვარი მყავდეს, ეს წესით არც დამაბრკოლებს

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Oct 11 2008, 12:11 AM

მე ისე ძალიან მიყვარს ჩემი მოძღვარი, რომ ვერც კი წარმომიდგენია რა მიზეზი უნდა მქონდეს რომ სხვასთან წავიდე smile.gif
თუმცა ბავშვობაში სულ სხვა მოძღვართან ვეზიარებოდი ხოლმე, მაგრამ ის არ ყოფილა ჩემი სულიერი მამა, უბრალოდ მაშინ პატარა ვიყავი და სადაც დედა დადიოდა, იქ დავყავდი მეც.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 8 2009, 06:13 PM

მიფიქრია შეცვლაზე, მაგრამ არ განმიხორციელებია... მაშინ ახალი ვიყავი და ალბათ უცებ ვერ შევეგუე....

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Jun 8 2009, 08:35 PM

ციტატა(მაშიკო @ Jun 8 2009, 06:13 PM) *

მიფიქრია შეცვლაზე,

შეცვალო რა კლავიშებჩაცვენილი აკარდეონია?
შენ ვინ გეკითხება რამის შეცვლას?
laugh.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 9 2009, 10:19 AM

ციტატა(სარდიონ @ Jun 8 2009, 09:35 PM) *

შეცვალო რა კლავიშებჩაცვენილი აკარდეონია?
შენ ვინ გეკითხება რამის შეცვლას?
laugh.gif


მართალი ხარ... yes4.gif
მაშინ ტვინი არ მქონდა ალბათ თავში doh.gif

პოსტის ავტორი: elenele თარიღი: Jul 4 2009, 02:55 PM

ციტატა(სარდიონ @ Jun 8 2009, 08:35 PM) *

შეცვალო რა კლავიშებჩაცვენილი აკარდეონია?
შენ ვინ გეკითხება რამის შეცვლას?
laugh.gif

ნამდვილად, ძალიან უხეში სიტყვებია "მოძღვრის შეცვლა" და არა მარტო სიტყვები, არამედ ამაზე გაფიქრებაც კი თვითგამართლების გრძნობას უნერგავს ადამიანს, ეს კი სიამაყეა და გვიშლის საკუთარი ცოდვების დანახვას. უფლისგან ყველაფერი უნდა მივიღოთ მადლიერებით, ჩვენ ხომ არ ვიცით ის მოძღვარი როგორ ლოცულობს ჩვენზე და როგორ ვუყვარვართ, ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ გამოხატავს სიყვარულს, სითბოს, სიძულვილს და ა.შ. თუ არის იმის საშუალება რომ სულ შენი მოძღვრის გვერდით იყო მუდამ, ეს ხომ კარგია, მაგრამ თუ შეუძლებელია უნდა აიღო უკრთხევა რომ ვერ ახერხებ იმ ტაძარში სიარულს და სხვაგან სახლთან ახლოს რომ არის იქ იარო, ან სამსახურთან ახლოს, მე ასე ვფიქრობ რომ მხოლოდ ამგვარი მიზეზის გამო შეიძლება შენს მოძღვართან ვერ მიდიოდე, და კიდევ რა თქმა უნდა, თუ ფიქრობ რომ მისი სწავლბა და მოძღვრება არ შეესაბამება მართლმადიდებლურ მოძღვრებას (ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი მოძღვრებისგან).

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 4 2009, 04:40 PM

როგორც ვიცი შეიძლება. სულიერების სხვადასხვა საფეხურს მოძღვარიც თავისებური ჭირდება.
აბო.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jul 29 2009, 04:09 PM

ციტატა
როგორც ვიცი შეიძლება. სულიერების სხვადასხვა საფეხურს მოძღვარიც თავისებური ჭირდება.

მე კი ვფიქრობ ყველა საფეხურის გავლა 1 მოძღვართან ერთად ჯობია .

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Jul 29 2009, 09:31 PM

ვერ წარმომიდგენია მოძღვარი როგორ უნდა შევუცვალო, მკონდა პერიოდი როცა კურთხევით სხვა მოძღვარს ძლივს ჩავაბარე აღსარება, ბოლომდე მაინც ვერ დავიხარჯე, თუ თავიდანვე აღმოაჩინე სულიერი მამა, მერე რა მიზეზი უნდა გქონდეს ისეთი რო შეიცვალო? რმერთო დიდხანს გვიცოცხლე ყველას სულიერი მამები.

პოსტის ავტორი: აზნაური კიკნაველიძე თარიღი: Sep 23 2009, 11:05 PM

ჩემი აზრით მოძღვრის არ შეცვლი დოგმა ეს დიდი სისულელეა და ეს დოგმა ფანატიკოსმა და ბნელმა სასულიერო პირებმა მოიგონეს . მოძღვრის შეცვლა ეს სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა . შეიძლება ის მოძღვარი ძალიან კარგიც იყო მაგრამ ჩვენი ეკლესია უფრო სხვა ახლო ურთიერთობებს ითხოვს და ასწავლის ამიტომ საჭიროა მოძღვარი რომელიც შენთან იმ ასაკში რომელიც ხარ ახლოს უფრო კარგად იქნება .

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 24 2009, 11:30 AM

აზნაური კიკნაველიძე

ციტატა
ეს დიდი სისულელეა და ეს დოგმა ფანატიკოსმა და ბნელმა სასულიერო პირებმა მოიგონეს .



დედა, რატომ ჩხუბობ?

მე დოგმაა მოძღვრის შეცვლაო არასოდეს გამიგია. გააჩნია მიზეზს რატომ იცვლი. ჩემი პირველი აღსარება 16 წლის ასაკში შედგა. მოძღვარმა იმავე აღსარებაზე მიტხრა, თუ ვერ შემეჩვევი და კრაგდ ვერ იგრძნობ ჩემტან თავს, არ იფიქრო მეწყინოს, სხვასთან წადიო. დღემდე ამას მეუბნება ჩემი მოძღვარი, რომელთანაც მე-11 წელია დავდივარ.

ანუ, მიზეზს გააჩნია რისტვის მიდიხარ, მოგწყინდა, გაწყენინა, იმ კურთხევებს არ გაძლევს რაც გინდა, შენი მეგობრები სხვა ეკლესიაში დადიან და იქ გინდა, ამასთან ვერ იხსნები, არ გაკმაყოფილებს თუ არის კდიევ სხვა რაიმე მიზეზი..

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 24 2009, 12:21 PM

მე მინდა შევიცვალო მოძღვარი, ისეთი მოძღვარი მინდა ვისაც რეინკარნაციის არსებობის სჯერა... შანსი არაა ვინმემ გადამარწმუნოს მაგის არსებობაში smile.gif

არადა მაგის დაჯერება ცოდვად ითვლება და როგორ ვთქვა ეგ ცოდვებში, როცა ცოდვად არ მიმაჩნია? sad.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Sep 25 2009, 11:31 AM

ციტატა(Atman @ Sep 24 2009, 12:21 PM) *

მე მინდა შევიცვალო მოძღვარი, ისეთი მოძღვარი მინდა ვისაც რეინკარნაციის არსებობის სჯერა... შანსი არაა ვინმემ გადამარწმუნოს მაგის არსებობაში smile.gif

არადა მაგის დაჯერება ცოდვად ითვლება და როგორ ვთქვა ეგ ცოდვებში, როცა ცოდვად არ მიმაჩნია? sad.gif

თუ ერთდროულად ქრისტესიც და რეინკარნაციისაც გჯერა, ან ერთი არ იცი ან მეორე ან საერთოდ ორივე - ეგ ორი სწავლება არათავსებადია

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 25 2009, 11:34 AM

კანუდოსელი

ჩემთვის თავსებადია.

პოსტის ავტორი: mr.satadarigo თარიღი: Sep 25 2009, 01:38 PM

Atman


შენ მგონი დროა უკვე საკუთარი სექტა შექმნა,ისეთ რაღაცეებ ამბობ ხშირად biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 25 2009, 01:47 PM

mr.satadarigo

ღმერთად თუ მაღიარებენ ბაზარი არაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლანა თარიღი: Sep 28 2009, 08:54 PM

მე პირადად შევიცვალე მოძღვარი
ვერანაირად ვერ ვიხსნებოდი ჩემს ძველ მოძღვართან.ნუ იყო რაღაცეები რის გამოც გადავწყვიტე შეცვლა და უკეთესად ვგრძნობ თავს ახლა a075.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 4 2009, 02:02 PM

Atman

ციტატა
ჩემთვის თავსებადია.



ცინემ, საერთოდ იცი რისი გჯერა? ოღონდ ამას აგრესიით და ცინიზმით არ ვამკბობ.

ციტატა
ღმერთად თუ მაღიარებენ ბაზარი არაა



დამიჯერე, მასეთებიც გამოჩნდებიან. იქნებ, აქეთ დაგარწმუნონ, ღმერთი ხარ და არ იციო smile.gif

ხო, მართლა მოდი მოძრვრის შეცვლის საკიტხს დავუბრუნდეთ, ეს თემა მას ეხება.

ეხლა გადავიკითხე და აღმოვაჩინე ასეთი რა, ყველა მოძრვართან ურთიერთობაიასა ხაზს უსვავს აღსარებას. გასაგებია რომ მოძღვრთან აღსარება უნდა ტქვა, მაგრამ მოძვარი მოხლოდ აღსარების ,,მოსმენის საშუალება,, არაა. მოძვარი დამრიგებელია, წინამძღვარია სასულეირო ცხოვრების. აღსარება ყველას ხვა მოძრვარს შეგიძლია უტხა, მაგრამ ასე ვტქვათ, ერთი მოძღვრის მეთვქლყურებობის ქვეშ ხარ, ერთი სასულიერო პირის, რომელიც გზრდის სულირად, წარგმართავს, გასწავლის და აშ. ანუ, მხოლოდ აღსარებას რატომ ვუისვავთ ხაზს მოძრავრტან მიომართებაში არ მესმის. აღსარების გარდა, კიდევ ბევრი სხვა რამ არის სალაპარაკო და გასარჩევი. თუნდაც, დამოკიდებულება.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 4 2009, 02:15 PM

ციტატა
ცინემ, საერთოდ იცი რისი გჯერა? ოღონდ ამას აგრესიით და ცინიზმით არ ვამკბობ.


ვიცი, მაგრამ ვერ გამოვხატავ... ვინც ძალიან კარგად მიცნობს იმან იცის რისიც მჯერა a075.gif

ციტატა
დამიჯერე, მასეთებიც გამოჩნდებიან. იქნებ, აქეთ დაგარწმუნონ, ღმერთი ხარ და არ იციო


გამოჩენილან უკვე, მაგრამ თავადაც ღმერთები გონიათ თავი biggrin.gif

ციტატა
ეხლა გადავიკითხე და აღმოვაჩინე ასეთი რა, ყველა მოძრვართან ურთიერთობაიასა ხაზს უსვავს აღსარებას. გასაგებია რომ მოძღვრთან აღსარება უნდა ტქვა, მაგრამ მოძვარი მოხლოდ აღსარების ,,მოსმენის საშუალება,, არაა. მოძვარი დამრიგებელია, წინამძღვარია სასულეირო ცხოვრების. აღსარება ყველას ხვა მოძრვარს შეგიძლია უტხა, მაგრამ ასე ვტქვათ, ერთი მოძღვრის მეთვქლყურებობის ქვეშ ხარ, ერთი სასულიერო პირის, რომელიც გზრდის სულირად, წარგმართავს, გასწავლის და აშ. ანუ, მხოლოდ აღსარებას რატომ ვუისვავთ ხაზს მოძრავრტან მიომართებაში არ მესმის. აღსარების გარდა, კიდევ ბევრი სხვა რამ არის სალაპარაკო და გასარჩევი. თუნდაც, დამოკიდებულება.


ამიტომაც მიყვარს მოძღვრის აღმოსავლური (გურუების) სისტემა... აღსარების ჩაბარება ფსიქოთერაპიაა და მეტი არაფერი, მეგობარს რომ ჩააბარო აღსარება ხანდახან ეგ უფრო მოქმედებს... აი გურუ კი იმას ქვია, ვინც თავად შეიცნო ჭეშმარიტება და შენც გასწავლის, ჩვენთან კი თავად მხოლოდ ის შეიცნეს როგორ უნდა შეიცნონ ჭეშმარიტება და გზას სანამ ბოლომდე არ გაივლი როგორ უნდა ასწავლო სხვებს მე არ მესმის... რა თქმა უნდა შარლატანი გურუ უფრო მეტია და უფრო სახიფათოა ვიდრე შარლატანი მართლმადიდებელი მოძღვარი.

მე ჭეშმარიტ მოძღვრად ის მიმაჩნია, ვინც გაღვიძებს და გასწავლის სხვები როგორ გააღვიძო. მოკლედ "ბუდილნიკობას" ვსწავლობ... biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 4 2009, 02:34 PM

Atman

ციტატა
მოკლედ "ბუდილნიკობას" ვსწავლობ...


ზუსტად არ ვიცი რას სწავლობ ცინემ, რადგან
ციტატა
აღსარების ჩაბარება ფსიქოთერაპიაა და მეტი არაფერი
ამას ამბობ.


ჩემგან არ გესწავლება, რომ აღსარება საიდუმლოა და ამ საიდუმლოზე ,,ფსიქოტერაპიის,, გარდა, რაღაც უფრო დიდი და მნიშვნელოვანი აღესრულება... თუ შენ მხოლოდ ფსიქოტერაპიისთვის გინდა აღსარება, მაშინ მიდი ფსიქოთერაპევტთან, მათ უკვე ნასწვლიც აქვთ ტავიანთი პორფესია და სხსაც სეუძლიათ ასწავლოსნ თუნდაც ემოციების სწორედ მართვა.

მოკლედ უნდა გაერკვე რა გაწუხებს და რას ეძებ.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 4 2009, 03:06 PM

მხევალი ნინო

ფსიქოთერაპიაში იმ სიტყვას არ ვგულისხმობ რასაც როგორც წესი გულისხმობენ, ჩვეულებრივ ფსიქოთერაპევტთან შედარებით აღსარება უზარმაზარი ფსიქოთერაპია და სულის თერაპიაა პირველ რიგში.

აღსარების საიდუმლოსაც არ ვაკნინებ, უბრალოდ ჩემთვის აღარაა საიდუმლო და ვისთვისაც საიდუმლოა იმას დაეხმარება კიდეც...

ციტატა
მოკლედ უნდა გაერკვე რა გაწუხებს და რას ეძებ.


მე აღარ ვეძებ. ვიპოვე... a075.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 4 2009, 03:13 PM

Atman

ციტატა
უბრალოდ ჩემთვის აღარაა საიდუმლო



ვაი...

ოკ, როგორც გინდა.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 4 2009, 03:16 PM

მხევალი ნინო

იმიტომაც არ მიყვარს ზედმეტი ლაპარაკი... არასწორად გებულობთ ჩემს სიტყვებს და იძახით ვაის და ვუის biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 4 2009, 03:41 PM

Atman

ციტატა
არასწორად გებულობთ ჩემს სიტყვებს და იძახით ვაის და ვუის



კაი, კაი ნუ ნერვიულობ. იმედია, არასწორად მივხვდი. biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 4 2009, 04:06 PM

მხევალი ნინო

თქვენ არ ინერვიულოთ თორე მე მშვიდად ვარ smile.gif

ძალიან ნუ ჩამეძიებით ხოლმე რა კითხვებით თორე დავაბრეხვებ ისეთ რაღაცას რო ატყდება აქ ერთი ამბავი biggrin.gif

მაგალითად შემიძლია ვთქვა რომ ღმერთი არ არსებობს და პირიქით, რომ არსებობს და ორივე ეს ფრაზა ერთნაირი სიმართლეა ჩემთვის... მოდი და გაიგე ახლა რას ვფიქრობ და რას ვეძებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 4 2009, 04:08 PM

Atman


კარგი ცინემ.

მოდი, ჩვენ ამ თემის მთავარ აზრს ნუ გადავუხვევთ და ისევ მოძღვის შეცვლის პორბლემას დავუბრუნდეთ.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 4 2009, 04:10 PM

მხევალი ნინო

ცინემ არა, ატმანი ვააარ. (თან სინემამუ იყო და არა ცინემამუ a075.gif )

რაც შეეხება მოძღვრის შეცვლას... მეც მინდა შევიცვალო მოძღვარი რომელიც სიმბოლურად მყავს და მინდ ამყავდეს ახალი, რომელთანაც ვიმეგობრებ და თუ ძალიან გამიბრაზდება აღსარებებსაც ჩავაბარებ ხოლმე smile.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Oct 4 2009, 04:21 PM

მე გადავრჩი (ტყუილად) შეცვლას.
მადლობა ღმერთს. yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Oct 4 2009, 05:39 PM

ციტატა(Atman @ Oct 4 2009, 05:10 AM) *

რაც შეეხება მოძღვრის შეცვლას... მეც მინდა შევიცვალო მოძღვარი რომელიც სიმბოლურად მყავს და მინდ ამყავდეს ახალი, რომელთანაც ვიმეგობრებ და თუ ძალიან გამიბრაზდება აღსარებებსაც ჩავაბარებ ხოლმე smile.gif

სიმბოლური მოძღვარი რას ჰქვია? მე არ მესმის...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 4 2009, 05:42 PM

მაშიკო

იმას ნიშნავს, რომ საერთო ენას ვერ ვნახულობ, გულით ვერ ვესაუბრები და საერთოდ არც ვიცი რატომ ავირჩიე მოძღვრად... ეს რა თქმა უნდა ჩემი ბრალია და არა მისი, მაგრამ ფაქტი ფაქტია... smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Oct 4 2009, 05:47 PM

Atman
კარგად დაფიქრდი შემდეგ არ ინანო მოძღვრის შეცვლა, კურთხევა აიღე და სცადე სხვას ჩააბარო აღსარება, იქნებ ვერც სხვასთან გაიხსნა ბოლომდე... მაგ პრობლემა ბევრს აწუხებს...

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Oct 4 2009, 05:47 PM

Atman
კარგად დაფიქრდი შემდეგ არ ინანო მოძღვრის შეცვლა, კურთხევა აიღე და სცადე სხვას ჩააბარო აღსარება, იქნებ ვერც სხვასთან გაიხსნა ბოლომდე... მაგ პრობლემა ბევრს აწუხებს...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 4 2009, 05:48 PM

მაშიკო

ჯერ არც ვაპირებ შეცვლას... შემთხვევით თუ გადავეყრები ჩემი ოცნების მოძღვარს თორე... biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Oct 4 2009, 05:51 PM

Atman
შემთხვევითობას ნუ ენდობი.... უნდა ეძებო და იპოვი... მოძღვართან მეც მიჭირდა ურთიერთობა და სწორედ მაგიტომ ვსწავლობ დღეს სასულიერო სასწავლებელში... იმედი მაქვს მოძღვართან ურთიერთობა უკეთესი გახდება მომავალში...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 4 2009, 05:59 PM

მაშიკო

მე მყავს უკვე ერთადერთი მოძღვარი, რომელიც სხვადასხვა ადამიანების პირით მელაპარაკება, თუნდაც ახლა შენი პირით smile.gif ეს მოძღვარი უკვე ვიპოვე, ახლა უბრალოდ ხორციელ კონკრეტულ მოძღვარს ვეძებ, რომელთანაც ვიმეგობრებ... a075.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 4 2009, 08:10 PM

მე ჯერ ისევ არ მყავს მოძღვარი, როგორიც მე მინდა : (... ადრე თითქოს მყავდასავით, ვინც მაზიარებდა (სამჯერ ოთხჯერ ვეზიარე სულ), აღსარებაც ჩაიბარა, მაგრამ მერე ჩამოვშორდი ეკლესიურ ცხოვრებას.. თვითონაც მგონი ბერად წავიდა.. მგონი მაქვს უფლება ახალი მოძღვარი ვიპოვო, ვიდრე ძველს დავუბრუნდე : )


მე თვითონაც არ ვიცი რა მჭირს...

ქადაგებების მოსმენა მსიამოვნებს : )

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Oct 4 2009, 09:16 PM

ქევანა

ციტატა
მე ჯერ ისევ არ მყავს მოძღვარი, როგორიც მე მინდა : (... ადრე თითქოს მყავდასავით, ვინც მაზიარებდა (სამჯერ ოთხჯერ ვეზიარე სულ), აღსარებაც ჩაიბარა, მაგრამ მერე ჩამოვშორდი ეკლესიურ ცხოვრებას.. მგონი მაქვს უფლება ახალი მოძღვარი ვიპოვო, ვიდრე ძველს დავუბრუნდე : )

ეს შენი კი არა, ჩემი ამბავია biggrin.gif


პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Oct 4 2009, 10:33 PM

Atman
ვინც ეძებს პოულობს. წარმატებებს გისურვებsmile.gif

პოსტის ავტორი: asmoo თარიღი: Oct 10 2009, 10:42 PM

ყველა გაიძახის მინდა შეცვლაო და რეალურად მართლა თუ შეიცვალა ვინმემ ძალიან მაინტერესებს, ან ძველ მოძღვარს მიზეზი რა უნდა უთხრა მაგ დროს ვერ ვხვდები.

პოსტის ავტორი: ლანა თარიღი: Oct 10 2009, 11:00 PM

ციტატა(asmoo @ Oct 10 2009, 11:42 PM) *

ყველა გაიძახის მინდა შეცვლაო და რეალურად მართლა თუ შეიცვალა ვინმემ ძალიან მაინტერესებს, ან ძველ მოძღვარს მიზეზი რა უნდა უთხრა მაგ დროს ვერ ვხვდები.

მე შევიცვალე
და ზველ მოძღვარს უბრალოდ ვუთხარი,რომ შეცვლა გადავწყვიტე და არ ცამძიებია რატო გადაწყვიტეო და ტუ ჩამეძიებოდა სიმართლეს ვეტყოდი a075.gif

პოსტის ავტორი: asmoo თარიღი: Oct 10 2009, 11:11 PM

ლანა
საინტერესოა... ღმერთმა ხელი მოგიმართოს

პოსტის ავტორი: ლანა თარიღი: Oct 11 2009, 10:02 PM

ციტატა(asmoo @ Oct 11 2009, 12:11 AM) *

ლანა
საინტერესოა... ღმერთმა ხელი მოგიმართოს

საინტეროსიაში და ამ მრავალ წერტილებში რა გულისხმობ თუ შეგიძლია რო გამაგებინო კარგს იზამ a075.gif
მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Oct 15 2009, 09:09 PM

ციტატა
ყველა გაიძახის მინდა შეცვლაო და რეალურად მართლა თუ შეიცვალა ვინმემ ძალიან მაინტერესებს, ან ძველ მოძღვარს მიზეზი რა უნდა უთხრა მაგ დროს ვერ ვხვდები.

მე პირადად არც არაფრის თქმას ვაპირებ.. rolleyes.gif წლების წინ მყავდა მოძღვარი , რამდენჯერმე აღსარება ჩავაბარე და რამდენჯერმე ვეზიარე...
მაგრამ ეს იყო რამდენიმე წლის წინ ... და ასეთ დროს მგონი აღარც ვითვლები მის სულიერ შვილად unsure.gif
ანუ თავიდან ვაპირებ ახალ მოძღვართან მისვლას smile.gif

პოსტის ავტორი: teklikie თარიღი: Oct 25 2010, 07:45 PM

ჩემი აზრით მამაო რომელსაც აღსარება აბარებ და სულიერი მოძღვარი განსხვავებული ცნებებია.შეიძლება აღსარებას აბარებდე მარა შენი მოძღვარი არ იყოს smile.gif მე დიდი გამოცდილების მქოდე ვწერ ამას დამიჯერეთ.საერთოდ ჩემთვის ნამვდილად მნიშვნელობანია რამდენად აქვს დრო მას ჩემთვის, დასამოძღვრად, რაც ხშირად არ ესწრებაწირვა-ლოცვის დროს არსარების ჩაბარებისას(ხალხის სიმრავლის გამო) ამიტომ ვფიქრობ რომ ისეთი უნდა გყავდეს ვისთანაც მერეც შეძლებ შუა კვირაში თუნდაც ჩასვლას , როცა მას ცალია..არიან მამაოები ისეთი გრაფიკი აქვთ შაბათ-კვირას თუ თვალი მოკარი უნდა გიხაროდეს,და მერე უკვირთ რატომ იბარებს აღსარებებს ასე სწრაფადო...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)