თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ თუ შეიძლებოდეს გამარკვიეთ

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Feb 16 2009, 10:23 PM

ვიცი (ყოველ შემთხვევაში ასე მგონია) რომ ცისკარი სრულდებოდა გამთენიისას (ცისკარზე, ანუ გამთენიისას); მწუხრი კიდევ საღამოს სრულდებოდა (და სრულდება)...

დღესდღეობით ყველამ ვიცით, რომ დიდ დღესასწაულებზე (და ყოველ შაბათს), დღესასწაულის წინა საღამოს მწუხრს მოებმის ცისკარი, მერე მივდივართ სახლებში, მეორე დღეს (უშუალოდ დღესასწაულზე) უკვე წირვაზე მოვდივართ...

მე მაინტერესებს როდიდან დაწესდა ეს წესი, ანუ ცისკრის საღამოს (18-19 საათზე) მსახურების წესი, და ცისკრის შემდეგ შეიძლება თუ არა ითქვას, რომ უკვე გადავედით მომდევნო დღეში?

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Feb 16 2009, 11:43 PM

მე როგორც ვიცი, ცისკრის მწუხრზე მიბმა რუსული ტრადიციაა. ზუსტად ვერ გეტყვი

პოსტის ავტორი: sormonii თარიღი: Feb 24 2009, 06:31 PM

ციტატა
რომ უკვე გადავედით მომდევნო დღეში?


კი ეგრეა... ანუ შაბათ საღამოს როცა მოდიხარ ლოცვიდან მეორე დღე ანუ კვირა არი შემოსული.. მე ასე ვიცი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)