თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ გალაკტიკა
პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Jul 27 2011, 11:36 PM
პრინციპში გიპასუხოთ რა,უფრო ჩვენ ჩვენი ვარაუდები უნდა გამოვთქვათ,ასე გამოდის..
დადგინდა,რომ კოსმოსური ხომელდები გალაქტიკაში რომელიღაც კონკრეტულ ზღვარს ვერ გასცდნენ ვერაფრით.თითქოს უხილავი ფარდააო...მოკლედ მე ვფიქრობ,რომ ღმერთმა იმიტომ შექმნა ამხელა გალაქტიკა,ადამიანს დააინტერესდებოდა რა ხდება დედამიწის გარეთ.
მოგვცა კიდეც ამის შესაძლებლობა გაგვეგო იმდენი რამდენიც საჭირო იყო მისი აზრით(აუ ისე ვლაპარაკობ,თითქოს პირადად გამევლო ღმერთთან კონსულტაცია:დ).
აი სხვაგანაც არის თუ არა სიცოცხლე ეგ მეც მაინტერესებს და მგონია,რომ არის : )
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 27 2011, 11:40 PM
mzime)
როგორ კაცო, აი მანდ რომ ერთ წერტილს დავადოთ ხელი ისიც არ ვართ, ის მხოლოდ ჩვენი გალაკტიკა იქნება რომელშიც მრავალი სისტემებია, ერთ ერთი კი მზის სისტემა აღმოჩნდება, მასზე კი პლანეტა დედამიწა სადაც ჩვენ ვართ.... და ეს ყველაფერი იმიტომ შექმნა რომ მარტო ინტერესი აღმძროდა? უფრო დიდი საქმისთვის შექმნიდა მგონია
პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Jul 27 2011, 11:44 PM
ikanosi,როგორ და ადამიანი განვითარდება ისე რომ მანდამდეც მიაღწევს.შენ ისღა დაგრჩენია ადამიანის განვითარებას დაელოდო:პ
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 27 2011, 11:51 PM
mzime)
არვიცი, ისე რა უნდა გავმრავლდეთ რომ ჩვენს გალაკტიკაში ვერ მოვთავსდეთ და სხვა გალაკტიკაზე გადავიდეთ
ან მაგ დონემდე განვითარებას რამდენიმე ათიათასი წელი მაინც დაჭირდება
პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Jul 27 2011, 11:57 PM
რა თქმა უნდა დასჭირდება: )
პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Jul 28 2011, 10:39 AM
რა სჯობს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას რომ უყურებ და უცებ ვარსკვლავი რომ ჩამოვარდება და შენც რომ სურვილის ჩაფიქრებას მოასწრებ, მგონი მარტო ამისთვის ღირდა ამ ყველაფრის შექმნა :D:D
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 28 2011, 11:32 AM
Funkenstein
აბა ბიჭო მარტო ამისთვის არის შექმნილი
პოსტის ავტორი: new member თარიღი: Jul 29 2011, 05:43 PM
ikanosi
ციტატა
აი სურათზე ჩვენნაირი მბჟუტავი გალაკტიკა მრავალია, არ შეიძლება მათზეც სიცოცხლე იყოს და მანდ მცხოვრები ისევე ფიქრობდეს როგორც მე?
ეგ სურათი მხოლოდ და მხოლოდ პაწაწინა მონაკვეთია ჩვენი სამყაროსი.
ამიტომ ეგ კითხვა შებრუნებულად რომ დაგესვა უფრო უპრიანი იქნებოდა, რადგან იმის ალბათობა რომ სიცოცხლე სხვაგანაც არსებობს გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე იმისა რომ არ არსებობს.
აი საინტერესო ვიდეოები მაგ საკითხთან დაკავშირებით :
http://video.raid.ru/pages/video/96618/
http://rutube.ru/tracks/2805308.html?v=ecebd4f02bd68c61610623eec88a2331
პ.ს. ეხლა შემოვა ვიღაც ფანატიკოსი და დაწერს ბიბლიაში არაფერი წერია უცხოპლანეტელებზე და ესე იგი არ არსებობენო
პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 29 2011, 06:21 PM
ციტატა(ikanosi @ Jul 27 2011, 11:51 PM)
mzime)არვიცი, ისე რა უნდა გავმრავლდეთ რომ ჩვენს გალაკტიკაში ვერ მოვთავსდეთ და სხვა გალაკტიკაზე გადავიდეთ
ან მაგ დონემდე განვითარებას რამდენიმე ათიათასი წელი მაინც დაჭირდება
აუ კრუიზში რო წავალთ church.geს წევრები მარსზეეე
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 29 2011, 06:46 PM
new member
ციტატა
ამიტომ ეგ კითხვა შებრუნებულად რომ დაგესვა უფრო უპრიანი იქნებოდა, რადგან იმის ალბათობა რომ სიცოცხლე სხვაგანაც არსებობს გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე იმისა რომ არ არსებობს.
მეცნიერებმა ხელახლა შეაფასეს დრეიკის განტოლების ერთ-ერთი პარამეტრი - ცნობილი განტოლებისა, რომელითაც ითვლიან თუ რამდენად მაღლია დედამიწის ფარგლებს გარეთ სიცოცხლის გაჩენის შანსი, ”შემადგენელი” პარამეტრების ალბათობის განსაზღვრით - როგორიცაა ვარსკვლავთა წილი, რომელთა გარშემო მოძრაობენ პლანეტები, პლანეტათა წილი, რომლებიც სიცოცხლისათვის შესაფერისი ზონის მიღმა იმყოფებიან, პლანეტათა რიცხვი სასიცოცხლო ზონაში და ა.შ(მანძილი ვარსკვლავიდან, რომელიც წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობის საშუალებას იძლევა).
n=R Fp Ne Fl Fi Fc L
n— კონტაქტის მსურველი ცივილიზაციების რაოდენობა;
R— ვარსკვლავთა რაოდენობა, რომლებიც 1 წლის განმავლობაში ყალიბდებიან ჩვენს გალაქტიკაში;
Fp— პლანეტებიან ვარსკვლავთა წილი;
Ne — პლანეტების საშუალო რაოდენობა(და თანამგზავრების), რომლებზეც სიცოცხლის ჩასახვისათვის შესაბამისი პირობებია;
Fl— შესაფერისი პირობების მქონე პლანეტებზე სიცოცხლის ჩასახვის ალბათობა;
Fi — მოაზროვნე არსებების ჩამოყალიბება პლანეტებზე, რომლებზეც არის სიცოცხლე;
Fc — პლანეტათა თანაფარდობა, რომელთა მოაზროვნე მაცხოვრებელებს აქვთ კონტაქტის დასამყარებელი საშუალებები და უნდათ კონტაქტზე გამოსვლა;
L— ასეთი ცივილიზაციის არსებობის დრო.
ალტერნატიული ფორმულა ასე გამოიყურება:
n=R Fp Ne Fl Fi Fc L / Tg
სადაც:
—n ვარსკვლავების რაოდენობაა ჩვენს გალაქტიკაში;
—Tg ჩვენი გალაქტიკის არსებობის დრო.
L / Tg განაყოფი გვიჩვენებს, რომ ცივილიზაცია-კონტაქტორი არსებობს ჩვენი ცივილიზაციის პარალელურად.
დრეიკის განტოლების პარამეტრების ერთმნიშვნელოვანი შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუნდაც ვიწრო ზღვრებში. დღევანდელ დღემდე გამონაკლისად ითვლებოდა პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენის პარამეტრი, პლანეტაზე, რომელიც სასიცოცხლო ზონაში იმყოფება. სპეციალისტთა თავდაჯერებულობა ეყრდნობოდა ამ პარამეტრში იმ ფაქტს, რომ სიცოცხლე დედამიწაზე მისი გაცივებიდან(ჩამოყალიბების მერე) ასეულობით მილიონი წლის შემდეგ გაჩნდა(ეს რიცხვი ასტრონომული მასშტაბებით დროის ძალიან მცირე მონაკვეთია).
ახალი ნამუშევრის ავტორებმა ეს პარამეტრი ბეისის თეორემის გამოყენებით შეაფასეს. ამ თეორემით საზღვრავენ ალბათობას მოვლენის დადგომისა სიტუაციაში, როცა არსებობს ამ ფაქტის მხოლოდ ირიბი მტკიცებოლებები(აუfJ). მეცნიერებმა აჩვენეს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ფაქტი არ ზრდის ალბათობას მისი გაჩენისა სხვა პლანეტებზეც. უფრო მეტიც, რადგან მოაზროვნე სიცოცხლის ფორმების ჩამოსაყალიბებლად 3,5 მილიარდი წელია საჭირო(დედამიწის შემთხვევაში, სხვა არც არის ცნობილი…), ასეთივე არსებების ჩამოყალიბება სხვა პლანეტებზე, მარტივი ფორმების ადრეულ ეტაპებზევე გაჩენის აუცილებელობას მოითხოვს. ეს კი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.
იდეის მომხრეები, რომლებიც თვლიდნენ, რომ მოაზროვნე არსებები შეიძლება რადიო სიგნალებს აგზავნიდნენ, ამ სიგნალებს ალენის (SETI)ანტენათა მასივით ეძებდნენ. თუმცა 2011 წლის აპრილში ეს პროექტი თანხების არ ქონის გამო დაიხურა.
http://astronet.ge/index.php/%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%90/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%981/428-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1.html#axzz1TVOficX6
toka@ციტატა
აუ კრუიზში რო წავალთ church.geს წევრები მარსზეეე
მანამდე არაფერი გეტკინოს
პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 29 2011, 07:01 PM
საუკუნის დალოცვა მივიღე!
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 2 2011, 04:27 PM
ikanosi
ციტატა
მე რა მაინტერესებს, გღმერთმა რატომ შექმნა ამხელა სამყარო? აი სურათზე ჩვენნაირი მბჟუტავი გალაკტიკა მრავალია, არ შეიძლება მათზეც სიცოცხლე იყოს და მანდ მცხოვრები ისევე ფიქრობდეს როგორც მე?
ამას ვაიშნავური სწავლება იცი რა მაგრად პასუხობს?
არავის აინტერესებს თორე...
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 2 2011, 05:01 PM
GIORGI LELUASHVILI
ქრისტიანული პოზიციიდან განიხილე
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 2 2011, 05:17 PM
ikanosi
ციტატა
ქრისტიანული პოზიციიდან განიხილი
ჯერ არ გამომიკვლევია, არადა ვიცი ,რომ საინტერესოა
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 3 2011, 11:12 AM
ციტატა
პ.ს. ეხლა შემოვა ვიღაც ფანატიკოსი და დაწერს ბიბლიაში არაფერი წერია უცხოპლანეტელებზე და ესე იგი არ არსებობენო
მე შემოვალ და მე დავწერ...
ათეისტებისავე ლოგიკით გიპასუხებთ: მიჩვენეთ უცხოპლანეტელი, სხვაგვარად არ დავიჯერებ მათ არსებობას...
და ეგ თქვენ ავატარი, იუზერო new member, ძალიან გამაღიზიანებელია... რისი მიღწევა გსურთ ამით?
პ.ს. საკანუდოსელე თემაა
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 4 2011, 11:42 PM
new member
ციტატა
პ.ს. ეხლა შემოვა ვიღაც ფანატიკოსი და დაწერს ბიბლიაში არაფერი წერია უცხოპლანეტელებზე და ესე იგი არ არსებობენო
ვაა, კაი ერთი
და ფანატიკოსი მართლმადიდებელი რომ არ ვიყო, ამიტომ უცხოპლანეტელთა არსებობა უნდა ვაღიარო?
რა უცხო პლანეტელები, სადა ბანაობთ...
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 4 2011, 11:47 PM
ციტატა
და ფანატიკოსი მართლმადიდებელი რომ არ ვიყო, ამიტომ უცხოპლანეტელთა არსებობა უნდა ვაღიარო?
რა უცხო პლანეტელები, სადა ბანაობთ...
უცხოპლანეტელი არა ნაცნობი გალაქტიკელი.
ციტატა
და ფანატიკოსი მართლმადიდებელი რომ არ ვიყო, ამიტომ უცხოპლანეტელთა არსებობა უნდა ვაღიარო?
რა უცხო პლანეტელები, სადა ბანაობთ...
უცხოპლანეტელი არა ნაცნობი გალაქტიკელი.
მზის ეტლის მეორე ფაზის მიერ გაკეთებულ არხში ბანაობენ,რომელიც წუთი-წუთზე შევა ნეპტუნის ორბიტალისა და ურანის თანამგზავრს შორის არსებულ ვაკუუმში.
პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Aug 4 2011, 11:50 PM
მე გეტყვით რატომ შექმნა ღმერთმა გალაკტიკა,რომ იცოდა church.geზე დიდი გამოხმაურება მოხდებოდა და ამიტომ..
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 5 2011, 12:04 AM
toka@
ციტატა
მე გეტყვით რატომ შექმნა ღმერთმა გალაკტიკა,რომ იცოდა church.geზე დიდი გამოხმაურება მოხდებოდა და ამიტომ..
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 5 2011, 12:05 AM
არადა მართლა მაინტერესებს, თქვენ კიდევ ღადაობთ
პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Aug 5 2011, 12:07 AM
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Aug 5 2011, 12:04 AM)
toka@ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია არა?
აქაც ხო გავაოფე
სად არ არი ikanosi?
ციტატა(ikanosi @ Aug 5 2011, 12:05 AM)
არადა მართლა მაინტერესებს, თქვენ კიდევ ღადაობთ
უი აქ ყოფილაა
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 16 2011, 12:45 PM
ეგ კითხვა კიდევ გაუცემელია.....ვინმემ პასუხი გამცეთ ჰა?
პოსტის ავტორი: მალონი თარიღი: Sep 18 2011, 06:16 PM
ადამიანი აიღე.
თუკი ადამიანი შექმნა- რაღა გასაკვირია, რომ სამყაროც უსასრულოდ დიდი და ლამაზი შექმნა. ოღონდ იმიტო კი არა, რომ ადამიანი ფიქრობდეს - სხვაგანაც ხომ არ არის სიცოცხლეო.
აბა სასრული სამყარო წარმოიდგინე- ამის წარმოდგენაზე და შეხედვაზე აღფრთოვანდებოდა ადამიანი? რომ - აი აგერ იწყება და აგერ მთავრდებაო სამყარო...
პროცენტული "ალბათობები" არაფერ შუაშია აქ. დედამიწის და სამყაროს გაჩენა- სხვებისთვის კი არ მოხდა. ადამს მისცა ღმერთმა "მეუფება" სამყაროში მყოფ არსებებზე.. ამ სამყაროში კი სხვა სამყაროები და ადამიანები ვეღარ იქნებიან..
პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Dec 10 2011, 10:23 PM
მალონი
ციტატა
ადამიანი აიღე.
თუკი ადამიანი შექმნა- რაღა გასაკვირია, რომ სამყაროც უსასრულოდ დიდი და ლამაზი შექმნა. ოღონდ იმიტო კი არა, რომ ადამიანი ფიქრობდეს - სხვაგანაც ხომ არ არის სიცოცხლეო.
აბა სასრული სამყარო წარმოიდგინე- ამის წარმოდგენაზე და შეხედვაზე აღფრთოვანდებოდა ადამიანი? რომ - აი აგერ იწყება და აგერ მთავრდებაო სამყარო...
პროცენტული "ალბათობები" არაფერ შუაშია აქ. დედამიწის და სამყაროს გაჩენა- სხვებისთვის კი არ მოხდა. ადამს მისცა ღმერთმა "მეუფება" სამყაროში მყოფ არსებებზე.. ამ სამყაროში კი სხვა სამყაროები და ადამიანები ვეღარ იქნებიან..
+1
მართალი ხარ
მამა გაბრიელს მაინც დაუჯერეთ ხალხნო
ელემენტარულია ეგეთი სისულელეების არ უნდა გჯეროდეთ
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 10 2011, 11:00 PM
ციტატა
მამა გაბრიელს მაინც დაუჯერეთ ხალხნო ელემენტარულია ეგეთი სისულელეების არ უნდა გჯეროდეთ
რისი არ უნდა გვჯეროდეს?
მხოლოდ ადამიანს რომ გაუკვირდეს მაგიტომ შეიქნმნა ამხელა სამყარო?
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 10 2011, 11:04 PM
ციტატა(ikanosi @ Dec 10 2011, 11:00 PM)
მხოლოდ ადამიანს რომ გაუკვირდეს მაგიტომ შეიქნმნა ამხელა სამყარო?
ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, რას უპასუხებდი?
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 10 2011, 11:16 PM
ციტატა
ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, რას უპასუხებდი?
არაფერს
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 11 2011, 06:52 PM
ციტატა(ikanosi @ Dec 10 2011, 11:16 PM)
არაფერს
მაშინ, შენ კითხვაზე პასუხი თავადვე გაგიცია
პოსტის ავტორი: Kanishtha-Adhikar თარიღი: Dec 12 2011, 11:29 PM
ამერიკელმა და ევროპელმა ასტრონომებმა ყველაზე შორეული გალაქტიკა დააფიქსირეს.
მათი გათვლებით, ახალაღმოჩენილი ნათება ჩვენგან დაახლოებით 13 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული და ის ჩვენთან იმ სახით გამოჩნდა, როგორიც დიდი აფეთქებიდან 600 მილიონი წლის შემდეგ იყო.
ასტრონომებმა ორბიტულ ტელესკოპ "ჰაბლის" მიერ აღმოჩენილი ლაქა ჩილეში მდებარე "ძალიან დიდი ტელესკოპის" (ვერი ლარჯ ტელესკოპ) და სპექტრომეტრის მეშვეობით დაამუშავეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საქმე აქამდე უცნობ, ძალიან შორეულ გალაქტიკასთან ჰქონდათ.
აღმოჩენილი გალაქტიკა ეგრეთ წოდებული რეიონიზაციის პერიოდის გალაქტიკების ჯგუფს მიეკუთვნება, პერიოდისა, რომელიც დიდი აფეთქებიდან (სამყაროს წარმოქმნიდან) 150-800 მილიონი წლის შემდეგ გრძელდებოდა. ეს პერიოდი იმითაა განსაკუთრებული, რომ ამ დროს, პირველი მასიური ვარსკვლავებიდან წამოსული ულტრაიისფერი გამოსხივება, კოსმოსში არსებული ცივი წყალბადის იონიზებას ახდენდა, რისი წყალობითაც, კოსმოსური სივრცე გამჭვირვალე ხდებოდა.
ახალაღმოჩენილი გალაქტიკა პირველად "ჰაბლმა" შარშან დააფიქსირა, მაგრამ მიღებული ინფორმაციის სრულ ანალიზს დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა. თავად "ჰაბლს" იმისათვის, რომ ახალი გალაქტიკა (მას სახელად UDFy-38135539 უწოდეს) დაეფიქსირებინა, გამოსახულების 48 საათის განმავლობაში დააყოვნება დასჭირდა. მიღებული ფოტოს ანალიზი კი ჩილეს გიგანტური ტელესკოპების კომპლექსის მეშვეობით ჩატარდა.
აღმოჩენის თაობაზე, ჟურნალ "ნეჩურში" გამოქვეყნებულ წერილში, მისი ავტორები წერენ, რომ ახალაღმოჩენილი გალაქტიკა ძალიან სუსტი და პატარაა. მასში 10-100-ჯერ უფრო ცოტა ვარსკვლავი შედის, ვიდრე "ირმის ნახტომში" (გალაქტიკა, რომელშიც მზის სისტემა შედის). ამიტომ, მისი შესაძლებლობები აშკარად მწირი იყო იმისათვის, რომ გარემოს იონიზირება მოეხდინა. ამის გარეშე კი მისი სინათლე ჩვენამდე ვერ მოაღწევდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ჩამოყალიბების პერიოდში, იმავე არეალში კიდევ ბევრი მცირე ზომის, სუსტი ნათების მქონე გალაქტიკა არსებობდა, რომლებსაც თანამედროვე, საკმაოდ ძლიერი ტელესკოპებიც კი ვერ აფიქსირებენ. სამაგიეროდ, ჩვენთვის უხილავმა ამ გალაქტიკებმა UDFy-38135539-ს გარშემო კოსმოსის წყალბადის ღრუბლებისგან და ნისლეულისგან გაწმენდაში მიიღეს მონაწილეობა და ის ტელესკოპებისთვის ხილული გახადეს.
"თუ "ჰაბლის" მიერ გადაღებულ გამოსახულებას შეხედავთ, მასზე ახალი გალაქტიკა თითქმის არ ჩანს. რა თქმა უნდა, მის შესახებ ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით. ამჟამად მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ის ძალიან პატარა უნდა იყოს, გაცილებით პატარა, ვიდრე ჩვენი "ირმის ნახტომია". სავარაუდოდ, მასში ათჯერ, ასჯერ ნაკლები ვარსკვლავია, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში. და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მისი გამოკვლევა ძალიან ძნელია - როდესაც გალაქტიკა მცირეა, ის ცუდად ანათებს და შესაბამისად, ცუდად ჩანს", - ამბობს ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი, პარიზის ობსერვატორიის მეცნიერი მეტ ლენერი.
მეცნიერები შორეული გალაქტიკების შესწავლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან ასე ისინი სამყაროს განვითარების პროცესის შესწავლას შეძლებენ და გაშიფრავენ კოსმოსის აგებულებას, განმარტავენ, თუ რატომაა ის ისეთი, როგორიც არის. ამ პროცესში კი მთავარი როლი ადრეული ვარსკვლავების შესწავლას ენიჭება, რომლებიც მხურვალე, ლურჯი გიგანტების სახით ჩამოყალიბდნენ და ისინი მეტწილად ცივი, ნეიტრალური აირებისგან შედგებოდა.
ეს კოლოსები ცოტა ხანს არსებობდა და ამ პერიოდში პირველი მძიმე ელემენტები ჩამოყალიბდა. ამასთან, ეს უზარმაზარი ვარსკვლავები გარშემო ნეიტრალური აირებს აფრქვევდა და ამ პროცესში, ატომებიდან ამოტყორცნილი ელექტრონები, გალაქტიკათაშორის პლაზმას აყალიბებდა. ასეთი პლაზმა კი ახლომდებარე გალაქტიკებს შორის ახლაც არსებობს.
ამდენად, ახალი გალაქტიკა არამხოლოდ იმითაა საინტერესო, რომ ის ჩვენგან რეკორდულად დიდი მანძილითაა დაშორებული, არამედ იმითაც, რომ ის მეცნიერებს სამყაროს წარმოშობის ადრეული პერიოდის პროცესების ახსნაშიც უნდა დაეხმაროს.
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 14 2011, 06:16 PM
ციტატა(Kanishtha-Adhikar @ Dec 12 2011, 11:29 PM)

ვაა
საინტერესოაა...
პოსტის ავტორი: arcivi9 თარიღი: Dec 17 2011, 09:00 PM
ციტატა(mzime) @ Jul 27 2011, 11:36 PM)
დადგინდა,რომ კოსმოსური ხომელდები გალაქტიკაში რომელიღაც კონკრეტულ ზღვარს ვერ გასცდნენ ვერაფრით.თითქოს უხილავი ფარდააო..
ეს ვინ დაადგინა?
პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Feb 2 2012, 06:59 PM
მოდით, ნუ დავსვამთ საკითხს ასე:
"როგორ, ამხელა სამყაროში მარტო დედამიწაზე როგორ უნდა იყოს სიცოცხლე და სხვა გან არა?!"
საკითხს ასე შევხედოთ:
"რამხელა წარმოუდგენელი საოცრებაა, რომ სიცოცხლე არსებობს! რა პარადოქსია მისი წარმოშობა!.. სიცოცხლის ერთხელ, ერთ ადგილზე წარმოშობაც საოცრებაა და ყველანაირ კანონზომიერებას ეწინააღმდეგება. მისი მეორე ადგილას წარმოშობა უკვე მართლა გამორიცხულია!"
პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Feb 19 2014, 03:50 AM
ციტატა(მალონი @ Sep 18 2011, 06:16 PM)
თუკი ადამიანი შექმნა- რაღა გასაკვირია, რომ სამყაროც უსასრულოდ დიდი და ლამაზი შექმნა. ოღონდ იმიტო კი არა, რომ ადამიანი ფიქრობდეს - სხვაგანაც ხომ არ არის სიცოცხლეო.
აბა სასრული სამყარო წარმოიდგინე- ამის წარმოდგენაზე და შეხედვაზე აღფრთოვანდებოდა ადამიანი? რომ - აი აგერ იწყება და აგერ მთავრდებაო სამყარო...
შენთვის ერთი ცუდი ამბავი მაქვს. სამყარო სასრულია
ციტატა(Ismail @ Feb 2 2012, 06:59 PM)
მოდით, ნუ დავსვამთ საკითხს ასე:
"როგორ, ამხელა სამყაროში მარტო დედამიწაზე როგორ უნდა იყოს სიცოცხლე და სხვა გან არა?!"
საკითხს ასე შევხედოთ:
"რამხელა წარმოუდგენელი საოცრებაა, რომ სიცოცხლე არსებობს! რა პარადოქსია მისი წარმოშობა!.. სიცოცხლის ერთხელ, ერთ ადგილზე წარმოშობაც საოცრებაა და ყველანაირ კანონზომიერებას ეწინააღმდეგება. მისი მეორე ადგილას წარმოშობა უკვე მართლა გამორიცხულია!"
საშინლად არ მომწონს საკითხის მასე დასმა.
პრობლემა ერთ რამეშია, ადამიანს თავი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰგონია. ფროიდი თავის ფსიქოანალიზის აღწერისას წერს მაგაზე კარგ რამეს, საერთოდ ფროიდს ცოტა რამეში ვეთანხმები და ეგ საკითხი მაგ მცირეთაგანში შედის. ადამიანი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა სამყაროში თავს და მიდრეკილება ჰქონდა ყველაფრის ცენტრი ყოფილიყო.
მაგალითად თავიდან დედამიწას თვლიდნენ სამყაროს ცენტრად, კარგი ამბიციაა არა? მერე უცებ აღმოჩნდა, რომ ცენტრი კი არა ვაფშე სადაა დედამიწა
ეს კოსმოსური შეურაცხყოფა იყო ადამიანის ამბიციებისადმი. მერე გვეგონა, რომ ჩვენს თავზე კონტროლი გვქონდა და ჩვენი შნინაგანი სამყაროს მმართველნი ვიყავით, ეგ მანამდე, სანამ ქვეცნობიერის არსებობაზე არ დაიწერა უამრავი რამ და უცებ აღმოჩნდა, რომ ადამიანის ცნობიერი სინამდვილეში გაცილებით სუსტი და პატარა ნაწილია ჩვენს ქვეცნობიერთან შედარებით. ეგაც ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა ჩვენი ამბიციებისადმი
მოკლედ მასეთი რაღაცები ბევრია ძაან...
ხოდა
რატომ გგონიათ, რომ ღმერთს ჩვენზე მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია და მთელი ზეცის ყურადღება მხოლოდ ადამიანებისკენაა? რატომ გგონიათ, რომ ამხელა სამყარო სულ ჩვენია? რატომ მივიჩნევთ თავს ასეთ მნიშვნელოვნებად? რატომ გვაქვს ამხელა ამბიციები? რატომ გვგონია თავი ყველაზე მნიშნველოვნები ამ და სხვა სამყაროებშიც?
იმიტომ, რომ ჯერჯერობით კონკურენტს ვერ ვხედავთ... მარა ნიშნავს ეს რამეს? ჩვენ სამყაროს 0.1% საც არ ვიცნობთ და ეს ხილულ სამყაროზეა საუბარი. სხვაა ბნელი მატერია... საერთოდ აზრზე არ ვართ რა ხდება და მთელი ამ გაუგებარი და ამოუცნობი სამყაროს მეფეებად ვაცხადებთ თავს... კარგით რა...
ვიცი ამაზე პასუხი რაც იქნება. ბიბლიაში წერია, რომ ამ სამყაროს ბატონებად ღმერთმა ადამი დაადგინა და კიდევ ის, რომ იქ არაფერია სხვა ჩვენზე მნიშვნელოვანის შესახებ. მაგაზე ჩემი პასუხი იქნება ასეთი, რომ ბიბლიაში მხოლოდ იმდენი წერია, რამდენიც საჭიროა და აუცილებელია, რომ ვიცოდეთ. იქ ჩვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად არავის არაფერი დაუწერია სამწუხაროდ(ან საბედნიეროდ...). ამიტომ, ის რომ რაღაც ბიბლიაში არაა დაწერილი, არ ნიშნავს რომ არ შეიძლება სიმართლე იყოს.
ისე, ადამიანი მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი რომ იყოს ღმერთისთვის და მარტო ისე იყოს ეს ამბები როგორც გვასწავლიან და სხვა არაფერი ხდებოდეს, მაგრად მეწყინება...
P.S. რა ცუდია კანუდოსელს რომ ვერ მოვესწარი ფორუმზე... ყველაფერი მომწონს მაგ იუზერის, პოსტები, სახელი, ავატარი ხო საერთოდ (ჩემსა და მაგის ავატარზე ერთიდაიგივე პერსონაჟია გამოსახული)... საერთოდაც, მაგისმა გახსნილმა თემამ მომიყვანა ფორუმზე...
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 19 2014, 09:56 AM
ამ თემასთან დაკავშირებით დაახლოებით ასეთი მოსაზრება მაქვს და ვისაც სურვილი აქვს შეუძლია აეცნოს.
წმ. თეოფანე დაყუდებული არამიწიერი ცივილიზაციების შესახე
https://docs.google.com/file/d/0B_srvSl3vyPpWlJJenJHS3c5QWc/edit
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2016, 01:17 PM
" - როდის მოხდა დედამიწის კონტინენტებად დაყოფა?
- ეკლესიური სწავლებით, როდესაც ღმერთმა ხილული სამყარო შექმნა, დედამიწაზე ერთადერთი კონტინენტი არსებობდა (ამას მეცნიერებიც ამტკიცებენ და ამ კონტინეტნს პანბიას უწოდებენ), დედამიწის კონტინენტებად დაყოფა კი წარღვნიდან რამდენიმე თაობის წარმოქმნის შემდეგ მოხდა, როცა ადამიანები სხვადასხვა ტერიტორიაზე დასახლდნენ. ბიბლიის თანახმად, ეს მამათავარ ფალეგის დროს მოხდა: "იყო ფალეგ და მის დროს დაიყო ქვეყანა".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2020, 09:59 PM
"სანამ გალილეო გალილეი ტელესკოპს გამოიგონებდა, მანამდე მეცნიერებს ვარსკვლავები დათვლილი ჰქონდათ - დაახლოებით ათას ვარსკვლავამდე აღრიცხავდნენ"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)