თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ შეხედულებები მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთობაზე

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Mar 30 2012, 03:26 PM

ნიუტონი (1642-1727 წწ.) - თავის კაპიტალურ ნაშრომში - „სამყაროს სისტემები“ - წერს: „ზეციური მეუფე მთელს სამყაროს განაგებს, როგორც ქვეყნიერების მბრძანებელი. უზენაესი ძალაუფლების გამო უზენაეს ღემრთს ვუწოდებთ მას. იგი მთელ სამყაროს მართავს იმით, რომ არსებობს, და იმით, რომ შეუძლია არსებობდეს. ყველგან და ყოველთვის ერთი და იგივე ერთიანი ღმერთია; გვაოცებს მისი სრულყოფილების მიზეზი, თაყვანსვცემთ მას და მუხლს ვიდრეკთ მის წინაშე უსაზღვრო ძალაუფლების გამო. ღმერთი საკუთარ ქმნილებათა მიმართ ამ უზენაესი ძალაუფლების გარეშე, წინასწარხედვისა და მიზნის გარეშე სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა ბუნება ან ბედისწერა. ბრმა ფიზიკური აუცილებლობიდან, რომელიც ყოველთვის და ყველგან ერთნაირია, ვერანაირი მრავალფეროვნება ვერ წარმოიშობოდა. ამიტომ დროსა და სივრცესთან შესაბამისობაში მყოფი ამ შექმნილი საგნების მრავალფეროვნება, რაც სამყაროს წყობასა და სიცოცხლეს შეადგენს, მხოლოდ და მხოლოდ თვითმყოფი არსების ნებითა და აზრით შეიძლებოდა წარმოქმნილიყო“.

კარლ ლინეი (1707-1776 წწ.) - XVIII საუკუნეში ბუნების უდიდესი მკვლევარი, თავის ერთ-ერთ ნაშრომში ამბობს, რომ ადამიანს შეუძლია, ღმერთს მისი ქმნილებების მეშვეობით შეიცნობდეს. „მარადიულმა, უსაზღვრო, ყოვლისშემძლე ღმერთმა გვერდით ჩამიარა. მე მას პირისპირ არ შევხვედრივარ, მაგრამ ღმრთაების ანარეკლმა სული ჩემი უსიტყვო მოწიწებითა და კრძალვით აღავსო.

მე ღმრთის ნატერფალს, მის ნაკვალევს მისსავე ქმნილებებში მის ყველაზე პაწაწინა და უჩინარ ქმნილებებშიც კი ვხედავდი. რა ძალაა, რა სიბრძნე, ენითუთქმელი რა სრულქმნილება! ვაკვირდებოდი, უმაღლეს საფეხურზე მყოფი სულიერი არსებები, როგორ არიან დაკავშირებულნი მცენარეულ სამყაროსთან, თავის მხრივ, მცენარეული სამყარო - მინერალურ ნივთიერებებთან, რომლებიც დედამიწის სფეროს ფესვებშია; თვით დედამიწის სფერო მზისკენ მიილტვის, მარად უცვლელი წესრიგით ბრუნავს მის ირგვლივ, და სიცოცხლესაც მისგან იღებს. ვხედავდი, მზე და ყველა ვარსკვლავი, მთელი მზის სისტემა, უსასრულო ვარსკვლავიერი ცა როგორ მოძრაობს სივრცეში, სიცარიელეში როგორ უჭირავს სამყაროს მიუწვდომელ პირველსაწყის მამოძრავებელს, არსებათა არსებას, მიზეზს, მმართველსა და მფარველს, ყოველი ქმნილების შემოქმედს“.

ჩარლზ დარვინი (1803-1882 წწ.) - დარვინის სახელის ირგვლივ მიმდინარეობს ბრძოლა. ცდილობენ, დარვინიზმი რელიგიას დაუპირისპირონ. ჩვენის აზრით, ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის ნათელი უნდა იყოს, რომ სახეობათა წარმოქმნის არანაირი თეორია, თუკი იგი ჯანსაღ აზრს არ ეწინააღმდეგება, არ შეიძლება ბიბლიას ეწინააღმდეგებოდეს, რადგან ბიბლიაში ადამაინის წარმოშობის მხოლოდ პრინციპული მხარეა გადმოცემული, სახელდობრ - ღმრთის მიერ სამყაროს შესაქმის დასრულება ადამიანის შექმნით. ბიბლია აცხადებს, რომ ადამიანი ქმნილებათა გვირგვინია, თვით ღმერთის ხატება და მსგავსებაა. ბიბლია ამტკიცებს, რომ ადამიანი თავისი სხეულებრივი აგებულებითა და შემადგებლობით მიწისგანაა, ადამიანის სული კი - „ღმრთაების სუნთქვაა“. შესახებ იმისა, თუ დედამიწაზე როგორ გაჩნდა ყველა სახეობა და რამდენად ხანგრძლივად მიმდინარეობდა მათი განვითარების პროცესი, ასევე - თვით ადამიანის შექმნის პროცესის შესახებ, ბიბლია არაფერს ამბობს იმიტომ, რომ ეს უკვე მეცნიერების სფეროა და არა - რელიგიისა. ამიტომ დარვინიზმი, სრულიად დამოუკიდებლა დიმისგან, ჭეშმარიტია იგი თუ არაჭეშმარიტი, როგორც საბუნებისმეტყველო თეორია, არ შეიძლება, რელიგიას დაუპირისპიროთ. მაგრამ რადგან ისეთი ადამიანებიც არიან, სხვაგვარ პოზიციებზე რომ დგანან, უპრიანი იქნება, ვნახოთ, თვით დარვინი ამ საკითხს როგორ განიხილავდა.

მოვიტანთ ფრაგმენტებს მისი ცნობილი წიგნიდან - „სახეობათა წარმოშობა“, რომელშიც მისი შეხედულებები ღმრთისა და ქვეყნიერების ურთიერთობაზე მკაფიოდ და ნათლად არის გადმოცემული. დარვინმა ეს წიგნი რამდნჯერმე გამოსცა, ამასთან, უკანასკნელად - სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. მაშასადამე, ამ შეხედულებებს იგი სიცოცხლის ბოლომდე იცავდა, პირველ რიგში, საგულისხმო და საყურადღებოა ეპიგრაფები. წიგნის დასაწყისში პირველი ეპიგრაფი: მატერიალურ სამყაროსთან დაკავშირებით შეგვიძლია, უკიდურეს შემთხვევაში, შემდეგი რამ დავუშვათ: ჩვენ ვხედავთ, რომ მოვლენები გამოწვეულია არა საღმრთო ძალის ცალკეული ჩარევებით, ძალისა, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში თავის ზეგავლენასა და ზემოქმედებას ახდენს, არამედ საერთო კანონების დადგინებითა და არსებობით“ - უდველი. აქ, როგორც ვხედავთ, არამც და არამც უარყოფილი არ არის თვით საღმრთო ძალის არსებობა და მნიშვნელობა სამყაროს წარმოშობის საკითხში. მეორე ეპიგრაფი სიტყვა „ბუნებრივის“ მნიშვნელობას განმარტავს. მესამე ეპიგრაფი უკვე მათ წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც სურთ, ადამიანური გონება ღვთიურ გონებას დაუპირისპირონ და განვითარების დარვინისტული თეორია ანტირელიგიური მიზნებით გამოიყენონ. „ამიტომ დავასკვნით, რომ არცერთი ადამიანი, რომელსაც სწორი დამოკიდებულება არა აქვს ჯანსაღი აზრის მიმართ, არ ეგების, ფიქრობდეს ან, მით უმეტეს, ამტკიცებდეს, რომ ადამიანს შეუძლია ბოლომდე ჩასწვდეს და ამომწურავად შეისწავლოს ღმრთის სიტყვა, ღმრთისმეტყველება ანდა ფილოსოფია. მაგრამ, დაე, ადამიანები ამ მიმართულებით ან უსასრულო სრულქმნილებისაკენ მიილტვოდნენ ან წარმატებას ესწრაფოდნენ“ - ბეკონი. მეცნიერების პროგრესი.

მთელი ნაშრომისათვის წამძღვარებული ეს ეპიგრაფი იმდენად ნათლად მეტყველებს, თვით დარვინი როგორ და რომელ მსოფლმხედველობას იცავდა და უჭედა მხარს, რომ ყოველეგვარი კამათი აქ, უბრალოდ, ზედმეტად მიგვაჩნია. ეს ეპიგრაფები საინტერესოა, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა წიგნის დამამთავრებელი სიტყვები, რითაც დარვინი, ფაქრობრივად, სახეობათა წარმოქმნის საკუთარ თეორიას აჯამებს: „ყველა ეს მშვენივრად აგებული ფორმა, ერთმანეთისაგან ესოდენ განსხვავებული და, ამავე დროს, ერთმანეთზე ესოდენ დიდებულად ურთიერთდამოკიდებულნი, იმ კანონთა წყალობით შეიქმნა, რომლებიც ჩვენს ირგვლივ დღემდე მოქმედებენ. ყველაზე ფართო გაგებით, ამ კანონების არსი - ზრდა და კვლავწარმოება, მემკვიდრეობითობა, თითქმის გარდუვალად რომ გამომდინარეობს კვლავწარმოებიდან, ცვალებადობა, რომელიც პირდაპირ და ირიბად ცხოვრების პირობათა მოქმედებაზე და ვარჯიშსა და უვარჯიშებლობაზეა დამოკიდებული. იმდენად მაღალია გამრავლების პროგრესია, რომ მას სიცოცხლისათვის ბრძოლასთან და მის შედეგთან - ბუნებრივ შერჩევასთან მივყავართ, რასაც ნაკლენად სრულყოფილი ფორმების კვდომა მოჰყვება. ამრიგად, ამ მძვინვარე ბრძოლიდან, რომელიც ბუნებაში მიმდინარეობს, შიმშილიდან და სიკვდილიდან, უშუალოდ გამომდინარეობს ისეთი მაღალი შედეგი, როგორის წარმოდგენაც კი გონებას შეუძლია, - ცხოველური სიცოცხლის უმაღლეს ფორმათა წარმოქმნა. სიცოცხლის შესახებ ასეთ შეხედულებაში არის სიდიადე, - სიცოცხლის სხვადასხვაგვარი ძალა იმთავითვეა შემოქმედის მიერ ჩადებული ფორმათა ან უმნიშვნელო რაოდენობაში, ან მხოლოდ - ერთში. ამასთან ერთად, ჩვენი პლანეტა დღესაც აგრძელებს სივრცეში თავისი გზით გარშემოვლას მიზიდულობის უცვლელი კანონების ძალით. სწორედ მისი სივრციდან დაიწყეს გაჩენა და დღესაც აგრძელებენ გაჩენას განსაცვიფრებლად სრულყოფილი და მშვენიერი ურიცხვი ფორმები“. ამ სიტყვებით მთავრდება წიგნი - „სახეობათა წარმოშობა“.

თავის არანაკლებ ცნობილ ნაშრომში: „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“, დარვინი თავში - „ღმრთის იდეის წარმოშობა“ - წერდა: „უნდა აღინიშნოს, რომ საკითხს ღმრთის იდეის წარმოშობის შესახებ არაფერი საერთო არა აქვს თვით შემოქმედი ღმრთის არსებობის საკითხთან, საკითხთან, რომელზედაც კაცობრიობის მრავალ უდიდეს გონებათა პასუხი დადებითი იყო“.

„ჩემზე, - ამბობს დარვინი სხვა ადგილას, - გაცილებით უფრო მძაფრ და ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს სხვა წყარო, რომელიც ღმრთის არსებობაში გვარწმუნებს და რომელიც გონებიდან მომდინარეობს და არა გრძნობიდან. ასეთი რწმენა ჩნდება უკიდურესი სირთულიდან და შეუძლებლობიდანაც კი, უსაზღვრო და გასაოცარ სამყაროს განვიხილავდეთ ადამიანთან ერთად, რომელიც დაჯილდოებულია წარსულის განსჯისა და მომავალზე ფიქრის უნარით (რაც არის შეედეგი ბრმა შემთხვევის ან აუცილებლობისა). ყოველივე ამაზე ფიქრი მაიძულებს, ვაღიარო პირველმიზეზი, რომელიც, გარკვეულწილად, ფლობს ადამიანურ ინტელექტს; ამიტომ თეისტის, ე.ი. ღმრთის მორმწუნის სახელს ნამდვილად ვიმსახურებ“.

ლუი პასტერი (1822-1895 წწ.) - „დადგება ჟამი, როდესაც ჩვენი თანამედროვე ფილოსოფიის სისულელეებს სასაცილოდ აიგდებენ. რაც უფრო მეტს ვმუშაობ, რაც უფრო მეტ დროს ვუთმობ ბუნების შესწავლას, მით უფრო მოწიწებული და მოკრძალებული განცვიფრება მიპყრობს შემოქმედის საქმეთა მიმართ. ლაბორატორიაში მუშაობის დროს ყოველთვის ვლოცულობ“ (Журнал «Вера и разум»; 1905, № 9, გვ. 370).

ნ.ი. პიგოროვი (1818-1891 წწ.) თავის ცნობილ „დღიურში“ წერს: „რწმენა და უმაღლესი არსება, როგორც სიცოცხლის წყარო, სამეცნიერო მტკიცებებს არ ეწინააღმდეგება. მე რომ ღმრთის არსებობის უარყოფა მომესურვებინა, ამას ვერ შევძლებდი ისე, ჭკუიდან რომ არ შევშლილიყავი. თანამედროვენი ამტკიცებენ, რომ შემთხვევიდან - შემთხვევამდე ერთი სახეობიდან მეორე სახეობაში გადასვლას ძუძმწოვრების სახეობამდე მივყავართ, აქედან კი ერთი ხელის გაწვდენაღა რჩება ადამიანამდე, რომლის გონებაც, ბოლოს და ბოლოს, გაუმხელს და გაუმჟღავნებს მას, რომ მის წარმომქმნელ უჯრედს არსებითად არაფერი არ განასხვავებს სხვა ცოცხალი უჯდრებისაგან, და რომ მხოლოდ გარემოს, შემთხვევისა და დროის წყალობით უჯრედისაგან წარმოიქმნა და განვითარდა ადამიანი ან მისი მონათესავე მაიმუნი. ამ დოქტრინის მიმდევრობამ პიედისტალზე აიყვანეს შემთხვევა, შემთხვევით შეცვალეს ღმერთი, და როგორც ზედმეტი ხარახურა, ისე მოისროლეს სამყაროში არსებული გეგმაც და მიზანშეწონილობაც. დოქტრინაში წარსული აწმყოსთანაა შეთანხმებული. და ეს მისი მიმზიდველი მხარეა; ყველაფერი დაბადებულია, და არა - შექმნილი. მაგრამ რას წარმოადგენს ეს შემთხვევა ორიგანული წარმომქმნელი ძალის გარეშე, რომელსაც გარკვეულ დაჯგუფებებამდე მივყავართ, - არ ვიცი. ან იქნებ საერთოდ არც არსებობს შემთხვევა, ან იქნებ შემთხვევასა და ყველა იმ მოქმედებასა და მიზეზს შორის კავშირი არსებობს? ასეთი თვალსაზრისიდან გამომდინარე, შემთხვევა, არც მეტი, არც ნაკლები, იძენს მოქმედების სტატუსს, რისი მიზეზებიც სრულიად უცნობია, მრავალი მოვლენის შესახებ კი მართლაც შეიძლება დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ არც არასოდეს გახდება ცნობილი“.

ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წწ.) - მსოფლიოს უდიდესი ფიზიკოსი, ფარდობითობის თეორიის ავტორი. 1930 წლის ნოემბერში აინშტაინმა ჟურნალისტს, რომელიც ღმრთის არსებობის შესახებ მისი შეხედულება აინტერესებდა, უპასუხა:

„ჩემი რელიგია - ესაა მდაბალი, მოწიწებული აღფრთოვანება უსაზღვრო გონიერების წინაშე, რომელიც თავის თავს სამყაროს ამ ნამცეცა, უწვრილმანეს დეტალებშიც ავლენს, მხოლოდ ნაწილობრივ რომ ძალგვიძს ჩავწვდეთ და შევიცნოთ ჩვენი გონებით. სამყაროს აგებულების უმაღლესი ლოგიკური სიმწყობრისადმი ღრმა ემოციური რწმენა გახლავთ სწორედ ჩემი იდეა ღმრთისა“.

„იცოდე, რომ სამყაროში ბევრი ისეთი რამ არსებობს, რომლებიც რეალურად არსებობენ, მაგრამ რომლებიც შეუმეცნებელია ჩვენთვის და თავის თავში უმაღლეს სიბრძნესა და უმაღლეს სილამაზეს შეიცავენ, იცოდე და გრძნობდე, - ესაა სწორედ წყარო ჭეშმარიტი რელიგიურობისა. ამ აზრით, მე რელიგიურ ადამიანებს მივეკუთვნები“.

ვინ არ იცნობს სახელოვან ნიუტონს, როგორც უდიდეს მეცნიერს ფიზიკის სფეროში. მაგრამ ცოტა ვინმე თუ იცნობს მას, როგორც ღვთისმეტყველს, რომელმაც ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებები დაწერა.

ზოგჯერ ეკლესიას განიკითხავენ, რომ იგი თითქოსდა მეცნიერების მოწინავე და საუკეთესო წარმომადგენლებს დევნიდა. სანიმუშოს კოპერნიკის, გალილეისა და ჯორდანო ბრუნოს ცხოვრებას ასახელებენ ხოლმე.

ნიკოლოზ კოპერნიკი (1473-1543 წწ.) - ასტრონიმიის პროფესორი, პოლონეთის ეკლესიის მღვდელი, ერთ-ერთი ტიტანი აზრის, ენერგიის, ხასიათის მრავალმხრივობისა და განსწავლულობის თვალსაზრით, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, უვერცხლო ექიმი, კათოლიკურ-ლუთერანული კრების (1513-1517 წწ.) თვალსაჩინო მონაწილე, სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემის შემქმნელი. ალბათ, როგორც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, კოპერნიკის აღმოჩენის არსი მოკლედ იმაში მდგომარეობს, რომ მზე კი არ ბრუნდავს დედამიწის გარშემო, არამედ დედამიწა - მზის გარშემო. კოპერნიკი კათოლიკური ეკლესიის ერთგულ მსახურად რჩებოდა, ცდილობდა, ყოფილიყო ჭეშმარიტი და არა თვალთმაქცი ქრისტიანი, ესწრაფვოდა ცხოვრებაში ქრისტეს მცნებათა შესრულებას, ყველა უქონელს უანგაროდ უწევდა სამედიცინო-საექიმო დახმარებას. ეკლესიის მხრიდან არანაირი დევნა არ განუცდია და მეგობრებით გარშემორტყმული მშვიდობიანად გარდაიცვალა თავის სამშობლოში.

ეპოქა, რომელშიც კოპერნიკი, ბრუნო, გალილეი ცხოვრობდნენ, მრავალი თავისებურებით გამოირჩეოდა. კერძოდ, ჯერ კიდევ ცოცხლობდა ძველ დროთა ტრადიცია, - ჭეშმარიტება განესაზღვრათ და დაეკანონებინათ ძალადობის გზით. პირველ რიგში, იმ ეპოქაში რელიგიას, ფილოსოფიასა და მეცნიერებას შორის ჯერ კიდევ არ არსებობდა მკაცრი დიფერენციაცია. იმ დროში მეცნიერებაც და დასავლეთ-ევროპული ფილსოფიაც ჯერ მხოლოდ თავიანთი საერთო დედის - რელიგიის ფრთებქვეშ იმყოფებოდა და რელიგია ორივეს იცავდა და მფარველობდა.

ის ადამიანები, რომელტაც გალილეი გაასამართლეს, ერთსა და იმავე დროს ეკლესიის წარმომადგენლებიც იყვნენ და მეცნიერებისაც. ხოლო ჯორდანო ბრუნოს გასამართლებისას წმინდა პოლიტიკური მომენტებიც ჰქონდათ მხედველობაში. შესაძლოა, იგი ასე არც დაღუპულიყო, მის მიმართ სამონასტრო შემოსავლებისა და მისი ქონების წინააღმდეგ გამოსვლის ბრალდება რომ არ წამოეყენებინათ. როგორც ეს უტყუარი, ნამდვილი დოკუმენტებითაა დამოწმებული და დადასტურებული, დაკითხვის დროს ინკვიზიტორებს განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ფაქტზე ჰქონდათ კონცენტრირებული (გადატანილი). რას ვიზამთ, არ უყვართ ადამიანებს, როცა მათ ქონებას ართმევენ!


დასკვნა

ის, ვინც ქრისტიანული რელიგიის უფრო დაწვრილებით შესწავლას გადაწყვეტს, დაე, თვითონ შეუდგეს მის კითხვას. სიტყვა „სახარება“ „სასიხარულო ცნობას“ ნიშნავს. შეტყობინება და უწყება ახალი სიცოცხლის შესაძლებლობისა სამყაროში „ახალი ადამიანის“ შობის შესახებ, რომელიც ღმრთის ხატადაა შექმნილი, დედამიწაზე იესო ქრისტემ მოიტანა. ის ამქვეყნად მოვიდა იმისთვის, რომ ადამიანთა ხვედრის, ადამიანთა ცხოვრების თანამოაზრე ყოფილიყო, მოვიდა, რათა ხალხისათვის მიეცა მოძღვრება, რომელიც ცეცხლს ჰგავს, ცეცხლს, რომელსაც ადამიანთა ჩამქრალი სულების ანთება შეუძლია. მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავე იფეთქოს (ლკ. 12,49).

ის ამქვეყნად მოვიდა, ადამიანებისათვის თავისუფლება რომ ესწავლებინა. „ახალი ადამიანი“, სახარების მიხედვით, ისაა, ვინც თავის თავში სძლია ყველა გამოცდას, საცდურსა და განსაცდელს (რომელთაც ქრისტემ სძლია) და ვინც ქრისტეს მცნებებს ასრულებს. იყავით თქვენ ისეთივე სრულქმნილნი, როგორი სრულქმნილიცაა მამა თქვენი ზეციერი, იყავით მოწყალენი, ეძიებდით სიმართლეს, შეიცანით ჭეშმარიტება, გახდით ძენი სიმართლისანი.

მცნებებს ღმრთისადმი სიყვარულისა და ადამიანებისადმი, როგორც ძმებისადმი სიყვარულის შესახებ ძველი წარმართული სამყარო არ იცნობდა. მას შემდგომ კაცობრიობის ისტორია ორ პერიოდად განიყოფება - ქრისტემდე (ჩვენს ერამდე) და ქრისტეს აქეთ (სწორედ ქრისტეს შობიდან იწყება ახალი წელთაღრიცხვა), ქრისტეს მიერ კაცობრიობისათვის მოცემულმა სახარებამ ადამიანთა შეგნებაში, მათ ცნობიერებაში გადატრიალება მოახდინა; იმ ფასეულობათა გადაფასება გამოიწვია, რითაც ძველი სამყარო ცხოვრობდა. სახარება არის ახალი სიცოცხლისათვის ხმობილთა რელიგია. მაგრამ მოხმობილი და მოწოდებული ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. ამავე დროს, ყველა მოწოდებულში როდი ხდება ახალი სიცოცხლისაკენ სულიერი ფერისცვალება, რადგან როგორც ძველმა წინასწარმეტყველმა თქვა: მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი (მთ. 20,16).

სახარების თანახმად, ცხოვრება - ესაა ადამიანის სულში სინათლის წყვდიადთან ბრძოლა: ბრძოლის ველი -ადამიანის გულია. ეს ბრძოლა მიმდინარეობს კაცობრიობის ისტორიაშიც. ისტორია - ესაა მოვლენათა განუწყვეტელი მონაცველობა. იცვლება ცხოვრების ნორმები, იცვლება ცნებები, ბერდება და ქრება ტრადიციები, ემხობიან და ნადგურდებიან ადამიანთა კერპები, მაგრამ მოვლენათა, მოძღვრებათა და იდეათა ამ მარად მღელვარე ოკეანეში უცვლელი რჩება ერთი სწავლება: გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან არ არსებობს იმაზე მეტი სიყვარული, თუ ვინმე თავს დასდებს თავისი მეგობრისათვის.

ქრისტემ ეს მცნება არა მარტო ასწავლა ადამიანებს, არამედ პირველად თვითონვე აღასრულა იგი, მსხვერპლად გაიღო რა საკუთარი სიცოცხლე კაცობრიობის გადასარჩენად.

გაივლის საუკუნეები, ათასწლეულები, ერთმანეთს შეცვლიან სწავლებანი, მაგრამ ქრისტეს ეს მცნება მუდამჟამს ყოვლადსრულქმნილ, შეუცვლელ და შეუდარებელ მცნებად დარჩება. ის გვანიჭებს აზრს, ძალასა და ნებას სიცოცხლისათვის.

ქრისტე - ძე კაცისა - მარადიული იდეალი იქნება, ადამიანები ყოველთვის დააფასებენ და პატივს მიაგებენ ყოველივეს, რაც სახარებიდან გვეუწყა. მისი მცნებები გზის მანათობელ ვარსკვლავად დარჩება.

ქრისტე არის ნათელი ქვეყნიერებისა, და ეს ნათელი მუდამ გაუნათებს ადამიანებს, ვიდრე ისინი დედამიწაზე იარსებებენ.

კიდევ ერთხელ გავიხსენებ დიდი რუსი ქირურგის, პროფესორ ნ.ი.პიგოროვის სიტყვებს: „მწამს, რომ ქრისტეს მოძღვრების ძირითადი იდეალი თავისი მიწუვდომლობის გამო მარადიული იქნება და ის მარადიულად მოახდენს ზეგავლენას იმ სულებზე, რომლებიც მშვიდობას ღმერთთან შინაგანი კავშირის მეშვეობით ეძიებენ. ამიტომ წუთითაც კი არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ ეს მოძღვრება ჩვენი პროგრესის უსწორმასწორო გზაზე ჩაუქრობელ შუქურად დარჩება“.


წყარო : http://www.orthodoxy.ge/

უარმყოფელ აზრთა წყაროები

საიდან იღებს სათავეს, საიდან მომდინარეობს სტუდენტებს, და საერთოდ, განსწავლულ ადამიანებს შორის გავრცელებული, მოარული შეხედულება, რომ მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება?

ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის სფეროში და ამითვე დასტურდება ის აზრი, რომ „ცოდნას მივყავართ ღმერთთან, სანახევრო ცოდნა კი გვაშორებს ღმრთისაგან“. ნახევარცოდნა ჩვენი დროების ავადმყოფობაა. სწორედ ის ქმნის ღმრთისუარმყოფლობისათვის ნოყიერ ნიადაგს. პირველ რიგში, უაღრესად ზედაპირულად ვიცით ფილოსოფია, განსაკუთრებით ფილოსოფიის ის სფერო, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს, ე.ი. შემეცნების თეორიას, ანუ გნოსეოლოგიას უკავშირდება.

როდესაც მალემრწმენობით მეცნიერულ დასკვნებად ვიღებთ მტკიცებებს, რომლებსაც იმ შეხედულების (თვალსაზრისის) სასარგებლოდ მოუხმობენ, თითქოსდა ღმერთი არ არსებობს, ამით კანტის მიერ უკვე გამორკვეულ დებულებას ვივიწყებთ, რომლის თანახმად თეორიტიკული გონება ერთნაირად უძლურია, დაამტკიცოს ან უარყოს ღმერთის არსებობა, სულის უკვდავება და ნების თავისუფლება. ეს ობიექტები და ეს საკითხები სწორედ ამიტომ იწოდებიან ტრანსცენდენტურებად (ისინი მეცნიერების საზღვრებს მიღმა არიან).

გონებით შეგვიძლია მხოლოდ გარეგანი ფაქტი შევიმეცნოთ, და არა საგანი თავის თავში. მთელი სამყარო, რომდენადაც იგი დროსა და სივრცესთანაა დაკავშირებული, ამდენად ობიექტურად შეუმეცნებადია, რადგან დრო და სივრცე ჩვენი ცნობიერების სუბიექტური ფორმებია, რომელთაც სამყაროს მივაკუთვნებთ ხოლმე. აქედანაა გამონათქვამი: „სამყარო - ეს მე ვარ“. ჩვენი შეგრძნებების, აღქმებისა და წარმოდგენების სუბიექტურობას კიდევ უფრო ზუსტად განმარტავს შემეცნების ფსიქოლოგია. ჩვენს მეირ აღქმული ფერი, ტემპერატურა, გემო ჩვენი შეცნობის გარეშე თავისთავად არ არსებობენ (უკუაღიარებას ფსიქოლოგიაში გულუბრყვილო რეალიზმი ეწოდება). თვით მატერიის შეცნობაც კი არ ძალგვიძს ისე, როგორც ის არსებობს, იმიტომ რომ მისი სპეციფიკური თვისებები - მასა, სიმკვრივე და სიმძიმე - სუბიექტურია.

საერთოდ, საგნებს ისე კი არ ვხედავთ, როგორც არსებობენ, არამედ ისე, როგორც მათ პიროვნული, სუბიექტური თვალსაწიერიდან აღვიქვამთ.

მით უფრო არ ძალგვიძს მეცნიერულ-შემეცნებითი უნარებით საგანთა მიღმა არსებულის, ე.ი. საგანთა არსის, და მით უმეტეს - პირველარსის, ე.ი. ღმერთის წვდომა. აი, ამიტომაა შეუძლებელი მეცნიერებისათვის ღმრთის არსებობის უარყოფა, რადგან ეს თემა ისევე, როგორც არსთა მთელი სფერო, უკვე მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება!

ისეთი თანამედროვე ფილოსოფოსები, როგორებიც არისნ ბერგსონი, ლოსკი, კანტზე შორსაც მიდიან, როდესაც აღიარებენ და ცდილობენ ღმერთის არსებობის გონებითაც დასაბუთებას. სხვათა შორის, უკვე ამ მიმართულებით გენიალური ნაბიჯები ვ.ს.სოლოვიოვმა გადადგა.

მეორე ჩვენი ცდომილება მეცნიერების მეცნიერთა შეხედულებებთან გაიგივებაა. ზოგჯერ ეს შეხედულებები მართლაც უპირისპირდებიან რელიგიას, მაგრამ დროთა განმავლობაში გაირკვევა ხოლმე, რომ ისინი უპირისპირდებიან არა მარტო რელიგიას, არამედ ბუნებასაც და ჭეშმარიტ მეცნიერებასაც, რომელიც ბუნების ნამდვილ მოვლენებს ასახავს. ამ დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობას სწორედ ის გარემოება განაპირობებს, რომ ეს და მსგავსი შეხედულებები იმდენად ობიექტურ ბუნებას არ ასახავენ, რამდენადაც მეცნიერთა გემოვნებას, გემოვნებას, რომელიც, ამ შემთხვევაში, ცდილობს მეცნიერებისათვის მიუწვდომელ იმ სფეროსად გადასწვდეს, საიდანაც როგორც რწმენის, ისე ცრურწმენის სამეფო იწყება.

ეგრეთ წოდებული მეცნიერული ათეიზმი ნამდვილად უპირისპირდება რელიგიას, მაგრამ ათეიზმი წარმოადგენს მხოლოდ ზოგიერთი სწავლული ადამიანის ვარაუდს - დაუსაბუთებელსა და დაუმტკიცებელს.

ათეისტების მცდელობა, როგორმე დაამტკიცონ ის, რისი დამტკიცებაც შეუძლებელია, უნებლიედ გვაგონებს პუშკინის სტრიქონებს:

Художник варвар кистью - сонной
Картину гения чернит
И свой рисунок беззаконный
Над ним бессмысленно чертит.

თეორია, რომლის თანახმად სამყარო ღმერთს არ შეუქმნია, არათუ მეცნიერულად დასაბუთებულ ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს, არამედ - სრულიად გარეშემეცნიერულია. ეგრეთ წოდებული დარვინიზმი, რომელიც აღიარებს, რომ ადამიანი ევოლუციის მეშვეობით ცხოველთა დაბალი სახეობიდან განვითარდა და ღმრთაების შემოქმედებითი აქტის პროდუქტი არ არის, მხოლოდ ვარაუდი, მხოლოდ ჰიპითეზა აღმოჩნდა, უკვე მოძველებული თვით მეცნიერებისთვისაც კი. ეს ჰიპოთეზა ეწინააღმდეგება არა მარტო ბიბლიას, არამედ თვით ბუნებასაც, რომელიც ერთგულად ცდილობს ყოველი სახეობის სიწმინდის შენარჩუნებას და არ იცნობს თვით ბეღურიდან მერცხლის სახეობისკენ განვითარებისა და გადასვლის ფაქტს. უცნობია მაიმუნის ადამიანად გარდაქმნის ფაქტები. სინამდვილეში ვხვდებით საპირისპირო ფაქტებს. მოვიყვანთ „ყურანიდან“ მუჰამედის მიერ გამოთქმულ ერთ აზრს: „ზოგიერთი ადამიანი ცოდვების გამო ღმერთმა მაიმუნად გადააქცია“.

ჩვენი დროებისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ადამიანის მაიმუნად მორალური გარდაქმა-გადაქცევა.

ადამიანი, როდესაც რომელიმე დაბალ ვნებას ემონება, ვთქვათ, ისეთს, როგორიცაა თრობა, თავდაპირველად სასიამოვნო და სასიხარულო შეგრძნება უჩნდება, მაგრამ შემდეგ თანდათან უგუნურდება და სულელდება, ცხვარს ემსგავსება. ხოლო სმას თუ გააგრძელებს, თავის თავს უკვე ლომად წარმოიდგენს, მზვაობარი და ცოფიანი ხდება; რაც უფრო მეტს სვამს, სულ უფრო და უფრო ემსგავსება მაიმუნს - ხტუნავს, იმანჭება, ათასგვარ სისულელეს სჩადის, ხოლო ცნობიერების დაკარგვამდე უგონოდ მთვრალი უკვე ღორად „გადაიქცევა“ და ტალახში ღორივით გაწვება. განა ყოველდღიურად არ ვხედავთ ჩვენს საზოგადოებაში ადამიანებს ცხვრებად, ლომებად და მაიმუნებად „გადაქცევას“? მაგრამ დედამიწის მთელი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა არც ერთი მაიმუნი, ადამიანივით ეაზროვნა. ამავე დროს, ზედმეტი იქნებოდა, შეგვენიშნა, - მან, ვინც მაიმუნის ადამიანად გარდაქმნის პროცესი წარმოგვიდგინა, თავისი შეცდომა უარყო და ღმრთის წინაშე მდაბლად მოინანია.

თეორეტიკოსები, რომელთათვისაც თავიანთი ტენდენციები ჭეშმარიტებაზე ძვირფასია, საკუთარი ჰიპოთეზის დასაცავად ცრუ მტკიცებებსაც კი მიმართავენ. როდესაც ამ ჰიპოთეზის უარმყოფელ ფაქტებს აწყდებიან, მაშინ აცხადებენ: „მით უარესი ფაქტებისთვის“. რადგან ისინი მოცემული თეორიის გამამართლებელ ფაქტებს ვერ პოულობენ, თავადვე „თხზავენ“ ფაქტებს. ცნობილია ჰეკელის სახელთან დაკავშირებული „სამი კლიშეს“ თეორია. ევოლუციური თეორიის გამართლების მიზნით (რომლის მიხედვით, ადამიანი, მაიმუნი და ძაღლი ერთნაირი ჩანასახიდან ვითარდება), თავის ანთროპოლოგიაში დაბეჭდა ამ ჩანასახთა სამი ნეგატივი. სამივე სინამდვილეში ერთი ნეგატივის პროდუქტები აღმოჩნდა. ისინი ჰეკელმა ისე დაბეჭდა, რომ ნეგატივები მისი ჰიპოთეზისათვის არასასურველი დეტალებისაგან გაწმინდა. პირველად ნაყალბევი ცნობილმა ემბრიოლოგმა გისმა შენიშნა, რაც შემდეგ თვით ჰეკელმაც აღიარა, თავი კი იმ „არგუმენტით“ იმართლა, რომ ჩემი ვარაუდის ჭეშმარიტებაში მტკიცედ ვიყავი დარწმუნებულიო. ამ ნაყალბევის გამო ენერგიული პროტესტი გამოხადა 50 მეცნიერმა, მათ შორის, რუსმა მეცნიერმა ხვოლსონმა, რომელმაც დაწერა ბროშურა „კოშუტის მეთერთმეტე მცნება“ (ეს მცნება შეგვაგონებს: „ნუ წერ იმის შესახებ, რაც არ იცი“).

მეორე „მტკიცება“ ეყრდნობა 1891 წელს მეცნიერ ლობუას მიერ კუნძულ იავაზე ნაპოვნ ძვლებს (თავის ქალის ნაწილი, სამი კბილი და ბარძაყის ძვალი), რომლებიც თითქოსდა ადამიანსა და მაიმუნს შორის გარდამავალ რგოლს წარმოადგენენ.

ეს მოსაზრება სრულიად უსაფუძვლოა და დაუსაბუთებლად მიაჩნია ცნობილ ანატომს, ვირხოვს. მას იმაშიც კი ეპარება ეჭვი, ეს ძვლები, რომლებიც ერთმანეთისგან 16 მეტრის დაშორებით იპოვნეს, საერთოდ ერთი და იმავე ორგანიზმის კუთვნილებას წარმოადგენდეს. ვირხოვმა ამხილა და კრიტიკულად გაანალიზა პრუსიაში ნეანდერტალის ველზე 1856 წელს აღმოჩენილი „ნეანდერტალელის თავის ქალაც“, რომელიც პირველყოფილ ადამიანს მიეწერება, და დაასაბუთა (ბიბლიაში მითითებული ფაქტი), რომ ეს „სახეობები ფიქსირებულია“, ჩაკეტილია და დარვინის ამგვარი დაცვის ყოველგვარი მცდელობა იმ წყალწაღებულ კაცს მოგვაგონებს, ხავსს რომ ეჭიდება.

ვირხოვი ამბობდა: „ცდა, ეპოვნათ ცხოველისაგან ადამიანისაკენ გარდამავალი საფეხური, სრული წარუმატებლობით დასრულდა“. მისი დაკვირვებით, ადამიანისა და მაიმუნის ანატომია ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება (კიდურები, ხერხემალი, ზურგის ტვინი, ქალის ღრუში მოთავსებული თავის ტვინი და სხვა.)

საგულისხმოა, რომ თვითონ დარვინი საკუთარ თეორიას მხოლოდ ჰიპოთეზად მიიჩნევდა (იხ. „სახეობათა წარმოშობა“ და „ადამიანის წარმოშობა“). დარვინი თავის თხზულებებში მაიმუნსა და ადამიანს შორის არსებულ თვისობრივ განსხვავებაზე მიუთითებს, კერძოდ, დანაწევრებულ მეტყველებაზე, რომელიც მარტო ადამიანს ახასიათებს.

საგულისხმოა აგრეთვე დარვინის უბის წიგნაკში (1837 წ.) ნაპოვნი ჩანაწერები, საიდანაც ჩანს, რომ მას თავისი თეორიით მეცნიერული გამოკველევებისათვის მხოლოდ გარკვეული მიმართულების მიცემა სურდა. ამგვარად, დარვინიზმი ეწინააღმდეგება ბიბლიას, მაგრამ იგი მეცნიერებას კი არ წარმოადგენს, არამედ შეხედულებას მეცნიერთა, რომლებიც მეცნიერულად დადგენილ და დასაბუთებულ ფაქტებს უპირისპირდება.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 22 2013, 05:29 PM


პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 22 2013, 11:51 PM

toka@
ძალიან კარგი თემაა, ბევრს აქვს ამაზე საშინლად არასწორი შეხედულება... ძალიან მაღიზიანებს როდესაც მეცნიერებას და რელიგიას ერთმანეთს უპირისპირებენ...



მორწმუნე ადამიანი მონაა ღვთისა, ხოლო ის ვისაც რწმენაც აქვს და ცოდნაც, მეგობარია ღვთის!



პ.ს. თოკა. რამდენი წლის ხარ? სწავლობ სადმე?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 23 2013, 12:52 AM

qetevano
კრილ კოპეიკინ....
რას აღარ ნახავ ხოლმე...biggrin.gif

MIRDAT

ციტატა


პ.ს. თოკა. რამდენი წლის ხარ? სწავლობ სადმე?

19 წლისაა , სემინარიის მეორე კურსზე სწავლობს....

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 23 2013, 10:22 AM

ციტატა(A.V.M @ Jan 23 2013, 12:52 AM) *

qetevano
კრილ კოპეიკინ....
რას აღარ ნახავ ხოლმე...biggrin.gif

ეგ ერთადერთი სასულიერო პირია, კოპეიკინი ვინც ვნახე... მაგას გამოვტოვებდი შენი აზრით აქ რომ არ დამედო? dry.gif biggrin.gif

არა ისე მართლა საინტერესოდ საუბრობს.

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Jan 25 2013, 07:16 AM



ამ ფილმშიც ბევრი სიცრუე და სისულელეა, მაგრამ ამ ეტაპზე წავა რა...

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 25 2013, 01:36 PM

Atm@n

ეგ ვიდეო ადრეც მაქვს ნანახი და ახლა ვუყურე კიდევ... არ მომწონს. ბევრი შეცდომებია და ჩამოვწრ ახლა რაც.

დასაწყისსში სვავს კითხვებს, თუ როგორ შეიქმნა სივრცე და მთელი ეს მატერია იმ წერტილიდან. ვინც ეგ ვიდეო გადაიღო მგონი კარგად თვითნაც ვერ ერკვევა დიდი აფეთქების თეორიაში. ის ამბობს რომ ეს სინგულარობის წეტილი იყო ვაკუუმში, რაც არაა სწორი, მისი ნათქვამიდან გამოდის რომ ეს წერტილი რაღაც ცარიელ სივრცეში არსებობს, დიდი აფეთქების თეორიის თანახმად ეს ასე არაა, თვითონ ეს წერტილია სივრცეც და ის მარტერიაც რომელსაც ჩვენ ვიცნობთ... (ძნელი წარმოსადგენია) მეორე, ეს წერტილი სულაც არაა ატომის ხელა, გაცილებით პატარაა და მისი ზომა მიდის 0 ისკენ და სიმკვრივე უსასრულობაში, ესაა დიდი აფეთქების თეორიის საწყისი სინგულარობის პრობლემა რომელსაც ვერ ხსნიან ამიტომ ამ თეორიას განიხილავენ მხოლოდ ამ მდგომარეობამდე და ამ წერტილის წარმოქმნის და აფეთქების მიზეზები დაუდგენელია... რაც შეეხება ამდენი ნივთიერებისა და ელემენტის წარმოქმნას, ბირთვული სინთეზი... ზუსტად იგივე პროცესებით წარმოიქმნება ეს ნივთიერებები ახლაც...

კიდევ 1 რამ, დიდი აფეთქების ართერთი ავტორი იყო მღვდელი... http://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_აფეთქების_თეორია

უკვე მერამდენედ მემართება ასეთი რამ... რამხელა ტექსტი დავწერე და მარტო ეს გამოქვეყნდა :\ მოკლედ დიდი უაზრობაა ეს ვიდეო... არის საინტერესო ფაქტები კლინიკურ სიკვდილთან დაკავშირებით და კიდევ 1-2... მაგრამ დანარჩენი უბრალოდ სიცრუეა... ყველაზე ეპიკური ტყუილი მიანც ყოველ საათში მზის მეტრანახევრით დაპატარავება იყო... ისე გიგანტური ადამიანის არსებობაც ძალიან არარეალურია... ადამიანის ზომა 3 ჯერ რომ გაზარდო წონა 27 ჯერ გაიზრდება მისი ძვლების სიმკვრივე კი იგივე დარჩება... ახლა წარმოიდგინეთ რაც მოხდება...

და რაც შეეხება ვიდეოს ბოლოს ნათქვამ მის სიტყვებს ასეთ პასუხს გავცემდი: მე მჯერა რომ ღმერთმა სამყარო 6 "დღეში" შექმნა და არა 6 დღეში... რა არის 1 დღე? დედამიწის 1 ბრუნი თავისი წარმოსახვითი ღერძის გარშემო? ალბათ ღმერთიც მასე ითვლის დღეებს... და თუ მასე ითვლის, დედამიწა 6000 წლისაა და ადრინდელი ადამიანები 900 წლამდე ცოცხლობდნენ მაშინ ახლა ნოე დაბადებულიც არ უნდა იყოს და ადამის შვილიშვილი რომელიც სხვათაშორის 5 მეტრის სიმაღლის სპილენძის აბჯარში ჩაცმული იქნება, ვერთმფრენში უნდა იჯდეს და პირამიდების ასაშემებლად 2 ტონიან ლოდებს უნდა ეზიდებოდეს...

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Jan 25 2013, 01:52 PM

MIRDAT

ხო რა, ძველ ცრუ სტერეოტიპებს ანგრევს ახალი ცრუ სტერეოტიპებით. მაგრამ რაც არ უნდა იყოს გაჩვენებს, რომ ფრთხილად უნდა იყო სანამ რამე თეორიას ენდობი. smile.gif

როცა დავდე ნანახიც არ მქონდა ეს ვიდეო, უბრალოდ ჩავთვალე რომ საინტერესო იქნებოდა. (და რაც მთავარია ქართული თარგმანითაა).

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 25 2013, 02:03 PM

Atm@n

მართალი ხარ, ზუსტად მასეთი რაღაც დამიტოვა, მეტი უნდობლობა საერთოდ ყველაფრის მიმართ, ანუ მეტი დაფიქრებაა საჭირო... თორე მაგ ვიდეოში რაცაა ნათქვამი ვინმემ ყველაფერი რომ დაიჯეროს ვერ წაუვა კარგათ საქმე...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 25 2013, 04:45 PM

ციტატა
ადამიანის ზომა 3 ჯერ რომ გაზარდო წონა 27 ჯერ გაიზრდება მისი ძვლების სიმკვრივე კი იგივე დარჩება... ახლა წარმოიდგინეთ რაც მოხდება...


არამარტო, წარმოიდგინე გული რა უნდა იყოს, სისხლის მიმოქცევა წარმოიდგინე ამხელა სხეულში

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 26 2013, 12:43 AM

რატომ გგონიათ რომ დიდი აფეთქების თეორია აბათილებდეს მართლმადიდებლურ სწავლებას სამყაროს შექმნის შესახებ?
პირიქით , დაახლოებით 16 საუკუნის წინ მართლმადიდებელი წმ.მამები საუბრობდნენ მის შესახებ...
თუ ვინმეს აინტერესებს ან მეწინააღმდეგება შევამოწმოთ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 30 2013, 04:01 PM

კანუდოსა საუბრობს სამყაროს შექმნის მოდელზე თეოლოგიურ და მეცნიერულ ჭრილში , სამყაროს უსასრულობაზე , დროის ფაქტორზე , საწყისზე და.ა.შ.
საკმაოდ საინტერესოა...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 12 2013, 05:39 PM

დეკანოზი ზაქარია ძინძიბაძე, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, სხვადასხვა გამოგონების ავტორი და არაერთი ლიცენზიის მფლობელია. მართალია, ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი მაინცდამაინც არ უყვარს, მაგრამ, ინტერვიუს ჩაწერისას ბევრ ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს შეეხო, როგორიც არის: საქართველოში ბიოგაზისა და ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით მიღება, მიწისძვრის ზუსტი პროგნოზირება, ცუნამისა და ტორნადოს შეჩერება და კატასტროფების თავიდან აცილება.

მამა ზაქარია (ძინძიბაძე): ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი ვარ, ვმუშაობდი ბირთვული ფიზიკის კათედრაზე, ასევე იზოტოპების ინსტიტუტში. ისეთ პერიოდში ვცხოვრობდით, მაშინ ფიზიკა, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მაღალ დონეზე იყო, ამ კუთხით საბჭოთა ხელისუფლება სერიოზულ დაფინანსებას გამოყოფდა. პირდაპირ გეტყვით – ფიზიკით გავხდი მორწმუნე, ფიზიკით შევიმეცნე ღმერთი. ზოგი ფიზიკით ხდება მორწმუნე, ზოგი – ხატვით, ზოგი – მუსიკით, ეს თითოეული ადამიანის ინდივიდუალური გზაა. თუმცა‚ ამით არ დავკმაყოფილებულვარ, ისეთი საინტერესო მოვლენები აღმოვაჩინე ბიბლიაში, რაც თანამედროვე მეცნიერებამ არ იცის და, შემდეგ‚ როგორც ფიზიკოსმა‚ შევისწავლე. თუნდაც, როგორ არის მოწყობილი მართლმადიდებლური კოსმოლოგია. საოცარი რაღაცეებია... დღეს მეცნიერება იცნობს ოთხ ურთიერთობას: გრავიტაციულს, ბირთვულს, ქიმიურსა და მსუბუქს, ბიბლიაში კი 9 წერია, რომელთაგან ხუთი არ ვიცით, რა არის. გაცილებით უკეთ არის წარმოჩენილი ეკლესიურ სწავლებაში ოთხგანზომილებიანი სივრცე, დრო, ვიდრე თანამედროვე ფიზიკაში. მემბრანის თეორიაც კი არის, რომელიც მიღწევებისა და აღმოჩენების ბოლო თეორიად მიიჩნევა. ასევე‚ სამყაროს ისეთ საინტერესო ობიექტებზეა საუბარი, როგორიც არის ნისლეულები, გალაქტიკები და მათ შორის‚ შავი ხვრელები, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, ნათლობის ლოცვაში არის ასეთი ადგილი: „ოთხითა ნივთითა და ოთხითა ჟამითა შეამკე სამყარო“. გასაგებია, რომ „ოთხი ჟამი” – ეს არის წელიწადის ოთხი დრო, მაგრამ ოთხი ნივთი რა არის? ეს არის: მყარი, თხევადი, გაზი და – მეოთხე?! მხოლოდ 1932 წელს დაფიქსირდა ნივთიერების მეოთხე მდგომარეობა – პლაზმური, მანამდე, უბრალოდ, ცეცხლად მიიჩნევდნენ. წარმოიდგინეთ‚ ეს წერია პირველ საუკუნეში, ნათლობის ლოცვაში. კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო რამ წერია ბიბლიაში, იქ, ასევე, საუბარია არა სამგანზომილებიან, არამედ, მრავალგანზომილებიან სამყაროზე, რომელიც სრულიად სხვა სამყაროში გვახედებს. დღეს თითოეულ ადამიანს რომ ჰკითხო, რა არის სიყვარული, მეგობრობა, თავისუფლება, ყველა თავისებურად ახსნის, რაც არასწორია. ქრისტეს უდიდესი გამარჯვება, მისი ამქვეყნად მოსვლის არსი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მან სამყაროს ერთიანი ხედვა შექმნა. მხოლოდ 1961 წელს შეიქმნა „სი სისტემა“ – ეს არის მასის, სიგრძისა და დროის ერთეულთა ერთიანი ინტერნაციონალური სისტემა, რომელიც ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე გახდა. მეცნიერება თავის დროზე მიხვდა, რომ საჭირო იყო მათი ერთ ერთეულში გადაყვანა. ადამიანი შედგება სხეულისგან, სულისგან, სამშვინველისგან. თითოეულ მათგანს კი აქვს თავისი ერთეულები, განზომილებები, კატეგორიები. დღეს‚ როდესაც გვინდა, თავისუფლები ვიყოთ, წარმოდგენა არ გვაქვს იმაზე‚ თუ რა არის თავისუფლება. პირადად მე ყველაზე თავისუფალ ადამიანებად მიმაჩნდნენ მესვეტე მამები და შიო მღვიმელი, რომელიც პატარა ორმოში იჯდა. თავისუფლება სულიერი კატეგორიაა და არა ფიზიკური. ჩვენ კი მას ფიზიკურ კატეგორიაში ვეძებთ, ამიტომაც ვერასდროს ვიპოვით იქ. როდესაც ვამბობთ, რომ ერთნი უნდა ვიყოთ ქრისტეში, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთი და იგივე წარმოდგენა უნდა გვქონდეს ფუნდამენტურ განმარტებებზე, მაშინ ყველაფერი ერთნაირი იქნება და არ გვექნება ერთსა და იმავე რაღაცეებზე დავა.

მარტივი გზით მიღებული ულევი ელექტროენერგია, ბიოგაზები
ფიზიკისთვის არ დამინებებია თავი, დღემდე ვარ ჩართული და ბევრ რამეზე საავტორო უფლებებიც მივიღე. ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ადამიანი გაცილებით ბედნიერი იყოს, ვიდრე ის დღეს არის. ყველაფერი‚ რაც სამყაროში არსებობს, არის ღვთის მიერ ადამიანის საკეთილდღეოდ შექმნილი, ამიტომ, სწორად უნდა გამოვიყენოთ. ბევრი რამის უფრო კარგად გაკეთებაა საჭირო, მაგრამ მე ამის პირობები და საშუალებები არ მაქვს და, ამიტომ, ვაკეთებ იმას‚ რის საშუალებაც მაქვს. სამწუხაროდ‚ ლაბორატორია არ მაქვს, მაგრამ, მომავალში ვაპირებ გაკეთებას. ჩემი სპეციალობა არის ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკა. კარგია, ქაღალდზე წერო, მაგრამ, თუ განახორციელებ – უკეთესია. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ამოვხსენი „მაქსველის დემონია“. დღეს‚ როდესაც ენერგიის მიღებაზე ვსაუბრობთ, იმდენი ენერგია გვაქვს, რომ, არ ვიცით‚ სად წავიღოთ, მაგრამ, ამას ვერ ვიყენებთ, რაც გულდასაწყვეტია. სითბური, მზის, ელექტროენერგიის მისაღებად ბევრი ალტერნატიული საშუალების გამოყენებაა შესაძლებელი. საქართველო მდებარეობს მიწისძვრის რეგიონში, აქ დიდი კაშხლების მშენებლობა არ შეიძლება სამი რამის გამო: ერთი – შეიძლება‚ მიწისძვრამ გამოიწვიოს ამ კაშხლების ნგრევა და, მეორე – შეიძლება‚ ნგრევა არ გამოიწვიოს, მაგრამ, იტალიაში მოხდა ასეთი რამ: მთა მოწყდა, წყალსაცავში ჩავარდა, წყალი კაშხლის ზემოდან გადმოვიდა და რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და ის წყალსაცავები ძალიან მალე მოისილება და ირღვევა; მესამე – წყალსაცავების აშენების გამო ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე: ბუნება და მდინარის თევზები უკვე გადაიკეტა. საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ თართის, ანუ „ასეტრინის” სამშობლო საქართველო იყო და ეს თევზი ქვირითობდა ლიახვსა და არაგვში. მაგრამ, მინგეჩაურის, ზაჰესის, ორთაჭალის წყალსაცავებმა, სხვადასხვა ჰესებმა მათ საქართველოში ამოსვლის საშუალება მოუსპეს და თევზი გაქრა. ამ დროს, შეიძლება, ისე მივიღოთ ენერგია, რომ არც კაშხლები და არც დიდი, ძვირად ღირებული ნაგებობები არ ავაშენოთ, მაგრამ, იმავე რაოდენობის ენერგია მივიღოთ. პრინციპს ვიტყვი: ყველა ქალაქთან, სოფელთან, დასახლებულ ადგილებში, გადის მდინარე, რომლებიც მთის მდინარეებია და დაახლოებით 100 მეტრში 5-6 მეტრი სიმაღლიდან ვარდნა აქვს. შეგვიძლია, ყველა სოფელს თავისი ელექტროსადგური ჰქონდეს, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ეს უფრო შრომის ორგანიზებაა, ტექნიკური თვალსაზრისით ახალს არაფერს ვამბობ. ამისთვის სულაც არ არის საჭირო მდინარის გადაკეტვა და კაშხლის აშენება. უბრალოდ‚ ბეტონი დაგვჭირდება იმდენი, რამდენიც გენერატორის დასაყენებლად იქნება საჭირო. თვითღირებულება იქნება მინიმალური, ასევე შეიძლება მზის ენერგიის გამოყენება. მზე ათბობს წყალს, ჩვენ იქიდან ამოვიღებთ მაღალი ენერგიის ცხელ ნაწილს, რითიც შესაძლებელი გახდება სახლის გათბობა და შეიძლება, ამ მეთოდის გამოყენებით ფიზიკაში ახალი დარგიც შემოვიდეს. წარმოიდგინეთ‚ ზამთარში გარეთ არის 10 გრადუსი სიცივე ან ნული გრადუსი. სიცივიდან შეგვიძლია ავიღოთ სითბო და სახლი გავათბოთ, ამისთვის კი ცოდნაა საჭირო და, შემდეგ – ცოდნის სწორად გამოყენება. ჩვენ გვინდა, გამზადებული გაზი ამოვიდეს მიწიდან, მერე ცეცხლი დავანთოთ და ასე შემდეგ. გაზის მიღება რომ შეიძლება და, თანაც, რამდენიც გვინდა, ამას რატომ არ ვაქცევთ ყურადღებას? ბიოგაზი ხომ არსებობს?! მაგალითად‚ თუ სოფელში ერთ ოჯახს ექნება 5 კუბმეტრი მოცულობის აუზი, იქიდან შეგვიძლია ყოველდღე მივიღოთ 8-10 კუბმეტრი გაზი, რომელიც ნებისმიერ ოჯახს გასათბობად და ყველაფრისთვის ეყოფა. რატომ არ შეიძლება, გავაკეთოთ 100 მეტრი მოცულობის აუზი? ხომ შეიძლება სტადიონისხელა შენობები ავაშენოთ, უფრო მეტ ბიოგაზს არ მივიღებთ?! საქართველოს დაახლოებით 100-200 მილიონი კუბმეტრი გაზი სჭირდება. ერთი მილიონი კუბმეტრი მოცულობის აუზიდან დაახლოებით 5 მილიონ კუბმეტრ გაზს მივიღებთ ყოველდღე. ერთი მილიონი ბიოგაზი რომ მივიღოთ ყოველდღე, საქართველო უკვე უზრუნველყოფილი იქნება გაზით. თან‚ ერთხელ ააშენებ და მერე უკვე მოდის და მოდის გაზი...

მიწისძვრის ზუსტი პროგნოზირება
და საშუალება, რომლითაც ცუნამისა და ტორნადოს თავიდან აცილება შეიძლება
სტუდენტობის დროს ძველ, 30-იანი წლების ჟურნალში აღმოვაჩინე საინტერესო რამ. ჩვენ ვიცით, რომ ზღვა მიიქცევა და მოიქცევა, წყლის დონე აიწევს და დაიწევს. შავ ზღვაზე ეს არ ჩანს, იმდენად მცირეა‚ ჩაკეტილი ზღვაა, მაგრამ, ოკეანის სანაპიროზე კარგად ჩანს. ხანდახან მოქცევის სიმაღლე 8-10 მეტრს აღწევს, ეს კი დამოკიდებულია მთვარის ფაზებზე და მზის ურთიერთობაზე. ფრანგმა მეცნიერმა ფრედერიკო ჟოლიო კიურიმ 30-იან წლებში გაზომა და, აღმოჩნდა, რომ წყალთან ერთად მიწაც ამოექცევა – აიწევს და დაიწევს ყოველ 6 საათში ერთხელ. ეს აწევა და დაწევა‚ თურმე‚ 30 სანტიმეტრია, მაგრამ, ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ, რადგან მასთან ერთად ავდივართ და ჩავდივართ. წარმოიდგინეთ‚ რომ წყალზე არის ყინულის ნატეხები; ერთ მხარეზე რომ დაარტყამ ხელს, ტალღები წავა და ეს ყინულები ერთმანეთს დაეჯახება. სწორედ‚ ასეთი მოძრაობა ახასიათებს დედამიწის ქერქს. დავაკვირდი და ვნახე, რომ თბილისში რამდენიმე ადგილას მიწა ყოველდღიურად მოძრაობს. თუ ამ მონაცემებიდან გადაუხვევს, – ან უფრო მაღლა ავა, ან – გაჩერდება, ესე იგი‚ ქვეშ რაღაც დაძაბულობა მოხდა, ადრე თუ გვიან ამას ვეღარ გაუძლებს, უნდა განიმუხტოს და მოხდება მიწისძვრა. აქ მხოლოდ სტატისტიკის გამოთვლაა საჭირო. როდესაც ცუნამის დროს მოდის დიდი ტალღა, ჩვენ შეგვიძლია, ის დავშალოთ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ტალღებად და აღარ მოვა ნაპირამდე. როგორ? ათასნაირი მეთოდებია ამისთვის. მოდის ტალღა, მას ვესროლე ქვემეხიდან და ავაფეთქე. რა მოუვა? დაიშლება ნაწილებად; მაგრამ, სად უნდა მოარტყა – ის ზუსტი წერტილები უნდა იცოდე, ამას კი გათვლა სჭირდება. ის ხომ ხმელეთის სანაპიროზე კი არ წარმოიქმნება, არამედ, ზღვაში, ოკეანეში, ასეულ, ათასეულ კილომეტრზე და სანამ მოუახლოვდება, შეიძლება დაიშალოს და მაქსიმალურად იქნეს აცილებული კატასტროფა. ასევე შეიძლება ტორნადოს შემთხვევაშიც. ხშირად არასწორი შეფასებები გვაქვს ბევრი რამის მიმართ. ვუყურებთ ტორნადოს – ქარბორბალა ტრიალებს, თან, ისე ჩქარა, რომ ყველაფერს ანგრევს. ისე ჩქარა ტრიალებს, რომ შიგნით ვაკუუმი წამოიქმნება და, თუ ვაკუუმი წარმოიქმნება, მაშინ რაღა ანგრევს?! ესე იგი, ჩვენ ტორნადოს არასწორად ვაფასებთ, ამ დროს სულ სხვა ძალები მოქმედებს, დამანგრეველი და, ამის აცილება‚ თურმე‚ შესაძლებელია. ეს არის ლორენცის ძალა, კოსმოსური სხივების ნაკადი, რომელიც წარმოქმნის ვეებერთელა მუხტს და ანგრევს და გადააადგილებს ყველაფერს. ტყეში არ ხდება ტორნადოები, რადგან იქ ელექტონული ველი სულ სხვანაირია. თუ ჩვენ დასახლებულ პუნქტში, სადაც ტორნადოს საშიშროება შეიძლება იყოს‚ გავაკეთებთ დიდ რკინის ანძებს, ის განმუხტავს მას და საშიშროებაც აღარ გვექნება.
იყო ერთი პერიოდი, როდესაც მედიცინით დავინტერესდი – ჯერ ხალხურით, შემდეგ ჩინურით. ასევე‚ დავინტერესდით, ადამიანის – როგორც ფიზიკური სისტემით, აქ კიდევ სულ სხვა რაღაცეები გამოჩნდა. თურმე, მიწის პოტენციალი არის ნული ვოლტი, ყოველ ერთ მეტრ სიმაღლეზე კი 100 ვოლტი ემატება. ადამიანი მიწის ზედაპირზე დაახლოებით 200 ვოლტის გრადიენტში არსებობს და ცხოვრობს. მაგრამ‚ თუ ჩვენ ავალთ მეათე სართულზე, 30 მეტრზე უკვე 3 000 ვოლტი იქნება, რაც‚ ცხადია‚ მოქმედებს ქიმიურ პროცესებზე, ის კი‚ თავისთავად‚ ფიზიოლოგიურ პროცესებზე. ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია PH სისტემაზე, ანუ მჟავე-ტუტიანობის წონასწორობაზე. როდესაც ეს წონასწორობა ირღვევა‚ მაშინვე ჩნდება ავადმყოფობა. როცა ადამიანი მიწაზე ფეხშიშველი დადის, სიამოვნებს, თითქოს მუხტი გადის მისგან, რადგან, თანამედროვე ფეხსაცმელი იზოლატორისგან, პლასტმასებისგან მზადდება და, ის მუხტი, რომელიც ორგანიზმში გროვდება – მეტი ან ნაკლები რაოდენობით, ანგრევს ორგანიზმის ჯანმრთელობას. კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა შარდი, რომელიც მხოლოდ გამონაყოფი ნივთიერება კი არ არის, არამედ, არაჩვეულებრივი ელექტროგამტარია, თითქმის ლითონის გამტარობას უახლოვდება. როდესაც ადამიანი მიწაზე შარდავს, ის ზედმეტი მუხტი გაცილებით ადვილად გამოდის ორგანიზმიდან, ან – შედის და წონასწორობა აღდგება. ჩვენ არასწორად ვცხოვრობთ, განსაკუთრებით კი, არასწორად ვიკვებებით, რაც იწვევს ადამიანის ორგანიზმის წონასწორობის დარღვევას, ასევე‚ ირღვევა ფსიქო-ფიზიოლოგიური წონასწორობები. ნებისმიერი დაავადება შეიძლება განიკურნოს‚ თუ სწორად იქნება ნამკურნალევი, ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. საკმეველზე დამემართა ალერგია, როდესაც გამოუცდელი მღვდელი ვიყავი – მსიამოვნებდა და ბევრს ვყრიდი ცეცხლზე, ამან კი თავისი შედეგი გამოიღო და, იმ მდგომარეობამდე მივედი, რომ ყნოსვის უნარიც დავკარგე. თავიდან არ ვიცოდი, რაში იყო საქმე. იმდენად რთულ მდგომარეობაში ჩავვარდი, მკურნალობა დამჭირდა, რამაც თავისი დადებითი შედეგი გამოიღო. ბოლოს საკუთარ თავზე ჩავატარე ექსპერიმენტი და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ალერგია საერთოდ არ არსებობს, ეს არის თირკმელების სისუსტე, რომელსაც თავისი ხარისხი აქვს: არის ნორმალური, საშუალო და ძალიან რთული. როდესაც ადამიანი დიალიზზე „ზის”, ამ დროს ორგანიზმი ვერ გამოყოფს ალერგენებს და ორგანიზმში გარკვეული რაოდენობით რჩება. საკუთარ თავზე ჩავიტარე მკურნალობა და შედეგი გამოიღო, უბრალოდ‚ ამას არ უნდა ჰქონდეს ერთჯერადი ხასიათი. ერთადერთი‚ რაც ადამიანს სძვრება, ეს კბილებია. ღმერთს დაენანა თუ რა ხდება? რა თქმა უნდა‚ არ დაენანა, უბრალოდ‚ გვეუბნება, რომ ასაკში ბევრი არ უნდა ვჭამოთ, რადგან, ენერგიას ვეღარ ვხარჯავთ, გამოყოფაც ნაკლებად ხდება და ეს ათას დარღვევას იწვევს, თორემ‚ თუ თანამედროვე მდგომარეობას, მიღწევებს, ცოდნას გამოვიყენებთ‚ თანამედროვე ადამიანს შეუძლია, 500 წლამდე იცოცხლოს...

პ.ს. სხვა შესაფერისი თემა ვერ ვიპოვე რომ იქ დამედო.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Apr 12 2013, 06:20 PM

ვა რაღაც საინტერესოა, წავიკითხავ დრო რომ მექნება. ეგეთ ინფორმაციას თუ ნახავ აუცილებლად მომაწოდე რა ქეთევან smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 12 2013, 06:48 PM

MIRDAT
იმდღეს ვნახე ერთ საიტზე შენ რომ დაგაინტერესებს ბევრი ისეთი რამე. მოვძებნი და დაგილინკავ.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 12 2013, 07:18 PM

ბოლომდე არ წამიკითხავს ეს სტატიები, მაგრამ წესით დაგაინტერესებს:
http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A6%E1%83%9B/
http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%AC%E1%83%9B-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0/
http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%94%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%A3/
და საერთოდ ამ საიტს გადაახედე

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Apr 13 2013, 01:50 AM

qetevano
აუ გაგახარებს ღმერთი, მაგარი საინტერესო რაღაცებია! აუცილებლად გადავხედავ!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 13 2013, 10:22 PM

MIRDAT
ძირითადად ვინცაა სტატიების ავტორი (ზაზა ოსმანოვი) , ღვაწლმოსილი ფორუმელია...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 24 2014, 05:54 PM

რადგან არ მაკოპირებინებს და გადაწერა კიდე მეზარება, ფოტოს სახით დავდებ

რა არის ზეციური ცეცხლი?
http://www.radikal.ru

ესეც წყარო: http://skandal.ge/index.php/sxvadasxva/item/465-cecxli

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 27 2014, 12:04 AM

ჯიგარი ხარ ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 28 2014, 09:10 AM

qetevano
ამას ტელევიზორში მაქ ნაყურები დოკუმენტურ ფულმად ერთი წლის წინ smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 13 2014, 02:09 PM

მახსოვს , წლების წინ ,დიდი აჟიოტაჟი იყო ხალხში :
,,ეშმაკის ყუთი დაიდგა მეორედმოსვლის წინ და ახდა მამათა წინასწარმეტყველებაო !'' (საუბარი იყო ტელევიზორზე)
ყველას კარგად მოგეხსენებათ , რომ დღესდღეობით , მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა , პლაზმური,თხევადკრისტალური , პროექციული და 3D ტელევიზორებით სარგებლობს .
ხოდა , მე ვეკითხები ამ ,,ღრმადმორწმუნე მოსახლეობას'' , იმ წინასწარმეტყველებებში , მხოლოდ ყუთი იყო ნახსენები თუ ფირფიტაც?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 13 2014, 02:47 PM

A.V.M
ეგრე იყო გურამ ტელეფონებიც კომპიუტერებიც თავის დროზე მანქანები და ეტლები, ყოველი სიახლე ეშმაკის მოგონილია biggrin.gif
პ.ს ეს "ეშმაკი" რა ეშმაკია არა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 18 2014, 11:05 PM

მითი ახალშობილებში ჩიპების ჩაყენების შესახებ მცდარია

ევროკავშირის ქვეყნებში, ისევე როგორც მსოფლიოს არცერთ სხვა სახელმწიფოში, ახალშობილთათვის კანქვეშ ე.წ. ჩიპების ჩადგმა არ იგეგმება. ევროკავშირის რეგულაციები და დირექტივები ან მისი რომელიმე წევრი ქვეყნის კანონმდებლობა და სახელმწიფო პროგრამები არ შეიცავს რაიმე მითითებას ამ საკითხზე. უფრო მეტიც, არც ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებში და არც ევროპული ქვეყნების შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მიკროჩიპების ახალშობილებში ან ზრდასრულ ადამიანებში გამოყენების საკითხი არ წამოჭრილა.

ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მიკროჩიპების ჩადგმა ნამდვილად სავალდებულოა ოღონდ არა ადამიანებში, არამედ შინაური ცხოველების გარკვეულ სახეობებში. ამგვარი მიკროჩიპი მრავალნიშნა კოდს შეიცავს, რომლის წაკითხვა სპეციალური სკანერით შეიძლება. მიკროჩიპები ნემსის საშუალებით თავსდება ცხოველის სხეულში, ხოლო კოდის მეშვეობით ხდება დაკარგული ცხოველის პატრონის იდენტიფიცირება და საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება.

ევროკავშირის წესებით, ე.წ. „დაჩიპვა" სავალდებულოა არაწევრი ქვეყნებიდან შინაური ცხოველების ევროკავშირის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის. მიკროჩიპზე დატანილი კოდით ხორციელდება კონკრეტული ცხოველის დაკავშირება მის ვეტერინარულ პასპორტთან და ვაქცინაციის შესაბამისობის დადგენა. მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მიკროჩიპები GPS ტექნოლოგიას შეიცავს და მათი მატარებლის ადგილსამყოფელის დადგენის საშუალებას იძლევა.
ამდენად, ცნობა ახალშობილებში მიკროჩიპების ჩადგმის შესახებ, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანის გადაადგილების გაკონტროლების შესაძლებლობას უზრუნველყოფს, მთლიანად შეთხზულია. არცერთი სანდო საინფორმაციო საშულებით მსგავსი ცნობის გავრცელება არ მომხდარა, ხოლო არცერთ სერიოზულ კვლევას ასეთი ტექნოლოგიის არსებობა არ დაუადასტურებია.

მცდარი ინფორმაციის ძირითადი წყარო სხვადასხვა ვებ-პორტალებია. მათი ნაწილი სატირული ჟანრის სტატიებს აქვეყნებს და ტექნოლოგიურ პროგრესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული უსაფუძლო ეჭვების გაშარჟებას ისახავს მიზნად. მაგალითად, ამერიკული Nationalreport.net პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას უაიომინგის შტატის პატარა ქალაქ ჰანაში სავალდებულო „დაჩიპვის" პილოტური პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. მიუხედევად იმისა, რომ ელექტრონული გამოცემა პირდაპირ ურჩევს მკითხველს, სერიოზულად არ აღიქვან მისი სტატიები, ჰანას ხელმძღვანელობას პერიოდულად უწევს აღშფოთებული მოქალაქეების ზარებთან გამკლავება.

ამავდროულად, ინტერნეტში მოქმედებს საკმაოდ დიდი სადეზინფორმაციო ქსელი, რომელიც შეთქმულების თეორიების მოყვარულ მკითხველზე მუშაობს და მცდარ ინფორმაციას შეგნებულად ასაღებს რეალობად. ამ ქსელის მეშვეობით ადამიანებში ჩიპების ჩადგმაზე გავრცელებული ცნობები, ჩვეულებრივ, ერთმანეთის მსგავსია. მეტი დამაჯერებლობისთვის მათ სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევის, მაგალითად, ორგანიზმში გლუკოზის დონის დამდგენი კანქვეშა მოწყობილობის, ამსახველი ფოტოები ახლავს თან. ინფორმაცია 2014 წლის მაისიდან ევროკავშირში ახალშობილთა სავალდებულო „დაჩიპვის" პროგრამის დაწყების თაობაზე სწორედ ამ გზით გავრცელდა.

მითის წყარო:

ობიექტივი, ღამის სტუდია, 17 მარტი

ნინო რატიშვილი, წამყვანი: „თუ არ ვცდები, 2014-15 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებისთვის აუცილებელი იქნება და არა დავუშვათ ვიღაცის სურვილზე, ჩიპების ჩადგმა ადამიანებში, დაწყებული ჩვილი ბავშვებიდან დამთავრებული ნებისმიერი მოქალაქით... არიან ადამიანები, რომლებიც ამას ჯერ ნებაყოფლობით აკეთებენ დასავლეთში..."
http://www.myvideo.ge/?video_id=2288171

პირველი, 26 თებერვალი და geworld.ge, 28 თებერვალი

იტალიური გამოცემა ,,Corrire di Roma’’ -ზე დაყრდნობით, სააგენტო პირველი და ინტერნეტ-პორტალი geworld.ge ავრცელებენ ინფრომაციას, თითქოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ყველა ახალშობილისთვის კანქვეშ მიკრო-ჩიპის ჩაყენება სავალდებულო ხდება. აღნიშნული ინფორმაცია არ არის გამყარებლი ევროკავშირის მიერ გამოცემული შესაბამისი რეგულაციით, რომელიც დამაჯერებლობას მისცემდა გავრცელებულ ცნობებს.

http://pia.ge/show_news.php?id=5598&lang=geo
http://geworld.net/ViewGE.php?G=7988&lang=ge

http://www.eurocommunicator.ge/geo/view_myth/5

პოსტის ავტორი: ლოგიკⒶ თარიღი: Aug 30 2014, 12:13 AM

ჰმმ... მეცნიერება არ ეწინააღმდეგება რელიგიას? huh.gif

მაგალითად მეცნიერების ათზე მეტი სფერო რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ევოლუციის აღიარებასთან? ბიბლიაში მემგონი არაფერია ნათქვამი იმაზე რომ ღმერთმა ბაქტერია შექმნა და მერე მაქედან განვითარდა ყველაფერიო

შეგვიძლია გეოლოგიაც ვთქვათ ვინაიდან წარღვნის არანაირი ფაქტი არაა აღმოჩენილი გეოლოგების მიერ

შეგვიძლია ბარემ ასტრონომიაც მივამატოთ აშკარად ბიბლიის მიხედვით ჯერ დედამიწა და მცენარეები შეიქმნა ხოლო შემდეგ 2 დიდი მნათობი და ბოლოს დანარჩენი პატარა ვარსკვლავები

ისტორიაც არ დაგვავიწყდეს ეგვიპტიდან მონების მასიური გაქცევა და 40 წელი უდაბნოში ხეტიალი არცერთ ისტორიულ დოკუმენტში არაა (ასევე სხვა მოვლენებიც რაც ბიბლიაშია აღწერილი)


პრინციპში ფსიქოლოგიის დაწერაც შეიძლება თუმცა ეს სფერო პირდაპირ წინააღმდეგობაში არაა რელიგიასთან უბრალოდ მორწმუნეების რწმენის მიზეზს ხსნის

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 30 2014, 12:39 AM

ლოგიკⒶ
მე რომ მეცნიერები ჩამოვწერო ახლა და მათი მეცნიერული შეხედულებები (საერთოდ რომა რ ვახსენო რელიგია) , რომელიც ევოლუციის თეორიას ეწინააღმდეგება ,როგორ მოვიქცეთ ? ვთქვათ რომ მეცნიერება მეცნიერებას ეწინააღმდეგება ?

რაც შეეხება შენ მიერ მოტანილ - ,,გეოლოგიურ,ასტრონომიულ,ისტორ
ულ'' ,,არგუმენტებზე'' , ეგრე ზერელე თუ იცნობ , ყველა მაგ მეცნიერებას ,რომ ხსენებულ დასკვნებს აკეთებ, მაშინ ახლავე გვითხარი და პოლემიკა არც დავიწყოთ .

პოსტის ავტორი: ლოგიკⒶ თარიღი: Aug 30 2014, 04:40 AM

A.V.M
ინდივიდუალური პიროვნების შეხედულება არაფერს არ ნიშნავს მთავარია მტკიცებულება შენ თუ გაგაჩნია რომელიმე მეცნიერის მეცნიერული ნაშრომი სადაც ფაქტებზე დაყრდნობით ახსნილია რომ სახეობების ცვლილებით უამრავი ნამარხების აღმოჩენით დეენემის კვლევით და ათასი სხვა დაკვირვება სინამდვილეში ევოლუციაზე კი არ მეტყველებს არამედ ეს ყველაფერი რაღაც სხვა მიზეზებითაა წარმოშობილი მაშინ დიდი სიამოვნებით გავეცნობი ასეთ ნაშრომს შეგიძლია წარმოადგინო


ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა გეოლოგიაზე ასტრონომიაზე და ისტორიაზე თუმცა ისტორია ყველაზე ნაკლებად ზუსტი მეცნიერებაა სხვებთან შედარებით და შესაძლებელია ისტორიაში არ მოიძიოს რეალურად მომხდარი მოვლენები (თუმცა ნაკლებად სავარაუდოა რომ ებრაელი მონების ასეთ მაშტაბურ გაქცევაზე და თან ამ გაქცევის პერიოდში თანმხლები ასეთი მაშტაბური სასწაულების ფონზე ისტორიაში ერთი პატარა ჩანაწერი მაინც არ ყოფილიყო)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 30 2014, 11:57 AM

ლოგიკⒶ
გავიგეთ რომ შენ არ გჯერა მაგის , არცაა პრობლემა , მაგრამ თუ გინდა რომ პოლემიკის რეჟიმში ვიკონტაქტოთ , რაიმე კონკრეტული აირჩიე .

რაც შეეხება მონების გაქცევას და ზოგადად , ეგვიპტეში ყოფას ებრაელებისას.
ეგფვიპტეში , ჰიქსოსების დინასტიაზე , რომელი ნაშრომები გაქვს დამუშავებული?

პოსტის ავტორი: ლოგიკⒶ თარიღი: Dec 17 2014, 06:17 PM

A.V.M
მე პირადად არ დამიმუშავებია ნაშრომები თუმცა ვისაც დაუმუშავებია იმათგან ვიცი რომ ისტორიაში ასეთი ჩანაწერი არ არსებობს და პირადად მეც არ შემხვედრია ასეთი რამ

კონკრეტულ საკითხს რაც შეეხება ჩემთვის სულერთია შენ აირჩიე რომელიც გინდა... მაგალითად ბიბლიაში აღწერილ მოვლენებს ყველაზე მეტად რომელი მეცნიერება ამყარებს?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2015, 10:58 PM

"მეცნიერება უპასუხებს კითხვას "რატომ" და "როგორ", ხოლო რელიგიურად მოაზროვნისათვის მთავარი კითხვაა - "რისთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2015, 10:28 PM

"ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად თანამედროვე მეცნიერება წარმოიქმნა, როგორც ერთგვარი მცდელობა, სამყარო წაკითხულიყო, როგორც გარკვეული წიგნი ღმერთის შესახებ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2016, 10:24 PM

"ან მოსე ისეთივე ღრმა მეცნიერულ ცოდნას ფლობდა, როგორსაც - ჩვენი საუკუნე, ანდა იგი შთაგონებული იყო ზემოდან".

/ფრანგი ფიზიკოსი ბიასი (1774-1861)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2016, 10:46 PM

„რელიგია იმიტომ ამოძრავებს მეცნიერებას, რომ რელიგიურ გამოცდილებაში ჩვენ კონტაქტს ვამყარებთ მარადიულ გონთან, სამყაროს ხმასთან. ვისაც უყვარს ღმერთი, მიცემული აქვს ცოდნა მის მიერ (1 კორ. 8,3). იქნებ ამიტომაც არიან დიდ აღმოჩენათა და გამოგონებათა ერთი ნაწილის ავტორები ის პირები, რომლებიც ერთდროულად დიდი მეცნიერებიც იყვნენ და დიდი ქრისტიანებიც.

გავიხსენოთ ბერი გუტენბერგი, რომელიც უდიდესი სურვილით იწვოდა, რადაც უნდა დაჯდომოდა ბიბლიის მასობრივად გასავრცელებლად უფრო ფართო საშუალებისათვის მიეკვლია (მის მიერ დაბეჭდილი პირველი წიგნი სწორედ ბიბლია გახლდათ).

გავიხსენოთ ნიუტონიც, რომელსაც იშვიათი უნარი გააჩნდა, კეთილკრძალულებით მიეყურადებინა ბუნების პროცესებისათვის იქ, სადაც სხვები ხიდან ვაშლის ჩვეულებრივ ჩამოვარდნას ხედავდნენ მხოლოდ“.

/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2016, 12:48 PM

"ისევე, როგორც რელიგია, მეცნიერებაც ჭეშმარიტებას ეძებს და ღმერთის აღიარებამდე მიდის. ოღონდ რელიგია ღმერთს დასაწყისში ადიდებს, ხოლო მეცნიერება ყველა თვალსაზრისის ბოლოს".

/მაქს კლანკი, გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 02:34 PM

"მეცნიერება ეს ის კიბეა, რომელიც ყველა ჩვენგანს ჭეშმარიტებისაკენ გვწინამძღვრობს. ეკლესიის მამები მას სარწმუნოების მხევლადაც კი მოიხსენებენ".

/დეკ. გიორგი შაშვიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2016, 07:21 PM

"სადაც ღმრთის განგებაა, იქ ბუნების კანონები მარცხდებიან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 09:22 PM

"როგორ შეიძლება ერთობაში იყოს ეკლესია მეცნიერების ისეთ დარგთან, რომელიც ამტკიცებს, რომ დედამიწა 500 მილიონი წლის წინ შეიქმნა, მაშინ როცა ბიბლიის მიხედვით ჩვენი პლანეტა სულ რაღაც 7605 წელს ითვლის?!"

/დეკ. გიორგი დორეული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 01:21 PM

"მეცნიერებას, რომელიც თავისი არსით და იდეოლოგიით არ ეწინააღმდეგება ჩვენს უმთავრეს წიგნს - სახარებას, ეკლესია არ უარყოფს".

/დეკ. გიორგი დორეული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2016, 08:38 PM

" - ანუ ღმერთი ზღვარს უდებს ადამიანის შესაძლებლობებს დასამდაბლებლად, ყოვლისშემძლე მხოლოდ უზენაესია!

- სრული სიმართლეა! სწორედ ბრძანეთ, ფაქტობრივად მეცნიერება არის ღმერთის მიერ შექმნილი კანონების აღმოჩენა და გამოყენება, მეტი არაფერი".

/მეცნიერი ნოდარ კეკელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2016, 09:38 PM

"ცნობილია, როცა მეცნიერება არ ექვემდებარება ღმერთს, ის აღვირახსნილი ხდება. ფიზიკაში ასეთი აღვირახსნილობის მაგალითია ატომური ბომბი, მედიცინაში - აბორტი, ექსტრაკორპორალური განაყოფიერება, კლონირება და სხვა, ბიოლოგიაში - გენმოდიფიცირებული პროდუქტების შექმნა, არქეოლოგიაში - ნახშირბადის დაშლის სიჩქარით ქრონოლოგიის დადგენა და ა.შ. საჭიროა ლაგამი, ზღვარი, რომელსაც ეკლესია და მისი კურთხევა იძლევა. მის გარეშე ადამიანი უგზო-უკვლოდ მიექანება და ბოლოს სადმე გადაიჩეხება კიდეც".

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2017, 08:48 PM

"თუ გადავხედავთ მსოფლიო მასშტაბით დიდ მეცნიერთა ბიოგრაფიებს, რომელთაც გლობალური აღმოჩენები შესძინეს კაცობრიობას, ვნახავთ, რომ ისინი ზნეობრივი ადამიანები იყვნენ - სამყაროს გობალურად შემეცნების გარეშე შეუძლებელია გააკეთო ასეთი აღმოჩენა. ეს ხალხი მთლიანობაში ხედავდა სამყაროს".

/დეკ. იოანე მამულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2017, 01:35 PM

"მართალია მე იუდეველი ვარ, მაგრამ იესო ნაზარეველის ნათელმა სახემ ამაღელვებელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ვერავინ ვერ გამოთქვამდა თავის სათქმელს ისე, როგორც ის. მხოლოდ ერთი ადგილია დედამიწაზე, რომელსაც ვერაფერი ჩრდილავს, და ეს პიროვნება - იესო ქრისტეა. მასში ღმერთი ყველაზე ნათელი და გასაგები სახით გადაიხსნა. მე თაყვანს ვცემ მას".

/ალბერტ აინშტაინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2017, 07:16 PM

"ბევრ მეცნიერს სწამს ღმერთი, და ვინც ამბობს, რომ მეცნიერება ადამიანს ათეისტს ხდის, ის უბრალოდ სასაცილო ადამიანია".

/მაქს ბორნი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2017, 07:55 PM

"თუკი თქვენ საკმარისად ძლიერი აზროვნება გაქვთ, მეცნიერება გარდუვალად მიგიყვანთ ღმერთის რწმენასთან, რომ მეცნიერება მტერი კი არა, თანაშემწე გახლავთ რელიგიისა".

/ჯოზეფ ჯონ ტომსონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2017, 12:56 PM

"მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ნამდვილი ათეისტი იყოს მეცნიერი".

/რობერტ ენდრიუს მილიკენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2017, 10:18 AM

"ფრენსის კოლინზი, გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ამბობს: "როდესაც ჩვენ რაიმე ახალს ვიგებთ ადამიანის გენომის შესახებ, ყოველ ჯერზე მოწიწებას ვგრძნობ იმის გამო, რომ ახლა კაცობრიობამ იცის რაღაც ისეთი, რაც აქამდე მხოლოდ ღმერთმა იცოდა. მე არ მჯერა, რომ სამეცნიერო გამოკვლევები რამენაირად ემუქრება ღმერთს, პირიქით, ვფიქრობ, ღმერთი მხოლოდ მოიგებს ჩვენი ცნობისმოყვარეობიდან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2017, 11:19 AM

"როდესაც ლონდონის ქუჩებში პირველი ავტომობილი გამოჩნდა, ხალხმა ეს სენსაციად მიიღო. ანგლიკანურმა ეკლესიამ კი ფაქტი ამგვარად "ახსნა:" თუ ეტლში ცხენი არაა შებმული, მაშინ იგი დემონებისგან იმართებაო და ამის გამო ავტომობილის მომხმარებელი ყოველი ინგლისელი განკვეთას დაუქვემდებარეს, რადგან არ იცოდნენ, თუ რას წარმოადგენდა შიგაწვის ძრავა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2017, 11:07 AM

"თუ ცოდნას რწმენისკენ არ მივყავართ, მაშინ მეცნიერს უცოდინარი მორწმუნე სჯობია".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2017, 11:52 AM

"საერთოდ, მეცნიერებისა და რელიგიის დაპირისპირება თუ შედარება უადგილოა, რადგან მეცნიერების საგანი მატერიალური სინამდვილეა, რელიგიისა - სულიერი სამყარო; მეცნიერების მეთოდი დაკვირვება და ექსპერიმენტია, ხოლო რელიგიისა - ლოცვა და მჭვრეტელობა; მეცნიერების მიზანია, შეიმეცნოს მატერიალური სამყარო, რელიგიისა - მარადიული ცხოვრება და ღმერთთან ურთიერთობა. ასე რომ, რელიგიისა და მეცნიერების ხელოვნური გაერთიანება თუ შედარება არ შეიძლება, რადგან სავსებით განსხვავებულია მათი საგანიც, მეთოდიცა და მიზანიც. ამის გარდა, მეცნიერება ევოლუცირებადი სფეროა და ის, რასაც დღეს ჭეშმარიტების პრეტენზია აქვს, ხვალ შეიძლება ჰიპოთეზათა სასაფლაოზე აღმოჩნდეს."

/მამა ლევან მათეშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2017, 11:09 AM

"ცოდნა ფრთებად ემსახურება ადამიანს".

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2017, 10:41 AM

"ჭეშმარტი ცოდნა საკუთარი არცოდნის ცოდნაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2017, 10:49 AM

"ცოდნა რწმენის გარეშე კატასტროფაა".

/იღუმენი თადეოზ ვიტოვნიცელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2017, 12:50 PM

"მეცნიერება, როგორც ბრძანებს პატრიარქი, ღვთისგან ნაკურთხია. იგი ინტელექტის, ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა, ამიტომაც მეცნიერების მონაპოვარი დალოცვილია და უნდა გამოიყენებოდეს სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის."

/პროფ. სერგი ავალიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2017, 01:43 PM

"მეცნიერული და რელიგიური ჭეშმარიტებების განსხვავება არ ნიშნავს მათ გათიშვას. საბედნიეროდ, თანამედროვე მეცნიერება ძალიან ახლოს მიდის რელიგიასთან, იმდენად ახლოს, რომ რელიგიურ დოგმებს ხშირად მეცნიერულ შინაარსს აძლევს. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს, უწინარესად, კოსმოლოგიური კრეაციონიზმის იდეა, რომელიც რელიგიური კრეაციონიზმის მეცნიერულ დასაბუთებას წარმოადგენს".


/პროფ. სერგი ავალიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2017, 11:13 PM

"ყველა სიავე გონებისგანაა, თუ გონება მხოლოდ მეცნიერებაშია, მაშინ მეცნიერები ვერ პოულობენ შინაგან სამყაროს და წონასწორობას. მაგრამ თუ გონება ღმერთშია, მაშინ სწავლულნი მეცნიერებას საკუთარი შინაგანი მოღვაწეობისა და ქვეყნიერების სასიკეთოდ წარმართავენ, ვინაიდან მათი გონება ნათელია".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2017, 10:56 AM

"რწმენა და ცოდნა, რელიგია და მეცნიერება ის მუდმივაა, რომელიც არათუ არ ირღვევა, არამედ, პირიქით, უფრო და უფრო მტკიცდება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 10:22 AM

"მეცნიერება რელიგიის გარეშე ცაა მზის გარეშე, ხოლო რელიგიის ნათლით მოსილი მეცნიერება - ესაა ზეშთაგონებული აზრი, რომელიც ამა ქვეყნის წყვდიადს კაშკაშა სინათლით განკვეთს და განმსჭვალავს".

/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2017, 11:32 AM

"ყველა ნამდვილ მეცნიერს სწამდა ღმერთი, ვინაიდან ადამიანური გონების უძლურებას ხედავდნენ."

/მწერალი ბესო სოლოღაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2017, 09:00 PM

"მივესალმები გაბედულ მკვლევარებსა და ღრმა მოაზროვნეებს, რომელთაც პოზიტიური მეცნიერების საშუალებანი მიუსადაგეს ჰიპერფიზიკურ სამყაროს და ამით ჩაუყარეს ურყევი საფუძველი სინთეტიკურ ძეგლს ადამიანური ცოდნისას, დასდეს რა პირველი ქვა იმ დიადი ტაძრისა, რომელშიც ახლო მომავალში მოხდება საზეიმო შერიგება ორი დამდურებული დისა - რწმენისა და მეცნიერებისა".

/სტანისლავ დე გუაიტა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2017, 08:51 PM

"რადიაქტივობის პირველაღმომჩენმა ანდრი ბერკლემ თქვა: "სწორედ ჩემმა ნაშრომებმა მიმიყვანა მე ღმერთამდე, რწმენამდე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2017, 09:35 PM

"მაინც, საიდან იღებს სათავეს მოარული შეხედულება, თითქოს მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება? ამის მიზეზი ორივე სფეროს ზედაპირული ცოდნაა - მეცნიერეისაც და რელიგიისაც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 10:02 AM

"ამ ღვთის მდაბალი მონისა სახელგანთქმული მეცნიერის [დიდი პოლონელი ასტრონომის, კოპორნიკის] საფლავის ქვაზე წერია: "არც იმ მადლს გთხოვ, რომელიც პავლემ მიიღო, არც წყალობას, რომლითაც პეტრეს შეუნდე, არამედ იმ მადლისა და წყალობის ბოძებას გევედრები, რომელიც ჯვარცმული ავაზაკის მიმართ გამოიჩინე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 08:48 PM

"გავიხსენოთ თუნდაც ეკოლოგიური საკითხები... თუ კაცობრიობამ გადამჭრელი ზომები არ მიიღო იმის წინააღმდეგ, რაც დღეს ხდება, ომი აღარ იქნება საჭირო, დედამიწაზე სიცოცხლე ისედაც განადგურდება. აი, სადამდე მიგვიყვანა ჩვენ ურწმუნო მეცნიერებამ მაშინ, როცა იგი რწმენით მადლმოსილი, ხოლო თავად მეცნიერი ყველაზე დიდი მორწმუნე უნდა იყოს".

/ილია II/

"შემოქმედებით ცხოვრებას რწმენით ფრთაშესხმული ბრძენი ხალხი ქმნის. ამიტომაც არის, რომ დიდი აღმოჩენები ეკუთვნით იმ ადამიანებს, რომლებიც ერთდროულად დიდი მეცნიერებიც იყვნენ და დიდი ქრისტიანებიც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 11:01 AM

"იტალიელი ასტრონომის ანჯელო სეკის საფლავის ქვაზე წერია: "ზეცის ცქერიდან უმოკლესი გზა ღმერთამდე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 11:34 AM

"ცნობილი ფილოსოფოსი ბეკონი წერდა: "მცირე ცოდნა აშორებს ღმერთს, ბევრი კი მიაახლოებს მას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 08:49 PM

"სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცოდნა უნდა შევსძინოთ ჩვენს გულს".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 08:06 PM

"საუკუნეების განმავლობაში ლაპარაკობდნენ რელიგიისა და მეცნიერების დაპირისპირებაზე. მე მგონია, არავითარი წინააღმდეგობა მათ შორის არ არსებობს. მეცნიერება არის სამყაროს თანდათანობითი შემეცნება, რელიგია კი მოცემულობაა იმისა, რისკენაც მეცნიერება მიისწრაფვის.

ბიბლიამ იცის ის, რასაც მეცნიერება ნაბიჯ-ნაბიჯ იკვლევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეცნიერება - ეს არის დროში განფენილი პროცესი, რომლის შედეგიც წინასწარ იცის რელიგიამ. ცხადია, მეცნიერება ამ გზაზე შეცდომებსაც უშვებს, ხანდახან განზე გაუხვევს, მერე ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და ისევ უკან ბრუნდება... ეს არ გახლავთ არსებითი. მთავარი ის არის, რომ რელიგიაში ახსნა აქვს ყველაფერს, რასაც მეცნიერება იკვლევს და მოიძიებს."

/გია მურღულია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2017, 11:45 AM

"ვინ არის ამქვეყნად ყველაზე დიდი უმეცარი? ის, ვინც უარყოფს იმას, რასაც ქრისტე ამტკიცებდა, და ამტკიცებს იმას, რასაც უფალი უარყოფდა. ერთი სიტყვით - ის, ვისაც თავი განათლებულად მიაჩნია რაიმეში, რაც ქრისტიანული ცოდნის საწინააღმდეგოა".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2017, 05:30 PM

"ჭეშმარიტი ცოდნა რწმენის დაუნჯებას გულისხმობს, განათლებული ადამიანი კი, უპირველეს ყოვლისა, რწმენასთან ზიარებულს, უფალთან ახლოს მყოფს".

/ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ქეთევან მამასახლისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 02:51 PM

"გულის უბრალოებას და ღრმა კეთილსინდისიერ მეცნიერებას ერთნაირად მიჰყავს ადამიანი ქრისტემდე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 09:56 AM

"ღრმა მეცნიერება კაცს ღმრთის სარწმუნოებამდე მიიყვანს, ხოლო ზედაპირული და უსაფუძვლო ცოდნა - ურწმუნოებამდე".

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2018, 09:46 PM

"ცივილიზაციის ყოველი შედეგი, გამოგონებები და ადამიანური აზროვნების ყველა მიღწევა - ჩვენთვის ყოველივე, ღმერთი-სიტყვის საჩუქარია".

/არქიმანდრიტი თეოდორე (ა. ბუხარევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2018, 11:25 PM

"რწმენა და ცოდნა განუყოფელია. მეცნიერება ვითარდება ცხოვრების მიერ დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხებით. ხოლო დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხები განამტკიცებენ რწმენას".

/დეკ. კახაბერ შურღაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2019, 07:32 PM

"ბევრ მეცნიერს სწამს ღმერთის. ისინი, ვინც ამბობენ, მეცნიერების შესწავლა ადამიანს ხდის ათეისტს, რაღაცნაირად სასაცილონი არიან".

/მაქს ბორნი (1882-1970) - გერმანელი ფიზიკოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2019, 07:25 PM

"ეს დღე და ღამე არ არის ოცდაოთხი საათიო, კამათობენ მეცნიერები და მილიარდობით წელსაც კი ანგარიშობენ, მაგრამ ბიბლია მკაფიოდ ამბობს, რომ: იყო დილა, იყო საღამო, ანუ დრო, რომელიც დღესაც იგივეა".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2019, 09:33 PM

"დღევანდელ კონკურენტუნარიან გარემოში ერთადერთი რაც გამოგარჩევს - განათლებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2019, 03:46 PM

"რწმენა ცოდნაზე მაღლა დგას, რადგან ის ყოვლისშემძლეა სწორედ იქ, სადაც ცოდნა უძლურია!"

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2019, 09:43 PM

"ღმერთი არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამყაროში არაფერი იმოძრავებდა"

/პროფესორი ვაჟა კაკაბაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 10:20 PM

"მეცნიერებისა და რელიგიის აშკარა კავშირი და წინააღმდეგობები კარგად ჩანს თერმოდინამიკის I და II კანონებიდან. მაგრამ რელიგიის უპირატესობა ყოველთვის აშკარაა. აი, რას ამბობდა დიდი ფილოსოფოსი არისტოტელე: "ადამიანის სულის შესწავლა და ღმერთის სიდიადის აღქმა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური სამყაროს შესწავლა"

/პროფესორი ვაჟა კაკაბაძე/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 07:21 PM

"მეცნიერებაც და რელიგიაც ორი საშუალებაა ობიექტური რეალობის შესაცნობად და ისინი ხელს უნდა უწყობდნენ ჭეშმარიტების გზით კაცობრიობის განვითარებას"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 07:57 PM

"ამერიკელები მთვარეზე რომ ჩაფრინდნენ, იქ დატოვეს ფირფიტა წარწერით: "ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა". რუსებიც გაფრინდნენ კოსმოსში, მაგრამ გაგარინმა თქვა, რომ ღმერთი არ უნახავს. მართალიცაა, როგორ ნახავდი მას იქ? შენ ხომ ღვთისკენ ზეაპყრობილი ხელებით არ გაფრენილხარ..."

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2019, 10:19 PM

"არ ვიცი არ ერთი საღი მეცნიერული დასკვნა, რომელიც ქრისტიანულ რელიგიას ეწინააღმდეგება", - ამბობდა ვალტერ სკოტი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2019, 04:53 PM

"რწმენა და მეცნიერება არასდროს უპირისპირდება ერთმანეთს, თუ ლაპარაკია ჭეშმარიტ რწმენასა და ჭეშმარიტ მეცნიერებაზე, არამედ ავსებს ერთიმეორეს"

/მამა ადამი (ახალაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2019, 04:08 PM

"რელიგია ხელს უწყობს მეცნიერულ სამსახურს. მეცნიერების საქმე და ცოდნა თანდათან უახლოვდება ერთმანეთს. ჯერ შორს ვართ, რომ მეცნიერება და რელიგია შეერწნენ ურთიერთს, მაგრამ ამჟამად კარგი დამოკიდებულება აქვთ. ერთმანეთის მიმართ მტრული დამოკიდებულება აღარ აქვთ. დიდი მეცნიერები დიდი მორწმუნეები ხდებიან და ერთმანეთს ხელს უწყობენ სულიერი მხარისა და მეცნიერული ცოდნის მოპოვების საქმეში".

/აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2019, 10:27 PM

"ბიბლია მოწმობს ღმერთის მოქმედებას სამყაროში, ხოლო მეცნიერება იკვლევს თვით სამყაროს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2020, 09:39 PM

"ბიბლია მოწმობს ღმერთის მოქმედებას სამყაროში, ხოლო მეცნიერება იკვლევს თვით სამყაროს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 09:06 PM

"რელიგიაც და მეცნიერებაც სინამდვილეს უკავშირდება და მის ახსნას ცდილობს; ორივე ისწრაფვის, ადამიანებს მისცეს გარკვეული ცოდნა იმის თაობაზე, როგორ იცხოვრონ, როგორ წარმართონ თავიანთი საქმიანობა, სასიცოცხლო პროცესები და ა.შ.

განვითარების გარკვეულ საფეხურზე მეცნიერება რელიგიას დაშორდა. მან სინამდვილე სამ სახედ: ფიზიკურ, სასიცოცხლო და სულიერ პროცესებად - დაყო და მათ ცალ-ცალკე კვლევას შეუდგა. აღმოჩნდა, რომ მათში მოქმედი კანონები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. მეცნიერება გახდა ანალიტიკური და დაცალკევებული. დიდ მეცნიერებს სინამდვილის მთლიანობის ნოსტალგია გაუჩნდათ, რადგან მათში ღრმად არის გამჯდარი მთლიანობის შევსებისა და სამყაროს როგორც ერთიანი მოვლენის ხედვის ტენდენცია, ეს კი მათ იმ დიდი საწყისის ძიებისკენ უბიძგებს, რომელიც რელიგიაში არსებობს. ამიტომაც არის, რომ დიდი მეცნიერები ხშირად რელიგიურები ხდებიან. მათ სჭირდებათ რწმენა, რომ მათი საქმიანობა ღირებულია. რწმენის ნაყოფია თვისება შეუპოვარი კვლევა-ძიებისა, თავდადებული შრომა... ღმერთის რწმენა მეცნიერებს იმ დიდ მისწრაფებას უკმაყოფილებს, რაც მათ სინამდვილის გაგებისთვის სჭირდებათ."

/მეცნიერი შოთა ნადირაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2020, 03:53 PM

"რელიგია ხეა სიცოცხლისა, მეცნიერება კი - ხე სიკეთისა და სიბოროტის შეცნობისა; რელიგია კავშირია ღმერთთან, მეცნიერება კავშირია წუთისოფელთან"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2020, 12:26 PM

"იმას, რაც ადამიანს ღვთისა და მისი რწმენისაგან განაშორებს, არ შეიძლება მეცნიერება ეწოდოს, ის ცრუ მეცნიერებაა და შედეგად, მხოლოდ დაღუპვა მოაქვს".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2020, 09:41 PM

"ყველა სიავე გონებისგანაა, თუ გონება მხოლოდ მეცნიერებაშია, მაშინ მეცნიერები ვერ პოულობენ შინაგან სამყაროს და წონასწორობას. მაგრამ თუ გონება ღმერთშია, მაშინ სწავლულნი მეცნიერებას საკუთარი შინაგანი მოღვაწეობისა და ქვეყნიერების სასიკეთოდ წარმართავენ, ვინაიდან მათი გონება ნათელია".

/სულიერი მარგალიტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2020, 09:26 PM

"მეცნიერება ღვთისაგან ნაკურთხია, იგი ადამიანის ინტელექტის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 09:08 PM

"მეცნიერებაც და რელიგიაც ორი საშუალებაა ობიექტური რეალობის შესაცნობად და ისინი ხელს უნდა უწყობდნენ ჭეშმარიტების გზით კაცობრიობის განვითარებას"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2020, 01:54 PM

"თავისთავად მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია. იგი ადამიანის ინტელექტის, ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა. ამიტომაც მეცნიერების მონაპოვარი დალოცვილია და უნდა გამოიყენებოდეს პიროვნების სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის მხოლოდ და არა მის დასათრგუნად".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 01:04 PM

"ყოველგვარ ბოროტებას გონება შობს, როდესაც იგი მხოლოდ მეცნიერებით იკვებება და სრულიად განშორებულია ღმერთს. ამიტომაა, რომ ასეთი ადამიანები შინაგან სიმშვიდესა და წონასწორობას ვერ პოულობენ, მაშინ, როცა ადამიანების გონება ღვთის გარშემო ტრიალებს, მეცნიერებასაც საკუთარ თავზე და სამყაროს საკეთილდღეოდ შინაგანი შრომისათვის იყენებენ და ამიტომ მათი გონება განათლებულია".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 07:22 PM

"ბუნებაში შეგვიძლია ვჭვრიტოთ შემოქმედის საქმეები და მათი საშუალებით მივიდეთ შემოქმედის შეცნობამდე"

/ამპერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 07:45 PM

"ჩემი აზრით, მეცნიერულ ფაქტებსა და ქრისტიანობის არსებით სწავლებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს"

/რამზაი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2021, 08:43 PM

"რაც უფრო ღრმად შევისწავლი ბუნებას, მით მეტად მაოცებს შემოქმედის საქმეები და მოწიწება მიპყრობს. ლაბორატორიაში მუშაობისას ყოველთვის ვლოცულობ"

/ლუი პასტერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2021, 07:54 PM

"რაც უფრო ვითარდება მეცნიერება, მით მეტი დამამტკიცებელი საბუთი ჩნდება იმისა, რომ არსებობს მარადიული, შემოქმედი და ყოვლისშემძლე გონება"

/გერშელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2021, 08:08 PM

"არ ვიცი არც ერთი საღი მეცნიერული დასკვნა, რომელიც ქრისტიანულ რელიგიას ეწინააღმდეგება"

/სკოტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2021, 08:17 PM

"რწმენა და ცოდნა დაპირისპირებული კი არა, ერთმანეთის შემავსებელი ძალებია, მტრები კი - არა, არამედ - განუყრელი დები, ტყუპები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 06:44 PM

"ქრისტიანული რელიგია არ არის სამეცნიერო განათლების წინააღმდეგი. ქრისტიანობა კი არ არის მეცნიერების მტერი, არამედ - ადამიანში ცოდნის ნაკლებობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 11:52 AM

"ზედაპირული ცოდნა რელიგიას გვაშორებს, საფუძვლიანი - კვლავ გვაბრუნებს მასთან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2021, 07:42 PM

"რწმენა, რომელიც თავად არ ეყრდნობა ცოდნას, ცრურწმენაა და, შესაბამისად, მას უნდა დავუპირისპირდეთ"

/ალბერტ აინშტაინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2022, 08:32 PM

"თანამედროვე მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მსოფლიოს წარღვნა ნამდვილად იყო. მათ ეს დაადგინეს გათხრების შედეგად მოძიებული და ნაპოვნი აღმოჩენებით, როგორებიცაა, მაგალითად, ტროპიკულ ცხოველთა გაქვავებული ჩონჩხის პოვნა პოლარულ წრესთან და, პირიქით, ჩრდილოეთის ცხოველების ჩონჩხის პოვნით ცხელ ქვეყნებში".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2022, 07:27 PM

"მეცნიერება გვეძლევა მხოლოდ ეკლესიურ ცხოვრებაში ჩვენი მონაწილეობის შესაბამისად, რადგან თავად მეცნიერება მხოლოდ მას ეკუთვნის, ქრისტეს ეკლესიას, რომელმაც თავიდანვე ყველაფერი სავსებით მიიღო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2022, 09:40 PM

"მეცნიერების სიძულვილი ნიშნავს, არ იშრომო ვენახის მოსაყვანად, არამედ მხოლოდ მისი ნაყოფით ტკბობა გსურდეს"

/წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2022, 07:45 PM

"მეცნიერებები, რომლითაც ცრუ სიბრძნეს სურდა და სურს, ისარგებლოს ქრისტიანობის დასასუსტებლად, თავის ბავშვობაში (როდესაც ჯერ კიდევ ვერ აღწევენ საკუთარი საფუძვლების შეცნობას და არა აქვთ საკმარისი გამოცდილება თავისივე საწყისის გასარკვევად) შესაძლოა, მიმართული იყოს გამოცხადების ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ; მაგრამ როდესაც მომწიფდებიან და თითქოსდა მამაკაცურ ასაკს აღწევენ, მაშინ იწყებენ გამოცხადები ჭეშმარიტების დამტკიცებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 02:45 PM

"მიწიერი საგნებისა და მეცნიერებათა შესწავლა შესაძლოა, სასიკეთო და სასარგებლო იყოს, მაგრამ მაშინ, როდესაც იგი რწმენისა და ღვთის შეცნობისაგან დაშორებული არ არის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 07:20 PM

"განათლებას საზოგადოებისათვის კეთილი ნაყოფი მხოლოდ მაშინ მოაქვს, როდესაც მას საფუძვლად რწმენა უდევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2022, 09:04 PM

"ცოდნა ბუნებრივ სინათლეს ჰგავს, გულითადი რწმენა კი - ბუნებრივ სითბოს. როგორც ხილულ სამყაროში მცენარეთა სიცოცხლე სინათლისა და სითბოს მეშვეობით ვითარდება, ასევე სულიერი ცხოვრების წარმატებაში ცოდნის გარდა გულითადი რწმენაც აუცილებელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2022, 11:05 PM

"მხოლოდ სამეცნიერო განათლების სინათლე, ქრისტეს ჭეშმარიტების ნათლის გარეშე იგივეა, რაც, მთვარის შუქი მზის გარეშე, ცივი და უსიცოცხლო შუქი, უცხო და ნასესხები შუქი; იგი მხოლოდ სულის ზედაპირზე გადასრიალდება, როგორც მთვარის შუქი კლდეზე, რომელიც მის შიგნით ვერ შეაღწევს. ვერასოდეს შეძლებს, გაათბოს, გამოაცოცხლოს და გააღვიძოს ჩვენი გული შრომისა და გმირობის, მწუხარებისა და გაჭირვებისთვის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2022, 08:20 PM

"ჩვენს წინაშე გადაშლილია სამყაროს საოცარი წიგნი, რომელიც ნათლად მეტყვლებს ღმერთზე. ამ წიგნის წაკითხვა მეცნიერების მოვალეობაცაა"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 03:42 PM

"მეცნიერება, თუკი იგი ადამიანს ემსახურება, ღვთის ძვირფასი საჩუქარია"

/მსოფლიოს პატრიარქი ბართლომე I/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 09:26 PM

"ისეთი დიდი მეცნიერი, როგორიც იყო ნიუტონი, ღმერთს ფეხზე წამოდგარი ახსენებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2022, 06:37 PM

"ახლა კი მოკლედ აღვნიშნოთ რა იყო ის "წმ. ეკლის სასწაული". პასკალის პატარა დისშვილს წლების განმავლობაში სტანჯავდა საცრემლე ჯირკვლის ჩირქოვანი ფისტულა. პარიზის ყველაზე სახელგანთქმული ექიმები ვერაფერს შველოდნენ და გოგონა თანდათან ილეოდა. როცა ყველანაირი იმედი გადაწყდა, ვიღაცის რჩევით გოგონას თვალზე დაადეს წმინდა ეკალი, რომელიც "პოლე-როიალის" მონასტერში ინახებოდა, როგორც ქრისტეს ეკლიანი გვირგვინის ნეშტი. მოხდა სასწაული: გოგონა მყისიერად განიკურნა. ეს ფაქტი გახდა იმის საფუძველი, რომ პასკალისათვის ერთადერთი იმედი და ნუგეში მხოლოდ ღმერთი გამხდარიყო და მან დაიწყო წერა საკრალური წიგნისა "ქრისტიანობის აპოლოგია" (რომელიც ჩვენთან "აზრების" სახით არის მოსული), რომელმაც არანაკლები აჟიოტაჟი გამოიწვია, ვიდრე მისმა მეცნიერულმა ნაშრომებმა და გამოკვლევებმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2023, 07:06 PM

"ყოველგვარ ბოროტებას გონება შობს, როდესაც იგი მხოლოდ მეცნიერებით იკვებება და სრულიად განშორებულია ღმერთს. ამიტომაა, რომ ასეთი ადამიანები შინაგან სიმშვიდესა და წონასწორობას ვერ პოულობენ, მაშინ, როცა ადამიანების გონება ღვთის გარშემო ტრიალებს, მეცნიერებასაც საკუთარ თავზე და სამყაროს საკეთილდღეოდ შინაგანი შრომისათვის იყენებენ და ამიტომ მათი გონება განათლებულია.

- ესე იგი, წმიდაო მამაო, მეცნიერებას ადამიანისთვის სარგებლობა არ მოაქვს?

- მეცნიერებას ბევრი სარგებლობა მოაქვს, მაგრამ მოაქვს ბევრი ლექიც. მე ვიცნობდი ადამიანებს, რომლებიც საკმარისად მცოდნენი არ იყვნენ, მაგრამ გონების მეტი სინათლით გამოირჩეოდნენ, ვიდრე - უფრო განსწავლული ხალხი. ის, ვინც ღვთის მადლით გონებას განწმენდს ლექისაგან, რომელიც მასში მეცნიერებამ დააგროვა, მეტი შრომის იარაღი ექნება. მაგრამ თუ ეს იარაღები - ცოდნა - არ განიწმინდა, ისინი მხოლოდ საერო და არასულიერი საქმისთვის იქნება გამოსადეგარი".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2023, 07:21 PM

"უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი განათლება არ არსებობს რწმენის გარეშე! რწმენა და ცოდნა - ეს ჭეშმარიტების ორი ფრთაა, რომელთაც ადამიანის სული ზეცად აჰყავთ!

ასე რომ, განათლებული ადამიანი - სწორედ დიდი რწმენით, უფლის სიყვარულითა და ცოდნით, შემეცნების სიმდიდრით აღსავსე ადამიანს ეწოდება"

/ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2023, 11:06 AM

"ჯოზეფ ჯონ ტომსონი, ასევე დიდი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ამბობდა, რომ "მეცნიერების მწვერვალებიდან კარგად ჩანს ღმერთის უდიდესი საქმეები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2024, 09:36 PM

"თვლიან, მეცნიერება და რელიგია ორი ღვიძლი და ან ძმაა, ერთი და იგივე მშობლების შვილები"

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2024, 06:31 PM

"მეცნიერების სახელით ადამიანების შეცდომაში შეყვანა არაკეთილსინდისიერი საქციელია"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)