მოდი. ვისაუბროთ, როგორი უნდა იყოს მართმადიდებელი მასწავლებელი, მით უფრო ახლა, როცა განათლების სისთემაში ასეთი რეფორმებია.
მე თავად ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი მაღალ კლასებში.
რა მაგარი თემაა...
ninca
მასწავლებელი უნდა იყოს თბილი მოსწავლის მიმართ და მე ესე ვფიქრობ მასწავლებელი აყვარებს მოსწავლეს საგანს
რეცეპტები და ზოგადი საუბრები, თუნდაც გადასარევი და ასჯერ ნაცადი მეთოდები, არ ჭრის. მთავარია: იდივიდუალიზმი, სიყვარული - მოსწავლისა და საგნის ერთდროულად. სულ უნდა გახსოვდეს, რომ ადამიანთან გაქვს საქმე. ადამიანები კი ერთნაირები არ არიან, ''ათასი ფერი და ფერადია'' და ყველასთან ერთნაირად არ უნდა იქცეოდე. გულის გარეთ არ უნდა საუბრობდე, რასაც ამბობ, იქვე უნდა განიცადო, შეიძლება მეასედ ყვები, მაგრამ ასმეერთედ უნდა დაბადო და გაანალიზო, მაშინ იბადება ახალი აზრებიც და მაშინ იგებენ ბავშვები ყველაზე კარგად. არ უნდა ელაპარაკო მეტორული ტონით, თითქოს შენ მათზე მეტი იცი, უბრალოდ აზრი უნდა გაუზიარო და არა - თავს მოახვიო. მისი ნებისმიერი აზრი მისაღები თუ არა , მოსმენადი მაინც უნდა გახადო შენთვის. არც ზედმეტად უნდა იღრიალო, არც ზედმეტად უნდა იცინო, იყო ბუნებრივი და რაც მთავარია, როცა ესაუბრები, ვიღაც სხვაზე და სხვისი მაგალითებით საუბარს, აჯობებს საკუთარი უამბო ....
რა ვიცი, ეს ზოგადად, რაც პრაქტიკიდან გამახსენდა, ისე კი, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ახალი მეთოდებით სწავლა აითვისა, სერთიფიკატებიც დავაგროვე, მაგრამ ყოველი დღე და ადამიანი ხომ ერთნაირი არაა, ჰოდა, კონკრეტიკა კონკრეტულ სიტუაციებში ვლინდება, ნუ, რა თქმა უნდა, ერთი დიდი, ზოგადი იდეიდან გამომდინარე...
რაც მთავარია: თუ საგანი ცალსახად ასწავლე, ანუ მარტო ქართული, საღვთისმეტყველო პარალელების, ისტორიისა და ცოცხალ მაგალითთა გარეშე, ამას უბრალოდ არავინ მოისმენს კი არა, არავინ დაიჯერებს და არავინ გაიზიარებს.... და კიდევ, სულ უნდა გახსოვდეს, რომ საგნის გარდა, ადამიანობასაც ასწავლი!
ninca
ესეიგი ბებიაჩემიც მასწავლებელია და თან საბჭოთა კავშირში 3 მასწავლებელი იყო ქართულში
რაც შეეხება თემას , მართლმადიდებელმა მასწავლებლებმა უნდა იკისრონ ძალიან დიდი რამ, როგორც მათმა მშობელმა (იგივე როლი აქვს თითქმის)
უნდა აღზარდოს ჭეშმარიტი ქრისტიანი. ასევე მაგალიტად მამაოს ქადაგებაში მოსმენილი მაქ რომ მაგალითად გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაზე ძველი მასწავლებლები არ უსვამდნენ ხაზს იმას რაც საჭირო იყო , მის რელიგიურ მხარეს (სულიერებას) ასწავლიდნენ მხოლოდ ხორციელს თუ რამხელა ეკლესია მონასტრები ააშენა და რამხელა გავლენა ქონდა უნდა გაესვას მის სულიერ ფაქტორს ხაზი.
დიდ პატივს გცემთ საყვარელო ხალხო(მასწავლებლებო)
თამარი
ქავთარაძე
ლილიანა
გეთანხმებით. დავამატებდი, რომ მასწავლებელს თითოეული მოსწავლე უნდა უყვარდეს. ბავშვი ყველაზე უკეთ გრძნობს სიყვარულს. სადაც სიყვარულია, იქ პრობლემები მოხსნილია.
.:თამარი:.
კი ასეა (ვინც ჩხუბობს გაკვეთილზე ვერავინ ვერ იტანს ) აბა იმედი მაქ კეთილი პედაგოგები ხართ
quote]როგორი უნდა იყოს მართმადიდებელი მასწავლებელი[/quote]
"მართლმადიდებელი მასწავლებელი" უფლის საჩუქარია მოსწავლისათვის და ერისათვის, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ასეთნი არ არიან(მე არ ვიცნობ) ან თუ არიან ძალიან ცოტანი(მე არც ეს ცოტა მინახავს), ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ "მართლმადიდებელ მასწავლებლად" ვთვლი ილია მართალს და იაკობ გოგებაშვილს, რომელთაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, უანგაროდ, შექმნის და მოღვაწეობის მადლით, საქართველო კიდევ უფრო დიდ უბედურებას აარიდეს, ვიდრე ის ეროვნული ავადობაა რაც დღემდე გვჭირს!
ამის და სხვა დამსახურებათა გამო ერის წინაშე, უგვანონი ილიას გაუსწორდნენ, ხოლო გოგებაშვილს - "მოგებაშვილს" უწოდებდნენ! სანამ აღნიშნულს არ მოვინანიებთ, ილია მართლის და იაკობ გოგებაშვილის მსოფლმხედველობის აღდგენით პედაგოგიკაში, არა მგონია, უფალმა ღირსი გაგვხადოს - "მართლმადიდებელი მასწავლებლისა"!
მასწავლებელი ვერ გახდება ადამიანი.......
მასწავლებლად უნდა დაიბადო... და უბრალოდ დახვეწო და განავითარო შენი მოწოდება...
და მე მგონი, რომ ბევრი მასწავლებელი მართლაც უნდა გათავისუფლდეს სკოლებიდან, რათა ბავშვებს სული არ დაუმახინჯოს....
Irine
glaxa
შენ მასწავლებელმა შეგიწირა ხო?
ქავთარაძე
glaxa
ნუ ვაჟნობ ეხლა, შენ მასწავლებლები შეიწირე და ეხლა იმათ აბრალებ
tu bavshvi mascavlebels ertxel mainc almacerad shexedavs morcha ar arsebobs mascavlebeli rom es almacerad gamonaxedi ukuakcios da mas rame kai daanaxos .. imedia mimixvdebit risi tkmac minda me tviton vagiareb sashinlad ar mevaseboda 2 mascavleblis gakvetilze jdoma ... ikitxavt RATOM ?imitom rom : MAT AR ICODNEN BAVSHVEBTAN MOKCEVA... Bavhsvs ar unda daadzalo da ar unda ubrdzano ...bavshvebshi iseti siyvaruli unda dateso rom mat shendami imdenad didi pativscema hqondet rom kvelanairad gigebdnen ... daaxloebit asetia chemi azri nu kvelafris cerit gadmocema sheudzlebelia
ამ მხრივ საშინელება ყვავის. . .
მასწავლებელი პირველ რიგში უნდა იკოს მორწმუნე და მშვიდი
fallen
შენს დაცემულობას ყველგან ნუ ავლენ
პატარა გადახვევას გავაკეთებ:
ვმუშაობ სკოლაში...ახალი მისული ვარ და არცთუ ცუდად გამოვიყურები ...მოკლედ საკონტროლოს ვაწერინებ პირველს, დავსვი ისე, რომ ერთმანეთისგან არ გადაიწერონ, ანუ ყოველ მესამე მერხზე (12 კაციანი კლასი)...გავიდა დრო და ცოტა არ იყოს დავიღალე ჩემს მეფურ "სავარძელზე" და მომინდა ადგილის შეცვლა, ავდექი და გადავჯექი ერთ ერთ თავისუფალ მერხზე, ვზივარ და ჩემთვის ვწერ რაღაცეებს...ამ დროს ისმის კაკუნი, კარები იღება და არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც კითხულობს მასწავლებელს და ასახელებს ჩემს სახელსა და გვარს, რა თქმა უნდა ავდექი და ვუთხარი, რომ მე ვარ, რეაქცია იყო კლასიკა: "ფუ, უზრდელი" მეც მიმათვალა ბავშვებში
fallen
მეტი წილი იაღოვლები ვინც ვიცოდი არასდროს არ კმაყოფილდებოდენ იმით რომ თავიანთი რწმენა ისე თავისთვის შენახათ და ყველა მომენტში ცდილობდენ სხვებისთვისაც გაეზიარათ და თუ გეოგრაფის ან შროსმის მასწავლებელი თუნდაც გაკვეთილიდან 2 წუთი რომ დათმოს თავის გღძნობების გაზიარებას ეგ უკვე დამღუპელი იქნება ბავშვებისთვის.
შოთა
აუ ბავშვი მასწავლებელს ყველაფერს რო უჯერებდეს რაღა უჭირთ
fallen
ყველაფერს არა , მაგრამ იაღოვლების ზღაპრები უფრო ადვილათ შედის ბავშვის თავში, იმიტომ რო ბავშვებს ზღაპრები უფრო მოწონთ ვიდრე რამე საგნის სწავლა.
შოთა
იეღოველი დამლაგებელია ჩემ სკოლაში ჯერ არ მოუყოლია ზღაპრები და რ დააპირეებს ხელს ავუქნევ და ვეტყვი მომშორდი უწმინდუროთქო...ხო კარგს ვიზაამ?
ისეთი დიდი მონდომებით უმახინჯებენ ახლანდელი მასწავლებლები ბავშვებს ფსიქოლოგიას,რომ აღფრთოვანებაში მოხვალ
როგორც ვიცი,იქითა წლიდან ეს სისტემა მთლიანად გასუფთავდება და მთავარი ცვლილება მასწავლებლებლებს შეეხება
ეჰ,ნეტა ამ ჰაგიოგრაფიით არ ტანჯავდნენ ბავშვებს,შარშან გავიარე და კინაღამ ფსიქიურ აშლილობამდე მივედი
არ ვიცი რამდენად გარკვევით ავხსნი რა როლი შეიძლება ჰქონდეს მასწავლებელს დაკისრებული გარდა იმისა რომ საგანი ასწავლო.
მასწავლებელი პირველ რიგში უნდა იყოს ფსიქოლოგი, რადგან სკოლის ასაკის ბავშვის განსაკუთრებულად ფაქიზი გრზნობები აქვს და ადვილად აღქმადი.
მასწავლებელი სერიოზულად უნდა იყოს დაინტერესებული ბავშვის აღზრდაში არა ფორმალურად, რადგან ეს უბრალოდ მის მოვალეობაში შედის. ის ყოველთვის მზად უნდა იყოს თითოეული ბავშვის დასახმარებალდ,(საუბარია მორალურზე და სულიერზე).
მასწავლებლის როლისთვის ერთ მაგალითს მოვიყვან, რომლითაც მთელი გერმანიის ყურადრება იყო მიპყრობილი.გასულ ორშაბათს სკოლის შენობაში შეიჭრა ერთი ახალგაზრდა გარკვეული დროის განმავლობაში დაკავებული ჰქონდა სკოლის შენობა. დაჭრა სამნეო ნაწილის გამგე, მასწავლებელი და ზოგიერთი მოსწავლე მსუბუქად დაშაავა და შემდეგ თავი მოიკლა.
ისმება კითხვა: რატომ მაინცდამაინც სკოლა და მასწავლებელი?
პასუხები ათასგვარია. მასზე ამბობდნენ რომ იყო ჩაკეტილი, უმეგობრო ბავშვი, და რომ სკოლაში მასწავლებლებისგან ცუდი დამოკიდებულიბის მეტი არაფერი არ ახსოვს და რომ საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოახდინა რომ დაენახებინა ირგვლივ მყოფებისთვის საკუთარი რაობა. და ყველაზე დიდი წვლილი ამ ადამინის დამნაშავედ ჩამოყალიბებაში მოუძღვის კომპიუტერულ თამაშებს, რომლებიც სისასტიკით არიან სავსე.
დასკვნა რომელიც გაკეთდა აქედან თუმცა არიან უფრო რეალურად და საღად მოაზრობნე ადამიანებიც, აეკრძალად კომპიუტერული თამაშები, რომელშიც სისასტიკეა გადმოცემული.
რა იოლად შეიძლება ამ საქმის გადაწყვეტა, ასე უბრალოდ რომ გამოიყურებოდეს ყველაფერი, მაგრამ მასში უამრავი პრობლემაა ჩადებული რომელიც ჩვენი თაობას აწუხებს.
საინტერესო იქნება ამ თემის განხილვა, სერიოზულად როგორ მიგაჩნიათ დამნაშავე თამაშებია მხოლოდ?
და რა კავშირი აქვს ამას მასწავლებელთან შემდეგ მე მოგახსენებთ.და თუნდაც მასწავლებლის რელიგიურობასთან.
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ილია II-ის სიტყვა განათლების სამინისტროში
20 სექტემბერი, 2004 წელი
. . .
უნდა დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც ეკისრებათ დიდი მისია - ქართული ენის, ისტორიის და გეოგრაფიის სწავლება არაქართულ მასახლეობაში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა პედაგოგებმა მოსწავლეებს უნდა შეაყვარონ საქართველო და თავისი თავი, როცა მოსწავლეს უყვარს მასწავლებელი, იგი დიდი სიხარულით სწავლობს მის საგანს; აღსაზრდელებმა(და მათმა მშობლებმა) უნდა გაითავისონ, რომ მათთვის აუცილებელია აღნიშნული საგნების ცოდნა, რომ მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოს ცხოვრებაში.
. . .
ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღება არის მიმართული განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტისადმი, რომელიც ხალხში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
ამასთან, ვრცელდება ისეთი ხმა, თითქოს საქართველოს საპატრიარქო მთლიანად უჭერს მხარს მას.
მე ამის შესახებ მქონდა საუბარი მინისტრთან და ჩვენს პრეზიდენტთან. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალიან დაინტერესებულია, რომ ნაკლები კრიტიკა იყოს ამ კანონპროექტის მიმართ და იგი შესაძლებლობისამებრ იყოს სრულყოფილი.
ჩვენთან, საპატრიარქოსთან არის სასწავლო კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობს პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი. მას ამ თემაზე ჰქონდა შეხვედრები სხვადასხვა დირექტორებთან და პედაგოგებთან. ყველა გამოთქვამს იმ აზრს, რომ იგი(განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი) დასამუშავებელია და ბევრი ნაკლი აქვს.
ხალხი თხოულობს კანონპროექტის გაზეთებში გამოქვეყნებას, რადგან მას ვერ ეცნობა ინტერნეტის საშუალებით. ჩვენც ვფიქრობთ, რომ საჭიროა მისი უფრო ფართო საზოგადოებისათვის წარდგენა. ამ მოთხოვნით სასწავლო კომიტეტმა შეადგინა მიმართვა და მინდა იგი გადმოგცეთ ბატონო მინისტრო. მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩვენის მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შესაძლებლობისამებრ შევეწიოთ განათლების დიდ საქმეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მიიღონ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ აღზრდაც. ამ კანონპროექტში ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული.
. . .
წყარო, წიგნიდან: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია II
მეცნიერების, განათლების, კულტურის და ხელოვნების შესახებ (1977 - 2004 წ.წ.)
თბილისი, გამომცემლობა "გეოკერია" 2004; გვ.208-209.
საინტერესოა...თქვენს აზრებს გავითვალისწინებ მომავალში
ნეტარი ავგუსტინეს აზრი სწავლებასა და მასწავლებელზე!
აღარ მოვიდა დრო იმისა, რომ ღვთისმეტყველთ მაინც დავუთმოთ ყურადღება "მასწავლებლებმა"?
"ნება მიბოძე, გაგიმჟღავნო, უფალო ჩემო, რანაირ აბდაუბდას ვალევდი შენს მიერ ნაწყალობევ ნიჭსა და უნარს. ისეთ დავალებას მაძლევდნენ ხოლმე, რომ მთელ სულს მიმღვრევდა და მიფორიაქებდა: ასე მაგალითად, მე უნდა წარმომეთქვა განრისხებული იუნონას სიტყვა; ქალღმერთის რისხვა იმით იყო გამოწვეული, რომ "ვერ შესძლო იტალიისათვის თავიდან აეცილებინა ტევკრების მეფის შეჭრა"67. თუ დავალებას ღირსეულად გავართმევდი თავს, ჯილდოდ ქების შესხმა მელოდა, თუ არა და, სასჯელიც ცნობილი იყო: გაბიაბრება და გაწკეპვლა. მე საერთოდ არ გამიგია, რომ იუნონას ოდესმე წარმოეთქვას ამნაირი სიტყვა, მაგრამ ჩვენ გვაიძულებდნენ პოეტურ გამონაგონთა კვალდაკვალ გვებორიალა და პროზაული სიტყვით გადმოგვეცა ის, რაც პოეტს ლექსად გამოეთქვა. განსაკუთრებით აქებდნენ იმას, ვინც შესძლებდა ზუსტად და ხატოვნად წარმოესახა ღვთაების რისხვა თუ მწუხარება, მისი ღირსების შესაბამისად, და სათანადო სიტყვების გარსში მოექცია თავისი აზრი. რა შავ ქვად მინდოდა ყოველივე ეს, ღმერთო ჩემო, ჭეშმარიტო სიცოცხლევ ჩემო?! რა თავში ვიხლიდი იმას, რომ ჩემს სიტყვებს უფრო ერთსულოვანი ტაშით ხვდებოდნენ, ვიდრე ჩემი ტოლებისას თუ თანაკლასელებისას? რა არის ეს, თუ არა კვამლი და ქარი? განა სხვა თემა არსად იყო, რომ იმაში გამეწაფა ჩემი ენაც და გონებაც?
შენი ქება-დიდება, უფალო, შენი ქება-დიდება, შენივე წერილის მიხედვით, - აი, რა უნდა ყოფილიყო ჩემი ნორჩი გულის საყრდენი, როგორც ჭიგო - ვაზის ლერწებისა! მაშინ ხომ ასე ადვილად ვეღარ მიიტაცებდა ამაოება, როგორც ონავარი ჩიტების გუნდი იტაცებს ყურძნის მარცვლებს. მეამბოხე ანგელოსებს ხომ სულ სხვადასხვანაირად სწირავენ მსხვერპლს68."
+ + +
67. "ტევკრები" ეწოდებოდათ ტროელებს, მათი პირველი მეფის ტევკროსის სახელის მიხედვით. . ."ტევკრების მეფედ" აქ ენეასი (იხ.შენ.45) იგულისხმება. ტროელების მიმართ მტრულად განწყობილი იუნონა(ბერძნული მითოლოგიით - ჰერა) ყოველნაირად ცდილობდა, რომ ენეასს თავისი თანამგზავრებითურთ ვერ მიეღწია იტალიისათვის, სადაც მას, ბედის წინასწარგანჩინებით, დიადი სამეფო უნდა დაეარსებინა. . . ამნაირი "დავალება", რომელსაც ესოდენ უსიამო გრძნობით იხსენებს ნეტარი ავგუსტინე, ჩვეულებრივი რამ იყო დაწყებითსა თუ გრამატიკულ სკოლებში. მოწაფეს არა მარტო პროზად უნდა "გარდაეთქვა" "ენეიდის" მოცემული ნაწყვეტი (1, 36-75), არამედ, სახელგანთქმული რომაელი ორატორის კვინტილიანეს (დაახლ. 35-100 წ.) სიტყვებით რომ ვთქვათ, "მჭერმეტყველური ძალმოსილებაც მიენიჭებინა პოეტის აზრისათვის, გაესრულებინა ნაკლული ადგილები, სხარტად და მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა ის, რაც ბუნდოვანი ჩანდა. . . ეს უნდა ყოფილიყო პოეტთან პაექრობა და ჭიდილი"("შეგონებანი ორატორის მიმართ", X, 5, 4-5).
68. ანალოგიის აზრი გამჭვირვალეა: ნეტარ ავგუსტინეს არ ჰქონია რწმენა, ანუ "ჭიგო" თუ "საყრდენი", ამიტომაც იყო, რომ მის გულს ისევე ადვილად იტაცებდნენ დაცემული ანგელოზები, როგორც ონავარი ჩიტების გუნდი იტაცებს მიწაზე დაცვენილ ყურძნის მარცვლებს. "ეს ამაყი და უკეთესი სულები - ამბობდა ავგუსტინე მათზე, - კეთილსურნელოვანი კვამლით კი არ საზრდოობენ, როგორც ჰგონია ზოგიერთ ბრიყვს, არამედ ადამიანთა შეცდომებით" ("ფაუსტუსის წინააღმდეგ", 20,22).
+ + + + + + +
ნეტარი ავგუსტინე. აღსარებანი; წიგნი პირველი; XVII; 27.
ზუსტად პრობლემაა ეს არის,რომ იმისდა გაუთვლისწინებლად რა მდგომარეობასი შეიძლება ყოფილიყო ეს მოზარდი. ამჯობინეს გადაეტანათ ყურადღება სედარებით უმნიშვნელო საკითხზე და უამრავი ამასთან დაკავშირებული პრობლემაზე საუბრისას თავი აერიდებინათ.
რაც შეეხება მასწავლებლის როლზე, უმეტესად მასწავლებელი თავის საგნის სწავლებას ახდენს და ხშირად არ ფიქობენ იმ პიროვნებაზე, ვინც მათ არსაზრდელად მიანდეს. ხშირად არც კი ინტერესდება ამ ბავშვების პიროვნებად ჩამოყალიბებაზე.
მე მგონია უფრო მნიშვნელოვანია ბავშვის სულიერად სწორი აღზრდა, ვიდრე იმ მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც ხსირად სამუდამო დავიწყებას მიეცემა და ისწავლება მხოლოდ ნიშნის მიღების გამო.(ასეთი არც თუ ისე ცოტაა).
პირველ რიგში მოსწავლის აღქმა უნდა ხდებოდეს ჯერ როგორც პიროვნების, რომელიც მართლაც რომ ცხოვრების სწავლების პროცესშია და მასწავლებელსაც არც თუ მცირე როლი ენიჭება, მის სწორ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში.
მასწავლებელი კეთილი და წყნარი უნდა იყოს და არა ისეტი რო გაჰკივის და მაგიდაზე ხელს აბრახუნებს სამწუხაროთ ბევრი ასეთი მასწავლებელი მყავს. ბავშვები ჯინაზე მასწავლებლის ჯინაზე არ სწავლობენ ხოლმე. ყველაზე კარგი მასწავლებელი რელიგიაში მყავს მოძღვარია და
რათქმა უნდა ძნელია წონასწორობა და სიმსვიდე შეინარჩუნო, მასწავლებელსაც ხომ აქვს სხვა პრობლემები ყოველდღიური და კიდევ როცა ბავშვები ცუდად იქცევიან გაკვეთილზე არ სწავლობენ და რამდენი კლასს ასწავლის. მოთმინება სჭირდება უზომო, ამიტომ თუ არ არის ამის მოწოდება, მხოლოდ იმიტომ რომ სამუშაო ერქვას არ ღირს ამ რთული ამ საქმის შეჭიდება.
მასწავლებლისთვის მოსწავლეებთან ურთიერთობა უდიდეს სიხარულს უნდა ანიჭებდეს, როგორ უხარია დედას საკუთარი შვილების აღზრდა ასევე უნდა იყოს პედაგოგიც ისიც ხომ მართლაც ყოველდღიურ მონაწილეობას იღებს უამრავ ვავშვთა აღზრდაში.
ექიმის პროფესიის სირთულეზე იყო ყოველთვის საუბარი, მათზე ხშირად ადამიანის სიცოცხლე არის დამოკიდებული. არანაკლები პასუხისმგებლობაა საჭირო მასწავლებლების მხრიდან, ხშირად დადავადებული სული უფრო რთული განსაკურნია, ვიდრე სხეული.
iako
ყველაფერში გეთანხმები.
ექიმის ყველაზე მძიმე შეცდომაზე სავალალო ხშირად მასწავლებლების, აღმზრდელების შეცდომებია...
თუ ჩვენს ქვეყანაში გვეყოლება, როგორც შენ აღნიშნე, ისეთი მოწოდების და საჭირო რაოდენობის პედაგოგები, ვფიქრობ, ბევრი პრობლემა მოგვარდება...
ჩემი აზრით მასწავლებელი უნა იყოს მორწმუნე და ძალიან უნდა უყვარდეს და მოსწონდეს ბავშვებთან ურთიერთობა.
უნდა აფასებდეს მათ აზრს და შენიშვნასაც მშვენივრად უნდა იტანდეს ბავშვებისგან. ყოფილა შემმთხვევები როცა ნამდვილად სწორი შენიშვნა მოუციათ ჩემთვის ბავშვებს.
უნდა მეობრობდე მათტან. მაშინ ბავშვებს |ძალიან ეყვარები და გაკვეთილებიც ძალიან საინტერესო გახდება ორივე მხარისთვის
მასწავლებლად უნდა დაიბადო...
მასწავლებელი ვერ გახდები..
ნუ მე "მალიარობის" მასწავლებელს არ ვგულისხმობ ...
მასწავლებელი უნდა იყოს მკაცრი, უნდა იცოდეს ბავშვებთან ურთიერთობა, უნდა ქონდეს დიდი ნების ყოფა, რაც ძალიან აკლიათ მასწავლებლებს.
დავეთანხმები გლახას მასწავლებელი უნდა დაიბადო, მასწავლებელი ვერ გახდები.
სანამ ადამიანი ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს თავისთავზე აღებას გადაწყვეტს, უნდა გაიზიეროს მისი მთელი სირთულე.
ხდება ხშირად რომ ამას ერთ-ერთ დასაქმების რიგით სფეროდ აღიქვამენ, მაგრამ შემდეგ მთელი რიგის სიზნელეების შეხვედრისას, არც ბნებისყოფა ყოფნით და არც ბავშვების სიყვარული.
საერთოდ ცნობილია რომ პედაგოგიკა ყველაზე მეტად დაუფასებელი პროფესიაა, როგორც ანაზღაურების მხრივ ისე აღიარების მხრივ. საზოგადოებაში ეს დიდად პრესტიჯულად არ ითვლება.
მაგრამ არა მგონია დღეს საქართველოში მოდის აყოლა ვინმესთვის მნიშვნელოვანი იყოს მაშინ როდესაც ამხელა პრობლემების წინაშე ვდგავართ.
უფალი შეეწიოს ნამდვილ პედაგოგს. მას დიდი სიმხნევე და სულიერი სიმტკიცე სჭირდება.
maswavlebelma tbili da megobruli damokidebuleba unda ikonios tavis moswavlestan sheayvaros tavisi sagani..maswavlebels ertdroulad sheudzlia shayvaros moswavles sagani da aseve sheadzulos..me magalitad pizika namdvilad ar momwonda, arc msurda tavidan amis swavla, magram imdenad shemayvara maswavlebelma tavi rom misdami aseti damokidebulebit, yoveltvis vicodi gakvetili da udides pativs vcemdi.
როცა მომავალი სიტყვიერების მცოდნე დაბადებულა, მის აკვანთან 3 კეთილი ფერია დაშვებულა და უთქვამს ერთერთ მათგანს: ბედნიერი იქნები,შენი მოწაფენი გაჯობებენ შენ და არ არსებობსო ამაზე დიდი ბედნიერება.....
იყო მასწავლებელი_დიდ პედაგოგიურ ნიჭს მოითხოვს, უნდა შეგეძლოს მეგობრული ურთიერთობის დამყარება ბავშვებთან, ასევე სიმკაცრის გამოჩენა, ბავშვს შენი რიდი ყოველთვის უნდა ქონდეს, თუ რიდი არ აქვს, შენი მეგობრული დამოკიდებულებით ხშირად ისარგებლებს, ერთდროულად რიდიც უნდა ქონდეს და მეგობრული განწყობა შენს მიმართ.
უნდა გქონდეს ცოდნა, და არა მარტო ცოიდნა, ახსნის და გადაცემის უნარი, მოცემული მასალა მიიტანო მოსწავლემდე და მისთვის გასაგები გახადო.თანაბრად ყურადღებიანი უნდა იყო ყველას მიმართ და ობიექტურიც. მოსწავლის არამარტო ერუდირებას, არა მარტო მის განათლებულ პიროვნებად ჩამოყალიბებას უნდა ეცადო, არამედ მის პიროვნებად ჩამოყალიბებად, რაც პირველზე მთავარია. უნდა ჩაუნერგო მაღალზნეობრივი პრინციპები და მასზე დაფუძნებით წარმართო მისი პიროვნების სულიერი და გონებრივი განვითარება.
მე ამჟამად მასწავლებლის როლი მაქვს შეთავსებული.სასწავლებელში პრაკტიკები დაგვინიშნეს და სკოლებში გაგვანაწილესდა მხოლოდ ეხლა გავიგე თუ რამდენად რთული ყოფილა მასწავლებლობა,და ამ გადმოსახედიდან უფრო დავაფასე ჩემი მასწავლებლები.მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა ბავშვების აგზრდა.ძალიან რთულად აღსაზრდელი თაობა მოდის,და ძალიან რთულია ყველას გაუგო და თავისებურად მიუდგე,მაგრამ ყველაზე მთავარია სიყვარულით მიუდგე ბავშვებს და ისინიც აუცილებლად შეგიყვარებენ.სხვათაშორის ძალიან ბევრი ვისწავლე მათგან,და ძალიან ბევრ რამეს მივხვდი მათთან ურთიერთობისას,ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ მათი
ოოოოოოოოოოოოოოო ეგ თემა ნაცნობია ჩემთვის თან ძალიან.ჩემი აზრიტ მასწავლებელი უნდა იყოს ძალიან ყურადღებიანი.უნდა აკონტროლებდეს თითოეულ სიტყვას, უნდა იყოს ობიექტური,მორწმუნე(ქართულის მასწავლებლებისთვის აუცილებელია),ძალიან მოსიყვარულე და და ერთგული თავისი საქმის. მე მგონი ყველაფერი ვთქვი.(3 მასწავლებელი მყავს სახლში მერწმუნეთ ასეააააააააა)
მაინტერესებს, რას იზამდით: მოდის ბავშვი და ატირებული გთხოვთ, რომ თქვენს განაყოფში დასვათ, იმიტომ , რომ მას უნდა უკეთესად ისწავლოს, მაგრამ იცით, რომ თქვენს კოლეგას, რომელიც განაყოფს ასწავლის, ეს ეწყინება. შენ ამას უხსნი ბავშვს, მაგრამ ის უკან არ იხევს, ორ ცეცხლს შუა ხარ.... ასე თუ მიიღებ, შეიძლება სხვებმაც წამოყონ თავი და აქ კი შენი მოყვასი" იჭყლიტება"? შეიძლება საერთოდ დაგემდუროს.. ტკივილს აყენებ
ninca
მე მგონი ეგ შეკითხვა მოძღვარს უნდა დაუსვათ.
მე მაგ ბავშვს ცალკე დავიბარებდი სახლში და უსასყიდლოდ ვამეცადინებდი თუ ამისი დრო მექნებოდა.
თან ვთხოვდი არავისთვის გაემხილა.
ჩემი სამსახური ნამდვილად არა, მაგარმ საქმე კი მომენატრა....;(
"ბავშვები" (ბევრი მათგანი სულაც არ იყო ბავშვი.. ) მომენატრნენ....
მე ვთვლი, რომ ნამდვილი პედაგოგობა გმირობაა, უფლისგან ბოძებული ნიჭია.. ყველას არ შეუძლია იყოს პედაგოგი..
დიდი, თანდაყოლილი ნიჭია მოსწავლეებს უყვარდე, საგანს სწავლობდნენ და ამავდროულად კლასში, გაკვეთილზე, ბუზის გაფრენის ხმა ისმოდეს..
ნამდვილად ეგრეა....
და მერე როგორი კარგი გრზნობააა (კარგი მსუბუქად ნათქვამია... ) როცა შენი გაცემული ყურადღება და შრომა უკან გიბრუნდება სითბოს, სიყვარულის, დაფასების სახით....
ვერ აღვწერ, მართლა ეგრეა.....
მთავარია გული ჩადო და გიყვარდეს ის რასაც აკეთებდ...
ცოტა გამომგონებელი იყო, ცოტა ხუმარა, ცოტა "ზმაკაცი", ცოტა "მარჯვენაწარბაწეული დეიდა , ცოტა მკაცრი და პლიუს კიდე ცოტა ენთუზიზმიც და სუპერ!
ამ წუთას წავიკითხე ახალციხიდან მოსული სტატია (ჩემს სამსახურში ვიღებთ სტატიებს რეგიონებიდან). 23 წლის ისტორიის მასწავლებელმა, გოგომ, სცემა ბავშვი, მეშვიდე კლასელი ბიჭი ისე რომ სერიოზული ტვინის შერყევა მიიღო, ბავშვი ვეღარ ხედავს კარგად და თავის და თვალის ტკივილები დარჩა.
კომენტარი თქვენთვის მომინდია. ჰო, ის გოგო ისევ მასწავლებლობს ბედნიერად და აღიარებს რომ მართლა ცემა.
"აღზრდის საქმეში მასწავლებელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არ შეიძლება სკოლაში შემთხვევითი ადამიანები მუშაობდნენ. სამწუხაროდ, ამას ჩვენთან არ ექცევა სათანადო ყურადღება, რის გამოც ყველაზე მეტად მომავალი თაობა ზიანდება.
მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს და მშობელივით უნდა მოექცეს მათ. ამასთან, თვითონაც უნდა შეაყვაროს მათ თავისი თავიც და თავისი საგანიც. ამასთან, აუცილებელია, რომ იგი არ შემოიფარგლოს მხოლოდ საგნის სწავლებით და ცხოვრებისათვისაც მოამზადოს ისინი. ამ მიზნით მოსწავლეებთან უნდა ჩაატაროს კლასგარეშე შეხვედრები და საუბრები იმ პრობლემებზე, რომლებიც ახალგაზრდებს ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეთ. ასწავლოს ავისა და კარგი გარჩევა, ასწავლიდეს სწრაფი რეგირების კულტურის.
მიმაჩნია, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი საშუალო და უმაღლესი სკოლების პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ, რადგან ისინი აყალიბებენ ქვეყნისა და ერის მომავალს და არ არსებობს ამაზე მეტად საპასუხისმგებლო სხვა პროფესია. ეს საქმიანობა უნდა იყოს პრესტიჟული და ეს წოდებაც დიდი შრომის ფასად უნდა მიენიჭოს ამა თუ იმ ადამიანს.
თუ ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, გავზრდით მოაზროვნე, გონიერ, ანალიტიკური უნარის მქონე თაობას, რაც დაეხმარება მათ ზნეობრივად ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბებაშიც, რადგან ადამიანი, შეგნებულად თუ არ ემსახურება ბოროტებას, ადრე თუ გვიან აუცილებლად გააცნობიერებს, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ გამოცდაა და მომზადებაა მარადიულობისათვის და უარს აღარ იტყვის ყველაზე ძვირფასზე - უფლის სიყვარულზე."
ილია II
პირველი ზარი
პირველი ზარი,
პირველი კლასი,
პირველი მერხი -
ასო პირველი,
მასწავლებელი წიგნით
და ცარცით -
ჩვეუელბრივი,
თან საკვირველი.
სკოლა - სილაღე,
სკოლა - სიმაღლე.
სკოლა - ღიმილი,
ლაღი ბავშვობა,
სკოლა, რომელსაც
უფრო ვინატრებთ,
რაც წლებით უფრო
მეტად დაგვშორდა.
სკოლა - სიწმინდე,
სკოლა - სინდისი,
სკოლა - ბავშვობის ფუძე,
საყრდენი,
იმდენს ვინ მოსთვლის,
იმდენს ვინ იტყვის,
სკოლა - სიკეთე
კიდევ რამდენი!
დღეს იმიტომ ვარ
საღი და მთელი,
მზის მოყვარული -
მხნე და გულადი,
რომ ბავშვობიდან
მომყვება ფრთები,
ფრთები, რომლებსაც
სკოლას ვუმადლი.
/ლეილა ბაგრატიონ-ბაბადიში/
"უფალი კარგი პედაგოგია. როგორც მასწავლებელი, როცა ხედავს, რომ ბავშვს აქვს სწავლის სურვილი, მაგრამ გარკვეულწილად ზარმაცი და გულუბრყვილოა, სწავლისკენ უბიძგებს ხოლმე, აიძულებს, მეტი იკითხოს, უფრო მეტ გაკვეთილს აძლევს, ზოგჯერ აშინებს კიდეც იმით, რომ ესა და ეს უკეთ სწავლობსო. მასწავლებელი ხედავს, როგორ წარემატება მისი მოსწავლე, იცის მისი შესაძლებლობები ამიტომ, თუ მას უყურადღებოდ დატოვებს, ფაქტობრივად, ზიანს მიაყენებს. მასწავლებელი უბიძგებს მას კიდევ უფრო დიდი ცოდნის შეძენისკენ. ასე აკეთებს ღმერთი, რომელიც ხედავს ადამიანის მაძიებელ სულს, ხედავს, რომ ჩვენ ხანდახან გვაქვს კარგი მისწრაფება და სურვილი, მაგრამ არ გვაქვს ძალა და ნება, მეტის გაკეთება არ გვინდა, სიზარმაცე და სხვა მსგავსი რამ გვადამბლავებს. და ღმერთი, თავისი "პედაგოგიური ხერხებით" - სიმშრალით, გამოცდით, მწუხარებით, განსაცდელებით, გულისთქმებით - ისე მოაწყობს, რომ ადამიანი მუდმივ სულიერ მღვიძარებაში იმყოფება და წინ მიიწევს"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/
"მასწავლებელი მარტო იმას კი არ უნდა ამოწმებდეს, კარგად ისწავლეს თუ არა ბავშვებმა გაკვეთილი, არამედ, სხვა საკითხებსაც ყურადღებით უნდა ეკიდებოდეს, მაგალითად - მოსწავლეების სათნოებებსა და ხასიათის დადებით შტრიხებს. შეფასება, რომელსაც ღმერთი უწერს ბავშვებს, ყოველთვის არ შეესაბამება მასწავლებლის მიერ დასმულ ნიშნებს. ვიღაცის ორიანი შესაძლოა ღვთისთვის ხუთიანი პლუსით იყოს, ხოლო, ვიღაცის ხუთიანი პლუსით ღვთისთვის იქნებ ორიანიც კი აღმოჩნდეს"
/ღირსი პაისი ათონელი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience