თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ იცოდით თუ არა, რომ...
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 17 2008, 02:40 AM
აქ ადრე ნათიამ გახსნა კარგი თემა "http://church.ge/index.php?showtopic=1484", სამწუხაროდ ის თემა ჩაჩუმდა, ახლა მე ახალ თემას ვხსნი, რომელიც მიზნად ისახავს იმ თემის ამოწევასაც, რადგან რელიგიური შინაარსის ინფორმაციები იქ უნდა დაიდოს, სხვა აქეთ...
ახლა საქმე რაშია, აქ უამრავი განათლებული ადამიანი შემოდის, მადლობა ღმერთს... აქთ რა განსხვავებული პროფესია, ფლობენ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, შეიძლება ისეთი საინტერესო სტატია წაიკითხონ ან ისეთი საინტერესო წიგნი , გადაცემა... რომ იქ მიღებული ინფორმაციის გაზიარება ძალიან კარგი იქნება...
თქვენი არ ვიცი და მე ერთი ასეთი ჩვევა მაქვს, ვაგროვებ ყველა ინფორმაციას რაც დამაინტერესებს, ასე დამიგროვდა უამრავი გაზეთის ფურცლები, თუ ამონაბეჭდი ინფორმაციები ( სად დავაწყო უკვე აღარ ვიცი ), მაგრამ მაინც ეს შემოფარგლულია, სხვაა როცა ამ სიახლეს გაიტან ამდენი ხალხის წინაშე, თან სიკეთეს აკეთებ, თან კიდევ დამატებით ინფორმაციას ღებულობ... არადა იმდენი რამ გვექნება წაკითხული, განაგონი... მთავარია ინფორმაცია იყოს მოკლე, შინაარსიანი ( აქ არელიგიური), და იწყებოდეს ცნობილი ფორმულით:
"იცოდით თუ არა, რომ..."
წარმატებები;
კაიროსი!
პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 17 2008, 02:59 AM
ძალიან კარგი თემაა
მეც მიყვარს მსგავსი ინფორმაციების მოძიება/წაკითხვა...
ციტატა
იცოდით თუ არა, რომ...,
- ამერიკელები ძალიან ამაყობენ იმ ფაფქტით, რომ არასოდეს ჰყოლიათ. . . მელოტი პრეზიდენტი
- რადგნაც ქარს ყველა მხრიდან შეუძლია იქროლოს, ინდიელები ქარის ღმერთის სადიდებლად მრგვალ ტაძრებს აგებდნენ
- ახალმოსულ, მშრალ და დაუმჯდარ თოვლს ქართულ ენაზე ეწოდება ყაპყი
- ძველი ბერძნები კუს ბაკანზე ორ რქას ამაგრებდნენ, მასზე სიმებს ჭიმავდნენ და ასე ამზადებდნენ მუსიკალურ საკრავ ლირას
- ყველაზე დიდი მარგალიტის დიამეტრი არის 16.5 სანტიმეტრი და იწონის 6.4 კილოგრამს. იგი იპოვეს ფილიპინების ერთ-ერთი კუნძულის ნაპირთან
- ამბობენ, რომ ონორე დე ბალზაკი იმსხვერპლა 15 000 ჭიქა ძალიან მაგარმა ყავამ.
- ადამიანის სისხლძარღვები რომ გავჭიმოთ, დედამიწას 2.5-ჯერ შემოსწვდება
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 17 2008, 03:01 AM
თვითონვე დავიწყებ:
ციტატა
"იცოდით თუ არა, რომ..."
უკვე რეალობაში არსებობს ე.წ. რობოეთიკა ანუ
შემუშავებულია სამი კანონი, რომლებიც რობოტოპროდუქცია უნდა გააკონტროლოს:
1. რობოტს არ უნდა მიეცეს საშუალება დააზიანოს ცოცხალი არსება, განსაკუთრებით ადამიანი
2. რობოტი აუცილებლად უნდა ემორჩილებოდეს ადამიანთა ბრძანებებს,
გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირველ პუნქტს დაარღვევს.
3. რობოტს უნდა შეეძლოს თვითდაცვა, მაგრამ ეს პირველ ორ პუნქტს არ უნდა არღვევდეს...
თანამედროვე რობოტიკის გამოყენება აქტიურად განიხილება ასევე სამხედრო სფეროშიც, რასაც ამ სამი კანონით შეეწინააღმდეგა მეცნიერული სამყარო, არადა იცით რომ დღეს რობოტებს უკვე ლამის ყველაფერი ძალუძთ... მაგალითად იტალიის ერთერთი უნივერსიტეტი პაციენტს, ამპუტირებულ ხელს შეუცვლიან რობოტხელით, რომლის გაკონტროლება მის "პატრონს" შეეძლება... გაფიქრებითაც კი და შეგრძენებაც კი შეეძლება...
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 17 2008, 03:25 AM
კარგია თათარაშვილი ყოჩაღ, გააგრძელე, მართლა არ ვიცოდი ზოგიერთი
ციტატა
"იცოდით თუ არა, რომ..."
64 წლის შემდეგ , ვინმე ჰორს რუპპერტმა აღიარა, 28 სამხედრო თვითმფრინავიდან, რომლებიც მან ჩამოაგდო, ერთერთი იყო.. ანტუან სანტ-ეგზიუპერი, რომელიც 1944 წელს დაიღუპა მარსელის სანაპიროს სიახლოვეს... ამ დღეებში გამოვა წიგნი "Saint-Exupéry, l'ultime secret"...
პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 17 2008, 08:55 AM
ციტატა
კარგია თათარაშვილი ყოჩაღ, გააგრძელე, მართლა არ ვიცოდი ზოგიერთი
ციტატა
იცოდით თუ არა, რომ
- ტელეწამყვანებს ლურჯი ფერის ტანისამოსის ჩაცმა ეკრძალებათ, რადგან ეს ფერი ეკრანზე თვალს სჭრის და სიშიშვლის ეფექტს ახდენს
- გლადიატორთა არეებზე უზარმაზარ სასაკმევლებს დგამდნენ, რათა გაექავებინათ სისხლის სუნი
- გოგრის ს ამშობლო არის ამერიკა
- საჰარის უდაბნო, რომელიც აფრიკაში მდებარეობს, ყოველწლიურად 650-700 მეტრით იზრდება სამხრეთის მიმართულებით
- სკამით სარგებლობს მსოფლიო მოსახლეობის ერთი მესამედი და მათგან ნახევარი, ექიმების ა ზრით, ამას აკეთებს არასწორად
- ტორონტოს ზოოპარკში უკვე 23 წელია ცხოვრობს გორილა სახელა ჩარლზი. იგი იმითაა გამორჩეული, რომ “მხატვარია”. მისი ფერწერული ტილოები საკმაოდ ძვირად იყიდება ავტორის “წარმომავლობის” კვალობაზე - 800$. იგი ხატავს საღებავში ამოღებული თითებით, ავტოგრაფად კი ტოვებს საღებავში ამოვლებულ ფეხის ანაბეჭდს
- იმისათვის, რომ ბავშვი მომავალში იდეალურად მორგებოდა ცხენს, მონღოლები ჩვილებს ფეხებში უდებდნენ ნაჭრის ბურთებს, რათა ფეხები რაც შეილება მეტად მოღუნვოდათ
- სამხრეთ კორეაში დაახლოებით ივნისის ბოლოს ჩერდება ყველა ავიარეისი, რათა შემცირდეს ხმაური. ამ დროს გამოცდებს აბარებს 800 000 აბიტურიენტი (
)
პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Mar 17 2008, 05:04 PM
ძალიან საინტერესო თემაა.
<> იცოდით თუ არა, რომ საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე პრეზიდენტთა რაოდენობის მიხედვით.
______________________________
<> ეს არის ერთ-ერთი დამოუკიდებელი და სრულუფლებიანი სახელმწიფო - ნაურუ. იგი ყველაზე პატარაა მსოფლიოში ტერიტორიის სიდიდით (ვატიკანის შემდეგ). მისი ტერიტორია მხოლოდ ამ ერთი კუნძულისაგან შედგება.
http://www.123.ge/
პოსტის ავტორი: ekato თარიღი: Mar 18 2008, 01:41 AM
იცოდით თუ არა, რომ
ძვ.წ. XVII საუკუნეში მეფე ჰამურაბმა ბაბილონში შექმნა კანონთა კრებული, რომლებიც უზარმაზარ ქვის სტელებზე დაიწერა. კოდექსში სულ 282 კანონია. ზოგიერთი მათგანი ამგვარია:
• თუ ერთი მეორის ვაჟს მოიპარავს, ის მოკლულ იქნება და დაიმარხება რიტუალს გარეშე.
• თუ მავანი საკუთარ ბაღს მებაღეს მისცემს მოსავლელად და მებაღე ოთხი წლის განმავლობაში სამსახურს პირნათლად შეასრულებს, მეხუთე წელს მფლობელი მებაღეობაში თავადაც უნდა დასაქმედეს.
• თუ ქალს ურთიერთობა აქვს სხვა მამაკაცთან, ორივე უნდა დაიბას და წყალში ჩაიყაროს, მაგრამ ცოლს შეიძლება სასჯელი მოეხსნას, თუ ქმარი მას მეფეს აჩუქებს როგორც მონას.
• თუ მამაკაცი ომში ტყვედ აიყვანეს და შინ საჭმელი არ არის, მაშინ ცოლი თავისუფლდება სხვა სახლში წასასვლელად.
• თუ მამაკაცი შინიდან გაიქცევა, ხოლო ცოლი სხვა სახლში გადავა, თუ ქმარი მოგვიანებით დაბრუნდა, ცოლი არ არის ვალდებული დაბრუნდეს.
• თუ მონა გაარტყამს მის მფლობელს, მონას ყური მოეჭრება.
• თუ მშენებელი კარგად ვერ ააშენებს და შენობა დაინგრევა, იგი მოკლულ იქნება.
• თუ მფლობელის ვაჟი მოკვდება, მშენებლის ვაჟს მოკლავენ.
• თუ მავანი სახლის კედელს გაანგრევს მის გასაძარცვად და მას დაიჭერენ, სასჯელის სახით მას კედელში ჩააშენებენ.
პ.ს. რას არ მოიგონებენ
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 18 2008, 03:59 AM
გთხოვთ ნუ გააოფებთ
რასაც დავწერ, რაღაც ფარგლებში არის რელიგიური, მაგრამ უფრო გასართობია, და
ამიტომ დავწერე აქ
იცოდით თუ არა, რომ...
ისლამში არსებობს ალაჰის 99 სახელი ...
არსებობს ასეთი ფობიაც-პოგონოფობია, რაც... წვერის შიშს ნიშნავს
1477 წელს ინგლისში პირველი რეკლამა დაიბეჭდა, ეს იყო ლოცვანის რეკლამა
ინდუსებს ლოგინში სიკვდილი სამარცხვინოდ მიაჩნდათ, მდინარესთან სჯობს მათთვის გარდაცვალება.
ხოლო ძველი ირლანდიელების სამოთხე იყო " იქ სადაც ბევრი შემწვარი ღორის ხორცია"
აი ჩინელ ბრძენთ კი მიაჩნდათმ რომ ზურგზე წმიდანებს ძინავთ, მუცლით ცოდვილთ, მარჯვენა მხარეს მეფეთ, ხოლო მარცხენა მხარეს ბრძენთ! ( მე ყველა პოზიციას ვიცვლი ხოლმე )
ზოგიერთი მეცნიერის მიერ ბიბლიურ ტექსტებზე დაყრდნობით იქნა გამოანგარიშებული ( ?) ჯოჯოხეთის ალის მცხუნვარება- + 718 ° ცელსიუსი
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 18 2008, 10:17 AM
KAIROS
ციტატა
არსებობს ასეთი ფობიაც-პოგონოფობია, რაც... წვერის შიშს ნიშნავს
ეს პატარა ბავშვებს სჭირთ ხშირად
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 18 2008, 12:01 PM
ციტატა
იცოდით თუ არა, რომ
- დიდ ბრიტანეთს დღემდე არ აქვს კონსტიტუცია;
- ქართული სამართლის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ხელმწიფის კარის გარიგება წმ. ექვთიმე ღვთისკაცმა (თაყაიშვილი) აღმოაჩინა მეგობრის სახლში, დასაწვავი ძველმანების გროვაში;
- იურისტს ძველ საქართველოში "საბჭოთა საქმეთა მეცნიერი" ერქვა;
- პირველი კოდექსი ქართულ ენაზე არის ვახტანგ VI სამართლის წიგნთა კრებული (XVIII ს. დასაწყ.);
- ევროპის რამდენიმე სამედიატორო სასამართლომ ხანგრძლივი დებატების შემდეგ მიიღო სამართალწარმოების წესები, რომლის ანალოგიც არსებობდა საქართველოში ადრეულ შუასაუკუნეებში - ხევსურეთსა და სვანეთში;
- მეფისა და კათალიკოსის მკვლელობისათვის საქართველოში სასჯელი არ არსებობდა;
- საქართველოს არსებობის მანძილზე სულ 6 კონსტიტუცია ჰქონდა;
- ქართული კანონებით 30 წლამდე ადამიანი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებლად ითვლებოდა, ამიტომ დანაშაულის ჩადენა ამ ასაკამდე შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნეოდა;
- ძველ საქართველოში ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისთვის ცალკე კანონები არსებობდა, მათი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით
პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Mar 18 2008, 12:02 PM
ციტატა(ekato @ Mar 18 2008, 02:41 AM)
იცოდით თუ არა, რომ
ძვ.წ. XVII საუკუნეში მეფე ჰამურაბმა ბაბილონში შექმნა კანონთა კრებული, რომლებიც უზარმაზარ ქვის სტელებზე დაიწერა. კოდექსში სულ 282 კანონია. ზოგიერთი მათგანი ამგვარია:
• თუ ერთი მეორის ვაჟს მოიპარავს, ის მოკლულ იქნება და დაიმარხება რიტუალს გარეშე.
• თუ მავანი საკუთარ ბაღს მებაღეს მისცემს მოსავლელად და მებაღე ოთხი წლის განმავლობაში სამსახურს პირნათლად შეასრულებს, მეხუთე წელს მფლობელი მებაღეობაში თავადაც უნდა დასაქმედეს.
• თუ ქალს ურთიერთობა აქვს სხვა მამაკაცთან, ორივე უნდა დაიბას და წყალში ჩაიყაროს, მაგრამ ცოლს შეიძლება სასჯელი მოეხსნას, თუ ქმარი მას მეფეს აჩუქებს როგორც მონას.
• თუ მამაკაცი ომში ტყვედ აიყვანეს და შინ საჭმელი არ არის, მაშინ ცოლი თავისუფლდება სხვა სახლში წასასვლელად.
• თუ მამაკაცი შინიდან გაიქცევა, ხოლო ცოლი სხვა სახლში გადავა, თუ ქმარი მოგვიანებით დაბრუნდა, ცოლი არ არის ვალდებული დაბრუნდეს.
• თუ მონა გაარტყამს მის მფლობელს, მონას ყური მოეჭრება.
• თუ მშენებელი კარგად ვერ ააშენებს და შენობა დაინგრევა, იგი მოკლულ იქნება.
• თუ მფლობელის ვაჟი მოკვდება, მშენებლის ვაჟს მოკლავენ.
• თუ მავანი სახლის კედელს გაანგრევს მის გასაძარცვად და მას დაიჭერენ, სასჯელის სახით მას კედელში ჩააშენებენ.
პ.ს. რას არ მოიგონებენ
საინტერესოა. თანაც, ჰამურაბის კანონები პირველი წერილობით სამართლის ნორმებია. ხომ ვერ მეტყვი ჰამურაბის კანონების სრული ვერსია თუ შეიძლება ვნახო სადმე? ან ლინკი ხომ არ გაქვს რამე?
პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Mar 18 2008, 12:14 PM
სპარსეთის მეფე ქსერქსე სიცილის დროს გარდაიცვალა
ციტატა(კანონისტი @ Mar 18 2008, 10:01 AM)
- - მეფისა და კათალიკოსის მკვლელობისათვის საქართველოში სასჯელი არ არსებობდა;
-
კათოლიკოსთა სამართალი ნუთუ ამას არ ითვალისწინებდა ანდა სხვა სამართლის ძეგელები, მაგ: ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი, ან ძეგლის დება
აპანი / აპნისი - იანვარი
სურწყუნისი / განცხადებისთვე - თებერვალი
მირკანი / მარტი
იგრიკა / აპრილი
ვარდობისა / მაისი
მარიალისა / ივანობისთვე - ივნისი
თიბისა / კვირიკობისთვე - ივლისი
ქველთობისა / მარიამობისთვე - აგვისტო
ახალწლისა / ენკენისთვე - სექტემბერი
სთვლისა / ღვინობისთვე - ოქტომბერი
ტირისკონი / გიორგობისთვე - ნოემბერი
ტირისდენი / ქრისტეშობისთვე - დეკემბერი
პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 18 2008, 12:44 PM
ციტატა
იცოდით თუ არა, რომ
1. კომპანია KODAK-ის დევიზია: “თქვენ მხოლოდ ღილაკს დააჭირეთ თითი, დანარჩენი ჩვენი საქმეა”
2. აშშ-ს პრეზიდენტს უფლება აქვს დაიტოვოს საჩუქარი, რომლის ღირებულებაც არ აღემატება 250 დოლარს. აბსოლუტური რეკორდსმენი საჩუქრების მხრივ არის რონალდ რეიგანი, რომელსაც პრეზიდენტობის 8 წლის მანძილზე 75 000 (!) ასეთი საჩუქარი დაუგროვდა.
3. მეოთხე ბორბალი პირველად მანქანას კარლ ბენცმა დაუმატა
4. მეფის რუსეთში სოფლად ჩექმა თაობიდან თაობას გადაეცემოდა
5. საქვეყნოდ ცნობილი კოქტეილი “სისხლიანი მერი” არის ტომატისა და არყის ნარევი (მთლად ასე უბრალოდაც არ არის საქმე, მაგრამ მაინც)
6. 1748 წელს 16 წლის ჯორჯ ვაშინგტონი მეგობრებთან ერთად დააკავეს საჯინიბოს კედლებზე პოლიტიკური ლოზუნგების წერისათვის. აშშ-ს მომავალ პრეზიდენტს წარწერები საკუთარი ხელით წააშლევინეს
7. პოლონეთში შეიქმნა მელოტების ორგანიზაცია დევიზით: “სრულყოფილი ფორმის თავები თმით დაფარული არ არის”
8. ათენელ ქურუმებს ეკრძალებოდათ ყველის ჭამა, რადგანაც იგი ღმერთების საკვებად ითვლებოდა და არა ადამიანების
9. კომუნისტების დროს წარმოებული წითელი აგურის წონა აუცილებლად უნდა ყოფილიყო 3.14 კილოგრამი
10. ისლანდიაში გვარები არ არსებობს. ადამიანის გვარს აწარმოებენ მამის სახელისგან (მამის სახელს ემატება გარკვეული გაგრძელება და ეგაა გვარი)
11. მთელი წლის მანძილზე მხოლოდ თებერვალშია წყლის დონე თანაბარი წყნარ და ატლანტის ოკეანეში. სხვა დროს წყლის დონე წყნარში უფრო მაღალია
12. 1808 წელს გოეთეს ნაპოლეონის ბრძანებით მიენიჭა “ნაპოლეონის საპატიო გვარდიის რაინდის” წოდება
პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 18 2008, 12:49 PM
ფირმა "სამსუნგის" სახელწოდება ბიბლიური პერსონაჟის, სამსონის სახელწოდებიდან მომდინარეობს. თუ არ ვცდები იაპონურად სამსუნგი სამსონია..თუ ჩინურად..ზუსტად არ მახსოვს...
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 18 2008, 12:51 PM
თემო
ციტატა
კათოლიკოსთა სამართალი ნუთუ ამას არ ითვალისწინებდა ანდა სხვა სამართლის ძეგელები, მაგ: ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი, ან ძეგლის დება
ამ საკითხზე სამართლის არცერთ წიგნში არ არის საუბარი, გარდა ვახტანგ VI წიგნისა, სადაც წერია: "მეფისა და კათალიკოსის მოკვლა იმისთანა მძიმე რამ არის, სასჯელად რა ვთქვა, არც ვიციო..."
პოსტის ავტორი: ekato თარიღი: Mar 18 2008, 02:13 PM
ციტატა(Ismail @ Mar 18 2008, 12:02 PM)
საინტერესოა. თანაც, ჰამურაბის კანონები პირველი წერილობით სამართლის ნორმებია. ხომ ვერ მეტყვი ჰამურაბის კანონების სრული ვერსია თუ შეიძლება ვნახო სადმე? ან ლინკი ხომ არ გაქვს რამე?
სრული ვერსიაა არაა, მაგრამ რაღაც ნაწილი აქ არის
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
პოსტის ავტორი: ekato თარიღი: Mar 18 2008, 02:24 PM
http://imageshack.us
ეს აცტეკების მზის კალენდარია ქვაზე.
აცტეკურ კალენდარში წელიწადში 365 დღე იყო და ძველი კალენდრებიდან იგი ერთ-ერთი ყველაზე ზუსტია
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 18 2008, 03:40 PM
- ხარაგაულში ნაპოვნი ბრინჯაოს ხანის ხელოვნების ნიმუშები ინახება სანკტ-პეტერბურგის ცნობილ მუზეუმში "ერმიტაჟი" ;
- საქართველოში ხარაგაული ითვლება ყველაზე დიდ და მდიდარ რაიონად ხის რესურსების მხრივ;
- ბორჯომ-ხარაგაულის პარკი მთელს მცირე კავკასიაში იცავს და ინარჩუნებს ფლორისა და ფაუნის უნიკალურ ნიმუშებს.
- 1905-1907 წლების რევოლუციის დროს, ზემო იმერეთის ორმა რაიონმა, ზესტაფონმა (მაშინ ყვირილა) და ხარაგაულმა (ბელაგორი) გამოაცხადეს "ყვირილა-ბელაგორის რესპუბლიკა".
- ხარაგაულელები არიან: რეზო და ლაშა თაბუკაშვილები, ევგენი ხარაძე და შესაბამისად არჩილ და გიორგი ხარაძეები, ელგუჯა ამაშუკელი. (სერგო ორჯონიკიძეზე რომ არაფერი ვთქვა რომლის სახელს 1934-1989 წლებში ატარებდა ხარაგაული). 2 სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი: ქრისტეფორე III (ციცქიშივილი) 1927-1932. დავით V (დევდარიანი) 1972-1977.
- ბორბალი, ირიგაცია, დამწერლობა და სხვა მრავალი რამ, რის გარეშეც ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია შუმერებმა გამოიგონეს
- შუმერების თვითდასახელება "შავთავიანებია", რატომ უწოდეს მათ საკუთარ თავს ასე, ან საიდან მოვიდნენ ქვემო მესოპოტამიაში ეს უცნობია
- ცნობილი ზიკურატები, რომლის შესახებაც ბიბლიიდანაც ვიცით (ბაბილონის გოდოლი), პირველად შუმერებმა, ქალაქ ურში ააშენეს
- ბიბლიური პატრიარქი აბრაამი წარმოშობით ქალაქ ურიდან იყო
- იბერთა კარიბჭე (Иверские ворота) მოსკოვში სტალინის ბრძანებით დაანგრიეს წითელ მოედანზე სამხედრო პარადების დროს მძიმე ჯავშნიანი ტრანსპორტისთვის ადგილის გასანთავისუფლებლად...
- ვერსალის სასახლეში გახსნილი შიდა ეზო შემდგომში მთელი ევროპის მონარქების სასახლეებისთვის ნიმუში გახდა
პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Mar 18 2008, 05:47 PM
ციტატა(ნათია @ Mar 18 2008, 02:40 PM)
[*]1905-1907 წლების რევოლუციის დროს, ზემო იმერეთის ორმა რაიონმა, ზესტაფონმა (მაშინ ყვირილა) და ხარაგაულმა (ბელაგორი) გამოაცხადეს "ყვირილა-ბელაგორის რესპუბლიკა".
ნათი, ეს ნამდვილად პირველად გავიგე... და ხომ არ იცი რამდენ ხანს იარსება ამ ”რესპუბლიკამ?”
* პირველად თავის ავტომობილზე ნომერი მიამაგრა ბერლინელმა კომერსანტმა რუდოლფ ჰერცოგმა. ეს მოხდა 1901წელს. მის ნომერზე მხოლოდ სამი ნიშანი იყო გამოსახული - IA1 (IA - მისი ახალგაზრდა ცოლის, იოანნა ანკერის, ინიციალებს აღნიშნავდა, ხოლო რიცხვი 1 - იმას, რომ მეუღლე მისთვის პირველი და ერთადერთი იყო.)
* დიდი გერმანელი ფიზიკოსის, ალბერტ აინშტაინის უკანასკნელი სიტყვები სამუდამოდ უცნობი დარჩა. მედდას, რომელიც ამ დროს მის გვერდით იმყოფებოდა, გერმანული არ ესმოდა.
* პირველმა ბომბმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოაგდეს ბერლინში, მოკლა სპილო ბერლინის ზოოპარკში.
* საფრანგეთში ქალებს 1944 წლამდე არ ჰქონდათ ხმის უფლება.
* 1880 წელს კომპანია Procter & Gamble-მა გამოუშვა თეთრი საპონის ახალი მარკა. მალე ამ საპონმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ამერიკელთა შორის, იმის გამო, რომ არ იძირებოდა წყალში. ამის მიზეზი კი, თავდაპირველად, გახდა ტექნოლოგიური შეცდომა - საპნის ნარევში შემთხვევით სხვა ნივთიერება მოხვდა.
* ამერიკის შტატ იუტაში აკრძალულია მიცვალებულის თანდასწრებით ლანძღვა-გინება.
* ინგლისში მერს მხოლოდ ასე უნდა მიმართო: "ბატონო მერო", მაშინაც კი თუ ის ქალია.
* ირანში ქორწილზე სავალდებულო საჩუქრად ითვლებოდა ჭადრაკი.
* კედელზე თავის რტყმევით, თურმე შესაძლებელია საათში 150 კალორიის დაწვა. (საკუთარ თავზე ნუ გამოცდით
)
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 18 2008, 05:56 PM
tiko282
ციტატა
ნათი, ეს ნამდვილად პირველად გავიგე... და ხომ არ იცი რამდენ ხანს იარსება ამ ”რესპუბლიკამ?”
როგორც ვიცი, სულ რაღაც 2 თვე
პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Mar 18 2008, 09:43 PM
ციტატა
1905-1907 წლების რევოლუციის დროს, ზემო იმერეთის ორმა რაიონმა, ზესტაფონმა (მაშინ ყვირილა) და ხარაგაულმა (ბელაგორი) გამოაცხადეს "ყვირილა-ბელაგორის რესპუბლიკა".
ნუთუ?!
ეს მართლა პირველად მესმის...
ციტატა(tiko282 @ Mar 18 2008, 06:47 PM)
* ამერიკის შტატ იუტაში აკრძალულია მიცვალებულის თანდასწრებით ლანძღვა-გინება.
ხოლო აშშ-ის ერთ-ერთ შტატში (რომელში, არ მახსოვს), აკრძალულია ოთახში ძილის დროს ხვრინვა, მაშინ, როცა ამ ოთახის გარეთ გამავალი ფანჯარა ღიაა.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 18 2008, 10:01 PM
ამერიკის შტატებში ბევრი ისეთი სულელური კანონია მაგაზე ჩვენი ქეთუ დაგვიწერს , მახსოვს, არის კანონი, რომელიც ცხენებს ორფეხზე სიარულს უკრძალავს
Camponotus Saundersi ასე ქვია ჭიანჭველას, რომელიც მალაზიაში ბინადრობს, და რომელიც უიშვიათესია იმით, რომ იგია "კამიკაძე" ჭიანჭველა, როდესაც "მტერი" მიუახლოვდება ჭიანჭველების ბუდეს, იქ მათ შუა შევარდება და "თავს იფეთქებს" ანუ სკდება და მის სხეულზე არსებულ ორ დიდ ბუშტში დაგროვილ შხამს მოწინააღმდეგეს ასხამს საოცარია... ისე საეკლესიო სამართლის მიხედვით, ეს თვითმკვლელობად არ ითვლება
პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Mar 22 2008, 05:42 PM
სამხედრო სფეროს მოყვარულებს:
<> შეიარაღებული ძალების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში პირვლე ადგილზეა ჩინეთი. მას 2.255.000 კაციანი მოქმედი არმია და 800.000 რეზერვისტი ჰყავს.
_______________________________________
<> ანტიგუა და ბარბუდას (სახელმწიფო ამერიკაში) არმია სულ 170 კაცისგან შედგება. ამ სახელმწიფოს აგრეთვე ჰყავს 75 რეზერვისტი.
_______________________________________
<> ისლანდიას (რომელიც ნატოს წევრია) და ნაურუს საერთოდ არ ჰყავთ ჯარი.
_______________________________________
<> მსოფლიოში სულ 7 სახელმწიფოა, რომელსაც ოფიციალურად აქვს ატომური იარაღი: ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი, პაკისტანი, აშშ, ინდოეთი დადა დიდი ბრიტანეთი.
_______________________________________
<> ისრაელში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან როგორც კაცები, ასევე ქალები.
_______________________________________
<> ჩრდილოეთ კორეას, რომლის მოსახლეობაც 25 მილიონი ადამიანია, ერთ მილიონზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს, რაც კატასტროფულად დიდი რიცხვია. ჩრდილოეთ კორეის არმია სიდიდით მეოთხეა მსოფლიოში (ჩინეთის, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ). ჩრდილოეთ კორეაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 5 წელია (!), ხოლო გაწვევის ასაკი - 16 წელი.
ჩრდილოეთ კორეას 5 მილიონამდე რეზერვისტი ჰყავს.
_______________________________________
<> პაპუა-ახალი გვინეის მთებში მცხოვრებ ხალხს თანამდეროვე ცივილიზაციასთან შეხება რაღაც ფორმით მაინც, წელიწადში მხოლოდ ორჯერ უწევთ. ეს მაშინ ხდება, როდესაც მათთან პაპუა-ახალი გვინეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადიან სამხედრო ავტომანქანებით და 18 წელს მიღწეული პირველყოფილი მამაკაცები პაპუა-ახალი გვინეის სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიჰყავთ (გაწვევა წელიწადში ორჯერ ხდება).
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 22 2008, 10:00 PM
ციტატა
ემბრიოგენეზის ბიოტიპის სისტემატიკური ცვალებადობის მუტაგენეზური ექვივალენტის კოეფიციენტს თუ გავითვალისწინებთ და დავუმატებთ კოსმოგენიური პლატონიზმის ლაპლასისეული კონცეფციის კვაზარული და ბეტა-სისტემური ასტროპლაზმური კორექციის სისტემას, მივიღებთ, რომ იგი წარმოადგენს არა გალაქტიკური ბალანსის ქანქარისებრ ეპიგრამას, არამედ რევოლუციური ხასიათის მატერიალურ კონიუგატს.
კრეაციონისტულ პროტესტანტური თვალსაზრისით ეს აბსრუდია, მაგრამ თავისუფლად ჯდება ქრისტიანულ ზომიერ ევოლუციონიზმსა და ბიბლიურ კოსმოლოგიაში...
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 22 2008, 10:06 PM
ციტატა(alter ego @ Mar 22 2008, 05:32 PM)
ჯანმრთელი და თირეოტოქსიკოზიანი ძაღლების მიოკარდიისაგან მიღებული ნატიური ტროპომიოზინის მოქმედება ჰიბრიდული აქტიომიოზინის კუმშვადობასა და ატეფაზურ აქტივობაზე
მაპატიეთ, ეს გამახსენდა ზედა პოსტის წაკითხვისას
პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Mar 22 2008, 11:37 PM
Находятся и совсем аскеты. Скажем, владелец сети IKEA Ингвар Кампрад c состоянием $33 млрд всегда летает экономклассом, требует от своих подчиненных использовать обе стороны листа бумаги, ездит на старенькой Volvo 1993 года выпуска, а иногда и вовсе предпочитает передвигаться на автобусе.
რა წუწკი ყოფილა ეს ინდოელი მილიარდელი
პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Mar 24 2008, 02:06 PM
<> ზაირის 1998 წლის ომი, მსოფლიოს ყველაზე მსხვერპლიანი ომი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
_______________________________________
<> რგოლები არა მარტო სატურნს, არამედ მის ერთ–ერთ მთვარეს რეასაც აქვს.
_______________________________________
<> ლიხტენშტეინის სახელმწიფო ბიუჯეტის 10%-ს საფოსტო მარკების გასაღებიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს.
_______________________________________
<> კონსტანტინოპოლს ოფიციალურად სტამბოლი მხოლოდ 1930 წლის 28 მარტს დაერქვა.
_______________________________________
<> მიუხედავად მთამსვლელობის გამოცდილების არქონისა, ინგლისელმა თავგადასავლების მოყვარულმა მორის უილსონმა 7.450 მ. ნიშნულს მიაღწია 1934 წელს ევერესტზე ასვლის მისი წარუმატებელი მცდელობისას.
(ეს ვიკიპედიიდან დავაკოპირე)
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 29 2008, 04:40 AM
ციტატა
იცოდით თუ არა, რომ...,
ადამიანის სხეული შედგება 70 ტრილიონი ატომისაგან (70.000.000.000.000.000.000 = 70*10 მეთვრამეტე ხარისხში)
ადამიანები და დელფინები არიან ერთადერთი არსებები , რომლებიც ხანდახან შეწყვილებას მიმართავენ მხოლოდ სიამოვნების მიღებისათვის
კოკა-კოლა თავიდან მწვანე იყო
ყველაზე ახალგაზრდა "მშობლები" ჩინეთში ცხოვრობდნენ, მათ 1910 წელს შეეძინათ შვილი, როდესაც ისინი... 8 და 9 წლის იყვნენ
!
პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Mar 31 2008, 01:26 AM
იცოდით თუ არა რომ სიტყვა "მილიონერი" პირველად Benjamin Disraeli მა გამოიყენა ცნობილ ნოველაში" ვივიან გრეი" 1826 წელს.
იცოდით თუ არა რომ თუ ერთად შეკრავთ ერთდოლარიანებით (bills, coin არა) ერთ მილიონ დოლარს ის იქნება 110 მეტრი და აიწონის ზუსტად 1 ტონას, და ასევე ერთცენტიანებით ერთი მილიონი დოლარი იწონის 246 ტონას.(100 მილიონი coin)
იცოდით თუ არა რომ $ ნიშანი შექმნა Oliver Pollock მა 1788 წელს.
იცოდით თუ არა რომ მილიონერების 80% second-hand მანქანას ატარებს.
პოსტის ავტორი: neo თარიღი: Mar 31 2008, 09:57 AM
ციტატა
იცოდით თუ არა რომ მილიონერების 80% second-hand მანქანას ატარებს.
საინტერესოა,
ქეთი შენი აზრით რა მიზეზი აქვს ამ ფაქტს ?
პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Mar 31 2008, 11:19 AM
neo
ციტატა
ქეთი შენი აზრით რა მიზეზი აქვს ამ ფაქტს ?
არაფერი განსაკუთრებული, saving money-----> having money.
უბრალო პრინციპია, ჩემი აზრით .
არაფერი გასაოცარი არაა ამაში, სწორედ ამიტომ არიან მილიონერები ...
პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Mar 31 2008, 09:26 PM
იცოდით თუ არააა რომ
პიკასო მანამდე ხატავდა ვიდრე სიარულს დაიწყებდა და პირველად მან სწორედ სიტყვა ფანქარი თქვა
იცოდით თუ არა რომ ყოველ წუთში დაახლოებით 50 ბიბლია იყიდება მსოფლიოში და ბიბლია ყველაზე best selling ( kargad gayidvadii?????) წიგნია მსოფლიოში
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Apr 17 2008, 03:57 PM
В Индии живет самая маленькая девочка (ФОТО)
15-летняя школьница имеет рост всего 58 см и весит 5 кг и живет в индийском городе Нагпур.
Йоти Амгэ из индийского города Нагпур является самой маленькой девочкой в мире, согласно Индийской книге рекордов. 15-летняя школьница имеет рост всего 58 см и весит 5 кг, сообщает Telegraph.
Амгэ страдает формой карликовости под названием ахондроплазия. Однако девочка говорит, что ей нравится быть знаменитой. "Я горжусь тем, что я маленькая. Мне нравится внимание людей", - признается она.
Йоти учится в местной школе вместе со своими сверстниками. Сидит она за специально сделанной под нее маленькой партой, сообщает ФактNews.
Мать девочки, 45-летняя Ранжана, рассказывает: "Когда Йоти родилась, она казалась нормальной. Мы узнали о ее болезни, когда ей было пять лет. Йоти маленькая, но симпатичная. Мы ее очень любим".
Как и все подростки, Йоти любит слушать поп-музыку и смотреть DVD. Она надеется, что ее заметят в Болливуде. Недавно Йоти участвовала в записи альбома своего любимого певца - Мики Сингха.
P.S.
პოსტის ავტორი: კელა თარიღი: Apr 19 2008, 01:28 AM
იცით თუ არა, რომ:
ემბრიოგენეზის ბიოტიპის სისტემატიკური ცვალებადობის მუტაგენეზური ექვივალენტის კოეფიციენტს თუ გავითვალისწინებთ და დავუმატებთ კოსმოგენიური პლატონიზმის ლაპლასისეული კონცეფციის კვაზარული და ბეტა-სისტემური ასტროპლაზმური კორექციის სისტემას, მივიღებთ, რომ იგი წარმოადგენს არა გალაქტიკური ბალანსის ქანქარისებრ ეპიგრამას, არამედ რევოლუციური ხასიათის მატერიალურ კონიუგატს.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 19 2008, 02:21 AM
ციტატა
alter ego Mar 22 2008, 06:32 PM
ემბრიოგენეზის ბიოტიპის სისტემატიკური ცვალებადობის მუტაგენეზური ექვივალენტის კოეფიციენტს თუ გავითვალისწინებთ და დავუმატებთ კოსმოგენიური პლატონიზმის ლაპლასისეული კონცეფციის კვაზარული და ბეტა-სისტემური ასტროპლაზმური კორექციის სისტემას, მივიღებთ, რომ იგი წარმოადგენს არა გალაქტიკური ბალანსის ქანქარისებრ ეპიგრამას, არამედ რევოლუციური ხასიათის მატერიალურ კონიუგატს.
ეგ სიტყვების რახარუხი უკვე იყო დაწერილი... ასე რომ შეეშვით ოფებს!
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Apr 19 2008, 03:56 PM
ვლადიმერ ილიას ძე ლენინის ერთ-ერთი ორეული მუშა იყო, გვარად ნიკონოვი
ლენინმა იცოდა ნეტა?
პოსტის ავტორი: abo თარიღი: Apr 19 2008, 05:16 PM
რატომღაც ცხოველთა მეფედ წოდებულ ლომს შერკინებაში ვეფხვი ჯობს
[
პოსტის ავტორი: abo თარიღი: Apr 19 2008, 06:47 PM
#
ლომისა და ვეფხვის შვილს ჰქვია ლომფხვი. სავარაუდოდ ჯორივით ალბათ არ მრავლდება
#
ბევრ ექიმსაც ეშლება და იქნებ არ იცოდეთ რომ ადამიანს აქვს სამი ყბა. ორი ზედა და ერთი ქვედა
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Apr 19 2008, 07:38 PM
abo
ციტატა
ბევრ ექიმსაც ეშლება და იქნებ არ იცოდეთ რომ ადამიანს აქვს სამი ყბა. ორი ზედა და ერთი ქვედა
უი!
პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Apr 19 2008, 07:42 PM
ციტატა
ემბრიოგენეზის ბიოტიპის სისტემატიკური ცვალებადობის მუტაგენეზური ექვივალენტის კოეფიციენტს თუ გავითვალისწინებთ და დავუმატებთ კოსმოგენიური პლატონიზმის ლაპლასისეული კონცეფციის კვაზარული და ბეტა-სისტემური ასტროპლაზმური კორექციის სისტემას, მივიღებთ, რომ იგი წარმოადგენს არა გალაქტიკური ბალანსის ქანქარისებრ ეპიგრამას, არამედ რევოლუციური ხასიათის მატერიალურ კონიუგატს.
შენ თუ ამას გამიშიფრავ, ჩამომიყალიბებ კარგად რა რას და რატომ ნიშნავს გპირდები ღირსების ორდენით დაგაჯილდოვებთ ფორუმზე
ციტატა
ეგ სიტყვების რახარუხი უკვე იყო დაწერილი...
პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 2 2008, 03:11 AM
იცოდით თუ არა,რომ: ადამიანის ორგანიზმი 60 ტრილიონი უჯრედისაგან შედგება.
პოსტის ავტორი: ამბოკარი თარიღი: May 7 2008, 10:54 PM
iisperiTOVLI
ციტატა
ცოდით თუ არა,რომ: ადამიანის ორგანიზმი 60 ტრილიონი უჯრედისაგან შედგება.
ზევით ვიღაცამ 70 ტრილიონი დაწერა
10 ტრილიონ უჯრედს ეხუმრები? მეშვიდედი კაცია...
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 8 2008, 05:54 PM
XVI საუკუნეში, მეფე ჰენრიხ VI-ის დროს ინგლისში არსებობდა გადასახადი წვერ-ულვაშზე. ეს გადასახადი მხოლოდ მას შემდეგ აიკრძალა, რაც მეფემ თავად ისურვა წვერის მოშვება. მსგავსი გადასახადი რუსეთშიც იყო, მეფე პეტრე I-ის დროს. ამ უკანასკნელმა დააწესა ასევე გადასახადი აბანოში ბანაობაზე...
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: May 8 2008, 06:00 PM
ნათია
ციტატა
XVI საუკუნეში, მეფე ჰენრიხ VI-ის დროს ინგლისში არსებობდა გადასახადი წვერ-ულვაშზე.
ჰოოო, იმ დროში რომ ყოფილიყო ჩვენი
ალექსანდრე რა ”ნალოგები” დააწვებოდა კისერზე...
პოსტის ავტორი: ამბოკარი თარიღი: May 8 2008, 08:35 PM
ციტატა
იცოდით თუ არა,რომ:
ერნესტო ჩე გევარა არგენტინელი იყო
___
რიჩარდ ნიქსონს დემოკრატების პარტიის ოფისში დამონტაჟებული მოსასმენი მოწყობილობისთვის იმპიჩმენტი მოუწყვეს.
___
კომპანია "მაზდას" სახელი ზოროასტრიზმის ღვთაების, აჰურა მაზდას გამო ჰქვია.
___
სნიკერსი კომპანია მარსის პროდუქციაა. სახელი მისცა მარსის დამფუძნებელმა, ჰენრი მარსმა, რომელმაც ახალ ბრნედს თავისი ცხენის სახელი, სნიკერსი დაარქვა.
პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 8 2008, 08:37 PM
ციტატა
სნიკერსი კომპანია მარსის პროდუქციაა. სახელი მისცა მარსის დამფუძნებელმა, ჰენრი მარსმა, რომელმაც ახალ ბრნედს თავისი ცხენის სახელი, სნიკერსი დაარქვა.
აი ნაღდად არ ვიცოდი
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 18 2008, 03:31 AM
ციტატა
იცოდით თუ არა,რომ:
ადამიანი, მაიმუნი, დელფინი და სპილო - აი ასეთია ცოცხალი არსებების ჩამონათვალი, რომლებიც თავიანთ თავს სარკეში ცნობენ
ხოლო ბუცეფალს, ალექსანდრე დიდის ცხენს საკუთარი ჩრდილის ეშინოდა...
სპილოს კი თაგვის იმიტომ ეშინია, რომ თაგვს შეუძლია ყურში შეუძვრეს და მოკლას...
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 18 2008, 03:59 AM
იცოდით თუ არა, რომ ჰარი პოტერში მთავარი და დაუმარცხებელი ძალა სიყვარულია?
პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: May 19 2008, 03:18 PM
<> თურმე:
1111 X 1111 = 1234321
11111 X 11111 = 123454321
111111 X 111111 = 12345654321
111111111 X 111111111 = 12345678987654321
111111111111111 X 111111111111111 = 1234567890123456543210987654321
და ა.შ.
(მე ეს კანონზომიერება არ ვიცოდი )
______________________________
<> მსოფლიოს არცერთ ენაში არ არსებობს მუხლის მეორე მხარის აღმნიშვნელი სიტყვა.
პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: May 19 2008, 10:16 PM
ციტატა
რუსოფობია - რუსების შიში
პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: May 19 2008, 10:16 PM
ციტატა(თათარაშვილი @ Mar 17 2008, 08:55 AM)
- ტელეწამყვანებს ლურჯი ფერის ტანისამოსის ჩაცმა ეკრძალებათ, რადგან ეს ფერი ეკრანზე თვალს სჭრის და სიშიშვლის ეფექტს ახდენს
- გლადიატორთა არეებზე უზარმაზარ სასაკმევლებს დგამდნენ, რათა გაექავებინათ სისხლის სუნი
- გოგრის ს ამშობლო არის ამერიკა
- საჰარის უდაბნო, რომელიც აფრიკაში მდებარეობს, ყოველწლიურად 650-700 მეტრით იზრდება სამხრეთის მიმართულებით
- სკამით სარგებლობს მსოფლიო მოსახლეობის ერთი მესამედი და მათგან ნახევარი, ექიმების ა ზრით, ამას აკეთებს არასწორად
- ტორონტოს ზოოპარკში უკვე 23 წელია ცხოვრობს გორილა სახელა ჩარლზი. იგი იმითაა გამორჩეული, რომ “მხატვარია”. მისი ფერწერული ტილოები საკმაოდ ძვირად იყიდება ავტორის “წარმომავლობის” კვალობაზე - 800$. იგი ხატავს საღებავში ამოღებული თითებით, ავტოგრაფად კი ტოვებს საღებავში ამოვლებულ ფეხის ანაბეჭდს
- იმისათვის, რომ ბავშვი მომავალში იდეალურად მორგებოდა ცხენს, მონღოლები ჩვილებს ფეხებში უდებდნენ ნაჭრის ბურთებს, რათა ფეხები რაც შეილება მეტად მოღუნვოდათ
- სამხრეთ კორეაში დაახლოებით ივნისის ბოლოს ჩერდება ყველა ავიარეისი, რათა შემცირდეს ხმაური. ამ დროს გამოცდებს აბარებს 800 000 აბიტურიენტი (
)
კაი კაცო?!
პოსტის ავტორი: ekato თარიღი: May 19 2008, 10:24 PM
ციტატა(Ismail @ May 19 2008, 03:18 PM)
[b]<> თურმე:
1111 X 1111 = 1234321
11111 X 11111 = 123454321
111111 X 111111 = 12345654321
111111111 X 111111111 = 12345678987654321
111111111111111 X 111111111111111 = 1234567890123456543210987654321
და ა.შ.
ეს მართლა არ ვიცოდი
ძალიან საინტერესოა
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 19 2008, 10:28 PM
ციტატა
პედიოფობია - თოჯინების შიში
თუ, ბავშვების შიში?
პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 19 2008, 10:42 PM
ციტატა(კანონისტი @ May 19 2008, 10:28 PM)
თუ, ბავშვების შიში?
თოჯინების ან ბავშვების - ორივე ყოფილა, დავით
ახლა ვნახე...პედოფობია..
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 19 2008, 11:07 PM
ციტატა
ჰიპოპოტომონსტროსესქვიფედალ
ფობია - გრძელი სიტყვების შიში
ამით დაავადებული ადამიანი თავის დაავადებას ვერ იტყვის აშკარად
პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: May 20 2008, 12:11 AM
ციტატა(კანონისტი @ May 19 2008, 10:28 PM)
თუ, ბავშვების შიში?
არა, პედიოფობია არის თოჯინების შიში (Pediophobia), ბავშვების შიშია პედოფობია ან პედიაფობია (Pedophobia ან Pediaphobia)
ციტატა(მარიამი @ May 19 2008, 11:07 PM)
ამით დაავადებული ადამიანი თავის დაავადებას ვერ იტყვის აშკარად
ჰო, ნამდვილად
პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 20 2008, 12:37 AM
T I K O
ორივე ერთი და იგივეა:
Paedophobie, Pädophobie - - - - -Angst vor Puppen oder Kindern.
(http://www.onlineberatung-therapie.de/stoerung/angst/phobien/phobie-liste.html)
პ.ს. ae=ä=ე
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 28 2008, 08:00 AM
იცოდით თუ არა , რომ ფილმი "ჰარი პოტერის" ერთერთი როლის შემსრულებელი 18 წლის რობერტ კნოქსი წინა შაბათს, 24 მაისს ერთერთ პაბში (კენტი) ლონდონის მახლობლად, იცავდა რა თავის 17 წლის ძმას თავდამსხმელისგან, რომელმაც მის ძმა ჯეიმს მობილური ტელეფონი მოპარა, სასიკვდილოდ იქნა დანით დაზიანებული და გარდაიცვალა...
იცოდით თუ არა , რომ სერბიის მთავარი სატელევიზიო არხი ყოველ დღე შუადღისას გადმოსცემს იმ დღის მართლმადიდებლურ, კათოლიკურ, მუსლიმანურ და იუდაისტურ დღესასწაულთა და მოვლენათა შესახებ შესაბამისი მოკლე ისტორიით....
იცოდით თუ არა , რომ წელს თებერვლიდან სერბიის შრომის დაცვის კანონ-წესებში შეიტანეს ახალი წესი, რომლის თანახმადაც, წყვილებს დაცილების შემთხვევაში ეძლევათ დამატებითი ფასიანი შვებულების უფლება , ოღონდ: -> ქალს 3 დღე და მამაკაცს 1 დღე (წუხილის და ტკივილის ცოტათი მოშუშების მიზნით, ითვლება რა ქალებს უფრო მეტი დრო ესაჭიროებათ პირველადი ეფექტის დასაძლევად, ვიდრე კაცებს. ცხადია, არცაა გასაკვირი)....
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2008, 12:48 PM
იცოდით თუ არა, რომ რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბატონ ვიაჩესლავ კოვალენკოს მიღებული აქვს 55 საპროტესტო ნოტა, რითიც შანსი აქვს რეკორდსმენთა სიაში მოხვდეს
პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: May 28 2008, 01:13 PM
ციტატა(კანონისტი @ May 28 2008, 12:48 PM)
იცოდით თუ არა, რომ რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბატონ ვიაჩესლავ კოვალენკოს მიღებული აქვს 55 საპროტესტო ნოტა, რითიც შანსი აქვს რეკორდსმენთა სიაში მოხვდეს
ვიცოდით, გუშინ გავიგეთ
ესეც, რომ არ გავაოფფო
იცოდით თუ არა, რომ:
- თვითვითმკვლელობა სამჯერ უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.
თუმცა, თვითმკვლელობის მცდელობა სამჯერ უფრო მეტ ქალს აქვს, ვიდრე მამაკაცს.
- დალმატინელები იბადებიან ლაქების გარეშე.
- პიკასომ ხატვა მანამდე დაიწყო, სანამ ფეხს აიდგამდა. მისი პირველი სიტყვა კი იყო "ფანქარი" (ესპანურად, რა თქმა უნდა)
პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: May 28 2008, 01:20 PM
იცოდით თუ არა, რომ:
"ათას ერთი ღამის" ორიგინალი იწყება ასე: "ალადინი ერთი პატარა, ჩინელი ბიჭი იყო.."
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 28 2008, 01:32 PM
T I K O
ციტატა
თვითვითმკვლელობა სამჯერ უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.
თუმცა, თვითმკვლელობის მცდელობა სამჯერ უფრო მეტ ქალს აქვს, ვიდრე მამაკაცს.
ეხლა ეს როგორ გავიგო. ქალი უფრო მეტია ამ ქვეყანაზე თუ მამაკაცი
პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2008, 01:33 PM
ციტატა(afxazi @ May 28 2008, 01:32 PM)
T I K Oეხლა ეს როგორ გავიგო. ქალი უფრო მეტია ამ ქვეყანაზე თუ მამაკაცი
საქართველოში ერთ მამაკაცზე სტატისტიკით მოდის 12 ქალი
პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: May 28 2008, 01:36 PM
ციტატა(afxazi @ May 28 2008, 01:32 PM)
T I K Oეხლა ეს როგორ გავიგო. ქალი უფრო მეტია ამ ქვეყანაზე თუ მამაკაცი
ქალი, რა თქმა უნდა (თვითმკვლელობაგადაფიქრებულე
ის ხარჯზე
)
ციტატა(marine @ May 28 2008, 01:33 PM)
საქართველოში ერთ მამაკაცზე სტატისტიკით მოდის 12 ქალი
მართლა?
გლახათაა ჩვენი საქმე
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 28 2008, 01:53 PM
ციტატა
საქართველოში ერთ მამაკაცზე სტატისტიკით მოდის 12 ქალი smile.gif
აუფ
აი არჩევანიიი
ხო რომ არ გავაოFFო
ახლა ერთი ცუდი მონაცემები: გამოთვლების მიხედვით საქართველომ 1970 -2000 წლებში განიცადა ლამის 7 % ზრდა ( მაქსიმუმი 1990 წელს)
74 Georgia 4,694 დან 5,020-მდე +6.92%
სამწუხაროდ თვლიან რომ 2000 - 2050 წლებში მოსახლეობის ზრდაზე აისახება მიმდინარე კრიზისი ლამის ათპროცენტიანი კლებით !
5,020 დან 4,548 მდე -9.40%
ანუ ნახევარი მილიონით ნაკლები რაც იყო 1990 წელს...
ეს კი ცხოვრების საშუალო მანიშნებელია
Georgia კაცები 60.90 ქალები 68.23 საშუალო 64.48
ზოგადად კი საერთოდ ქალები 8 წელით მეტს ცხოვრობენ
ძალიან მაღალია ასევე ჩვილ ასაკში გარდაცვალებაც
Georgia 52.94 ( 200 დან ) ანუ ლამის მეოთხედი
მონაცემები 2000 წლისაა, ა იმედია ახლა ასე არაა...
ჩვენ გვაყვს Georgia 15 წლამდე ასაკის 20% 15-63 წლამდე 67% და სულ რაღაც 64 წელს ზემოთ მოსახლეობა 13%
ეს ქართული მონაცემებია...
1990 მოსახლეობა 5.424.400, ახალშობილები 92 815, გარდაიცვლილები 50.721, ბუნებრივი მატება 42.094.
1995 მოსახლეობა 5.061.700, ახალშობილები 56.341, გარდაიცვლილები 49.073, ბუნებრივი მატება 7.268.
2003 მოსახლეობა 4.315.200, ახალშობილები 46.194, გარდაიცვლილები 46.055, ბუნებრივი მატება 139.
მოსახლეობის შობადობის მაჩვენებელი 1960 წლიდან 1985 წლამდე შემცირდა 24,7-დან 16,7-მდე, მომდევნო წლებში. მან კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.
შობადობა, საერთო და ნაადრევი ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლები საქართველოში ყოველ 1000 მოსახლეზე (1960 – 2004 წწ).
წლები მთლიანი მოსახლეობა
შობადობა სიკვდილიანობა ბავშვთა სიკვდილიანობა
1960 24.7 6.5 36.8
1970 19.2 7.3 25.3
1980 17.7 8.6 25.4
1989 16.7 8.6 19.6
1995 12.5 8.3 13.1
2000 11.3 9.6 15.2
2004 10.7 10.6 18.0
პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: May 28 2008, 01:57 PM
KAIROS
საშინელი მონაცემებია
ციტატა
ზოგადად კი საერთოდ ქალები 8 წელით მეტს ცხოვრობენ
ნეტავ რატომ?
პოსტის ავტორი: Lego თარიღი: Jun 2 2008, 06:02 PM
იცოდით, რომ შაჰ-აბასის ბებია ქართველი ქალი იყო, შალიკაშვილის ოჯახიდან.
პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 2 2008, 09:05 PM
ციტატა(edisson @ Jun 2 2008, 08:17 PM)
ამბობენ იმიტომო რომო ქალებს ცოლები არ ყავთო და რავიცი აბა ჯერ ...
ვითომ ცოლი სიცოცხლეს ასწრაფებს?
ციტატა
იცით თუ არა რომ თბილისის ანძა ჯობია ეიფელს ?
ეგ ხომ საზოგადო ჭეშმარიტებაა
აქ მარტო ხუმრობა არ შეიძლება და სასტიკად ისჯება პოსტის წაშლით, ამიტომ....
იცოდით თუ არა, რომ:
- ვინსენტ ვან გოგმა თავის სიცოცხლეში მხოლოდ ერთი სურათი გაყიდა
და ისიც თავის ძმას, თეოს, მიყიდა (ის გალერეის მფლობელი იყო). აი ეს სურათი "წითელი ვენახი არლში"
http://www.radikal.ru
- 1912 წლიდან, მას შემდეგ, რაც ლუვრიდან ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზა" მოიპარეს, მისი 6 ყალბი ასლი გაიყიდა ორიგინალად 3 წლის განმავლობაში, სანამ ორიგინალს დააბრუნებდნენ.
პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Jun 3 2008, 02:11 PM
tustusa-gogo
ციტატა
Tu gsurs usinaTlo Wkuidan SeSalo mis binaSi aveji unda gadaadgilo. სულ ესეთი მავნე აზრები მომდის თავში
ასეთი ბოროტი აზრები საიდან? როგორ დავიჯერო, რომ უსინათლოები არ გეცოდებათ და მართლაც გააკეთებთ მაგას? რაღაც არ მგონია მართლაც ასეთი იყოთ.
პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Jun 3 2008, 04:28 PM
კომპასს ქართულად იცით რა ჰქვია? ყიბლანა
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 3 2008, 05:00 PM
tustusa-gogo
ციტატა
კომპასს ქართულად იცით რა ჰქვია? ყიბლანა
თუ არაბულად?
პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Jun 3 2008, 05:36 PM
კანონისტი
ქართულადო და ....
სიყრმესა შიგან უმეცრებითა მომივიდა
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 3 2008, 11:36 PM
1965 წელს ნიუ იორკში ელექტროენერგია გამოირთო, რამაც 9 თვის შემდეგ დემოგრაფიული აფეთქება გამოიწვია http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Jun 3 2008, 11:38 PM
ვაააააააა...
პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Jun 3 2008, 11:40 PM
მნათე
კიიი ვიცოდიი ჰა გამაკივრვეთ კიდე
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 6 2008, 03:09 AM
იცოდით თუ არა, რომ : ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ პოლონურმა მაღალ ტირაჟიან-რეიტინგიანმა გაზეთმა " Super Express" გუშინ გამოაქვეყნა სენსაციური და მეტად აღმაშფოთებელი სურათი -> პოლონეთის ნაკრების მთავარ მწვრთვნელს ლეო ბენჰაკერს ხელებში უჭირავს მიხეილ ბალაკისა და ბუნდესტრენერის იოახიმ ლოვის სისხლიანი მოჭრილი თავები , სურათს აქვს წარწერა: "ლეო, მოგვართვი მაგათი თავები!" (იხ. სურათი). ამას დიდი აჟიუტაჟი მოყვა და გერმანიის მასმედია დაუზოგავად აკრიტიკებს ამ გამოხტომისთვის პოლონურ გაზეთს, ითხოვენ კონსექვენსებს შესაბამისი პასუხისმხგებელი პირებისგან.
http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: pitna თარიღი: Jun 6 2008, 10:08 PM
ციტატა(მნათე @ Jun 4 2008, 12:36 AM)
1965 წელს ნიუ იორკში ელექტროენერგია გამოირთო, რამაც 9 თვის შემდეგ დემოგრაფიული აფეთქება გამოიწვია http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
ეჰ,რაც ჩვენ გამორთულ შუქებში გაგვატარებინეს ,ვერაფერმა უშველა ქართულ დემოგრაფიას.
პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jun 10 2008, 10:05 AM
ციტატა(KAIROS @ Jun 10 2008, 04:34 AM)
საფეხბურთო ინფო ( ეჰ, იტალია
)
მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ლევ იაშინი, ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ... ტაქსისტად მუშაობდა
პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 10 2008, 11:38 AM
ციტატა
ეჰ, იტალია
ყველაფრის მიუხედავად მიყვარს იტალია!:)
იცით რომ თბილისიდან ბაღდადი უფრო ახლოა ვიდრე მოსკოვი?
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 10 2008, 07:55 PM
KAIROS
ციტატა
ეჰ, იტალია )
მართლა ეჰ იტალია კაიროს
შოკში ვიყავი გუშინ
პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jun 10 2008, 07:57 PM
ციტატა(afxazi @ Jun 10 2008, 07:55 PM)
KAIROSმართლა ეჰ იტალია
შოკში ვიყავი გუშინ
მაინც ფორცა იტალია!
პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 10 2008, 08:13 PM
მემგონი ამ თემაში იტალიის ფანკლუბი გავხსენით
პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Jun 10 2008, 08:54 PM
ციტატა(orthodox-geoCgia @ Jun 10 2008, 08:57 PM)
მაინც ფორცა იტალია!
იცოდით თუ არა რომ ფორზა იტალია (Forza Italia) პოლიტიკრი პარტია, შემდგომში მისი ლიდერი გახდა პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. შეიქმნა 1993 წლის დეკემბერში. 1994 წლის მარტში არჩევნებში გაიმარჯვა...
სწორედ აქედან იქნა ეს ტერმინი აღებული, (რომელიც ნიშნავს წინ იტალია) და დამკვიდრდა საფეხბურთო სამყაროში გულშემატკივართა შორის...
მოკლედ ამაზე იმდენი ინფორმაცია მაქვს დილამდე ვერ მოვრჩები აკრეფას, ხოდა ვინმეს რამე თუ უფრო კონკრეტლად გაინტერესებთ დაპოსტეთ და დაგიწერთ
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 10 2008, 08:55 PM
syd
ციტატა
მემგონი ამ თემაში იტალიის ფანკლუბი გავხსენით
მიდი გაოფების ნუ გეშინიათ (ოღონდ მხოლოდ ამ საკითხზე)
იტალია მაინც მაგარია.
პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Jun 10 2008, 09:01 PM
ციტატა(afxazi @ Jun 10 2008, 09:55 PM)
იტალია მაინც მაგარია.
არც ისე, გუშინ შეეტყო
Brazil 4ever
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 10 2008, 09:31 PM
მაკუნა
ციტატა
სწორედ აქედან იქნა ეს ტერმინი აღებული
70-იანი წლების ბოლოსაც მესმოდა მე "ფორცა იტალია"
პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Jun 10 2008, 09:54 PM
ციტატა(staywhite @ Jun 10 2008, 10:31 PM)
მაკუნა70-იანი წლების ბოლოსაც მესმოდა მე "ფორცა იტალია"
მეზარებოდა წერა, მაგრამ მომიწევს
საბოლოო პარტიის ლიდერი გახდა ბერლუსკონი. საბოლოო ნიშნავს იმას, რომ როდესაც ამ პარტიამ რეალური ძალა აჩვენა, მასში უკვე გაერთიანებულები იკვნენ ქრიატიან დემოკრატები, ლიბერალები და ლიბერალ დემოკრატები, ასევე ჩრდილოეთ იტალიაში შექმნილი პარტია ფორზა იტალია, (შემდეგ სახელი აქედან აიგო ახალმა პარტიამ და პირდაპირ მასზე დავწერე) რომლის თავდაპირველი მოსაზრება გახლდათ ის, რომ სამხრეთი და ჩრდილოეთ იტალია სხვადასხვა ხალხებს შეადგენენ. (ეს პარტია შეიქმნა დაახლოვებით 6O წლის წინ)
პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Jun 10 2008, 10:18 PM
ციტატა(T I K O @ May 28 2008, 12:57 PM)
ზოგადად კი საერთოდ ქალები 8 წელით მეტს ცხოვრობენ
ნეტავ რატომ?
იმიტომ რომ კაცებს ანერვიულებენ და ისინიც მალე იხოცებიან
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 10 2008, 10:25 PM
Floyd
ციტატა
იმიტომ რომ კაცებს ანერვიულებენ და ისინიც მალე იხოცებიან
ეგ იმ ქალებზეა ნათქვამი (*ზოგადად-ო რომ წერია), ვინც არ გათხოვილა
პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Jun 10 2008, 10:37 PM
staywhite
ციტატა
ეგ იმ ქალებზეა ნათქვამი (*ზოგადად-ო რომ წერია), ვინც არ გათხოვილა
აჰ პარდონ , პარდონ
პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Jun 10 2008, 10:41 PM
ციტატა(Floyd @ Jun 10 2008, 11:37 PM)
staywhiteაჰ პარდონ , პარდონ
ფლოიდ, იცოდი თუ არა რომ ფრანგულ ენაში "რ" არ არსებობს?
ვოტ ტაკ...
აჰ პაღდონ , პაღდონ
პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Jun 10 2008, 11:28 PM
მაკუნა
ციტატა
ფლოიდ, იცოდი თუ არა რომ ფრანგულ ენაში "რ" არ არსებობს? ვოტ ტაკ... აჰ პაღდონ , პაღდონ
და ვინ გითხრა რომ ფრანგულად დავწერეე
გლდანში მასე ამბობენ ხოლმე ჩემი ქურთი მეზობლები და მე საერთოდ ქურთული მეგონა
პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 11 2008, 01:01 AM
ციტატა(Floyd @ Jun 10 2008, 10:18 PM)
იმიტომ რომ კაცებს ანერვიულებენ და ისინიც მალე იხოცებიან
რა სუბიექტური ხედვაა, ბატონო ფლოიდ
პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Jun 11 2008, 07:16 PM
იცოდით თუ არა რომ...
ბამიანის (სურათზე), ავღანეთი, საკნებში აღმოჩენილი ზეთის ნახატები ევროპულ ზეთის ფერწერას დაახლოებით ექვსი საუკუნით უსწრებს...
ბურატინო, სანამ ხის თოჯინა გახდებოდა, იტალიური ნიღბების კომედიის პერსონაჟი იყო...
სიდნი პუატიე პირველი შავკანიანი მსახიობი იყო, რომელიც ოსკარით დაჯილდოვდა, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (ფილმში "მინდვრის ლილიები", ინგლ. "Lilies of the Field")...
რომაული გზების სიგრძე დაახ. 85 ათას კილომეტრს შეადგენდა...
ცინიკური რეალიზმი თანამედროვე მიმდინარეობაა ჩინურ ხელოვნებაში, რომელიც 1990-იან წლებში ჩაისახა პეკინში...
მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასი "კულინანი" 1905 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იპოვეს...
პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jun 11 2008, 08:04 PM
იცოდით თუ არა,რომ ჯონ ლენონის მკვლელი დევიდ ჩეპენი 1981 წლის აგვისტოს სასამართლოზე ტყვიაგაუმტარი ჟილეტით გაიყვანეს
პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Oct 8 2008, 07:48 PM
იცით თუ არა, რომ რიცხვი 13-ის შიშს ტრისკაიდეკაფობია ეწოდება... : )))
Pablito Diego Jose Santiago Francisco de Paula Juan Nepomuceno Crispin Crispiniano de los Remedios Cipriano de la Santisima Trinidad Ruiz Blasco y Picasso Lopez
პაბლო პიკასოს სრული სახელი და გვარია.
: )
იცით თუ არა,რომ:
ჰავაური ენის ანბანში მხოლოდ 12 ასოა: a, e, i, o, u, h, k, l, m, n, p და w
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 10 2008, 04:03 AM
ციტატა
იცით თუ არა, რომ რიცხვი 13-ის შიშს ტრისკაიდეკაფობია ეწოდება... : )))
იცით თუ არა, რომ იტალიაში რიცხვი 13 პირიქით ბედნიერების მომტან რიცხვად ითვლება
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 10 2008, 04:14 AM
KAIROS
ციტატა
იცით თუ არა, რომ იტალიაში რიცხვი 13 პირიქით ბედნიერების მომტან რიცხვად ითვლება smile.gif
გერმანიაში მაგრა გავრცელებულია ეგ შიში, განსაკუთრებით თუ პარასკევს ემთხვევა, მაგ დღეს წიოკია აქ
აი, პატარა მაგალითი:
2006 წლის 13 ოქტომბერი იყო, პარასკევი, სერბიაში მივდიოდი სასწრაფოდ და ავტუბუსით წავედი. საოცრება ის იყო, რომ მუდამ ბევრი მგზავრია და იმ დღეს ვიყავით 6
აქედან სადღაც ბავარიაში 3 მგზავრი ბენზინის სადგურზე გაქურდეს, პასაუსთან ავარია მოხდა ჩვენს წინ და 5 საათი სიცივეში და სიბნელეში ვიდექით, ავსტრიაში ბორბალი მოერყა ავტობუსს, კინაღამ გადაგვიყოლა, კიდევ მსგავსი ინციდენტები ბელგრადამდე ... მოკლედ, ბოლო-ბოლო მეც იმას ვფიქრობდი, მაგრა გავმაზე დღეს რომ წამოვედი თქვა
პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 10 2008, 08:59 AM
იცით თუ არა რომ, ლიტვაში ე.წ. "მარშუტკას" "მიკრუშკას" ეძახიან
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 10 2008, 06:29 PM
likka
ციტატა
იცით თუ არა რომ, ლიტვაში ე.წ. "მარშუტკას" "მიკრუშკას" ეძახიან biggrin.gif
იცოდით თუ არა , რომ ლიტვაში ჟან კლოდ ვანდამს -> ჟანიუს კლოდას ვანდამას ქვია ?
პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 10 2008, 07:04 PM
http://www.radikal.ru
13 - მათემატიკურადაც საინტერესო ციფრია
მარჯვენა სტრიქონში წერია მარცხენა სტრიქონის ცამეტზე განაყოფები
თუ მარჯვენა სტრიქონს დავინახავთ როგორც მატრიცას, ამ მატრიცის ყველა ვერტიკალური სტრიქონის ჯამი ერთმანეთის ტოლია და 54-ს უდრის, რავი ასე ეწერა სადღაც და ტქვენ გადაამოწმეთ
პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Oct 12 2008, 11:20 AM
11-იც საინტერესოა მათემატიკურურად
აი მაგალითად 11X45=495
11X12=132
11X11=121
11X34=374
ანუ ნახეთ ეხლა რა ხდება, 11 რომ ამრავლებ რაღაც რიცხვზე ვთქვათ 53, დაწერ 5, მერე 5+3 და ბოლოს 3 და მიიღებ 583
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 22 2009, 01:49 PM
იცით თუ არა რომ, ამერიკის ახალ პრეზიდენტს ბარაქ ჰუსეინ ობამას მეორეჯერ მოუხდა ფიცის დადება, რადგან სახალხო ფიცის დადებაზე, სიტყვა შეეშალა faithfully, თან რაღაც სხვა წინადადებები გადაადგილა იმან ვინც კარნახობდა და იცოდით თუ არა, So, help you God - So, help me God, ობამამ დაამატებინა
პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Jan 22 2009, 02:17 PM
პრინგლსის ჩიპსების შეფუთვის გამომგონებლის დამწვარი ნეშტის ფერფლის ნაწილი, შეფუთვის ანალოგიური ზომისა და ფორმის კონტეინერში მოათავსეს და დამარხეს.
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: May 19 2009, 08:16 AM
KAIROS
ციტატა
მერე რაო, რა თქვა ქმარმა? შეუნდო და აპატიაო და რა ვიცი
ის მაინც თუ გაარკვია ქმარმა თავისი შვილი რომელი იყო?
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 19 2009, 03:58 PM
ციტატა
ის მაინც თუ გაარკვია ქმარმა თავისი შვილი რომელი იყო?
მაგას დნმ და მისი ჯანი
სხვა რამის გარკვევა უნდა შეეძლოს თუ არა
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: May 19 2009, 08:24 PM
KAIROS
ციტატა
მაგას დნმ და მისი ჯანი სხვა რამის გარკვევა უნდა შეეძლოს თუ არა
ხოდა მაგდენი თუ მოიფიქრა თქო ეგ მაინტერესებდა,
ისე მაგარი ოჯახი ექნებათ მაგათ ნამეტანი,
პოსტის ავტორი: BOO თარიღი: May 19 2009, 08:59 PM
ციტატა(KAIROS @ May 19 2009, 05:09 AM)
ჰო, იცოდით თუ არა რომ ამ დღეებში ამერიკაში დაიბადა ორი ტყუპი... რომლებიც ერთმანეთის ძმები არ არიან
ანუ ორი სხვადასხვა მამისაგან ჩაისახნენ ერთიდაიგივე დღეს
...
ეგ არც ვიცოდი შესაძლებელი იყო თუ არა საერთოდ
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: May 19 2009, 09:25 PM
BOO
ციტატა
ეგ არც ვიცოდი შესაძლებელი იყო თუ არა საერთოდ
კი, ეგეც შესაძლებელია.
ერთი წლის წინ დაიბადნენ ტყუპი ბიჭები, რომლებიც ჩაისახნენ სხვადასხვა
დღეს, დაახლოებით 3-4 დღე იყო განსხვავება.
ოღონდ დაიბადნენ 28 კვირიანები, ერთ-ერთი ინკუბატორიდან
თვენახევარში გამოწერეს, მეორემ კი 2 თვეზე მეტი გაატარა იქ,
დღეს კი უკვე კარგი მოზრდილი კაცუნები არიან
გუშინ გახდნენ 1 წლისები, პატარა, ანუ გიორგი, ჩვენი ნათლული ბრძანდება
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 12 2009, 11:15 PM
ჰა, ეხლა მივაგენ.. იცოდით რომ არსებობენ ქალაქები, რომლებიც ასევე ჩემულობენ, თუ მართლა არიან, კაცმა არ იცის, რომ რომივით 7 ბორცვზე არიან აშენებულები
ესე იგი კაი გემრიელი სიაა და მათ შორის შემხვდა:
ბარსელონა
ციტატა
said to be built on Mont Tàber, La Rovira, El Coll, El Carmel, La Peira, El Putxet and Montjuïc
ედინბურგი
ლოს ანჯელესი
მოსკოვი (მე არ ვიცოდი :|)
სიეტლი
და ა.შ.
პოსტის ავტორი: ninela თარიღი: Aug 16 2009, 04:31 PM
მზის სისტემის პლანეტებისგან განსხვავებით, საათის ისრის საწინააღმდეგოდ მხოლოდ ვენერა ბრუნავს
ყოველწლიურად მსოფლიოში 2 000 მეტი ცაცია იღუპება, რისი მიზეზიც მემარჯვენეებისათვის შექმნილი მოწობილობის ექსპლოტაციის წესების დარღვევა ხდება
ავსტრალიაში უფრო მეტი კურდღელია ვიდრე ჩინეთში ადამიანი
ერთ წუთში მზე იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე დედამიწა მთელი წლის განმავლობაში ხარჯავს
საშუალო იაპონელი ყოველდღიურად ტელევიზორთან 9 საათს ატარებს, გაცილებით მეტ დროს ვიდრე ნებისმიერი სხვა ერის წარმომადგენელი
საფრანგეთის მეფეს ლუდოვიკო მეთოთხმეტეს 413 საწოლი ჰქონდა
მამაკაცები თვითმკველობას 3 ჯერ უფრო ხშირად მიმართავენ, ვიდრე ქალბატონები. სამაგიეროდ ქალბატონებში 3 ჯერ უფრო ხშირია თვითმკველობის მცდელობა, რაც რატომღაც 80 პროცენტი უშედეგოდ მთავრდება
23 წლის ამერიკელმა გოგონამ, რომელმაც გონება უეცრად დაკარგა, აზრზე მოსვლის შემდეგ 120 ენაზე დაიწყო საუბარი, რომელთა უმეტესი ნაწილი დიდი ხნის წინ იყო დაკარგული. მეცნიერები ამ ფენომენის ახსნას ვერ პოულობენ
ვატიკანის ეროვნუ ჩემპიონატშუ მონაწილეობენ ისეთი საფეხბურთო კლუბები, როგორებიცაა: “ტელეფოსტა”, “გვარდიელები”, “ბანკი”, “ბიბლიოთეკა”, “მუზეუმის ნაკრები” და სხვა…
თვითმფრინავის შავი ყუთი სტაფილოსფერია
პოსტის ავტორი: ninela თარიღი: Aug 16 2009, 04:52 PM
იხვის ყიყინს არ აქვს ექო (რატომ არავინ არ იცის)
სპილო არის ერთადერთი ცხოველი რომელსაც არ შეუძლია ხტომა
ორგანიზმის ყველაზე ძლიერი კუნთი არის ენა
ყველა თეთრი დათვი არის ცაცია
პეპელას ფეხებში აქვს გემოს გრძნობა
ტარაკანას შეუძლია იცოცხლოს 9 დღე თავის გარეშე. (ისიც იმიტომ მოკვდება რომ საჭმელს ვერ შეჭამს)
თვალ ღია ვერასდროს ვერ დააცემინებ
.ტომას ედისონს (მაგან გამოიგონა ნათურა) სიბნელის ეშინოდა
ნიანგი საკუთარ შვილსაც ჭამს, მაგრამ ერთი ჯიშის ჩიტს არაფერს არ უშავებს მიუხედავად იმისა რომ ის მის კბილებში იჩიჩქნება.
.ზამთარში ნიანგი ქვებს ყლაპავს რომ როცა ძინავს წყლის ფსკერზე – ზედაპირზე არ ამოტივტივდეს.
საფრანგეთში და კალიფორნიაში 18 წლამდე აკრძალულია მზის აბაზანები.
ამერიკაში დაშვებულია მოსამართლემ გამოიძახოს ძაღლი როგორც მოწმე
პაბლო პიკასოს სრული სახელი იყო ასეთი: “Pablito Diego Jose Santiago Francisco de Paula Juan Nepomuceno Crispin Crispiniano de los Remedios Cipriano de la Santisima Trinidad Ruiz Blasco y Picasso Lopez”.
ციფრი “0″ გამოიგონეს ინდოეთში მეხუთე საუკუნეში, მაშინ როდესაც ევროპაში რომაული ციფრები გამოიყენებოდა და ძალიან უძნელდებოდათ ანგარიში.
Yahoo იშიფრება როგორც “Yet Another Hierarchical Officious Oracle” ანუ ქართულად “კიდევ ერთი იერარქიული აბეზარი წინასწარმეტყველება”.თავად სიტყვა Yahoo კი ნიშნავს პირუტყვს.
პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 11 2009, 04:59 AM
ციტატა(KAIROS @ Nov 11 2009, 03:18 AM)
იცოდით თუ არა რომ...
ჩვენთვის საკმაოდ ნაცნობი კარტოფილი "Fრი" , რომელსაც ხშირად მივირთმევთ მაკდონალდსში ან სხვა "FასტFუდ"-ებში და რომელიც სულ რაღაც 120 გრამს იწონის...
თავისი კალორიულობით უტოლდება...
საქონლის შემწვარი ხორცის...
400 გრამს!
ანუ შეიცავს ლამის 400 კალორიას (ზუსტად 360 კალორია კარტოფილი და კეტჩუპი (30გრ) 30 კალორია, სულ 390 კალ.)
აუფ
ეუფ რამდენ კალორიულს ურახუნებ ხოლმე საშაურმეებში
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 14 2009, 01:10 PM
წყალი იპოვეს მთვარეზე
გაყინული...
გუგული დეიდამ მახარა.. აგე ინფოც:
http://news.nationalgeographic.com/news/2009/10/091008-nasa-moon-bombing-lcross-water-crash.html
http://news.yahoo.com/s/afp/20091113/ts_afp/sciencespaceusmoon
http://science.nasa.gov/headlines/y2005/14apr_Moonwater.htm
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Nov 14 2009, 02:48 PM
ქევანა
კაი ამბავია
იაჰო პაპიდამ გამაგებინა დილით :K
პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 29 2010, 11:39 PM
იცოდით,რომ ლონდონში "ნოკიას" მოდიფიცირებული ტელეფონი წარმოადგინეს,რომელიც "კოკა-კოლათი" იტენება და 3-4-ჯერ მეტხანს მუშაობს,ვიდრე ტრადიციულ ლითიუმ-იონურ აკუმლატორზე. ენერგიას აკუმლატორი გლუკოზიდან იღებს,ამიტომ მასში ლიმონათის ან სხვა ნებისმიერი ტკბილი სითხის ჩასხმაც შესაძლებელია.
რას არ მოიგონებს კაცი
იცოდით,რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანი - 2,47სმ სიმაღლის თურქი სულთან კოსენია,ხოლო ყველაზე დაბალი - 43სმ სიმაღლის ჩინელი ჰე პინპინი.
აი ისინიც:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: laziale თარიღი: Feb 19 2010, 02:48 PM
ციტატა(კანონისტი @ May 28 2008, 12:48 PM)
იცოდით თუ არა, რომ რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბატონ ვიაჩესლავ კოვალენკოს მიღებული აქვს 55 საპროტესტო ნოტა, რითიც შანსი აქვს რეკორდსმენთა სიაში მოხვდეს
პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 19 2010, 02:53 PM
სოფი
ენერგიას გლუკოზიდან ვერ მიიღებს რადგან ამისთვის მინიმუმ ცოცხალი ურგანო უნდა ჰქონდეს, მაგრამ სოდა რომ მოწმედებს ელემენტის აქტიუ ნაწილზე ცხადია, ამიტომ დაიტენება ნებისმიერი ტუტე -სოდიანი სითხით მაგრამ არა თაფლიანი წყლით ან ტკბილი ჩაით.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 20 2010, 03:37 AM
რამოდენიმე გავრცელებული შეცდომა:
ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, როგორც შეუკამათებელ სიმართლედ, ისეთ რამეს, რომელიც მეცნიერთა ბოლო დროინდელი აღმოჩენებით, სრულიად მცდარი და სახიფათო აღმოჩნდა, ხშირად გვგონია, რომ თავს კარგს ვუკეთებთ და სინამდვილეშკი პირიქით კი ვაზიანებთ,
Harvard Health Publications 2010
გვთავაზობს სიას;
ყურის გამოწმენდა ბამბით, თურმე არანაირად არ შეიძლება, ნებისმიერ ყუთზეც აღნიშნულია, რომ ბამბით ანუ cotton-fioc-ით მხოლოდ ყურის ნიჟარის გარეთა გასუფთავება შეიძლება, ხოლო შიგნით კი გარდა იმისა, გამოსწმენდ მასას შიგნითვე დევნის, ამავდროულად აზიანებს კიდეც მილს.
კბილების ძლიერად გამოხეხვა კი მხოლოდ აზიანებს კბილებს და არაა რეკომენდირებული, ზედმეტი გადატვირთვაც ვარჯიშის დროს არის ძალიან სახიფაოთო, ხოლო სიცხის დროს კი ჭამისათვის თავის არიდება და გაცივების დროს კი ბევრი ჭამაც, შეცდომაა, ნორმალური კვება ორივე შემთხვევაში სასარგებლოა.
ჩემი ყველაზე დიდი გაოცება იმან გამოიწვია, რომ თურმე ბევრი წყლის დალევაც არ შეიძLება, წყალი მხოლოდ მაშინ უნდა დაილიოსო, როცა სხეული გთხოვს ანუ გწყურიაო...
მოდი და ნუ ენდობი
წყაროები: Shmerling R. The Little Things We Do, and We Just Can't Stop - From twirling cotton swabs in our ears to starving a fever—habits with little purpose, and some that do harm. Harvard Health Publications 2010.
პოსტის ავტორი: soso_soso თარიღი: Apr 20 2012, 05:39 PM
ნაპოლეონს თურმე ჰიპოლეიკოფობია ჭირდა ანუ თეთრი ცხენის შიში
პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Apr 26 2012, 10:45 AM
soso_soso
არადა, ა ბატონო - თეთრ ცხენზე ამხედრებული ნაპოლეონი! : D
http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Oct 3 2012, 07:14 PM
მტრის დამარცხება თუ გსურს - აღზარდე მისი შვილები
"სოციალურ პარადიგმებში ამ ცვლილებების ინდიკატორი, - ამტკიცებს ვულფი თავის სტატიაში სათაურით: "გამორთეთ თქვენი ტელევიზორი", რომელიც 1999 წელს "The New Federalist"-ში გამოქვეყნდა, - არის ის ღირებულებები, რომელსაც ახალგაზრდული პოპ-კულტურა ახორციელებს. ის ასიმილირდება, გადმოიტანება თვით იმ დაწესებულებებიდან, რომლებიც განსაზღვრული დროის განმავლობაში მშობლებს ცვლიან (მაგ.: სკოლიდან). საზოგადოებაში ღირებულებების შეცვლა თუ გსურს, ყველაზე ადვილად ამას გააკეთებ თუ მთელს ყურადღებას ახალგარზდობაზე გადაიტან და მთელი საზოგადოებისთვის ამ იდეების თავსმოხვევაზე დროს არ დაკარგავ".
ტავისტოკის ინსტიტუტის ერთ ერთი დამაარსებელი, ერიკ ტრისტი და სოციალური ტექნოლოგი ფრედ ემერი 1970 წელს დაწერილ ორ ნოვატორულ წიგნში, ჰყვებიან იმ გამაოგნებელ ეფექტზე, რომელიც თავისი არსებობის ოცი წლის განმავლობაში მოახდინა ტელევიზიამ ამერიკულ საზოგადოებაზე. ტრისტმა და ემერიმ განაცხადეს, რომ სატელევიზიო ჩვენების პროცესი არსებითად ტვინების ჩარეცხვის მექანიზმს უდრის. მათ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი ტელეგადაცემის ყურება (მისი შინაარსისდა მიუხედავად) აზროვნების კოგნიტიურ პროცესებს აქვეითებს და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ნარკოტიკის მსგავს ეფექტს ახდენს, რომელიც ჩვეულებრივ მაყურებელს შთაგონებად და მანიპულირებად სუბიექტად გარდააქცევს. გარდა ამისა, მათ აღმოაჩინეს, რომ ეს ტვინჩარეცხილი ზომბები, ისტერიულად უარყოფდნენ მათზე რაიმე ზეგავლენას, და იმასაც კი ამტკიცებდნენ, რომ მსგავსი მანიპულაციები მათ აზროვნებაზე საერთოდ შეუძლებელია.
ტრისტი და ემერი ამტკიცებდნენ, რომ ტავისტოკის ინსტიტუტის საერთაშორისო ცენტრები ტვინების ჩარეცხვის სფეროში, შეიქმნა ერთადერთი მიზნით - გაამყაროს მსოფლიოს პოსტინდუსტრიალური მოწყობის პარადიგმის ცვლილებები. ბილდერბერგის კლუბის ერთ ერთი პრიორიტეტული ამოცანაა - ნულოვანი ზრდის მქონე პოსტინდუსტრიული საზოგადოების შექმნა. ტრისტის განცხადებით ბილდერბერგის კლუბის მიზანია ეს ცვლილება შეუქცევადი გახდეს. როგორც ტრისტი, ასევე დოქტორი ალექსანდრე კინგი, მხარს უჭერდნენ "ახალი მსოფლიო წესრიგის სასარგებლოდ მასების აღზრდის კამპანიას, ეროვნული წინააღმდეგობის ნარჩენების გატეხვის მიზნით, განსაკუთრებით აშშ-ში" (და ეს ტავისტოკის მიერ შემუშავებული მოდელის მიხედვით). მართლაც, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გამოყენებულ საშუალებათა კომპლექსი საკვანძო მნიშვნელობისაა, როგორც მოსახლეობის დიდი ჯგუფების გონებრივი "გასუფთავების", ასევე ინდივიდუალური, მორალური პასუხისმგებლობის შეზღუდვის თვალსაზრისით. ტრისტისა და ემერის ერთ ერთი პროგნოზი იმაში მდგომარეობდა, რომ მათი გეგმა თუ განხორციელდებოდა, XX საუკუნის მიწურულს შეერთებული შტატები გახდებოდა ფაშისტურ-პოლიციური სახელმწიფო და რაოდენ მართლები იყვნენ ისინი!
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 4 2012, 12:30 AM
ციტატა
არადა, ა ბატონო - თეთრ ცხენზე ამხედრებული ნაპოლეონი! : D
აი სწორედ მანდაა დამარხული ძაღლის თავი.
მე და სოსო ერთ გუნდში ვიყავით- ,,რა სად როდის'' ში . ხოდა მანდ შეგვხვდა ეგ კითხვა.
ანუ რა არის-,,ჰიო ლეიკო ფობიაო?''
მე ვამბობდი-ჰიპო ცხენია , ლეიკო თეთრი , ფობია შიში. ე.ი. თეთრი ცხენების შიში ქონდაო. და არ დამიჯერეს.
სინამდვილეში მაგ დროს წითელ ცხენზე იჯდა და მხატვარმა დახატა თეთრზე...
პოსტის ავტორი: ხრიდოლიონი თარიღი: Oct 6 2012, 09:20 PM
ციტატა
მაგ დროს წითელ ცხენზე იჯდა
სად იშოვა ნეტა წითელი ცხენი
პოსტის ავტორი: qarizma თარიღი: Nov 22 2012, 04:17 PM
ტისკს ქართულად გირიგი ჰქვია
პოსტის ავტორი: qarizma თარიღი: Nov 22 2012, 04:27 PM
ჯონ ევანსმა კნოსოსის სასახლის გათხრები 1900 წლის 23 მარტს, დილის 11 საათზე დაიწყო.
პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 9 2013, 06:08 PM
აკაკი
ციტატა
მტრის დამარცხება თუ გსურს - აღზარდე მისი შვილები
"სოციალურ პარადიგმებში ამ ცვლილებების ინდიკატორი, - ამტკიცებს ვულფი თავის სტატიაში სათაურით: "გამორთეთ თქვენი ტელევიზორი", რომელიც 1999 წელს "The New Federalist"-ში გამ
ძლივს მეორე ადამიანი ვნახე ამაზე გული რომ შესტკივა!
თქვენის ნებართვით 2013 წლისთვის შემოტანილ სიტყვებს გაგაცნობთ რომლებსაც, ვწერთ სხვანაირად, ვამბობთ სხვანაირად, ვგულისხმობთ სხვანაირად და რომელიც აზროვნებას გვიქვეითებს 0.0001 %-ზე
http://martlmadidebeli.wordpress.com/scoriqartuli/
*** – Virtual (ვირტუალური)
ნამდვილი – Realy (რეალური)
მამული – Patriot (პატრიოტი)
ყინული, *** – Ice, Berg (აისბერგი)
თვდასხმა – Аggression (აგრესია)
კრებული – Album (ალბომი)
მოწოდება – Slogan (სლოგანი)
ნაწილაიკი – Particle (პარტიკლი)
პირველი – Premier (პრემიერი)
*** – Minister (მინისტრი)
არე – Sphere (სფერო)
ჰაერი – Air (აირი)
უსაფრთხო – Safe (სეიფი)
წნეხი – Press, Depress (პრესი, დეპრესია)
ადამიანი – Human (ჰუმანი)
ადამიანური – Human (ჰუმანური)
ნიშანი – Sign
ზრახვა – Design (დიზაინი)
მზრახველი – Designer (დიზაინერი)
ბროშურა – Booklet (ბუკლეტი)
გამოცემა – Serial (სერიალი)
სახსარი, საშუალება – Resource (რესურსი)
ქმედითი – Action (აქტიური)
სიბრძნეთმეტყველება – Philosophy (ფილოსოფია)
მოწყობილობა – Technic (ტექნიკა)
პირობები, განაწესი, წყობილება, მმართველობა – Regime (რეჟიმი)
ცნობიერება, სარწმუნოება – Religion (რელიგია)
ღირებულება – Culture (კულტურა)
ყურადღების მიქცევა, დაკვირვება, წადილი – Interest (ინტერესი)
გამაგრებული, მდგარი – Fix (ფიქსირებული, დაფიქსირება, ფიქსაცია)
თარგმნა – Translate (ტრანსლაცია)
წარდგენა – Presentation (პრეზენტაცია)
ჩვენება – Show (შოუ)
სრიალი – Slide (სლაიდი)
ნაწილი – Part (ფართი)
საზოგადოება – Company, Corporation (კომპანია, კორპორაცია)
ამპარტავანი, პატივმოყვარე, ზვიადი, ამაყი – Ambition (ამბიცია, ამბიციური)
ამოცანა – Problem (პრობლემა)
გეგმა – Project, Plan (პროექტი)
მიდამო, დარგი, არეალი – Territory (ტერიტორია)
ნიმუში, მიღებული ზომა – Standard (სტანდარტი)
ზღვარი – Limit (ლიმიტი)
ზღვრული, მიღებული ზღვარი – Normal (ნორმალური)
შეტყობინება, წერილი – Message (მესიჯი)
პირდაპირი – Live (ლაივი)
გამუდმებული – systematic (სისტემური)
მსგავსი, იგივე, შესაბამისი – parallel (პარალელური)
ბუნებრივი – Natural (ნატურალური)
ადათ-წესი, წეს-ჩვეულება – Tradition (ტრადიცია)
გამრავლება – Copy (კოპირება)
გადაცემა – Translation (ტრანსლირება)
გამოთვლა, განჭვრეტა – Prognosis (პროგნოზი)
საგანი – Object (ობიექტი)
სარკმელი – “ფანჯარა”
სვლა, მიმდინარეობა, მსვლელობა – Course (კურსი)
გამოცხადება, განცხადება – Announce (ანონსი)
ხუმრობა – Humour (იუმორი)
საქართველო – Georgia (ჯორჯია)
სვეტი, ბოძი – Post (პოსტი, დაპოსტვა)
ბარათი – Card (ქარდი)
მასპინძელი – Host (ჰოსტი, ჰოსტინგი)
დამახასიათებელი – Parameter (პარამეტრი)
გარემოცვა, თვისება – Setting (სეთინგი)
მონაცემი, ცნობები – Data (დატა)
ფუძე, საყრდენი, საფუძველი – Base (ბაზა)
ნაკლი – Fault (ფაულტ)
სადგური – Station, Port (სტეიშენ)
კარიბჭე – Portal (პორტალი)
მარჯვე, მარდი, მოხერხებული – Skil (სკილი)
საკუთარი გამოცდილების კრებული – CV (სივი)
ოსტატი – Master (მასტერი)
საქმოსანი – Businessman (ბიზნესმენი)
მკეთებელი – Professional (პროფესიონალი)
გამოცდილება – Experience
მცოდნე – Expert (ექსპერტი)
საგანგებო – Special (სპეციალური)
შერცხვენა – Scandal (სკანდალი)
უმცირესი – Minimum (მინიმუმი)
უმეტესი – Maximum (მაქსიმუმი)
შემოქმედებითი – Creative (კრეატიული)
შექმნა – Create (კრეატე)
მოხელე, მოსამსახურე – Official (ოფიციალური)
ახსნა, შენიშვნა – Comment (კომენტარი)
ნამდვილი, ჭეშმარიტი – Reality (რეალური)
დამცველი, მომხრე – Advocate (ადვოკატი)
მოვლენა – Fact, Effect (ფაქტი, ეფექტი)
დაკავშირებული – Communicate (კომუნიკაცია)
დაკავშირებული სადენით – communi cable (კომუნიკაბელური)
სადენი – Cable (კაბელი)
მნიშვნელოვანი, საყურადღებო – Serious (სერიოზული)
დამუშავება, მსვლელობა – Process (პროცესი)
ნიშანი – Symptom (სიმპტომი)
დახასიათება – Recomend – (რეკომენდაცია)
ერთიანი – Compact (კომპაქტური)
ოქმი, შედგენილი ქმედება – Protocol (პროტოკოლი)
მოყვანილობა, სახეობა, სახე- Form, model (ფორმა, მოდელი)
ღილაკბები, ღილაკების დაფა – Keyboard (კლავიატურა)
დაწესებულება – Organ, Organism (ორგანო, ორგანიზმი)
გამოსახულება, გარეგნობა – Figure (ფიგურა)
მართვა – Control (კონტროლი)
ზუსტი – Punctual, Concrete (პუნქტუალური, კონკრეტული)
სრული, მთლიანი – Absolute (აბსოლიტური)
მდგრადი – Stabilisation (სტაბილური)
ხელშეკრულება – Contract (კონტრაქტი)
ვითარება – Situation (სიტუაცია)
შეთანხმება – Consensus (კონსესუსი)
სამხედრო – Army (არმია)
*** – Comedi (კომედია)
ჯამბაზობა – Acrobat (აკრობატი)
უზარმაზარი – Grandiose (გრანდიოზული)
გაერთიანება – Associate (ასოციაცია)
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 9 2013, 06:12 PM
Martl_madidebeli
შენ ის გავიწყდება რომ ენა ცოცხალი "არსებაა"
პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 9 2013, 06:16 PM
ikanosi
ვაიდა არ დამავიწყდა და მახსოვს?
ვაიდა ვიცი რომ ცოცხალის განვითარება და ცოცხალის ხრწნა სულ სხვადასხვა რამაა?
ვაიდა თქვენ გავიწყდებათ ქრისტეს მოწოდებანი???
ღმერთმა ენა აურია რათა გმობაში არ გაერთიანებულიყვნენ ხალხები და დღეს ამ გაერთიანებას გმობაში განვითარებას ეძახით?
ინგლისური ენის შემოტანას და globalization-ის აღსრულებას ენის განვითარებას ეძახით?
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 9 2013, 06:19 PM
Martl_madidebeli
ციტატა
ვაიდა ვიცი რომ ცოცხალის განვითარება და ცოცხალის ხრწნა სულ სხვადასხვა რამაა?
ქართულში მრავლადაა ისეთი სიტყვებიც რომლებიც სხვა ენიდანაა შემოტანილი. ისეთი სიტყვები, როგორებიცაა "ქალაქი”, "ქუჩა”, "ოთახი”, "ფანჯარა”, სირიული და სპარსული წარმოშობისაა
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 9 2013, 06:21 PM
Martl_madidebeli
სამი პოსტი დაწერე ფორუმზე და ზემოდან კი არა მეცხრე ციდან იყურები. რამ გაგამწარა, ხომ არ გგონია ოროსნები არიან ამ ფორუმზე?
პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 9 2013, 06:23 PM
ikanosi
და მერე მაგის გამო რა უდნა დავთმოთ?
რახან ეგ უცხო სიტყვებია ავდგეთ და ასე ვილაპარაკოთ:
მე ვახდენ სქმის კეთების მოხდენის გაკეთებას?
მე გაჩვენებ სრიალ ჩვენებას
მე ძალიან შემქმნელური ვარ
და საერთოდ რატო უდნა გავხრწნა ენა როცა შეიძლება განვითარდეს, მე არ მჭირდება ის სიტყვები გამოვიყენო რომელიც ენას არ ანვითარებს მითუმეტეს სხვანაირად ვწერდე და სხვანაირად ვიაზრებდე
ამ ფორუმზე არ მოველოდი ამ შეპასუხებას
afxazi
ცილისწამება არ არის კარგი
და არც post ვიცი რა არის
ციტატა
სამი პოსტი დაწერე ფორუმზე და ზემოდან კი არა მეცხრე ციდან იყურები. რამ გაგამწარა, ხომ არ გგონია ოროსნები არიან ამ ფორუმზე?
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 9 2013, 06:25 PM
Martl_madidebeli
ციტატა
ცილისწამება არ არის კარგი
შენს ნაწერებში ეს იგრძნობა.
პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 9 2013, 06:26 PM
afxazi
ციტატა
შენს ნაწერებში ეს იგრძნობა.
ძალიან გთხოვთ ჩემს სიტყვებს ნუ იმეორებთ ეგ ეხალხანს ვთქვი რომ უკვე ვგრძნობ რომ ცილს მწამებთ
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 9 2013, 06:27 PM
Martl_madidebeli
ციტატა
ძალიან გთხოვთ ჩემს სიტყვებს ნუ იმეორებთ ეგ ეხალხანს ვთქვი რომ უკვე ვგრძნობ რომ ცილს მწამებთ
ვიგულისხმე, რომ შენს ნაწერებში აგრესია იგრძნობა. ამიტომ სიმშვიდისკენ მოგიწოდებ.
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 9 2013, 06:27 PM
Martl_madidebeli
მოდი ასე ვთქვათ შენ ისაუბრე როგორც გინდა ისე, მაგრამ სხვას შეგიძლია მხოლოდ მოუწოდო და არა ძალა დაატანო ენას რყვნი და ა.შ
ასეთი მეტყველება როგორც შენ დაწერე, ზეპირ მეტყველებაშია მხოლოდ გავრცელებული, ხოლო მწიგნობრული მეტყველება თავს არიდებს ყველანაირ კალკსა და ბარბარიზმს
პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 9 2013, 06:29 PM
ikanosi
ikanosi
ციტატა
სეთი მეტყველება როგორც შენ დაწერე, ზეპირ მეტყველებაშია მხოლოდ გავრცელებული, ხოლო მწიგნობრული მეტყველება თავს არიდებს ყველანაირ კალკსა და ბარბარიზმს
ეჰ მეც ეგ არ მინდა? მაგრამ დღეს უკვ ელიტერატურას ებრძვიან.
ხვალე ეგეც აღარ დარჩება და მერე გვიანიქნება რომ მივხვდებით რომ ბრძოლის ხაზი სულ სხვაგან იყო
afxaziდამიჯერე შენ არასწორედ აფასებ ნაწერით ადამიანებს
აგრესია ანუ თავდასხმა მე არ მახასიათებს, ვითმენ, ვითმენ და ბოლოს შეიძლება ამოვხეთქო ხოლმე მაგრამ აქ სათავმდასხმელო რა ნახე?
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 9 2013, 06:34 PM
Martl_madidebeli
ციტატა
ეჰ მეც ეგ არ მინდა? მაგრამ დღეს უკვ ელიტერატურას ებრძვიან.ხვალე ეგეც აღარ დარჩება და მერე გვიანიქნება რომ მივხვდებით რომ ბრძოლის ხაზი სულ სხვაგან იყო
თავად შეეცადე ისაუბრო გამართულად, შემდგომ სხვა მოგბაძავს და ასე
პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 9 2013, 06:38 PM
ikanosi
აბა რა გითხრა არ ვიცი, სანამ წესიერად და გამართულად ლაპარაკს დავიწყებდე მანამდე ხომ არ ინებებთ რომ გააზრებულად იკითხონ ხოლმე ჩემი ნაწერი?
ამის ჩათვლით http://church.ge/index.php?s=&showtopic=3900&view=findpost&p=723836
რომ წაიშალოს ახალი წერილები კაი სასაუბრო თემა დაგვიგროვდება
პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Mar 28 2013, 04:19 PM
კრანიოლოგია თავის ქალას შეისწავლის
აკაკი წერეთელმა თარგმნა და გადმოაკეთა კრილოვის ას ორმოცდათორმეტი იგავი
იაპონურ ქალაქ კობეს ,,გურმანების მექას" უწოდებენ
ჯონ ევანსმა კნოსოსის სასახლის გათხრები 1900 წელს 23 მარტს დილის 11 საათზე დაიწყო
,,ინდოეთის ლერწამი" ბამბუკის მეტსახელია
ბოსტვანის ქ. კასანეში ბაობაბის ფუღუროში ციხის საკნებია განლაგებული
აღზევანი-თურქეთის დასახლებული პუნქტის ყალიზმანის ძველქართული სახელწოდება
ყველაზე მეტი 38387 ქულა ნბა-ში ჩაგდებული აქვს ქარიმ აბდულ ჯაბარს
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 29 2013, 12:36 AM
qarizma2
საინტერესოა...
პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jul 25 2013, 01:31 AM
არაფერიც არ ვიცოდი რეებიც აქ წერია
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 25 2013, 09:13 AM
ციტატა(qetevano @ Jul 25 2013, 01:31 AM)
არაფერიც არ ვიცოდი რეებიც აქ წერია
არც მე ვიცოდი ბევრი რამ
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 25 2013, 06:52 PM
G_saxva
qetevano
სამაგიერში სოსომ იცის, მარა რათ გინდა , მოსიძე რომ სხვამს კიტხვას ამას პასუხი ავიწყდება. მხოლოდ მაშინე გაახსენდება ხოლმე , როდესაც დროა გასული...
პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jul 25 2013, 09:52 PM
კარგი ბავშვი გაიზრდება სოსო ისე...
პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 26 2013, 12:13 AM
ციტატა
სამაგიერში სოსომ იცის, მარა რათ გინდა , მოსიძე რომ სხვამს კიტხვას ამას პასუხი ავიწყდება. მხოლოდ მაშინე გაახსენდება ხოლმე , როდესაც დროა გასული...
შემარცხვინე ხოო? მომჭერი თავი ხოო? (მერე სესილია თაყაიშვილს რაც გასალანძღი უთქვამს ყველაფერი)
ციტატა
კარგი ბავშვი გაიზრდება სოსო ისე...
სპს ზემლიაკ
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 26 2013, 12:35 AM
qarizma2
ციტატა
სპს ზემლიაკ
საიდან დაასკვენი?
პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jul 26 2013, 12:50 AM
A.V.M
ჩვენ გარკვეული გვაქვს ეგ ამბავი უკვე
პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 26 2013, 12:54 AM
ციტატა
საიდან დაასკვენი?
http://church.ge/index.php?showtopic=9522&st=380
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 26 2013, 01:12 AM
ააა....
პირველში მინდა რომ შევკრიბო გუნდი...ცნობისათვის...
ოფდება თემა და თუ კიდევ დაგვიდებ რამე ახალს , გაგვიხარდება...
პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 26 2013, 02:38 PM
ციტატა
პირველში მინდა რომ შევკრიბო გუნდი...ცნობისათვის...
ამაზე პმ-ში მოგწერ
ციტატა
ოფდება თემა და თუ კიდევ დაგვიდებ რამე ახალს , გაგვიხარდება...
ეგნატე ნინოშვილს დაწერილი აქვს ნაწარმოები სახელად ,,მოსე მწერალი''
გადმოცემით, საქართველოში ვიზიტად მყოფ ნიკოლოზ პირველისთვის უღირს ქართველებს 1 ღამით მისთვის მაიკო ორბელიანი მიუგვრიათ, რის მერეც ეს უკანასკნელი ჭლექით დაავადებულა და გარდაცვლილა.
ერთი ვერსიით მარკო პოლო ვენეციის რესპუბლიკაში, ადრიატიკის ზღვის კუნძულ კორჩულაზე დაიბადა. დღეს ეს კუნძული ხორვატიის შემადგენლობაში შედის.
ნაპოლეონმა ჟოზეფინა ბოგ(ჰ)არნე 1795 წელს გაიცნო, მანამდე ჟოზეფინას 2 ქმარი ჰყავდა.
1867 წელს, ალასკა გაყიდვის მერე გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა, რის გამოც ერთ კვირაში ალასკაზე ორჯერ იყო ხუთშაბათი
ეს იყო რაც გამახსენდა, დანარჩენი მშობლიურ ქალქში რო დავბრუნდები მერე
პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Oct 22 2013, 11:55 AM
თურმე დინოზავრები იმიტომ გადაშენდნენ, რომ ნოემ კიდობანშ ვერ შეატია. იცოდით ეს?
პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Oct 22 2013, 02:50 PM
ციტატა
თურმე დინოზავრები იმიტომ გადაშენდნენ, რომ ნოემ კიდობანშ ვერ შეატია. იცოდით ეს?
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ მემგონი მთლად მართებული მსჯელობა არ უნდა იყოს ეს, მინიმუმ ახლადგამოჩეკილი დინოზავრი ჟირაფზე მაღალი და სპილოზე მსუქანი არ მგონია იყოს
პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Oct 22 2013, 05:26 PM
ციტატა(Atm@n @ Oct 22 2013, 11:55 AM)
თურმე დინოზავრები იმიტომ გადაშენდნენ, რომ ნოემ კიდობანშ ვერ შეატია. იცოდით ეს?
მაგას ისევ კომეტის ვარიანტი მირჩევნია...
პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Oct 22 2013, 07:50 PM
ციტატა
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ მემგონი მთლად მართებული მსჯელობა არ უნდა იყოს ეს, მინიმუმ ახლადგამოჩეკილი დინოზავრი ჟირაფზე მაღალი და სპილოზე მსუქანი არ მგონია იყოს
ეს ზოგიერთი მამაოს ვერსიაა. როგორც გუშინ მითხრეს
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 15 2013, 09:39 AM
1. მსოფლიოში ყველაზე დიდი გემია ”ზღვების მკვლევარი”. მისი სიგრძე აღემატება 1000 ფუნტს, რაც სამი საფეხბურთო მოედნის სიგრძეზე მეტია. “ზღვების მკვლევარი” სამი წლის მანძილზე იგებოდა და 600 მილიონი $ დაჯდა. ის 5000 ტონას იწონის. გემზე 1557 კაიუტაა, რომლებიც 5040 მგზავრს იტევს ეკიპაჟის წევრების ჩათვლით. “ზღვების მკვლევარზე” 5 რესტორანი, 14 კაფე, 15 ლიფტი, 4 აუზი, 6 ჯაკუზია. ასევე – საკალათბურთო და საციგურაო დარბაზები და თეატრი, რომელშიც 1350 კაცი ეტევა.
2. დედამიწაზე წელიწადი გრძელდება 365 დღე-ღამეს დამატებული 0.2421198 დღე. რაც უფრო მარტივად შემდეგნაირად გამოისახება:365 დღე-რამეს + 5 საათი 48 წუთი 46 წამი.
3. 1828 წლის 16 სექტემბერს შეიქმნა საახალწლო სიმღერა Jingle Bells.
4. ნობელის პრემიის ლაურეატის გამოცხადება ხუთ ენაზე ხდება: შვედურად, ფრანგულად, გერმანულად, ინგლისურად და რუსულად. სწორედ ამ ენებზე საუბრობდა თავისუფლად ალფრედ ნობელი. აქვე: ნობელის პრემიის დაჯილდოების პირველი ცერემონიალი 1901 წელს გაიმართა.
5. საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტე ალუტროფობიით იყო დაავადებული, მას კატების ეშინოდა.
6. 1928 ლწის 19 სექტემბერს ეკრანებზე პირველად გამოჩნდა მიკი მაუსი.
7. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის ყველაზე დაბალი იყო ჯეიმს მედისონი – 1 მეტრი და 62 სანტიმეტრი. ყველაზე მაღალი – აბრაამ ლინკოლნი – 1 მეტრი და 93 სანტიმეტრი.
8. პანინის მიერ შექმნილი სანსკრიტის გრამატიკა დაიწერა ქრისტეს შობამდე 350-250 წლებს შორის და მიჩნეულია ადამიანის გონების ერთ-ერთ საამაყო მონაპოვრად.
9. შოთა რუსთაველის პოემაში “ვეფხისტყაოსანი” 696-ჯერაა გამოყენებული “და” კავშირი.
10.მერლინ მონროს ნამდვილი სახელი და გვარია ნორმა ჯინ მორტინსონი. ნორმა თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი გახლდათ. იმ დროის გადმოსახედიდან საკმაოდ თავისუფლად და თამამად პოზირებდა კამერების წინ.1962 წლის აგვისტოში დიდი დოზით ნარკოტიკების მიღების გამო 36 წლის ასაკში მერლინ მონრო გარდაიცვალა. იგი XX საუკუნის სექს-სიმბოლოდაა აღიარებული.
11. დედამიწაზე ყოველდღიურად 27 ტონა კოსმოსური მტვერი ცვივა და ყოველ წუთს 27 529 124 ლიტრი ლუდი ისმევა.
12. ამერიკულმა ჟურნალმა “TIME”-მა 1943 წლის 4 იანვარს წლის ადამიანად იოსებ სტალინი დაასახელა.
13. მსოფლიოში პირველი ზოოპარკი 1793 წლის 10 ივნისს პარიზში გაიხსნა.
14. იტალიური კლასიკური და საოპერო მუსიკის გენიალური წარმომადგენელი ლუჩიანო პავაროტი დაიბადა 1935 წელს. იგი საკმაოდ პოპულარული და წარმატებული მომღერალი იყო. ლუჩიანო პავაროტის დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი: ის 160-ჯერ გამოიძახეს “BIS”-ზე. პავაროტი 2007 წლის 6 აგვისტოს გარდაიცვალა დილის 7 საათზე. მას კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო ჰქონდა.
15. 1925 წლის 1 იანვარს ნორვეგიის დედაქალაქს სახელი გადაერქვა: ქრისტიანია გახდა ოსლო.
16. ერთმა ექიმმა გამოაქვეყნა გაზეთში შემდეგი სარეკლამო განცხადება: “აშშ-ს მოსახლეობის დაახლოებით 50% ხმარობს სათვალეს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცხოვრება შეუძლებელია ყურების გარეშე”.- თავად ყურების ექიმი იყო.
17. როდესაც ენრიკო კარუზო დამწყები მომღერალი იყო, ერთ-ერთ პატარა ქალაქში მას მაყურებელმა დარბაზიდან კომბოსტო ესროლა. კარუზომ სიმღერა შეწყვიტა და შესძახა: ~აი, ვიღაცამ ჩემი სიმღერისგან თავიც კი დაკარგა.
18. იაპონიაში არსებობს დაუწერელი კანონი, რომ ქალიშვილი ზედიზედ ორი დღის განმავლობში ერთი და იგივე ტანსაცმელით არ უნდა მივიდეს. ამ კანონის მორალი იმაში მდგომარეობს, სხვამ არ იფიქროს რომ ქალიშვილს სახლში არ ეძინა.
19. ცნობილმა ბიზნესმენმა ლორდმა ლევერჰალმა ერთხელ თქვა:მე ვიცი, რომ ჩემს მიერ რეკლამაზე დახარჯული ფულის ნახევარი წყალში გადაიყარა. რა სამწუხაროა, რომ მე ვერასოდეს გავიგებ თუ რომელი ნახევარი გადაიყარა წყალში
20. ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე ხანმოკლე, ყველაზე ნელი და ყველაზე ჩქარი, ყველაზე განყოფადი და ყველაზე განვრცობილი, ყველაზე უგულვებელყოფილი და ყველაზე დასანანიის ურომლისოდაც არაფერი კეთდება, რაც ნთქავს ყოველივეს, რაც პატარაა და აცოცხლებს მას, რაც დიდია~ – ასე აღწერს ~დროს~ ზარატუსტრა.
ნაკადული:\ http://ucnauri.com/226194/20-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%92%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90-3/
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 16 2013, 03:00 AM
არ ვიცოდი
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 16 2013, 10:48 AM
A.V.M
ხო და აწი გეცოდინება
პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 18 2013, 03:51 PM
http://radikal.ru/fp/02cc54f7ccdf4f0893983c3712b65e24
აბა იცოდით? მამედოვები და ალიევები რა დღეში არიან ნწ ნწ
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 18 2013, 04:00 PM
qetevano
ვიცოდი
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 19 2013, 01:20 AM
qetevano
კოპეიკინა სადაა?
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 19 2013, 09:25 AM
A.V.M
ეგ პირველია, ბოლოდან
პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 19 2013, 02:00 PM
G_saxva
A.V.M
აუ ეღადავეთ თქვენნაირებს რიააა
თქვენი გვარები ხო სიის თავშია რას ამბობთ
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 19 2013, 02:10 PM
qetevano
ჩემი სადღაც მეასეზე იქნება ბოლოდან
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 20 2013, 01:57 AM
qetevano
ციტატა
თქვენი გვარები ხო სიის თავშია რას ამბობთ
კაი ბიჭებს , სია არა აქვთ ტო...
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 20 2013, 09:58 AM
ციტატა(A.V.M @ Nov 20 2013, 01:57 AM)
qetevanoკაი ბიჭებს , სია არა აქვთ ტო...
ეს კარგი იყო
პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 20 2013, 03:32 PM
A.V.M
ციტატა
კაი ბიჭებს , სია არა აქვთ ტო...
არც კაი გოგოებს
G_saxvaციტატა
ეს კარგი იყო
დაიწყო ერთმა, აჰყვა მეორე. ვაააახ
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 21 2013, 12:59 PM
qetevano
ნუ აოფებ სხვაგან იჭორავე უყურე ერთი ამას. !!!
პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 21 2013, 01:02 PM
G_saxva
გაოფება და ჩემი გვარის დაცინვა თქვენ დაიწყეთ.
პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2023, 08:24 PM
"პანდორას ყუთი" - ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, პანდორა იყო ულამაზესი ქალიშვილი, რომელსაც ზევსმა აჩუქა ყოველგვარი სნეულებით სავსე ყუთი"
"მე, როგორც დიაკვანს, წირვის შემდგომ, მწირველი მღვდლის კურთხევით, ბარძიმის მიღება მიწევს - წმინდა ნაწილთა მისაღებად იმ კოვზს ვიყენებ, რომლითაც მთელი მრევლი აზიარეს. თუ ლიბერალთა "ლოგიკას" გავყვებით, მაშინ მე მთლად "პანდორას ყუთი" უნდა ვიყო"
/ალექსანდრე ცანავა/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)