რელიგიის გაკვეთილების მნიშვნელობა სკოლებში ჩემი აზრით არის ძალიან დიდი.კარგია როცა ბავშვი პატარაობიდანვე შეიცნობს ჭეშმარიტებას.პირადად ჩემს მაგალითზე შემიძალია ვთქვა რომ , ამას უაღრესად დიდი როლი ენიჭება.დღესდღეობით დიდი დისკუსიები იმართება ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. არ ვიცი ეს თემა იყო თუ არა ფორუმში,თუ კი ბოდიშს ვიხდი განმეორებისთვის.
აუცილებელია !
ერთი შემიძლია ვთქვა:
ფორუმზე არის თემა: ვინ როგორ მივიდა ტაძარში. დიდი ინტერესით წავიკითხე ეს თემა და მივაქციე ყურადღება, რომ ბევრი სწორედ სკოლის მასწავლებლის გავლენით მოხვდა ეკლესიაში. თუ მაშინვე არ წასულა, მაინც ღრმა კვალი დაუჩენია სკოლაში მის სულში ჩათესილ სარწმუნოების მარცვლებს.
აქედან ერთი დასკვნა შემიძლია გავაკეთო: პრაქტიკულად ამას დადებითი შედეგი მოაქვს. თუმცა ვიცი, რომ ბევრი საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამს და თეოლოგიურად "დაამტკიცებს", რომ საჭირო არაა
მარიამი
სკოლებში რელიგიის სწავლასთან დაკავშირებით ძაან ხსირად ვეკამათები ისეთ ადამიანებს რომელიც საერთაშორისო კანონებით ამართლებს რელიგიის სწავლების გაუქმებას, შეთანხმებით ვერასდროს ვერ ვთანხმდებით იმიტო რო ის ადამიანი საჯარო სკოლის ფუნქციით უცხოეტში რაც არის ისე ამართლებს და მე კიდე ვთვლი რომ აუცილებელი არის და მორწმუნე ბავშვის უფლებებიც ირღვევა როდესაც აუქმებენ რელიგიის სწავლებას და სექსოლოგიის შეაქვთ მითუმეტეს როდესაც სასულიერო სკოლები თითზე ჩამოსათვლელია, და კიდევ არც ის არ მომწცონს უმცირესობის ხარჯზე უმრვალესობა ვერ ღებულობდეს რელიგოურ სწავლებას
უწმინდესის საშობაო ეპისტოლე
საერთოდ, მეცნიერებასთან ერთად და განათლებას ქვეყნის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწავლის პროცესში ხდება მომავალი თაობის ფორმირება პიროვნებად. ამიტომაც სკოლა და, ზოგადად, სასწავლებელი მარტო ცოდნას კი არ უნდა აძლევდეს მოზარდს, არამედ მან უნდა აღზარდოს იგი და ჩამოაყალიბოს თავისი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ. ამ საქმეში მეტად დიდია ოჯახისა და ეკლესიის როლი. სასწავლებელი, როგორც ხალხის მიერ დაქირავებული დაწესებულება, ვალდებულია, თავისი საქმიანობა წარმართოს საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და რადგანაც საზოგადოება ფაქტობრივად არის ოჯახთა ერთობლიობა და ეკლესია (რომლის წევრია ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა), განათლების სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ეკლესიისა და ოჯახის ტრადიციულ ღირებულებებს (ვისაც სურვილი აქვს განსხვავებულ გარემოში აღზარდოს შვილები, შეუძლია ეს კერძო სასწავლებელში განახორციელოს). ეს არის სწორედ იმის გარანტი, რომ მომავალი თაობა ავაცილოთ თუნდაც ისეთ საშინელ სენს, როგორიც არის ნარკომანია და სხვა მანკიერი გამოვლინებები
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ილიაII
ესეთი თემა იყოოოოოოოოოოოოოოოო
იყო და თან არც აქაა ამისა დგილი
დაუძახეთ ჩემს მეწყვილე აფხაზს, ჩვენთან წამოიღოს და შეაერთოს!
მე ვერ ვნახე ,მაგრამ განმეორებისტვის ბოდიშს გიხდით.
მარიამი
ვინც სკოლაში რელიგიას არ ისწავლის გამოყვება 2.
2 რო გამოყვება შეძულდება რელიგია
შეძულდეს?
m16
ნოდარიკო, მთავარი დაპოსტვა კი არაა, აზრიანის დაპოსტვაა მნიშვნელოვანი. ასე რომ, ჯობს ერთი დაწერო და ხარისხიანი, ვიდრე ასი და უაზრო...
პარდონ, მაგრამა სეა
თამარი_ცქნაფო
ვუიცი რომ ასეა
მაგრამ მე მესამე კლასამდე მასწავლიდნენ რელიგიას და მისი ხსენებაც არ მინდა ისეთი მასწავლებელი მყავდა..
რელიგია დამატებითი გაკვეთილი უნდა იყოს ვისაც უნდა დარჩება ვისაც არ უნდა წავა..
ჩემი აზრით სულიერება როგორც საგანი ისე არ უნდა განიხილებოდეს
თამარი_ცქნაფო
სხვადასხვა რელიგიების ისტორიები მსოფლიო ისტორიის წიგნებში,"წყაროებშია"მოხსენიებული.
თანაც რელიგიაში ძველი და ახალი აღთქმაა აღწერილი და რა ქნას სხვა რელიგიის მიმდევარმა?გავაგდოთ კლასიდან??
ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ერთმანეთში ვურევთ, რელიგიის საგანსა და საღვთო სჯულს... გასაგებია, რომ ქრსტიანები ვართ და გვსურს, ქრისტიანობა ზედმიწევნით ისწავლებოდეს, მაგრამ მშინ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ სახელმწიფო რელიგიად არ გვაქვს ქრისატიანობა გამოცხადებული და ამიტომ სავალდებულოდ ვერაფერს დავაკანონებთ...
თამარი_ცქნაფო
და რატომ არ გვაქვს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული??
მემგონი დროა პატრიარქმა იზრუნოს ამაზე
m16
თამარი_ცქნაფო
პარლამენტი რა შუაშია კანონიკაში ცვლილებების შეტანის უფლება მხოლოდ პატიარქს არ აქვს?>??
m16
თამარი_ცქნაფო
ჩემი აზრით უნდა ისწავლებოდეს, ამას პირადი გამოცდილებიდან ვამბობ.
აღარ მახსოვს ზუსტად ალბათ ასე მე-7-8 კლასში ვიქნებოდი რელიგიის კაკვეთილები რომ გვიტარდებოდა, მგონი ერთი სემესტრიც არ გაგრძელდა, მაგრამ ჩემზე გავლენა ნამდვილად იქონია, მახსოვს მასწავლებელი ლოცვებს გვაწერინებდა რვეულში (დღესაც მაქვს შენახული ) სწორედ მაშინ დავიწყე პირველად დილა-საღამოს ლოცვების კითხვა (მოკლე ვარიანტის)
სხვათაშორის დიდი სიამოვნებით ვესწრებოდით და ძალიან დაგვწყდა გული რომ შეწყდა გაკვეთილები.
რაც შეეხება სხვა აღმსარებლობის ბავშვებს მათთვის ნუ იქნება სავალდებულო და მგონი პრობლემაც აღარ იქნება
უნდა იყოს აბა რააააააააააა
როგორ უნდა ისწავლებოდეს რელიგიის ისტორია საქართველოს სკოლებში
დღეს ბევრი საუბრობს სკოლაში რელიგიის ისტორიის სწავლების შესახებ. აკაკი ბაქრაძის
არქივში არის პატარა, ორგვერდიანი წერილი სათაურით - "ცნობისათვის", სწორედ ამ
საკითხთან დაკავშირებით. ალბათ, საინტერესო არის ამ თემის აქტუალურობის გამო,
გავეცნოთ აკაკი ბაქრაძის მოსაზრებას და იმედი გვაქვს, რომ ის გახდება ფართო
საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი. რელიგიის სწავლების საკითხი სკოლაში ეხება,
საერთოდ, სკოლისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც და ეკლესიის როლსაც
სახელმწიფოში.
როგორი სკოლა გვინდა: სეკულარული - საერო, თუ? როგორი გვინდა რომ იყოს ახალი
ქართული სახელმწიფო ახალ საუკუნეში?
ლაშა ბაქრაძე
აკაკი ბაქრაძე
მე მომხრე ვარ, რომ სკოლაში ისწავლებოდეს რელიგიის ისტორია საერთოდ, მაგრამ - არა
ქრისტიანობის ისტორია გამოყოფით. რელიგიის ისტორიის სწავლება ჩემთვის ნიშნავს
ყველა დიდი რელიგიის - ქრისტიანობის, ისლამის, იუდაიზმის, ბუდიზმის - ძირეულ
დებულებათა შედარებით შესწავლას. ამისათვის ცალკე სახელმძღვანელო უნდა არსებობდეს.
მართალია, კაცობრიობა დაყოფილია რასებად, ერებად, ენებად, რელიგიური აღმსარებლობის
მიხედვით, მაგრამ იგი მაინც ერთიანი და მთლიანია. ერთიანი და მთლიანი მისი
ადამიანური არსია. თუ იგი დაყოფილია რასებად, ერებად, ენებად, რელიგიებად, ეს
კაცობრიობის მრავალფეროვნებაა - ანუ მშვენიერება. "ჩვენ კაცთა მოგვცა სამყარო, გვაქვს
უთვალავი ფერითა". ქართველობა ამ უთვალავი ფერის ნაწილია. ქართველ ბავშვს უნდა
ჰქონდეს ღრმა შეგნება იმისა, რომ იგი ქართველია, მაგრამ ამასთანავე ისიც მტკიცედ უნდა
იცოდეს, რომ კაცობრიობის ნაწილია. ქართველი ბავშვი უნდა გაიზარდოს სკოლაში სიამაყის
გრძნობით თავის ეროვნების მიმართ, მაგრამ ამავე დროს მასში ნამცეციც არ უნდა ერიოს
რასობრივი, ეროვნული, ენობრივი და რელიგიური სიძულვილისა. ეს ერთი მხარეა
საკითხისა. მეორე გახლავთ ის, და ეს არსებითია, რომ ქართული სკოლის სახელმძღვანელო
ქართველმა მუსლიმმა ბავშვმა ხელში ისე უნდა აიღოს, რომ რელიგიური დისკრიმინაციის
რაიმე განცდა არ გაუჩნდეს. თუ სახელმძღვანელო სავსე იქნება ქრისტიანული ლოცვებით,
მაშინ იგი ამ სახელმძღვანელოს უნდობლად მოეკიდება. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც,
რომ ჩვენ სახელმძღვანელოების გაგზავნა უნდა შეგვეძლოს თურქეთშიაც იქაურ
ქართველებისათვის, ირანშიაც ფერეიდანელებისათვის და აზერბაიჯანშიც
ინგილოებისათვის. მესამე - ზოგათსაგანმანათლებლო ქართული სკოლა არის საერო სკოლა.
თუ მასში დიდი ოდენობით შევიტანთ ტექსტებს, რომელიც დაკავშირებულია ქრისტიანულ
მოძღვრებასთან, მაშინ მას იდეოლოგიურ ხასიათს მივცემთ; გვინდა თუ არ გვინდა,
დავამსგავსებთ კომუნისტური რეჟიმის დროინდელ იდეოლოგიურ სკოლას. სკოლა
რუსეთში ყოველთვის იდეოლოგიური იყო (ბუნებრივია, საქართველოშიც ასეთი სკოლა
ინერგებოდა). ცარისტულ რუსეთში სკოლა ეყრდნობოდა სამ პრინციპს - თვითმპყრობელობა,
მართლმადიდებლური ქრისტიანობა, ხალხურობა. კომუნისტებმა ეს პრინციპი დატოვეს
სკოლისათვის, ოღონდ თვითმპყრობელობა შეცვალეს პროლეტარიატის დიქტატურით,
მართლმადიდებლური ქრისტიანობა - მარქსიზ-ლენინიზმით, ხალხურობა კი უცვლელი
დარჩა. დღევანდელი რუსული სკოლაც სამ პრინციპს ეყრდნობა - მართლმადიდებლობა
(ძველი აღადგინეს), დემოკრატია (რუსულად გაგებული) და ხალხურობა.
ამდენად, ცარისტული სკოლაც იდეოლოგიური იყო, კომუნისტური სკოლაც და
დღევანდელიც. საქართველოში კი უნდა შეიქმნას სკოლა, რომელიც ყმაწვილს მყარი ცოდნის
საფუძველს მისცემს. გაზრდის თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს და არა ამა თუ იმ
იდეოლოგიის მონას. ჩვენ არ შეიძლება იდეოლოგიური სკოლა გვქონდეს 21-ე საუკუნეში. ეს
იქნებოდა ყმაწვილის გონების დაჩლუნგება.
ვიმეორებ: რელიგიის ისტორია უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, მაგრამ - ყველა დიდი
რელიგიის, როგორც საკაცობრიო კულტურის ნაწილის. ჩვენ ისედაც ბევრი ლაპარაკი
მოგვიწევს ქრისტიანობაზე სახელმძღვანელოებში, რაკი დღემდე მოღწეული ქართული
მწერლობის ნიმუშები თავისი არსით ქრისტიანულია. სულ ერთია, ეს ძველი ქართული
მწერლობა იქნება თუ ახალი. ამ ნიმუშების განმარტების დროს, ცხადია, ვერ ავუვლით
გვერდს ქრისტიანულ მოძღვრებას და ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ქართველ ბავშვს
საკმარისი ცოდნა ჰქონდეს ქრისტიანობაზე, როგორც რელიგიაზე.
რა თქმა უნდა -აუცილებელია ისწავლებოდეს, რადგან ბავშვების უმრავლესობა ოჯახში ვერ იღებს რელიგიური კუთხით განათლებას, რაც რა უმეტეს შემთხვევებში მშობლების "ბრალია" მაგრამ ჩემი აზრით სკოლაში გაკვეთილების ჩანაცვლებას-დიდი მნიშვნელობა აქვს, შეუგნებელ ბავშვებზე არ მაქვს საუბარი( სხვათაშორის მათი შეუგნებლობაც მშობლების 'დამსახურებაა")
მეც გავიმეორებ რომ აუცილებელია და თუნდაც ის არგუმენტიც საკმარისია რომ ფორუმის ნახევარმა ეკლესიაში სიარული დაიწყო სკოლაში ამ მიზეზის გამო მათ შორის ჩემმა დამაც. ამიტომ ის "ჩინოვნიკები"ვინც ეწინააღმდეგებიან ამას დიდ დანაშაულს ჩადიან ერისა და ღვთის წინაშე.
რათქმაუნდა აუცილებელია.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ბავშმა ხო უნდა იცოდეს ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი
საჭირო საგანია.ეს უდავოა.
მაგრამ მარტო ესეც არაა,სასიამოვნო გაკვეთილები ჩატარება შეიძლება.მე ძაან მომწონდა ხოლმე ყოველთვის.
აუციელებელია ნიჭიერი და სასიამოვნო მასწავლებელი.
ეს პირველხარისხოვანია.თორემ ბავშვს,როგორც ხდება ხოლმე,თუ მასწავლებელი არ მოსწონ,ს საგანზე გული უცრუვდება , მერე ეს გაუთავებელი საშინაო დავალებები, მკაცრი გრაფიკი.......შეიძლება მისთვის ეს იძულებითი გახდეს და ..მერე სულ აიცრუებს გულს. ვინც სასულიერო სემინარიაში სწავლობდა,სხვათაშორის ბევრჯერ გამიგია,რომ მიუტოვებიათ და ათეისტები გამხდარან.
ძაან საპასუხისმგებლო საგანია.მასწავლებელზეა დამოკიდებული,შეიძლება ითქვას, ბავშვის სული სად წავა ბოლოსსსსს..
უკაცრავად, წინა გვერდებისთვის არ გადამიხედია... რა იგულისხმება რელიგიის გაკვეთილებში??
ჩემ დროს დაიწყეს სკოლებში რელიგიის სწავლება, როგორც უწოდებდნენ, რელიგიის გაკვეთილები, მაშინ 7-8 კლასში ვიქნებოდი ალბათ. მახსოვს მეშვიდე გაკვეთილად ტარდებოდა, სავალდებულო არ იყო დასწრება, მაგრამ მაინც მთელი კლასით ვრჩებოდით ხოლმე და ძალიან მომწონდა, თუმცა მასწავლებელზე იგივეს ვერ ვიტყვი, სასტიკი ადამიანი იყო და ტირანული მიდგომა ჰქონდა ბავშვებთან...მუშტისხელა ჯოხს ხელში ურტყამდა ხოლმე ბავშვებს, ვინც ხმაურობდა.....
გაკვეთილები თავისთავად რათქმაუნდა კარგია, მაგრამ (ჩემი სუბიექტური აზრით) რელიგია არ ჰქვია მხოლოდ მართმადიდებლობაზე ლაპარაკს...თუ გაკვეთილს რელიგიისას დავარქმევთ, მაშინ მსოფლიოს ყველა ძირითადი აღმსარებლობის ზოგადი მიმოხილვა უნდა იყოს, და არა მხოლოდ მართმადიდებლობის...ჩემთვის ეს მიუღებელია...იმ დროსაც კი, ჩვენ რომ გვასწავლიდნენ ბევრი იაღოველი ბავშვი იყო სკოლებში და ეს გაკვეთილები ხშირად მხოლოდ შუღლისა და შეუწყნარებლობის მიზეზი ხდებოდა...ამას დაფიქრება სჭირდება!
დაერქვას გაკვეთილს მართმადიდებლობის ისტორია ან რამე ეგეთი, და ამ თემის სათაურშიც კარგი იქნება თუ უფრო დაკონკრეტდება ავტორი, თუ რას გულისხმობს...რელიგია მარტო მართმადიდებლობა არ არის და ეს გასათვალისწინებელია!
likka
ჩემ სკოლაშიც იყო ერთი მასწავლებელი. ბავშვებს არ უყვარდათ.საწყალი,ცდილობდა რაღაც აეხსნა,მაგრამ არავინ უსმენდა.ერთხელ კი ბავშვს თავზე ჯოხი გადაატეხა და კლასიდან გააგდეს.
რელიგია და სკოლა ჩემი აზრით ერთი მთლიანობა უნდა იყოს... იყო დრო, როცა ეკლესიის მსახურნი ასწავლიდნენ ბავშვებს. თუ ვცდები შემისწორეთ. ახლა კი რელიგიასაც გვართმევენ... რატომ? რით ვერ გაიგეს, რომ ვერ წაგვართმევენ სარწმუნოებას? ეს ვერავინ ვერ შეძლო აქამდე და ვერც ამის შემდეგ შესძლებს ვერავინ...
უნდა ისწავლებოდეს.მე ვსწავლობდი(მართალია ცოტა ხნით) და ეხლაც მახსოვს ჩვენი ნატო მასწი .ძალიან კაი ადამიანი იყო.
ბევრს ოჯახსი არ ყავს არავინ ეკლესიურად რო ცხოვრობდეს და ვერ იგებს რეალურად რა არის მართლმადიდებლობა.სკოლასი კი ყველაფრის გაგების შესაძლებლობა ექნებათ ასეთ ბავშვებს
მე ძალიან მინდა რო ისწავლებოდეს, ეხლა რასაც ნელ-ნელა ვიგებ, შეიძლებოდა კარგა ხნის წინ გამეგო სკოლაში!!! და თან ვართ მართლმადიდებლური ქვეყანა და ჩვენ ჩვენი სარწმუნოება ყველგან უნდა გვედგას პირველ ადგილზე!!!
ძალიან აუცილებელია , ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ახლა ნუ ამახსნევინებთ რათო და რისთვისო ძალიან ბევრი მიზეზის გამო
რა თქმა უნდა უნდა ისწავლებოდეს!!!!!!!!!უბრალოდ,რომ დავფიქრდეთ,რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოგვცეს ჭეშმარიტი სარწმუნოების,მართლმადიდებლო
ის სწავლამ სკოლაში?!არავითარი!!!სამწუხაროა(ჩემთვის ნამდვილად),რომ დღეს ძალიან ბევრი რაღაცა მართლმადიდებლური სწავლების საწინააღმდეგოდ ხდება.
tetnuldi
მე ვსწავლობდი რელიგიას და კულტურას, ძალიან მომწონდა, მაგრამ უნდა ვაღიარო იმდენად რთული ენიტ იყო დაწერილი, რომ მე და დედაჩემი ერთად ვისხედიტ და შეძლებისდაგვარად მიმარტივებდა.... ძალიან მოყვარდა იაკობ გოგებაშვილის ,,საღმრთო ისტორია" და რელიგიის სახელმძღვანელოს ბევრად მერჩია სიტყვათა სალაროები მაინც არ იყო შიგ
[quote name='tustusa-gogo' date='Jun 1 2008, 03:11 PM' post='328886']
tetnuldi
მე ვსწავლობდი რელიგიას და კულტურას, ძალიან მომწონდა, მაგრამ უნდა ვაღიარო იმდენად რთული ენიტ იყო დაწერილი, რომ მე და დედაჩემი ერთად ვისხედიტ და შეძლებისდაგვარად მიმარტივებდა.... ძალიან მოყვარდა იაკობ გოგებაშვილის ,,საღმრთო ისტორია" და რელიგიის სახელმძღვანელოს ბევრად მერჩია სიტყვათა სალაროები მაინც არ იყო შიგ
[/quote
საბედნიეროდ,მეც ვსწავლობდი რელიგიას.რელიგიის წიგნი ჩვეულებრივად,ბავშვისთვის ადვილად გასაგებ ენაზე იყო დაწერილი,თან მასწავლებელი ძალიან სათნო ადამიანი იყო და გვეხმარებოდა გააზრებაში!!! მთავარია,რომ მეც მაინტერესებდა ეს საგანი!!!
tetnuldi
ნეტა გენახა ჩემი კლასელები როგორი მოხარშული თვალებით იყურებოდნენ რელიგიის გაკვეთილზე და მაგას აღარ მეტყოდი.... არც მასწავლებელი იყო დიდად გარკვეული მაგ საკითხში, მერჩივნა მოძღვარს ესწავლებინა აბა რატომ უნდა შეუშვა კომუნიზმის კალთისქვეშ გამოზრდილი ნევროზიანი ქალი რელიგიის გაკვეთილზე ანგელოზ ბავშვებთან? რომელიც ისეთ რამე გასწავლის რაშიც თვითონაც არაა დარწმუნებული ?
აუცილებელია რელიგიის სწავლა სკოლებში, მეც ვსწავლობდი რელიგიას, მაგრამ რატომღაც ყველა ისე ვუდგებოდით როგორც მეორეხარისხოვან საგანს და ახლა ძალიან ვნანობ...ვფიქრობ, რომ ახალგაზრდობაში არსებული ყველა პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია სკოლებში რელიგიის სწავლა
მგონი აუცილებელია, ძალიან ბევრი რამ მაქვს გაგებული ჩემი რელიგიის მასწავლებლისგან
აუცილებელია და აუცილებელიიიიიიიიიიიიიიიიი
აუცილებელია
ვისაც არ ესმის რელიგიის სწავლის აუცილებლობა მაშინ დაწეროს იქნებ სკოლის დანიშნულება..
tustusa-gogo
ჩემს დროს სკოლაში ისწავლებოდა რელიგიისა და კულტურის ისტორია.
საგანს ''გვასწავლიდა'' ათეისტი(!) მასწავლებელი (საათების განაწილებისას მას ერგო პატივი).
მახსოვს საგანი ისე ჩავათავეთ რომ სახელმძღვანელოში შეტანილი არცერთი ბიბლიური სწავლება არც კი წაგვიკითხავს არცერთს.
პირველივე გაკვეთილზე მასწავლებელმა ღმერთი როგორც ცნება განმარტა ასე:
პირველყოფილ ადამიანებს ეშინოდათ ბუნებრივი კატაკლიზმების და ბუნებასთან წარმოქმნილმა დაუძლეველმა წინააღმდეგობებმა და შიშმა ადამიანებს უბიძგა სამყაროს ვერ ახსნილი ბუნებრივი მოვლენები მიეწერათ ვიღაცისთვის. და თავადვე მოიგონეს ღმერთი და მერე მასვე ეთაყვანებოდნენ.
მისი გაკვეთილების შემდეგ არცერთ ჩვენგანს აღარ გასჩენია სურვილი ღმერთის შესახებ რაიმე კიდე გვეკითხა, მაგის შემდეგ სულ დარვინიზმს ვისმენდით, როგორც ადამიანის გონების გენიალურ მიგნებას...
-და ამ გაკვეთილებმა შემდგომში უკლებლვ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე იქონია გავლენა
უფალმა შეუნდოს!
....
არადა ბევრი რამის მიღება შეიძლებოდა ნამდვილად რომ გვესწავლა თუნდაც იმ სახელმძღვანელოთი, რომელიც ნამდვილად არ იყო მარტივი ენით დაწერილი.
სკოლაში რელიგია აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს და ვფიქრობ მას სწორად შერჩეული პედაგოგები ან სულ მოძღვარი უნდა ასწავლიდეს.
...
რა რელოგიის გაკვეთილები სამლოცველოები აიღეს
A.V.M
ხო მეც ეგ ვიგულისხმე.. ხატებს დაეძებ სახელწმიფო რელიგია არ გვაქვს??
ikanosi
ჩემ სკოლაში აკრძალვა რომ დაიწყო და ბრძანება გამოვიდა მაშინ გავაკეთეთ და კვირაში ერთხელ მამაოც მოდიოდა და ჯანმრთელობის პარაკლისებს იხდიდა მეც წამოვედი და სამლოცველოც აიღეს..
მოკლედ რელიგიის გაკვეთილები არ ვიცი მაგრამ,არის საბავშვო მულტფილმები ბიბლიური და ჩვენ მეგობრებმა გავახმოვანეთ ისინი.. ახლა მაზდ გვაქვს იოსები და იესო მოვრჩით(დასამუშავებელია) ვიწყებთ იოონას და ნოეს.. დისკებზეც ჩAვწერ სპეციალურად ფორუმელთათვის.ოღონდ შემეხმიანეთ
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)