თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ consciousness without brain...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jul 31 2009, 01:48 AM

ამ თემაში შევაგროვოთ და ავტვირთოთ სამეცნიერო მასალები, რომელიც არაპირდაპირ, მაგრამ მაინც მიუთითებს ცნობიერების ტვინის გარეშე არსებობას. ანუ ფაქტები, როდესაც თითქოს ადამიანებმა შეინარჩუნეს ცნობიერება მას შემდეგ რაც ტვინმა ფუნქცია შეწყვიტა. ლაპარაკია NDE-ზე (Near-Death-Experinece) ანუ ე.წ. "კლინიკური სიკვდილის" მდგომარეობაზე.

ამ კუთხით მიმდინარეობს საკმაოდ საინტერესო კვლევა.

პირველ რიგში ავტვირთავ ტელეკორპორაცია BBC-ის გადაღებულ ფილმს: "The Day I Died" / "დღე როდესაც მოვკვდი"

http://www.youtube.com/watch?v=_I9-XxBAEsQ
http://www.youtube.com/watch?v=yKv3rrFO0LU&NR=1
http://www.youtube.com/watch?v=OjTgKPOkFuA&NR=1
http://www.youtube.com/watch?v=WA37uNa3VGU&NR=1
http://www.youtube.com/watch?v=j-sk2qW1tcc&NR=1
http://www.youtube.com/watch?v=m9CDCZLRL9g&feature=related

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 10 2009, 03:06 PM

უყურეთ ფილმს?
რატომ არ აქტიურობთ? smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 10 2009, 03:08 PM

გიორგი
ვუყურებ აუცილებლად.

ციტატა
consciousness without brain

ეს რომ წავიკითხე, ჯერ გავიგე ისე, თითქოს ჩვენ ერთ-ერთ ფორუმელზე ამბობდი, ტვინი არ აქვსო და გულწრფელად გამიკვირდა laugh.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 10 2009, 03:56 PM

ადრე მაქვს ნანახი.... dry.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 10 2009, 04:00 PM

ნონა

ციტატა
ადრე მაქვს ნანახი....

მერე რა დასკვნები გამოიტანე?

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 10 2009, 04:15 PM

სიმართლე გითხრა შთამბეჭდავი იყო...


ვისიამოვნე კიდევ ერთი საინტერესო ფილმით (!)
ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაქვს მაგ ფილმის მიმართ როგორც დიდი აფეთქბის თეორიაზე (თუ არ ვცდები სწორედ იგივე არხის გადაღებული იყო)...



პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 10 2009, 04:32 PM

ნონა

ციტატა
ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაქვს მაგ ფილმის მიმართ როგორც დიდი აფეთქბის თეორიაზე

დიდი აფეთქების თეორია 99.9%-ით არის მართალი. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ უშორესი გალაქტიკების და სინათლის ობიექტების სპექტრის შედარებისას მზის სპექტრთან ვხედავთ წანაცვლებას სპექტრის წითელი ბოლოსკენ, რაც ნიშნავს რომ ყველა ობიექტი სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით გვშორდება (ნუ 200.000კმ/წმ-ში მაინც) და თანაც რაც უფრო შორია სინათლის წყარო მითუფრო სწრაფად გვშორდება ანუ სამყარო ფართოვდება და რადგან ფართოვდება ის ოდესღაც ძალიან მცირე იყო, ერთ წერტილში თავმოყრილი, სწორედ ეს არის სინგულარობის მოვლენა.

არის მეორე ფაქტი. კოსმოსური მიკროტალღური გამოსხივება. ეს არის ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც ავსებს მთელ სამყაროს და ყველა მიმართულებიდან თანაბარი ინტენსივობით მოდის ანუ წარმოადგენს "დიდი აფეთქების" მიერ გამოწვეული ენერგიის ემისიის მიერ გამოსხივებულ ინფორმაციას 13.7 მილიარდი წლის წინ, რასაც რელიქტურ გამოსახულებასაც უწოდებენ.

არადა NDE-ს შემსწავლელ ჯგუფებს არაფერი არ დაუმტკიცებიათ არც 99%, მითუმეტეს ცნობიერების ტვინის გარეთ არსებობა და კოსმოლოგების ექვივალენტური მტკიცებულებები სულაც არ გააჩნიათ თავის საქმეში.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 10 2009, 04:38 PM

კლინიკურ-ი სიკვდილი - (მედიც.). ორგანიზმის მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიცოცხლის გარეგნული ნიშნების (გულის მოქმედებისა და სუნთქვის) არარსებობა.

ამ დროს ვითარდება ჰიპოქსია (ორგანიზმის ქსოვილების ჟანგბადით მომარაგების მწვავე უკმარისება). ორგანოთა ქსოვილებიდან, ამ პროცესიასდმი ყველაზე მგრძნობიარეა ნერვული ქსოვილები, კერძოდ კი თავის ტვინი. ”კლინიკური სიკვდილის” შემთხვევაში თავის ტვინის ბიოლოგიური სიცოცხლისუნარიანობა მაქსიმუმ 5 წუთია. ამიტომ 5 წუთის განმავლობაში ადამაინს უნდა ჩაუტარდეს რეანიმაციული ღონისძიებები. პირველ რიგში ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი. 5 წუთის შემდეგ ნერვული ქსოვილები იწყებენ კვდომას და ადამიანი გარდაიცვლება, თუ ამ დროის განმავლობაში შედეგი არ მოიტანა რეანიმაციულმა ღონისძიებებმა. არსებობს აგრეთვე კომატოზური მდგომარეობაბი, რომლებიც წლობით გრძელდება (როდესაც ადამიანს ცნობბიერება წართმეული აქვს, დამოუკიდებლად ვერ სუნთქავს და ფუნქციონირებს მხოლოდ გული). არის შემთხვევები, როდესაც მა მდგომარეობიდა ადამიანი გამოსულა და დაბრუნებია ჩვეულ ცხოვრებას.

ეს ყველაფერი სამედიცინო მეცნიერეიბს კუთხით.

როგორც ვიცი უფალი უშვებს ასეთ მდგომარეობას ადამაინებზე, მათივე სულების სასარგებლოდ. რომ შემდეგ შეცვალონ მათი ცხოვრება.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 10 2009, 04:50 PM

lingvo

ციტატა
ტვინის ბიოლოგიური სიცოცხლისუნარიანობა მაქსიმუმ 5 წუთია.

ეს თუ არ გაყინეს ადამიანი.
ამერიკელებმა მომღერალ პამ რეინოლდსს ჩაუტარეს ტვინის თითქმის ექსპერიმენტული ოპერაცია (სხვა შემთხვევაში მაინც იღუპებოდა) ფენიქს სიტის საავადმყოფოში, სადაც ტემპერატურა დაუგდეს +16 გრადუსზე, გაუჩერეს გული, გაჩერდა სუნთქვა და ტვინის აქტივობა ელექტროენცეფალოგრამაზე იყო - 0. ტვინიდან კი დრენაჟით სისხლი გადმოუქციეს რომ წნევა გაეთიშათ და შვიდი საათი უტარებდნენ ოპერაციას და მერე ისევ გააცოცხლეს.

ვიდეოზეც არის გადაღებული ოპერაცია.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 10 2009, 04:58 PM

გიორგი

გულწრფელად გითხრა მე არ ვიზიარებ შენი ტონის დამაჯერებლობას.


დიდი აფეთქების თეორია 99.9%-ით არის მართალი

არც ვემხრობი და არც მის წინააღმდეგ ვილაშქრებ


ახლა არგუმენტებიო არ მიხსენო biggrin.gif



როცა მეცნიერები იკვლევენ NDE-ს სადმე ღმერთს ახსენებენ?
მე ყური ვერსად მოვკარი.
იგივე ტონია დიდი აფეთქების თეორიასთანაც.

ეს ჩემში განსაზღვრავს ნდობის ხარისხს ფილმის მიმართ...
ნუ ახლა საკითხი მე ჯერ არ გამომიკვლევია საკუთარი შეხედულება რომ ვიქონიო მასობრივი ფსიქოზისგან დამოუკიდებლად smile.gif gio.gif read.gif




პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 10 2009, 05:00 PM

ნონა

ციტატა
როცა მეცნიერები იკვლევენ NDE-ს სადმე ღმერთს ახსენებენ?

მე მიყვარს მეცნიერული კვლევებისადმი ევროპულ-ამერიკული მიდგომა: წინასწარ არაფრის იარლიკს არ იწეპებენ, იკლვევენ სუფთა მეცნიერულად.

მორწმუნეს ამის არ ეშინია, რადგან წამს, რომ მეცნიერული კვლევა ადრე თუ გვიან ღმერთამდე მივა. smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 10 2009, 05:04 PM

გიორგი
კი არსებობს კლინიკები, სადაც ასეთ ოპერაციებს აკეთებენ, (რუსეთშიც არის ერთი კლინიკა). ტემპერატურის დაწევით ნელდება მეტაბოლიზმი და დროც გარკვეულ წილად ხანგრძლივდება. თუმცა დიდი რისკია იმისა, რომ ტემპერატურული ცვალებადობის შედეგად დაზიანდეს უჯრედები და შეუქცევადი ცვლილებები მოხდეს.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 10 2009, 05:13 PM

ციტატა(კანონისტი @ Aug 10 2009, 05:00 PM) *

ნონა

მე მიყვარს მეცნიერული კვლევებისადმი ევროპულ-ამერიკული მიდგომა: წინასწარ არაფრის იარლიკს არ იწეპებენ, იკლვევენ სუფთა მეცნიერულად.

მორწმუნეს ამის არ ეშინია, რადგან წამს, რომ მეცნიერული კვლევა ადრე თუ გვიან ღმერთამდე მივა. smile.gif



ჰოდა მასეთი დამოკიდებულება მეცნიერებმა იქონიონ biggrin.gif
მე დამოკიდებულებები კვლევის პროცესში შენ იცი დათ რომ საერთოდ არ მაქვს....

როცა კვლევა მივა ღმერთის აღიარებამდე მეც მივიღებ კვლევის შედეგებს smile.gif
წინააღმდეგ შემთხვევაში ცხადია -არა.

მანამდე კი ასე უემოციოდ a075.gif

მორწმუნეს ჩემი აზრით, კი არ უნდა ეშინოდეს, უნდა ფრთხილობდეს.
სამწუხაროდ ყველა კვლევის შედეგი უფლის გზით არ მიდის unsure.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 10 2009, 05:23 PM

ციტატა(ნონა @ Aug 10 2009, 06:13 PM) *

სამწუხაროდ ყველა კვლევის შედეგი უფლის გზით არ მიდის unsure.gif

რათქმაუნდა. ადმაიანს დაცემული გონება აქვს და თუ მას მიენდობა ბოროტი ადვილად აცდუნებს.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 10 2009, 05:30 PM

ნონა

ციტატა
გულწრფელად გითხრა მე არ ვიზიარებ შენი ტონის დამაჯერებლობას.

შეგიძლია არ გაიზიარო. თუმცა მაღალი რანგის მეცნიერები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატები ემხრობიან ამ თეორიას. ეს თეორია 99% დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ იმისთვის რომ მიხვდეს ადამიანი რომ ეს დამტკიცებულია უნდა ესმოდეს რას ნიშნავს დოპლერის ეფექტი, სპექტრი, ელექტრომაგნეტიზმი და ა.შ. თუ ეს ყველაფერი არ ესმის მაშინ ვერ მიხვდება რომ ყველაფერი დამტკიცდა. ...მაგალითად იურისტს სრულიად ელემენტარული მტკიცებულებები რომ წარუდგინო კოსინუსების თეორემის დამამტკიცებელი შეიძლება არ დაეთანხმოს ან ვერ გაიგოს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ 100%-ით დამტკიცებული არაა.
ციტატა
არც ვემხრობი და არც მის წინააღმდეგ ვილაშქრებ

OK. OK. დემოკრატიაა. თუ გინდა გაილაშქრე კიდეც წინააღმდეგ, მაგრამ მოგიწევს სტივენ ვაინებერგს ედავო ფიზიკაში. ki.gif
ციტატა
როცა მეცნიერები იკვლევენ NDE-ს სადმე ღმერთს ახსენებენ?

ციტატა
იგივე ტონია დიდი აფეთქების თეორიასთანაც.

და რატომ უნდა ახსენონ? ან როგორ უნდა ახსენონ?

მეცნიერება იკვლევს ფაქტებს და რა უნდა თქვან? დიდი აფეთქება იმიტომ მოხდა რომ ღმერთმა ააფეთქაო? და ეს ხომ მეცნიერება არაა? შენ გინდა რომ მეცნიერებამ ღმერთი ამოხსნას?

დიდი აფეთქება არის ჩვენს მიერ კარგად ცნობილი სამყაროს საწყისი, დროის და სივრცის საწყისი და "არადაკვეტური" ხდება ტერმინი: "რა იყო მანამდე?", მაგრამ დროის სინგულარობაში შეიძლება წარმოვიდგინოთ მრავალგანზომილებიანი სამყაროს არსებობა და ღმერთამდე კი ძალიან შორია... და დიდი აფეთქების თეორიას, როგორ მიაბან ღმერთი? რაც არანაირად არ ჩანს?

იგივეს ვიტყოდი NDE-ს კვლევაზე.

და საერთოდ ეს ყველაფერი იმას კი არ მიუთითებს რომ ან ღმერთი არ არის ან რომ ვინმეს არ უნდა მისი აღიარება ანდა რაიმე მსგავსი. უბრალოდ დღევანდელი მეცნიერება "ვერ ხედავს" ღმერთს. თუმცა ამტკიცებს დიდი აფეთქების რეალურობას, იქიდან ღმერთამდე კი 1.000.000 საფეხური შეიძლება იყოს.


ნონა
ციტატა
ეს ჩემში განსაზღვრავს ნდობის ხარისხს ფილმის მიმართ...

მე კიდევ პირიქით ვარ.
მეცნიერი თუ სადმე ღმერთს ახსენებს თავის შრომებში ის მეცნიერი საერთოდ არ არის. მეცნიერება იკვლევს ექსპერიმენტებით, გაზომვით, თეორიებით და ფორმულებით და ასე ღმერთს როგორ ამოხსნი?

სასაცილო იქნებოდა პირდაპირ რომელიმე მეცნიერს რომ ეთქვა, რომ დიდი აფეთქება იმიტომ მოხდა რომ ღმერთმა ააფეთქაო... არადა შეიძლება 100%-ით ასე იყო ანდა შეიძლება ღმერთი გაცილებით შორს არის ვიდრე "დიდი აფეთქება", მაგრამ ამის მტკიცებას რომ მეცნიერი დაიწყებს ის უბრალოდ აღარ არის მეცნიერი.

ღმერთის არსებობის შეიძლება გჯეროდეს ან არ გჯეროდეს საკუთარი ინტუიციიდან გამომდინარე. იყო ან არ იყო რელიგიური, იმის მიხედვით თუ რისი და რამდენად გწამს. შეიძლება იყო ეკლესიური ტიპის მეცნიერიც, მაგრამ ის არ უნდა მოიბოდიალო რომ NDE ან დიდი აფეთქება ღმერთის ნახელავიაო თუ არა ცუდად იქნება საქმე.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 10 2009, 05:33 PM

გიორგი
აინშტაინი მივიდა ღმერთის არსებობის რეალობამდე. მემგონი მეცნიერი კაცი იყო smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 10 2009, 05:48 PM

ნონა

ციტატა
ეს ჩემში განსაზღვრავს ნდობის ხარისხს ფილმის მიმართ...

მე კიდევ პირიქით ვარ.
მეცნიერი თუ სადმე ღმერთს ახსენებს თავის შრომებში ის მეცნიერი საერთოდ არ არის. მეცნიერება იკვლევს ექსპერიმენტებით, გაზომვით, თეორიებით და ფორმულებით და ასე ღმერთს როგორ ამოხსნი?

სასაცილო იქნებოდა პირდაპირ რომელიმე მეცნიერს რომ ეთქვა, რომ დიდი აფეთქება იმიტომ მოხდა რომ ღმერთმა ააფეთქაო... არადა შეიძლება 100%-ით ასე იყო ანდა შეიძლება ღმერთი გაცილებით შორს არის ვიდრე "დიდი აფეთქება", მაგრამ ამის მტკიცებას რომ მეცნიერი დაიწყებს ის უბრალოდ აღარ არის მეცნიერი.

ღმერთის არსებობის შეიძლება გჯეროდეს ან არ გჯეროდეს საკუთარი ინტუიციიდან გამომდინარე. იყო ან არ იყო რელიგიური, იმის მიხედვით თუ რისი და რამდენად გწამს. შეიძლება იყო ეკლესიური ტიპის მეცნიერიც, მაგრამ ის არ უნდა მოიბოდიალო რომ NDE ან დიდი აფეთქება ღმერთის ნახელავიაო თუ არა ცუდად იქნება საქმე.

lingvo
ციტატა
აინშტაინი მივიდა ღმერთის არსებობის რეალობამდე. მემგონი მეცნიერი კაცი იყო

რწმენამდე და არა რეალობამდე.
აინშტაინს არ დაუწერია რომ ფარდობითობის თეორია ღმერთის არსებობას ამტკიცებსო.

შეიძლება ძალიან დიდ მეცნიერს სწამდეს ღმერთის, მაგრამ თავის შრომებში როგორ უნდა ახსენოს აი ამას ვერ ვხვდები.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 10 2009, 05:57 PM

გიორგი
უდნა აღიაროს იმ ობიექტური რეალობიდან, რომ რაც უფრო უახლოვდება საიდუმლოს ამოხსნას, მით მეტი კითხვები იბადება. ღმერთს ვერ იტევს ადამიანის გონება და ამას განიცდიან და ხვდებიან. შემდეგ ღვთის მადლით მორწმუნეები ხდებიან და მიეცემათ მადლით ის პასუხები, რაც საჭიროა ადამიანებისთვის სასიკეთოდ.

P.S. ფარდობითობისა და ალბათობის თეორიებმა უფრო მეტი კითხვები გააჩინა და კვლევის ჰორიზონტები დასახა. აქედან გამომდინარე მიხვდა.

პოსტის ავტორი: CONSCIENTIOUSNESS თარიღი: Aug 11 2009, 12:19 AM

კანონისტი

ციტატა
ეს რომ წავიკითხე, ჯერ გავიგე ისე, თითქოს ჩვენ ერთ-ერთ ფორუმელზე ამბობდი, ტვინი არ აქვსო და გულწრფელად გამიკვირდა

აიიიტტტ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

თემას რაც შეეხება არ ვიცი ძალიან მიჭირს რამე კომენტარის გაკეთება სრულიად არაკომპეტენტური ვარ ამ საკითხში.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 11 2009, 10:07 AM

მეშინია ასეთ თემაზე ფილმის ყურებაც კი, და ამ თემასაც დაფეთებული ვკითხულობ:მშიშარა მაშიკო:

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 11 2009, 12:28 PM

ციტატა(მაშიკო @ Aug 11 2009, 11:07 AM) *

მეშინია ასეთ თემაზე ფილმის ყურებაც კი, და ამ თემასაც დაფეთებული ვკითხულობ:მშიშარა მაშიკო:

არაფერია საშიში smile.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 11 2009, 06:01 PM

ციტატა

მაგალითად იურისტს სრულიად ელემენტარული მტკიცებულებები რომ წარუდგინო კოსინუსების თეორემის დამამტკიცებელი შეიძლება არ დაეთანხმოს ან ვერ გაიგოს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ 100%-ით დამტკიცებული არაა.

-მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ვერ გაიგებს დაეთანხმოს კიდეც (ასე ეთანხმება დღეს ევოლუციის თეორიის მომხრე ადამიანთა დიდი უმრავლესობა)

ციტატა

მოგიწევს სტივენ ვაინებერგს ედავო ფიზიკაში

-მე მასთან არათუ დავა არ შემიძლია, მისი მოსმენაც კი არაფრისმომცემი იქნება ჩემთვის. (ფიზიკაში სათანადო განათლების არ ქონის გამო)

ციტატა

შენ გინდა რომ მეცნიერებამ ღმერთი ამოხსნას?


-მეგონა აქამდე ეს თავად მეცნიერებას სურდა და შენც მათთან იყავი, თორემ მე აზრადაც არასოდეს მომსვლია უფლის მიერ სამყაროს და ადამიანის შექმნის მეთოდოლოგიაზე მეფიქრა.

ციტატა

დიდი აფეთქების თეორიას, როგორ მიაბან ღმერთი? რაც არანაირად არ ჩანს?

-არსად არ ჩანს ღმერთი და მაინც არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას?

ციტატა

უბრალოდ დღევანდელი მეცნიერება "ვერ ხედავს" ღმერთს

-და მაინც სწორად მიდის მეცნიერება?

ციტატა

მეცნიერება იკვლევს ექსპერიმენტებით, გაზომვით, თეორიებით და ფორმულებით და ასე ღმერთს როგორ ამოხსნი?

-თუ ამ ყველაფერს საბოლოოდ ღმერთის გაგებამდე არ მივყავართ, მაშინ საერთოდ რაში გვჭირდება?
მორწმუნეებს თვალი რომ ''აგვეხილოს'' ''ჭეშმარიტებაზე''?



ციტატა

სასაცილო იქნებოდა პირდაპირ რომელიმე მეცნიერს რომ ეთქვა, რომ დიდი აფეთქება იმიტომ მოხდა რომ ღმერთმა ააფეთქაო... არადა შეიძლება 100%-ით ასე იყო...

-ანუ ეჭვობ რომ შესაძლოა მასე არც იყოს?

ციტატა

ის არ უნდა მოიბოდიალო რომ NDE ან დიდი აფეთქება ღმერთის ნახელავიაო თუ არა ცუდად იქნება საქმე.

-რატომ?

ციტატა

lingvo
ციტატა
აინშტაინი მივიდა ღმერთის არსებობის რეალობამდე. მემგონი მეცნიერი კაცი იყო

რწმენამდე და არა რეალობამდე.

- და ეს რეალობა დაამტკიცა რაიმე ექსპერიმენტით? თუ არა, მაშინ რწმენამდე მისულა მხოლოდ და მხოლოდ.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 11 2009, 06:43 PM

ნონა

ციტატა
მე მასთან არათუ დავა არ შემიძლია, მისი მოსმენაც კი არაფრისმომცემი იქნება ჩემთვის.

OK და მაშინ სასურველი იქნებოდა დათანხმებოდი "დიდი აფეთქების" თეორიას თუ მის უმთავრეს მიმდევართან (ვაინბერგი) არც დავა არ შეგიძლია და არც მოსმენა. ეს შენი ზოგადი ერუდიციისთვის აჯობებდა ასე, რადგან ეს თეორია თითქმის 100%-ით დამტკიცებულია, უძლიერესი არგუმენტაცია აქვს და უბრალოდ მინდა რომ საქმის კურსში იყო რომ ეს ასეა.
ციტატა
მეგონა აქამდე ეს თავად მეცნიერებას სურდა და შენც მათთან იყავი, თორემ მე აზრადაც არასოდეს მომსვლია უფლის მიერ სამყაროს და ადამიანის შექმნის მეთოდოლოგიაზე მეფიქრა.

ცუდად გცოდნია.
მეცნიერების საქმე ნამდვილად არ არის ღმერთის ამოხსნა და რაც მთავარია ამის არავითარი შანსი არა აქვს უახლოეს საუკუნეებში.

მეცნიერება სწორედ პროცესებს, ფიზიკურ მოქმედებებს და მეთოდოლოგიას (როგორც შენ დაარქვი) სწავლობს.

ციტატა
არსად არ ჩანს ღმერთი და მაინც არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას?

საერთოდ მეცნიერება არც ეწინააღმდეგება და არც ეთანხმება ღმერთის იდეას, ან რომელიმე რელიგიას და მათ შორის მართლმადიდებლობასაც.

მეცნიერება სწავლობს ყველაფერ იმას, რისი გაზომვა, შემოწმება, დანახვა ან აღმოჩენა შეიძლება.

გვინდა თუ არ გვინდა, გაგვიხარდება თუ გვეწყინება უნდა ვაღიაროთ რომ "დიდი აფეთქება" არ იძლევა იმის დამტკიცების საშუალებას რომ ღმერთის ხელი ურევია მასში. არ ჩანს იქ ღმერთი. კი არ ამტკიცებს რომ არ არის ღმერთის შედეგიო, უბრალოდ არ ჩანსო.

არ იყო სივრცე, არ იყო დრო. იყო სინგულარობა. მეტი არაფერი არ ვიცით.
ციტატა
და მაინც სწორად მიდის მეცნიერება?

რა თქმა უნდა.
მეცნიერების შედეგია კოსმოსში (მთვარეზე) გაფრენა. ატომური ენერგიის კონტროლი. ელექრობის კონტროლი და მრავალი სუპერთანამედროვე მიღწევა. მეცნიერებამ, რაც აღმოაჩინა და შექმნა ცხადია იქ ყველაფერი სწორია.

ატომბირთვში, ელექტრო/მაგნიტურ ველში თუ კოსმოსში რომ ღმერთი არ აღმოჩნდა ეს არც იმას ნიშნავს რომ მეცნიერება არასწორი გზით მიდის, მაგრამ არც იმას რომ ღმერთი არ არსებობს.

ციტატა
თუ ამ ყველაფერს საბოლოოდ ღმერთის გაგებამდე არ მივყავართ, მაშინ საერთოდ რაში გვჭირდება?
მორწმუნეებს თვალი რომ ''აგვეხილოს'' ''ჭეშმარიტებაზე''?

ვერ მივყავართ.
რწმენა/არ რწმენა ეფუძნება პირად ინტუიციას, დამოკიდებულებას და არა გაზომვად რეალობას.

ერთის მხრივ გვჭირდება იმისთვის, რომ გავიუმჯობესოთ ცხოვრება: თვითმფრინავები, მანქანები, მაღლივი შენობები, ელექტროენერგია, ტელევიზია და ა.შ. რაც ჩვენი ყოველდღიური კომფორტის და ცხოვრების გაიოლების საშუალებაა მეცნიერებამ შექმნა. დამეთანხმები რომ ხის გუთანს ჯობია რკინის გუთანი. გუთანში შებმულ ხარს - ტრაქტორი. ის ტრაქტორია უკეთესი, რომელიც კომფორტული და ძლიერია. ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდება.

მეორეს მხრივ კი ჩვენ ვიკვლევთ სამყაროს, ვიგებთ ობიექტურ რეალობებს ნებისმიერი საკითხის გარშემო და ეს ყველაფერი სანამდე მიგვიყვანს ამის განსაზღვრა არავის შეუძლია.
ციტატა
ანუ ეჭვობ რომ შესაძლოა მასე არც იყოს?

დარწმუნებული ვარ რომ "დიდ აფეთქებას" ღმერთთან პირდაპირი კავშირი არა აქვს, მაგრამ არა იმიტომ რომ არ არსებობს, უბრალოდ ძალიან შორია "დიდი აფეთქებიდან" ღმერთამდე, უსასრულოდ შორია...

მე მგონია რომ დიდი აფეთქება არის დროის მიღმიერ განზომილებაში, დროის ხაზის ერთ-ერთ განშტოებაზე მიმავალი პროცესი, რომლის მსგავსი პროცესები შეიძლება უსასრულოდ ბევრია.
ციტატა
რატომ?

იმიტომ რომ როდესაც არანაირი დამამტკიცებელი საბუთი ხელში არ გიჭირავს და მაინც რაღაცას ამტკიცებ დაგცინებენ და ჯიუტ თავგამოდებულ ადამიანად მიგიჩნევენ. ნებისმიერ სფეროს ეხება ეს.
ციტატა
ეს რეალობა დაამტკიცა რაიმე ექსპერიმენტით?

აინშტაინს არავითარი ღმერთის რეალობა, არავითარი ექსპერიმენტით არ დაუმტკიცებია. ის მივიდა მხოლოდ რწმენამდე. რწმენის სავარაუდო საფუძველი იყო ის რომ მიხვდა რომ დრო უსასრულო და მუდმივი სიდიდე არ არის.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 11 2009, 08:49 PM

ციტატა

ეს შენი ზოგადი ერუდიციისთვის აჯობებდა ასე, რადგან ეს თეორია თითქმის 100%-ით დამტკიცებულია, უძლიერესი არგუმენტაცია აქვს და უბრალოდ მინდა რომ საქმის კურსში იყო რომ ეს ასეა.

-მიყვარს როცა ჩემზე ზრუნავენ a075.gif
მადლობა გიორგი smile.gif
ფილმის მიხედვით არგუმენტაცია მეც შთამბეჭდავი მომეჩვენა და ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. არგუმენტაციის გადამოწმება ჩემი კომპეტენციის შეუსაბამობის გამო არ ხელმეწიფება სწორედ.
შენ?


ციტატა

მეცნიერების საქმე ნამდვილად არ არის ღმერთის ამოხსნა და რაც მთავარია ამის არავითარი შანსი არა აქვს უახლოეს საუკუნეებში.

-ღმერთის ამოხსნა არა გიორგი, ღმერთის მიერ სამყაროს ქმნადობის პროცესების. და ამ პროცესებს თურმე ისე ხსნის და თანაც 100%-ით რომ უფლის კვალი არსად ჩანს და მეტიც... ეს მისი საქმე არც ყოფილა.
მაშ ჩვენ, მართლმადიდებლებს, რაში გვჭირდება სამყაროს შექმნის თეორია ღმერთის გარეშე?


ციტატა

არ ჩანს იქ ღმერთი. კი არ ამტკიცებს რომ არ არის ღმერთის შედეგიო, უბრალოდ არ ჩანსო.

-გიორგი შენ ხომ გჯერა ბიბლიის
შედეგი რომელიც მთავარ ბიბლიურ პოსტულატს არ ადასტურებს 100%-იანად მიგაჩნია?

ციტატა

ატომბირთვში, ელექტრო/მაგნიტურ ველში თუ კოსმოსში რომ ღმერთი არ აღმოჩნდა ეს არც იმას ნიშნავს რომ მეცნიერება არასწორი გზით მიდის, მაგრამ არც იმას რომ ღმერთი არ არსებობს.

-ელექტრო-მაგნიტური ველის კვლევა და სამყაროს წარმოშობის საკითხი ერთი და იგივეა?

ციტატა

ჩვენ ვიკვლევთ სამყაროს, ვიგებთ ობიექტურ რეალობებს ნებისმიერი საკითხის გარშემო და ეს ყველაფერი სანამდე მიგვიყვანს ამის განსაზღვრა არავის შეუძლია.

-რელიგიური დოგმატი კი სწორედ იმას გულისხმობს რომ ნებისმიერმა კვლევამ საბოლოოდ სწორედ უფლის გზაზე უნდა გაგვატაროს და შენი აზრით რამდენად მართებული როცა კვლევას ისე მივყვებით რომ არ ვიცით მიგვიყვანს თუ არა სამყაროს შექმნის ბიბლიურ საწყისთან?
თუ რამე სხვა ჭეშმარიტებასაც ვეძებთ?

ციტატა

დარწმუნებული ვარ რომ "დიდ აფეთქებას" ღმერთთან პირდაპირი კავშირი არა აქვს, მაგრამ არა იმიტომ რომ არ არსებობს, უბრალოდ ძალიან შორია "დიდი აფეთქებიდან" ღმერთამდე, უსასრულოდ შორია...

-დიდი აფეთქებით სამყაროს წარმოშობა არ მომხდარა?
შენი ეგ რწმენა არგუმენტებითაა გამყარებული თუ გულის კარნახით? smile.gif

ციტატა

იმიტომ რომ როდესაც არანაირი დამამტკიცებელი საბუთი ხელში არ გიჭირავს და მაინც რაღაცას ამტკიცებ დაგცინებენ და ჯიუტ თავგამოდებულ ადამიანად მიგიჩნევენ. ნებისმიერ სფეროს ეხება ეს.

-ამ შემთხვევაში მხოლოდ ათეისტები დაგცინებენ (ან დამცინებენ რავი) smile.gif



პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 11 2009, 10:16 PM

ნონა

ციტატა
შენ?


მე შემიძლია სხვადასხვა წყაროებით გადავამოწმო ორი ფაქტი: 1.დოპლერი ეფექტი და 2.მიკროტალღური გამოსხივება. ორივე დასტურდება რეალურად. რადგან ეს ორივე რეალურად დასტურდება 99.9%-ით "დიდი აფეთქება" მართალია.
ციტატა
ღმერთის ამოხსნა არა გიორგი, ღმერთის მიერ სამყაროს ქმნადობის პროცესების.

ღმერთის კვალის პირდაპირ დანახვა უკვე ღმერთის ამოხსნაა.
ციტატა
პროცესებს თურმე ისე ხსნის და თანაც 100%-ით რომ უფლის კვალი არსად ჩანს

ცხადია არ ჩანს.
ციტატა
მაშ ჩვენ, მართლმადიდებლებს, რაში გვჭირდება სამყაროს შექმნის თეორია ღმერთის გარეშე?

ჩვენ გვჭირდება მეცნიერების მრავალმხრივი გავითარება საერთოდ, ზოგადად, თუნდაც ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად და ვინაიდან მეცნიერების დარგები მრავალმხრვია ზოგიერთი მათგანი (კოსმოლოგია) მივიდა "დიდი აფეთქების" თეორიამდე. ბუნებრივად მოხდა ეს.

სამყაროს შექმნის ნებისმიერი მეცნიერული თეორია ღმერთის გარეშეა. ასტროფიზიკის კვლევის საგანი ღმერთი არ არის. თუ რაიმე ვინმე მეცნიერმა ვერ გაიგო და ამიტომ ღმერთი იწამა ესიც სრულიად მისაღებია, მაგრამ უშუალოდ, ასტროფიზიკური კვლევებით, რომ სადმე ღმერთის კვალი დაინახო მაშინ დაახლოებით მაინც უნდა იცოდე როგორია ღმერთი და რაიმე ფორმით მისი აღმოჩენა უნდა შეგეძლოს.

ძალიან ბევრს ითხოვ მეცნიერებისგან.



ჩვენ უბრალოდ გვწამს ღმერთის.
ციტატა
შედეგი რომელიც მთავარ ბიბლიურ პოსტულატს არ ადასტურებს 100%-იანად მიგაჩნია?

დიახ, იმიტომ რომ არც უარყოფს.
"დიდი აფეთქება" მოხდა. ეს არის ფაქტი. როგორ და რატომ მოხდა არ ვიცით. შესაბამისად არსად არ ჩანს არც ღმერთის კვალი და საერთოდ არც არაფერი. უბრალოდ მოხდა. აი ეს არის ის რაც მტკიცდება.
ციტატა
ელექტრო-მაგნიტური ველის კვლევა და სამყაროს წარმოშობის საკითხი ერთი და იგივეა?

თითქმის.
ორივე ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკამდე დაიყვანება.
ციტატა
რელიგიური დოგმატი კი სწორედ იმას გულისხმობს რომ ნებისმიერმა კვლევამ საბოლოოდ სწორედ უფლის გზაზე უნდა გაგვატაროს

რელიგიური დოგმატები არ გულისხმობს არაფრის კვლევას და მითუმეტეს არც იმას თუ რა გზით წაგიყვანს ეს კვლევა და მისი შედეგები.

ადამიანს შეუძლია იყოს რელიგიური საკუთარი არჩევანის გათვალისწინებით, იცხოვროს ეკლესიურად, აღასრულოს რჯული და ამისკენ მას მხოლოდ პირადი ინტუიცია და გადაწყვეტილება უბიძგებს. ვერანაირი კვლევა ღმერთის არსებობას ვერ დაამტკიცებს. (ვერც უარყოფს)
ციტატა
ნებისმიერმა კვლევამ საბოლოოდ სწორედ უფლის გზაზე უნდა გაგვატაროს და შენი აზრით რამდენად მართებული როცა კვლევას ისე მივყვებით რომ არ ვიცით მიგვიყვანს თუ არა სამყაროს შექმნის ბიბლიურ საწყისთან?

ჩვენ არ ვიცით და ვერაფერი ვერ ამტკიცებს სამყაროს კვლება ბიბლიურ საწყისამდე მიგვიყვანს თუ არა. შეიძლება გვეჯეროს რომ მიგვიყვანს ან არ გვეჯეროს ამისი. მაინცდამაინც არც სხვა ჭეშმარიტებას ვეძებთ, უბრალოდ მეცნიერება თავისი გზით მიდის და ახალ-ახალი ფაქტების აღმოცენა ხდება. სანამ ღმერთის არ არსებობა არ დამტკიცდება იქამდე მე ყოველტვის შემიძლია მწამდეს ღმერთის.
ციტატა
დიდი აფეთქებით სამყაროს წარმოშობა არ მომხდარა?

კი, ოღონდ მხოლოდ იმის, რასაც დრეს ვეძახით სამყაროს. ეს არის სივრცე, დრო და მატერია. თუმცა ივარაუდება რომ არსებობს ალტერნატიული სამყაროებიც სინგულარობის მიღმა.
ციტატა
შენი ეგ რწმენა არგუმენტებითაა გამყარებული თუ გულის კარნახით?

ჰიპოთეზებით მრავალგანზომილებიანი სამყაროს მოდელების შესახებ. ანუ რეალურად ყველაფერი ბევრად უფრო რთულია ვიდრე ვარსკვლავების, პლანეტების, მატერიის, დროის ან თუნდაც ცარიელი კოსმოსური სივრცის შექმნა, სადაც ამ ყველაფრის განთავსება შეიძლება. (იხილე ცემი ხელმოწერა)
ციტატა
ამ შემთხვევაში მხოლოდ ათეისტები დაგცინებენ

არამარტო ათეისტები.
არ უნდა ამტკიცო ის, რაც არ მტკიცდება. ამის მხოლოდ შეიძლება გჯეროდეს.

შენ რაღაც ძალიან "დაიგრუზე" და აგერ ამას მოუსმინე:

http://www.youtube.com/watch?v=8tIKcNUYxoA

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 11 2009, 10:42 PM

გიორგი

ამ თემას ჩვენს მეტი ვინმე კითხულობს ნეტა? biggrin.gif

საინტერესოა მესამე პირი რამდენად არგუმენტირებულად მიიჩნევს ამ დაუსრულებელი სიგრძის პოსტებს...

სულ სხვაგან ვართ მე და შენ...

ყველა შენი კომენტარის წაკითხვისას ჩემს პოსტზე მრჩება შთაბეჭდილება რომ რაღაც ან ვერ გამიგე სწორად ან ისე ინტერპრეტირებ როგორადაც მოსახერხებლად მიგაჩნია biggrin.gif laugh.gif

მუსიკით ვისიამოვნე rolleyes.gif

დიდი მადლობა

პ.ს. შენს ''არგუმენტებს'' მე ვერ ვღებულობ გიორგი და ამას გამოკიდებად ნუ მიიღებ ძალიან გთხოვ smile.gif

ვრცელ პოსტს მოგვიანებ დავდებ ტრადიციულად პუნქტობრივად biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 11 2009, 10:56 PM

ნონა

ციტატა
შენს ''არგუმენტებს'' მე ვერ ვღებულობ

ეჭვიც არ მეპარება, ვერ იგებ და იმიტომ... 2kiss.gif
ციტატა
ვრცელ პოსტს მოგვიანებ დავდებ ტრადიციულად პუნქტობრივად

I don't think if there is need of any... sinking in off-topics smile.gif
ციტატა
მუსიკით ვისიამოვნე

ისე მაგარი გამიტყდა ეგენი რომ გაშორდნენ, ჩემი ბავშვობის საყვარელი წყვილი იყო. "Felicita" მევასებოდა მაგრად... smile.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 11 2009, 11:14 PM

ციტატა( გიორგი @ Aug 11 2009, 10:56 PM) *

ნონა
ეჭვიც არ მეპარება, ვერ იგებ და იმიტომ... 2kiss.gif




ვინც კარგად იცის იმას ეხერხება სხვებისთვისაც გასაგებად ახსნა saidumlo.gif

მაშინაც კი როცა ფაქტი-არგუმენტი მთლად რიგიანი ვერაა არსებობს გამოსავალი სოფიზმში mpua.gif


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)