თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ სენსაცია!

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Jun 10 2009, 09:21 PM

IPB-ს სურათი

ასომთავრულით წერია 370წელს ქრისტეს შობამდე
კეისარი ფარნავაზი..................................


უძველესი ქართულ წარწერიანი მონეტა ქრისტემდე 370-იან წლებშია მოჭრილი. (მონეტათა ღაღადი)

ის აზრი რომ უძველესი ქართული დამწერლობა ჯერ კიდევ ძველ წელთაღრიცხვაში არსებობდა ნელ-ნელა იკვეთება.
ამ აღმოჩენებს ყველანაირად ხელს უშლიანსაქართველოს მტრები, მაგრამ ჭეშმარიტება იმარჯვებს

არქეოლოგებმა კარგა ხნის წინ გაამდიდრეს საზოგადოების ცოდნა ფარნავაზ I მეფის მონეტების მოპოვებით მიწის წიაღიდან. საისტორიო წიგნებში, ნუმიზმატიკურ ცნობარებში არაერთხელ გამოქვეყნდა ფარნავაზის მონეტების სურათები. მათზე აღბეჭდილია თვით ფარნავაზი, მისი სახის გასწვრივ კი ქართული ასომთავრული ანბანით წარწერა, რომელსაც ერთ-ერთ მონეტაზე ენათმეცნიერი, ბატონი გოჩა ასათიანი, კითხულობს ასე: „კეი~ი ფ~ზ». ამ დაქარაგმებული, შეკვეცილი წარწერის გამოტოვებული ასოების აღდგენით, მისი აზრით, წერია: „კეისარი ფარნავაზი». ვეთანხმები, ზოგ იმჟამინდელ მონეტაზე ფარნავაზის იგივე სურათია, მაგრამ ქართული ანბანით სხვა სიტყვებია აღბეჭდილი. ფარნავაზ მეფის ზეობიდან სამი-ოთხი საუკუნის შემდგომ შედგენილი, მსოფლიოს ელინური და ლათინურენოვანი ისტორიების თანახმად, ეს ფარნავაზი ჯერ პარსის//პერსიის ხელისუფლის მეგობარი სატრაპი იყო. შემდგომში შესძლო გამეფება. ემეგრული//ლურსმნული დამწერლობით აღბეჭდილ დედან ტექსტებში წერია სიტყვა «ლუგალ-უქქინ» [მეფე-ხელისუფალი; «ლუგალ» მეფეა] და არ წერია «სატრაპი», რომელიც იხსენიება ლათინურენოვან მოგვიანო ხანის აღწერებში. მეტად საყურადღებოა, თუ რომელი დამწერლობა იყო მის სახელმწიფოში აღიარებული. სწორედ ამ დიდი საკითხის დადგენაში გადამწყვეტია მის მიერვე გამოშვებული ფულის _ ვერცხლის მონეტებზე ქართული წარწერების არსებობა. ამით დგინდება, რომ ფარნავაზ პირველის ქვეყანაში სახელმწიფო დამწერლობა იყო ქართული, კერძოდ, ქართული ასომთავრული. მასში ორმოცი ასო-ნიშანია. მეორე დასკვნაც აშკარაა: ფარნავაზის ქვეყანაში სახელმწიფო ენა იყო ქართული.

თვალს ახარებს ამჟამინდელი ქართულწარწერიანი ფულის ნიშნები. სასურველია, ფარნავაზ I მეფის ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი მონეტის ერთი ან ორივე მხარის („შუბლის» და „ზურგის» ანუ „წაღმა» და „უკუღმა» მხარის) რაიმე სახით აღბეჭდვა ერთ-ერთ ამჟამინდელ ფულზე, ვთქვათ, ლითონის //მეტალის ერთლარიან ახალ მონეტაზე. აუცილებელია ფარნავაზ პირველის სახელმწიფო მოღვაწეობის 24 საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნა თბილისში, ქუთაისში, ცხუმში, ბათუმში, თელავში და, შეძლებისდაგვარად, სხვა კერებში, სადაც ქართველები მოსახლეობენ.


ქართულ ენაზე დაწერილ ტექსტში _ „ცხოვრება ქართველთა მეფეთა მათთა» _ ფარნავაზ I ძვ.წ. IV საუკუნეში მოღვაწედ განიხილება. ქართველთა მეფე გიორგი XIII-ის ვაჟის, ვახტანგის მიერ რუსულ ენაზე დაწერილ საქართველოს მოკლე მიმოხილვაში დასახელებულია ფარნავაზის ზეობის წელი _ ძვ.წ. 360 წ. ეს მონაცემი ემთხვევა ელინურ და ლათინურ ენებზე I_II საუკუნეებში შედგენილი რამდენიმე ავტორის მონაცემებს. კერძოდ, ფარნავაზ პირველის ხელისუფლად დანიშვნის თარიღად მითითებულია ძვ.წ. 413_387 წწ. ფარნავაზის დაბადება სახელდება ძვ.წ. 435 წელს, გამეფება _ ძვ.წ. 387 წელს. ლათინურ წყაროში მისი ქვეყანა სახელდებულია „კარდია»-დ, რაც, უეჭველად, ქართი ანუ საქართველოა. ლათინურენოვან წყაროებში მისი ქვეყანაა ხმელთაშუა ზღვის






დასავლეთი სანაპიროც მიმდებარე კუნძულით „ლეზბოს» (იქნებ „ლაზებისა» ეწოდებოდა და შემდგომში დაერქვა „ლეზბოს»). ამ კუნძულის დედაქალაქს, მთავარ ქალაქს „კარდია»//ქარდია//ქართი ეწოდებოდაო, წერენ უცხოელები. მათივე ცნობით, ფარნავაზი როგორღაც წარმოშობით ენათესავებოდა პარსაიას//პარსის//პერსიის მეფეს დარივუშ III-ს კოდომანეს. ფარნავაზის მეუღლე იყო პარსაიას//პარსის//პერსიის მეფის ართოხერხე II-ის ასული _ აპამეა. მისი სახელი _ «აპამეა» _ მიენიჭა ვრცელ მხარეს. ზოგი ლათინურენოვანი ავტორი ოთხიოდ საუკუნის შემდგომ, ფარნავაზს ჰელესპონტის ფრიგიის სატრაპად, შემდგომში _ მის მეფედ ასახელებს. ჰელესპონტის სახელით აღნიშნულია დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები და მიმდებარე „მარმარილოს» ზღვა. ფრიგია რომაელების მიერ საუკუნეთა შემდგომ შერქმეული სახელწოდებაა ამ სრუტეთა აღმოსავლეთით მიმდებარე მიწა-წყლისა.



იმავე ლათინურენოვანი ისტორიკოსების ცნობით, ამ მხარეს, მეორენაირად, «ქარდია» ეწოდებოდა, რაც ჩვენებურად, ქართულად კარდი, კარდიეთი, ქართი, საქართველოა. ფარნავაზ I-ის მამის სახელია ფარნაკე. იმავე საუკუნეში კარდიას ანუ ქართის მეფედ იგივე ლათინი ავტორები ასახელებენ ევმენე//ეუმენე//ომენე ქართს//ქართველს, აქებენ მის გამჭრია-ხობას, პატიოსნებას. მისი შვილი იყო მითრადათა, რომელიც გამეფდა მითრადათა პირველის სახელით. მითრადათა I-ის შვილთაშვილები, მათი მემკვიდრეები იყვნენ მომდევნო მეფეები _ მითრადათას სახელით ცნობილნი, მათ შორის ბრწყინავს მითრადათა VI-ის სახელი. მას სიცოცხლეშივე შეარქვეს „დიდი» მისმა მტრებმა _ უცხოელებმაც კი. მასზე წიგნები გამოაქვეყნეს გიორგი გოზალიშვილმა, ლევან სანიკიძემ, ლევან გოთუამ. განსაკუთრებით მომწონს ლევან გოთუას წიგნი მითრადათა დიდზე. მისი კარდიული //ქართული წარმომავლობიდან გამომდინარე, ბუნებრივია მის მონეტაზე ქართული „მხედრული» და „ნუსხა-ხუცური» ასოებით აღბეჭდილი წარწერა _ «დევ». ამ ქარაგმის ანუ შემოკლებული წარწერის წაკითხვა, ჩემი აზრით, ასე შეიძლება: დ[ათა] ევ[პატორი].

ფარნავაზ I-ის, მითრადათა ევპატორის მოღვაწეობის შესაცნობად აუცილებელია ქართველთა სახელმწიფოს, ქართი//ქართველი ერის შესახებ მანამდე აღბეჭდილი არქეოლოგიური მონაცემების გათვალისწინება.

ქართულ ენაზე დაწერილ ტექსტში _ „ცხოვრება ქართველთა მეფეთა მათთა» _ ფარნავაზ I ძვ.წ. IV საუკუნეში მოღვაწედ განიხილება. ქართველთა მეფე გიორგი XIII-ის ვაჟის, ვახტანგის მიერ რუსულ ენაზე დაწერილ საქართველოს მოკლე მიმოხილვაში დასახელებულია ფარნავაზის ზეობის წელი _ ძვ.წ. 360 წ. ეს მონაცემი ემთხვევა ელინურ და ლათინურ ენებზე I_II საუკუნეებში შედგენილი რამდენიმე ავტორის მონაცემებს. კერძოდ, ფარნავაზ პირველის ხელისუფლად დანიშვნის თარიღად მითითებულია ძვ.წ. 413_387 წწ. ფარნავაზის დაბადება სახელდება ძვ.წ. 435 წელს, გამეფება _ ძვ.წ. 387 წელს. ლათინურ წყაროში მისი ქვეყანა სახელდებულია „კარდია»-დ, რაც, უეჭველად, ქართი ანუ საქართველოა. ლათინურენოვან წყაროებში მისი ქვეყანაა ხმელთაშუა ზღვის.






დასავლეთი სანაპიროც მიმდებარე კუნძულით „ლეზბოს» (იქნებ „ლაზებისა» ეწოდებოდა და შემდგომში დაერქვა „ლეზბოს»). ამ კუნძულის დედაქალაქს, მთავარ ქალაქს „კარდია»//ქარდია//ქართი ეწოდებოდაო, წერენ უცხოელები. მათივე ცნობით, ფარნავაზი როგორღაც წარმოშობით ენათესავებოდა პარსაიას//პარსის//პერსიის მეფეს დარივუშ III-ს კოდომანეს. ფარნავაზის მეუღლე იყო პარსაიას//პარსის//პერსიის მეფის ართოხერხე II-ის ასული _ აპამეა. მისი სახელი _ «აპამეა» _ მიენიჭა ვრცელ მხარეს. ზოგი ლათინურენოვანი ავტორი ოთხიოდ საუკუნის შემდგომ, ფარნავაზს ჰელესპონტის ფრიგიის სატრაპად, შემდგომში _ მის მეფედ ასახელებს. ჰელესპონტის სახელით აღნიშნულია დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები და მიმდებარე „მარმარილოს» ზღვა. ფრიგია რომაელების მიერ საუკუნეთა შემდგომ შერქმეული სახელწოდებაა ამ სრუტეთა აღმოსავლეთით მიმდებარე მიწა-წყლისა.



იმავე ლათინურენოვანი ისტორიკოსების ცნობით, ამ მხარეს, მეორენაირად, «ქარდია» ეწოდებოდა, რაც ჩვენებურად, ქართულად კარდი, კარდიეთი, ქართი, საქართველოა. ფარნავაზ I-ის მამის სახელია ფარნაკე. იმავე საუკუნეში კარდიას ანუ ქართის მეფედ იგივე ლათინი ავტორები ასახელებენ ევმენე//ეუმენე//ომენე ქართს//ქართველს, აქებენ მის გამჭრია-ხობას, პატიოსნებას. მისი შვილი იყო მითრადათა, რომელიც გამეფდა მითრადათა პირველის სახელით. მითრადათა I-ის შვილთაშვილები, მათი მემკვიდრეები იყვნენ მომდევნო მეფეები _ მითრადათას სახელით ცნობილნი, მათ შორის ბრწყინავს მითრადათა VI-ის სახელი. მას სიცოცხლეშივე შეარქვეს „დიდი» მისმა მტრებმა _ უცხოელებმაც კი. მასზე წიგნები გამოაქვეყნეს გიორგი გოზალიშვილმა, ლევან სანიკიძემ, ლევან გოთუამ. განსაკუთრებით მომწონს ლევან გოთუას წიგნი მითრადათა დიდზე. მისი კარდიული //ქართული წარმომავლობიდან გამომდინარე, ბუნებრივია მის მონეტაზე ქართული „მხედრული» და „ნუსხა-ხუცური» ასოებით აღბეჭდილი წარწერა _ «დევ». ამ ქარაგმის ანუ შემოკლებული წარწერის წაკითხვა, ჩემი აზრით, ასე შეიძლება: დ[ათა] ევ[პატორი].

ფარნავაზ I-ის, მითრადათა ევპატორის მოღვაწეობის შესაცნობად აუცილებელია ქართველთა სახელმწიფოს, ქართი//ქართველი ერის შესახებ მანამდე აღბეჭდილი არქეოლოგიური მონაცემების გათვალისწინება.


პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 10 2009, 09:29 PM

ისა და, ვინ აღმოაჩინა? სად და როდის? თითოქს ვერ ვნახე ტექსტში ვერსად mellow.gif

საბერძნეთი რატომ აწერია? იქ იპოვეს? huh.gif

ისე ერთობ სასიამოვნო ფაქტია smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jun 10 2009, 09:33 PM

აუ რა მაგრად გამიხარდაააა
დღეს თუ რამე გამიხარდებოდა არ მეგონა კიდევ user.gif
ძაააალიან მაგრიააა
თან კეისარიოოო
ესე იგი იმპერია და რამე ხომ?
ძააან მაგრია smile.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 10 2009, 09:34 PM

inaina

ციტატა
ესე იგი იმპერია და რამე ხომ?ძააან მაგრია

რა არის მაგარი? იმპერია? რატო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 10 2009, 09:39 PM

ვისი სტატიაა? ვინ გამოიკვლია? როგორ არის შეფასბეული ეს ყველაფერი სერიოზულ სამენციერო წრეებში? - რატომ არაფერი წერია?
ფრანავაზი და კეისარი? ლოგიკა ამიხსენით, მე ვერ ჩავწვდი...


ციტატა(likka @ Jun 10 2009, 10:29 PM) *

ისა და, ვინ აღმოაჩინა? სად და როდის? თითოქს ვერ ვნახე ტექსტში ვერსად mellow.gif

საბერძნეთი რატომ აწერია? იქ იპოვეს? huh.gif

ისე ერთობ სასიამოვნო ფაქტია smile.gif

უი, შენც, ბრუტუს? laugh.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Jun 10 2009, 09:44 PM

ეს მონეტა არის კილიკიაში -
დევს მუზეომში

ფაქტიურად არსებობს...

ჰოდა ზედ აწერია ქართველ მეფის სახელი ქართული ასოებიტ!

მეტი არ ვიცი
ინფოს წყაროა ეს -

http://forum.ge/?showtopic=33915689&f=&st=135&#entry14221095

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 10 2009, 09:46 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
უი, შენც, ბრუტუს?

კი მეც biggrin.gif არადა, 2ჯერ გადავიკითხე მეთქი რამე ხო არ გამომრჩა biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 10 2009, 09:48 PM

ციტატა(tamara @ Jun 10 2009, 10:44 PM) *

ეს მონეტა არის კილიკიაში -
დევს მუზეომში

ფაქტიურად არსებობს...

ჰოდა ზედ აწერია ქართველ მეფის სახელი ქართული ასოებიტ!

მეტი არ ვიცი
ინფოს წყაროა ეს -

http://forum.ge/?showtopic=33915689&f=&st=135&#entry14221095

აააა biggrin.gif
და ვინ არის იმ პოსტის ავტორი, ხომ არ იცი?

პ.ს. იქ ნეკრესის წარწერაზე რაც წერია, მართალა, ამ მონეტის კი არაფერი ვიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Jun 10 2009, 09:52 PM

ციტატა
იქ ნეკრესის წარწერაზე რაც წერია, მართალა, ამ მონეტის კი არაფერი ვიცი

იმიტომ რომ სიახლეა.
მეც არ ვიცოდი 1 საათის წინ..
rolleyes.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 10 2009, 09:55 PM

ციტატა(tamara @ Jun 10 2009, 10:52 PM) *

იმიტომ რომ სიახლეა.
მეც არ ვიცოდი 1 საათის წინ..
rolleyes.gif

სიახლე რა დონეზე? მკვლევარმა თავად ნახა მონეტა, თუ?..

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Jun 10 2009, 09:57 PM

თამარი_ცქნაფო - ჯერ მეც არაფერი ვიცი...
იმდენად გამიხარდა
გაჩვენეთ -
ფაქტია რომ მონეტა არსებობს
და დევს მუზეომშ საბერძნეთში...
უბრალოდ ადრე ეტყობა არავინ აქცევდა ყურადღებას მას
და ახლა მიქციეს ყურადღება წარწერას და თარიღს..

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 10 2009, 09:58 PM

ციტატა(tamara @ Jun 10 2009, 10:57 PM) *

თამარი_ცქნაფო - ჯერ მეც არაფერი ვიცი...
იმდენად გამიხარდა
გაჩვენეთ -
ფაქტია რომ მონეტა არსებობს
და დევს მუზეომშ საბერძნეთში...
უბრალოდ ადრე ეტყობა არავინ აქცევდა ყურადღებას მას
და ახლა მიქციეს ყურადღება წარწერას და თარიღს..

unsure.gif rolleyes.gif ჰოო, რა ვიცი

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jun 10 2009, 09:59 PM

დაა უეჭველი დაამტკიცეს რომ ქართულია?

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Jun 10 2009, 10:02 PM

ციტატა(subterranean @ Jun 10 2009, 08:59 PM) *

დაა უეჭველი დაამტკიცეს რომ ქართულია?

თვალები გაქვს?
laugh.gif

ადრე რომ მენახა ეს მონეტა სადმე ინტერნეტში
არ მივაქცევდი ყურადღებას -
cool.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jun 10 2009, 10:04 PM

ციტატა(tamara @ Jun 10 2009, 10:02 PM) *

თვალები გაქვს?
laugh.gif



არა

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 10 2009, 10:05 PM

ციტატა(tamara @ Jun 10 2009, 11:02 PM) *

თვალები გაქვს?
laugh.gif

ადრე რომ მენახა ეს მონეტა სადმე ინტერნეტში
არ მივაქცევდი ყურადღებას -
cool.gif

ასე ბრმად ვერ ვენდობით. სამწუხაროდ, მხოლოდ ეს მასალა არ კმარა მეცნიერული დასაბუტებისათვის. ეს უფრო ჰიპოტეზებია, ვიდრე ფაქტები. ასე ნებისმიერ მონეტას გაშიფრავ.

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jun 10 2009, 10:06 PM

ციტატა
ერთ-ერთ მონეტაზე ენათმეცნიერი, ბატონი გოჩა ასათიანი, კითხულობს ასე


ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ეგრე იკითხება

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 10 2009, 10:07 PM

ვინ არის გოჩა ასათიანი? ohmy.gif

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jun 10 2009, 10:08 PM

ისა და კეისარი ფარნავაზ რას ნიშნავს? ანუ ფარნავაზი კეისარი რა გაგებით? როგორც ვიცი პირველი კეისარი (ნაშ ტაკ სკაზატ დარაგოი გაი იულიიი ი პროჩეეე) დაიბადა 102 წელს ქრისტემდე და გარდაიცვალა 44 წელს. მაგის მერეა რომ სიტყვა კეისარი იხმარება უმაღლესი მმართველის აღსანიშნავად. მანამდე კი ნწუ. ასე რომ სენსაცია არ შედგა მე მგონი. სხვა დროისათვის გადავიტანოთ.

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jun 10 2009, 10:08 PM

მე რა ვიცი tongue.gif სტატიის ავტორისთვის დიდი ავტორიტეტი უნდა იყოს როგორც ჩანს biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 10 2009, 10:12 PM

ციტატა(bekas @ Jun 10 2009, 11:08 PM) *

ისა და კეისარი ფარნავაზ რას ნიშნავს? ანუ ფარნავაზი კეისარი რა გაგებით? როგორც ვიცი პირველი კეისარი (ნაშ ტაკ სკაზატ დარაგოი გაი იულიიი ი პროჩეეე) დაიბადა 102 წელს ქრისტემდე და გარდაიცვალა 44 წელს. მაგის მერეა რომ სიტყვა კეისარი იხმარება უმაღლესი მმართველის აღსანიშნავად. მანამდე კი ნწუ. ასე რომ სენსაცია არ შედგა მე მგონი. სხვა დროისათვის გადავიტანოთ.

უი, ჰოოო. მეც დავფიქრდი მაგაზე და ვიფიქრე, რამე არ ამერიოს-მეთქი და გავჩერდი biggrin.gif




ციტატა(subterranean @ Jun 10 2009, 11:08 PM) *

მე რა ვიცი tongue.gif სტატიის ავტორისთვის დიდი ავტორიტეტი უნდა იყოს როგორც ჩანს biggrin.gif

მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ასეთ ასათიანს არ ვიცნობ, არადა ბევრ ასათიანს ვიცნობ biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: VisualBB თარიღი: Jun 10 2009, 10:21 PM

საინტერესოა რა აწერია ....

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jun 10 2009, 10:23 PM

ციტატა
ასომთავრულით წერია 370წელს ქრისტეს შობამდე
კეისარი ფარნავაზი..................................


რაღაც ვერ ამოვიკითხე ...

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Jun 10 2009, 10:42 PM

ციტატა
ისა და კეისარი ფარნავაზ რას ნიშნავს? ანუ ფარნავაზი კეისარი რა გაგებით? როგორც ვიცი პირველი კეისარი (ნაშ ტაკ სკაზატ დარაგოი გაი იულიიი ი პროჩეეე) დაიბადა 102 წელს ქრისტემდე და გარდაიცვალა 44 წელს. მაგის მერეა რომ სიტყვა კეისარი იხმარება უმაღლესი მმართველის აღსანიშნავად.

მანდ არ წერია კეისარი -
მანდ წერია კეი - ფ -ზ
ასომთავრული ასოებით.
ეს კეი - შეილება სხვა რამესაც ნიშნავდეს.

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jun 10 2009, 10:54 PM

ციტატა
მათზე აღბეჭდილია თვით ფარნავაზი, მისი სახის გასწვრივ კი ქართული ასომთავრული ანბანით წარწერა, რომელსაც ერთ-ერთ მონეტაზე ენათმეცნიერი, ბატონი გოჩა ასათიანი, კითხულობს ასე: „კეი~ი ფ~ზ». ამ დაქარაგმებული, შეკვეცილი წარწერის გამოტოვებული ასოების აღდგენით, მისი აზრით, წერია: „კეისარი ფარნავაზი». ვეთანხმები, ზოგ იმჟამინდელ მონეტაზე ფარნავაზის იგივე სურათია, მაგრამ ქართული ანბანით სხვა სიტყვებია აღბეჭდილი.

აბა აქ რა წერია ცარ ვსეა რუსი თუ მეჩვენება?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 10 2009, 10:56 PM

ციტატა
ასომთავრულით წერია 370წელს ქრისტეს შობამდე
კეისარი ფარნავაზი..................................

ჯერ ეს წერია და მერე ამბობთ:
ციტატა
მანდ არ წერია კეისარი -
მანდ წერია კეი - ფ -ზ ასომთავრული ასოებით.
ეს კეი - შეილება სხვა რამესაც ნიშნავდეს.

biggrin.gif

მე მეცინება.. წინასწარ ასეთი დასკვნები არ ჟღერს ლოგიკურად smile.gif
ნორმალური მეცნიერი ასეთ ნაჩქარევ დასკვნას არ გამოიტანს smile.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Jun 10 2009, 10:59 PM

ციტატა
მე მეცინება.. წინასწარ ასეთი დასკვნები არ ჟღერს ლოგიკურად
ნორმალური მეცნიერი ასეთ ნაჩქარევ დასკვნას არ გამოიტანს

მე არ ვარ ისტორიკოსი -
და ჩემი დაწერილი არა ეს სტატია

მგონი მიგითითეთ წყარო.

http://www.wildwinds.com/coins/greece/cilicia/satraps/pharnabazos/t.html
აი ეს ვნახე

ციტატა
აბა აქ რა წერია ცარ ვსეა რუსი თუ მეჩვენება?

არ გეჩვენება -
ეს ბატონი გოჩა ასათიანის მოსაზრებაა

ჩემი აზრით კი შეიძლება კეი - კეისარს არ ნიშნავდეს თქო-
მგონი ქართულად ვწერ.

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 10 2009, 11:01 PM

გვეშველა! რაღა გვიჭირს! cocxali.gif

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jun 10 2009, 11:01 PM

ციტატა(tamara @ Jun 10 2009, 10:42 PM) *

მანდ არ წერია კეისარი -
მანდ წერია კეი - ფ -ზ
ასომთავრული ასოებით.
ეს კეი - შეილება სხვა რამესაც ნიშნავდეს.

ისევე როგორც ფ-ზ.

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Jun 10 2009, 11:04 PM

ციტატა
ისევე როგორც ფ-ზ.

Cilicia, Tarsos, Pharnabazos
და მერე ქვევით წერია ცოტა რამ ისტორიიდან...

ცოტა ყურადღებით წაიკითხეთ -


ვეთანხმები, ზოგ იმჟამინდელ მონეტაზე ფარნავაზის იგივე სურათია, მაგრამ ქართული ანბანით სხვა სიტყვებია აღბეჭდილი. ფარნავაზ მეფის ზეობიდან სამი-ოთხი საუკუნის შემდგომ შედგენილი, მსოფლიოს ელინური და ლათინურენოვანი ისტორიების თანახმად, ეს ფარნავაზი ჯერ პარსის//პერსიის ხელისუფლის მეგობარი სატრაპი იყო. შემდგომში შესძლო გამეფება. ემეგრული//ლურსმნული დამწერლობით აღბეჭდილ დედან ტექსტებში წერია სიტყვა «ლუგალ-უქქინ» [მეფე-ხელისუფალი; «ლუგალ» მეფეა] და არ წერია «სატრაპი», რომელიც იხსენიება ლათინურენოვან მოგვიანო ხანის აღწერებში. მეტად საყურადღებოა, თუ რომელი დამწერლობა იყო მის სახელმწიფოში აღიარებული. სწორედ ამ დიდი საკითხის დადგენაში გადამწყვეტია მის მიერვე გამოშვებული ფულის _ ვერცხლის მონეტებზე ქართული წარწერების არსებობა.

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Jun 12 2009, 10:08 AM

მოიცა და მერე მეშროპ მაშტოცი? ეუფ რავა მეიჯაყენ სომხები...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)