დღეს წინ წამოიწია საზოგადოებაში ამ საკითხმა მასწავლებლის და მოსწავლის ურთერთობამ, მოგეხსენებათ გგავრცელდდა კადრები თუ როგორ სცემდა მასწავლებელი მოსწავლეს.
ეს პრობლემა დიდი ხანია დგას მე რაც მახსოვს და კიდე წინათაობებსაც სულ იყო ძალადობა მოსწავლეებზე..
ცემენ სიტყვერ შეურაწყოფას აყენბენ და ასე შემდეგ.
როგორი უნდა იყოს მასწავლებელის და მოსწავლის ურთიერთობა? და რას ფიქრობთ ამ ფაქტებზე?
ჩემი აზრით ყოვლად მიუღებელია ბავშვზე ძალადობა და ესეთი მასწავლებლები უნდა განთავისუფლდნენ.
ეგ ცემა ცუდი კი არა დაუშვებელია, მრა არის მეორე მხარეც. როგორც გაირკვა თურმე ბავშვები მაგ მასწავლებეს (კადრები რომ გაუშვეს) ტყემალს ესროდნენ. ჩემ დროსაც იყო ეგეთები, რომ წერდა მაგ დროს დაფას ცარცები და სკამზე ჭიკარტები.
მოკლედ ვფიქრობ რომ დღეს მასწავლებელი უმადურ ხელფასს იღებს. არა მგონია კიდე რამე იყოს პროფესია მსგავსი მნიშვნელობის და ასე მიგდებული.
::სალომე::
ეხლა ბავშვს რა შეგნება აქვს. ეგრე რომ არჩევდეს კარგ მასწავლებელს რა გვიჭირს.
ასეთი ფაქტები ყოველთვის იყო და იქნება..
საერთოდ პედაგოგობა ძალიან ძნელია.. შინაგანად უნდა იყოს ადამიანი პედაგოგად დაბადებული, რომ მოსწავლეს უყვარდეს და ამავდროულად დიდი რიდი ჰქონდეს მისი.. ესაა ყველაზე იდეალური შემთხვევა..
ბავშვის ცემა ნამდვილად მიუღებელია..
დღეს თვითონ სახელმწიფო არ აფასებს პედაგოგებს (ლომაიამ მათი ხელფასების მომატების მოთხოვნა ცალი ყურით მოისმინა) და რაღა უნდა მოვთხოვოთ ბავშვბს..
გამანდგურეთ და ეგააა
ბავშვს ეშინია და იმიტომ ვერ უბედავს და ვისიც ეშინია იმას დაუნახებია კიდეც თუ რატომ უნდა ეშინოდეთ.
::სალომე::
აი ეგ იდეოლოგია დაგვღუპავს ჩვენ... ეგ ჯერ ერთი უზრდელი იყო ეგ ბავშვი და მაგისთანას უნდა აეკრძალოს საერთოდ საჯარო სკოლაში სიარული და ძნელად აღსაზრდელ ბავშვთა სკოლაში უნდა გადაიყვანონ, ეგ ბავშვი ოჯახის სახეა და რაც ოჯახში გაზარდეს ეგაა და სხვა არაფერი, მასწავლებლისთვის ცხოვრებაში არაფერი მიკადრებია და ხელიც არ დაუკარებია ჩემთვის... ეგ კი არა ვიღაცეები მოვიდნენ ჩვენი ფიზიკის მასწავლებლის საცემად (კაცია) და მთელი სკოლა გვერდში დაუდგა იმის მიუხედავად რომ ყვირილი იცის როცა აბრაზებენ, მერე ადამიანს რომელსაც 150 ლარი ხელფასი აქვს და ოჯახში მძიმე სოც.პირობები აქვს ვერ იქნება ისეთი მყარი ნებისყოფის... რამოდენიმეჯერ ჩემს სკოლაში მასწავლებელი მაგ მდგომარეობამდე რომ მიიყვანეს იმან დირექტორს მიმართა და დირექტორმა ბავშვს ყური აუწია და გაუღიმა - მეორედ აღარ ქნა შვილიო. ასე რომ გაჩერდით რა არაფერი ძალადობა არაა მანდ და საერთოდ ეხლა მაგ ქალის ცხოვრება რაარის? იმ ბავშვის მშობელი ეხლა ალბათ გამარჯვებას ზეიმობს და არც კი განიცდის იმ ადამიანის გასაჭირს...
ილია
აი ეგ კიდე გაკვეთილიდან გაშვება ჩემო ძმაო უნდა დაისაჯოს ციხით რადგან სკოლის განმავლობაში ბავშვი უნდა იყოს სკოლაში და ვინ იცის მაგ დროს ბავშვი სად წავაა? უნდა გაირიცხოს უზრდელი და თავხედი ბავშვები სკოლიდან ...
::სალომე::
სკოლაში სწავლობ?
უბრალოთ როცა ბავშს ამხელა ქალი დასდევს ბავშვიც უფრო ცელქობს და ხელს შეუშლის, როდესაც სხვანაერად უდგება და მეგობრულიცაა და ამავადეროს მკაცრიც მაშინ ვერრ უბედავს
გაუბედავს და იცის რო დაისჯება.
ქავთარაძე
ა კაცი. უსმინეთ ხოლმე.
გარეთ გაუშვება იმას არნიშნავს ქუჩაში გავიდეს ამ დროს უნდა შეატყობინოს სასწავლო ნაწილს, აბა როდესაც ვერ აჩერებს როგორ უნდა მოიქცეს? ხელფასი რა შუაშია იმდენი უნდა იცოდეს მასწავლებელმა რომ არ უნდა ცემოს ბავშვი რაუფლება აქ სხვისი ბავშვის ცემის? მე დაბალ კლასებზე მაქ საუბარი თორე დიდებს რას გაუბედავენ.
::სალომე::
მიუღებელია? გასაგებია მარა პირადად გეტყვი ჩემი კლასინად ნახევარს თუ არა მესამედს კოლონიაში გავუშვებდი.
ილია
დაბალი კლასის ბავშვებიც უზრდელობენ და მაღლებიც, ჩემი აზრით უნდა იყოს შემოღებული წითელ-ყვითელი ბარათების სისტემა როგორიც ფეხბურთშია და მასწავლებელი უნდა აძლევდეს ყვითელს როგორც გაფრთხილებას და მერე კიდევ რო დააშავებს წითელს და ბავშვი უნდა გაირიცხოს სკოლიდააან აი ასეა საჭიროოო არავითარი ცემა ტყეპა აჩვენებ ყვითელს და მოჯდება...
ჩუმად გადით, დირექტორმა არ დაგინახოთ.
ჩუ.....
::სალომე::
ესეიგი შენ რომ გინახავს რომ მასწავლებელი ბავშვს ურტყამს, ეს უმიზეზოდ ხდება? არა- მასწავლებელი უნდა ცდილობდეს რომ მაგ ზომამდე არ დაისვას ის უზრდელი ბავშვი თავზე და გაიუზრდელებს თუ არა ეგრევე დი-რე-ქტო-რთაან!!!!
საშინელება რა არის იცით? ხსირად მასწავლებლები სახლიდან მოდიან საშინლად ანერვიულებულები და ხშირად თავინთ პრობლემებს ჩვენზე ანთხევს, სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენც ხომ ადამიანები ვართ და უნდა გავუგოთ და არა პირიქით ნერვები ვუშალოთ.
მე მყავს მათემატიკის მასწავლებელი, რომელსაც მძიმე სოციალური პირობები აქვს, გაკვეთილზე სულ ანერვიულებული მოდი მაგრამ ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ,
ისე გააჩნია როგორი კლასია, არის თუ არა მეგობრული, ჩემთან კლასში რომ მოსწავლემ ასეთი რაღაცა გადაიღოს და მერე ასე სააშკარაოდ გააშუქოს, ამ ბავშვს ტავზე ხელს არ გადაუსვამდა !
ეხ აღარ ვარ სკოლის მოსწავლე, მაგრამ...
მახსოვს, ერთხელ გეგორაფიის მასწავლებელი ვატირეთ, ცუდად მოვიქეცით, საწყალი როგორ ვანერვიულეთ
ხაზვის მასწავლებელს კი ისეთ რამეს უკეთებდნენ ჩემი კლასელები, რომ ასეთი დამცირება, ნუ რავი ღმერთმა ყველას აშოროს...
იცით, რა ბავშვებო, ხან ერთი მხარეა დამნაშავე ხან მეორე, შემთხვევას გააჩნია... მოსწავლე რომ მასწავლებელს პატივს სცემდეს და მეორე მხრივ მასწავლებელს რომ იმდენი შეგნება ქონდეს, როგორ მოეპყრას ბავშვს, მაშინ, ალბათ რამე გამოვა...
ketino
გეთანხმები.
ხან ერთი მხარეა დამნაშავე და ხან მეორე.
ketino
ხო აი მაგას არავინ ამბობოს... ტელევიზორში...
ერთადერთი გამოსავალი ეკლესიისა და სკოლის ურთიერთმოქმედებაა. სკოლებში უნდა ისწავლებოდეს რელიგია, რომელსაც უნდა ასწავლიდეს სასულიერო პირი. ეს უფრო დადებით შედეგებს მოიტანს და უფრო კარგისკენ შეიცვლება სიტუაცია (მაგრამ არამგონია სანამ ლომაიაა მინისტრი ეს ჩვენს სკოლებში მოხდეს)
მე მაგალითად ეს ერთი წელია სკოლაში დავდიოდი პრაქტიკებზე,და გაკვეთილებსაც ვატარებდი,და რაც მე იქ ვნახე შემიძლია ვთქვა, რომ კარგი არაფერი ხდებოდა.მოსწავლეებს მართლა არ აქვთ მასწალებლების პატივისცემა.ისე უზრდელურად მიმართავდნენ მასწავლებელებს და ისე დასცინოდნენ,მართლა არ ვამართლებ მოსწავლეებს,და ალბათ ის მასწავლებელი იმ ბავშვებს რომ ცემდა, ისე გამოიყვანეს წყობილებიდან,
რომ ცემა დაუწყო.ცემას არ ვამართლებ მაგრამ ბავშვებიც არ არიან მართლები ხშირ შემთხვევაში.
ნათია
ეგაა აუცილებელი 100% ით გეთანხმები და არა ეს მართლა საზიზღრობები, იმ ადამიანს დაუმახინჯა ცხოვრება 10 წლის უზრდელმა ლაწირაკმა...
ai gogoo
ეგრეა...
ძალიან კარგად მსჯელობთ.
პრობლემა მართლაც ორმხრივია, წრიული.
მეც მყავდა 4-5 ძალიან ცუდი მასწავლებელი, რომელთა შეშვება სკოლის სივრცეში არაფრით შეიძლებოდა, მაგრამ მიზნად დავისახე და მეთოდოლოგი გამოვედი, რომ თავად მასწავლებლებისთვის მესწავლებინა.
სამწუხაროდ, მოახერხეს ზეგავლენის მოხდენა იმ მხრივ, რომ 4-5 საგანი, რომელთა პოტენციური კარგი მცოდნე ვიყავი, შემაჯავრეს.
პრობლემა მართლაც ძალიან რთულია, მოითხოვს ,,ოქროს რგოლის"- სკოლის, ოჯახისა და მოსწავლის ურთიერთმიმართების დარეგულირებას:
1.მასწავლებელი მოვალეობით კი არა, ბუნებით, შინაგანი და შეძენილი ინტელექტით უნდა იყო.
2.პედაგოგებს ასეთი მიზერული ხელფასები არ უნდა ქონდეთ, არაფრით არ შეიძლება (იმას აღარავინ კითხულობს, ბევრი კარგი პედაგოგი მშიერ-მწყურვალი რომ კარგობს).
3.ოჯახიდან სკოლაში მისულმა ბავშვმა ოჯახიდან უნდა გაიყოლოს ზრდილობა და კეთილგონიერება.
მასწავლებელს არ ვამართლებ, თუმცა ვერც გავამტყუნებ!
ყველაზე საწყენი ისაა, რომ ადრე პედაგოგობა პატივსაცემი პროფესია იყო და ყოველ ოჯახში, პედაგოგს აფასებდნენ.
დღეს თვითონ ამ ბავშვების მშობლები, რომლებსაც გაცილებით მეტი შემოსავალი აქვთ (და განათლებისა რა მოგახსენოთ, ეგ არ ვიცი) პედაგოგებს როგორს ღატაკ და არაფრადღირებულს, ასე ვთქვათ დაქირავებულ იაფ მუშახელს ისე აღიქვავენ! აი ესეთი ოჯახიდან გამოსულ ბავშვს როგორ უნდა მოსთხოვო მასწავლებლის პატივისცემა?
მეც მქონია სკოლაში პრაქტიკები, თანაც 53 სკოლაში ) და იქ მეხუთე კლასში ჟურნალის ამოკითხვისას ბავშვები მეცნობოდნენ, მე ამის შვილიშვილი ვარ და მე ამისიო, ნუ მობილურებზე ხომ არაფერს ვიტყვი )
ჩვენი ტელევიზია კი შანსს არ უშვებს ხელიდან! სენსაციებს!
ჩემი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით ბევრის ანალოგიურია ... სკოლაში ერთი ჩემი პედაგოგი არ დავასახელებ სახელს და გვარს და ისე აწიწკნიდა ბავშვებს ყურის წინ თმებს დაახლოებით საფეთქლის ტერიტორიებში რომ ბავშვებს მხოლოდ დაყვირება შეეძლოთ სიმწრისაგან...... აგრესია არ არის გასასამართლებელი თუმცა არც ისე შეიძლება მოსწავლეების თავზე დასმა რომ მასწავლებელმა მასწავლებლის და პედაგოგის სახელი და პრესტიჟი დაკარგოს... ამიტომ მარტო მასწავლებელიც არ არის გასამტყუნარი მაგრამ ცემა ყოვლად დაუშვებელია.....
იიი ტაკ მეგობრებო
იმ ფაქტს რას შეეხება, ცემის ფაქტს..რა თქმა უნდა მასწავლებელს არ უნდა მიეყვანა მაქამდე საქმე..ანუ მასწალბელეი ვერ იმორჩილებს მოსწავლეს და გადადის ცემაზე. .. ..ჯერ ერთი ბავშვთა უფლებები დაგვავიწყდა?? რა უფლება აქ ხელით შეეხოს მასწავლებელი? .......ხო ის ყვითელი ბარათებია კაია მომეწონა.
პედაგოგის ვალი ძალიან დიდია მოსწავლისა და სამშობლოს წინაშე.
მაგრამ ცოტა მასწავლებლებსაც გაუგოთ..ხეები და რკინები არ არაინ ადამიანები არიან კაცო. ნერვები არეული აქვთ და ამის ფონზე უზრდელი ბავშვებს ხომ საერთოდ გამოყავთ წყობიდან...მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქ და არ უნდა გადავიდეს მასწავლებელი ცემა-ტყეპაზე.
k@the
ნაცნობი სიტუაციაა... ადრე 57-ე სკოლაში ვიყავი პრაქტიკაზე(მე-5 კლასში), ერთადერთი ღარიბი (აშკარად ეტყობოდა) მოსწავლე იყო და ყველა კეთროვანივით გაურბოდა. სამწუხაროდ, ცხოვრების რეალური ღირებულებები და ფასეულობები ბევრ ბავშვს არეული ჰქონდა... მათი მშობლების გასაკეთებელი ჩვენ გავაკეთეთ და მეტ-ნაკლებად შევუცვალეთ წარმოდგენები.
პირველი კლასიდან ხოარარიან ეგეთები ბავშვები? ისევ მასწავლებლის ბრალია რო თამამდებიან მათ ხელში იზდებიან ფაქტიურად და პასუხიმგებლობა არუნდა მოიხსნან ნაწილობრივ მაგათი ბრალიცაა
და მშობლის რათქმაუნდა, მარა მასწავლებელს თავის დროზე პრინციპულობა რომ გამოიჩეჩინა ვერ გაუბედავდა ბავშვი მასე.
რაუფლება აქ მასწავლებელს ბავშვის ცემის?არანაერი! და ეგ ხელფესისბრალი ნაკლებადაა ეგეთ მასწავლებლები კომუნისტებისდროიდან მოდიან მაშინ ხელფასლისპრობრლმა არქონდათ.. უნდა გაუშვან ყველა ნერვოზიანი სკოლიდან.
kotetbeli
ვა შენ აქეთ გადმოხვედი? ძალიან გამიხარდა კეთილი იყოს შენი შემოსვლა
BOO
მასწავლებლების უფლებები?
როცა მასწავლებელს მიყავს ბავშვი დირექტორთან ზემოთ ავღნიშნე რასაც აკეთებს დირექტორი
ილია
ეგეთები არ ვიცი მარა ოჯახში როგორსაც გაზრდიან ისეთები არიან, მანდ მასწავლებლის მოვალეობა არის რომ ბავშვს განათლება მისცეს და არა ზრდილობა ასწავლოს. ან დაამატონ ეგეთი საგანი - ზრდილობა
kotetbeli
ხო ეგეც მართალია... ბევრჯერ მინახია ბავშვს როგორ დასცინიან სოციალურ მდგომარეობაზე... მაგითი ბავშვის სული მახინჯდება და ბოროტდება... მაგასაც უნდა მიეხედოს...
ქავთარაძე
გაიხარე
ყველაფერ ამას + ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვები ძალიან ცუდი საინფორმაციო ზეგავლენის ქვეშ არიან და მათი სუფთა ფსიქიკა ძალიან ბინძურდება, თუმცა, მგონი, ეს უკვე სხვა თემაში სასაუბროა.
[quote name='ქავთარაძე' date='Jun 2 2007, 11:15 AM' post='100913']
kotetbeli
ვა შენ აქეთ გადმოხვედი? ძალიან გამიხარდა კეთილი იყოს შენი შემოსვლა
BOO
მასწავლებლების უფლებები?
როცა მასწავლებელს მიყავს ბავშვი დირექტორთან ზემოთ ავღნიშნე რასაც აკეთებს დირექტორი
ილია
ეგეთები არ ვიცი მარა ოჯახში როგორსაც გაზრდიან ისეთები არიან, მანდ მასწავლებლის მოვალეობა არის რომ ბავშვს განათლება მისცეს და არა ზრდილობა ასწავლოს. ან დაამატონ ეგეთი საგანი - ზრდილობა
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გუშინ შუაღამე დავპოსტე გიო და წინები არ წამიკითხავს თვალები გადმოკარკლული მქონდა
ზრდილობის სწავლა გვიანო ხომ არააა უკვე პატარა, მაგრამ უზრდელი ბავშვებისთვის?? ეგ ოჯახმა უნდა გააკეთოს თავიდანვე
პირველ კლასელი ბავშვი და უზდელი სდად გინახიათ? შედით და ნახავთ რომ იქ არხდება ეგეთ რაღაცეები, მერე რო იზდება ბავშვი მერე ცელქთებიან და ასე შემდეგ...
ხოდა ეგ ყველას პრობლემაა არამატო ოჯახის მასწავლებლისაც და გარემოსიც.
აუ გაზვიადებულია ყველაფერი...... ბავშვი თუ არ იცემა (რათქმაუნდა ზომიერად) აბა მისგან რა გამოვა???
თქვენთვის რა არასდროს აუწევიათ ყური???
აბა როგორ გინდა ბავშვმა თავზე გადაუაროს მასწავლებელს და ის არაფერი და მასწავლებელმა ერთი რო წამოარტყას ის უკვე დანაშაულია???
როდესაც ერთხელ გამოერდება და ორჯერ მერე შეიძლება გარიცხნონ კიდევაც და მორჩება ამით ყველაფერი.. ცემით არაფერი მიიხწევა. შენ გონია გაჩერდება რო ცემენ?
პირიქით უარესაც გააკეთებს. და ცემა არ შეილება უფლება არაქვს სხვისი შვილი ცემოს მასწავლებელს, აბა წორმოიდგინე შენი შვილი რო ცემონ? რას იზამ არაფერს ეტყვი?
ქავთარაძე
ვერასოდეს ვერ დავეთანხმები იმ აზრს რომ ბავშვი უნდა იცემოს,ჯერ ერთი ბავშვი ისე უნდა აღზარდო მშობელმა, რომ მასწავლებელს რიდით უყურებდეს,განა უნდა გაზარდოს არამედ აღზარდოს ყოველგვარი ცემისა და ყვირილის გარეშე.მშობელი რომ შვილს ეტყვის ერთს მისთვის ის გასაგები უნდა იყოს და მეორე აღარ უნდა გაამეორებინოს.(მაგრამ დღევანდელი ახალგაზრდა დედები აქეთ არიან გასაზრდელები და მათ რა შვილი უნდა გაზარდონ).მეორეც რა უნდა ისეთ პედაგოგს სკოლაში რომელსაც ნერვოზი აქვს,ის შესაფერის ადგილზე უნდა მოათავსონ და არა სკოლაში.პედაგოგობა დიდი პასუხისმგებლობა არის,ბავშვის ფსიქიკასთან გაქვს საქმე,რასაც დიდი ყურადგებით უნდა მოეკიდო.პედაგოგს დისწიპლინა უნდა ქონდეს,ბავშვთან მეგობრული დამოკიდებულება.წივილ-კივილით ვერ დაიმორჩილებ ბავშვს.ყოველ ბავშვს ბავშვის გასაგებ ენაზე უნდა მიუდგე და მოექცე და არა ცემა-ტყეპით.
ილია
http://www.myvideo.ge/?video_id=30114
ამ ვიდეოს ყურადღებით უყურე ახალგაზრდავ...
ილია
http://www.myvideo.ge/?video_id=30114
ამ ვიდეოს ყურადღებით უყურე ახალგაზრდავ...
კი ვუყურე მარა სიმართლე გითხრა ლაპარაკი არმესმოდა..
რაგინდა ამით მითხრა ახალგაზდავ?
რომ მასწავლებელმა მოსწავლე ესე უნდა ცემოს ხოლმე?
გურამიშვილის სიბრძნე:
"ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლით ცემის კივილი,
მალე გამრთლდეს უწამლოდ მისი წყლულების ტკივილი.."
მეც ბევრჯერ დავუსჯივარ მშობლებს სწავლის გამო, იმ დროს შეიძლება არ მესმოდა, მაგრამ ახლა ვიცი რომ აუცილებელი იყო. ბავშვი სანამ პატარაა მაშინ უნდა ისწავლოს, ოღონდ ფრთხილად და დაკვირვებით, რომ ფსიქიკა არ დაუზიანდეს. თორე თუ გათამამდა, მერე ძნელი იქნება გამოსწორება. სკოლაში კი... რავი, ალბათ თაობას აქვს დიდი მნიშვნელობა, მე ისეთი მასწავლებლები მასწავლიდნენ, ცუდს ვერავიზე ვერ ვიტყვი, როცა საჭირო იყო გვიჯავრდებოდნენ
თან არ დაგავიწყდეთ სკოლაში ბავშვი მიდის ოჯახიდან, ოჯახიდან სადაც ელემენტარული მაინც უნდა ასწავლონ ბავშვს (ზრდილობა, ქცევის წესები ურთიერთობა და პატივისცემა).
ყველაფერი, რაც სკოლაში ხდება, არის ზოგადად განათლების სისტემის ბრალი, მათ შორის დირექციების და მასწავლებლების
მასწავლებელთა 90% არ შეესაბამება მისდამი წაყენებულ მოთხოვნებს
ამერიკელებმა ჩაატარეს ფსიქოლოგიური კვლევა, კითხვების სახით, რომლებზეც მექანიკურად უნდა გაეცათ მასწავლებლებს პასუხი.
კითხვა იყო უამრავი და ნელნელა მძიმდებოდა თავისი შინაარისთ.
საბოლოო კითხვის ჯერი რომ დგებოდა, მასწავლებლებს აღარ ჰქონდათ დაფიქრების საშუალება გონების დაძაბულობისა და დაღლილობის გამო.
ეს შეიკითხვა შეიცავდა შინაარსს, მოსწავლის ისეთ თავხედობაზე, რომლემაც შეიძლება მდგომარეობიდან უკიდურესად გამოგიყვანოს. მაგალითდ : მთელ დღს ნერვებს გიშლიდეს არ ისვებნებდეს, რაღაცეებს ისროდეს , მოკლედ ყველანაირი სიცელქე რაც ბავშვს აზრად მოუვა.
მასწავლებელთა 80-მა პროცენტმა დააჭირა თითი ღილაკს _ მოვკლავ
ეს ამერიკაში, და ჩვენთან ?...
ბავშვის ცემა ცხადია მიუღებელია, მაგრამ ბავშვს მის უფლებებთან ერთად პირველ რიგში მოვალეობები უნდა ასწავლო.
ინგას გადაცემას ვუყურებდი, მართალი გითXრათ გამაოცეს ბავშვებმა , განსაკუთრებით ერთმა გოგომ, რომელიც ამბობდა, რომ მასწავლებელმა ყველაფერი უნდა მოითმინოსო. მე ვფიქრობ, რომ არაფრის მოთმენა არ არის საჭირო, უზრდელს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ არა ცემით.
ეს კადრები Vაწერილი იყო, ბავშვები მზად იყვნენ ამ სცენისთვის, ანუ ბავშვები წავიდნენ სეთანხმებაზე და პროვოკაციაზე წამოაგეს მასწავლებელი. არა მგონია ასეთი ბავშვებისგან კრგი ადამიანები დადგნენ. ამასთან, თუ დაუკვირდებოდით, კადრები დამონტაჟებული იყო, ცემის ფაქტი გამუდმებით მეორდებოდა, ანუ მასწავლებლის მოძრაობა მეორდებოდა ცემის დროს.
კიდევ ერტხელ ვიმეორებ, ცემა დაუშვებელია, მაგრამ ბავშვს უფლებასთან ერთად მოვალეობაც უნდა ასწავლო, რაც პირველ რიგში გამოიხატება უფროსის პატივისცემით, მერე მასწავლებლის პატივისცემით, მერე მოსმენის კულტურით და აშ. თუ ამას არ აკეთებს ბავშვი და გაკვეთილზე ისვრის ტყემალს, ის უნდა დაისაჯოს. ჩვენს სემთხვევაში კი წახალისდნენ, გამართლდნენ, ავშვები, რომლებმაც იცოდნენ, რომ მოდიოდა ფარული ჩაწერა და წავიდნენ პროვოკაციაზე. ეს აკადრეს ტავის მასწავლებელს. უცხოს რას გაუკეთებენ
მხევალი ნინო
მართალი ხარ, იგივე მოხდა მაშინ როცა იმ ბავშვის დასაცავი აქციები მოეწყო, თავისი მეგობარი რომ დაჭრა და რახან არ მომკვდარა აპატიეთო.
ყველა წახალისდა, ჰგონიათ მათაც ეპატიებათ და ნახეთ რა ხდება
თითის ხელა ბავშვები როგორ ხოცავენ ერთმანეთს
ამ ბავშვებს არ სურთ ვინმეს პატივი სცენ, რატომ უნდა იყოს მასწავლებელი მოსწავლის დაქალი ან ძმაკაცი?
უნდა იმეგობრონ მაგრამ უფროსი და უმცროსი მეგობრებს საზღვრებში.
უნდათ უფროსებს შენობით ელაპარაკონ, ეტლიკინონ
რას გავს ეს
ეგ ბავშვები საკუთარ შობლებს არ სცემენ პატივს და მასწავლებელს დაგიდევენ?
ჩვენმა უწმიდესმა საგანგებო თხოვნით მიმართა ყველა პედაგოგს, რომ საგნების გარდა, ბავშვებს სიყვარული, პატივისცემა, შერიგება და მიტევება ასწავლონ.
"ბოლო დროს ქართველებს შორის აგრესია გავრცელდ. უნდობლობა და სიძულვილი არ არის ჩვენი თვისება, ეს უცხოეთიდან მოტანილი თვისებაა. მოზარდებს შორის გავრცელებული ძალადობის ფაქტები კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, როგორი არასწორია ბავშვების აღზრდა." - განაცხადა პატრიარქმა. უწმიდესი ასევე გამოეხმაურა ინიციატივას ალტერნატიული სკოლების შექმნის თაობაზე, სადაც ძნელად აღსაზრდელი ბავშვები ისწავლიან.
"მათში, რომელთაც ჩვენ ძნელად აღსაზრდელებს ვუწოდებთ, ხშირად უდიდესი ენეგიაა. სწორედ ასეთი ბავშვები იზრდებიან მომავალში გენიალურ ადამიანებად. ძნელად აღსაზრდელი ბავშვი იყო, მაგალითად, ჯორჯ ვაშინგტონი, რომელიც ამერიკის პირველი პრეზიდენტი გახდა", - აღნიშნა პატრიარქმა. უწმიდესმა და უნეტარესმა სთხოვა მასწავლებლებს, რომ მოსწავლეებს ორიანი იშვიათად დაუწერონ.
"ყველა ბავშვში იმალება ნიჭი და მასწავლებელმა იგი უნდა აღმოაჩინოს. ყოველი ადამიანი განუმეორებელია და ჩვენ მივხდეთ, რაშია მისი განუმეორებლობა", განაცხადა უწმიდესმა.
მხევალი ნინო
რატომ ხდება მერე ასე? ბავშვის ბრალი რაშია? პირველკლასელები ასე იქცევიან?
არა
მოსწავლე თავხედი და უხეში ხდება მერე, უფროს კლასებში? რატომ? იმიტომ რომ სოციალურ ჩვევებს იღებს იმ გარემოდან, სადაც ატარებს დროის უმეტეს ნაწილს. ასეთი არის სკოლა. ოჯახს და უბანს დიდი გავლენა აქვს, მაგრამ სკოლას ბევრი რამის განსაზღვრა შეუძლია
როცა ვამბობთ მოვალეობები არ იციანო, საიდან ეცოდინებათ? სკოლებში არსებობს შინაგანაწესები, რომლებიც გამოკრულია და ყველა ეცნობა? არა
მოსწავლეს მოვალეობებს აცნობენ მასწავლებლები საკუთარი შეხედულებებით. ერთთან ღეჭვა არ შეიძლბა, მეორესთან ლაპარაკი, მესამესთან სხვა და ასე შემდეგ
მასწავლებელი არიან დისციპლინირებულნი? ცალსახად არა.
ulvashi
საშინელებები ხდება დღეს სკოლაში, მოსწავლეებს მასწავლებლის რიდი აქვთ დაკარგული, ძალიან თავხედი ბავშვები არიან, (რა თქმა უნდა ღვთის წყალობით ყველა არა), გასაგებია ბავშვი მოუსვენარია მითუმეტეს 11-15 წლის ასაკში, მაგრამ მოუსვენრობა და ანცობა თავხედობაში არ უნდა გადაიზარდოს, სწორედ ეს არიცის მოსწავლემ რაშიც მე ნაწილობრივ ოჯახს ვადანაშაულებ, ოჯახმა უნდა ასწავლოს ბავშვს მოწიწება, ზრდილობა.
თუმცა ცემა ყოვლად მიუღებელია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაწავლებელს დირექტორისთვის და მისი მშობლისთვის უნდა მიემართა.
მიზეზების კორიანტელია სინამდვილეში აქ, მე მგონია რომ მიზეზები შემდეგია:
1. განათლების უმიზნო რეფორმა
2. წამახალისებელი სისტემის მიმართ (ოლიმპიადები დ.ა.შ.) უყურადღებობა... (იდიოტ ლომაიას პოზიცია: სპეციალური სკოლები არღვევს მოსწავლეთა უფლებას - ისე საინტერესოა თუ უინტერესო ბავშვის უფლების დარღვევაა დაინტერესებულ ბავშვზე ორიენტაცია, საინტერესოა ძნელად აღსაზრდელთა სკოლა რამდენად შეესაბამება სამოთხეს ?)
3. სკოლის მასწავლებელთა დაფინანსების დაბალი ხარისხი
4. ამავე მასწავლებელთა მომზადების უმდაბლესი ხარისხი
5. დამახინჯებული თაობა, რომლებიც დაიბადნენ ძნელბედობის ჟამს
6. ქურდული მენტალიტეტი, რაც ხშირად სახლიდან მოდის და არა მარტო ქუჩიდან
როდესაც ეს მოწესრიგდება, ზემოთ ნახსენები პრობლემებიც გაქრება
კანუდოსელი
კანუდოსელი
კანუდოსელი
აიიი, მართალი ხარ. ნეტა ლომაიას ადგილზე ცოტა ხნით მაინც ყოფილიყავი.
1. დისციპლინა
სკოლაში დისციპლინა ბევრს ნიშნავს. მაგრამ ეს შეუძლებელია შინაგანაწესის გარეშე. შინაგანაწესი ისეთივეა სკოლისთვის, როგორც კონსტიტუცია სახელმწიფოსთვის. მასში უნდა განისაზღვროს მოსწავლი და მასწავლებლის უფლება მოვალეობები. რა ჩაითვლება დარღვევად და შესაბამისი სასჯელები. ეს ბევრ სკოლაში არაა მიღებული, რაც ართულებს იმის დადგენას, რისი კეთება შეუძლია და რა არ შეუძლია ბავშვს. ამასთან უნდა იყო დისციპლინური საბჭო, რომელიც განიხილავს ამ დავებს. ეს არის "ზოგადი განათლების შესახებ" კანონის მოთხოვნა, რომელიც არ სრულდება
2. კონფლიქტები
ამის ერთ-ერთი მიზეზი ქუჩური და ძველბიჭური მენტალიტეტია, მაგრამ რატომ ისწრაფვის აქეთ მოსწავლე? ხშირად იმიტომ, რომ მას არ აქვს სხვა გზა. ანუ სკოლაში არ არის კონფლიქტების მოგვარების სამართლიანი მექანიზმები (იგივე დისციპლინური საბჭო). სკოლებში ჯერ კიდევ მძლავრადაა კორუფცია (თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე მარტო თბილისიდან გამომდინარე არ ვსაუბრობ და ეს ასეა ყველა პერიფერიაში). შესაბამისად, მოსწავლე, რომელიც ხედავს უსამართლობას, მიმართავს ერთადერთ "სამართლიან" სამყაროს. განსაკუთრებით ძლიერია ქურდული რომანტიკა რეგიონებში. მასწავლებლების კვალიფიკაცია კონფლიქტების რეგულირების მხრივ საშინლად დაბალია.
3. ფსიქოლოგი
სკოლებში არ არიან ფსიქოლოგები, არადა ეს კანონის მოთხოვნაა და თან უწმინდესმაც აღნიშნა ერთ-ერთ ეპისტოლეში ფსიქოლოგების აუცილებლობის შესახებ.
4. ელიტურობა
აქ კარგად ითქვა გლდანის და 53-ე სკოლის მაგალითი და ეს არის პრობლემა. სოფლის მოსახლეს შვილი ქალაქში მიყავს, ქალაქისას პრესტიჟულ სკოლაში და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მოსახლეობის ცნობიერების საკითხი. ამას ხელს უწყობს სახელმწიფო. დააკვირდით, რომელი სკოლები შეკეთდა იაკობ გოგებაშვილის პროექტით? პრეზიდენტმა ოფიციალურად თქვა, რომ მომავალ წელს თბილისის ყველა (200-მდეა) და რაიონული ცენტრების მნიშვნელოვანი სკოლები (სულ 100-მდე) უნდა იყოს გრემონტებული. ანუ, მაგალითად ცაგერში ყოველ წელს ერთი სკოლა შეკეთდება თბილისში 10. ეს უსამართლობა და არათანაბარი განაწილება ახდენს გავლენას მშობლის არჩევანზე. შეადარეთ გლდანში და ვაკეში გარემონტებული სკოლები. რაიონებშიც ე.წ. პრესტიჟული სკოლები მოხვდნენ ამ პროექტში. ამ მხრივ ხელისუფლება ბევრს სცოდავს
პ.ს. დავამატებდი ჩემს აზრს იარაღის სკოლაში გავრცელებაზე, მაგრამ არ მინდა, ძალიან პოლიტიკური პოსტი გამოვიდეს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს პირდაპირ კავშირშია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკასთან
ულვაშ: ეგრეა და მთავარია სკოლის სწორად მართვა...სკოლაში არ არის ინტელექტუალური კონკურენცია, ...
ერთი შემთხვევა სულ მაგალითად მაქვს: მოსწავლე მყავდა,დიდი არაფერი,პირიქით, გატაცებული იყო რაღაც უაზრობებით, დადიოდა პანკ-როკ კოსტუმებით (საწინააღმდეგო არ მაქვს, თავად ვარ როკის დიდი გულშემატკივარი, მაგრამ ყველაფერს თავისი ზომა აქვს-მასთან ეს აშკარად გადამეტებული იყო)...მაგრამ მის გვერდით იყო რამდენიმე საკმაოდ ძლიერი მოსწავლე, ისეთები, რომ საერთაშორისო ოლიმპიადების რეალური პრეტენდენტები იყვნენ ფიზიკაში,საქმე ისე აეწყო, რომ მათი შემხედვარე საშა (ეს მისი სახელია) მათთან კონკურენციით დაინტერესდა,დაინტერესდა და ბევრი რომ არ გავაგრძელო,მცირე ხანში რესპუბლიკურ ნორჩ ფიზიკოსთა ტურნირზე საუკეთესო მოხსენებით დაჯილდოვდა, ჩაირიცხა საქართველოს ნაკრებში და 1999 წელს ამ ნაკრებმა ვერცხლის მედალიც ჩამოიტანა საერთაშორისო ოლიმპიადიდან....კონკურენცია კაცებად აყალიბებს ადამიანს, ნამდვილ კაცებად...მაგრამ რა ვუყოთ, რომ განათლების თავში კაცუნები არიან?
მასწავლებლობა ეს მხოლოდ პროფესიის მიღებით და რომელიმე კონკრეტული საგნის ცოდნით არ შემოიფარგლება. მასწავლებლობა, ანუ აღმზრდელობა თავად პიროვნებაში, მის სულში ღრმად უნდა იდოს. ნებისმიერი პედაგოგი ვალდებულია პირადი პრობლემები სკოლის ზღურბლთან დასტოვოს და უარყოფითი ემოცია არ მიიტანოს ბავშვამდე. ასევე ბავშვი ვალდებულია უფროსისადმი და თავისი თანატოლებისადმი პატივისცემით მიდიოდეს სკოლაში. ამაში დიდი როლი თავად მასწავლებელმა და ოჯახმა უნდა ითამაშოს. იმიტომ ჰქვია ბავშვს ბავშვი რომ მისი სული, მისი ფსიქიკა ჯერ ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული. მოსწავლე არაა ვალდებული გაკვეთილებზე ისმინოს, რომ მის პედაგოგს ოჯახში ბევრი პრობლემა მოუგვარებელი აქვს. და ასევე საკმაოდ ხშირია შემთხვევა როცა მასწავლებელი აცხადებს კლასში, რომ მას ამ საქმისთვის კაპიკებს უხდიან და ის სულაც არაა ვალდებული ამ მიზერული თანხის გამო თავი იმტვრიოს იმაზე ფიქრით თუ რა ადამიანი გამოვა მისი მოსწავლისაგან. პირველ რიგში აღმზრდელსა და აღსაზრდელს შორის ურთიერთ პატივისცემა, სულიერი სითბო და სიახლოვე უნდა იყოს. ბავშვიც პიროვნებაა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, ამიტომ მასწავლებელი ვალდებულია უხეშობით არ დაუმახინჯოს სულის რაღაც სულ უნცირესი ნაწილიც კი. ზოგიერთი ადამიანი, თუნდაც პროფესიით მასწავლებელი, აღმზრდელად ვერ გამოდგება. არა ვარ საქართველოში და თქვენ რომელ კონკრეტულ შემთხვევაზე საუბრობდით ეგ არ ვიცი, მაგრამ ბავშვის პედაგოგის მიმართ უპატივცემულობაში დიდი წვლილი მიუძღვის როგორც ოჯახს ასევე თავად იმ მასწავლებელს. თუ დაინტერესდებით ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებსაც დაგიწერთ.
ეხლა მე პირადად არავის ვუსურვებ სკოლაში წასვლას მასწავლებლად.
ცუდად ექცევიან მოსწავლეები
მამფალი
ოხ თორე შენ არ ექცეოდი რა ცუდად.
რა ცუღლუტი ბავშვი იყო ზურა იცით სკოლაში?
ნეტა რა უნდა ქნას კონკრეტულმა მასწავლებელმა ამისთანა სკოლების არსებობის დროს? ზოგან ისეა, დირექტორიც კი დაშინებული ყავთ მთლიანად განათლების რეფორმაა ახლიდან დასაწერი
სკოლა ყველანაირად ფუჭდება
და თაობაც იმიტომ რომ "ქურდული" ცხოვრება ძაან მოდაშია არადა ჩემი აზრით სუფთა არარაობაა. რაარი მოსაწონი პლანის მოწევაში და ქურდულ გარჩევებში სუსტების დაჩაგვრაში?
მოკლედ ყველაფრის გასაღები ეკლესიაა მაგრამ ეხლა მშობლების უმეტესობას საბჭოთა კავშირის იდეები აქვს გამოყოლებული, რომ იქითა ცხოვრება არ არსებობს და რატო უნდა იტანჯო თავი მარხვით და ა.შ...
სკოლაში მიმდინარე დღევანდელი პროცესები და საერთოდ განათლებაში კატასტროფაა და არ ვიცი რა გვეშველება.პატრიარქს რომ არ ეთქვა საკვირაო ქადაგებაზე ხუბუას და იქ დამსწრე სხვა პირებისთვის რომ ეკლესია არ დაუშვებს ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გაყიდვას იმასაც გაყიდიდნენ და სასტუმროდ ან სხვა რამედ გადააქცევდნენ.
''განათლების სისტემა'' ერთ დიდ ექსპერიმენტების ჩასატარებელ ლაბორატორიად არის გადაქცეული.
მე მანდ ვერანაირ ''სისტემას''ვერ ვხედავ.
ისე ყველა მაწავლებელს ერთ ქვაბში ნუ ჩავაგდებთ. შემორჩნენ ჯერ კიდევ ღირსეულნი.
და არა მარტო ძველი თაობა, ახლებშიც არიან საკმაოდ კარგი პედაგოგები.
ჩემი მეგობრები მაგალითად
ისე მეც ყოფილი პადაგოგი ვარ.
Ligia
ვნახოთ ახალი მინისტრი რას იზამს...
ჯერ სკოლის სახელმძღვანელოები გამოცვალონ! კატასტროფა წიგნებით ასწავლიან!
მერე დისციპლინას მიხედონ
და ა.შ. პა პუნქტამ
წიგნების გამოცვლა ერთი და მომპიუტერები უნდა შეიცვალოს წიგნებით პირველ კლასში აუცულებლად...
"ჩვენს მოსწავლეებს წარუვალი ღირებულებების ჩამოყალიბებას ვუსურვებ".
/არქიმანდრიტი სტეფანე (კორინთელი)/
"სწავლება თავისთავად სწავლსაც ნიშნავს"
"ნოდარ დუმბაძის აზრით ოთხ ძირითად საიდუმლოს უნდა ფლობდეს მასწავლებელი: პირველი - უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები, მეორე - უსაზღვროდ უყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლის, მესამე - ჰქონდეს უნარი, ეს სიყვარული სხვასაც შეაყვაროს როგორც უკურნებელი სენი, მეოთხე - ჰქნოდეს ცოდვა-მადლის, ანუ სიმართლის გაჩენისა და მოთმინების დიდი უნარი".
"სანამ ადამიანი ცოცხალი ხარ და აზროვნებს, სუნთქავ და გულისცემა გაქვს, მანამდე უნდა ისწავლო. აქედან გამომდინარე სწავლა მუდმივი პროცესია".
"მასწავლებელი იზრდება, როგორც პიროვნება, თუკი ბავშვები მართლა უყვარს".
"ვერანაირი კარგი წიგნი, ვერავითარი საუკეთესო პროგრამა მასწავლებლის პირად გავლენას ვერ შეცვლის. სწავლების მეთოდის მიუხედავად, მასწავლებელი სწავლების პროცესს პიროვნულ ანაბეჭდს ყოველთვის დაასვამს".
"შთაგონებით აღსავსე მასწავლებელი მოძველებული და მშრალი სახელმძღვანელოების გამოყენებასაც კი შეძლებს, ხოლო პედანტური და შეზღუდული - საუკეთესო სახელმძღვანელოს გამოყენებით სწავლებას მაინც მექანიკურ პროცესად აქცევს".
"მასწავლებელი მარტო იმას კი არ უნდა ამოწმებდეს, კარგად ისწავლეს თუ არა ბავშვებმა გაკვეთილი, არამეს სხვა საკითხებსაც ყურადღებით უნდა ეკიდებოდეს, მაგალითად, მოსწავლეების სათნოებებსა და ხასიათის დადებით შტრიხებს.
შეფასება, რომელსაც ღმერთი უწერს ბავშვებს, ყოველთვის არ შეესაბამება მასწავლებლის მიერ დაწერილ ნიშნებს. ვიღაცის ორიანი შესაძლოა ღვთისთვის ხუთიანი პლუსით იყოს, ხოლო ვიღაცის ხუთიანი პლუსით ღვთისთვის იქნებ ორიანიც კი აღმოჩნდეს. დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროფესია ადამიანს ადამიანად ვერ აქცევს".
/ღირსი პაისი ათონელი/
"სკოლაში მთავარი არც მოსწავლე და მასწავლებელია. ჩემი აზრით, სკოლაში მთავარი ურთიერთობაა. ანუ ის, რაც ხელშესახები არ არის, მაგრამ სკოლაში ამინდს ქმნის".
/პედაგოგი მამუკა თედიაშვილი/
"ყოველ ადამიანს, და მით უმეტეს მოზარდს, სურს, ის დაამციროს, შეურაცჰხყოს, აბუჩად აიგდოს, ვინც მას ასეთ მდგომარეობაში აყენებს. ამიტომ, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა, ცდილობს, დამამცირებელ მასწავლებელსა და აღმზრდელს სამაგიერო მიუზღოს.
მოზარდი იმდენად უფრთხილდება აღმზრდელის ავტორიტეტს, რამდენადაც აღმზრდელი მის პიროვნებას პატივს სცემს".
/ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი/
"თუ მასწავლებელი შეიყვარებს შეგირდს, შეგირდიც შეიყვარებს მას და მაშინ მასწავლებლისთვის ადვილი იქნება თავისი საქმის გაკეთება".
"საქებარნი არიან მრავალშვილიანი მშობლები, მაგრამ უმეტეს ქებას იმსახურებენ ჭეშმარიტი პედაგოგები, რომლებიც ხელახლა შობენ მრავალ შვილს და კიდევ უფრო "მრავალშვილიანი" დედები და მამები ხდებიან. ისინი საზოგადოებას "ხელახლა შობილ" ადამიანებს უძღვნიან და ამით აუკეთესებენ მას".
/ღირსი პაისი ათონელი/
"მოზარდს ფრთხილად უნდა ვუჩვენოთ შეცდომები, რომელთაც მსჯელობაში უშვებს და მივუთითოთ სწორ გზაზე ისე, რომ შეურაცხყოფილი არ დარჩეს".
/ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი/
"სამწუხაროდ, თანამედროვეობაში ეკლესია შეზღუდულია, რომ ჩაერთოს ბავშვთა სულიერ აღზრდაში, რადგანაც ვიცით, რომ ალექსანდრე ლომაიას განათლების მინისტრობის დროს სკოლებიდან განიდევნა საღვთო სჯულის სწავლება, დაიწყო სკოლაში არსებული სამლოცველოების გაუქმება და ხატების და სიწმინდეები გატანა. შედეგმაც არ დააყოვნა და მივიღეთ უდიდესი სულიერი კრახი. მომავალი თაობა გამოიფიტა ზნეობრიობისაგან და დაიცალა საღვთო მადლისგან".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"ძალადობას ყოველთვის ახლავს პირადი ღირსების შეურაცხყოფა"
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"მოზარდებში ძალადობის ახალი ტალღა მეტად შესამჩნევი გახდა, რადგანაც კომპიუტერულმა, ვირტუალურმა თამაშებმა მოზარდებს საკმაოდ დიდი დაღი დაასვა".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"მოზარდი იმდენად უვლის და უფრთხილდება აღმზრდელის ავტორიტეტს, რამდენადაც აღმზრდელი სცემს პატივს მის პიროვნებას."
/ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი/
"- რამდენად მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს მოზარდის სულიერ ცხოვრებაში მეგობრული ურთიერთობების განვითარებას?
- მე-5-6 კლასების მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს შეუძლია პირადი ცხოვრებიდან ბევრი რამ დათმოს და საკმაოდ დიდი უსიამოვნება გადაიტანოს ჭეშმარიტი მეგობრის კეთილდღეობისათვის. აღმზრდელი მოვალეა ანგარიში გაუწიოს მოზარდის მოთხოვნილებას.
არის შემთხვევები, როცა კლასში რაიმე ხდება, მასწავლებელმა კი არ იცის, ვინაა დამნაშავე. ასეთ ვითარებაში მასწავლებელი ხშირად კატეგორიულად მოითხოვს მოსწავლისაგან, რომელმაც, მისი აზრით, იცის, ვინ არის დამნაშავე, გასცეს ეს უკანასკნელი.
ამხანაგის გამცემი მოზარდი სამუდამოდ დაკარგავს პრესტიჟს ტოლებში. ამიტომ მოსწავლე უარს ამბობს მასწავლებლის მოთხოვნაზე, რის გამოც ილახება მასწავლებლის ავტორიტეტი. თუ მასწავლებელი ახერხებს, აიძულოს მოსწავლე, გასცეს ამხანაგი, იგი, საკუთარი ავტორიტეტის შელახვასთან ერთად, აფუჭებს კლასში ამ მოსწავლის მდგომარეობას. ამას შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს აღზრდის საერთო საქმეს. ამიტომ მასწავლებელმა მსგავსი ნაბიჯი არ უნდა გადადგას."
/ფსიქოლოგი ნინო კალანდაძე/
"- რამდენად მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს მოზარდის სულიერ ცხოვრებაში მეგობრული ურთიერთობების განვითარებას?
- მე-5-6 კლასების მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს შეუძლია პირადი ცხოვრებიდან ბევრი რამ დათმოს და საკმაოდ დიდი უსიამოვნება გადაიტანოს ჭეშმარიტი მეგობრის კეთილდღეობისათვის. აღმზრდელი მოვალეა ანგარიში გაუწიოს მოზარდის მოთხოვნილებას.
არის შემთხვევები, როცა კლასში რაიმე ხდება, მასწავლებელმა კი არ იცის, ვინაა დამნაშავე. ასეთ ვითარებაში მასწავლებელი ხშირად კატეგორიულად მოითხოვს მოსწავლისაგან, რომელმაც, მისი აზრით, იცის, ვინ არის დამნაშავე, გასცეს ეს უკანასკნელი.
ამხანაგის გამცემი მოზარდი სამუდამოდ დაკარგავს პრესტიჟს ტოლებში. ამიტომ მოსწავლე უარს ამბობს მასწავლებლის მოთხოვნაზე, რის გამოც ილახება მასწავლებლის ავტორიტეტი. თუ მასწავლებელი ახერხებს, აიძულოს მოსწავლე, გასცეს ამხანაგი, იგი, საკუთარი ავტორიტეტის შელახვასთან ერთად, აფუჭებს კლასში ამ მოსწავლის მდგომარეობას. ამას შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს აღზრდის საერთო საქმეს. ამიტომ მასწავლებელმა მსგავსი ნაბიჯი არ უნდა გადადგას."
/ფსიქოლოგი ნინო კალანდაძე/
"მასწავლების შრომა ფასდაუდებელია, მით უმეტეს, სოფლის მასწავლებლის"
"ის, რასაც მშობლები აკეთებენ, მასწავლებლებსაც შეუძლიათ გააკეთონ. ლოცვითა და სიწმინდით შეგიძლიათ სკოლაშიც დაეხმაროთ ბავშვებს. შესაძლოა, რომ ისინი საღვთო მადლმა მოიხილოს და უკეთესები გახდნენ. ნუ შეეცდებით ცუდი მდგომარეობის გამოსწორებას ადამიანური ძალებით. ამას არ მოაქვს არანაირი დადებითი შედეგი. მხოლოდ ლოცვით შეგიძლიათ მიაღწიოთ მიზანს. მოუხმეთ საღვთო მადლს ყველასთვის, რათა მათ სულებში შევიდეს და გარდაქმნას ისინი. ამას ნიშნავს ნამდვილი ქრისტიანი".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"სანამ საკლასო ოთახში შეხვალთ, და განსაკუთრებით რთულ ჯგუფებში, ილოცეთ, "უფალო იესო ქრისტე..." ჯგუფში რომ შეხვალთ, თქვენი მზერით გულში ჩაიკარით ყველა ბავშვი, ილოცეთ და შემდეგ ისაუბრეთ, გაიღებთ რა ბოლომდე საკუთარ თავს მსხვერპლად. ასეთი ქრისტესმიერი ძღვენის შეწირვით მოიპოვებთ სიხარულს. ამგვარად განიწინდებით თქვენც და ბავშვებიც, იცხოვრებთ ქრისტეს სიყვარულში და ეკლესიაში, რადგან გახდებით კარგები თქვენს მსახურებაში".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"თუ რომელიმე მოსწავლე პრობლემას შექმნის, ჯერ ზოგადი შენიშვნა გააკეთეთ:
- ბავშვებო, ჩვენ აქ სწავლისთვის ვართ მოსულები, რაც მნიშვნელოვანი საქმეა. მე თქვენთან იმისთვის ვარ, რომ დაგეხმაროთ. თქვენც შრომობთ, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ. და მეც, განმსჭვალული თქვენდამი სიყვარულით, ვიღვწი. ამიტომ გთხოვთ, წყნარად იყავით, რათა ჩვენს მიზანს მივაღწიოთ.
ნუ მიაპყრობთ მზერას მას, ვინც ცუდად იქცევა. თუ გააგრძელებს, მიმართეთ მას დინჯად და მტკიცედ, და არა მრისხანებით. ეცადეთ, რომ ჯგუფში პატივისცემა დაიმსახუროთ, რათა შეძლოთ მოსწავლეების სულებზე გავლენის მოხდენა. არ არიან ბავშვები დამნაშავენი იმაში, რომ ჭირვეულები არიან. ამის მიზეზი უფროსები არიან".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ხშირად ისეც ხდება, რომ სკოლაში ობოლი მოსწავლეებიც არიან. რთული რამეა ობლობა, ვისაც მშობლების სითბო დააკლდა, და თანაც პატარაობიდან, ცხოვრებაში გაუბედურებული დარჩა. ხოლო თუ მან შეიძინა სულიერი მშობლები - ქრისტე, ღვთისმშობელი, მაშინ წმინდანი გახდება. ობოლ ბავშვებს სიყვარულითა და გაგებით მოეკიდეთ, მაგრამ პირველ ყოვლისა, დააკავშირეთ ისინი ქრისტესთან, ეკლესიასთან".
/წმ. პორიფრი კავსოკალიველი/
"პედაგოგი არ უნდა იღლდებოდეს თავისი ცოდნის ბავშვებისთვის გადაცემით, თავისი საქმე მხოლოდ სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს, თორემ თუ თვითონ მასწავლებელს არ უყვარს თავისი საგანი და ღრმად არ სწვდება მის არსს, ბავშვამდე როგორღა მიიტანს?"
/პედაგოგი მზიური აბაშიძე-ბერიძისა/
"ყველა მასწავლებელი მოსწავლეცაა"
/ელიფ შაფაქი/
"შეუძლებელია, მოწაფეს რამე ასწავლო, თუ იგი არ ეცდება და არ მოინდომებს"
/ენ ბრონტე/
"მასწავლებლებმა მოწაფეებს არა მარტო განათლება უნდა მისცენ, არამედ პატიოსანი ცხოვრება და ღვთის შიში უნდა ასწავლონ, რადგან განათლება, ღვთის შიშის გარეშე, სხვა არაფერია, თუ არა ხმალი უგუნურის ხელში"
"გაღიზიანებული მასწავლებელი კი არ ასწავლის, არამედ - აღიზიანებს"
"ჯერ კარგი მეომარე უნდა იყო, მხედართმთავრად რომ დაგნიშნონ. ასევე, მასწავლებელმა ჯერ საკუთარი თავი უნდა განსწავლოს, ჯერ თავად უნდა ჰქონდეს ის, რასაც მოწაფეებისგან ითხოვს, რათა შეძლოს სხვათა დამოძღვრა და ხელმძღვანელობა"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"არ არის ძნელი, ბატონო მეფევ, ნიჭით ცხებულს თუ შეჰხვდება მასწავლებელი"
/ვასილ ბარნოვი/
"პატრიარქი ხშირად ბრძანებს: "მასწავლებლებო! თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია: ხეს რომ შესძახო, გახმიო, გახმება. ნურასოდეს ეტყვით ბავშვებს, რომ უნიჭოა. შეიბრალეთ ისინი და ნუ დაამცირებთ კლასის წინაშე..."
"თუ წვრთნა გინდა ბავშვისა, მაშინ იგი შენ უნდა ჩაისვა გულში და მან - შენ"
"იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა! განსაკუთრებით - ჩვენს დროში. ბავშვები მაგნიტოფონის სუფთა კასეტებს ჰგვანან. მათზე შეიძლება ბინძური სიმღერაც ჩაწერო და შესანიშნავი საეკლესიო საგალობლებიც. მასწავლებლობა წმიდა საქმეა. მასწავლებელს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. თუ ყურადღებით იქნება, შეძლებს, რომ ღვთისგან დიდი სასყიდელი მიიღოს. ეს ვალია - ბავშვისათვის ღვთისმოშიშების სწავლება. პედაგოგები მოვალენი არიან მონახონ საშუალებები, რომ ბავშვებამდე ღვთისა და მამულის შესახებ ცოდნა მიიტანონ. დაე, მათ დათესონ მარცვალი. თუ ვერ ნახეს, როგორ აღმოცენდება იგი, არა უჭირს! უკვალოდ არაფერი იკარგება - დრო მოვა და თესლი აღორძინდება.
დაე, ისინი ყოველთვის კეთილად, კრძალვით, სიყვარულით ეპყობოდნენ ბავშვებს. შეეცადონ, მათში ღვთისმოსაობა ჩანერგონ. ბავშვს სითბო და სიყვარული უნდა. ბევრი ბავშვი შინ ამას სრულიად მოკლებულია. თუ მასწავლებელი შეიყვარებს ბავშვებს, ბავშვებიც შეიყვარებენ მას. და მაშინ მასწავლებლებისათვის ადვილი იქნება თავის საქმის გაკეთება. როდესაც ვცელქობდით, ჩვენს მასწავლებელს შეეძლო გავეწკეპლეთ, მაგრამ მას ბავშები უყვარდა და ბავშვებსაც უყვარდათ იგი. ამ კაცს საკუთარი შვილები არ ჰყოლია, მაგრამ უსაზღვროდ უყვარდა ბავშვები.
ამიტომ საქებურნი არიან ის მშობლები, რომლებიც მრავალ შვილს შობენ და მრავალშვილიანი დედები და მამები არიან, მაგრამ უმეტეს ქებას იმსახურებენ ჭეშმარიტი პედაგოგები, რომლებიც ხელახლა შობენ მრავალ შვილს და კიდევ უფრო "მრავალშვილიანი" დედები და მამები ხდებიან. ისინი საზოგადოებას "ხელახლა შობილ" ადამიანებს უძღვნიან და ამით საზოგადოება უკეთესი ხდება".
/ღირსი პაისი ათონელი/
"თუ ბედავ სწავლებას, შენ თვითონ ყოველდღე უნდა სწავლობდე"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience