თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ რამდენად აუცილებელია სკოლებში რელიგიის გაკვეთილები

პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Nov 28 2007, 11:21 PM

fiqri.gif რელიგიის გაკვეთილების მნიშვნელობა სკოლებში ჩემი აზრით არის ძალიან დიდი.კარგია როცა ბავშვი პატარაობიდანვე შეიცნობს ჭეშმარიტებას.პირადად ჩემს მაგალითზე შემიძალია ვთქვა რომ , ამას უაღრესად დიდი როლი ენიჭება.დღესდღეობით დიდი დისკუსიები იმართება ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. არ ვიცი ეს თემა იყო თუ არა ფორუმში,თუ კი ბოდიშს ვიხდი განმეორებისთვის.

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 28 2007, 11:25 PM

აუცილებელია !

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 28 2007, 11:28 PM

ერთი შემიძლია ვთქვა:
ფორუმზე არის თემა: ვინ როგორ მივიდა ტაძარში. დიდი ინტერესით წავიკითხე ეს თემა და მივაქციე ყურადღება, რომ ბევრი სწორედ სკოლის მასწავლებლის გავლენით მოხვდა ეკლესიაში. თუ მაშინვე არ წასულა, მაინც ღრმა კვალი დაუჩენია სკოლაში მის სულში ჩათესილ სარწმუნოების მარცვლებს.
აქედან ერთი დასკვნა შემიძლია გავაკეთო: პრაქტიკულად ამას დადებითი შედეგი მოაქვს. თუმცა ვიცი, რომ ბევრი საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამს და თეოლოგიურად "დაამტკიცებს", რომ საჭირო არაა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Nov 28 2007, 11:31 PM

მარიამი

ციტატა
დიდი ინტერესით წავიკითხე ეს თემა და მივაქციე ყურადღება, რომ ბევრი სწორედ სკოლის მასწავლებლის გავლენით მოხვდა ეკლესიაში.



ამაზე მეც გავამახვილე ყურადღება, მაგრამ აღარ დამიპოსტია (ოფში რომ არ ჩამთვლოდა)

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Nov 28 2007, 11:55 PM

სკოლებში რელიგიის სწავლასთან დაკავშირებით ძაან ხსირად ვეკამათები ისეთ ადამიანებს რომელიც საერთაშორისო კანონებით ამართლებს რელიგიის სწავლების გაუქმებას, შეთანხმებით ვერასდროს ვერ ვთანხმდებით იმიტო რო ის ადამიანი საჯარო სკოლის ფუნქციით უცხოეტში რაც არის ისე ამართლებს და მე კიდე ვთვლი რომ აუცილებელი არის და მორწმუნე ბავშვის უფლებებიც ირღვევა როდესაც აუქმებენ რელიგიის სწავლებას და სექსოლოგიის შეაქვთ მითუმეტეს როდესაც სასულიერო სკოლები თითზე ჩამოსათვლელია, და კიდევ არც ის არ მომწცონს უმცირესობის ხარჯზე უმრვალესობა ვერ ღებულობდეს რელიგოურ სწავლებას


უწმინდესის საშობაო ეპისტოლე

საერთოდ, მეცნიერებასთან ერთად და განათლებას ქვეყნის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწავლის პროცესში ხდება მომავალი თაობის ფორმირება პიროვნებად. ამიტომაც სკოლა და, ზოგადად, სასწავლებელი მარტო ცოდნას კი არ უნდა აძლევდეს მოზარდს, არამედ მან უნდა აღზარდოს იგი და ჩამოაყალიბოს თავისი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ. ამ საქმეში მეტად დიდია ოჯახისა და ეკლესიის როლი. სასწავლებელი, როგორც ხალხის მიერ დაქირავებული დაწესებულება, ვალდებულია, თავისი საქმიანობა წარმართოს საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და რადგანაც საზოგადოება ფაქტობრივად არის ოჯახთა ერთობლიობა და ეკლესია (რომლის წევრია ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა), განათლების სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ეკლესიისა და ოჯახის ტრადიციულ ღირებულებებს (ვისაც სურვილი აქვს განსხვავებულ გარემოში აღზარდოს შვილები, შეუძლია ეს კერძო სასწავლებელში განახორციელოს). ეს არის სწორედ იმის გარანტი, რომ მომავალი თაობა ავაცილოთ თუნდაც ისეთ საშინელ სენს, როგორიც არის ნარკომანია და სხვა მანკიერი გამოვლინებები


სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ილიაII

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 29 2007, 02:52 PM

ესეთი თემა იყოოოოოოოოოოოოოოოო

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Nov 29 2007, 02:58 PM

იყო და თან არც აქაა ამისა დგილი

დაუძახეთ ჩემს მეწყვილე აფხაზს, ჩვენთან წამოიღოს და შეაერთოს!

პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Nov 29 2007, 07:39 PM

მე ვერ ვნახე ,მაგრამ განმეორებისტვის ბოდიშს გიხდით.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Nov 29 2007, 07:44 PM

მარიამი

ციტატა
ფორუმზე არის თემა: ვინ როგორ მივიდა ტაძარში. დიდი ინტერესით წავიკითხე ეს თემა და მივაქციე ყურადღება, რომ ბევრი სწორედ სკოლის მასწავლებლის გავლენით მოხვდა ეკლესიაში. თუ მაშინვე არ წასულა, მაინც ღრმა კვალი დაუჩენია სკოლაში მის სულში ჩათესილ სარწმუნოების მარცვლებს.

+1
yes.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 7 2007, 02:43 PM

ვინც სკოლაში რელიგიას არ ისწავლის გამოყვება 2.
2 რო გამოყვება შეძულდება რელიგია
შეძულდეს?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 7 2007, 02:45 PM

m16

ციტატა
ვინც სკოლაში რელიგიას არ ისწავლის გამოყვება 2.
2 რო გამოყვება შეძულდება რელიგია
შეძულდეს?

და ამაში რელიგიაა დამნაშავე?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 7 2007, 02:46 PM

ohmy.gif
ნოდარიკო, მთავარი დაპოსტვა კი არაა, აზრიანის დაპოსტვაა მნიშვნელოვანი. ასე რომ, ჯობს ერთი დაწერო და ხარისხიანი, ვიდრე ასი და უაზრო...

პარდონ, მაგრამა სეა smile.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 7 2007, 02:49 PM

თამარი_ცქნაფო
ვუიცი რომ ასეაsmile.gif
მაგრამ მე მესამე კლასამდე მასწავლიდნენ რელიგიას და მისი ხსენებაც არ მინდა ისეთი მასწავლებელი მყავდა..

რელიგია დამატებითი გაკვეთილი უნდა იყოს ვისაც უნდა დარჩება ვისაც არ უნდა წავა..

ჩემი აზრით სულიერება როგორც საგანი ისე არ უნდა განიხილებოდეს

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Dec 7 2007, 02:53 PM

ციტატა(m16 @ Dec 7 2007, 02:49 PM) *

თამარი_ცქნაფო
ვუიცი რომ ასეაsmile.gif
მაგრამ მე მესამე კლასამდე მასწავლიდნენ რელიგიას და მისი ხსენებაც არ მინდა ისეთი მასწავლებელი მყავდა..

რელიგია დამატებითი გაკვეთილი უნდა იყოს ვისაც უნდა დარჩება ვისაც არ უნდა წავა..

ჩემი აზრით სულიერება როგორც საგანი ისე არ უნდა განიხილებოდეს



ვერფერს იტყვი.ეს აზრი მისაღებია wink.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 7 2007, 02:58 PM

ციტატა(m16 @ Dec 7 2007, 02:49 PM) *

თამარი_ცქნაფო
ვუიცი რომ ასეაsmile.gif
მაგრამ მე მესამე კლასამდე მასწავლიდნენ რელიგიას და მისი ხსენებაც არ მინდა ისეთი მასწავლებელი მყავდა..

რელიგია დამატებითი გაკვეთილი უნდა იყოს ვისაც უნდა დარჩება ვისაც არ უნდა წავა..

ჩემი აზრით სულიერება როგორც საგანი ისე არ უნდა განიხილებოდეს

რელიგია და სულიერება ისე გაქვს გაერთიანებული, რომ ამ ლოგიკით მხოლოდ ქრისტიანობა ითვლება სულიერებად და რელიგია მხოლოდ ქრისტიანობაა. წესით, რელიგიის, როგორც საგნის, გაკვეთილზე უნდა ისწავლებოდეს სხვადასხვა რელიგიის ისტორია, მათი ტრადიციები და ა.შ. რასაკვირველია, მართლმადიდებლობა უფრო ვრცლად, რადგან საქართველოში ვცხოვრობთ და მოსახელობის ძირითადი ნაწილი ქრისტიანია. ხოლო რაც შეეხება საღვთო სჯულს, აი, ეს კი მართლა დამატებით უნდა ისწავლებოდეს და აქ მართლა არჩევითობის პრინციპია უპრიანი.

რა ვიცი, ეს ჩემი მოკრძალებული აზრია wink.gif

ციტატა(zviadauri @ Dec 7 2007, 02:53 PM) *

ვერფერს იტყვი.ეს აზრი მისაღებია wink.gif

თქვენ მე გადამრევთ, რელიგიის სწავლა სულიერების სწავლას გულისხმობთ? თქვენ სწავლობთ რელიგიას, როგორც საგანს, სულიერებას მთელი ცხოვრება ეუფლებოდნენ წმინდა მამები და ბოლო წუთამდე უღრსად მიიჩნევდნენ თავს... ასე რომ, ერთმანეთში ნუ ურევთ ცნებესა და ტერმინებს...

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Dec 7 2007, 03:03 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Dec 7 2007, 02:55 PM) *

რელიგია და სულიერება ისე გაქვს გაერთიანებული, რომ ამ ლოგიკით მხოლოდ ქრისტიანობა ითვლება სულიერებად და რელიგია მხოლოდ ქრისტიანობაა. წესით, რელიგიის, როგორც საგნის, გაკვეთილზე უნდა ისწავლებოდეს სხვადასხვა რელიგიის ისტორია, მათი ტრადიციები და ა.შ. რასაკვირველია, მართლმადიდებლობა უფრო ვრცლად, რადგან საქართველოში ვცხოვრობთ და მოსახელობის ძირითადი ნაწილი ქრისტიანია. ხოლო რაც შეეხება საღვთო სჯულს, აი, ეს კი მართლა დამატებით უნდა ისწავლებოდეს და აქ მართლა არჩევითობის პრინციპია უპრიანი.

რა ვიცი, ეს ჩემი მოკრძალებული აზრია wink.gif



მე ასე მიმაჩნია, რომ რელიგიის გაკვეთილებზე მამაო თუ არ ივლის,არანაირად არ ექნება არსებითი მნიშვნელობა, რადგან ბავშვები,როგორც წესი ასეთ გაკვეთილებს ვერ ითავისებენ იმ კუთხით, როგორადაც ეს ნაგულისხმებია.ანუ რელიგიას რომ ქალი ასწავლია ამას ბავშვში უყურებს როგორც ჩვეულებრივ ერთ რიგით საგან, ხოლო თუ მამაო ივლის ამ გაკვეთილების ჩასატარებლად, ჩემის აზრით გაცილებით სხვა სიტუაციას მივიღებთ..მოკრძალება, რიდი და ინტერესი გაუჩნდებათ..თანაც ეს საგანი პატარა კლასებში ისწავლება და ესეც გასათვალისწინებელია...

მეც ვიყავი პატარა, მეც მასწავლიდნენ რელიგიას და ვიხსენებ ახლა და ნეტა რა მახსოვსთქო, დარწმუნებული ვარ, ისევე, როგორც მე დანარჩენ ჩემს კლასელებს რომ შევეკითხო,არცერთს არ ემახსოვრება არათუ თემები,არამედ მასწავლებლის სახელიც..მაგრამ ფიზიკას არ დაიწყებდა ჩემი მასწავლებელი ისე, რომ მამაო ჩვენო არ გვეთქვა..ეს კარგად მახსოვს,რადგან ძალიან კარგად მოქონდა ეს ჩვენთან.....დანარჩენი პედაგოგები ამ ფაქტზე ხალისობდნენ...თვითონ უფროსებიც მოსაწყობია სკოლებში, რომ რელიგიას ჯანსაღად შეხედონ და შემდეგ ბავშვებზე მივიდეს სრულად wink.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 7 2007, 03:08 PM

თამარი_ცქნაფო
სხვადასხვა რელიგიების ისტორიები მსოფლიო ისტორიის წიგნებში,"წყაროებშია"მოხსენიებული.

თანაც რელიგიაში ძველი და ახალი აღთქმაა აღწერილი და რა ქნას სხვა რელიგიის მიმდევარმა?გავაგდოთ კლასიდან??

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 7 2007, 03:09 PM

ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ერთმანეთში ვურევთ, რელიგიის საგანსა და საღვთო სჯულს... გასაგებია, რომ ქრსტიანები ვართ და გვსურს, ქრისტიანობა ზედმიწევნით ისწავლებოდეს, მაგრამ მშინ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ სახელმწიფო რელიგიად არ გვაქვს ქრისატიანობა გამოცხადებული და ამიტომ სავალდებულოდ ვერაფერს დავაკანონებთ...

ციტატა(m16 @ Dec 7 2007, 03:08 PM) *

თამარი_ცქნაფო
სხვადასხვა რელიგიების ისტორიები მსოფლიო ისტორიის წიგნებში,"წყაროებშია"მოხსენიებული.

თანაც რელიგიაში ძველი და ახალი აღთქმაა აღწერილი და რა ქნას სხვა რელიგიის მიმდევარმა?გავაგდოთ კლასიდან??

წაკიხულიდან აზრის გამოტანა შეგიძლია? blink.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 7 2007, 03:12 PM

თამარი_ცქნაფო
და რატომ არ გვაქვს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული??
მემგონი დროა პატრიარქმა იზრუნოს ამაზე

ციტატა
წაკიხულიდან აზრის გამოტანა შეგიძლია?

laugh.gif
რა და ჰაჯიმე

laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 7 2007, 03:12 PM

ციტატა(m16 @ Dec 7 2007, 03:10 PM) *

თამარი_ცქნაფო
და რატომ არ გვაქვს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული??
მემგონი დროა პატრიარქმა იზრუნოს ამაზე

შედეგებზე არ ფიქრობ? აი, კანონისტი აგიხსნის უკეთ, ეს რომ მოხდეს, მერე, ჩემო ძვირფასო, საეკლესიო კანონიკა კონსტიტუციას უნდა დაექვემდებაროს და შესაბამისად მასში პარლამენტი ისე მიიღებს ცვლილებებს, როგორც გაუხარდება. ასე რომ, მადლობა უფალს, მხოლოდ საკონსტიტუციო შეთანხმებას სჯერდება მთავრობა და ხელებს არ გვიფათურებს საკლესიო სამართალში

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 7 2007, 03:14 PM

m16

ციტატა
რა და ჰაჯიმე


წესიერად.

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 7 2007, 03:15 PM

თამარი_ცქნაფო
პარლამენტი რა შუაშია კანონიკაში ცვლილებების შეტანის უფლება მხოლოდ პატიარქს არ აქვს?>??

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 7 2007, 03:18 PM

ციტატა(m16 @ Dec 7 2007, 03:15 PM) *

თამარი_ცქნაფო
პარლამენტი რა შუაშია კანონიკაში ცვლილებების შეტანის უფლება მხოლოდ პატიარქს არ აქვს?>??

blink.gif blink.gif blink.gif
რა კანონიკაში?
ჯერ ერთი, თუ სასულიერო სამართალს გულისხმობ, ამას მხოლოდ პატრიარქი არ წყვეტს, მეორეც, ვინაა ქვეყნის ხელმძღვანელი, პატრიქრი? პატრიარქმა რატომ უნდა გამოაცხადოს სახელმწოფო რელიგია? და მესამეც, როცა ამ დონის სახელმწიოფოებრივი გადაწყვეტილება მიიღება, ის ხომ უნდა დაფიქსირდეს კონსტიტუციაში, თორემ შენ რაღაც გამოაცხადო და ეს კონსტიტუციის გარეთ იყოს, ჩათვალე, რომ ძალა არ აქვს...


წავეიდ რა, უსარგებლო პოლემიკაა biggrin.gif



პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 7 2007, 03:23 PM

ციტატა
რა კანონიკაში?




ვერ გავიგე...თუ მართმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად არ გვაქვს გამოცხადებული აბა რა გამოდის,უცხო თვალისთვის ურწმუნონი ვართ?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 7 2007, 03:26 PM

ციტატა(m16 @ Dec 7 2007, 03:23 PM) *

რა და ჰაჯიმე laugh.gif
ვერ გავიგე...თუ მართმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად არ გვაქვს გამოცხადებული აბა რა გამოდის,უცხო თვალისთვის ურწმუნონი ვართ?

საყვარელო, შენ გგონია, რომ სხვა ქვეყნებს ყველას სახელმწიფო რელიგიებად აქვთ გამოცხადებული ესა თუ ის რწმენა? სავსებით შესაძლებელია არსებობდეს ქვეყენა, სადაც სახელმწიფოს ერთი კონკრეტული რელიგია არ აქვს დაკანონებული

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 7 2007, 03:31 PM

m16

ციტატა
რა და ჰაჯიმე

წესიერად მეთქი ხომ გაგაფრთხილე.

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 7 2007, 03:35 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
საყვარელო

რა კარგად მოხვდა გულს wub.gif laugh.gif

მართალი ხარ პარლამენტის ნახევარი ეაღოველებითაა დაკომპლექტებული და მართლაც დაფრთხე დაემუქრება სასულიერო სამართალს...
ალბათ ამიტომაც სურს საქართველოს პატრიარქს მონარქიის დამყარება...

პ.ს.ყველაფერი სწორად ვთქვი?

ციტატა
წესიერად მეთქი ხომ გაგაფრთხილე.

რას ვაშავებ?
ჰაჯიმეს კარატეში იძახიან

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 7 2007, 03:36 PM

ციტატა(m16 @ Dec 7 2007, 03:34 PM) *

თამარი_ცქნაფო

რა კარგად მოხვდა გულს wub.gif laugh.gif

მართალი ხარ პარლამენტის ნახევარი ეაღოველებითაა დაკომპლექტებული და მართლაც დაფრთხე დაემუქრება სასულიერო სამართალს...
ალბათ ამიტომაც სურს საქართველოს პატრიარქს მონარქიის დამყარება...

პ.ს.ყველაფერი სწორად ვთქვი?

biggrin.gif biggrin.gif მგონი... არა tongue.gif


კარგი, სხვა დროს განვაგრძოთ და აფხაზს ნუ აბრაზებ, სამართლიანად გაძლევს შენიშვნებს. წადი ახლა, იმეცადინე და მერე უფრო დატვირთული გონებით დაეუფლე ფორუმულ სიბრძნეს smile.gif

პოსტის ავტორი: ninoekimi თარიღი: Dec 7 2007, 05:14 PM

ჩემი აზრით უნდა ისწავლებოდეს, ამას პირადი გამოცდილებიდან ვამბობ.
აღარ მახსოვს ზუსტად ალბათ ასე მე-7-8 კლასში ვიქნებოდი რელიგიის კაკვეთილები რომ გვიტარდებოდა, მგონი ერთი სემესტრიც არ გაგრძელდა, მაგრამ ჩემზე გავლენა ნამდვილად იქონია, მახსოვს მასწავლებელი ლოცვებს გვაწერინებდა რვეულში (დღესაც მაქვს შენახული smile.gif ) სწორედ მაშინ დავიწყე პირველად დილა-საღამოს ლოცვების კითხვა (მოკლე ვარიანტის)
სხვათაშორის დიდი სიამოვნებით ვესწრებოდით და ძალიან დაგვწყდა გული რომ შეწყდა გაკვეთილები.
რაც შეეხება სხვა აღმსარებლობის ბავშვებს მათთვის ნუ იქნება სავალდებულო და მგონი პრობლემაც აღარ იქნება

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 23 2007, 05:44 PM

უნდა იყოს აბა რააააააააააა

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Dec 24 2007, 12:28 AM

როგორ უნდა ისწავლებოდეს რელიგიის ისტორია საქართველოს სკოლებში
დღეს ბევრი საუბრობს სკოლაში რელიგიის ისტორიის სწავლების შესახებ. აკაკი ბაქრაძის
არქივში არის პატარა, ორგვერდიანი წერილი სათაურით - "ცნობისათვის", სწორედ ამ
საკითხთან დაკავშირებით. ალბათ, საინტერესო არის ამ თემის აქტუალურობის გამო,
გავეცნოთ აკაკი ბაქრაძის მოსაზრებას და იმედი გვაქვს, რომ ის გახდება ფართო
საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი. რელიგიის სწავლების საკითხი სკოლაში ეხება,
საერთოდ, სკოლისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც და ეკლესიის როლსაც
სახელმწიფოში.
როგორი სკოლა გვინდა: სეკულარული - საერო, თუ? როგორი გვინდა რომ იყოს ახალი
ქართული სახელმწიფო ახალ საუკუნეში?
ლაშა ბაქრაძე
აკაკი ბაქრაძე
მე მომხრე ვარ, რომ სკოლაში ისწავლებოდეს რელიგიის ისტორია საერთოდ, მაგრამ - არა
ქრისტიანობის ისტორია გამოყოფით. რელიგიის ისტორიის სწავლება ჩემთვის ნიშნავს
ყველა დიდი რელიგიის - ქრისტიანობის, ისლამის, იუდაიზმის, ბუდიზმის - ძირეულ
დებულებათა შედარებით შესწავლას. ამისათვის ცალკე სახელმძღვანელო უნდა არსებობდეს.
მართალია, კაცობრიობა დაყოფილია რასებად, ერებად, ენებად, რელიგიური აღმსარებლობის
მიხედვით, მაგრამ იგი მაინც ერთიანი და მთლიანია. ერთიანი და მთლიანი მისი
ადამიანური არსია. თუ იგი დაყოფილია რასებად, ერებად, ენებად, რელიგიებად, ეს
კაცობრიობის მრავალფეროვნებაა - ანუ მშვენიერება. "ჩვენ კაცთა მოგვცა სამყარო, გვაქვს
უთვალავი ფერითა". ქართველობა ამ უთვალავი ფერის ნაწილია. ქართველ ბავშვს უნდა
ჰქონდეს ღრმა შეგნება იმისა, რომ იგი ქართველია, მაგრამ ამასთანავე ისიც მტკიცედ უნდა
იცოდეს, რომ კაცობრიობის ნაწილია. ქართველი ბავშვი უნდა გაიზარდოს სკოლაში სიამაყის
გრძნობით თავის ეროვნების მიმართ, მაგრამ ამავე დროს მასში ნამცეციც არ უნდა ერიოს
რასობრივი, ეროვნული, ენობრივი და რელიგიური სიძულვილისა. ეს ერთი მხარეა
საკითხისა. მეორე გახლავთ ის, და ეს არსებითია, რომ ქართული სკოლის სახელმძღვანელო
ქართველმა მუსლიმმა ბავშვმა ხელში ისე უნდა აიღოს, რომ რელიგიური დისკრიმინაციის
რაიმე განცდა არ გაუჩნდეს. თუ სახელმძღვანელო სავსე იქნება ქრისტიანული ლოცვებით,
მაშინ იგი ამ სახელმძღვანელოს უნდობლად მოეკიდება. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც,
რომ ჩვენ სახელმძღვანელოების გაგზავნა უნდა შეგვეძლოს თურქეთშიაც იქაურ
ქართველებისათვის, ირანშიაც ფერეიდანელებისათვის და აზერბაიჯანშიც
ინგილოებისათვის. მესამე - ზოგათსაგანმანათლებლო ქართული სკოლა არის საერო სკოლა.
თუ მასში დიდი ოდენობით შევიტანთ ტექსტებს, რომელიც დაკავშირებულია ქრისტიანულ
მოძღვრებასთან, მაშინ მას იდეოლოგიურ ხასიათს მივცემთ; გვინდა თუ არ გვინდა,
დავამსგავსებთ კომუნისტური რეჟიმის დროინდელ იდეოლოგიურ სკოლას. სკოლა
რუსეთში ყოველთვის იდეოლოგიური იყო (ბუნებრივია, საქართველოშიც ასეთი სკოლა
ინერგებოდა). ცარისტულ რუსეთში სკოლა ეყრდნობოდა სამ პრინციპს - თვითმპყრობელობა,
მართლმადიდებლური ქრისტიანობა, ხალხურობა. კომუნისტებმა ეს პრინციპი დატოვეს
სკოლისათვის, ოღონდ თვითმპყრობელობა შეცვალეს პროლეტარიატის დიქტატურით,
მართლმადიდებლური ქრისტიანობა - მარქსიზ-ლენინიზმით, ხალხურობა კი უცვლელი
დარჩა. დღევანდელი რუსული სკოლაც სამ პრინციპს ეყრდნობა - მართლმადიდებლობა
(ძველი აღადგინეს), დემოკრატია (რუსულად გაგებული) და ხალხურობა.
ამდენად, ცარისტული სკოლაც იდეოლოგიური იყო, კომუნისტური სკოლაც და
დღევანდელიც. საქართველოში კი უნდა შეიქმნას სკოლა, რომელიც ყმაწვილს მყარი ცოდნის
საფუძველს მისცემს. გაზრდის თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს და არა ამა თუ იმ
იდეოლოგიის მონას. ჩვენ არ შეიძლება იდეოლოგიური სკოლა გვქონდეს 21-ე საუკუნეში. ეს
იქნებოდა ყმაწვილის გონების დაჩლუნგება.
ვიმეორებ: რელიგიის ისტორია უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, მაგრამ - ყველა დიდი
რელიგიის, როგორც საკაცობრიო კულტურის ნაწილის. ჩვენ ისედაც ბევრი ლაპარაკი
მოგვიწევს ქრისტიანობაზე სახელმძღვანელოებში, რაკი დღემდე მოღწეული ქართული
მწერლობის ნიმუშები თავისი არსით ქრისტიანულია. სულ ერთია, ეს ძველი ქართული
მწერლობა იქნება თუ ახალი. ამ ნიმუშების განმარტების დროს, ცხადია, ვერ ავუვლით
გვერდს ქრისტიანულ მოძღვრებას და ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ქართველ ბავშვს
საკმარისი ცოდნა ჰქონდეს ქრისტიანობაზე, როგორც რელიგიაზე.

პოსტის ავტორი: vinvar თარიღი: Jan 23 2008, 04:21 PM

რა თქმა უნდა -აუცილებელია ისწავლებოდეს, რადგან ბავშვების უმრავლესობა ოჯახში ვერ იღებს რელიგიური კუთხით განათლებას, რაც რა უმეტეს შემთხვევებში მშობლების "ბრალია" მაგრამ ჩემი აზრით სკოლაში გაკვეთილების ჩანაცვლებას-დიდი მნიშვნელობა აქვს, შეუგნებელ ბავშვებზე არ მაქვს საუბარი( სხვათაშორის მათი შეუგნებლობაც მშობლების 'დამსახურებაა")

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 23 2008, 04:35 PM

მეც გავიმეორებ რომ აუცილებელია და თუნდაც ის არგუმენტიც საკმარისია რომ ფორუმის ნახევარმა ეკლესიაში სიარული დაიწყო სკოლაში ამ მიზეზის გამო მათ შორის ჩემმა დამაც. ამიტომ ის "ჩინოვნიკები"ვინც ეწინააღმდეგებიან ამას დიდ დანაშაულს ჩადიან ერისა და ღვთის წინაშე.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 28 2008, 06:43 PM

რათქმაუნდა აუცილებელია.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ბავშმა ხო უნდა იცოდეს ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი

პოსტის ავტორი: taicko თარიღი: Mar 9 2008, 07:00 PM

საჭირო საგანია.ეს უდავოა.
მაგრამ მარტო ესეც არაა,სასიამოვნო გაკვეთილები ჩატარება შეიძლება.მე ძაან მომწონდა ხოლმე ყოველთვის.

აუციელებელია ნიჭიერი და სასიამოვნო მასწავლებელი.
ეს პირველხარისხოვანია.თორემ ბავშვს,როგორც ხდება ხოლმე,თუ მასწავლებელი არ მოსწონ,ს საგანზე გული უცრუვდება , მერე ეს გაუთავებელი საშინაო დავალებები, მკაცრი გრაფიკი.......შეიძლება მისთვის ეს იძულებითი გახდეს და ..მერე სულ აიცრუებს გულს. ვინც სასულიერო სემინარიაში სწავლობდა,სხვათაშორის ბევრჯერ გამიგია,რომ მიუტოვებიათ და ათეისტები გამხდარან.
ძაან საპასუხისმგებლო საგანია.მასწავლებელზეა დამოკიდებული,შეიძლება ითქვას, ბავშვის სული სად წავა ბოლოსსსსს..

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Mar 9 2008, 08:18 PM

უკაცრავად, წინა გვერდებისთვის არ გადამიხედია... რა იგულისხმება რელიგიის გაკვეთილებში??

ჩემ დროს დაიწყეს სკოლებში რელიგიის სწავლება, როგორც უწოდებდნენ, რელიგიის გაკვეთილები, მაშინ 7-8 კლასში ვიქნებოდი ალბათ. მახსოვს მეშვიდე გაკვეთილად ტარდებოდა, სავალდებულო არ იყო დასწრება, მაგრამ მაინც მთელი კლასით ვრჩებოდით ხოლმე და ძალიან მომწონდა, თუმცა მასწავლებელზე იგივეს ვერ ვიტყვი, სასტიკი ადამიანი იყო და ტირანული მიდგომა ჰქონდა ბავშვებთან...მუშტისხელა ჯოხს ხელში ურტყამდა ხოლმე ბავშვებს, ვინც ხმაურობდა..... dry.gif

გაკვეთილები თავისთავად რათქმაუნდა კარგია, მაგრამ (ჩემი სუბიექტური აზრით) რელიგია არ ჰქვია მხოლოდ მართმადიდებლობაზე ლაპარაკს...თუ გაკვეთილს რელიგიისას დავარქმევთ, მაშინ მსოფლიოს ყველა ძირითადი აღმსარებლობის ზოგადი მიმოხილვა უნდა იყოს, და არა მხოლოდ მართმადიდებლობის...ჩემთვის ეს მიუღებელია...იმ დროსაც კი, ჩვენ რომ გვასწავლიდნენ ბევრი იაღოველი ბავშვი იყო სკოლებში და ეს გაკვეთილები ხშირად მხოლოდ შუღლისა და შეუწყნარებლობის მიზეზი ხდებოდა...ამას დაფიქრება სჭირდება!

დაერქვას გაკვეთილს მართმადიდებლობის ისტორია ან რამე ეგეთი, და ამ თემის სათაურშიც კარგი იქნება თუ უფრო დაკონკრეტდება ავტორი, თუ რას გულისხმობს...რელიგია მარტო მართმადიდებლობა არ არის და ეს გასათვალისწინებელია!

პოსტის ავტორი: taicko თარიღი: Mar 12 2008, 03:18 PM

likka
ჩემ სკოლაშიც იყო ერთი მასწავლებელი. ბავშვებს არ უყვარდათ.საწყალი,ცდილობდა რაღაც აეხსნა,მაგრამ არავინ უსმენდა.ერთხელ კი ბავშვს თავზე ჯოხი გადაატეხა და კლასიდან გააგდეს. sad.gif

პოსტის ავტორი: არაგველი თარიღი: Apr 16 2008, 12:34 PM

რელიგია და სკოლა ჩემი აზრით ერთი მთლიანობა უნდა იყოს... იყო დრო, როცა ეკლესიის მსახურნი ასწავლიდნენ ბავშვებს. თუ ვცდები შემისწორეთ. ახლა კი რელიგიასაც გვართმევენ... რატომ? რით ვერ გაიგეს, რომ ვერ წაგვართმევენ სარწმუნოებას? ეს ვერავინ ვერ შეძლო აქამდე და ვერც ამის შემდეგ შესძლებს ვერავინ...

პოსტის ავტორი: taicko თარიღი: Apr 16 2008, 05:35 PM

ციტატა(არაგველი @ Apr 16 2008, 12:34 PM) *

რელიგია და სკოლა ჩემი აზრით ერთი მთლიანობა უნდა იყოს... იყო დრო, როცა ეკლესიის მსახურნი ასწავლიდნენ ბავშვებს. თუ ვცდები შემისწორეთ. ახლა კი რელიგიასაც გვართმევენ... რატომ? რით ვერ გაიგეს, რომ ვერ წაგვართმევენ სარწმუნოებას? ეს ვერავინ ვერ შეძლო აქამდე და ვერც ამის შემდეგ შესძლებს ვერავინ...

გეთანხმები rolleyes.gif

პოსტის ავტორი: xatuna თარიღი: Apr 16 2008, 06:30 PM

ციტატა(likka @ Mar 9 2008, 08:18 PM) *


გაკვეთილები თავისთავად რათქმაუნდა კარგია, მაგრამ (ჩემი სუბიექტური აზრით) რელიგია არ ჰქვია მხოლოდ მართმადიდებლობაზე ლაპარაკს...თუ გაკვეთილს რელიგიისას დავარქმევთ, მაშინ მსოფლიოს ყველა ძირითადი აღმსარებლობის ზოგადი მიმოხილვა უნდა იყოს, და არა მხოლოდ მართმადიდებლობის...ჩემთვის ეს მიუღებელია...იმ დროსაც კი, ჩვენ რომ გვასწავლიდნენ ბევრი იაღოველი ბავშვი იყო სკოლებში და ეს გაკვეთილები ხშირად მხოლოდ შუღლისა და შეუწყნარებლობის მიზეზი ხდებოდა...ამას დაფიქრება სჭირდება!

დაერქვას გაკვეთილს მართმადიდებლობის ისტორია ან რამე ეგეთი, და ამ თემის სათაურშიც კარგი იქნება თუ უფრო დაკონკრეტდება ავტორი, თუ რას გულისხმობს...რელიგია მარტო მართმადიდებლობა არ არის და ეს გასათვალისწინებელია!

მე სკოლაში რელიგია არ მისწავლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა ისწავლებოდეს. გეთანხმები იმაში რომ მარტო მართლმადიდებლობაზე არ უნდა ისაუბროს პედაგოგმა, ხომ არსებობს რელიგიის ისტორია ასეთი? სადაც შედის სხვადასხვა რელიგიის წარმოშობის ისტორიები, მაგრამ მართლმადიდებლობა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს და ხაზიც გაესვას, პრინციპში თავად მისი ისტორია გაუსმევს ხაზს და ბავშვებიც სწორ გზაზე დადგებიან მე ასე ვფიქრობ smile.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Apr 16 2008, 07:11 PM

უნდა ისწავლებოდეს.მე ვსწავლობდი(მართალია ცოტა ხნით) და ეხლაც მახსოვს ჩვენი ნატო მასწი biggrin.gif.ძალიან კაი ადამიანი იყო.
ბევრს ოჯახსი არ ყავს არავინ ეკლესიურად რო ცხოვრობდეს და ვერ იგებს რეალურად რა არის მართლმადიდებლობა.სკოლასი კი ყველაფრის გაგების შესაძლებლობა ექნებათ ასეთ ბავშვებს

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: May 30 2008, 10:33 PM

მე ძალიან მინდა რო ისწავლებოდეს, ეხლა რასაც ნელ-ნელა ვიგებ, შეიძლებოდა კარგა ხნის წინ გამეგო სკოლაში!!! sad.gif და თან ვართ მართლმადიდებლური ქვეყანა და ჩვენ ჩვენი სარწმუნოება ყველგან უნდა გვედგას პირველ ადგილზე!!!

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Jun 1 2008, 01:58 AM

ძალიან აუცილებელია , ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ki.gif და ახლა ნუ ამახსნევინებთ რათო და რისთვისო tongue.gif ძალიან ბევრი მიზეზის გამო smile.gif

პოსტის ავტორი: tetnuldi თარიღი: Jun 1 2008, 02:08 PM

რა თქმა უნდა უნდა ისწავლებოდეს!!!!!!!!!უბრალოდ,რომ დავფიქრდეთ,რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოგვცეს ჭეშმარიტი სარწმუნოების,მართლმადიდებლო
ის სწავლამ სკოლაში?!არავითარი!!!სამწუხაროა(ჩემთვის ნამდვილად),რომ დღეს ძალიან ბევრი რაღაცა მართლმადიდებლური სწავლების საწინააღმდეგოდ ხდება. unsure.gif sad.gif

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Jun 1 2008, 03:11 PM

tetnuldi
მე ვსწავლობდი რელიგიას და კულტურას, ძალიან მომწონდა, მაგრამ უნდა ვაღიარო იმდენად რთული ენიტ იყო დაწერილი, რომ მე და დედაჩემი ერთად ვისხედიტ და შეძლებისდაგვარად მიმარტივებდა.... ძალიან მოყვარდა იაკობ გოგებაშვილის ,,საღმრთო ისტორია" და რელიგიის სახელმძღვანელოს ბევრად მერჩია a075.gif სიტყვათა სალაროები მაინც არ იყო შიგ biggrin.gif

პოსტის ავტორი: tetnuldi თარიღი: Jun 1 2008, 03:16 PM

[quote name='tustusa-gogo' date='Jun 1 2008, 03:11 PM' post='328886']
tetnuldi
მე ვსწავლობდი რელიგიას და კულტურას, ძალიან მომწონდა, მაგრამ უნდა ვაღიარო იმდენად რთული ენიტ იყო დაწერილი, რომ მე და დედაჩემი ერთად ვისხედიტ და შეძლებისდაგვარად მიმარტივებდა.... ძალიან მოყვარდა იაკობ გოგებაშვილის ,,საღმრთო ისტორია" და რელიგიის სახელმძღვანელოს ბევრად მერჩია a075.gif სიტყვათა სალაროები მაინც არ იყო შიგ biggrin.gif
[/quote

საბედნიეროდ,მეც ვსწავლობდი რელიგიას.რელიგიის წიგნი ჩვეულებრივად,ბავშვისთვის ადვილად გასაგებ ენაზე იყო დაწერილი,თან მასწავლებელი ძალიან სათნო ადამიანი იყო და გვეხმარებოდა გააზრებაში!!! smile.gifმთავარია,რომ მეც მაინტერესებდა ეს საგანი!!! smile.gif

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Jun 1 2008, 03:25 PM

tetnuldi
ნეტა გენახა ჩემი კლასელები როგორი მოხარშული თვალებით იყურებოდნენ რელიგიის გაკვეთილზე და მაგას აღარ მეტყოდი.... არც მასწავლებელი იყო დიდად გარკვეული მაგ საკითხში, მერჩივნა მოძღვარს ესწავლებინა smile.gif აბა რატომ უნდა შეუშვა კომუნიზმის კალთისქვეშ გამოზრდილი ნევროზიანი ქალი რელიგიის გაკვეთილზე ანგელოზ ბავშვებთან? რომელიც ისეთ რამე გასწავლის რაშიც თვითონაც არაა დარწმუნებული ? ohmy.gif

პოსტის ავტორი: tetnuldi თარიღი: Jun 1 2008, 08:07 PM

ციტატა(tustusa-gogo @ Jun 1 2008, 03:25 PM) *

tetnuldi
ნეტა გენახა ჩემი კლასელები როგორი მოხარშული თვალებით იყურებოდნენ რელიგიის გაკვეთილზე და მაგას აღარ მეტყოდი.... არც მასწავლებელი იყო დიდად გარკვეული მაგ საკითხში, მერჩივნა მოძღვარს ესწავლებინა smile.gif აბა რატომ უნდა შეუშვა კომუნიზმის კალთისქვეშ გამოზრდილი ნევროზიანი ქალი რელიგიის გაკვეთილზე ანგელოზ ბავშვებთან? რომელიც ისეთ რამე გასწავლის რაშიც თვითონაც არაა დარწმუნებული ? ohmy.gif


ხო...მოძღვარს ვინ უშვებს სკოლაში?! sad.gif ძაან სამწუხაროა sad.gif ისე,თუ გაინტერესებდა,მოძღვართან რატო არ მიდი? unsure.gif გაგარკვევდა...!!! unsure.gif smile.gif

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Jun 1 2008, 08:17 PM

აუცილებელია რელიგიის სწავლა სკოლებში, მეც ვსწავლობდი რელიგიას, მაგრამ რატომღაც ყველა ისე ვუდგებოდით როგორც მეორეხარისხოვან საგანს და ახლა ძალიან ვნანობ...ვფიქრობ, რომ ახალგაზრდობაში არსებული ყველა პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია სკოლებში რელიგიის სწავლა

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Jun 15 2008, 04:16 PM

ციტატა(veriko7 @ Jun 1 2008, 08:17 PM) *

აუცილებელია რელიგიის სწავლა სკოლებში, მეც ვსწავლობდი რელიგიას, მაგრამ რატომღაც ყველა ისე ვუდგებოდით როგორც მეორეხარისხოვან საგანს და ახლა ძალიან ვნანობ... ვფიქრობ, რომ ახალგაზრდობაში არსებული ყველა პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია სკოლებში რელიგიის სწავლა.

ჩემთანაც ეგრე იყო და თან გვასწავლიდნენ 5-6-7 კლასში თუ არ ვცდები და ეს მემგონი პატარა ასაკია, მაინც ესეთი რაღაცეების გასაგებად, და რთულია მაგ დროს ისე მიაწოდო ინფორმაცია ბავშვს რო არ მოწყინდეს, დააინტერესოს. ვფიქრობ უფრო მაღალ კლასებში ჯობია რელიგიის სწავლება და მოძღვარი რომ იყოს რელიგიის მასწავლებელი უფრო კარგი იქნება .. smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 15 2008, 05:58 PM

მგონი აუცილებელია, ძალიან ბევრი რამ მაქვს გაგებული ჩემი რელიგიის მასწავლებლისგან smile.gif

პოსტის ავტორი: butiko თარიღი: Sep 14 2008, 10:17 PM

აუცილებელია და აუცილებელიიიიიიიიიიიიიიიიი

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 5 2009, 06:07 PM

აუცილებელია

პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Aug 5 2009, 09:04 PM

ვისაც არ ესმის რელიგიის სწავლის აუცილებლობა მაშინ დაწეროს იქნებ სკოლის დანიშნულება..

პოსტის ავტორი: CONSCIENTIOUSNESS თარიღი: Aug 8 2009, 10:02 AM

tustusa-gogo

ციტატა
აბა რატომ უნდა შეუშვა კომუნიზმის კალთისქვეშ გამოზრდილი ნევროზიანი ქალი რელიგიის გაკვეთილზე ანგელოზ ბავშვებთან? რომელიც ისეთ რამე გასწავლის რაშიც თვითონაც არაა დარწმუნებული ?

ეგრევე ჩემი მასწ გამახსენდა ნერვოსტენიჩკა biggrin.gif biggrin.gif არ ვიცი ვინ და საიდან შეარჩია მაგრამ მახსოვს რომ მაგარი ცინიკოსი იყო და თან ნახევარ კლასს 2-იანებს ჩამოუმწკრივებდა ხოლმე სხვადასხვა მიზეზის გამო ზოგს რა არ ახსოვდა ზოგს რა მოკლედ მთელ კლასს შიში და აგრესია გვქონდა ამ ქალის მიმართ. თან 4კლასში 1 მასწავლებელი გვყავდა ყველაფერში (ქართული, მათემატიკა, ბუნება) ეს კიდე იყო სხვა და არავის არ მოგვწონდა sad.gif ბავშვობის ტრავმად მაქვს ჩარჩენილი biggrin.gif biggrin.gif

gurulo
ციტატა
ვისაც არ ესმის რელიგიის სწავლის აუცილებლობა მაშინ დაწეროს იქნებ სკოლის დანიშნულება..

მე არ მგონია რომ ღვთის სიყვარულს ბავშვის მრწამსის დაზეპირების ძალდატანებით აღძრავს სკოლა.
ვთვლი რომ სკოლამ უნდა იზრუნოს ბავშვის (მოზარდის) გონებრივ განვითარებაზე მიაწოდოს დიდი ინფორმაცია და აღუძრას ინტერესი შემეცნებისკენ... შემდგომ ადამიანი შეგნებულად აირჩევს თავის ცხოვრების გზასს დამიჯერეთ მსგავსი მორწმუნე ადამიანები რომლებთაც შეგნებულად და გააზრებულად აქვთ გათვიცნობიერებული თუ რატომ დადიან ტაძარში გაცილებით ცოტაა დღეს საქართველოშI რაც საკმაოდ დიდი პრობლემაა...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 8 2009, 10:13 AM

ციტატა(gurulo @ Aug 5 2009, 09:04 PM) *

ვისაც არ ესმის რელიგიის სწავლის აუცილებლობა მაშინ დაწეროს იქნებ სკოლის დანიშნულება..

ვისაც ესმის იქნებ ეკლესიის დანიშნულებაც მიაყოლოს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 8 2009, 11:53 AM

ჩემს დროს სკოლაში ისწავლებოდა რელიგიისა და კულტურის ისტორია.
საგანს ''გვასწავლიდა'' ათეისტი(!) მასწავლებელი (საათების განაწილებისას მას ერგო პატივი).

მახსოვს საგანი ისე ჩავათავეთ რომ სახელმძღვანელოში შეტანილი არცერთი ბიბლიური სწავლება არც კი წაგვიკითხავს არცერთს.

პირველივე გაკვეთილზე მასწავლებელმა ღმერთი როგორც ცნება განმარტა ასე:
პირველყოფილ ადამიანებს ეშინოდათ ბუნებრივი კატაკლიზმების და ბუნებასთან წარმოქმნილმა დაუძლეველმა წინააღმდეგობებმა და შიშმა ადამიანებს უბიძგა სამყაროს ვერ ახსნილი ბუნებრივი მოვლენები მიეწერათ ვიღაცისთვის. და თავადვე მოიგონეს ღმერთი და მერე მასვე ეთაყვანებოდნენ.

მისი გაკვეთილების შემდეგ არცერთ ჩვენგანს აღარ გასჩენია სურვილი ღმერთის შესახებ რაიმე კიდე გვეკითხა, მაგის შემდეგ სულ დარვინიზმს ვისმენდით, როგორც ადამიანის გონების გენიალურ მიგნებას...

-და ამ გაკვეთილებმა შემდგომში უკლებლვ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე იქონია გავლენა
უფალმა შეუნდოს!

....


არადა ბევრი რამის მიღება შეიძლებოდა ნამდვილად რომ გვესწავლა თუნდაც იმ სახელმძღვანელოთი, რომელიც ნამდვილად არ იყო მარტივი ენით დაწერილი.

სკოლაში რელიგია აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს და ვფიქრობ მას სწორად შერჩეული პედაგოგები ან სულ მოძღვარი უნდა ასწავლიდეს.

პოსტის ავტორი: Sagittarius1980 თარიღი: Aug 8 2009, 12:05 PM

ციტატა(CONSCIENTIOUSNESS @ Aug 8 2009, 10:02 AM) *

მე არ მგონია რომ ღვთის სიყვარულს ბავშვის მრწამსის დაზეპირების ძალდატანებით აღძრავს სკოლა.
ვთვლი რომ სკოლამ უნდა იზრუნოს ბავშვის (მოზარდის) გონებრივ განვითარებაზე მიაწოდოს დიდი ინფორმაცია და აღუძრას ინტერესი შემეცნებისკენ... შემდგომ ადამიანი შეგნებულად აირჩევს თავის ცხოვრების გზასს დამიჯერეთ მსგავსი მორწმუნე ადამიანები რომლებთაც შეგნებულად და გააზრებულად აქვთ გათვიცნობიერებული თუ რატომ დადიან ტაძარში გაცილებით ცოტაა დღეს საქართველოშI რაც საკმაოდ დიდი პრობლემაა...




ძალდატანება არაფერ შუაშია, მაგრამ ისე გეთანხმები სკოლის დანიშნულების განმარტებაში. უბრალოდ მე ვფიქრობ რომ რელიგიურობაზე, ეკლესიურობაზე, რწმენაზე თავიდანვე, ბავშვობიდანვე სჯობს ფიქრი და მოღვაწეობა იმისთვის რომ ამ შემეცნებისკენ სწრაფვამ ადამიანის სული არ დააზიანოს და თავით არ ჩააყუდოს ცოდვის მორევში, საიდანაც მერე ძალზედ რთულია დროულად ამოსვლა და სწორი გზის პოვნა. და რადგან ბავშვი ნაწილობრივ და ზოგჯერ უმეტესად სკოლაში აღიზრდება, სასარგებლო და საჭიროა მისთვის რელიგიის გაკვეთილები უთუოდ.

პოსტის ავტორი: sicher თარიღი: Aug 14 2009, 11:38 AM

...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Mar 30 2012, 03:12 PM

რა რელოგიის გაკვეთილები სამლოცველოები აიღეს sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 30 2012, 05:54 PM

ციტატა
რა რელოგიის გაკვეთილები სამლოცველოები აიღეს

საჯრო სკოლებში ხატებიც არ შეიძლება თურმე, რადგან სხვა რელიგიის წარმომადგენელის ღირსება ილახება რომელიც იმ სკოლაში სწავლობს...

ასეთი უჭკუოები რატო ვართ...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Mar 30 2012, 05:57 PM

A.V.M
ხო მეც ეგ ვიგულისხმე.. ხატებს დაეძებ სახელწმიფო რელიგია არ გვაქვს??

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 30 2012, 06:17 PM

ციტატა
საჯრო სკოლებში ხატებიც არ შეიძლება თურმე, რადგან სხვა რელიგიის წარმომადგენელის ღირსება ილახება რომელიც იმ სკოლაში სწავლობს...

ასეთი უჭკუოები რატო ვართ...

მახსოვს ჩემთან იყო სკოლაში, ადრე დაწყებით კლასში რომ ვიყავი მაშინ, და ისიც მახსოვს საკონტროლოს წინ რომ შევდიოდი ხოლმე biggrin.gif


პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Mar 30 2012, 06:20 PM

ikanosi
ჩემ სკოლაში აკრძალვა რომ დაიწყო და ბრძანება გამოვიდა მაშინ გავაკეთეთ და კვირაში ერთხელ მამაოც მოდიოდა და ჯანმრთელობის პარაკლისებს იხდიდა biggrin.gif მეც წამოვედი და სამლოცველოც აიღეს..

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Mar 30 2012, 06:49 PM

ციტატა(ikanosi @ Mar 30 2012, 07:17 PM) *

მახსოვს ჩემთან იყო სკოლაში, ადრე დაწყებით კლასში რომ ვიყავი მაშინ, და ისიც მახსოვს საკონტროლოს წინ რომ შევდიოდი ხოლმე biggrin.gif


ჩემთანაც იყო მაგარმ სად გვიტარდებოდა unsure.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Mar 30 2012, 06:52 PM

მოკლედ რელიგიის გაკვეთილები არ ვიცი მაგრამ,არის საბავშვო მულტფილმები ბიბლიური და ჩვენ მეგობრებმა გავახმოვანეთ ისინი.. ახლა მაზდ გვაქვს იოსები და იესო მოვრჩით(დასამუშავებელია) ვიწყებთ იოონას და ნოეს.. დისკებზეც ჩAვწერ სპეციალურად ფორუმელთათვის.ოღონდ შემეხმიანეთ smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)