თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ ელექტრონული წიგნები, ლინკები

პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Mar 22 2011, 06:07 PM

საინტერესო იქნება. დაწერეთ, თუ ვინმემ იცით ელ-წიგნების საიტები. ან თუ გაქვთ წიგნები ატვირთეთ და დადეთ ლინკი ამ თემაში. smile.gif

პოსტის ავტორი: მარიაჩი თარიღი: Jul 14 2011, 08:40 PM

კონსტანტინე გამსახურდიას დიდოსტატის მარჯვენა, ქატთული მწერლობიდან
იხილე ბმული:

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?a=q&r=1&hs=1&e=q-00000-00---off-0vertwo--00-1--0-10-0---0---0prompt-10-DC--4----Doc---0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&fqf=DC&g=Doc&t=1&q=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90

პოსტის ავტორი: მარიაჩი თარიღი: Jul 14 2011, 08:59 PM

ციტატა(sAnDro ★1837 @ Mar 22 2011, 06:07 PM) *

თუ ვინმემ იცით ელ-წიგნების საიტები დაწერეთ რააააა smile.gif

ასეთებია კონსტანტინე გამსახურდიას დიდოსტატის მარჯვენა, ქატთული მწერლობიდან
იხილე ბმული:

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?a=q&r=1&hs=1&e=q-00000-00---off-0vertwo--00-1--0-10-0---0---0prompt-10-DC--4----Doc---0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&fqf=DC&g=Doc&t=1&q=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 14 2011, 10:06 PM

lib.ge

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 2 2011, 04:25 PM

ადამიანის "დევოლუციის თეორია" დარვინის "ევოლუციის თეორიის" წინააღმდეგ


დოკუმენტური ვიდეო ამ თეორიის შესახებ:

http://www.youtube.com/watch?v=OB4sf-svZMI&feature=player_embedded

ფილმის გადმოწერა ტორენტიდან:
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2324573

წიგნები:

კაცობრიობის უცნობი ისტორია
(აკრძალული არქეოლოგია)


http://pix.ge/

მაიკლ კრემო

თანაავტორი: რიჩარდ ტომპსონი

ამ წიგნში მაიკლ კრემოს და რიჩარდ ტომპსონს მოჰყავთ განსაცვიფრებელი ფაქტები. დიდი ხნის განმავლობაში ეს მონაცემები დაფარული იყო მეცნიერთა ფართო წრისათვის ე.წ. "ცოდნის ფილტრაციის" გამო. არსი დაიყვანება იქამდე, რომ ადამიანი დედამიწაზე მრავალი მილიონი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

იმისათვის, რომ ეს მონაცემები მზის შუქზე გამოეტანათ, ავტორებს გამოკვლევებისა და ანალიტიკური მუშაობის კოლოსალური მოცულობის შესრულება დასჭირდათ. და შედეგი ისე კარგად და ნათლადაა ამ წიგნში წარმოდგენილი, რომ უკვე ამის გამო იმსახურებს დიდ ყურადღებას.

გადმოსაწერი ლინკი:
http://www.phantastike.com/link/unknown/neizvestnaya_istoriya_chelovechestva.zip


ადამიანის დევოლუცია

http://pix.ge/

ეს არის გაგრძელება წიგნისა "ადამიანის უცნობი ისტორია". აქ მოყვანილია სხვადასხვა არქეოლოგიური მოწმობები, რომელიც გვიჩვენებს, რომ ადამიანი გაცილებით უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე ახლა ფიქრობენ.

გადმოსაწერი ლინკი:
http://www.phantastike.com/link/unknown/devoluciya_cheloveka.zip

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 3 2011, 11:08 AM

მე ჯავა წიგნები მინდა, მობილურში რომ ჩავწერო sad.gif
არავინ იცით საბადო?

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Aug 5 2011, 03:32 PM

Библиологический словарь в 3-х томах
http://www.kodges.ru/2007/04/20/bibliologicheskijj_slovar_v_3kh_tomakh.html

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Aug 5 2011, 04:16 PM

Энциклопедия вин.
http://www.kodges.ru/6081-jenciklopedija-vin..html

ამ გვერდზევეა ლინკები შემდეგი წიგნებისა

Вино. Самая полная энциклопедия (pdf) (36.3 mб) (скачать) - Пер. с франц. Головиной Е.
Вино. Новая всемирная энциклопедия (djvu) (19,2 мб) (скачать) - Оз Кларк
Вино. Новая всемирная энциклопедия (pdf) (124мв) (скачать) - Кларк Оз
Вино. Иллюстрированная энциклопедия (pdf) (10.34 мб) (скачать) - Бортник О.И.
Французские вина: секреты выбора, покупки и употребления (djvu) (4.7 mб) (скачать) - Останина Е.А.
Сборник книг по виноделию (смешанный) (111.64мб) (скачать) - коллектив
Вино. Иллюстрированная энциклопедия (djvu) (16.06мб) (скачать) - Кристиан Каллек
Вина Австралии: Путеводитель по стране и вину (pdf) (71.8 мб) (скачать) - М. Кауфман
Энциклопедия хозяина - изготовление вина, самогона, наливок и настоек (pdf) (6.09 mb) (скачать) - Корельская Т.Г.

Мое вино. Израиль (pdf) (65.3 мб) (скачать) - Кауфман М.А.
Вино. Полное руководство для знатоков и не только (pdf) (51 мб) (скачать) - Кларк О.
Вина Франции: Путеводитель (djvu) (8.3 mб) (скачать) - Зыбцев Ю.Э.
Книги по приготовлению вина (djvu) (46,2 мб) (скачать) - Т.Стивенсон, А. Вольман, В. Циганенко
Домашние вина и наливки (pdf) (12.9 mб) (скачать) - С.Е.Першина, Ю.Васильева

Винная энциклопедия (pdf) (24,35 мб) (скачать) - коллектив



ციტატა(mzime) @ Aug 5 2011, 03:50 PM) *

აუდიო ვერსიები მინდა მე...



ბიბლიის სამი ვერსია მაქვს

1. ქართული სრული
2. ქართული - კითხულობს ხარაბაძე
3. რუსული


როგორ მოგაწოდო? ;-)

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Aug 5 2011, 04:31 PM

Энциклопедия православного христианина
http://www.kodges.ru/19150-jenciklopedija-pravoslavnogo-khristianina.html

Ислам классический. Энциклопедия
http://www.kodges.ru/19000-islam-klassicheskijj.-jenciklopedija.html

Библейская энциклопедия Брокгауза
http://www.kodges.ru/18995-biblejjskaja-jenciklopedija-brokgauza.html

Народы и религии мира. Энциклопедия
http://www.kodges.ru/29279-narody-i-religii-mira.-jenciklopedija.html

Ветхий Завет. Популярная энциклопедия
http://www.kodges.ru/43268-vetxij-zavet.populyarnaya-yenciklopediya..html

Энциклопедия: Буддизм
http://www.kodges.ru/45330-yenciklopediya-buddizm.html

Православный словарь
http://www.kodges.ru/44801-pravoslavnyj-slovar.html

პოსტის ავტორი: ნიკიფორე1 თარიღი: Aug 5 2011, 04:33 PM

ციტატა

ბიბლიის სამი ვერსია მაქვს

1. ქართული სრული
2. ქართული - კითხულობს ხარაბაძე
3. რუსული
როგორ მოგაწოდო? ;-)


ელექტრონული ვერსია ხომარ გაქვს? რო წავიკითხო ისეთი

პოსტის ავტორი: soso_soso თარიღი: Feb 23 2012, 12:20 AM

ციტატა
მე ჯავა წიგნები მინდა, მობილურში რომ ჩავწერო არავინ იცით საბადო?

tegos.ru/bibl(თუ კიდე გინდა)

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Feb 23 2012, 04:05 PM

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000217/Dasac.Shagreni.doc.pdf

შაგრენის ტყავი.ბალზაკი.

პოსტის ავტორი: დიმიტრი_ თარიღი: Apr 17 2012, 09:40 PM

თერალ ი

მე მინდა ბიბლია ქართული სრული თუ შეგიძლია მომაწოდო smile.gif

პოსტის ავტორი: soso_soso თარიღი: Apr 18 2012, 12:59 AM

ციტატა
მე მინდა ბიბლია ქართული სრული თუ შეგიძლია მომაწოდო

orthodoxy.ge/tsmidatserili.htm

პოსტის ავტორი: დიმიტრი_ თარიღი: Apr 18 2012, 08:46 AM

ციტატა(soso_soso @ Apr 18 2012, 12:59 AM) *

orthodoxy.ge/tsmidatserili.htm

გმადლობ smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 18 2012, 11:54 AM

დიმიტრი_
ჩვენს ბიბლიოთეაშიც ძალიან საინტერესო ცნობები გვაქვს და დაათვალიერე თუ გინდა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 25 2012, 08:40 PM

ქევან!
შენთან მაქვს ერთი კითხვა.

ექსკურსიაზე რომ ვიყავით მთელი გზა რაცხას ჩაჩერებოდი. ნამეტანი გავდა აიპადს მარა არ იყო...

ხოდა მე კიდე უფრო ნამეტანი გოუნათლებელი ვარ მამფერ რაცხაებში. რადგან მხოლოდ იმ წიგნებს ვკითხულობ ფურცლებზე რომაა და რო იშლება.

ხოდა გამარკვიე რა იყო ეგ რაცხა?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 25 2012, 10:15 PM

A.V.M
მაი იყო ქინდლ თაჩი :დდდ
აი ეს:
http://kevana.wordpress.com/2012/01/14/%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%9A-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%A1-kindle-touch-%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE/

აიპადი და პლანშეტები ნამეტანი ფუფუნებაა ჩემთვის sad.gif

ქინდლი გვეხმარება ელექტრონული წიგნების წაკითხვაში, პლუს თვალებს არ ტკენს და მთელი ბიბლიოთეკა დაგაქვს ერთ მოწყობილობაში

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 25 2012, 10:27 PM

და მაგ შენს ,,ქინდლ თაჩს.'' ფასი რა აქვს?

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Aug 25 2012, 10:31 PM

A.V.M

დაახლოებით 200 ლარი დაგიჯდება გამოწერა.

მე გამოვიწერე და გამიფუჭდა sad.gif (ოღონდ ჩემი ბრალი იყო)

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 25 2012, 10:46 PM

A.V.M
99 დოლარი, ამაზონიდან გამოწერით. + დაგჭირდება ქოვერიც, ანუ ყდა, რომლის ფასი სხვადასხვაა..

აქაც იყიდება, ალტაში, და ძვირი ღირს, ორას რაღაცა ლარია smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 25 2012, 10:51 PM

შენი ,,ქოვერი'' რა ღირს?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 25 2012, 10:58 PM

A.V.M
ჩემი ქოვერი 29,99 დოლარი ღირს, ფაქტიურად 30 დოლარი რა..

ჯამში 130 დოლარამდე დაჯდა, ამას დაუმატე უსათუგეო–ს მიერ აქ ჩამოტანა (სადღაც 5 ლარამდე)..

ოღონდ გაითვალისწინე, ბევრნაირი ქინდლია, შენ როგორი გინდა, მცირე განსხვავება აქვს თითოეულს...

ქინდლ თაჩი რეკლამებით (რომელიც მე მაქვს):

http://www.amazon.com/Kindle-Touch-e-Reader-Touch-Screen-Wi-Fi-Special-Offers/dp/B005890G8Y/ref=sr_tr_sr_2?ie=UTF8&qid=1345920750&sr=8-2&keywords=kindle+touch


ეს ქოვერი (უი, ფასი დაუკლიათ. ახლა იაფი ღირს laugh.gif )
http://www.amazon.com/Marware-Atlas-Kindle-Touch-Cover/dp/B005HSG3JC/ref=sr_1_4?s=digital-text&ie=UTF8&qid=1345920870&sr=1-4&keywords=kindle+touch+cover

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 25 2012, 11:18 PM

A.V.M
იოტა რიდერი იყოდე , და lit.ge-ს ბიბლიოთეკასთანაც გექნება წვდომა, დაახლოები 100 წიგნია უფასოდ

http://www.youtube.com/watch?v=Jely_Dfsy5o

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 25 2012, 11:22 PM

ikanosi
იოტა რიდერი მარტო ლიტ.გე-ს ქართულ წიგნებზეა smile.gif ერთი პლუსიც და ამავდროულად მინუსიც მაგისი ეგაა smile.gif

თან ძვირია biggrin.gif

ქინდლით კიდე ქართულ წიგნებს ვკითხულობ, სილფაენში თუა აკრეფილი, და მერე გადამყავს კალიბრით შესაბამის ფორმატში smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 25 2012, 11:23 PM

ქევანა
ინგლისურ შრიფტ არ კითხულობს?

http://www.amazon.com/Sony-PRS-T1-Digital-E-Ink-eReader/dp/B005MIZKW8/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1345922322&sr=8-1&keywords=sony+reader ახ რა კარგია

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 25 2012, 11:24 PM

ქინდლი სჯობს...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 25 2012, 11:26 PM

სონიც კარგია ^^

ნუქი არ მომწონს, ბანძია : (



ციტატა
ინგლისურ შრიფტ არ კითხულობს?

პდფ-ში კითხულობს, რამდენადაც ვიცი smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 25 2012, 11:27 PM

ციტატა
სონიც კარგია ^^

"ც"-ა სონი? biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 25 2012, 11:49 PM

ქევანა
http://georgio.ge/2012/01/18/kindle-touch/

ქევან ამაზე რას იტყვი?
წავა?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 26 2012, 11:39 AM

A.V.M
ეგ გურამ არის ქინდლ თაჩის მიმოხილვა smile.gif


http://www.alta.ge/geo/products.php?action=details&id=50404

აი ქინდლი აქ იყიდება, ალტაში..

არის თაჩი სენსორული ეკრანით, არის მინი, არის მესამე თაობის ქინდლი და ა.შ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2012, 01:25 PM

ქევანა
ამას აწერია 2 გბ.

და მეხსიერების გაძლიერება შემიძლია?
(ჩიპით ან ა.შ.)

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 26 2012, 01:36 PM

A.V.M
ნწუ, ეგ ქინდლს არ აქვს. smile.gif

თაჩს 4 გბ აქვს, მინის 2 გბ.. იმიტომ რომ მინი ქინდლს აუდიო წიგნის მხარდაჭერა არ აქვს.
დამიჯერე, ეგ 2–4 გბ გეყოფა smile.gif

პლუს ამაზონს აქვს 5 გბ ვირტუალური თარო და იქ ვინახავ ხოლმე წიგნებს (მე პირადად)... თავზე გადაგევლება, იმდენი ადგილი გექნება :დდდ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2012, 01:41 PM

ციტატა
დამიჯერე, ეგ 2–4 გბ გეყოფა

ვიცი რომ მეყოფა კაცო...
უბრალოდ ვარჩევ რა...
(პატრიარქი რომ მომცემს ფულს სექტემბერსი იმით ვიყიდო უნდა) whistling.gif whistling.gif
ციტატა
თაჩს 4 გბ აქვს, მინის 2 გბ.. იმიტომ რომ მინი ქინდლს აუდიო წიგნის მხარდაჭერა არ აქვს.

ალტაზე რომ დამილინკე ეგ მინია?
(2 გბ.რომ აქვს იმიტომ ვკითხულობ)
აუდიო მხარდაჭერაზე მოსასმენ ვერსიას გუისხმობ?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 26 2012, 01:54 PM

ციტატა
(პატრიარქი რომ მომცემს ფულს სექტემბერსი იმით ვიყიდო უნდა)

და რატომ გაძლევენ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 26 2012, 02:03 PM

ციტატა
ალტაზე რომ დამილინკე ეგ მინია?
(2 გბ.რომ აქვს იმიტომ ვკითხულობ)
აუდიო მხარდაჭერაზე მოსასმენ ვერსიას გუისხმობ?

კი, მინია.

მინის არ აქვს აუდიო მხარდაჭერა, ანუ აუდიო წიგნებს ვერ მოუსმენ. მაგრამ ინგლისურ ენოვან წიგნებს "წაგიკითხავს".

თაჩს აქვს აუდიო მხარდაჭერა, აუდიო წიგნებსაც მოუსმენ და მუსიკასაც. პლუს წიგნებსაც "წაგიკითხავს"
smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2012, 02:06 PM

ციტატა
და რატომ გაძლევენ?

ჩემნაერ პირველკურსელს მუდამ ასაცუქრებს უწმინდესი ძმა!
tongue.gif

ციტატა
კი, მინია.

მინის არ აქვს აუდიო მხარდაჭერა, ანუ აუდიო წიგნებს ვერ მოუსმენ. მაგრამ ინგლისურ ენოვან წიგნებს "წაგიკითხავს".

თაჩს აქვს აუდიო მხარდაჭერა, აუდიო წიგნებსაც მოუსმენ და მუსიკასაც. პლუს წიგნებსაც "წაგიკითხავს"

ამაზონზე რომ ვნახე დაახლოებით იგივე ფასად.(შეიძლება უფრო იაფად) არის ქიდლი.
როგორც ჩანს იმას გამოვიწერ...




პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 26 2012, 02:11 PM

ციტატა
ჩემნაერ პირველკურსელს მუდამ ასაცუქრებს უწმინდესი ძმა!

შენ არ მეისპე biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 5 2013, 03:11 PM

რავარც იქნა ჩამომივიდა ქინდლი...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 5 2013, 04:10 PM

A.V.M
როგორია? biggrin.gif

რა დაარქვი?

მეც შარშან იანვარში ჩამომივიდა happy.gif

მშვიდობაში და კითხვით გაგეცვითოს kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 5 2013, 04:12 PM

ქევანა

ციტატა
როგორია?

,,შავი შავი.''
(მხ.ფ. არაჩვეულებრივი გამოფენა)biggrin.gif
ციტატა
რა დაარქვი?

მეტრიკაში ,,peperwhite'' ქვია მე ჯერ არაფერი დამირქმევია...
ციტატა

მეც შარშან იანვარში ჩამომივიდა

1 წელი გინდ იქით და გინდ აქეთ...
ციტატა
მშვიდობაში და კითხვით გაგეცვითოს

ამინ!
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 5 2013, 04:19 PM

A.V.M
ჩემსას ტობიასი დავარქვი <3
მენიუში იქნება მანდ სახელის დარქმევა, მეპატრონის ტელ ნომრის, სახელის ჩაწერა და ა.შ.

ჰე ეხლა, გადააგდე წიგნები ქინდლში laugh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 5 2013, 07:07 PM

ქევანა
დავამუღამო ჯერ კაცო...ვა...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 5 2013, 10:16 PM

ქევანა

ციტატა

ჰე ეხლა, გადააგდე წიგნები ქინდლში

რაღაცეები კი გადავაგდე მარა...

http://www.orthodoxy.ge/tsmidatserili.htm

მარა პრველი რომაა გადასაწერი ვერსია ბიბლიის კალიბრი შეჯდა ვირზე და არ გადააფორმატა...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 6 2013, 12:24 AM

A.V.M

ციტატა
კალიბრი შეჯდა ვირზე და არ გადააფორმატა...

მაგ ფორმატს არ იცნობს და იმიტომ sad.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jan 6 2013, 12:44 AM

ისე ეს ქინდლები და ელექტრონული წიგნები როა, ქართული წიგნები არის ბლომად?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 6 2013, 01:55 AM

syd

ციტატა
ქართული წიგნები არის ბლომად?

უფასო ცოტაა, მაგრამ არის

ფასიანი – ლიტ.გე–ზე, საბა.გე–ზე და ლიბ.გე–ზე smile.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jan 6 2013, 03:51 AM

ქევანა

ციტატა
უფასო ცოტაა, მაგრამ არისფასიანი – ლიტ.გე–ზე, საბა.გე–ზე და ლიბ.გე–ზე


რა ღირს დაახლოებით, ერთი წიგნი? და რა წიგნებია, ნებისმიერი წიგნი იშოვება რაც ქართულ ენაზეა დაწერილი და ნათარგმნი?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 6 2013, 05:28 PM

syd

ნებისმიერი არა, მხოლოდ ის, რაც ნათარგმნია, არის ქართველი მწერლების წიგნები (მხატვრული ლიტერატურა)

http://lit.ge/
https://saba.com.ge/books/shop#top:buy:1

აი შენ თავად ნახე smile.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jan 6 2013, 05:47 PM

ქევანა

მადლობა. კიდევ მაქვს კითხვები. მაგალითად რო ვიყიდი ამ წიგნს, გადავიტან ქინდლში და ვსიო? მეტი არაფერი უნდა? და კიდევ, ესპანეთში რო ვიყიდო ეს ქინდლი ქართულ ფაილებს წაიკითხავს? თუ რამე სპეციალური პროგრამები სჭირდება?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 6 2013, 11:18 PM

syd

ციტატა
მაგალითად რო ვიყიდი ამ წიგნს, გადავიტან ქინდლში და ვსიო?

არა.
ლიტ.გე-ს საიტზე ნაყიდ წიგნებს მხოლოდ იოტაში გადაიტან, მაგათ დაცული ფორმატი აქვთ.

საბაცომ.გე-ს დახარისხებული აქვს, ანუ ზოგი წიგნი ქინდლისთვისაა, ზოგი არა

ლიბ.გე-ზე კიდე პდფ-შია ატვირთული და ქინდლის ფორმატზე გადაყვანა დაგჭირდება (კალიბრის გამოყენებით გადაიყვან .azw ან .mobi ან .txt ფორმატში)
ლიბ.გე-ს აქვს კიდე კარგი ფუნქცია, რომელსაც მე ვიყენებ ხოლმე:
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

მერე შეხვალ ამაზონზე, შენს ექაუნტში (manage your kindle) ან პირდაპირ დააჭირე kindle's setting page-ს და რომ გადახვალ ამაზონის გვერდზე, მანდ Personal Document setting-ს დააწკაპე და გადაგიყვანს საჭირო გვერდზე.
მანდ დადასტურებულ იმეილ ლისტში ჩასვი kindle@readability.com და დაიმახსოვრე.
ანუ დააკლიკე Add a new approved e-mail address-ს და ისე ჩასვი/დაიმახსოვრე.

ამის შემდეგ, როცა კი ლიბგე-ზე რამე მოგეწონება, მისცემ რიდ-ს, მერე send to Kindle და ავტომატურად გადაგიგზავნის შენს ქინდლში და როცა კი ვაიფაის ჩართავ, ეგრევე ჩამოტვირთავს.
მაგარი რამეა

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jan 7 2013, 12:49 AM

ქევანა

ვერაფერი ვერ გავიგე, ეგრე რთულადაა ყველაფერი? სულ დამეკარგა კითხვის ხალისი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 7 2013, 12:55 AM

syd
ბოდიში, მეგონა დაწვრილებით რომ დამეწერა უკეთესი იქნებოდა :დ

მოკლედ, ყველა რიდერს თავისი წასაკითხი ფორმატი აქვს.

თუ გინდა იოტა იყიდე და მაშინ ლიტ.გე-ს წიგნებს უპრობლემოდ წაიკითხავ

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jan 7 2013, 01:05 AM

ქევანა

მოკლედ რა მინდა, მარტივიც რომ იყოს, და ბევრი წიგნიც რომ იშოვებოდეს ქართულად, და ბევრი ჩალიჩი რომ არ დაჭირდეს ფორმატების ცვლა და იმეილების რეგისტრაციები, რომელია ეგეთი? შენ იმდენი რამე დაწერე, მაგდენი ჩალიჩის არც ნერვები მაქვს და არც ინგლისურის ცოდნა. sad.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 7 2013, 01:10 AM

ციტატა
რომელია ეგეთი?

იოტა რიდერი

ანუ ეს:

http://www.youtube.com/watch?v=0ubD3i7fyHo

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jan 7 2013, 01:21 AM

ქევანა

ესპანეთში სად ვიშოვო ეგ sad.gif ისე რა განსხვავებებია ქინდლსა და ამას შორის? რითი ჯობია ის ან ეს?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 7 2013, 01:33 AM

syd

ციტატა
ისე რა განსხვავებებია ქინდლსა და ამას შორის?

ბევრი ქართული წიგნი

ქინდლზე რომ ქართული წიგნი წაიკითხო, ცოტა წვალება გინდა, კალიბრით გადაიყვანო სასურველ ფორმატში და ასე შემდეგ.
და ეგ არ შემიძლიაო, ხოდა მარტივი გამოსავალი ეს იოტაა, აყიდინე ვინმეს და გამოაგზავნინე, ეგრე არ გამოვა ნეტა? : (

ისა, დანარჩენი უმნიშვნელო განსხვავებებია

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 7 2013, 10:07 PM

ქევანა
ქევანჯან მოკლედ კალიბრს ვამუღამებ რა...

ხოდა წიგნებზე ჯერ-ჯერობით ვაკეთებ კონვერტირებას და მიჭირს:

1-ბიბლია რომ გითხარი ეგ ფორმატის.(არ გამოდის)

2-და ვორდის ფაილები მცირე გვერდიანები.

რას მირჩევ სადოქტორე?biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 7 2013, 11:42 PM

აჰა...

ვორდის გადაპედეეფება ვისწავლე...biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 8 2013, 01:08 PM

A.V.M
გიპოვია უჩემოდ გამოსავალი biggrin.gif
ანდა

ციტატა
2-და ვორდის ფაილები მცირე გვერდიანები.

ვორდში გახსენი, გადაიყვანე ტექსტურ ფაილად (აი ნოტპადი რომ ხსნის ეგეთად) და მერე ან პირდაპირ ჩააგდე ან კალიბრით სხვა ფორმატში გადაიყვანე kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 12 2013, 02:55 PM

დასკანერებული ფაილების წაკითხვაზე როგორ მოვიქცე ქევანჯან?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 12 2013, 04:17 PM

A.V.M
დასკანირებული ფაილები ძალიან ცუდი მომენტია..

ჭირს წაკითხვა ქინდლით

გამიგია, რომ სხვა რიდერებსაც უჭირთ, იმიტომ რომ დასკანირებისას ტექსტურად კი არ იმახსოვრებ, არამედ სურათის სახით დ სურათზე მისი ცალკეული ნაწილის რედაქტირება შეუძლებელია...


პ.ს. გავიკითხავ მაინც, იქნებ ვინმემ მარტივი გამოსავალი იცის

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 12 2013, 07:04 PM

ქევანა
კაი...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 3 2013, 09:13 PM

ქევანა
მომისამძიმრე...biggrin.gif
ამ შაბთ-კვირას სახლში ჩავტანე და პატარებმა არ ვიცი რა უქნეს ასეთი...
მოკლედ სენსორმა აურია..biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Mar 28 2013, 04:10 PM

ამას წინათ gumilevca-ზე შევდიოდი და ავასტმა ვირუსი დაიჭირა. თქვენც იცოდეთ შეიძლება მომავალში დაგჭირდეთ მაგ საიტზე შესვლა

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Sep 11 2013, 09:31 PM

Молитва Иисусова. Опыт двух тысячелетий

(Путь умнаго делания) - I ტომი.

2?
3?
4?

მეგობრებო ამ წიგნის 4 ტომი არის გამოსული როგორც ვიცი დამეხმარეთ სად შევიძინო?

ან შემთხვევით ქართული თარგმანი ხომ არ არსებობს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 29 2014, 02:29 AM

KINDLE PEPERWHITE-ს შესახებ

შინაარსი :


შესავალი

ფასი

დამატებითი ინფორმაციები

ფორმატები და კონვერტერი

დამცავი – ე.წ. ,, ქოვერი ‘’

Kindle peperhwite-ს შესახებ

KINDL-მა ,, გაჭედა’’ ? – ნუ შეგეშინდებათ !

KINDL-მა ,, გაჭედა’’ ? – ნუ შეგეშინდებათ !

დასკვნა

შესავალი

დღევანდელ ახალგაზრდებში ( და არა მარტო) , რომ ,, ქინდლომანიაა’’ , ,, არა ახალი , ძველია .‘’ ამ ,, ეპიდემიის ‘’ მსხვერპლი , გამოგიტყდებით და გეტყვით , რომ მეც გავხდი .

სანამ KINDLE-ს ვიყიდდი , დიდი სასოებით ვეძებდი ხოლმე სხვადასხვა რესურსებს ვირტუალურ სივრცეში , რომლებიც მეხმარებოდნენ ამა თუ იმ არჩევანის გადასაწყვეტად . მოგახსენებთ , რომ ამგვარი რესურსები არც ისე ბევრია .

ამ ეტაპზე , მე მოგითხრობთ KINDLE PEPERWHITE-ს შესახებ ,იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე , რომ ეს მოდელი მე მაქვს და სხვებზე უკეთ , სწორედ ზემოთხსენებულის ჭირ-ვარამი მესმის .

ფასი

ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების ფონზე , ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია . აღნიშნული მოდელის ფასია 119$ , ერთ წელზე მეტია რაც მაქვს და არ შეცვლილა ღირებულება. (ყოველშემთხვევაში , ამაზონზე რამდენჯერაც შევედი , უცვლელი სიტუაციაა ) . ამას თან დაუმატეთ მისი დამცავის (ე.წ. ,, ქოვერის ‘’) ფასი . ( თუ რა აუცილებლობას წარმოადგენს მისი შეძენა , დაწვრილებით მოგახსენებთ ქვემოთ ) , რომელშც პირადად მე 8 $ გადავიხადე . ამას კიდევ დავუმატოთ დამატებითი ხარჯები – (ტრანსპორტირება და.ა.შ) რომელიც ცა და დედამიწა რომ დაინგრეს , 30 ლარს არ აცდება და მიიღებთ საბოლოო ფასს – 230 ლარი . (თუკი დოლარის კურსი შეიცვალა , ,, ჯმნულმცა ვარ თქუენგან’’ , პრეტენზიებით მინისტრთან მიბრძანდით ) .

დამატებითი ინფორმაციები

თუ გამოწერის შესახებ გაინტერესებთ რამე , ამაში ვერ დაგეხმარებით , იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ მაგ საქმის აზრზზე არ ვარ . პირადად მე , ძმაკაცმა გამომიწერა ამაზონიდან და დაახლოებით 2 კვირის გასვლის შემდეგ ,, ჩამახუტა ‘’ .

პაკეტს მოჰყვება მხოლოდ უსბ- კაბელი , რომლითაც ამყარებთ კავშირს კომპიუტერთან და ამავდროულად იყენებთ როგორც დამტენს . სხვა აქსესუარი მას არ გააჩნია . (ყურსასმენები და.ა.შ. ) თუკი გსურთ , რომ რაიმე დამატებითი ნივთი შესძინოთ თქვენს ქინდლს , მოგიწევთ მისი ცალკე შეძენა .

ფორმატები და კონვერტერი

მნიშვნელოვანია იმ ფორმატების შესახებ მსჯელობა , რომლის წაკითხვაც KINDLE-ს შეუძლია . ესენია : PDF ; mobi ; azw3 ( პირადად მე , სხვა ფორმატი არ გამომიყენებია ) . და გირჩევთ რომ , გამოიყენოთ azw3 , არაფერი უჭირს , თუკი – mobi-საც გამოიყენებთ . pdf-ს კი გირჩევთ რომ საერთოდ არ გააკაროთ თქვენი ,, რიდერი ‘’ , თუკი რაიმე ზოგადსაკაცობრიო პრობლემის გადაჭრას არ ეხება საქმე . იმიტომ რომ , არ ერგება კარგად , ქინდლის ,, ეკრანს’’ და არაა გამორიცხული შიგადაშიგ , თქვენი რიდერის ე.წ. ,,გაჭედვაც’’ გამოიწვიოს .

რაც შეეხება მის გადამყვან პროგრამას , ე.წ. – კონვერტერს . მოგახსენებთ რომ , არსებობს ორი ტიპის კონვერტერი , პირველი მათგანს მიეკუთვნებიან ისინი , რომლებსაც აინსტალირებთ თქვენს კომპიუტერში და ნებისმიერ დროს იყენებთ , ხოლო მეორე ჯგუფში კი შედიან ისეთი კონვერტერები , რომლის გამოყენებაც , მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით შეგიძლიათ . პირადად მე ყოველთვის ამ უკანასკნელს ვხმარობ და თქვენც ამავეს გირჩევთ . ეს პროგრამაა :

http://ebook.online-convert.com/convert-to-azw3

ყველაფერი საკმაოდ მარტივია . ირჩევთ ფაილს , უთითებთ რიდერის სახეობას , სურვილისამებრ აწერთ ამ წიგნის სათაურს და ავტორს , ( გირჩევთ რომ გააკეთოთ) , მაგ :

Change ebook title: – საიდმლო ღვთისმეტყველება

Change ebook author:- წმ.დიონისე არეოპაგელი

( თუ გაქვთ სურვილი , მიუთითებთ დამატებით ინფორმაციასაც ) , მცირე ხანში კი ფაილი ჩაიტვირთება თქვენს კომპიუტერში .

ქინდლისთვის აქილევსის ქუსლია ,,დასკანერებული ‘’ ფაილი . თუკი თვალები და ნერვები გეცოდებათ , არც სცადოთ მისი ჩაწერა რიდერში , რადგან მას აღიქვამს იგი არა როგორც ფურცელს , არამედ სურათს და…

დამცავი – ე.წ. ,, ქოვერი ‘’

შეგახსენებთ რომ , აუცილებლად მოგიწევთ ამ აქსესუარის ყიდვა . ( თუ არა და გამოდის იმდენი ფული გაქვთ , რომ საერთოდ არ გენანებათ აწ უკვე ნაყიდი ქინდლი ) . იგი შეგინახავთ რიდერს და გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ( დავარდნა , მირტყმა და.ა.შ.) დაიცავს მას .

ამაზონზე ან ებეიზე , შეგიძლიათ იხილოთ ყველანაირი ფერის , ზომის , მოდელის და სხვა მახასიათებლების მქონე ,, ქკვერი’’ , ხოლო გამოწერა კი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე და უპირველესად კი ჯიბეზე .

Kindle peperhwite-ს შესახებ

აღნიშნული მოდელი არის მთლიანად ,, მგრძნობიარე ეკრანით’’ (ე.წ. ,, სენსორით ) , არ აქვს ღილაკები და რეაგირებს მხოლოდ თითით შეხებაზე . (სხვა არაფერზე , კალმიდან დაწყებული , შელოცვით დამთავრებული ) იგი საკმაოდ ,,ფაქიზია’’ და გაითვალისწინეთ , რომ ეკრანი გაუწმინდოთ ე.წ. ,, სველი ხელსახოცით’’ , რომლებსაც მონიტორის საწმენდად იყენებენ . . სხვა მოდელებისგან განსხვავებით , მას აქვს ძალიან კარგი განათება , რომელიც შედგება 24 დონისგან და შეგიძლიათ თავად მოარგოთ იგი , თქვენი თვალისა და ოთახის განათების პირობებს .

აუცილებლად შექმენით კოლექციები , რომელშიც შეინახავთ წიგნებს . (Menu-create New Collection ) . ესაა ერთგვარი თარო , რომელშიც შეინახავთ თქვენთვის სასურველ წიგნებს . მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ თუ როგორ მაქვს გადანაწილებული თავად მე : – ძვ.აღთქმის განმარტება ; ახ.აღთქმის განმარტება ; პატროლოგია ; ფილოსოფია ; ინგლისური წიგნები ; რუსული წიგნები და.ა.შ.

მისი მეხსიერებაა დაახლოებით 2 გეგაბაიტი . ( დაახლოებით იმიტომ , რომ ლექსიკონები თუ სხვა სახის ინფორმაციები უკვე გიწერიათ , როდესაც ყიდულობთ ) . ერთი შეხედვით ეს ძალიან ცოტაა , მაგრამ ქინდლისთვის სავსებით საკმარისია , ამ მოცულობაში თავისუფლად ჩატევთ 1000-ზე მეტ წიგნს და ისარგებლებთ მათით . სხვა ფუნქციისთვის კი არ გამოგადგებათ , არც ისე და არც ასე .

Kindle-ს აქვს ერთი , ძალიან კარგი თვისება კითხვისას შეგიძლიათ მონიშნოთ , თქვენთვის მნიშვნელოვანი ციტატა , ან ,, ჩაკეცოთ ფურცელი’’ , ( მთავარია ,, ხელი არ დაისველოთ’’ , როდესაც მის გადაშლას მოინდომებთ . ) ციტატის გამუქება ხდება , მასზე თითის გადატარებით , რომლის დასრულების შემდეგაც ამოვა ფანჯარა და მიუთითებთ – ,,Add Note’’ , თუკი ,, ფურცლის ჩაკეცვა’’ გინდათ , მარჯვენა მაღალ კუთხეში ( გოლის გატანა არ გეგონოთ ) , დაადებთ თითს , ამგვარადვე მოიქცევით , ,, ამოკეცვის’’ დროს . ხოლო თუკი კითხვას კვლავ გააგრძელებთ და გაგიჩნდებათ სურვილი , რომ ჩაკეცილი ფურცელი ან მონიშნული ციტატა , კიდევ ერთხელ და გულდასმით დაათვალიეროთ , მაშინ შეხვალთ მენიუში , და აირჩევთ – ,, View Note & Marks . ‘’

KINDL-მა ,, გაჭედა’’ ? – ნუ შეგეშინდებათ !

Kindle-ს უყვარს ხოლმე , მისი პატრონების შეშინება . ამ ,,მახეში’’ რომ არ გაებათ ,საჭიროა გარკვეული ნიუანსების ცოდნა . უპირველსად იმის , რომ მას ,,სუსტი იმუნიტეტი’’ აქვ და მტკივნეულად რეაგირებს ე.წ. ,, ვირუსებზე’’ , ამიტომ ხშირად უნდა გაუკეთოთ ხოლმე ე.წ. ,, სკანირება’’ , როგორც მას , ასევე იმ ფაილებს , რომლების ჩაწერასაც აპირებთ . ( ,, გეიგონე და არ დეივიწყო : ,, PDF – ს ერიდე , PDF-ს ) . ეშმაკის მოგონილი ნამდვილად არაა , ეს ფორმატი , მაგრამ ქინდლს არ უყვარს , დამერწმუნეთ . თუმცა , იცოდეთ რომ მაინც არ ხართ დაზღვეული , რომ რიდერი არ ,, დაგივირუსდებათ , ‘’ ამაში კი მაშინ დარწმუნდებით , როდესაც იგი ,, გაჭედავს . ‘’ აქედანვე გირჩევთ , რომ ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ ე.წ. ,, დაფორმატება , ‘’ რომლითაც , უბრალოდ წაშლით ჩაწერილ წიგნებს , ვირუსი კი კვლავ დარჩება შიგნით . ამიტომ , როგორც კი აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდება , თქვენი ქინდლი ,, დაარესტარტეთ . ‘’ ( გამორთვის ღილაკზე , რომელიც ძალიან მოუხერხებელია , ხანგრძლივი დროით დააჭირეთ თითი ) . ამის შემდეგ შეაერთეთ იგი ,, სუფთა კომპიუტერში’’ და დაასკანერეთ .

გირჩევთ რომ , ყველა ის წიგნი , რომელსაც რიდერში ჩაიწერთ , შეინახოთ პერსონალურ კომპიუტერშიც , ერთ რომელიმე ფაილში . რათა იმ შემთხვევაში თუ ქინდლში მყოფი მასალა ,,ნებით წაშლით ან უნებლიედ წაგეშლებათ ‘’ , უმტკივნეულოდ აინაზღაუროთ ზარალი .

დასასრულს მოგახსენებთ იმ ერთი , საკმაოდ კარგი ფუნქციის შესახე , რომელიც ქინდლს გააჩნია და აღნიშნული შემთხვევის დოს გამოგადგებათ .(პირადად მე , ამას ,, რეინკარნაციას’’ ვუწოდებ ) . წიგნების წაშლის შემთხვევაში ,არ იშლება ე.წ. ,, კოლექციები’’ , უფრო მეტიც , როდესაც იმავე ფაილს ჩაიწერთ ( რომელიც რჩევისამებრ კომპიუტერში გაქვთ ) , ავტომატურად აღმოჩნდება ძველ კოლექციაში .



ინტერნეტი და KINDLE

ესაა თემა , რომლის შესახებაც ძალიან ხშირად სვამენ ხოლმე კითხვებს . PEPERWHITE – ს მართლაც აქვს ინტერნეტ მხარდაჭერა . ( ე.წ. ,, WI-FI’’ ) . შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი საიტებით , როდორებიცაა : wikipedia ; facebook ; yahoo ; gmail ; azamoni და.ა.შ. მაგრამ აქვე გაფრთხილებთ , რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ , როდესაც ,, ძალიან გიჭირთ . ‘’ რადგან , ერთადერთი და მთავარი ფუნქცია , რომელიც ჩემი აზრით ამ რიდერს გააჩნია , არის ის რომ იგია ,, ბიბლიოთეკა’’ , რომელშიც შეგიძლია მოათავსოთ 1000-ზე მეტი წიგნი , შემდეგ ,, შეულოცოთ ’’ , ჩაიდოთ ჯიბეში და წახვიდეთ სადაც გსურთ . იგი არ შექმნილა იმისთვის , რომ გამოგეყენებინათ facebook-ზე შესასვლელად , ან mp3- ფლეიერად .

დასკვნა

სულ ესაა , ამ მომენტში რისი შემოთავაზებაც გადავწყვიტე და მოვახერხე . თუკი გაქვთ რაიმე კითხვები , შენიშვნები და.ა.შ.შეგიძლიათ დაწეროთ , რომ უფრო მეტად სრულვყოთ თემა და ეფექტურად დავეხმაროთ ერთმანეთს .

და ყველაზე მთავარი :

1-თუ კითხვა არ გიყვართ , kindle ვერ შეგაყვარებთ .

2-რა მოდელის kindle-ც არ უნდა იყიდოთ , წიგნს ვერაფერი შეცვლის !

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://seminarieli.wordpress.com/2014/01/28/kindle-peperwhite-%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 29 2014, 09:47 AM

A.V.M
გაიხარე გურამ რამდენი ხანია მაინტერესებდა ამაზე რაცხა რაცხეები და ქე გევიგე kiss1.gif
ხო მართლა შენი ქინდლი შავთეთრია? როგორც ვხვდები ფილმებს ვერ ან არ იშვებს. და ბოლოს სიმართლე ვთქვა 230 ლარი მეძვირება მაგისთვის არა და მინდა sad.gif

კიდევ ის უნდა ავღნიშნო რომ 2 GB მაინც პატარა მეხსიერება. PDF რომ ვერ ერგებე ეგ კი ყველაზე საშინელებაა წიგნები 80% PDF ში მაქვს დანარჩენი 20 ვორდში biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 30 2014, 11:39 PM

G_saxva
KI შავთეთრია . მე პირადად არ მინდოდა ფერადი . ეს რომ მაქვს , ვხმარობ მხოლოდ წიგნად , ფერადი კი ,,აიპადის პონტში'' გადის უფრო . ''

2 გბ , ამისთვის ნაღდად არაა პატარა და პდფ-ს გადააფორმატებ თუ რაღაცაა ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 31 2014, 09:27 AM

ციტატა(A.V.M @ Jan 30 2014, 11:39 PM) *

G_saxva
KI შავთეთრია . მე პირადად არ მინდოდა ფერადი . ეს რომ მაქვს , ვხმარობ მხოლოდ წიგნად , ფერადი კი ,,აიპადის პონტში'' გადის უფრო . ''

2 გბ , ამისთვის ნაღდად არაა პატარა და პდფ-ს გადააფორმატებ თუ რაღაცაა ...

ბარემ იმასაც ვიკითხავ შენ თუ იცი აიპადთან რა უპირატესობა აქვს ფორმატებთან დაკავშირებით.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 1 2014, 01:21 AM

G_saxva

ციტატა

ბარემ იმასაც ვიკითხავ შენ თუ იცი აიპადთან რა უპირატესობა აქვს ფორმატებთან დაკავშირებით.

ალბათ ერთსა და იმავეს კითხულობენ ორივენი .
აიპადში რომ ჩაწერო , ვთქვათ ,,მობი რიდერი'' ისიც წაიკითხავს ალბათ .

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 20 2014, 05:15 PM

A.V.M
რამდენად მოსახერხებელია კინდლიდან კითხვა? თვალების დაღლის თვალსაზრისით.
მეორე კითხვა: ქართულის სწავლება კინდლისთვის დამატებითაა საჭირო თუ მოყვება ქართულის მხარდაჭერა? თუ მოდელზეა დამოკიდებული?
წიგნები სად იშოვება? მაგალითად, ქართული წიგნები.

მესმის რომ ჩაინიკური კითხვებია, მაგრამ არასდროს დავინტერესებულვარ კინდლით აქამდე და მეპატიება.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 21 2014, 05:13 PM

მარიამი
1- წიგნს ვერ შეედრება , მაგრამ მოსახერხებელია საკმაოდ .
2-ქართული იცის ქინდლმა( ყოველშემთხვევაში ამ მოდელმა) . ნებისმიერ ფაილი ( ვორდი იქნება თუ პდფ , როდესაც გადააკონვერტირებ , უკვე გამოსადეგია ქინდლისთვის ) .
3- მე ძირითადად რელიგიურ წიგნებს ვკითხულობ , რისთვისაც ჩვენი ფორუმის ბიბლიოთეკა მისწრებაა . არის სხვადასხვა წყაროები ამის გარდან 9 მე რომ არ ვიყენებ) , lib.ge და.ა.შ.

პოსტის ავტორი: nanulia თარიღი: Feb 21 2014, 07:38 PM

შეილება ვინმეს გაქთ ლინკი აუდიო ლოცვების?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 26 2014, 12:57 PM

ქინდლი ჯობს თუ იპადი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 27 2014, 01:06 AM

G_saxva
კითხვისთვის ქინდლი , ისე აიპადი .
(ნუ ჩემთვის ასეა)

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 27 2014, 09:36 AM

A.V.M
ჩემი ამბავი რომ ვიცი მარტო კითხვისთვის არ გამოვიყენებ და ისევ აიპადი ჯობს. თან pdf ჭედავსო ყველა წერს sad.gif

პოსტის ავტორი: nanulia თარიღი: Feb 27 2014, 02:54 PM

ისე მეც რაგაც კითხვა დავსვი..

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 27 2014, 03:16 PM

nanulia

ციტატა
ისე მეც რაგაც კითხვა დავსვი..

ციტატა
შეილება ვინმეს გაქთ ლინკი აუდიო ლოცვების?

არა არ გვაქვს

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 27 2014, 03:24 PM

აუდიო არ გვაქ ელ ვერსია შემიძლია შემოგთავაზო.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 28 2014, 02:00 AM

G_saxva
ორივე უნდა გამოიყენო შვილო .
ერთს თავისი საქმე აქვს ,მეორეს მეორე .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 28 2014, 09:09 AM

A.V.M
სამაგისოდ თახაცაა საჭირო biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)