თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ სამყაროს კვლევის უძირო სიღრმეები

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 3 2009, 10:32 PM

ამ თემაში ვიმსჯელოთ კაცობრიობის მიღწევებზე სამყაროს კვლევის საქმეში. ვისაუბროთ ყველაზე უფრო თანამედროვე თეორიებზე და ჰიპოთეზებზე. აგრეთვე დავდოთ ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა შესაბამისი პროფილით.

აგერ არის ტელეარხ - National Geographic - ის მომზადებული ძალიან საინტერესო და მაღალი დონის ფილმი: "მოგზაურობა სამყაროს კიდისკენ" (ინგლისურ ენაზე, 12 ნაწილად)


Journey to the Edge of the Universe
http://www.radikal.ru

http://www.youtube.com/watch?v=BRHuqQBdo3Q
http://www.youtube.com/watch?v=amat1wRu_cM&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=QFmNDmqL4mI&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=mbcywy7c8kk&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=SXSmS5qYpQk&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=DaN4XhRbdx0&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=Cfwze9ymT6g&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=JMMjDEkP3ro&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=c2qPtQ-0T4A&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=bk-JBR072vI&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=qTBjcF98ggk&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=gAxj9lKkuH4&feature=related

P.S. უყურეთ აუცილებლად, და მერე ვიმსჯელოთ...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 4 2009, 03:01 PM

გიორგი
გაიხარე გიო, კარგი თემა გაგიხსნია.
რო მოვიცლი, ვნახავ ვიდეობსაც.

პ.ს. იმედია ბატონი კანუდოსაც შემოგვივლის.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 4 2009, 03:14 PM

გიორგი

ციტატა
აგერ არის ტელეარხ - National Geographic - ის მომზადებული ძალიან საინტერესო და მაღალი დონის ფილმი: "მოგზაურობა სამყაროს კიდისკენ" (ინგლისურ ენაზე, 12 ნაწილად)

ვუერთდები ქეთევანს smile.gif როგორც კი მოვახერხებ ვუყურებ, ალბათ მხოლოდ შაბათს sad.gif

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Feb 4 2009, 03:40 PM

აუ ეგ ნაყურები მაქ ერთ დროს ნაშიონალ გეოგრაფიზე მგონი 3 დღეში ერთხელ გადიოდა a075.gif კაი ფი ლმია

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 4 2009, 06:28 PM

კარგი თემაა. პიარი სჭირდება და ველით აქ ფორუმის კიტებს smile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Feb 4 2009, 06:34 PM

გაიხარე

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 4 2009, 06:37 PM

ციტატა(neo @ Feb 4 2009, 07:34 PM) *

გაიხარე

ვის ''უჩივი''? biggrin.gif

ასეთებით არ გაავსოთ თემა, ისაუბრეთ საკითხზე, თორემ ვერ გადამირჩებით biggrin.gif

kiss1.gif

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Feb 4 2009, 08:09 PM

კაი ფილმია, თუმცა ეგ წარმოსახვასაც სცილდება... smile.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 4 2009, 09:40 PM

გიორგი

ბიჯო!

რამდენჯერ უნდა გითხრა დაანებე ამ კოსმოსში ფრენას თავი ოჯახს მოეკიდე.

ცოტა მატერიალიზმი არ გაწყენს. რას გადაყევი ამ დიდი აფეთქების თეორიას და სამყაროს კიდის ძიებას :)

რაც უფრო შორს გაფრინდები მით უფრო შორს გაუბერავ :D

ვარსკვლავები ცის გასალამაზებლად არის შექმნილი - ასე მიუდექი და მოგეშვება :)

მოკიდე ერთ კარგ გოგოს ხელი, გააჩინეთ ბალღები და მერე ვნახავ ერთი როგორ იფრენ :)

დამიჯერე რაც ზემოთ დაგიწერე...

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Feb 4 2009, 09:52 PM

http://www.beef.ge/video/movies/1347-national-geographic-journey-to-the-edge-of-the.html

აქედან გადმოწერაც შეგიძლიათ ინგლისურ ენაზე.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 4 2009, 09:52 PM

Giorgi-
ახლა აქ დაიწყო biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 18 2009, 03:20 AM

უი, რა კარგი თემა გაუხსნია გიორგის smile.gif

მე არ მინახავს მთლიანად მაგრამ ბოლოს ვუყურე biggrin.gif და ზუსტად ისაა, რაშიც ვმუშაობ - ე.წ. აქტიური გალაქტიკური ბირთვები, ანუ:

ზოგიერთი გალაქტიკის ცენტრი გამოირჩევა განსაკუთრებული აქტიურობით და ასხივებს დაახლოებით იმდენ ენერგიას დროის ერთეულში, რამდენსაც ყველა ვარსკვლავი ამ გალაქტიკაში.

შედარებისათვის: მზე ყოველ ერთ წამში ასხივებს 4...(მიუწერეთ 26 ცალი 0) ჯოულს (ვინც არ იცის, 1 ჯოული არის ის ენერგია, რომელიც საჭიროა, რომ 1 გრამი წყლის ტემპერატურა გაზარდო დაახლ. 0.28 გრადუსით), მაშინ როცა აქტიური გალაქტიკური ბირთვი, მაგ. ე.წ. კვაზარი ასხივებს 100000000000000 - ჯერ უფრო მეტ ენერგიას. ეს ობიექტები იმდენად არიან მნიშვნელოვანნი რამდენადაც ზოგიერთი მათგანი არცთუ დიდი ხნის შემდეგ წარმოქმნა სამყაროს წარმოქმნის მომენტიდან. მაგალითად ერთერთი კვაზარი დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 800000000 წლის შემდეგ წარმოიქმნა. ეს ერთი შეხედვით ძალიან დიდი რიცხვია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სამყაროს წლოვანება დაახლოებით 13000000000 წელია, მაშინ ცხადია ხდება რომ ასეთ ობიექტს ძალიან ახლო მახსოვრობა გააჩნია დიდი აფეთქების მომენტისა, ვიდრე იმ ობიექტებს, რომლებიც რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ იქმნებიან დიდი აფეთქებიდან.

მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ერთადერთი წყარო ამ ენერგიისა რასაც ასეთი ბირთვები ასხივებენ, შეიძლება იყოს მხოლოდ სუპერ მასიური (100მილიონიდან 1 მილიარდამდე მზის მასის) ობიექტები. მაგრამ ასეთი მასის ობიეტი აუცილებლად იქნება ისეთი თვითგრავიტაციის მქონე, რომ მისი ვერანაირი შინაგანი წნევა ვერ შეაჩერებს გრავიტაციის მიზიდულობას და შედეგად ასეთი ობიექტი უნდა იყოს ე.წ. შავი ხვრელი. ანუ ობიექტი, რომლის "ზედაპირიდან" ვერანაირი ინფორმაცია ვერ აღწევს - ამიტომაც უწოდებენ მას შავ ხვრელს.

ახლა, საიდან მოდის თავად კვაზარის გამოსხივება: ვინაიდან სუპერმასიური შავი ხვრელი მიიზიდავს ძალიან ეფექტურად (მისი მასა მზის მასის მინიმუმ 100მილიონს შეადგენს) ამიტომ იგი თავის გარშემო არსებულ მატერიას თავისკენ ააჩქარებს, მატერია იმდანად ჩქარდება, რომ მისი ენერგია ხდება რელატივისტური, ანუ, სიჩქარე მატერიის შავ ხვრელზე დაცემისა არის დაახლოებით სინათლის სიჩქარის (300000კმ/სთ) ტოლი. ამ პროცესს ეწოდება ნივთიერების შავ ხვრელზე აკრეციის პროცესი. მოკლედ აკრეციისას ხდება მატერიის იონიზაციაც, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ სახეზეა იონიზირებული მატერიის, ანუ დამუხტული ნაწილაკების აჩქარებით მოძრაობა, ხოლო ვინაიდან აჩქარებულად მოძრავი მუხტი ყოველთვის ასხივებს - გამოდის, რომ აკრეცირებადი ნივთიერება ასხივებს და ვინაიდან მისი სიჩქარე რელატივისტურია - გამოსხივება გამოდის კოლოსალური.

აქტიური გალაქტიკური ბირთვები აკრეცირებადი ნივთიერების ნაწილს ისევ უკან გამოიტყორცნიან ძალიან ვიწრო კონების სახით, რომლებსაც ჯეტები ეწოდებათ. ჯერ ბოლომდე არაა გარკვეული თუ ა) როგორ წარმოიქმნებიან ასეთი ჯეტები, ბ) რატომ ინარჩუნებენ ისინი დიდ მანძილებზე მდგრად სტრუქტურას - კერძოდ გაშლის კუთხეს (ჯეტი ეს არის კონუსი, რომლის გაშლის კუთხე ათეულ ათას პარსეკზე [პარსეკი არის მანძილის ერთეული და უდრის დაახლ. 4000...(სულ 18 ნული) სანტიმეტრს]) მუდმივი ნარჩუნდება. ერთერტი ყველაზე გავრცელებული მოდელის მიხედვით ასეთი კოლიმაციის მიზეზი უნდა იყოს ძლიერი მაგნიტური ველი, რომელიც უხვადაა შავი ხვრელის სიახლოვეში, გ) რა მექანიზმი აჩქარებს ჯეტებს რელატივისტურ ენერგიებამდე და დ) რა არის მიზეზი ზოგიერთი უცნაური ჯეტის მორფოლოგიისა - ზოგიერთი ჯეტის სტრუქტურა არაერთგვაროვანია და ხშირად წარმოაჩენს პერიოდულ სტრუქტურებს მის შიგნით...

მოკლედ ამოცანები ოხრადაა biggrin.gif მთავრია დაჯდე და წერო biggrin.gif

ნამეტანი აბდაუბდა თუ არაა, ესაა რაც მოკლედ შეიძლება ითქვას აქტიურ გალაქტიკურ ბირთვებზე

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 18 2009, 11:32 AM

კანუდოსელი

ციტატა
ესაა რაც მოკლედ შეიძლება ითქვას აქტიურ გალაქტიკურ ბირთვებზე

გაქვს შენ დიდაქტიკური ნიჭი smile.gif მე არ გამომდის ეგ...

ისე, ჩემთვის შავი ხვრელების ფენომენი რაღაც ძალიან მისტიკურია, მიუხედავად იმისა რომ ფიზიკოსი ვარ, მათ შესახებ მეცნიერული მტკიცებების თუ უფრო სწორად - ვარაუდების მიუხედავად, ნამეტარი "შავი" აზრები გამაჩნია შავ ხვრელებზე smile.gif

პ.ს. რავა გავბედავ თქმას laugh.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 18 2009, 12:55 PM

ციტატა(staywhite @ Feb 18 2009, 12:32 PM) *

გაქვს შენ დიდაქტიკური ნიჭი smile.gif მე არ გამომდის ეგ...



მასწავლებლობის დროინდელი დაღია ეს biggrin.gif

ციტატა(staywhite @ Feb 18 2009, 12:32 PM) *

ისე, ჩემთვის შავი ხვრელების ფენომენი რაღაც ძალიან მისტიკურია, მიუხედავად იმისა რომ ფიზიკოსი ვარ, მათ შესახებ მეცნიერული მტკიცებების თუ უფრო სწორად - ვარაუდების მიუხედავად, ნამეტარი "შავი" აზრები გამაჩნია შავ ხვრელებზე smile.gif


ნუ, შავი ყოველთვის ნეგატიური არაა laugh.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 18 2009, 02:35 PM

კანუდოსელი
umnik3.gif
რაღაცას ვიკითხავ, იმედია ძაან სისულელე არაა:
აქტიურ გალაქტიკური ბირთვის გრავიტაციის ველში, დედმიწისნაირი პლანეტა რო შეგოგმანდეს, ეგეთი რამ შესაძლებელია თუ არა და რა მოხდებოდა?


პ.ს. ეს ნულები 10^N სახით დაგვიწერე ხოლმე და მივხვდებით biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 18 2009, 02:47 PM

ციტატა(k@the @ Feb 18 2009, 03:35 PM) *

რაღაცას ვიკითხავ, იმედია ძაან სისულელე არაა:
აქტიურ გალაქტიკური ბირთვის გრავიტაციის ველში, დედმიწისნაირი პლანეტა რო შეგოგმანდეს, ეგეთი რამ შესაძლებელია თუ არა და რა მოხდებოდა?

შესაძლებელია, თუ ის იმყოფება შავი ხვრელიდან არცთუ შორ მანძილზე (შავი ხვრელიდან მისი10-20 რადიუსის მანძილზე). ეს მანძილი საკმაოდ პატარაა...ამიტომ ნო პრობლემ biggrin.gif


ციტატა(k@the @ Feb 18 2009, 03:35 PM) *

პ.ს. ეს ნულები 10^N სახით დაგვიწერე ხოლმე და მივხვდებით biggrin.gif

აქ არატრუმანსიპირებული ქალებიც შემოდიან და მათთვისაა, ნუ ისევე როგორც კამეჩი მამაკაცებისთვის biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 18 2009, 02:48 PM

k@the

ციტატა
აქტიურ გალაქტიკური ბირთვის გრავიტაციის ველში, დედმიწისნაირი პლანეტა რო შეგოგმანდეს, ეგეთი რამ შესაძლებელია თუ არა და რა მოხდებოდა?

მე რამდენადაც ვიცი, კატ, ზოგიერთი თეორიის თანახმად "მივგოგმანდებით" მაქეთკენ ნელნელა smile.gif

ციტატა
ნუ, შავი ყოველთვის ნეგატიური არაა

შავს არაფერს ვერჩი biggrin.gif მიყვარს დაჟე შავი ფერი ... მარა რაცხა ეს შავი ხვრელები ცოტა არ იყოს ძალიან "unheimliche" რამეები არიან smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 18 2009, 04:20 PM

ციტატა(Giorgi- @ Feb 4 2009, 09:40 PM) *

გიორგი

ბიჯო!

რამდენჯერ უნდა გითხრა დაანებე ამ კოსმოსში ფრენას თავი ოჯახს მოეკიდე.

ცოტა მატერიალიზმი არ გაწყენს. რას გადაყევი ამ დიდი აფეთქების თეორიას და სამყაროს კიდის ძიებას smile.gif

რაც უფრო შორს გაფრინდები მით უფრო შორს გაუბერავ biggrin.gif

ვარსკვლავები ცის გასალამაზებლად არის შექმნილი - ასე მიუდექი და მოგეშვება smile.gif

მოკიდე ერთ კარგ გოგოს ხელი, გააჩინეთ ბალღები და მერე ვნახავ ერთი როგორ იფრენ smile.gif

დამიჯერე რაც ზემოთ დაგიწერე...

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

© ნიკოლოზ ჩიკვაიძე wub.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 18 2009, 04:24 PM

კანუდოსელი

ციტატა
კვაზარი ასხივებს

ეს რას ნიშნავს ანუ კვაზარი? smile.gif
ხოდა კიდე ერთი შავი ხვრელი ხომ ისრუტავს ნებისმიერ სხეულს თუ რაც ქვია (დიდი სპეცი არ ვარ ამ სფეროში) ხოდა მერე ეს სხეული სადღაც ხომ მიდის და სად? სხვა განზომილებაში თუ რა ხდება?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 18 2009, 05:24 PM

ბექა
მარშუტკა ვიქირავოთ და შევხედოთ ერთი საით ისრუტავს biggrin.gif შავი ხვრელი biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 18 2009, 05:54 PM

ციტატა(ბექა @ Feb 18 2009, 05:24 PM) *

ეს რას ნიშნავს ანუ კვაზარი? smile.gif

კვაზარი ერთერთი სახეობაა აქტიური გალაქტიკური ბირთვებისა, ის წარმოადგენს ვარსკვლავის მსგავს რადიო (გამოსხივების) წყაროს, ანუ ინგლისურად: QUAsi-StellAr Radio source, ანუ: QUASAR

ისტორიულად როცა ის აღმოაჩინეს, მისი გამოსხივება ძალიან წააგავდა ვარსკვლავების გამოსხივებას და ამიტომ სახელიც ასეთი დაერქვა.


ციტატა(ბექა @ Feb 18 2009, 05:24 PM) *

ხოდა კიდე ერთი შავი ხვრელი ხომ ისრუტავს ნებისმიერ სხეულს თუ რაც ქვია (დიდი სპეცი არ ვარ ამ სფეროში) ხოდა მერე ეს სხეული სადღაც ხომ მიდის და სად? სხვა განზომილებაში თუ რა ხდება?

იმისათვის რომ დააკვირდე აკრეცირებადი ნივთიერების მომავალს გარედან, ანუ არა შავი ხვრელის გარემოდან, აღმოჩნდება, რომ შავ ხვრელზე ნივთიერების დაცემის დრო უსასრულობის ტოლია, ანუ ვერასოდეს ვერ დავინახავთ თავად პროცესს დაცემისა, მაორეს მხრივ, თუ თავად იმ აკრეციულ ნივთიერებაზე დავჯდებით (არ გირჩევთ biggrin.gif) მაშინ დაცემა მოხდება სასრულ დროში და შევიგრძნობთ კიდეც ამ პროცესს biggrin.gif

დროთა ასეთი სახესხვაობა გამომდინარეობს დროის ფარდობითობიდან, რომ სწრაფად მოძრავ სხეულზე დრო სხვა ტემპით მიედინება და "გაჩერებულ" ან ნელა მოძრავ სისტემაში (როგორიც დედამიწაა) - სხვაგვარად და თანაც ამას უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ემატება, რომ იქ გრავიტაცია ძლიერია და ეს გადამწყვეტი ფაქტორია დროთა განსხვავებისა.

მოკლედ, ლაბორატორიული ანუ დედამიწის სისტემიდან, ნივთიერების შავ ხვრელზე დაცემა არ დაიკვირვება (უსასრულო დრო ნიშნავს, რომ ვერც ვერასოდეს მოესწრები), ამიტომ ჩვენ ვერც ვერასოდეს ვერ გავიგებთ რა ხდება "შიგნით".

არსებობს სხვადასხვა სამეცნიერო სპეკულაცია, რომელთაგან ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სხვა განზომილებაში გავდივართ, მეორე, რომ - სამყაროს სხვა უბანში აღმოვჩნდებით და კიდევ სხვა ტიპის სპეკულაციის თანახმად - შავ ხვრელში შესვლა დროში უკან მოგზაურობის ტოლფასია.

ეს საკითხი ფილოსოფიაშიც გადადის ამ ეტაპზე და ფილოსოფიის ეკონომიურობის პრინციპის თანახმად, ანუ ოკამას სამართებლის პრინციპის თანახმად (პერეფრაზირება ამ კონკრეტული შემთხვევისთვის) - ის რაც არ დაიკვირვება პრინციპულად - არც არსებობს.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 18 2009, 06:00 PM

ციტატა
ის რაც არ დაიკვირვება პრინციპულად - არც არსებობს.


ამ აქტიური გალაქტიკური ბირთვების არსებობა რითი დასტურდება? ან სიდიდეები ათის ხარისხების რიგებისა საიდან მოდის, როგორ ხდება დაკვირვება ან გამოთვლა?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 18 2009, 06:10 PM

ციტატა(k@the @ Feb 18 2009, 07:00 PM) *

ამ აქტიური გალაქტიკური ბირთვების არსებობა რითი დასტურდება? ან სიდიდეები ათის ხარისხების რიგებისა საიდან მოდის, როგორ ხდება დაკვირვება ან გამოთვლა?


ეს ობიექტები მოქმედებენ მათ გარემოში არსებულ ნივთიერებაზე და ნივთიერება ვინაიდან ასხივებს და გამოსხივება ჩანს - ჩვენ ფაქტიურად ვხედავთ უახლოეს უბანს ამ ბირთვებისა - ანუ სხვაგვარად რომ ვტქვათ ეს სუპერმასიური შავი ხვრელები არაპირდაპირი გზით ასხივებენ.

მასის გამოთვლა ხორციელდება მათგან გამოტყორცნილი ჯეტების ენერგიის შეფასებიდან - საკმაოდ კარგად შეიძლება შეაფასო ჯეტის კინემატიკური სიჩქარე, შემდეგ გაიანგარიშო მისი ენერგია, მიუყენო აკრეციის თეორიას და აღადგინო მასა.

აი აქ ნახეთ:
http://setiathome.ssl.berkeley.edu/~korpela/astro10/notes/html/lec13/img22.html
http://heasarc.gsfc.nasa.gov/docs/objects/heapow/archive/active_galaxies/chandra_3c273_jet.html
http://heasarc.gsfc.nasa.gov/docs/objects/heapow/archive/active_galaxies/cenajet_chandra.html
http://antwrp.gsfc.nasa.gov/apod/ap000619.html
http://heasarc.gsfc.nasa.gov/docs/objects/agn/m82.html
http://heasarc.gsfc.nasa.gov/docs/objects/heapow/archive/active_galaxies/cen_a_chandra.html

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 18 2009, 06:50 PM

კანუდოსელი
მადლობა ზაზა, მოვიხელთებ დროს და გადავიკითხავ, ის ფილმებიც მაინტერესებს, გიორგის დადებული, მაგრამ ეხლა რამოდენიმე კვირა არ მგონია მეცალოს rolleyes.gif
ყველა ლინკს კი დავაკლიკე და სურათები დავათვალიერე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 19 2009, 01:39 AM

კანუდოსელი

ციტატა
ოკამას სამართებლის პრინციპის თანახმად

ასტროფიზიკოსი იყო?
ხო ამ შავ ხვრელს რაც შეეხება, ზომებში განსხვავდება ხომ? discavery_ზე ვუსმენდი რომ იმ ზომის ხვრელებიც გვხვდება რომ შეიძლება დედამიწაც შთანთქოსო და რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს?



P.S. შიშებში არ გამიშვა თორე ვიყვირებ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 19 2009, 02:00 PM

ციტატა(ბექა @ Feb 19 2009, 02:39 AM) *

ასტროფიზიკოსი იყო?

უილიამ ოკამა ლოგიკის სპეციალისტი იყო


ციტატა(ბექა @ Feb 19 2009, 02:39 AM) *

ხო ამ შავ ხვრელს რაც შეეხება, ზომებში განსხვავდება ხომ? discavery_ზე ვუსმენდი რომ იმ ზომის ხვრელებიც გვხვდება რომ შეიძლება დედამიწაც შთანთქოსო და რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს?


წესით ერთი მილიმეტრის ზომის შავ ხვრელმაც კი შეიძლება შთანთქას დედამიწა, თუ მის სიახლოვეში აღმოვჩნდით, მაგრამ ასეთი შავი ხვრელები ალბათ არც არსებობენ, ისინი კი რომლებიც არსებობენ წარმოადგენენ მასიურ და სუპერმასიურ შავ ხვრელების და ცხადია, თუ ოდესმე გალაქტიკის ცენტრში ამოვყავით თავი - დაგვერხა და ეგაა laugh.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 19 2009, 06:19 PM

კანუდოსელი

ციტატა
შავ ხვრელზე ნივთიერების დაცემის დრო უსასრულობის ტოლია,

ვითომ? unsure.gif

შავ ხვრელს სასრული სიმკვრივე აქვს და სასრული მოცულობა, ხომ?
ე.ი. სასრული მასაც.
ე.ი. სასრული გრავიტაციის ძალაც.

სასრული ძალა სინათლის სიჩქარემდე ვერ ააჩქარებს უძრაობის მასის მქონე ობიექტს. ასეა, ხომ?

თუ სინათლის სიჩქარით არ მოხდება ობიექტის შავ ხვრელზე "დავარდნა", მაშინ, თვით მასზე მყოფი დამკვირვებლისათვის დრო უსასრულო არ იქნება, ძალიან შენელებული, მაგრამ უსასრულო - არა.

ისე საინტერესოა "მოქმედებათა ჰორიზონტში" მოხვედრილმა სხეულმა რა სიჩქარე შეიძლება მიიღოს პრაქტიკულად...? ძალიან მიუახლოვდება სინათლის სიჩქარეს?

ისე, ისიც წავიკითხე, რომ იმდენად მაღალი ხარისხის ფუნქციით იცვლება შავი ხვრელის მიდამოში მყოფ სხეულზე, შავი ხვრელის მოქმედების ძალა, მანძილის მიხედვით, რომ სხეულის ფორმის ცვლილებას იწვევსო, რადგან შავ ხვრელთან რამოდენიმე მილიმეტრით უფრო ახლო მოლეკულები სულ სხვა ძალით მიიზედებიან მეზობელ მოლეკულებთან შედარებით, სულ სხვა აჩქარებას იძენენ და დეფორმაციას განიცდიანო, ძალიან ახლო მანძილზე კი საერთოდ იშლებიანო. rolleyes.gif

ალბათ, მართლა ასეა ხომ?

და ასევე ერთი მომენტი... თუ მართლა მიიზიდა შავმა ხვრელმა ვინმე დამკვირვებელი მაშინ მისთვის სამყაროს ობიექტებიდან მოსული სინათლე წითელის მაგივრად, სპექტრის იისფერი ბოლოსკენ გადაიხრებაო...? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 19 2009, 06:33 PM

ახლა არ მცალია გიო და აუცილბლად გიპასუხებ მოგვიანებით უფრო ვრცლად. ამჯერად კი გეტყვი, რომ შავი ხვრელის გრავ მიზიდულობის ძალა უსასრულობის ტოლი ხდება შავი ხვრელის "ზედაპირზე" - და ამ ზედაპირის გავლენაა სწორედ ის, რომ დრო გარე დამკვირვებლისთვის იმდენად "იწელება" რომ უსასრულობის ტოლი ხდება.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 19 2009, 06:40 PM

კანუდოსელი

ციტატა
შავი ხვრელის გრავ მიზიდულობის ძალა უსასრულობის ტოლი ხდება შავი ხვრელის "ზედაპირზე"

რა საინტერესოა. ნეტავ რატომ?
ციტატა
ზედაპირის გავლენაა სწორედ ის, რომ დრო გარე დამკვირვებლისთვის იმდენად "იწელება" რომ უსასრულობის ტოლი ხდება.

OK.
მოგვიანებით "ჭიახვრელებზეც" გავისაუბროთ. (wormhole-ს ასე ვთარგმნი ხოლმე...)

რამდენად რეალურია რომ სივრცედროითი სტრუქტურა ისე გამრუდდეს, რომ მოკლე გასასვლელი გაჩნდეს სამყაროს სხვა უბანში?

პოსტის ავტორი: წკაპო თარიღი: Feb 19 2009, 08:02 PM

ციტატა( გიორგი @ Feb 19 2009, 03:40 PM) *

მოგვიანებით "ჭიახვრელებზეც" გავისაუბროთ. (wormhole-ს ასე ვთარგმნი ხოლმე...)

სეკა! მეც სწორედ მაგ ტერმინს ვიყენებ (ჩემი შეთხზულიც კი მეგონა laugh.gif ).

ციტატა( გიორგი @ Feb 19 2009, 03:40 PM) *

რამდენად რეალურია რომ სივრცედროითი სტრუქტურა ისე გამრუდდეს, რომ მოკლე გასასვლელი გაჩნდეს სამყაროს სხვა უბანში?

ჭიახვრელების ცნება ფაქტობრივ თავად აინშტაინმა შემოიღო და მათი არსებობა გამომდინარეობს ფარდობითობის თეორიის განტოლებებიდან. გასული საუკუნის 30-იან წლებში აინშტაინმა და როსენმა აღმოაჩინეს, რომ სივრცე-დროის სინგულარობები სინამდვილეში ჰქმნიან უსასრულო სიმკვრივისა და სიმრუდის გრავიტაციულ „ჭებს“...
დღესდღეობით რამდენიმე სახის ჭიახვრელია ცნობილი, ისინი უფრო მათემატიკური ამონახსენებია ვიდრე რეალური ობიექტები:
  1. შვარცშილდის ჭიახვრელი - შეუღწევადია;
  2. რაისნერ-ნორდსტრომის ანუ კერ-ნიუმანის ჭიახვრელი - ცალმხრივად გადალახვადი, შეიძლება შეიცავდეს შვარცშილდის ჭიახვრელს ;
  3. ლორენცის ჭიახვრელი - უარყოფითი მასის მქონე, ორმხრივად გადალახვადი.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 20 2009, 12:10 AM

წკაპო

ციტატა
ისინი უფრო მათემატიკური ამონახსენებია ვიდრე რეალური ობიექტები

საქმეც ამაშია.
ციტატა
სივრცე-დროის სინგულარობები სინამდვილეში ჰქმნიან უსასრულო სიმკვრივისა და სიმრუდის გრავიტაციულ „ჭებს“...

ჰოდა, გრავიტაციული სინგულარობებიც მხოლოდ ფურცელზე არსებობს.

საკითხავი ის არის მართლა არსებობს თუ არა ისეთი სუპერმასიური მატერია (სხეული) რაც რეალურად გამოიწვევს გრავიტაციული სინგულარობის მოვლენას პრაქტიკაში.

თავისთავად, მატერიის ძალიან მკვრივი უბნები და ობიექტები იარსებებს, გრავიტაციული ლინზის ეფექტი მიზერულად მცირე მნიშვნელობით მზესაც კი შეუძლია გამოიწვიოს, სეკუნდის მეასედი ნაწილებით "გაამრუდოს" შორეული ვარსკვლავების სინათლე.

თეთრი ჯუჯები, ნეიტრონული ვარსკვლავები, ყველაფერი ეს გვეუბნება რომ ზემკვრივი მატერია არსებობს.

...მაგრამ საიდან ვიცით, რომ რეალურად არსებობს ის ობიექტები, რომლებიც ვთქვათ და შვარცშილდის ამონახსნებმა დაუშვეს?

დედამიწა რომ შეუქცევადად შავ ხვრელად გადაქცევისკენ წავიდეს, შესაბამისი შვარცშილდის რადიუსი რამოდენიმე მილიმეტრია სულ, რამდენად რეალურია მატერიის ამხელა კონცენტრაცია???

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 20 2009, 12:15 AM

აუ რა ჩინური საუბარი მიდიიის biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 20 2009, 12:30 AM

კანუდოსელი

ციტატა
არსებობს სხვადასხვა სამეცნიერო სპეკულაცია, რომელთაგან ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სხვა განზომილებაში გავდივართ, მეორე, რომ - სამყაროს სხვა უბანში აღმოვჩნდებით და კიდევ სხვა ტიპის სპეკულაციის თანახმად - შავ ხვრელში შესვლა დროში უკან მოგზაურობის ტოლფასია.

და ეს სამი მოვლენა ალბათ დამოუკიდებლად ვერ იარსებებს...


იმისთვის რომ დროში უკან მოგზაურობა დავუშვათ აუცილებელი იქნება გამოვრიცხოთ ე.წ. "ბაბუის პარადოქსი". ამის გამორიცხვას სჭირდება ალტერნატიული მომავლის არსებობის დაშვება.

მე წავედი დროში უკან, ანუ წარსულში და იქ რაღაც შევცვალე, ეს იმას ნიშნავს რომ გაჩნდა დროისდინების ალტერნატიული შტო, რომელიც განსხვავებული (ალტერნატიული) მომავლის არსებობას ნიშნავს, ჩემი უკან დაბრუნების წერტილიდან.

თუ მე წავედი წარსულში, წარსულში წასვლა უნდა შეეძლოს სხვასაც, უსასრულო რაოდენობით.

ეს უსასრულო რაოდენობის ალტერნატიულ მომავალს ნიშნავს, n-რაოდენობის "დროში მოგზაურის" კოპიით.

უსასრულო რაოდენობის ალტერნატიული მომავალს სჭირდება უსასრულო რაოდენობის ალტერნატიული სივრცედროითი სტრუქტურა - ე.ი. welcome to multi-dimensional universe!

თუ დროში უკან მოგზაურობა დავუშვით, ამას თავისთავად მოყვება მრავალგანზომილებიანი სამყაროს არსებობა და თუ მრავალგანზომილებიანი სამყარო არსებობს, რომელთა შორის ჭიახვრელებით მოძრაობა შეიძლება, მაშინ თავისთავად იარსებებს სამყაროს სხვა უბანში მოკლეგასვლის შესაძლებლობაც.

პოსტის ავტორი: წკაპო თარიღი: Feb 20 2009, 02:23 AM

ციტატა( გიორგი @ Feb 19 2009, 09:10 PM) *

წკაპო

საქმეც ამაშია.

ჰოდა, გრავიტაციული სინგულარობებიც მხოლოდ ფურცელზე არსებობს.

საკითხავი ის არის მართლა არსებობს თუ არა ისეთი სუპერმასიური მატერია (სხეული) რაც რეალურად გამოიწვევს გრავიტაციული სინგულარობის მოვლენას პრაქტიკაში.
გადაგვარებულ აირსა და ჩანდარსეკარის მასაზე მოკლე რეფერატს ნუ დამაწერინებ. smile.gif

ციტატა( გიორგი @ Feb 19 2009, 09:10 PM) *
სეკუნდის
სათხოვარი მაქვს, ენას მოვუფრთხილდეთ: წამი რითია ურიგო?

ციტატა( გიორგი @ Feb 19 2009, 09:10 PM) *
თავისთავად, მატერიის ძალიან მკვრივი უბნები და ობიექტები იარსებებს, გრავიტაციული ლინზის ეფექტი მიზერულად მცირე მნიშვნელობით მზესაც კი შეუძლია გამოიწვიოს, სეკუნდის მეასედი ნაწილებით "გაამრუდოს" შორეული ვარსკვლავების სინათლე.

გრავიტაციული ლინზის ეფექტს ნებისმიერი მასა იწვევს, ეფექტის სიდიდე მასის სიდიდის პირდაპირპროპორციულია, ამიტომ მზეცო, რომ ამბობ, იქ „ც“ სრულიად ზედმეტია.

ციტატა( გიორგი @ Feb 19 2009, 09:10 PM) *
თეთრი ჯუჯები, ნეიტრონული ვარსკვლავები, ყველაფერი ეს გვეუბნება რომ ზემკვრივი მატერია არსებობს.

...მაგრამ საიდან ვიცით, რომ რეალურად არსებობს ის ობიექტები, რომლებიც ვთქვათ და შვარცშილდის ამონახსნებმა დაუშვეს?
შავი ხვრელები ხომ არსებობენ?

ციტატა( გიორგი @ Feb 19 2009, 09:10 PM) *
დედამიწა რომ შეუქცევადად შავ ხვრელად გადაქცევისკენ წავიდეს, შესაბამისი შვარცშილდის რადიუსი რამოდენიმე მილიმეტრია სულ, რამდენად რეალურია მატერიის ამხელა კონცენტრაცია???
ვინაიდან შავი ხვრელების არსებობა დადასტურებულად მიიჩნევა, ამიტომ მასის „ამხელა კონცენტრაცია“ სრულიად რეალურია. ხოლო თუ იმას გულისხმობ, თუ რამდენად რეალურია რომ დედამიწა შვარცშილდის რადიუსამდე შემცირდეს, მაშინ სხვა საქმეა და ამაზე მოკლედ ასე ვიტყოდი:
თითქმის გამორიცხულია, დედამიწის მასა ძალიან პატარაა ჩანდრასეკარის მასასთან შედარებით - ანუ თავისით ასეთი შეკუმშვა გამორიცხულია და სხვა რა უნდა მოხდეს, ვერ წარმომიდგენია.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 20 2009, 04:24 AM

ციტატა
აუ რა ჩინური საუბარი მიდიიის

yes.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 20 2009, 11:37 AM

გიორგი
წკაპო
ამ თემას ფიზიკოსების, მათემატიკოსების, ინჟირნების და ა.შ. ტექნიკურ მეცნიერება მიმდევრების გარდა სხვებიც კითხულობენ და აინტერესებთ. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, წერეთ შეძლებისდაგვარად "პოპულარულ ენაზე" და რაც შეიძლება ახსენით ნებისმიერი ის "უცხო" ტერმინი, რაც მაგალითად ფილოლოგისთვის მხოლოდ დასახელებას ნიშნავს. მიბაძეთ კანუდოსელს, არცერთი მისი პოსტ-სტატია არ არის მხოლოდ ჩვენთვის გასაგები, არამედ დამაკმაყოფილებელ დონეზე ხვდებიან სხვებიც თუ რაზეა საუბარი.

პ.ს. ფიზიკოსი ვარ და ჩვენ გამარიაჟება არ გვჩვევია, ამიტომ მომიტევეთ ამ შენიშვნისათვის 2kiss.gif ვწეროთ ისე, რომ არსი მაინც გაიგოს პუბლიკის დიდმა ნაწილმა.

პ.ს.ს. გასაგებია, რომ აქ სრულად ვერ ავხსნით ბევრ რამეს, ისე რომ ნებისმიერმა გაიგოს, მაგრამ როცა იწერება "გრავიტაციული სინგულარობა" იქნებ მოკლე კომენტარი გაგვეკეთებინა , თუ რას გულისხმობს ეს ტერმინი. რამეთუ ფორუმელების შენიშვნებს, რომ ამ თემაში ჩინური საუბრებია გვერდი ავუაროთ. აბა ახლა აქ მოყვანილი თეორიებს სხლვას და მათ დეტალურ შესწავლას არც არავინ აპირებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 20 2009, 12:29 PM

წკაპო

ციტატა
სათხოვარი მაქვს, ენას მოვუფრთხილდეთ: წამი რითია ურიგო?

იყოს წამი, მაგრამ კუთხის აღნიშვნისას სეკუნდებს და მინუტებს ხმარობენ. ასეა მიღებული.

მაშინ სინგულარობას - ერთეულოვანობა ვუწოდოთ? rolleyes.gif

ციტატა
რამდენად რეალურია რომ დედამიწა შვარცშილდის რადიუსამდე შემცირდეს

არა. თვითონ დედამიწის შვარცშილდის რადიუსამდე შემცირება არ მიგულისმია.

პოსტის ავტორი: წკაპო თარიღი: Feb 20 2009, 12:59 PM

ციტატა( გიორგი @ Feb 20 2009, 09:29 AM) *

წკაპო

იყოს წამი, მაგრამ კუთხის აღნიშვნისას სეკუნდებს და მინუტებს ხმარობენ. ასეა მიღებული.

ჩემ დროს წამებითა და წუთებითაც ადვილად გავდიოდით ფონს (შორეულ 80-იანებში).

ციტატა( გიორგი @ Feb 20 2009, 09:29 AM) *
მაშინ სინგულარობას - ერთეულოვანობა ვუწოდოთ? rolleyes.gif

პურისტი არ ვარ, თანაც ერთეულოვნება არ მომწონს, მხოლოობა მირჩევნია. laugh.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 20 2009, 01:13 PM

წკაპო

ციტატა
პურისტი არ ვარ

შენზე გავიგე ძალიან ნაციონალისტიაო.
და რუსეთის ფედერაციის სრულ კოლაფსს და დაშლას ელოდებაო...

მართალია?

თუ ასეა, მაშინ ბევრ საერთოს ვნახავთ. yes.gif

P.S. ცოტა ხანში საინტერესო ფილმს დავდებ ჭიახვრელებზე.


პოსტის ავტორი: წკაპო თარიღი: Feb 20 2009, 01:22 PM

ციტატა(staywhite @ Feb 20 2009, 08:37 AM) *

გიორგი
წკაპო
ამ თემას ფიზიკოსების, მათემატიკოსების, ინჟირნების და ა.შ. ტექნიკურ მეცნიერება მიმდევრების გარდა სხვებიც კითხულობენ და აინტერესებთ. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, წერეთ შეძლებისდაგვარად "პოპულარულ ენაზე" და რაც შეიძლება ახსენით ნებისმიერი ის "უცხო" ტერმინი, რაც მაგალითად ფილოლოგისთვის მხოლოდ დასახელებას ნიშნავს. მიბაძეთ კანუდოსელს, არცერთი მისი პოსტ-სტატია არ არის მხოლოდ ჩვენთვის გასაგები, არამედ დამაკმაყოფილებელ დონეზე ხვდებიან სხვებიც თუ რაზეა საუბარი.


მართებული შენიშვნაა, გავითვალისწინებ სამერმისოდ.

ციტატა( გიორგი @ Feb 20 2009, 10:13 AM) *

წკაპო

შენზე გავიგე ძალიან ნაციონალისტიაო.

მე პატრიოტს ვეძახი თავს rolleyes.gif.

ციტატა( გიორგი @ Feb 20 2009, 10:13 AM) *

და რუსეთის ფედერაციის სრულ კოლაფსს და დაშლას ელოდებაო...

მართალია?

კი, და არა მხოლოდ ველი, თუ რამეთუ შემეძლება მაგ პროცესის დახმარება, უკან არ დავიხევ. biggrin.gif

ციტატა( გიორგი @ Feb 20 2009, 10:13 AM) *
თუ ასეა, მაშინ ბევრ საერთოს ვნახავთ. yes.gif

იმედი მაქვს.

ფილმს კი მოუთმენლად ველი.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 20 2009, 01:32 PM

გიორგი

ციტატა
მაშინ სინგულარობას - ერთეულოვანობა ვუწოდოთ?

გიორგი, აქ ტერმინის "თარგმნაზე" არ მქონია საუბარი, არამედ მოკლე ახსნა რა არის სინგულარობა smile.gif თორემ სინქრონულად "თარგმნა" რაში გვჭირდება smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 20 2009, 04:16 PM

ციტატა
ცოტა ხანში საინტერესო ფილმს დავდებ ჭიახვრელებზე.


ძალიან საინტერესო ფილმია, თითქმის პოპულარულ ენაზე (ინგლისურად), მიმოიხილავს ჭიახვრელებს, შავ ხვრელებს და აგრეთვე თეთრი ხვრელების შესაძლო არსებობას. ფილმი 5 ნაწილიანია...

დოკ. ფილმის სახელწოდებაა - სამყარო: კოსმოსური ხვრელები/Universe: Cosmic Holes

http://www.youtube.com/watch?v=XKkE1LH07Ko&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=GfJF53E0RpY&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=Da0FtnNTxN0&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=Isj-n5ItNPo&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=JgHPpmHUtX8&feature=related


staywhite
ციტატა
გიორგი, აქ ტერმინის "თარგმნაზე" არ მქონია საუბარი, არამედ მოკლე ახსნა რა არის სინგულარობ

გრავიტაციული სინგულარობა არის წერტილი (ადგილი) სადაც გრავიტაციული ველი უსასრულოდ დიდი ხდება.
მატერიის უსასრულო სიმკვრივე...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 22 2009, 03:17 AM

მხ/ფ "კონტაქტი"/'Contact' ძალიან ეფექტურად აღწერს ჭიახვრელების ფენომენს და მათ გამოყენებას დროში/სივრცეში სამოგზაუროდ.

კარგი ფილმია ძალიან.

თუ გინდათ გადაიწერეთ:
http://avoe.ge/movies/one.php?mid=4619

პოსტის ავტორი: Tamria თარიღი: Feb 22 2009, 12:28 PM

singularity = особая точка, сингулярная точка, особенность, сингулярность; особая точка функции; однородность; своеобразие;своеобразность; свойственность; странность; отдельность;

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 24 2009, 04:01 PM

გიორგი
კანუდოსელი
ბიჭებო ამ სტატიას გაეცანით აბა რამდენად სწორი წერია ყველაფერი smile.gif
http://omedia.ge/blog/nature_of_universe/

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 24 2009, 04:05 PM

გიორგი

ციტატა
გრავიტაციული სინგულარობა არის წერტილი (ადგილი) სადაც გრავიტაციული ველი უსასრულოდ დიდი ხდება.
მატერიის უსასრულო სიმკვრივე...

სწორედ მასეთ დაზუსტებას ვგულისხმობდი 2kiss.gif შენ გაქვს ახსნის ნიჭი და ისედაც არ გაგიჭირდება.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 26 2009, 07:16 PM

ძალიან საინტერესო ფილმს ვუყურებ სამყაროს შემეცნების დეტალებზე და მეცნიერების ისტორიაზე.
ამ დღეებში დავდებ აქაც და მსურველებმა უყურეთ. ki.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Mar 3 2009, 10:36 PM

ციტატა( გიორგი @ Feb 26 2009, 07:16 PM) *

ძალიან საინტერესო ფილმს ვუყურებ სამყაროს შემეცნების დეტალებზე და მეცნიერების ისტორიაზე.
ამ დღეებში დავდებ აქაც და მსურველებმა უყურეთ.

დოკ. ფილმის სახელწოდებაა: დიდი აფეთქების მიღმა/Beyond the Big Bang

ინგლისურ ენაზე.
9 ნაწილად.

http://www.youtube.com/watch?v=ZCc1VeiP_ds
http://www.youtube.com/watch?v=yIx60I-LJZQ
http://www.youtube.com/watch?v=hQdSQ_IwGG0
http://www.youtube.com/watch?v=Y21C4SdAQZ0
http://www.youtube.com/watch?v=at0Ic0U_sMk
http://www.youtube.com/watch?v=Twmi8T1zh9I
http://www.youtube.com/watch?v=DC2KZqhhyco
http://www.youtube.com/watch?v=5ZRPSQ43qy0
http://www.youtube.com/watch?v=910q2fZZNUA

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 10 2009, 03:15 PM

უყურეთ ამ ფილმებს, ძალიან დეტალური ინფორმაციაა და უძლიერესი ვიზუალური ეფექტებით არის გადმოცემული მრავალი მილიარდი სინათლის წლით დაშორებული კვაზარების ბუნება, ჩვენს მიერ დაკვირვებადი მეტაგალაქტიკა, შავი მატერიის თვისებები, სამყაროს ჰიპერმეტრია, დროის ფენომენი, თეთრი ხვრელებიც კი, ძალიან საინტერესოა, იაქტიურეთ! smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2014, 08:31 PM

„სამყაროს ერთობის საფუძველს იდეალური მყოფობა წარმოადგენს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2016, 08:44 PM

"ერთ-ერთმა მუსიკოსმა როგორღაც მოახერხა და ვარსკვლავების მოძრაობა ნოტებზე გადაიტანა. შესანიშნავი სიმფონია მიიღო. მან თქვა, რომ სამყარო მღერის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2017, 08:26 PM

"მთვარე უფრო ახლოს რომ ყოფილიყო დედამიწასთან, ოკეანეების მოქცევა დატბორავდა მთელ კონტინენტებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2019, 07:28 PM

"ბუნების მოქმედებებში უფალი ღმერთი თავს ავლენს არანაკლებ იმაზე აღმაფრთოვანებლად, ვიდრე წმ. წერილის ღვთაებრივ ნაწერებში".

/გალილეო გალილეი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 09:06 PM

"თუკი დასაშვებია (მატერიალისტთა) ის შეხედულება, თითქოს რაღაც მყარი და განუყოფელი სხეულები, უცნობი ძალითა და სიმძიმის ძალით მიზიდულნი, ქვემოთ მიისწრაფოდნენ და მათი შემთხვევითი შეჯახებით შეიქმნა ეს კეთილმოწყობილი და მშვენიერი სამყარო, - მაშინ რატომ არ უნდა დავუშვათ ის, რომ საკმარისია, მიწაზე დავყაროთ ოქროსგან ჩამოსხმული ურიცხვი რაოდენობის ლათინური ანბანის ასოები, რომ მათგან შედგება ენების მატიანეები? მაგრამ არ ვიცი, შეძლებს კი შემთხვევითობა, ამგვარად შეადგინოს თუნდა ერთი სტრიქონი მაინც?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2022, 12:06 PM

"იოანე პეტრიწის ასტრონომიულ-ასტროლიგიურ ღვაწლსაც ისევ ანტონ კათალიკოსი აღნიშნავს ასეთი სიტყვებით:
"ასტრონომოსებ კეთილგანუგმობელად
ასტროლოღიათ ჭეშმარიტი გარდამოცემები-ო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 10:59 PM

"თუკი ატომთა შეჯახებას (მატერიალისტთა შეხედულებით) შეეძლო, შეექმნა მთელი სამყარო, მაშინ რატომ არ შეუძლია მას შექმნას ერთი ტაძარი, ან ერთი სახლი, ან ქალაქი, - ეს ხომ ბევრად უფრო მარტივი და ადვილი იქნებოდა?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 03:22 PM

"კარგია ქმნილებები, მეტისმეტად კარგი, მაგრამ შეუდარებლად უკეთესია შემოქმედი, რომელმაც ესოდენ კარგად შექმნა ისინი"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 11:29 AM

"როგორც არსებული საგნების დასახებაა ადამიანისათვის ადვილი, ასევე ადვილი იყო ღმერთისთვის არარსებულის არსებუალდ გადაქცევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2022, 09:05 PM

"ფიზიკურ სამყაროშიც, რომელიც ღმერთმა თვალწინ გადაგვიშალა, ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით საიდუმლოებებს. ხშირად არ გვესმის, რასაც ვხედავთ, არც - ის, რასაც ვეხებით. ეჭვი არ გვეპარება ბუნებრივი საგნების არსებობაში, მაგრამ არ ვიცით, როგორ არსებობენ ისინი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 09:10 PM

"განა შეიძლება, დაგაეჭვოს ძლიერებამ ღვთისა, რომელმაც მთელი ეს უზარმაზარი სამყარო არსებობაში მოიყვანა?"

/ტერტულიანე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2022, 02:00 PM

"როგორც წმიდა მამები ამბობენ, "სამყაროს ქმნის მამა ღმერთი ძე ღმერთის მიერ სულიწმიდაში ანუ სამყაროს შექმნა მამა ღმერთმა ინება, ძე ღმერთმა შექმნა, სულიწმიდა ღმერთმა გაასრულა". კიდევ ასეთი განსაზღვრაც არსებობს: "იდეა ყოვლიერების შექმნის შესახებ აღმოცენდება მამა ღმერთში, წინაურდება ძე ღმერთში, სრულ იქმნება სულიწმიდაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2022, 09:45 PM

"გარშემო და ჩვენს სიახლოვეს უამრავი ნივთი და საგანია, რომელთათვის ყოველთვის ბავშვები ვართ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2022, 10:06 PM

"განა გასაოცარია, რომ იქ, სადაც ღმერთი საუბრობს, ზოგჯერ ადამიანური ცნობიერება არ კმარა?! რაოდენ ხშირია, რომ ბავშვს არ ესმის სრულყოფილად ის, რასაც მას სრულწლოვანი ეუბნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2022, 09:31 PM

"განა ადამიანური შემეცნების საზღვრები უნდა იყოს ღვთის ყოვლისშემძლეობის ზღვარი?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2022, 09:56 PM

"რაც მეტს შეიცნობს ადამიანი, მით მეტად ხვდება, რა ცოტა რამ არის იმასთან შედარებით, რაც არ შეუცვნია და რისი შეცნობაც შეუძლია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2022, 11:05 PM

"რამდენი საგანი და ნივთია, რომელიც ჩვენ არ ვიცით, თუმცა ვამბობთ, რომ განათლებულ საუკუნეში ვცხოვრობთ!"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)