თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ ქართული ენის შესანარჩუნება

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Sep 30 2010, 11:14 PM

ალბათ არაა გასაკვირი რომ თანამედროვე საუბრებში წინადადების დიდი ნაწილი უცხო სიტყვებითაა სავსე.

მაგრამ რატო ვიყენებთ ცხოვრებაში უცხო "ტერმინებს" და გამოთქმებს,
როცა ქართული ენაში ასი ათასამდე სიტყვა არსებობს.

მგონია , რომ ჩვეულებრივი ლაპარაკის დროს უნდა ვცდილობდეთ უხცოურ სიტყვების მაგივრად გამოვძებნოთ და ვილაპარაკოთ შესაფერისი ქართული სიტყვებით.

ძნელი არაა და კარგი იქნება თუ უფრო აქტუალური იქნება ეს, თორემ ულამაზესი ენა სულ იკარგება და მახინჯდება.

ფორუმზე მაინც რო დაიწყოს ამ მხრივ არ შეიძლება?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 30 2010, 11:47 PM

ენა ცოცხალი ორგანიზმია, ისიც ვითარდება, არის სიტყვები რომელიც მერე კვდება და მკვდარ სიტყვას ვერ გააცოცხლებ.

ჟარგონებს რაც შეეხება, მაქსიმალურად ვცდილობ გამართული ქართული ენით ვიმეტყველო და ვწერო biggrin.gif

რა ვქნა, ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ არა sad.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 30 2010, 11:49 PM

,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს..''


პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: Sep 30 2010, 11:54 PM

მეგონა გამართული ქართულით ვსაუბრობდი, სანამ ცნობილი ფოტოგრაფი გავიცანი [ სახელს და გვარს არ დავასახელებ biggrin.gif ]

ყველა სიტყვას მისწორებდა, თავი ისე უხერხულად ვიგრძენი .... dry.gif

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Oct 17 2010, 03:01 PM

მკვდარი სიტყვის გაცოცხლება არ ვლაპარაკობთ,
მაგრამ რაც არის იმის შენარჩუნებაზე,
ბევრ უცხოურ სიტყვებს ხმარობენ, როცა ქართულში უამრავი სათანადო სიტყვა მოეძებნება.

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 18 2010, 04:59 PM

დიდი ამბავი, დაიკარგოს ზოგო სიტყვა, მერე რა?..
არაფერი შავდება ამით..


პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Oct 23 2010, 12:15 AM

ჯერ ერთი,რატომ დაიკარგოს ..
ზოგი კი არა ბევრი სიტყვა იკარგება და მეტყველება იცვლება , ესაა ცუდი.

პოსტის ავტორი: S.B. თარიღი: Nov 8 2010, 08:25 PM

ერის მიდრეკილება წამხედურობისაკენ>>სახელმწიფოს მხრიდან ენის სიწმინდის დაცვისაკენ მიმართული საკითხების სრული უგულებელყოფა>>ახალ თაობაში კითხვის და ზოგადად თვითგანათლების კულტურის დაკარგვა და შედეგსაც ვხედავთ.
არადა მაგალითად იგივე სოციოლოგიას რომ საზოგადოებათმცოდნეობა ვუწოდოთ ამით რა დაშავდება? არც არაფერი,მით უმეტეს რომ იგივე თურქებმა არათუ სოციოლოგიას,სოციალიზმს და ინტერნეტსაც შეუცვალეს და გაუთურქულეს სახელები(Toplumculuk და genel ağ),კი ზოგი შემედავება თურქეთი დიდი ქვეყანააო,მაგრამ სომხეთშიც რომ იგივე ხდება? ენის სიწმინდის დასაცავად არაა აუცილებელი მაინცდამაინც დიდი ქვეყანა იყო.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 9 2010, 11:47 AM

უწმიდესმა ერთ-ერთ ბოლო ქდაგებაში ბრძანა, რომ კარგიიქნება თუ ყველა დაწესებულების, მაღაზიასა თუ ნებისმიერი ობიექტის სახელწოდება იქნება დაწერილი ნუსხურად, ასომთავრულად და მხედრულად.
ძალიან კარგი იქნება, რომ შესრულდეს. ასევე შესაძლებელია ქართულ ვებ-გვერდებზე (მართლმადიდებლურზე მაინც) ასეთივე იდეის განხორციელება.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 9 2010, 12:53 PM

ქართულ-სომხური

ისტორია - პატმუციუნ
ლიტერატურა - გრქუციუნ
დემოკრატია - ჟოღოვორთაპეტუციუნ
სუვერენიტეტი - ინძნიშხანუციუნ
რესპუბლიკა - ჰანრაპეტუციუნ
პრეზიდენტი - ნახაგაჰ
პრემიერ-მინისტრი - ვარჩაპეტ
მინისტრი - ნახარარ
პასპორტი - ანძნაგირქ
კონსტიტუცია - საჰმანადრუციუნ
გუბერნატორი - მარზპეტ
მერი - ქაღაქპეტ
.....
.....

ხოო, ჩვენ ვიცინოთ სომხებზე... აბა, რაა......

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 9 2010, 03:37 PM

ციტატა
ხოო, ჩვენ ვიცინოთ სომხებზე... აბა, რაა......


სომხებს სხვა რამ აქვთ დასაცინი, მაგრამ ვაი რომ ჩვენც ვცოდავთ ამ მხრივ biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 9 2010, 04:11 PM

ციტატა(ანანო @ Sep 30 2010, 11:54 PM) *

მეგონა გამართული ქართულით ვსაუბრობდი, სანამ ცნობილი ფოტოგრაფი გავიცანი [ სახელს და გვარს არ დავასახელებ biggrin.gif ]

ყველა სიტყვას მისწორებდა, თავი ისე უხერხულად ვიგრძენი .... dry.gif

ვხვდები ვიზეა საუბარი smile.gif მეც ყველა სიტყვას მისწორებს და მადლობელი ვარ smile.gif


ერთი დიდი პრობლემა ამ მხრივ, ტერმინოლოგიის არარსებობაა. და არც არავინ ზრუნავს, რომ ტერმინოლოგია შეიმუშავოს. პირიქით - ჩვენი ჟურნალისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქართული მამა-პაპური სიტყვებიც კი უცხოურით ჩაანაცვლონ: მუნდიალი, ელექტორატი, კრეატივი, იმიჯი და ათასი მსგავსი სიმახინჯე, რომელთა ქართული შესატყვისები დიდი ხანია გვაქვს.

თუმცა არსებობს სიტყვები, რომელთა ქართული შესატყვისები მე არ მაკმაყოფილებს. მაგალითად, "საროჩკა"-ს ქართულად თარგმნიან როგორც პერანგს, ხალათს, კვართს... მაგრამ ამ სამიდან არც ერთი ცალკე ნათქვამი ჩემთვის "საროჩკად" არ აღიქმება, თუ არ დააზუსტეს, რას გულისხმობენ smile.gif არის კიდევ რამდენიმე ასეთი სიტყვა და რა მოვუხერხო არ ვიცი, ვერაფრით გადავეჩვიე მათ გარეშე საუბარს.

პოსტის ავტორი: MARTLMADIDEBELI_QRISTIANI თარიღი: Nov 12 2010, 12:56 PM

მათველა

ჩვეულებრივ "ღ"რუსული და უცხოური შემოტევვების შედეგია

მაგრამ 10 წელიწადია ჩემს საახლობლოში ძალიან დიდი წარმატებით ვიბრძოდი იმისთვის რომ არავის ეხმარა ღრუსული და უცხოური სიტყვები, შედეგიც მაქვს.

პოსტის ავტორი: Eka83 თარიღი: Jan 12 2011, 02:11 PM

ძალიან აქტუალური თემაა

იმას დავამატებდი, რომ ქართულის ენის შენარჩუნებაზე საუბრისას, ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ტიპიური გრამატიკული შეცდომების გამოსწორება-კონტროლს. მაგალითად ხშირია "დ" და "თ" დაბოლოებების ერთმანეთში არევა. ვგულისხმობ: გავაკეთო-თ, ლამაზა-დ


პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Jun 20 2011, 10:06 AM

მარიამი

ციტატა
ქართული მამა-პაპური სიტყვებიც კი უცხოურით ჩაანაცვლონ: მუნდიალი, კრეატივი, იმიჯი და ათასი მსგავსი სიმახინჯე, რომელთა ქართული შესატყვისები დიდი ხანია გვაქვს.



ეგეცაა და კიდევ, თუ არ ვცდები 110 ათასი სიტყვაა შესული საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ გამოცემულ სიტყვათა ლექსიკონში.თან ლამაზი სიტყვებია..

რა ცოტა ვიცით წარმოიდგინე,..

პოსტის ავტორი: მარიაჩი თარიღი: Jul 8 2011, 02:57 AM

ციტატა(მათველა @ Jun 20 2011, 10:06 AM) *

მარიამი
ეგეცაა და კიდევ, თუ არ ვცდები 110 ათასი სიტყვაა შესული საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ გამოცემულ სიტყვათა ლექსიკონში.თან ლამაზი სიტყვებია..

რა ცოტა ვიცით წარმოიდგინე,..

თუ იცით, საცნობარო ქსელში ("ინტერნეტში") თუ შეიძლება მაგ გამოცების ნახვა?
წინასწარ მადლობა დაკვალიანებისათვის

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Jul 8 2011, 04:57 PM

საქმე ხალხნო , საქმე --

1. აქ დადეთ, რომელიმემ ინსტურქცია - იმისა რომ სოციალური ქსელებში ქართული შრიფტით ვწეროთ.

2. 80-იანი წლების ბოლოს, რუსული სიტყვის გამოყენებისათვის, სამეგობრო წრეში, ერთმანეთს 20 კაპიკიანით ვაჯარიმებდით, მომავალი ქეიფის ფონდისათვის (კვირაში ერთხელ აუცილებლად ვქიფობდით). ანალოგიური - მსგავსი იდეის გავრცელება ეხლაც შეიძლება ...

გადავხედე ჩემს ნაჯღაბნს და მუქად გადმოსაქართულებელი სიტყვები შემრჩა ...
5-ჯერ 20თეთრი = 1 ლარი ;-)

სად გადავრიცხო ? ;-)))

დავნიშნოთ, ფორუმის ქეიფის მოდერატორი და მან უხელმძღვანელოს ამ თანხის ექსპროპრიაციას (უსისხლო მეთოდებით) და შემდეგ ქეიფის ორგანიზება , თვეში ერთხელ ;-)))

კიდევ 80თეთრი დაემატა ;-)

სად გადავრიცხო ? ;-)

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 8 2011, 05:21 PM

თერალ ი

ციტატა
სად გადავრიცხო ? ;-)

ალტერნატიული სიტყვები მონახე ჯერ და მერე ვნახოთ გადმორიცხვა biggrin.gif

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Jul 8 2011, 05:42 PM

ციტატა(ikanosi @ Jul 8 2011, 05:21 PM) *

თერალ ი

ალტერნატიული სიტყვები მონახე ჯერ და მერე ვნახოთ გადმორიცხვა biggrin.gif


კარგი ახალი აზრუკა-(ანუ იდეა ) მომაწოდე შენ ;-)

ვინც შესაბამის სიტიყვებს მოძებნის - იმას ქეიფში - პრივილეგია ;-)

ჩემი დროის სტუდენტური აზროვნების მაგალითით:
1. გპი-ის ის სტუდენტი ან ნასტუდენტარი თუა - მეტი დავალევინოთ
2.3. 4. -- ანალოგიური მხიარული ოინები ...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 8 2011, 05:48 PM

თერალ ი

ციტატა
სტუდენტური

სტუდენტი როგორ უნდა შეცვალო? biggrin.gif
ციტატა
კარგი ახალი აზრუკა-(ანუ იდეა ) მომაწოდე შენ ;-)

ანუ მე ვამბობ, რომ თუ შევამჩნევთ რომ ვინმე საუბრობს კალკით ან ბარბარიზმით, შევუსწოროთ და ქართული ალტერნატივა შევთავაზოთ...
შემისწორეთ ახლა ალტერნატივა biggrin.gif

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Jul 8 2011, 07:37 PM

მართალს მსჯელობ სკოლადმთავრებულოდამაინცსწა
ლამოწურებულო (ანუ აბითურიენტო, მგონი ეგრე ხომ? აბიტურიენტობა ვიგულისხმე :-) )ჯეელო :-)

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 8 2011, 10:28 PM

თერალ ი
კი ბატონო, სხვა თემებსაც შეგვიძლია შევეხოთ biggrin.gif ანუ იმ თემებში სადაც კალკსა და ბარბარიზმს ვნახავთ

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Jul 8 2011, 10:29 PM

ხოდა საქეიფო ფულსაც მოუყრით თავს ;-)

პოსტის ავტორი: მარიაჩი თარიღი: Jul 8 2011, 11:30 PM

ციტატა(ikanosi @ Jul 8 2011, 05:48 PM) *

თერალ ი

სტუდენტი როგორ უნდა შეცვალო? biggrin.gif

ანუ მე ვამბობ, რომ თუ შევამჩნევთ რომ ვინმე საუბრობს კალკით ან ბარბარიზმით, შევუსწოროთ და ქართული ალტერნატივა შევთავაზოთ...
შემისწორეთ ახლა ალტერნატივა biggrin.gif

"ალტერნატივა" - შესატყვისი, მაგიერი;

"კალკი" - მიბაძული, მიმსგავსებული;

"ბარბარ(ოსი)იზმი" - უცხო (სიტყვა);

ინებეთ ბატონო! biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 9 2011, 12:42 AM

მარიაჩი
კარგია ბატონო, სტუდენტი-ც მითარგმნოთ იქნებ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიაჩი თარიღი: Jul 9 2011, 06:18 PM

ციტატა(ikanosi @ Jul 9 2011, 12:42 AM) *

მარიაჩი
კარგია ბატონო, სტუდენტი-ც მითარგმნოთ იქნებ? biggrin.gif

კი ბატონო, სიამოვნებით.

"სტუდენტი" - მოსწავლე

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 9 2011, 06:32 PM

მარიაჩი

ციტატა
"სტუდენტი" - მოსწავლე

ძლივს დავამთავრე სკოლა და კიდევ მოსწავლე როგორ ვარ კაცო biggrin.gif კარგი იყოს მოსწავლე

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Jul 9 2011, 07:19 PM

მწიფე მოსწავლე ;-)

პოსტის ავტორი: მარიაჩი თარიღი: Jul 9 2011, 10:55 PM

ციტატა(ikanosi @ Jul 9 2011, 06:32 PM) *

მარიაჩი

ძლივს დავამთავრე სკოლა და კიდევ მოსწავლე როგორ ვარ კაცო biggrin.gif კარგი იყოს მოსწავლე

თავისთავად სიტყვა - მოსწავლე სულაც არ გულისხმობს მარტო საშუალო (ზოგადსაგანმანათლებლო) სასწავლებლის მოსწავლეს.

A student is a learner, or someone who attends an educational institution.

ან კიდევ:

One who is enrolled or attends classes at a school, college, or university.

ასეთი განმარტებებია მოცემული, ანუ ნებისმიერი დონის სასწავლებლში მოსიარულეს (შემსწავლელს) უცხოეთში, კერძოდ ინგლისურენოვან ქვეყნებში "სტუდენტს" უწოდებენ.
მისი ქართული შესატყვისი კი მოსწავლეა.

"სტუდენტი" - მოსწავლე, მოწაფე
****

შესაძლებელია ქართულ კუთხურ ენებშიც მოვიძიოთ შესაფერისი სიტყვები და უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი მეტყველება.
ამით ქართულ კუთხურ ენებსაც დავუახლოვებთ ერთმანეთს.

პატივისცემით

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 10 2011, 12:01 AM

მარიაჩი
გმადლობთ

პოსტის ავტორი: Lucrezia Borgia თარიღი: Oct 3 2012, 06:40 PM

მთავარია ერთმანეთს გავაგებინოთ და როგორ ვილაპარაკებთ, რა აზრი აქვს??? ვახვახ... ნწუ!

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Oct 3 2012, 06:48 PM

ძალიან დიდი მნიშვნელობა და აზრი აქვს...

პოსტის ავტორი: Lucrezia Borgia თარიღი: Oct 3 2012, 07:57 PM

აკაკი
მეც მაგას ვამბობ smile.gif

პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 12 2013, 05:09 PM

ქევანა

ციტატა
ენა ცოცხალი ორგანიზმია, ისიც ვითარდება, არის სიტყვები რომელიც მერე კვდება და მკვდარ სიტყვას ვერ გააცოცხლებ.
ჟარგონებს რაც შეეხება, მაქსიმალურად ვცდილობ გამართული ქართული ენით ვიმეტყველო და ვწერო
რა ვქნა, ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ არა


გიმეორებ ხრწნა და განვითარება სხვადასხვა რამეებია ასე ვე ცოცხალიც და მომაკვდავიც

ჩაის რომ სვავ პირდაპირ საკვირველია შაქარს იყრო ხოლმე თუ რამე საძაგლობას ისე რომ ვერც ამჩნევ


Adam
ციტატა
დიდი ამბავი, დაიკარგოს ზოგო სიტყვა, მერე რა?..
არაფერი შავდება ამით.


მაშინ იაღოველების ცემით და დაევნითაც არაფერი დაშავდება თუ დაკიდებაა ბარემ დავიკიდოთ წესიერად


S.B.
ციტატა
ერის მიდრეკილება წამხედურობისაკენ>>სახელმწიფოს მხრიდან ენის სიწმინდის დაცვისაკენ მიმართული საკითხების სრული უგულებელყოფა>>ახალ თაობაში კითხვის და ზოგადად თვითგანათლების კულტურის დაკარგვა და შედეგსაც ვხედავთ.
არადა მაგალითად იგივე სოციოლოგიას რომ საზოგადოებათმცოდნეობა ვუწოდოთ ამით რა დაშავდება? არც არაფერი,მით უმეტეს რომ იგივე თურქებმა არათუ სოციოლოგიას,სოციალიზმს და ინტერნეტსაც შეუცვალეს და გაუთურქულეს სახელები(Toplumculuk და genel ağ),კი ზოგი შემედავება თურქეთი დიდი ქვეყანააო,მაგრამ სომხეთშიც რომ იგივე ხდება? ენის სიწმინდის დასაცავად არაა აუცილებელი მაინცდამაინც დიდი ქვეყანა იყო.


სასიხარულოა ძალიან
მესამე მოაზროვნე ადამიანი ამ ფორუმზე


lingvo
ციტატა
უწმიდესმა ერთ-ერთ ბოლო ქდაგებაში ბრძანა, რომ კარგიიქნება თუ ყველა დაწესებულების, მაღაზიასა თუ ნებისმიერი ობიექტის სახელწოდება იქნება დაწერილი ნუსხურად, ასომთავრულად და მხედრულად.
ძალიან კარგი იქნება, რომ შესრულდეს. ასევე შესაძლებელია ქართულ ვებ-გვერდებზე (მართლმადიდებლურზე მაინც) ასეთივე იდეის განხორციელება.


ამინ! ოღონდ idea არა, აზრი ან გეგმა
პატრიარქო ესეც აგვისრულე გთხოვთ



კანონისტი
ციტატა
ქართულ-სომხური

ისტორია - პატმუციუნ
ლიტერატურა - გრქუციუნ
დემოკრატია - ჟოღოვორთაპეტუციუნ
სუვერენიტეტი - ინძნიშხანუციუნ
რესპუბლიკა - ჰანრაპეტუციუნ
პრეზიდენტი - ნახაგაჰ
პრემიერ-მინისტრი - ვარჩაპეტ
მინისტრი - ნახარარ
პასპორტი - ანძნაგირქ
კონსტიტუცია - საჰმანადრუციუნ
გუბერნატორი - მარზპეტ
მერი - ქაღაქპეტ


აქედან 1 სიტყვა არ არის ქართული წარმოშობის და მხოლოდ ერთია მისაღები ქართულში: ლიტერატურა (ეგეც ჩასწორდება თავისდროზე)

შენ მაგრა ვერ გქონია თავში რაღაც
ქართულ სომხური კიარა ინგლისურ სომხური უდნა დაგეწერა



MARTLMADIDEBELI_QRISTIANI
ვა აქაც ვყოფილვარ გაწევრიანებული და არ მახსოვდა ჩემს თავს გაუმარჯოს biggrin.gif



_______________________________________

*** – Virtual (ვირტუალური)
ნამდვილი – Realy (რეალური)
მამული – Patriot (პატრიოტი)
ყინული, *** – Ice, Berg (აისბერგი)
თვდასხმა – Аggression (აგრესია)
კრებული – Album (ალბომი)
მოწოდება – Slogan (სლოგანი)
ნაწილაიკი – Particle (პარტიკლი)
პირველი – Premier (პრემიერი)
*** – Minister (მინისტრი)
არე – Sphere (სფერო)
ჰაერი – Air (აირი)
უსაფრთხო – Safe (სეიფი)
წნეხი – Press, Depress (პრესი, დეპრესია)
ადამიანი – Human (ჰუმანი)
ადამიანური – Human (ჰუმანური)
ნიშანი – Sign
ზრახვა – Design (დიზაინი)
მზრახველი – Designer (დიზაინერი)
ბროშურა – Booklet (ბუკლეტი)
გამოცემა – Serial (სერიალი)
სახსარი, საშუალება – Resource (რესურსი)
ქმედითი – Action (აქტიური)
სიბრძნეთმეტყველება – Philosophy (ფილოსოფია)
მოწყობილობა – Technic (ტექნიკა)
პირობები, განაწესი, წყობილება, მმართველობა – Regime (რეჟიმი)
ცნობიერება, სარწმუნოება – Religion (რელიგია)
ღირებულება – Culture (კულტურა)
ყურადღების მიქცევა, დაკვირვება, წადილი – Interest (ინტერესი)
გამაგრებული, მდგარი – Fix (ფიქსირებული, დაფიქსირება, ფიქსაცია)
თარგმნა – Translate (ტრანსლაცია)
წარდგენა – Presentation (პრეზენტაცია)
ჩვენება – Show (შოუ)
სრიალი – Slide (სლაიდი)
ნაწილი – Part (ფართი)
საზოგადოება – Company, Corporation (კომპანია, კორპორაცია)
ამპარტავანი, პატივმოყვარე, ზვიადი, ამაყი – Ambition (ამბიცია, ამბიციური)
ამოცანა – Problem (პრობლემა)
გეგმა – Project, Plan (პროექტი)
მიდამო, დარგი, არეალი – Territory (ტერიტორია)
ნიმუში, მიღებული ზომა – Standard (სტანდარტი)
ზღვარი – Limit (ლიმიტი)
ზღვრული, მიღებული ზღვარი – Normal (ნორმალური)
შეტყობინება, წერილი – Message (მესიჯი)
პირდაპირი – Live (ლაივი)
გამუდმებული – systematic (სისტემური)
მსგავსი, იგივე, შესაბამისი – parallel (პარალელური)
ბუნებრივი – Natural (ნატურალური)
ადათ-წესი, წეს-ჩვეულება – Tradition (ტრადიცია)
გამრავლება – Copy (კოპირება)
გადაცემა – Translation (ტრანსლირება)
გამოთვლა, განჭვრეტა – Prognosis (პროგნოზი)
საგანი – Object (ობიექტი)
სარკმელი – “ფანჯარა”
სვლა, მიმდინარეობა, მსვლელობა – Course (კურსი)
გამოცხადება, განცხადება – Announce (ანონსი)
ხუმრობა – Humour (იუმორი)
საქართველო – Georgia (ჯორჯია)
სვეტი, ბოძი – Post (პოსტი, დაპოსტვა)
ბარათი – Card (ქარდი)
მასპინძელი – Host (ჰოსტი, ჰოსტინგი)
დამახასიათებელი – Parameter (პარამეტრი)
გარემოცვა, თვისება – Setting (სეთინგი)
მონაცემი, ცნობები – Data (დატა)
ფუძე, საყრდენი, საფუძველი – Base (ბაზა)
ნაკლი – Fault (ფაულტ)
სადგური – Station, Port (სტეიშენ)
კარიბჭე – Portal (პორტალი)
მარჯვე, მარდი, მოხერხებული – Skil (სკილი)
საკუთარი გამოცდილების კრებული – CV (სივი)
ოსტატი – Master (მასტერი)
საქმოსანი – Businessman (ბიზნესმენი)
მკეთებელი – Professional (პროფესიონალი)
გამოცდილება – Experience
მცოდნე – Expert (ექსპერტი)
საგანგებო – Special (სპეციალური)
შერცხვენა – Scandal (სკანდალი)
უმცირესი – Minimum (მინიმუმი)
უმეტესი – Maximum (მაქსიმუმი)
შემოქმედებითი – Creative (კრეატიული)
შექმნა – Create (კრეატე)
მოხელე, მოსამსახურე – Official (ოფიციალური)
ახსნა, შენიშვნა – Comment (კომენტარი)
ნამდვილი, ჭეშმარიტი – Reality (რეალური)
დამცველი, მომხრე – Advocate (ადვოკატი)
მოვლენა – Fact, Effect (ფაქტი, ეფექტი)
დაკავშირებული – Communicate (კომუნიკაცია)
დაკავშირებული სადენით – communi cable (კომუნიკაბელური)
სადენი – Cable (კაბელი)
მნიშვნელოვანი, საყურადღებო – Serious (სერიოზული)
დამუშავება, მსვლელობა – Process (პროცესი)
ნიშანი – Symptom (სიმპტომი)
დახასიათება – Recomend – (რეკომენდაცია)
ერთიანი – Compact (კომპაქტური)
ოქმი, შედგენილი ქმედება – Protocol (პროტოკოლი)
მოყვანილობა, სახეობა, სახე- Form, model (ფორმა, მოდელი)
ღილაკბები, ღილაკების დაფა – Keyboard (კლავიატურა)
დაწესებულება – Organ, Organism (ორგანო, ორგანიზმი)
გამოსახულება, გარეგნობა – Figure (ფიგურა)
მართვა – Control (კონტროლი)
ზუსტი – Punctual, Concrete (პუნქტუალური, კონკრეტული)
სრული, მთლიანი – Absolute (აბსოლიტური)
მდგრადი – Stabilisation (სტაბილური)
ხელშეკრულება – Contract (კონტრაქტი)
ვითარება – Situation (სიტუაცია)
შეთანხმება – Consensus (კონსესუსი)
სამხედრო – Army (არმია)
*** – Comedi (კომედია)
ჯამბაზობა – Acrobat (აკრობატი)
უზარმაზარი – Grandiose (გრანდიოზული)
გაერთიანება – Associate (ასოციაცია)







Lucrezia Borgia
ციტატა
მთავარია ერთმანეთს გავაგებინოთ და როგორ ვილაპარაკებთ, რა აზრი აქვს??? ვახვახ... ნწუ!


ამაზე მთელი კახეთი გიპასუხებდა: აამოიკააააააა

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 12 2013, 05:36 PM

Martl_madidebeli
ძაან უბერავ, აი biggrin.gif


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 12 2013, 07:18 PM

Martl_madidebeli

ციტატა
კანონისტი
ციტატა


აქედან 1 სიტყვა არ არის ქართული წარმოშობის და მხოლოდ ერთია მისაღები ქართულში: ლიტერატურა (ეგეც ჩასწორდება თავისდროზე)

შენ მაგრა ვერ გქონია თავში რაღაც
ქართულ სომხური კიარა ინგლისურ სომხური უდნა დაგეწერა


ამას კანონისტს უწერ?biggrin.gif
ვინაა საერთოდ აზრზზე ხარ?biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 12 2013, 07:24 PM

A.V.M
ეჰა, გურამ საქმეც იმაშია, რომ ამ იუზერს ჰგონია კანონისტი გამოიჭირა biggrin.gif
არადა პოსტს არ დაუკვირდა :DDDD

პოსტის ავტორი: Qrist-iani თარიღი: Jan 12 2013, 08:27 PM



და ელხა რა ასაკი მოგემატათ თუ ტვინი?


რაც მეტ სმაილიჩჳკებს დაწერთ უფრო მოგისმენს ვინმე თუ რა?

Martl_madidebeli
ძაან უბერავ, აი


ქევანა არ ინერვიულო შენნაირი უზრდელების მეტი რა მინახავს

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 12 2013, 08:31 PM

Qrist-iani

ბანი ამ ნიკზეც. ველოდები მომდევნოს.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 12 2013, 08:49 PM

საინტერესო ისაა ქრისტიანის რამდენ შესატყვისს მოიფიქრებს

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jan 12 2013, 09:00 PM

MIRDAT

ციტატა
საინტერესო ისაა ქრისტიანის რამდენ შესატყვისს მოიფიქრებს


ქართული ენა მდიდარია, მაგის მოფიქრებას რა უნდა )

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)