თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ თანამშრომლობა განათლების სფეროში

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 13 2007, 04:07 AM

მომივიდა აზრათ რომ, ფორუმელების, საპატრიარქოს წარმომადგენლების, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, ბავშვთა ფსიქოლოგების და განათლების სამინისტროს შორის მოვაწყოთ დებატები, სექსოლოგიის სწავლების შესახებ სკოლებში და რელიგიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ასევე სამლოცველოს გაუქმებასთან დაკავშირებით,ასევე მართმადიდებელ ბავშვვთა უფლებების დაცვა საჯარო სკოლებში. ასევე ის საკითხები რაც მნიშვნელოვანია რომ მივაწოდოთ მოზარდებს

როდესაც განათლების სამინისტრომ გამოაცხადა რელიგიის აკრძალვასთან დაკავშირებით, განაცხადა რომ სკოლა არის საჯარო და საჯარო სკოლებში სწავლობენ სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრები და დემოკრატიულ სახელმწიფოში მათი უფლებები უნდა იყოს დაცულიო. და როდესაც დაისვა კითხვა მართმადიდებელ ბავშების უფლებებზე განაცხადეს რომ ვისაც არ მოწონთ შეუძლიათ საერო სკოლებში ისწავლონო. და მაინტერესებს რატომ მარმადიდებელ ბავშვების უფლებებს არ იცავენ, ყველა მშობელს არ აქვს იმის საშვალება თავისი შვილი სხვა უბანში ატაროს, საერო სკოლები ფასიანია( გადასახადს თავი რომ დავანებოთ) და ესეც რომ არიყოს არ არის იმდენი საერო სკოლა რომ მოსწავლეები დაიტიოს. იქნებ დავიწყოთ სკოლებში მართმადიდებელ ბავშვების უფლებების დაცვა და ასევე დავანახოთ თუ რატომ არის აუცილებელი სახვთო სჯულის შეტანა სკოლებში და რატომ ვეწინააღმდეგებით სექსოლოგიის შეტანას სკოლებში.
იქნებ დაფიქრდნენ და გონს მოვიდნენ და გადავარჩინოთ მომავალი თაობა ასეთი გარყვნილობისგან და მივახვედროთ რომ ხვთის შიში და სიყვარული ვასწავლოთ და ამით მოგვარდება ყველა ის პრობლემა რაც დღეს არის მოზარდებში.


თუ რამე ზედმეტი მომივიდა მაპატიეთ.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 13 2007, 04:15 AM

ციტატა(shota_shotadze @ Sep 13 2007, 02:07 AM) *


როდესაც განათლების სამინისტრომ გამოაცხადა რელიგიის აკრძალვასთან დაკავშირებით, განანაცხადა რომ სკოლა არის საჯარო და საჯარო სკოლებში სწავლობენ სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრები და დემოკრატიუ სახელმწიფოში მათი უფლებები უნდა იყოს დაცულიო. და როდესაც დაისვა კითხვა მართმადიდებელ ბავშების უფლებებზე განაცხადეს რომ ვისაც არ მოწონთ შეუძლიათ საერო სკოლებში ისწავლონო.


შოთა,

მართალი ხარ.

გერმანიაში სკოლებში ისწავლება რელიგია ანუ კათოლიკური და პროტესტანტული (*უნდა იყოს ევანგელისტური, მერე დავაზუსტე , მაგრამ ორიგინალურ პოსტს ვტოვებ,რადგანაც გამოხმაურება ქონდა და შესაბამისი საპასუხო პოსტი აზრს დაკარგავს*), თუმცა გერმანია იდეაშიც კი დემოკრატიულია,და გარდა ამისა სკოლებში გერმანელებზე მეტი სხვა ეროვნების და სარწმუნოების მოსწავლეა.მაგრამ რა ხდება : ვისაც არ უნდა,ანუ მუსულმანს,ან მართლმადიდებელს,ან ბუდისტს ამ რელიგიის "შესწავლა", აქვთ თავისუფალი ნება არ დაესწრონ ამ გაკვეთილს. მაგალითად,ჩემი შვილები 11 და 12 კლასში არიან და არასოდეს დასწრებულან რელიგიის გაკვეთილს, ეს მათი ნებაა.

ამიტომ, ხომ შეიძლება რომ საქართველოშიც ასე იყოს და თუ ვინმე სხვა აღმსარებლობისაა, ნუ დაესწრება ღვთისმეტყველების გაკვეთილს. თუმცა, ვფიქრობ რომ ცოტანი იქნებიან ასეთები.

ანუ, არაა ეგ მიზეზი ამის შემოუღებლობის სკოლებში, რაცხა სხვა აწუხებთ როგორც ჩანს.

გაიხარეთ.

პ.ს. ხო, ეს რელიგიის გაკვეთილები ძირითადად არის ან პირველი ან ბოლო საათი, რომ შუალედში ბავშვები გარეთ ან დარჩნენ,ანუ საკლასო ოთახის გარეთ.ესეიგი ან მოდიან ერთი საათით გვიან,ან მიდიან ერთი საათით ადრე რომ არ იბოდიალონ უაზროდ სკოლაში smile.gif მე მგონი გეიგეთ რას ვამბობ

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 13 2007, 04:19 AM

ციტატა(staywhite @ Sep 13 2007, 04:15 AM) *


გერმანიაში სკოლებში ისწავლება რელიგია ანუ კათოლიკური და პროტესტანტული, თუმცა გერმანია იდეაშიც კი დემოკრატიულია,და გარდა ამისა სკოლებზე გერმანელებზე მეტი სხვა ეროვნების და სარწმუნოების მოსწავლეა.მაგრამ რა ხდება : ვისაც არ უნდა,ანუ მუსულმანს,ან მართლმადიდებელს,ან ბუდისტს ამ რელიგიის "შესწავლა", აქვთ თავისუფალი ნება არ დაესწრონ ამ გაკვეთილს. ,აგალითად,ჩემი შვილები 11 და 12 კლასში არიან და არასოდეს დასწრებულან რელიგიის გაკვეთილს, ეს მათი ნებაა.

ამიტომ, ხომ შეიძლება რომ საქართველოშიც ასე იყოს და თუ ვინმე სხვა აგმსარებლობისაა, ნუ დაესწრება ღვთისმეტყველების გაკვეთილს. თუმცა, ვFიქრობ რომ ცოტანი იქნებიან ასეთები.

ანუ, არაა ეგ მიზეზი ამის შემოუღებლობის სკოლებში, რაცხა სხვა აწუხებთ როგორც ჩანს.





გეთანხმებით. სამწუხაროა რო ასე არ არის sad.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 13 2007, 04:23 AM

ხოდა ასეა,

ვნახოთ სხვები რას იტყვიან smile.gif

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 13 2007, 04:23 AM

ასევე ვთხოვ ყველა ფორუმელს ვისაც აქვს ამის შესადძლებლობა ორგანიზება გავუკეთოდ ამ დებატებს თუ რათქმაუნდა მომხრე ხართ

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 13 2007, 10:15 AM

shota_shotadze

ციტატა
როდესაც განათლების სამინისტრომ გამოაცხადა რელიგიის აკრძალვასთან დაკავშირებით, განაცხადა რომ სკოლა არის საჯარო და საჯარო სკოლებში სწავლობენ სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრები და დემოკრატიულ სახელმწიფოში მათი უფლებები უნდა იყოს დაცულიო.

აჯობებდა ზუსტ ციტატა მოგეყვანა. სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრების უფლებები რელიგიის სწავლებით არ ირღვევა. რაღაც არა მგონია გს-ს მაღალჩინოსანს ეგეთი განცხადება გაეკეთებინა. ეგრე რუსეთში ერთმა გოგომ იჩივლა ბიოლოგიის გაკვეთილზე ცრუ მოძღვრებას (დარვინის თეორიას) მასწავლიანო.
ციტატა
და მაინტერესებს რატომ მარმადიდებელ ბავშვების უფლებებს არ იცავენ

ხომ ვერ დააკონკრეტებ? კერძოდ რას მოითხოვენ მართლმადიდებელი ბავშვები? რომელი უფლებების დაცვას?
ციტატა
რატომ არის აუცილებელი სახვთო სჯულის შეტანა სკოლებში და რატომ ვეწინააღმდეგებით სექსოლოგიის შეტანას სკოლებში.

ეგებ ორიოდე სიტყვით ფორუმზეც გაგვარკვიო - რატომ???
ციტატა
გერმანიაში სკოლებში ისწავლება რელიგია ანუ კათოლიკური და პროტესტანტული, თუმცა გერმანია იდეაშიც კი დემოკრატიულია,და გარდა ამისა სკოლებში გერმანელებზე მეტი სხვა ეროვნების და სარწმუნოების მოსწავლეა.მაგრამ რა ხდება : ვისაც არ უნდა,ანუ მუსულმანს,ან მართლმადიდებელს,ან ბუდისტს ამ რელიგიის "შესწავლა", აქვთ თავისუფალი ნება არ დაესწრონ ამ გაკვეთილს. მაგალითად,ჩემი შვილები 11 და 12 კლასში არიან და არასოდეს დასწრებულან რელიგიის გაკვეთილს, ეს მათი ნებაა.

შესაბამისად წლის ბოლოს არც "ნიშანს გაუფუჭებს" არავინ. ხომ მართალია.
სწავლების ამგვარი ფორმა ალბათ არც საქართველოს სკოლაში იქნება აკრძალული.
ერთი შეკითხვა მაქვს შენთან. ხომ არ იცი მაგ კათოლიკური და პროტესტანტული რელიგიის პედაგოგები რა აღმსარებლობის არიან? ვინ უხდის ხელფასს? "პროტესტანტულს" რომელს ასწავლიან? კვირაში რამდენი საათი? სექსუალური აღზრდის ან რაღაც ეგეთი გაკვეთილები თუ ტარდება გერმანულ სკოლებში?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 13 2007, 10:54 AM

shota_shotadze
ძალიან კარგი თემაა და აუცილებელიც

კონკრეტული ფორმატი მოვიფიქროთ smile.gif

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 13 2007, 11:06 AM

კანონისტი

ციტატა
ძალიან კარგი თემაა და აუცილებელიც

კონკრეტული ფორმატი მოვიფიქროთ

ამ ფორუმზე ნადებატები გაქვთ უკვე?
ეგებ თემის ლინკი დამიგდოთ.

პოსტის ავტორი: შაკუნა თარიღი: Sep 13 2007, 04:13 PM

ძალიან საინტერესო თემააა......


სექსოლოგიის სკოლებში სწავლება იქნება კატასტროფა ჩვენი მომავალი თაობისათვის . . . მართლმადიდებელი ბავშვის უფლებები ამით ირღვევა და ამაზე რატო არ ფიქრობენ მაინტერესებს..... მე საქართველოში ვცხოვრობ . . . არ მინდა რომ ჩემმა შვილმა რომელიც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იქნება მითხრას რომ - რას აკეთებდი მაშინ როდესაც ამ კანონს ამტკიცებდნენო? (სექსოლოგიასთან დაკავშირებით) ანუ დავდგეთ ერთად და ყველაფერი გავაკეთოთ ამ უზნობის წინააღმდეგ. .. .

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 13 2007, 04:18 PM

შაკუნა

ციტატა
სექსოლოგიის სკოლებში სწავლება იქნება კატასტროფა ჩვენი მომავალი თაობისათვის . . .

რა სახის კატასტროფა?
არ იფიქრო რომ მომხრე ვარ. მართლა მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ საკითხზე. ყველა წერს კატასტროფაა და არავინ საუბრობს დეტალებზე.
ეგებ არის შესაძლებლობა ისე შეირჩეს სახელმძღვანელოები, ბავშვების ასაკი, პედაგოგები და ა.შ., რომ პირიქით დადებითი შედეგი მივიღოთ?
რატომ ფიქრობთ, რომ ეს გაკვეთილები სექსუალურ აღვირახსნილობას უნდა ემსახურებოდეს (თუ ასე არ ფიქრობთ უკაცრავად)? რატომ არ შეიძლება მოხდეს ქრისტიანული მორალის, იგივე ქორწინობამდელი ქალწულობის პროპაგანდა და ბავშვებამდე გასაგები ენით და სწორად მიწოდება?
ციტატა
მართლმადიდებელი ბავშვის უფლებები ამით ირღვევა და ამაზე რატო არ ფიქრობენ მაინტერესებს.....

კერძოდ რომელი უფლება ირღვევა?

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 13 2007, 04:55 PM

ციტატა(rock @ Sep 13 2007, 04:18 PM) *

რა სახის კატასტროფა?
არ იფიქრო რომ მომხრე ვარ. მართლა მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ საკითხზე. ყველა წერს კატასტროფაა და არავინ საუბრობს დეტალებზე.
ეგებ არის შესაძლებლობა ისე შეირჩეს სახელმძღვანელოები, ბავშვების ასაკი, პედაგოგები და ა.შ., რომ პირიქით დადებითი შედეგი მივიღოთ?
რატომ ფიქრობთ, რომ ეს გაკვეთილები სექსუალურ აღვირახსნილობას უნდა ემსახურებოდეს (თუ ასე არ ფიქრობთ უკაცრავად)? რატომ არ შეიძლება მოხდეს ქრისტიანული მორალის, იგივე ქორწინობამდელი ქალწულობის პროპაგანდა და ბავშვებამდე გასაგები ენით და სწორად მიწოდება?

კერძოდ რომელი უფლება ირღვევა?

უკაცრავად მე რო მიწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თვითონაც გაგცემს ალბათ პასუხს.

ეს საგანი როგორც ვიცი არის პატარა ასაკის ბავშვებზე გათვლილი დაახლოებით 1 დან 8 ე კლასამდე და ამ ასაკის ბავში მასწავლებელს ვერ ეტყვის რომ მაგ გაკვეტილზე არ დავესწრებიო ( ჩვენც ვყოფილვარდ ისეთ სიტვაციაში მაგ ასაკში რომ გაკვეტილზე არ გვინოდა შესვლა რაც მიუგებელი იყო ჩვენთვის მაგალითად ისეთ თემებზე საუბარი როგორიც პოლიტიკა და სხვადასხვა თემები მაგრამ ვერ ვახერხებდით რომ არ დავსწრებულიყავით)
ასევე მშობელს არ უნდა რომ თავისი შვილი დაესწროს ამ გაკვეთილს, მშობელი ყოველ წუთში თავის შვილს სკოლაში ვერ გააკონტროლებს რომელ გაკვეთილზე ესწრება ბავშვი და რომელზე არა და ამ ასაკში ბავშვი ვერ აცნობიერებს ეს კარგი არის თუ არა ამ გაკვეთილზე დასწრება და მას სურვილი უჩდება რომ დაესწროს.
მეორეც ჩვენ გვინდა ხვთის შიშითა და სიყვარულით აღიზარდოს ბავშვი და როდესაც ბავშვი უფლის სიყვარულით იზდება მას აღარ გაუჩდება კითხვა იმისა შეიძლება თუ არა დაოჯახებამდე სხვა ადამიანთან ქონდეს ინტიმური კონტაკტი და ასე შემდეგ.
დგეს არცერთ უწყებას არ უთქვამს რომ ეს უნდა მოხდეს მარტმადიდებლური სწავლებით და არა სექსუალური განათლებით, მათ პირიქით უნდათ რომ სექსუალური განათლება შეიტანონ და ამაში სხვა რაღაც იმალება.

მემგონი კარგი პასუხია

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 13 2007, 05:08 PM

shota_shotadze

ციტატა
ეს საგანი როგორც ვიცი არის პატარა ასაკის ბავშვებზე გათვლილი დაახლოებით 1 დან 8 ე კლასამდე და ამ ასაკის ბავში მასწავლებელს ვერ ეტყვის რომ მაგ გაკვეტილზე არ დავესწრებიო

ასაკს რაც შეეხება ვერაფერს გეტყვი. ნამდვილად არ ვიცი რა ასაკიდან აპირებენ სწავლებას, მაგრამ რატომ უნდა სთქვას უარი გაკვეთიზე დასწრებაზე?
ციტატა
მეორეც ჩვენ გვინდა ხვთის შიშითა და სიყვარულით აღიზარდოს ბავშვი

შიშით რატომ?
ციტატა
როდესაც ბავშვი უფლის სიყვარულით იზდება მას აღარ გაუჩდება კითხვა იმისა შეიძლება თუ არა დაოჯახებამდე სხვა ადამიანთან ქონდეს ინტიმური კონტაკტი და ასე შემდეგ.

არასწორი მიდგომაა. კითხვა ყველა ვარიანტში გაუჩნდება, ყველას თუ არა უმრავლესობას მაინც. კითხვაზე სწორი პასუხების გაცემას კი შეიძლება მათ შორის ეგ გაკვეთილებიც მოემსახუროს.
ციტატა
დგეს არცერთ უწყებას არ უთქვამს რომ ეს უნდა მოხდეს მარტმადიდებლური სწავლებით და არა სექსუალური განათლებით, მათ პირიქით უნდათ რომ სექსუალური განათლება შეიტანონ და ამაში სხვა რაღაც იმალება.

სასულიერო პირის საქმე არაა სექსუალური განათლება. თუ სახელმძღვანელოები შესაბამის ცენზურას გაივლიან, თუ პედაგოგი ნორმალურია, ბავშვიც ნორმალურ ინფორმაციას მიიღებს, თუ არა და ანატომიის და ფიზიკის გაკვეთიზეც შეიძლება ბავშვის გარყვნა.
ციტატა
მემგონი კარგი პასუხია

რის? რომელ კითხვას უპასუხე?
ციტატა
რა სახის კატასტროფა?

ციტატა
ეგებ არის შესაძლებლობა ისე შეირჩეს სახელმძღვანელოები, ბავშვების ასაკი, პედაგოგები და ა.შ., რომ პირიქით დადებითი შედეგი მივიღოთ?

ციტატა
რატომ ფიქრობთ, რომ ეს გაკვეთილები სექსუალურ აღვირახსნილობას უნდა ემსახურებოდეს (თუ ასე არ ფიქრობთ უკაცრავად)? რატომ არ შეიძლება მოხდეს ქრისტიანული მორალის, იგივე ქორწინობამდელი ქალწულობის პროპაგანდა და ბავშვებამდე გასაგები ენით და სწორად მიწოდება?

ციტატა
კერძოდ რომელი უფლება ირღვევა?


პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 13 2007, 05:43 PM

rock

ციტატა
შიშით რატომ?

"დასაბამი სიბრძნისა არს შიში ღვთისა" - დავითის ფსალმუნიდან smile.gif

ციტატა
არასწორი მიდგომაა. კითხვა ყველა ვარიანტში გაუჩნდება, ყველას თუ არა უმრავლესობას მაინც. კითხვაზე სწორი პასუხების გაცემას კი შეიძლება მათ შორის ეგ გაკვეთილებიც მოემსახუროს.

საერთო გაკვეთილი არ არის საჭირო. შეიძლება მშობლებს ვასწავლოთ, როგორ ასწავლონ შვილებს. ამის მომხრე ვარ


პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 13 2007, 05:47 PM

კანონისტი

ციტატა
"დასაბამი სიბრძნისა არს შიში ღვთისა"

ეგ "შიში" და დღევანდელი "შიში" ერთია? რა ვიცი, რა ვიცი . . .
სახარებაში არის რამე ეგეთი?
ციტატა
საერთო გაკვეთილი არ არის საჭირო. შეიძლება მშობლებს ვასწავლოთ, როგორ ასწავლონ შვილებს. ამის მომხრე ვარ

მაგის განხორციელება როგორ წარმოგიდგენია? wink.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 13 2007, 05:53 PM

rock

ციტატა
ეგ "შიში" და დღევანდელი "შიში" ერთია? რა ვიცი, რა ვიცი . . .
სახარებაში არის რამე ეგეთი?

მაშინდელი და დღევანდელი შიში ვერ გავმიჯნე unsure.gif

სამოციქულოში წერია: ღმრთისა გეშინოდეთ, მეფესა პატივს-ცემდით

დღევანდელ (და 14 საუკუნის წინანდელ) წირვაზე ხშირად გაისმის:

- წმიდისა ამის სახლისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ...

- მერმეცა გევედრებით.... რომელნი შიშითა ღვთისათა შრომობენ და მსახურობენ....

- შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით....

- რათა შემწირველმან ამათმან, წმიდასა და ზესთა ცათასა და საცნაურსა და საშინელსა საკურთხეველსა თვისსა....

- შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვცე ტაძარსა შენსა შიშითა შენითა უფალო....

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 13 2007, 05:58 PM

კანონისტი

ციტატა
მაშინდელი და დღევანდელი შიში ვერ გავმიჯნე

სამოციქულოში წერია: ღმრთისა გეშინოდეთ, მეფესა პატივს-ცემდით

დღევანდელ (და 14 საუკუნის წინანდელ) წირვაზე ხშირად გაისმის:

- წმიდისა ამის სახლისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ...

- მერმეცა გევედრებით.... რომელნი შიშითა ღვთისათა შრომობენ და მსახურობენ....

- შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით....

- რათა შემწირველმან ამათმან, წმიდასა და ზესთა ცათასა და საცნაურსა და საშინელსა საკურთხეველსა თვისსა....

- შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვცე ტაძარსა შენსა შიშითა შენითა უფალო....

ოფტოპიკი. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ავიღოთ ღმერთის შიში და სიმაღლის შიში, ან ვთქვათ დახურული სივრცის შიში. არა მგონია ორივე შიშში ერთი აზრი იდოს.
ღმერთის შიში უფრო სიყვარულის, ან სიყვარულის დაკარგვის შიშია, თუ რაღაც ეგეთი . . . მოკლედ კარგად ვერ ავხსენი მაგრამ წესით სხვაობა უნდა იყოს.
ამაზე რას იტყვი?
ციტატა
მაგის განხორციელება როგორ წარმოგიდგენია?


პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 13 2007, 07:26 PM

ციტატა(rock @ Sep 13 2007, 08:15 AM) *


შესაბამისად წლის ბოლოს არც "ნიშანს გაუფუჭებს" არავინ. ხომ მართალია.
სწავლების ამგვარი ფორმა ალბათ არც საქართველოს სკოლაში იქნება აკრძალული.
ერთი შეკითხვა მაქვს შენთან. ხომ არ იცი მაგ კათოლიკური და პროტესტანტული რელიგიის პედაგოგები რა აღმსარებლობის არიან? ვინ უხდის ხელფასს? "პროტესტანტულს" რომელს ასწავლიან? კვირაში რამდენი საათი? სექსუალური აღზრდის ან რაღაც ეგეთი გაკვეთილები თუ ტარდება გერმანულ სკოლებში?


ნიშნის გაფუჭება რატომ იგულისხმე არ ვიცი, მაგრამ აქ ნიშანი საერთოდ არ ეწერებათ იმ მოსწავლეებს რელიგიაში, ვინც რელიგიის გაკვეთილს არ ესწრება (ასევეა საეკლესიო "ნალოგებიც" ანუ ხელფასიდან მათი დაქვეთა, სხვა რელიგიის აღმსარებლები ავტომატურად თავისუფლდებიან , შეავსებენ რა პერსონალურ ფორმულარს და მიუთითებენ რელიგიას). ხო, ანუ როცა მოაქვთ ბავშვებს "ნიშნების ფურცელი" ასე გამოიყურება ეგ რელიგიის ამბავი : "Religionslehre ------- ", მორჩა, არანაირ გაფუჭებასთან არ გვაქვს საქმე ანუ სრულიად მარტივი წესია.

რელიგიის მასწავლებლები რა აღმსარებლობის არიან ეგ კითხვა რად დასვი არ ვიცი მარა გიპასუხებ რაც ვიცი იმას:
მაგალითად, ჩემი ვაჟის დამრიგებელი ასწავლიდა რელიგიასაც მის კლასს, და ამავე დროს მათემატიკას და ინგლისურს (არ ვსაუბრობ დაწყებით სკოლაზე მე, ეხება გიმნაზიის მაღალ კლასებს ). რაც შეეხება მის აღმსარებლობას არანაირად არ დავინტერესებულვარ და რატომ თორემ კი. ხელფასს კი უხდის მთავრობა ალბათ, როგორც სხვა საგნების მასწავლებლებს, რამეთუ საზოგადოებრივი სკოლები გერმანიაში არ არის კერძო და განათლების სამინისტროს ექვემდებარება.

სექსუალური აღზრდის რაღაც მსგავსი ამბებბი დაწყებით სკოლაში ქონდათ, სადაც ყველა მესამეკლასელს ერთად აჩვენეს მულტფილმი "Paarung" და "განანათლეს" პაწიები სქესობრივ განსხვავებებსა და ჩასახვის ირგვლივ.

მაღალ კლასებში არამგონია რაიმე "ესწავლოთ", თუ არ ვცდები მხოლოდ პრეზერვატივების ხმარების წესი. ახლა არ არიან სახლში და მოვლენ ვკითხავ დაწვრილებით საერთოდ "სექსოლოგია" თუ ასწავლეს ანუ რაიმე მისმაგვარი.

რაც შეეხება შენს კითხვას, თუ რომელ პროტესტანტულს ასწავლიან, არ დავინტერესებულვარ მაგითი , საინტრიგნო მე მაგათთან არაფერი მქონდა და არც მაგათთან ქადაგებას ვაპირებდი რომ გამომეძია, მაგრამ ნამდვილად იმას ასწავლიან იმ ბავშვებს, რაც თვით ბავშვის აღმსარებლობაა და ამავე დროს მშობლის ნებართვა.

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 13 2007, 07:34 PM

staywhite

ციტატა
რაც შეეხება მის აღმსარებლობას არანაირად არ დავინტერესებულვარ და რატომ თორემ კი.

უბრალოდ საინტერესოა. იქნებ ხელი მიგიწვდება რაიმე სტატისტიკასთAნ. დარწმუნებული ვარ რელიგიის პედაგოგების აღმსარებლობის სტატისტიკა იარსებებს.
ციტატა
სექსუალური აღზრდის რაღაც მსგავსი ამბებბი დაწყებით სკოლაში ქონდათ, სადაც ყველა მესამეკლასელს ერთად აჩვენეს მულტფილმი "Paarung" და "განანათლეს" პაწიები სქესობრივ განსხვავებებსა და ჩასახვის ირგვლივ.

მაღალ კლასებში არამგონია რაიმე "ესწავლოთ", თუ არ ვცდები მხოლოდ პრეზერვატივების ხმარების წესი.

ანუ ის, რომ უმჯობესია პრეზერვატივი არ დაგჭირდეს არავის უხსენებია.
ციტატა
რაც შეეხება შენს კითხვას, თუ რომელ პროტესტანტულს ასწავლიან, არ დავინტერესებულვარ მაგითი , საინტრიგნო მე მაგათთან არაფერი მქონდა და არც მაგათთან ქადაგებას ვაპირებდი რომ გამომეძია,

ინტრიგნობა რა შუაშია. პროტესტანტიზმი მრავალნაირია. გერმანიაში ალბათ ლუთერანობას ასწავლიან. ესეც სუფთა ინტერესის გამო გკითხე.
ციტატა
რაც თვით ბავშვის აღმსარებლობაა და ამავე დროს მშობლის ნებართვა.

ამიტომაც ვიღაცეებს საერთოდ არ ასწავლიან. biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 13 2007, 09:23 PM

rock,

დავაზუსტე: პიველად ვიტყვი, რომ კიდევ ერთხელ გადავამოწმე ნიშნების ფურცლები და იქ არსად არ წერია "სექსოლოგია", არის მხოლოდ "religionslehre" და ამ გრაფაში ჩემებს ნიშანი არ უწერიათ ზემოთხსენებული მიზეზის გამო.

შენი ციტატა:

ანუ ის, რომ უმჯობესია პრეზერვატივი არ დაგჭირდეს, არავის უხსენებია.

ვკითხე ახლა ბიჭებს და მითხრეს , რომ "Verhuetung" ანუ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები მე-6 კლასში გააცნო ბიოლოგიის მასწავლებელმა, ანუ შენი გამონათქვამი "რომ უმჯობესია პრეზერვატივი არ დაგჭირდეს " რელიგიის სწავლებასთან არანაირ კავშირში არ არის, რამეთუ ბიოლოგია არ არის რელიგიის სწავლება. ისე კი კათოლიკებშიც ცოდვად ითვლება , იცი და ყველაფერი, პრეზერვატივის გამოყენება ანუ იგივე ქორწინებისგარეშე ურთიერთობები.

rock-ის ციტატა : ამიტომაც ვიღაცეებს საერთოდ არ ასწავლიან (აქ სიცილის ნიშანი)

არ კი არა ვერ. ჩემთვის არც უკითხავთ ჩემს შვილებს დაესწრონ თუ არა რელიგიის გაკვეთილს, მათვე გადაწყვიტეს რომ არ უნდა იარონ, რამეთუ პაწიობიდან იციან ვინც არიან და პატარაობიდანვე დადიან მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

მომავალ მშობელთა კრებაზე შევეცდები მოკრძალებულად ვიკითხო რელიგიის მასწავლებლის აღმსარებლობის შესახებ და თუ რაიმე გავიგე,აუცილებლად "გაგაგებინებ".

მე არ ვიცი სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში როგორ არის სკოლებში რელიგიის სწავლების საკითხი დაყენებული, მაგრამ სერბიაში დაწყებით კლასებიდანვე ასწავლიან ვიცი. ალექსანდრე , ჩემი უმცროსი ვაჟი, სწავლობდა, ასწავლიდა მღვდელი და ძალიანაც უყვარდა ეს "საგანი" ბავშვს. თან ძალიან საინტერესოდ მიაჩნდა (ახლა უკვე საშუალო სკოლაში გადავიდა და ახალი ინფორმაცია ჯერ არ მაქვს ამ საკითხზე ანუ რომელ კლასამდე ასწავლიან რელიგიას).

სხვა არ ვიცი, სხვაგან როგორ არის.

და ესეც ბოლოში: მე თვითონ ბევრჯერ მქონია საუბარი ჩემს ვაჟებთან სექსუალურ თემებზე და უმეტეს წილად იმაზე ცხადია, რომ ცოდვად ითვლება ქორწინების გარეშე უერთიერთობები , როცა აღსარებაზე მიდიან, მუდამ ვახსენებ ხოლმე მოინანიონ ეს ცოდვა, რასაც მე არ მანახებენ , მაგრამ შეიძლება ქონდეთ.

ეს კი არის წმინდა საბას დღეს (ნუ გამომეკიდებით ტერმინოლოგიაზე, არ ვიცი ქართულად ბევრი რამ და ამაზე თემაც კი გავხსენით smile.gif sad.gif ) სკოლაში რელიგიის მასწავლებლის ანუ მოძღვრის მიერ მოწყობილი ზეიმი. რელიგიასთან ერთად ბავშვები ეროვნულობასაც სწავლობენ, რადგან სწავლობენ რა მათი ქვეყნის წმინდანთა მოწამეობრივ ცხოვრებას თუნდაც თურქი დამპყრობლების პერიოდში. მოკლედ, მე მომწონს რომ ასწავლიან რელიგიას სკოლებში.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 13 2007, 10:00 PM

კიდევ ერთი ზუსტი ინფორმაცია, რახან rock-ს ასე დააინტერესა , იმედია თემიდან გადახვევაში არ ჩამითვლით.

ახლა ჩვენთან ბიჭების გერმანელი მეგობრები მოვიდნენ და გამოვკითხე ამ ამბის ირგვლივ და ასეთი რამ მიამბეს:

თავიდან ვიტყვი რომ ერთია კათოლიკი, მეორე ევანგელისტი (მე ადრე პროტესტანტული დავწერე და ევანგელისტური ყოფილა , ბოდიშს ვიხდი, განსხვავება არის ამ ორ შორის და მომოტევეთ, რადგან ადრე არასოდეს დავინტერესებულვარ, იმის ბრალია). ანუ, ერთი სწავლობს კათოლიკურს, მეორე ევანგელისტურს (და კიდევ ყოფილა ერთი ევანგელისტური მიმდინარეობა რომელიც ისწავლება: "freievangelisch", რომლებიც ბავშვის მეგობარი სებასტიანის განმარტებით, ევანგელისტებისაგან იმით განსხვავდებიან , რომ კომფორმაციას არ ღებულობენ, კათოლიკებში კომუნიონი ქვია , ეს აქ სხვა საკითხია და დარწმუნებული ვარ განსხვავებები ბევრმა უკეთ იცით , ვიდრე მე).

ესეიგი რაც ამ ბავშვებმა მითხრეს: თუ ვინმე არის მაგალითად პროტესტანტი, ისინი არანაირ რელიგიის სწავლების გაკვეთილს არ ესწრებიან, არამედ ეგრეთ წოდებულ ეთიკის გაკვეთილზე ესწრებიან blink.gif
ასევე ის მოსწავლე კათოლიკი ან ევანგელისტი, რომელიც კლასში ერთია ასეთი აღმსარებლობით, ესწრებიან ეთიკის გაკვეთილს. მუსლიმნები , ბუდისტები, ებრაელები და მართლმადიდებლები კი არცერთს, გარდა იმისა თუ სურვილი აქვთ, აქვთ უფლება დასწრების.

აი ეს რაც "ჰუმანური წყაროებისგან" გავიგე. სხვა არ ვიცი.

გაიხარეთ

პ.ს. ჩვეულებრივ სკოლებში რელიგიის გაკვეთილი ტარდება სკოლის გადაწყვეტილებით ერთჯერ ან ორჯერ, Berufsschule-ში ანუ რაც მსგავსია პროფტექნიკუმის, მხოლოდ ერთხელ.

ერთი საინტერესო ფაქტიც მიამბეს, რომ მაგალითად პედაგოგიურ ბერუფშულეში მუსლიმნებიც არიან ვალდებულნი დაესწრონ რელიგიის ან ეთიკის გაკვეთილს, რამეთუ მომავალში აღმზრდელობითი ურთიერთობა ექნებათ ამ აღმსარებლობის პატარებთან და აუცილებელია მათი რელიგიური თავისებურებების ცოდნა.

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 13 2007, 10:54 PM

ბავშვს ჯერ ღვთის სიყვარული, ქრისტეანობის სიყვარული უნდა გაუჩნდეს და მერე უნდა ავუხსნათ ასე ძაან თუ არის ამის მოთხოვნა.

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 13 2007, 11:04 PM

საშობაო ეპისტოლე.


საერთოდ, მეცნიერებასთან ერთად და განათლებას ქვეყნის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწავლის პროცესში ხდება მომავალი თაობის ფორმირება პიროვნებად. ამიტომაც სკოლა და, ზოგადად, სასწავლებელი მარტო ცოდნას კი არ უნდა აძლევდეს მოზარდს, არამედ მან უნდა აღზარდოს იგი და ჩამოაყალიბოს თავისი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ. ამ საქმეში მეტად დიდია ოჯახისა და ეკლესიის როლი. სასწავლებელი, როგორც ხალხის მიერ დაქირავებული დაწესებულება, ვალდებულია, თავისი საქმიანობა წარმართოს საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და რადგანაც საზოგადოება ფაქტობრივად არის ოჯახთა ერთობლიობა და ეკლესია (რომლის წევრია ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა), განათლების სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ეკლესიისა და ოჯახის ტრადიციულ ღირებულებებს (ვისაც სურვილი აქვს განსხვავებულ გარემოში აღზარდოს შვილები, შეუძლია ეს კერძო სასწავლებელში განახორციელოს). ეს არის სწორედ იმის გარანტი, რომ მომავალი თაობა ავაცილოთ თუნდაც ისეთ საშინელ სენს, როგორიც არის ნარკომანია და სხვა მანკიერი გამოვლინებები


სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ილიაII

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 14 2007, 01:30 AM

ადმინ.

შენი შეხედულება მაინტერესებს შეგვიდძლია განათლების სამინისტროს დავუპირისპირდეთ დებატებში? სექსოლოგიის სწავლებასთან დაკავრირებით სკოლეში ასევე ჩემის აზრით გვაქვს იმის შესადძლებლობა რომ მცირეოდენი ნაბიჯი მაინც გადავდგათ მომავალი თაობის კეთილდგეობისთვის. რათქმა უნდა მეუფე სტეფანეს თანხმობის შემთხვევაში გთხოვ დააფიქსირო შენი შეხედულება ამ საკითხზე.

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 14 2007, 10:05 AM

staywhite

ციტატა
რელიგიის სწავლებასთან არანაირ კავშირში არ არის, რამეთუ ბიოლოგია არ არის რელიგიის სწავლება.

რელიგიის სწავლებაზე არც მიკითხავს. სექსუალური განათლების გაკვეთილებზე თუ აუხსნეს, რომ უმჯობესია პრეზერვატივი საერთოდ არ დაგჭირდეს, ეს ვიკითხე.
ციტატა
აი ეს რაც "ჰუმანური წყაროებისგან" გავიგე. სხვა არ ვიცი.

დიდი მადლობა.
shota_shotadze
ციტატა
რადგან სწავლის პროცესში ხდება მომავალი თაობის ფორმირება პიროვნებად. ამიტომაც სკოლა და, ზოგადად, სასწავლებელი მარტო ცოდნას კი არ უნდა აძლევდეს მოზარდს, არამედ მან უნდა აღზარდოს იგი და ჩამოაყალიბოს თავისი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ.

გასული საუკუნის 70-იანი წლები გამახსენდა. biggrin.gif
ისე მართალი ხარ. ეგრე უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 14 2007, 10:10 AM

rock,

"რელიგიის სწავლებაზე არც მიკითხავს. სექსუალური განათლების გაკვეთილებზე თუ აუხსნეს, რომ უმჯობესია პრეზერვატივი საერთოდ არ დაგჭირდეს, ეს ვიკითხე."

ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემები არ დადიოდნენ მაგ გაკვეთილზე, შენაც რა ნაწილნაწილ მეკითხები კაცო smile.gif გესტაპოს დაკითხვა ჩავუტარე დღეს და ეგეც მეკითხა ბარემ tongue.gif ახლა კიდევ უნდა ვეძიო სებასტიანი რომ ეგ ვკითხო unsure.gif კაი, თუ აუცილებლად გინდა იცოდე, დგეს დავადგენ და დავწერ.

ვაი, სექსოლოგიას არ ასწავლიან თქვა. ბიოლოგიის მასწავლებელს უქნია ეგ ამბავი. რელიგიურ გაკვეთილზე მაგ თემას როგორ ეხებიან, მაგას როგორც დაგპირდი გავიგებ smile.gif

დროებით აბა

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 14 2007, 10:23 AM

staywhite

ციტატა
ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემები არ დადიოდნენ მაგ გაკვეთილზე, შენაც რა ნაწილნაწილ მეკითხები კაცო გესტაპოს დაკითხვა ჩავუტარე დღეს და ეგეც მეკითხა ბარემ ახლა კიდევ უნდა ვეძიო სებასტიანი რომ ეგ ვკითხო კაი, თუ აუცილებლად გინდა იცოდე, დგეს დავადგენ და დავწერ.

biggrin.gif

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 14 2007, 06:29 PM

ციტატა(rock @ Sep 14 2007, 10:05 AM) *


გასული საუკუნის 70-იანი წლები გამახსენდა. biggrin.gif




არ ვიცი 70 იანი წლები რამ გაგახსენათ მაგრამ ეს სიტკვები უწმინდესის 2007 წლის საშობაო ქადაგებაა და მასზე კარგად არავინ იცის ვინ რა უნდა აკეთოს ამ ქვეკნად

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 14 2007, 06:35 PM

shota_shotadze

ციტატა
არ ვიცი 70 იანი წლები რამ გაგახსენათ

მე ვიცი. wink.gif
ციტატა
მაგრამ ეს სიტკვები უწმინდესის 2007 წლის საშობაო ქადაგებაა და მასზე კარგად არავინ იცის ვინ რა უნდა აკეთოს ამ ქვეკნად

ახლა სტალინის კულტი გამახსენდა კიდო. wink.gif

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 14 2007, 06:37 PM

ციტატა(rock @ Sep 14 2007, 06:35 PM) *

shota_shotadze

მე ვიცი. wink.gif

ახლა სტალინის კულტი გამახსენდა კიდო. wink.gif


აქ კამათს სჯობს საქმე ვაკეთოდ და მერე ვიკამათოთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 14 2007, 06:38 PM

shota_shotadze

ციტატა
აქ კამათს სჯობს საქმე ვაკეთოდ და მერე ვიკამათოთ

რა საქმეს აკეთებ ძალიან მაინტერესებს. რით ხარ დაკავებული ცხოვრებაში? რას ქმნი?

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 14 2007, 06:44 PM

ციტატა(rock @ Sep 14 2007, 06:38 PM) *

shota_shotadze

რა საქმეს აკეთებ ძალიან მაინტერესებს. რით ხარ დაკავებული ცხოვრებაში? რას ქმნი?

ვცდილობ დავეხმარო სკოლის ბავშვებს სწორად აღიზარდონ, ასევე სხვადასხვა პროეკტებზე მაგალითად საეკლესიო ფილმების ჩვენებას ვაპირებ თბილისის სკოლებში და არასრულწლოვანთა ციხეში.

და აქ იმისთვის არ ვარ რო ვიგაცას ვეკამათო და თან ეს ფორუმი მაგისთვის არ არის


პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 14 2007, 08:18 PM

shota_shotadze

ციტატა
ვცდილობ დავეხმარო სკოლის ბავშვებს სწორად აღიზარდონ, ასევე სხვადასხვა პროეკტებზე მაგალითად საეკლესიო ფილმების ჩვენებას ვაპირებ თბილისის სკოლებში და არასრულწლოვანთა ციხეში.

ეგ პროექტებია. განხორციელებული რა გაქვს?
ციტატა
და აქ იმისთვის არ ვარ რო ვიგაცას ვეკამათო და თან ეს ფორუმი მაგისთვის არ არის

ფორუმი კამათის გარეშე? მდაააა.

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 14 2007, 09:26 PM

ციტატა(rock @ Sep 14 2007, 08:18 PM) *



ეგ პროექტებია. განხორციელებული რა გაქვს?



ამ პროეკტს ვახორციელებ და მანამდე არც მექნებოდა რამე განხორციელებული იმიტომ რო ასაკი არ მიწყობს ხელს

ციტატა(rock @ Sep 14 2007, 08:18 PM) *



ფორუმი კამათის გარეშე? მდაააა.


ეს მართმადიდებლური ფორუმია და არა სხვა და მართმადიდებლობაზე საკამათო არაფერია და ეს ფორუმი იმისთვის არის რომ მნიშვნელოვანი პროეკტები განახორციელოს, დაიცვას ეკლესია გარე და შიდა მტრისაგან, დაიცვას ჩვენი ქვეყნის ღირსება და ხალხის ინფორმირება შედძლოს, ყოველ შემთხვევაში ამისთვის დაარსდა

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 15 2007, 12:06 AM

shota_shotadze

ციტატა
ამ პროეკტს ვახორციელებ და მანამდე არც მექნებოდა რამე განხორციელებული იმიტომ რო ასაკი არ მიწყობს ხელს

ჰოოოოდა ბაბაია ჩვენს დანამუსებას შეეშვი. smile.gif
ციტატა
ეს მართმადიდებლური ფორუმია და არა სხვა და მართმადიდებლობაზე საკამათო არაფერია

მართლმადიდებლობაზე არ ვკამათობთ ამ თემაში.
ციტატა
ეს ფორუმი იმისთვის არის რომ მნიშვნელოვანი პროეკტები განახორციელოს

ჰოდა პროექტს მარტო ქმნი შე კაცო? სხვისი აზრი არ გაინტერესებს?
ციტატა
დაიცვას ეკლესია გარე და შიდა მტრისაგან

შენი დაცული ეკლესია არ გაიშვა. biggrin.gif 2kiss.gif
ციტატა
დაიცვას ჩვენი ქვეყნის ღირსება და ხალხის ინფორმირება შედძლოს, ყოველ შემთხვევაში ამისთვის დაარსდა

მერე შე კაი ადამიანო ეგრევე სამინისტროში მივარდნას რომ აპირებ დებატებისთვის, რა იცი და ღია კარების მტვრევა გიწევს?

ჩემთან საუბარი არ მოგწონს როგორც ვატყობ და გევედი, გევედი, გევედი . . .

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 15 2007, 03:19 AM

rock,

მასე მკაცრად რომ ექცევი იმიტომ არ გესაუბრება ალბათ შოთა smile.gif

დახმარებაა საჭიროო თქვა და შენ კიდევ ისეთი რამეები კითხე, რისთვისაც მან დახმარება ითხოვა და რა პასუხი გაგცეს? დიდაქტიკური მეთოდები სულ დაგავიწყდა.

ხომ ხედავ,ჩვენ სამის გარდა თითქმის არავინაა ამ თემაში. მე არაფერი შემიძლია გარდა იმისა თუ რამეს დამავალებთ . ეგებ შენ იცოდე უფრო და დააკვალიანე ან აუხსენი საიდან უნდა დაიწყოს. mellow.gif

შოთას გონია ალბათ უფრო აკრიტიკებ, ვიდრე რაიმეს გაგება გსურს sad.gif

შოთა,

მგონი დებატების მოწყობამდე როგორც შენ ამბობ, უნდა იცოდე ზუსტად რა გსურს . ამაზე კანონისტმა გიპასუხა, იმედია უფრო გამოცდილები მოიცლიან და საჭირბოროტო თემებს წამოაყენებენ ან შენს მიერ დასმულ საკითხებს მიუმატებენ ან მოაკლებენ. მერე უნდა ამას განხილვა, რომელია მთავარი, რომელია აუცილებელი, რომელია საკამათო და ა.შ.

მე მგონი , როკმაც ეგ გკითხა შენ.

ასაკი არაფერ შუაშია,გამოცდილება კი აუცილებელია. ჩამოწერე შენ მაშინ რამდენიმე საკითხი, გამოცდილები ნახავენ .სხვებიც მიუმატებენ და ასე. მერე იკამათეთ. საორგანიზაციო საკითხებში მე დიდი გამოცდილება არ მაქვს. შენს მომავალ "პროექტს" კი ორგანიზირებაც უნდა და კაი არგუმენტებიც.

შეგეხმიანებიან სხვებიც და უკეთ გაგარკვევენ.

ორივეს 2kiss.gif


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)