თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია
სასულიერო განათლება საქართველოში IV საუკუნიდან მკვიდრდება. ეკლესია-მონასტრები მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერებსაც წარმოადგენდა. შუა საუკუნეებში განსაკუთრებით განთქმული იყო ტაო-კლარჯეთის, გელათის, იყალთოს, გრემისა და შიომღვიმის საგანმანათლებლო კერები. ძნელბედობისა და ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად, XIX საუკუნის დასაწყისამდე არსებობდა თბილისისა და თელავის სასულიერო სასწავლებლები.
1817 წელს თბილისში გაიხსნა რუსული სასულიერო სემინარია, რომელმაც იარსება 1917 წლამდე.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქების კირიონ II-ისა და ლეონიდეს დროს, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა სასულიერო სემინარიის დაარსებისათვის, მაგრამ 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ახალი აგრესიისა და ოკუპაციის პირობებში, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოცხადდა, სასულიერო სასწავლებლის გახსნაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა.
მხოლოდ 1963 წლის 14 ოქტომბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით მცხეთაში გაიხსნა სამოძღვრო კურსები, რომელიც 1965 წელს სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. მისი რექტორი 1972 წლამდე იყო ჯერ შემოქმედელი ეპისკოპოსი, ხოლო შემდეგ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). პირველ კურსზე ჩაირიცხა 4 მსმენელი, შემდეგ სტუდენტთა რაოდენობა თითო კურსზე გახდა 10 (სულ იყო სამი კურსი).
1972 წელს რამდენიმე თვის მანძილზე სემინარიის რექტორი იყო კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი), 1972–1977 წლებში – წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი), 1978–1979 წლებში – დეკანოზი (ამჟამად მიტროპოლიტი) გიორგი (შალამბერიძე), 1979–1980 წლებში – მთავარეპისკოპოსი თადეოზი, 1980–1983 წლებში – მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა), 1984–1988 წლებში – წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი).
1988 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. აკადემიაში ჩაირიცხა 14 სტუდენტი. მცხეთიდან მას შეუერთდა სასულიერო სემინარია 30 სტუდენტით. აკადემიისა და სემინარიის პირველი რექტორი იყო წილკნელი ეპისკოპოსი - ამჟამად მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი). 1989-1993 წლებში რექტორის მოვალეობას ასრულებდა პროტოპრესვიტერი გიორგი -ამჟამად მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), 1993-2003 წლებში – მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), 2004- 2005 წლებში – მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), 2005-2009 წლებში რექტორი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ხოლო 2009 წლის 23 ოქტომბერს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად დაინიშნა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
1993 წლიდან სასულიერო აკადემიასთან გაიხსნა საღვთისმეტყველო ინსტიტუტი ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტებით.
2005 წელს გაიხსნა ხატწერის, რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, 2006 წელს – დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი და საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი.
ამჟამად საღვთისმეტყველო ინსტიტუტს გააჩნია შემდეგი ფაკულტეტები:ფსიქოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის; ხელოვნებათმცოდნეობისა და რელიგიათმცოდნეობის ; ხატწერის,რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი.
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი-დეკანი- გრიგოლ ხაჭაპურიძე
სასულიერო სემინარია- დეკანი- დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე
სასულიერო სემინარია- პრორექტორი- დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე
სასულიერო აკადემია- დეკანი- მღვდელი ირაკლი ახალაძე
საკონტაქტო ინფორმაცია:სიონის ქ. N13/40
თბილისი, 0105, საქართველო
info@tsas.ge
www.tsas.ge
+995 32 2 98 91 16
სასულიერო სემინარიის ძირითადი სასწავლო საგნები
ახალი აღთქმა
ძველი აღთქმა
ლიტურგიკა
უცხო ენა
საეკლესიო სამართალი
საქართველოს ისტორია
ეკლესიის ისტორია
საქართველოს ეკლესიის ისტორია
დოგმატური ღვთისმეტყველება
ასკეტიკა
პატროლოგია
ქართული სასულიერო მწერლობა
ქართული საერო მწერლობა
მსოფლიო ლიტერატურის ისტორია
ქრისტიანული ხელოვნების ისტორია
რელიგიათმცოდნეობის შესავალი
რელიგიების ისტორია
ფილოსოფიის ისტორია
ფსიქოლოგია
ქართული მართლწერა და მართლმეტყველება
ძველი ქართული ენა
პედაგოგიკა
ძველი ბერძნული ენა
სამოძღვრო ღვთისმეტყველება
ბიზანტინოლოგია
.........................................
სასულიერო აკადემიის ძირითადი სასწავლო საგნები
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა
საქართველოს ისტორია
რელიგიების ისტორია
ძვ. ბერძნული ენა
ქართული ენა
ძველი ქართული ენა
ბიბლიური თარგმანები
ფილოსოფიის ისტორია
ქართული ლიტერატურის ისტორია
ბიბლიური არქეოლოგია
პატროლოგია
დოგმატიკა
საქართველოს ეკლესიის ისტორია
ეკლესიის ისტორია
ასკეტიკა
ფილოსოფია (სპეცკურსი)
ბიზანტინოლოგია
საეკლესიო სამართალი
ქრისტიანული ეთიკა და თანამედროვეობა
1-პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის პედაგოგები
თეიმურაზ ბუაძე
მღვდელი იოსებ გელუკაშვილი
გიორგი ვაშალომიძე
ირაკლი ორჟონია - კათედრის გამგის თანაშემწე
ნუგზარ სამხარაძე
ნუგზარ ქოქიაშვილი
მღვდელი გიორგი შაშვიაშვილი
მღვდელი ზურაბ ცხოვრებაძე
ედიშერ ჭელიძე - კათედრის გამგე.(ღვთისმეტყველების დოქტორი)
დავით ბრეგვაძე
ანა ჭუმბურიძე
2-ბიბლეისტიკის კათედრის პედაგოგები
მღვდელი ირაკლი ახალაძე
გიორგი გვასალია
დეკანოზი გიორგი გუგუშვილი - კათედრის გამგე,(ისტორიის მეცნიერებათა და ღვთისმეტყველების დოქტორი)
გიორგი ვაშალომიძე
მღვდელი ვლადიმერ ვახტანგაძე
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - ფილოლოგიის დოქტორი , (ღვთისმეტყველების დოქტორი)
გიორგი თოდუა
მღვდელი იოანე კვანჭიანი
დეკანოზი ლევან მათეშვილი
დეკანოზი აკაკი მეგრელიშვილი
ნინო მელიქიშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მარიკა მშვილდაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ირაკლი ორჟონია
დეკანოზი აბრაამ სოლომნიშვილი
სერგო ფარულავა
მღვდელი იაკობ ჩიჩილიძე
დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე
დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე
დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია
დავით ჭიღლაძე
დეკანოზი არჩილ ხაჩიძე
გრიგოლ ხაჭაპურიძე
გიორგი ჯულაყიძე
3-ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის პედაგოგები
რომან ბლიაძე
დეკანოზი ბიძინა გუნია
არქიდიაკვანი დემეტრე (დავითაშვილი) - კათედრის გამგე (ღვთისმეტყველების დოქტორი)
მღვდელი დავით თავაძე
მღვდელი იოანე მამნიაშვილი
პროტოდიაკვანი მირიან სხირტლაძე
ეკა ქორიძე
გიორგი ჯულაყიძე - კათედრის გამგის თანაშემწე
4-ეკლესიის ისტორიის, კანონიკური სამართლისა და ასკეტიკის კათედრის პედაგოგები
თემურ ბუაძე
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე , (ფილოლოგიისა და ღვთისმეტყველების დოქტორი)
ბიძინა სავანელი
მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი
მაია ტალახაძე
სერგო ფარულავა
მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი
დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია - კათედრის გამგე
ბეჟან ჯავახია
5-საქართველოს ისტორიის კათედრის პედაგოგები
ელდარ ბაბულაშვილი
ნათელა გაფრინდაშვილი-კაპანაძე - ისტორიის დოქტორი
ვახტანგ გურული
სერგო ვარდოსანიძე - კათედრის გამგე , (ღვთისმეტყველების დოქტორი)
მერაბ ვაჩნაძე
გვანცა კოპლატაძე
მარიამ ლორთქიფანიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
გიორგი მაისურაძე - ისტორიის დოქტორი
ქეთევან ნადირაძე - ისტორიის დოქტორი
თამარ ფხალაძე - ისტორიის დოქტორი
ბეჟან ჯავახია
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
6-ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის პედაგოგები
ავთანდილ არაბული -ფილოლოგიის მეცნირებათა დოქტორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
გურამ ბენაშვილი - ფილოლოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ქეთევან გაფრინდაშვილი - -ფილოლოგიის მეცნირებათა დოქტორი
ლეილა გეგუჩაძე - ფილოლოგიის დოქტორი
ქეთევან გვაზავა - დოქტორანტი
ხვთისო ზარიძე - ფილოლოგიის დოქტორი
.მალხაზ კობიაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი
ქეთევან მამასახლისი - კათედრის გამგის თანაშემწე; ფილოლოგიის დოქტორი
ხათუნა ნიშნიანიძე - დოქტორანტი
ნინო პოპიაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი
მაია რაფავა - ფილოლოგიის მეცნირებათა დოქტორი
ნესტან სულავა - ფილოლოგიის დოქტორი
გრივერ ფარულავა - კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
თამთა ფარულავა - ფილოლოგიის დოქტორი
მედეა ღლონტი - ფილოლოგიის მეცნირებათა დოქტორი
სალომეია ყუბანეიშვილი - ფილოლოგიის დოქტორი
ზურაბ ჭუმბურიძე - ფილოლოგიის მეცნირებათა დოქტორი
7-ქრისტიანული ხელოვნების კეთედრის პედაგოგები
ქეთევან აბაშიძე
გულიკო ბარათაშვილი
თამარ ბარდავაძე
ნანა ბურჭულაძე
გიორგი გაგოშიძე
ნინო გიორგობიანი
მარიამ დიდებულიძე
რუსუდან ვაშალომიძე - კათედრის გამგე
დიმიტრი თუმანიშვილი
ელენე კავლელაშვილი
ელენე მაჭავარიანი
ასმათ ოქროპირიძე
ოლიკო უგრეხელიძე
ეთერ უროტაძე
ნანა ჩარკვიანი
ნინო ჩიხლაძე
მაკა ჩხაიძე
ნათია ხერკელაძე
8-რელიგიათმცოდნეობის კათედრის პედაგოგები
ავთანდილ ასათიანი – პედაგოგიკის დოქტორი
ირაკლი ბრაჭული - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
ზურაბ ეკალაძე
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი –დოქტორანტი
ირაკლი ლომოური
ეკატერინე ფავლენიშვილი - დოქტორანტი
ლიანა ქუცნიაშვილი - დოქტორანტი
ელენე შუბლაძე - ფილოსოფიის დოქტორი
მღვდელი იაკობ ჩიჩილიძე
რუსუდან წიქვაძე - ფილოსოფიის დოქტორი
ლელა ხაჩიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კათედრის გამგე
9-უცხო ენების კათედრის პედაგოგები
მოსიძე იური - კათედრის გამგე
მამულაშვილი-ბოტკოველი მარინა
ალიბეგაშვილი ნანა
ახვლედიანი მაია
ბაქრაძე ლალი
ბეჟუაშვილი თეა
გაფრინდაშვილი მარინა
გელოვანი ნანა
დუღაშვილი ეკა
იაშვილი ხატია
კობერიძე თიკო
მამაგულიშვილი მარიკა
ნაჭყებია თეონა
ნუცუბიძე თამარ
უსტიაშვილი ლულუ
ფილაური ნაირა
შოშიაშვილი ჯული
ხუჭუა ლალი
ჯვარშეიშვილი მარინა
თსას-ის შენობა
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი-გიორგი ზვიადაძე
თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი-
დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე
http://www.radikal.ru
თბილისის სასულიერო სემინარიის პრორექტორი,დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე
http://www.radikal.ru
თბილისის სასულიერო სემინარიის მოძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია
http://www.radikal.ru
სამეცნიერო საბჭო
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორთან სათათბიროს უფლებებით მოქმედებს სამეცნიერო საბჭო. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებანი სავალდებულოა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ყველა სტრუქტურული ერთეულისათვის.
სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი.
სამეცნიერო საბჭოს წევრები:
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე – რექტორი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;
დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე – პრორექტორი;
მღვდელი ირაკლი ახალაძე - თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი;
დეკანოზი აბრაამ სოლომნიშვილი – თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი;
თეა ბეჟუაშვილი – საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი;
გრიგოლ ხაჭაპურიძე – საღვთისმეტყველო ინსტიტუტის რელიგიათმცოდნეობისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი;
დეკანოზი იოსებ ვანიძე – ხატწერის, რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი;
არქიმანდრიტი იოანე კიკვაძე – საეკლესიო გალობისა და სიმღერის ფაკულტეტის დეკანი;
ზურაბ შევარდნაძე – დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი;
ბადრი ბერაია – გალობის ცენტრის დირექტორი;
გიორგი ნატროშვილი – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
მღვდელი გიორგი გუგუშვილი – ისტორიის აკადემიური დოქტორი, ბიბლეისტიკის კათედრის გამგე;
ედიშერ ჭელიძე – პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი) – ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის გამგე;
დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია- ღვთისმეტყველების კანდიდატი;ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის კათედრის გამგე;
ლელა ხაჩიძე – რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
გრივერ ფარულავა – ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
სერგო ვარდოსანიძე – საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სამეცნიერო საბჭოს მდივანი;
იური მოსიძე – უცხო ენების კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
მერაბ ბუჩუკური – რესტავრაციის კათედრის გამგე.
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
მარიამ ლორთქიფანიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ზურაბ ჭუმბურიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ნინო მელიქიშვილი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
გვანცა კოპლატაძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ლეილა გეგუჩაძე – ფილოლოგიის დოქტორი;
რუსუდან წიქვაძე – ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი;
დეკანოზი შალვა კეკელია – სასწავლებლის სულიერი მოძღვარი,
აქ ხომ არ ჩავაბაროთქო ვფიქრობ
გადასახდელი არაფერია და ქულებიც ბევრი არ უნდა არა?
სწავლა დიდი ხანი არის ხოლმე?ანუ საღამომდეა ლექციები?
აკადემიაში თუ არის მეორე ცვლა? სწავლა რომ იწყებოდეს საღამოს 5-6-ზე?
lingvo
არ ვიცი ლინგვო.ხვალ მივალ და გავიგებ.
მაგრამ არა მგონია.
დარჩა 1 დღე!!!
A.V.M
მადლობა გურამ. თუ გაიგებ დაწერე აქ.
რამდენიმე საათი დარჩა!!!
დაიწყო სწავლა სემინარია-აკადემიაში.
ლინგვო!
არ შეიძლებაო ძმა...
თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტები ოფიციალურად შეუერთდნენ სტუდენტთა იმ სოლიდალურ აქციას რომელიც უკანასკნელი დღეების მანძილზე მიმდინარეობს დედაქალაქში.
გუშინ თსას-ის სტუდენტებს აქციაზე ხელმძღვანელობდა ცნობილი სექტოლოგი-მამა იაკობ ჩიჩილიძე.
პატიმრებს27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას 16:00 საათზე, სპორტის სასახლიდან მეტეხის ხიდისკენ, 100 000 მოწამის წამების ადგილისაკენ, კიდევ ერთი მსვლელობა მოეწყობა , - ამის შესახებ სიონში შეკრებილ მრევლს დეკანოზმა შალვა კეკელიამ განუცხადა.
როგორც მამა შალვამ აღნიშნა, დღევანდელი მსვლელობით ისინი თანადგომას უცხადებენ პატიმრებს და მათ ოჯახებს და გმობენ ძალადობას პატიმრებზე. ასევე, მიმართავენ ხელისუფლებას, რომ მსგავსი რამ საპატიმროებში აღარ განხორციელდესმისივე თქმით, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ საპატიმროებში, პატიმრები გამოთქვამდნენ შიშს, რომ მათი და ჟურნალისტების წასვლის შემდეგ მათზე შესაძლოა ძალადობა კიდევ განხორციელდეს.
ამ წუთებში უკვე სიონის ტაძარში სასულიერო პირები ღვთისმშობლის პარაკლისს ასრულებენ ქვეყანაში მშვიდობისა და ერთიანობისათვის.
საეკლესიო მსვლელობა სპორტის სასახლიდან დაიწყო. მსვლელობას წინ სასულიერო პირები მოუძღოდნენ. მასში მონაწილეობდნენ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" წევრები, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები. ქუჩაში გამვლელები მათ სოლიდარობას უცხადებდნენ ტაშით, მძღოლები კი თანადგომას სიგნალიებით გამოხატავდნენ. მსვლელობისას ისმოდა გალობა, ხალხური სიმღერები, პერიოდულად მსვლელობის მონაწილეები ჩერდებოდნენ და ამბობდნენ "მამაო ჩვენოს", ასევე "მოწყალების კარი განგვიღე ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო", რომლის თქმის კურთხევა კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ახლახან მისცა განსაცდელებიდან მშვიდობიანად გამოსასვლელად.
"ინტერპრესნიუსი"
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/61865-sasuliero-pirebis-monatsileobith-msvleloba-27-seqtembers-sportis-sasakhlidan-metekhis-khidisken-moetsyoba.html?utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Fe#ixzz27VjUpsA5
ნახეთ როგორი სისულელე ვიპოვე კიდე:
,,,,რეზონანსის“ კორესპონდენტის ცნობით, ფილარმონიასთან შეკრებილი მანიფესტანტები საკათედრო ტაძარ სიონისკენ მიემართებიან.
ცოტა ხნის წინ საპროტესტო მსვლელობას სპორტის სასახლიდან მოძრაობა ,,დავითიანი" და სასულიერო პირები შეუერთდნენ.''
http://resonancedaily.com
არადა ჩვენ დავგეგმეთ ეს მსვლელობა,ჩვენ განვახორციელეთ და ფილარმონიასთან შეკრებილი ხალხის ნაწილი შემოგვიერთდა მაშინ როდესაც სიონის ტაძრისკენ მივემართებოდით...
(ვითომ არაფერი , მაგრამ სერიოზული შეცდომაა)
ახლა ვიწყებ ფორუმზე იმ პირების სიის შედგენაც ვინც იუზერები არიან და ან სწავლობენ (ანაც ასწავლიან სემინარიაში)
თქვენც შემეშველეთ ცოტა...
მცირე ხნის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ , თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში სტუმრობისას სასწავლებლის შემდეგი პედაგოგები დააჯილდოვა უმაღლესი ჯილდოთი-(წმ.გიორგის ორდენით)
რექტორი-პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
პროფესორი-ზურაბ ჭუმბურიძე
პროფესორი-გრივერ ფარულავა
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
ვულოცავთ პროფესორ-მასწავლებლებს ამ ჯილდოს და ვუსურვებთ კიდევმრავალი თაობის სასიკეთოდ აღზრდას.
კიდევ ერთი ძალიან გასახარელი ამბის ,,მაცნე'' ვხდები ამ ფორუმზე.
დღეს ( 14.01.13) სმოფლიოს მართლმადიდებელ სასულიერო პირთა და ღვთისმეტყველთა საბჭომ შესაძლებელი გახადა , რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში დაფუძნდეს სადისერტაციო სანჭო , რომელიც პიროვნებებს თავიანთი დამსახურებისამებისამებრ მიანიჭებს ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხს. პირველები კი ვინც ეს ჯილდო მიიღეს გახლდნენ შემდეგი პიროვნებები:
1-თსასის რექტორი-პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე
2-მეუფე იოანე გამრეკელი
3-დეკანოზი ბიზინა გუნია
4-დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი
5-დეკანოზი მიქაელ გალდავა
6-დეკანოზი გიორგი გუგუშვილი
7-არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი
8-ედიშერ ჭელიძე
9-გიორგი ანდრიაძე
10-სერგო ვარდოსანიძე
ვულოცავ აღნიშნულ მეცნიერებს და მთლიანად თბილისის სასულიერო სემინარიას ამ ღირსშესანიშნავ დღეს.
ახლახან გამოვიდა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის , წმ.ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის , და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის-წმ.წერილის , ფილოსოფიის , მსოფლიო კულტურის და კიდევ რამდენიმე საგნის პედაგოგის - დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილის (უიარაღო) ახალი წიგნი- ,,იესო ქრისტეს სახე მსოფლიო ლიტერატურაში.''
http://www.radikal.ru
წიგნის შეძენა შეგიძლიათ თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის ბიბლიოთეკაში.
ფასი-7 ლარი.
ყველასათვის კარგადაა ცობილი თუ როგორ რთულად და ნელი ტემპი მიმდინარეობს საქართველოში თეოლოგიური , მთარგმნელობითი მოღვაწეობა . ამ ფონზე ორმაგად სასიამოვნოა როდესაც თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის , ახალი გამოცემის შესახებ მიხდება საუბარი.
1- პირველი გამოცემა , რომლის შესახებაც გაუწყებთ , გახლავთ ბატონი რომან ბლიაძის ლიტურგიკული თარგმანი - ,,ათორმეტი საუფლო და ღვთსმშობლის დღესასწაულის ღვთისმსახურება.'' სახელმძღვანელო ძალიან სასარგებლოა მედავითნეებისათვის.
(თარგმანი შესრულებულია ე.წ.- ,,ბოგასლუჟებნიე უკაზანიიდან.''
http://www.radikal.ru
2-მეორე გამოცემა გახლავთ , ქალბატონი მაია ახვლედიანის თარგმანი ინგლისურ ენაზე , რომელიც მოგვითხრობს ცხრა კოლაელი ყრმის მარტვილობის შესახებ.
http://www.radikal.ru
3-მესამე და ამ ეტაპზე ბოლო გამოცემა რომლის შესახებაც მოგაწვდით ინფორმაციას , გახლავთ წმ. ნინოს -,,ქადაგებები.'' სამწუხაროდ , დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო მათი მდგომარეობა . ტექსტი გამოსაცემად მოამზადა მღვდელმა-ვლადიმერ ვახტანგაძემ.
http://www.radikal.ru
p.s.(სამივე გამოცემის ავტორი ჩემი ლექტორია...)
რაღაც ფოტოები გადამაღებინა დეკანატმა და ძველი ფოტოებიც მიმატანინა, სემინარია აპირებს ალბომის გამოცემასო და რა ალბომია, რა სახით იქნება არავინ იცით? გაიყიდება, 1 იქნება მარტო, ბევრი თუ რა?
qetevano
არ ვიცი არაფერი...
გავიგებ თუ არა დავწერ...
ტელეარხ-ერთსულოვნების დოკუმენტური ფილმი თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის შესახებ.
სემინარია-აკადემიის ლექტორთა ვიდეო-ლექციების დადებას ვიწყებ ფორუმზე:
ამ ,,ციკლს'' თვალსაჩინო პიროვნებით , ძვ.აღთქმის პედაგოგით , ბატონ გიორგი გვასალიათი დავიწყებ:
(დიდმარხვაა ახლა და ვფიქრობ აღდგომამდე ყველამ უნდა ვნახოთ ანიშნული ვიდეო .)
შემდეგი ლექტორი , რომლის ლექციებსაც დავდებ , არის ბატონი ზურაბ ეკალაძე . ძალიან განათლებული , მცოდნე , გულისხმიერი და გამგები პირობნება :
ღვთის არსებობის შესახებ
მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთდამოკიდებულებაზე
წინა კვირაში , თბილისის სასულიერო სემინარიაში მობრძანდა გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში , ბატონი – ორთვინ ჰენიგი და შეხვდა სასწავლებლის პროფესორ–მასწავლებლებს და სტუდენტებს . შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და სასიამოვნო ვითარებაში წარიმართა .
პირადად მე , როგორც შეხვედრის ერთ–ერთ მონაწილეს , რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა დამამახსოვრდა :
,, რუსეთი ოკუპანტია , რუსეთი ოკუპანტია ... ამის ძახილით არ უნდა გეგონოთ რომ ნატოში ინტეგრაცია გაგიადვილდებათ . პირიქით , რაც უფრო ახლო ურთიერთობა გექნებათ ჩრდილოელ მეზობელთან , უფრო მეტად გაგიადვილდებათ დასავლურ ორგაიზაციებში ინტეგრაცია . ''
A.V.M
დავამატებ. "ერთი მეორეს მოითხოვს".
თბისისის სასულიერო აკადემია და სემინარია აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში ორი საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით:
1-პატროლოგია - პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ედიშერ ჭელიძე ;
1-ეკლესიის ისტორია
მოდული ა)ზოგადი ელესიის ისტორია-პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი , დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია ;
მოდული ბ) საქართველოს ეკლესიის ისტორია - პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე .
A.V.M
მშვენიერი სუფრა კი გაგიშლიათ
16 სექტემბერს , თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავა დაიწყო . სწავლის დაწყებამდე სასწავლებელში მობრძანდა მისი უნეტარესობა - ილია II , რომელმაც სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა და სასწავლებელში მყოფი საზგადოება დალოცა !
A.V.M
წარმატებულ წელს გისურვებთ
პ.ს ლელუაშვილმაც აიწყო სწავლა ?
G_saxva
ლელუაშვილზე რაღაცა მოულოდნელობა მოხდა და რომ გავარკვევთ დავწერ...
ამ სურათს გურამ კომენტარი უნდა გაუკეთო: აი ასე იგება ეკლესიები.
რატომ არ ჩანს სურათი?
A.V.M
შენგან არ ცანს ჩემთან ჩანს
ჩანს რას ერჩი?A.V.M
არაფერია .
გუშინ სულიერება არ მქონდა უბრალოდ დიდი და ვერ დავინახე...
A.V.M
როგორც ჩანს ჩვენ სულიერებით ვიყავით განმსჭვალულნი, რადგან ყველამ ვიხილეთ სურათი ესე
ვაგრძელებ თსას-ის ლექტორების ვიდეო-ლექციების დადებას ფორუმზე . ახლა შემოგთავაზებთ , ამავე სასწავლებლის, ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის კათედრის გამგის - დეკანოზ მაქსიმე ჭანტურას ვიდეო ლექციებს :
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლისა და საპატრიარქოს გზავნილი მრევლს - სურვილნარევი ლოცვა და დაუსრულებელი რიგები მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავთან. შობის ღამემ ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. როგორც 21-ე საუკუნის კერპთაყვანისმცემლობაზე, ასევე ეკლესიის დამოკიდებულებაზე კონკრეტული ჯგუფების მიმართ. შობის თუ ეპისტოლეს კვირა – "მოამბის" მთავარი თემა.
ვინ როგორ აღიქვა პატრიარქის გზავნილი და ეპისტოლეს გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ რატომ დასჭირდა საპატრიარქოს ახსნა-განმარტების გაკეთება.
ხელოვნური განაყოფიერების შედეგად გაჩენილ ბავშვებზე, სექსუალურ უმცირესობებზე და ქალის როლზე ეკლესიის პოზიციის შეფასება ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
ეპისტოლეს დამცველებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მუშტი-კრივი პირდაპირ საპატრიარქოსთან გაიმართა. დაშავებულები და დამშავებლები კი სასამართლოს წინაშე წარდგნენ. საპატრიარქოს საშობაო გზავნილის ერთგვარი რეზიუმე - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე "მოამბის" სტუმარია.
http://1tv.ge/news-view/61585
უდიდესი სიხარულით გაუწყებთ ამ ამბავს , ამის რამდენიმე მიზეზი მაქვს :
1- საქართველოში , მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში , ქართველი თეოლოგის მიერ დაიწერა შესაქმის განმარტება .
2- დაიწერა , ასეთი დონის განმარტება .
3-დაიწერა , თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგის მიერ .
4- დაიწერა ჩემი უახლოესი ძმაკაცის მიერ .
და.ა.შ.
http://www.radikal.ru
ნაშრომშია შესაქმის განმარტება (დაბადების პირველი ნაწილის) , მოიცავს 670 გვერდს და ღირს 25 ლარი . (მაღაზიებში არ იყიდება რა თქმა უნდა , რადგან ფასს გაზრდიან)
A.V.M
afxazi
აქ მაინც დამასვენე ფილოლოგიისგან ...
A.V.M
afxazi
ხომ გითხარი , ძმებად მოიხსენიებიან თქვა .
http://www.orthodoxy.ge/tveni/tebervali/22-9kolaeli.htm
შენს მოწერილ ლინკსაც დავდებ ბატონო , რომ არ გეწყინოს .
http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/gh/gh1/gh1.htm
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience