თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ დიალექტიკა

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Apr 26 2009, 10:01 AM

ვფიქრობ საინტერესო თემაა და რელიგიასთანაც დიდ კავშირშია. ვინ რა იცით დიალექტიკის კანონის შესახებ და როგორ გამოვლინდება ეს კანონი ჩვენს რელიგიაში?

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Apr 26 2009, 10:10 PM

დიალექტიკა არის განვითარების პროცესი, როცა პროგრესი წარმოიქმნება ორი დაპირისპირებული ძალის ურთიერთქმედების შედეგად, ეს უფრო მარქსისტული ფილოსოფიის კუთხით ვიცი, რელიგიასთან კავშირზე ვერაფერს გეტყვით.

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Apr 27 2009, 09:16 AM

მარქსიზმი რა შუაშია, ეს ფიზიკის, ფილოსოფიის და საერთოდ რაც გონებასთანაა დაკავშირებული ყველაფრის უნივერსაალური კანონია და ამბობს რომ არსებობს თეზა და ანტითეზა და მათი გაერთიანებით ხდება სინთეზი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ რაც არ უნდა თქვას ერთმა ადამიანმა, ყოველთვის მოიძებნება ადამიანი ვინც საწინააღმდეგოს იტყვის და ზუსტად ისეთივე მართალი ეგონება თავი. ჭეშმარიტისიმართლე კი სინთეზშია, ანუ ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრის გაერთიანებაში.

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: May 2 2009, 04:17 PM

cinemamu
რა შუაშია და მაგ კუთხით მაქვს განხილული :|

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: May 6 2009, 11:57 PM

ცოტა აქტიურად ხალხო. როგორ ფიქრობთ მიესადაგება თუ არა დიალექტიკა რელიგიის კანონებს?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 7 2009, 12:20 AM

cinemamu

ხო ხედავ რო არ გვესმის შენი biggrin.gif

ხოდა ცოტა შენ იაქტიურე და აგვიხსენი..

თორე მასე დიალექტიკაზე მე მსმენია როგორც ფილოსოფიის მეთოდი biggrin.gif და ცოტა არ იყოს, ვერ გავიგე რა კანონზეა საუბარი huh.gif

შემეცნებაზე გინდა რომ გვესაუბრო? unsure.gif

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: May 11 2009, 05:35 PM

ვისაც ესმის იმან მაინც დაწეროს რამე, თორე მაგის ახსნას დიდი დრო უნდა. მოკლედ კი ისაა რო ყველა თეზისს აქვს ანტითეზა, რომლებიც ერთიანობაში სინთეზს ქმნიან. მაგალითად: სიმართლე-ტყუილი, სიმპათია-ანტიპათია, სიკეთე-ბოროტება, ომი-მშვიდობა, ქაოსი-წესრიგი, შავი-თეთრი, მაღალი-დაბალი და ა. შ.

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: May 11 2009, 06:42 PM

ციტატა(cinemamu @ May 11 2009, 05:35 PM) *

ვისაც ესმის იმან მაინც დაწეროს რამე, თორე მაგის ახსნას დიდი დრო უნდა. მოკლედ კი ისაა რო ყველა თეზისს აქვს ანტითეზა, რომლებიც ერთიანობაში სინთეზს ქმნიან. მაგალითად: სიმართლე-ტყუილი, სიმპათია-ანტიპათია, სიკეთე-ბოროტება, ომი-მშვიდობა, ქაოსი-წესრიგი, შავი-თეთრი, მაღალი-დაბალი და ა. შ.

ხო, ვიცით ^^ ისევე როგორც კაპიტალიზმი მოიცავს პროლეტარიატს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მერე? tongue.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: mevar თარიღი: May 11 2009, 06:48 PM

ციტატა(cinemamu @ May 11 2009, 06:35 PM) *

ვისაც ესმის იმან მაინც დაწეროს რამე, თორე მაგის ახსნას დიდი დრო უნდა. მოკლედ კი ისაა რო ყველა თეზისს აქვს ანტითეზა, რომლებიც ერთიანობაში სინთეზს ქმნიან. მაგალითად: სიმართლე-ტყუილი, სიმპათია-ანტიპათია, სიკეთე-ბოროტება, ომი-მშვიდობა, ქაოსი-წესრიგი, შავი-თეთრი, მაღალი-დაბალი და ა. შ.

მორიდებით შევნიშნავ...smile.gif ეს გახლავთ პოლარული ცნებები.
სინთეზური მსჯელობა კი გახლავთ იმგვარი მსჯელობა, სადაც თეზისში მოცემულ დებულებას ანტითეზას სახით ემატება იმგვარი ცნება ან ცნების ნიშანი, რაც თეზაში არ მოიაზრებოდა.
საყოველთაოდ გავრცელებული მაგალითი:
1.თეზა: ყველა ადამიანი მოკვდავია
2. ანტითეზა:სოკრატე ადამიანია
3.სინთეზი: სოკრატე მოკვდავია

ამგვარად: თეზაში გამოთქმულ დებულებაში ჩვენ არ ვიცოდით, სოკრატეს ადამიანობის შესახებ.
ანტითეზამ შემოიტანა ახალი ცნება (სოკრატეს ადამიანობა)
ხოლო სინთეზმა დააჯამა და გაავრცელა თეზის დებულებიდან გამომდინარე შედეგი.

ამგვარია სხვა სინთეზური მსჯელობები, როგორც დებულებათა, ასევე ცალკეულ ცნებათა მიმართ, სადაც სუბიექტს მიემართება პრედიკატი.

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: May 11 2009, 09:23 PM

ციტატა(mevar @ May 11 2009, 06:48 PM) *

1.თეზა: ყველა ადამიანი მოკვდავია
2. ანტითეზა:სოკრატე ადამიანია
3.სინთეზი: სოკრატე მოკვდავია

ჩემი ღრმა რწმენით ეს ჩვეულებრივი დედუქციური დასკვნაა, სადაც A და B არის წანამძღვრები, და C არის დასკვნა. ის, რომ A არ მოიცავს B-ს, არ ნიშნავს, რომ B ანტიA-ა.

დიალექტიკა არს განვითარების პროცესი, რომლის დროსაც ორი დაპირისპირებული ძალის ურთიერთქმედებას ავყავართ მომდევნო ან უფრო მაღალ საფეხურზე; ისტორიული ცვლილება, რომელიც საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობების შედეგად წარმოიშობა.
მაგალითად მოვიყვან ისევ მარქსს biggrin.gif ის ამბობდა, რომ კაპიტალიზმი (თეზისი) მოიცავს პროლეტარიატს (ანტითეზისს). კონფლიქტი თეზისსა და ანტითეზისს შორის მოგვცემდა განვითარების უფრო მაღალ საფეხურს, რომლადაც მარქსს ჯერ სოციალიზმი და მერე კომუნიზმი ესახებოდა.

პოსტის ავტორი: mevar თარიღი: May 11 2009, 11:41 PM

ციტატა(subterranean @ May 11 2009, 09:23 PM) *

ჩემი ღრმა რწმენით ეს ჩვეულებრივი დედუქციური დასკვნაა,

ჩემო ბატონო მე პასუხი გავეცი აი ამ პოსტს:

ციტატა(cinemamu @ May 11 2009, 05:35 PM)

ვისაც ესმის იმან მაინც დაწეროს რამე, თორე მაგის ახსნას დიდი დრო უნდა. მოკლედ კი ისაა რო ყველა თეზისს აქვს ანტითეზა, რომლებიც ერთიანობაში სინთეზს ქმნიან. მაგალითად: სიმართლე-ტყუილი, სიმპათია-ანტიპათია, სიკეთე-ბოროტება, ომი-მშვიდობა, ქაოსი-წესრიგი, შავი-თეთრი, მაღალი-დაბალი და ა. შ.

დიალექტიკაზე არ მისაუბრია მაგ მაგალითით.

smile.gif

პოსტის ავტორი: mevar თარიღი: May 11 2009, 11:54 PM

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: May 12 2009, 08:37 PM

ციტატა(mevar @ May 11 2009, 11:41 PM) *

ჩემო ბატონო მე პასუხი გავეცი აი ამ პოსტს:

ციტატა(cinemamu @ May 11 2009, 05:35 PM)

ვისაც ესმის იმან მაინც დაწეროს რამე, თორე მაგის ახსნას დიდი დრო უნდა. მოკლედ კი ისაა რო ყველა თეზისს აქვს ანტითეზა, რომლებიც ერთიანობაში სინთეზს ქმნიან. მაგალითად: სიმართლე-ტყუილი, სიმპათია-ანტიპათია, სიკეთე-ბოროტება, ომი-მშვიდობა, ქაოსი-წესრიგი, შავი-თეთრი, მაღალი-დაბალი და ა. შ.

დიალექტიკაზე არ მისაუბრია მაგ მაგალითით.

smile.gif

გასაგებია, მაგრამ:
1.თეზა: ყველა ადამიანი მოკვდავია
2. ანტითეზა:სოკრატე ადამიანია

ამათ შორის არ არის ისეთი მიმართება, როგორც:
სიმართლე-ტყუილი, სიმპათია-ანტიპათია, სიკეთე-ბოროტება, ომი-მშვიდობა, ქაოსი-წესრიგი, შავი-თეთრი, მაღალი-დაბალი და ა. შ.

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: May 13 2009, 12:47 AM

cinemamu

ციტატა
ჭეშმარიტი სიმართლე კი სინთეზშია, ანუ ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრის გაერთიანებაში.

ერთი აზრი – ღმერთი არსებობს.
მეორე აზრი – ღმერთი არ არსებობს.
თვლი რომ ჭეშმარიტი სიმართლე ამ ორი აზრის გაერთიანებაშია? პირველს რამე აკლია ჭეშმარიტებამდე?

პოსტის ავტორი: mevar თარიღი: May 13 2009, 10:00 PM

ციტატა(subterranean @ May 12 2009, 09:37 PM) *

გასაგებია, მაგრამ:
1.თეზა: ყველა ადამიანი მოკვდავია
2. ანტითეზა:სოკრატე ადამიანია

ამათ შორის არ არის ისეთი მიმართება, როგორც:
სიმართლე-ტყუილი, სიმპათია-ანტიპათია, სიკეთე-ბოროტება, ომი-მშვიდობა, ქაოსი-წესრიგი, შავი-თეთრი, მაღალი-დაბალი და ა. შ.

ჰოდა მეც სწორედ მაგას მოგახსენებდითsmile.gif
თქვენ საპირისპირი ცნებები მოიყვანეთ და მასთან კავშირში ახსენეთ სილოგიზმის ფორმულა. ხომ ასე იყო?
მე სწორედ ის შევნიშნე, რომ სილოგიზმი მსჯელობის ლოგიკური ხერხია და საერთო არა აქვს რა საპირისპირო ცნებების წყვილებთან მეთქი.smile.gif

ის სინთეზი, რომელსაც დაპირისპირებილთა გაერთიანების და ამის შედეგად ჭეშმარიტების მიღების გარანტიად მიიჩნევთ თავად რას ემყარება?
საიდან წარმოსდგება სინთეზი, რომელსაც ჩვენ სრული დარწმუნებულობით მივიჩნევთ ჭეშმარიტებად?არის კია ის ჭეშმარიტების გარანტი?

ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, სილოგიზმისა და საერთოდ ლოგიკის ბუნებაში უნდა ჩავღრმავდეთ.

პოსტის ავტორი: mevar თარიღი: May 13 2009, 10:11 PM

ციტატა(maZiebeli @ May 13 2009, 01:47 AM) *

cinemamu
ერთი აზრი – ღმერთი არსებობს.
მეორე აზრი – ღმერთი არ არსებობს.
თვლი რომ ჭეშმარიტი სიმართლე ამ ორი აზრის გაერთიანებაშია? პირველს რამე აკლია ჭეშმარიტებამდე?

თუ ჩვენ მივმართავთ მსჯელობას, რაშიც ლოგიკის წესებს ვიყენებთ (სინთეზურ მსჯელობებს), მაშინ, თეზას სახით თანაბარი უფლებით შეიძლება წარმოსდგეს ნებისმიერი აზრი.
ეს კი კმას ნიშნავს,რომ თავად თეზა გამოდის აპრიორული უფლებით.
კითხვა ალბათ ასეთნაირად უნდა დაისვას:
რამდენად სწორად წარიმართება მსჯელობა, თუკი ამ მსჯელობას საფუძვლად უდევს ისეთი თეზა, რომელიც თავად ექვემდებარება შემოწმებას?

რაც შეეხება დიალექტიკას- ძალიან საინტერესო თემაა და თავისი არსით დაგვაბრუნებს მისი ფუძემდებლის -არისტოტელეს ნააზრევთან. საუბარიც ალბათ ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს.smile.gif

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: May 19 2009, 07:02 AM

ციტატა
ერთი აზრი – ღმერთი არსებობს.მეორე აზრი – ღმერთი არ არსებობს.თვლი რომ ჭეშმარიტი სიმართლე ამ ორი აზრის გაერთიანებაშია? პირველს რამე აკლია ჭეშმარიტებამდე?

ღმერთი მოიცავს ყოფიერსაც და არაყოფიერსაც, არსებობასაც და არარსებობასაც. ვთვლი რომ ჭეშმარიტება ამ ორი აზრის გაერთიანებაშია. გონების წვდომის მაქსიმუმი ესაა. გონებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია იყოს "მართალი" თუ ამ ორ ცნებას გააერთიანებს. ყველაფერს გააჩნია ორი პოლუსი, ღმერთი კი ყველაფერს მოიცავს და აერთიანებს, თვით "ღმერთის" როგორც გონებრივი ცნების არსებობა-არარსებობასაც.

ციტატა
1.თეზა: ყველა ადამიანი მოკვდავია2. ანტითეზა:სოკრატე ადამიანია

ეს არაფერ კავშირში არაა დიალექტიკასთან, ლოგიკის სფეროა და ამაზე აქ არ ვისაუბროთ.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 2 2009, 10:49 AM

ფილოსოფიის მოყვარულებო! ამოვქაჩოთ ეს თემა, მგონი საინტერესო უნდა იყოს და ბევრი რაღაცის პირველსაწყისებთან გვაბრუნებს.

მოდი დავანებოთ თავი დიალექტიკის როგორც ფილოსოფიური ცნების განხილვას... მის არსზე ვისაუბროთ, ანუ იმაზე რომ არსებობს თეზა, არსებობს ანტითეზა და არსებობს მათი სინთეზი. ვიხეტიალოთ გონების ლაბირინთებში, იქნებ ვიპოვოთ გამოსავალი smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 3 2009, 10:52 AM

Жизненная энергия действует в противоречиях. Жизнь существует диалектично. Это не просто движение. Она не течет, как река: она диалектична. Каждым движением жизнь создает свою противоположность и через борьбу с противоположным движется вперед. С каждым движением тезис создает свой антитезис. И это продолжается непрерывно: тезис создает антитезис, смешивается с антитезисом, происходит синтез, который становится новым тезисом. И тогда опять появляется антитезис.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 3 2009, 01:09 PM

Если вы понимаете гегелевскую диалектику, все это будет вам ясно. Понятием диалектического движения не пользовался никто после Маркса, а он использовал его очень не по-гегелевски. Он применил его к материальной революции, к обществу, к классам - чтобы показать, как прогресс в обществе приходит благодаря классам, через классовую борьбу. Маркс говорил: "Гегель стоял на голове, а я поставил его опять на ноги".
На самом деле имеет место прямо противоположное. Гегель стоял на своих ногах, Маркс поставил его на голову. И из-за Маркса очень глубокая идея диалектики была запятнана коммунизмом. Но сама идея очень красива, очень значительна. В ней есть большая глубина. Гегель говорит: "Прогресс идеи, прогресс сознания диалектичен. Сознание прогрессирует диалектично".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)