თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ ბაბილონური რელიგია

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Jan 17 2010, 09:27 PM

ბაბილონელები ასურელებთან ერთად არიან შუამდინარეთში მოსული სემიტები, ისინი შუამდინარეთში მოვიდნენ მაშინ როდესაც აქ არსებობდა ძლიერი შუმერული სახელმწიფო. ბაბილონელები მოექცნენ შუმერების კულტურის გავლენის ქვეშ, მათ გადაიღეს შუმერების მიერ შექმნილი ლურსმული დამწერლობა და შეითვისეს მათი რელიგიური ტრადიციები. აქედან გამომდინარე ბაბილონში ღვთაებათა პანთეონი ძირითადად შუმერულია. ბაბილონის ახალი სამეფოს აღორძინება უკავშირდება ძვ.წთ მე-7 საუკუნეს, ბაბილონის ახალ სამეფოს ქალდეურ ბაბილონსაც უწოდებენ, ხოლო მოსახლეობას ქალდეველებს, რადგან მის შექმნაში დიდი როლი შეასრულეს მოსულმა სემიტურმა ტომებმა ქალდეველებმა.
თუ დაგაინტერესებთ ეს თემა გავაგრძელებ , და თქვენც შემომიერთდით

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Jan 17 2010, 10:37 PM

რას გავხსენი ეს თემა , ალბათ უინტერესო გამოვიდა ხო?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 24 2010, 01:59 PM

mari-mari15
გააგრძელე smile.gif kiss1.gif

ბაბილონელთა რელიგია არაფრით არ განსხვავდება ასურელების, ხეთების ეგვიპტელების რელიგიისაგან. ბევრი მითები და ღვთაებები წააგავს ერთმანეთს. აი, ჩემთვის უფრო საინტერესო ეხნატონის რელიგიური რეფორმა და შუმერულ-აქადური საოცრება - გილგამეში smile.gif

ბაბილონი ხელოვნებისა და ისტორიის, მეცნიერების კუთხით არის საინტერესო ჩემთვის smile.gif

დაNპალი ამერიკელი ჯარისკაცები, ერაყის დაბომბვისას ბევრი რამ გაანადგურესო, თურმე user.gif

მაგრამ რახან შენ გამოჰყავი ბაბილონური რელიგია ცალკე, ალბათ რამე საინტერესო იპოვე, ან საინტერესო აზრი ან ხედვა გაქვს, ხოდა გაგვიზიარე smile.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Feb 5 2010, 06:06 PM

როგორც ზემოთ ავღნიშნე ბაბილონელთა რელიგიური მსოფლმხედველობის ძირითადი წყარო შუმერული რელიგია იყო. ბაბილონში მთავარი ღვთაება მარდუქი იყო, რომლის უამრავი ტაძარი არსებობდა,ასევეარსებობდა ღვთაებათა ტრიადებად დაყოფაც, პირველი ტრიადა უზენაესი და კოსმოსის შემქმნელი ღვთაებათა ჯგუფებისგან შედგებოდა, მომდევმო ტრიადა კი ასტრალური ხასიათის გახლდათ, აქ ერთიანდებოდა მთვარის ღვთაება სინი, მზის ღვთაება შამაში და პლანეტა ვენერასთან გაიგივებული ღვთაება იშთარი. ბაბილონელთა პანთეონი დროდადრო ივსებოდა დაპყრობილი უცხო ტომების ღმერთებით, მცირე ღვთაებების რიცხვი 3000 აღწევდა.
ბაბილონელთა რელიგია ბოლომდე პოლითეისტური დარჩა. ღვთაება მარდუქმა სხვა ღმერთებთან ბრძოლის მოგების შემდეგ მოიარა ზეცა, გაანაწილა ადგილები, გაანათლა ვარსკვლავები, შექმნა წელიწადი დროების მიხედვით,ამის შემდეგ ის მიწიერი ცხოვრების მოწყობაზე ფიქრობს,იგი ენუმა ელიშის მიხედვით ადამიანს შექმნის , ადამიანის შექმნის არსი იმაში მდგომარეობდა რომ საკუთრივ ღმერთებს განესვენათ და მათ ემსახურათ მიწაზე.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)