თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ "ინდიგო" ბავშვები

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 10 2009, 06:14 PM

საინტერესო ფენომენია, ვისაუბროთ, ვის რა გსმენიათ ასეთ ბავშვებზე... სხვათა შორის ახალი სახელიც მოიგონეს უფრო ახალ თაობაზე და "კრისტალ" ბავშვებს ეძახიან biggrin.gif

აგერ ფილმი ინდიგოებზე:
http://www.youtube.com/watch?v=0ZeECO4BIXQ&feature=related

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 11 2009, 04:36 AM

მამოჩკა, პაკა ია იშიო ნე რადილას, ია ლეტალა ს ანგელოჩკამი biggrin.gif

თუ ძმა ხარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 11 2009, 07:23 AM

"იდიგო" (ანუ მელნისფერი) ბავშვების შესახებ1982 წელს მეცნიერებმა გამოიყენეს ტერმინი "ახალი ცნობიერების თაობა". ტერმინი ინდიგო მოდის ექსტრასენს ნენსი ენ ტეპსისგან - აქაოდა ამ ბავშვებს მელნისფერი აურა აქვთო (ჩვეულებრივ ადამიანებს ნარინჯისფერი ქონია თურმე). 1999 წელს გამოვიდა ლი კეროლის წიგნი ასეთ ბავშვებზე და ტერმინიც დამკვიდრდა.

ფიქრობენ, რომ ინდიგო ბავშვებს აქვთ ის ნიჭები რაც წინა თაობებს ნაკლებად (თანამედროვე ტექნოლოგიებს ადვილად უღებენ ალღოს)

იმასაც ამბობენ 10 წლამდე ბავშვების უმეტესობა "ინდიგოაო"

ესე იგი თუ ექსტრასენსებს დავუჯერებთ ჩვენი (ნარინჯისფერი) თაობა მიდის და ახალი (მელნისფერი) მოდის.

ძველ აღთმაში ექსტრასენსებს მგონი ებრაელები ისრაელიდან აძევებდენ?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 11 2009, 08:00 AM

ლოლ, გათავხედებული ბავშვების შოუ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 11 2009, 08:41 AM

შეფასება ერთია და ფაქტია რომ ამ ბავშვებს მართლა ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვთ და იმასაც ამბობენ რომ ჩვენც გვაქვს იგივე შესაძლებლობები, უბრალოდ გვეზარება განვითარება და არ გვინდა, მათ კი თანდაყოლილად აქვთ.

პ.ს. ყველა ინდიგო დარწმუნებულია რეინკარნაციაში და უმეტესობას ახსოვს წინა ცხოვრებები.

ნუ რა თქმა უნდა ღრმად პატივცემულიმართლმადიდებლებ
ეშმაკეულებად მონათლავენ ამ ბავშვებს, მაგრამ საბედნიეროდ წავიდა ინკვიზიციის დრო biggrin.gif

მე პირადად უაზრობად მიმაჩნია ბავშვების "ინდიგოებად" მონათვლა. არაფერი განსაკუთრებული არაა მათში, უბრალოდ გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ ვიდრე ჩვენ, კომუნისტურ და პოსტკომუნისტურ თაობას. ხალხის ჩვევაა უბრალოდ იარლიყების მიტყეპება... ახლა იმასაც ამბობენ რომ ვინც ამ წლებში დაიბადება კრისტალური ბავშვები არიანო biggrin.gif

ისე ნუ დაგაკომპლექსებენ ეგ ბაღნები, ის ურჩევნია მამულსაო... ხომ იცით biggrin.gif

KAIROS


ციტატა
მამოჩკა, პაკა ია იშიო ნე რადილას, ია ლეტალა ს ანგელოჩკამი თუ ძმა ხარ


ბავშვი რასაც ხედავს და გრძნობს იმას ამბობს და შენნაირი მშობლები რომ ყავდათ და უთრგუნავდნენ ფანტაზიას იმიტომაც გვყავდა დაკომპლექსებული და ზომბირებული თაობა არც თუ ისე შორეულ წარსულში smile.gif

იფრთხილე კაიროს, მოგიწევს მალე ფასეულობათა გადაფასება biggrin.gif

ციტატა
ფიქრობენ, რომ ინდიგო ბავშვებს აქვთ ის ნიჭები რაც წინა თაობებს ნაკლებად (თანამედროვე ტექნოლოგიებს ადვილად უღებენ ალღოს)


ეგ ერთი მხარეა მათი ნიჭის, მეორე მხარე კი ისაა რომ სკაიპი სულ არ დაჭირდებათ სხვა ადამიანთან სალაპარაკოთ და ტელეპატიის უნარიც საკმარისია მაგისთვის biggrin.gif

ფაქტებს დააკვირდით და არა ინტერპრეტაციებს...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 11 2009, 08:56 AM

ციტატა
რეინკარნაციაში და უმეტესობას ახსოვს წინა ცხოვრებები

მდას...
გაუვიდა ამ თემას მეცნიერების ყავლი და ასდის აპოლოგეტიკის სუნი biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 11 2009, 09:29 AM

KAIROS

ერთი კითხვა მაქვს, მართლა რომ გამოჩნდეს ნიბირუ ცაზე მერე მაინც გადააფასებ შენს შეხედულებებს? smile.gif

ერთია რომ არ იცი, მაგრამ მეორეა რომ დარწმუნებით უარყოფ რაღაცეებს...

ნუ მოვიცდი ცოტა ხნით, 1-2 წელში უფრო ნათელი გახდება ყველაფერი და მერე ნახე შენ როგორი აპოგელეტიკური გახდება ეს ფორუმი biggrin.gif

ინფორმაციას ნუ უდგებით ხალხო მჯერას ან არ მჯერას პრინციპით, ჯერ გააანალიზეთ შეადარეთ და მერე უარყავით თორე მოვლენების წინ რომ დადგებით ვერც კაიროსი გაგცემთ პასუხს და ვერც მე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 11 2009, 01:26 PM

Atman
იცი რა, მე არ გამოვრიცხავ ევოლუციას, მაგრამ ეს ყველა თავხედი პატარას ინდიგო ბავშვებად დარქმევის ფაქტი ნამეტანია უკვე biggrin.gif

ინდიგო არა წენგო კიდე smile.gif

მე მეცინება და ჰეთ laugh.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 11 2009, 01:30 PM

ქევანა

რას დაარქმევენ რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტია რომ სხვანაირები არიან და მეტი შესაძლებლობა აქვთ.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 11 2009, 01:40 PM

Atman
ჩვენი წინაპრებისთვის ჩვენც სხვანაირები ვიყავით : )

და მეორეც, ყველა ბავშვი არაა ეგეთი, და ეხლა გენიოსები ადრეც იყო და ეხლაც იქნება, ვითომ რატომ არა? : D

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 11 2009, 01:42 PM

ქევანა

ყველა ეგეთიათქო არ მითქვამს, და არც ის მითქვამს ადრე არ იყვნენ ეგეთებითქო... ახლა მეტნი არიან უბრალოდ და ნუ მეკამათები როცა ისედაც იცი პასუხი a075.gif

პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Nov 11 2009, 01:47 PM

ინდიგო მოხუცები არიან ნეტა?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 11 2009, 01:58 PM

Atman
კამათში მჟღავნდებაო ჭეშმარიტებაო biggrin.gif

კაი რა, თუ არ ვიკამათეთ აბა რა აზრი აქ? user.gif

აჰა შენ ჩემგან რეპლიკა:
ხალხნო, ნუ ხართ სერიოზულები © atman
biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 11 2009, 02:05 PM

ქევანა

სულ არასერიოზული რომ ვიყო აქ მიეჩვევიან ჩემს ეგეთ ობრაზს biggrin.gif

Funkenstein

ციტატა
ინდიგო მოხუცები არიან ნეტა?


მაგ ბავშვებს ინდიგოს ეძახიან ინდიგოსფერი აურის გამო, ჩვეულებრივ ადამიანს ნარინჯუსფერი აურა აქვს. წმინდანებს სხვა ფერის აურა აქვთ ალბათ... ნეტა ვხედავდეთ მაგ ფერებს, რა ლამაზი იქნებოდა სამყარო არა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 11 2009, 02:12 PM

Atman
ზოგი ხედავს smile.gif გამიგია ერთისგან, რომ მე ადამიანებს ფერებში აღვიქვამო და სულ მინდოდა გამეგო, ნეტა როგორ smile.gif მე ვერ აღვიქვამ ფერებში ადამიანებს..

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 11 2009, 02:16 PM

ქევანა

მაგ უნარის გამომუშავება შეიძლება, ვარჯიში უნდა. ადამიანს უნდა უყურო თეთრ ფონზე ცოტა ბეცად ანუ არამკვეთრად და დაინახავ აურას, ფერების შეგრძნება ცოტა გვიან მოდის smile.gif მე ვერ ვხედავ, არ მივარჯიშია biggrin.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Nov 11 2009, 02:20 PM

მე ვარ ეგეთი ბავშვი. გინდათ მიზიდულობის კანონი გამოვრთო? user.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Nov 11 2009, 03:06 PM

syd
აუ, ხოო რაა, გამორთეთ. დღეს მეგობართან მივდივარ, რომელიც 14-ე სართულზე ცხოვრობს და მეზარება ფეხით ასვლა biggrin.gif
ოფფ-ად რომ არ ჩაითვალოს ვიტყვი, რომ დღემდე არაფერი მსმენოდა ასეთ ბავშვებზე smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 11 2009, 03:26 PM

Atman

ციტატა
ნუ რა თქმა უნდა ღრმად პატივცემულიმართლმადიდებლებ
br />? ეშმაკეულებად მონათლავენ ამ ბავშვებს, მაგრამ საბედნიეროდ წავიდა ინკვიზიციის დრო


როგორც კი ექსტრასენსები, მედიუმები დ. ა. შ. იწყებენ ლაპარაკს , მაშინვე ბოროტი ძალების სუნი ჩნდება.

რას იზამ, ასეა და smile.gif

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 11 2009, 03:29 PM

ეს თემა რომ დავინახე,ზუსტად მაშნ მომივიდა აზრი სამედიცინო განყოფილების შესახებ.

ჩემმა შვილმა ორჯერ მოიტეხა ფეხი ერთსადაიმავე ადგილზე სკოლაში.
უკვე მეორედ აქვს გიპშ ჩასმული.
სად უნდა მივიყვანო რომ გამოვიკვლიო
ან შიში მაქვს,ეს ხომ არ იქნება მიზეზი?
ან შეიძლება დაწყებული ქონდეს ასეთი დაავადება ან თუ აუცილებლად თანდაყოლილი უნდა იყოს
მოკლედ ყველაფერი საინტერესოა

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 11 2009, 03:48 PM

dariala

ციტატა
ოფფ-ად რომ არ ჩაითვალოს ვიტყვი, რომ დღემდე არაფერი მსმენოდა ასეთ ბავშვებზე


პოტენციალი ყველა ბავშვს აქვს მაგისი, მითუმეტეს ახალდაბადებულს... მთავარია 5-6 წლამდე არაფერში არ შეზღუდოთ ბავშვები და ბოლომდე მისცეთ გასაქანი მის ფანტაზიას... ასე ვთქვათ "თავს არ მოახვიოთ" თქვენი აზრები. ჭამითაც კი იმდენი უნდა ჭამოს რამდენიც თვითონ უნდა არც მეტი არც ნაკლები. ბავშვის ქვეცნობიერმა თავად უკეთ იცის რა ჭირდება და როდის...

როგორც იტყვიან 5 წლამდე ბავშვი მეფეა (ან დედოფალი) 14 წლამდე ჯარისკაცი, მერე კი მეგობარი smile.gif


ბადრი

ციტატა
როგორც კი ექსტრასენსები, მედიუმები დ. ა. შ. იწყებენ ლაპარაკს , მაშინვე ბოროტი ძალების სუნი ჩნდება.რას იზამ, ასეა და


ექსტრასენსორიკის, მედიუმიზმის და მსგავსი შესაძლებლობები წმინდანებსაც აქვთ, ასე რომ ცოტა სიბნელედ მიმაჩნია ამ თვისებების "ეშმაკზე" გადაბრალება. ცოდნა და შესაძლებლობა იარაღია, გააჩნია რისთვის გამოიყენებ.

b-a-r-b-a-r-e


ციტატა
ან შიში მაქვს,ეს ხომ არ იქნება მიზეზი?


რა ხომ არ იქნება მიზეზი? ვერ მივხვდი რას უკავშირებ...

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 11 2009, 04:25 PM

Atman


ციტატა
ექსტრასენსორიკის, მედიუმიზმის და მსგავსი შესაძლებლობები წმინდანებსაც აქვთ, ასე რომ ცოტა სიბნელედ მიმაჩნია ამ თვისებების "ეშმაკზე" გადაბრალება. ცოდნა და შესაძლებლობა იარაღია, გააჩნია რისთვის გამოიყენებ.


შეიძლება გააჩნდეთ, მაგრამ არ იძახიან ექსტრასენსები, მედიუმები დ.ა. შ. ვართო. დ.ა.შ ძველ აღთქმაში ებრაელებს მაგდაგვარი ხალხის ქვეყნიდან გაძევება ქონდა ნაბრძანები...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 11 2009, 04:41 PM

ბადრი

ციტატა
ძველ აღთქმაში ებრაელებს მაგდაგვარი ხალხის ქვეყნიდან გაძევება ქონდა ნაბრძანები...


ებრაელებმა იესოც ჯვარს აცვეს, მაგათი ყველა სულელური წარმოდგენა კი არ უნდა გაიზიაროთ...

მედიუმი და ექსტრასენსი პირობითი ცნებებია. ადამიანის ქვეცნობიერს უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს და ჩვენ გონების მხოლოდ 7-8 %-ს ვიყენებთ. დანარჩენის ათვისებაც შეიძლება და ეს სულაც არაა სასწაული. და საერთოდ სასწაული არ არსებობს, უბრალოდ არის ახსნადიო და ჯერ აუხსნელი ან ძნელად ასახსნელი მოვლენები.

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Nov 11 2009, 04:59 PM

Atman
[quote]ებრაელებმა იესოც ჯვარს აცვეს, მაგათი ყველა სულელური წარმოდგენა კი არ უნდა გაიზიაროთ...[/quote]

ებრაელების საკუთარ წარმოდგენაზე არ გვიწერს ატმან, იგულისხმება, რომ უფლისგან ჰქონდათ ნაბრძანები ებრაელებს.


quote]მაგ უნარის გამომუშავება შეიძლება, ვარჯიში უნდა. ადამიანს უნდა უყურო თეთრ ფონზე ცოტა ბეცად ანუ არამკვეთრად და დაინახავ აურას, ფერების შეგრძნება ცოტა გვიან მოდის მე ვერ ვხედავ, არ მივარჯიშია[/quote]

ისე, თუ ვინმე მოსინჯავთ და სხეულის ირგვლივ "აურას" დაინახავთ, იცოდეთ, რომ ეს აურა არაა. თუ დაინტერესებული ხალხის შეხვედრას თავი მოებმება, ამ ვიზუალური ეფექტის მექანიზმსაც დაწვრილებით მოგახსენებთ smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 11 2009, 05:26 PM

maZiebeli

ციტატა
ებრაელების საკუთარ წარმოდგენაზე არ გვიწერს ატმან, იგულისხმება, რომ უფლისგან ჰქონდათ ნაბრძანები ებრაელებს.


განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანებს სხვადასხვა ბრძანებები ეძლეოდათ უფლისგან. მოსეს რჯული შეიცვალა იესოს რჯულით... მარადიული და უცვლელი მხოლოდ ცვლილებებია...

ციტატა
ისე, თუ ვინმე მოსინჯავთ და სხეულის ირგვლივ "აურას" დაინახავთ, იცოდეთ, რომ ეს აურა არაა. თუ დაინტერესებული ხალხის შეხვედრას თავი მოებმება, ამ ვიზუალური ეფექტის მექანიზმსაც დაწვრილებით მოგახსენებთ


ეგ შეიძლება თვალისმიერი ილუზიაც იყოს მაგრამ ფერებსაც ხედავენ ადამიანები და მაგას ნამდვილად ვერ ახსნი a075.gif უბრალოდ ვარჯიშისთვის საჭიროა გონებამ ირწმუნოს რომ რაღაცის დანახვა შეიძლება. ცოდნა მხოლოდ რწმენის შემდეგ მოდის.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 11 2009, 08:17 PM

ციტატა
განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანებს სხვადასხვა ბრძანებები ეძლეოდათ უფლისგან. მოსეს რჯული შეიცვალა იესოს რჯულით... მარადიული და უცვლელი მხოლოდ ცვლილებებია...


აბა პირამიდებიაო მარადიული smile.gif

უცვალებელი არის მხოლოდ უფალი.

უფალს კი თუ ბიბლიას დავუჯერებთ, შენ რომ "მაგარ ტიპებად" ( smile.gif )მიგაჩნია (ექსტრასენსები, მედიუმები და ძმანი მისნი) ეგ ხალხი მანდამაინც არ უნდა მოსწონდეს, და მათთან ურთიერთობაობას კრძალავს

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 12 2009, 04:36 AM

ბადრი

ციტატა
აბა პირამიდებიაო მარადიული


არც პირამიდებია მარადიული a075.gif

ბადრი

ციტატა
უცვალებელი არის მხოლოდ უფალი.


და მარადიული ცვალებადობა სწორედ უფლის ერთ-ერთი ასპექტია.

ციტატა
უფალს კი თუ ბიბლიას დავუჯერებთ, შენ რომ "მაგარ ტიპებად" ( )მიგაჩნია (ექსტრასენსები, მედიუმები და ძმანი მისნი) ეგ ხალხი მანდამაინც არ უნდა მოსწონდეს, და მათთან ურთიერთობაობას კრძალავს


უფალს კი არა შენ არ მოგწონს ეგ ხალხი, პირველ რიგში იმიტომ რომ თავად არ გაქვს იგივე შესაძლებლობები და ვერ ხვდები სხვას რატომ აქვს და შენ არა, მეორე იმიტომ რომ სულ ტყუილად თვლი მათგან განსხვავებულად თავს, იმიტომ რომ სიღრმეში ერთნი ვართ, ხოლო უფალს არ მოსწონსო რომ იძახი ეგ უკვე რასიზმია და მითუმეტეს არაქრისტიანულია. არ გეწყინოს მაგრამ ძალიან ბავშვურ და გაუცნობიერებელ დასკვნებს აკეთებ. ბიბლიაში რასაც წაიკითხავ ცალმხრივად კი არ უნდა გაიგო ყველაფერი. ასევე ცდება ის, ვისაც ეგეთი შესაძლებლობები ექნება და სხვაზე მაღლა დააყენებს თავს.

ღარიბს მდიდარი თავისზე ცოდვილი ჰგონია, თავად რადგან არ აქვს ბევრი ფული ესე იგი ღმერთს ის უყვარს და სამოთხეს უმზადებს, მდიდარი კი ვერ შევა ცათა სასუფეველში... დაახლოებით იგივე ლოგიკაა რასაც შენ ამბობ.

სიღარიბე ან სიმდიდრე არაფერ შუაშია, მთავარია მიჯაჭვული აერ იყო ამ მდგომარეობებზე.

პოსტის ავტორი: STALKER2012 თარიღი: Dec 7 2009, 11:01 PM

ციტატა
მე პირადად უაზრობად მიმაჩნია ბავშვების "ინდიგოებად" მონათვლა. არაფერი განსაკუთრებული არაა მათში, უბრალოდ გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ ვიდრე ჩვენ, კომუნისტურ და პოსტკომუნისტურ თაობას. ხალხის ჩვევაა უბრალოდ იარლიყების მიტყეპება...


მიაქციე იმას ყურადღება რომ აქ არაფერ შუაში არ არი კომუნისტური ეპოქა რადგან ეს მხოლოდ საბჭოთა ქვეყნებზე არ ვრცელდება.. ეს ხდება ყველგან დედამიწის ყველა კუთხეში სადაც ბავშვი იბადება და ეს არის თაობა რომელიც უფრო ადვილად ითვისებს და სწავლობს აქვს უამრავი თანდაყოლილი ნიჭი და ასევე აქვს უამრავი თვისება რომელიც არ აქვს ყველა რიგითს, და რაც უფრო დრო გადის მიტ უფრო მრავლდება მათი რიცხვი ეს ჩვეულებრივი ევოლუციის ეტაპია..

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 7 2009, 11:49 PM

Atman

ციტატა
უფალს კი არა შენ არ მოგწონს ეგ ხალხი, პირველ რიგში იმიტომ რომ თავად არ გაქვს იგივე შესაძლებლობები და ვერ ხვდები სხვას რატომ აქვს და შენ არა, მეორე იმიტომ რომ სულ ტყუილად თვლი მათგან განსხვავებულად თავს, იმიტომ რომ სიღრმეში ერთნი ვართ, ხოლო უფალს არ მოსწონსო რომ იძახი ეგ უკვე რასიზმია და მითუმეტეს არაქრისტიანულია. არ გეწყინოს მაგრამ ძალიან ბავშვურ და გაუცნობიერებელ დასკვნებს აკეთებ. ბიბლიაში რასაც წაიკითხავ ცალმხრივად კი არ უნდა გაიგო ყველაფერი. ასევე ცდება ის, ვისაც ეგეთი შესაძლებლობები ექნება და სხვაზე მაღლა დააყენებს თავს.


ეს რეები დაგიწერია აქ smile.gif სადმე ქუჩაში არ შემხვდე იცოდე smile.gif

სად ამოიკითხე მაგ ბიბლიის განმარტებები განგვანათლე ერთი.

რომელ საიდუმლო ორდენს ეკუთვნი ? smile.gif

მგონი ცეცხლს ეთამაშები და ძმურად გირჩევ: არ დაიწვა, ფრთხილად!





პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Dec 8 2009, 09:26 AM

ბადრი

ციტატა
რომელ საიდუმლო ორდენს ეკუთვნი ?


ახალ ორდენს ვქმნი, სახელი ჯერ არ მომიფიქრებია smile.gif

ციტატა
ეს რეები დაგიწერია აქ სადმე ქუჩაში არ შემხვდე იცოდე


მემუქრები? piqri.gif

პოსტის ავტორი: natiamaxaradze თარიღი: Jan 29 2010, 08:18 PM

აუ რუსებს ხომ მეტი საქმე არ აქვთ ყველაფერი სისულელე უნდა ამოქექონ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)