დარწმუნებული ვარ ეს თემა უკვე იქნებოდა განხილვის საგანი, მაგრამ მაინც მინდა კიდევ ერთხელ განვიხილოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში მინდა ვისაუბროთ საკუთარი გამოცდილებებიდან...
ვისაც ერტხელ მაინც გიცდიათ აგეწიათ ეს ჯვარი თუნდაც ერთი საათით, გამოთქვით თქვენი აზრი... რა მოაქვს მდუმარებას ? არის თუ არა ძნელი უბრალოდ ხმა არ ამოიღო ? შეიძლება თუ არა ამას ვუწიდოთ ღვაწლი ? რამდენად შესაძლებელია ერში მცხოვრებმა მადლის მოხვეჭის ამ მეთოდს მიმართონ ?
ძალიან გთხოვთ ვისაც არასოდეს გამოგიცდიათ ნუ დაპოსტავთ, ერთხელ მაინც გამოცადეთ, ერთი საათით მაინც გაჩერდით მდუმარედ იქ სადაც სხვა შემტხვევაში ბევრს ისაუბრებდით და შემდეგ დაპოსტეთ...
ასევე ამ საიტის ღვთისმეტყველებს ძალიან გთხოვ რომ ნუ დადებთ წმინდა მამათა სქელტანიან ნაშრომებს, მარტივად და თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი საზრები თუ რა თქმა უნდა ამით ბევრს არ დავაშავებთ
neo
წყლის კრისტალებს არ შევეხოთ ამ თემაში.
მდუმარებას რაც შეეხება, ძალიან ძნელია. დიდ შინაგან ნებისყოფას მოითხოვს, რაიმეს არ თქმა და მერე იმის გადახარშვა, რომ სათქმელი იყო, არ თქვი, ხოლო იმათ ვისთვისაც უნდა გეთქვა, რამდენად სწორად გაიგეს შენი უთქმელობა.
ძირითადად, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან მიყვარს ხოლმე მდუმარება. განსაკუთრებით თუ კამათის საფრთხის წინაშე ვდგევარ. მირჩევნია სულ არ ვთქვა, საშინლად მეშინია, ისეთი რამ არ ვთქვა და ვაწყენინო, რომ გულში დარჩეს. მე თვითონაც არ ვიცი, წყენის დიდხანს შენახვა, ძალიან მალე მავიწყდება, ტკბილად თუ მომმართეს.
ასევე, ყოფილა, რომ დუმხარ, როცა შენი ცოდნის ზედმეტი დემონსტრირებით, არ გინდა ყურადღების მიქცევა და ღიმილით აკვირდები, სხვა როგორ აკეთებს ამას.
საერთოდ კი, მდუმარების თვისება, კარგი რამაა, ყოველთვის მდუმარეს უკეთეს მდგომარეობაში აყენებს. თუნდაც სისულელის თქმისაგან თავს იზღვევ ადამიანი. მეტად შესაშური რამ იქნებოდა, ფორუმზე მპოსტავი იუზერებისთვის.
Слово-серебро, молчание-золото
neo
ნათია
მეც იძულებულ მდუმარებაში ვარ მუდმივად
სახლში ხმის გამცემი არ მყავს და სამსახურში ვმუშაობ, ბევრი-ბევრი შუალედში ვისაუბროთ ცოტა
მარა, მგონი ეგ არ უგულისხმია ნეოს.
ნათია
mekaje
არ იდარდო
გარდა იმისა, რომ ეგ მსჯელობა, მხოლოდ რაღაც პოპულისტური ნააზრებია და ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველს მოკლებული. ჩვენ ფორუმზე გვქონდა ადრე მაგ საკითხზე თემა, არც ისე ლამაზად განვითარდა, საკმაოდ დიდი კამათი გამოიწვია და ბოლოს დაიხურა. ამიტომ, აღვნიშნეთ ასე.
k@the
არ ვიცოდი ასეთი თემა თუ იყო ადრე.
ამ მოსაზრების შესახებ წავიკითხე მართლმადიდებლურ წიგნში: "ლაზარეს აღდგინება", არ მახსოვს რომელ ტომში იყო, სხვას ვათხოვე ის წიგნი და ჯერ არ დაუბრუნებია.
ისე, რატომ გამოიწვია დიდი კამათი ამ თემამ?
მე ვფიქრობ, რომ მდუმარება მაშინ შეიძლება იყოს ღვაწლი, როდესაც გული სუფთაა ანუ არ გაქვს წყენა და გაბრაზება, ანუ იმიტომ არ სდუმხარ, რომ ეს დამალო.
ხშირად ასეთი საერო დადუმება გამაღიზიანებელია, იმიტომ რომ გაურკვევლობაში აგდებ შენს ირგვლივ მყოფთ და აფიქრებინებ ათას რამეს. ამ შემთხვევაში ჯობია ითქვას რა არის პრობლემა და ის დაგაიჭრას, ვიდრე იყო ჩუმად და ნერვები უშალო გარეშეთ მყოფს. ამას ჩვენთან "ცხვირის გაშვერას" უძახიან ანუ არ ელაპარაკები იმიტომ, რომ გაბრაზებული ხარ
მე ხშირად მიწევს მდუმარება მაგალითად როცა სერბეთში ვარ ოღონდ არა რაიმეს დასამალად და ჯინაზე , არამედ იმისთვის რომ ხშირად ვხვდები ისეთ საზოგადოებაში, სადაც ჯობია წყნარად ვიყო, ჩუმად და ოდნავი ღიმილით ვუსმინო მათ თუ მკითხავენ გავცემ ლაკონურ და ამომწურავ პასუხს. ამის გამო ხშირად თავი ვიტრინის თოჯინა მგონებია და საჩვენებელი რაღაც მანეკენი. ანუ, როცა იძულებული ვარ ვიყო იქ, სადაც არ მაქვს სურვილი და ერთი სული მაქვს როდის ავღმოვჩნდები ჩემს გარემოში ისევ
მდუმარების ფენომენი კათოლიკებშიც არის ისე, ანუ იმ მდუმარების რასაც თემა გულისხმობს.
k@the
მე არ ვარ სახლში მარტოდ, დიდი ბიჭები ჩემთან არიან, მაგრამ ხანდახან ისე გავა დღე, რომ უსიტყვოდ ვატარებ
სამსახურში უფრო ვლაპარაკობ, კაი სასტავი მყავს, ვაკეთებთ ხოლმე საბაასო პაუზებს, ან ერთად ვწყვიტავთ ამოცანას და ასე.
მე ესეთ რამეს წავაწყდი:
არ ვიცოდი და თურმე სიტყვებს ძალიან ხშირად ვიყენებ იმისათვის რომ სხვებს რაღაცეები ვაკეთებინო ჩემს მაგივრად აი მაგალითად:
ერთი საათს დახედე და მითხარი;
წყალი მომიტანე რა;
ჩართე კომპიუტერი სანამ მოვალ;
კიდევ მივხვდი რომ ძალიან ბევრ ისეთ რამეს ვაბობ რასაც ცვლილებები არ მოსდევს და რომ არ მეთქვა არაფერი შეიცვლებოდა...
რაც შეეხება სიტყვის ძალას, (არ ვგულისხმობ ბგერით გამოხატულებას, და შესაბამისად არ ვირებ კაიროსის არგუმენტს), რას გვეუბნება სახარება რა შეუძლია სიტყვას თუ ის რწმენით გამოითქმება ?
neo
neo
მმმმმმმმმმმმმმ
ასე ცოტა ადამიანია ამხელა ფორუმზე ვისაც მდუმარება გამოუცდია თავის თავზე ?
დაპოსტეთ რა
ან გამოცადეთ და მერე დაპოსტეთ
neo
შენ სერიოზული აღმოსავლურსაკრამენტული გავლენა გაქვს
ვცადე ერთ-ორჯერ..ვაღიარებ და ძალიან მიჭირს...
ბუნებით ემოციური ვარ და ემოციებს გზა თუ არ მივეცი ვგიჟდები ხოლმე გამოხატვის უპირველესი წრარო კიდე ცემთვის მეტყველებაა..
ზოგჯერ ისე მინდა ჩუმად ,წყნარად ვიყო..
დაფიქსირებული მაქვს, როცა თავს ვიკავებ ზედმეტი კომენტარისგან, სახეზე მეღიმება,აი ასე--> სათქმელს რომ ვერ ვამბობ სახის მიმიკა თავისთავად მეცვლება და მრავლისმეტყველად ვიღიმები
პირადი.. პირადი გამოცთილება.. ცოტა სუბიექტურად მაქვს "მოგვარებული" ეგ საკითხი რამდენად სწორია არვიცი.. მგონია ერში ცოტა შეუძლებელია.. თუმცა გააჩნია პროფესიას..
ანუ ჩვენს დადუმებას სიყვარულის კანონი არ უნდა ემსხვერპლოს.. ყოველდღიურობაში არიან ახლობლები რომლებივ ბოლიომდე თუ არ მოიკითხე, არ დაინტერესდი ასავალ-დასავალით გულნატკენები დარჩებიან, ზოგს გამხნევება სჭირდება, ზოგის ნუგეშისცემისთვის შეიძლება მთელი დღე დაგჭირდეს ქაქანი, ამ დროს დადუმდე ცოტა ისეთია.. როცა სამსახურში ტელეფონი არ ჩერდება და პირადადაც პასუხების გაცემა გიწევს დადუმდები დაა.. : PP, ჩამოგართმევენ ხელს და გადაგკოცნიან პრახადნოიში : PP
საკუთარ თავზე.. საკუთარ თავზე რომ არ ყვები ახლობლებში უხერხულობა ჩნდება თითქოს არ ენდობი.. ამიტომ "გიწევს" ამ დროს მთავარია შინაარსი და ტონი პატივმოყვარეობით არ იყოს გაბერილი წიპა :მესულსხვავარ: და ოლ აიზ ონ მეე.. გვერდიდანაც სკრომნოსტ ლამაზია..
ნუ არვიცი მგონია მდუმარება არ გამოდის, არადა აღსარების დროს კი დამხატავდა დადუმება, თორე მოძღვარი მოსასულიერებელი მიხდება ხოლმე.. : PP
ასე თუ ისე ვფიქრობ კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს ჩვენ ვერცხლმეტყველებაში განკითხვა, სხვისი შეურაცხმყოფელი სიტყვები, ან ის რაც ვინმეს გულს ატკენს.. რისხვის გამომხატავი.. გააჩნია..
სიტყვას სიმძიმე უნდა დავატანოთ.. ერთ პიროვნებას რომელსაც უზომოდ პატივს ვცემ, ყოფილ შეფს, ქონდა ეს თვისება სერიოზულ საუბარში პატარა პაუზებს იყენებდა მოსაფიქრებლად, იმიტომ კი არა რომ სიტყვისთვის ჯიბეში ძვრებოდა, უჭკვიანესი იყო, ან ენის მოქნევას რა დიდი ამბავი უნდა, უბრალოდ ესმოდა სიტყვის ფასი, მის სიტყვას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა ჩემთვის რადგან ვიცოდი რომ ის ენის ნაყოფი კი არ იყო მხოლოდ, არამედ გულის და ტვინის..
ხოოდა ისევ ჯობს ერთი წუთი გამოვიყენო ფიქრისთვის, ვიდრე ვინმემ მთელი თვე მაგინოს ან გული ეტკინოს..
წმიდა მამებში მდუმარება მარტო გარკვეული დროით სიტყვების წარმოთქმისაგან თავის შეკავებას კი არ ნიშნავდა, არამედ ამ დროს ისინი ღმერთთან საუბრით და ჭვრეტით იყვნენ დაკავებულნი.
კიდევ რომელიღაც წმინდა მამას აქვს ნათქვამი მე ვიცი ადამიანები რომლებიც მთელი დღე ლაპარაკობენ და გულით მდუმარებას ინარჩუნებენო და პირიქითაც.. მთავარია არ აითქვიფო.. არ გაიბნე.. გულში უფალი არ დაკარგო და შენი თავი ..
ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ. 35. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი. 36. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. 37. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.
მოკლედ მე გადავწყვიდე მნატეს მივბაძო და წელიწადში ერთი კვირა მაინც შევძლო მდუმარებაში გატარება...
მანამდე კი კიდევ ასეთი კითხვა მაქვს, ხიმ არ იქნება კარგი დღის განმავლობაში ერთ საათი შეარჩიო და ეს საათი მდუმარებაში გაატარო... დავუშვათ როდესაც სარამოს სახლში დაღლილი მიდიხარ, ან დილით სანამ სახლიდან გამოხვალ... ამ დროს როგორც წესი ყველაზე მეტად ვსაუბრობ უაზროდ...
თან მდუმარებაში არ ვგულისხმობ ხმის გაწყვეტას, არამედ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში საუბარს, ისიც სხვისი და არა საკუტარი საჭიროებიდან გამომდინარე...
რას ფიქრობთ ღირს ამის გაკეტება ? იქნება სასარგებლო ?
მე მგონი მდუმარება დიდი შრომის შედეგად შეიძლება მარტო გამოგივიდეს.
მე ჩუმად რომ ვარ, ისედაც არ ვლაპარაკობ ბევრს, ვფიქრობ გასაკეთებელზე, გაკეთებულზე, წარსულზე.
ხასიათის მიხედვით და მაწუხებს უამრავი ამქვეყნიური რარაც..;
ადამიანი რომელიც(მე) ლოცვას ვერ ვახერხებ ამ საზრუნავზე ღელვის გარეშე, ვერ შევძლებ მდუმარებას ისე, როგორც ეგების.
უბრალოდ არ გამომდის თორემ, აჰა, ვარ ჩუმად მთელი დღე...
ჰო, ჩუმად ყოფნა ჯერ კიდევ არ უნდა ნიშნავდეს მდუმარებას, მე ასე მგონია
მე მგონია რომ ჭეშმარიტებას ამ თემაში მხოლოდ კაიროსი შეეხო, მაგრამ მის მიერ მოტანილი ციტატებიც და მდუმარების არსიც სხვებისთვის გაუგებარი დარჩა.
საქმე ის გახლავთ რომ მდუმარება როგორც ესეთი ღვაწლი ან სასიკეთო სულისთვის სულაც არ გახლავთ.
ძაღლი რომელიც არ იყეფება იკბინებაო, ნათქვამია.
მამების შემთხვევაში შინაგან მდუმარებაზეა ლაპარაკი, რომლის დროსაც სიტყვების წარმოთქმაც კი შეიძლება ისე რომ მდუმარება არ დაარღვიო.
გასაგებია რამე?
საკითხი კომპლექსურია.
მარად მდუმარე ბოღმა ყბაყურაშვილი არ გინახავთ?
მერე მადლია?
neo
მდუმარებას ალბათ მაშინ მოაქვს სარგებელი, როცა მისთვის ემზადები,თორე ის რომ საჭიროება მოითხოვს(სამსახურში კომპტან ზიხარ და მუშაობ ან ინტერნეტში დაძრომიალობ) და მაგიტომ ხარ ჩუმად მეეჭვება რაიმის მომტანი იყოს
მე პირადათ მდუმარება მესმის ან სრულ სიმარტოვეში და სიწყნარეში ან ხალხმრავალ ადგილში შენთვის დუმდე და დუმილის მიერ გამოწვეულ ფიქრებში იყო ჩაფლული
პ.ს
როგორც ასეთი მე პირადათ დუმილისთვის არ მომზადებულვარ თუმცა ვყოფილვარ ჩუმად და მაგ დროს მომდიოდა ისეთი აზრები როგორიცაა, აი ამდროს ის უნდა მექნა რაღაც ისე ვერ ვქენი ან ვთქვი,ამქვეყნიური საზრუნავები და თუ ყველაფერი კარგად მთავრდებოდა გადავდიოდი ისეთ ფიქრებზე რაც შინაგანათ მაწუხებს რის ძიებაშიც ვარ,ჩნდება ახალი კითხვები და ა.შ ბევრ რამეზე ჩამაფიქრებელი აზრები
ამ დღეებში უნდა გავჩუმდე, ვცდი
ლეონტი
თამარი_ცქნაფო
.:Lela:.
ლეონტი
ლეონტი
kato_Bato
staywhite
რო არ პოსტავ ეგეც ხო მდუმარებაა? თავისებურად ალბათ კიი
...............................
წმინდანებზე შეგიძლია ილაპარაკო...
ძალიან საინეტერესო თემებზე იხსნებოდა ტოპიკები.... ნეტავ გაგრძელდეს საუბრები
„უადგილო სიტყვისგებათაგან განდგომა“
„ხმადაბლობა“
„ბაგეთმდუმარება“
„ვინც დაფარვასაც ვერ დაითმენს მდუმარებაში“
„მცირედ ვესიტყვო“
"დუმილი - ღვთის ფალანტია"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"დუმილი გახლდათ მშვენიერი მუსიკა დღისა. ისინი საუბრობდნენ დიდი საჭიროების შემთხვევაში"
"რაც უფრო განშორდებოდა ამსოფლიურ ამაოებას და ამსოფლიურ საუბრებს, მით უფრო მიუახლოვდებოდა ღმერთს"
"რომელია სულისათვის უმჯობესი - დუმილი თუ ბრძნადმეტყველება?
უმჯობესია შენთვის, იყო გულისხმისმყოფელი, გამოცდილი და მცირედის მეტყველი, ვიდრე გამოდიოდეს შენგან სწავლა, როგორც წყარო, შენი მახვილი გონების გამო".
/წმ. ისააკ ასური/
"მდუმარება ჩვენს უხილავ ბრძოლაში უდიდესი ძალაა და გამარჯვების დიდი იმედია, მდუმარება ძლიერ უყვარს მხოლოდ ღვთის იმედად მყოფს. ის წმინდა ლოცვის დამცველი და სათნოებების მოპოვების გზაზე საოცარი შემწეა, მდუმარება სულიერი სიბრძნის ნიშანია.
წმინდა ისააკი ამბობს, "ენის დაცვა არა მარტო აიძულებს გონებას ღმერთთან აიჭრას, იდუმალად ხორცსაც უდიდეს ძალას ანიჭებს ხილული საქმეების აღსასრულებლად, ის ადამიანი ფარული ღვაწლის დროსაც ანათებს, თუ ადამიანი გამოცდილია და იცის მდუმარების დაცვა" - სხვაგან კი ასე ასხამს ხოტბას მდუმარეს: "როდესაც ერთ მხარეს შენი განვლილი ცხოვრების ღვაწლს დადებ, ხოლო მეორეზე მდუმარებას, მიხვდები, რომ ეს უკანასკნელი გადაწონის".
ბევრი კეთილი რჩევა-დარიგება არსებობს ჩვენთვის, მაგრამ ვინც მდუმარებას შეიტკბობს, მისთვის ზედმეტია დანარჩენის დაცვა".
"ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს".
/წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი/
"რაც უფრო ცოტას ილაპარაკებს ადამიანი, მით უფრო ნაკლებ ცოდვას ჩაიდენს".
"მდუმარებაზე საუბრისას, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ქრისტიანულ იდეალს, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ, თორემ ასეთი ღვაწლის აღება დღევანდელ ვითარებაში ბევრს გაუჭირდება. და მაინც, უნდა ვეცადოთ, ნელ-ნელა დავეუფლოთ მდუმარების ხელოვნებას".
"მარხვებში (განსაკუთრებით - დიდ მარხვაში) მორწმუნეები იმასაც კი ითვლიდნენ, რამდენი სიტყვა თქვეს ან რამდენი უნდა ეთქვათ დღის განმავლობაში".
"მდუმარების იდეალი იმასაც გულისხმობს, რომ ჩვენი აზრები და შეხედულებები რაც შეიძლება ლაკონიურად, დაწურულად გამოვთქვათ. ეს ადვილი არ არის, მაგრამ უნდა ვისწრაფოდეთ ამისკენ. პითაგორა მოწაფეებისგან მოითხოვდა, სანამ მასთან სწავლას დაიწყებდნენ, სამი წელი მდუმარებაში გაეტარებინათ. ამბობდა, ბრძენმა ჯერ მდუმარება უნდა ისწავლოს და შემდეგ საუბარიო".
"რამდენჯერაც დავილაპარაკე, ვინანე, თუკი დავდუმებულვარ, არასოდეს მინანია".
/აბბა არსენი/
"თუ სულის ცხონება გსურს, ყოველთვის მდუმარე იყავი".
"ის მუდამ მდუმარე იყო, რადგან შინაგან მღვიძარებას იმარხავდა".
"იგი უსაზღვრო მდუმარებას იმარხავდა"
"ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროსა და ღვთისათვის სათნოს".
/ღირსი ანტონი დიდი/
"ძეო ჩემო! უდიდესი მონაპოვარია ისწავლო მდუმარება. მდუმარება - უფლისადმი მიბაძვაა, რომელმაც "არრა მიუგო, ვიდრემდის უკვირდაცა პილატეს" (მარკოზ. 15,5)".
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/
"უჩვეულოდ მდუმარე"
"წმინდა მამების სიტყვებით რომ ვთქვათ, შინაგანი მემყუდროებისა და გულისმიერი სიმშვიდის გარეშე არ შეიძლება ღვთისმეტყველება არსებობდეს".
"მართლმადიდებლობა ისიქასტების ღვთისმეტყველებაა, ის ძირითადად გონის დუმილზეა დაფუძნებული".
"თვითჩაღრმავების უნარი"
"წმინდა ანას სკიტში მამა საბაზე ადრე ცხოვრობდა ცნობილი მოძღვარი და ისიქასტი გრიგოლი. ის მდუმარე იყო, განუწყვეტლივ ლოცულობდა და მხოლოდ აუცილებლობისას იღებდა ხმას. როცა საუბარს იწყებდა, გაგაოცდებდათ მისი სიტყვის ნიჭი და საღვთო ძალმოსილება. მამა გრიგოლი შემწე და დასაყრდენი იყო კინოვიის მონაზვნებისთვის, ერისკაცებისთვის, მეუდაბნოებისა და მომლოცველებისთვის".
"ყველაზე მეტი რაც შეიძლება, რომ ვთქვათ არის ის, რომ არაფერი არ ვთქვათ".
"იქ მრავალი წლის წინ ცხოვრობდა სახელგანთქმული მოსაგრე გონებისმიერი ლოცვისა და მღვიძარებისა დიდებული ბერდიდი ბარნაბა. მამების კრების მიწურულს, ეს დიდებული მამა ტუჩზე თითს მიიდებდა და ამბობდა:
- გავექცეთ, ძმანო, გავექცეთ.
- საით, აბბა? - ეკითხებოდნენ მას.
მდუმარებისა და მყუდროების მოყვარული თითს ბაგეზე იდებდა. ამით მოუწოდებდა, რომ გაქცეოდნენ უქმეტყველებას, ფუჭ საუბრებს და მრავალმეტყველებას, რომლისგანაც არაერთი ბოროტება იშვება და მდუმარედ მიდიოდა თავის კელიაში, რათა არ დაეღუპა ლოცვის ნაყოფნი".
"როგორც გემოთმოყვარეობისაგან იბადება მტანჯველი ფიქრები, ასევე მრავალმეტყველებისაგან და უპატიო საუბრებისაგან ჭკუიდან გადასვლა".
/წმ. ისააკ ასური/
"სიტყვა ხომ არასდროს არის გრძნობის ადეკვატური და ისიც ხომ ცნობილია, რომ უმაღლესი გრძნობა მხოლოდ დუმილში განიცდება. რა უნდა იყოს ამაზე მეტი სიბრძნე?"
"მცველი სულისა - "რაი უმჯობეს არს დუმილისა, რამეთუ ყოვლითურთ მცველი არს სულისაი".
"სიტყვა და დუმილი - სწავლა მამა პიმენისი:
"რომელი იტყოდის ღმრთისათვის, კეთილ არს, და რომელი დუმნეს ღმრთისათვის, კეთილ არს".
"ძირნი შეუცოდებელობისანი - სწავლა მამა არსენისი: "ივლტოდე კაცთაგან და დუმენ და დაეყუდე, რამეთუ ესე არიან ძირნი უცოდველობისანი".
"წმინდა ამბროსი მედიოლანელი ბრძანებს: "მდუმარება მომავალი სამყაროს საიდუმლოა".
"მდუმარე ადამიანში ცხოვრობს სულიწმინდა".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"წმინდა სერაფიმე საროველი დუმილზე ამბობს: "როდესაც ჩუმად ვართ, ჩვენი მტერი - ეშმაკი ვერ ასწრებს კაცის გულში დაფარული საიდუმლოს ამოხსნას".
"ქრისტესმიერი ქმედება სხვა არაფერია, თუ არა გულის განწმენდა, აღსარება, მდუმარებაში ცხოვრება, მდუმარების ღვაწლში თვითაღზრდა - თვითსრულყოფა".
/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"შეეძლოთ სმენა, თვით სიჩუმისა".
/ილია II/
"უფალთან დიალოგი შეგვასწავლის ჭეშმარიტ მდუმარებას, ხოლო სოფელთან დიალოგი ეშმაკთან დაგვამეგობრებს".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"კლიტე დაიდე ბაგეზე, თვალსა და ყურზე, რომ მათ მიერ შენს ტაძარში საცდური არ შემოვიდეს".
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"ისევე გეშინოდეს უქმად მეტყველებისა, როგორც მტაცებელ მძვინვარე მხეცთა და ფრინველთა გეშინის, რამეთუ იგიც მათ მსგავსად შთანთქავს წმინდა ღვაწლის ნაყოფს".
/წმ. ეფრემ ასური/
"მდუმარებისმოყვარე ღმერთს უახლოვდება, მასთან საიდუმლოდ საუბრობს და ნათლდება მის მიერ".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროსა და ღვთისათვის სათნოს".
/მამა ალქსანდრე ელჩანინოვი/
"შენი თავი მდუმარებით უნდა შემოსო. წმინდა ამბროსი მედიოლანელმა თქვა: "მრავალი ვიხილე მდუმარებით გადარჩენილი, უქმმეტყველებით კი - არც ერთი". სხვა წმინდა მამაც ამბობს: "მდუმარება მომავალი საუკუნის საიდუმლოებაა, სიტყვიერება კი ქვეყნიერების იარაღია".
"არსებობს უსარგებლო მდუმარებაც. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი გარეგნულად მდუმარედ გამოიყურება, მაგრამ მისი გული მუდამ სხვას განიკითხავს. ასეთი კაცის ღვაწლი ამაოა".
/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/
"წმინდა ბარსანოფი მდუმარებას ღვთისმეტყველებაზე მაღლა აყენებს და ამბობს: თუკი ვერ ღმრთისმეტყველებ, იცოდე, რომ დუმილი უფრო მეტად იმსახურებს აღფრთოვანებასა და დიდებას".
"თუ სასწორის ერთ მხარეს მოათავსებ განდეგილური ცხოვრების ყველა საქმეს, და მეორე მხარეს - მდუმარებას, მაშინ იხილავ, რომ იგი გადასწონის სასწორს. მრავალი კეთილი რჩევა არსებობს, მაგრამ როდესაც მოღვაწე მდუმარებას დაუმეგობრდება, მისთვის ზედმეტი იქნება ამ რჩევის მიცემა".
"მრავალსიტყვაობა აღებს გულის კარს, საიდანაც უცებ გამოდის, კრძალვით მოგროვილი გულის სითბო, კიდევ უკეთესად აკეთებს ამას ფუჭსიტყვაობა".
"რა არის მდუმარება ერში?
ერში მდუმარება ნიშნავს: არ ჩაერიო სხვის საქმეში, ერიდო საჭიროების გარეშე ნაცნობებსა და კავშირებს, აგრეთვე უადგილო სჯაბაას, მითქმა-მოთქმას, ისაუბრო მხოლოდ საჭიროების მიხედვით და უპასუხო შეკითხვებს. ამ წესების დარღვევისას შეიცანი საკუთარი დანაშაული და საკუთარი უძლურება".
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"მდუმარების უმთავრესი მიზანი არის ღვთის ხსოვნა. როგორც წმინდა მამა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, "ღვთის ხსოვნა სუნთქვაზე უფრო აუცილებელია".
"მდუმარებდე და დუმდე! რამეთუ ამ სათნოებათა მეოხებით განმდიდრდება შენში ღვთის ხსოვნა".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"რა უნდა ვიცოდეთ საუბრების შესახებ?
საუბრები ძალზე საშიშია: როგორი სულისკვეთებით და მიმართულებით საუბრობ, რა დროს და, სახელდობრ, რას და რა მიზნით ამბობ... ლაპარაკის მოყვარულს ყოველთვის ეს უნდა ახსოვდეს, მდუმარეს კი უკვე შეუსრულებია მცნება".
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"დიახ ასეა, როდესაც ადამიანი მდუმარებაში ვარჯიშს იწყებს, მას მდუმარება მეტყველებასთან შედარებით დაკნინებული ეჩვენება, ამ ღვაწლში გაწაფული კ რწუმნდება, რომ მდუმარება მეტყველებას აღემატება".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ძეო ჩემო! უდიდესი მონაპოვარია ისწავლო მდუმარება. მდუმარება - უფლისადმი მიბაძვაა, რომელმაც "არრა მიუგო, ვიდრემდის უკვირდაცა პილატეს" (მარკოზ. 15,5)
დაე, შენმა ენამ იხელმძღვანელოს შენი გონებით: სიტყვები დაუფიქრებლად წარმოთქმულნი - კურო და ეკალია".
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/
"დუმილი - სულიერი ცხოვრების პირობაა. "როგორც მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში სწრაფად ქრება ცეცხლი, ასევე მდუმარებით დაბეჭდილ სულში, სწრაფად წყნარდება გუისწყრომა".
"მრავლისმეტყველება შეაგინებს ადამიანს".
/ღირსი ბარსანუფი/
"სულიწმინდა (ქრისტიანში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით".
/ღირსი ანტონი დიდი/
"მდუმარება არ ნიშნავს დამუნჯებას".
"სულიერ ზრდასა და მრავლისმეტყველებას შორის - უკუპროპორციულობაა".
/მამა ალექსანდრე ელჩანინოვი/
"საკუთარ შეცოდებათა შემცნობელს თავის ენაზე გააჩნია ძალაუფლება; ხოლო მრავლისმეტყველს ჯერ კიდევ ვერ შეუცვნია, როგორც საჭიროა, საკუთარი თავი".
/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/
"როგორც წმინდა გრიგოლი [პალამა] წერს, მიწიერი სარჯელი და ღვაწლი ისაა, რომ ე.წ. მდუმარებაში იცხოვრო, რაც თავისთავად არის ადამიანის განკურნების საშუალება. როდესაც წმინდა გრიგოლი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, როგორც მდუმარების მაგალითის, შესახებ გვესაუბრება, მკაფიოდ აღნიშნავს, რომ ადამიანის მიზანი განღმრთობაა, ღმერთთან ურთიერთობა და მასთან ერთობა".
"საუბრის შემდეგ ხშირად მინანია, დუმილის შემდეგ არასოდეს".
/აბბა არსენი/
"ხოლო მაქსიმე ცუდად და ამაოდ არ ლაპარაკობდა, მეტს არ იტყოდა, ცოტას ლაპარაკობდა. მხოლოდ რაც უეჭველად საჭირო იყო, იმას იტყოდა დიდის დაფიქრებით, რომ იმის სიტყვას არ მოეტანა არავითარი ვნება არავისთვის".
"ღირსი მარინე და კირა მდუმარებაში ატარებდნენ დღეებს და დუმილის აღთქმას მხოლოდ ყოველი ორმოცდაათი დღის შემდეგ ერთი დღე არღვევდნენ".
"დუმილი გახლდათ მშვენიერი მუსიკა დღისა"
"უყვარდა დუმილი, ასე ასწავლიდა გონებას ღვთისმეტყველებას".
"არის კაცი, რომელიც დილიდან საღამომდე საუბრობს და ამავე დროს მდუმარებას იმარხავს, რადგან უსარგებლოდ არაფერს ამბობს".
/წმ. პიმენი დიდი/
მყავს ლაპარაკის მოყვარული სულიერი შვილები. კარგად იცი, რა ძნელია, საუბრისას ვინმე არ განიკითხო. ასეთებს მკაცრად ვექცევი და ეპიტიმიას ვადებ: ეფრემ ასურის ლოცვა "უფალო და მეუფეო" უნდა წაიკითხონ მთლიანად, აღასრულონ ამ დროს ოთხი დიდი და თორმეტი მცირე მეტანია, მხოლოდ სულის მაცხოვნებელ თემებზე ისაუბრონ და ყოფითი ურთიერთობისას დღე-ღამეში მხოლოდ ოცდაცამეტი სიტყვა წარმოთქვან. ზოგს თუ უჭირს, უმეტესობა კურთხევას აღასრულებს. ზოგიერთი თვითონვე მთხოვს: მამაო, ეპიტიმიად ოცდაცამეტი სიტყვა მომეცით, თორემ ძალზე უქმად ვმეტყველებო.
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"გაიმეფე გულში სიჩუმე და მერე ილაპარაკე."
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"მრავალმეტყველება, ამომძირკველი გულის სითბოსი"
"ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროსა და ღვთისათვის სათნოს".
/ღირსი ანტონი დიდი/
"მრავლისმეტყველების ჟამს ძნელია არ შესცოდო. მაშინ სულში ჩნდება სევდა, რაც წმინდა მღვდელთავარ თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით, იმის ნიშანს წარმოადგენს, რომ "ამ ლაპარაკის გამო ჩვენ უფალს დავშორდით".
/ს.ა. ნილუსი/
"რამდენჯერ უნანია ადამიანს თავისი სიტყვები! აბბა არსენი გავიხსენოთ: "ყოველთვის, როცა ვლაპარაკობდი, ვინანიებდი, როდესაც ჩუმად ვიყავი, მონანიება არ მჭირდებოდა".
"მამა იერონიმე საუბარში არ ერეოდა - ის მუდმივად ღმერთს ესაუბრებოდა, ამიტომაც მოჩანდა შორეული კაცთათვის და უცხო - ამ სოფლისთვის."
"მდუმარებით ადამიანს განაიარაღებ"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ენა ჩემი - მტერი ჩემიო"
"მდუმარება არის უმაღლესი საფეხური ღვთისმსახურებისა, უმაღლესი მსახურება უფლისა. წმინდა მამები სწორედ მდუმარებით მივიდნენ სრულყოფილებამდე. მას შემდეგ, რაც გაივლიდნენ ათას ბრძოლას, მოიპოვებდნენ უდიდეს სათნოებებს - მორჩილებას, ქალწულებას და ა.შ., საბოლოოდ მდუმარებით აგვირგვინებდნენ თავიანთ ღვაწლს. ისინი მდუმარებით ესაუბრებოდნენ უფალს და ამაო მეტყველებისთვის დრო აღარ რჩებოდათ; მდუმარებაში ჯვარზე ეკვრებოდნენ და აკრავდნენ თავიანთ ვნებებს და როცა მათთან ხალხი რჩევისთვის მიდიოდა, მამები თავიანთი მდუმარებით მიუგებდნენ შეკითხვებზე, თავიანთი სიჩუმით კურნავდნენ და ასაზრდოებდნენ მათ სულს".
/მამა კონსტანტინე გიორგაძე/
"ვეცადოთ ნელ-ნელა დავეუფლოთ მდუმარების ხელოვნებას".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"სჯობია, გარეგნულად დუმდე, შინაგანად კი ღმერთს ესაუბრებოდე".
/მამა კონსტანტინე გიორგაძე/
"ზოგი ბუნებით არის სიტყვაძუნწი. რამდენი კაცია ჩვენს გვერდით, ძალიან ცოტას რომ ლაპარაკობს, მაგრამ სულში ვნებათა ქარიშხალი უტრიალებს... ეს მდუმარება არ გახლავთ. მდუმარება ის არის, როცა ადამიანი ქრისტესმიერი სიმშვიდითაა აღსავსე და ცდილობს, უნებლიეთ უფალი არ განაგდოს თავისი სულიდან. ერთი განკითხვის სიტყვაც კი, როგორც წმინდა მამები ამბობენ, უმალ განაშორებს ადამიანს ღვთის მადლს."
/მამა კონსტანტინე გიორგაძე/
"დუმილით შეწყნარებული"
"პირველად ვაიძულოთ ჩვენი თავი მდუმარებად და მაშინ მდუმარებისგან იშვება რაღაც ისეთი, რაც თვით მდუმარებამდე მიგიყვანს".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"ენა, როგორც ერთი წმინდა მამა ამბობს, ჩვენს პირის ღრუში დაბმული მხეცია, რომელიც შეიძლება გაწვრთნა, მოიშინაურო, შენს სამსახურში ჩააყენო, მაგრამ თუ ნებაზე მიუშვებ, შეიძლება ისე გამოგივარდეს პირიდან, რომ დაგაზიანოს შენც და ბევრი სხვაც."
"თუკი შეძლებ დაიცვა შენი ენა, ღვთისაგან მოგეცემა მადლი გულის დალბობისა, რათა მისი მეშვეობით დაინახო საკუთარი სული და ამ მადლით შეხვიდე სულიწმინდის სიხარულში".
/წმ. ისააკ ასური/
"არცარა ენის უტკბესი იქნების და არცარა ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყანისასაო."
/სულხან-საბა ორბელიანი/
"ერთ-ერთი ნიშანი, გამოკვეთილად რომ ახასიათებს კაცობრიობას, ამაოდმეტყველებაა, რომელიც სისხლხორცეულად გამომდინარეობს ადამიანთა ამაო საქმეებიდან, ამაო იდეებიდან, ამაო დაპირებებიდან, ამაო მეგობრობიდან, ამაო სიყვარულიდან და, საერთოდ, ამაო ცხოვრებიდან."
"ეშმაკი მდუმარების წინაშე უძლურია"
/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/
"როცა ადამიანს შენი არ სჯერა, უნდა დადუმდე, რადგან არც შენს ახსნა-განმარტებას ექნება აზრი."
/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/
"კარგია, თუ ვინმე ღვთისთვის იტყოდეს და კარგია, თუ ვინმე ღვთისთვის დუმდეს"
"ფუჭსიტყვაობა მეტად მაცდური ვნებაა. შეიძლება, ეკლესიურად ცხოვრობდე, სხვა ნაკლოვანებების გამოსწორებაზე ზრუნავდე, ხოლო ამაოდმეტყველების ცოდვას ყურადღება არც კი მიაქციო, აღსარებაში არ მოიხსენო, მისგან თავის დახსნა არ მოინდომო."
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"მდუმარება დიდებული რამ არის. თუ ისწავლი ენის დამორჩილებას, მდუმარების სიხარულსაც შეიგრძნობ".
/მამა იერონიმე ეგინელი/
"ღირსი სალამან მდუმარე ჩვენთვის ცნობილი პირველი წმინდანია, რომელმაც მდუმარების აღთქმა იტვირთა და მუდმივი შინაგანი ლოცვით და უდიდესი სიმშვიდით სათნოეყო ღმერთს. ის მდინარე ევფრატის სანაპიროზე, ერთ გამოქვაბულში დაეყუდა და მხოლოდ უფალს ესაუბრებოდა თავის წმინდა ლოცვებში. ასეთ ღვაწლში იმყოფებოდა ღირსი სალამანი აღსასრულამდე".
"რაც უფრო ცოტას ილაპარაკებს ადამიანი, მით უფრო ნაკლებ ცოდვას ჩაიდენს".
"სამოთხეში ბევრია ცოდვებმონანიებული ცოდვილი,მაგრამ მოლაყბე - არც ერთი".
/ბერი ზოსიმე/
"მდუმარების იდეალი იმასაც გულისხმობს, რომ ჩვენი აზრები და შეხედულებები რაც შეიძლება ლაკონურად, დაწურულად გამოვთქვათ".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"დუმილის ცოდნა - დიდი საქმეა სულიერ ცხოვრებაში. ის ლოცვისთვის ინახავს სულიერ ძალებს".
"ისაუბრე, თუ გაქვს სათქმელი, მდუმარებაზე აღმატებული".
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"მდუმარება ყველა სიტყვაზე აღმატებულია"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
" - მძულს დუმილი მაშინ, ოდეს საუბრის დროა!"
"ბაგეების მოთმინებით მდუმარება"
/ფილოთეოს სინელი/
"საპირისპირო რამ ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ბევრს ლაპარაკობს, თუნდაც სუფრაზე. ასეთი საუბრის შემდეგ თავს იჩენს ერთგვარი სიცარიელის, გამოფიტვის, დაოსების უსიამო განცდა. მორწმუნე ალბათ მადლის დაკარგვასაც შეიგრძნობს. ამით უფალი მიგვანიშნებს, რაოდენ არასათნოა მისთვის ზღვარგადასული საუბარი".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"მძიმედ მოლაპარაკე ჭკვიანია"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"თქვა მამა პიმენმა: - არის კაცი, რომელსაც ჰგონია, რომ დუმილს იმარხავს და ამ დროს გონება მისი სხვებს განიკითხავს. არის კაციც, რომელიც განთიადიდან მწუხრამდე მრავალს იტყვის და ამ დროს დუმს, რადგან სულის სარგებლის გარდა არაფერს იტყვისო. მართლაც საგულისხმო დარიგებაა სულიერი მღვიძარების მოსურნისათვის."
"სულიერი ადამიანისთვის ყველაზე ძნელი საკუთარი აზრების სიტყვებით გამოთქმაა. ამიტომ მდუმარებას ამჯობინებს".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
ერთი წმინდანი ამბობდა: „ლაპარაკი რომ ისწავლო, ამისათვის რამდენიმე წელია საჭირო. მე კი, უკვე ათწლეულებია ვსწავლობ მდუმარებას, და ჯერ კიდევ სრულყოფილად ვერ ავითვისე ეს ხელოვნება".
"მდუმარებისას ხდება ადამიანისა და ღმერთის შეხვედრა."
"[არქიმანდრიტ პართენ აფციაურს] განდეგილობისა და მდუმარების მრავალმა წელმა ღრმა შინაგანი სიჩუმე და განუწყვეტელი ლოცვა ასწავლა."
"ხშირად იყავი ჩუმად და ნაკლები ილაპარაკე - დაისადგურებს შენს სულში სიჩუმე, ხოლო სული გექნება მშვიდი და წყნარი"
/წმ. სერაფიმე საროველი/
„თუ საუბრობ, უნდა დუმილს აჯობოს!..“
/მამა პეტრე/
"ჩუმმყოფი"
"მე ყველაზე ბედნიერი ვარ ადამიანებს შორის, რადგან უზრუნველად ვცხოვრობ და განუწყვეტლივ ვტკბები მდუმარების თაფლით. და როცა მადლი მშორდება, მდუმარება რაღაცნაირად, როგორც სხვა მადლი, მათბობს თავის წიაღში".
/ბერი იოსებ ათონელი/
"ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროსა და ღვთისათვის სათნოს".
/წმ. ანტონი დიდი/
"სულიწმინდა (მართლმადიდებელში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით".
/წმ. ანტონი დიდი/
"გონიერმა კაცმა, ღვთაებრივ სიბრძნეს ნაზიარებმა, კარგად უწყის, რა სჯობს მისთვის და როგორ უნდა მოიქცეს. ამიტომაც არ ჩქარობს ლაპარაკს, არამედ კარგად ასწონ-დასწონის და ისე გადაწყვეტს, როდის ისმინოს და როდის ისიტყვოს, ხოლო უგუნური ადამიანი არ იქცევა ასე და არ შეიკრძალავს ენას".
/წმ. ანტონი დიდი/
"ნურასდროს იყვირებ, ნუ ილაპარაკებ ძალზე ხმამაღლა და აჩქარებით, რადგან ვინც სიტყვებს განამრავლებს, იგი დაზღვეული ვერ იქნება ცოდვისაგან. სიტყვამრავალი კაცი ბრიყვი და უგუნურია".
/წმ. ანტონი დიდი/
"ბარგანებში (კავკასიის მთებში) ვნახე ორი მეუდაბნოე მონაზონი: ბერდიაკონი ონისიფორე და ბერი პახუმი. მამა ონისიფორე სიამოვნებით გვესაუბრებოდა და დაწვრილებით გვპასუხობდა შეკითხვებზე, მზად იყო, დაგვხმარებოდა თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით. საუბარი შეეხო იესოს ლოცვას.
ჩვენ ვსაუბრობდით ეგნატეს (ბრიანჩანინოვი) და თეოფანე დაყუდებულის წიგნებზე (ისინი ჯერ არ იყვნენ წმინდანად შერაცხულნი). მერე კი მამა პახუმთან მივედით. ის თავისი კელიიდან გამოვიდა და კართან ქვის საფეხურზე ჩამოჯდა. ვკითხე: "სად მდებარეობს გულის ის ადგილი, რომელზეც წერენ წმინდანები: მარცხენა ძუძუს ზევით თუ ქვევით?" ისე შემომხედა, თითქოს ახლა შემამჩნიაო და მითხრა: "არ ვიცი".
სიჩუმე ჩამოვარდა. სადღაც შორს, ტყის იქით იყურებოდა. მდუმარედ ვისხედით ათი წუთი, მერე ბერი წამოდგა - დროა, წავიდეო და კელიაში შევიდა. ის, რაც მე მამა ონისიფორემ მითხრა, დამავიწყდა ასეთი საუბრისთვის ჩემი შინაგანი მოუმზადებლობის გამო, მამა პახუმის დუმილი კი დღემდე მახსოვს."
"ერთმა ბერდიდმა თქვა: - ზენაარმა ორი ყური და ერთი პირი იმიტომ მოგვცა, რომ ორჯერ ნაკლები ვილაპარაკოთ, ვიდრე ვისმენთო".
"მდუმარება მაძლევს საშუალებას შინაგანი ლოცვისა და საკუთარი თავის კონტროლისას. მდუმარებით შესრულებულ ლოცვას უფრო ისმენს უფალი. მდუმარება მიცავს მრავალსიტყვაობისაგან. ბევრ ლაპარაკში ადამიანი მეტს სცოდავს".
/მონაზონი ელისაბედი (დანელია)/
"სათნოების მოპოვების უმოკლესი გზა არის დადუმება ბაგისა, დაბრმავება თვალთა, დაყრუება ყურთა".
/ნიკიტა სტიფატი/
"ჩუმად იჯდა, უძრავად, მდუმარებამოსხმული. მხოლოდ მყუდროება იყო მასთან".
"პითაგორა ვერასდროს დაიყოლიეს ეჭამა თევზი, რადგან თევზი თავისი ბუნებით უტყვია და სიმბოლურად მდუმარებას გამოხატავს, რასაც იგი ღვთაებრივ, ზეციურ ნიჭად თვლიდა".
"მერვე სათნოებაა - მყუდროება, ანუ განშორება ყოველგვარი ცხოვრებისეული საზრუნავისა და შფოთისგან, ანდა უპასუხო მდუმარება კაცთა შორის ყოფნისას. საკუთარი ენის მომთოკველი მთელ სხეულსაც მოთოკავს."
/ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი)/
"იყავი ბრძენი და შენი დუმილით გააჩუმე ავის მთქმელი ბაგენი".
/ღირსი მაქსიმე აღმსარებელი/
"ნუ იჩქარებ იმსჯელო შემდეგ სამ საგანზე:
ღმერთზე, სანამ რწმენაში არ განმტკიცდები, სხვის ცოდვებზე, სანამ შენსას არ გაიხსენებ და მომავალ დღეზე, სანამ განთიადს არ იხილავ".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"დაიდეთ ბაგეებზე დუმილი"
"ხსნა მრავალსიტყვაობაში კი არა, საკუთარი თავისადმი სრულ ყურადღებაშია"
"კითხვა: რამდენად შეეფერება ქრისტიანს ხანგრძლივი საუბარი?
პასუხი: ღირს მამა არსენს არ უყვარდა, როდესაც რჩევისთვის მასთან მისული ადამიანი ზედმეტი დროით რჩებოდა. ის ამბობდა: „საუბრის დასაწყისში მას ვუყურებ როგორც ანგელოზს, ბოლოს კი, როცა წასვლას აგვიანებს, როგორც მაცდურს.“
"ბრძენი იყავი და მდუმარებით დაუყავ პირი იმათ, ვინც ბოროტს იტყვის შენზე! არ განურისხდე მათ და არც აგინო"
/წმ. ანტონი დიდი/
"სიბრძნისმეტყველნი დღეს დუმან, მაგრამ მდუმარენიც თავისი ცოდნითა და ცხოვრებისეული ცოდნითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით გვამდიდრებენ"
/მამა გიორგი საბიაშვილი/
"დუმილში ჩაიძირა"
"იმ ადამიანისადმი, რომელიც სირთულეებს გვიქმნის და გვაწუხებს, სათუთად უნდა გამოვიჩინოთ სიყვარული, რათა იგი ვერ მიხვდეს, რომ ვცდილობთ მის შეყვარებას. და გარეგნულად თავს ძალიან ნუ გამოვიჩენთ, რადგან ამით მასში წინააღმდეგობას ვიწვევთ. მდუმარება ყოველგვარი ბოროტებისგან გვიხსნის. ენის მოთოკვა დიდი რამაა. მდუმარება ერთგვარი საიდუმლო გზით ასხივოსნებს მოყვასს."
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"მდუმარებით, სულგრძელებით და ლოცვით საიდუმლოდ მოგვაქვს სარგებელი სხვებისთვის"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"როდესაც ადამიანი ნამდვილად შეიყვარებს უფალს, დუმილი და გონებითი ლოცვა ურჩევნია".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"აირჩიე მდუმარება, რადგან იგი მრავალი უბედურებისაგან იცავს"
/წმ. ისააკ ასური/
"იესოს მდუმარებამ შეარცხვინა პილატე. ხოლო ღვთისმოსავი კაცის ბაგის მდუმარება ამარცხებს ამპარტავნებას"
/ღირსი იოანე სინელი/
"მდუმარება ყველაზე დიდი და ნაყოფიერი სათნოებაა. ღმერთშემოსილმა მამებმა მას უცოდველობა უწოდეს. მდუმარება იგივეა, რაც დაყუდება".
/ბერი ეფრემ ფილოთეველი/
"ვიდრე რომელიმე საზოგადოებაში წახვიდოდე, უფლისადმი ილოცე, რათა მან დაიცვას შენი ბაგეები მდუმარებით. საუბრის განმავლობაში გახსოვდეს, რომ უფალი ყველგან შენთანაა და ყველგან გისმენს. დროდადრო გულში ესაუბრე მას; როდესაც დასრულდება საუბარი, საკუთარ თავს ანგარიში მოსთხოვე, რომ მადლობა გადაუხადო უფალს, თუ საუბრისას ისეთი იყავი, როგორიც უნდა ყოფილიყავი, ანდა შენ მიერ ჩადენილი შეცდომები გამოასწორო.
ზოგს ჰგონია, დუმს, მაგრამ გულში განიკითხავს; ასეთი განუწყვეტლივ მრავალსიტყვაობს, ხოლო მეორე დილიდან საღამომდე ლაპარაკობს და ამასთან იცავს მდუმარებას, რადგან უსარგებლოს არაფერს ამბობს"
/ამბა პიმენი/
"იღვაწე ადამიანო, დაეუფლე შენ ენას და არ განამრავლო სიტყვები, რათა არ განამრავლო ცოდვები"
/წმ. ანტონი დიდი/
"კეთილგონიერი მდუმარება ლოცვის დედაა"
/ღირსი იოანე სინელი/
"მდუმარება უხილავ ბრძოლაში უდიდესი ძალა და გამარჯვების დიდი იმედია. მდუმარება ძლიერ უყვარს მას, ვინც მხოლოდ ღვთის იმედადაა და არა საკუთარი თავის. ის წმიდა ლოცვის დამცველი და სათნოებების მოპოვების გზაზე საოცარი შემწეა".
/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"ენა ყველაზე დიდ ზიანს აყენებს ადამიანს"
"ამბა ნილოსი ამბობდა: მდუმარების მოყვარულს მტრის ისრები ვერ დაკოდავს; ხალხთან მოსაუბრე კი მუდამ მოწყლულია"
"მდუმარება სულიერი სიბრძნის ნიშანიცაა"
"მდუმარებას რომ შეეჩვიო, ერთ უბრალო და იოლ ხერხს გასწავლი: დაიწყე ეს საქმე და თავად გიჩვენებს, როგორ მოიქცე და დაგეხმარება კიდეც. ამ ღვაწლისას გულმოდგინება რომ შეინარჩუნო, ხშირად იფიქრე განუკითხავი ლაყბობის დამღუპველ შედეგსა და კეთილგონივრული მდუმარების მაცხოვნებელ ნაყოფზე. როდესაც მდუმარების მაცხოვნებელ ნაყოფს იგემებ, მაშინ უკვე არანაირი გაკვეთილი აღარ დაგჭირდება"
/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"ვინც მდუმარეა, კეთილგონიერებასა და სიბრძნეს ამჟღავნებს"
"გაუფრთხილდი ენას: იგი ხშირად წარმოსთქვამს იმას, რისი დაფარვაც უმჯობესი იქნებოდა"
/წმ. ნილოს სინელი/
"როცა საუბარს აპირებ, წინასწარ განსაზღვრე, გულით რისი თქმა გსურს. ბევრ ისეთს აღმოაჩენ, რომ სჯობს, არ ამოსცდეს შენს ბაგეთ. იცოდე, მისგანაც, რისი თქმაც კარგი გგონია, სჯობდა, ზოგი რამ დუმილში დამარხულიყო. ამას ხშირად საუბრის დამთავრებისთანავე მიხვდები"
/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"თავი აიძულეთ, რომ მდუმარება დაიცავით. ესაა ყველა სათნოების მშობელი. დადუმდით, რომ ილოცოთ"
/ბერი ეფრემ ფილოთეველი/
"მე მინახავს ერთი ახალგაზრდა მორჩილი, რომელსაც ბაგეები კი ჰქონდა, მაგრამ ხმა არა, რასაც მისი მოძღვარიც მიდასტურებდა (ანუ ეს მორჩილი იმდენად იმარხავდა ბაგეს უქმეტყველებისაგან, რომ მუნჯი გეგონებოდა)."
"რაც უფრო მეტს საუბრობს ადამიანი, მით მეტ შეცდომებს უშვებს"
"სულელი ბევრს ლაპარაკობს, ჭკვიანი უსმენს!"
/ელიფ შაფაქი/
"ყველაზე დიდი მაღალფარდოვნება დუმილი არის"
/ბესიკ ხარანაული/
"დუმილი სულს ლოცვისათვის ამზადებს. სიჩუმე! - რაოდენ კეთილად მოქმედებს იგი სულზე"
/ღირსი ნიკონი/
"რა არის ყველაზე ძნელი? - დუმილი"
/წმ. სიმონ ათონელი/
"ყველა მდუმარე როდია თავმდაბალი, მაგრამ ყველა თავმდაბალი უტყვია"
/წმ. ისააკ ასური/
"კარგად და უცოდველად საუბარი რომ ვისწავლოთ, ჯერ უნდა შევისწავლოთ მდუმარება"
/სქიმონაზონი ზოსიმე/
"მინახავს საკუთარი სიტყვებისაგან მრავალი ცოდვით დაცემული, მაგრამ თითქმის არავინ - მდუმარებით"
/წმ. ამბროსი მედიოლანელი/
"მსჯელობა ყველაზე უკეთესია, მოსმინება ყველაზე საჭირო, მდუმარება ყველაზე უკეთესი, მრავალმეტყველება - ყველაზე ცუდი"
/სქიმონაზონი პართენი/
"ტკბილი ბაგე მეგობრებს იმრავლებს, ამოდმეტყველი ენა კი - კეთილ განწყობას"
/სიბრძნე ზირაქისა/
"მდუმარება კლავს გარეგან გრძნობებს და აღძრავს დაფარულ შინაგან მოძრაობას"
/წმ. ისააკ ასური/
"ღობის გარეშე დარჩენილი ბაღი გაითელება და გაჩანაგდება; ამგვარადვე დაღუპავს თავის სათნოების ნაყოფს ყველა, ვინც არ მოიზღუდავს თავის ბაგეთ"
/წმ. ეფრემ ასური/
"ღმერთზე ფიქრისას სულიც კი თითქოს მუნჯდება და დუმდება... დგება ჟამი დუმილისა და იმისა, რომ ცნობიერებაში ფარულად გვეპყრას ამ გამოუთქმელი საღმრთო ძალის აუხსნელი სასწაული"
/წმ. გრიგოლ ნოსელი/
"მდუმარების გარეშე მადლი არ ჩერდება. მადლის გარეშე კი ადამიანი არარაა."
/მამა იოსებ ათონელი (ისიხასტი)/
"საუბრის ხელოვნების უმაღლეს საფეხურზე სწავლობ დუმილს"
/ვასილი კლუჩევსკი/
"ქალს ფიქრი აებურდა და ისევ ყოვლად ქალურ თავშესაფარს, დუმილს მიმართა"
/ლევან გოთუა/
"რატომ არ ატარებთ ცხოვრებას დუმილში, მხოლოდ კითხვებზე პასუხით შემოფარგლულნი? განა არ იცით დუმილის ნაყოფი, რომელიც გიცავთ ყოველგვარი ბოროტებისაგან?! ვინც იცავს დუმილს, მასში მყოფობს სულიწმიდა".
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"საუბრისას მეტი მოისმინე, ნაკლები ილაპარაკე"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"წმინდა ამბროსი ამბობს, რომ თუ ჩვენ პასუხს ვაგებთ ამაოდ მეტყველებისათვის, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამაო დუმილისთვისაც არ დავისაჯოთ"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"დიდი გმირობა ყოფილა, თავის სიჩუმეს რომ მოერევა ვინმე!"
/ლევან გოთუა/
"სხვათა უსარგებლო საუბრები არ უნდა გავიმეოროთ"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"მხოლოდ მაშინ ისაუბრე, როდესაც ჩათვლი, რომ დუმილზე მეტის თქმა შეგიძლია"
/მონაზონი ვერონიკა/
"მოისმინე სიტყვა? მოკვდეს შენთან ერთად. ნუ გეშინია, არ აგაფეთქებს"
/სიბრძნე ზირაქისა/
"ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროს და ღვთისთვის სათნოს"
/ღირსი ანტონი დიდი/
"დღის განმავლობაში ვილაპარაკოთ მხოლოდ აუცილებელზე, ისეთ რამეზე, რაც ჩვენც გვარგებს და სხვასაც"
"მდუმარება შეკრებს, სიტყვები კი განაბნევს"
"მეტად გაჩუმებული იყავი და ნაკლები ილაპარაკე - დაისადგურებს შენს სულში სიჩუმე. ხოლო სული გექნება მშვიდი და წყნარი"
/ღირსი სერაფიმე საროველი/
"პარადოქსის შემსწრენი ვართ: ვინც ბევრს ფიქრობს, ცოტას ლაპარაკობს და ვინც ცოტას ფიქრობს, ბევრს ლაპარაკობს"
/ბერი სიმეონ ჯოხაძე/
"ცნობილია - ყველაფერი დიადი მდუმარებით აღესრულება, მაგალითად, დიდი აღმოჩენები მეცნიერებაში - ყველა მათგანს მდუმარება უძღოდა წინ"
/ბერი სიმეონ ჯოხაძე/
"იღვაწე, ადამიანო, დაეუფლე შენს ენას და არ განამრავლო სიტყვები, რათა არ განამრავლო ცოდვები".
/წმ. ანტონი დიდი/
"ერიდე ენით კიცხვასა და ლალვას, და საერთოდაც, აღვირი ამოსდე შენს ენას"
/წმ. ეფრემ ასური/
"დუმილი და განუწყვეტელი იესოს ლოცვა უფლისმიერი ცხონების საიდუმლოა"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"მას სურდა სათნოებათა ის დიდი სიტკბოება ეგემა, რაც სრულ მდუმარებას მოაქვს"
"ყველაზე მძიმე უნარი - არის მდუმარება.
ყველაზე მავნე უნარი - არის ყბედობა"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ისწავლე სიმშვიდე და დუმილი, და ყველა შეგიყვარებს"
/ღირსი ანატოლი პოტინელი (ზერცალოვი)/
"როდესაც მდუმარებაში ვართ, მაშინ მტერს - ეშმაკს არაფერი ესაქმება ადამიანის დაფარულ გულთან; ეს უნდა გვესმოდეს დუმილის შესახებ"
/წმ. სერაფიმე საროველი/
"ბევრმა არასწორმა სიჩუმემ, მოგვიანებით შეიძლება დამანგრეველი ხმაური გამოიწვიოს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ჩუმად ყოფნა არ ნიშნავს, რომ სალაპარაკო არ გაქვს. ელოდები დროს, როცა საუბარს აზრი ექნება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"უმჯობესია, დუმილით გადაიტანო წყენა, ვიდრე პასუხით აჯობო"
/წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/
"უჰ, რამდენი რამის თქმა მსურს, ღმერთო…
თავს ძალას ვატან, გავჩუმდე… მეც გამოვიყენო ჯვარცმულის დუმილი…"
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ვინც სიწმინდეზე ზრუნავს, ის დაკვირვებითა და მოკლედ ლაპარაკობს"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ყვედრების მდუმარებით მოსმენით ქრისტეს მიმბაძველი ხდები"
"როგორც მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში სწრაფად ქრება ცეცხლი, ასევე, მდუმარებით დაბეჭდილ სულში სწრაფად წყნარდება გულისწყრომა".
"გაუფრთხილდი ენას: იგი ხშირად წარმოთქვამს იმას, რისი დაფარვაც უმჯობესი იქნებოდა!"
/წმ. ნილოს სინელი/
"ჩვეულებრივად უკეთესად საუბრობენ ისინი, ვინც ნაკლებს ლაპარაკობენ"
"თუ ენას დაიცავ, უფლისგან ლმობიერების მხურვალე მადლი მოგეცემა, რომ მასში შენი სული დაინახო და სულიერ სიხარულში შეხვიდე!"
"ბევრი არ ილაპარაკო: ბრძენი ბევრს არ ლაპარაკობს. ბევრი ლაპარაკით შეუძლებელია არ სცოდო. უნდა ეცადო, რომ ილაპარაკო ცოტა და დროულად, სწორედ მაშინ, როდესაც ხედავ, რომ დუმილი უსარგებლოა. მოკლედ, არც მაშინ ილაპარაკო, როცა არ იცი!"
"მეტად უსმინე, ვიდრე ილაპარაკებდე; მრავალმეტყველებით ცოდვას ვერ გადაურჩები!"
"საუბარში არ შეიძლება იყოს რამენაირი უხეშობა: რამეთუ ჭკვიან ადამიანებს ჩვეულებრივ ამკობს მოკრძალება და უმწკვლოება მეტად, ვიდრე - ქალწულებს".
"როგორც გემოთმოყვარეობისაგან იბადება მტანჯველი ფიქრები, ასევე, მრავალმეტყველებისაგან და უპატიო საუბრებისგან - ჭკუიდან გადასვლა"
/წმ. ისააკ ასური/
"თუ საუბრის დასაწყისშივე მიხვდები, რომ იგი ცოდვილია, გადააბიჯე მას და თქვი: "არა, ამაზე არ ვისაუბრებთ!" ანდა, მცირედი დუმილის შემდეგ თქვი: "დამავიდწყდა, რაზე დავიწყე საუბარი", - და გადაიტანე იგი სხვაზე - უცოდველზე".
"არ ილაპარაკო ბევრი, თუნდაც ყველაზე უკეთესად შეგეძლოს საუბარი!"
"ის კი არაა ბრძენი, ვინც ბევრს ლაპარაკობს, არამედ ის, ვინც იცის დრო, თუ როდის უნდა ილაპარაკოს. გონებით დადუმდი, გონებითვე ილაპარაკე".
"მორწმუნე ნაკლებს უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ ბევრს აკეთებდეს"
"დაუფიქრებელი ლაქლაქი დაფდაფს ჰგავს: მთელი ძალით გრგვინავს, შიგნით კი ცარიელია"
"კარგია დროული მდუმარება, იგი სხვა არაფერია, თუ არა - დედა ბრძნული ფიქრებისა!"
/ამბა დიოდოხოსი/
"უკეთესია ალალბედზე ისროლო ქვა, ვიდრე გაუაზრებლად თქვა სიტყვა. გაიაზრე და შემდეგ თქვი, რათა არ თქვა რაიმე უსარგებლო, მავნე ან - უადგილო. უადგილოდ ლაპარაკიც სირცხვილია!"
"ზოგს ჰგონია, რომ დუმს, მაგრამ გულში განიკითხავს; ასეთი განუწყვეტლივ მრავალსიტყვაობს, ხოლო მეორე დილიდან საღამომდე ლაპარაკობს და ამასთან, იცავს მდუმარებას, რადგან უსარგებლოს არაფერს ამბობს"
/ამბა პიმენი/
"არა იფიქრო შენს მდუმარებაზე, არ განდიდდე მისით, არამედ გამოსცადე შენი ზრახვები: მდუმარებაშიც კი შეიძლება მძიმედ სცოდო!"
"ვიდრე რომელიმე საზოგადოებაში წახვიდოდე, უფლისადმი ილოცე, რათა მან დაიცვას შენი ბაგეები მდუმარებით, საუბრის განმავლობაში გახსოვდეს, რომ უფალი ყველგან შენთანაა და ყველგან გისმენს. დროდადრო გულში ესაუბრე მას!"
"თუ თავს მდუმარებას აიძულებ, არ იფიქრო, რომ სათნოებას აღასრულებ, არამედ თავი ლაპარაკისთვის უღირსად მიიჩნიე!"
"გეშინოდეს ამაოდ მეტყველების ისე, როგორც გეშინია მტაცებელი ცხოველებისა და ფრინველებისა: იგი მათ მსგავსად ანადგურებს წმიდა ცხოვრების ნაშრომს".
"არჩიე მდუმარება, რადგან იგი მრავალი უბედურებისგან იცავს!"
/წმ. ისააკ ასური/
"მხოლოდ სულიერი საუბარია სასარგებლო, ხოლო ყველაზე უმჯობესი კი - მდუმარება!"
/ამბა თალასი/
"რაოდენ დამაზრობელ მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოჩნდე, გამარჯვება მდუმარებაშია!"
"თუ ადამიანს წმიდა წერილის ეს გამონათქვამი ემახსოვრება: "რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო", - მაშინ დადუმებას ამჯობინებს".
/ამბა პიმენი/
"უფრო იოლია საერთოდ დადუმდე, ვიდრე - არ თქვა რაიმე ზედმეტი!"
"მინახავს საკუთარი სიტყვებისაგან მრავალი ცოდვით დაცემული, მაგრამ თითქმის არავინ - მდუმარებით"
/წმ. ამბროსი მედიოლანელი/
"ხშირად ვნანობთ იმას, რომ ბევრი ვილაპარაკეთ, და არასდროს - იმას, რომ ბევრს ვდუმდით".
"უფრო მეტად გიყვარდეს მდუმარება, ვიდრე - ლაპარაკი; რამეთუ მდუმარება კრებს, ლაპარაკი კი - განაბნევს"
/ამბა ისაია/
"კარგად და უცოდველად საუბარი რომ ვისწავლოთ, ჯერ უნდა შევისწავლოთ მდუმარება"
/სქიმმონაზონი ზოსიმე/
"რაც ნაკლებად ილაპარაკებ ადამიანებთან, მეტად ისაუბრებ უფალთან".
"თავად უფალი არასდროს საუბრობდა ამაოდ"
"არაფრის მომცემ, ცარიელ საუბრებს სჯობს, იჯდე და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქო, ან ზეცას ახედო… მეტ ინფორმაციას მიიღებ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"რა სასიამოვნოა სულიერ ძმებთან საუბარი, თუ ამასთან შესაძლებელი გახდება, რომ არც უფალთან საუბარი შევწყვიტოთ. მაგრამ გონება ვერ შეძლებს, ერთდროულად ორივე საუბარს გაუძღვეს".
"სიფხიზლე, გონების დაცვა, შინაგანი მდუმარე ლოცვის შეძენა შეუძლებელია დუმილში ვარჯიშის გარეშე. მოძღვარი [ბერი იოსებ ვატოპედელი] ამბობდა, რომ დუმილით შევიძენთ ლოცვას, ხოლო ლოცვის შემდეგ - ნამდვილ დუმილს. გულისხმობდა იმ დუმილს, რომელიც მოწმობს ყოველივე ამქვეყნიურისა და ადამიანურისადმი მიჯაჭვულობის სრულ არქონას და ღმერთთან ერთობას. წმიდა პორფირი კავსოკალიველი ამბობდა: "როდესაც ქრისტეს შეიყვარებ, დუმილი და გონებისმიერი ლოცვა გირჩევნია. მაშინ სიტყვები ჩერდება. ჯერ შინაგანი დუმილია, სიჩუმე, რასაც თან ახლავს და მოჰყვება საღმრთო მოხილვა, საღმრთო ერთობა და სულის ღმრთეებასთან შერწყმა".
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"...გაიმაგრეს სულები დუმილით..."
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"დავჩუმდეთ"
/რეზო ინანიშვილი/
"კეთილი მეტყველება და ისიც, მხოლოდ კეთილი, ვერცხლის მსგავსია, ხოლო მდუმარება - ოქროა რჩეული"
"თუ მდუმარება კეთილ საუბრებზე უპირატესად მიიჩნევა, მაშინ იგი მეტად სასარგებლოა საშუალო საგნებზე საუბრისას. მაგრამ როდესაც არ შეგვიძლია დადუმება და მსგავს საგნებზე საუბარი გვიტაცებს, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, ნუ გავაგრძელებთ საუბარს, რათა მრავალმეტყველებით არ ჩავვარდეთ მტრის რაიმე მახეში!"
"მავნე ჩვევა და მოუფრთხილებლობა იმისა, რაც ჩვენთვის სასარგებლოა, - აი, რა გვიშლის ყოველთვის მდუმარებით დავიცვათ ბაგე".
"ადამიანი უნდა იყოს მშვიდი და არა თავხედი; უფრო მეტად უნდა მდუმარე იყოს, "ვიდრე მოუბარ" ("ოდეს იწყოს ვინმე უბნობად, მაშინ შენ სდუმენ").
"განმარტოებას ამაოდმეტყველება არ ახასიათებს, რომლის გამოც სამსჯავროზე პასუხის გაცემა მოგვიწევს"
"ყველა მდუმარე როდია თავმდაბალი, მაგრამ ყველა თავმდაბალი უტყვია!"
/წმ. ისააკ ასური/
"უნდა გავექცეთ უსარგებლო საუბრებს და არ დავუკავშირდეთ მათ, ვინც ღვთის შიშს არად აგდებს. რადგან ისინი სასარგებლოს არაფერს ამბობენ, არაფერს აკეთებენ უფლისთვის: არ საუბრობენ არც სათნოებებზე, არც - ღვთისმოსაობაზე, არც - სიწმიდეზე. მათი საუბარი - სიკვდილით სიკვდილია; მათი რჩევა - ჯოჯოხეთის უფსკრული; მათი ერთობა - სულიერი დაღუპვა!"
/წმ. ეფრემ ასური/
"მე ოდნავ შევბრუნდი, რომ მდუმარების ფრთას შევფარებოდი"
/შარლოტ ბრონტე/
"გაცილებით უკეთესია დადუმდე, ვიდრე ასწავლო სხვას ის, რაც თავად არ გაგიკეთებია"
"ზოგი მთელი დღე ლაპარაკობს და სიკეთე მოაქვს, ზოგი კი ერთ სიტყვას იტყვის და ამით შეურაცხყოფს ძმას"
"მდუმარება საუკეთესო და საოცარია ყველა დამრიგებლურ საუბართან შედარებით. მას პატივს მიაგებდნენ და თაყვანს სცემდნენ ჩვენი მამები და მისით განდიდდნენ. მაგრამ ჩვენი უძლურების გამო, ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ იქამდე, რომ სრულყოფის გზით ვიაროთ, მაშ, ვისაუბროთ იმაზე, რაც დამოძღვრის სფეროშია და ვისაუბროთ მამათა სიტყვებზე დაყრდნობით, და წმიდა წერილის განმარტებას ნუ შევუდგებით, რადგან ეს საქმე საკმაო საფრთხეს უქადის უცოდინართ. წმიდა წერილი სულიერადაა წარმოთქმული, ხორციელ ადამიანს კი სულიერის გააზრება არ შეუძლია. უმჯობესია, საუბრისას მამათა სიტყვებს მივენდოთ და მათში სარგებელს ვიპოვით. მაგრამ უნდა ვისარგებლოთ ზომიერად, ვიხსენებდეთ ნათქვამს: "მრავალმეტყველებისგან ვერ გაექცევი ცოდვასაც", და ამ ყველაფერთან ერთად რომ არ ჩავვარდეთ გონების განდიდებასა და აზრების თვითქებაში, ვიფიქროთ იმაზე, რომ რასაც საქმით ვერ შევასრულებთ, იმას თვით დასასჯელად ვამბობთ!"
"არაფერია უფრო მეტად დამანგრეველი და ბოროტადმავნებელი, ვიდრე შეუკავებელი ენა; და არაფერი ისე ძლიერ არ ანაწყენებს და ანადგურებს სულიერ სიმდიდრეს. რამეთუ, რასაც ყოველდღე ჩვენში ვქმნით, იმას მრავალმეტყველება კვლავ ანადგურებს, და რასაც შრომით ვაგროვებთ, ის კვლავ ენის მიერ ითელება. რა არის შეუკავებელ ენაზე უარესი? იგი დაუკავებელი ბოროტებაა! უნდა მოზღუდო იგი, ალაგმო და შეავიწროვო. და, ასე ვიტყვი: აიძულო, მხოლოდ საჭიროებას ემსახუროს! უადგილო ფუჭი საუბრების ნაყოფი ხანდახან დაცინვა და ყვედრებაა, როდესაც ისინი ჩვენს უგუნურ მეტყველებას ნახავენ; ზოგჯერ კი - სინდისის შებღალვა, ზოგჯერ - ღვთის სასჯელი და სულიწმიდის განაწყენება, რაც ყველა დანარჩენზე უარესია"
"როგორც ჯებირებში მომწყვდეული წყალი მიილტვის მაღლა, საკუთარ დინებას მიცემული კი იღვრება ყველა მხარეს და მიისწრაფვის დაბალი ადგილებისაკენ, ასევეა სულიც, დაჯილდოებული კეთილგონიერი მდუმარებით, იგი თავის თავში გროვდება და მიისწრაფვის მაღლა, მაშინ კი, როცა მრავალმეტყველებას მიეცემა, იგი, ასე ვთქვათ, გარეგნულ შორეულ საგნებზე მოედინება"
/წმ. გრიგოლ დილოღოსი/
"ვერიდოთ მეტყველების დროს მღელვარებას, რათა მისმა თაკარა სიცხემ ჩვენი შრომის ნაყოფი არ დაწვას"
/ამბა მოსე/
"ღრუბელი მზეს ეფარება; ხოლო მრავალმეტყველება აბნელებს სულს, რომელმაც ლოცვითი ჭვრეტით განათლება დაიწყო"
/წმ. ისააკ ასური/
"როდესაც ჭკვიან კაცს რაიმეს თქმა სურს, იგი ჯერ დაფიქრდება და საკუთარ თავში გააანალიზებს და უკვე შემდეგ იტყვის; სულელი - პირიქით: ჯერ ლაპარაკობს, ხოლო შემდეგ უკვე ფიქრობს იმაზე, რაც თქვა"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience