მათეს სახარება მე-19 თავი
16. და აჰა, მივიდა ვიღაც და უთხრა: მოძღვარო სახიერო (სახიერი - კეთილი, მოწყალე, სათნო - ჩვეულებრივ იხმარებოდა ღვთის ეპითეტად), რა სიკეთე გავაკეთო, რომ მქონდეს საუკუნო ცხოვრება?
17. ხოლო მან უთხრა მას: რატომ მეძახი მე სახიერს? არავინ არის სახიერი, არამედ მხოლოდ ღმერთი, ხოლო თუ გსურს შესვლა საუკუნო ცხოვრებაში, დაიცავი მცნებები.
18. უთხრა მას: რომლები? ხოლო იესომ უთხრა: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო,
19. პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.
20. უთხრა მას ჭაბუკმა: ამ ყველაფერს ვიცავდი ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია?
21. უთხრა მას იესომ: თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი გლახაკებს, და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე.
22. და როცა გაიგონა ჭაბუკმა ეს სიტყვა, წავიდა დამწუხრებული, რადგან იყო დიდი ქონების მფლობელი.
23. ხოლო იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მდიდარი ძნელად შევა ცათა სასუფეველში;
24. და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში.
100% სიმართლეა ეს ნათქვამი. რაც დრო გადის მეტად ვრწმუნდები, რომ რაც მეტი მატერიალური საგნები და საკუთრება აქვს ადამიანს, მით ნაკლებად არის მისი გული უფალზე მიჯაჭვული, თუმცა ეს როდი გულისხმობს იმას, რომ ღარიბს 100% გარანტია აქვს სასუფეველში შესვლისა.
აბა რას ფიქრობთ მორწმუნის სიმდიდრესთან დამოკიდებულებზე?
კანუდოსელი
გეთანხმები, თუმც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედაც რომ მატერიალურ სიმდიდრეზე იყო ნათქვამი...პირადად მე მგონია, რომ სიმდიდრე მართლაც ხელს უშლის რწმენას....
შეიძლება ადამიანი არ იყოს მდიდარი მაგრამ რაიმე ნივთზე იმაზე უფრო მეტად იყო მიჯაჭვული ვიდრე მდიდარი 1 მილიონზე .
sergi_glaxa
ნათია
მე არ მითქვამს, რომ ქონება განაპირობებს რწმენას.
უბრალოდ მდიდრისთვის ძნელია სასუფეველში შესვლა...თუმც არც არავისთვის არის ადვილი, მაგრამ დავუკვირდეთ ამ სიტყვებს:
და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში.
sergi_glaxa
სიმდიდრე შუაში კი არა თავშია..
რათქმა უნდა აქ მარტო ფული როდი იგულისხმება...
ჰოდა მეც მაგაზე ვსაუბრობ, რომ სიმდიდრე ფულში არაა
უამრავი ქრისტესთვის წამებული "მდიდარია" ცნობილი და ასევე უამრავი ღარიბი - ჯოჯოხეთის მაშხალა - მაგალითი ბოლშევიკები
კანუდოსელი
კი ზაზა გეთანხმები...
უბრალოდ ბევრი ქრისტიანად მოქცევამდე იყო მდიდარი და მერე ყველაფერი გაყიდა და გლახაკთ დაურიგა...
მე არ ვამბობ რომ ყველამ ყველაფერი გაყიდოს...
სიმდიდრე ადამიანმა უნდა მოახმაროს სათნოებების აღსრულებას, მოწყალებას. თუ ამას არ აღასრულებს მდიდარი ადამიანი იგი შეიძლება სიმდიდრის მონა გახდეს.
მახსენდება ერთი სასულიერო პირის ნათქვამი:
სიმდიდრე მძიმე ტვირთია და მისი ტარების ნიჭი ყველას როდი აქვსო მიცემული...
მეც ყოველთვის მეგონა, რომ მატერიალურზე იყო ამ ნაწილში ლაპარაკი...
და სხვა კუთხით შეხედვა აზრადაც არ მომსვლია.
ერთ ერთ კომენტარში ამოვიკითხე, ვითომ ეს ნემსის ყუნწი ყოფილა იერუსალიმის კედელში თუ სადღაც ეგეთში არსებული ვიწრო შესასვლელი სადაც მხედარი აქლემიდან ან ცხენიდან უნდა ჩამოსულიყო და ისე გასულიყო, რადგან სხვაგვარად ვერ გაეტეოდა...
მაგრამ როგორც აღმოჩნდა, იესოს დროს ეს კარები არ იყო, მერე გაუკეთებიათ-ო
აბრაამ მამამთავრის სიმდიდრეზე რას გვეტყვით? სიმდიდრე თავისთავად კი არ არის წარმწყმედელი, არამედ მისდამი არასწორი დამოკიდებულება.
ვიფიქრე რა დავწეროთქო და აი ამათზე უკეთესი რა უნდა მეთქვა?
ეს სრულიად შემთხვევით ვიპოვე, ანუ შევედი ქადაგებებზე, სადაც იყო სადღაც 15-მდე ქადაგება კვირეების მიხედვით დანომრილი, სათაურების გარეშე, შემთხვევითობას მივენდე და არც კი შევხედე ისე დავაწკნაპუნე თუ არა და... საოცრება ეს არ შემხვდა ზუსტად? მოკლედ კეთილ და ნაყოფიერ კითხვას გისურვებთ!
დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი
სიტყვა სულთმოფენობიდან ოცდამეორე კვირიაკეს
კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ. გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა. და გული-ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან, გარდამოცჳვნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა. იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა. და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები. და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად. ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა, რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაჲთა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა. ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაჲსწარმეტუელნი, მათი ისმინედ. ხოლო მან თქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ. ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ. (ლუკა 16, 19-31)
სახარების დღევანდელ საკითხავში ადამიანთა ორი, ურთიერთგანსხვავებული ხვედრია გადმოცემული – ბედნიერება და უბედურება, სიხარული და მწუხარება.
იყო, – გვასწავლის ქრისტეს იგავი, – ორი ადამიანი. ისინი ერთსა და იმავე დროსა და ერთსა და იმავე ადგილას ცხოვრობდნენ. აწინდელ ცხოვრებაში ერთი მდიდარი იყო, მეორე კი – უპოვარი, საშინლად ღატაკი. მდიდარ კაცს ბრწყინვალედ, ფუფუნებით უყვარდა ჩაცმა, მეორე კი არაფრისმქონე, ძონძებსაც ვერ შოულობდა, გათანგული სხეულის ჩირქმდინარე წყლულები რომ დაეფარა. ერთისათვის ცხოვრების დღენი ვიდოდა, ვითარცა დაუსრულებელი ნადიმი, ლაზარეს კი (ასე ეძახდნენ ღატაკს) არ ტოვებდა შიმშილი, გაჭირვება და მწუხარება...
ცხოვრება მიდიოდა, კვირა კვირას ცვლიდა, თვე თვეს, წელიწადი წელიწადს აბარებდა ანგარიშს და მარადისობას უერთდებოდა, სიკვდილი კი თავის სამკალს იღებდა მდიდრისგანაც და ღარიბისგანაც, მოცინარისგანაც და მტირალისგანაც. იგი ქრისტეს იგავში ხსენებულ ორ კაცსაც მიადგა. ისინი დაიხოცნენ. მარადისობამ მათთვის დაუსრულებელი საზღვრები გახსნა. იმსოფლად მათდაუნებურად მათი ყოფა შეიცვალა. ამ ცხოვრებაში მოძულებული, ყველასაგან მივიწყებული, მშიერი, ტიტველი, ფეხშიშველი ლაზარე სამოთხეშია. იქ იგი ანგელოსთა დასებს და წმინდანთა კრებულს გარემოუცავს; სავანე მისი აბრაამის დაუჭნობელი წიაღია. ბრწყინავს ლაზარე მშვენიერებით, კმაყოფით, უბერებელი ცხოვრებით. ადამიანური ენა ვერ გადმოსცემს, მოციქულებრივ კალამს არ ძალუძს დახატოს, თუ რაოდენ ბედნიერი და ნეტარია იგი ზეციური მამის სასუფეველში. მისი თანამედროვე მდიდარი კი... ვაგლახ! ჯოჯოხეთშია. მის უბედურებაზე, მის გმინვაზე, მის ტანჯვაზე არ ვილაპარაკებ. ყველაფერი ეს თქვენ უწყით სახარებიდან, მოციქულთა წერილებიდან, ჯოჯოხეთის სურათს რომ გვიხატავენ – საუკუნო სიკვდილისა.
ამ ორი ადამიანის ისტორიით მაცხოვარმა ჩვენი ხვედრი დაგვიხატა. ამა სოფლის ნებიერის ხვედრი იმ სოფლად ცოდვილი ადამიანის მძიმე ყოფაა, ლაზარეს ხვედრი კი – ყოველთა მართალთა. ვინ ჰგავს ჩვენგან ამ ადამიანებს? ნუთუ ფიქრობთ, რომ ყველა ღარიბ-ღატაკი ცათა სასუფეველს მხოლოდ იმიტომ დაიმკვიდრებს, რომ ღმერთმა ღატაკი ლაზარე დააჯილდოვა? უსამართლოა თქვენი ამგვარი მსჯელობა. ვცდებით და ვცოდავთ, თუკი ვფიქრობთ, რომ ქრისტე ამ იგავით კიცხავს სიმდიდრეს და ხოტბას ასხამს სიღატაკეს. სიღატაკემ როდი შეიყვანა ლაზარე სამოთხეში, არამედ სიღატაკესთან შეერთებული ყველა წუხილისა და ჭმუნვის სულგრძელად გადატანამ.
სიღატაკეს იმქვეყნად ცათა სასუფეველი აქვს აღთქმული, თუ პატიოსანი ადამიანი ყოველთვის მადლიერებით, მოთმინებით იტანს მას. ღატაკი ადამიანი – პატიოსანი მშრომელი, ახალგაზრდობაში თავისი საქციელით მშობლებს ანუგეშებს და თანდაყოლილი ნიჭის გამომჟღავნებას ცდილობს. მოწიფულობის წლებში, მართალია, ღარიბია, მაგრამ – საქმიანი. იგი უფლისაგან უდრტვინველად იღებს არსობის პურს. ღვთისაგან ბოძებულ ნაღვაწ-ნაშრომს ოჯახს უზიარებს. ცოლს არ გაურბის, არამედ მასთან ერთად რწმენით, სასოებით, სიყვარულით ინაწილებს უბადრუკ წილს. უბადრუკ ქოხში ცოლ-ქმარი დღეებს ნახევრადმშივრები ატარებენ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ მოსიყვარულენი არიან. მათ სინდისს არ ღრღნის ღალატის ლაქა, ბაგეს არ შესძრავს ლანძღვა, დანანება, იჭვნეულობა. იმედი არ ტოვებთ, არამედ მით ცხოვრობენ, არავისთან წუწუნებენ. ღატაკთ აუტანელი შრომა უწევთ – და ისინი ასრულებენ, როგორც კანონს. ასეთი ღარიბნი არ გეცრუებიან, არ მოგპარავენ, სხვისას არ აიღებენ, არ დახარბდებიან არც წოდებას, არც ტიტულს, არც რაიმე სხვას, რაც ღმერთს არ მოუცია. შეავლეთ მათ თვალი: დაღლილი, მაგრამ ფხიზელი სახეები, ხელები დაკოჟრებიათ, წელში მოხრილან, რამეთუ გაჭირვებას სიმკვირცხლე დაუკარგვინებია სიარულში და ხელოვნება ურთიერთობაში. ასე ცხოვრობენ და ცხოვრობენ, ცხოვრობენ და შრომობენ, ხმელ, მაგრამ ალალსა და უსაყვედურო პურს ჭამენ, არსობის პურს. მოდის სიკვდილიც. ამდენი ჭირ-ვარამის გადამტანთ, იგი ვერ აშინებს. გვინახავს პატიოსან გლახაკთა გამგზავრება იმ მხარეში, საიდანაც აღარ ბრუნდებიან. ისინი ქრისტიანებად მიდიან იმქვეყნად. მიდიან ყოვლადმიმტევებლობითა და სასოებით. არაფერი მიწიერი აღარ ადარდებთ. კაპიტალს – უძრავსა თუ მოძრავ ქონებას – არ ტოვებენ. უფერული, შეუღებავი კუბოს ფიცარი მათი განსასვენებელია, სასაფლაოზე შაურის საფასური მიწის ნაგლეჯი სამი არშინი სიღრმისა და ორი არშინი სიგანისა... აი, მათი ბოლო: კუბოს გარშემო არავინ, საფლავის ახლო-მახლო – მესაფლავენი. არცერთი ადამიანის ცრემლი არ დავარდება არც სუდარაზე და არც საფლავზე. ასეთია ხვედრი პატიოსანი ღატაკისა. ჩვენი დედაქალაქის ნებისმიერ სასაფლაოზე ყოველდღიურად, წლის განმავლობში, შეიძლება ნახოთ ამგვარი შემთხვევა. ეგებ, თქვათ: შემაძრწუნებელი რეალობაა. შემაძრწუნებელი მათთვის, ვინც არად აგდებს ღატაკებს, მე კი ვიტყოდი, რომ დაფარული კაცთათვის, განცხადებულია უფლისთვის. ეს შესვენებული, რომელსაც მშვიდად გაუვლია თავისი ცხოვრება და ხვედრი, სწორედ ის ლაზარეა, რომელზეც დღევანდელი სახარებისეული იგავი გვეზრახება. იგი ღატაკი იყო, მაგრამ თავის უკიდურეს გაჭირვებაზე არ დრტვინავდა. ტანშიშველიც იყო და ფეხშიშველიც, მაგრამ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დაითმინა ყველაფერი. სიცოცხლეში არავინ არაფრად აგდებდა, მაგრამ ანგელოზებმა აბრაამის წიაღში შეიყვანეს. ასეთი ღატაკისათვის, (მართალი არ არის) შესაძლოა ბევრს ხვედრი გაეცვალა, მაგრამ მომავალ ცხოვრებაში – იმსოფლად – ეს შეუძლებელია. ბევრს იქ აბრაამი ისევე ეტყვის, როგორც იგავში: „შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი“... (ლუკა 16.25).
მაგრამ, აი, რა! ჩვენს შორის რამდენს მოვძებნით მსგავს ღატაკს? ვფიქრობ, არცთუ ბევრს. მრავალთათვის სიღარიბე და სიღატაკე ცათა სასუფევლის მოპოვების საშუალება არ არის. მრავალი სიღარიბეს ბოროტად იყენებს. მრავალთათვის სიღარიბე – ვაგლახ! – დიდი გზაა სივერაგისკენ, ქურდობისკენ, გარყვნილებისკენ და ყველა სისაძაგლისა და უზნეობისკენ. ასეთი ღარიბ-ღატაკნი წარწყმედის გზას ადგანან. ვაგლახ! – ისინი მიიჩქარიან უსახელობისკენ და მერმე ჯოჯოხეთისკენ. გაჭირვებით გატანჯულნო, სიღატაკის გამო მოყვასთაგან უგულვებელყოფილნო ღარიბ-ღატაკნო, ეკრძალენით, ჰოჲ, თავთა თქვენთა და გაფრთხილდით! ყველა ჩვენთაგანისათვის ერთი იმედია ყოვლადბრძენი განგებულების ერთიანი ნებით გამოხატული: იცხოვრე და იშრომე; ცხოვრება არაა ნადიმი, არაა სეირნობა ერთი ადგილიდან მეორისკენ. იცოდეთ, ცხოვრება მშვენიერია ჩვენთა ვალდებულებათა კეთილსინდისიერი აღსრულებით მიუხედავად წოდებისა, მდგომარეობისა და ასაკისა... ამინ.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
ნილოს სინელი
რვა მზაკვარ სულზე
ვერცხლისმოყვარებაზე
თავი 7. ყოველგვარი ბოროტების სათავე ვერცხლისმოყვარებაა: უვარგისი ტოტივით ის კვებავს ყველა სხვა ვნებას და გახმობის საშუალებას არ აძლევს იმას, რაც მისგან აყვავილდა. ვისაც ვნებების მოსპობა სურს, დე მან თავდაპირველად ძირი აღმოფხვრას, ხოლო ვიდრემდის ვერცხლისმოყვარება რჩება, ტოტების ჭრა სარგებლობას არ მოგიტანს, რადგან რომც მოჭრა, მალევე ამოვა. ბევრისმომხვეჭელი მონოზონი გადატვირთული ხომალდია და გრიგალისგან ატეხილ ტალღებში ადვილად ჩაიძირება. როგორც ყოველი ტალღა უქადის საფრთხეს გვერდგანგრეულ ხომალდს, ასევე მრავლისმომხვეჭელიც სულ უფრო და უფრო ეფლობა საზრუნავებში. უპოვარი მონოზონი მგზავრია, ყველგან რომ პოულობს თავშესაფარს. უპოვარი მონოზონი - მაღლა მოფარფატე არწივია: მაშინ ეშვება ძირს საზრდელისათვის, როცა ამას აუცილებლობა აიძულებს. ესევითარი ყოველგვარ ცდუნებაზე მაღლა დგას, არაფრად აგდებს სინამდვილეს, ზევით-ზევით მიიწევს, ყოველივე მიწიერს განეშორება, ზეცის მობინადრე ხდება მთიურებთან, რამეთუ მსუბუქი ფრთები აქვს, საზრუნავებით დაუმძიმებელი. მოვიდა მწუხარება - და უდარდელად ტოვებს ადგილს; მოუსწრო სიკვდილმა - სულგრძელად გადასახლდა იმიერ, რადგანაც არანაირი მიწიერი მიჯაჭვულობით არ შეუკრავს სული.
მრავლისმომხვეჭელი კი საზრუნავებითაა აღვსილი და ქოფაკივით ჯაჭვითაა მიბმული: თუ იძულებულია გადასახლდეს, თან მიაქვს მძიმე ტვირთი და უსარგებლო წუხილი - მოგონება ქონებაზე; სევდა სწყლავს და ძლიერ იტანჯება ფიქრებში. დატოვა მან ქონება? სევდა სჭამს! თუკი სიკვდილი მოუხდება, სინანულით ტოვებს სინამდვილეს, სულს აბარებს და თვალს ვერ წყვეტს იმას, რაც გააჩნია; ძალით მიჰყავთ იგი, როგორც გაქცეული მონა; სხეულს ტოვებს, მაგრამ საკუთრებას არ შორდება; წამყვანებლებზე მეტად მას ვნება აკავებს.
თავი 8. ზღვა არ გადაივსება იმით, რომ მრავალი მდინარე უერთდება, და ვერცხლისმოყვარის ნდომა არ კმაყოფილდება იმით, რომ დიდ თანხას მოუყარა თავი; გააორმაგა მან ეს თანხა და სურს კიდევ გაამრავლოს, და არც არასდროს შეწყვეტდა გამრავლებას, სიკვდილს რომ არ დაედო ზღვარი ამ უსარგებლო მეცადინეობისთვის. კეთილგონიერ მონოზონს მხედველობაში ექნებოდა მხოლოდ სხეულის მოთხოვნილება და პურსა და წყალს დასჯერდებოდა, არ ეპირფერებოდა მდიდრებს, საკუთარი სტომაქისათვის რომ ეამებინა, თავისუფალ გონებას ხელისუფალთ არ დაუმონებდა, რადგანაც საკუთარი ხელებიც საკმარისია, თავის სხეულზე რომ ეზრუნა და აუცილებელი ბუნებრივი მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა. უპოვარი მონოზონი მოუხელთებელი ფალავანია და მკვირცხლი მალემსრბოლი, ადრევე რომ აღწევს „გვირგვინსა მას ზეცისა“ (ფილიპელთა 3, 14). მრავლის მომხვეჭელი მონოზონი ბევრ შემოსავალს უხარის, უპოვარი კი - კეთილწარმატების გვირგვინებს. ვერცხლისმოყვარე მონოზონი საქმეებშია გართული, უპოვარი კი დროს ლოცვასა და კითხვაში ატარებს. ვერცხლისმოყვარე მონოზონი საგანძურთსაცავს ოქროთი ავსებს, უპოვარი კი „იუნჯებს საუნჯეთა ცათა შინა“ (მათე 6, 20). წყეულ-არს, ვინც კერპს აკეთებს და საგანძურთსაცავში ათავსებს მას (მეორე სჯულთაჲ 27, 15), და ასევე, ვისაც ვერცხლისმოყვარების ვნება აქვს: ის უსარგებლო ზოდს ეთაყვანება, ეს კი გულში კერპის ნაცვლად სიმდიდრეზე ოცნებას ატარებს.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან
გამოკრებილნი სწავლანი
საუნჯე – სადაც არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი, - გვეუბნება მაცხოვარი, თითქმის ყოველ კაცს რაღაც თავისი საუნჯე აქვს. საერთოდ კი, კაცისათვის საუნჯე ისაა, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს, რასაც, უპირველეს ყოვლისა, ემონება და ემსახურება, რისი სასოებაც აქვს. ცოდვილის საუნჯე ცოდვაა, რომელსაც იგი ემონება; ამასთან ყოველ ცოდვილს თავისი საკუთარი და განსხვავებული საუნჯე აქვს. მართალი ადამიანებისათვის კი საუნჯე ერთია და საერთო – ცათა შინა ღმერთი და სასუფეველი მისი. ანგარების მოყვარე ცოდვილისთვის საუნჯე ვერცხლი ანუ სიმდიდრეა, რომლის შეძენისთვისაც იგი ყოველ ღონეს ხმარობს. ყოველ კაცს უნდა უყვარდეს თავისი მახლობელი და ნათესავი, მოყვასის სიყვარულის მცნებას თვით ღმერთი გვაძლევს, მაგრამ ზომას კაცი არც ამ შემთხვევაში უნდა გადავიდეს. მართალია, ნათესავები და მახლობლები უნდა გვიყვარდეს, მაგრამ არა ღმერთზე უმეტესად. მაცხოვარი გვეუბნება: რომელსა უყუარდეს მამა ანუ დედა ანუ ცოლი უმეტეს ჩემსა, იგი არ არის ჩემდა ღირს. აქედან ის უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენი საუნჯე მხოლოდ ღმერთი უნდა იყოს. თუ ისეთი გარემოება შეგემთხვევა, რომ დედ-მამის, ცოლ-შვილის ან სხვისი ვისიმე სიყვარული გაშორებს ღმრთისგან, მაშინ გირჩევნია ისინი დაივიწყო და მხოლოდ ღმრთის სიყვარულს შეუდგე. საუნჯედ ის უნდა ამოირჩიო, რაც შენზე უდიდესი და უმჯობესია და არა შენი სწორი, ან შენზე უარესი. როგორ უნდა დაუმორჩილო შენი გული ვერცხლს, პატივს ან სხვა რომელიმე ამქვეყნიურ ამაოებას? ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ რაც ამქვეყნად გჭირდება, იმისთვის არ იზრუნო. ღმერთმა ეს ქვეყანა შენთვის შექმნა, ყოველივე, რასაც ხედავ, შენია, შენ კი ქრისტესი ხარ. ყოველი ამსოფლიური საუნჯე მოღალატე და წარმავალია. ისინი მხოლოდ დაფლავამდე მიგყვებიან, მერე კი გიღალატებენ და შიშველს დაგტოვებენ. მართალია, აქაური შენნი ნუგეშნი ღმრთის წინაშე წარდგომის დროსაც მოგაგონდებიან, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ უმეტესად დაგტანჯონ და ამგვარად, რაც აქ ნუგეშს გცემდა, იქ სასჯელად გადაგვექცევა. სიცოცხლე ამ სოფელში ღმერთმა იმიტომ მოგვცა, რომ მომავალი ნეტარებისთვის მოვემზადოთ. ამსოფლიური ყოველივე წარმავალია, ამიტომ ვინც საუნჯეს ამ სოფელში გაიჩენს, იგი ზეციურ ჭეშმარიტ საუნჯეს დაკარგავს.
მიტროპოლიტი ანტონ ჭყონდიდელი (+1815)
ვეცხლის მოყვარებისათვის
მაცხოვარი ჩეუნი და უფალი გვასწავებს მეტყველი: „ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა“. ცხადი რამ არის რომ ბოროტს მოგებას აყენებს, თორემ კეთილად მოგებას არ დააყენებს. კეთილად მოგებას რომ აყენებდეს, ოქრო და ვეცხლი უხმარი იქნება: თუ კეთილი მოგება დააყენა, ბოროტი ყოვლითურთ უკუთქმული და დაყენებული არის, და ვითარ უნდა იქმნეს სახმარი? დაბადებული სახმარი არ იყოს ერთს რასმე საქმეში არ იქმნება, ვითარცა იტყვის დამასკელი იოანე: „არა რაჲ არს დაბადებულთაგანი რაჲმე, რომელსა შინა არა დასდვა დამბადებელმან სახმარება რაჲმე“; და რადგან სახმარი არის თითოეული - ვეცხლისა და ოქროსას ბოროტად მოგებას აყენებს, თორემ კეთილის მოგებას არ აყენებს.
საღმრთოს წერილიდამ მოვიღოთ ამისი დამამტკიცებელი სახე და სიტყვა. ისრალეთ ეგვიპტიდამ გამოსლუა რომ ეგულვებოდათ, მაშინ ღმერმან უბრძანა: თითოეულმან ისრაელმან ეგვიპტელთაგან ითხოონ ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა, და გამოსლუაზედ თან წამოიღონ ყოველი ეგვიპტელთ ჭურჭელი, ოქროსი და ვეცხლისა. ისრაელთ ჰყუჱს ეს ბრძანება და ეგვიპტის დიდება თან წაიღეს, ვითარცა ხმობს წინასწარმეტყველი დავით: „და გამოიყვანნა იგინი ოქროთა და ვეცხლითა“. ხედავთ, კეთილი მოგება არ დააყენა ღმერთმან. კეთილი მოგება ვითარ იყო, თუ ამის ცნობა გნებავს, ესრეთ ჰსცან. ფარაოს მეფე ისრალეთ ამუშაკებდა და სასყიდელს არ აძლევდა; ამისთვის სასყიდლად ეგვიპტელთ ოქრო და ვეცხლი მისცა ღმერთმან ისრაელთ. მიხედეთ აქ, თუ დააყენა ღმერთმან კეთილი მოგება. კიდევ ლევიტელნი ათისთავს მოიგებდნენ, ღმერთი არ აყენებდა, უფროსად ამცნებდა ათეულის მიღებას, ვითარ იგი ხმობს მოციქული: „და რომელი ლევის ძეთაგანი მღუდელობასა მიიღებენ, მცნება აქუს ათეულისა მიღებად ერისაგან“; კვლად იგი მოციქული პავლე არ აყენებს ჯეროვნად მოგებას და იტყვის: „უკეთუ ჩუჱნ სულიერი დავთესეთ, დიდ-რამე არსაა, რათა ჩუჱნ ხორციელი მოვიმკოთ“.
აწ ერთი სახე მისთვის მოვიღოთ, თუ ვითარს მოგებას აყენებს ღმერთი. ელისეს მსახურმან, გეზიმ, მისის უფლისა ნება არ იყო, ისე მოიგო ვეცხლი და დაისაჯა სულით და ხორცით; ეგრეთუჱ რომელიც ქრიტეს მსახური, ამისს მსგავს ვეცხლს აღიღებ, რომელიც ქრისტეს ნება და ბრძანება არ არის, გეზის მსგავსად სულით და ხორცით დაისჯები. კვლად ღმერთი ამის მსგავსს მოგებას აყენებს: მოღება გნებავს და მიცემა არა. ეს ქრისტეს ღვთისა ნება არ არის; ქრისტე უფალი ასე გიბრძანებს: „ყოველი რაოდენი გინდეს, რათა გიყონ თქუჱნ კაცთა, ეგრეთუჱ თქუჱნ ჰყავით მათდა მიმართ“. მე უღირსი ამა სიტყუასა ესრეთ განგიმარტებ: ყოველი რაოდენიც კაცისა ქრისტეს ღვთისაგან შენ გნებავს, ეგეოდენი ქრისტეს შენ უნდა მისცე, ესე იგი, გლახაკს, ვითარ იგი გამცნებს ქრისტე: „რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“; და თუ ასე მოიგებ, რომ მიცემა აღარ გნებავს, ამის მსგავსის მოღებისაგან გაყენებს უფალი, ამისთვის რომ საქმესა შინა მოციქულთასა ლუკა სწერს ქრისტეს მიერ ბრძანებულს და იტყვის: „თავადმან სთქუა, უმჯობეს არს მიცემა, ვიდრე მოღებისა“. კვალად ვსთქუათ განცხადებით, რომელს მოგებას აყენებს ღმერთი. აყენებს ღმერთი მპარაობით მოგებას, ვითარცა ამცნო მოსეს: „ნუ იპარავ“. კიდევ სხუა მაგალითი მოვიღოთ. ისრაელთა შორის აქარქარიმის ძემან იპარა ოქრო და ვეცხლი და სიკუდიდ დაისაჯა; ეგრეთუჱ, რომელიც მპარაობით ოქროსა და ვეცხლს მოიგებს, სულით სიკუდილს, ესე იგი საუკუნო წარწყმედას, მიეცემა. კიდევ აყენებს ღმერთი ამის მსგავსს მოღებას: შენ ვეცხლი და ოქრო მოიგო და ერთი ვინმე უბრალო და გლახაკი შეაწუხო, საუკუნოდ დაისჯები, ვითარცა იუდამან ვეცხლი მოიგო და უბრალო ქრისტე ვნებად მისცა; ეგრეთუჱ ერთს ვისმე, ანუ დიდს, ანუ მცირეს, ვნებას და მწუხარებას მისცემ, იუდას მსგავსად დაისჯები, თუ ოქროსა და ვეცხლის მიღების მიზეზისათვის, ერთი ვინმე მწუხარებასა და ვნებას მიეცი. კიდევ აყენებს ღმერთი ესევითარსა მოგებას: რომელთამე ჰურითა მიიღეს ვეცხლი და დაფარეს ქრისტეს აღდგომა: ეგრეთუჱ შენ ვეცხლისა და ოქროსათვის ქრისტეს საიდუმლოს დაფარავ და კეთილად ერსა არ განუცხადებ, - ვინც ვეცხლისათვის ქრისტეს აღდგომა დაჰფარა, შენც მასთან აღირაცხები! იმანაც ქრისტეს საკვირველება დაჰფარა ვეცხლისათვის, და შენს საკვირველს საქმეებს ჰფარავ ვეცხლის მოყვარებისათვის და ერს კეთილად არ ასწავებ და არ განუცხადებ. გაყენებს უფალი ესევითარის მოგებისაგან, როგორც ანანიამ მოიგო ვეცხლი და მცირედი მისცა ქრსიტეს მოწაფეთა და მოციქულთა, სხუა დაუფარა; ამისთვის „ანანია დაეცა და სულნი წარხდეს“. ეგრეთუჱ შენ ოქროსა და ვეცხლს მოიგებ, მცირედს რასმეს მისცემ ქრისტეს მოწაფეთა და უმრავლესს დაუფარავ, ანანიას მსგავსად, სულიერებრივად დაეცემი, და როგორც ანანიას სული სიცოცხისა განეშორა, ისე შენგან სული საუკნოსა სიცოცხლისა (რომელ არს სული წმიდა) განგეშორება. იკითხავ: ყოველივე მას უნდა მივსცე, თუ რა ვჰყო? თუ ქრისტეს მოწაფე ხარ, ესრეთ უნდა ჰყო: შენთვის და სხუათა ქრისტეს მოწაფეთათვის საერთოდ უნდა იყოს შენი მოგებული; მოწაფენი ქრისტესნი ასე იქცეოდნენ, ვითარცა სწერს ლუკა საქმესა შინა მოციქულთასა: „არცა ერთმან ვინმე ჰთქვის მონაგები თვისად“. ეგების ეს საქმე ძნელად ვისმე აღუჩნდეს; აქ უფლის იესუს სიტყვა უნდა მოვიხსენოთ: „უადვილეს არს აქლემი განსლვად ხურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესლუად სასუფეველსა ცათასა“. ვინც სიძნელე დასდუა მონაგების ერთად საზოგადოდ ხმარებისა, ნაცვალი სიძნელე ქრისტემან მიუგო შესამსგავსი, პირისპირ მდგომი.
გაყენებს უფალი ესე ვითარის მოგებისაგან: ვითარცა ლაზარე გლახაკის ჟამში მდიდარე ვინმე რომ იყო, მან მრავალი სიმდიდრე მოიგო, და მისს სახლში მყოფი ლაზარე გლახაკი შიმშილისაგან იტანჯებოდა, - ამისთვის მდიდარი დაისაჯა ჯოჯხეთსა შინა, და აბრაჰამისაგან წვეთი წყლისა ითხოვა და ვერ მიემთხვა. ეგრეთუჱ შენ მრავალი სიმდიდრე გაქუს და გლახაკს მწუხარედ ჰხედავ და მის შორის სიმდიდრისაგან სუფევას არ მისცემ, მდიდრის მსგავსად ჯოჯხეთსა შინა დაისჯები და ვერცა თუ წვეთის შესამსგავსს მცირეს რასმე ღვთის მოწყალებას მიემთხუჱვი. - გაყენებს ღმერთი მტაცებლობით მოგებისაგან, ვითარცა გასწავებს უფალი იესუ: „ეკრძალენით და დაიცუჱნით თავნი თქუჱნნი ყოვლისაგან ჰანგარებისა, რამეთუ არა ნამეტნავ ვისამე არიან ცხოვრება თჳსი“. ეს უფლის სიტყვა მოწყალებითი სწავლა და განკრძალვა არის; და თუ სიტყვისაგან უფლისა არ შეისმენ, ჰანგარებისა და ტაცებისაგან არ განეყენები, შესაძრწუნებელის რისხვის სიტყვა გესმას უფლისაგან პირითა მოციქულისათა: „არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ“. რაოდენის უჯეროს ვეცხლის მოგებისაგან უფალი გაყენებს, ეს შემოკლებით მცირედ ითქუა. თუ არ შეიგონე და არ დააყენე უჯერო ვეცხლის მოგება, დიდი რამ ბრალი შეგემთხუევა; როგორც უჯეროდ უჯერდო ვეცხლიე მოგებად ითქუა გლახაკთ უწყალოება. მარტო ამას მიხედე, თუ რა დიდი ვნება სდევს, და ერთისა ამისგან სხუთა ძნელი ვნება შეისწავე და განეკრძალე. თუ შენ სიმდიდრით ჰსუფევ და რომელიც გლახაკ შენდა მახლობელად არის და ის უპოვარებისათვის სწუხს და მას გლახაკსა ხორციელის საქმისა და სახმრის მწუხარებას არ აღუმსუბუქებ, ქრისტეს შემაწუხებელთა ჰურიათა თანა შეირაცხები. - ვითარ? ჰურიანი სიმდიდრითა და შვებით აღსავსენი იშვებდნენ და ჰხმოვანედნენ და იზახდნენ ხელმწიფებით. ქრისტე მწუხარებით მყოფი წყალს ითხოვდა და არივინ მიუპყრა. ეგრეთუჱ შენ სიმდიდრით იშუებდ და ხელმწიფებრ იზახებ და გლახაკს სიღარიბისაგან მწუხარედ ჰხედავ და მას მწუხარებას არ აღუმსუბუქებ, - შენც ქრისტეს შემაწუხელებლთა ჰურიათა თანა აღირაცხები; გლახაკიც ქრისტედ შერაცხილი არის თვით ქრისტეს მიერ, ვითარცა ბრძანებს: „რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“. ჰხედავ, საყუარელო, უჯეროდ ვეცხლის მოგებას და ქონებას რა ვნება შეუდგება! ანუ სრულიად უნდა მოიძაგო ოქრო და ვეცხლი, ანუ რომელიც თესლი და ვნება თან ჰყვება ოქროს და ვეცხლს, მისის ვნებისაგან განწმენდილი უნდა მიიღო. თუ ვითარ - მაგალითი უნდა მოვიღოთ. გველი შენ რომ შეიპყარ და სჭამო, გესლიანი არს და სიკუდილს მიგცემს. მკურნალისაგან თუ მიიღე, თრიაქ-ფარუქი, რომელიც არის გველი შემზადებული, არას გავნებს. ეგრეთუჱ ვეცხლი და ოქრო, შენის ძიებით და გონების წადილით თუ მიიღე, ვითარცა გუელი, ამის მსგავსად მკვლელ გექმნება; თუ ქრისტესაგან მიიღე, რომელიც მკურნალი არის სულთა და ხორცთა, მისგან მიღებული არას გავნებს. ეს საქმე აწ საღმრთო წერილიდამ დავამტკიცოთ. ისრაელთ რომ უფლის მცნებით მიიღეს ეგვიპტელთაგან ვეცხლი, გამოსვლის ჟამში, მათ არა ვნებია რა; ელისეს მსახურმა, გეზი, უფლის წინააღმდგომობით მიიღო ვერცხლი - სულით და ხორცით დაისაჯა; ეგრეთუჱ შენ, თუ უფლის მცნების მსგავსად მიიღებ ოქროსა და ვეცხლსა - არას გავნებს; თუ უფლის მცნების მსგავსად არ მიიღე და ურჩებით შეიკრიბე - სულით და ხორცით გეზისაებრ დაისჯები. თუ შესცთე, სიმდიდრის სურვილისაგან და უჯეროდ ვეცხლი და ოქრო შეიკრიბო, აქაც რომელსაც მაგალითს მოგახსენებ, მისდა მსგავსად უნდა ჰყო: თუ გესლიანი რამ საზრდელი მიიღო, მკურნალთან უნდა მიხვიდე და სამკურნალო წამალი მისგან უნდა ისწავო; ეგრეთუჱ გესლიანი უჯერო ვეცხლის შეკრება თუ ჰყო, მკურნალს ქრისტესთან უნდა მიხვიდე და წამალი საკურნებელი მისგან უნდა ისწავო და მიიღო, რომელსა გასწავებს და გეტყვის: „ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონასა მისგან სიცრუვისა, რათა რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ საყოფელთაგან თქუენთა, შეგიწყნარენ თქუენ საუკუნეთა შინა საყოფელთა“. მდაბიურად ასე ითქმის: სიცრუვის მამონას ვეცხლს ეძახის; ვეცხლის უხვად მიცემისაგან გალახაკნი მეგობრად უნდა მოვიგოთ, რომ როდესაც აქედამ სიკვდილისაგან მოვაკლდეთ, ქრისტემან შეგვიწყნაროს სასუფეველსა შინა ცათასა. ზემო თქმულთაგან ორი რამ წარმოჩნდა ვეცხლის გესლიანობის სამკურნალოდ: ერთი ესე რომ ქრისტეს ღვთისაგან უნდა ვითხოვოთ, და მისგან მოვიღოთ კურნება; მეორე - გლახაკთა უნდა განვუყოთ. ახლა ეს ვიძიოთ, თუ ამათი უქნელობის მიზეზი ვისმე აქუს. რა მიზეზი უნდა აქუნდეს? თუ ვინმე იტყვის: „ქრისტეს რომ ვსთხოვოთ, არ მოგვცემს“ - ეს ყოვლითურთ უჭეშმარიტო არის, ამისთვის რომ ქრისტეს სიტყუა ტყუილი არ იქნება, ვითარცა თვით ბრძანებს: „ცანი და ქუეყანა წარხდეს, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა-სადა წარხდეს“, და ეს უტყუველი პირი ქრისტესი ბრძანებს: „ ითხოვდით და მოგეცესთ“. და თუ იტყვი: „ვსთხოვე და არ მომცა“ - კიდეც შენი მიზეზი არის, რომ არა მოგცა, ამისთვის რომ ბოროტად ითხოვ და არ მოგცა, ვითარცა იტყვის მოციქული იაკობ: „ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ“; თუ კეთილად ითხოვ, შენის იესოს მსგავსად ვინ უნდა მოგცეს? ვერა რომელიმე მსგავსად მისსა ვერ მოგცემს. სხუამ რომ მოგცეს, გაყუედრებს, და შენი იესო შენდა მომართ ყვედრებას არ ჰყოფს და სხუათაგან უფრო სავსებით მოგცემს, ვითარცა თვით გიბრძანებს: „მოგეცეს თქუენ სასწაული კეთილი, შეხრილი და დატენილი და ზედა-გარდათხეული“. მეორედ გლახაკთ მიცემა ითქუა ვეცხლის მოყვარების სამკურნალოდ. და თუ ამის მიზეზად ამას ვინმე იტყვის, რომ სიმდიდრეს ვერ განვაბნევთ, ამას სოფელსა ამითი უნდა ვიცხოვროთო, - აწ ამისი ნაცვალი სიტყუა ვიძიოთ და სვთქუათ: საყუარელო, შენ რომ შეკრებას ეძახი, ვერ ჰხედავ, თორემ ეგ უფრო განბნევა არის; მაგრამ ვეცხლის მოყვარებას დაუბრმია შენი გონების თვალი და ვერ ჰხედავ, თუ შეკრებისაგან უფრო როგორ განაბნევ. იუდა ვეცხლის მოყვარებამან დააბრმო, ის შეჰკრებად ჰგონებდა - უფროსად განბნევა შეხუდა. თქუმულ არს მისთვის: „დააბნია ოცდაათი იგი ვეცხლი“. ეგრეთუჱ შენ შეჰკრებას ჰგონებ, უწყოდე, უფროსადა განაბნევ, ვითარცა ბრძანებს უფალი იესო: „რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს“. რადგან გლახაკს არ განუყოფ შენს სიმდიდრეს, არც ქრისტესთან შეჰკრებ, მაშასადამე განაბნევ; შენ შენს საუნჯეს კეთილად ჰრაცხ, მაგრამ კეთილი არ არის: მღილი, მპარავი და ავაზაკი - ყოველივე შეეხება შენს საუნჯეს, და როგორ კეთილი საუნჯე იქნება? საკვირველი ეს არის: თუ გძულს ოქრო და ვეცხლი, გლახაკს რასათვის უშურველად არ მისცემ? თუ გიყუარს - რასათვის ასეთ საუნჯესა შინა არ დაჰმარხავ, რომ ვერც მღილი, ვერცა მპარავი მიეხოს, ვითარცა გიბრძანებს მაცხოვარი: „საუნჯე თქუენი იყავნ სადა მღილმან და მჭამელმან არა განრყუნის და სადა მპარავთა არა დათხარიან და განიპარიან“. თუ საუნჯისა ამის ცნობა გნებავსთ, გლახაკთა შორის იპოვება ამისი მსგავსი საუნჯე; მათ შორის დაუნჯებულს ვნება არა შეეხება რა, ამისთვის, რომ თვით ქრისტე მცველი ექმნება, სიტყვისა ამისგან სჩანს: „რაოდენი უყოთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“. თუ ასე არა ჰყოთ და სხუა გვარად ვეცხლის მოყვარებით შეიკრებ, აქაც ცთომილი ხარ. თუ ვითარ - ვსთქუათ. მოციქული პავლე იტყვის: „რომელსა ეგონოს თავის თვისი ვითარმედ არს რაჲმე და იგი არა იყოს, თავსა თვისსა აცდუნებს“. სიტყვისა ამის მსგავსად, თავის-თავს აცდუნებს; მას თავისი თავი მდიდარი ჰგონია, მას არა აქუს რა მხოლოდ ერთის ტილოს მეტი. ამას მტკიცე აღმოჩინება მივსცეთ. მოციქული იტყვის: „არარაჲ შემოვიღეთ სოფლად“. ჰსჩანს, რომ არცა რაჲ განღებად ძალ-გვიძს. როდესაც იშვა მდიდარი, სოფლად არა რაჲ-მე შემოუღია, - ვეერცა რას განიღებს, მხოლოდ ერთი ტილოს მეტს; და ერთი ტილო რა სიმდიდრე არის? მიჰხედეთ, რა ცთომაში არის ვეცხლის მოყვარე! ეგების სთქუას ვეცხ
მოაკლო ეს ნაწყვეტი რატომღაც, ვაგრძელებ:
...ეგების სთქუას ვეცხლის მოყუარემ: ერთის ტილოს მეტი როგორ არ მაქუს-რა; ჩემი საუნჯე სრულებით ოქროთა და ვეცხლით სავსე არის. ვეცხლის მოყვარეო, ეგე შენი არა არის! გესმის მეუფის იესოს მიერ: „სხუანი დამაშურალ-არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუჱდით“. შენზედ ეს სიტყვა არ ითქმის: დაჰშვერი და შეიკრიბე, მაგრამ შენს შრომილზედ სხუა შემოვა და სხუა მიიღებს, შენ ლიტონი და ცალიერი დაშთები. თქუმულსა ამას თუ არ ირწმუნებ, მე მდიდარს გიჩუჱნებ რომ თავისი სიმდიდრე არცა ცათა შინა აქუნდა და არცა ქუეყანასა ზედა. ეს ქრისტეს მიერი სიტყვით დაგიმტკიცო. ქრისტემან მდიდარს უთხრა: „განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთ და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და ქვეყანასა ზედა“. ჰსჩანს თავისი მონაგები მტკიცედ არა ჰქონია; თუ მტკიცედ ჰქონებოდა - „გაქუნდეს“ ასე არ ეტყოდა, ასრე ეტყოდა: „გაქუს“. მაგრამ ვეცხლის მოყუარეს არც ცათა შინა და არც ქუეყანასა ზედა მტკიცედ არა რაჲმე აქუს, - ზემო ქრისტეს მიერ თქუმულმა ესრეთ წარმოაჩინა. კიდევ ვსთქუათ, რომ ვეცხლის მოყუარეს არა-რაჲმე აქუს სიმდიდრე; სიმდიდრის ქონება ეს არის, როცა რამე ენებებოდეს კაცს, თავსის სიმდიდრისაგან მოპიოვოს; თუკი ვერას მოიპოვებს, რაც ენებება, მდიდარი არ იქნება. ახლა მას მდიდარსა მივხედოთ, რომელიც ლაზარა გლახაკის ჟამში მდიდარი იყო; ერთი წვეთი წყალი დასჭირდა, რა დიდის სურვილით ითხოვა, მაგრამ ვერ მოიპოვა! თუ მდიდარი იყო, სადა ჰსჩანს მისი სიმდიდრე? - არა სადა! ამისთვის არა ჰსჩანს, რომ უგვანად შეკრებილი იყო. ოქრო და ვეცხლი ამაოდ და ცუდად განიბნევა.
თუ იძიებ, რომ რომელს სიმდიდრეს აქუს კეთილი მდგომარეობა, გიჩუენო ქრისტეს მიერ სიტყვით. უფალი იესო ბრძანებს: „რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდინ ეზოსა თვისსა, მშვიდობით არიან მონაგები მისი“. როდესაც ქრისტეს შენს სიმდიდრეს ეზოს ჰსცავს, მაშინ შენი მონაგებიც მშვიდობით არის, და თუ ქრისტე არ სცავს, ყოვლითურთ უხმარი არის, ვითარცა არა ქონებული, ვითარცა ზემო წარმოვაჩინეთ ამისდა მაჩუენებლად საქმე მდიდრისა. მოვიდეთ და ქრისტესა და მოწაფეთა მისთა მიერ თქუმული ვეცხლი მოყვარებისა დასხნისათვის მაგალითად ვიხმაროთ. ქრისტემან ბრძანა: „რომელმან განუტეოს ცოლი თვინიერ სიტყვისა სიძვისა, მან იმრუშა და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა“. მოწაფეთა მოახსენეს: „უკეთუ ესოდენი ბრალი არს დედაკაცისა თანა, არა-რა შეჰგავს ქორწინება“. ქრისტემან უბრძანა: „არა ყოველთა დაიტიონ“. ეგრეთუჱ სახედ ამისა მე უღირსი ვიტყვი: რომელიც უჯეროდ ვეცხლს შეიკრებს, ისიც ვეცხლის მოყუარე არის და რომელიც ჯეროვნად შეკრებულს როგორც ჯეროვანი არის, ისე გლახაკს არ განუყოფს, ისიც ვეცხლის მოყუარედ აღირაცხება; და თუ ესოდენი ბრალი არს ვეცხლისა, არა შეჰგავს მოგება; მაგრამ არა ყოველთა დაიტიონ, თორემ უმჯობესი - სრულიად მოუგებლობა არის, ვითარცა არს სიტყუა მაცხოვრისა: „ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა“. გნებავს ამის ცნობა, თუ სრულიად უპოვარება როგორ უმჯობესი არის სიმდიდრისაგან? მე გიჩუენო: მდიდათ ვაება აქუს ქრისტესაგან, ვითარცა ბრძანებს: „ვაჲ, თქუჱნდა მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემა თქუენი“; და გლახაკთა ნეტარება აქუს იესოს მიერ: „ნეტარ იყვნენ გალახკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. მიჰხედენ, რაოდენად უმჯობესი შეიქმნა გლახაკი მდიდრისაგან: გალახკი ნეტარებაში არის და მდიდარი ვაებაში. უცხადესი წარმოჩენა ამის უმეტესი რაჲ იქმნება? მაგრამ ერთი სახე კიდევ მოვიღოთ მდიდრისა და გლახაკისა, თუ რომელი უმჯობესი არის. საეჭვო არ არის, რომ გლახაკი უმჯობესი არის: ლაზარე გლახაკი სასუფეველში და მდიდარი - ჯოჯოხეთსა შინა. აქ ერთი საკვირვო საქმე არის: უსულოსა და უგრძნობელსა ნივთზედ ყოვლითურთ ჯეროვნება ეს არის - შენ უნდა უფლებდე; და რადგან ვეცხლის მოყუარე ხარ, შენ ვეცხლის უფლად არა ჩანხარ; თუ უფალი ხარ, ეს როგორ არის, ხელით და ფერხით მისგან შეკრული და დამონებული ხარ: ხელი შეკრული გაქუს მოწყალებისათვის, რომ ერთი რამ ძვრა შენს ხელს მოწყალებისათვის არა აქუს; ფერხი შეკრული გაქუს და ეკკლესიასა შინა სვლას ვერ ახშირებ ამის მოშიშრებისათვის - ვეცხლი მპარავმან არ წარიღოს; თვალი მის მიერ დაბნელებული გაქუს და ქრისტეს მსგავს გლახაკს კეთილად მოწყალებით ვერ ჰხედავ.
კრატისტოს ვინმე ბრძები ვეცხლისაგან თავისის თავის შეკრვასა და მონებას ჰხედვიდა, ამისთვის ყოველივე სიმდიდრე მისი ზღვაში გარდაყარა, და ვეცხლს თავისი თავი არ დაამონა. თუ გნებავს, რომ შენც განირინო თავისი თავი, ვეცხლის მონებისაგან, ხელი განხსენ და აღძარ გლახაკთა მოწყალებისათვის, ფერხი განხსენ სვლად ეკკელსიასა შინა ლოცვისათვის, თვალნი განაღე გლახაკთა მოწყალებით მიხედვისათვის; კრატისტომან ზღვაში განაბნია, შენც ზღვის მიმსგავსებულს ქრისტეს სიყვარულში (ესე იგი, გლახაკთა მოწყალებაში) განაბნიე, რათა წარმავალისა და განხრწნადისა წილ წარუვალი და განუხრწნელი მიიღო საუკუნო დიდებაჲ, აწდა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.
ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებანი, ქუთაისი, 1898 წ.
იხარეთ;
კაიროსი!
...........
...........
ახლა მოკლედ გადავხედე პოსტებს და აი ჩემი პასუხიც (იმედია არავის სიტყვებს არ ვიმეორებ ):
სიმდიდრე არის ერთგვარი იარაღი, რომლითაც შეიძლება ან ტაძრების აშენება, მშიერის დაპურება, და ა.შ., ანდა ვინმეს მოსაკვლელად იარაღის ყიდვა. სიმდიდრე თუ სიღარიბე არ განსაზღვრავს ადამიანის სამოთხეში ან ჯოჯოხეთში მოხვედრას. არც სიმდიდრე და არც სიღარიბე არ დაგვაშორებს და არც დაგვაახლოვებს უფალთან. მთავარია რამდენად სწორედ და ქრისტიანულად ვატარებთ ჩვენს ჯვარს. პრობლემა კი დამოკიდებულებაშია: სიმდიდრე, სიღარიბე თუ სხვა რამე კი არ უნდა გვფლობდეს ჩვენ, არამედ მხოლოდ ერთი უფალი უნდა გვყავდეს - ჩვენი ღმერთი.
სხვათაშორის სახარებაში ისიც წერია, რომ თუ თვალი/ხელი/ფეხი გაცდუნებსო, სჯობს რომ მოიკვეთოო (მარკოზი 9: 43-48). დავიჯერო არავის არ გვაცდუნებს ხსენებული კიდურები ან თვალი? და ამის გამო გინახავთ სადმე დაინვალიდებული მორწმუნეები? ანუ ზოგი რამ სახარებაში არ უნდა გავიგოთ მაინცდამაინც პირდაპირ. სახარება გვაძლევს აზროვნების საშუალებას.
აბა ვნახოთ თუ როგორ განმარტავს წმ. იოანე ოქროპირი ზემოთხსენებულ საკითხს:
" Действительно, не столько имеют препятствий на пути ко спасению те, которые владеют немногим, сколько те, которые погружены в бездну богатства, — потому что страсть к богатству тогда бывает сильнее. И я никогда не перестану повторять, что приращение богатства более и более возжигает пламя страсти и делает богачей беднее прежнего: возбуждая в них беспрестанно новые пожелания, заставляет через то сознавать всю свою нищету. Смотри вот, какую силу и здесь показала эта страсть. Того, кто с радостью и усердием подошел к Иисусу, так помрачила она и так отяготила, что, когда Христос повелел ему раздать имение свое, он не мог даже дать Ему никакого ответа, но отошел от Него молча, с поникшим лицом и с печалью. Что же Христос? Что трудно богатому войти в Царство Небесное (ст. 23). Христос этими словами не богатство порицает, но тех, которые пристрастились к нему. Но если трудно войти в Царство Небесное богатому, то что сказать о любостяжателе? Если не давать от своего имения другому есть уже препятствие па пути к царству, то представь, какой собирает огонь тот, кто захватывает чужое! Но для чего же Христос сказал ученикам Своим, что трудно богачу войти в Царство Небесное, когда они были бедны и даже ничего не имели? Для того, чтобы научить их не стыдиться бедности, и как бы оправдаться перед ними в том, почему Он прежде советовал им ничего не иметь. Сказав здесь, что неудобно богатому пойти в Царство Небесное, далее показывает, что и невозможно, не просто невозможно, но и в высшей степени невозможно, что и объясняет примером верблюда и игольных ушей. Удобнее, говорит, верблюду пройти сквозь игольные уши, чем богатому войти в Царство Божье. А отсюда видно, что немалая награда ожидает тех, кто при богатстве умеет жить благоразумно. Потому Христос называет такой образ жизни делом Божьим, чтобы показать, что много нужно благодати тому, кто хочет так жить. Когда же ученики смутились, слыша Его слова, Он далее сказал: людям это невозможно, Богу же всё возможно (ст. 26). Но отчего смущаются ученики, будучи бедны, и даже слишком бедны? Что их беспокоит? Оттого, что имели слишком сильную любовь ко всему человечеству, и уже принимая на себя должность его учителей, страшились за других, за спасение всех людей. Эта-то мысль очень много и смущала их, так что они великую имели нужду в утешении. Потому Иисус, посмотрев сначала на них, сказал: невозможное людям возможно Богу (Лк. 18, 27). Кротким и тихим взором Он успокоил волнующиеся их мысли, и разрешил недоумение (на это самое указывает и евангелист словами: подняв глаза), а потом ободряет их и словами, указывая на силу Божию, и таким образом возбуждал в них надежду. А если хочешь знать, каким образом и невозможное может быть возможным, то слушай. Не для того ведь сказал Христос: невозможное людям возможно Богу, чтобы ты ослабевал в духе и удалялся от дела спасения, как невозможного; нет, Он сказал это для того, чтобы ты, сознавая великость предмета, тем скорее принялся за дело спасения и, с помощью Божьей ступив на путь этих прекрасных подвигов, получил жизнь вечную"
Толкование нашего святого отца, Иоанна Златоуста, Архиепископа константинополя, на святого матфея евангелиста. Беседа 63
http://www.agape-biblia.org/prpakety/zlatoust/Matf063a.htm
ელესარი
ელესარი
sergi_glaxa
................
ნუ გავამართლებთ სიმდიდრისა და კომფორტის მოყვარეობას რაღაც საკუთარი შეხედულებებით, რომელიც არა მგონია მთლად ქრისტიანული იყოს. ვთქვათ ალალად რომ გვიზიდავს სიმდიდრე და მორჩა...
სიმდიდრე ერთდროულად ღვთის წყალობაც არის, გამოცდაც და ჯვარიც.
სიღარიბის გამო ადამიანი არ ცხონდება.
ალექსანდრე
sergi_glaxa
ალექსანდრე
ალექსანდრე
ალექსანდრე
ალექსანდრე
sergi_glaxa
ყყევალმ, რომ ყველაფერი გაყიდოს, წრმომიდგენია (ან უფრო ვერა) რა მოხდება.
ყველაფერი, რომ გაყიდო მათ შორის სახლი, მაშინ ან მონასტერში უნდა წახვიდე ან თავშესფრად ისევ სახლი უნდა ეძებო. სახლის გარდა ჭამაც საჭიროა და ტანსაცმელიც. ანუ მაიც გინდა სახლიც, ჭამაც , ტანსაცმელიც,ანუ ფულიც.
თუ მათხოვრობით აპირებ ცხოვრებას, მაშინ მან უნდა შემოგწიროს, ვისაც არ გაუყიდია, ანუ მაინც ყოფილა საჭირო, რომ ვინმემ არ გაყიდოს, აბა ყველამ, რომ გავყიდოთ შენ მათხოვარს და საწყალს ვინღა გაჭმევს. სხვა შემთვევაში ისევ იქმადე მივდივართ, რომ ჭამო, უნდა იმუშავო, მიწაზე ან სადმე სხვაგან, ამისთვის შემოსავალი უნდა მიიღო, ან ფულის სახით ა მიწაზე მიღებული. რომ არ დაგაწვიმოს სახლი გინდა, რომ არ შეგცივდეს ტანსაცმელი. პირდაპირ თუ გავიგებთ რაც ტქვა უფალმა, გამოდის, რომ ჯერ უნდა გავყიდოთ, მერე ისევ შევიძინოთ, მერე, რომ შევიძენთ სახარების სირტყვების აღსრულებისთვის ისევ უნდა გავყიდოთ და აშ.
სიცრუე და ტყუილი მაშორე, ნურც სიღარიბეს მომცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მასაზრდოვე, რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო.
იგავნი 30:8-9
დავიჯერო დავით მეფსალმუნე სიღარიბით კვდებოდა?
ან იმედნი ჰქონდა, რაც მის მხოლოდ გამოსაკვებად იყო საჭირო?
მხევალი ნინო
მხევალი ნინო
იმედია PM ნახე
კანონისტი
sergi_glaxa
მხევალი ნინო
afxazi
sergi_glaxa
afxazi
sergi_glaxa
afxazi
Andria
დამშვიდდით მეგობრებო
ნუ იქნებით კატეგორიულები
აქ ისევ იმაზე კამათობენ, რაზედაც კამათი არ შეიძლება იდეალი სხვაა და იგი მიზანია, რეალობა სხვაა და იგი იდეალისაკენ უნდა მიდიოდეს და მას ემგავსებოდეს, თავისთავადი ბოროტება არაა სიმდიდრე, არც თავისთავადი სიკეთეა სიმდიდრის არ ქონა, ერთი სხვა ჯვარია მეორე სხვა, ერთისთვის მძიმე ერთია , მეორეს შეიძლება უფრო მეორე ემძიმოს...
არაფერი ასე მწარე საკამათო...
იხარეთ;
კაიროსი!
Andria
ჩემი აზრით, სიმდიდრე არ არის რათქმაუნდა ცოდვა, თან არავითარ შემთხვევაში კრიტერიუმად არ უნდა ჩაითვალოს. მაგრამ , ძირითადად ვინც მდიდარია, ისინი ივიწყებენ არქონით გამოწვეულ განსაცდელს, ივიწყებენ, თუ ოდესმე იცოდნენ, არმქონის გაჭირვებას, ყოველდღიურ ბრძოლას, რაღაცნაირად უმრავლესობა მათგანი თავს აღმატებულადაც თვლის, კადნიერდება და ამცირებს სხვას. მდიდრები ოჯახსაც ძირითადად ანგარებით ქმნიან, მე მგონი მათ უმცირდებათ მოყვასის სიყვარული, მათი გონება მიქცეულია სახვეჭელზე, დაგროვებულის გამრავლებაზე და უფრო აბციურები ხდებიან. ეს კი ყველა მდიდარს არ ეხება რათქმაუნდა, ძალიან ბევრია ქველმოქმედი მათ შორის, გლახაკთ მომკითხავნი, სათნონი, მაგრამ უმრავლესობა ასეთია. ისე, უცებ გამდიდრებული უფრო "ცუდ თვისებებს" ამჟღავნებს , ვიდრე ის, ვისაც თუნდაც წინაპრებისგან აქვს მიღებული ქონება,ისინი ხამები მაინც არ არიან,სხვა თუ არაფერი ("ახალი რუსების" მაგალითი).
პ.ს.
კაიროს,
შენ რომ გიწერია (#23 პოსტი მაგალითად), ის შენი ნათარგმნია? მაპატიეთ თემისგან გადახვევა, მაგრამ მერე ვერ გავაგებინებ კაიროსს რომელს ვგულისხმობ მოკლედ , იმის თქმა მინდა, რომ თუ შენი ნათარგმნია, მაშინ იმ დაგეგმილ თარგმანთა თემაში განთავსება არ დაგავიწყდეს
მაინტერესებს სად განვაცხადე რომ მდიდრები ვერ გადარჩებიან მეთქი? ან სად ვთქვი რომ ღარიბები ცხონდებიან?
KAIROS
„ეს დიდი მამა მრავალი სათნოებით იყო აღსავსე, მათ შორის უპოვრობითა და უბრალოებით. ფული არ ჰქონდა. როცა ფული სჭირდებოდა, შესთხოვდა თავის ზეციურ მფარველებს და ისინიც უგზავნიდნენ, რამდენიც საჭირო იყო“.
ამ თემას ვეძებდი...
"კეთილმოწყობილი ცხოვრება დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ხსნას. წმინდა მამათა გამოთქმით, ფუფუნებით მცხოვრებ ადამიანებში ღვთის კი არა, ეშმაკის სული მკვიდრობს".
/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/
"ზღვა მდინარეთა მიერთებით არ ივსება, ვერც ვერცხლისმოყვარე იკმაყოფილებს სურვილს მოგროვილი ფულით; აი, გააორმაგა მან ქონება, მაგრამ ისევ ორჯერ მეტი უნდა. და არასოდეს დაანებებს თავს შეძენილის გაორმაგებას, სანამ სიკვდილი არ შეწყვეტს ამ უსარგებლო ზრუნვას".
/წმ. ნილოს სინელი/
"ვერცხლისმოყვარეობის დასაბამი მოწყალების გულისსიტყვაა, ხოლო მისი აღსასრული - გლახაკთა სიძულვილი".
/წმ. იოანე სინელი/
"წმინდანი [ღირსი მარი მგალობელი] სიღარიბეს უდიდეს კეთილდღეობად თვლიდა".
"რაოდენ შეძლებულიც უნდა იყოს ადამიანი, მატერიალურ სიმდიდრეს სულიერების ოაზისი უნდა ამშვენებდეს".
/მამა დავით შენგელია/
"სიღარიბე კეთილ ადამიანებში ჩვეულებრივ სიმდაბლის მცველია".
/წმ. გრიგოლ დიოლოგოსი/
"უფალი არ ასხვავებს მდიდარსა და ღარიბს".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ძველი ბერძნები და რომაელები ამბობდნენ, სიმდიდრეში დიდი საფრთხე დევსო. პოეტი პროპერციუსი წერდა: "მე ვხედავ რომს, ამაყ რომს, უდროოდ სიკვდილის სარეცელზე მწოლს, თავისი აყვავებული ცხოვრების მსხვერპლს". დაახლოებით იმავეს ამბობდა სატირიკოსი იუბენალი: "ფუფუნებამ, ომზე უფორ საშიშმა, მოიცვა რომი... მას შემდეგ, რაც რომში აღარ არის ღატაკი, იგი ვნებას და ცოდვაში დაინთქა".
"როგორც სიმაძღრის შემდეგ კვლავ მოგშივდება, ასევე სიმდიდრეს სიღატაკე მოსდევს".
"სიმდიდრე არის ღმერთის კეთილი ნების ნიშანი".
"სიმდიდრეს იძლევა მხოლოდ ღმერთი".
"ვიყოთ მართალნი, რადგან როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს, მართალს არასოდეს გაუჭირდება. "არა ვიხილე მართალი დაგდებული, არცა თესლი მისი მთხოველი პურის (ფსალმ. 36, 25)".
"წმინდა მამათა მკაცრი შეგონებით კეთილდღეობა სულს მეტ საფრთხეს უქადის, ვიდრე სიდუხჭირე".
"სადაც ქრისტეს უარყოფენ და განდევნიან, იქ ყოველგვარი კეთილდღეობის საფუძვლები შეირყევა".
გადაჭრით არ ამბობს ქრისტიანობა, ყველა მდიდარს სიკვდილი ემუქრება. შედარებითი უფროა. აბრაამი მატერიალურადაც მდიდარი იყო და სულიერადაც
"ფუფუნება ანგრევს ყველაფერს".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"როცა სულიერება დიდია, მაშინ მატერიალურს ნაკლებად უყურებ".
/მამა დიმიტრი მიხანაშვილი/
"თუკი ლოთისთვის ღვინოა საცდური და საკუთარ უმსგავსოებას უფლისგან ბოძებულ კურთხეულ სასმელს მიაჩემებს, ბრძენისთვის იგი ნუგეშისა და კეთილი მხიარულების მომტანია, რადგან სულიერ სიხარულსა და ზიარების საიდუმლოს მადლმოსილებას ხედავს მასში. მრუშისთვის შიშველი სხეული განხურვებისა და ხორცის დუღილის მომასწავებელია, წმინდანისთვის კი ტაძარია ღვთისა, რომელშიც სულიწმინდის მადლია დავანებული. ვერცხლის მოყვარე, სიმდიდრეს დახარბებული ადამიანი ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასეულობით იღუპავს სულს, არადა შეეძლო, ღვთისა და მოყვასის სიყვარული "ეყიდა", მოეპოვებინა. სიმდიდრე კი არ არის ცოდვა, რადგან იგი სახეა ზეციური ხელთუქმნელი სიმდიდრისა, არამედ მისთვის ცხოვრება და უკეთურად გამოყენება."
/დავით სურგულაძე/
"მატერიალური სიმდიდრე ავიღოთ. თუ ვიკითხავთ, ვინ არის ყველაზე მდიდარი, ერთადერთი პასუხია ლოგიკური - ვისაც მეტი აღარ სურს. მაგრამ არც ერთი მდიდარი არ კმაყოფილდება შეძენილი ქონებით. მხოლოდ ბერად შემდგარი კაცია კმაყოფილი და ბედნიერი მიღწეულით, რადგან შეიძინა ის, რასაც ეძებდა, უფალთან მყოფობს და სულიერადაა მდიდარი."
/მეუფე ანტონი (ბულუხია)/
"მსოფლიოში სამი ბანაკია: 1. უღმერთო ღატაკნი; 2. უღმერთო მდიდარნი; 3. ღატაკი და მდიდარი (მატერიალურად) ქრისტიანენი".
/წმ. არქიეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკოელი/
"ღატაკნი დახმარების ღირსად მიიჩნევიან; მდიდრები - მსახურების ღირსად".
/არქიეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკოელი/
"სულიაურის წინაპარი ისეთი მდიდარი ყოფილა, რომ ჯორზე მჯდარი თესავდა ყანას და პურს ოქროს სათითურებით მკიდა".
"სიმდიდრე ვერ დაგაპურებს ღვთიური მადლით, მადლს ვერ შეისყიდი."
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მოკვდავნო, გახსოვდეთ: სიმდიდრე, ღირსება და დიდება უკეთეს შემთხვევაში თქვენი სულისთვის არაფერს ნიშნავს, უმეტესწილად კი აუარესებს თქვენს მდგომარეობას. ოქროს შეძენას ნუ ესწრაფვით (მათე 10,9); ეცადეთ, იგი არამატერიალური ფორმით მოიპოვოთ და თანაც - რაც შეიძლება მეტი."
"ერთი ბერი მიყვებოდა, თუ როგორ უთხრა მას პირად საუბარში სასულიერო პირმა: "- მხოლოდ ერთი რამ მჭირს: - რა ვქნა ფული მიყვარს". " - დალოცვილო, ამ ცოდვამ გააყიდინა თავისი მოძღვარი იუდას და შენ როგორ ამბობ მიყვარს და რა ვქნაო", - თქვა მაშინ ბერმა".
"იცოდეთ ისიც, რომ შეიძლება კეთილდღეობა უბედურებაზე საშიში იყოს და პირიქით, უბედურებამ კეთილდღეობაზე მეტი სიკეთე მოუტანოს კაცს".
/ილია მეორე/
"მოკვდავნო, გახსოვდეთ: სიმდიდრე, ღირსება და დიდება უკეთეს შემთხვევაში თქვენი სულისთვის არაფერს ნიშნავს, უმეტესწილად კი აუარესებს თქვენს მდგომარეობას. ოქროს შეძენას ნუ ესწრაფვით (მათე 10,9); ეცადეთ, იგი არამატერიალური ფორმით მოიპოვოთ და თანაც - რაც შეიძლება მეტი."
/მთავარეპისკოპოსი იოანე სანფრანცისკოელი/
"ძვირფასეულობის მფლობელი მდიდარია, მაგრამ ბედნიერი და კურთხეულია ის, ვინც ამ სიმდიდრეში მისი ჭეშმარიტი მფლობელი, მომცემი - უფალი ამოიცნო".
"როგორც სიმდიდრე არ აღამაღლებს ადამიანს, ასევე სიღარიბეც არ აკნინებს მას".
/ღირსი პაისი ათონელი/
"მე არ განვიკითხავთ მათ, ვისაც აქვს სახლები, მინდვრები, ფული, ჰყავთ მოსამსახურეები. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ისინი ამ ყოველივეს ფლობდნენ წინდახედულად და გონივრულად. როგორ? - როგორც ეკადრება ბატონებს და არა მონებს; ე.ი. თავად ფლობდნენ სიმდიდრეს და არა ის ფლობდეს მათ; მოიხმარონ ფული კეთილად და ბოროტად არ გამოიყენონ, რადგან ის მოგვეცა აუცილებელი მოთხოვნილებებისათვის დასახარჯად და არა შესანახად. შენახვა მონის საქმეა, ხოლო ხარჯვა მასზე ძალაუფლების მქონე ბატონისა.
ფული იმისთვის კი არ გეძლევა, რომ ბოროტ მონასავით მიწაში ჩაფლო, არამედ იმისთვის, რომ სხვებს გაუნაწილო. ღმერთს მისი შენახვა რომ სდომებოდა, ადამიანს კი არ მისცემდა, არამედ სამუდამოდ დაფლულს დატოვებდა. თუკი ინახავ, ე.ი. ფული ბატონობს შენზე. თუ გსურს მისი გამრავლება, ამისთვის საუკეთესო საშუალება ფულის კეთილად ხარჯვაა, რადგან არ არსებობს ღვთის წყალობის მოპოვება უფლისა და მოყვასის სიყვარულის გარეშე. ღვთისთვის ხომ ყველაზე სათნო ადამიანში არსებული მსხვერპლშეწირვის სულია".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ერთი კაცი ძალიან ნანობდა, წყალობად რომ დაარიგა თავისი ოქრო და უეცრად მკვდარი დაეცა ეკლესიაში, ოქროსთან ერთად სიცოცხლეც დაკარგა".
"სიმდიდრეც გბეზრდება, ეს ისეთი სენია, შესაძლოა, ერთ დღეს ყველაზე მაღალი საფეხურიდან უკანასკნელი გლახაკის გვერდით დაგანარცხოს".
/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/
"მაძღარი კეთილდღეობა"
"განცხრომაში მცხოვრები ადამიანი ფასეულს ვერაფერს შექმნის"
"მოხუცებისთვის შიმშილი დიდი ტვირთია"
"...კაცი გამდიდრდა, მაგრამ არ გაამპარტავნებულა, უხვად გასცემდა მოწყალებას..."
"ფული იმას უნდა, ვისაც ფული აქვს"
/პოეტი გულნაზ ხარაიშვილი/
"არაფრის მაქნისი ხელები ცდილობენ სხვის ხარჯზე იყვნენ და წურბელას ემსგავსებიან".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ზოგიერთი ადამიანი ოცნებობს, ნაკლები იმუშაოს და მეტი მიიღოს, მაგრამ დასვენებით რომ დატკბე, თავდაპირველად დაღლა უნდა იგრძნო".
/ილია მეორე/
"ფული მუდმივი ღირებულა არ არის, ის დროებითი ღირებულებაა".
/დეკ. დავით შაქარაშილი/
"ფული ვისაც ბევრი აქვს, ეს - მოვალეობაა".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ადამიანი, რომელიც სულ იმის ძიებაშია, როგორმე გაიუმჯობესოს ცხოვრება, უფრო მეტი სიმდიდრე დააგროვოს და უკეთესს მიაღწიოს, სულ განცდებშია და მუდმივად დაძაბულია. ვერ იცლის ღმერთზე საფიქრალად".
/მამა იოანე ჩაჩიბაია/
"როდესაც ადამიანი ცხოვრობს და ზრუნავს მხოლოდ სიმდიდრის მოსაპოვებლად, საზრდელისთვის, ჩასაცმელისთვის... პირუტყვს ემსგავსება. ადამიანს მეტი მოეთხოვება. როდესაც მას აქვს სიმდიდრე, უნდა გამოიყენოს სულის საცხოვნებლად და არა მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობისა და სიამეთა მისაღებად".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"სიღატაკემ ცოტას თუ დააკარგვინა გონება, სიმდიდრემ კი - მრავალს".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ვერანაირი მიწიერი სიმდიდრე სულიერ სიცარიელეს ვერ ამოავსებს".
/ილია II/
"კი ვიტყვი ხოლმე, ამდენი და ამდენი რომ მომცა, ასე და ასე ვიზამდი-მეთქი, მაგრამ ადამიანი ადამიანია და ალბათ ჩემს სინდისსაც მიეძინებოდა სიმდიდრის კალთებქვეშ."
"ღვთის მოწყალება რომ მიიღო, საჭიროა კმაყოფილი იყო იმით, რც გაქვს"
"ვარსებობთ... შოვნიდან შოვნამდე ვართ..."
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"სიმდიდრე ეს არის განსაცდელი, ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს ადამიანმა.
სიმდიდრე თავის თავად არ არის ცოდვა, მაგრამ სიმდიდრე გამოყენებული უნდა იყოს ადამიანის ცხონებისთვის".
/ილია II/
"მაცხოვარს უყვარს ღარიბნი არა მათი სიღარიბის გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი მდიდარზე მეტად ცდილობენ გაიგონ და შეიგრძნონ სულიერი საუნჯენი. სიმდიდრე კი, პირიქით, ატყვევებს ადამიანის გულს იმდენად, რომ მას უკვე ავიწყდება ყოველივე და იკეტება საკუთარ ეგოიზმში. იგი უკვე აღარ ისწრაფვის სულიერებისაკენ, არამედ იფარგლება და ისაზღვრება მხოლოდ უხეში მატერიით".
/ილია მეორე/
"ხვავრიელობა"
სიმდიდრე
„ოქრო - ისეთივე ხაფანგია კაცთათვის, როგორც - ჩიტებისთვის კაკანათი"
* * *
„ნეტარია მდიდარი, რომელიც არასდროს კარგავს მხედველობის არიდან მადლის სიმდიდრეს"
* * *
„მაშინ ვიხვეჭთ სიმდიდრეს, როდესაც იგი გვძაგს და მხოლოდ უფლისაგან ვეძიებთ სიმდიდრეს"
* * *
„სიღარიბის გარეშე სიმდიდრეც უსარგებლოა"
* * *
„სახლში საგანძური სახიფათოა: გლახაკთა ხელში კი - უსაფრთხო"
* * *
„სიმდიდრე კი არ ღუპავს მდიდრებს, არამედ სიმდიდრის მოხმარება"
* * *
„მდიდრები კი არა, სიმდიდრის მსახურნი განისჯებიან"
წმიდა იოანე ოქროპირი
"ამქვეყნიური ყოფა და ფუფუნება კი არ განსაზღვრავსო ადამიანის პიროვნებას, არამედ ის, რაც მის შიგნითაა, მისი შინაგანი სამყაროთი წარმოჩინდება იგი"
"ფუფუნება და გარეგნული ბრწყინვალება ადამიანს არ აღამაღლებს, ხოლო სიღარიბე მის ღირსებას არ ამცირებს".
"ვინაიდან ამოდის მზე და დააცხუნებს, ხვატი გაახმობს მდელოს, და დაჭკნება მისი ყვავილი, და განქარდება მისი მშვენება; ასე ჭკნება მდიდარიც მისეულ გზაზე"
/მოციქული იაკობი/
"ღმერთი არავის დატოვებს ულუკმაპუროდ, მით უმეტეს, პატიოსან კაცს"
"მამა აბიბოსი რომ არა, შეიძლება ვყოფილიყავი ეკლესიური, მაგრამ ბევრი ჩვენი თანამემამულის მსგავსად წინ დამეყენებინა მატერიალური კეთილდღეობა".
"მაცხოვარი სიმდიდრეს კი არა, მდიდრული ცხოვრებით გატაცებას უარყოფს. საშიშროება არა თვით სიმდიდრეშია, არამედ იმაში, რომ ქონება დაცემულ ბუნებას მაცდურად ეპარება და უფლისაკენ მიმავალ გზაზე ბევრ წინააღმდეგობას მოუვლენს. ქონებაზე შეყვარებულ ადამიანს ბუნება ეცვლება და დროთა მანძილზე მას წარმართობის სენი – მექრთამეობა და ვერცხლისმოყვარეობა ეუფლება.
რაც შეეხება სიღატაკეს:
"ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი".
"ცნობილია, რომ მატერიალური კეთილდღეობით ადამიანმა შეიძლება განიცადოს დროებითი სიხარული, ხოლო ჭეშმარიტი ბედნიერების შეგრძნება მხოლოდ უფლის მადლით არის შესაძლებელი".
"ბიბლიიდან ვიცით, რომ მრავალი ადამიანი იყო მდიდარი, მაგრამ ისინი მუდამ უფლის გვერდით იყვნენ.
იყვნენ ასევე ისეთი ადამიანები, რომელთაც უდიდესი საფასე ჰქონდათ და ამ საფასით განშორდნენ უფალს. სიმდიდრისმოყვარეობამ ისინი მოაშორა ეკლესიას, ღმერთს და საბოლოოდ დაიღუპეს თავი."
"აურაცხელი სიმდიდრე და მისგან შობილი ფუფუნება ლილვლივებდა ახალი რომის ჰაერში თავმოწონებით"
ომარი (65 წლის):
ჩემი საქმე და საკეთებელი ფულის შოვნა იყო - ყველაფერს იმ თვალით ვუყურებდი, რა შეიძლებოდა გამომედნო მისგან. ეზო და სახლ-კარი ქარვასლას დავამსგავსე - ვაშენებდი და ვაშენებდი. იმ კაცს კაცად არ მივიჩნევდი, ვისაც ფულის კეთება არ შეეძლო - უნიათო და სულელია-მეთქი.
ერთი მეზობელი მყავდა და ახლაც მყავს - მეცნიერი კაცია, მშვიდად და უშფოთველად მიჰყვებოდა ცხოვრების დინებას, რაც ჰქონდათ, იმითაც კმაყოფილები იყვნენ. ერთხელ ვკითხე, სახლს რატომ არ აკეთებ, მიაშენ-მოაშენე-მეთქი. რად მინდა ზედმეტი, რაც მაქვს, მაკმაყოფილებსო. კინაღამ წამომცდა, - ფული შენს კაცობას-მეთქი.
მალე მძიმე ცხოვრება მოვიდა და ნელ-ნელა დავკარგე ჩემი ნაშოვნ-ნაღვაწი. კინაღამ გადავირიე! ნერვიულობამ ისე დამრია ხელი, ინფარქტიც მომივიდა. ამან კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენი ოჯახის მდგომარეობა. ის ჩემი მეზობელი ჩემ გამო ძალიან წუხდა, მაგრამ თვითონ არ წუწუნებდა, მშვიდად იყო, ეტყობა, ნაჩვევი იყვნენ იმას, რაც ჩემთვის უბედურება იყო.
ამასობაში ქალიშვილი გამითხოვდა და შვილიც ეყოლა. სიძე რაიონიდან იყო და ბინა არ ჰქონდა, ჩემთან ცხოვრობდნენ. ისეთ დღეში ვიყავით, ბავშვისთვის საწოლი ვერ ვიყიდეთ. არ ვიცი, ვისგან გაიგო, შეფუთული მომიტანა ყველაფერი და ბოდიშიც მომიხადა, ჩემი შვილების ნაქონია, მაგრამ კარგად შენახულიო.
რომ გავხსენით, გავოცდით - ახალთახალს ჰგავდა. გამახსენდა, როგორ უდიერად ვეპყრობოდით ჩვენი შვილების ნაქონ ნივთებს მე და ჩემი ცოლი - იმედი გვქონდა, თუ ერთი დაიმტვრეოდა, ახალს ვიყიდიდით.
ჩემს მეზობელს ასე მოჰქონდა სათამაშოები, ტანსაცმელი... თანაც ამას ისე აკეთებდა, თავს დამცირებულად არ იგრძნობდი, უფრო დაფიქრდებოდი.
ადამიანი სასყიდელს ამ ცხოვრებაშივე მიიღებს
"მინახავს სულები, რომლებიც, თუმცა უსამართლოდ შეურაცხყოფილნი იყვნენ, კეთილი ზრახვებით იტანდნენ უსამართლობას და მადლი ეფინებოდა მათ ამქვეყნიურ ცხოვრებას.
მრავალი წლის წინ ერთმა ღვთისმოსავმა ქრისტიანმა მინახულა - კეთილმა და უბრალო ადამიანმა. მან მთხოვა, მელოცა მისი შვილებისათვის, რათა უფალს გაენათლებინა ისინი და როდესაც ზრდასრულები გახდებოდნენ, არ ამხედრებულიყვნენ ნათესავების წინააღმდეგ, რომლებიც მეტად უსამართლოდ მოექცნენ მათ. შემდეგ საქმის ვითარება გამაცნო და მე მივხვდი, რომ ის ნამდვილად სათნო ადამიანი იყო. იგი მამამისის ხუთი შვილიდან ყველაზე უფროსი ყოფილა და მას შემდეგ, რაც მამა მოულოდნელად გარდაიცვალა, მან შეცვალა იგი თავისი ძმებისა და დებისათვის.
როგორც მოყვარული მამა, იგი მუხლჩაუხრელად შრომობდა, დააგროვა ქონება, მიწის ნაკვეთები, უზრუნველყო ოჯახი. ორი და გაათხოვა. უმცროსი ძმებიც ასევე დაქორწინდნენ, მათ ზეთისხილის ბაღები და სხვა ამდაგვარი თვითონ დაიტოვეს, ხოლო მას უვარგისი, უნაყოფო ქვიშნარები მისცეს. ბოლოს თვითონაც დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა.
ის უკვე ახალგაზრდა აღარ იყო და ფიქრობდა, რომ მისი შვილები, როდესაც გაიზრდებონენ, მიხვდებოდნენ, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ და აღშფოთდებოდნენ. "მე არ მარისხებს ეს უსამართლობა, - მითხრა მან, - იმიტომ, რომ ფსალმუნს ვკითხულობ. ერთ კანონს საღამოს და ორს - გათენებამდე. თითქმის ზეპირად ვისწავლე მთელი ფსალმუნი, არც ერთ მათგანში არ არის ნათქვამი, რომ უსამართლო ადამიანები წარმატებას მიაღწევენ, არამედ აშკარაა, რომ მართალ ადამიანებს ღმერთი შეეწევა.
მე, მამაო, არ მაწუხებს მიწის დაკარგული ნაკვეთები, ვწუხვარ ჩემს ძმებზე, რომლებიც სულს იღუპავენ". ეს კურთხეული ადამიანი წავიდა და მეორედ მან ზუსტად წლის შემდეგ მინახულა. მეტად მხიარულად იყო და მკითხა: "გახსოვარ, მამაო, გახსოვარ?" "დიახ", - მივუგე მე და გამოვკითხე მისი საქმეების შესახებ. "მე გავმდიდრდი!" - მითხრა მან. "როგორ გამდიდრდი, ძმაო?" "აი, როგორ: ის უნაყოფო ადგილები, მე რომ მერგო, ძალიან ძვირად შეფასდა, რადგანაც ზღვის პირას იყო განლაგებული. ახლა ძალიან ბევრი ფული მაქვს და საკითხავად მოვედი, რა ვუყო მას".
"შენი შვილებისათვის სახლი ააშენე და მათი სწავლა-განათლებისთვის გადადე ფულის ნაწილი, ვიდრე ისინი ფეხზე დადგებოდნენ", - ვუპასუხე მე. "შვილებისათვის უკვე გადავდე, მაგრამ მაინც ბევრი დამრჩა". "მაშ, ღარიბებს დაეხმარე, ჯერ ნათესავებს, მერე სხვებს". "მივეხმარე, მამაო, მაგრამ ძალიან ბევრი მაქვს კიდევ". მაშინ მე მას დავპირდი, რომ ვილოცებდი, რათა ქრისტეს გამოეცხადებინა მისთვის, სიკეთე იქ დაეთესა, სადაც ამის აუცილებლობა იყო.
შემდეგ კვლავ ვკითხე: "შენი ძმები როგორ ცხოვრობენ და სად არიან?" იგი ატირდა და ცრემლით მომიგო: "არ ვიცი, მამაო, კვალიც კი დაიკარგა. მიწის ნაკვეთები სოფლად, ზეთისხილის ბაღები და სახნავ-სათესი გაყიდეს და ახლა სად არიან - არ ვიცი. ჯერ გერმანიაში წავიდნენ, მერე - ავსტრალიაში, ახლა კი მათ შესახებ აღარაფერი ისმის".
არ ვიცოდი, ძმების ხსენება ასე თუ გაანერვიულებდა, თორემ არაფერს ვკითხავდი. შემდეგ იგი დავამშვიდე და ერში დაბრუნდა. მე ვუთხარი: "მოდი, ერთად ვილოცოთ, რომ მათ შესახებაც სასიხარულო ამბავი შეიტყო". და გონებაში ამოტივტივდა ფსალმუნის სიტყვები: "ვიხილე მე უღმრთოი უფროის ამაღლებული და აღმატებული, ვიდრე ნაძვთამდე ლიბანისათა და თანა-წარვხედ და აჰა, არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი". მის საბრალო ძმებს სწორედ ეს დაემართათ.
ამგვარად, არაფერია უსამართლობაზე უარესი. შეეცადეთ, ღვთის კურთხევა გქონდეთ ყველაფერზე, რასაც არ უნდა აკეთებდეთ."
/პაისი ათონელი/
ადამიანი სასყიდელს ამ ცხოვრებაშივე მიიღებს
"მინახავს სულები, რომლებიც, თუმცა უსამართლოდ შეურაცხყოფილნი იყვნენ, კეთილი ზრახვებით იტანდნენ უსამართლობას და მადლი ეფინებოდა მათ ამქვეყნიურ ცხოვრებას.
მრავალი წლის წინ ერთმა ღვთისმოსავმა ქრისტიანმა მინახულა - კეთილმა და უბრალო ადამიანმა. მან მთხოვა, მელოცა მისი შვილებისათვის, რათა უფალს გაენათლებინა ისინი და როდესაც ზრდასრულები გახდებოდნენ, არ ამხედრებულიყვნენ ნათესავების წინააღმდეგ, რომლებიც მეტად უსამართლოდ მოექცნენ მათ. შემდეგ საქმის ვითარება გამაცნო და მე მივხვდი, რომ ის ნამდვილად სათნო ადამიანი იყო. იგი მამამისის ხუთი შვილიდან ყველაზე უფროსი ყოფილა და მას შემდეგ, რაც მამა მოულოდნელად გარდაიცვალა, მან შეცვალა იგი თავისი ძმებისა და დებისათვის.
როგორც მოყვარული მამა, იგი მუხლჩაუხრელად შრომობდა, დააგროვა ქონება, მიწის ნაკვეთები, უზრუნველყო ოჯახი. ორი და გაათხოვა. უმცროსი ძმებიც ასევე დაქორწინდნენ, მათ ზეთისხილის ბაღები და სხვა ამდაგვარი თვითონ დაიტოვეს, ხოლო მას უვარგისი, უნაყოფო ქვიშნარები მისცეს. ბოლოს თვითონაც დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა.
ის უკვე ახალგაზრდა აღარ იყო და ფიქრობდა, რომ მისი შვილები, როდესაც გაიზრდებონენ, მიხვდებოდნენ, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ და აღშფოთდებოდნენ. "მე არ მარისხებს ეს უსამართლობა, - მითხრა მან, - იმიტომ, რომ ფსალმუნს ვკითხულობ. ერთ კანონს საღამოს და ორს - გათენებამდე. თითქმის ზეპირად ვისწავლე მთელი ფსალმუნი, არც ერთ მათგანში არ არის ნათქვამი, რომ უსამართლო ადამიანები წარმატებას მიაღწევენ, არამედ აშკარაა, რომ მართალ ადამიანებს ღმერთი შეეწევა.
მე, მამაო, არ მაწუხებს მიწის დაკარგული ნაკვეთები, ვწუხვარ ჩემს ძმებზე, რომლებიც სულს იღუპავენ". ეს კურთხეული ადამიანი წავიდა და მეორედ მან ზუსტად წლის შემდეგ მინახულა. მეტად მხიარულად იყო და მკითხა: "გახსოვარ, მამაო, გახსოვარ?" "დიახ", - მივუგე მე და გამოვკითხე მისი საქმეების შესახებ. "მე გავმდიდრდი!" - მითხრა მან. "როგორ გამდიდრდი, ძმაო?" "აი, როგორ: ის უნაყოფო ადგილები, მე რომ მერგო, ძალიან ძვირად შეფასდა, რადგანაც ზღვის პირას იყო განლაგებული. ახლა ძალიან ბევრი ფული მაქვს და საკითხავად მოვედი, რა ვუყო მას".
"შენი შვილებისათვის სახლი ააშენე და მათი სწავლა-განათლებისთვის გადადე ფულის ნაწილი, ვიდრე ისინი ფეხზე დადგებოდნენ", - ვუპასუხე მე. "შვილებისათვის უკვე გადავდე, მაგრამ მაინც ბევრი დამრჩა". "მაშ, ღარიბებს დაეხმარე, ჯერ ნათესავებს, მერე სხვებს". "მივეხმარე, მამაო, მაგრამ ძალიან ბევრი მაქვს კიდევ". მაშინ მე მას დავპირდი, რომ ვილოცებდი, რათა ქრისტეს გამოეცხადებინა მისთვის, სიკეთე იქ დაეთესა, სადაც ამის აუცილებლობა იყო.
შემდეგ კვლავ ვკითხე: "შენი ძმები როგორ ცხოვრობენ და სად არიან?" იგი ატირდა და ცრემლით მომიგო: "არ ვიცი, მამაო, კვალიც კი დაიკარგა. მიწის ნაკვეთები სოფლად, ზეთისხილის ბაღები და სახნავ-სათესი გაყიდეს და ახლა სად არიან - არ ვიცი. ჯერ გერმანიაში წავიდნენ, მერე - ავსტრალიაში, ახლა კი მათ შესახებ აღარაფერი ისმის".
არ ვიცოდი, ძმების ხსენება ასე თუ გაანერვიულებდა, თორემ არაფერს ვკითხავდი. შემდეგ იგი დავამშვიდე და ერში დაბრუნდა. მე ვუთხარი: "მოდი, ერთად ვილოცოთ, რომ მათ შესახებაც სასიხარულო ამბავი შეიტყო". და გონებაში ამოტივტივდა ფსალმუნის სიტყვები: "ვიხილე მე უღმრთოი უფროის ამაღლებული და აღმატებული, ვიდრე ნაძვთამდე ლიბანისათა და თანა-წარვხედ და აჰა, არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი". მის საბრალო ძმებს სწორედ ეს დაემართათ.
ამგვარად, არაფერია უსამართლობაზე უარესი. შეეცადეთ, ღვთის კურთხევა გქონდეთ ყველაფერზე, რასაც არ უნდა აკეთებდეთ."
/პაისი ათონელი/
ადამიანი სასყიდელს ამ ცხოვრებაშივე მიიღებს
"მინახავს სულები, რომლებიც, თუმცა უსამართლოდ შეურაცხყოფილნი იყვნენ, კეთილი ზრახვებით იტანდნენ უსამართლობას და მადლი ეფინებოდა მათ ამქვეყნიურ ცხოვრებას.
მრავალი წლის წინ ერთმა ღვთისმოსავმა ქრისტიანმა მინახულა - კეთილმა და უბრალო ადამიანმა. მან მთხოვა, მელოცა მისი შვილებისათვის, რათა უფალს გაენათლებინა ისინი და როდესაც ზრდასრულები გახდებოდნენ, არ ამხედრებულიყვნენ ნათესავების წინააღმდეგ, რომლებიც მეტად უსამართლოდ მოექცნენ მათ. შემდეგ საქმის ვითარება გამაცნო და მე მივხვდი, რომ ის ნამდვილად სათნო ადამიანი იყო. იგი მამამისის ხუთი შვილიდან ყველაზე უფროსი ყოფილა და მას შემდეგ, რაც მამა მოულოდნელად გარდაიცვალა, მან შეცვალა იგი თავისი ძმებისა და დებისათვის.
როგორც მოყვარული მამა, იგი მუხლჩაუხრელად შრომობდა, დააგროვა ქონება, მიწის ნაკვეთები, უზრუნველყო ოჯახი. ორი და გაათხოვა. უმცროსი ძმებიც ასევე დაქორწინდნენ, მათ ზეთისხილის ბაღები და სხვა ამდაგვარი თვითონ დაიტოვეს, ხოლო მას უვარგისი, უნაყოფო ქვიშნარები მისცეს. ბოლოს თვითონაც დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა.
ის უკვე ახალგაზრდა აღარ იყო და ფიქრობდა, რომ მისი შვილები, როდესაც გაიზრდებონენ, მიხვდებოდნენ, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ და აღშფოთდებოდნენ. "მე არ მარისხებს ეს უსამართლობა, - მითხრა მან, - იმიტომ, რომ ფსალმუნს ვკითხულობ. ერთ კანონს საღამოს და ორს - გათენებამდე. თითქმის ზეპირად ვისწავლე მთელი ფსალმუნი, არც ერთ მათგანში არ არის ნათქვამი, რომ უსამართლო ადამიანები წარმატებას მიაღწევენ, არამედ აშკარაა, რომ მართალ ადამიანებს ღმერთი შეეწევა.
მე, მამაო, არ მაწუხებს მიწის დაკარგული ნაკვეთები, ვწუხვარ ჩემს ძმებზე, რომლებიც სულს იღუპავენ". ეს კურთხეული ადამიანი წავიდა და მეორედ მან ზუსტად წლის შემდეგ მინახულა. მეტად მხიარულად იყო და მკითხა: "გახსოვარ, მამაო, გახსოვარ?" "დიახ", - მივუგე მე და გამოვკითხე მისი საქმეების შესახებ. "მე გავმდიდრდი!" - მითხრა მან. "როგორ გამდიდრდი, ძმაო?" "აი, როგორ: ის უნაყოფო ადგილები, მე რომ მერგო, ძალიან ძვირად შეფასდა, რადგანაც ზღვის პირას იყო განლაგებული. ახლა ძალიან ბევრი ფული მაქვს და საკითხავად მოვედი, რა ვუყო მას".
"შენი შვილებისათვის სახლი ააშენე და მათი სწავლა-განათლებისთვის გადადე ფულის ნაწილი, ვიდრე ისინი ფეხზე დადგებოდნენ", - ვუპასუხე მე. "შვილებისათვის უკვე გადავდე, მაგრამ მაინც ბევრი დამრჩა". "მაშ, ღარიბებს დაეხმარე, ჯერ ნათესავებს, მერე სხვებს". "მივეხმარე, მამაო, მაგრამ ძალიან ბევრი მაქვს კიდევ". მაშინ მე მას დავპირდი, რომ ვილოცებდი, რათა ქრისტეს გამოეცხადებინა მისთვის, სიკეთე იქ დაეთესა, სადაც ამის აუცილებლობა იყო.
შემდეგ კვლავ ვკითხე: "შენი ძმები როგორ ცხოვრობენ და სად არიან?" იგი ატირდა და ცრემლით მომიგო: "არ ვიცი, მამაო, კვალიც კი დაიკარგა. მიწის ნაკვეთები სოფლად, ზეთისხილის ბაღები და სახნავ-სათესი გაყიდეს და ახლა სად არიან - არ ვიცი. ჯერ გერმანიაში წავიდნენ, მერე - ავსტრალიაში, ახლა კი მათ შესახებ აღარაფერი ისმის".
არ ვიცოდი, ძმების ხსენება ასე თუ გაანერვიულებდა, თორემ არაფერს ვკითხავდი. შემდეგ იგი დავამშვიდე და ერში დაბრუნდა. მე ვუთხარი: "მოდი, ერთად ვილოცოთ, რომ მათ შესახებაც სასიხარულო ამბავი შეიტყო". და გონებაში ამოტივტივდა ფსალმუნის სიტყვები: "ვიხილე მე უღმრთოი უფროის ამაღლებული და აღმატებული, ვიდრე ნაძვთამდე ლიბანისათა და თანა-წარვხედ და აჰა, არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი". მის საბრალო ძმებს სწორედ ეს დაემართათ.
ამგვარად, არაფერია უსამართლობაზე უარესი. შეეცადეთ, ღვთის კურთხევა გქონდეთ ყველაფერზე, რასაც არ უნდა აკეთებდეთ."
/პაისი ათონელი/
"ადამიანი რაც მეტ ფუფუნებას აღწევს, მით უფრო იზრდება მისი სულიერი შფოთი, ხოლო რაც უფრო შორდება ღმერთს, სიმშვიდესაც კარგავს. მთელი ჩვენი პლანეტა ვეღარ იტევს კაცთა შფოთს."
/წმ. პაისი ათონელი/
"ზნეობრივი სრულყოფილების მიღწევაში სიმდიდრე ვერაფრით დაგვეხმარება, პირიქით - ხელს შეგვიშლის. მდიდარს ყველას ვალი აქვს, ყველასი მართებს, რადგან სიმდიდრე მრავალთა ძალისხმევით იქმნება, სარგებლობენ კი ერთეულები".
/პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი/
"თუ ამქვეყნიურ მატერიალურ საზრუნავს მოვიკლებთ, ანგელოზთა ცხოვრებას მივეახლებით"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"გამოვფხიზლდეთ, ნუ დავემონებით მატერიალურს, რათა ღირსი ვიქნმეთ ზეცის დაუსრულებელ დიდებაში დამკვიდრებისა"
"კითხვა: კეთილ საქმეს ვაკეთებთ თუ არა, როდესაც ფულს ვასესხებთ?
პასუხი: რა თქმა უნდა, ფულის სესხება მისთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება, კეთილი საქმეა. სესხი მეორე ჩუქებაა. უფრო მეტიც – სესხს ვინც არ გასცემს (შესაძლებლობის შემთხვევაში) განისჯება ადამიანთა მიმართ არასათნომყოფლობის გამო. თუმცა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველასთვის ფულის სესხება არ შეიძლება, მაგალითად, ლოთისთვის."
"ფული სინდისს აფუჭებს"
"თუ ღვთის ნების აღსრულებისთვის მზად არ ვართ, ვცადოთ და ყური მაინც ვუგდოთ მას. მაგრამ თუ ცხოვრებას მდიდარი ყმაწვილივით გავაგრძელებთ, სიმდიდრეზე რომ ვერ თქვა უარი, როგორღა შევძლებთ ღმერთთან შეხვედრას? ხშირად ხომ ლოცვას გულის მოსაოხებლად უფრო აღვავლენთ, ვიდრე უფლის განსადიდებლად...
ვერაფრით ვთმობთ ქონებას, რომ სანაცვლოდ უძვირფასესი მარგალიტი მივიღოთ. ან, საერთოდ, ვეძებთ კი ამ მარგალიტს? როცა ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი შეუყვარდებათ, საპირისპირო სქესის სხვა წარმომადგენელნი აღარ აინტერესებთ. გავიხსენოთ ძველი გამოთქმა: როცა სასიძოს სასძლო ჰყავს, დედაკაცებითა და მამაკაცებით კი არა, ჩვეულებრივი ადამიანებითაა გარემოცულიო.
ასე უნდა ვუყურებდეთ სიმდიდრესაც. თუ ღმერთთან შეკავშირება გვსურს, ამქვეყნიური სიმდიდრე გაცრეცილ, ნაცრისფერ ფონად უნდა იქცეს იმ მთავარ, ერთადერთ ჭეშმარიტებასთან შედარებით."
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
"იმისთვის გვაქვს სიმდიდრე, რომ მოყვასს მოვახმაროთ ღვთის სახელით"
"თუ რაიმეს შევიძენთ, ისევ და ისევ ღმერთი გვაძლევს; თუ არადა, უფლის გარეშე რაც არ უნდა მოვიხვეჭოთ, არ შეგვერგება".
/მამა გიორგი სამსონიძე/
"უფლით ფულის ერთი ერთეულიც რომ შვიძინოთ, ბარაქიანია და შეგვერგება. უშრომელად მიღებული კი შხამად ამოგვადინდება"
/მამა გიორგი სამსონიძე/
"ერთხელ სულიერმა შვილმა ჰკითხა მოძღვარს:
-რისი ბრალია, მამაო? მიდიხარ ღარიბთან, შესჩივლებ შენს გაჭირვებას და ის განუგეშებს, გეხმარება, როგორც შეუძლია. მიდიხარ მდიდართან და ის შენს გასაჭირს ცალი ყურით ისმენს, თითქოს არც არაფერი. ნუთუ ფული ადამიანს ასე აფუჭებს?
- გაიხედე ფანჯარაში. რას ხედავ?
-ბავშვიან ქალს, ოთხთვალას, ხალხს, რომელიც ბაზარში მიიჩქარის.
- კარგი. აბა, ახლა სარკეში ჩაიხედე. იქ რას ხედავ?
- სარკეში რა უნდა დავინახო, მამაო? მხოლოდ საკუთარ თავს ვხედავ.
- ფანჯარაც მინისაა და სარკეც მინისაა. მაგრამ საკმარისია, მინას მცირეოდენი ვერცხლი დაუმატო, რომ უკვე საკუთარი თავის მეტს ვეღარაფერს დაინახავ."
"ადამიანმა ღმერთი დაკარგა და სიმდიდრე გააღმერთა: ვერცხლისმოყვარეს არაფერი ჰყოფნის; ყველაფერი ეცოტავება"
/ილია II/
"ხმელი და მწირი საკვების წყალობით აზრები ნათელი ხდება, ხოლო ფუფუნებით ცხოვრება გონებას წყვდიადში ჩაძირავს"
/წმ. ნილოს სინელი/
"რა საშინელია შიმშილი, ღმერთმა დაგიფაროთ ამ განსაცდელისგან"
/სქემმონაზონი ნილა/
"დასაბამი და ფესვი ყოველგვარი სიმდიდრისა უსათუოდ რაღაც უსამართლობაში, რომელიღაც ძალადობაშია"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ვინც არასამართლიანად გამდიდრდა, ღატაკზე უარესია; უკეთესია მოწყალება ითხოვო, ვიდრე იპარო"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ზედმეტს ნუ მოვისურვებთ: მცირედითაც კმაყოფილნი ვიყოთ - და ყოველთვის მდიდრები ვიქნებით"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"რომელი ადამიანია ყველაზე ღარიბი? - ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ფული"
/წმ. სიმონ ათონელი/
"მდიდარია არა ის, ვინც ბევრი მოიხვეჭა, არამედ ის, ვინც ბევრი გასცა"
"მდიდრები მხოლოდ მაშინ შევლენ ცათა სასუფეველში, როდესაც მათ ღარიბები შეიყვანენ"
/ლუკა 16,9/
"მდიდრებს ღარიბთა გარეშე ცხონება არ შეუძლიათ. მათ მხოლოდ უნდა გაშალონ ხელები ღარიბთათვის, მაშინ უფალი განაღებს მათთვის ცათა სასუფევლის კარიბჭეს"
/ნეტარი ავგუსტინე/
"ჭაში წყლის ამოხაპვის შემდეგ დგება უკეთესი წყალი; და თუ ჭა მიშვებულია, მაშინ მასში წყალი ყროლდება; სიმდიდრის დაგროვებაც უსარგებლოა; მისი გაღება და ხელიდან ხელში გადაცემა კი საყოველთაოდ სასარგებლო და ნაყოფიერია"
/წმ. ბასილი დიდი/
"რაოდენ სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდეს ამქვეყნად ვინმე, მუდამ ისმის მისი ნაღვლიანი ხმა: რამდენ ხანს გაგრძელდება იგი?"
/ნეტარი ავგუსტინე/
"როდესაც არ გაქვს სიმდიდრე, არც უნდა გსურდეს ის, ხოლო როდესაც გაქვს, ბევრი უნდა იფიქრო არა იმაზე, რომ ფლობ მას, არამედ იმაზე, შეგიძლია თუ არა მისი განკარგვა"
/წმ. ბასილი დიდი/
"საზიანოა არა მხოლოდ ზრუნვა სიმდიდრის მოპოვებისათვის, არამედ ზედმეტი ყურადღებაც კი ყველაზე აუცილებელი საგნებისადმი"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ყველაზე დიდებული სიმდიდრე ისაა, რომ არ გქონდეს სიმდიდრის მოთხოვნილება"
/წმ. ისიდორე პელუზიელი/
"სიყვარული და მისწრაფება სიმდიდრისადმი არაბუნებრივი ვნებაა; სიმდიდრის ნდომა არც ბუნებრივია და არც აუცილებელი, - ეს სრულიად ზედმეტია ადამიანისათვის"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"როგორც სიმდიდრე არ აღამაღლებს ადამიანს, ასევე სიღარიბეც არ აკნინებს მას"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ღარიბის სახლში ღმერთი მეტია"
"ყველაზე საზარელი სიღარიბე - იდეების სიღარიბეა!"
/ლევან გოთუა/
"ვერცხლის მოყვარულები უსარგებლო ტვირთს იკიდებენ, ან, უფრო სწორად, საკუთარ ქელეხს ჯერ კიდევ სიცოცხლეში იხდიან. გარდაცვლილებს უბრალოდ მიწას აყრიან, მაშინ, როდესაც ვერცხლის მოყვარის გონი ოქროს მტვერშია გახვეული".
ვერცხლი და შუშა
"- მოძღვარო, ერთი რამ ვერ გამიგია: მიხვალ საწყალ და გაჭირვებულ კაცთან და მიგიღებს თავაზიანად, როგორც შეუძლია, თანადგომას გაგიწევს; მიდიხარ მდიდართან - ვერც კი შეგამჩნევს. ნუთუ ეს მხოლოდ ფულის გამო ხდება?
- აბა, სარკმელი გამოაღე, რა ხედავ?
- ბავშვიან ქალს ვხედავ, მეურმეს ვხედავ, ბაზრისკენ მიმავალს...
- კეთილი. ახლა ჩაიხედე სარკეში. იქ რას ხედავ?
- რა შემიძლია დავინახო საკუთარი თავის მეტი...
- ჰოდა, საქმეც ეგ არის - სარკმელიცა და სარკეც შუშისგან არის დამზადებული. საკმარისია სულ მცირედი ვერცხლის დამატება და - მხოლოდ საკუთარ თავს დაინახავ!"
"ფული კარგი მსახურია, მაგრამ ცუდი ბატონი!"
/მონაზონი ვერონიკა/
"ნუ დახარბდები სხვის ლუკმას, საკუთარიც არ შეგერგება."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ღარიბია არა ის, ვისაც ცოტა აქვს, არამედ ის, ვისაც ბევრი უნდა"
/მონაზონი ვერონიკა/
"სიღარიბემ და გაჭირვებამ ბიჭი [მიტროპოლიტი ზინობი] უფრო მორჩილი გახადა"
"ღარიბი ის კი არ არის, ვისაც არაფერი აქვს, არამედ ის, ვისაც არ სწამს, არ სურს უფალში ყოფნა. ასევე, მდიდარი ის კი არ არის, ვისაც სხვაზე მეტი აქვს, არამედ ის, ვინც ქრისტეში ჰგიებს სამარადისოდ."
/დავით სურგულაძე/
"ნივთიერ სიკეთეთა ფლობაზე დამყარებული ბედნიერება არც სრულია და არც მტკიცე"
"XIX საუკუნეში რუსეთის ერთ-ერთ პროვინციაში მსახურობდა ცნობილი ღირსი მამა, მღვდელი გიორგი ჩეკრიაკოველი. მან ძველი ხის ეკლესიის ადგილას ქვის ტაძრის აშენება გადაწყვიტა. ამისთვის კი საკმარისი სახსარი არ ჰქონდა. ამ დროს სოფელში ვინმე ძუნწი და ავი ვაჭარი ცხოვრობდა. თავის ნათესავებსაც კი ტყავს აძრობდა და გლახაკებს რას დაინდობდა!
სიბერეში თითქოს გულმოწყალე გახდა, ეკლესია-მონასტრებს ფულს სწირავდა. გაიგო, მამა გიორგის ფული სჭირდებაო და 20 000 მანეთის შეწირვა შესთავაზა. მამა გიორგიმ კი უთხრა, ეკლესიებს ღმერთი აშენებს, ჩვენ კი, ადამიანები, მისი მოურავები ვართ. მადლობას გიხდი ამ შესაწირავისთვის, მაგრამ ბატონმა (უფალმა) მიბრძანა, ფული არ გამოგართვაო. ეს როგორო! - განცვიფრდა ვაჭარი. შენი ფული ხალხის ცრემლით არის დასველებული, ასეთი კი ღმერთს არ სჭირდება. შენი ახლობლები ხელგაწვდილნი ითხოვენ მოწყალებას, შენ კი მათი ცრემლის მოსყიდვა ღვთისაგან ფულით გსურს! შენი მილიონიც არ მინდა. წადი და მაგ ფულით განაწყენებულნი შემოირიგეო.
ამან იმოქმედა ვაჭარზე და მასზე გულნაკლულთ ზოგს სახლი აუშენა, ზოგიც ფეხზე დააყენა, მოძებნა ყველა შეურაცხყოფილი და შეირიგა."
"ყველა ადამიანს სამყაროში თავისი ადგილი და განგებით დაკისრებული ვალი აქვს, რომელიც თანაბრად მძიმეა "მდიდრისთვისაც" და "ღარიბისთვისაც".
"სიმდიდრე, ძალაუფლება, მდგომარეობა - ყველაფერი ეს დალოცვილია, როცა ღმერთშია და დაწყევლილია, როცა ადამიანი ღმერთს განუდგება და ამქვეყნიურს გააღმერთებს."
/ირმა დაუშვილი, ფირმა "დიოს" პრეზიდენტი/
"წმინდა ამბროსის ცხოვრებაში აღწერილია ასეთი ამბავი: წმინდანი, თანამგზავრებთან ერთად, ღამის გასათევად ერთმა მდიდარმა კაცმა მიიღო. აურაცხელმა სიმდიდრემ გააოცა წმ. ამბროსი და მასპინძელს ჰკითხა, შეხვედრია მას თუ არა, ერთხელ მაინც რაიმე განსაცდელი. "არა, არასოდეს, - უპასუხა მდიდარმა, - ჩემი სიმდიდრე განუწყვეტლივ იზრდება, მოსავალიც ყოველთვის უხვი მაქვს, არასოდეს არაფერი მტკივა, არ ვიცი, რა არის ავადმყოფობა. მაშინ წმ. ამბროსი ატირდა და თანამგზავრებს უთხრა: "მოემზადეთ სასწრაფოდ, მივდივართ აქედან, რადგან ღმერთს არასდროს მოუნახულებია ეს ადამიანი!"
"[წმ. იოანე] ოქროპირი მიიჩნევდა, რომ საკუთრება და სიმდიდრე დიდი სატყუარაა და ადამიანსა და ღმერთს შორის ორივე დიდ წინააღმდეგობად არის აღმართული"
"ოქროპირის მიერ სიმდიდრის უარყოფა ყველაზე მეტად ეკლესიის მისამართით არის გამოთქმული. ეკლესია, უწინარესად, ადამიანის სულიერებასა და არა საკუთარი ინტერიერის გაფორმებაზე უნდა ზრუნავდეს. მაცხოვარს საიდუმლო სერობის მსვლელობის პროცესში თავისი მოწაფეების ზიარებისათვის ოქროს ჭურჭელი არ გამოუყენებია, ერთმანეთის სიყვარულის მცნება აჩუქა"
"წმინდა ბარნაბა გეთსემანიელის (+1906) სენაკთან უამრავი ხალხი იყრიდა თავს. მამა ბარნაბა მათ შორის თავის დედას, სქემმონაზონ დარიასაც რომ დაინახავდა, ეტყოდა: - დედიკო, შენც რიგში დგები? რატომ ამბობ უარს შენს ვაჟზე, მე კი არ ვიტყვი უარს დედაზეო. ერთხელ, ჯერ კიდევ ბერად არ იყო აღკვეცილი მამა ბარნაბა, მონასტრის სადღესასწაულო ტრაპეზზე უამრავი ხალხი შეიკრიბა. მამა ბარნაბა ყველას აცნობდა თავის უბრალო, ღარიბულად ჩაცმულ დედას. ქალს რცხვენოდა თავისი სიგლახაკისა. მაშინ მამა ბარნაბამ გაამხნევა იგი: დედიკო, მე შენი სიგლახაკით ვამაყობ, რადგან სწორედ სიღარიბეში აღმზარდე ისეთი, როგორიც საჭირო იყოო."
"ისინი, ვინც დაიპყრო სიმდიდრის შეგროვების უგუნურმა ვნებამ და სიყვარულმა, ამისთვის მთელ თავის ძალებს ხარჯავენ და ვერასოდეს ძღებიან, რადგან ვერცხლისმოყვარეობა განუძღომელი სიმთვრალეა".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"კაცის გული ვერანაირი დროებითი კეთილდღეობით ვერ დაკმაყოფილდება. რაც უფრო მეტია სიმდიდრე, დიდება, პატივი, მით უფრო იზრდება სურვილი მათ მიმართ"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ზოგს ბევრი რამე შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მაინც როგორი ცარიელია!.."
"ზოგს ლუკმა ენატრება, ზოგი ყველაფრით სავსეა და მაინც უმადურია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ვერცხლისმოყვარეობასთან ბრძოლისათვის პირველ საფეხურზე უნდა გვახსოვდეს, რომ სიმდიდრე - არასაიმედო მეგობარია: ის ან სიცოცხლეშივე მიგვატოვებს, ან ჩვენ დავტოვებთ მას სიკვდილის წუთს. მეორე საფეხურზე კი უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი, უხრწნელი სიმდიდრე - სულიწმინდის მადლია, რომელიც გლახაკს მეფედ აქცევს და ურომლისოდაც მეფე მათხოვრად იქცევა სიკვდილის შემდეგ".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"როგორც შეუძლებელია ოდესმე ზღვა იყოს ტალღების გარეშე, ასევე ვერცხლისმოყვარე ადამიანის გულს არ შეუძლია დარდის, ურვის, შიშისა და ტანჯვის გარეშე ყოფნა"
/წმ. იოანე ოქროპირი/
ხშირად მინახავს, მოწყენილი მდიდრები, ბედნიერი ღარიბები.
მინახავს უამრავ განსაცდელგამოვლილი გაღიმებული ადამიანები.
მინახავს გამოსწორებული ავაზაკები, მონანული ცოდვილები, სასოწარკვეთილებიდან გამოსულები, რომლებიც სხვებს ანუგეშებდნენ.
ღარიბები ხვდებოდნენ, რომ მათი სიმდიდრე უბრალოებაში ნაპოვნი ღმერთი იყო...
მდიდრები ფიქრობდნენ, ფულით ყველაფერს შეიძენდნენ, მაგრამ მათზე აღმატებული ღმერთის შესახებ რომ გაიგეს, შეწუხდნენ... აღიარებაც გაუჭირდათ და ვერც საკუთარი კერპი დაამსხვრიეს...
ღმერთმა კი ყველა შეიწყალა, ვისაც ოდნავ შეწყალება მოუნდა!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ადამიანი დედამიწაზე ყველაზე დიდი ფასეულობაა.ფუფუნება და გარეგნული ბრწყინვალება მას არ ჰმატებს ღირსებას, ისევე როგორც სიღარიბე არ აკლებს".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სიმდიდრე კი არ არის თავისთავად ბოროტება, არამედ ის, ვინც მას უფრთხილდება, ბოროტია და გაკიცხვის ღირსი. ვინაიდან მხოლოდ კი არ უნდა გქონდეს იგი ან ინახავდე, არამედ ისარგებლო მისით. იგი იმიტომაც იწოდება სიმდიდრედ, რომ განკუთვნილია სასაგებლოდ გამოსაყენებლად და არა შესანახად. ამიტომაც, ვინც მას უფრთხილდება და ინახავს, მას გაუძნელდება ღვთის სასუფეველში შესვლა. ხოლო სიტყვა".
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"მდიდარი ხარ? - მოწყალება უხვად გაეცი"
/ილია II/
"სახარება გვასწავლის, რომ კაცი თავის სიმდიდრეს ისე უნდა უყურებდეს, როგორც ღვთისაგან მიცემულ საშუალებას, რომელიც მან ქველის საქმეს უნდა მოახმაროს. სიმდიდრე ღვთისაგან მიცემული დიდი განძია, რომელიც ადამიანმა ღვთის მსახურებისა და მოყვასის ბედნიერებისათვის უნდა გამოიყენოს".
/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/
"აქლემი, ეს დიდი და მოუქნელი პირუტყვი, უფრო ადვილად გაივლის მეტად დაბალ და ვიწრო სარკმელში, რომელშიც ძლივს ეტევა კაცი, უფრო ჩქარა, განიერი ხომალდის ბაგირი გავა ნემსის ყუნწში, ვიდრე ადამიანი, რომელიც იმდენადაა მიჯაჭვული სიმდიდრეს, რომ დავიწყებია ღმერთი, შევიდოდეს ცათა სასუფეველში. ასეთი დაბალი კარები და ვიწრო გზა, მარადიულ ცხოვრებაში შემყვანი, და ასე ფართო და სულის დამამძიმებელია სიმდიდრე".
/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/
"ღვთისაგან არის მდიდარიც და ღატაკიც. "მდიდარი და ღარიბი ერთმანეთს ხვდებიან - ორთავეს შემქმნელი კი უფალია" (იგ. 22.2). ერთი შექმნა მდიდრად, რათა სიკეთითა და მოწყალებით მორიდებოდა განკითხვას; სხვა კი ღატაკად, რათა მოთმინებით, სიმამაცითა და ურყევობით დაემკვიდრებინა მარადიული ცხოვრება"
/მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე (თეოტოკისი)/
"კარი შეიძლება გავაღოთ ოქროს, რკინის და ხის გასაღებითაც კი, მთვარია, ის კლიტეს მოერგოს. ასევე, სამოთხის კარი მდიდარმა შეიძლება ოქროს მონეტით გააღოს, ღარიბმა კი - სპილენძის ლეპტათი".
/ეპისკოპოსი ილია მინიატისი/
"ღმერთი მხოლოდ იმას თვლის მდიდრად, ვინც მარადიულობისადმი მდიდრდება, ვინც ქვეყნიურ სიმდიდრეთა ნაყოფთ კი არ მოიმკის, არამედ სათნოებათა ნაყოფთ".
/წმ. ამბროსი მედიოლანელი/
"სიმდიდრის არასწორად გამოყენება ადამიანს ზეციურ სამეფოს ართმევს და მას ჯოჯოხეთში ჩააგდებს მარადიული ტანჯვისათვის".
/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/
"ღვთის განზრახვა, რომლითაც მან სიმდიდრე მოგვცა, იმაში მდგომარეობს, რომ შენთვის საკმარისი და აუცილებელი გქონდეს, ხოლო ზედმეტი ღარიბებს დაურიგო".
/ეპისკოპოსი ილია (მინიატისი)/
"ყველაზე ღარიბი ადამიანი არის, - ის, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ფული"
/ღირსი სილუან ათონელი/
"ბედნიერება არ არის ბევრის მოხვეჭაში... ის რაც გაქვს იმის დაფასებაშია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ზოგიერთს არ მოსწონს მამა იოანე [კრონშტადტელი], ამით კი შეურაცხყოფს სული წმიდას, რომელიც მასში ცხოვრობდა და ცხოვრობს სიკვდილის შემდეგაც. ისინი ამბობენ, მამა იოანე მდიდარი იყო და კარგად იცვამდაო, ის კი არ იციან, რომ ვისშიც სული წმიდა ცხოვრობს, იმას არ ვნებს სიმდიდრე, რადგან მისი სული მთლიანად ღმერთშია დანთქმული. ასეთმა სულმა ფერი იცვალა უფლისა მიერ და დაივიწყა თავისი სიმდიდრე და ტანსაცმელი".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ძნელი არ არის, შეამჩნიოთ განსხვავება ამ ორ შორის და გამოიცნოთ რწმენით მდიდართა უპირატესობა და რწმენით გლახაკთა ნაკლი.ვდა თუ რწმენა არის საღვთო და უხრწნელი სიკეთე, მაშინ ამქვეყნიური სიმდიდრე წარმავალი და ნივთიერია, მისი დასასრული კი არის ხრწნადობა. ისევე, როგორც უხრწნელი არის ხრწნადზე უმჯობესი, ასევე მისი მომხვეჭელიც ასეთივეა".
/წმ. მიტროფანე/
"ნუ შეიყვარებთ, გვემუდარება იაკობი, სიმდიდრეს და ნუ შეჰხარით ამ ქვეყანას, არამედ გახსოვდეთ თქვენ მიერ ჩადენილი ბილწი საქმეები და ესწრაფეთ უფრო მეტად ამ ხანმოკლე ცხოვრებაში სიგლახაკითა და დროებითი მწუხარებით მიაღწიოთ მარადიული სასუფევლის ზეციურ სიხარულს, ვიდრე წარმავალი სიმდიდრის სიხარულს, რომელიც უსამართლო შრომით არის მოპოვებული, რათა არ მოაკლდეთ მარადიულ სიხარულს, და არ ზღოთ ამ სიმდიდრის გამო გლოვითა და ტანჯვით".
/ღირსი ბედა/
"სიმდიდრის ბოროტად გამოყენება აქცევს სიმდიდრეს ბოროტებად"
/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"იუდეველებსა და წარმართებს შორის, კაცსა და ქალს შორის, ღარიბსა და მდიდარს შორის განსხვავება არ არსებობს იქ, სადაც ყურადღება ექცევა არა სახეებს, არამედ საქმეებს".
/ნეტარი იერონიმე სტრიდონელი/
"სიმდიდრე კი არ არის უბედურება, არამედ მასზე დაიმედება და მისკენ სწრაფვა"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ოქრო-ვერცხლის მოხვეჭელი და მისი მოიმედე იმ ჭეშმარიტების ურწმუნოებას ავლენს, რომ მასზე ღმერთი ზრუნავს"
/ღირსი ნილოს სინელი/
"გახსოვდეს მარადიულობა და ამქვეყნად არაფერს მოისურვებ"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"მწამს, რომ ღმერთი მომეხმარება", - ამბობენ ზოგიერთები, მაგრამ, ამასთან, ცდილობენ ფული დააგროვონ, რომ არანაირი უკმარისობა არ განიცადონ. ასეთი ადამიანები ღმერთს დასცინიან, რადგან სიტყვით მისი იმედი აქვთ, საქმით კი - ფულის".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"ამაქვეყნის ძენი ბრწყინვალე და მდიდრულ სახლებს იშენებენ იმ იმედით, რომ წყნარად და სასიამოვნოდ იცხოვრებენ მათში. შენ კი მთელი დრეობითი ცხოვრება სულიერ, სათნოებათა სახლის მშენებლობას მოახმარე, რომელიც სამარადისო განსვენებას მოგიტანს წარუვალ ქვეყანაში, ზეციერი ღმერთის ქალაქში"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ვინც კეთილდღეობის ჟამს გაღატაკებას ელის, მას სიღატაკე მალე არ ეწვევა; რაც არ გინდა თავსგადაუხდელად შეიგნო, მას კარგად გაიგებ საკუთარი გამოცდილებით. ასე რომ, როცა მდიდარი ხარ, გაღარიბების მოლოდინი გქონდეს, როცა განცხრომაში ხარ, შიმშილს ელოდე, როდესაც დიდებით ხარ მოსილი, შერცხვენისთვის მოემზადე, ჯანმრთელობით როცა ტკბები, ავადმყოფობის მოლოდინი იქონიე"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მდიდარს იმდენად ის კი არ ახარებს, რაც ხელში უჭირავს, რამდენადაც ის ამწუხრებს, რაც ჯერ არა აქვს და რაც, მისი აზრით, აკლია. ამიტომ მის სულს ყოველთვის საზრუნავი თრგუნავს, რადგან მეტსა და მეტს ითხოვს"
/წმ. ბასილი დიდი/
"ვისაც სიმდიდრე არ აკლია ამ ქვეყნად, მაგრამ გაჭირვებული ძმის შემყურე მისთვის გულს იხშობს, როგორღა დაემკვიდრება მასში ღვთის სიყვარული? როდის რჩება გულში ღვთის სიყვარული? - მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ღიაა ყველა ძმისათვის"
/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/
"ადამიანებს სძულთ სიღატაკე, ღვთისთვის კი უფრო მეტად საძაგელია ამაყი სული და აღტაცებული გონება"
/წმ. ისააკ ასური/
"თუკი მდიდრები დაინახავენ, რომ სიმდიდრე წარმავალია და რომ ღვთის იმედი ყველა სიმდიდრეზე მეტია, თუკი დაინახავენ, რომ იმავე სიმდიდრის მიზეზიც ღმერთია, მაშინ დამდაბლდებიან".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ფული იმისთვის კი არ გვეძლევა, რომ მიწაში ჩავმარხოთ, არამედ იმისათვის, რომ სხვებს გავუნაწილოთ. ღმერთს მისი შენახვა რომ სდომებოდა, ადამიანს კი არ მისცემდა, არამედ სამუდამოდ დაფლულს დატოვებდა. თუკი ვინახავთ, ე.ი. ფული ბატონოს ჩვენზე. თუ გინდა ფულის გამრავლება, ამისთვის საუკეთესო საშუალება მისი ხარჯვა და დარიგებაა. არ არსებობს მოგება ხარჯვის გარეშე ან სიმდიდრე - გასავლის გარეშე"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ისე მოიპოვე, თითქოს არანაირი საჭიროება არ გქონდეს; ისე დაკარგე, თითქოს ზედმეტს აძლევდე!"
"ღარიბი ის ქრისტიანია, ვისაც ამა სოფელში გამდიდრება სურს"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"მცირედზე კმაყოფილებით ცხოვრება ნიშნავს ჭეშმარიტად მდიდარი იყო"
"ღარიბია ის ქრისტიანი, ვინც ამქვეყნად ბევრს ეძებს და იმარაგებს"
"რაც ნაკლები გვსურს, მით უფრო მეტს ვფლობთ!"
"ზედმეტს ნუ მოვისურვებთ: მცირედითაც კმაყოფილნი ვიყოთ - და ყოველთვის მდიდრები ვიქნებით!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ჩიტი მაშინაც დიდებით უგალობს შემოქმედს, როცა არც ბუდე აქვს და არც საკვები"
"ვინც სიმდიდრის ვნება დათრგუნა, ყველაზე მდიდარია!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ყველაზე დიდებული სიმდიდრე ისაა, რომ არ გქონდეს სიმდიდრის მოთხოვნილება"
/წმ. ისიდორე პელუზიელი/
"ჭეშმარიტი სიმდიდრე ისაა, რომელსაც ისე ფლობ, რომ დაკარგვა არ შეგიძლია"
/ნეტარი ავგუსტინე/
"ხშირად შეახსენე თავს, რომ მცირედი ხნის შემდეგ ან სიმდიდრე დაგტოვებს, ან შენ დატოვებ სიმდიდრეს"
"რაოდენ სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდეს ამქვეყნად ვინმე, მუდამ ისმის მისი ნაღვლიანი ხმა: რამდენ ხანს გაგრძელდება იგი?"
/ნეტარი ავგუსტინე/
"თუმცაღა უკიდურესად მიდრეკილი ხარ სიმდიდრისადმი, იგი დიდხანს არ გაჩერდება შენთან"
"ბევრს აქვს სიმდიდრე, მაგრამ არ აბადია ჯანმრთელობა, სიმშვიდე, მშვიდობა და კეთილი სახელი"
"ვერცხლისმოყვარე შეპყრობილია საზრუნავებით, როგორც ტყვე - ჯაჭვებით"
/"სულიერი მარგალიტი"/
"ადამიანები სიმდიდრეს ანიჭებს უპირატესობას; ღვთისთვის კი თავმდაბალი სულია სათნო!"
/წმ. ისააკ ასური/
"თუ სიმდიდრის იმედი გაქვს, რისი სასოება გექნება შენი ცხოვრების უკანასკნელ საათში?"
"ერთი მდიდარია, მაგრამ მწუხარებს, სხვა თუმც ღარიბია, მაგრამ - მხიარული!"
"თითქმის ყველა მდიდარი ან თავად არის უსამართლო ადამიანი, ან - უსამართლოს ნაშიერია!"
"მოექეცი მიწიერ სიმდიდრეს ისე, როგორც სტუმარს, რომელიც პატიოსნად უნდა მიიღო და პატიოსნად გააცილო"
"თავს ნუ ჩათვლი იმის მფლობელად, რის წაღებასაც სიკვდილის შემდეგ, ვერაფრით მოახერხებ!"
"კაცის გული ვერანაირი დროებითი კეთილდღეობით ვერ დაკმაყოფილდება. რაც უფრო მეტია სიმდიდრე, დიდება, პატივი, მით უფრო იზრდება სურვილი მათ მიმართ!"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ის კი არაა მდიდარი, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის, ვინც კარგად სარგებლობს იმით, რაც აქვს"
"სიმდიდრის ქონა სულაც არ ნიშნავს სიმშვიდესა და კმაყოფილებას და იმას, რომ აღარაფერი გინდოდეს. "შენ მწუხარებ - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, - როდესაც მდიდარს ხედავ, ის კი თავისზე მდიდრის დანახვაზე შენზე მეტად წუხს".
"ვაჭრობაში სასწორად ყოველთვის სინდისი გამოიყენე!"
"როგორც შეუძლია, ოდესმე ზღვა იყოს ტალღების გარეშე, ასევე, ვერცხლისმოყვარე ადამიანის გულს არ შეუძლია დარდის, ურვის, შიშისა და ტანჯვის გარეშე ყოფნა"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ვერცხლისმოყვარენი ნამდვილად უბედური ხალხია ამ და იმქვეყნიურ მომავალ ცხოვრებაშიც. აქ ისინი გაუთავებელ საზრუნავში, შრომასა და წუხილში იმყოფებიან, იქ კი უნდა ითმინონ საუკუნო სატანჯველი"
"პირველ მდიდარს, ისევე, როგორც უკანასკნელ ღატაკს, მარადისობაში მხოლოდ მისი საქმეები - კეთილნი და ბოროტნი მიჰყვებიან"
"უფალმა იმიტომ მოგცა სიმდიდრე, რომ მისით ზეცა იყიდო"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"კეთილდღეობაც შეიძლება უბედურებაზე საშიში აღმოჩნდეს და უბედურება - კეთილდღეობაზე მაცხოვნებელი!"
"ნუ მოისურვებ სიკეთეებს, რომელთაც ოდესმე ვეღარ მოიხმარ, მუდმივად ფლობას კი ვერ შეძლებ!"
/წმ. ნილოს სინელი/
"მაცხოვრის მცნება არამომხვეჭელობის შესახებ ეხება არა მხოლოდ მდიდრებს, არამედ - ღარიბებსაც, იმიტომ, რომ შესაძლოა გლახაკის გულიც იმდენად იყოს მიდრეკილი ერთ მანეთთან, როგორც მდიდრისა - მთელ ათასთან".
"თუნდაც მთლიანად მოიპოვო სამყარო, მაინც საფლავში მოთავსდები, სადაც ვერ განარჩევ მეფეს მათხოვრისგან!"
"ძვირფასი ქვის მაძიებელი დაუღალავად მისდევს ბრწყინვალე მეტეორს, ვიდრე საფლავის ქვის ქვეშ არ დამშვიდდება"
"ძუნწი აგროვებს, სხვები კი შეგროვებულს გამოიყენებენ"
"ვერცხლისმოყვარისთვის სიმდიდრე იგივეა, რაც უგუნურისათვის - ხმალი!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"არა მარტო ღარიბები არიან ღარიბები, არიან მდიდარი ღარიბებიც!"
"ფუფუნებაში მცხოვრები მდიდრები ღარიბებზე ღატაკნი არიან"
"ყველაზე ღატაკი ისაა, ვინც იესოს გარეშე ცხოვრობს; ყველაზე მდიდარი კი - ვისაც იესოსთან ყოფნის ბედნიერება აქვს"
"იბატონე სიმდიდრეზე, მას კი არ მისცე ნება, გმართოს!"
"სად გაქრა შენი ქონება?" - ჰკითხა ერთხელ მეფემ თავის დიდებულ შერემეტიევს. - "ღატაკთა ხელით მე იგი მამაზეციერთან წარვავლინე", - უპასუხა მან. - აი, საუკეთესო გამოყენება სიმდიდრისა - ღირსეული ჭეშმარიტი ქრისტიანისა და დიდებულესათვის!"
"გამდიდრება გსურს? დაუმეგობრდი უფალს და ყველაზე მდიდარი გახდები"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"კარგია სიყვარულითა და სიმშვიდით გამდიდრება"
/ამბა ევაგრე/
"ყველაზე მეტად რწმენის სიმდიდრეზე ვიზრუნოთ, ძმანო, მდიდრებო და ღარიბებო!"
"ყველა მდიდარი კი არ დაიღუპება, შესაბამისად - ვერც ყველა ღარიბი ცხონდება"
"შეიძლება, ბევრი არ გქონდეს, მაგრამ ბევრისკენ იყო მიდრეკილი"
"დიდი სიკეთის ღირსი ისაა, ვინც თავს იმის უღირსად მიიჩნევს, რაც აქვს"
"რა სარგებელია გქონდეს ნივთებით სავსე სკივრები და სული მცონარებდეს (სათნოებათაგან)?!"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"მარტო ის კი არ არის ვერცხლისმოყვარე, ვისაც ბევრი აქვს და არ უყოფს უქონელს, არამედ ისიც, ვისაც, თუმცა არ აქვს ზედმეტი, მაგრამ გაუმაძღრად უნდა იგი და მუდამ ამაზე ფიქრობს".
"ანგარებიანის ხელები ძუნწადაა გამოწვდილი, რათა დაიპყროს მარჯვნიდან და მარცხნიდან, მართებული მოპოვებით და უმართებულო მიმტაცებლობით".
"შეუძლებელია, ერთდროულად გიყვარდეს ვერცხლიცა და სულიც"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"სიღატაკე კურიერს ჰგავს - ზარმაცს მალე ეწევა"
"სიღარიბე არასწორად მოპოვებულ სიმდიდრეზე უმჯობესია"
"სჯობს დაკარგო, ვიდრე სამარცხვინო გზით მოიპოვო!"
"ღატაკია ის მდიდარი, რომელიც ხრწნადი ვერცხლითა და ოქროთი მდიდრდება, მაგრამ სათნოებებით ღარიბდება"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"სჯობს ითხოვო, ვიდრე მიიტაცო!"
"ღარიბია ის, ვისაც სიმდიდრე აქვს, და უმეტესიც ვერ აძღობს"
"მავანი მდიდარია ფულით, სულით კი ღარიბია"
"მდიდრებს ღარიბთა ცხონება არ შეუძლიათ. მათ მხოლოდ უნდა გაშალონ ხელები ღარიბთათვის, მაშინ უფალი განაღებს მათთვის ცათა სასუფევლის კარიბჭეს"
/ნეტარი ავგუსტინე/
"ზედმეტად ნუ გამედევნები სიმდიდრეს: რაც არ უნდა მდიდარი იყო, ყველაფერი არ გექნება, და არც - იმის ნახევარი, რაც გსურს!"
"სიღარიბის გარეშე სიმდიდრეც უსარგებლოა"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"როდესაც მდიდარი გარდაიცვლება, არაფერს წაიღებს თან. მას მიაქვს თან მხოლოდ თავისი სიკეთე - მთხოვნელებს რაც დაურიგა"
/წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/
"ძუნწს ერთ სიტყვა აქვს დაზეპირებული: "არ მაქვს, არ მოგცემ, რადგან თავად ღარიბი ვარ". ნამდვილად, შენ ღარიბი ხარ და ყველა სიკეთით გაღატაკებული, გლახაკი ხარ სიყვარულით, გლახაკი ხარ კაცთმოყვარეობით, გლახაკი ხარ ღვთის რწმენით, გლახაკი ხარ მარადიული სასოებით!"
"სიმდიდრე მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ჩვენი საკუთრება, როდესაც მას ღატაკებს დავურიგებთ"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ძუნწმა მონეტის გამოჭედვა და ნამდვილი მონეტის ყალბისგან განსხვავება იცის, მაგრამ იგი სრულიად ვერ შეიცნობს ძმის გაჭირვებას"
"ბევრის მქონეს ხშირად არ აქვს ის, რაც შენ გაქვს, თუნდაც უმცირესი იყოს!"
"ჭაში წყლის ამოხაპვის შემდეგ დგება უკეთესი წყალი; და თუ ჭა მიშვებულია, მაშინ მასში წყალი ყროლდება; სიმდიდრის დაგროვებაც უსარგებლოა; მისი გაღება და ხელიდან ხელში გადაცემა კი საყოველთაოდ სასარგებლო და ნაყოფიერია"
/წმ. ბასილი დიდი/
"თუ იმედოვნებ, მარადიულობა მოიპოვო, მაშინ რად გსურს ამდენი წარმავალი რამ?"
"ამბა ისაიას ჰკითხეს: "რა არის ვერცხლისმოყვარეობა?" მან უპასუხა: "ღვთისადმი უნდობლობა იმაში, რომ იგი ზრუნავს შენზე, ღვთის აღთქმების უსასოობა და დამღუპველი სიამოვნებების სიყვარული!"
"ვისაც უყვარს სიმდიდრე, მას არ შეუძლია უყვარდეს ახლობელი"
"სალესი ქვით შეიძლება გაიგო ოქროს ხარისხი, ხოლო ოქროთი - ადამიანის ხარისხი"
"ყველა კითხულობს: მდიდარია თუ არა ესა თუ ეს? თითქმის არავინ კითხულობს: კეთილი და ჭკვიანი თუ არის იგი!"
"მდიდარი ხარ; ამის წინააღმდეგი არ ვარ: ძუნწი ხარ, - აი, რისთვის გკიცხავ!"
"მდიდარი ძუნწი მსგავსია ზუსტად იმ ცხოველისა, რომელიც უსარგებლოა თავისი ცხოვრების მანძილზე და სასარგებლო ხდება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ".
"მიიჩნიე სიმდიდრე სხვა არაფრად, თუ არა - ეკლად, რომელიც ერჭობა და ასისხლიანებს მას, ვინც მას ხელს მოჰკიდებს"
/ნეტარი ავგუსტინე/
"სიმდიდრე ბიწიერთათვის წინააღმდეგობაა, კეთილთათვის კი - სათნოებებში შემწე!"
/წმ. ამბროსი მედიოლანელი/
"ნუ შეგშურდება მდიდრისა და ნუ წუხხარ, რომ სიმდიდრე არ გაქვს, რადგან ის სულაც არ არის ჭეშმარიტი ბედნიერებისა და კმაყოფილების ნიშანი. "ოქროს მდინარესაც მოჰყვება მწარე ცრემლები", - თქვა ერთმა პოეტმა".
"ოქრო ისეთივე ხაფანგია კაცთათვის, როგორც ჩიტებისთვის - კაკანათი".
"როგორც ესავმა გაყიდა პირველობა საჭმელზე, ასევე მრავალნი ქრისტეს მიერ აღთქმულ სასუფეველს დროებით საგანძურზე ჰყიდიან".
"ცუდი ის კი არ არის, რომ ღარიბი იყო, არამედ უკმაყოფილება ამ სიღარიბით და წუწუნი მასზე, როგორც შენს მტერზე; ცუდია, თუ მდიდრებისა შეგშურდება და სიმდიდრეს მოისურვებ!"
"ნუ ცდუნდები, თუ ვინმეს სიმდიდრეს, ფუფუნებასა და დიდებულებას დაიანახავ, რამეთუ სიკვდილის შემდეგ თან ვერავინ ვერაფერს წაიღებს. სად არის ახლა სოლომონის სიმდიდრე, ფუფუნება და დიდება?"
"მხოლოდ მდიდრები კი არ მხიარულობენ და ღარიბებს სიამოვნებანი აკლიათ. ისინიც მხიარულობენ და როგორც ჩანს, უფრო ხშირად და სრულად, ვიდრე - მდიდრები".
"ზოგიერთი მდიდარია, მაგრამ მწუხარებაშია; მეორე კი ღარიბია, მაგრამ - მხიარული. "ძალიან ნაკლები განსხვავებაა, ოქროს ფიალიდან ვსვამ თუ თიხისა", - თქვა ერთმა ბრძენმა".
"როგორც იუდამ გაყიდა ქრისტე ოცდაათ ვერცხლად, ასევე მრავალი ადამიანი ქრისტეს მადლს ხრწნად სიმდიდრეზე ჰყიდის".
"ვიდრე ძუნწი ცოცხალია, არაფერს კარგს არ აკეთებს; მხოლოდ მაშინაა მისგან სიკეთე, როდესაც მოკვდება. მისი სიმდიდრე, რომელიც მანამდე ტუსაღი იყო, სინათლეზე გამოდის".
"რამდენადაც მძიმეა ძუნწის სკივრი, იმდენად მსუბუქია მისი მემკივდრეების მწუხარება".
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience