"წმიდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული თითქოს უხილავ განსაწმენდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმიდა წიგნების მეშვეობით."
წმ. იოანე ოქროპირი
- ძველი გადმოცემა უფლის მარჯვნივ ჯვარცმულ ავაზაკს უწოდებს დისმასოს, ხოლო მარცხნივ მყოფს - გესტასოს.
- მართალი ვერონიკა, გადმოცემით ის სისხლმდინარე ქალია, რომელიც მაცხოვრის სამოსლის ფესვზე შეხებით განიკურნა. ვერონიკამ გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს მიაწოდა ხელსახოცი, რომლითაც მან ოფლი შეიმშრალა და ზედ სასწაულებრივ თავისი პირისახის ანაბეჭდი დატოვა. (ხსენება 25 (12) ივლისი)
ამ თემას ვეძებდი
"...1688 წელს ბოიართა შეკრებაზე წმინდანი [კონსტანტინე ბრინკოვიანუ] ვლახეთის მთავრად აირჩიეს, რომელსაც 25 წელი სახარების სულით მართავდა ..."
"ისეთი წიგნი, როგორიცაა სახარება იოანესი, ჩვენს პლანეტაზე არ დაწერილა. იოანეს გარეშე გზას ქრისტეს მიმართ, ალბათ ვერ ვიპოვიდი".
/მწერალი გრიგოლ რობაქიძე/
"ღმერთმა გაგვათავისებინოს სახარებისეული სიბრძნე"
"მეზვერე, იგივე მებაჟე, გადასახადების ამკრეფი გახლდათ. იუდეველების თვალში მეზვერე და ცოდვილი ერთი იყო. ხარკის ამკრეფნი ტომით იუდეველები იყვნენ, მაგრამ რომის ხელისუფლების სამსახურში იდგნენ და ცუდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ, ამიტომ ხალხს ისინი არ უყვარდა."
"წმინდა წერილი, რომელიც ზეციური წიგნია, ღვთის სიტყვაა, სხვანაირად სიყვარულის წიგნად იწოდება. ვერც ერთი სხვა სათნოება ვერ იტვირთავდა ამ უდიდეს მისიას, რადგან არ შეიძლება ეწოდოს მას მხოლოდ წიგნი ლოცვისა ან მარხვისა, ან კიდევ მორჩილებისა, რამეთუ სიყვარული ისეთი ზეციური ძალაა, რომელშიც ერთიანდება და მოიაზრება სათნოებათა მთელი სისავსე."
"'სახარება არის წიგნი სიცოცხლისა, სარწმუნოებისა, სიყვარულისა. იგი სულიერი წიგნია და მხოლოდ ხორციელი თვალით ამოკითხული შეუცნობელი რჩება მისი მკითხველისათვის, მხოლოდ ჭეშმარიტი ცხოვრების წესით თუ შეძლებ მის შემეცნებას, ცხოვრების წიგნია და შენი ცხოვრებით უნდა იკითხო იგი, მხოლოდ ასოებისა და სიტყვების ამოკითხვა არ ნიშნავს მის შეგძნებას, განვითარებას, არამედ აუცილებელია, ქმედითად კითხულობდე მას, სიყვარულით უნდა აღასრულო მასში არსებული თითოეული სიტყვა"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ყველა წიგნი ჟამიერია, სახარება კი -უჟამო"
/გოეთე/
"მართა ყველას ემსახურება, მარიამი კი - მარტო უფალს!"
"საღვთო წერილი გულის მეცნიერებაა და არა გონებისა. ის საფარველი, რაც ებრაელთაგან ფარავს საღვთო წერილს, ქრისტიანების მიმართაც ძალაში რჩება: სიყვარული არის არა მარტო ძირითადი საგანი საღვთო წერილისა, არამედ კარიც, მასში შესასვლელი".
/ბლეზ პასკალი/
"ჩემი პოლიტიკა - ოდენ წმინდა სახარებაა!"
/წმ. მღვდელმოწამე მაქსიმე (სანდოვიჩი, +1914)/
"ეკლესიამ იოანეს სახარებას, თავისი ღრმა სულიერი სწავლებიდან გამომდინარე, სულიერი სახარება უწოდა"
"წმინდა წიგნებში შემთხვევით არაფერი დაწერილა და თვით უმნიშვნელო სიტყვაშიც კი საგანძური იმალება".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"დაიმახსოვრეთ: თუ ცხოვრობთ სახარებისეულად, მაშინ არავის ეყვარებით, გარდა უფლისა. თქვენ კი ყველა უნდა გიყვარდეთ - ასე გვასწავლის უფალი - არსებობს ღმერთი და არსებობს სახარება!"
/ბერი ანატოლი/
"წმინდა მამები ხრიოკ უდაბნოებს ეხიზნებოდნენ, საკუთარ თავს უღრმავდებოდნენ და ისეთ მარგალიტებსა და ნიჭებს პოვებდნენ, როგორიცაა თავმდაბლობა, ყრმის უბრალოება და უბოროტობა, ანგელოზთა დარი თავმდაბლობა, სულიერი განსჯა და სიბრძნე... მოკლედ რომ ვთქვათ, იქ სახარებას პოულობდნენ."
"ვგონებ, წმინდა მეუდაბნოეთა დარად, რომელნიც უღრმესი სიმდაბლით გამოირჩეოდნენ, არავინ ჩასწვდომია სახარებას. მათი მუდმივი საქმე ხომ საკუთარ ცოდვებზე ტირილი იყო."
"მივხვდი, რომ სახარება ყოფილა გახარება და მინდოდა, ყველას წაეკითხა, რათა ისინიც ჩემსავით გახარებულნი ყოფილიყვნენ."
"ჩვენამდე მოღწეულ კიევის რუსეთის ლიტერატურის ძელგებს შორის უძველესია ოსტრომირის სახარება".
"მან იშოვა სახარება გერმანულ ენაზე და ღვთის სიტყვის წაკითხვისას დიდ ნუგეშს იძენდა"
"[მახარებელმა მათემ] აღბეჭდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრება"
"მარკოზ მახარებელი მოგვითხრობს, იყო ერთი ჭაბუკი, რომელსაც კვართი არ ემოსა, მხოლოდ მოსასხამი ჰქონდა მოსხმული და როდესაც მაცხოვარი შეიპყრობს, მან მიატოვა მოსასხამი და შიშველი გაიქცა. როგორც მამაები ბრძანებენ, ეს ჭაბუკი თავად მარკოზ მახარებელი იყო და იესოს შეპყრობის დროს იმდენად იყო შეშინებული, სირცხვილსაც არ მოერიდა, შიშველი გაიქცა შინო".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"როდესაც იესო მღვდელმთავარ ანას წარუდგინეს, კითხოლობს, - რისთვის მსჯით, განა ყველაფერს სჯულის მიხედვით არ აღვასრულებდი? ერთ-ერთმა მსახურმა სილა გააწნა: როგორ პასუხობ მღვდელმთავარს, პირდაპირ უპასუხეო.
მამები განმარტავენ, რომ ეს მსახური ის კაცი იყო, რომელიც უფალმა 38 წლის დავდრომილი აღადგინა. მას სამსახური შესთავაზეს, რომ მაცხოვრის წინააღმდეგ ერთ-ერთ მოწმედ გამოსულიყო. ამ ცოდვის ჩადენას ერჩივნა სიცოცხლის ბოლომდე დავდრომილი ყოფილიყოო, - ბრძანებენ მამები".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"როდესაც მღვდელმთავარი კაიაფა დაფიცების წესს იყენებს და მაცხოვარს ეკითხება, - შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა? - შენ ხარ მესიაო? - "შენ თქვი", - მიუგებს მაცხოვარი, ფაქტობრივად, უმაღლესი მღვდელმთავრის წინაშე აღიარებს ყველაფერს.
შენ სთქვი, ეს სიტყვები ხშირად გვხვდება ახალ აღთქმაში და უცნაურად ჩანს. მაგალითად, შემდგომ პილატეც ეკითხება მაცხოვარს, - შენ ხარ ქრისტეო და მასაც ეუბნება მაცხოვარი, - შენ სთქვი, ანუ ეს არის ებრაული გამოთქმა, რაც თარგმანით ნიშნავს, - დიახ, ბატონო, ანუ ეს ასეა, როდესაც ვინმეს დიდი პატივისცემით ვეუბნებით".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ეკლესიას სწამს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაქრება ბიბლია და ქრისტიანობის ყველა წიგნი, ის არ დადგება გამოუსწორებელი კატასტროფის წინაშე, რადგან სულიწმინდის დახმარებით, რომელიც ეკლესიაში სუფევს, კვლავ შეიქმნება ყველაფერი, არც აუცილებელია და ეს შესაძლებელია განსხვავებული სიტყვებით იყოს დაწერილი, მაგრამ შინაარსობრივად იგივე იქნება".
"[325 წელს პირველ მსოფლიო კრებაზე] დაბრაზის შუაგულში დიდებული ტახტი იდგა და ზედ ესვენა სახარება, იმის ნიშნად, რომ კრებას ხილულად ესწრებოდა თვით იესო ქრისტე".
"საეკლესიო გადმოცემით, მაცხოვრის ჯვარცმის საღამოს მოსასხამში გახვეული წმინდა მარკოზი თან ახლდა უფალს და გაექცა ჯარისკაცებს, რომლებსაც მისი შეპყრობა უნდოდათ. მარკოზის სახარებაში არის მონაკვეთი, სადაც ამის შესახებ წერია: "და ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და შეემოსა არდაგი შიშულივ. ხოლო სხუათა მათ ჭაბუკთა შეიპყრეს იგი. და მან დაუტევა არდაგი და ივლტოდა მათგან შიშუელი" (მარ. 14: 51-52).
ზოგიერთი დიდი მამის განმარტებით, ამ ადგილას მარკოზ მოციქული საკუთარ თავზე წერს. ხოლო პერანგის ამარა გამოსვლა ნიშნავდა, რომ მარკოზი იქვე ცხოვრობდა და ხალხის ხმაურზე უფლის დასახმარებლად გამოვარდა სახლიდან. სწორედ ამ სახლს შეაფარა თავი პეტრე მოციქულმა, როცა ანგელოზმა ტყვეობიდან გაათავისუფლა: "გულსა მოეგონა და მივიდა სახლსა მარიამისსა, დედისა მის იოვანესსა, რომელსა ერქუა მარკოს, სადა-იგი იყვნენ მრავალნი შეკრებილ და ილოცვიდეს" (საქმ. მოც. 12:12)".
/"თვენი" წიგნი 27, გვ. 171/
"პილატემ, იმის შიშით, რომ ისრაელში არ მომხდარიყო ბუნტი, იუდეველებს მისცა ნება, ჯვარს ეცვათ მაცხოვარი, ანუ თავად გამოეტანათ ჯვარცმის განაჩენი, თვითონ პილატე თვლიდა, რომ მაცხოვარი არ იყო დამნაშავე. შემდეგ, როგორც იუდას, პილატესაც აწუხებდა ეს დანაშაული და როდესაც მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ რომში დაიბარეს ამ ამბების მოსათხრობად, ზღვაში გადახტა და თავი მოიკლა.
მას აწუხებდა, რაც გააკეთა, არა იმის გამო, რომ განკაცებული ძე ღვთისა დასაჯა, არამედ ის, რომ უსამართლოდ მოიქცა. თავის პრინციპებს, რომაული სამართლის პრინციპებს უღალატა და უსამართლოდ გამოიტანა ჯვარცმის განაჩენი".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
"კარიბჭე" N22, 2017, გვ.44/
"310 წელს წმინდა მარკოზის საფლავზე ტაძარი ააგეს, რომელიც IX საუკუნემდე იდგა ალექსანდრიაში. იმავე საუკუნის მეორე ნახევარში, როცა არაბთა ბატონობამ და მონოფიზიტური მწვალებლობის გავრცელებამ შეასუსტა მართლმადიდებლობა ეგვიპტეში, მოციქულის წმინდა ნაწილები გადააბრძანეს ვენეციაში, რომლის მახლობლადაც აკვილეაში მოღვაწეობდა თავად მოციქულიც. აქ მის სახელზე აგებულ ეკლესიაში მოციქულის წმინდა ნაწილებთან ერთად ინახება მისივე ხელით ნაწერი სახარებაც".
/"თვენი" წიგნი 27, გვ. 175/
"როგორც ცნობილია, 828 წელს მუსლიმანებმა დაიპყრეს ალექსანდრია და დაიწყეს ქრისტიანული ტაძრების დარბევა და მათ მაგივრად მეჩეთების აშენება. რადგანაც ცნობილი იყო მარკოზ მოციქულის მიერ ვენეციის ლაგუნაში ქადაგების ამბავი, გადაწყვიტეს, წმინდა ნაწილები ქალაქ ვენეციაში დაესვენებინათ და მის ადგილად ტაძარი აეშენებინათ.
მოციქულის სხეულის ხომალდამდე მისატანად ვაჭრებმა ეშმაკობას მიმართეს: სხეული დიდ კალათაში დაასვენეს და ზედ ღორის ხორცის ნაჭრები დაადეს გადატანისას არავინ რომ არ მიახლოებოდა მუსლიმანთაგანი".
"მარკოზის სახარება, მეცნიერთა ვარაუდით, ყველაზე ადრინდელია. ჩანს, ამ წიგნით სარგებლობდნენ მათე და ლუკა".
/"თვენი" წიგნი 27, გვ. 175/
"არის ასეთი გამოთქმა "ხშრიად ადამიანები კოცნიან წმინდა სახარებას, ვიდრე კითხულობენ მას".
/"კარიბჭე" N23, 2017, გვ.15/
"იუდას თავი არ მოუკლავს, როგორც სახარება გვეუბნება, იუდამ შეიგრძნო თავისი დანაშაული, წავიდა მღვდელმთავრებთან, მიუყარა თავისი ვერცხლი და უთხრა: - ვცოდე. კაცი მართალი მოგეცით თქვენ. წავიდა და თავი ჩამოიკიდა ხეზე, მაგრამ არ მომკვდარა. ეს მოხდა მაცხოვრის ჯვარცმამდე. ამის შემდეგ დაავადდა, განსივდა და უკვე მაცხოვრის ამაღლებამდე მოხდა მისი საშინელი სიკვდილი - განსკდა მაცხოვრის აღდგომის შემდეგ.
თეოფილაქტე ბულგარელი, მამათა და საეკლესიო გადმოცემებზე დაყრდნობით წერს, იუდა ისე განსივდა, სადაც ეტლი თავისუფლად გაივლიდა, იქ ვეღარ ეტეოდაო. შემდეგ განსკდა და მისი სხეულის ნაწილები მიმოიფანტა. ასე დაასრულა სიცოცხლე. ანუ უფალმა კიდევ ერთხელ მისცა იუდას სინანულის შანსი, - მაცხოვრის აღდგომის შესახებაც რომ გაეგო და სინანულში ყოფილიყო".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
"კარიბჭე" N23, 2017, გვ. 34/
"ზოგი იტყვის: ნეტავ მე რა ტალანტი მომცა ღმერთმა? შენი ტალანტი რწმენაა, ამრავლე და უთხარი სხვებსაც... აიღე სახარება, წაიკითხე და დაიწყე კეთება, რაც შიგ წერია. ტალანტი უნდა ამრავლო, რასაც კარგს გაიგებ, უნდა აკეთო".
/წმ. გაბრიელ სალოსი/
"- როგორც მახარებლები გვეუბნებიან, ჯვარცმის შემდგომ, უფლის სამოსი ჯარისკაცებმა ერთმანეთს შორის დაინაწილეს, კვართზე კი წილი ჰყარეს...
- ეს წესი საზოგადოდ არსებობდა რომალებთან, ეს იყო ჯარისკაცების ნაალაფარი. როდესაც ვინმეს სიკვდილით სჯიდნენ, მის სამოსს იყოფდნენ. მაცხოვრის სამოსელი ორი ნაწილისგან შედგებოდა, კვართისა და მოსასხამისგან, მოსასხამი ოთხ ნაწილად გაჰყვეს, ანუ მაცხოვრის ჯვარცმაში ოთხი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ხოლო კვართზე წილი ჰყარეს. ფსალმუნშიც გვეუბნება დავით წინასწარმეტყველი: კვართსა ჩემსა ზედა იყარეს წილი.
გარდამოცემით ვიცით, რომ მაცხოვრის კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, რომლებიც არ თანაეზიარნენ დანარჩენ იუდეველებს. სწორედ მათ ჩამოაბრძანეს ეს კვართი საქართველოში".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
“ჯვარცმისას დაღვრილმა პირველმა სისხლის წვეთმა შეაზანზარა ჯოჯოხეთი: ხილულად დაინახეს ადამიანებმა, როგორ განიპო ის ადგილი, სადაც ადამიანები ეშმაკს დაემსგავსნენ და უფალი აცვეს ჯვარს. მზემაც კი დამალა თავისი ბრწყინვალება. დედამიწა შეზანზარდა“.
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/
"- მსხვერპლშეწირვა, რომელმაც კაცობრიობა გამოიხსნა და რომლის შემდეგაც კაცობრიობაზე ეშმაკის ხელმწიფება დასრულდა, გოლგოთაზე აღესრულა. საერთოდ რატომ ინება უფალმა, რომ მიწიერად სწორედ ისრაელში მოსულიყო განკაცებული უფალი, მხსნელი კაცობრიობისა, ისრაელის ტერიტორიაზე გაეტარებინა მიწიერი ცხოვრების წლები და შემდეგ იქვე გამოეხსნა კაცობრიობა...
- აქ იყო მიწიერი სამოთხე, ედემის ბაღი, სადაც ადამის ცოდვით დაცემა მოხდა. სავარაუდოდ, სწორედ გოლგოთის ადგილი იყო სამოთხის გული, სადაც იდგა კეთილისა და ბოროტის ცნობადი ხე. უფალმაც აქ ინება კაცობრიობის გამოხსნა, სადაც კაცის დაცემა მოხდა; იქ დაამარცხა და სძლია ეშმაკს, სადაც ეშმაკმა სძლია კაცს.
გოლგოთაზე დაფლული გახლდათ ადამის თავის ქალა - წარღვნის შემდეგ სწორედ აქ დაუფლავთ პირველი ადამიანის თავის ქალა ნოეს შთამომავლებს. როცა მაცხოვრის პირველი სისხლის წვეთი ამ ქალას დაეცა, შეზანზარდა ჯოჯოხეთი. ჯვარცმის შემდეგ შთავიდა რა უფალი ჯოჯოხეთში ანგელოზთა დასებთან ერთად, მთლიანად დაინგრა ჯოჯოხეთის ბჭენი, გამოიხსნა მართალთა სულები და დაამკვიდრა სამოთხეში - ჯვარცმის დროს სასუფევლის კარი გაიხსნა, მაგრამ ჯოჯოხეთიდან მართალთა სულების გამოხსნა და მათ სასუფეველში დამკვიდრება კი მოხდა იმ დროს, როდესაც მაცხოვარი მკვდრეთით აღდგა".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
"კარიბჭე" N24, 2017, გვ.29/
"საერთოდ, მწერლობა დიდი პასუხისმგებლობაა და განსაკუთრებით ახლა, იმიტომ, რომ ეს ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის მოწოდება გახლავთ. მისი "დაბალი ხმით" ნათქვამიც ეს არის (ბრძანება ჩემთვის და ალბათ ყველა ქართველისათვის) - მეტი იკითხოს ქართველობამ, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ და განსაკუთრებით - ბიბლია და ბიბლიის გვირგვინი - ახალი აღთქმა...
მინდა ჩვენმა ახალგაზრდებმა უწმინდესის ეპისტოლეებიც იკითხონ. ეს არის ყოველგვარი სიკეთის განსახიერება, რაც კი რამ შექმნილა სამყაროში. ამით თავად ახალგაზრდები კი არა, მათი მშობლებიც, მასწავლებლებიცა და ახლობლებიც ბედნიერები იქნებიან. ამიტომ ამ ბედნიერებას ყველას ვუსურვებ!"
/გურამ დოჩანაშვილი, ქართველი მწერალი/
"როგორც უკვე აღვნიშნეთ, საყვარელნო, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ დიდი სიფრთხილე წმინდა წერილის კითხვისას. ყოველი სიტყვა, ყოველი დარიგება, ისე უნდა იქნეს გაგებული, როგორც ამას წმინდა სახარება გვეუბნება, როგორც გვიხსნიან წმინდა მამები.
მაგრამ აქ ისმის კითხვა: თუ მაინც გაუგებარი დარჩა ადამიანისთვის წმინდა სახარება, როგორ უნდა მოიქცეს ჭეშმარიტების მაძიებელი? - მან უნდა მოიძულოს ცოდვილი ცხოვრება, ამაო გატაცებანი და მაშინ, როცა განიწმინდება კაცი, უფრო მეტად განცხადდება მისთვის სახარებისეული ჭეშმარიტება".
/მიტროპოლიტი ზოსიმე/
"სახარება წმინდა გონებით უნდა იკითხებოდეს... გაგება კი ხდება იმის მიხედვით, თუ როგორ აღასრულებს სახარებისეულ მცნებებს მკითხველი. ე.ი. რაც უფრო დავიცავთ სახარებისეულ მცნებებს ცხოვრებაში, მით მეტად განცხადდება ჩვენთვის ღვთაებრივი სიბრძნე. მაგრამ სრული ამოცნობა ჭეშმარიტებისა, მთლიანი გახსნა სახარებისა ადამიანური ძალებით, მაინც შეუძლებელია... იგი დიდი ჯილდო და წყალობაა ღვთისა და რჩეულთა ხვედრია".
/მიტროპოლიტი ზოსიმე/
"სახარება ცხოვრებისეული წიგნია და ამიტომაა საჭირო მისი ცხოვრებისეულად კითხვა. როდესაც წასაკითხად გადაშლი სახარებას, გაიხსენე, რომ მან უნდა გადაწყვიტოს შენი მომავალი, სწორედ ამ წიგნით უნდა გასამართლდე!.. და იმის მიხედვით, თუ როგორ აღასრულებდი ამქვეყნიური ცხოვრებისას მის მცნებებს, მიიღებ შენს კუთვნილ წილს - საუკუნო სიხარულს ან საუკუნო მწუხარებას".
/მიტროპოლიტი ზოსიმე/
"ვიდრე წაიკითხავდე [სახარებას], შეჰვედრე უფალს, რომ მან გაგიხსნას გონება, რათა განიცადო მასში მოთხრობილი საკვირველებანი ღვთისა.
იკითხე სახარება უდიდესი მოკრძალებითა და ყურადღებით, არაფერი მიიჩნიო მასში ნაკლებმნიშვნელოვანი. გახსოვდეს, რომ მისი ყოველი სიტყვა, ყოველი წინანდადება ასხივებს სიცოცხლის სხივს... დაუდევარი მოპყრობა და გაუფრთხილებლობა ამ სიცოცხლის სხივისა ნიშნავს სიკვდილს".
"შეეცადე წმინდა სახარება შეითვისოს შენმა გულმა და გონებამ ისე, რომ გული და გონება შენი განიფინოს მასში... მაშინ შენი მოქმედებაც სახარების მიხედვით აეწყობა და ქვეყნიური ცხოვრებაც უფრო დაწყნარებული გექნება".
/მიტროპოლიტი ზოსიმე/
"მაცხოვრის ჯვარცმა მოხდა პარასკევს; იმ საღამოს იწყებოდა იუდეველთა პასექი. მათ არ უნდოდათ, რომ თავიანთ უდიდეს დღესასწაულს ჯვარზე გაკრული იუდეველებით შეხვედროდნენ. პილატესთან მივიდნენ და სთხოვეს, რომ ჯვარცმულისთვის წვივების გადამტვრევის ნება დაერთო - როდესაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს, იმ დღეს დგებოდა პასექი.
ადამიანი ვიდრე არ მოკვდებოდა, ჯვრიდან არ გარდმოხსნიდნენ, მაგრამ პასექამდე უნდა მომკვდარიყო, რათა პასექის დროს ჯვარზე არ ყოფილიყვნენ მომაკვდავნი ან მიცვალებულები. ჯვარცმულთა სიკვდილი რომ დაეჩაქრებინათ, წესი ჰქონდათ, მომაკვდავისთვის წვივები გადაეტეხათ.
მიუხედავად იმისა, რომ ჯვარცმისას ხელ-ფეხით იყო ადამიანი მიმსჭვალული ჯვარზე, შეიძლება სამი დღეც არ აღსრულებულიყო, წვივების გადატეხით კი გაუსაძლისი ტკივილის შოკისგან კვდებოდა.
როდესაც ჯვარცმის ადგილას დაბრუნდნენ, მაცხოვარი უკვე აღსრულებული დახვდათ, ამიტომ მისთვის წვივები აღარ გადაუმტვრევიათ. ერთმა ჯარისკაცმა მაცხოვარს გვერდში მახვილი უგმირა, რათა დარწმუნებულიყვნენ, მკვდარი იყო თუ არა. გარდამოცემით ვიცით, რომ ეს იყო ლონგინოზ ასისთავი. მაცხოვრის გვერდიდან სისხლი და წყალი გადმოედინა".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"პირჯვრის გამოსახვა საჭიროა საღმრთო წერილის კითხვის დასაწყისსა და დასასრულს".
"იოსებ არიმათიელმა, ნიკოდიმოსმა და მენელსაცხებლე დედებმა მაცხოვრის ცხედარი ჯვრიდან გარდამოხსნეს და ჯვარცმის ადგილიდან დაახლოებით ათ მეტრში დაასვენეს ლოდზე. იუდეური წესის თანახმად, მაცხოვრის სხეულს ნელსაცხებელი სცხეს, ტილოში გაახვიეს და იქვე, გოლგოთიდან 30 მეტრში, კლდეში გამოკვეთილ იოსებ არიმათიელის საგვარეულო სამარხში დაკრძალეს, იქ ჯერ არავინ შეესვენებინათ".
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/
"სინედრიონის გამიწიერება, ჯერ ერთი, ეს მოხდა იმის გამო, რომ ეს ადამიანები გამოსულები იყვნენ გამიწიერებული ხალხიდან, თანაც მათი გამიწიერების მიზეზი იყო ისიც, რომ ჰეროდემ მაცხოვრის შობის დროს თოთხმეტი ათას ყრმასთან ერთად მთელი იმდროინდელი სინედრიონიც ამოხოცა, ამის შემდეგ შეკრებილი სინედრიონის წევრები იყვნენ ჰეროდეს მიერ გამორჩეულნი და, ახალ სინედრიონს სულიერი კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა ძველ სინედრიონთან.
ის საღვთო მადლი, რაც პირველად შეკრებილ სინედრიონზე იყო დამკვიდრებული, უწყვეტ ჯაჭვად გადადიოდა, ხოლო როდესაც ჰეროდემ სინედრიონის წევრები ამოხოცა და ახალი სინედრიონი გამოარჩია, უკვე გაწყდა უწყვეტი საღვთო მადლის ჯაჭვი, გაქრა სულიწმინდის მადლი.
რა თქმა უნდა, ახალ სინედრიონშიც იყვნენ ჭეშმარიტად ღვთისმოსავი ადამიანები, გამალიელი, ნიკოდიმოსი... რომლებიც ყველაფერს სულიერად აღიქვამდნენ, სულიერად საზღვრავდნენ, მაგრამ ესენი იყვნენ ერთეულები.
მთლიანობაში, სინედრიონი განშორებული იყო საღვთო მადლს, ეს იყო არა ღვთისგან, არამედ კაცისგან გამორჩეული სინედრიონი, მათ მხოლოდ მიწიერი, მატერიალური ინტერესები ამოძრავებდათ, სურთ იცხოვრონ მიწაზე კომფორტულად, მათ პატივმოყვარეობას არავინ შეეხოს და ასევე, ერი, რომელიც მათ უჯერებს, არავინ წარსტაცოს.
როდესაც ხედავენ, უამრავი ადამიანი მიჰყვება ქრისტეს, აწუხებთ და ამის გამო უპირისპირდებიან მაცხოვარს, ვერ შეიცნეს იესოში აღთქმული მხსნელი და საბოლოოდ, მოახერხეს კიდეც მისი ჯვარცმა".
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე
"კარიბჭე" N2, 2018, გვ.22/
"რომაელმა მოსამართლემ მაცხოვარს სასიკვდილო განაჩენი "სიბოროტესა ზედა" გაავებული ხალხის შიშით გამოუტანა".
"წმინდა წერილი და ფსალმუნებიც, რამდენიმე მიმართულებით შეიძლება გავიგოთ".
ამბავი სახარების დახმარებით პასუხის შეტყობისა
"წმინდა მიწაზე მომლოცველობის ჟამს, ბანათეში ყოფნისას, სანადელი მილკა შეჩეროვი მოგვიყვა, თუ როგორ მიიღო დედისგან მოსალოცად წამოსვლის ნებართვა.
მილკა ქვრივი დედაკაცია, პატარა ვაჟი ჰყავს. მათი გვარიდან იერუსალიმში არავინ ყოფილა, მილკას ძალიან უნდოდა წასვლა. ერთხელ ტაძარში მღვდლისგან მოისმინა, წელს, 1930-ში, წმინდა მიწას მოვილოცავთო. მილკას მხურვალე სურვილი გაუჩნდა, პილიგრიმთა შორის ყოფილიყო. სურვილი დედას გაუმჟღავნა. ბავშვს რაღას უზამო, - ჰკითხა დედამ. მილკა ჩაფიქრდა, მერე კი მღვდელს ჰკითხა, - თუ შეიძლება, იერუსალიმში ჩემი სამი წლის შვილიც წამოვიყვანოო. მღვდელმა უთხრა, სარისკოა, წინ გრძელი და ძნელი გზა გვიდევსო.
დაღონებული მილკა დედას შეევედრა, ბავშვი ჩემს დაბრუნებამდე დაიტოვეო. დედას ეშინოდა და უარს ამბობდა. მაშინ მილკამ სახარება აიღო და დედას უთხრა: "ვნახოთ, როგორია ღვთის ნებაო!" მცირე ხნით ჩუმად ილოცეს, მერე კი მილკამ სახარება გადაშალა და ხმამაღლა წაიკითხა: "და რომელმან შეიწყნარის ერთი ყრმაი ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს" (მათე 18,5).
თითქოს თვითონ ქრისტეს ეთქვასო, ისე მოესმა დედამისს ეს სიტყვები და მაშინვე განაცხადა: ბავშვს მე მივხედავო. ასე დაეხმარა მას სახარება არცთუ უბრალო საკითხის გადაწყვეტაში."
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
წმინდა წერილი ცეცხლში არ დაიწვა
"სოფელ ორაშეში (მორავიის მხარე, ტემნის რაიონი) ერთი ჭაბუკი გულმოდგინედ კითხულობდა სახარებას და ღვთის სჯულის ასრულებას ცდილობდა. მამა მკაცრად უკრძალავდა ღვთისმოშიშების გზაზე სიარულს. სათნოებათა მოძულემ ერთხელ შეკრიბა ყველა სასულიერო წიგნი, წმინდანთა ცხოვრებები და ჩვენი ქრისტიანული საზოგადოების გაზეთები და ცეცხლში ჩაყარა - ეგონა, ამ გზით მოაშორებდა შვილს ღმერთს. ბოლოს სახარება იპოვა. ისიც სამზარეულოს ქურაში ცეცხლში ჩააგდო.
გავიდა ათი დღე. ქურაზე ყოველდღე აცხობდენ პურს, ამზადებდნენ საჭმელს... მეთერთმეტე დღეს ყმაწვილის ბიცოლამ ღუმლიდან ნაცარი გამოიღო. მას სახარებაც გამოჰყვა. ცოტათი შეტრუსულიყო, მაგრამ წაკითხვა სრულიად შესაძლებელი იყო. ღმერთმა ხილული სახით აჩვენა, რომ მისი წმინდა სიტყვის განადგურებას ვერავინ შეძლებს."
"თანამედროვე მამის, წმინდა პეტრეს და პავლეს ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ცხოვრებიდან ორ ამბავს გავიხსენებთ მისივე მონათხრობის მიხედვით:
ერისკაცობისას, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ერთი თანაკურსელი გოგონა მოსწონდა, რომელიც ეკლესიაში დადიოდა. მაშინ ვერაფრით იგებდა, როგორ შეიძლებოდა, ჯვარცმულისთვის ეცა თაყვანი. სიონშიც იმის შესამოწმებლად შევიდა, შეეტყო, ქრისტიანები მუხლს თუ იდრეკდნენ ჯვარცმის წინაშე, რათა მერე გოგონასთვის დაეცინა: განათლებული ხარ და ჯვარცმულს როგორ უჩოქებო. ამ მიზნით დაიწყო სახარების კითხვა. ბოლომდე რომ ჩაიკითხა, აღმოხდა: "უფალო, შენ ყოველთვის ჩემთან იყავი, მაშინაც, როცა შენი სახელი არ ვიცოდიო". ეს იყო გადამწყვეტი მომენტი მის ცხოვრებაში. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, უნივერსიტეტს თავი ანება და სემინარიაში ჩააბარა.
როცა უფლის მიერ მისი მღვდლობა უნდა გადაწყვეტილიყო, მამა არჩილმა სიზმარი ნახა: "სიონში შევედი (სიზმარში). ენით აღუწერელი სილამაზე იყო, რაღაც უჩვეულო შვიდფერი ციალი ანათებდა ტაძარს. გამიკვირდა, საიდან მოდის-მეთქი ეს ნათელი. სხივებს თვალი რომ გავადევნე, წმინდა ტრაპეზზე დასვენებული სახარება დავინახე.
იმ სახარებას ჰგავდა, პატრიარქი რომ ხმარობს წირვა-ლოცვისას, მაგრამ უფრო ძვირფასი, პატიოსანი ქვებით შემკული იყო. მისგან გამოდიოდა ეს სპექტრი სინათლისა და მთელ ტაძარს აელვარებდა. რაღაც ძალამ კანკელთან მიმიყვანა. კანკელის უკანა მხრიდან, სადაც ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული, შავად მოსილი ყოვლადწმინდა ქალწული გამობრძანდა. ტრაპეზიდან სახარება აიღო და, აღსავლის კარში მდგარმა, ჯვარი გადამსახა. სახარებას რომ ვემთხვიე, ძალიან ტკბილი ხმით მითხრა: შვილო არჩილ, ეს შენი გახდება, მალე ჩემთან იქნებიო".
მალე მამა არჩილი მღვდლად აკურთხეს და დიდუბის ტაძარში გაამწესეს. იქ კანკელზე შავად მოსილი ღვთისმშობლის ხატია გამოსახული. მასში მამა არჩილმა სიზმრისეული სახარებით მაკურთხეველი ქალწული შეიცნო."
"ყველა ქრისტიანული სწავლება, ყველა მამის სწავლება სახარებისეულია - ამოდის სახარებიდან და ბრუნდება სახარებაში. სახარება სულის ხსნაა ადამიანისა."
"ღვთის სიბრძნე იმდენად ამოუწურავია, რომ ერთ წინადადებაში ათასობით აზრია ჩაქსოვილი."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"უდაბნოდან ქალაქ ტარსუში მიმავალი ორი ბერი ღამის გასათევად სასტუმროში შეჩერდა. იქ სამ ყმაწვილს შეხვდნენ, რომელთაც მეძავი დედაკაცი ახლდათ. დაბნეული ბერები ჩამოსხდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა სახარება ამოიღო და კითხვა დაიწყო. კითხვა რომ მოესმა, დედაკაცმა ყმაწვილებს თავი ანება და ბერებთან მივიდა, იქვე ჩამოჯდა და ყურადღებით უსმენდა.
ბერმა კითხვა შეწყვიტა და გაბრაზებულმა ჰკითხა: როგორ არ შეგრცხვა ჩემი, აქ რომ ჩამომიჯექიო. "ნუ მომიძაგებ, მამაო, თუმცა დიდად ცოდვილი ვარ, მაგრამ მწამს, რომ უფალი ხელს არ მკრავს, ისევე, როგორც არ ჰკრა ხელი ცოდვილ დედაკაცს". "მაგრამ ის დედაკაცი ქრისტესთან შეხვედრის მერე აღარ დაბრუნებია ცოდვას..." "მწამს, რომ ღვთის ძის შეწევნით, ამიერიდან აღარც მე დავუბრუნდები, ოღონდ მასწავლეთ, როგორ მოვიქცე".
ბერებმა დედაკაცი დედათა მონასტერში მიიყვანეს, აღკვეცეს მონაზვნად, მარიამი უწოდეს, იღუმენიას ჩააბარეს და თვითონ წავიდნენ. მარიამმა კი დანარჩენი ცხოვრება ლოცვასა და სინანულში გაატარა."
"სახარება წიგნი კი არა, ძალაა"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"როცა რამეს ისწავლი წმინდა სახარებიდან, ეცადე, საქმით აღასრულო - უფალს მშრომელი მოწაფე უფრო უყვარს, ვიდრე უბრალოდ მსმენელი"
"ადამიანი სახარებიდან უნდა ამოდიოდეს, ვიდოდეს უფლის გზაზე და კვლავ სახარებაში ბრუნდებოდეს."
/მამა პანტელეიმონ მარგველაშვილი/
"ადამიანი სახარებიდან უნდა ამოდიოდეს, ვიდოდეს უფლის გზაზე და კვლავ სახარებაში ბრუნდებოდეს."
/მამა პანტელეიმონ მარგველაშვილი/
"მახარებელთა სხვადასხვაობანი უფლის ცხოვრების გადმოცემაში მათი ადამიანური ბუნების უძლურებით არის განპირობებული და თითქოს წინასწარი განზრახვით დაშვებული ღმერთის მიერ, რამეთუ ყველაფერში რომ ზედმიწევნით თანახმიერნი ყოფილიყვნენ - ადგილისა და სიტყვების მხრივაც, მაშინ მტერთაგან არავინ დაიჯერებდა, რომ წინასწარი ურთიერთშეთანხმებით არ წერდნენ; ამის გამო დააეჭვებდათ მახარებელთა გულწრფელობა.
აწ კი თვით ის ფაქტი, რომ სახარებებში მცირედი სხვადასხვაობანი შეინიშნება უმნიშვნელო ამბების გადმოცემაში, ყოველგვარ ეჭვს უნდა უკუაგდებდეს და საზეიმოდ ამართლებდეს ჩვენს ნდობას მახარებელთადმი..."
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ჭეშმარიტება მოკლედ, ლამის სიტყვაძუნწადაა მოცემული საღმრთო წერილში. შენც ნუ შეუდგები ვრცელ, სიტყვამრავალ კვლევა-ძიებას!"
/წმ. ეფრემ ასური/
"სახარების ენას განსაკუთრებული, არაამქვეყნიური სიმშვიდე ახასიათებს"
"ერთხელ ჩემს მოძღვარს ვკითხე, საიდან დააგროვეთ ამდენი ცოდნა, რომ ყველა კითხვაზე გაქვთ პასუხი-მეთქი. სახარებიდანო. სახარება მართლაც ამოუწურავია, ისევე როგორც ჩვენი ფიქრები, რომელიც ყოველ წამს იბადებიან."
"[ღირსმა ლუკა ტავრომენიელმა] ღვთისგან ამ [ასკეტური] ღვაწლის ნაყოფად დიდი მადლი მიიღო, რომლის წყალობითაც წმინდა წერილის ყველაზე რთულ ადგილთა განმარტება შეეძლო"
"ამ ამბავს მამა ფოტი მოჰყვა, სოფელ ფუგურიმას წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელი: - შაბათი საღამოა. ვზივარ და ჩვეულებისაებრ საკვირაო ქადაგებისთვის ვემზადები. მომავალ წირვაზე წასაკითხ სახარების ტექსტს ვარჩევ. ნავთქურა ჩაიბჟუტა და ჩაქრა. ნავთი გათავდა. სანთლის ნამწვავი მოვნახე, ისიც მალე ჩაქრა. შინ სანთელი აღარ მქონდა და დავრჩი სიბნელეში. უახლოესი მაღაზია ორ კილომეტრშია, თუმცა ასე გვიან ისიც დაკეტილი იქნებოდა.
გულდაწყვეტილმა სიმწრით ამოვიძახე: - წმინდაო იოანე ღვთისმეტყველო, სახარებისა და სამოციქულოს წაკითხვა მინდოდა, მაგრამ რა ვქნა? არც ნავთი მაქვს და არც სანთელი. ხვალ ქადაგება როგორღა წარმოვთქვა? ამ სიტყვებით გავემართე დასაძინებლად.
უეცრად რაღაც მოხდა. საწოლს თავზე კაშკაშა სინათლე დაადგა. გაოცებული წამოვხტი და სინათლის წყაროს ვეძებდი. ცოლი გავაღვიძე, მანაც დაინახა ეს ნათელი და უფალი და წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ადიდა. წიგნებს მივუჯექი და ღამის სამ საათამდე ვკითხულობდი. დილით ნათელი აიკრიბა."
"ოცდახუთი წლის წინ ერთი ჩემი მეგობარი პარიზის გათავისუფლებას შეეწირა. მას ორი შვილი ჰყავდა, რომლებიც მამის სიკვდილის შემდეგ დამიახლოვდნენ. ერთხელ მისი ქალიშვილი, თხუთმეტიოდე წლის გოგონა, ჩემთან, მისაღებში მოვიდა (მღვდლობამდე ექიმი გახლდით), მაგიდაზე სახარება დაინახა და გაიკვირვა: არ მესმის, როგორ შეიძლება განათლებულ ადამიანს ასეთი სისულელის სჯეროდესო. წაგიკითხავს-მეთქი? არაო. ჰოდა, გახსოვდეს, მხოლოდ ძალიან სულელები მსჯელობენ იმაზე, რაც არ იციან-მეთქი. მან სახარება წაიკითხა და სრულიად შეიცვალა."
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
"ახალი აღთქმა მაცხოვნებელია, ძველი კი მიმყვანებელი ცხონებასთან".
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/
"ერთხელ მამაომ გამოაცხადა, მარკოზის სახარების მეცხრამეტე თავი წაიკითხეთო. დილით იკითხა: წაიკითხეთო, კი, წავიკითხეთო - ყველამ უპასუხა. მარკოზის სახარების მეცხრამეტე თავი არ არსებობსო".
"გადავშალოთ ღვთის სიტყვა და ერთად მოვიძიოთ უფალი"
"წმინდა წერილს არა ცნობისმოყვარეობით, არამედ ცოდნისმოყვარეობით უნდა მოვეკიდოთ".
"ჩვენ ყველას უნდა მოვუსმინოთ, მაგრამ სახარებიდან გამომდინარე უნდა ვმსჯელობდეთ და მივიღოთ ის, რაც ჭეშმარიტია და ეთანხმება სახარებას, უარვყოთ ის - რაც ეწინააღმდეგება მას".
"რასაც გინდა აკეთებდე, ყოველივეს საფუძველი საღვთო წერილში ეძიე"
/ამბა ანტონი/
"კითხვა: მე წმიდა წერილის ზოგიერთი ადგილი ჩემებურად მესმის. ზოგჯერ დავაც კი მომსვლია მორწმუნე მრევლში მათი განმარტებების დროს. როგორ გავიგოთ ბიბლია მართებულად?
პასუხი: როგორც ეგნატე ბრიანჩანინოვი შეგვაგონებს: „ნუ გაკადნიერდები, თავად განმარტო სახარება და წმიდა წერილის სხვა წიგნები. სულიწმიდა განმარტავს მათ წმიდა მამების მეოხებით: ხოლო ღვთის სიტყვა, სიტყვა ხსნისა, კადნიერი განმმარტებლისთვის იქცევა მომაკვდინებლად, ორლესულ მახვილად, რითაც ისინი განიგმირავენ თავს მარადიული დაღუპვისთვის“. ამიტომ წმიდა წერილის განმარტებისთვის წმიდა მამათა თხზულებებს უნდა მიმართოთ."
"ქართველი გადარჩება მაშინ, თუ ვიცხოვრებთ წმინდა წერილით"
/არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია)/
"გამოიკვლიეთ, რამდენჯერ წერია წმინდა წერილში ესა თუ ის სიტყვა, მაგალითად სიტყვა "სიწრფოება", და ა.შ. ამ გზით ქრისტეს ნათელი აღავსებს თქვენს სულს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ყველაფრის სათავე წმინდა წერილია. განუწყვეტლივ უნდა იკითხოთ იგი, რათა სულიერი ბრძოლის საიდუმლოებები ისწავლოთ"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"დაეწაფეთ წმინდა წერილს, შეიყვარეთ სულიერი საკითხავები"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"წმინდა წერილი გონებას გვიხსნის და სულთა გარჩევაში გვეხმარება"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"იკითხეთ სახარება, ძველი აღთქმა. დიდი სიმდიდრეა; ყველა წმინდა მამაც ხომ წმინდა წერილს ეყრდნობოდა. ეს არის წყარო, საფუძველი; ვერასდროს ვერ გაძღები ამით".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"არავის ძალუძს, წმინდა წერილი განმარტოს, გარდა იმისა, ვინც მთელი წმინდა წერილი შეისწავლა. ასე მომზადებულიც იქნებით, რათა ყველას სათანადო პასუხი გასცეთ".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"[საღმრთო წერილის] გადამწერი უთუოდ უნდა ყოფილიყო მორწმუნე ებრაელი, წერაში დახელოვნებული. წერის დაწყებამდე გადამწერს უნდა ელოცა, დასაწერი სიტყვა ჯერ ხმამაღლა უნდა წარმოეთქვა და შემდეგ დაეწერა. როცა ღმრთის სახელის დაწერა მოუწევდა, ჯერ ხმამაღლა უნდა წარმოეთქვა: "მე მსურს დავწერო სახელი ღმრთისა, რათა იქმნეს ესე მადიდებელად ღმრთისა". და შემდეგ მოწიწებით დაეწერა წმინდა სახელი. თუ ამ სიტყვებს თუნდაც ერთხელ არ იტყოდა გადამწერი, მთელი ხელნაწერი ღირსებამოკლებულად ითვლებოდა.
ოცდაათი დღის განმავლობაში სინჯავდნენ და ამოწმებდნენ ახალ ხელნაწერს სწავლულნი და თუ ორო ან სამი შეცდომა მაინც იყო შიგ, მაშინვე წვავდნენ. აი, როგორი სიფრთხილით, მოწიწებით და მორიდებით ეპყრობოდნენ ებრაელნი წმინდა ტექტს, რათა დაეცვათ იგი შერყვნისა და შელახვისაგან. ასე რომ, ახლანდელი საღმრთო წერილის ებრაული ტექსტი ბევრად არაფრით განირჩევა იმისაგან, როგორადაც ის გამოვიდა ღმრთივგანბრძნობილ დამწერთაგან".
"ყოველ დილით, შენს სულს მზის სხივი თუ არ შეჰყვა, დაღამდები"
ეს სხივი წმიდა წერილია
სულში ჩაქსოვილი,
გულში ფესვგადგმული"
" - შეიძლება სახარება მჯდომარემ ვიკითხოთ?
- შეიძლება, ოღონდ დიდი მოკრძალებით".
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"- როგორ უნდა ვიკითხოთ წმიდა წერილი?
- იმისათვის, რომ კითხვა სასარგებლო იყოს, საჭიროა, პირველი: კითხვის წინ მოვუხმოთ სულიწმიდის მადლს; მეორე: ვიკითხოთ აუჩქარებლად, რამდენჯერმე გავიმეოროთ ის, რაც ვერ გავიგეთ; მესამე: არ ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი წავიკითხოთ; მეოთხე: ფრთხილად მოვეკიდოთ ერთმანეთისაგან განსხვავებული წიგნების კითხვას".
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ადამიანის ნაკლია - არ იცოდეს წმინდა წერილი, მაგრამ ორმაგი ნაკლია, რომ იცის, მაგრამ უგულვებელყოფს მას"
/წმ. ეფრემ ასური/
"სახარება არის წიგნი მიწიერი ცხოვრების აზრისა და ამ მიზნისკენ მიმავალი გზის შესახებ, მაგრამ, უპირველესად, ცხოვრების აზრზე, რამეთუ პირველად უნდა უწყოდე, თუ საით, ხოლო შემდგომ - როგორ მიდიხარ"
/წმინდა ნიკოლოზ სერბი/
"სახარებას ხშირად ვკითხულობთ და ხან ერთი რაღაც მონაკვეთი იმოქმედებს განსაკუთრებით ჩვენზე, ხან მეორე, ეს ყოველთვის განახლებადია და ნიშნავს, რომ უფალი ამ სიტყვებით მოგვმართავს"
/მეუფე შიო (მუჯირი)/
"ადამიანის ნაკლია - არ იცოდეს წმინდა წერილი, მაგრამ ორმაგი ნაკლია, რომ იცის, მაგრამ უგულებელყოფს მას"
/წმ. ეფრემ ასური/
"წმინდა წერილი კაშკაშა მზის მსგავსად ყველაფერს ხსნის და ნათელს ჰფენს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"რაც ფიზიკური საზრდელია ჩვენთვის - ძალების შესანარჩუნებლად, იგივეა წმინდა წერილის კითხვა სულისათვის"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"წმინდა წერილის კითხვა ასაზრდოებს, განანათლებს, ცოდვებისაგან განწმენდს, ფრთას ასხამს, აძლიერებს სულს, თუკი მოუძლურდება - იგი ამხნევებს, ყველაფერში ხელმძღვანელობს და ფარ-ხმალს დაყრის საშუალებას არ აძლევს".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"წმინდა სახარება იკითხეთ და იქიდან ამოიღეთ წმინდა წყალი ცხოველი"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას. ამაშია ძალა ქართველი ერისა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი მთელ საქართველოში. ეს მოგცემთ მადლს და წყალობას".
/ილია მეორე/
"ვეცადოთ, წმინდა წერილიდან ყოველდღიურად რაიმე სანუგეშო სიტყვა შევითვისოთ, გულთა შინა ჩვენთა სასიხარულო, გამამხნევებელი აზრები დავიმარხოთ; გამუდმებით ვიყურებოდეთ სახარებაში, ქრისტეს ნათელ ხატს ვუმზერდეთ და სული ჩვენი სინათლისა და სიხარულის წყაროსთვალად იქცევა. მაშინ უფლისმიერი სიხარული და მშვიდობა ღვთისა, "რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა", ჭარბად იქნება ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენ უკვე აქ, დედამიწაზე, ვიგემებთ, "რომ სიხარული მარჯვენასა შინა მისსა არს უკუნისამდე" (ფსალმ. 15,11) - ვკითხულობთ "მართლმადიდებელი მოძღვრის დღიურში".
"რიგით მეორე სახარების ავტორია წმინდა მარკოზი, გადმოცემით, სამოცდაათმოციქულთაგანი, რომელსაც, საღვთო წერილის ზოგიერთ წიგნზე დაყრდნობით, ერქვა მეორე სახელიც - იოანე: იგი იყო ებრაელი და, ასევე გადმოცემით, მდიდარი იერუსალიმელი ქალის, მარიამის შვილი, რომელსაც იერუსალიმში საკუთარი სახლი ჰქონდა. ამ სახლში, საქმეთა წიგნის მიხედვით (საქ. 12.12), საპყრობილიდან სასწაულებრივი გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა წმინდა პეტრე მოციქული, სადაც სხვა მოციქულებიც იკრიბებოდნენ სალოცავად (საქ. 12; 1.13)"
/"ბიბლიის განმარტება, ახალ აღთქმა" ტ. 18, გვ.5/
"ეგვიპტელთა ღმერთის, სერაპისის დღესასწაულის დღეს წმინდა მოციქული [მარკოზი] წარმართებმა შეიპყრეს და მოკლეს. ცხედარი ალექსანდრიაში დამარხეს, მაგრამ შემდეგ ვენეციელმა ვაჭრებმა ვენეციაში წაასვენეს და იმ დღიდან მახარებელი მარკოზი ქალაქის ზეციური მფარველი გახდა. აქ მის სახელზე მშვენიერი ტაძარი ააგეს".
" - ვითარცა მდოგვისა მარცუალი, რომელი დაეთესის ქუეყანასა, რამეთუ უმცირეს არს იგი ყოველთა თესლთა, რომელნი არიან ქვეყანასა ზედა.
მდოგვის მარცვალი საოცრად მცირეა იმ მცენარესთან შედარებით, რომელიც მისგან იზრდება. იგი მიწაში ჩათესვისას ყველა თესლზე მცირეა ამქვეყნად. ისეთ ცხელ ქვეყნებში, როგორიც იუდეაა, მდოგვის ხე იმგვარ სიმაღლეს აღწევს, რაზეც წარმოდგნაც კი არა გვაქვს: მისი ტოტების ქვეშ ადამიანს თავისუფლად შეუძლია გავლა-გამოვლა; მის ძლიერ ტოტებზე გუნდ-გუნდად სხდებიან დიდი ფრინველები და ტოტები არ ტყდება, ისინი უძლებენ ადამიანის სიმძიმეებსაც კი. ამ მცენარის თესლი სამკურნალოდ იყო მიჩნეული, ამიტომაც იგი ყველასათვის იყო ცნობილი. მდოგვის თესლის მარცვალი ისეთი მცირეა, რომ ებრაელებს ასეთი გამოთქმაც კი ჰქონდათ: "მცირე, როგორც მდოგვის მარცვალი".
ბართლომეს (იმავე ნათანაელის) შესახებ
"ფილიპეს შემდეგ სინოპტიკოსებთან (იგულისხმებიან მათე, მარკოზი და ლუკ. რედ) იხსენიება ბართლომე, ხოლო საქმეთა წიგნში (საქმ. 1.13) - თომა. სინოპტიკური სახარების არც ერთ ნუსხაში არ გვხვდება ნათანაელი, რის გამოც ზოგიერთი მამა (ნეტარი ავგუსტინე, წმინდა იოანე ოქროპირი) იმასაც ფიქრობდა, რომ ნათანელი არ იყო თორმეტ მოციქულთაგანი. გამოითქვა მოსაზრებაც, რომ იგი იყო მათე მოციქული. ცხადია, მათ საფუძველი არ გააჩნია. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ნათანაელი და ბართლომე ერთი და იგივე პიროვნებაა. ეს დასტურდება იმითაც, რომ წმინდა იოანე მახარებელი საერთოდ არ ახსენებს ბართლომეს, არამედ ნათანაელს (ინ. 1.46 - 50; 21-2). ბართლომე არ არის საკუთარი სახელი, არამედ მამისა (ბარ - ძე, შვილი, თოლმაი - საკუთარი სახელი კაცისა; აქედან ბართლომე - თალმაის შვილი) და, ამის შესაბამისად, მოციქულს ერქვა სხვა სახელი. წმინდა იოანე მახარებელი ფილიპესთან აკავშირებს ნათანაელს, ხოლო წმინდა მათე და მარკოზი - ბართლომეს, ამიტომაც ფიქრობდნენ, რომ ნათანაელი და ბართლომე ერთი და იგივე პიროვნება იყო. ზოგიერთის აზრით, ბართლომე-ნათანაელი იყო ფილიპეს ძმა, მაგრამ ეს მოსაზრება არაფრით არ მტკიცდება და ამდენად, არც სარწმუნოა. წმინდა იოანე მახარებელი ანდრიას შესახებ აღნიშნავს, რომ მან იპოვა "თავისი ძმა" სიმონი და მიიყვანა იესოსთან. მსგავსი მინიშნება არ გვხვდება ფილიპესთან, როდესაც მან ასევე იპოვა ნათანაელი და მიიყვანა იესოსთან".
" - და იხილა ლეღვი ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი, და მოვიდა, უკუეთუმცა რაიმე პოვა მას შინა. და მოვიდა რაი მისა, არარაი პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არ იყო ჟამი ლეღვისაი. და ჰრქუა მას: ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა. და ესმოდა ესე მოწაფეთა მისთა.
უნაყოფო ლეღვის ხე უფლის საუბრებში ადრეც იყო მოჩნეული ცოდვილი კაცის სახედ. ლუკა მახარებელმა შემოგვინახა მთელი იგავი, რომელიც ლეღვის ხეს ეხება. ამ იგავში იგი ლეღვის ხეს ინდობს მომავალში ნაყოფის გამოღების იმედით, მას მისჯილი ჰქონდა მოკვეთა და გადაგდება, რითაც გამოიხატება ღვთის დიდი მოთმინება ცოდვილთა მიმართ. ახლა კი ლეღვის ხე დაწყევლილია უნაყოფობის გამო მართლმსაჯულების ნიშნით, რომელიც, ადრე თუ გვიან, სჯის მოუნანიებლებს. ამრიგად, უწინდელი იგავი ქრიტეს მოწაფეთათვის უნდა ყოფილიყო კარგი განმარტება ლეღვის ხეზე უფლის მსჯავრისა, ეს განაჩენი კი ავსებდა იმ გაკვეთილს, რომელშიც იგავი იყო მოცემული, რაც აჩვენებდა, რომ უფლის შემწყნარებლობას აქვს თავისი დრო და დასასრული, რომ მოუნანიებლობა, განსაკუთრებით კი პირმოთნეობა, ყველაზე ადრე დაატეხს უსინანულო კაცს ზეციურ რისხვას".
/მთავარეპისკოპოსი ინიკენტი ბორისოვი/
" - რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თვისისა განრიდებაი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი.
წმ. იოანე ოქროპირი:
"ქრისტესათვის სულის დაკარგვა - ეს ნიშნავს, რომ აღმოფხვრა და მოაკვდინო სულში ყოველგვარი ვნებიანი და ცოდვიანი მოძრაობა, დაშრიტო ბიწიერება, ჩააქრო მრისხანება, ლაგამი ამოსდო საკუთარი ნების ქროლას, საკუთარ სიბრძნეს. ხოლო მათთვის, ვისაც ღმერთი მიუთითებს, ეს ნიშნავს - ეწამოს კიდეც ქრისტესათვის. თქვით გამოთქმა - "დაკარგავს სულს" - გვამცნობს, რომ აქ ხდება მრავალი სატანჯველი, თვით სასიკვდილო ბრძოლა, გმირობამდეც კი. "ნუ მეტყვი მე, - თითქოს ასე გვეუბნება უფალი, - რომ, ვინც გაექცა უდიდეს საშიშროებებს, ამით სული გადაირჩინა, არამედ წარმოიდგინე, რომ მის სულს ემონება მთელი ქვეყნიერება: რა სიკეთე ექნება მას იქიდან, თუკი მისი სული იღუპება?"
" - და ამცნებდა ამათ იესუ და ეტყოდა: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაისა და ცომისაგან ჰეროდიანთაისა.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:
"ვინ იყვნენ ჰეროდიანელები? ესენი ახალგამოჩენილი მოძღვრები იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჰეროდე ქრისტეა და მისი უნდა გვწამდეს".
" - ხოლო თქუენ სთქუთ: უკუეთუ ჰრქუას კაცმან მამასა ანუ დედასა კორბან, რომელი არს ნიჭი, რომელი რაი ჩემგან სარგებელ გეყოს.
წმ. იოანე ოქროპირი:
"ფარისევლებს სურდათ ეჩვენებინათ, რომ იესოს მოწაფეები არღვევდნენ მცნებას, ქრისტე კი პირიქით უჩვენებს, რომ ისინი თავად სცოდავნენ. ადამიანური გადმოცემა ხელის დაბანის აუცილებლობის თაობაზე არ ეწინააღმდგებოდა ღვთის მცნებას, ამიტომაც უფალი მიუთითებს მწიგნობრებს მათ სხვა გადმოცემაზე, რომელიც პირადპირ ეწინააღმდეგებოდა ამ მცნებას: ისინი ასწავლიდნენ ყრმებს, კეთილმოსაობის საბაბით, მოეძულებინათ მამები. თუ, მაგალითად, რომელიმე მშობელი ეუბნებოდა შვილს, მომეცი ეს ცხვარი ან სხვა რამეო, ისინი უპასუხებდნენ, - ის, რაც შენ გსურს ჩემგან ისარგებლო, მე მას ღმერთს მივართმევ ძღვნად, ამიტომაც არ შეიძლებაო შენგან მისი მიღება. აქედან წარმოდგებოდა ორმაგი ბოროტება: ისინი შეურაცხყოფდნენ მშობლებს ღვთის წინაშე მოვალეობის საბაბით, და გმობდნენ ღმერთსაც, მშობლების წინაშე მოვალეობის მიზეზით".
" - და განიყვანა ერის მისგან თვისაგან და დაასხნა თითნი მისნი ყურთა მისთა და ჰნერწყუა და შეახო ენასა მისსა.
თეოლოგი ალექსანდრე ლოპუხინი:
"მთხოვნელები ფიქრობდნენ, რომ ქრისტე მას ჩვეულებისამებრ ხელების დასხმით განკურნავდა, მაგრამ ამ შემთხვევაში უფალი იყენებს კურნების სხვა საშუალებას. უნდოდა რა მიექცია ავადმყოფის ყურადღება და აღეძრა მასში მცირეოდენი რწმენა თავისი ძალმოსილებისადმი, უწინარეს ყოვლისა, იგი ხალხისგან გამოაცალკევა და განიმხოლოვა. სნეულს შეეძლო ეფიქრა, რომ უფალი თავისი ქმედებით იყო ექიმი, რომელმაც, ჩაუდო რა მას თითები ყურებში, შემდეგ კი დაინერწყვა თითებზე, როგორც იქცეოდნენ ზოგჯერ ძველი დროის ექიმებიც (ტაციტუსი, ისტორია, IV, 81), და შეახო იგი სნეულის ენას, რითაც გამოხატა მისი განკურნების წადილი".
" - და კრეტსაბმელი იგი ტაძრისაი მის განიპო ორად, ზეითგან ვიდრე ქუედმდე.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:
"კრეტსაბმელი ორად განიპო იმის ნიშნად, რომ სულიწმინდის მადლმა დატოვა ტაძარი, რომ "წმინდათა წმიდა" გახდება ხილული და ყველასთვის ხელმისაწვდომი, როგორც ეს აღსრულდა კიდეც, როდესაც რომაელები შემოვიდნენ, და რომ თავად ტაძარიც მწუხარებს. როგორც ჩვეულებრივი იუდეველები იქცეოდნენ მწუხარებისას და დაიპობდნენ ხოლმე თავიანთ სამოსელს, ასევე ტაძარმაც, როგორც სულიერმა, იგივე უჩვენა შემოქმედის ვნების ჟამს, დაიპო რა თავისი სამოსელი".
"- მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგვიდგეს, და ვაყენებდეთ მას, რამეთუ არა შემდგს ჩუენ.
არქიმანდრიტი პიროსი (ოქროპირიძე):
"იოანე მოციქულს გაახსენდა ასეთი შემთხვევა, რომელიც მოხდა მათი ქადაგების დროს - მათ აუკრძალეს ერთ კაცს ეშმაკთა განდევნა იესოს სახელით, რადგან ეს კაცი არ ყოფილა იესოს მოწაფე და მოციქულებთან ერთად არ დადიოდა. ჩანს, რომ ეს კაცი იყო იესოს საიდუმლო მოწაფე, მას სწამდა იესოს ღმერთობისა, მაგრამ მასთან კი არ მოდიოდა".
" - და არა უტვებდა, რაითა გან-ვინმე-იღოს ჭურჭელი მიერ ტაძრით.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:
"იესომ არავის მისცა ნება ტაძარში უცხო ნივთის შეტანისა. მან განდევნა ვაჭრები, რითაც აჩვენა, რომ ყოველივე მამის კუთვნილი მასაც ეკუთვნოდა. სურდა, ეჩვენებინა მსხვერპლის შეცვლაც, განდევნა რა ტაძრიდან ხარები, ცხვრები და მტრედები, რითაც წინასწარვე გვაუწყა, რომ მეტად აღარ არის საჭირო მსხვერპლშეწირვა და პირუტყვის დაკვლა, არამედ - ლოცვა. ამიტომ უფლებამოსილებით მოქმედებას უფალმა დაურთო ხელმწიფური სიტყვაც მხილებისა და სწავლებისა".
" - კეთილ არს მარილი; ხოლო უკუეთუ მარილი უმარილო იქმნეს, რაითაღა შეინელოს იგი? გაქუს თავისა თქუენისა მარილი და მშვიდობით იყვენით ურთიერთას.
არქიმანდრიტი პიროსი (ოქროპირიძე):
"როგორც ძველ აღთქმაში მარილს უშვრებოდნენ მსხვერპლად შესაწირავ ხორცს და ეს მარილი მას გემოს აძლევდა, ისე ქრისტეს მორწმუნეს უნდა ჰქონდეს მარილი თავგანწირვისა განსაცდელთან და საცდურთან ბრძოლაში".
"წმინდა ლუკა მახარებელმა თავისი წიგნი მიუძღვნა ვინმე თეოფილეს, როგორც ფიქრობენ, ერთ მაღალჩინოსან ბერძენს. ვარაუდობენ, რომ წმინდა ლუკა ოთხი მახარებლიდან ერთადერთია, რომელიც არ ყოფილა ებრაელი".
" - ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ამენ გეტყვი თქუენ, რამეთუ არავინ წინასწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თვისსა მამულსა.
არქიმანდრიტი პიროსი (ოქროპირიძე):
"ამ სიტყვების მნიშვნელობა იგივეა, რაც ქართული ანდაზისა: "შინაურ ხუცესს შენდობა არა აქვსო".
"მოწაფეებს არ უმალავდა არც იმ განხეთქილებას, რომელსაც წარმოშობდა მისი სწავლება: "არ იფიქროთ, - თქვა მან, - რომ მე მოვედი დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად, არა მშვიდობის მოსატანად მოვედი, არამედ - მახვილისა" (მთ. 10.34). მაშასადამე, მშვიდობა ეძლევა ამ ქვეყნის არა ყველა მკვიდრს, უფალი იესო ქრისტეს არა ყველა მაღიარებელს, არამედ მხოლოდ მათ, ვინც ღირსია, ქრისტეს ჭეშმარიტ მოწაფედ იწოდებოდეს, მათ, ვინც მისი სიყვარულის მცნებას წმინდად აღასრულებს. ამასთან, ეს მშვიდობა არის მშვიდობა ადამიანის შინაგანი სამყაროსი, მშვიდობა მისი სულისა".
" - უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაი შენი და ძმანი შენნი გაერ დგანან და ხილვაი შენი ჰნებავს. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: დედაი ჩემი და ძმანი ჩემნი ესე არიან, რომელთა სიტყუაი ღმრთისაი ისმინონ და ყონ იგი.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:
"ზოგიერთი ამ ადგილი ასე იგებს: რადგანაც ქრისტე ასწავლიდა და დიდებაში იყო თავისი მოძღვრების გამო, ამიტომ ზოგიერთი შურით ანთებული, თითქოსდა მის დასაცინად, ამბობდა: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთო. რამდენადაც დედამისი ღარიბი იყო და არც მისი ძმები იყვნენ დიდებული წარმოშობისანი (იყვნენ რა დურგლის შვილები), ამიტომ ისინი, მაცხოვრის, როგორც კეთილშობილის შერცხვენის მიზნით, მიუთითებდნენ კიდევ მას დედასა და ძმებზე. მაგრამ იესომ იცოდა რა მათი ზრახვები, თქვა: ნათესავთა სიღარიბე სრულიადაც არ მვნებს მე: პირიქით, თუკი ვინმე არის კიდეც ღარიბი, მაგრამ ღვთის სიტყვას ისმენს, მას მე ჩემს ნათესავად ვაქცევ".
"კარვობის დღესასწაულის მერვე დღეს უფალი ამბობს: "ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს". ამ სიტყვებით მაცხოვარმა შეასრულა ის წესი,რომელიც დღესასწაულის დასასრულს სრულდებოდა: ტაძარში დილის მსხვერპლის აღსრულების შემდეგ, ხალხი მოძღვართან ერთად სილოამის წმინდა ჭასთან მიდიოდა, საიდანაც მოძღვარი ოქროს ჭურჭლით იღებდა წყალს; სადღესასწაულო შეძახილებითა და ბუკის ხმის თანხლებით, მას ეს წყალი ტაძარში მიჰქონდა და ყოვლადდასაწველის სამსხვერპლოზე ასხამდა,რითაც განასახიერებდა იმ პერიოდს, როდესაც მოსემ უდაბნოში ებრაელთა მოგზაურობისას კლდიდან წყალი გადმოადინა. ამ დროს ხალხი მუსიკის თანხლებით გალობდა მესიასთან დაკავშირებულ სიტყვებს ესაია წინასწარმეტყველისას".
/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/
" - მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაითა, სადაც მე ვიყო, იგინიცა ჩემ თან იყვნენ, რაითა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა.
ბერი ექვთიმე ზიგაბენი:
"რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, რომელიც მომეცი" - საღვთო დიდებას, რომელიც შენ მომეცი, არა როგორც უმცირესს, ან შენ შემდგომ შობილს, არამედ როგორც შობილს (მაგრამ როდის მისცა მამამ ძეს ეს დიდება? რა თქმა უნდა, როდესაც შვა, ხოლო როდის შვა? - ეს კითხვა სცდება დროს: ეს მიუწვდომელია. თავის არსებობასთან ერთად მამამ შვა ძე და არ ყოფილა დრო, როდესაც მამა არ ყოფილა მამა)".
"ბარაბას შესახებ ცნობები ოთხივე სახარების გარდა კიდევ ერთ აპოკრიფულ სახარებაშია (ნიკოდემოსის სახარება, 9) დაცული, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს ახალ აღთქმაში არსებულ ცნობებს მის შესახებ. მოგვიანო პერიოდის ბერძნულ ტექსტებში ბარაბა იესო ბარაბას სახელით გვხვდება. ორიგენეს (III ს.) ცნობით, მის დროს სახარებათა უმეტესობაში ბარაბას სახელი სწორედ ასე მოიხსენიებოდა. შემდეგ იესო ბარაბა იესო ქრისტესთან რომ არ არეოდათ, შემორჩა მხოლოდ ბარაბას ფორმა".
"აი,თქვენ წინაშე დევს კარგი ქსოვილის ნაჭერი. მოდის მკერავი, თავისი საქმის მცოდნე, და მშვენიერ სამოსელს გიკერავთ, ხოლო თუ უცოდინარ მკერავს ჩაუვარდება ეს ქსოვილი ხელში, ყოვლად უვარგის სამოსელს შეკერავს - მხოლოდ ქსოვილს გააფუჭებს. ასევე, სახარებიდანაც ზოგს ისეთი სწავლება გამოჰყავს, რომელიც ვერანაირ სარგებელს ვერ მოგიტანს და სიკეთისკენ ვერ გაგიძღვება".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"როდესაც წმინდა სახარებას წასაკითხად გადაშლი, გაიხსენე, რომ ის შენს მარადიულ ხვედრს გადაწყვეტს. სახარების თანახმად განვისჯებით, და იმის მიხედვით, თუ როგორები ვიყავით ამქვეყნად ამ წიგნთან მიმართებით, წილად მივიღებთ ან მარადიულ ნეტარებას ან მარადიულ სატანჯველს"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"არ დაჯერდე სახარების მხოლოდ უნაყოფოდ კითხვას, ეცადე, შეასრულო მისი მცნებები, საქმეებით იკითხე იგი. ეს ცხოვრების წიგნია და ცხოვრებით უნდა იკითხო"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"არსებობს წიგნი, რომლის ყოველი სიტყვა გამარჯვებულია, ახსნილია, ნაქადაგებია მთელ მსოფლიოში; შედარებულია, შეჯერებულია ცხოვრების ყოველგვარ შესაძლებელ შემთხვევასთან და მსოფლიო მოვლენებთან; რომლის ნებისმიერი ფრაზა იციან ყველგან.
ეს წიგნი სახარებაა... მისი მარადიული ხიბლი იმდენად დიდია, რომ თუ ყოველდღიურობით გადაღლილნი, მოწყინებით შეპყრობილნი შემთხვევით გადავშლით, თავს ვერ დავაღწევთ მის ტკბილ გავლენას"
/ალექსანდრ პუშკინი/
"მარტო სახარებასთან ან ახალ აღთქმასთან მთელი საუკუნე შეიძლება გაატარო და სულ იკითხო. იკითხავ, იკითხავ და ისევ წასაკითხი გექნება. ამჯერაც რომ წაიკითხო, იქ მაინც ყველაფერი დაუმთავრებელი და წასაკითხი დაგჩება"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"გზა სიმართლისა", ანუ მართალი გზა ეწოდება ქრისტეს სახარებას, რადგან იგი შეიცავს ან მიანიშნებს ღვთის წინაშე გამართლების ამ გზას და მიჰყავს საუკუნო სიცოცხლემდე"
/ეპისკოპოსი მიქაელ ლუზინი/
"წმინდა წერილი ჩვენ არა მხოლოდ სარწმუნოების დოგმატებს, ცხოვრების წესებსაც გვასწავლის, ამხელს სინდისს და ასწორებს ზნეობას".
/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/
"წმინდა ირინეოს ლიონელმა (II საუკუნე) პირველმა შეადარა ოთხი ცხოველი ოთხ მახარებელს. ძველ ხატმწერთა ტრადიციით, ლომი სიმბოლოა წმინდა მარკოზისა, კურო - წმინდა ლუკასი, ადამიანი - წმინდა მათესი, არწივი - წმინდა იოანესი".
/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/
"დაიწყე საღვთო წერილის ყურადღებით კითხვა და ნუ დაგეზარება ხშირად იკითხო იგი, - მიუხედავად იმისა, გესმის სიტყვების ძალა თუ - არა, ვინაიდან ხშირი სწავლება ადრე გაუგებარს უკვე აშკარას გახდის. ხშირად, მას, რაც დღეს არ გვესმის, ხვალ გავიგებთ, ღვთის მადლით, რომელიც უხილავად განხსნის ჩვენს გონებას - წმიდა წერილის შესამეცნებლად".
/"სულიერი მარგალიტი"/
"ჩვენ ისე უნდა ვიფიქროთ, როგორც წმიდა წერილი ამბობს, და არ ვაიძულოთ იგი, ილაპარაკოს ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ".
"და, აი, გადაიშლება წიგნი - უფრო მაღალი და უფრო ღმრთიური, უფრო ნეტარი და უფრო შიშის მომგვრელი - წმინდა სახარება. ის უკვე საცნაურყოფს ჩვენთვის ღმერთს, ბუნებით ერთს და სამჰიპოსტასურს; საცნაურყოფს საწყისს - მამაღმერთს, საცნაურყოფს მამაღმერთისგან შობილს, მამა ღმერთის თანამარადიულ ძეს; საცნაურყოფს მამაღმერთისგან გამომავალ სულიწმიდას, რომელიც მამისა თანა და ძისა თანა თაყვანისიცემების და იდიდების, როგორც თანასწორს, მათ ერთარსებას; საცნაურყოფს ცოდვათა გამომსყიდველს და გვახარებს მის შესახებ; მიჰყავს ადამიანი არა მარტო ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემამდე, არამედ, ასევე, ღმრთის ძეობამდე, ღმერთთან შეერთებამდე".
/არქიმანდრიტი ლაზარე/
"წმინდა წერილის - ღვთის სიტყვის - კითხვა ადამიანს მატერიალურ, ცოდვილ სამყაროსთან მიჯაჭვულობისგან, ცოდვის მონობის, ამპარტავნების, სიძულვილისა თუ სხვა მანკიერებისაგან ათავისუფლებს, აღვიძებს სულიერი საღათას ძილისგან - ცოდვით ძილისაგან, რასაც ადამიანის ბუნების გარდაქმნა, მის არსებაში ღვთის შიშისა და სიბრძნის ჩანერგვა მოჰყვება".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ერთი ახალგაზრდა ანარქისტი ბერძენი გერმანიაში წავიდა. იქ იგი გამოსასწორებელ სახლში მოხვდა, რადგან ნარკოტიკებს და სხვა ამისთანებს მიეძალა. არაფერმა უშველა. ვიღაცამ გამოსასწორებელ სახლში სახარება მისცა. მან წაიკითხა ის და მაშინვე გამოსწორდა".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"რაც ფიზიკური საზრდელია ჩვენთვის, - ძალების შესანარჩუნებლად, იგივეა წმიდა წერილის კითხვა სულისათვის"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ლოცვისას ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთთან, წმიდა წერილით კი ღმერთი გვესაუბრება"
/ნეტარი ავგუსტინე/
"როგორც ბუნებრივი შუქის ნაკლებობისას ადამიანი ვერ ივლის საჭირო გზით, ასევე, საღმრთო წერილის სხივით გაუნათლებელი ადამიანი იძულებულია, განუწყვეტლივ შესცოდოს ბევრ რამეში, ვინაიდან ღრმა უკუნეთში დახეტიალობს".
"იმას, რისი დანახვაც შეგიძლია, შენი თვალით უმზირე, ხოლო უხილავისა და მარადიულის შესახებ მსჯელობისას ღვთის სიტყვას დაეყრდენი"
"თუ შენ არ გესმის ღვთის სიტყვა, სამაგიეროდ ეშმაკებს ესმით, რომ შენ კითხულობ მას და ძრწიან!"
"ერთხელ ერთმა ბრძენს ჰკითხა: "მუდმივად რატომ კითხულობ წიგნებს, სადაც ღვთის შესახებ სწავლება და ადამიანის მოვალეობებია გადმოცემული? შენ ხომ ეს უკვე რამდენჯერმე წაიკითხე?" ბრძენმა უთხრა: "დღეს რატომღა ითხოვ საჭმელს? გუშინ ხომ ჭამე?" - "მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვიცოცხლო". - უპასუხა მან. - "მეც სწორედ იმიტომ ვკითხულობ, რომ ვიცოცხლო"! - უთხრა ბრძენმა. ბრძენის აზრით, როგორც სხეულს სჭირდება ყოველდღიური საზრდელი, რათა იცოცხლოს, ასევე სულს ესაჭიროება ყოველდღიური სულიერი საზრდელი სიცოცხლისათვის".
"იმისდა მიხედვით, თუ როგორ ესმის წმიდა წერილი, შესაძლებელია დავინახოთ, როგორია თავად ადამიანი და როგორი გახდა იგი. მისი აღქმა შეესაბამება იმ დონეს, რომელზეც იგი იმყოფება. თუ ჯერ კიდევ ბუნებრივ ცხოვრებას ეწევა, წმიდა წერილში იგი მხოლოდ ბუნებრივ საგნებს პოულობს. როცა იგი თავად ამაღლდება, წერილის სიტყვები მისთვის უფრო ამაღლებულია. საერთოდ, რაც უფრო მაღლა დგას იგი, მით უფრო ამაღლებულ საიდუმლოებებს აღმოაჩენს ღვთის სიტყვაში".
"ღვთის დიდი სიკეთეა, რომ წერილის ზოგიერთი ადგილი ნათელია, ზოგიერთი კი - ბუნდოვანი, რათა ერთით ჩვენ განვმტკიცდეთ რწმენასა და სიყვარულში, და სრული გაუგებრობით ურწმუნოებასა და სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ; მეორით კი, ძიებისა და შრომისაკენ გვიბიძგოს, რათა განვთავისუფლდეთ სიამაყისაგან და სიმდაბლე შევიძინოთ, - სიმდაბლე იმისათვის, რომ არ შეგვიძლია, ჩავწვდეთ მას"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"წმიდა წერილს მრავალი ადამიანი კითხულობს იმისათვის, რომ შეძლოს მასზე ლაპარაკი, მრავალნი კი, ჰეროდეს მაგალითით, მის მნიშვნელობას ქრისტეს წინააღმდეგაც კი შეაბრუნებენ: შენ კი, აღმოსავლელ ბრძენთა მაგალითისამებრ, იკითხე იგი ქრისტეს მოსახვეჭად!"
"საღვთო წერილის სიტყვა საქმით იკითხე და მრავალსიტყვაობას თავი ანებე, რაც მხოლოდ ყურადღების მისაქცევად არის"
/წმ. მარკოზ მოსაგრე/
"საღვთო წერილს საკითხავად რომ ჩაუჯდები, უპირველესად მოუწოდე უფალს, რათა განაღოს შენი გულისთვალი იმისათვის, რომ არამხოლოდ გაიგო დაწერილი, არამედ აღასრულო კიდეც იგი, ვინაიდან ის, ვინც კითხულობს და ასე არ იქმს, საღვთო წერილის მოძულეა"
/"სულიერი მარგალიტი"/
"ეცადეთ, რომ ყოველთვის იყოთ რა მხოლოდ მსმენელები ქრისტეს სიტყვისა, არამედ - ცხონების საქმის მოქმედნი"
"მოსმენილი ღვთის სიტყვა (მქადაგებლის ბაგიდან ან წაკითხული წმიდა წერილიდან) მეტად საზიანოდ გადაიქცევა იმისთვის, ვინც ისმენს და მისი მეშვეობით არ გამოსწორდება"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ადამიანის ნაკლია - არ იცოდეს წმიდა წერილი, მაგრამ ორმაგი ნაკლია, რომ იცის, მაგრამ უგულებელყოფს მას"
/წმ. ეფრემ ასური/
"სამღთო წიგნის" ცოდნა მშიშარას მხნეობას მისცემს, მხდალს გაამამაცებს, ანჩხლს დაატკბობს, სულელ და უვიც კაცებს "განსწავლის", ბრძენს კიდევ უფრო სიბრძნეს შემატებს"
"რწმენის საიდუმლოებები მზეს ჰგავს: საკუთარი არსებით განუჭვრეტელნი, ანათებენ და აცოცხლებენ მათ, ვინც მის ნათელში გულის უბრალოებით იმყოფება. ისინი მხოლოდ იმ კადნიერ თვალს აბრმავებენ, რომელსაც მათში ჩაწვდომა სურს. წმიდა წერილის ღრმა საიდუმლოებები (როგორც, საერთოდ, - ქრისტიანული რელიგიისა) მარგებელია: ის, იმიტომაც არის დაფარული, რომ არ დააკნინოს ვინმე, იმისთვის გვეძლევა გამოსაძიებლად, რომ გონება გაგვივარჯიშოს, და იმისთვის ცხადდება, რომ გვასაზრდოოს"
/ნეტარი ავგუსტინე/
"სახარება არის მდგენელი ყოველივე დიდებულისა, რაც ეკლესიის წიაღში შექმნილა"
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"სახარების ყოველდღიური კითხვა კეთილისმყოფელია სულისა და სხეულისათვის: ცოდვებისაგან გათავისუფლებაში გვეხმარება, სულს ღვთის სიტყვით აღავსებს, რომლითაც ჭეშმარიტი ცხოვრება ენიჭება ყოველ ადამიანს"
"II საუკუნის პირველ ნახევრის სულიერი მამა იუსტინე ამბობს, რომ სახარებას ეკლესიაში ძველი აღთქმის ნაცვლად კითხულობდნენ, როგორც მოციქულთა ცოცხალ შენაცვლებას,, II საუკუნეში უკვე მოგვეპოვება კრებულები - ე.წ. ოთხთავები, ხოლო საუკუნის შუა ხანებში კი ჩნდება თარგმანებიც: სირიული - ე.წ. "პეშიტო", და იტალიური ანუ მურატორის კანონი, ლათინურად დაწერილი.
როგორც გერმანელი მეცნიერი ტიშენდორფი ასკვნის, I საუკუნის ბოლოსათვის ოთხივე სახარება უნდა არსებულიყო. აქედან პირველი სამი დაწერილი უნდა იყოს 60 წლამდე, იოანეს სახარება კი საუკუნის ბოლოს"
"ჟან-ჟაკ რუსო ერთგან წერს: "ქრისტე თავის მოწაფეებს რომ გამოეგონათ, ეს უფრო დიდი სასწაული იქნებოდაო, ვიდრე თვით იესო". ჭეშმარიტად, რომ მართლაც ასე იქნებოდა, რადგან იმდენი სიბრძნე, ცხოვებაზე დაკვირვება და მომავლის განჭვრეტაა მოცემული ქრისტეს სახარებაში, რომ შეუძლებელია კაცის გონებას გამოეგონებინა იგი. სახარებაზე გოეთე ამბობს: "ოთხივე სახარება მთლიანად უტყუარია, რადგან თითოეული მათგანი გაჟღენთილია ქრისტეს სახიდან გადმომავალი სიდიადის ათინათით, რომელიც იმდენად ღვთიურია, რამდენადაც საერთოდ მოვლენილა ღვთიურობა დედამიწაზე".
"ტაძრიდან გამოიტანეს ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება. ამ სახარების შესახებ თედო სახოკია გვაუწყებს: "ლიხაურის ეკლესიაში შენახულია ტყავზე დაწერილი ოთხთავი ასომთავრული ხუცურით. აქაურ მღვდელ კონტრიძეს დაუკაზმინებია ეს განძი ჩვენი საეკლესიო მწერლობისა და საკმაოდ სისუფთავით შეუნახავს".
სწორედ ეს წმინდა წიგნი გამოიტანეს ტაძრიდან უღმერთოებმა, ყდა მოაძრეს და ცეცხლში ჩააგდეს. ამ დროს მამა ნესტორს ერთ-ერთმა კომკავშირელმა, ბენია სალუქვაძემ, ხელები გაუხსნა; მოძღვარმა ცეცხლიდან აიტაცა სახარება და გულში ჩაიკრა. მას ხელი ვერავინ ახლო..."
"რაც შეეხება მათეს სახარების პირველი თავის 25-ე მუხლს "არა იცოდა იგი ვიდრემდის შვა ძე" - მახარებელი აქ იმას გულისხმობს, რომ ძის შემდგომ მარიამს საერთოდ აღარ ეწოდებოდა იოსების ცოლი".
"მან [წმ. ბართოლომემ] ინდურ ენაზე გადათარგმნა მათეს სახარება და უამრავი ინდოელი გააქრისტიანა"
"წმიდა წერილის კითხვისას შენი გონება იმდენს იტევს, როგორი სულიერი დონეც გაქვს"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"ეს მე მიამბო ერთმა მორწმუნე ადამიანმა. ეს იყო დიდი ხნის წინ, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში. მის ქმარს გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამ არავითარ შანსს არ აძლევდნენ, რომ ის გადარჩებოდა.
მე პირდაპირ მითხრეს: "ასიდან მხოლოდ ერთი პროცენტია". მე იმ დროს რწმენისგან ძალიან შორს ვიყავი, ქმარი კი ძალიან მიყვარდა და ტრაგიკულად განვიცდიდი მის მდგომარეობას; და რა შემეძლო? მხოლოდ საავადმყოფოს დერეფნებში სირბილი და ტირილი.
ხოლო სწორედ მაშინ მირჩიეს, მიმემართა ერთი მოხუცებული მოძღვრისთვის. მისი ტაძარი საავადმყოფოს გვერდით იყო. მან მომისმინა და მითხრა: - "მის გვერდით დაჯექი და იკითხე სახარება და ფსალმუნი. შენი საქმეა - ილოცო, ხოლო იცოცხლებს თუ არის ის - ეს არაა ჩვენი გადასაწყვეტი".
ტაძრიდან იმედიანი წამოვედი. ვიყიდე ბიბლია და მხოლოდ მერე გამახსენდა: - კი მაგრამ, ვინ შემიშვებს ქმართან რეანიმაციაში?!
მივედი განყოფილების გამგესთან და ვუთხარი, რომ მინდოდა, მომევლო მეუღლისთვის და თანაც, მოძღვრის კურთხევით, წამეკითხა მისთვის სახარება. ჩემდა გასაკვირად, მე მაშინათვე შემიშვეს რეანიმაციაში. უფრო მეტიც: წმ. წერილის კითხვაში მე იქ გავატარე სამი თვე. ამის შემდგომ ჩემი ქმარი გამოჯანმრთელდა და გაწერეს საავადმყოფოდან. მან კიდევ იცოცხლა 10 წელი. დიდი ხნის მანძილზე ვერაფრით ავხსენი, თუ როგორ მიტანდნენ ექიმები რანიმაციაში, შეკითხვა კი ვერ გავბედე. მხოლოდ გაწერისას ვკითხე, რაზეც მიპასუხეს:
თუ შეამჩნიეთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც თქვენ რეანიმაციაში კითხულობდით, ჩვენთან არცერთი პაციენტი არ მომკვდარა. ჩვენ ადრევე მივაქციეთ ამ ფენომენს ყურადღება. სწორედ ამიტომ გიშვებდნენ კიდეც იქ".
/მღვდელი ალექსანდრე დიაჩენკო/
"მამა ამბროსიმ [აღმსარებელი] ბევრი იღვაწა ოდესღაც უმდიდრესი ჭელიშური ხელნაწერების მოსაძიებლად და აღსადგენად. ერთხელ მონასტრის ეზოში არგნით გამოსული წინამძღვრის ყურადღება მიიპყო ყრუ ხმამ, რომელის მიწის სიღრმიდან ამოდიოდა. მან გაათხრევინა ის ადგილი და იქ უძველესი სახარება აღმოაჩინა"
გული და სახარება
"მტვერისგან არის შენი გული შექმნილი, მტვერისგან არის ის ქაღალდიც, რომლეზედაც სახარებაა დაწერილი. მაგრამ ამ მტვერზე ცხოველმყოფელი სული წერდა. ამიტომ ერთი წერილი მეორეს მიემართება, - პირველი აცხადებს მეორეს, მეორე განმარტავს პირველს.
როდესაც წუთისოფელი თავისი ვნებებით დაწვავს ერთს, მაშინ მეორეც ხანძრის საშიშროების წინაშე დგება"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"კაცმა ღმერთი იწამა, ეკლესიაში სიარული დაიწყო და გულმოდგინე მრევლად იქცა. ერთხელაც შინ ეკითხებიან: "დღეს სახარებიდან რა წაიკითხეს?" - "არ მახსოვს", - მიუგო მან. "განა ეკლესიაში არ იყავი?" - "დიახ, ვიყავი". - "მერე, სახარებას არ მოუსმინე?" - "დიახ, მოვუსმინე! კარგად მახსოვს, სწორედ მაშინ კითხულობდნენ სახარებას, როდესაც ჩემს პენსიაზე ვფიქრობი!"
/ბერი სვიმეონ ათონელი/
"მხოლოდ ზრახვებისაგან განწმენდილ გულს ესმის სახარების ხმა"
"აიღე სახარება და ნუ გადაუხვევ მისგან"
"ვინც ქრისტე და მისი სახელი შეიყვარა, ისინი სახარებისა და საერთოდ, წმინდა წერილის კითხვით ტკბებიან"
"როდესაც სახარება და ეპისტოლეები ჩვენი ყოველდღიური რეალობა ხდება, მაშინ მკაფიოდ ვხედავთ, რაოდენ გულუბრყვილო წარმოდგენა გვქონია აქამდე ღვთისა და ღმერთში ცხოვრების შესახებ. საიდუმლოებით არის მოცული ჩვენთვის ბოძებული გამცხადების სიბრძნე: ბევრად აღემატება ადამიანურ წარმოსახვას... "რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს, და გაუვლია კაცს გულში, და რაც ღმერთმა განუმზადა თავის მოყვარეთ". ღვთის სულის ჩვენთან ოდნავი შეხებაც კი დიდებაა, რომელიც თავისი შინაარსით შეუდარებელია უღმერთოდ ცხოვრებასთან".
/ღირსი სოფრონი (სახაროვი)/
"როდესაც ახალგაზრდობაში სახარებას ვკითხულობდი და რაღაც ადგილი ჩემთვის გაუგებარი იყო, არ ვცდილობდი მის განმარტებას. ვფიქრობდი: "აქ რაღაც ღრმა აზრია დამარხული, მაგრამ მე ის არ მესმის". შემდეგ კი, როცა როცა ამას საჭიროება მოითხოვდა, განმარტება თავისთავად მოდიოდა, მაგრამ მე მაინც ვამბობდი: "მაინც ვკითხავ ვინმეს, როგორია ამ ადგილის განმარტება" და აღმოჩნდებოდა, რომ სწორედ ისე გავიგე, როგორც წმ. მამათა განმარტებებში იყო ნათქვამი, რადგან თუ ვინმე ცდილობს (თვითნებურად) განმარტოს სახარება, და განსაკუთრებით მაშინ, თუ არ ესმის ის, ეს უტიფრობაა. ამიტომ წმ. წერილის და წმ. მამათა კითხვისას ნუ განმარტავთ წაკითხულს გონების საშუალებით, არაემედ კეთილი ზრახვები აამუშავეთ - მანამდე, ვიდრე საღრმთო კურთხევა არ მოვა და მაშინ რთული ადგილი თავისთავად აიხსნება"
/ღირსი პაისი ათონელი/
"მოდით, ახლა გადავშალოთ წმინდა წერილი და შევსვათ წყალი წმინდა მამების ჭურჭლებიდან. შევსვათ წყალი ცოცხალი, რომელიც მოედინება ჩვენთვის საუკუნო ცხოვრების მოსანიჭებლად"
/წმ. კირილე იერუსალიმელი/
"ამიტომ "ბიბლიის" ყველა სიტყვა, როგორც ამის შესახებ წმ. პავლე მოციქული გმოგვიცხადებს, ღვთივსულიერია, აბსოლუტურად ავტორიტეტული და წმინდაა, აქედან გამომდინარე, წმინდა წერილი, "ბიბლია" მარადიული და მარად ახალი წიგნია, რომელსაც არანაირი მოდერნიზირება და არანაირი ცვლილება არ სჭირდება"
/აკაკი მინდიაშვილი/
"თუ გვინდა, რომ ღმერთს ვესაუბროთ, დილით წაიკითხეთ ერთი თავი სახარება. ეს თქვენ დიდ მადლს მოგცემთ და აგაცილებთ უბედურებას"
/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/
"ბესარიონს [მეგვიპტელი] თან წმინდა სახარება ჰქონდა, რომელსაც გამუდმებით იღლიით დაატარებდა, - ალბათ, საუფლო სიტყვისადმი მორჩილებაში საკუთარი თავის დღენიადაგ გამოსაცდელად, ან კი იმად, რომ თან ის სწავლება ჰქონოდა, რომელსაც საქმით აღასრულებდა.
...აღასრულა რა სახარებისეული წესი, ნეტარმა, ვის სულსაც ამა ქვეყნის გულისთქმანი აღარ ეხებოდა, კიდევ ერთი ქველი საქმე აღასრულა: - გზად ვინმე ღატაკი შემოხვდა და უმალ იმ ბაზარში გაიქცა, სადაც რამდენიმე ხნის წინ იმყოფებოდა, განუყრელი სახარება გაყიდა, ღატაკს დაეწია და წიგნში აღებული ფული მთლიანად უწყალობა.
რამდენიმე დღის შემდგომ მოწაფემ, სახელად დულამ, ნეტარ მამას ჰკითხა:
- აბბა, სად არის შენი წიგნი?
- ნუ წუხხარ, ძმაო, იმის დასტურად, რომ ღვთის სიტყვასა ვმორჩილებ, გავყიდე თავად სიტყვა იგი, რომელიც მუდამ მმოძღვრავდა: - "უკეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე".
"ერთმა ბერმა სულიერ მოძღვარს მიმართა:
"აბბა! რასაც არ უნდა ვკითხულობდე, რა შეგონებასაც არ უნდა ვეცნობოდე წმინდა წერილიდან, ვერ ვიმახსოვრებო!"
მოძღვარს ორი ცარიელი დოქი ჰქონდა:
უთხრა ბერს:
"აიღე, ერთ-ერთი მათგანი, ჩააასხი წყალი, გამორეცხე, წყალი გადმოღვარე და დოქი ისევ თავის ადგილას დადე, თავდაყირა".
იგივე გააკეთებინა მეორედ, მერე - მესამედ.
მაშინ მოძღარმა უთხრა:
"ორივე ჭურჭელი ჩემთან მოიტანე".
როცა დოქი მოიტანა, მოძღვარმა ჰკითხა:
"ამ ორი დოქიდან რომელი უფრო წმინდაა?"
ბერმა უპასუხა, რომ "უფრო სუფთა ის დოქია, რომელშიც წყალს ვასხამდი და ვრეცხავდიო", რაზეც მოძღვარმა უპასუხა, რომ "ადამიანის სულიც ასევეა, შვილო ჩემო, ის, ვინც ხშირად ისმენს, ხშირად კითხულობს ღვთის წმინდა სიტყვას, წმინდა მამათა შეგონებებს, სულიერ წიგნებს, თუნდაც წაკითხულიდან და მოსმენილიდან ვერაფერს ვერ იმახსოვრებდეს, მაინც უფრო მეტად განიწმინდება მასზე, ვინც ღვთის წმინდა სიტყვას და წმინდა მამათა ნააზრევს იშვიათად, ან, მით უფრო, საერთოდ არ კითხულობს და არ ისმენს"
"ერთმა ბერმა სულიერ მოძღვარს მიმართა:
"აბბა! რასაც არ უნდა ვკითხულობდე, რა შეგონებასაც არ უნდა ვეცნობოდე წმინდა წერილიდან, ვერ ვიმახსოვრებო!"
მოძღვარს ორი ცარიელი დოქი ჰქონდა:
უთხრა ბერს:
"აიღე, ერთ-ერთი მათგანი, ჩააასხი წყალი, გამორეცხე, წყალი გადმოღვარე და დოქი ისევ თავის ადგილას დადე, თავდაყირა".
იგივე გააკეთებინა მეორედ, მერე - მესამედ.
მაშინ მოძღარმა უთხრა:
"ორივე ჭურჭელი ჩემთან მოიტანე".
როცა დოქი მოიტანა, მოძღვარმა ჰკითხა:
"ამ ორი დოქიდან რომელი უფრო წმინდაა?"
ბერმა უპასუხა, რომ "უფრო სუფთა ის დოქია, რომელშიც წყალს ვასხამდი და ვრეცხავდიო", რაზეც მოძღვარმა უპასუხა, რომ "ადამიანის სულიც ასევეა, შვილო ჩემო, ის, ვინც ხშირად ისმენს, ხშირად კითხულობს ღვთის წმინდა სიტყვას, წმინდა მამათა შეგონებებს, სულიერ წიგნებს, თუნდაც წაკითხულიდან და მოსმენილიდან ვერაფერს ვერ იმახსოვრებდეს, მაინც უფრო მეტად განიწმინდება მასზე, ვინც ღვთის წმინდა სიტყვას და წმინდა მამათა ნააზრევს იშვიათად, ან, მით უფრო, საერთოდ არ კითხულობს და არ ისმენს"
"ძველად ასე იყო, ძველ მამებს რომ წაიკითხავთ, ახალი აღთქმის კითხვის წინ ხელები დაიბანეთო. ანუ როგორც ხატისადმი უნდა გქონდეს კრძალვა, ასევე აქვს ქრისტეანს სახარებისადმი. ერთ-ერთი გამოვლინება ევროპულ ქვეყანაში იყო ხელთათმანების ჩაცმა"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ძველად ასე იყო, ძველ მამებს რომ წაიკითხავთ, ახალი აღთქმის კითხვის წინ ხელები დაიბანეთო. ანუ როგორც ხატისადმი უნდა გქონდეს კრძალვა, ასევე აქვს ქრისტეანს სახარებისადმი. ერთ-ერთი გამოვლინება ევროპულ ქვეყანაში იყო ხელთათმანების ჩაცმა"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ვინც წმინდა წერილს გამუდმებით უღრმავდება, მას სულის მორჩილებით სწავლობს და ღმერთს გაგებას ლოცვით შესთხოვს, ვინც თავის ყველა საქმეს, სულის ყველა იდუმალ მოძრაობას სახარების მცნებების მიხედვით წარმართავს, ის აუცილებლად ხდება მათში მცხოვრები სულიწმიდის მოზიარე. "შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა", - გვაუწყა თავის შესახებ სულიწმიდამ, - "და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ახალი აღთქმა უნდა იცოდე გულითა და გონებით, და მუდმივად განისწავლებოდე მასში. გაუგებარი თავად არ განმარტო - პასუხი წმინდა ეკლესიის მამებთან მოიძიე"
/ოპტინელი ბერ-მოძღვრები/
"წმინდა წერილის კითხვას ან სმენას საფუძვლად უნდა ედოს ჩვენი გონების სურვილი - უფლისადმი ყურადღების მიქცევა"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"რაც შეიძლება ხშირად წაიკითხე სახარება, შეისწავლე მასში უფლისა და შენი მაცხოვრის ნება. უყურადღებოდ ნუ დატოვებ სახარებიდან უმცირეს ნიშანს, ნურც გარეგნულად უმნიშვნელო მცნებას"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ლოცვის კანონის შემდეგ ახალი აღთქმა იკითხე, განსაკუთრებით კი სახარება - ისევ და ისევ ყურადღების თანხლებით. კითხვისას ეცადე კარგად შენიშნო ქრისტეს ყველა მცნება და დარიგება, რათა შენი საქმეების - ხილულის თუ უხილავის - მათ მიხედვით წარმართვა შეძლო. ვინ რამდენი უნდა წაიკითხოს, თითოეული ადამიანის ძალებსა და გარემოებებზეა დამოკიდებული. არ არის საჭირო გონების გადატვირთვა ლოცვებისა და წმ. წერილის ზედმეტი კითხვით, თუმცა არაც ამ საბაბით საკუთარი მოვალეობის უგულებელყოფაა სწორი"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"თუ მუდამ საღმრთო წერილის კითხვაში ვიმეცადინებთ, შევძლებთ ცხონების მოპოვებას, შევიტყობთ სწორ დოგმატებსა და ღმრთის სათნო ცხოვრების წესსაც"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ქრისტეს სახარება - ეს არის სახარება სიყვარულზე, რომელიც ღმერთია და რომელიც ყოველ ჩვენგანშია, მაგრამ ეს სიყვარული ჩვენში უნდა გაიხსნას და მაშინ გაიხსნება ჩვენში საღვთო საწყისი"
/მეუფე შიო მუჯირი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience