"მომავალ საუკუნეში, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ანგელოზები და წმინდა ადამიანები არასდროს შეწყვეტენ ნიჭთა წარმატებულ განმრავლებას და სულ უფრო და უფრო მეტი სიკეთისაკენ მსწრაფველნი იქნებიან. სიკეთეთა შემცირებასა თუ სათნოებათა მიდრეკას ცოდვისაკენ მომავალი მარადიული საუკუნე არ დაუშვებს."
/წმ. გრიგოლ სინელი/
"ადამიანი ვალდებული გახადა უფალმა იყოს სიკეთის მქმნელი".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"ძნელია, ღმერთზე იფიქრო, როცა ამდენი საქმე გაქვს, მაგრამ არ უნდა დაისვენოთ ლოცვისგან, ღმერთისგან, სიკეთის კეთებისგან, რადგან არავინ იცის, რა გველოდება".
/მამა გიორგი თევდორაშვილი/
"სიკეთე არასოდეს რჩება სამაგიერომიუზღველი და თუ სიკეთის გზას შევუდგებით, უფალი არ დაგვტოვებს."
"გეშინოდეს, გაითქვა სახელი შენი კეთილი საქმის გამო".
"ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ბოროტება ებრძვის სიკეთეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიკეთის მხარეს ვიყოთ, სიკეთე შევიყაროთ."
/ილია მეორე/
"შევთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რათა შევაგროვოთ კეთილი ქრისტიანული საქმენი"
"სიკეთე - ღმერთია; ყველაფერი, რაც ჯანსაღია, სიკეთისაკენ მიილტვის, შესაბამისად, ყველაფერი ღმერთისკენ მიისწრაფის".
"სიკეთე ჰქმენით, რომ თქვენში სიკეთემ გადაგარჩინოთ"
"ყოვლეთვის სიკეთე აკეთე, რათა მაცდურმა მუდმივ შრომაში გიხილოს და ვერ მოგეახლოს"
/ამბა ესაია/
"ან აკეთე, ან თქვი, ან იფიქრე სიკეთეზე"
/ამბა ისაია/
"კითხვა: როგორ მოვიქცე, რომ უფლისთვის სათნო იყოს ჩემი საქმეები?
პასუხი: თუ სიკეთეს აკეთებ უფლის სადიდებლად, ეცადე, ყოველივე დაფარულად აღასრულო."
"კითხვა: რატომ ფერხდება ხოლმე ხშირად კეთილი საქმე?
პასუხი: ღვთისთვის სათნო ყოველ საქმეს თან სდევს ბოროტი ძალების ცდუნება. რაც უფრო მაცხონებელია საქმე, მით უფრო ძლიერად ესხმის ეშმაკი კაცს, რომ ხელი შეუშალოს მის აღსრულებაში."
"კითხვა: ეთვლება თუ არა ცოდვაში ქრისტიანს, როდესაც ბოროტებას არ სჩადის, მაგრამ, არც სიკეთეს აკეთებს?
პასუხი: ქრისტიანისთვის არ არის საკმარისი სიავისგან განზე დგომა. ჭეშმარიტი მორწმუნისთვის არ კმარა მხოლოდ ბოროტებისგან თავის შორს დაჭერა, ის აუცილებლად უნდა აკეთებდეს ბევრ სიკეთეს და ეხმარებოდეს მოყვასს."
"ყველა ადამიანს აქვს გარკვეული სიკეთე, მაგრამ თუ ღმერთს არ გაყვება, ის არ გამართლდება"
"უდიდესი მეცნიერებაა, იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ცოდნა სიკეთის გარეშე ეშმაკის სიბრძნეა"
/"სულიერი მდელო"/
"ვისაც სურს, სხვას სიკეთე მოუტანოს, პირვლე რიგში საკუთარი სულის განწმენდაზე უნდა იზრუნოს, რათა მის სულში სიყვარული, რწმენა და სასოება სუფევდეს"
/ილია II/
"იცოდეთ, რომ საკუთარი მხოლოდ ვნებები და ცოდვები გაგვაჩნია. რა სიკეთესაც არ უნდა ვაკეთებდეთ - ის ღვთისგანაა, ჩვენი ჩადენილი სისულელეები კი ჩვენი კუთვნილებაა"
/ღირსი პაისი ათონელი/
"უმთავრესი ქრისტიანული მცნება: "როცა ერთ ლოყაში გაგარტყამენ, მეორეც შეუშვირე", რასაკვირველია, არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით. ეს მცნება იმას გულისხმობს, როცა ცუდის გაკეთებას მოგვინდომებენ, კარგით ვუპასუხოთ და დავარწმუნოთ სიკეთის უპირატესობაში."
/დეკ. თავმას ჩოხელი/
"არ უნდა იყოს თვასაჩინო თქვენი კეთილი საქმეები. სიამაყე მაშინვე ჩაყლაპავს მთელ მადლს, რომელიც ამ სიკეთემ მოგმადლათ"
"მოუხმეთ ღმერთს და ის ყველაფერს სიკეთისკენ გარდაქმნის"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"უმთავრესად სიკეთე და სიწრფოება იზიდავს საღვთო მადლს; ეს არის წინაპირობა, რომ ღმერთი მოვიდეს და "ჩუენ თანა დაადგრეს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"როდესაც ადამიანი სიკეთის ტყვე ხდება, წყდება ცოდვა და სუფევს ქრისტე"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ვიღვაწოთ, რომ სხვებსაც გადავცეთ ჩვენი კეთილი განწყობა"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ადამიანი ისეთ ძალებს ფლობს, რომ ძალუძს, მის ირგვლივ მყოფთ გადასცეს ან სიკეთე, ან ბოროტება. ეს ძალიან ფაქიზი საკითხია და დიდი სიფრთხილეა საჭირო. ყვველაფერს კეთილი თვალით უნდა შევხედოთ. სხვებზე ცუდი არაფერი უნდა ვიფიქროთ. ერთი მზერა, ერთი ამოოხვრაც კი, გავლენას ახდენს ჩვენს თანამოძმეზე. უმნიშვნელო გაღიზიანებასაც კი ზიანი მოაქვს. დაე სულში მუდამ სიკეთე და სიყვარული გვქონდეს და სხვებსაც ეს გადავცეთ".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"თუ ჩვენი სული განწმენდილია, იგი სიკეთეს ასხივებს. მაშინ მდუმარედ, უსიტყვოდ გადავცემთ ჩვენს სიყვარულს სხვებს".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ჩვენი სულის რხევა საიდუმლოდ აღწევს სხვაზე, თუნდაც ერთი სიტყვაც არ ვთქვათ. შეგვიძლია უსიტყვოდაც გადავცეთ სიკეთე ან ბოროტება სხვას, რაოდენ დიდი მანძილიც გვაშორებდეს მისგან. იმას, რაც არ გამოითქმის, ჩვეულებრივ, სიტყვებზე მეტი ძალა აქვს".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"უნდა გავუფრთხილდეთ წამს და სიკეთის სამსახურში ჩავაყენოთ იგი".
"სიკეთე ყველაფერზე ძლიერია"
"როდესაც ჩვენ კეთილი ადამიანები ვართ, მსგავსების გამო ღმერთთან ურთიერთობაში შევდივართ, ხოლო როდესაც ბოროტები ვხდებით, ვშორდებით ღმერთს, რადგან მისი მსგავსება ჩვენში ქრება"
"ღვთის სიყვარული გამოიხატება სულიერ ცხოვრებაში, ხოლო მოყვასის სიყვარული - სიკეთის კეთებაში"
"უფალმა მოგვცა სიცოცხლე და ახალი ცხოვრების მადლი უნდა აირეკლოს ჩვენს ყოველდღიურ საქციელში, კეთილ საქმეებში"
"ქმენით სიკეთე და ბოროტება ვერ მოგერევათ"
"პაპა არც მათემატიკაში იყო გენიოსი, მაგრამ იცოდა მთელი სიზუსტით გამრავლება, გაყოფა და განაწილება სიკეთისა..."
"ცოდვის გზით მოპოვებული სიკეთე მომპოვებელს წყევლად ექცევა"
/ღირსი ეფრემ ასური/
"გააკეთე კეთილი საქმე, რომელიც გახსოვს და ისიც გაგახსენდება, რომელიც არ გახსოვს. ნუ მისცემ აზრს უგუნურ გულმავიწყობას".
/წმ. მარკოზ განშორებული/
"გარეგნული, ხილული სიკეთე შინაგანის გარეშე მლიქვნელობა და ტყუილია"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"სიკეთე ისევე უხილავია, როგორც ყოველივე ის, რაც ცათა შინა ჰგიებს. ბოროტება კი ისეთივე ხილულია, როგორადაც ამქვეყნად არსებული ყოველი ქმნილება"
/წმ. ანტონი დიდი/
"ყოველდღიურად გაიხსენე და გაჩხრიკე შენს მიერ ჩადენილი კეთილი და ავი საქმეები. კეთილნი დაივიწყე, რათა არ შეგიპყროს ამპარტავნებამ, ხოლო ავნი მოინანიე ცრემლითა და ლოცვით"
/ღირსი სიმეონ მსასოებელი/
"რწმენის მიღებას თან ღვთის სათნო საქმენი უნდა მივაყოლოთ, მხოლოდ ამგვარად შევძლებთ ჩვენი სულიერი ცხოვრების სრულყოფას"
/წმ. თეოდორე სტუდიელი/
"დაე, ისაუბრონ ჩვენზე ცუდი, ჩვენ კი ვეცადოთ ვაკეთოთ კარგი"
/წმ. სერაფიმე ვირიცელი/
"რომელი ადამიანია ღმერთთან ყველაზე ახლოს? - გულკეთილი"
/წმ. სიმონ ათონელი/
"თავისი ბუნებით ღმერთი ყველა ის სიკეთეა, რასაც აზროვნება საერთოდ შეიძლება მისწვდეს"
"ვინც მიკერძოებულად აკეთებს სიკეთეს, ყველაფერია, გარდა კეთილისა!.."
/მამა პეტრე/
"რა არის სიკეთე, გარდა უფლისა? ამიტომ სჯობს ყოველივე მას მივანდოთ და სიკეთეს მივიღებთ; რამეთუ ყოვლადსახიერი უფალი მხოლოდ სიკეთეს გვანიჭებს"
/წმ. ნილოს სინელი/
"სიკეთის კეთებას მეტი სიხარული მოაქვს, ვიდრე სხვა დანარჩენს...
დისტანციურადაც აკეთე სიკეთე-ყველასთვის გაიმეტე მხოლოდ კარგი სურვილი და ნახავ ყველაფერი როგორ უკეთესობისკენ შეიცვლება!.."
/მამა პეტრე/
"კეთილსახიერება"
"ხშირად აკეთე სიკეთე, რამეთუ ახლო არს ჟამი სამყაროს აღსასრულისა"
/მამა ეფრემ არიზონელი/
"არაადამიანურად კეთილი!"
/ლევან გოთუა/
"უმაღლესი სიკეთე - ღმერთის შეცნობაა"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის ყოველგვარი სიკეთის თავი, შუაგული და ბოლო. ხოლო სიკეთის რწმუნება თუ ქმნა შეუძლებელია სხვაგვარად, თუ არა ქრისტესა და სულიწმინდაში"
/წმ. მარკოზ განშორებული/
"რა გიშველის?! მხოლოდ სიკეთის კეთება და სხვებისთვის სიხარულის მინიჭება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სიკეთე უნდა აკეთო სანაცვლოს მოლოდინის გარეშე, და უნდა გახსოვდეს, რომ ერთ დღეს თქვენ მიმართაც გამოიჩენენ კეთილ ნებას".
/პრინცესა დაიანა/
"თუ უფალმა თავისი წყალობა არ მოიღო ჩვენზე, ვერავითარ სიკეთეს ვერ გავაკეთებთ"
სიკეთის ნამსხვრევები
"ოჯახი უქმე დღეს პლაჟზე იყო გამოსული. ბავშვები ზღვაში ჭყუმპალაობდნენ და ქვიშაში ზღაპრის ციხ-კოშკებს აგებდნენ. უეცრად შორიდან მათკენ მომავალი დედაბერი დაინახეს - ჭაღარა თმას ქარი უწეწავდა, ტანზე ჯვალოს დახეული და გაცრეცილი კაბა ეცვა; მოდიოდა, ცხვირში რაღაცას დუდღუნებდა თავისთვის, დროდადრო იხრებოდა, რაღაც ნივთებს იღებდა ქვიშიდან და ჩანთაში ილაგებდა.
მშობლებმა ბავშვებს უხმეს და დაარიგეს, რაც შეიძლება მორიდებოდნენ მოხუცს. როდესაც ქალი მათ გაუსწორდა, გაუღიმა ოჯახს, მაგრამ მის ღიმილს არცერთი არ გამოპასუხებია.
კარგა ხნის შემდეგ გაიგო ოჯახმა, რომ თურმე ამ ჩია დედაბერს მთელი სიცოცხლე იმაზე ზრუნვაში გაეტარებინა, რომ პლაჟებიდან კრეფდა შუშის ნამსხვრევებს, რათა პატარა ბავშვებს ფეხები არ გაეჭრათ!"
" - როგორ შეიძლება სიკეთე ვუყოთ ყველა ადამიანს?
- მივანიჭოთ ადამიანებს სიხარული, ვაჩუქოთ კეთილი ღიმილი, კარგი სურვილები. ამას შეიძლება თავის გარშემო ყველაზე ღატაკი ადამიანიც კი გასცემდეს ყოველთვის".
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ქვეყნად ბევრი გონიერია, კეთილი კი - ცოტა"
"როდესაც სიკეთეს სჩადიხართ, ყოველთვის გაიხსენეთ თქვენი უკეთური საქმეები. სული სიკეთით რომ არ დატკბეს, თავის დანაშაულს უნდა ხედავდეს"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ყოველი გარეგნული შრომა უსარგებლოა, თუ მისი მეშვეობით შინაგან სიკეთეებს ვერ მოვიხვეჭთ"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
" - რატომ აქვს ასეთი მნიშვნელობა ჩადენილი სიკეთის დაფარვას?
- იმიტომ, რომ ჩადენილი სიკეთის გამხელა ადამიანებისთვის სპობს თავად ამ სიკეთეს. წმ. თეოფანე დაყუდებული წერს: "რამდენადაც შეიძლება, დაფარეთ სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული საქმეები და ნურაფრით გაამჟღავნებთ - ნურც მზერით, ნურც ლაპარაკით, ნურაფრით..."
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"უსიკეთოდ უბედურია ყველა!"
/ლევან გოთუა/
" - უნდა დავივიწყოთ თუ არა ჩვენ მიერ გაკეთებული სიკეთე?
- კეთილი საქმეების დავიწყება კეთილი საქმეა. ხოლო როდესაც სულ გვახსოვს ყველაფერი, ამით უფალს შევურაცხვყოფთ"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ტრაბახი კეთილ საქმეებსაც კი უსარგებლოს ხდის"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ცნობილია, რომ მტერი ღვთისმოსავ ადამიანებს ძირითადად იჭერს იმით, რომ შთაუნერგავს თავის თავზე კეთილ აზრებს. თქვენ კი იფრთხილეთ, რაც სიკეთე გაგიკეთებიათ, ყველაფერი ღმერთს მიაკუთვნეთ"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ყოველდღე გამოიძიე, რა გაგიკეთებია კარგი და რა ცუდი. დაივიწყე ის, რაც კარგი გიქნია, რათა პატივმოყვარეობაში არ ჩავარდე; ცუდი კი აღსარებაში აღიარე ცრემლითა და ლოცვით"
/წმ. სვიმეონ ნეტარი/
"- გასესხება კეთილი საქმეა?
- რა თქმა უნდა; რადგან გასესხება გაჩუქების სახესხვაობაა... დასჯის ღირსია ის, ვინც არ გაასესხებს, რადგან განიკითხება, როგორც კაცთმოძულე. მაგრამ აქაც კეთილგონიერებაა საჭირო, ხომ ამბობს ხალხური ანდაზა, მთვრალს არ ასესხოო"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
" - ვინ არის კეთილი?
- კეთილია ის, ვინც ყურადღებით ეკიდება მოყვასის გასაჭირს"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"უფლისგან ყველაფერი კეთილად გვეძლევა"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"უფლის გარეშე ჩადენილი სიკეთე არ არის სიკეთე"
/არქიმანდრიტი ილია (თოლორაია)/
"ყველაზე კარგი "სპორტი" სიკეთის კეთებაა! ყველაზე დიდი მტერი - ბოროტება, ხოლო ყველაზე დიდი ნაკლი - ტყუილი"
/მონაზონი ვერონიკა/
"მიწა მხოლოდ კეთილი სულებით დასახლებული ხომ არ გგონია?"
/პროფ. გრიგოლ კიკნაძე/
"სამადლო საქმე მალვით სჯობს და ღმერთიც უფროსად შეუწირავს"
/სულხან-საბა ორბელიანი/
"სიკეთე ის არის, რაც გულიდან მოდის!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სიკეთის კეთების დროს თუ გაილანძღე, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალმა შენი მონდომება შეიწირა და კი არ გაბრაზდე, პირიქით, გულში მადლობა გადაიხადე!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სიკეთე სიკეთე ვერ იქნება, თუ სიკეთით არ ხორციელდება"
/წმ. გრიგოლ პალამა/
ერთი ჭიქა რძის საფასური
(ნამდვილი ამბავი)
ერთხელ ერთი პატარა ბიჭი კარდაკარ დადიოდა და სხვადასხვა წვრილმანებს ყიდდა. სამწუხაროდ,დღეს ძალიან უიღბლო დღე ჰქონდა ვერაფრის გაყიდვა ვერ მოახერხა.
იგი შიმშილისაგან ფეხზე ძლივს იდგა და გადაწყვიტა შემდეგ სახლში, როდესაც მივიდოდა საჭმელი ეთხოვა.
კარი ახალგაზრდა გოგონამ გაუღო, ბიჭი დაიბნა, შერცხვა და საჭმლის ნაცვლად წყალი სთხოვა მას.
გოგონა მიხვდა,რომ ბიჭი მშიერი იყო და მას წყლის ნაცვლად ერთი დიდი ჭიქა რძე გამოუტანა.
ბიჭმა სულმოუთქმელად გამოსცალა ჭიქა და სული, რომ მოითქვა, გოგონას ჰკითხა?
– გოგონა, რამდენი მმართებს თქვენი?
– არაფერი – მიუგო ღიმილით გოგონამ. დედა მასწავლიდა, რომ არასოდეს მომეთხოვა რაიმე გაწეული სიკეთისათვის.
– კარგით,მაშინ მთელი გულით გიხდით მადლობას – უპასუხა მადლიერმა ბიჭმა გოგონას და დაემშვიდობა.
ამ ბიჭის სახელი და გვარი ჰოვარდ კელი გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა იგი ძალიან ბრძოლისუნარიანი და მიზანდასახული იყო.
ამ ამბის შემდეგ უამრავი წელი გავიდა. ჩვენს კეთილ გოგონას ძლიერი და აქამდე უცნობი ავადმყოფობა შეეყარა და ადგილობრივი ექიმები ვერაფერს გახდნენ და იგი სხვა ქალაქში გაუშვეს სამკურნალოდ.
ექიმ ჰოვარდ კელის კონსულტაციისათვის მიაკითხეს. გაიგო, თუ არა, რომ ახალი პაციენტი მისი ქალაქიდან იყო ,იგი დაფიქრდა და თვალებში უცნაური შუქი ჩაუდგა.
ექიმმა სასწრაფოდ მოიცვა მოსასხამი და პაციენტის სანახავად წავიდა. და მან დანახვისთანავე იცნო პაციენტი. სიტყვაც არ დაუძრავს, სასწრაფოდ დაბრუნდა თავის კაბინეტში ჩაიკეტა და ფიქრი დაიწყო იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაეკეთებინათ პაციენტის გადასარჩენად . . .
და საკმაოდ დიდი ძალისხმევისა და მუშაობის შედეგად პაციენტი სიკვდილს ხელიდან გამოაცალეს.
და როდესაც უკვე პაციენტის გაწერის დრო დადგა, ექიმ ჰოვარდს ჩეკის წიგნაკი მოუტანეს, რათა შიგ პაციენტის მკურნალობის საფასური დაეწერა.
ექიმმა გადაშალა იგი,რამოდენიმე წამით დაფიქრდა და შიგნით რაღაც ჩაწერა.
გოგონა გახარებული იყო იმ ფაქტით, რომ გადარჩა, მაგრამ მკურნალობის საფასური ძალიან ადარდებდა, რადგან ფიქრობდა, რომ მთელი ცხოვრება მოუწევდა ეხადა ეს ვალი.
და როდესაც ჩეკი მოუტანეს ზუსტად ამ ფიქრებით გადაშალა იგი, თუმცა მისდა გასაოცრად ჩეკზე თანხის ნაცვლად შემდეგი სიტყვები ეწერა:
სრულად გადახდილია – ერთი ჭიქა რძის საფასურით . . .
შენიშვნა: ექიმი ჰოვარდ კელი – ცნობილია, როგორც ჯონ ჰობკინსის კლინიკისა და ამავე სახელის მქონე სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებელი.
"იქნებ ბოლო დღეა, მხოლოდ სიკეთე მოასწარი!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სიკეთის სპონტანურად კეთება ბევრ ადამიანს შეუძლია, სათნო ადამიანები კი იმით გამოირჩევიან, რომ ისინი სიკეთეს მუდმივად - ნებისმიერ ცხოვრებისეულ გარემოებაში აკეთებენ, მათ შორის ისეთ სიტუაციაში, როდესაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება".
"სიკეთის აღმასრულებელი ხარობს, რადგანაც საღმრთო ნუგეშისცემით ინუგეშებს თავს. ბოროტისმქმნელი კი იტანჯება და მიწიერი სამოთხე მიწიერ ჯოჯოხეთად ექცევა ხოლმე. თუკი შენში სიყვარული და სიკეთეა, შენ ანგელოზი ხარ. ხოლო, თუკი ბოროტება და ვნებები ცოცხლობენ შენში, ეს იმას ნიშნავს, რომ ეშმაკს დაუპყრიხარ და სადაც უნდა წახვიდე და საც უნდა იმყოფებოდე, ყველგან ჯოჯოხეთს დაატარებ. ჯერ კიდევ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ჩვენ ჯოჯოხეთის თუ სამოთხის შეგრძნებას ვიწყებთ".
/ღირსი პაისი ათონელი/
"დავუშვათ, რომ ვინმე ამპარტავნულად უცხადებს სხვებს: - კეთილი საქმის გაკეთებას ვაპირებ! - ამ შემთხვევაში ის თავის მიერ განზრახულ საქმეში ეშმაკს უშვებს და გზად შესაძლოა, მრავალ დაბრკოლებას გადააწყდეს. საბოლოო ჯამში კი ვერაფერიც ვერ გააკეთოს. მაგრამ თუკი ადამიანი მიდის და საქმეს უხმაუროდ აკეთებს, აქ ეშმაკი უკვე ვეღარ ერევა".
/ღირსი პაისი ათონელი/
"სწორედ ჩვენ უნდა შევწიროთ ღმერთს საქმენი კეთილი, რათა შემდეგ, სამსჯავროს დღეს, დაგვიბრუნოს ისინი და სათანადოდ მოგვაგოს".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ადამიანების მიმართ, მეტად დაატანე ძალა შენს გამშრალ სულს და წყლის წვეთებივით ყოველთვის გამოადენ სიკეთეს, მტრების გამართლებას, ეს კი ნიშნავს, რომ სიკეთით მათზე სულიერად გაიმარჯვებ"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"მოწყალების გაღება, სიკეთე არბილებს გულს, მოწყალება მოქმედებს გულზე, როგორც ზეთი - ჩაჟანგებულ საკეტზე"
/ღირსი პაისი ათონელი/
" - როგორ ვისწავლო ჩემგან გაკეთებული სიკეთის დავიწყება?
- ზღვაში მოისროლე... და ასე დაგავიწყდება. მაგრამ იმ ბოროტების დავიწყებაც საჭიროა, რომელსაც შენ მოგაგებენ. და ამით შენთვისვე შეუმჩნევლად სულიერ სიმდიდრეს მოიხვეჭ"
/ღირსი პაისი ათონელი/
" - კერძოდ რა არის კეთილშობილება?
- სულიერი კეთილშობილება ეს სულიერი აღმატებულობაა, მსხვერპლშეწირვის უნარი. კეთილშობილი სული მხოლოდ საკუთარი თავისაგან ითხოვს და არა - სხვათაგან. საკუთარ თავს სხვათათვის სწირავს მსხვერპლად და სამაგიეროს არ ითხოვს. ივიწყებს იმას, რაც გასცა, მაგრამ ახსოვს ნებისმიერი წვრილმანი, რაც სხვისგან მიუღია. ფლობს ღვთისმოსაობას, სიმდაბლეს, უბრალოებას, უანგარობას, პატიოსნებას... ყოველივეს ფლობს. ფლობს ასევე უდიდეს სიხარულს და სულიერ მხიარულებას, ზეიმს!"
/ღირსი პაისი ათონელი/
"გამუდმებით რაიმე სიეკთე აკეთე, რათა ეშმაკმა ყოველთვის დაკავებული გნახოს".
/ნეტარი იერონიმე/
"უნდა შევძლოთ, სიკეთის მარცვალი დავინახოთ ყოველ გზააცდენილში, ბოროტმოქმედსა და მკვლელში".
/ილია მეორე/
"როცა რაიმე კეთილი საქმის დაწყებას მოისურვებ, პირველად განუმზადე თავი განსაცდელებს, რათა მხნედ დაუხვდე მათ და ღვთის იმედი არ შეგერყეს"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ადამიანს მხოლოდ საკუთარი ძალით სიკეთის გაკეთება არ ძალუძს და ამის ნიჭი მას მხოლოდ უფლისგან ეძლევა. ვინც ასე არ ფიქრობს და წარმატებას მხოლოდ საკუთარ თავს მიაწერს, ამპარტავნების მორევში იძირება. ღმერთი მას ტოვებს და ის უფლებები და შესაძლებლობები, რომელიც ღვთისგან ჰქონდა ბოძებული, ერთმევა"
/ილია მეორე/
"სიკეთე ყველა სირთულეს უმკლავდება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ყველა ადამიანი უნდა გიყვარდეს და ისინი უცხოებად არ უნდა მიგაჩნდეს, მაშინ ყველგან და ყოველთვის სიკეთე დაგებედება".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"სადაც გულს ეჩქარება, იქ მივდივარ, სადაც სულს დაედგომება, იქ მეჩქარება, სადაც სიკეთეს აფასებენ, იქ ვმკვიდრდები..."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ყველას სიკეთე უსურვე - და სიკეთე იქნება შენთან"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ღვთის დიდი შეწევნა აქვს და ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მადლი გადმოდის ადამიანზე, რომელიც სიკეთეს აკეთებს"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ყველას სიკეთე უსურვე - და შენც სიკეთე გექნება. უფალი მოგივლენს მას თავისი წყალობით"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"როცა სხვას სიკეთეს უსურვებ, გული რაღაცნაირად თბება.
თითქოს სიცივეში იდექი და უცებ ვიღაცამ თბილად ჩაგაცვა!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ადამიანი, რომელიც აკეთებს სიკეთეს და სთესავს სიყვარულს, ის უფრო გახარებულია, ვიდრე ის, რომელსაც უკეთებენ სიკეთეს. ამიტომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ერთი რამ: ვიცხოვროთ სხვებისათვის, ვიცხოვროთ სიყვარულით".
/ილია მეორე/
"უფალმა ორი ნიჭი გვიბოძა, რომლებიც ჩვენი სუსტი გულისათვის ერთნაირად ძვირფასია - ხსოვნა და დავიწყება. როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობა მის ხსოვნას ითხოვს; ხოლო როდესაც ბოროტებას გვიკეთებენ, სიყვარული მას გვავიწყებს".
/წმ. ამბროსი მედიოლანელი/
"ყოველი კეთილი საქმის თავი და სათნოებათა დასაბამი არის წრფელი ლოცვა-ვედრება ღმერთის წინაშე, რამეთუ სწორედ ლოცვისაგან იშვებიან ჩვენში სხვა სათნოებანიც და სწორედ ლოცვის შედეგად მოგვეცემა ღმერთისაგან ყოველგვარი სიკეთე".
/წმ. მაკარი დიდი/
"ცვლილებას, რომელსაც სული გულითად სიხარულთან ერთად განიცდის მოყვასისთვის ჩადენილი სულ მცირე სიკეთის შედეგად, ვერ გამოიწვევს უდიდესი კარდიოლოგიც, თუნდაც დოლარების ტომარა მისცე მას".
/ღირსი პაისი ათონელი/
"ჩაიფიქრე სხვისთვის სიკეთე, აუცილებლად შენ მოგიბრუნდება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული სიკეთე, უკან ასმაგად დაგვიბრუნდება"
/ილია მეორე/
"გულში ყველას სიკეთე და სიხარული უსურვე, მერე მშვიდად დაგეძინება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"როცა ასარჩევად გაქვს სიმართლე თუ სიკეთე, სიკეთე აირჩიე".
"სიკეთე საქმე არა, მდგომარეობაა..."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"მას შემდეგ, რაც სნეულნი განკურნა, უფალი განმარტოვდება, რითაც გვასწავლის, რომ თავის გამოსაჩენად კი არ ვაკეთებდეთ რამეს, არამედ, თუკი ვქმნით რამე სიკეთეს, ვესწრაფოთ, რომ დავფაროთ იგი. ქრისტე იმის ჩვენების მიზნითაც ლოცულობს, რომ ჩვენ მიერ ქმნილ ყოველ სიკეთეს ღმერთს უნდა მივაკუთვნებდეთ და ვეუბნებოდეთ მას: "ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდამო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი" (იაკ. 1.17)".
"როდესაც რაიმე კეთილს იქმ, მიაწერე არა საკუთარ თავს, არამედ ღმერთს"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"როდესაც უფალი კურნავდა, განკურნებულნი ქადაგებდნენ მის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ იგი მათ ამას უკრძალავდა. აქედან ვისწავლოთ: როდესაც სხვას სიკეთეს ვუყოფთ, მათგან ქებას ნუ მივიღებთ, ხოლო როდესაც მოწყალებას ვიღებთ სხვისგან, განვადიდოთ, ვინც წყალობით მოგვხედა და საქვეყნოდ ვისაუბროთ მათზე, თუნდაც მათ ეს არ სურდეთ".
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"ადამიანებო, რაც სხვისთვის გემეტებოდეთ, გაორმაგებულად მოგიბრუნდებათ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"არ არის კურთხეული ის დღე, როდესაც არანაირ კეთილ საქმეს არ აღასრულებ!"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"შენ სიკეთე და სიყვარული გაეცი... არ მიიღეს?! შენ მოგიბრუნდება...
ყველა კი არ არის იმის ღირსი, რაც ეძლევა!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ცხოვრებაში ბევრი მოულოდნელობაა. ეცადე, მხოლოდ სიკეთე მოასწრო!."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"როდესაც სიკეთეს ვაკეთებთ, მისი ქმნა საჭიროა არა ზერელედ, არამედ გულმოდგინედ"
/წმ. იოანე ოქროპირი/
არადა, რა მარტივია სიყვარულით და სიკეთით იცხოვრო...
მთავარია გადაწყვიტო!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"დილა სიკეთეზე ფიქრით დაიწყე, გულიც გაგითბება, სულიც დაგიმშვიდდება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ვინაიდან ბევრი აკეთებს სიკეთეს, მაგრამ რწმენით არ გამოირჩევა, ამიტომ მათ არ შეუძლიათ სათნო ეყონ ღმერთს"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ნეტარია, ვინც ცრემლებს, სულიერ მარხვასთან ერთად თესავს, ანუ ვისაც მარად სურს კეთილი საქმეები და ესწარფვის მათ, რადგან მარადიულ სიხარულს მოიმუშაკებს".
"საკუთარ თავს თუ მუდმივად სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებ, უფალი ყოველთვის გემახსოვრება და როდესაც მუდმივად დიდი სიყვარულით მოელი უფალს, რასაც ახლა იძულებით აკეთებს - შემდეგში მისი მოწვევა უკვე შენივე გულით თავისთავად განხორციელდება".
"მიწაზე რომ ყველა მართალი ბედნიერად ცხოვრობდეს და ბოროტეული და უკეთურებისმოქმედი ადამიანები უბედურად, შიშით ყველა ადამიანი ეცდებოდა მხოლოდ სიკეთე ეკეთებინა, მაგრამ ეს არ იქნებოდა თავისუფალი ნებით გაკეთებული სიკეთეები".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"თითოეული კეთილი საქმით ადამიანის სულში შემოდის ცოტაოდენი მარადისობა. გაკეთებული სიკეთე - ეს უკვე ადამიანის არსებასა და ცხოვრებაში განხორციელებული მარადიულის ნაწილია"
/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/
"ნეტარი მამა [ავგუსტინე] გვასწავლის, რომ ჩვენი კეთილი საქმეები ჩვენი ხელიდან კი არ გამოდის, არამედ მხოლოდ ღვთის წყალობითა და მეოხებით აღსრულდება"
"როგორც წმინდა მამები ამბობენ, ადამიანი მოწოდებულია, რომ მის მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები, ჭეშმარიტი ღვთაებრივი ცხოვრებით აღიდგინოს უფლის ხატი და გაამართლოს თავისი ღვთაებრივი წოდება - ქრისტიანი, საკუთარი ქრისტიანული სახელი"
"ინგლისელებს ასეთი გამოთქმა აქვთ: "მოწყალების გაღება სახლიდან იწყება". ზოგჯერ კეთილ საქმეებს გარეთ ვეძებთ, გულისხმიერებასა და თანაგრძნობას ვიჩენთ იმათ მიმართ, ვისაც პირველად ვხედავთ - და ეს ცუდი არ არის. მაგრამ ჩვენი კეთილი საქმეების ხარისხიანობის განსაზღვრისათვის ლაკმუსის ქაღალდად გვემსახურება შინაურებთან ჩვენი დამოკიდებულება. რაოდენ ძნელია თურმე მუდმივად სიკეთე უყო შენს გვერდზე მყოფთ! ისწავლე, ისე იცხოვრო სახლში, რომ შენი ოჯახის წევრთაგან არავის აწყენინო, არ გააღიზიანო. აი, ეს სიკეთეა! იყავი მათთვის როგორც რბილი ცვილი, რომელზეც აღიბეჭდება ყველა მათი გონივრული ბრძანება, თხოვნა და სურვილი. აი, ეს სიკეთეა! იყავი, როგორც მზე, რათა ყველა გაათბო, მოალბო, გაამხნევო, აღაფრთოვანო! აი, ეს სიკეთეა!"
/დეკ. არტემი ვლადიმიროვი/
"ყველას მიმართ ყურადღებით იყავი; მიეჩვიე, რომ პირველივე შეხედვისთანავე ადამიანს სიკეთე უსურვო"
/წმ. ბასილი დიდი/
"ცოცხალი მკვდრისგან მარტო იმით კი არ განსხვავდება, რომ მზეს უყურებს და ჰაერს სუნთქავს, არამედ იმითაც, რომ კეთილი საქმეების გაკეთება შეუძლია; თუ ამას არ აკეთებს, მაშინ მკვდარს არაფრით ჯობია"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"კარგია, სიკეთე გაუკეთო მეგობრებს, კიდევ უკეთესია - ყველა გაჭირვებულს, მაგრამ ყველაზე უკეთესია - მტრებსაც. პირველი სახის სიკეთეს წარმატებით აღასრულებენ, მეორე სახისას - ღვთის რჯულის მორჩილნი, მესამე სახის სიკეთეს კი - ვინც ზეციური მოქალაქის შესაფერის ცხოვრებას ეწეევა"
/ღირსი ისიდორე პელუსიელი/
"როდესაც შემთხვევა გვეძლევა, ვინმეს კეთილი საქმე გავუკეთოთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ღვთის წყალობაა"
/წმ. ალექსი მეჩევი/
"ისეც ხდება, რომ ადამიანი ათ კეთილ საქმეს აკეთებს და ერთი უკეთური ჩვევა აქვს, და ეს ამ უკეთური ჩვევიდან მომავალი ბოროტი ათ კეთილ საქმეს გადასწონის ხოლმე. არწივი მთლიანად რომ თავისუფალი იყოს და მხოლოდ ერთი ბრჭყალით გამოედოს მახეს, ამ მცირედით ემხობა მთელი მისი ძალა"
/ღირსი დოროთე პალესტინელი/
"როგორც ცოდვებს მალავ ადამიანებისგან, ისე დამალე მათგან შენი ღვაწლი"
/ღირსი მაკარი დიდი/
"თუ სიკეთეს ვაკეთებთ, ჩვენი ქმნილი კეთილი საქმეებით ღმერთს არავითარი გამორჩენა, არავითარი სარგებელი არ აქვს, რადგან ღმერთი არის ყოვლადსრული და ჩვენი კეთილი საქმეები არა ღმერთისთვის, არამედ ჩვენთვისვეა საჭირო"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"რას ნიშნავს ვინმეს სიყვარული? ეს ნიშნავს, რომ მისთვის სიკეთე გსურს და ყოველთვის უკეთებ ამ სიკეთეს, როცა საშუალება გეძლევა"
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"სიკეთე - ეს არის მოყვასის მიმართ თანალმობითი დამოკიდებულება, სხვის საჭიროებაზე გამოხმაურების უნარი."
"შენ გგონია, ადვილია კეთილი საქმის კეთება? ყველა კეთილი საქმე ძნელია"
/ბერი ისიდორე გეთსიმანიელი/
"სიკეთის დასაბამია - შიში ღვთისა, დასასრული - უფლის სიყვარული"
/მღვდელი ილია ეკდიკი/
"უნდა შევძლოთ, სიკეთის მარცვალი დავინახოთ ყოველ განსაცდელში, ბოროტმოქმედსა და მკვლელში. ამასთან, აუცილებელია მათში არა მარტო ამ მაცოცხლებელი ნაპერწკალის აღმოჩენა, არამედ მისი გაღვივებისა და აღორძინებისათვის გზების ძიება"
/ილია მეორე/
"რადგან შეუძლებელია სიკეთეს შევუდგეთ, თუ ჯერ არ მოვიძულებთ და სრულიად არ განვეშორებით ბოროტს, ისევე როგორც შეუძლებელია ჯანმრთელობის აღდგენა სნეულებისგან გათავისუფლების გარეშე"
/წმ. ბასილი დიდი/
"კეთილი საქმეების წყალობით ადამიანი ცვლის თავის ბუნებას, სინდისს, გონებას, ხასიათს და ეს სიკეთე მას ხელახლა შობს და ღმერთს ამსგავსებს"
/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/
"სიკეთე სიკეთისათვის უნდა გვიყვარდეს, ანუ ჩვენს მიერ ნაკეთები სიკეთის სანაცვლოდ მხოლოდ იმ კმაყოფილების განცდას ვჯერდებოდეთ, რომელიც აღიძვრება ჩვენში, თითოეული უანგარო სიკეთის დროს"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"კეთილნი ისინი არიან, ვინც რწმენით ცოცხლობენ"
/ამბროსიასტე/
"ამრიგად, სიკეთეს აკეთებს ის, ვინც ბოროტს განეშორება და სიკეთეს აკეთებს, საკუთარი სულის კალოზე შრომობს, რათა სულიერი პურით აღივსოს და მშივრებისა და გაჭირვებაში მცხოვრებთ მოწყალება მისცეს, თავის თანამუშაკებს დროულად მიაწოდოს პური"
/ნეტარი იერონიმე/
"სიკეთის კეთებისას ღმერთი მაშინვე არ გვაძლევს ჯილდოს, არამედ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენს დაწყებულ სიკეთეს არ შევწყვეტთ. რადგან მრავალი იწყებს, მრავალი თითქოს შეუპოვრობასაც ამჟღავნებს, მაგრამ საბოლოოდ თავს ანებებს, დაღლილი ან ცდუნებული. [მოციქულ] პავლეს დარიგება სამართლიანია: სიკეთის ქმნა არანაირი სახით არ უნდა მიატოვო, არ უნდა შეწყვიტო დაწყებული საქმე"
/ვიქტორინ მარი/
"ღმერთი ბევრ სიკეთეს გვიკეთებს მაშინაც, როდესაც არ გვინდა და ვერ ვხედავთ ამას"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"რაც ცოდვა არ არის, სიკეთეა"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"კეთილი საქმეები აღასრულე, მაგრამ დაივიწყე ისინი"
"როგორც ბავშვი სწავლობს საუბარს, ასევე სწავლობს ზრდასრული, იყოს კეთილი; ორივე რწმენითა და ვარჯიშით მოიპოვება"
"ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ! ამ წესის აღსრულება სიკეთეა, გაუკეთე სხვებს ის, რაც გინდა, რომ შენ გაგიკეთონ! - ესაა სათნოება"
"ნუ დაიჯერებ, რომ კეთილი ადამიანები არ არსებობენ… არიან, მაგრამ დანახვაც ნიჭია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"საკმარისი არ არის, რომ ბოროტებას არ აკეთებდე; სიკეთეს უნდა იქმოდე, შემთხვევასაც კი უნდა ეძებდე მის საკეთებლად! ვინც ეძებს ასეთ შემთხვევას, ყოველთვის პოულობს მას".
"ჭეშმარიტად კეთილი ადამიანი სხვისი მწუხარებისას საკუთარს ივიწყებს, და სხვისი ბედნიერებისას - საკუთარ ბედნიერებას"
"გამუდმებით რაიმე სიკეთე აკეთე, რათა ეშმაკმა ყოველთვის დაკავებული გნახოს"
/ნეტარი იერონიმე/
"როდესაც ადამიანებს სიკეთეს უკეთებ, კეთილი ადამიანები გიფასებენ, გულგრილები - გივიწყებენ, თავხედები კი უფრო თავხედდებიან"
/მწერალი ოტია იოსელიანი/
"თუ ჩვენ არ უარვყოფთ ბოროტ საქმეებს აღსარებაში, მაშინ ვერაფერს შევიტყობთ კეთილ საქმეთა შესახებაც"
/ღირსი ბედა/
"არა მხოლოდ ბოროტების ქმნა, არამედ - სიკეთის აღუსრულებლობაც მკაცრად განისჯება"
"სული, რომელიც მიწიერ სიკეთეებს ემონება, მარადიულ სიკეთეების თანაზიარი ვერ გახდება"
ვისაც ვერანაირ სიკეთეს ვერ დაანახებ, ნუ გექნება იმედი ოდესმე დაინახოს, ღმერთს მიანდე და თავი დაანებე!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ვინც სიკეთეს დაფარულად აკეთებს, ღმერთი მას გამოაჩენს თავისი პირუთვნელი სამსჯავროს დროს. დიდი ჯილდო ელის უჩინარ მსახურებას, შეწირვას, სხვისადმი სიყვარულის გამოჩენას, და ეს სხვანაირადაც არ იქნება, რამეთუ ამას თვით უფალი გვპირდება".
"მხოლოდ უფალშია ყოველივე სიკეთე, ასე რომ, მის გარეშე და მის გარდა სიკეთე არ არსებობს"
"ხშირად მიმართე აზრითა და გულით უფალს - სათნოებათა სათავეს და - მისი შეწევნით თავადაც იქმ კეთილ საქმეებს, და მაშინ ნურც ნურავის და ნურც ნურაფრისა გეშინია ქვეყანაზე!"
"უტყვი საქმე შეუსრულებელ სიტყვას სჯობს. არავინ არასდროს განდიდებულა კეთილი საქმეების გარეშე, მაგრამ ბევრი კი დიდებით შეიმოსა ლამაზი სიტყვების გარეშე".
"გარეგნული, ხილული სიკეთე, შინაგანის გარეშე, მლიქვნელობა და ტყუილია"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"სიკეთის ერთი შეხედვაც ბედნიერებაა მისთვის, ვისშიც სიკეთის განცდა არ გაუხეშებულა; მით უმეტეს, შესაბამისად, ბედნიერი უნდა იყოს იგი, როცა თვითონ აღასრულებს სიკეთეს".
"შენი კეთილი საქმეების დავიწყება ყველაზე უსაფრთხო ადგილია მათ შესანახად"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ეცადე ისე იცხოვრო, რომ სხვებისათვის მაგალითი იყო, მაგრამ შენი მხრიდან ნუ შეეცდები, გამოაჩინო შენი კეთილი საქმეები და მით უმეტეს, მხოლოდ ადამიანთა თვალწინ ნუ აღასრულებ მას! - ეს ნუ იქნება შენი მიზანი სიკეთის ქმნისას!"
"ცხოვრება ხანმოკლეა და სწრაფად გარბის, - გვასწავლის გამოცდილება; - შეაყოვნე იგი სიკეთით! - გვასწავლის გონება".
"თუ გინდა კეთილი იყო, უპირველესად დარწმუნდი, რომ ბოროტი ხარ"
"კეთილი ხარ?! სამყაროც კეთილი ხდება შენს მიმართ?! დაუნდობელი ხარ?! სამყაროც იგივე იქნება!."
"შეიძლება შორს ხარ და ფიზიკურად სხვას მხარში ვერ დაუდგე, მაგრამ გულში სიკეთე უსურვე და აუცილებლად შეეწევა!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"გულს მხოლოდ სიკეთე გააკარე, შენც მშვიდად იქნები და სხვაც სასიკეთოდ შეიცვლება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"არ არსებობს არც ერთი კეთილი ადამიანი, რომელიც ადრე ბოროტი არ ყოფილა"
/პრიმაზიუს არდუმეტელი/
"მხოლოდ ერთი სიკეთე არსებობს, მტკიცე სიკეთე - ესაა სასუფევლის სასოება"
/არქიმანდრიტი ლაზარე/
"ვინც სიკეთეს აკეთებს, მას ეშმაკის განსაცდელების ნუ შეეშინდება"
"სწორი სულიერი გზა ასეთია: - დაივიწყე შენს მიერ გაკეთებული სიკეთე და გახსოვდეს ის სიკეთე, რაც სხვებმა გაგიკეთეს. ვინც ამ მდგომარეობამდე მივა ის ხდება ადამიანი - ღვთის კაცი"
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"ბუნებრივია, რაც ადამიანს აქვს, ესაა - განწყობა, და ღმერთი ამ განწყობის შესაბამისად ეხმარება მას. იმიტომაც ვამბობ, რომ ყოველი სიკეთე, რაც გვაქვს, ღვთის ძღვენია. ჩვენი საქმე - არაფერია, და ჩვენი სათნოებები მხოლოდ ნულების მწკრივია. დაე, ვეცადოთ განუწყვეტლივ ვამატოთ ნულები ნულებს და ვთხოვოთ ქრისტეს, ან ნულების სათავეში ერთიანი დაგვიწეროს. ასე გავმდიდრდებით. თუ ქრისტე არ დაგვიწერს ერთიანს სათავეში, ჩვენს შრომას ჩალის ფასი ექნება".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"ადამიანისთვის აუცილებელია შევიდეს სიკეთის არსში, შეიგრძნოს მისი აუცილებლობა, სხვაგვარად ერთი მთლიანი გულგრილობა იარსებებს".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"დიდი ყურადღება, კეთილგონიერება და განსჯაა საჭირო, რომ სიკეთე კეთილად აღესრულებოდეს და სარგებლობა მოჰქონდეს, თორემ შეიძლება, სიკეთის ნაცვლად მას ვიღაცა მთლად გააცოფოს"
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"უფალი ხშირად უშვებს, მოხდეს რამე, - მრავალი ადამიანის სასარგებლოდ. ის არასდროს აკეთებს მხოლოდ ერთ სიკეთეს, არამედ - სამ-ოთხ სიკეთეს ერთად. ბოროტებასაც არასდროს უშვებს, თუ მისგან მრავალი სიკეთე არ მომდინარეობს".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"ღრუბლები წვიმებად იღვრებიან ადამიანთა კეთილი ქცევის შესაბამისად".
/კონფუცი/
"კეთილად ცხოვრება, კეთილის ქმნა და კეთილად ფიქრი ღვთისადმი მიტანილი მსხვერპლი კი არ არის, არამედ - ადამიანის ვალი უფლის წინაშე".
"ადამიანს სიკეთე დაუფასე, ღმერთი უფრო მოწყალე იქნება შენთვის"…
"ვინმე იქნება თუ არა მადლიერი, ნუ დაელოდები… კიდევ უფრო მეტად მოინდომე სიკეთე!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ეპისკოპოსი ვარლაამ რიაშენცევი ამბობს: "თუ ადამიანის რომელიმე ღვაწლს ან კეთილ საქმეს საფუძვლად სიმდაბლე არ უდევს, სიკეთედ აღარ ჩაითვლება, მავნებელია კაცისათვის და უცხოა ღმრთისთვის".
"განგების გზები ბურუსითაა მოცული და გონებისათვის მიუწვდომელია მათი ბედისწერა: მაგრამ სიკეთისმქმნელი ადამიანი შეიცნობს მათ"
/ამბა ევაგრე/
"ადამიანი მანამ არ დაასრულებს ზრუნვას, ვიდრე არ შეიყვარებს იმ სიკეთეს, რაც ვერასდროს წაერთმევა!"
/ნეტარი ავგუსტინე/
"ბუნებრივიც რომ იყოს სიკეთის ძიება, უგუნურებაა, ეძიო იგი თავდავიწყებით და დაკარგო საუკეთესო ზეციური"
"ბევრი ჩვენგანი, ვისაც ღვთისაგან მრავალგვარი სიკეთე აქვს აღთქმული, საკუთარი თავისაგან არაფერს ითხოვს"
"შეეცადე, ყველას სიკეთე გაუკეთო და ყურადღებას ნუ მიაქცევ იმას, მიიღებ თუ არა ამისაგან პირად სარგებელს"
"ვინაიდან უფალი არის შემოქმედი ყოველი სიკეთისა, ამიტომ ვერანაირი სიკეთე ვერ კეთდება უფლის გარეშე"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"რაც არ უნდა შეგემთხვეს, მიიღე როგორც სიკეთე, რადგან იცოდე, რომ უფლის გარეშე არაფერი ხდება!"
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"ერთნაირად ცუდია: ცუდის გასაკეთებლად მზადყოფნა და სიკეთის ქმნის დაყოვნება"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"როგორც ბოროტის ქმნაა ცოდვა, ასეთივეა სიკეთის აღუსრულებლობა!"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"სიკეთე სპილენძზე ჩაიწერე, წყენა კი - წყალზე"
/წმ. ისიდორე პელუზიელი/
"გინდა შრომის გარეშე ქნა სიკეთე? იფიქრე, რომ შრომა დროებითია, ხოლო ჯილდო კი - მარადიულია!"
/წმ. ნილოს სინელი/
"სიკეთის კეთება ნუ მოგვწყინდება, რამეთუ თავის დროზე მოვიმკით ნაყოფს, თუ არ მოვდუნდებით"
"მიწიერი სიკეთე ცრუა; ის დამღუპველია ყველასათვის, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც მათ მარადიული სიკეთის მოსაპოვებლად იყენებს"
"უეჭველად ისეთი უნდა იყო, როგორიც გინდა ჩანდე, თუ საკუთარი თავისათვის სიკეთე გსურს"
"როგორც ცეცხლის თვისებაა თბობა, წყლის - მორწყვა, ნათლის - ნათება: ასევე, ცხოველ რწმენას ახასიათებს გამოვლენა კეთილ საქმეებში"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"დაუთესავ და დაუმუშავებელ მიწაზე ბალახი ამოდის (უსარგებლო და გამოუყენებელი); ასევეა სულიც, რომელიც კეთილი საქმეებისთვის არ იღვწის, თავისი ბუნებით კი განუწყვეტლივ მიისწრაფვის მოღვაწეობისაკენ, აუცილებლად მიიდრიკება ცუდი საქმეებისაკენ"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ბოროტების და ცოდვის ქმნა თავადაც შეგვიძლია და ვცოდავთ კიდეც, მაგრამ სიკეთის კეთებას უფლის გარეშე ვერ შევძლებთ"
"მთავარი ცხოვრებაში ისაა, ადამიანებს ყოველთვის სიკეთეს უკეთებდე, თუ დიდი სიკეთის გაკეთება არ შეგიძლია, შეეცადე, მცირე მაინც გააკეთო".
/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/
"რას მიაწერთ მწიფე ნაყოფს, ხეებს რომ ამშვენებს? არა ტოტებს, რომლებზეც ისინი ასხია, არამედ ფესვებს, საიდანაც ისინი აღმოცენდნენ. იგივე შეიძლება ითქვას თქვენს კეთილ საქმეებზეც. განა თქვენს გულებში არ მოქმედებს ღმერთი, რომელმაც გიბოძათ არსებობა, შეგინარჩუნათ ძალები და გამოგიცხადათ თავისი მადლი; განა უფალ არ მიმართავს თქვენს ნებას სიკეთისაკენ? და განა თქვენს მიერ აღსრულებული სიკეთე ერთადერთი მისგან არ მომდინარეობს? მოციქულის სიტყვით, - ადამიანს თავისთავად სიკეთის გაფიქრებაც კი არ ძალუძს!"
"არაფერშია საჭირო უფლის შეწევნა ისე, როგორც ჩვენი ცხონების საქმეში, ვინაიდან არაფერში ვართ ისეთი სუსტები, როგორც - სიკეთის ქმნაში"
"წვიმა მაშინ კი არაა სასარგებლო ნიადაგისთვის, როცა იგი ჯერ კიდევ სრულებით არ გათავისუფლებულა თოვლისა და ყინულისაგან, არამედ მაშინ, როცა გამთბარია მზის სხივებით: სწორედ ასევე, ღვთის სიკეთეს საკმარისად მხოლოდ ის გულები იღებენ, რომლებიც უფლისადმი სიყვარულით არიან გამთბარნი".
"სიკეთე სიმტკიცის გარეშე სისუსტეა"
"კეთილი ის კი არ არის, ვინც მხოლოდ სიკეთეს აკეთებს, არამედ ის, ვისაც ბოროტების ქმნაც არ შეუძლია"
/წმიდა მამა გაბრიელი/
"ზოგიერს მხოლოდ სიკეთის აღსასრულებლად არ ჰყოფნის ძალა და არა - კეთილი სურვილი"
"კეთილი სურვილი მაშინ არის მაცხოვნებელი, როდესაც მტკიცედ და დაუზარებლად აღესრულება. არიან ადამიანები, რომელთა გზა კეთილი ზრახვით იყო მოფენილი; მაგრამ კეთილი ზრახვები აღუსრულებელი დარჩა და მათი გზა ჯოჯოხეთისაკენ წარემართა"
"იცხოვრე ისე, რომ შენი სული სიკეთისკენ იყოს მიმართული"
"ღვინოს ან ცვილს მხოლოდ წნევის საშუალებით გამოაცალკევებენ; სწორედ ასევე, კეთილ საქმეებს სხვაგვარად ვერ აღასრულებ თუ არა - გაძლიერებული შრომითა და ღვაწლით!"
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"არ აკეთო სიკეთე მხოლოდ იმიტომ, რომ ამას, შესაძლოა, რაიმე არასასიამოვნო მოჰყვეს, - ეს ნიშნავს იმას, რომ სამუდამოდ თქვა უარი სიკეთის ქმნაზე"
"ღმერთი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს ჩვენგან და არ აღიარებს კეთილ საქმეებად არც ერთ ჩვენს საქმეს, თუკი ისინი ჩვენ სულიწმიდის მადლის შეწევნის გარეშე მოგვიმოქმედებია. ღმერთის შეუწევნელად რომ ყოფილიყო შესაძლებელი კეთილ საქმეთა მოქმედება, მაშინ იგი არც გარდამოხდებოდა ქვეყნად ჩვენი ხსნისათვის"
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"ადამიანმა უნდა ილოცოს,რომ უფალმა შეაძლებინოს კეთილი სიტყვისა და კეთილი საქმის კეთება. ყველანაირი კეთილი აზრი ღვთისაგან მოდის. ღვთის გარეშე ადამიანს არანაირი კეთილის ქმნა არ შეუძლია"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში, თუნდაც არასრულყოფილად იცავს ყოვლადსახიერი ღვთის ხატებას, ხარობს ყოველგვარი სიკეთით მაშინაც კი, როდესაც მხოლოდ ესმის მის შესახებ; ამიტომ ბუნებრივია მისი ნეტარება, როდესაც ამას იქმს"
"თუ ჩვენს ძალებს კეთილ საქმეებში არ ვავარჯიშებთ, უცილობლად გადავიქცევით რაღაც ცუდად დ მანკიერად; ისევე როგორც მდინარეში ან დინების საწინაარმდეგოდ მივცურავთ, ან მივდევთ მას"
"იმისათვის, რომ სათნო-ეყო ღმერთს, მხოლოდ კეთილი საქმეების აღსრულება არ კმარა, არამედ ისინი კეთილად უნდა აღასრულო"
"კეთილი საქმეები განზრახვით ფასდება!"
/წმ. ამბროსი მედიოლანელი/
"ასწავლე სხვას მოთმინებით, რათა მან მაშინაც კი სიკეთე აკეთოს, როდესაც თავად შენ არასრულყოფილად მიაჩნიხარ"
"ქმნა იმისა, რაც ღმერთს სურს და მაგრამ - არა ისე, როგორც მას სურს, ნიშნავს, ცუდად გააკეთო სიკეთე და, შესაბამისად, საერთოდ არ აღასრულო იგი"
"წმიდა საქმეა, სიკეთე აირჩიო სხვა არაფრისათვის თუ არა თვით - სიკეთისათვის"
/წმ. ნილოს სინელი/
"საქმე კეთილი განზრახვის გარეშე იგივეა, რაც მჭლე შესაწირავი (ფსალმ. 65, 15), ანდა - სხეული სულის გარეშე; ღმერთი მათ უარყოფს"
/ნეტარი ავგუსტინე/
"ვისაც შეუძლია, უშველოს დასახრჩობად განწირულს და არ უშველის, ის მას დაახრჩობს"
"სულიწმიდის მადლის გარეშე ვერცერთ სიკეთეს და სათნოებას ადამიანი ვერ იქმს! და თუ ფიქრობს, რომ სულიწმიდის გარეშე რაიმე სიკეთეს აკეთებს, სინამდვილეში, ეს ღვთისთვის სათნო სიკეთე არ იქნება. იმიტომ რომ მიზანი შეიძლება სულ სხვა იყოს, მაგალითად, ადამიანის განდიდება ან სხვადასხვა მიზანდასახულობა, რომელთა შედეგადაც ადამიანი სულიერ ნაყოფს ვერ გამოიღებს"
/მეუფე შიო მუჯირი/
"რაოდენ ბედნიერი უნდა იყოს ის, ვინც კეთილი საქმეებით, მცირედითაც და დიდებითაც, მოვალედ აქცია ცხოველმყოფელი კაცთმოყვარე ღმერთი!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ნურასოდეს გააკეთებ რაიმე სამარცხვინოს, თუნდაც იგი მრავალს მოსწონდეს, და ნუ მიატოვებ კეთილ საქმეს, მიუხედავად იმისა, რომ ბიწიერებს იგი სძულთ!"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"თუ ცოდვის ჩადენას ასაკის მიზეზით შეწყვეტ, ეს შენი უძლურების წყალობით მოხდება. ჩვენ კი ვაქებთ (ღვთის სიტყვაზე დაყრდნობით) მათ, ვინც ნებაყოფლობით არიან კეთილნი და არა - მათ, რომელნიც იძულებულნი არიან, ასე მოიქცნენ!"
/წმ. ბასილი დიდი/
"საკუთარი კეთილი საქმეების გამამჟღავნებელი ჰგავს მიწის ზედაპირზე მთესველს: მოფრინდებიან ზეციური ჩიტები და აკენკავენ მარცვლებს. თავისი ცხოვრების დამფარავი კი ხნულში მთესველს ჰგავს: იგი უხვ მოსავალს მოიწევს!"
/ძველი პატერიკი/
"ვინც ყოველდღიურად არ გლოვობს ცოდვათა გამო, მან კეთილი საქმეებიც რომ აკეთოს, ის დღე სულიერად მაინც უქმად დაუკარგავს"
"კაცი, რომელსაც კეთილი ექმნას, ქმნილს არ უნდა იხსენიებდეს, სხვა კეთილის ქმნას უნდა შეუდგეს. თუ წარსულის თვისგან ქმნილის კეთილის ხსენება დაიწყო, ამპარტავნებისგან დაინთქმის, ვითარცა ფარისეველი"
/წმ. ანტონ ჭყონდიდელი/
"შეუძლებელია, ადამიანმა კეთილი საქმე გააკეთოს და იქვე ჩასაფრებული არ ჰყავდეს პატივმოყვარეობის ვნება"
"პირველ რიგში, ეშმაკი ცდილობს, ადამიანს არ გააკეთებინოს კეთილი საქმე, მაგრამ თუკი ადამიანი მაინც შეეცდება სიკეთის ქმნას, ეშმაკი ცდილობს, ისე მაინც გააკეთებინოს, რომ მისი სიკეთე ღვთის წინაშე სათნოდ არ დარჩეს. თუ ამ მხრივაც ვერ წარემატება, ეშმაკი ქების აზრებს უგზავნის ადამიანს ჩადენილი სიკეთის გამო და ისიც იწყებს საკუთარი თავის ქებას - მას ამპარტავნება ეუფლება, რითაც ერთიანად ანადგურებს სიკეთეებს"
"მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი კეთილი საქმეები სხვა არაფერია, თუ არა ღვთის საჩუქარი და ჩვენ მათ აღვასრულებთ არა იმდენად ჩვენი ძალებით, არამედ უფლისმეირი მადლის შემწეობით"
/სქემარქიმანდრიტი პანტელეიმონი (აგრიკოვი)/
"ღვთისგან მოვლენილი კეთილი ზრახვების გარეშე ადამიანი ვერანაირ სათნოებას ვერ აღასრულებს. ყოველგვარი სიკეთე ადამიანს ღვთისგან ეძლევა"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"თუ საკუთარ თავს კარგად დავაკვირდებით და განვსჯით, მივხვდებით, რომ არავითარი სიკეთე არ გაგვაჩნია. ვინც თვლის, რომ სიკეთენი აქვს, ამპარტავნების ვნებით არის შეპყრობილი. თუ უფალი არ შეგვეწევა სიკეთის გაკეთებაში, საკუთარი ძალისხმევით არც სიკეთის გაკეთება შეგვიძლია. შესაძლოა სურვილი გვქონდეს და დავიწყოთ, მაგრამ თუ უფალი არ შეგვეწევა, ვერ აღვასრულებთ"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"კეთილთა უბედურება ბოროტთა ბედნიერებას სჯობს"
"აკეთე სიკეთე და სიკეთე ღმერთთან მიგიყვანს"
/ილია II/
"ზოგი ადამიანი სიკეთეს აკეთებს ღვთის სახელით იმისათვის, რომ თავისი ჩადენილი ცოდვები გამოისყიდოს. ზოგიც მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიყვარულით"
/დეკ. გიორგი გორგიძე/
"კეთილ საქმეთა აღსრულების საშუალება ლოცვით მოიპოვება!"
"არ ჩაიწერო შენი კეთილი საქმენი:
თუ ჩაიწერ, დაწერილი სწრაფად აღიხოცება;
თუ დაივიწყებ, ისინი მარადიულობაში ჩაიწერება"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სიკეთე შორსმჭვრეტელია და ღრმა მიზეზებს ხედავს. ბოროტება კი ახლომხედველია და არ იცის მოვლენების ნამდვილი მიზეზები. ბოროტებამ და ფრინველმა იციან, რომ იმისათვის, რათა წვიმა წამოვიდეს, ღრუბელია საჭირო. სიკეთე კი ხედავს, რომ ყოველივე ღმერთის ხელშია. ბოროტება და ვირი ხედავენ, რომ სიმინდის აღმოსაცენებლად ნაკელია საჭირო. სიკეთემ კი იცის, რომ ყოველივეზე ღმერთის ნებაა"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ სიკეთეზე ბოროტებით გვიპასუხებენ. სულიერი კანონით, როგორც დღეს მოყვება ღამე, ასევე სიკეთეს მოყვება ბოროტება.
წმ. მამები ხატოვნად ამბობენ, რომ ჩვენ ძალიან ხშირად "მანას მერე ვიღებთ ნაღველს". ეს - ღვთისგანაა. ეს ჩვენი რწმენის შემოწმებაა, ჩვენი მზადყოფნის შემოწმება - მტკიცედ ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, ყველაფრის მიუხედავად ვაკეთოთ სიკეთე"
/წმ. მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/
"თუ გსურს გახდე კეთილი ადამიანი, საკუთარი თავის მიმართ გამოიჩინე სიმკაცრე, სხვები კი დაინდე:
მკაცრი შენ თავთან იყავი,
სხვებს კი მიხედავს უფალი".
"სიკეთეს მხოლოდ კეთილი საქმეებით მოიმკი:
ავი საქმე სიავეზე ძევსო,
სჯობს სიკეთე სიკეთისთვის თესო!"
"კეთილი საქმეები კეთილ გულში ცოცხლობენ"
"ჩვენს სიკეთეს ქვემოდან თუ ვუცქერით, ის უზარმაზარია; ზემოდან კი საერთოდ არ ჩანს:
გუბურასავით უმცირესია სიკეთე ჩვენი, ხოლო უფლისა ოკეანის სიღრმეს ამეტებს"
"ბოროტება სამოთხეში მეგზურობას ვერ გაგიწევს, სამოთხის გზაზე მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე შეიძლება წაგიძღვეს"
"ვინც სიკეთეს დაეძებს, ის "მოყვარეებს", ჭორებსა და ახალ ამბებს გვერდს უვლის"
"სიკეთეს მხოლოდ სიტყვით ვერ დათესავ"
"საუკეთესო მეცნიერება - სიკეთეა"
/ბერი სვიმეონ ათონელი/
"ყოველდღე სიკეთე ვაკეთოთ, - უნდა ვიქმოდეთ იმას, რაც გუშინ და გუშინწინ არ გაგვიკეთებია"
/ილია II/
"სიკეთე სიკეთისთვის უნდა გვიყვარდეს, ანუ ჩვენ მიერ გაკეთებული სიკეთის სანაცვლოდ მხოლოდ იმ კმაყოფილების განცდას ვჯერდებოდეთ, რომელიც აღიძვრება ჩვენში თითოეული უანგარო სიკეთის დროს"
"სიკეთის კეთება ვალდებულებად არა, მდგომარეობად უნდა გექცეს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება. შენზე გაჭირვებულს რომ დაეხმარები, ის არის ღვთის წინაშე შეწირული. ისე კი კეთილი ყველასთვის უნდა გინდოდეს. თავის თავზე არასოდეს იტყოდა [ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი], რომ მე გავაკეთეო, არამედ ღვთის ძალითა და სიბრძნით კეთდება ყოველი კეთილი საქმეო - განმარტავდა. ყოველ კეთილ საქმეს დაჰფარავდა ადამიანთა თვალთაგან. თუ ვინმე შველას თხოვდა, მიუგებდა, მე რა შემიძლია, მე ცოდვილი ვარო, მაგრამ მაინც ფარულად განკურნავდა მას და ეტყოდა: - მარჯვენამ არ უნდა იცოდეს, რასა იქმს მარცხენაო"
"ჩვენ ვცდილობთ, სიკეთე ვაკეთოთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სიკეთე გავუკეთოთ სხვა ადამიანს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ვაკეთებთ სიკეთეს და გვპასუხობენ ცუდი საქმეებით, ბოროტებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამაგიერო უნდა გადავუხადოთ. სამაგიეროს გადახდა აძლიერებს ბოროტებას, ბოროტება ორმაგდება"
/ილია მეორე/
"კარგი სახელის მოპოვებისთვის უამრავი კეთილი საქმის გაკეთებაა საჭირო, მისი დაკარგვისთვის კი ერთი ცუდი საქმეც კმარა"
/მონაზონი ვერონიკა/
"ყველაზე კარგი "სპორტი" სიკეთის კეთებაა"
/მონაზონი ვერონიკა/
"ძველ დროს იყო სიუხვე სიკეთისა, სიუხვე ქველმოქმედებისა, იყო კეთილი მაგალითები, და ბოროტება სიკეთის სიუხვეში დაინთქმებოდა, შეუმჩნეველი იყო და ხალხს არ ვნებდა. ეხლა კი რა ხდება? უხვადაა ბოროტი მაგალითები, ხოლო ის ცოტაოდენი სიკეთე, რომელიც კიდევ დარჩა, გროშადაც არ ღირს. ანუ დღეს სწორედ რომ საწინააღმდეგო ხდება, ცოტაოდენი სიკეთე დიდ ბოროტებაში ქრება და ხელისუფლებაშიც ბოროტებაა გამეფებული"
/ღირსი პაისი ათონელი/
"სამოთხე ეს იგივეა, რაც სიკეთე, ჯოჯოხეთის ტანჯვა კი - რაც ბოროტება"
/ღირსი პაისი ათონელი/
"სიკეთის კეთებისას ადამიანი სიხარულს გრძნობს, ცოდვის ქმნისას - იტანჯება. რაც მეტ სიკეთეს იქმს კაცი, მით მეტად ხარობს, რაც მეტ ბოროტებას აღასრულებს იგი, მით უფრო ძლიერად იტანჯება მისი სული"
/ღირსი პაისი ათონელი/
"არასდროს იფიქრო, რომ სიკეთე ღმერთის გარეშე გააკეთე, რადგან, იფიქრებ თუ არა ასე, მადლი განგეშორება და დაკარგავ მას, რათა შენი უძლურება შეიცნო და ისწავლო "საკუთარი თავის შეცნობა"
/წმ. იოსებ ისიქასტი/
"უფლის შეწევნის გარეშე ადამიანს არანაირი სიკეთის კეთება არ შეუძლია. შეიძლება ადამიანს სურდეს სიკეთის კეთება, მაგრამ მას უფალი უნდა შეეწიოს, საამისოდ კი საჭიროა ლოცვა"
"ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის საკმარისია, უფალი ჰყავდეს და სხვა არანაირი სიკეთე არ გააჩნდეს, რადგან უფლის მიერ პოულობს ის ყოველგვარ სიკეთეს, რადგან ღმერთია საუნჯე ყოველთა კეთილთა"
"ჭეშმარიტი სიკეთის კეთება უფლისა და მისი მადლის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ჩვენით (ღმერთის შეწევნის გარეშე) ვერანაირ ნამდვილ სიკეთეს ვერ აღვასრულებთ"
/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/
"კეთილმა ადამიანმა უნდა იცოდეს ეშმაკის და ადამიანთა მზაკვრობა, თორემ ძალიან დაიტანჯება"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"როდესაც კეთილ საქმეს აკეთებს ადამიანი, უფალი მას სიხარულს მიანიჭებს"
/ციცინო სუქნიძე, ბიოლოგიის დოქტორი, ნეირო-ფიზიოლოგი/
"[უფალო] მხოლოდ ძლიერს ძალუძს სიკეთის ქმნა; მხოლოდ იგი, ვინც შენი ღვთაებრივი წყაროდან დაიურწყებს და შენს პურს იხმევს, აღივსება სიკეთის ძალით"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"შეუძლებელია თუ არა აღასრულოს სიკეთე მან, ვინც არ არსებობს? შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა ადამიანთა მოდგმას სასუფეველმა: რამდენი კეთილი საქმის სულისჩამდგმელია იგი; რამდენი მწუხარება აქცია სიკეთედ; რამდენი ცრემლი ამოაშრო; რამდენ სულში გააღვიძა ღვთაებრივი წყურვილი!
შეუძლია თუ არა სიკეთე აკეთოს მან, ვინც არ არსებობს?"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ნუ ჩაიწერ შენს კეთილ საქმეებს: თუ ჩაიწერ, ჩანაწერი სწრაფად წაშალე; თუ დაივიწყებ, ისინი მარადიულობაში ჩაიწერება; ნუ ჩაიწერ მეზობლის ცოდვებს: თუ ჩაიწერ, ნახევარი მათგან შენ დაგაწვება. დაივიწყე ისინი და უფალი დაიიწყებს შენს შეცოდებებს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"თუ ბუკსა და ნაღარას დაჰკარი შენი კეთილი საქმეების გამოსავლენად, მაშინ პატივმოყვარეობას პირფერობასაც დაუმატებ და სხვის თვალში კეთილად წარმოჩენილი საქმე შენთვისაც აშკარა ბოროტებად გადაიქცევა. ამიტომაც გაფრთხილდით! გიჯობთ მადლი ისე აღასრულოთ, რომ მაშინვე დაივიწყოთ ამის შესახებ და შეუდგეთ სხვა კეთილი საქმის აღსრულებას. აი, მაშინ კი უფალი, რომელიც დაფარულსაც ხედავს, მოგაგებს ხილულად"
"ვინც საკუთარი თავის მიმართ შემწყნარებელი არ არის, ის ყოველთვის მტკიცეა სიკეთის ქმნაში"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ღვთის ძეობა ანუ სიკეთე, ჩვენივე ბუნებიდან გამომდინარე უნდა ავირჩიოთ, რადგან ღვთის ხატად ვართ შექმნილნი, სიკეთე კი უფლის თვისებაა"
"როცა სიკეთეს გავაკეთებთ, ყველაზე საუკეთესო იქნება, თუ ჩვენს ქველ საქმეს მაშინვე დავივიწყებთ და სხვა ახალი, კეთილი საქმის აღსრულებას შევუდგებით და ასეთ შემთხვევაში კი უფალი, რომელიც დაფარულსაც ხედავს, რომლისთვისაც არაფერია დაფარული, მოგვაგებს ხილულად!"
/აკაკი მინდიაშვილი/
"როცა სიკეთეს გავაკეთებთ, ყველაზე საუკეთესო იქნება, თუ ჩვენს ქველ საქმეს მაშინვე დავივიწყებთ და სხვა ახალი, კეთილი საქმის აღსრულებას შევუდგებით და ასეთ შემთხვევაში კი უფალი, რომელიც დაფარულსაც ხედავს, რომლისთვისაც არაფერია დაფარული, მოგვაგებს ხილულად!"
/აკაკი მინდიაშვილი/
"სიკეთის კეთებას ნიჭი უნდა"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/
"რწმენასთან ერთად კეთილი საქმეებიც უნდა ვიქონიოთ, ვინაიდან მათ გარეშე სულიერ ცხოვრებაში წარმატების შენარჩუნება და, საერთოდ, სულიერ ცხოვრებაში წარმატება შეუძლებელია"
/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/
"სიკეთის აღსრულებისას იფიქრე, რომ ღმერთს ბაძავ"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"გარდა ამისა, უფალშია მთელი სიკეთე, ამიტომაც თქვა ქრისტემ: "არავინ არს კეთილ გარდა უფლისა". მისი სიკეთე მოიცავს თავის თავში მოწყალებას, მოთმინებასა და ცოდვათა შენდობას. უფალმა თავისი სიკეთე გაუნაწილა თავის ყოველ ქმნილებას. ამიტომაც არის უფლის ნებისმიერ ქმნილებაში ღმრთაებრივი სიკეთე. ეშმაკსაც აქვს ღვთაებრივი სიკეთე, რის გამოც მას სურს თავისთვის სიკეთე და არა ბოროტება. მაგრამ უგუნურების გამო ფიქრობს, რომ ბოროტებით შეუძლია სიკეთის მიღწევა, ანუ ჰგონია, რომ უფლის ყველა ქმნილებისადმი ბოროტების მიყენებით თავისთვის აკეთებს სიკეთეს.
ჰოი, რამდენი ღმრთაებრივი სიკეთეა უფლის ყოველ ქმნილებაში: ქვაში, მცენარეში, ცხოველში, ცეცხლში, წყალში, ჰაერში! ყოველი ეს სიკეთე მიღებულია უფლისაგან - ყოველი სიკეთის დაულეველი, უძირო და უდიდესი წყაროსგან. ამიტომ, როდესაც გსურს - გახდე უფრო კეთილი, არ ეძებო სიკეთე არსად გარდა უფლისა. მხოლოდ მას აქვს სიკეთე მოჭარბებულად, ილოცე ასე:
"ყოვლად კეთილო, ყოვლადმოწყალეო და მრავლის დამთმენო უფალო, მომმადლე მე ცოდვილს შენი სიკეთე, რათა შენი სიკეთისგან გავიხარო და გავნათლდე და შევძლო უკეთესად გემსახურო. მატარე მე და თანადგომა გამიწიე უფალო, რომ შენი სიკეთე არ მივმართო ბოროტებისათვის, როგორც სატანამ, არამედ მხოლოდ სიხარულისთვის და ბედნიერებისთვის, რომ შევძლო ვიამაყო სიკეთით და გავანათლო ჩემი თავი და ყოველი შენი ქნილება ჩემ გარშემო მყოფი".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"თუკი შენ გული გტკივა ვინმე უბედურის გამო და შენ მას ეხმარები, დაფიქრდი - მაშ რამხელა მსხვერპლზე წახვიდოდი, იმ ადამიანის მაგივრად რომ იყოს ქრისტე! ასე აბარებს ადამიანი გამოცდებს. საკუთარი მოყვასის სახით მორწმუნე ხედავს ქრისტეს. თავად ქრისტე ამბობს, რომ ვინმე ერთი უბედურებისთვის გაკეთებული სიკეთე თავად უფლისთვის გაკეთებულია. რა თქმა უნდა, ყველას შესაბამისი პატივი უნდა მივაგოთ, მაგრამ სიყვარული ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. მინისტრი და გლახაკი, გენერალი და ჯარისკაცი - ერთნაირ ადგილს იკავებენ ქრისტიანის გულში"
/ღირსი პაისი ათონელი/
"როცა ადამიანს უმაღლესი სიკეთე ჯერ არ უგემია, მაშინ საკუთარ სიკეთეს, ცოდვით შებილწულს, მის თვალში ფასი აქვს. ხოლო, როცა იგი ღვთაებრივ, სულიერ სიკეთეს ეზიარება, მაშინ მის თვალში საკუთარი სიკეთე გაუფასურდება, რომელიც შეერთებულია, შეზავებულია ბოროტებით"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"საშუალება სიკეთის ქმნისა დიდი წყალობაა ღვთისაგან. ამიტომ მისკენ უნდა ვიჩქაროთ, უნდა ვისწრაფოთ მთელი არსებით. ყოველი კეთილი საქმის შემდეგ მშვიდდება და ხარობს სული. გრძნობს, ასეც უნდა მოქცეულიყო. უჩნდება სურვილი მისი კვლავ და კვლავ ქმნისა. ეცდება, ანუგეშოს, გაამხნევოს ვინმე. ყოველივე ამის შემდეგ ადამიანის გულში თვით უფალი ივანებს: "და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ"
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience