ეს თემა რა თქმა უნდა გახსნილი იქნებოდა ამ განყოფილებაში, თუმცა ვინაიდან ამოუწურავ საკითხად მიმაჩნია და ცოტა სხვა კუთხით მაინტერესებს კიდევ ერთხელ გავხსნი...
მოკლედ,
მინდა მოვისმინო თქვენი გამოცდილების შესახებ, როგორ ვლოცულობთ იესოს ლოცვას ? როდის ? რა განცდებთან არის დაკავშირებული ? მოგვეხმარა თუ არა ცოდვებთან ბრძოლაში ? რამდენად ეფექტური იარაღია ?
ვინც ერთხელ მაინც ჩამომჯდარა კონკრეტულად ამ ლოცვისათვის და ულოცია თუნდაც 10-15 წუთის განმავლობაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები
ეს თემა ტაბუ დადებულია თუ უბრალოდ პრაქტიკოსი ქრისტიანების დეფიციტს განიცდის ეს საიტი ?
http://church.ge/index.php?showtopic=4678
ეჰ
წიგნები მეც წავიკითხე... თეორია მეც ვიცი...
მე თქვენი პირადი გამოცდილება მაინტერესებდა...
ნეო, ძნელია საერთოდ იესოს ლოცვის პირად გამოცდილებაზე საუბარი, ეგ ისეთი ღრმა პიროვნული რამაა, რომ ან კარგად უნდა იცნობდე დეტალებს, რომ სხვათაც გააგებინო რაა და როგორ, ან დუმილი სჯობს და იმ თეორიების კითხვა და მოძღვართან ერთად სწავლა ამ ლოცვისა...
neo
ეჰ ნეტა ყველა მიყვებოდეს იესოს გზას
,........ ნუ ეშმაკი არ დაჯდება და არ დაგიწყებს ყურებას როგორ ლოცულობ, ეგრევე გაგხსენებს თAვის თAვს.
5
kvelaze tkbili
rac me mkonia
rac ki odesme gamigonia
natlobidan me gamomkolia
is xuti sitkva
chems gulshi antia
gonebis mcveli
tbili sanatia
da im camebshi
gons rom vegebi
da mters cremlit
da gmertit rom verevi
gulshi vpoulob
me im xut sitkvas
"გონებრივი ღვაწლი-იესოს ლოცვის შესახებ" წაიკითხეთ თუ არ გაქვთ, მე მაგას ვკითხულობ,
ეგ წიგნი ვიყიდე და სახლში რომ მივიტანე, ვკითხულობდი და რომ წავიკითხე " უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი" გულში უცებ აფეთქდასავით
უხეშად რომ ვთქვა ზოგჯერ
მავიწყდება..
ზოგჯერ როცა მინდა
ვთქვა
წამომივლსი ხოლმე რაღაცები
და ვფიქორობ რომ
იმდენი სასიზღარი
და უღირსი ვარ რომ არც კი შეიძლება მე ეს სიტყვები წარმოვთქვა..
ზოგჯერ თავისით,
თითქოს
არსაიდან ვიწყებ
და კია ხანი რო გავსტან ესე
მერე ვხვდები
რას ვაკეთებ..
კიარა და რას ვამბობ გულში
და თითოეულ სიტყვას დიდი სითბოთი წარმოვთქვამ
ხოლმე და მადლობა ამისთვსი უფალს..
მაგრამ საქმეც იმაშია
რომ ზოგჯერ..
.................................................
gvasalia
ხუთი სიტყვითაც შეიძლება რომ თქვა,
თავიდან თურმე პირველად რომ დაიწყეს მონასტრული ცხოვრება კითხვა და თვლა არ იცოდნენ ზოგმა და ფსკვნილები გააკეთეს,მოკლე ლოცვებს იზეპირებდნენ და ფსკვნილზე ლოცულობდნენ. მგონი ანტონი დიდის დროს. მაშინ იყო "უფალო იესო ქრისტე ძეო და სიტყვაო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი"...ნელ-ნელა შემოკლდა. უბრალოდ უფალო შემიწყალეც შეიძლება რომ თქვა, 5 სიტყვა იმიტომ მიწერია რომ პავლე მოციქულის ერთ-ერთ ეპისტოლეშია ეგრე მოხსენებული...
ხოლო ლოცვით ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. და მოგვიტევე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.
მართლმადიდებლებისათვის იესოს ლოცვას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს მცირე სტატია საინტერესოა თავისი ისტორიული მიმოხილვითაც და ასევე რჩევებითაც
უხილავი ბრძოლა
იესოს ლოცვის შესახებ
იყვნენ და არიან კიდეც ისეთი მლოცველები, ერთ მოკლე ლოცვას რომ შეიყვარებდნენ და განუწყვეტლივ იმეორებდნენ. წმიდა კასიანე ამბობს, რომ მის დროს ეგვიპტეში ჩვეულებრივ ყველა იმეორებდა 69-ე ფსალმუნის სიტყვებს: ღმერთო შეწევნასა ჩემსა მომხედენ, უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. წმიდა იოანიკეს შესახებ კი წერენ, რომ ის მუდმივად იმეორებდა ამგვარ ლოცვას: სასოებად ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სულიწმიდა. ამავე ლოცვას ურთავდა ის თავისი ლოცვითი კანონის - 30 ფსალმუნის თითოეულ ტაეპსაც. სხვა მოუკლებლად ლოცულობდა ამ სიტყვებით: მე, როგორც კაცმა, შეგცოდე, შენ, როგორც ღმერთმა, შემიწყალე. სხვა განსხვავებულ ლოცვას ირჩევდა. უძველესი დროიდან ბევრი ლოცულობდა ასე: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ამის შესახებ აღნიშნავენ წმიდა ეფრემი, წმიდა იოანე ოქროპირი, წმიდა ისააკ ასური, წმიდა ისიქი, წმიდა ბარსანუფი და იოანე, წმიდა იოანე კიბისაღმწერელი. შემდგომში ეს ლოცვა ფართოდ გავრცელდა და საეკლესიო წესდებაშიც დამკვიდრდა, რომლის მიხედვითაც იესოს ლოცვას ყველა საშინაო ლოცვისა და საეკლესიო მსახურების ნაცვლად აღასრულებდნენ. ჩვენშიც მოკლე ლოცვებიდან უპირატესად ეს ლოცვაა დამკვიდრებული. ეცადე, შენც შეეჩვიო.
ამ ლოცვას იესოს ლოცვა ეწოდება, რადგან უფალ იესო ქრისტეს მიემართება და, როგორც ყველა მოკლე ლოცვა, სიტყვიერი შემადგენლობისაა. ლოცვა გონიერი ანუ შინაგანია, როდესაც არა მარტო სიტყვით წარმოითქმის, არამედ გონებითაც და გულითაც, შინაარსის სრული გააზრებითა და შეგრძნებით. ხანგრძლივი და ყურადღებიანი ლოცვის შედეგად გონება და გრძნობა ისე შეერწყმის სულის მოძრაობას, რომ შინაგანად ისინი ერთდებიან, სიტყვები კი თითქოს აღარც არსებობს. ნებისმიერი მოკლე ლოცვა შეიძლება ასეთ სიმაღლემდე ავიდეს. იესოს ლოცვას იმიტომ ენიჭება უპირატესობა, რომ ის სულით ეთანხმება უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ერთადერთი კარია ღმერთთან ურთიერთობისა, რის მოპოვებასაც ლოცვით ვესწრაფვით. თავად უფალმა ბრძანა: ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ (იოან. 14,6). ამიტომ ვინც ამ ლოცვას მოიხვეჭს, განხორციელებული უფლის ძალმოსილებასაც ითვისებს. სწორედ ამაშია ჩვენი ხსნა. ამიტომ ბუნებრივია, არ გაგვიკვირდება იმ მოშურნეთა ღვაწლი, რომლებიც თავდაუზოგავად იღვწოდნენ, რომ ამ ლოცვას დაუფლებოდნენ და მისით ძალა შეეძინათ. შენც მათ მიბაძე.
იესოს ლოცვის დაუფლება გარეგნულად ბაგეებით ლოცვის განუწყვეტელ განმეორებას ნიშნავს. შინაგანად კი - გონების, ყურადღების გულში მოკრებას და მუდმივად უფლის წინაშე მყოფობას, რასაც თან ახლავს განსხვავებული ხარისხის გულის სითბო, მხურვალება, ყველა სხვა გულისწადილის განდევნა და მდაბალი და შემუსვრილი მინდობა მაცხოვრისადმი. დასაწყისისათვის რაც შეიძლება ხშირად უნდა ვიმეოროთ ეს ლოცვა მთელი გულისყურით. ხშირი განმეორება გონებას თავს მოუკრებს ღვთის წინაშე. ასეთი განწყობის შინაგან დამკვიდრებას თან ახლავს გულის სითბო და არა მარტო უბრალო, არამედ ვნებიანი გულისსიტყვების განდევნაც. როდესაც გულში ღვთისადმი მიზიდულობის ჩაუქრობელი ცეცხლი აინთება, მასთან ერთად გამეფდება გულის სიმშვიდე და გონებითი, შემუსვრილი, მორჩილი სასოება უფლისადმი. აი, აქამდე მიაღწევს ჩვენი შრომა ღვთის მადლის შემწეობით. რაც უფრო წარმატებულია ლოცვა, მით მეტია მადლის ზემოქმედება, მით მეტია ღვთის შემწეობა. წმიდა მამები მხოლოდ იმიტომ საუბრობენ ამის შესახებ, რომ მათ, ვინც განსაზღვრულ სიმაღლეს მიაღწიეს, არ იფიქრონ, სასურველი აღარაფერი დამრჩენიაო და, არ იოცნებოს, უკვე სულიერებისა და მლოცველობის მწვერვალზე ვიმყოფებიო.
მაშ ასე, თავდაპირველად რაც შეიძლება ხშირად იმეორე იესოს ლოცვა, ვიდრე მუდმივად მის წამოთქმას არ შეეჩვევი. გირჩევ, ასე მოიქცე:
1) შენს ლოცვით კანონში გარკვეული ადგილი დაუთმე იესოს ლოცვასაც. რამდენჯერმე წარმოთქვი იგი კანონის დაწყებამდე და დასრულების შემდეგაც. გულმოდგინება გამოიჩინე და ყოველი ლოცვის შემდეგ გაიმეორე იესოს ლოცვა, ისევე, როგორც წმიდა იოანიკე დიდი აკეთებდა, რომელიც ფსალმუნის ყოველი ტაეპის შემდეგ იმეორებდა: სასოეაბდ ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა.
2) როგორ და რა ოდენობით წარმოთქვა იესოს ლოცვა, ეს თავად, ანდა სულიერი მოძღვრის რჩევით განსაზღვრე. დასაწყისში ბევრს ნუ ეცდები, ხოლო როდესაც ლოცვა გაგიტკბება, ცოტათი გაზარდე მისი რაოდენობა. თუ ლოცვის განმეორების სურვილი გაგიჩნდება, ასეც მოიქეცი, მაგრამ კანონად ნუ გაიხდი, მხოლოდ სურვილის შემთხვევაში გაიმეორე. და რამდენჯერად გული მოგთხოვს, იმდენჯერ დაემორჩილე.
3) სწრაფად ნუ მიაყოლებ ლოცვას ერთიმეორეს. ლოცვის სიტყევბი ზომიერი დაყოვნებით წარმოთქვი, ისე, როგორც ლაპარაკობენ მნიშვნელოვანი პიროვნების წინაშე, როდესაც რაიმე სთხოვენ. მაგრამ მხოლოდ სიტყვებზე ნუ იზრუნებ, მეტწილად შეეცადე, გონება გულში, უფლის წინაშე მყოფობდეს, ილოცე ღვთის დიდებულების, მადლმოსილებისა და სამართლიანობის სრული შეგნებით.
4) თუ საშუალება გაქვს, შეისვენე ლოცვებს შორის, შეჩერდი და რამდენჯერმე წარმოთქვი იესოს ლოცვა. ხოლო თუ ამას ვერ შეძლებ, მაშინ შინაგანად იმეორე ეს ლოცვა, ყველგან და ყოველთვის, რაიმეს კეთებისას თუ საუბრისას.
5) ლოცვა წარმოთქვი კანონის შესრულებისას ან მის გარეშე. მიიღე ლოცვითი მდგომარეობა და ყოველი ლოცვის წარმოთქმისას ქედი მოიდრიკე - ათჯერ წელამდე, შემდეგ მიწამდე, ვიდრე დაასრულებდე. ალბათ, გსმენია ან წაგიკითხავს, რომ წმიდა მამები საკუთარ ლოცვით კანონს უთვალავი მუხლმოდრეკით აღასრულებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: საკმარისი არაა ლოცვა, თუ ადამიანი სხეულსაც არ გარჯის მუხლმოდრეკით. თუ შეძლებისდაგვარად შენც ასე მოიქცევი, მალე შეამჩნევ, როგორ დადებითად მოქმედებს ეს ღვაწლი იესოს ლოცვის დაუფლებაზე.
6) სხვა სწავლანი, მითითებები და გაფრთხილებები იესოს ლოცვის შესახებ შეგიძლია ფილოკალიის კრებულში, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის, გრიგოლ სინელის, ნიკიფორე მონაზონის, ეგნატესა და კალისტეს შრომებში წაიკითხო. შინაგანი ლოცვის შესახებ ვინც კი წერს, ყველა წმიდა მამის რჩევა შეიძლება გამოგადგეს იესოს ლოცვის შესწავლისას. მათ გაკვეთილებში შეხვდები მითითებებს, თუ როგორ უნდა იჯდე, როგორ გეჭიროს თავი და როგორ ისუნთქო, ეს ხერხები, როგორც წმიდა ეგნატე და კალისტე ამბობენ, მხოლოდ გარეგნული საშუალებებია, რომლებიც ყოველთვის აუცილებელი არაა და არც ყველას გამოადგება. შენთვის მთავარია, გულში ყურადღებამოკრებილი ღვთის წინაშე იდგე და სიმდაბლითა და მოწიწებით წარმოთქვამდე იესოს ლოცვას; მუხლს იდრეკდე, როდესაც კანონს ასრულებ, ხოლო თუ საქმიანობ, შინაგანად მიეახლებოდე უფალს.
7) გახსოვდეს, ყურადღება გულში უნდა მოიკრიბო, მკერდის შიგნით; როგორც წმიდა მამები ამბობენ, მარცხენა მკერდის ოდნავ ზემოთ, და იქ იმეორო იესოს ლოცვა. როდესაც დაძაბულობისაგან გული შეგეკუმშება, ისე მოიქეცი, როგორც ნიკიფორე ბერი გვირჩევს: ყურადღება და ლოცვა იმ ადგილიდან სხვაგან გადაანაცვლე, სადაც, ჩვეულებრივ, საკუთარ თავს ვესაუბრებით - მკერდს ზემოთ, ხორხის ქვეშ. შემდეგ კვლავ მარცხენა მკერდის არეს დაუბრუნდი. ნუ ითაკილებ ამ რჩევას, რაც უნდა უბრალო და ნაკლებსულიერი გეჩვენოს.
8) წმიდა მამები ბევრს გვაფრთხილებენ. მათ არასწორი მოქმედების შედეგად დიდი გამოცდილება შეიძინეს. შეცდომებს რომ თავი აარიდო, სულიერ მოძღვარს ან თანამოაზრეს ჰკითხე რჩევა და შენი ღვაწლის შესახებ ყველაფერი გაუმხილე. ყოველთვის უდიდესი უბრალოებით, მორჩილებითა და სიმდაბლით იმოქმედე და წარმატებას საკუთარ თავს ნუ მიაწერ. იცოდე, ნამდვილი წარმატება შიგნიდან მოდის, შეუმჩნევლად, სწორედ ისე, როგორც სხეული იზრდება. როდესაც შიგნით დაიბადება შეძახილი: აი, ისიც, წარმატება! - იცოდე, მტრის შეძახილია და სიცრუეს სინამდვილედ გაჩვენებს. ეს ხიბლის დასაწყისია. მყის ჩაახშე იგი. სხვაგვარად ის საყვირივით აყვირდება და შენს თავზე დიდ წარმოდგენას უფრო გაგიძლიერებს.
9) ნუ განსაზღვრავ დროს, რომელიც იესოს ლოცვაში წარსამატებლადაა საჭირო. მხოლოდ განუწყვეტლივ იშრომე. თვეები და წლები გავა, ვიდრე წარმატების სუსტ ჩანასახს იხილავდე. ერთ-ერთი ათონელი მამა ამბობდა, რომ მხოლოდ ორი წლის შრომის შემდეგ იგრძნო გულში სითბო. სხვას რვა თვის შემდეგ ეწვია ასეთი მდგომარეობა. ამას ყველა საკუთარი ძალებისა და საქმისადმი გულმოდგინების მიხედვით განიცდის.
ლოცვაში წარსამატებლად ხელშემწყობი საშუალებები
თუ ლოცვაში წარმატების მიღწევა გსურს, ყველაფერი იღონე, რათა მეორე ხელით არ დაანგრიო პირველის მიერ შექმნილი.
1) სხეულს საზრდელით, ძილით, მოსვენებით ნუ გაანებივრებ. არაფერი მისცე მხოლოდ იმიტომ, რომ ამის სურვილი აქვს. გაიხსენე წმიდა მოციქულის შეგონება: ხორცისთვის ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად (რომ. 13,14), ნუ მოასვენებ ხორცს.
2) გარეგნული ურთიერთობები დროებით, ლოცვის დაუფლებამდე, აუცილებლობამდე შეზღუდე. შემდეგში შენში ამოქმედებული ლოცვა თავად გიჩვენებს, რა შეიძლება შეამატო ზიანის გარეშე. განსაკუთრებით დაიცავი გრძნობები, მათგან კი თვალები და სმენა, შებორკე ენაც. უამისოდ ნაბიჯითაც ვერ წაიწევ წინ. როგორაც სანთელი ქრება წვიმასა და ქარში, ასევე ლოცვა ვერ ინარჩუნებს მხურვალებას გარედან შთაბეჭდილებების მოძალებისას.
3) ლოცვის შემდეგ მთელი თავისუფალი დრო კითხვასა და გააზრებას მოანდომე. საკითხავად შეარჩიე წიგნები, სადაც ლოცვისა და სულიერი ცხოვრების შესახებაა მოთხრობილი. იფიქრე მხოლოდ ღმერთზე, ღვთაებრივ საგნებსა და მეტწილად კი ჩვენი ხსნისთვის განხორციელებულ მაცხოვარზე, უფრო ხშირად უფლის ვნებებსა და ჯვარცმაზე. თუ ასე მოიქცევი, ღვთაებრივი ნათლის ზღვაში ჩაიძირები. ამას თან დაურთე ეკლესიაში სიარული, როცა კი შესაძლებლობა გექნება. ტაძარში ყოფნის დროსაც ლოცვის ღრუბლით დაიფარები. წარმოიდგინე, რა იქნება, თუ მთელს მსახურებას ჭეშმარიტი ლოცვითი განწყობილებით ჩაამთავრებ?
4) უწყოდე, ზოგადად ქრისტიანულ ცხოვრებაში წარმატების გარეშე ლოცვაში ვერ წარემატები. სულს არც ერთი მოუნანიებელი ცოდვა არ უნდა ამძიმებდეს. და თუ ლოცვისას ისეთ რაიმეს ჩაიდენ, რაც სინდისს დაგიმძიმებს, ისწრაფე, სინანულით განიწმინდო, რათა ღვთის წინაშე კადნიერად წარდგომა შეგეძლოს. მუდმივად გულშემუსვრილი იყავი. ხელიდან ნუ გაუშვებ სიკეთის ქმნის შემთხვევას, ანდა კეთილგანწყობის, სიმდაბლის, მორჩილებისა და საკუთარი ნების მოკვეთის შესაძლებლობას. თავისთავად იგულისხმება, რომ სული ცხონებისადმი მოშურნეობით უნდა გქონდეს აღვსილი და ჩაუქრობლად ენთოს. ეს სურვილი უნდა იყოს ყოველივეს მამოძრავებელი და ღვთის შიში და მტკიცე სასოება ახლდეს თან.
5) ამგვარად მომართულმა იღვაწე. ხან მზა, ხან საკუთარი, ხანაც მოკლე ან იესოს ლოცვით ილოცე. ხელიდან ნუ გაუშვებ შესაძლებლობას, რაც ამ ღვაწლში წაგადგება და, მოიპოვებ, რასაც ეძებ. მაკარი ეგვიპტელის სიტყვებს შეგახსენებ: დაინახავს ღმერთი შენს ლოცვით ღვაწლს, რომ გულწრფელად გსურს წარმატება და მოგანიჭებს ლოცვას. გახსოვდეს, მართალია, საკუთარი ძალებით აღსრულებული და მოპოვებული ლოცვა ღვთისთვის სათნოა, მაგრამ ჭეშმარიტი ლოცვა, რომელიც გულში მკვიდრდება და მისგან განუშორებელი ხდება, ღვთიური ძღვენი და ღვთის მადლისმიერია. ამიტომ როდესაც სხვა რაიმეზე ლოცულობ, არ დაივიწყო ღვთისგან ლოცვის მონიჭებაც გამოითხოვო.
6) მოგითხრობ, რაც ერთი ღვთისმოყვარე ადამიანისგან მსმენია: „მთლად წესიერად არ ვცხოვრობდი. მაგრამ უფალმა შემიწყალა და სინანულის სული მომმადლა. ეს მარხვის დროს მოხდა. მთელი ძალით ვცდილობდი გამოსწორებას. აღსარების წინ დიდხანს ვლოცულობდი ღვთისმშობლის ხატის წინ, ძალას და სიმტკიცეს შევთხოვდი მას. აღსარებისას ყველაფერი გულახდილად ვთქვი. სულიერ მოძღვარს არაფერი უთქვამს ჩემთვის, მაგრამ როდესაც შენდობის ლოცვა წარმოთქვა, გულში ტკბილმა ცეცხლოვანმა ტალღამ დამიარა. საოცრად სასიამოვნო გრძნობა იყო. ეს ცეცხლი გულში ჩამრჩა, მეგონა ვიღაცას ეკავა ჩემი გული. იმ დღიდან სულ ვლოცულობდი. გულისყური იქ მქონდა, იმ გრძნობასთან და ვცდილობდი, არ დამეკარგა ეს განწყობა. და უფალი შემეწია. იესოს ლოცვის შესახებ არაფერი მსმენოდა. როდესაც შევიტყე, მივხვდი, ჩემში არსებული იყო სწორედ ის, რის მოპოვებასაც ამ ლოცვით ცდილობენ“. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მიხვდე, რას ვეძიებთ ლოცვითი ღვაწლით და როგორ უნდა გავიგოთ, როდესაც მიზანი მიღწეულია.
7) ყველაფერთან ერთად წმიდა გრიგოლ სინელის სიტყვებიც გაითვალისწინე (ფილოკალია, 1 ნაწ. გვ.112): „მადლი ჩვენში ნათლისღებიდან მკვიდრობს, მაგრამ ჩვენი უყურადღებობის, ამაოებისა და გამოუსწორებლობის გამო ითრგუნება და მარცვალივით მიწით იფარება. როდესაც მოშურნეობით აღვსილი ადამიანი გამოსწორებას ცდილობს, მან მთელი ძალისხმევა უნდა მოახმაროს ამ მადლიანი ნიჭის აღდგენას. ეს ორნაირად ხდება: პირველ რიგში იგი მცნებათა მუდმივი აღსრულებით გამოვლინდება. რამდენადაც პიროვნება წარემატება ამ გზაზე, იმდენადვე მადლიც ბრწყინვალებას ავლენს. მადლის გარდამოსვლის მეორე საშუალება მოუკლებელი ლოცვის მეშვეობით იესო ქრისტეს სახელის მოხმობაა. პირველი საშუალება ძლიერია, მაგრამ მეორე უძლიერესია. პირველიც და მეორეც იძენს ძალმოსილებას, თუ გულწრფელად გვსურს ჩვენში დაფარული მადლის თესლის აღმოცენება. ვეცადოთ, მალე დავეუფლოთ იესოს ლოცვას და მუდამ გულით ვატარებდეთ. უჩინრად, წარმოსახვის გარეშე, ვიდრე გულს არ გაგვითბობს და უფლის გამოუთქმელი სიყვარულით არ აღგვანთებს“. აქ ყველაფერია ნათქვამი, რაზედაც მე-4 პუნქტში უკვე ვისაუბრეთ.
ლოცვის მნიშვნელობა უხილავ ბრძოლაში
შენს ყურადღებას მეტწილად იმისკენ მივაპყრობდი, თუ როგორ ავიყვანოთ ლოცვა მისთვის დამახასიათებელ სიმაღლემდე. შეიძლება უცნაურად გეჩვენოს, რომ უხილავ ბრძოლაზე საუბრისას, როდესაც გსურს, შეიტყო, რამდენად შეგვეწევა მასში ლოცვა, უმეტესად ისმენ იმას, თუ როგორ ვაქციოთ ჩვენი ლოცვა ჭეშმარიტად. ნუ გაიკვირვებ. როდესაც ლოცვა გულში დამკვიდრდება და განუწყვეტლივ აღევლინება, იგი ყველაზე ძლევამოსილ იარაღად იქცევა ჩვენს უხილავ ბრძოლაში. ამ წუთიდან ის სულის შეუღწეველ, განუმსჭვალავ, გადაულახავ ზღუდედ აღიმართება, რომელიც არც მტრის ისრებს იკარებს, არც ხორციელ ვნებებს, არც ამსოფლიურ ხიბლსა და ცდუნებას. გულში ლოცვის არსებობა უკვე თავისთავად შეწყვეტს უხილავ ბრძოლას. ამიტომაც უნდა იჩქარო გულში ლოცვის დანერგვა და იზრუნო, რომ იგი მუდმივად ცოცხლობდეს და მოძრაობდეს. ეს იგივეა, რომ გითხრან: ასე მოიქეცი და უბრძოლველად გაიმარჯვებო.
ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ვიდრე შენი ლოცვა ძალმოსილებას შეიძენს, მტერი არ მოგასვენებს და ყოველ წუთს ბრძოლა მოგიწევს. დაგეხმარება ამ დროს ლოცვა თუ არა? - რა თქმა უნდა, და უფრო მეტადაც, ვიდრე სულიერი ბრძოლის ყველა სხვა იარაღი. ლოცვა ყოველთვის მოიზიდავს ღვთის შემწეობას და ღვთაებრივი ძალა მტერს უკუაგდებს. მთავარია, იგი გულმოდგინე და ღვთის ნებას მინდობილი იყოს. ლოცვის ადგილი ორთაბრძოლის დასაწყისშივეა. აი, როგორ ხდება ყველაფერი: როდესაც შიგნით ვნებიანი გულისთქმა ან ვნებათა მოძრაობა იჩენს თავს და ყურადღება, როგორც ფხიზელი დარაჯი, მტრის მოახლოებას და მის ისრებს იგრძნობს, სულის ცხონების მოშურნე მტრის ბოროტ სურვილს გაიაზრებს და ძალების დაძაბვით დაუნანებლად განდევნის გულისთქმებსა და ვნებებს. ამავე დროს შინაგანად ლოცვით მოუხმობს უფალს და შემწეობას სთხოვს. შემწეობაც არ იგვიანებს, მტერი გაიფანტება და ბრძოლა ნელდება.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი პირადი მაგალითის ჩვენებით ცდილობს ზუსტად აღწეროს ეს ბრძოლა: „მე ვგავარ ადამიანს, რომელიც დიდი ხის ქვეშ ზის და ხედავს, რომ უამრავი მხეცი და ქვეწარმავალი უახლოვდება. მას არ შეუძლია გაუმკლავდეს მათს თავდასხმას, ამიტომ სასწრაფოთ ხეზე ძვრება და თავს შველის. მეც ასე ვარ. ვზივარ კელიაში და ვხედავ ჩემს წინააღმდეგ აღძრულ ბოროტ გულისსიტყვებს. მათთვის წინააღმდეგობის გასაწევად ძალა არ მყოფნის, ამიტომ ლოცვით მივმართავ უფალს და თავს ვიხსნი მტერთაგან“.
წმიდა ისიქი თავის სიტყვაში სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ წერს: „მახვილი და დაძაბული გონებრივი მზერით უნდა იყურო შენს შიგნით, რათა შეიცნო შემომსვლელნი. როდესაც შეიცნობ, მყისვე შემუსრე გველის თავი და სულთქმით შეჰღაღადე იესო ქრისტეს. მაშინ ღვთის უხილავ შემწეობას და თანადგომას მიიღებ“.
“როგორც კი ჩვენში მაცდური გულისსიტყვები მომრავლდება, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოწოდებით უნდა დავძლიოთ. მყისვე ვიხილავთ, რომ კვამლივით გაიფანტებიან ჰაერში - როგორც გამოცდილება გვასწავლის“.
“შინაგანი ბრძოლა ასე უნდა წარვმართოთ: მთავარი ყურადღებაა. როდესაც ბოროტ გულისსიტყვას შევამჩნევთ, მაშინვე გულიდან წამოსული მრისხანება მივმართოთ მის წინააღმდეგ. შემდეგ ვილოცოთ და გულში იესო ქრისტეს მოვუწოდოთ. ასე გაიფანტება ეს დემონური აჩრდილი, და გონებაც ოცნებას არ გაჰყვება, როგორც მოხიბლული ბავშვი დახელოვნებულ ჯამბაზს“.
“მდუმარება გზას უღობავს გულისსიტყვებს, იესო ქრისტეს სახელის მოხმობა კი გულიდან განაგდებს მათ. როგორც კი სულში რაიმე გრძნობადი საგნის წარმოდგენა წარმოიშობა, ჩვენი შეურაცხმყოფელი პიროვნებისა იქნება თუ ქალური სილამაზისა, ოქრო-ვერცხლისა თუ ყველასი ერთად, ცხადია, ჩვენი გული ამ ოცნებამდე ბოროტმეხსიერების, სიძვის, ველცხლისმოყვარების სულმა მიიყვანა. თუ ჩვენი გონება გამოცდილი და განსწავლულია, იცის, როგორ დაიცვას თავი მტრის თავდასხმებისგან და ნათლად ხედავს ბოროტის მაცდუნებელ ოცნებებსა და ხიბლს, მდუმარებითა და იესოს ლოცვით ადვილად მოიგერიებს სატანის ისრებს; ვნებიან ოცნებას საშუალებას არ მისცემს, ჩვენი გულისთქმები აიყოლიოს, ხოლო გულისთქმებს - თანხმიერება ჰპოვოს მასთან ანდა მეგობრულად ესაუბროს და აზრები განავრცოს. ამას კი აუცილებლად ცუდი საქმეც მოჰყვება, ისევე, როგორც ღამე მოჰყვება დღეს“.
ბევრ ასეთ შეგონებას იხილავთ წმიდა ისიქისთან. აქვე შეხვდები უხილავი ბრძოლის სრულ აღწერასაც. გირჩევდი, ხშირად გადაგეკითხა მისი სიტყვა სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ.
ესეც ძალიან საინტერესოა და გაეცანით:
http://www.orthodox.ge/index.php?id=biblioteka/iesos_locva.php
წმიდა მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სწავლებანი
იესოს ლოცვის შესახებ
შემდგენელი იღუმენი თეოფანე (კრიუკოვი)
რა არის იესოს ლოცვა
- რატომ არის ასე აუცილებელი ეს ლოცვა ყველა ქრისტიანისთვის
- იესოს ლოცვის ადგილი სხვა ლოცვებს შორის
- რას უნდა ვეძებდეთ იესოს ლოცვით?
- როდის და როგორ ჩაინერგება იესოს ლოცვა გულში
- რომელი წესი ავირჩიოთ?
- როგორ აღვავლინოთ იესოს ლოცვა წესის გარეშე
- როგორ მოვიქცეთ, როცა ყურადრება გვეფანტება
- ძირითადი საფრთხე
- აუცილებელია გყავდეს ხელმძღვანელი
- დასკვნა
გმადლობთ ყველას
"იესოს ლოცვა ადამიანს აბრძენებს, ის მისთვის სხვა ცოდნას ხსნის, რომელიც იმდენად აღემატება ყოველივეს, რისი შეძენაც ადამიანის ინტელექტს შეუძლია, რამდენადაც ზეცაა დიდი დედამიწაზე".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"წიგნები სულიერ სამყაროს აღწერენ, ლოცვას კი ადამიანი ამ სამყაროში შეჰყავს. მათ, ვინც ლოცულობს, ბერები უპირატესად ლოცვის წიგნების კითხვას ურჩევენე.
ყველა ის სიბრძნე, რაც მსოფლიოს ყველა წიგნთსაცავს რვა ათასი წლის მანძილზე შეუქმნია, იესოს ლოცვის რვა სიტყვაშია ჩატეული"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"იესოს ლოცვა რაც შეიძლება ხშირად უნდა თქვათ, მისი წარმოთქმა ყველგან შეიძლება, ლოგინში, როცა გამოვიღვიძებთ, ძილის წინ, მგზავრობის დროს, შრომის დროს. თუ განუწყვეტლივ არა, რამდენჯერმეც რომ ვთქვათ, უკვე დიდი საქმეა, თანაც შეიძლება ამ ლოცვის კიდევ უფრო შემცირებულად თქმა;
უბრალოდ თუ ვიტყვით "უფალო შეგვიწყალე" და ამ სიტყვებს გულით ვამბობთ, ამ ლოცვამ შეიძლება ზეცა შეძრას და დარწმუნებული იყავით, ღმერთი აუცილებლად დახმარების ხელს გამოგვიწოდებს.
გარდა ამისა, დიდი ძალა აქვს ლოცვას შენი სიტყვებით, თუ გულში ვლოცულობთ.
როცა ვთქვათ, თეფშებს ვრეცხავთ, ან საჭესთან ვზივართ და თან ვლოცულობთ, ეს სასიკეთოდ წაგვადება მთელი დღის განმავლობაში.
უფალზე მინდობა და მოკლე ლოცვების წარმოთქმა თანდათანობით გადაიზრდება ჩვევაში. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს მხედველობაში, უფალი რომ ამბობს გამუდმებით ილოცვიდეთო, რადგან ეს სხვა საფეხურია და მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. ჩვენ როგორც შევძლებთ, ისე ვილოცოთ და უფალი მას აუცილებლად შეიწირავს".
/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/
"წმინდა მამები გვირჩევენ, თავდაპირველად იესოს ლოცვა წარმოითქვას ზეპირად, წყნარად, ნახევრად ჩურჩულით.
იესოს ლოცვა, ჩვეულებრივი საუბრის ტემპში უნდა წარმოითქმოდეს, არც ძალიან ჩქარა, როცა გონება სიტყვას ეთვისება, და არც ძალიან ნელა, როცა გონება თვლემას იწყებს მათში.
შემდეგ ადამიანი დროდადრო უხმო ლოცვაზე გადადის, თან ცდილობს, შინაგანად მკაფიოდ წარმოთქვას მისი სიტყვები"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ზოგიერთი მონაზონი გაცილებით უსაფრთხოდ მიიჩნევს იესოს ლოცვის დროს ყურადღების მოკრებას პირის მოძრაობაზე, რომელიც მას ჩურჩულით ან უხმოდ წარმოთქვამს"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"იესოს ლოცვა სინანულის ხმაა, თვით სინანული კი ძაფს ჰგავს, ორ პოლუსს, ცოდვათა გამო მწუხარებასა და იმედს შორის გაბმულს"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
„როცა ერის ხალხთან საუბარში ებმები, ჰკითხე საკუთარ თავს: „ამ ხნის მანძილზე იესოს ლოცვას, რამდენჯერ წარმოთქვამდი? ნუთუ, ადამიანურ ენაზე, არის სიტყვა იმაზე აღმატებული და მშვენიერი, ვიდრე „იესო ქრისტე“, რაზე ვცვლი იესოს ლოცვას?“ ღვთის საიდუმლონი მდუმარეთათვის ისხნებიან. მოციქული პეტრე მდუმარე სულის სილამაზესა და იდუმალ ვარსკვლავზე ლაპარაკობს, რომელიც კაცის გულში აღმობწყინდება (I პეტ. 3,4, 2 პეტ. 1,19)
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"გავცვალოთ ჩვენი ფიქრები ლოცვებზე. განსაკუთრებით იესოს ლოცვა შეგვეწევა, რომელიც ათბობს და ანათებს სულს. წარმოვიდგინოთ, ის დრო, რომელიც გადის ფიქრებში, ლოცვებს რომ ეთმობოდეს, რამდენად ახლოს ვიქნებოდით უფალთან!"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"ლოცვის ხერხემალი ეს მცირე ლოცვაა, რომელსაც იესოს ლოცვა ჰქვია"
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"როგორც გავარვარებული რკინას ვერ მიუახლოვდები და შეეხები, ასევე ვერ გაეკარებიან დემონები იესოს ლოცვით გამთბარ სულს. მიახლოებისას დასწვავთ ღვთაებრივი ცეცხლი - სახელი ღვთისა"
/ბერი ეფრემ ფილოთეველი/
"იესოს ლოცვა - ეს ძლიერი და მყარი საკვებია, ზოგიერთებს მის მაგივრად რძე სჭირდებათ"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ნუ ვეცდებით მექანიკურად შევიძინოთ იესოს ლოცვა"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ნუ დავიზარებთ იესოს ლოცვის მუშაკობას. ქრისტე ნებისმიერ დროს გარდამოდის ჩვენთან სასაუბროდ, ჩვენ კი გულგრილობას ვიჩენთ? რამდენიც უნდა ესაუბროს კაცი ქრისტეს, ანუ რამდენიც უნდა ილოცოს, ის ამას არასოდეს შეინანებს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ღირსი ანტონი დიდი ზოგჯერ თავის მოწაფეებს ასვენებდა და მათთან ერთად სეირნობდა. ერთხელ მათ ერისკაცი შეხვდა. ღირსმა ანტონმა მას გაკვირვება შეატყო და უთხრა, რომ თუკი მშვილდს მძლავრად მოვჭიმავთ, შესაძლოა ლამბი გაწყდეს. ამიტომ შეიძლება თავს დასვენების უფლება მისცე. მაგრამ თუკი იესოს ლოცვა გულში ჩაიმყნება, მაშინ ადამიანს გაუჭირდება მის გარეშე დასვენება. უფრო ადვილია თქვა: "უფალო, შემიწყალე".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"იოანე კიბისაღმწერელი (VII საუკუნე) გვასწავლის, რომ იესოს სახელი მლოცველის სუნთქვაზე უნდა იყოს "მიწებებული".
"ვისაც ძალა შესწევს, ფსკვნილზე ილოცოს იესოს ლოცვა - მას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია"
/მამა ელპიდე/
"როცა მიეჩვევი იესოს ლოცვის მოუკლებლად გამეორებას, მაშინ ისეთ სიტკბოებას იგემებ, რომ არც ჭამა მოგინდება, არც სმა, არც სხვებთან ურთიერთობა და არც სხვა რამის კეთება"
"შენ შეგიძლია იესოს ლოცვის წართქმით ამ დროს საკუთარი თავი აქციო საკურთხევლად".
იესოს ლოცვა მართლაც დიდი რამეა, მის გარეშე სულიერი ცხოვრება თითქოს მხოლოდ გარეგნული ხდება უდაბნოს მიწას ემსგავსები, გამომშრალს, უწყლოს. პირველად რომ წავიკითხე იესოს ლოცვის შესახებ, ვერაფერი გავიგე ალბათ მზად არ ვიყავი მაშინ, თეორიულ დონეზეც კი ვერაფერს მივხვდი. ესე 4 წლის უკან წავიკითხე წიგნი"გულახდილი საუბარი სულიერ მოძღვართან იესოს ლოცვაზე". ძალიან დავინტერესდი ამ თემით და რაც კი წიგნი მოვიძიე მაღაზიებში ყველაფერი წავიკითხე, თან ლოცვას შევუდექი. ვცდილობდი ყველგან მელოცა, სახლში გზაში, სამსახურში. ამ ლოცვამ გამაცოცხლა, ახლად მოქცეულივით , თითქოს ცეცხლი მომედო, გულმხურვალე გავხდი სხვა ყველაფერი მეორე პლანზე გადავიდა როგორც მაშინ პირველად, რომ დავიწყე ტაძარში სიარული.უგრძნობელობიდან გამომიყვანა, წირვიდან წირვამდე დრო საუკუნედ მეჩვენებოდა, რადგან წირვაზე ყველაზე უკეთ გამომდიოდა ლოცვა. მაშინ ქარხანაში ვმუშაობდი, ხშირად ჩამოვჯდებოდი ხოლმე სკამზე და ვლოცულობდი,ვცდილობდი ჩემი უღირსება დამენახა, ხშირად როდესაც ვიტყოდი "იესუ" თითქოს გული გამჭვალავდა. ერთხელაც ესე ლოცვისას ვიგრძენი თითქოს უფალი აქვე იყო ჩემთან, ჩემში, ჩემს გარეთაც და ყველაფერში, თითქოს მომიახლოვდა, ცრემლი მომდიოდა და ლოცვას ვაგრძელებდი, ერთდროულად ვგრძნობდი ტკივილს და სიხარულს. ვგრძნობდი ჩემს უღირსებას და მიკვირდა უფლის ასეთი მოწყალება, რომ მიუხედავად ჩემი ცოდვილობისა მან მაინც არ დამაგდო, თუმცა ისეთი განცდა მქოდა, რომ ამაზე მეტად ვეღარ ავიტანდი უფლის სიახლოვეს. ეკლესიაში ლოცვისას კი სამჯერ მოხდა,რომ რაღაც უჩვეულო მდგომარეობაში ვიყავი, უკანასკნელად ეს აღდგომის ლიტურგიაზე იყო, თითქოს ჩავიძირე ჩემს თავში, თითქოს ხელებიდან, ფეხებიდან და მკერდისკენ შევვიწროვდი და თავიდან მკერდისკენ ჩავეშვი, ვიმეორებდი ლოცვას და ყოველგვარი მიწიერი ფიქრი ქრებოდა,2 საათამდე ისე ვიდექი გაჭიმული, რომ მუხლის ჩახრაც არ მინდოდა, სიხარულს ვგრძნობდი,თუმცა ღვთის განცდა ისეთი არ მქონია როგორც ზემოთ აღწერილი ლოცვისას. აღდგომას იესოს ლოცვას არ ვამბობდი, როცა ეს განვიცადე, მაშინ ესე ვლოცულობდი " დიდება აღდგომასა შენსა უფალო". ეს იყო ჩემი ბოლო ლოცვა, როცა კი რამე განვიცადე, მასმერე უკან და უკან წავედი თითქოს გავცივდი, სიცხე მომცა ავადობამ ლოცვის განწყობაც დამაკარგინა და საბოლოოდ უგრძნობელობის ჭაობში ჩავიძირე. ეხლა როცა ვლოცულობ, მთელი ფსალმუნებიც რომ წავიკითხო, თუნდა 3000 იესოს ლოცვა ვთქვა, მაინც მგონია რომ მშიერი ვარ, ამაოა ყველაფერი, არ მილოცია, რადგან ვეღარაფერს განვიცდი, თითქოს ცოცხალ მკვდარი ვარ და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ვარ შეერთებული. ისე დავეცი, ალბათ მეხსიერებაში, რომ არ მქონდეს ძველი განცდები, ეკლესიაშიც აღარ ვივლიდი, ყველაფერი ტყუილი მეგონებოდა და ყველა ქრისტიანი ფარისეველი, მხოლოდ გარეგნულად მოღვაწე.ეხლა ლოცვაც მეზარება და თუ ვლოცულობ ეს მხოლოდ კანონის შესრულებაა, სპორტსმენი, რომ კარიერას დაასრულებს და მსუბუქ ფიზკულტურაზე გადავა გულმა, რომ არ შეაწუხოს, ისე ვარ. ხან ვფიქრობ, იქნებ ხიბლი იყო ყველაფერი (თან სიცხე იცისო ხიბლმა გამიგია) ან იქნებ ღვთის წყალობა იყო დაუმსახურებლად, რომ მივიღე და ვერ შევიშნოვე, ან იქნებ ღმერთმა გამაძლიერა, რადგან ამ სულიერი დაცემის ჟამს სრულ ურწმუნოებაში არ ჩავვარდნილიყავი.
ხახაბოელი
თქვენი სახელი არ ვიცი რომ მოგმართოთ გთხოვთ აბზაცებით დადოთ ხოლმე პოსტი რომ ადვილად წავიკითხო, ასე მთლიანად ვრცელი პოსტის კითხვა მიჭირს აქვე ახალ წელს გილოცავთ საუკეთესო სურვილებით
"იესოს ყოველ ლოცვაზე ღმერთი სულს უხმოდ პასუხობს: "მე შენთან ვარ!"
"1906 წელს წმინდა სამების ლავრის საავადმყოფოში 96 წლისა გარდაიცვალა სქემმონაზონი ისააკი. სიკვდილის წინ მას ეშმაკებმა ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადეს მისი დიდი ღვაწლისა და იესოს ლოცვის გამო, რომელსაც ის სრულიად დაბრმავებული, განუწყვეტლივ, გონებით ასრულებდა. ეს კი, ჩანს, რომ ეშმაკს ძალზე არ მოსწონდა".
რა ჩასუნთქვა ამოსუნთქვა , ღმერთი დესპოტი ხომ არ გგონიათ?! როცა გინდა მაშინ ილოცე და როცა გული გაგიწევს მაშინ ილოცე რადგან უფალს სიამოვნებს ის ლოცვა რომელიც გულიდან მოდის! ჯობია დღეში ერთხელ ილოცო და გულით , ვიდრე 7 გზის მოვალეობის მოხდის მიზნით !
ლოცვის სიხშირე ესაა მორწმუნე ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის მაჩვენებელი. თუ შეგიძლია დღეში ბევრჯერ მოუხმო უფალს გულით , ეს იმას ნიშნავს რომ შენ ახლოს ხარ უფალთან. მე პირადად დღეში ერთ ლოცვას ვამბობ და ძალიან იშვიათია როცა 2 ან 3 ს , ანუ მე უფლისგან ძალიან შორს ვარ
ათონის მთაზე იყვნენ და არიან წმინდა ბერები, რომლებიც ამ ღვაწლს ტვირთულობენ, ანუ ლოცულობენ სუნთქვასთან ერთად. ვისაც დაწვრილებით სურს ამ თემაზე იცოდეს, შეუძლია გაეცნოს ლიტერატურას მათი ცხოვრების შესახებ.
რაც შეეხება ლოცვას საპირფარეშოში, ლოცვა ყველგან და ყოველ წუთს შეიძლება დგახარ თუ წევხარ და თუნდაც საპირფარეშოში რომ ხარ, რადგან ამ დროს ლოცვა ზეცაში ადის უფალთან, გარეგანსავალი კი ქვემოთ ჩადის, ასე რომ მათი გადაკვეთა არ ხდება.
"უფალი ყველგან შეიწირავს ჩვენს ლოცვას და არ უარყოფს მას ლოცვისთვის შეუფერებელი ადგილის გამო."
"იესოს ლოცვას უნდა აღავლენდეს არა მხოლოდ ბერი, არამედ ერისკაციც. ერთი შეხედვით თითქოს ეს მარტივია. იესოს ლოცვა თავისთავად არის სასწაულმოქმედი. ის ისეთივეა, როგორც სხვა ნებისმიერი მოკლე ლოცვა სიტყვიერად და შესაბამისად, გარეგნულადაც. მაგრამ მაინც შეიძლება იქცეს ის ჩვენთვის ყველაზე აღმატებულად".
"თუ ხელსაქმის დროს გაგიჩნდათ ლოცვის სურვილი, ეს ღვთის წყალობაა. ილოცეთ და თან იმუშავეთ. ნანობთ, რომ ვერ იმეორებთ იესოს ლოცვას? ეს გრძნობა, უნდა არსებობდეს თქვენში ნებისმიერი საქმიანობის დროს... და როცა თქვენ ლოცულობთ იესოს ლოცვით, გააგრელეთ ეს საქმიანობა და ეს ლოცვა მთლიანად მოგიცავთ თქვენ".
"იესოს ლოცვა ყველა ლოცვის საფუძველია, ამიტომ სკვნილი არის წიგნთა წიგნი, ესაა გალობა, ამა სოფლის გზაზე რომ მიგვაცილებს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"დახედე ხელზე. ხუთი თითი გაქვს და არა ექვსი. ცერა თითს "უფალი" დაუძახე, საჩვენებელს - "იესუ", შუა თითს - "ქრისტე", არათითს - "ძეო", ნეკს კი "ღვთისაო". მარადღე მოიგონე ამ თითების აზრი და იმეორე ქრისტე მეუფეს უტკბილესი სახელი, მაშინ ნებისმიერ სამუშაოს, სიხარულითა და მსუბუქად შეასრულებ".
"ექვსი საათი მოუკლებლად იმეორებდა იესოს ლოცვას. იჯდა პატარა ხის სკამზე და გონებას გულში აკავებდა. ეს გახლდათ განსაკუთრებული ფორმის დაძაბული სულიერი მოღვაწეობა,რომელსაც მოსაგრე სხვა მონაზვნურ მოვალეობათა გარდა, მიეცემოდა".
„ამის მერე ახალგაზრდა სულიერად გაცოცხლდა. განუწყვეტლივ იმეორებდა იესოს ლოცვას, ყოველღამე ლოცვაში ათენებდა და ორ-სამ თვეში მამა იოსების ხელმძღვანელობით ცეცხლის ალს მიემსგავსა“.
"ყველაზე იდეალური სჯული კი კვლავ ლოცვაა. ეს თავხედი გონება უნდა აიძულო, რომ როგორმე ლოცვის სიტყვებს ჩაეკიროს, შევიწროვდეს ამ არეალში. განსაკუთრები ეს იესოს ლოცვას უყვარს. ის პატარაა თავისი მოცულობით, მაგრამ ამ ლოცვით მთელი ცნობიერება ერთგვარი სოლივით ხდება. ეს სოლი, რომელსაც გასაქანი არ აქვს არც იქით, არც აქეთ და მხოლოდ ლოცვის სიტყვებშია ჩაკირული, ხდება რა უაღრესად მიზანმიმართული და ძლიერი, პირდაპირ უნდა გაატარო საკუთარ გულში. მაშინ გული გათავისუფლდება ამქვეყნიურ გრნობათა არაწმინდებისაგან, რომელიც თითოეულ ჩვენგანში არსებობს. ის განიწმინდება იესოს სიტყვით. იესოს სიტყვა უძლეველია!"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ბერი იოსები გამუდმებით ამბობდა იესოს ლოცვას და მასთან სიახლოვე ამის გამო ბედნიერების მომგვრელი იყო ნებისმიერისთვის".
"წმინდა მამები ამბობენ:
"ვინც გულში იესოს ლოცვას ასრულებს, ის მეფის ტახტთან მისულა და ესაუბრება მას, ხოლო ვინც წიგნიდან კითხულობს ლოცვებს, ის თითქოს შორიდან, კარიდან უხმობს მეფესო".
"ეშმაკი ერთი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ მოგცემს, ყოველი ნაბიჯისთვის უნდა იბრძოლოთ. გახსოვთ, ებრაელებმა როგორ ააშენეს ტაძარი? ცალ ხელში ბარი ეჭირათ, მეორეში - მახვილი. ერთი მხრივ უნდა აღასრულოთ სახარებისეული მცნებები, მეორე ხელით კი - მტერი მოიგერიოთ, იბრძოლოთ თითოეული ნაბიჯისთვის... ეს მახვილი კი იესოს ლოცვაა".
/წმ. ბარსანოფი ოპტელი/
"თუ ფსალმუნსა და სხვა ლოცვებს კითხულობ და ამ დროს შენს გულში გაიღვიძებს იესოს ლოცვა, მაშინ დაუტევე ყველა ლოცვანი, გვერდზე გადადე წიგნი და ყური უგდე იესოს ლოცვას, ვიდრე მისით სული არ გაძღება და თავისთავად არ შეწყდება ლოცვა".
/მიტორპოლიტი ზინობი (მაჟუგა)/
"იესოს ლოცვა ძალზე ძლიერი ლოცვაა, მაგრამ შესაძლოა ისიც კი ზედაპირული, მხოლოდ გონებაში გამავალი დარჩეს და გულამდე ვერ ჩააღწიოს".
/მამა კონსტანტინე ლეკიშვილი/
"ბერი ვიტალი (შემდგომში სქემარქიმანდრიტი, სიდორენკო) ამბობდა:
"როცა პირველად მოვინახულე მეუფე ზინობი [მაჟუგა], ვიხილე, მას იესოს ლოცვა განუწყვეტლივ უმოძრავებდა გულში".
"ბერი ვიტალი (შემდგომში სქემარქიმანდრიტი, სიდორენკო) ამბობდა:
"როცა პირველად მოვინახულე მეუფე ზინობი [მაჟუგა], ვიხილე, მას იესოს ლოცვა განუწყვეტლივ უმოძრავებდა გულში".
"ვასილი თავს იესოს ლოცვის გამუდმებული აღვლენით სრულყოფდა, ცდილობდა, დაეცვა გონების სიწმინდე და წინ აღდგომოდა ცოდვიან ზრახვებს".
"როდესაც ყოველგვარი ზრახვა განდევნილია და გული განწმენდილია, იქ მხოლოდ ლოცვები მკვიდრობს. აი, რატომ არის, რომ "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე" მოკლე და ლაკონურ ლოცვად (მონოლოგისტად) მიიჩნევა".
/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"ნეტარია, ვისაც გულში მთავარი ღერძი - ქრისტე ჰყავს; სიყვარულით აღვსილი შეუჩერებლივ ტრიალებს მისი წმიდა სახელის გარშემო და ღაღადებს: "უფალი იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე".
/წმ. პაისი ათონელი/
"უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". როცა ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, გონება ეჩვევა მას და უკვე სწრაფად წარმოთქვამს. და ისე ტკბები, თითქოს ბაგეზე თაფლი გეცხოს და სულ ამის წარმოთქმა გსურს, და თუ შეწყვეტ, გული გწყდება.
როცა გონება ამას მიეჩვევა და გაძღება, კარგად ისწავლის, მაშინ აგზავნის მას გულში. რადგანაც გონება სულის მკვებავია და თუ რაიმე კარგს ან ცუდს შეიტყობს ან მოისმენს, მისი საქმეა ამისი გულში ჩაშვება, რომელიც ადამიანის სულიერი და ხორციელი ცხოვრების ცენტრია და გონების ტახტი".
"იესოს ლოცვა - ფსიქოსომატური ლოცვა, შემადგენელია ისიქაზმისა (Hesychastes - მშვიდი). გულისმიერი ლოცვის რთული ასკეტური სისტემა, სუნთქვის რეგულაციით, რომლის დროსაც მონაწილეობს ადამიანის მთელი არსება (სული და სხეული), მიიღწევა განწმენდა ქვენა ინსტინქტებისგან და ვნებათა დაცხრომა".
"უნდა ვისწრაფოდეთ ყველაფერი ძვირფასის შესანარჩუნებლად, ხოლო ყველაზე ძვირფასი ჭეშმარიტად არის ის, რაც ჩვენ გვიცავს ბოროტისაგან, როგორც გრძნობის მიერ, ასევე აზრობრივად. ასეთი არის გონების დაცვა იესო ქრისტეს ლოცვით, ყოველთვის ვიცქირებოდეთ გულის სიღრმეში და მარად მშვიდი გონება გვქონდეს, რათა მომხიბლავი აზრებისგან დავიცვათ თავი, მასთან ერთად ქურდი რომ არ შემოგვეპაროს".
/ისიხი,იერუსალიმელი პრესვიტერი/
"როგორც ვრცელი პურის ყანა იძლევა ბარაქიან მოსავალს, ასევე იესოს ლოცვა გამოიღებს გულში ყოველგვარი სიკეთის ნაყოფს, ანუ უფრო სწორედ თვით უფალი მოგვცემს მას, რომლის გარეშე ჩვენ არაფერი შეგვიძლია".
/ისიხი, იერუსალიმელი პრესვიტერი/
"მართლმადიდებლური თვალსაზრისით, ადამიანი, რომელიც ამ ლოცვას მოიხვეჭს, განხორციელებული უფლის ძალმოსილებასაც ითვისებს".
"წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის რჩევით: "ძილს რომ დააპირებ, "იესოს ლოცვით დაიძინე, შეაჩვიე თავი იმას, რომ გაღვიძებისას შენი პირველი აზრი, სიტყვა და საქმე "იესოს ლოცვა" იყოს... საეკლესიო მსახურებისას სასარგებლოა "იესოს ლოცვით" ლოცვა. ის იცავს გონებას გაფანტულობისაგან, შეეწევა ადამიანს საეკლესიო გალობისა და კითხვის შესმენაში. შეეცადე, ისე შეეჩვიო "იესოს ლოცვას", რომ იგი შენს განუწყვეტელ ლოცვად იქცეს".
"იესოს ლოცვისთვის" მაიძულებელ სულს ამ ლოცვით ყველაფრის მოპოვება შეუძლია".
"თვითონ მხურვალე მლოცველი მამა ანატოლი [ოპტელი] დედებს შთააგონებდა, მოუკლებლად ემეორათ იესოს ლოცვა და თან გულის სიწმინდე დაემარხათ. იესოს ლოცვას ცხონებისთვის ის მთავარ საშუალებად თვლიდა: "ყველაფერს სჯობია თქვენ ნორჩ გულებზე გამოხატოთ უფლის უტკბილესი სახელი - ნათელმომფენი იესოს ლოცვა. მაშინ იგემებ აღმატებულ სიხარულს და მხიარულებას! როცა გულში იესუ განმყარდება, აღარ მოგინდება არც არა იესუსალიმი. რამეთუ თვით მეუფე, თავის ყოვლადწმინდა დედასთან და ყველა ანგელოზსა და წმინდანთან ერთად, მოვა და დავიანებს შენთანო".
"იესოს ლოცვით და ამ ლოცვის სამჯერ თქმის შემდეგ ქრება ეშმაკი".
/ეფრემ კატუნაკელი/
"არავინ დაკარგოს იმედი, თუ იესოს ლოცვის დროს მადლის მოქმედებას ვერ შეიგრძნობს".
/მამა ეფრემ კატუნაკელი/
"თვითონ ღირსი მამის [აკაკი კავსოკალიველი] შეხედვაც კი საოცრად მოქმედებდა სტუმარზე, უმშვიდებდა მათ სულსა და გულს. იესოს სახელი ყოველთვის გონებაში ჰქონდა და იმეორებდა, ხანდახან როცა ბაგეებით იესოს ლოცვის თქმა მოუხდებოდა, თითქოს მისი ბაგეებიდან ცეცხლი გამოვარდაო, ამ ხილვის ღირსი არაერთხელ შეიქნა ერთ ღვთისმოსავი მღვდელ-მონაზონი სილიბისტრო".
"ანდრიამ იღუმენს სთხოვა ერჩია, როგორც ეცხოვრა და როგორ ცხონებულიყო. მამა ალექსიმ მას იესოს ლოცვაზე მოუთხრო - იგი ყოველთვის გულში, მეხსიერებასა და ბაგეებზე გქონდესო. ასევე უთხრა, თვით ეს ლოცვა იქნება შენთვის წინამძღოლიო."
"გულში იესოს ლოცვით ღვთაებრივი სითბო დავიგროვოთ"
"იესოს ლოცვისას უნდა შევიდეთ საკუთარ თავში და იქ ვიყოთ".
/სქემარქიმანდრიტმა სერაფიმემ (რომანცევი)/
"წმინდა მამა [ღირსი პაფნუტი ბოროვსკელი] მოწაფეებს, რომელთა შორისაც წმინდა იოსებ ვოლოცკიც (ხსენება 9 სექტემბერს) გახლდათ, ყოვლის უჩივლელად და უსიტყვოდ დათმენისკენ მოუწოდებდა, ხოლო როდესაც ერთმა თვალდაზიანებულმა მონაზონმა მიაკითხა, - მიშველეო, პაფნუტიმ იესოს ლოცვის ათასგზის წაკითხვა ურჩია.
სნეულს ლოცვა ჯერ სანახევროდაც არ გაესრულებინა, თვალი რომ განუმრთელდა და როდესაც მადლობის სათქმელად მოძღვარს მიაკითხა, ღირსმა მამამ შეაჩერა და დაუყოვნებლივ ლოცვის დასრულება უბრძანა".
"მამა გიორგი მიჰყვებოდა წმინდა მამათა სწავლებებს და იესოს ლოცვას, სუნთქვასთან შეაერთებდა, მაგრამ ბევრი მონაზვნისგან განსხვავებით, იესოს ლოცვას ოთხ თანაბარ ნაწილად ყოფდა. "უფალო იესო ქრისტე" - წარმოთქვამდა ჩასუნთქვისას, "ძეო ღვთისაო" - იტყოდა ამოსუნთქვისას, "შემიწყალე" - იტყოდა და კვლავ ჩაისუნთქავდა, "მე ცოდვილის" - თქმისას ამოისუნთქავდა. ამბობდა, ასე უფრო მეადვილება იესოს ლოცვის წარმოთქმაო."
"თუ სიხშირეს მივყავართ ხარისხამდე, მაშინ იესოს ლოცვის განუწყვეტელი განმეორება, თუნდაც გონებაგაფანტული, მიგვიყვანს ყურადღებამდე და გულის სითბომდე. ხშირი განმეორების დროს ლოცვა იხვეწება და ჩვეულებაში გადადის".
"რამდენადაც გონებამოკრეფილი ხარ, იმდენადვე გექნება იესოს ლოცვის სურვილი".
"იესოს ლოცვის მომპოვებელი სულნი ერთმანეთს სცნობენ და ერთი სიტყვითაც უგებენ."
"შეუწყვეტელ, თბილ, სიტკბოთი და სიხარულით აღსავსე იესოს ლოცვას მოჰყვება გულის სივრცის ავსება მხიარული სიწყნარით. გულის მთლიანად განმწმენდელი არის უფალი იესო ქრისტე - ძე ღვთისა და თავად ღმერთი, ყოველივე კეთილის მოქმედი, რამეთუ თვითონ მან თქვა: "მე ვარ უფალი, ყოვლის შემოქმედი".
/იერუსალიმელი პრესვიტერი ისიქი/
"იესო ქრისტეს მარადიული ხსოვნა და მასზე ლოცვა ჰბადებს ღვთაებრივ მდგომარეობას. თუ გონებაში მუდამ გვექნება მასზე ვედრება შეუწყვეტელი სიფხიზლით, როგორც აუცილებელი საქმე (მხოლოდ ერთი, ერთადერთი საქმე უნდა შევასრულოთ მუდამ - იესო ქრისტეს სახელის მოწოდება), მხურვალე გულით შევღაღადებთ მას, შეწევნაც არ დააყოვნებს.
ხშირი ვარჯიშისმიერი გამოცდილება მტკიცეა. ასეთ მდგომარეობას მიღწეული გონება უკვე თავად ეძებს თავის მტრებს, როგორც მონადირე ძაღლი კურდღელს ბუჩქებში, მაგრამ ის ეძებს იმისთვის, რომ შეჭამოს, ხოლო ჩვენს შემთხვევაში, რათა განდევნოს და გაანადგუროს".
/იერუსალიმელი პრესვიტერი ისიქი/
"როგორც ვრცელი პურის ყანა იძლევა ბარაქიან მოსავალს, ასევე იესოს ლოცვა გამოიღებს გულში ყოველგვარი სიკეთის ნაყოფს".
/იერუსალიმელი პრესვიტერი ისიქი/
"როგორც ჰაერში ვერ გამოვწერთ ასოებს, არამედ საჭიროა მყარი სხეული, რათა მალე არ წაიშალოს სიტყვები, ასევე უკიდურესი სიფხიზლით უნდა შევასრულოთ იესოს ლოცვა, რათა სიფხიზლე, ეს მშვენიერი სათნოება, უფალთან იყოს შეერთებული და მისით, წარუშლელად აღიბეჭდოს ჩვენში საუკუნოდ".
"იესოს ლოცვა ვიმეოროთ! ლოცვა სულს ლმობიერებას ანიჭებს. მას ყველა უყვარდება, ყველა კეთილად ეჩვენება და, ამრიგად, აღარაფერი აწუხებს".
/იღუმენია თეოსემნია/
"იესოს ლოცვა არ შორდებოდა მათ ბაგეებს"
"მთლიანად მივუძღვენი თავი იესოს ლოცვას"
"თუ ცხოვრება კაცისა მწირობაა, მაშინ იესოს ლოცვა სიმღერაა მგზავრისა, სიმღერა ოდესღაც დაკარგულ ზეცაზე და კვლავ დაბრუნებულ სამოთხეზე."
"ხატის ოქროსფერი ფონი მარადისობას ნიშნავს. შინაგანი ხატისთვის - იესოს ლოცვისთვის ასევე საჭიროა ფონი, შინაგანი მყუდროება."
"დილიდან გულის კართან დადექი და მტერი იესოს სახელით დაამარცხე!"
/ფილოთეოს სინელი/
"ნუ დავიზარებთ იესოს ლოცვის მუშაკობას. ქრისტე ნებისმიერ დროს გარდამოდის ჩვენთან სასაუბროდ, ჩვენ კი გულგრილობას ვიჩენთ? რამდენიც არ უნდა ესაუბროს კაცი ქრისტეს, ანუ რამდენიც არ უნდა ილოცოს, ის ამას არასოდეს ინანებს".
/ღირსი პაისი ათონელი/
"მამა პაისი [ათონელი] ლაპარაკობდა იმ საფრთხეზე, რომელიც შეემთხვევა იესოს ლოცვის მომმუშაკებელს, და იმავდროულად აღნიშნავდა მის შეგნებულ მიზანსაც:
"დღეს იესოს ლოცვა მოდაში შემოვიდა. ზოგიერთის ფიქრით, იესოს ლოცვა ნირვანაა. იწყებენ იესოს ლოცვას და სხვა არაფერი ახსოვთ, ოღონდ დამშვიდდნენ. ცდილობენ ლოცვას, ასტკივდებათ თავი. მომართულებივით კითხულობენ ლოცვას, მაგრამ განა საათები ვართ? აბა, ეს რა ლოცვაა: ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ? ასეთი ლოცვა არ განგვძარცვავს ძველ კაცს.
გრძნობით შევასრულოთ იესოს ლოცვა. ქრისტესთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს მიერ ცოდვების აღიარებას. ის ჩვენგან ამას ელოდება. მაგრამ როცა შევიგრძნობთ საკუთარ ცოდვებს, იმედიც არ უნდა დავკარგოთ."
"ერთმა ძმამ ჰკითხა მეორეს: ვინ გასწავლა იესოს ლოცვა? - მან კი უპასუხა: ეშმაკებმა. ეგ როგორ? - აი ასე: ისინი ცოდვილი აზრებით მოსვენებას მიკარგავენ, მე კი სულ ვლოცულობდი და ვლოცულობდი, ასე მივეჩვიე ლოცვას".
/წმ. ამბროსი ოპტელი/
"იესოს ლოცვაზე ამბობდა [ღირსი პაისი ათონელი]: "ყოვლისშემძლეა სახელი ქრისტესი. იესოს ლოცვა ეშმაკის წინააღმდეგ საშინელი იარაღია..." მამა პაისის ჰკითხეს: "რა დაგვეხმარება იესოს ლოცვის შესრულებაში?" ბერმა უპასუხა: "საკუთარი ცოდვილობის შეგრძნება, ბოძებული ნიჭების გამო ღვთისადმი მადლიერება დაგვეხმარება, იესოს ლოცვა ღვთისმოშიშებით აღვასრულოთ და არა მექანიკურად, შემდეგ კი ლოცვა ჩვევად გვექცევა.
როცა შევიგრძნობთ საკუთარ თავს და ვიფიქრებთ ჩვენს უმადურობაზე, მოგვინდება, იესოს ლოცვა ვილოცოთ. როცა იმ მდგომარეობაში მივალთ, რომ გაღვიძებულნი განვაგრძობთ წარმოთქმას იესოს ლოცვისა, რომელსაც ძილში ვლოცულობთ, ნიშნავს, რომ ჩვენი სულიერი ჰორიზონტი გაანათა სულიერი განთიადის პირველმა ალერსიანმა სხივებმა".
"თუ შენში იესოს უწყვეტი ლოცვა გაჩნდება და მასთან ერთად წმინდა წერილში განისწავლები, მაშინ აგეხილება სულიერი თვალები და იქნება ისეთი დიდი სიხარული და, რაღაც გამოუთქმელი გრძნობა მხურვალე სულიერი სითბოსაგან და სხეულისაგან, რომ ადამიანი, მთლიანად სულიერი გახდები".
/აბბა ფილიმონ განშორებული/
"ჩამარცვლავდა ხოლმე სკვნილს და იესო ლოცვას ამოიტყოდა"
"საკუთარ მოძღვარს ვუთხარი: - მამაო, თუ იესოს ლოცვას წავიკითხავ, ჯოჯოხეთში წასვლისაც არ მეშინია-მეთქი. იმდენი სიტკბოება, იმდენი სიხარული ძევს ამ პატარა ლოცვაში. პატარაა ეს ლოცვა, მაგრამ რამხელა ძალა აქვს. როცა მას წართქვამ, ჯოჯოხეთისაც კი არ გეშინია. მას ჯოჯოხეთშიც კი წავიკითხავ. დაგვიჯერეთ, რადგან ჩვენ ყოველივე ეს გამოვიარეთ და თქვენ გადმოგეცით".
/მამა ეფრემ კატუნაკელი/
"სულიერი სრულყოფილებისთვის საჭიროა გონებისმიერი ლოცვის შეძენა. წმინდა ბარსანოფი ოპტელი ბრძანებს: "მტერი მოგცემთ ყველაფერს, რაც გინდათ - მღვდელმონაზვნობას, ხელმწიფეობას, წინამძღვრობას, თვით პატრიარქობასაც კი, ოღონდ იესო ლოცვა არ მოგცეთ (არ შეიძინოთ)".
"ერთ მეუდაბნოე მამას უყვარდა იესოს ლოცვის აუჩქარებლად წაკითხვა. ამბობდა, ახალგაზრდობაში ვცდილობდი, მალევე ჩამემთავრებინა კანონი. ერთხელ მოძღვარმა დამინახა, რომ სკვნილს სწრაფად ვმარცვლავდი და მაკურთხა, კანონის ასრულებისთვის განსაზღვრული საათები გამომეყო, ამ დროს იესოს ლოცვა მეკითხა და ყურადღება არ მიმექცია წაკითხული ლოცვების რაოდენობისთვის. დავყევი მის რჩევას და უფრო ჩაღრმავებით დავიწყე ლოცვაო."
"თითოეულ იესოს ლოცვაზე ღმერთი უჩუმრად პასუხობს სულს: "მე შენთან ვარ!"
"სქემიღუმენმა საბამ [ოსტაპენკო] თავისი სულიერი შვილი, მღვდელმონაზონი აკურთხა, რომ იესოს ლოცვისთვის დროდადრო შეემატებინა წმინდანთათვის ვედრება, მაგალითად: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისათა შეგვიწყალენ ჩვენ".
"ბასილი დიდს ყრმობაში იესოს ლოცვას თურმე უფროსი და, მაკრინე, ასწავლიდა. წმინდა ბასილი იგონებდა, რომ პირველი სიტყვა, რომელიც წარმოთქვა, იესო ქრისტრეს სახელი იყო".
"სადაც არ არის სინანული, იქ არც იესოს ლოცვაა. იესოს ლოცვა - ეს განგრძობილი შინაგანი გოდებაა საკუთარ ცოდვებზე. ღმერთთან მიახლოება მხოლოდ სინანულით შეიძლება".
"როგორც განწირული ხომალდები მუდმივად "სოს" სიგნალს აგზავნიან, ასევე კაციც, მუდმივად უნდა წარმოთქვამდეს ლოცვას: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე"
"აუცილებელია სიცოცხლეშივე შევიგრძნოთ ქრისტე. ვინც მას აქ, მიწაზე, ვერ იხილავს, ვერც იქ ნახავს, საუკუნო ცხოვრებაში. როგორ ვიხილოთ ქრისტე? ეს შეგვიძლია განუწყვეტელი იესოს ლოცვით, რომელსაც ერთადერთს ძალუძს, ჩვენს სულებში ქრისტე ჩაასახლოს."
"როგორც გვარწმუნებენ ისტორიული ჩანაწერები, ერში უამრავ ადამიანს უცხოვრია, რომლებიც მთლიანად იყვნენ მიცემულნი იესოს ლოცვას."
"სადილს ამზადებ? ილოცე! ქვაბში საჭმლის ყოველი მორევის დროს თქვი: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" და სანამ კერძს ამზადებ, შენში უფლის მადლი შემოდის - უფლის სახელის კეთილსურნელება და მაცხოვნებელი ნექტარი."
"როდესაც იესოს ლოცვას ლოცულობ, სამყაროს ანგელოზებით, უფლის მადლით, ზეციური წყალობით ავსებ".
"ყოველი წარმოთქმული სიტყვა იესოს ლოცვისა, თვით დედამიწას არსებობას უხანგრძლივებს."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"სერიოზულად დავკავდეთ იესოს ლოცვით, რათა დავამარცხოთ ჩვენში ძველი კაცი".
/ბერი რაფაელ ბერესტოვი/
"გიყვარდეთ გულითადი ლოცვა, რომელსაც გონიერ ლოცვას ეძახიან. იგი მიაკრავს თქვენს გულს ჩვენი უფლის, იესო ქრიტეს უტკბეს სახელს.
როგორც ამობობს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი: "იესო ქრისტეს სახელით გაამათრახე მტერი". როცა მოიმუშაკებთ ლოცივის ღვაწლს, მის ტკბილ ნაყოფსაც იხმევთ".
"ადამიანი, რომელიც სწორად ასრულებს იესოს ლოცვას, შეუძლებელია უკეთესი არ გახდეს, ზერელე ლოცვამ კი შეიძლება ადამიანი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს".
"თუ ჩვენ რაიმე საქმეს ვაკეთებთ და გულში იესოს ლოცვას ვაწარმოებთ, ეს იქნება იმ საქმისთვის უფრო კარგი, რადგანაც ის საქმე უფრო ხარისხიანად, წარმატებულად და გზახსნილად წარიმართება".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ყოველგვარ უაზრო ფიქრს იესოს ლოცვა დაუპირისპირეთ".
/ს. ა. ნილუსი/
"ღირსი მამები კალისტე და ეგნატე გვირჩევენ: "უწინარეს ყოველთა ღვაწლთა და სათნოებათა სწორედ ლოცვის ღვაწლს შეუდგეთ იესუ ქრისტეს სახელით და ხშირად, განუწყვეტლივ აღავსრულოთ ეს, რამეთუ სიხშირე არაწრფელ ლოცვასაც წრფელად გარდააქცევს".
"წმიდა იოანე კარპათიელი "სათნოთმოყვარების" წიგნში წერს: "როდესაც იესუს ლოცვის აღსრულებისას უფლის სახელს მოვუწოდებთ და ვამბობთ ხოლმე: "შემიწყალე მე ცოდვილი" მაშინ, ყოველ ამგვარ ვედრებაზე ღმერთის ფარული ხმა გვპასუხობს: - "შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი".
"ვინც ნამდვილად გადაწყვიტა, ღმერთს ემსახუროს, ის მუდამ ღმერთის ხსენებითა და უფალ იესო ქრისტეს მიმართ მუდმივი ლოცვით უნდა იყოს დაკავებული; გონებაში ყოველთვის ამ ლოცვას უნდა ამბობდეს: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"; ანდა ანგელოზის ხარება იმეოროს: "ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ"...
ამგვარი წვრთნით, გონების განბნევისაგან დაცვისა და სუფთა სინდისის შენარჩუნების პირობით, შესაძლებელია ღმერთთან მიახლება და მასთან ზიარება, რამეთუ, როგორც ღირსმა ისააკ ასურმა თქვა, განუწყვეტელი ლოცვის გარდა ღმერთს ვერავითარი სხვა გზით ვერ მივეახლებით".
/ღირსი სერაფიმე საროველი/
"ზოგჯერ შეეცადეთ იესოს ლოცვაში შეხვიდეთ, რომლის საშუალებითაც სინას და თაბორის მთაზე წვდომის შესაძლებლობა მოგეცემათ. იქ ჩვენ ღმერთს შევხვდებით".
"მეექვსე სათნოება - იესოს ლოცვის წართქმაა. ეს კაცისა და ანგელოზების საერთო საქმეა. ამ ლოცვით ადამიანები მალე მიუახლოვდებიან ანგელოზებრივ ცხოვრებას. ლოცვა საღვთო მხიარულებაა."
/ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი)/
"იესოს ლოცვა უმძლავრესი იარაღია მტრის გულისთქმათა წინააღმდეგ"
/ღირსი პაისი ათონელი/
"იესოს ლოცვით შენ სამყაროს ეხმარები... უფლის მადლით ავსებ"
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"იესოს ლოცვა საიდუმლო და საკრალური ლოცვაა, იგი სასიყვარულო განცდაა და როგორც ყოველგვარი სიყვარული, ადამიანის სულის საკრალურ უჯრედებში განიცდება".
"როდესაც იესოს ლოცვას ლოცულობ, სამყაროს ანგელოზებით, უფლის მადლით, ზეციური წყალობით ავსებ".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"იესოს ლოცვისაგან მაშინ შეიძლება შეიშალოს კაცი, თუკი ამ ლოცვის აღსრულების პერიოდში არ მიატოვებს ცოდვებსა და ცოდვილ ჩვეულებებს, რომელთაც ჰგმობს სინდისი".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"იესოს ლოცვა" სრულყოფილი ლოცვაა, რადგან შეიცავს ჩვენი ხსნის ძირითად ჭეშმარიტებას"
"იესოს ლოცვის" უპირატესობა ისიცაა, რომ იგი არაა განკუთვნილი დღის რომელიმე მონაკვეთისათვის ან რაღაც საგანგებო შემთხვევისათვის: მას წინ არაფერი უდგება. აი, რა წერია ლოცვაში: "მუშაობისას, დასვენებისას, შინ თუ გარეთ, მარტო იქნები თუ სხვებთან ერთად, გულსა და გონებაში იმეორე ტკბილი სახელი უფლისა იესუ ქრისტესი: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი".
"ლოცვა უძლეველი იარაღია ბოროტის დასაძლევად. ყველაზე დიდი ძალა "იესოს ლოცვას" შესწევს. ამიტომ შფოთის მდგომარეობაში ჩავარდნისას იგი გულში განუწყვეტლივ უნდა ვიმეოროთ, ვიდრე უკეთურ აზრებსა და სურვილებს არ მოვერევით."
/დეკ. თავმას ჩოხელი/
"იესოს სახელი ფოლადზე ძლიერი და გრანიტზე მტკიცეა. არ არსებობს იმაზე უფრო ძლიერი ფარი და იარაღი სულიერ ბრძოლაშ, ვიდრე იესოს ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი".
"იესოს ლოცვას" გამუდმებით უნდა ამბობდეს მორწმუნე. ამგვარად თუ აღესრულება მოციქულის მოწოდება: "მოუკლებლად ილოცევდით"
"იესოს ლოცვა უფალთან თანამყოფობის გაცნობიერებით წარმოითქმება, უნდა გჯეროდეს, რომ შენ კი არ ჭვრეტ უფალს, უფალი გიყურებს და იცის ყველაფერი, რაც შენშია".
"ილოცე, როდესაც დაღლილი ხარ ან უბრალოდ ზიხარ. და მაშინაც კი, როდესაც ფეხზე დგახარ. ნუ მოგერევა ძილი. სწორედ ამას ჰქვია "ღვაწლი".
"იესოს ლოცვა წარმოთქვით არა იმისთვის, რომ ლოცვის ნიჭი შეიძინოთ, არამედ იმისთვის, რომ დაამარცხოთ ვნებები უფლის ნებით, შემოქმედისადმი ერთგულებით"
"ბერი ეფრემ კატუნაკელის რჩევით, თუ დღე-ღამეში ნახევარ საათს დავუთმობთ იესოს ლოცვას, შედეგს მალე დავინახავთ"
"ყველგან უნდა ვთქვათ იესოს ლოცვა, მაშინაც, როდესაც ვზივართ, საწოლში ვწევართ, დავდივართ თუ ფეხზე ვდგავართ"
"განმღრთობილ მამათა სწავლებით, ყველაზე ტევადი და ეფექტური ლოცვის ფორმა იესოს ლოცვაა"
"მისი [ღირსი მაკარი] მუდამ ნათელი სახე სულიერ სიხარულსა და მოყვასისადმი სიყვარულს ასხივებდა, რაც მის მიერ მოუკლებელად ქმნული იესოს ლოცვის ხილული გამომხატველი იყო"
"ის, ვინც იესოს ლოცვას უარყოფს, უდიდესი შეცდომის თანამდებია. მამის ურჩია, არ აღიარებს სულიწმინდას და ამგვარად, ქრისტესთან ჭეშმარიტ ურთიერთობაში არ იმყოფება. ამიტომაც მისი მართლმადიდებლობა აშკარა ეჭვს ბადებს".
"იესოს ლოცვა ის გასაღებია, რომლის წყალობითაც ისეთ საიდუმლოში შესვლის შესაძლებლობა გვეძლევა, რომელიც თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში გაუვლია"
"იესოს ლოცვას გარეგნულად მიუწვდომელი უდიდესი სიღრმეები გააჩნია"
"როგორც ჰაერში ვერ გამოვწერთ ასოებს, არამედ საჭიროა მყარი სხეული, რათა მალე არ წაიშალოს სიტყვები, ასევე უკიდურესი სიფხიზლით უნდა შევასრულოთ იესოს ლოცვა, რათა სიფხიზლე, ეს მშვენიერი სათნოება, უფალთან იყოს შეერთებული და მისით წარუშლელად აღიბეჭდოს ჩვენში საუკუნოდ"
/ისიხი, იერუსალიმელი პრესვიტერი/
"იესოს ლოცვის უმთავრესი მიზანი "ნაწილებად ქცეული" ადამიანის გამთლიანებაა"
"აიღე სკვნილი და მანქანასავით უწყვეტად იმეორე იესოს ლოცვა. ცოტა ხანში დაინახავ, როგორ დაგტოვებს მწუხარება და გულისსიტყვები"
/მამა ეფრემ არიზონელი/
"ჩასუნთქვის დროს იესოს ლოცვას სრულად წარმოვთქვამთ - ამოსუნთქვის დროს ვიმეორებით"
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"თავი აიძულეთ იესუს ლოცვისთვის. ის გახდება თქვენთვის საჭმელიც, სასმელიც, სამოსელიც, ნათელიც, ნუგეშიც და სულიერი ცხოვრებაც. ის მლოცველისთვის ყველაფერია. ლოცვის გარეშე სულიერი სიცარიელე ვერ შეივსება. გსურთ, ქრისტე შეიყვაროთ? ლოცვა გენატრებოდეთ, სიმდაბლდე ჩაიკარით გულში და მაშინ გაიგებთ, რომ სასუფელეი ღვთისა ჩვენ შორისაა.
ბოროტ აზრებს უფლებას ნუ მისცემთ, რომ გაბატონდნენ თქვენზე, მაშინვე ლოცვით განდევნეთ ისინი. ოჰ, რა სასწაულებს ახდებს ეს ლოცვა! დაე, ქრისტე ყოფილიყოს სიხარული თქვენი სულებისთვის."
/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/
"ეშმაკი ყველანაირად ცდილობს, წაართვას ქრისტიანს იესოს ლოცვა, რადგანაც ყველაზე მეტად ეს ლოცვა სძულს და მისი ეშინია. ვინც გამუდმებით წარმოთქვამს იესოს ლოცვას, მას ღვთის ძალა მტრის მახეთაგან უვნებლად იფარავს; ხოლო როდესაც კაცი სრულიად განიმსჭვალება მისით, იგი მას სამოთხის ბჭეს განუღებს"
/ბარსანოფი ოპტელი/
" - რა ვნებს იესოს ლოცვას?
- როგორც გამოცდილებიდან ჩანს, იესოს ლოცვას ვნებს მოყვასის შეურაცხყოფა. სანამ განაწყენებულ ახლობელს შერიგებით არ დაამშვიდებ, ლოცვას მნიშვნელობა არ ექნება. ლოცვას ვნებს ასევე მრუშული ზრახვები, განკითხვა, ზედმეტი ჭამა და ყოველგვარი ცოდვა"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"იესოს ლოცვა, თუ მექანიკურად ვიმეორებთ, არაფერს იძლევა, ისევე როგორც ყველა სხვა ლოცვა, მხოლოდ ენით წარმოთქმული: საქმე არის არა სიტყვები, არამედ გრძნობები უფლისადმი"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ლოცვა - უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი - რომელსაც გულში მუდამ წარმოვთქვამთ, აშთობს სიძვას, აოკებს მძვინვარებას, განდევნის მრისხანებას, განაქარვებს სევდას, განაშორებს კადნიერებას, სპობს სასოწარკვეთას, განდევის უდებებას, განანათლებს გონებას, მოგვრის ცრემლებს"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ქრისტესთან შეერთება მისი სახელის მოხმობით ხდება, იესუს ლოცვის დროს. ''უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე''. იესუს ლოცვა მჭიდროდაა დაკავშირებული საღმრთო ლიტურგიასთან. ამ მცირე ლოცვაში წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი ღმრთისმეტყველებაა მოთავსებული."
/მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი/
"ძილს რომ დააპირებ, "იესოს ლოცვა" იმეორე, ლოცვით დაიძინე. შეაჩვიე თავი იმას, რომ გაღვიძებისას შენი პირველი აზრი, სიტყვა და საქმე "იესოს ლოცვა" იყოს... შეეცადე ისე შეეჩვიო "იესოს ლოცვას", რომ იგი შენს განუწყვეტელ ლოცვად იქცეს."
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"იესოს ლოცვისაგან" მაშინ შეიძლება შეიშალოს კაცი, თუკი ამ ლოცვის აღსრულების პერიოდში არ მიატოვებს ცოდვებსა და ცოდვილ ჩვეულებებს, რომელთაც გმობს სინდისი"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"იესოს ლოცვა, ბრძნად აქცევს ადამიანს, განუცხადებს მას სხვა ცოდნას, რომელიც იმდენად არ აღემატება იმას, რისი დატევნაც ადამიანურ ინტელექტს შეუძლია, რამდენადაც ზეცა აღემატება დედამიწას"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მისმა უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ მეუფე ზინობი [მაჟუგა] მოუკლებლად ლოცულობდა იესოს ლოცვას და ჰქონდა სულიერი განჭვრეტის მადლი. სულიერ შვილებს ურჩევდა, სკვნილზე იესოს ლოცვა, ღვთისმშობლის კანონი - "ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ" და "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ" ჩამოელოცათ."
"ერთ სქემმონაზონს აღწერილი აქვს ფსიქოლოგიური დაკვირვება იესოს ლოცვაზე. ის წერს, რომ ამ ლოცვისას ადამიანები იმ სიტყვებზე აკეთებენ აქცენტს, რისი მოთხოვნილებაც მათ გულს აქვს: ვისაც განსაკუთრებულად უყვარს უფალი - "უფალო იესო ქრისტეზე", ვინც მის ღვთაებრივ დიდებას ჭვრეტს - "უფალოზე", ვინც ცოდვაზე ფიქრობს და საკუთარი არარაობის განცდა აქვს - "შემიწყალეზე"... ჩვენთვის მწვერვალი ის იქნება, გვიყვარდეს უფალი და ეს ლოცვაში გამოვლინდეს."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"იესოს ლოცვას ადამიანი განუწყვეტლივ უნდა იმეორებდეს."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"- არის თუ არა მიზანშეწონილი, ერისკაცი მუდმივად წარმოთქვამდეს იესოს ლოცვას?
- თუ ერისკაცისთვის გამუდმებით იესოს ლოცვის წარმოთქმა არ შეიძლება, მაშ, რა აკეთოს გამუდმებით? ნებისმიერმა ფსიქოლოგმა იცის, რომ ადამიანის ტვინს ფიქრის გარეშე სამ წამზე მეტ ხანს არ შეუძლია გაძლება. ის განუწყვეტლივ მუშაობს, ძილის დროსაც კი, და თუ ღმერთზე არ იფიქრა, რაზე იფიქროს?Aან პავლე მოციქულს რა ვუყოთ, რომელიც გვეუბნება, მოუკლებლად ილოცვიდეთო?!
თუ ლოცვა საშიშია, მაშინ სასუფეველი უფრო საშიში ყოფილა, იმიტომ რომ ლოცვის შედეგი სასუფეველია. მე ვლოცულობ, რომ უფალთან ვიყო, ხოლო სადაც უფალია, იქ არის სასუფეველიც.
სასუფეველი თქვენს გულებში ეძებეთო... ლოცვის მთელი ძალისხმევა იქით არის მიმართული, რომ გულში იპოვო სასუფეველი...
ლოცვა თუ საშიშია, ულოცველობა რაღაა?!"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ხიბლში ის კი არ არის, ვინც იესოს ლოცვას ასრულებს, არამედ ის, ვინც მას არ ლოცულობს."
/მამა ხარლამპე დიონისიატელი/
"პირველი სავარჯიშო: იესოს ლოცვა ბაგეებით ზეპირად უნდა წარმოთქვა, თანაც რაც შეიძლება გამოკვეთილად და სწრაფად. მაგრამ ფხიზლად იყავი. როცა ლოცვას წარმოვთქვამთ, სატანა მოდის და ჩვენს გონებას ათასნაირ გულისთქმასა და ფიქრებს დაატეხს. როცა ახალდამწყები თავისთვის, გონებაში ლოცვას წარმოთქვამს, ბოროტის თავდასხმები გუდავენ. მაგრამ თუ სწრაფ-სწრაფად წარმოთქვამ, სატანა ვერ მოასწრებს, სხვადასხვა გულისთქმით გონება განგიფანტოს.
ხშირად ჩვენი გონება ლოცვის შინაარსს ასცდება, მაგრამ ჩვენ სმენა გვაქვს. ყურებს, ნებსით და უნებლიეთ, ესმით, რასაც ბაგეები წარმოთქვამენ. ჩვენს გონებას აქვს ნიჭი, ერთდროულად დააკვირდეს თანადროულად მომხდარ რამდენიმე შემთხვევას. აი, მაგალითად, მე და შენ ვსაუბრობთ, მაგრამ ამასთან გვესმის მიმომავალი მანქანების ხმები, ხალხის, მეზობლების საუბარი... როგორც კი უნებურად იწყებ ლოცვის წარმოთქმას, ჩაგესმება ყვირილი, მანქანის ხმაური.
მაგრამ, უპირველესად, გამოჩნდება ყველა ის სახე (ხატება) ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომლებიც შენს შიგნით სმენითა და ხედვით აღიბეჭდება. განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს დროს, როცა სამყაროს განხრწნამ საზღვარს ისე მიაღწია, რომ ქალაქებში, სადაც კაცი ცხოვრობს, არა მხოლოდ სმენითა და ხედვით, არამედ ყველა ხუთი გრძნობის საშუალებით შეიბილწება."
/მამა ხარლამპე დიონისიატელი/
"კელიაში ცხოვრება კარგია, მაგრამ აუცილებელია, რომ ლოცვაც გეპყრათ, რამეთუ არც ზეცაში და არც მიწაზე არ არის იესოს ლოცვაზე საიმედო იარაღი. მას მუდამ უნდა ვასრულებდეთ, ვიდრე ის ადგილს არ მოძებნის - ადგილს კი მაშინ მოძებნის, როცა ვნებებისგან განწმენდილს ნახავს გულს, სადაც ის დაივანებს. გული კი ლოცვით განიწმინდება! მუდმივად მოქმედი ლოცვა აღავსებს ნაკლულოვანებას, შეუსრულებელ კანონსა და სხვა ქმედით ღვაწლს!"
"შენი პირველი საქმეა იესოს ლოცვის რაც შეიძლება ხშირი გამეორება, ვიდრე არ მიეჩვევი მის შეუწყვეტლივ გამეორებას. ეს კი ასე უნდა ჰყო: შენს ლოცვით კანონში გამოყავი ადგილი იესოს ლოცვისათვისაც. რამდენჯერმე გაიმეორე ეს ლოცვა ლოცვების დაწყების წინ და რამდენჯერმე ლოცვების ბოლოს"
"განსაკუთებულია იესოს ლოცვა, რომელიც ხერხემალია ჩვენი სულიერი ძალებისა. იგია ცენტრი გონიერი მსახურებისა"
"იესოს მოკლე ლოცვას მრავალი სასწაული მოუხდენია, ამიტომ გამუდმებით უნდა ვიმეოროთ ეს ლოცვა"
"იესოს ლოცვა სრულყოფილი ლოცვაა, რადგან შეიცავს ჩვენი ხსნის ჭეშმარიტებას"
"იესოს ლოცვას უნდა აღავლენდეს არა მხოლოდ ბერი, არამედ ერისკაციც. ერთი შეხედვით, თითქოს ეს მარტივია. იესოს ლოცვა თავისთავად არ არის სასწამოქმედი. ის ისეთივეა, როგორც სხვა ნებისმიერი მოკლე ლოცვა სიტყვიერად და, შესაბამისად, გარეგნულადაც. მაგრამ მაინც შეიძლება იქცეს ის ჩვენთვის ყველაზე აღმატებულად"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"მთელი ძალით ვიზრუნოთ იესოს ლოცვის შესასწავლად. აზრი იმის შესახებ, თითქოს ჩვენთვის იესოს ლოცვა ნაადრევია, მცდარია. ყველამ უნდა ილოცოს გულითა და გონებით. სხვანაირი ლოცვა ლოცვა არ არის. მაშ, კეთილი ინებეთ, გაისარჯერთ და ნუ დაიზარებთ"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"რამდენ რამეს ვაკეთებთ ისე, ჩვევის გამო, მექანიკურად: ვიბანთ, ვიცვამთ, ვჭამთ და ა.შ. ამ დროს ხომ სრულიად თავისუფალია აზრი, გონება, რა გვიშლის ხელს, რომ ვიმეოროთ "იესოს ლოცვის" სიტყვები, ვივარჯიშოთ? ძალიან მნიშვნელოვანია, გაღვიძებისთანავე გავიხსენოთ, რომ არსებობს ყოვლისმპყრობელი და გულთამხილავი ღმერთი და მაშინვე ვთქვათ: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი".
"მუშაობისას, დასვენებისას, შინ თუ გარეთ, მარტო იქნები თუ სხვებთან ერთად, გულსა და გონებაში იმეორეთ ტკბილი სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი".
"იესუს ლოცვა უხილავად გარდაქმნის თქვენს გულს სულიწმინდის მადლით"
/წმ. ლუკა ყირიმელი (ვოინო-იასენეცკი)/
"ისეთ წიგნებს უნდა ვსწავლობდეთ, რომლებიც გულით არის დაწერილი და ისინი გულით იკითხება. ანუ კითხვის დროსაც იესოს ლოცვას უნდა წარმოვთქვამდეთ".
/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"ეზოში ქარს ვერ დაიჭერ - ასეა აზრებიც, მათი შეჩერება მხოლოდ იესოს ლოცვას ძალუძს, თქვენ კი იესოს ლოცვა არ გინდათ, ამიტომაც გატყდებათ თავს საშინელი ხორციელი და სულიერი განსაცდელები".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"თქვენც ასე მოიქეცით - დადიხართ, ზიხართ, რეცხავთ თუ ალაგებთ, რაღაცაზე ნუკი ფიქრობთ, ილოცეთ: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი" - და ყველას აცხონებთ, ცოცხლებსაც და მიცვალებულებსაც".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ყოველთვის, როცა რაღაცას ვცოდავთ, უნდა შევინანოთ, დამნაშავედ ვაღიაროთ თავი ღვთისა და კაცთა წინაშე. იესოს ლოცვა იგივე სინანულია. ის იკითხეთ - და ყველაფერი დალაგდება"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"იესოს ლოცვა იგივე სინანულია, ისწავლეთ განუწყვეტელი იესოს ლოცვა და სული ეტყვის ღმერთს: "დიდება შენდა უკუნითი უკუნისამდე ყველა შენი წყალობისათვის, გამოუთქმელი ზრუნვისათვის ჩემზე".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"საყვარელო დედაო ნ.! ერთი ბერი ბაზარში მიდიოდა, ამ დროს სკვნილი გაახსენდა, ჯიბიდან ამოიღო და, საზიდრებს რომ ჩაუარა გვერდით, ერთი იესოს ლოცვა თქვა. უცებ ერთ-ერთი ცხენი დაფრთხა, საზიდარი გადააბრუნა, გაიქცა და ბერს დაეჯახა, რომელმაც რაღაც იტკინა, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. სიზმარში ამ ბერს გამოეცხადა, რომ ერთი იესოს ლოცვისათვის ღვთის ანგელოზმა იხსნა იგი სიკვდილისაგან - საზიდრისაგან. რომელიც მას უნდა დასცემოდა.
ჰოდა, იკითხე ეს ლოცვა - ამით შენს თავსაც შეეწევი და სხვებსაც. რაც შეეხება იმას, რომ ამბობ, "ღმერთს არ ესმისო", მაგას ეშმაკი ჩაგძახის, შენ ნუკი უსმენ, ილოცე - მაშინ აქაც და იქაც მიიღებ ღვთის წყალობას და შეწევნას, ყველა შენი ეჭვიც გაქარწყლდება."
"იესოს ლოცვით ილოცეთ - დადიხართ, ზიხართ, გზაში ხართ თუ საერთოდ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყველგან და ყოველთვის".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"რაც მთავარია, იესოს ლოცვა იკითხეთ და გონება ლოცვის სიტყვებში ჩაკეტეთ"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"იცოდეთ, იესოს ლოცვა ღვთის დიდი საიდუმლოა, რომელიც ძალიან ცოტამ იცის - მით უმეტეს ჩვენს დროში. როდესაც სულიერი ცხოვრება ასე დაიშრიტა. როგორ ისწავლოთ იესოს ლოცვა? იშრომეთ, ილოცეთ: თუ სურვილი და მისწარფება გექნათ, საქმეც გამოგივათ"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ვინც იესოს ლოცვას კითხულობს, მას ღმერთი გადაარჩენს, ანტიქრისტეს ბეჭედს აარიდებს, შეცოდებათა შენდობას მიმადლებს, სიკეთით შეამკობს და ზეციურ სასუფეველში დაამკვიდრებს"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"იესოს ლოცვა უნდა ისწავლოთ, რადგან დადგება დრო, როცა წიგნები აღარ იქნება, ყველაფერი განადგურდება. ადამიანების მეხსიერებიდან წაიშლება თვით აზრიც კი ღვთის შესახებ"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"როგორც გავარვარებულ რკინას ვერ მიუახლოვდები და შეეხები, ასევე ვერ გაეკარებიან დემონები სულს, რომელიც იესო ქრისტეს ლოცვით არის გამთბარი. მასთან მიახლოებისას მათ დაწვავს ღვთაებრივი ცეცხლი - სახელი ღვთისა".
/იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)/
"იესო ქრისტეს სახელი, რომელსაც ლოცვის დროს მოვუხმობთ, თვითონ ფლობს ძალას. ნუ შეგაშფოთებს შენი ლოცვის არასრულყოფილება და სიმშრალე, მოთმინებით ელოდე საღმრთო სახელის ხშირი მოხმობის შედეგად გამოღებულ ნაყოფს".
/იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)/
"როცა ეშმაკი ხედავს, რომ ვინმე გონიერად აღასრულებს ქრისტეს მცნებებს და ამაში წარმატებებს აღწევს, ყოველ ღონეს ხმარობს, რათა გაანადგუროს ყველა წიგნი, რომელშიც იესოს ლოცვაა და უკეთურ კაცთა მეშვეობით შეწყვიტოს გონიერ საქმეთა კეთება".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"მე იესოს ლოცვა დედამ მასწავლა. ცელქობის გამო გაწყრომას რომ დაგვიპირებდა, იწყებდა ლოცვას: "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე". როდესაც ღუმელში პურს გამოსაცხობად შედებდა, დედა წარმოსთქვამდა: "სახელითა იესო ქრისტესითა და ყოვლადწინდისა ღვთისმშობელისათა". ცომს ზელდა, თუ კერძს ამზადებდა, გამუმდებით იესოს ლოცვას აღასრულებდა. ამგვარად იკურთხებოდა თავადაც და იკურთხებოდა ის საჭმელი და პური, რომელსაც ამზადებდა, იკურთხებოდნენ ამ საკვების მიმღებნი".
/ღირსი პაისი ათონელი/
"ერთხელ მარიამი [ნეტარი მაკრინე] უფროსმა სიგარეტის ჩასალაგებელ განყოფილებაში გადაიყვანა. აქ შეუძლებელი იყო იესოს ლოცვა, რადგან სიგარეტები უნდა დაეთვალა, მან ბავშვური გულწრფელობით [თორმეტი წლისა იყო] და მტკიცე სარწმუნოებით ითხოვა, - მე, იესო ჩემო, ვიტყვი ლოცვას და შენ სიგარეტები დამითვალეო. მოხდა სასწაული, მარიამი ლოცულობდა და კოლოფში ოც-ოცი სიგარა იდებოდა, ის ყველაზე სწრაფად მუშაობდა, დირექტორი ამოწმებდა, მაგრამ წუნს ვერ პოულობდა, ხარისხიანი მუშაობისთვის მას ხელფასის მომატებაც კი შესთავაზეს, მაგრამ მარიამმა უფროსს სთხოვა, ხელფასის დანამატი თანამშრომლებს გაუნაწილეთო. მორიდებული და წყნარი მარიამი გამოირჩეოდა კეთილსინდისიერებით. იესოს გამუდმებული ლოცვის გამო სახე უბრწყინავდა, ბაგეები კი კეთისურნელებას გამოსცემდნენ".
"ჩემი გარდაცვლილი მოძღვარი იესოს ლოცვას 6 საათის განმავლობაში კითხულობდა, მას კი მიაჩნდა, რომ სულ რაღაც საათის მეოთხედი იყო გასული"
"იესოს ლოცვა ხეს ჰგავს, რომელიც მრავალი სახის მტკბარი ნაყოფით არის დახუნძლული და ყოველი მათგანი სხვა დანარჩენზე მშვენიერია"
"როგორ შეუძლია ადამიანს წინ აღუდგეს ეშმაკს? ან როგორ უკუიქცევა ეშმაკი მისგან? თუ შენს გულში ყოველთვის გექნება მოკლე ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე", რადგან იესოს წმინდა და მრისხანე სახელი მისი წარმოთქმისას ხდება ცული და მახვილი, რომლებიც ეშმაკს სცემს და მასთან ერთად გულიდან განდევნის დემონებს, როგორც ამბობს იოანე კლემაქსი: "მტერს შეუტიე იესოს სახელით".
/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"იესოს ლოცვას ჭკუიდან გადასვლა მაშინ შეიძლება მოჰყვეს, როცა ამ ლოცვის მკითხველი ვერ ელევა რაიმე ცოდვას ან უკეთურ ჩვევას, რის გამოც სინდისი ქენჯნის. ამ დროს ხდება ღრმა შინაგანი განხეთქილება, რომელიც გულიდან ყოველგვარ სიმშვიდეს განდევნის".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ზოგს იესოს ლოცვის აღსრულებისას სურს დაუყოვნებლივ იგრძნოს მისი სულიერი მოქმედება, დატკბეს მისით და არ ესმის, რომ ტკბობას, რომელსაც მხოლოდ უფალი იძლევა, სინანული უნდა უძღოდეს წინ".
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"იესოს ლოცვის სუნთქვასთან შეერთება, როგორც თქვენ ამბობთ, შესაძლებელია, - ეს ძველი დროის რომელიღაც მამას უთქვამს*. სუნთქვა სკვნილისი ნაცვლად".
*საუბარია, წმინდა გრიგოლ პალამაზე
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ერთ-ერთ მოძღვარს იესოს ლოცვის შესახებ ჰკითხეს: "ზოგჯერ ამ ლოცვას ვკითხულობ და თან განვიკითხავ სხვას, ვბრაზობ, მაღიზიანებს. ღირს კი საერთოდ ასეთ დროს ლოცვა, ხომ არ ვლინდება და უბრალოვდება იგი?" პასუხი კი ამგვარი იყო: "რომ არ ლოცულობდე, შეიძლება ისე გაშმაგდე, რომ საკუთარ თავსაც და სხვასაც მეტად ავნო".
"იესოს ლოცვა პურია, რომელიც ასკეტს ძალას სძენს, შემდეგ გულის მამშვიდებელ ზეთად გვევლინება, ბოლოს, ისეთ ღვინოდ გადაიქცევა, რომელიც "საღი გონებიდან გადაგიყვანს", ანუ ექსტაში შეგიყავნს და ღმერთთან დაგაკავშირებს"
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"ეცადეთ, იესოს ლოცვას ისე მიეჩვიოთ, რომ თავისით აღესრულებოდეს, მოძრაობისას იქნება თუ მუშაობისას"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"იესოს ლოცვა არ უნდა წარმოთქვა ხმამაღლა, არამედ ჩუმად, მხოლოდ შენთვის გასაგონად"
/ღირსი ისააკ ასური/
"[იესოს] ლოცვა თუ გაწყდა, ეს, როგორც წესი, უქმი მეტყველების, ნაყროვანების, განკითხვისა და, უმთავრესად, ამპარტავნების ბრალია"
/ღირსი ანატოლი ოპტინელი (ზერცალოვი)/
"გულში მუდამ წარმოვთქვათ მოკლე ლოცვა - იესოს ლოცვა, რომელიც ადამიანის გულის სიღრმეებში სხივად იჭრება"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"იესოს სახელი ფოლადზე ძლიერი და გრანიტზე მტკიცეა. არ არსებობს იმაზე უფრო ძლიერი ფარი და იარაღი სულიერ ბრძოლაში, ვიდრე იესოს ლოცვაა!"
"იწყებ იესოს ლოცვას და ხშირად უმალვე გრძნობ ცვლილებას შენს ფიქრთა მიმდინარეობაში".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"ყოველგვარი ცოდვიანი ზრახვის საწინააღმდეგოდ ყველაზე ძლიერი იარაღია ლოცვა, განსაკუთრებით - იესოს ლოცვა".
"როცა მოღვაწე იესოს ლოცვას ლოცულობს, ეჩვენება, რომ ცაში მოლივლივე არწივი იმეორებს ამ ლოცვას, მთები ჰიმნს უხმოდ უგალობენ ღმერთს, კლდეები, ჭაღარა ბერიკაცებივით წრეში დამსხდარან და ღმერთზე ფიქრობენ, ლოცვას უსმენენ ნაპრალებში შემალული გველები, ხეები კი მას ფოთოლთა შრიალით იმეორებენ, რომ მთის ხეობებში მოთარეშე ქარი ოხრავს და გაბმით ჩურჩულებს: "შემიწყალე, შემიწყალე!"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მოუკლებელი იესუს ლოცვის წყალობით მუდამ გვახსოვს ქრისტე. ეს ლოცვა ხომ ჩვენმა ღმერთშემოსილმა მამებმა დაგვიტოვეს. სულ რამდენიმე სიტყვაა: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. ჩვენთვის ქრისტიანებისთვის ამ ლოცვაში ღვაწლი მაცხოვნებელია! ის, ვინც მოუკლებელი გულისმიერი ლოცვის ნიჭი მოიხვეჭა, სიკვდილის შემდეგ დაუბრკოლებლად მიეახლება ქრისტეს. ასეთ ადამიანს ვერაფერი დააბრკოლებს, რადგან ქრისტეს სახელს უდიდესი ძალა აქვს."
/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/
"წმინდა მამები ამბობენ, რომ იესუს ლოცვა დიდი საიდუმლოებაა, რადგან ამ დროს ღმერთის სახელს მოვუხმობთ. ამიტომაც ამაოდ არ უნდა მოვუხმოთ მას და ვეცადოთ, შეძლებისდაგვარად ჩავუღრმავდეთ და გავაცნობიეროთ, თუ ვინ დგას ამ სახელის უკან".
/მღვდელმონაზონი ნიკოლოზ სახაროვი/
"ერთი მხრივ, იესოს ლოცვა მართლაც უდიდესი მონაპოვარი და აღმოჩენაა წმ. მამების მხრიდან, მეორე მხრივ კი, მისი შესრულება და კეთილნაყოფიერ პრაქტიკად ქცევა შეუძლებელია გამოცდილი მოძღვრის გარეშე, რომელიც ასევე გამოცდილისა და სწორად აღზრდილისგან განისწავლა და იცის ზომიერება და აქვს უკვე ნაყოფი".
"ერთის მხრივ, იესოს ლოცვა მართლაც უდიდესი მონაპოვარი და აღმოჩენაა წმიდა მამების მხრიდან, მეორეს მხრივ კი მისი შესრულება და კეთილ-ნაყოფიერ პრაქტიკად ქცევა შეუძლებელია გამოცდილი მოძღვრის გარეშე, რომელიც ასევე გამოცდილებისგან და სწორად აღზრდილისგან განისწავლა და იცის ზომიერება და აქვს უკვე ნაყოფები".
"როდესაც ბერი იოსები [ვატოპედელი] თავად გახდა მოძღვარი, თავისი წმიდა მასწავლებლის მიერ დასახული გზა განაგრძო. ჩვენი საძმოს ერთ-ერთი წევრი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, ბერს რომ პირველად შეხვდა და გონებისმიერი ლოცვის შესახებ დაუსვა კითხვა. ბერმა მიუგო: "იესოს ლოცვისთვის თავის იძულებაა საჭირო". საუბარი გაგრძელდა, ხოლო იქაურობა ზებუნებრივი კეთილსურნელებით აივსო, რომელიც ბერის ბაგეთაგან გამოდიოდა. სურნელება იმდენ ხანს იფრქვეოდა, სანამ იგი ლოცვის ღირსებაზე, მეთოდებსა და ნაყოფებზე ლაპარაკობდა".
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"ბერი იოსები [ვატოპედელი] ხაზგასმით გვიმეორებდა, რომ სწორედ იესოს ლოცვის მეშვეობით შეუძლია ადამიანს აღასრულოს მოციქულის მცნება "მოუკლებლად ილოცევდით".
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"იესოს ლოცვას მამა ეფრემი [არიზონელი] ორლესულ მახვილს ადარებდა, რომელიც ანადგურებს სასოწარკვეთილებასა და მწუხარებას. "ამავე დროს, იგი წამალია ყველა სულიერ და ხორციელ სნეულებათა"
"მე თავი მუხლებში ჩავრგე (როგორც ამას კარმელის მთაზე ელია წინასწარმეტყველი აკეთებდა) და შემდეგ იესოს ლოცვისთვის ჩემი გულის შემზადება (გაღვივება) დავიწყე".
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"იესოს ლოცვა ყოველთვის შენი განუყრელი თანამგზავრი იყოს. და ჩემთვისაც ილოცე, ღმერთმა შემიწყალოს"
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"კელიაში ცხოვრება კარგია, მაგრამ აუცილებელია, რომ ლოცვაც გეპყრათ, რამეთუ არც ზეცაში და არც მიწაზე არ არის იესოს ლოცვაზე საიმედო იარაღი. მას მუდამ უნდა ვასრულებდეთ, ვიდრე ის ადგილს არ მოძებნის - ადგილს კი მაშინ მოძებნის, როცა ვნებებისგან განწმენდილს ნახავს გულს, სადაც დაივანებს"
"ცხონებული ბერი ეფრემ არიზონელი ამბობდა: „მერწმუნეთ, რომ როდესაც იესოს ლოცვას ვამბობდით (ახალბედა მონაზვნები ვიყავით მაშინ), ყველაფერს კეთილსურნელება ასდიოდა: ჩვენს წვერსაც, მკერდიდანაც კი კეთილსურნელება გამოგვდიოდა ჰაერის ამოსუნთქვასა და ჩასუნთქვაზე; ყველაფერი კეთილსურნელოვანო იყო“. მრავალ მონაზონსა თუ მომლოცელს უგრძნია მსგავსი კეთილსურნელება ბერ იოსებისგანაც [ვატოპედელი]“.
"იესოს ლოცვა" ყველაზე ქმედითია გულღრძოობის წინააღმდეგ. გულღრძო კაცს იესოს ლოცვის წარმოთქმა არ შეუძლია"
"იესოს ლოცვის" ის ფორმა შეარჩიე, რომელიც უკეთესი იყოს შენთვის. "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი" ან "უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალე ჩვენ" ან "იესო, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე", ან "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".
"ჩვენი ძმობის ერთ-ერთი ხელსაქმე კერვა იყო, წმ. პავლეს სავანეს ვემსახურებოდით. მაშინ მე დამწყები მონაზონი ვიყავი და ჯერ კიდევ არ ვიცნობდი ბერ იოსებს. ერთხელ წმ. პავლეს სავანეში უნდა წავსულიყავი; ავიღე სკვნილი და გზას გავუდექი. კატუნაკებიდან წმ. პავლეს სავანემდე ორსაათნახევრის სავალია. გავიარე მცირე წმ. ანას სკიტი, გავიარე წმ. ანას სკიტი და დავადექი ნეა სკიტისკენ მიმავალ დაღმართს. როცა წისქვილს მივუახლოვდი, გონს მოვედი! "ოჰ, როდის მოვედი აქამდე?" იმდენად ვიყავი ჩაფლული იესოს ლოცვაში, რომ გზისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"როცა ხელსაქმეს აკეთებ ან რაიმე მორჩილებას ასრულებ, ნუ მიატოვებ იესოს ლოცვას, რადგან იგი განგაღმრთობს. მამებო, პირველი, რასაც იესოს ლოცვის დროს იგრძნობთ, სიხარული იქნება! პირველი ეტაპი, პირველი საფეხური, რასაც იგრძნობთ, სიხარულია. ეს ჯერ კიდევ არაფერია, ეს ზღვაში წვეთია, ეს შინაგანი მადლისმიერი განათლების დასაწყისია! ამიტომ ხშირად თქვით იესოს ლოცვა, გამუდმებით იმეორეთ და ეს სხვა, უფრო უკეთეს სულიერ მდგომარეობაში გადაგიყვანთ, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენთ.
დაწყებით კლასის მოსწავლეს არ შეუძლია გაიგოს საშუალო კლასის საგნები; და არც საშუალო კლასის მოსწალეს - უნივერსიტეტის საგნები. მაგრამ როცა შენში მადლი დაივანებს, მაშინ მიხვდები, რომ ახლა საშუალო კლასის მოსწავლე ან უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ. შენ თვითონ იგრძნობ ამას"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"ვებუნებოდი ჩემს მოძღვარს: "მამაო, ჯოჯოხეთშიც რომ წავიდე, არ მეშინია, მთავარია, გამუდმებით ვამბობდე ლოცვას". ისეთ სიტკბოებას, ისეთ სიხარულს განიჭებს შინაგანად იესოს ლოცვა - თუმცა მოკლეა, მაგრამ დიდი ძალა აქვს! - რომ იტყვი: "ჯოჯოხეთშიც რომ მოვხვდე, არ მეშინია, იქაც განვაგრძობ ლოცვას". ყურადღება მიაქციეთ ამას, რადგან გამოცდილებით გავიარე ეს და ახლა თქვენც გადმოგცემთ"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"ერთ ბერს ერთი მორჩილი ჰყავდა. ერთხელ ბერმა მორჩილს უთხრა:
- შვილო, ხშირად იმეორე იეოს ლოცვა.
- ვლოცულობ, მაგრამ არაფერი მესმის.
- შენ არ გესმის, მაგრამ ეშმაკს ესმის და გარბის.
- და მე როგორ უნდა მივხვდე ამას?
- კი მაგრამ, შვილო, მაინცდამაინც სასწაული გინდა ნახო?
- დიახ, მამაო, სასწაული მინდა ვნახო.
- კეთილი. ვილოცებ, რომ ღმერთმა სასწაული გიჩვენოს, რათა მიხვდე, თუ რა ძალა აქვს იესოს ლოცვას, - უთხრა ბერმა.
ბერმა მხურვალედ ილოცა და თან სამი დღე იმარხულა. ერთ დღესაც მორჩილს დაუძახა:
- მოდი აქ, შვილო, აიღე კალათი, წადი მაღლა წყაროსთან და კალათით წყალი მოიტანე.
- მამაო, შემინდე, მე ჯერ სრულ ჭკუაზე ვარ; კალათით როგორ მოვიტანო წყალი?
- კი მაგრამ, ხომ თქვი, რომ სასწაულის ნახვა მინდაო? არ გინდა, ნახო, თუ რა ძალა აქვს იესოს ლოცვას?
- დიახ, მინდა.
- ჰოდა, ის გააკეთე, რასაც გეუბნები. მაგრამ თან უნდა ილოცო, განუწყვეტლივ იესო ლოცვას უნდა ამბობდე.
- როგორც მაკურთებ.
წავიდა მორჩილი ლოცვით: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე", "უფალო იესო ქრისტე...", და კალათი ონკანის ქვეშ შედგა. კალათი წყლით ივსებოდა და არ გასდიოდა, მაგრამ მორჩილი თან გამუმდებით ლოცულობდა. ცხადია, ამ დროს ბერიც მხურვალედ ლოცულობდა თავის სენაკში, რომ ღმერთს მორჩილისთვის სასწაული ეჩვენებინა. კალათი წყლით გაივსო. როგორც კი მორჩილმა ეს დაინახა, მაშინვე გაიქცა, რათა ბერისთვის კალათი ეჩვენებინა. გზაში მას ეშმაკი გამოეცხადა ადამიანის სახით და უთხრა:
- მონაზონო, სად მიდიხარ?
- ჩემს ბერთან.
- რა გქვია?
- გიორგი.
- რამდენი წელია, მონასტერში ხარ?
- ხუთი-ექვსი.
- რა მორჩილებას ასრულებ?
- სეფისკვერის ბეჭდებს ვკვეთ.
ეს იყო და ეს, კალათს წყალი გაუვიდა. მორჩილმა ამაოდმეტყელება დაიწყო, მიატოვა ლოცვა და ბერთან ცარიელი კალათით მივიდა.
- რა მოხდა, შვილო?
- მამაო, ასე და ასე მოხდა.
- შვილო, ლოცვა მიატოვე და ამიტომ გაუვიდა კალათს წყალი. ხედავ? როცა ლოცვას ამბობდი, კალათს წყალი არ გასდიოდა, ხოლო როცა ლოცვა შეწყვიტე და ამაოდმეტყველება დაიწყე, წყალმაც გაჟონა"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"იესოს ლოცვა - ეს არის გოდება შენდობის მისაღებად"
"იესუს ლოცვის თეოლოგიური და სულიერი სიმდიდრე უსაზღვროა: ეს არ არის მხოლოდ "მთელი სახარების შემოკლება", არამედ ქრისტე იესოში რწმენის გასაღებია"
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
"როგორც ვრცელი პურის ყანა იძლევა ბარაქიან მოსავალს, ისე იესუს ლოცვა გამოიღებს გულში ყოველგვარი სიკეთის ნაყოფს, ანუ, უფრო სწორად, თვით უფალი მოგვცემს მას, რომლის გარეშეც არაფერი შეგვიძლია. თავიდან ეს მოგვეჩვენება კიბედ, შემდეგ კი წიგნად, რომელსაც კითხულობ და უფრო და უფრო დაინახავ ზეციურ იერუსალიმს უფლის ძალთა ქალაქად, თანა მამით და ყოვლადწმინდა სულითურთ"
/ისიხი, იერუსალიმელი პრესვიტერი/
"როგორც ჰაერში ვერ გამოვწერთ ასოებს, არამედ საჭიროა მყარი სხეული, რათა მალე არ წაიშალოს სიტყვები, ასევე უკიდურესი სიფხიზლით უნდა შევასრულოთ იესუს ლოცვა, რათა სიფხიზლე, ეს მშვენიერი სათნოება, უფალთან იყოს შეერთებული ჩვენში და მისით წარუშლელად აღიბეჭდოს ჩვენში საუკუნოდ"
/ისიხი, იერუსალიმელი პრესვიტერი/
"თუკი სიხშირეს მივყავართ ხარისხამდე, მაშინ იესუს ლოცვის ხშირი, განუწყვეტელი განმეორება, თუნდაც გონებაგაფანტულად, მიგვიყვანს ყურადღებამდე და გულის გათბობამდე. ლოცვა ხშირი განმეორების დროს იხვეწება და გადადის ჩვეულებაში".
"ნამდვილი და უხიბლო შინაგანი ლოცვა - ესაა, როდესაც იესუს ლოცვით წარმოქმნილი სითბო აღინთება გულში ცეცხლად და წვავს ვნებებს"
"ნამდვილად ნეტარია ის, ვინც გონებით მიეკრო იესუს ლოცვას თავის გულში, შეუწყვეტელ ღაღადებით მის მიმართ, როგორც ჰაერი ეკრობა სხეულს ან ალი სანთელს. მიწის ზემოთ მზე წარმოქმნის დღეს, ხოლო სულში იესო ქრისტეს ელვარე ნათელი (სახელი) ბადებს ურიცხვ მჭვრეტელ აზრს"
"ჩაძინება იესუს ლოცვით"
"ჩემი გარდაცვლილი მოძღვარი იესუს ლოცვას 6 საათის განმავლობაში კითხულობდა, მას კი მიაჩნდა, რომ სულ რაღაც საათის მეოთხედი იყო გასული... სიხარული ტალღებივით გვეფინება. და გულისცემა ამ დროს შეიგრძნობა. როგორც ბევრ მამას აქვს ნათქვამი, ამ დროს გული საგულიდან ამოსავარდნად არის გამზადებული"
" - იესუს ლოცვის უმთავრესი მიზანი - "ნაწილებად ქცეული" ადამიანის გამთლიანება..."
"იესუს ლოცვა ხეს ჰგავს, რომელიც მრავალი სახის მტკბარი ნაყოფით არის დახუნძლული და ყოველი მათგანი სხვა დანარჩენზე მშვენიერია"
"ვინაიდან დიდი ინტერესს ავლენ, იესუს ლოცვის ზოგიერთი ნაყოფის შესახებ გესაუბრები. დასაწყისში იესუს ლოცვა პურია, რომელიც ასკეტს ძალას აძლევს, შემდეგ ის გულის დამამშვიდებელ ზეთად გვევილება, და ბოლოს, ისეთ ღვინოდ გადაიქცევა, რომელიც "საღი გონებიდან გადაგიყვანს", ანუ ექსტაზში შეგიყვანს და ღმერთთან დაგაკავშირებს".
"შეძლებისდაგვარად ხშირად, ბევრჯერ თქვი იესუს ლოცვა. იგი ყველა სხვა ლოცვაზე მეტად აღწევს ღმერთამდე და მისი დახმარებით სულს იცხონებ"
"წმინდა იოანე კარპატელი წიგნში "ფილოკალია" ამბობს, რომ როცა იესუს ლოცვაში იესოს სახელს მოვუხმობთ და ვამბობთ: "შემიწყალე, მე, ცოდვილი", მაშინ თითოეულ ამგვარ თხოვნას უფლის იდუმალი ხმა პასუხობს: "შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები".
"ჭეშმარიტი ლოცვა ნიშნავს: გონება და მეხსიერება ღვთის გამუდმებული ხსოვნისკენ მიმართო, მისი ღვთაებრიობის წინაშე იარო, საღვთო ფიქრებით მისდამი სიყვარულით აღიძრა, ღვთის სახელი სუნთქვასა და გულის მოძრაობას შეუერთო, და თანაც ყოველივე ამაში იმით იხელმძღვანელო, რომ ბაგეებით მოუხმო იესო ქრისტეს უწმინდეს სახელს, ანუ ყოველთვის და ყველგან, ნებისმიერი საქმიანობის დროს, იესუს ლოცვა თქვა განუწყვეტლივ".
"იესუს ლოცვა რვა სიტყვამდე დაყვანილი სახარებაა"
"იესუს ლოცვა ტაძრის საკურთხეველს შეიძლება შევადაროთ, სიმდაბლე კი - კედლებს. კედლების გარეშე საკურთხეველი ჩამოიქცევა, საკურთხევლის გარეშე კი ტაძარი დაცარიელდება"
"ღირსი კალისტე და ეგნატე გვირჩევენ, რომ ყოველგვარ ღვაწლსა და სათნოებაზე უწინარეს იესო ქრისტეს სახელით ხშირ, განუწყვეტლივ ლოცვას შევუდგეთ, რადგან სიხშირით არაწმინდა ლოცვაც კი სიწმინდემდე მაღლდება"
"ლოცვა - "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი" - რომელსაც გულში მუდამ წარმოვთქვამთ, აშთობს სიძვას, აოკებს მძვინვარებას, განდევნის მრისხანებას, განაქარვებს სევდას, განაშორებს კადნიერებას, სპობს სასოწარკვეთას, განდევნის უდებებას, განანათლებს გონებას, მოგვრის ცრემლებს"
/წმ. ვალენტინი მორდასოვი/
"იესუს ლოცვა მართლმადიდებლობის აღორძინებაა და ხაზს უსვამს ამ კონფესიის სრულ ჭეშმარიტებას"
/წმ. პორფირე კავსოკალიველი/
"იესუს ლოცვა აღნიშნავს ადამიანის პრობლემასაც და ღმერთის მიერ მის გადაწყვეტასაც"
"როგორც გამოცდილებიდან ჩანს, იესუს ლოცვას ვნებს მოყვასის შეურაცხყოფა. სანამ განაწყენებულ ახლობელს შერიგებით არ დაამშვიდებ, ლოცვას მნიშვნელობა არ ექნება. ლოცვას ვნებს ასევე მრუშული ზრახვები, განკითხვა, ზედმეტი ჭამა და ყოველგვარი ცოდვა"
/წმინდა ვალენტინი მორდასოვი/
"ისევე როგორც ვერ გააჩენს თოვლი ალს, ვერცთუ წყალი შობს ცეცხლს ან კიდევ ძეძვი - ლეღვს, ამგვარადმე ვერცერთი ადამიანის გული ვერ გათავისუფლდება ეშმაკეულ გულისზრახვათა, სიტყვათა და საქმეთაგან, ვინც კი არ განიწმინდება შინაგანად, ვინც არ შეაერთებს მღვიძარებას იესუს ლოცვასთან და არ წარემატება სიმდაბლესა და სულისმიერ მყუდროებაში. დიდი წადიერებით წინსწრაფებული და მავალი, არამედ ყოველგვარი კეთილი და სრულქმნილი აზრისგან გარდაუვალად ბერწი იქნება უყურადღებო სული, მსგავსად უნაყოფო ჯორისა, რომელსაც არა აქვს გულისხმისყოფა სულიერი სიბრძნისა. უეჭველად სულის სიმშვიდეა ეს ტკბილი საქმე: იესოს სახელიც და დაცარიელებაც ვნებადი აზრებისგან"
"როგორ დავინახოთ ქრისტე? არსებობს საამისო გზა: განუწყვეტლივ იესუს ლოცვის შესრულება, რომელსაც, ერთადერთს, შეუძლია ჩვენს სულებში ქრისტე ჩაასახლოს"
/ღირსი ბარსანოფი (პლიხანკოვი)/
"ბაგეები კი მაინც უფალ იესო ქრისტეს სახელით განიწმინდება"
"მასში ბევრი სული, ცხოვრება და სინათლეა მათთვის, ვისაც იესუს ლოცვის შესწავლა სურს. თუმცა, მკაცრად რომ ვთქვათ, მხოლოდ წიგნის კითხვით არ შეიძლება ლოცვის სწავლა, ვინაიდან აქ საჭიროა პრაქტიკული, მრავალწლიანი ღვაწლი და მოთმინება, კიდევ მოთმინება და გულითადი შრომა. ამ ყველაფერს კი სათავეში სჭირდება უფლის შეწევნა, რომელიც ასევე გამოითხოვება გულითადი, თავმდაბალი ლოცვით; თუმცა, წიგნისმიერი სწავლება აუცილებელია, პირველ რიგში, იესუს ლოცვაში წვრნაში საკუთარი თავის შესამოწმებლად, ვინაიდან ამ წმინდა მოქმედებისთვის გამოცდილი მასწავლებლის პოვნა არცთუ ისე ადვილია, როგორც ეს ძველად იყო, მეორეც - ლოცვითი სულის შესანარჩუნებლად"
"თავისი არსით, იესუს ლოცვა ყოველგვარ გარეგნულ ფორმაზე მაღლა დგას, მაგრამ პრაქტიკულად, ჩვენი უუნარობის გამო, "სუფთა გონებით" დიდხანს რომ დავყოთ ამ ლოცვაში, დისციპლინის მიზნით მორწმუნეები სკვნილით ვსარგებლობთ. ათონის წმინდა მთაზე ყველაზე მეტად გავრცელებულია 100-ნასკვიანი სკვნილი, რომელიც გაყოფილია ოთხ ნაწილად (თითოეულში 25 ნასკვით). დღისითა და ღამით ლოცვისა და მუხლთაადრეკის რაოდენობა განისაზღვრება თითოეული ადამიანის ძალისა და რეალური ცხოვრებისეული შესაძლებლობის შესაბამისად"
"ყველა ღვაწლი და სათნოება დაიწყეთ იესო ქრისტეს სახელით ხშირად, მოუკლებლად მოწოდებით, რადგან სიხშირე არაწმინდა ლოცვასაც კი სიწმინდემდე აღამაღლებს"
"კითხვა: "შეუძლია, თუ არა იესუს ლოვცა დაკარგოს მან, ვინც უკვე მიაღწია შინაგან ლოცვას?"
პასუხი: "დიახ, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გარემომცველ აურზაურში. ხდება, როდესაც უფალი, ჩვენთვის მიუწვდომელი მიზეზით, ართმევს ლოცვას, როგორც, მაგალითად, ეს სქემმონაზონ მამა კლეოპას შემთხვევაში მოხდა: ის ორი წლის განმავლობაში გრძნობდა საკუთარ თავში გულითადი ლოცვის დაკარგვას, რის შემდეგაც იგი კვლავ დაუბრუნდა მას. შესაძლოა, უფალმა გამოსცადა მისი რწმენა. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, არ უნდა ჩავცვივდეთ სასოწარკვეთილებაში".
/ღირსი ბარსანოფი (პლიხანკოვი)/
"ყველა ჯვარსა და ჯვრის მატარებელს, ყველა პორტრეტსა და მათ ორიგინალს სჯობს, ახალგაზრდა რბილ გულზე დაიხატო უტკბესი სახელი, მანათობელი ლოცვა: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი. აი, მაშინ დადგება დაუსრულებელი სიხარული. მაშინ, ანუ როდესაც გულში გამყარდება იესო, აღარ მოგინდება არც რომი, არც იერუსალიმი, რადგან თავად მეუფე თავის ყოვლადქებულ დედასთან და ყველა ანგელოზთან და წმინდანთან ერთად თავად მოვლენ შენთან და შენთან იცხოვრებენ. "მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ".
/ღირსი ანატოლი (ზერცალოვი, 1824-1894)/
"სავალდებულოა თუ არა იესუს ლოცვა ასევე ერისკაცთათვის? უპირობოდ სავალდებულოა, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნავთ, ყოველ ქრისტიანს სჭირდება გულში უფალთან შეერთება და იესუს ლოცვა - ეს არის საუკეთესო გზა ამგვარი შეერთების მისაღწევად"
/ეპისკოპოსი იუსტინე/
"იესუს ლოცვის დროს ეცადე, უფრო ნათლად იფიქრო, რომ თავად უფალია შენს სულთან ახლოს, დგას და ისმენს, რაც ხდება მასში"
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
"უმარტივესი გზა იმისათვის, რომ მუდმივ ლოცვამდე ავმაღლდეთ, ესაა - ჩვევად ვაქციოთ იესუს ლოცვა და იგი საკუთარ თავში დავნერგოთ. სულიერ ცხოვრებაში ყველაზე გამოცდილმა ადამიანებმა, ღვთივგანბრძნობილმა მამებმა, იპოვეს ეს ერთი მარტივი და, ამავდროულად, ყოვლისმომცველი საშუალება"
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
"ამრიგად, რა არის იესუს ლოცვა? ის ერთ-ერთი მცირე ზომის სიტყვიერი ლოცვათაგანია, ისევე როგორც ყველა სხვა მოკლე ლოცვა, დაწესებული, რათა გონება მხოლოდ ღმერთისადმი ფიქრისკენ მიიმართოს.
ვინც მიეჩვია ამ ლოცვას და მას საჭიროებისამებრ იყენებს, მართლაც, მას გამუდმებით აქვს ღმერთის ხსოვნა"
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
"თუ ადამიანს ხმაურში იესოს ლოცვის წარმოთქმა უჭირს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან გონება არ გადასცა ღმერთს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"თავი აიძულეთ იესუს ლოცვისთვის. ის გახდება თქვენთვის საჭმელიც, სასმელიც, სამოსელიც, ნათელიც, ნუგეშიც და სულიერი ცხოვრებაც. ის მლოცველისთვის ყველაფერია. ლოცვის გარეშე სულიერი სიცარიელე ვერ შეივსება. გსურთ, ქრისტე შეიყვაროთ? ლოცვა გენატრებოდეთ, სიმდაბლე ჩაიკარით გულში და მაშინ გაიგებთ, რომ ღვთის სასუფეველი ჩვენ შორისაა"
/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/
"გიყვარდეს იესო და განუწყვეტლივ იმეორე ლოცვა და იგი განგანათლებს უფლის გზაზე"
/წმ. იოსებ ისიქასტი/
"ჩვენს საღვთო მამას, ფოტიკელ ეპისკოპოს დიადოქოსს, თავის სიტყვაში იესუს გონისმიერი ლოცვის შესახებ, საღვთო წერილიდან მოჰყავს შემდეგი მოწმობა: "ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო, და ვერც უფალს უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით", და სახარებისეული იგავიდან ვაჭრის შესახებ, რომელიც კეთილ მარგალიტს ეძებდა, ასკვნის ლოცვის შესახებ: "ეს არის ძვირფასი მარგალიტი, რომელიც, მთელი თავისი ქონების ფასად, შეუძლია შეიძინოს ადამიანმა და ენით აღუწერელი სიხარული განიცადოს მისი შეძენით"
"გაფრთხილდით, რომ საქმემ დღის განმავლობაში ბაგეებით ლოცვა არ მოგპაროთ. ხმამაღლა იმეორეთ ჩვენი იესოს ყოვლადდიდებული, ტკბილი სახელი და უფალი თქვენს საშველად და სანუგეშებლად მოსვლას არ დააყოვნებს. და რა არის ისეთი, რისი გამოსწორება და განახლებაც არ შეუძლია კურთხეულ ლოცვას!
თავი აიძულეთ იესუს ლოცვისთვის. რატომ უნდა იხეტიალოს გონებამ აქეთ-იქით და არ მიემართებოდეს იესოსკენ, ვისთვისაც ყველაფერი დავტოვეთ და ყველაფერს ვითმენთ?!"
/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/
"ჩემო შვილებო, ღვთის სიყვარულისთვის გთხოვთ, ჩვენი იესუს ლოცვას სულ მცირე ხნითაც ნუ შეწყვეტთ. თქვენმა ბაგეებმა მუდმივად იჩურჩულოს ეშმაკისა და მისი მანქანების განმაქარვებელი იესოს სახელი. განუწყვეტლივ ვუხმოთ საშველად ქრისტეს და ის მთელი გულით მსწრაფლ შეგვეწევა.
როგორც გავარვარებულ რკინას ვერავინ მიეკარება და მოიპარავს, ასევეა ის სული, რომელიც იესუს მხურვალე ლოცვით არის ანთებული. ეშმაკები მას ვერ უახლოვდებიან. რატომ? თუ შეეხებიან, დაიწვებიან იმ საღვთო ცეცხლით, რომელსაც უფლის სახელი შეიცავს"
/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/
"დილა-საღამოს ლოცვებს შორის დრო იესუს ლოცვაში გაატარე"
"როგორც უკვე ითქვა, იესუს ლოცვა საჭიროა ყველგან და ყოველთვის. მარტოობისას უფრო მოსახერხებელია ლოცვის ჩურჩულით წარმოთქმა, ხალხთან ერთად კი - ჩუმად. ჩუმად კითხვა ასევე სასარგებლოა განმარტოებით ლოცვისას, რადგან, რაც იდუმალია, ისაა შენთვის საუკეთესო. ჩუმად ლოცვის დაუფლება დაგეხმარება, საზოგადოებაშიც ლოცვით დაკავდე, შეისმინო მისი სიტყვები და საიდუმლოდ აღასრულო საკუთარი სულის ხსნის საქმე"
"მოწაფე: რა სიტყვებისგან შედგება იესუს ლოცვა?
ბერი: "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". ზოგიერთი მამა გვირჩევს, ეს ლოცვა დამწყებთათვის ორ ნაწილად გაიყოს: დილიდან დაახლოებით სადილობის დრომდე ითქვას "უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე", სადილის შემდეგ კი "ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე". ეს ძველი გადმოცემაა, მაგრამ უმჯობესია, თუკი შესაძლებელია, თავიდანვე მთელი ლოცვის წარმოთქმას შევეჩვიოთ. გაყოფა სუსტებისა და დამწყებთათვის არის დაშვებული მათი უძლურების გამო"
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/
"იესუს ლოცვას აქვს თავისი დასაწყისი, შუაგული და უსასრულო დასასრული"
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/
"იესუს ლოცვა აღაგზნებს ჩვენს გულში ცეცხლს, რომელიც ისე წვავს ვნებებს, როგორც სარეველას, შემოაქვს სულში სიხარული და სიმყუდროვე"
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/
"[იესუს] ლოცვის სიტყვები აუჩქარებლად, ოდნავ გაწელილადაც კი უნდა წარმოითქვას, რათა გონებამ მთლიანად ამ სიტყვებში დანთქმა შეძლოს"
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/
"წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, ღირსი ნიკიტა სტითატი და მრავალი სხვა წმინდა მამა იესუს ლოცვას აღმოსავლეთის იმპერიის დედაქალაქში, დიდსა და ხალხმრავალ კონსტანტინეპოლში სწავლობდა; უწმინდესმა პატრიარქმა ფოტიმ იესუს ლოცვა უკვე პატრირქობის დროს, ათასი საზრუნავით გარემოცულმა შეითვისა; ხოლო უწმინდესმა პატრიარქმა კალისტემ - ათონზე, ღირსი ათანასეს ლავრაში, მზარეულად ყოფნისას"
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/
"წმინდა სვიმეონმა და ანდრიამ, ქრისტესათვის სალოსებმა, იესუს ლოცვაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს სრული თავგანწირვისა და ღრმა სიმდაბლის გზით. ეს თვისებები ყველაზე მეტად აახლოებს ადამიანს ღმერთთან. წმინდა ანდრიას ლოცვა მისმა მესაიდუმლე ნიკიფორემ, სამეფო ქალაქ კონსტანტინეპოლის დიდი ეკლესიის მღვდელმა, ასე აღწერა: "ღმერთმა საიდუმლო ლოცვის ისეთი ნიჭი უბოძა, რომ მისი ჩურჩულიც კი შორს გაისმოდა. როგორც მდუღარე ქვაბს - ოხშივარი, ისე ამოსდიოდა პირიდან ორთქლი სულიწმიდის მოქმედებით. ზოგი ამბობდა, მასში დემონია ჩასახლებული და ეს ორთქლი მისი სუნთქვააო, სხვანი ფიქრობდნენ, ირთქლს მისი გული გამოსცემს, რომელიც ბოროტი სულისგან იტანჯებაო. არც ერთი აზრიარ გახლავთ სწორი - ეს იყო განუწყვეტელი, ღვთისსათნო ლოცვის შედეგი. მაგრამ სულიერი ლოცვის უმეცართ წმინდა ანდრიაზე იგივე თქვეს, რაც ოდერსღაც წმინდა მოციქულებზე ითქვა, რომ მათ უცხო ენებზე ლაპარაკის ნიჭი მიეცათ". როგორც ჩანს, წმინდა ანდრია მთელი არსებით ლოცულობდა და შინაგან ლოცვას ბაგეებით ხმამაღლა ლოცვასაც უერთებდა"
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/
"იესოს ლოცვის დაწყება და სნეულებათა თავს დატყდომა ერთია". - ამბობდა ოპტინელი ღვთივსულიერ ბერი, მამა ამბროსი. ბერმა ტროფიმემ [ოპტინელი] ორჯერ გახაზა კიდეც შემდეგი სიტყვები ეგნატე ბრიანჩანინოვის ნაშრომში, რომ გონიერი ლოცვა, "რომელსაც არ სდევს სნეულებები ან ღვაწლი, საბოლოო ჯამში, უნაყოფოა: "რადგანაც იღწვიან სენთა და გულის მხურვალების გარეშე, რჩებიან ვერგამზიარებელნი სიწმინდისა და სულიწმიდის მადლისა, უარმყოფელნი სენთა სიმძაფრისა".
"იესოს ლოცვა - აღსარებაა.
მუდმივი იესოს ლოცვა - მუდმივი აღსარებაა"
/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/
"ძლიერი სიცივე რომ ამიტანს, უფრო მონდომებით ვიტყვი იესო ლოცვას და მალევე გავთბები. თუ შიმშილი დამძლევს, უფრო ხშირად მოვუწოდებ იეს ქრისტეს სახელს და დამავიწყდება, რომ მშიოდა. ავადმყოფობისას, როცა ფეხები და ზურგი დამიწყებს ტეხას, ლოცვას ჩავუღრმავდები და ტკივილს აღარ ვიგრძნობ, ვინმე თუ შეურაცხმყოფს, გავიხსენებ, რაოდენ დამატკბობელია იესოს ლოცვა, იქვე გამივლის შეურაცხყოფისა და წყენის გრძნობა და ყველაფერი დამავიწყდება"
"რა უნდა იყოს დაყუდებულის განუშორებელი აზრი და ღვაწლი? - იესო ქრისტეს მარადიული ხსოვნა. დაყუდებულს მარადის უდნა ჰქონდეს აზრში "იესოს ლოცვა".
"უამრავი წმინდა მამის გადმოცემით და გამოცდილებით არის ცნობილი, რომ "იესოს ლოცვა" ძალიან ლმობიერს ხდის ადამიანს და აახლოებს მას უფალთან"
"მოკლე ლოცვები გაცილებით ხელსაყრელია გონების დასაკავებლად და უფალთან დასაახლოებლად, ვიდრე ვრცელი. სწორედ ესაა იესოს ლოცვის საფუძველიც: ეკლესიის მამათა გამოცდილებიდან ვიცით, რომ, რაც უფრო მოკლეა ლოცვა, გაცილებით ადვილია მისის დაკავება გონებაში. ამიტომაც მისდევდნენ წმინდა მამები მოკლე ლოცვის პრაქტიკას, რათა ერთ რამეზე შეძლებოდათ გონების დაკავება. ვინც ამ მდგომარეობას მიაღწევს, გაცილებით ადვილად ახერხებს ლოცვით ღვაწლში განმტკიცებას"
"ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, გამორჩეული და განსაკუთრებული ძალმოსილება აქვს იესოს ლოცვას, რისიც, წმ. მამათა სწავლებით, ყველაზე მეტად ეშინია ჩვენი ცხონების მტერს"
/აკაკი მინდიაშვილი/
"ლოცვა: "იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი", - არის სიტყვიერი ლოცვა, როგორც ნებისმიერი სხვა. თავისთავად მასში არაფერია განსაკუთრებული, მთელ ძალას იქიდან იძენს, თუ როგორი განწყობილებით ამბობენ"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"იესუს ლოცვა შინაგანი ლოცვის კარგი საშუალებაა, მაგრამ თავისთავად შინაგანი კი არ არის, არამედ გარეგანი ლოცვაა. ვინც მას ჩვევად გაიხდის, კარგად იქცევა. მაგრამ თუ მხოლოდ ამაზე შეჩერდებიან და ამის იქით არ წავლენ, მაშინ შუა გზაზე დარჩებიან"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"იესუს ლოცვა მთელი თავისი ძალით წარმატების დასაწყისში კი არ წარმოჩნდება, არამედ ბოლოში, ისევე, როგორც ყვავილი და ნაყოფი. მას წინ უძღვის შინაგანი სიძმიმე"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"იესუს ლოცვის დროს დაჯდომა ცუდი ჩვევაა"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"იესუს ლოცვა ერთ-ერთი საშუალებაა იმისა, რომ წარმატებას მივაღწიოთ და შევიგრძნოთ ღვთის წინაშე სიარულის ჩვევა"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"შეკითხვა სწორად შეეხებოდა იესუს ლოცვას. ამ წმინდა ლოცვას რამდენი რამ დაამატეს ზვინივით?! - საქმე კი მარტივადაა: გწამს, რომ უფალი იესო ქრისტე არის შენი ერთადერთი მხსნელი? - თუ გწამს, შეღაღადე მას: "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე!"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"იესუს ლოცვამ ჭკუიდან შეშლა შეიძლება მაშინ გამოიწვიოს, როდესაც ამ ლოცვის შესრულებისას თავს არ ანებებენ რაიმე ცოდვას ან ცოდვიან ჩვევებს, რომლებსაც სინდისი ამხელს. ამ დროს ღრმა შინაგანი უთანხმოება მიმდინარეობს, რომელიც გულიდან ყოველგვარ მშვიდობას აძევებს. ამის შედეგად შეიძლება გონებაც აიმღვრეს"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ერთმა ნაცნობმა ქალმა ვრცელი წერილი მომწერა. მწერს, რომ იესუს ლოცვა შეეთვისა. როგორი სასიხარულოა, რომ სამყაროში არიან მლოცველები; ეს ქალი გერმანიაში იყო, ახლა სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა. კეთილი მგზავრობა, შეეწიე მას, უფალო!
აი რა, შვილო ჩემო, მოდი, მე და შენ მხურვალედ ვილოცოთ ამ ხსენებული ქალბატონის მაგალითზე. შეგვეწიე, უფალო! შენ სამსახურს მიეჩვიე. არ არის საჭირო მასზე ფიქრი, გონება ლოცვით და ღმერთზე ფიქრით დაიტვირთე. ლოცვის გარეშე ცხოვრებაში ბევრი საფიქრალი გექნება, ლოცვისგან კი, როდესაც ის ჩვევად გექცევა - გული გაგიმხიარულდება და დამშვიდდება; ეს ნეტარებაა. დროდადრო აქ, მიწაზე, მლოცველები მოელიან მომავალ ნეტარებას"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"ერთ-ერთ ათონელ ბერს ვთხოვე, იესოს ლოცვის შესახებ მოეცა რჩევა. თავიდან იუარა, მე რა მესმის იესოს ლოცვისო. ხუთი წუთის შემდეგ, როცა ვფირობდი, რომ აღარ მიპასუხებდა, მომიბრუნდა და მკითხა: ცოდვილი რომ ხარ, იციო? რა თქმა უნდა-მეთქი. იცი, ვის შეუძლია გაპატიოსო? - კვლავ მკითხა ბერმა. ცხადია, ქრისტეს-მეთქი. მაშინ ევედრეო, - იყო ბერის ბოლო რჩევა".
"იესუს ლოცვას ან უფლის ხსოვნას ღმერთი თანაბრად მიიღებს"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"ფაქიზად მოვათავსოთ გონებაში ქრისტე და ვილოცოთ: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"თუ თქვენი სული წადიერებით და თავდადებით იმეორებს ამ ხუთ სიტყვას, "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე", ვეღარ ძღები. ეს განუძღომელი სიტყვებია. მთელი თქვენი ცხოვრება იმეორეთ ეს სიტყვები. ძალიან ბევრს "მაცოცხლებელ ცვარს" შეიცავს!"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience