თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ კითხვა ცხონების შესახებ

პოსტის ავტორი: მარიტა თარიღი: Jul 1 2007, 02:05 PM

დღეს ქადაგებაში მოვისმინე ასეთი რამ-ქრისტიანები ვცდილობთ ვიცხოვროთ ეკლესიურად დავიცვათ წესები,ვიაროთ წირვაზე,აღსარება,ზიარება.. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ ცხონება გვსურს,მაგრამ ერთი ფაქტი სახარებიდან თავდაყირა აყენებს ყველაფერს-პირველად ცხონდა სასუფეველში შევიდა ავაზაკი,რომელსაც არასდროს ეს წესები არ დაუცვია არ უცხოვრია ქრისტიანულად,მეტიც ის ცუდს სჩადიოდა მთელი მისი ცხოვრება.რატომ მოხდა ეს ასე? და მოძღვარმა გვკითხა ყველას თუ იცით ამის პასუხი და თუ გაქვთ ეს ყველაფერი გათვიცნობიერებულიო?!
მე მაინტერესებს თქვენი აზრი განსაკუთრებით კაიროსის და კანუდოსელის smile.gif

პოსტის ავტორი: italieli-dato თარიღი: Jul 1 2007, 04:30 PM

ციტატა(მარიტა @ Jul 1 2007, 01:05 PM) *

დღეს ქადაგებაში მოვისმინე ასეთი რამ-ქრისტიანები ვცდილობთ ვიცხოვროთ ეკლესიურად დავიცვათ წესები,ვიაროთ წირვაზე,აღსარება,ზიარება.. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ ცხონება გვსურს,მაგრამ ერთი ფაქტი სახარებიდან თავდაყირა აყენებს ყველაფერს-პირველად ცხონდა სასუფეველში შევიდა ავაზაკი,რომელსაც არასდროს ეს წესები არ დაუცვია არ უცხოვრია ქრისტიანულად,მეტიც ის ცუდს სჩადიოდა მთელი მისი ცხოვრება.რატომ მოხდა ეს ასე? და მოძღვარმა გვკითხა ყველას თუ იცით ამის პასუხი და თუ გაქვთ ეს ყველაფერი გათვიცნობიერებულიო?!
მე მაინტერესებს თქვენი აზრი განსაკუთრებით კაიროსის და კანუდოსელის smile.gif


ავაზაკი აცხოვნა უფლის მოწყალებამ და მისმა სინანულმა. ის ბოროტმოქმედი იყო, ჯვარზე რომ გააკრეს უფალთან ერთად ისიც გმობდა უფალს, მაგრამ როცა გაიგონა უფლისგან ლოცვა "მამაო მიუტევე რამეთუ არ იციან რას სჩადიანო" ანუ ქრისტე მის მტრებზე ლოცულობდა, ამ სიტყვებმა ის სინანულში ჩააგდო, მიხვდა რომ მის გვერდით უფალი გააკრეს ჯვარზე და უფალს შეევედრა "მომიხსენე უფალო როცა მოხვიდე სუფევითა შენითა" ამით მან უფალს აჩვენა დიდი სინანული და უფალმაც მიუტევა.

პოსტის ავტორი: მარიტა თარიღი: Jul 1 2007, 04:49 PM

მეც ეგ პასუხი მაქ რომ უფალი დაინახა მის გვერდით აღიარა და წრფელი გულით მოინანია.მთავარი გამოდის რომ ჭეშმარიტი სინანულია

პოსტის ავტორი: italieli-dato თარიღი: Jul 1 2007, 05:37 PM

ციტატა(მარიტა @ Jul 1 2007, 03:49 PM) *

მეც ეგ პასუხი მაქ რომ უფალი დაინახა მის გვერდით აღიარა და წრფელი გულით მოინანია.მთავარი გამოდის რომ ჭეშმარიტი სინანულია


რა თქმა უნდა სინანული. სინანულმა მონათლა წმინდა სულით, ის ხომ მოუნათლავიც იყო.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jul 1 2007, 06:10 PM

ციტატა
,მაგრამ ერთი ფაქტი სახარებიდან თავდაყირა აყენებს ყველაფერს-პირველად ცხონდა სასუფეველში შევიდა ავაზაკი,რომელსაც არასდროს ეს წესები არ დაუცვია არ უცხოვრია ქრისტიანულად,მეტიც ის ცუდს სჩადიოდა მთელი მისი ცხოვრება.

სინანულის გარდა, როგორც ამას ედშერ ჭელიძე აღნიშნავს, ის მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა და ამანაც განაპირობა მისი ცხონება.
მე ცოტა არ იყოს ცკეპტიკურად ვუყურებ ამ საკიტხს, რადგან მას სისხლი არ დაუღვრია ქრისტესთვის. თუმცა, ჭელიზემ ჩემზე მეტი იცის ღვთისმეტყველებაში და ამ ეტაპზე სხავ განმარტებას არ ვფლობ.


ციტატა
მთავარი გამოდის რომ ჭეშმარიტი სინანულია

მარტოოდენ სინანული ვერ გაცხონებს.
ეს პროტესტანტთა რწმენით გამოხსნას მაგონებს.

პოსტის ავტორი: მარიტა თარიღი: Jul 1 2007, 06:12 PM

დათიკო
ასე ვიტყოდი მას გაუმართლა რომ უფლის გვერდით მოხვდა იმ დროს იმ სიტუაციაში

პოსტის ავტორი: italieli-dato თარიღი: Jul 1 2007, 06:18 PM

ციტატა(დათიკო @ Jul 1 2007, 05:10 PM) *

სინანულის გარდა, როგორც ამას ედშერ ჭელიძე აღნიშნავს, ის მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა და ამანაც განაპირობა მისი ცხონება.
მე ცოტა არ იყოს ცკეპტიკურად ვუყურებ ამ საკიტხს, რადგან მას სისხლი არ დაუღვრია ქრისტესთვის. თუმცა, ჭელიზემ ჩემზე მეტი იცის ღვთისმეტყველებაში და ამ ეტაპზე სხავ განმარტებას არ ვფლობ.


აი რას სწერს ე.ჭელიძე: კეთილგონიერ ავაზაკთან დაკავშირებითაც, რომელსაც ჯვარზე არანაირი წყლის დასხმა, ცხადია, არ მიუღია მაცხოვრისგან, რადგან შეუძლებელი იყო ეს, მაგრამ იგი ნათელღებული (ანუ, რაც იგივეა, პირველცოდვისგან გათავისუფლებული) გახდა საკუთარი რწმენით და მაცხოვრისეული ცხოველსმყოფელი სულით (სულიწმინდით) , და არა მხოლოდ ნათელღებული გახდა, არამედ - სავსებით ჯოჯოხეთგარიდებულიც და დახშული სამოთხის პირველგამღებიც.

ციტატა(დათიკო @ Jul 1 2007, 05:10 PM) *

მარტოოდენ სინანული ვერ გაცხონებს.
ეს პროტესტანტთა რწმენით გამოხსნას მაგონებს.


სინანულთან ერთად ავაზაკმა აღიარა ქრისტე როგორც ჭეშმარიტი ღმერთი "მომიხსენე უფალო როცა მოხვიდე სუფევითა შენითა"


პოსტის ავტორი: მარიტა თარიღი: Jul 1 2007, 06:24 PM

მარტო სინანულიც არ არის საკმარისი ხო..ანუ ყველას ავაზაკივით იესო ვერ ეყოლება გვერდით იმ დროს.საერთოდ რავიცი მგონია რომ ვინ ცხონდება და ვინ არა მხოლოდ უფალმა უწყის..

პოსტის ავტორი: italieli-dato თარიღი: Jul 1 2007, 06:37 PM

ციტატა(მარიტა @ Jul 1 2007, 05:24 PM) *

მარტო სინანულიც არ არის საკმარისი ხო..ანუ ყველას ავაზაკივით იესო ვერ ეყოლება გვერდით იმ დროს.საერთოდ რავიცი მგონია რომ ვინ ცხონდება და ვინ არა მხოლოდ უფალმა უწყის..


იესო ყველას მოუხმობს, ყველას ცხონება უნდა, აქედან გამომდინარე იესო ჯვარზე მარტო ავაზაკის მოსაქცევად არ ევნო. ის ყველა ადამიანისთვის ავიდა ჯვარზე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2007, 06:54 PM

"გინდა ცხონება?" - იყავი ეკლესიაში და იგი არ გაგცემს შენ. ეკლესია ზღუდეა: თუ ამ ზღუდის შიგნით იმყოფები, მგელი ვერ შეგეხება; ხოლო, თუ გარეთ გახვალ, ნადირი მოგიტაცებ. ნუ განეშორები ეკლესიას, ქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია. ის არის შენი იმედი, მასშია შენი ცხონება."

წმ. იოანე ოქროპირი

"ეკლესიის გარეშე შეიძლება კიდეც გწამდეს ღმერთი, აღიარებდე წმიდა სამებას, გეჭიროს ხელში წმიდა სახარება და ქადაგებდე კიდეც; შეიძლება სისხლიც კი დაღვარო ქრისტესთვის, მაგრამ ერთადერთი, რაც შეუძლებელია ეკლესიის გარეშე, ეს არის ცხონება."

ნეტარი ავგუსტინე

პოსტის ავტორი: forumis virusi თარიღი: Jul 2 2007, 07:09 PM

ციტატა(marine @ Jul 1 2007, 07:54 PM) *

"ეკლესიის გარეშე შეიძლება კიდეც გწამდეს ღმერთი, აღიარებდე წმიდა სამებას, გეჭიროს ხელში წმიდა სახარება და ქადაგებდე კიდეც; შეიძლება სისხლიც კი დაღვარო ქრისტესთვის, მაგრამ ერთადერთი, რაც შეუძლებელია ეკლესიის გარეშე, ეს არის ცხონება."

ნეტარი ავგუსტინე


ნეტარ ავგუსტინესთან მაქვს კითხვა: ავაზაკი ეკლესიაში რომ არ დადიოდა როგორ ცხონდა? (მარა რაფერ მიპასუხებს biggrin.gif)

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 2 2007, 08:01 PM

QUOTE(forumis virusi @ Jul 2 2007, 08:09 PM) *

ნეტარ ავგუსტინესთან მაქვს კითხვა: ავაზაკი ეკლესიაში რომ არ დადიოდა როგორ ცხონდა? (მარა რაფერ მიპასუხებს biggrin.gif)

საინტერესოა, შენ ვერ იგებ რაღაცას სწორად თუ ნეტარი ავგუსტინე? rolleyes.gif ნუ, ალბათ ნეტარი ავგუსტინე... სად შეუძლია მაგდენის გააზრება, შენ რომ შეგიძლია tongue.gif ისე სანამ წმინდანზე მაღლა დააყენებ თავს, ეკლესიის არსი რომ კარგად გაგეაზრებინა, ურიგო არ იქნებოდა... unsure.gif იქნებ მერე ნეტარი ავგუსტინეს გამონათქვამის აზრსაც ჩაწვდომოდი.

პოსტის ავტორი: forumis virusi თარიღი: Jul 2 2007, 08:05 PM

ციტატა(მარიამი @ Jul 2 2007, 09:01 PM) *

საინტერესოა, შენ ვერ იგებ რაღაცას სწორად თუ ნეტარი ავგუსტინე? rolleyes.gif ნუ, ალბათ ნეტარი ავგუსტინე... სად შეუძლია მაგდენის გააზრება, შენ რომ შეგიძლია tongue.gif ისე სანამ წმინდანზე მაღლა დააყენებ თავს, ეკლესიის არსი რომ კარგად გაგეაზრებინა, ურიგო არ იქნებოდა... unsure.gif იქნებ მერე ნეტარი ავგუსტინეს აზრსაც ჩაწვდომოდი.


მარიამ დეიდა მე ავგუსტინეს დავუსვი კითხვა, და შენ რატომ მპასუხობ? biggrin.gif და ისე, მე როგორც ვიცი ავგუსტინე წმინდანი კი არა ბოლოს ცდომილებაში ჩავარდა blink.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 2 2007, 08:12 PM

QUOTE(forumis virusi @ Jul 2 2007, 09:05 PM) *

მარიამ დეიდა მე ავგუსტინეს დავუსვი კითხვა, და შენ რატომ მპასუხობ? biggrin.gif

აბა რა ვქნა, დავუცადო, როდის გამოგეცხადება ნეტარი ავგუსტინე სიზმრეულ ჩვენებაში? laugh.gif

QUOTE
და ისე, მე როგორც ვიცი ავგუსტინე წმინდანი კი არა ბოლოს ცდომილებაში ჩავარდა blink.gif

კარგად გაარკვიე ეგ. მასეთებს ჩვენთან წმინდანებს და ნეტარებს არ უწოდებენ wink.gif

ყოველი შემთხვევისთვის ვინც არსად გადავარდნილა, ისეთი წმინდანის სიტყვებსაც მოგიყვან:
"ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა." (წმ. კიპრიანე კართაგენელი).
პ.ს. ეკლესიის განმარტებაში უშვებ შეცდომას. ისეთი განცდა მაქვს, რომ ეკლესია აგურით ნაშენი ოთხი კედელი გგონია tongue.gif

პოსტის ავტორი: forumis virusi თარიღი: Jul 2 2007, 08:28 PM

ციტატა(მარიამი @ Jul 2 2007, 09:12 PM) *

ყოველი შემთხვევისთვის ვინც არსად გადავარდნილა, ისეთი წმინდანის სიტყვებსაც მოგიყვან:
"ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა." (წმ. კიპრიანე კართაგენელი).
პ.ს. ეკლესიის განმარტებაში უშვებ შეცდომას. ისეთი განცდა მაქვს, რომ ეკლესია აგურით ნაშენი ოთხი კედელი გგონია tongue.gif


მარიამ დეიდა, მე ვიცი რასაც გულისხმობენ ეგ წმინდანები და ნეტარები, და ეკლესიის განშორებაში ღვთის დაშორებას რომ გულისხმობენ, მაგრამ ავაზაკი და წმ. სიდონია რომელ ეკლესიაში დადიოდნენ რომ ცხონდნენ?

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jul 2 2007, 08:35 PM

forumis virusi თუ გაინტერესებს ავაზაკი როგორ ცხონდა მოუსმინე ხუთშაბათს 5ივლისს საპატრიარქოს რადიოში 2ზე ან 10საათზე მამა თეოდორეს ქადაგებას.ზუსტად ამ საკითხზე ისაუბრა და კარგი ქადაგება იყო.
rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jul 2 2007, 08:43 PM

ციტატა(forumis virusi @ Jul 2 2007, 08:05 PM) *

და ისე, მე როგორც ვიცი ავგუსტინე წმინდანი კი არა


ჰოდა ჯერ კარგად გაიგე არის თუ არა წმიდანი და მერე ილაპარაკე. მისი ხსენების დღე არის 15 (28) ივნისს.

პოსტის ავტორი: forumis virusi თარიღი: Jul 2 2007, 08:47 PM

მომიტევე ნეტარო ავგუსტინე....

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jul 2 2007, 08:48 PM

ციტატა(მარიტა @ Jul 1 2007, 02:05 PM) *

დღეს ქადაგებაში მოვისმინე ასეთი რამ-ქრისტიანები ვცდილობთ ვიცხოვროთ ეკლესიურად დავიცვათ წესები,ვიაროთ წირვაზე,აღსარება,ზიარება.. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ ცხონება გვსურს,მაგრამ ერთი ფაქტი სახარებიდან თავდაყირა აყენებს ყველაფერს-პირველად ცხონდა სასუფეველში შევიდა ავაზაკი,რომელსაც არასდროს ეს წესები არ დაუცვია არ უცხოვრია ქრისტიანულად,მეტიც ის ცუდს სჩადიოდა მთელი მისი ცხოვრება.რატომ მოხდა ეს ასე? და მოძღვარმა გვკითხა ყველას თუ იცით ამის პასუხი და თუ გაქვთ ეს ყველაფერი გათვიცნობიერებულიო?!


პირველი ავაზაკი შევიდა სასუფეველში, ესე იმიტომ რომ უფალმა დაგვანახა, თითოეულ ადამიანს აქვს მონანიების საშუალება, თუნდაც უკანასკნელ წუთს. მთავარი გულწრფელი მონანიებაა და არა ფარისევლური დაცვა ღვთის ცნებებისა. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ სიცოცხლის უკანასკნელ წუთს უნდა ველოდოთ მოსანანიებლად და იქამდე არ შევიდგეთ ღვთისკენ გზას. ყოველ წუთს ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან არ ვიცით სადაა ცასაფრებული სიკვდილის ანგელოზი

პოსტის ავტორი: forumis virusi თარიღი: Jul 2 2007, 08:51 PM

ციტატა(miss_kartveli @ Jul 2 2007, 09:48 PM) *

სიკვდილის ანგელოზი


რა ქვია ხო არ იცი? biggrin.gif

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jul 2 2007, 08:54 PM

ციტატა(forumis virusi @ Jul 2 2007, 08:51 PM) *

რა ქვია ხო არ იცი? biggrin.gif

biggrin.gif სამწუხაროდ არა

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 2 2007, 09:16 PM

რადგან ცხონებაზეა საუბარი, ამიტომ დავწერე ....

უფალი ყოვლად სრულ სიყვარულს გვასწავლის ერთი მოვლენის მიხედვით, რომლის შესახებაც ლუკა მახარებელი გვიამბობს (ლკ.10. 25-28). სჯულის მეცნიერი ვინმე მივიდა უფალთან და ჰკითხა: რა ვქნა, რათა საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო. სჯულის მეცნიერს, ანუ ადამიანს, რომელიც სწავლობს ღმრთივდადებულ სჯულს და მას აღასრულებს, ეს თავადვე უნდა სცოდნოდა. უფალმა სწორედ ამიტომაც ჰკითხა მას: "სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ" (ლკ. 10.26)? მესჯულემ წაიკითხა: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, და ყოვლითა სულითა შენითა, და ყოვლითა ძალითა შენითა, და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (ლკ. 10.27). მაშინ უფალმა უთხრა მას: "მართალ მომიგე; მაგას იქმოდე და ჰსცხონდე" (ლკ. 10.28), ანუ დაადასტურა სჯულის მეცნიერის პასუხი და დაამოწმა, რომ საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებისა და სულის ცხონების სხვა გზის შესახებ კითხვაც არ ეგების: სხვა გზა არ არის და არც შეიძლება არსებობდეს - გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი - აი, სულ ეს არის.


წმ. ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 2 2007, 09:34 PM

QUOTE
ავაზაკი და წმ. სიდონია რომელ ეკლესიაში დადიოდნენ რომ ცხონდნენ?

მაინც ვერ გამოხვედი ოთხი კედლის გაგებიდან? laugh.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 2 2007, 09:38 PM

ავაზაკი მხოლოდ ერთი მიზეზით ცხონდა, გარდა იმისა რომ მან მოინანია თავისი დანაშაული, ყველაზე მთავარი მაინც ის იყო რომ ავაზაკმა ქრისტე ყველაზე დამცირებულ მდგომარეობაში, ჯვარზე გაკრული, შეიცნო როგორც ძე ღვთისა და აღიარა, აი ეს იყო მთავარი.

პოსტის ავტორი: forumis virusi თარიღი: Jul 2 2007, 09:39 PM

ციტატა(მარიამი @ Jul 2 2007, 10:34 PM) *

მაინც ვერ გამოხვედი ოთხი კედლის გაგებიდან? laugh.gif


ეტყობა ვინაა 4 კედელში ჩარჩენილიიი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 2 2007, 09:43 PM

QUOTE(forumis virusi @ Jul 2 2007, 10:39 PM) *

ეტყობა ვინაა 4 კედელში ჩარჩენილიიი

ხო, მეც ვატყობ tongue.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jul 2 2007, 09:56 PM

ნათია

ციტატა
სხვა გზა არ არის და არც შეიძლება არც შეიძლება არსებობდეს - გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი - აი, სულ ეს არის.

ზუსტად მასე გაიგეს პორტესტანტებმაც biggrin.gif
მათი აზრით საკმარისია გწამდეს და გიყვარდეს უფალი რომ ცხონდე.
არადა, სხვაგან ვკითხულობთ:
ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. იოანე 3,5
და ასეევ იაკობ მოციქულის ეპისტოლეში:
რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს. იაკობ 2.26
და სხვაგანაც, როდესაც მაცხოვარი ნიკოდიმოსს ესაუბრება:
ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ. იოვანე 3,3

ანუ ცხონებისთვის აუცილებელი პირობა - ნათლობა წყლითა და სულით.
რწმენა და საქმეები.


პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 2 2007, 09:59 PM

ციტატა(დათიკო @ Jul 2 2007, 10:56 PM) *

ნათია

ზუსტად მასე გაიგეს პორტესტანტებმაც biggrin.gif
მათი აზრით საკმარისია გწამდეს და გიყვარდეს უფალი რომ ცხონდე.
არადა, სხვაგან ვკითხულობთ:
ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. იოანე 3,5
და ასეევ იაკობ მოციქულის ეპისტოლეში:
რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს. იაკობ 2.26
და სხვაგანაც, როდესაც მაცხოვარი ნიკოდიმოსს ესაუბრება:
ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ. იოვანე 3,3

ანუ ცხონებისთვის აუცილებელი პირობა - ნათლობა წყლითა და სულით.
რწმენა და საქმეები.




ეს მათი პრობლემაა laugh.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Jul 2 2007, 10:27 PM

ციტატა(მარიტა @ Jul 1 2007, 06:24 PM) *

საერთოდ რავიცი მგონია რომ ვინ ცხონდება და ვინ არა მხოლოდ უფალმა უწყის..



მეც მასე ვფიქრობ ........

პოსტის ავტორი: მარიტა თარიღი: Jul 2 2007, 11:02 PM

მეც სწორედ მამა თეოდორეს ქადაგების მერე გავხსენი თემა,მან შეკითხვა დაგვისვა გვაქვს თუ არა გათვიცნობიერებული ეს მოვლენა

პოსტის ავტორი: forumis virusi თარიღი: Jul 4 2007, 12:47 AM

ციტატა(დათიკო @ Jul 2 2007, 10:56 PM) *

ანუ ცხონებისთვის აუცილებელი პირობა - ნათლობა წყლითა და სულით.
რწმენა და საქმეები.


დავით, მონათლულ ბავშვებს რწმენა და საქმეები სჭირდებათ ცხონებისთვის?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jul 4 2007, 01:17 AM

forumis virusi

ციტატა
დავით, მონათლულ ბავშვებს რწმენა და საქმეები სჭირდებათ ცხონებისთვის?

შენ გეტყობა, უკვე აკვიატებული იდეა დაგჩემდა ამ ჩვილებთან დაკავშირებით. არ არის ეს სერიოზული.

პოსტის ავტორი: forumis virusi თარიღი: Jul 4 2007, 01:21 AM

ციტატა(დათიკო @ Jul 4 2007, 02:17 AM) *

forumis virusi

შენ გეტყობა, უკვე აკვიატებული იდეა დაგჩემდა ამ ჩვილებთან დაკავშირებით. არ არის ეს სერიოზული.


კარგი პასუხი იყო biggrin.gif

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 4 2007, 02:44 AM

ხო მონათვლა საჭიროა ცხონებისთვის მაგრამ არის მონათვლის ორი სახე როგროც მე ვიცი წყლით და სისხლით ანუ შეიძლება ითქვას რო ავაზაკი სისხლით მოინათლა smile.gif

და კიდე წაკითხული მაქვს რომ სიკვდილის წინა სინანულს დიდი ძალა აქვსო და შეისმენს ღმერთიო smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 4 2007, 02:51 AM

ციტატა
სისხლით ანუ შეიძლება ითქვას რო ავაზაკი სისხლით მოინათლა


ჩემო კარგო ახალი ხარ smile.gif გადაავლე ხოლმე წინა ნაწერებს თვალი, სისხლით ნათლობა მაშინ ხდება, როცა ადამიანი ეწამება ქრისტესათვის, ის ავაზაკი კი თავისი ბოროტი საქმეებისათვის იყო იქ და ასე რომ სისხლით ნათლობა არაფერ შუაშია, აი მეორე კი ოოოოოო.... smile.gif

ციტატა
წაკითხული მაქვს რომ სიკვდილის წინა სინანულს დიდი ძალა აქვსო და შეისმენს ღმერთიო


აბა ბევრ კითხვას და მშვიდ სწავლას გისურვებ,

იხარე,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 4 2007, 03:31 AM

გადავავლე წინას თვალი და კაკრას მაგიტომ დავწერე smile.gif ერთს ეწერა ედიშერ ჭელიძემ თქვა რო მოწამეობრივად აღესრულაო და ზუსტად მაგ განმარტებას ემთხვევა მერე რას ერჩი ?

აფორიაქებული სწავლაც არსებობს ? რავი ეს ისე დამაინტერესა უცბად

პოსტის ავტორი: forumis virusi თარიღი: Jul 4 2007, 03:58 AM

ციტატა(stch @ Jul 4 2007, 03:44 AM) *

ხო მონათვლა საჭიროა ცხონებისთვის მაგრამ არის მონათვლის ორი სახე როგროც მე ვიცი წყლით და სისხლით ანუ შეიძლება ითქვას რო ავაზაკი სისხლით მოინათლა smile.gif


ედიშერს არსად უწერია რომ ავაზაკი სისხლით მოინათლა, პირიქით, ის სწერს რომ ავაზაკი მონათლა მაცხოვნებელმა სულმა და სინანულმა აცხოვნა. დავითს მგონი არასწორად ახსოვს...

ციტატა(stch @ Jul 4 2007, 03:44 AM) *

და კიდე წაკითხული მაქვს რომ სიკვდილის წინა სინანულს დიდი ძალა აქვსო და შეისმენს ღმერთიო smile.gif


ხო და დაველოდოთ სიკვდილს biggrin.gif

ციტატა(KAIROS @ Jul 4 2007, 03:51 AM) *

მშვიდ სწავლას გისურვებ,



ციტატა(stch @ Jul 4 2007, 04:31 AM) *

აფორიაქებული სწავლაც არსებობს ?


კაიროს გლიჯააააააავ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 4 2007, 10:20 AM

იქ როგორც ეწერა მე ის ვნახე მარტო biggrin.gif და რაცვ შეეხება მონათვლას როდიდან დაიწყო ? მე მგონია რო სულიწმიდის გარდამოსვლის მერე სცემდნენ ნათელს მოციქულები და მანამდე როგორ იქნებოდა ეგ საქმე ?

თანაც გავიხსენოთ ის ფაქტი რო ბევრი მიცვალებული აღვიდა ზეცად მაცხოვრის ჯვარცმის მერე და ისინი იყვნენ მონათლულები ? ხოდა მასე შეიძლება ჩაითვალოს ავაზაკი და ყველა სულიწმიდის გარდამოსვლამდე ასე მგონია მე

და რა ყველამ იცის კაცო მშვიდად სწავლის მნიშვნელობა ჩემ გარდა ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: Jul 4 2007, 12:47 PM

დათიკო

ციტატა
ზუსტად მასე გაიგეს პორტესტანტებმაც მათი აზრით საკმარისია გწამდეს და გიყვარდეს უფალი რომ ცხონდე.

რაკი პროტესტანტების აზრმა გაიჟღერა, ცოტაოდენს მეც დავძენ.

საერთოდ სიტყვა ”პროტესტანტი” ძალიან დიდი სიტყვაა იმისათვის, რომ მათი აზრი ილაპარაკო, ვინაიდან ყველა, ვინც პროტესტანტად უხმობს თავს როდი არიან.
არსებობს განსხვავებული აზრებიც, მაგრამ შევეცდები იმ ძირითად აზრზე მოგახსენოთ, რაც სწამთ პროტესტანტთა უმრავლესობას.
საკმარისია გიყვარდეს უფალი და ცხონდე, ეს გულჩვილი გამოთქმაა და არა თეოლოგიური თეზისი. ამიტომ ეს გამოთქმა ცოდვილი ცხოვრების გასამართლებლად არ გამოდგება.
იესო ამბობს: ”თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით”, სხვაგან - ”ვისაც ვუყვარვარ, მე მომყვეს”.
ასევე: ”ღმერთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს”
მოკლეთ ამაზე უამრავი ადგილი არსებობს, ისე რომ დათიკო შეგეძლო გაცილებით დიდი სია ჩამოგეწერა ამ მუხლების.

ჩვენ უბრალოდ იმას უარვყობთ, რომ კეთილი საქმეები მიზეზი გახდება გადარჩენის. ანუ სასწორივით თუ გადაწონის სიკეთე ბოროტებას - გადარჩები.
ჩვენი რწმენით გადარჩენის წყაროა რწმენა იესო ქრისტესადმი. ხოლო ეს რწმენა და სიყვარული ხდება წყარო და მიზეზი:
1. გადარჩენის
2. კეთილი საქმეების
3. ეკლესიაში გაერთიანების
4. ეკლესიისადმი მორჩილების.


კეთილი საქმეები კი არ იწვევს გადარჩენას, არამედ რწმენა, რომელიც ასევე წყაროა ყველა დანარჩენის.


ახლა რაც შეეხება ავაზაკის ჯვარზე გადარჩენას, გავკადნიერდები და ჩემს აზრსაც მოგახსენებთ.
ავაზაკის შემთხვევაში მისი გადარჩენის მიზეზი არ გამხდარა მხოლოდ ”სინანული” - ამ სიტყვის საზოგადოებრივი გაგებით. მას შეიძლებოდა ენანა ის, რატომაც დასაჯეს ანდა სულაც ის, თუ როგორ ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. მაგრამ მის შემთხვევაში ცოტა განსხვავებულად იყო საქმე.

როგორც წეღან აღვნიშნე, რწმენა არის შემდგომ მიზეზი და მოტივი კეთილი საქმეებისა, ეს ისე შეხსენებისთვის.
ადამიანს კი ჭირდება გადასარჩენად:
1. რწმენა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა - ”თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია”
2. საკუთარი დანაშაულის შეგრძნება
3. იესოს უბიწო გამომსყიდველური მსხვერპლის რწმენა
4. წყალობის თხოვნე მოწყალე ღვთისადმი.
5. რწმენის შესაბამისი მოქმედება.

1. ავაზაკმა, როგორც წეღან აღნიშნეს მას შემდეგ, რაც იესოს უყურებდა და უსმენდა შეიცვალა აზრი. ის ფაქტი, რომ იესოს ეუბნება ”როდესაც შენი სასუფევლით მოხვალ” - მეტყველებს იმაზე, რომ მან აღიარა, რომ იესო მესია იყო. სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა ეთქვა - გვიშველეთ სანამ მოგვკლესო. შესაძლოა ამ ავაზაკს გაგონილი ჰქონდა იესოს შესახებ, რომ იგი ცოდვებს პატიობდა. და აი ამ დროს, როდესაც ის უეჭველ სიკვდილს ელოდა - ის აღიარებს იესოს, როგორც მესიას - ძე ღვთისას. ვფიქრობ, რომ ამაში სულიწმიდაც ჩაერია. (იოან.6:44; 1კორ.12:3).
2. როგორც ჩანს ამ ავაზაკმა აღიარა ის, რომ იგი დამნაშავე იყო და სამართლიანად ისჯებოდა ”ჩვენ მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ” ანუ ეს მოთხოვნაც შეასრულა ავაზაკმა თავის გამოსვლაში.
3. რაც შეეხება იესოს გამომსყიდველურ მსხვერპლს - აქ ავაზაკი ამბობს ”მას კი არაფერი ჩაუდენია”.
4. მაგრამ როგორც ჩანს ასე არაა ”ამირან გულში მღეროდაო” და არა მხოლოდ გულში მან მიმართა იესოს და წყალობა სთხოვა. მან დაკარგული ძესავით თავმდაბლურად მიმართა. არ უთქვამს შენს სასუფეველში რამოდენიმე ათეულ ქალაქზე დამაყენეო, უბრალოდ სთხოვა ”მომიხსენე” ანდა გამიხსენე. გულზე მეხება, როცა წარმომიდგენია ამ სიტყვის ტონი.
5. ხოლო რაც შეეხება რწმენის შესაბამის მოქმედებას, მას შეწყვიტა ქრისტეს გმობა და აქეთ სხვას, მეორე ავაზაკს დაუწყო შეგონება და ქადაგება. შესაძლოა მან უფრო ბევრი თქვა, ვიდრე სახარებაში ჩაიწერა, მაგრამ რაც დაიწერა საკმარისია იმისათვის, რომ გავიგოთ რისი თქმა სურდა მას.

ხოლო ახლა რაც შეეხება ეკლესიას.
მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს ეკლესიის ნაწილი. ეკლესია თვითონ ადამიანების ერთობაა და არა უბრალოდ კედლები.
მაგრამ ავაზაკის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ქრისტეს ეკლესია ჯერ კიდევ არ იყო დაფუძნებული. ზუსტად არ ვიცი როგორ ასწავლის ამაზე მართმადიდებლობა, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი ეკლესიის დაფუძნება მოხდა მეერგასე დღეს, სულთმოფენობისას. რაც საოცარია ასევე, რომ ეს იყო იუდეველთათვის ”პირველნაყოფობის” დღესასწაული. ხოდა პირველი ნაყოფი ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლისა ეს იყო მეერგასე დღეს.
იესო ამბობს ”მე დავაფუძნებ” - ეს სიტყვა მომავალ ფორმაშია. ანუ იესოს მიწიერი სიცოცხლის და მოღვაწეობის დროს არ იყო ჯერ ეკლესია დაფუძნებული.

ახლა ცოტას ვიტყვი იმ ადგილზე, რომელმაც რამდენჯერმე გაიჟღერა სულითა და წყლით შობის აუცილებლობაზე სასუფეველში შესასვლელად.

ალბათ დამეთანხმებით რომ სიტყვა-სიტყვით ”წყლით შობა” წარმოუდგენელია. ამიტომ უნდა ვეცადოთ გავარკვიოთ რას გულისხმობდა იოანე ამ ნათქვამში.
იოანეს სახარებაში არაერთხელ აქვს გამოყენებული ეს ტერმინები სული და წყალი. მე ვფიქრობ, რომ იმისათვის, რომ გავიგოთ თუ სინამდვილეში რას ნიშნავს ამ ტერმინები იოანესეული გამოყენება, თვალი უნდა გადავავლოთ სხვა ადგილებს:

მოდი ეხლა ჩემს სიმფონიას გადავშლი და იოანეს სახარებაში მოვძებნი ამ ადგილებს....

1. წყალი
ხოოოო, როგორც ჩანს იოანეს უყვარდა ამ სიტყვის გამოყენება და ბევრჯერ აქვს იგი ნახსენები. მაგრამ მოდი ამოვიღებ საგულისხმო ადგილებს იოანეს მიერ დაწერილი ”წყლით შობის” (და არა ნათლობის) გასაგებად.

”შენ რომ იცოდე ღვთის მადლი და ის, თუ ვინ გეუბნება შემასვი წყალიო, შენ სთხოვდი მას და ის მოგცემდა ცოცხალ წყალს” (იოან.4:10).

”ვინც დალევს წყალს, რომელსაც მივცემ, არასოდეს მოსწყურდება, არამედ მისი წიაღიდან მარადიულად იდინებს” (4:14).

”ვისაც მე ვწამვარ, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ სიცოცხლის წყლის მდინარეები” (7:38).

ასევე აღვნიშნავ სხვა მომენტებს იოანეს სახარებიდან, სადაც რატომღაც წყალზეა ლაპარაკი:
1. იოანე ნათლავდა წყლით
2. წყალი გადაიქცა ღვინოდ
3. ჩაასხა წყალი და ფეხები დაბანა მოწაფეებს
4. წყლის შერხევას ელოდნენ აუზში
5. მისი ჭრილობიდან გადმოვიდა სისხლი და წყალი

ზემოთ მოყვანილი მუხლების საფუძველზე მიჩნდება აზრი, რომ როცა იესო ლაპარაკობს წყალზე, აქ უფრო მეტია ნაგულისხმევი ვიდრე წყალი. ჩემი აზრით ეს წყალი მიანიშნებს ღვთის სიტყვაზე, რომელიც მოიტანა იესომ.
აბა სცადეთ და ზემოთმოყვანილ ”წყალში” იგულისხმეთ ”ღვთის სიტყვა” - არის რაიმე წინააღმდეგობა? თუ არის სიამოვნებით მოვისმენ განსხვავებულ აზრს.


ახლა კი მოდით სულით შობაზე გადავიდეთ.
ჩვენი სამსჯელო მუხლის (იოან.3:5) მიხედვით წყლითა და სულით შობა - ეს ერთი და იგივე მომენტია. ანუ არა შობა მხოლოდ წყლით ანდა მხოლოდ სულით არამედ - ”ვინც არ იშობა წყლითა და სულით”. შობა ერთია - ხოლო მშობელი - წყალი და სული.
თუ ამ შობას დავარქმევთ იგივე ნათლობას, წმიდა წერილში შესაძლოა რამოდენიმე წინააღმდეგობას წავაწყდეთ. მაგ:
”სიტყვები, რომელიც გითხარით სულია და სიცოცხლეა” (6:23)

”ვისაც მე ვწამვარ, როგორც წერილი ამბობს მისი მუცლიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები. ეს იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან სულიწმიდა ჯერ არ იყო, რადგან იესო არ იყო განდიდებული.” (იოან.7:38-39).

”მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ. რომელიც თქვენთან იქნება საუკუნოდ. სული ჭეშმარიტებისა, რომელიც წუთისოფელს არ შეუძლია მიიღოს, რადგან ვერ ხედავს და ვერ იცნობს მას. თქვენ იცნობთ მას, რადგან ის თქვენში რჩება და თქვენში იქნება.” (14:16-17).

”როცა მოვა სული ჭეშმარიტებისა, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში” (16:13).


აქედან დასკვნას ვაკეთებ, რომ ”სულითა და წყლით შობა” ეს არ არის პირდაპირ ნათლობა. არამედ ღმერთის სიტყვის ზემოქმედება ადამიანზე, რომელიც ცვლის მის ცხოვრებასა და მიმართულებას.

ხოლო ნათლობა - ეს იესოს მიერ დატოვებული მცნებაა, რომლითაც ხდება იმის გამოხატულება, რაც ღმერთმა უკვე გააკეთა.
”ვის შეუძლია წყლით ნათლობა დაუკავოს მას, რომელმაც ჩვენსავით მიიღო სულიწმიდა” (საქ.10:47).

პ.ს. მუხლები მე თვითონ ვთარგმნე ინგლისურიდან და მომიტევეთ თუ არ შეესაბამოს რომელიმე თარგმანს wink.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)