ალბათ ძალიან ბევრი სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელი გადაგვიტანია მას შემდეგ რაც ეკლესიურად დავიწყეთ ცხოვრება ყოველ ჩვენთაგანს. მართლაც რაოდენ იდუმალია ღმერთი და მისი ნება - ერთ დღეს უდიდესი სიხარული მოგევლინება და ბედნიერი ხარ და მეორე დღეს უკვე ბრძოლები გეწყება. ყოველთვის ესე მემართება, რაც არ უნდა დიდი სიკეთე მომმადლოს ღმერთმა, მით უფრო დიდი განსაცდელი მევლინება ხოლმე თან სულ უფრო და უფრო მტკივა გული. იზრდება დაბრკოლებები და ეს უნდა მოვითმინოთ. ამბობენ ღმერთი ადამიანს განსაცდელს იმიტომ მოუვლენს რომ შემდგომ ეს ადამიანი რწმენაში უფრო გაძლიერდესო, მაგრამ მგონია უფალი ჩვენი ცოდვების გამო გვივლენს განსაცდელს. ვინც დაითმენს ის გადარჩება - მაგრამ ვაი რომ ყველას არა გვაქვს მოთმინება და რა ვქნათ?
ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა - დავიღალე !. არა მაქვს დიდი მოთმინება.
ახლა კი მოდი ერთმანეთს ვურჩიოთ რა ვქნათ ასეთი გაჭირვების ჟამს რომ აღარ დავიღალოთ. ეს ერთგვარი უიმედობაა.
მე მაგალითად მამა ვიტალი სიდორენკოს საფლავზე მივდივარ ხოლმე და იმას ვთხოვ შეწევნას. თქვენ რას ურჩევდით ერთმანეთს პირადი გამოცდილების მაგალითზე?
მე პირადად განსაცდელი რწმენას უფრო მიმცირებს ვიდრე მიმატებს. ნუ ეს ფაქტია.
მაგრამ განსაცდელის დაძლევა მხოლოდ რწმენით არის შესაძლებელი. ან უნდა დამარცხდე ან უნდა ჰპოვო ძალები შენ თავში რწმენის აღსადგენად.
ხანდახან საჭიროა რომ ღმერთი ხელახლა აღმოაჩინო. მე პირადად ვცდილობ ჩემი თავი შესაბამისი სულიერის საკვებით გამოვკვებო. ესაა წიგნები, ეკლესიაში წასვლა, მარხვისა და ლოცვის გაძლიერება.
ხანდახან ლოცვაც აღარ შეგიძლია, მაშინ მოკლე ლოცვები უნდა იმეორო.
მტავარია დამარცხება არ აღიარო. არ შეურიუგდე დაცემას. ყველაფერი თვითონ დალაგდება. თუ შეეცდები რომ ღმერთი ხელახლა აღმოაჩინო. რომ ცხოვრება მიიღო ისეთი როგორიც არის, და გახსოვდეს რომ ეს შენი და ღმერთის ურთიერთობაა. რომ ამაოებაა ყველაფერი სხვა, რომ ყველაფერს მარადიულობის პრიზმიდან უნდა უყურო და თავი დაიმორჩილო.
მტავარი არის ის რომ რაც მეტ განსაცდელს გადადის ადამიანი მით უფრო სულიერად ამაღლებული გახდეს. და ტყუილად არ ჩაყაროს წყალში განსაზდელისაგან მისაღები მოსავალი.
აი აქ არის გახნილი თემა "წმინდა წერილი განსაცდელის ჟამს"
http://church.ge/index.php?showtopic=6018
Ligia
კი გასაგებია ეს წმიდა წერილია ძალიან კარგია მაგრამ აქ პირად გამოცდილებაზე ვიმსჯელოთ.
განსაცდელის გადატანის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხასიათს მე ასე ვფიქრობ. მე კი ძალიან "წყენია' ადამიანი ვარ. ვინმე რო მაწყენინებს ხოლმე თუნდაც პატარათი გული ძალიან მტკივა მერე და მე თუ ვინმეს ვაწყენინებ მერე რო ვფიქრობ ცოცხლად დამარხვა მირცევნია ხოლმე ჩემი თავის.
მაგრამ არის ესეთი გადარჩენის ოქროს ფორმულა - იესოს ლოცვა. თქვით რაც შეიძლება ხშირად და მოვითმინოთ!
განსაცდელი რწმენას უფრო მიღრმავებს, თავიდან შეიძლება დავეცე, მაგრამ მერე რაღაც უნებლიე ძალა წამომაყენებს და მოძღვრამდე მიმიყვანს... მერე უკვე ყველაფერი კარგადააა... მეც მიკვირს ხოლმე ისე კარგად მიდის ყველაფერი...
მთვარია უფლის იმედი არ დავკარგოთ განსაცდელის ჟამს...
ან ვინმე თუ ამიხსნის რატო ხდება ისე რომ ადამიანს პატივს სცემ, რასაც გავალებს უსრულებ, ზრდილობიანად ეპყრობი, თხოვ მაპატიე ისიც გპატიობს მაგრამ მაინც გულგამწყრალია შენზე და ასე ვიტყვი - არ ევასები? ცოდვები ჩვენსას გვიშვება და ამიტომ მოდის განსაცდელი ასე ვფიქრობ მე. და ამიტომაც დავიღალე .
iobi
რას იზამ უნდა მოითმინო
::სალომე::
მოთმინება რომ ვისწავლოთ მგონი ჯერ განსაცდელი უნდა მოგვადგეს რაც ყოველთვის იქნება .
და ცოდვების და ბოროტი ზრახვების აღმოსაფხვრელად ჯერ მდუმარება უნდა ვისწავლოთ.
ასევე ერთი კარგი ხერხი არსებობს - როცა გაქებენ ასე ვთქვათ თავში რომ არ აგვივარდეს მაშინვე ჩვენი ცოდვები გავიხსენოთ ხოლმე. მე მშველის მაშინვე თრგუნავს ამ მავნებელ გრძნობას
::სალომე::
iobi
როგორ უნდა ვისწავლოთ მოთმინება? საინტერესო კითხვაა...
მგონი ეგ ნელ-ნელა ეკლესიურ ცხოვრებასთან ერთად და მოძღვრის დახმარებით არის შესაძლებელი, ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა, თუ პრობლების ანუ განსაცდელის შესახებ მოძღვარს ვუყვები ის ისე დამმოძღვრავს ხოლმე, რომ მერე მიკვირს ნეტა რას ვნერვიულობდითქო...
თუმცა ხდება ხოლმე რომ ვერ ვახერხებ იმ პერიოდში მოძღვრის ნახვას და მაშინ თავად ვცდილობ გავუძლო განსაცდელს და საკმაოდ ძნელად ვიტან...
განსაცდელს უფალი გვივლენს და იმ წუთში ვერ ვხვდებით ხოლმე რატომ მოგვივლინა უფალმა ესა თუ ის განსაცდელი, მაგრამ გადის დრო და შემდეგ უკვე შეიძლება იმ განსაცდელისთვის მადლობა შევწიროთ უფალს...
მაშიკო
ამ ბავშვს კაი პატრონი უნდა რა. მშვენივრად აზრობვნებს და ტყვილა ცდება ამის ნიჭი... არ ვხუმრობ, სერიოზულად
........
განსაცდელი მაფიქრებს ხოლმე ჩემს განვლილ ,უკვე განხორციელებულ ქმედებებზე....იქნებ რამე დავაშავე და ა.შ....ანუ განსაცდელის მოვლინება ერ
თგვარი გამოფხიზლებაა და მინიშნება რომ მეტად გაძლიერდე და მეტად კარგი იყო!
დათმენა ძალიან ძნელია და ხშირად ვამბობ რატომ ღმერთო,თუმცაღა იმავე წამს მოვუბოდიშებ ხოლმე ))
განსაცდელი წვრთნის ადამიანის სულს
მაშიკო
Diversity
კი მქონია განსაცდელი და მაშინ უფრო გავძლიერდი.... და რომ გადავლახე ის განსაცდელი და უკვე კარგად იყო ყველაფერი მერე ჩავარდი სასოწარკვეთილებაში, იმის გამო რომ აღმოვაჩინე ჩემს თავში მცირედმორწმუნეობა და ხელი ჩავიქნიე სასუფეველიში მოხვედრაზე...
მაშიკო
მაშიკო
Diversity
ბიკ-ბაბოლი დაღეჭე და აღარ შეგეშინდება(რეკლამა გაიხსენე)
ყველაფერი კარგად იქნება რათქმა უნდა
მაშიკო
Diversity
ცდები ახალგაზრდავ! სევდიანად არ ჟღერს, "მინდა მოვხვდე სამოთხეში" ასე ჟღერს
მაშიკო
Diversity
კარგი მოკლედ გეტყვი მაშინ არ მინდა ჩემი აზრი თავს მოგახვიო და გულთან მიიტანო... მე დღეს ასე ვფიქრობ ხვალ შეიძლება სხვა რამ ვიფიქრო და სხვა რამეს დავპოსტავ, მაგრამ ხომ შეიძლება შენ ხვალ არ შემოხვიდე და მხოლოდ ეგ დაგამახსოვრდეს?ანუ არ მინდა ჩემს გამო დაიგრუზო და ჩემმა აზრმა დაგაბრკოლოს....
ეშმაკი ხან რას მაფიქრებინებს და ხან რას... თუმცა ბოლოს თავს მეც იმით ვიმშვიდებ რომ იმედია ყველაფერი კარგად იქნებათქო, იმედი ყველაზე ბოლოს კვდებაო და... ვიცოცხლოთ ამ იმედით...
ნონა
მეც მომეწონა და სულ არ ვგრძნობ იმას რომ ახალია, თითქოს ბავშვობიდან აქა ზის
ნონა
განსაცდელი ძნელი გადასატანია
თან ისე ხდება 2-3 ერთად მევლინება, მეშინია
Atman
სათქმელად ადვილია, შესასრულებლად ძნელია, როცა მიფიქრია ღმერთი დამეხმარება და შემაძლებინებსთქო საქმე ყოველთვის კარგად წასულა, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ასსე არ ვფიქრობ და ვვარდები სასოწარკვეთილებაში....
მაშიკო
მაგალითად ერთი თვის წინ მამიდაშვილის შვილს დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი, და ამავდროულად ბიძაშვილიშვილს წარბი გაუსკდა და ოპერაცია დასჭირდა, ორივე ერთად იყო და ჩავვარდი სასოწარკვეთილებაში...
საბედნირეოდ ყველაფერი კარგად დასრულდა...
ეხლა მაგალითად ბიძას წნევამ დაარტყა და გუშინ მთელი დღე გამოშტერებული დავდიოდი,მამაჩემი შემეცოდა და დღეს ძლივს ვუთხარი ამბავი, და კიდევ ისიც მითხრეს რომ მეორე ბიძა 20-ში ოპერაციას იკეთებს.
ეს ბიძები ორივე თბილიშია და მე ნახვას ვერ ვახერხებ ამ თვეში და ამიტომ ძალიან ვნერვიულობ...
ამას პლიუს 20-ში მეჯვარე ვარ და მოდი და თუ კაია იქეფე... ფხიზელმა მითუმეტეს(არა რა ზოგჯერ დალევა უკეთესია)...
უცნაური რამეა ეს განსაცდელი, რა ფორმით არ მომევლინებახოლმე... ზოგჯერ განსაცდელის სახით მოდის, ზოგჯერ... ეჰ რა ვიცი...
ისე რომ ჩაივლის ხოლმე გამ=ნსაცდელი მერე კი ვხვდები, რომ ღირსი ვიყავი იმ ყველაფრის... ერთხელ ვიფიქრე აწი აღსარებას აღარ ვიტყვითქო და 2 თვე არ მივედი აღსარებაზე, მერე ისე დავეცი კიბეზე სული კინაღამ გავაფრთხვე, ეგრევე დავურეკე ამაოს და ვუთხარი რომ ავად ვიყავი, იმ პერიოდში არავის ნახვა არ მინდოდა, არც საკუთარი დედის, მაღიზიანებდა ყველა, ტვინის შერყევა მქონდა, მხოლოდ მოძღვარი მინდოდა რომ მენახა, ეგ რა თქმა უნდა არ მითქვამს მოძღვრისთვის მაგრამ რომ ვუთხარი როგორ ცუდად ვიყავი, მომიბოდიშა უნდა მოვსულიყავიო და მენახეო,
როგორც კი შევძელი სიარული ეგრევე გავქანდი საზიარებლად...
ყოველ კვირას მაზიარებდა, მერე კარგად გავხდი და ეხლა ისევ თვეში ერთხელ მივიდვარ...
ორი მნიშვნელოვანი მომენტი:
1. განსაცდელი არ მოდის იმის გამო რომ ვინმემ რამე დააშავა, ან რამის ღირსია წარსულში მომხდარი მოვლენების გამო... არა! განსაცდელის ამოცანაა არა დასჯა, არამედ ,- შეცვალოს ადამიანი, მოახდინოს მისი ფერსიცვალება სინათლისაკენ... ანუ, თქვენ შეგიძლიათ განსაცდელის ტავიდან არიდება თუ სინანულს ,,ხვალისათვის" არ გადადებთ... საკმარისი სინანულის შემტხვევაში განსაცდელის აუცილებლობა ქრება (მაგრამ არა ყოველთვის);
2. განსაცდელების დიიიდი უმრავლესობა განკითხვის ცოდვის შედეგია. განკითხვით ადამიანი ,,აიძულებს ღმერთს", სიყვარულს, რომ ის მოაქციოს ისეთივე გარემოს გავლენის ქვეშ, რომელ გარემოშიც ,,განკითხულმა" დაუშვა შეცდომა... ამიტომ არის ნათქვამი, რომ ღმერთი არ განცდის, არამედ ადამიანი განცდის თავის თავს თავისივე გულისთქმებით...
ჩემი აზრით,
neo
განკითხვა რა საშინელი ცოდვაა და ამ ბოლ დროს ვგრძნობ რომ გვერდს ვეღარ ვუვლი სამწუხაროდ... განსაცდელებიც ბლომად მაქვს და ე.ი. კიდევ უნდა ველოდო?
ხალხო განსაცდელი არც სასჯელია და არც იმის მაჩვენებელი რომ შენი თავი ცოდვილად უნდა აღიარო. მონანიება საჭიროა, მაგრამ გაცნობიერების გარეშე მონანიებას აზრი არა აქვს. ერთი კაი კაცისგან გამიგია, ამდენი ცუდი რაღაც გვემთხვევა და მაინც არ გვინდა ამ უაზრო ილუზიიდან და ამაოებიდან თავის დაღწევა და სულ კარგად რომ ვიყოთ მაშინ რაღა გამოგვაფხიზლებდაო
როცა ცდილობ, რომ იცხოვრო სათნოდ, სწორედ მაშინ ხდება ათასგვარი დაბრკოლების შემჩნევა თუ შეხვედრა. როცა ცდილობ გაკაფო გულიდან სისუსტე, ვნება თუ ათასგვარი ფიქრი, სამგანზომილებად, რომ გვიყოფს გონებას, მაშინ უფრო ვხედავთ ამას და გვასუსტებს უმეტესად. მყოფადი სოციუმიდან გადართვა უფლისმიერ სივრცეში ანდა გარდაქმნა უკვე ნიშნავს იმას, რომ მზად უნდა ვიყოთ ბრძოლისთვის, . ! თუნდაც დავიღალოთ, არ აქვს მნიშვნელი იმას თუ ასაკობრივ რომელ ზღვარზე ვართ, უნდა ვიბრძოლოთ! უნდა ვაიძულოთ თავი ! ჩვენს გასაკითებელს არავინ გააკეთებს. მე მართლა მინდა, რომ უხვად მოვიდეს განსაცდელი, ეს დამეხმარება. მეხმარება. ყველანაირ ფსევდოს ვცილდები ამით და უფრო მეტად შევიგრძნობ გულის გულს, იმას, რასაც ჭეშმარიტი გამოცდა ჰქვია.
ამ ბოლოს ესეთი ხერხი მაქვს: რომ გავძლიერდე და მეტი განსაცდელი მოვიდეს რათა გამოვიწრთო სული ვატარებ დიდ ძველ ვერცხლის ჯვარცმას . ჭრის! ისეთი რამეები მოხდა ჩემს გარშემო რომ ესე - რომანტიული, მეოცნებე ადამიანი ვერ გადაიტანდა ან ძალიან გაუჭირდებოდა. განსაცდელი არ მაკლია ამ მომენტში და მარტო ერთი რამ მაქვ სათქმელი:
დიდება უფალს!
iobi
განსაცდელის მეტი რა არის. ყველაზე მძიმე წუთებში, ანუ მაშინ როცა წუწუნებს ვიწყებ და უიმედოდ ვარ, ვიხსენებ იმ ადამიანებს რომლებსაც ჩემზე მეტი განსაცდელი ადგათ. ცხადია, მათტან შედარებით, ჩემი არაფერია, ხოდა შედარებით გამივლის ხოლმე. ის კი არა, ხანდახან ვმადლობ უფალს, მე რა მაქვს საწუწუწო, ესა და ეს რა დღეშია ტქო.
neo, მართალია. არცერთი საქმე თავმდაბლობის გარეშე, მაგრამ ვხვდები ხშირად, რომ ეს ყველაფერი აკლია ჩემს საქმეს ან რამეს მაგდაგვარს. სიამაყე ძლევს რაღაცის ვიღაცისთვის მტკიცების ან დანახების სურვილი.... სამწუხაროდ ასეა მოწყობილი ჩემში.. მე კი ვიცი, რომ სიკეთეს ისე უნდა აკეთებდე, რომ მარცხენამ არ უნდა იცოდეს რას აკეთებს მარჯვენა.
იმ სიმძიმის ჯვარს კი, რომელის აწევაც შემიძლია აღტაცებულობისგან და ტარება არა, არ მივეკარები. სანამ გონიერად შემეძლება ყოველშემთხვევაში ამის დანახვა. დეფინირება აწევისა და ტარებისა ჯერ არ მქონია ალბათ და არც მინდა.. მოუმზადებლად აღებული ტვირთი ერთ ახალ განსაცდელად შეიძლება, რომ გვექცეს და თან ძლიერ განსაცდელად..
მეც მქონდა განსაცდელი,ისევე როგორც ყველას.მე7 წელია ევროპაში ვცხოვრობ,სამწუხაროდ აქ ძალიან ვიყავი ეკლესიურ ცხოვრებას დაშორებული.ბოლო დროა რაც როგორც თქვენ წერთ,უფალი და სარწმუნოება თავიდან აღმოვაჩინე.განსაცდელმა ადრე ძალიან დიდ სასოწარკვეთილებასა და დეპრესიაში ჩამაგდო.ეს ბუნებრივის ჩემი მცირედმორწმუნეობის ბრალი იყო.მერე მამა გარდამეცვალა და თქვენ წარმოიდგინეთ,იმ პერიოდში უფრო ძლიერი გავხდი თითქოს.მაგრამ მაშინვე ვერ გავაგრძელე ეკლესიური ცხოვრება.ამ ბოლო დ როს რა მოხდა,ვეკითხები ჩემ თავს.ერთი პასუხია:წელს სააღდგომოდ საქართველოში ვიყავი ჩამოსული.სოფელში საინდანაც ჩემი წინაპრები არიან წარმოშობით 10 წლის უკან აღდგენილ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში,მაცხოვრის ხატს მირონდენა შენიშნეს აღდგომის ღამეს.მე ახალ კვირას მივედი ტაძარში და მამაომ ბამბით სულ მცირეოდენი წვეთი აიღო და შუბლზე ჯვარი გადამსახა.იმ დღის შემდეგ თითქოს თვალი ამეხილა.აქ რო ჩამოვედი ხშირად მარტო ყოფნა მიხდებოდა ,ამიტომ ხშირად ფიქრის საშუალებაც მქონდა,ბევრს ვფიქრობდი ამ ცხოვრებაზე ,ჩემს განვლილ წლებზე და ცოდვებზე.მივხვდი რომ დამძიმებული სულის ცხონება და გამოხსნა,მხოლოდ მართლმადიდებლობაშია.არ უნდა იჩქარო,ეტაპობრივად ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი.მე ვითხოვ ერთადერთს რომ უფალმა მოთმენა მასწავლოს და დუმილი,ამას რომ მივაღწიო ალბათ წლები დამჭირდება,მაგრამ მოთმინებითა და დუმილით სულიერი სიწმინდე მიიღწევა.განსაცდელი ჩემ შემთხვევაში მირონმდინარე ხატმა დამაძლევინა.
ყველას გისურვებთ ღირსეულად გაგეძლოთ განსაცდელისათვის.რწმენითა და მოთმინებით,ყველანი მიყვარხართ და მიხარია ,რომ ინტერნეტში ასეთი კარგი ფორუმებია,სადაც ბევრი რაიმის გაგება შეუძლია ადამიანს,მით უმეტეს ჩემ შემთხვევაში.სამშობლოდან შორს....
მეც მქონია განსაცდელი ბევრჯერ და მგონია, რომ ღმერთი განსაცდელით თავს გვახსენებს ხოლმე. ასეთ დროს თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ღმერთი ისეთ განსაცდელს არ მოგვივლენს რომლის გადატანასაც ვერ შევძლებთ. ამით ვიიმედებ ხოლმე თავს...
ხშირ შემთხვევაში,ადამიანი უფალს ჩეშმარიტების სავალ გზაზე ან ნებით მიყავს ან განსაცდელით,რა თქმა უნდა ჯობია,ნებით აღმოაჩინო ის რომ ეკლესიის გარეშე სუნთქვაც გაგიჭირდება,არადა უმეტესად განსაცდელის მოვლენით აფხიზლებს ღმერთი ადამიანებს,ალბათ ხანდახან საჭიროა,ცოტა გული გეტკინოს,რომ შეიგრძნო უძლური ხარ და მხოლოდ უფალია შენი მშველელი,ოხ როგორ უყვარს ღმერთს მონანულის ცრემლები,ბევრჯერ ვყოფილვარ მარტო ღვთის ანაბარა,და რა ტკბილია მაგ დროს ნუგეში,მართალია ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტკივილი იყო,მაგრამ რაც უფრო მრავლდება განსაცდელი,მით მეტად ვძლიერდებით სწავლობ მოთმინებას,
ფსალმუნებში ასეთი რამ წერია"ორმეოც წელ მოვიწყინე ნათესავი ჩემი"
ამას უფალი ძველი აღთქმის ებრაელებზე ამბობდა,სანამ აღთქმულ ქვეყანაში შევიდოდნენ,მაგრამ საჭირო იყო მათთვის უდაბნოში ყოფნა,მათივე სულების სასარგებლოდ,ამითომ შეუცნობელ არიან გზანი უფლისა,ღმერთი ყველაფერს ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის გამო აკეთებს
აქ არის დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებები განსაცდელებზე
gansacdelebi 17.08.2006.mp3 5.7MB
( http://www.adrive.com/public/98fa044754dcc...c7d05f3550.html )
ა, კიდო
gansacdelebi sulieri srulkofa 3.10.2003.mp3 12.3MB 2010-01-06
( http://www.adrive.com/public/926a9d28f0bbc...8c87d5e288.html )
გაძლიერდით,
"ამბობენ, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც მავნე ცხოველები არ არსებობენ; არის მეორე ქვეყანაც, სადაც თოვლი არ არსებობს; მაგრამ მოკვდავთა შორის არ არსებობს ადამიანი, რომელიც დაიკვენიდა, რომ მან ცხოვრების გზა მძიმე განსაცდელების გარეშე გაიარა".
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
ღმერთი გვივლენს განსაცდელს თუ ეშმაკი?
sanfol
გააჩნია სიტუაციას
პ.ს
მაგას ჩემი აზრით დარწმუნებით ვერავინ გეტყვის არც დიდი მნიშვნელობა არ აქ მთავარია განსაცდელში როგორ მოიქცევი და არა ის თუ ვინ მოგივლინა.
"როდესაც რაღაც არასწორად გამიკეთებია, ზოგჯერ განსაცდელი მოსულა არა ჩემთან, არამედ ჩემს ახლობელთან და ვიცი, რომ ეს ჩემი სასჯელი უფრო იყო, თეოლოგიური კუთხითაც რომ ვიმსჯელოთ, შვილები ხშირად ისჯებიან მშობლების გამო".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"სასოწარკვეთა კი ყველაზე დიდი მტერია ადამიანისა ამ მიწაზე, რადგან იგი ყველა მტერზე ძლიერია, მისთვის ადვილია ადამიანის სულის მოკვდინება, ხოლო თუ ადამიანში სული მოკვდა, რაღად უნდა მას ეს წუთისოფელი, მთელი სამყარო.
ამგვარი კაცისთვის მთელი სამყარო აყროლებულ წყლულად გარდაიქცევა და ადამიანი თავისი მწუხარებით ეშმაკისა და მისი ანგელოზების ტყუპისცალი ხდება".
/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/
G_saxva
marine
ანუ ცალსახად კარგია განსაცდელი? გამოთქმა როა რაც არ გკლავს გაძლიერებსო მართალია?
sanfol
G_saxva
გასაგებია მადლობა
G_saxva
გასაგებია მადლობა
"იარეთ სიბრძნით, მოისყიდეთ მწუხარებათა და განსაცდელთა ჟამი სულგრძელი და მადლიერი მონანული მოთმინებით. მაშინ შევიგრძნობთ მძიმე ჯვრის მხსნელ მოქმედებას და გავიხარებთ მისი ტვირთვით, განვჭვრეტთ რა მასში დიდების ნათელს და ვისწავლით მისით სიქადულს, არა მხოლოდ მომავალში, არამედ აწმყოშიც მოწეული კეთილი ნაყოფის გამოც"
"როდესაც ადამიანი პოულობს თავის თავში ძალას, მიიღოს ღვთის მიერ მოვლენილი გამოცდა, უზარმაზარ ნაბიჯს დგამს წინ, სულიერ ცხოვრებაში".
/მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი/
„ამსოფლიური მწუხარება სამზადისია. იგი ათვინიერებს ადამიანს, განარიდებს მას წუთისოფელს, განუმტკიცებს ხასიათს, ასუფთავებს და ამაღლებს".
/ბერი იოილი/
„კაცი მარმარილოს უფორმო ნატეხს ჰგავს, რომელსაც მოქანდაკის საჭრეთელი სჭირდება. ასევე სჭირდება ადამიანს მწუხარების საღვთო საჭრეთელი“.
/ბერი იოილი/
„მოაცილე ქვეყანას განსაცდელები და აღარავინ იქნება წმინდა, რამეთუ ვინც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელს, საუკუნო ცხოვრებას გაურბის“.
/წმ. ზოსიმე პალესტინელი/
"განსაცდელი უფლის გამოწვდილი ხელია, მას ნდობით უნდა მივეახლოთ, სიბრძნე გამოვიჩინოთ და სარგებელი ვპოვოთ.
ვინც ღვთისგან დაშვებული განსაცდელების გარეშე ცხოვრებას ეძებს, ის სულიერად ვერ გაიზრდება"
/იღუმენი დიონისე (გვიმრაძე)/
“ვევედროთ ღმერთს, რომ დაგვიფაროს ისეთი განსაცდელისგან, რომელიც ბოროტებასთან მიგვიყვანს. მაგრამ ნუ მოვითხოვთ კომფორტულ და უეკლო ცხოვრებას. ვინც ღვთისგან დაშვებული განსაცდელების გარეშე ცხოვრებას ეძებს, ის სულიერად ვერ გაიზრდება. ჩვენ გვჭირდება ღვთაებრივი ხელით მოვლენილი განმწმენდელი ცეცხლი, ანუ განსაცდელი“.
/იღუმენი დიონისე (გვიმრაძე)/
„დარდი აიძულებს ადამიანს, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და გაიგოს საკუთარი თავი. ის აშოშმინებს ამპარტავნებასა და პატივმოყვარეობას, ადამიანს სხვების მიმართ უფრო შემწყნარებელს ხდის. ვისაც ბევრი უბედურება განუცდია, ის უკეთესად თანაუგრძნობს მოყვასის ტანჯვას, მაგრამ ყველაფერი ეს ხდება გარკვეული ხარისხით და გარკვეულ ვითარებაში“.
/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/
„ინტელექტის საქმეა, როგორ შეძლებს პიროვნება, აღზარდოს თავისი ნებისყოფა, გადალახოს სისუსტეები და დაეუფლოს განსაცდლებთან გამკლავების ხელოვნებას“
/ფსიქოლოგი მაია გედევანიშვილი/
„ანდაზა - „ზოგი (ზოგჯერ) ჭირი მარგებელიაო“ ქრისტიანული თვალთახედვით, სახეს იცვლის: „ყველა ჭირი მარგებელიაო!“ („ჭირი“ ძველ ქართულში განსაცდელსაც ნიშნავდა)“.
/დოდო (მარიამ) ღლონტი/
"როცა ერთი კარგი იხურება, მეორეს გიხსნის უფალი"
/პოეტი მაყვალა დავლაძე/
"ადამიანი იმით ფასდება, თუ რამდენად ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს, ამ მცირე დროში კი შეეცადე სულით არ დაეცე, სანამ ისევ არ შემოვა ფანჯრიდან იმედის სხივი - უფლის სინათლე!.."
"კაცი, რომელიც განსაცდელით გამოცდილი არ არის, გამოუცდელია"
"ერთი ძმა ტირილით ამბობდა, როცა ღმერთმა განსაცდელი მოაშორა: "უფალო, ნუთუ ღირსი არ ვარ, ცატათი მაინც შევწუხდე შენთვის?!"
„რადგან გასაჭირს ისევე მოაქვს ჩვენთვის ღვთის წყალობა, როგორც ქარს - წვიმა. ისევე, როგორც მეტისმეტი წვიმა ალპობს ჯერ კიდევ უსუსურ ნაყოფს, ხოლო ქარი აშრობს და განამტკიცებს მას, სულსაც ასუსტებს და ანგრევს დასვენება, უზრუნველობა და შვება, ხოლო ჭირი და განსაცდელი - აძლიერებს და ღმერთთან შეაერთებს, როგორც დაწერილია: უფალო, ჭირსა მოგიხსენოთ შენ“
/წმ. აბბა დოროთე/
"განსაცდელები აუცილებელია, რათა ბრძოლის უნარი არ დაკარგო. იმას კი ნუ ევედრები ღმერთს, მოგაკლოს განსაცდელი, ევედრე, მისი დათმენის უნარი მოგანიჭოს".
"უფალი ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე, ყოველ წუთს უწვდის ხელს, იცავს ხილული და უხილავი მტრისაგან, ასწავლის ადამიანების, წიგნებისა და ცხოვრებისეული გარემოებების საშუალებით".
"მამა იოსები ასწავლიდა: "მადლმოსილი მდგომარეობა მოგეცა? მალე მოელოდე განსაცდელს. განსაცდელი და მწუხარება შეგემთხვა? ახლოა ღვთისგან ნუგეშისცემა".
"ამის თქმა იყო და იგრძნო, რომ ღმერთმა დატოვა"
"ყოველგვარი განსაცდელის მიზეზი სხვა ადამიანებში კი არა, საკუთარ თავში იძიე და თქვი: ეს ჩემი ცოდვების გამო დამემართა".
/აბბა დოროთე/
ქრისტიანის ცხოვრებაში განსაცდელი მუდმივი თანმდევია . თუ შენ ქრისტიანობას ირჩევ, შენ ირჩევ ტანჯვას და ეკლიან გზას!
პავლე მოციქული ბრძანებს _ყოველი ვისაც ქრისტე იესუში ცხოვრება სურს ღვთისმოსაობით დევნილ იყოს იგი!“
ჩვენი მაგალითი არის მაცხოვარი იესო ქრისტე რომელმაც უდიდესი ტანჯვანი გადაიტანა და მანვე გაგვამხნევა ___ წუთისოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით , რამეთუ მე დავზლიე წუთისოფელი !! თუ ჩვენ მცირედით ჩავუკვირდებით ამ სიტყვებს , დავასკვნით რომ ჩვენი შემწე არის უფალი იესო ქრისტე და მისი გამარჯვება უკვე ჩვენი გამარჯვებაა!
ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს მცდელობა რომ დავიცვათ მცნებები და სიხარულით შევხვდეთ ყველა განსაცდელს! ხომ გახსოვთ_ მრავალი სიავე ხვდება მართალს , მაგრამ ყველაფრისგან იხსნის უფალიო , ხოდა მზად იყავი ყოველთვის რომ მტკიცედ იდგე .
"თუ შენ ღმერთთან ხარ და ღმერთი შენშია, სულიერ სიმშვიდეს შეინარჩუნებ ავადმყოფობის დროს, ახლობლის გარდაცვალებისას, სხვადასხვა განსაცდელის ჟამს".
/ილია II/
"თუ უფალს ეძებ, განსაცდელებსაც დაგიტკბობს უფალი. თუ უფალს ეძებ და უფალთან ყოფნა გსურს, მერე დიდი წყალობა მოდის".
/დედა სიდონია (თურმანიძე)/
"მოაცილე ქვეყანას განსაცდელები და აღარავინ იქნება წმინდა, რამეთუ რომელიც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელთ, იგი გაურბის საუკუნო ცხოვრებას. ვინ მიანიჭა წმინდა მოწამეებს გვირგვინი დიდებისა? - მათმა მკვლელებმა. ვინ მიუბოძა წმინდა სტეფანეს ესოდენი დიდება? - მათ, ვინც იგი ქვებით ჩაქოლა".
/წმ. ზოსიმე პალესტინელი/
"მეომრის სიმამაცე ბრძოლაში გამოიცდება, ჩვენი რწმენის სიმტკიცე კი განსაცდელებში".
/წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)/
"შეუძლებელია სულის კურნების გზის გავლა ტკივილთა დათმენის გარეშე. განსაცდელთაგან თავის დაღწევის მოკლე გზა მოთმინება და მადლიერებაა. განსაცდელი საზომია ჩვენი რწმენისა. როგორც იღებ განსაცდელს, ისე ღებულობ შენს გულში უფალს. და თუ მაინც მოგიცავს უიმედობა, შიში მცირედმორწმუნეობისა და საკუთარ თავზე მინდობის გამო, ნუ შეძრწუნდები, რადგან ამ დროს ყველაზე ახლოსაა შენთან უფალი შენივე უძლურების გამო. საკმარისია მოციქულ პეტრეს მსგავსად უხმო უფალს: "ღმერთო, მიშველე, რამეთუ ვიღუპები", მაშინვე იგრძნობ საოცარ შვებას და ეს ღვთაებრივი განცდა წარუშლელ კვალს დატოვებს შენში".
"ადამიანებს გვმართებს ყოველგვარი განსაცდელები მადლიერებით დავითმინოთ, რადგან ცხოვების გზა ხომ მადლიერებაზე გადის, მადლიერება კი ის ლაკმუსია, რომლითაც ადამიანობა გამოჩნდება, მისი ხარისხი ჩვენი სულიერი წინსვლის პირდაპირპროპორციულია, იგი სასუფეველშიც ჩვენთან ერთად აგრძელებს სიცოცხლეს".
/დეკ. ზაქარია ჩიხრაძე/
ღმერთი განსაცდელებს გვივლენს და ვინც დაითმენს გადარჩებაო, ანუ ფიქრობთ რომ ღმერთი გვტანჯავს? ანუ ამ სოფელში ცხოვრება ტანჯვაა? მე ასე არ ვფიქრობ, მე ვფიქრობ რომ პირიქით ღმერთმა ბედნიერებისთვის მოგვავლინა, ზოგჯერ თავებს თვითონ ვიტანჯავთ და მერე უფალს ვაბრალებთ რომ განსაცდელი მოგვივლინა, მე მგონია რო უფალს ჩვენი ბედნიერება სურს
"ყოველგვარი მწუხარება, რაც შეგვემთხვევა, აღსაშენებლად გვეძლევა - ან ძველი ცოდვების წარხოცვისათვის, ან დაუდევრობის გამოსასწორებლად, ანდა მომავალი ცოდვების ასაცილებლად".
"შენ გებრძვის ცხოვრება განსაცდელების სახით, მაგრამ ეს ღმრთის დაშვებით ხდება, რადგან ლაგამი ამოგდოს. ამ დროს შენ იბრძვი, უპირველეს ყოვლისა, შენს გულთან, რათა იგი ატარო ამ ვიწრო, ღმრთის მცნებებით შემოსაზღვრულით ეკლიანი გზით, მაშინ, როგორც წესი, განსაცდელებიც მოგვეხსნება ხოლმე".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"როცა განსაცდელებისას აშკარად ქრება მადლის სიახლოვის შეგრძნება, შფოთი იზრდება. ადამიანი განსაკუთრებით შიშით ლოცულობს".
"ქრისტიანული ასკეტიკა გვასწავლის, რომ ნებისმიერი განსაცდელის დროს ერთ-ერთი კი არა, ერთადერთი სწორი ნაბიჯია იმის თქმა, რომ ეს შენივე ბრალია".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ერთი წმინდანი ამბობს: "თუ სხვა არაფერი შეგიძლია შესწირო უფალს, სამსხვერპლოზე მიიტანე ტანჯვა და ჯვარი შენი ცხოვრებისა".
"განსაცდელის გარეშე ვერავინ გახდება ქრისტიანი. ამიტომ განსაცდელს წუწუნით არ უნდა შეხვდეთ, არამედ მშვიდად, მის გამო მადლობა უთხრათ ღმერთს. როგორც კი განსაცდელისათვის ადამიანი ღმერთს მადლობას ეუბნება, გულში საოცარი ცვლილებები ხდება. ლოგიკურად შეიძლება აუხსნელია, თუ რატომ ხდება ასე. თუმცა ერთი რამ მაინც შეიძლება ითქვას: უფალი ხედავს, რომ შენ მასთან ანგარების გამო არ ხარ; იმიტომ კი არ ხარ, რომ ამქვეყნიური ცხოვრება მოიწყო, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ, გინდა მასთან ყოფნა".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"სასჯელიც წყალობაა და წყალობაც - წყალობა. ის, რაც ღმრთისაგან მოდის, ყველაფერი წყალობაა".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ამ ცხოვრებაში ათ განსაცდელზე ერთი სიხარული მოდის".
"მთელი ღვაწლი და განსაცდელები, რაც ადამიანს ცხოვრებაში აქვს, ღმრთის დაშვებით არის ყველაფერი. იმიტომ, რათა ადამიანმა შეიცნოს, რომ არარაობაა და ეს მთავარი მსხვერპლი შეწიროს ღმერთს. ეს გახლავთ წმიდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს".
"დიახ, განსაცდელებიც შეხვდება, მაგრამ მათი უმეტესობის მიზეზი ამპარტავნებაა. მდაბალ კაცს განსაცდელიც უფრო ნაკლები და მსუბუქი ხვდება. მაგრამ ადამიანი გემის კაპიტანს უნდა დაემსგავსოს, რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია, რადგან სიწყნარის შემდეგ ქარიშხალს ელოდება".
/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/
"რაც უნდა ხდებოდეს, უიმედობას ნუ მიეცემი. განსაცდელს გამოსავალიც მოსდევს".
"ღვთისთვის უცხოა მიკერძოება, მაგრამ სამართლიანი მიზეზის გამო ასე მოიქცევა. თუ წმინდანების ცხოვრებას გადაავლებ თვალს, მხოლოდ განსაცდელს, ჭირსა და მწუხარებას ნახავ. ასე გაატარეს მათ ცხოვრება. ვერც ერთი ტკბობისმოყვარე ვერ შევა გამოუთქმელი სიხარულით აღსავსე საუკუნო სამკვიდრებელში. ეს მხოლოდ მათთვისაა განკუთვნილი, ვინც ღვთის გამო ჭირი დაითმინა მისი მცნებების დასაცავად".
/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/
"ძმებო, ნურასდროს შეგეშინდებათ უფლის სასჯელის! უფალი ხომ ისე გვსჯის, როგორც ღვიძლ შვილებს და არა, როგორც ბოროტმოქმედებს".
"თითოეული მცირედი განსაცდელის დათმენაც და მცირედი ცოდვის მოცილებაც გვირგინს მოუპოვებს ადამიანს"
"როდესაც ადამიანი ღვთივსათნოდ ცხოვრობს, მოთმინებით იტანს ყველა განსაცდელს, უსამართლოდ მოწევნულსაც კი, არა მარტო ზეცაში, დედამიწაზეც პატივდებული იქნება ღვთისგან, რასაც, ცხადია, ადამიანი თავმდაბლად უნდა შეხვდეს".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"თუ ბედნიერი ხარ, იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ადამიანი უფლის ნებას ყველაზე მეტად დიდი განსაცდელის ჟამს ემორჩილება".
"გამარჯვებას მაშინ აქვს ფასი, როდესაც რაიმე განსაცდელს დაძლევ".
/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/
"არსებობს მამების გამონათქვამი: ყოველ კეთილ საქმეს ან უსწრებს, ან თან სდევს განსაცდელი".
"მწუხარებაში ღვთის სული მკვიდრობს, განსვენებაში - ეშმაკისა".
/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/
"განსაცდელები თითქოს ტკეპნიან ადამიანს, ხორბალს ფქვილად აქცევენ. ისინი დაშვებულია ხოლმე ჩვენზე ღვთის განგებით, ჩვენი სულის დიდი სარგებლისათვის: ჩვენი სულის დიდი სარგებლისათვის: მათგან ვიღებთ შემუსვრილ და დამდაბლებულ გულს, რომელიც ღმერთმა არა შეურაცხ-ყოს".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"გამოუცდელი და ცდუნებათაგან გამოუწრთობელი კაცი არასრულფასოვანია".
/წმ. იოანე დამასკელი/
"ღმერთი არ დაუშვებს, რომ ჩვენ განუწყვეტლივ შეჭირვებაში ვიყოთ ამქვეყნად, რათა სასო არ წარგვეკვეთოს. ამასთან, არც იმას დაუშვებს, რომ გამუდმებით კეთილდღეობითა და სიხარულით ვგიებდეთ, რათა არ დავეცეთ".
/ნეტარი ავგუსტინე/
"უფალი შესაძლებლობაზე მეტად არ განგვცდის".
"განსაცდელს ჩვენთვის სასიკეთო დანიშნულება აქვს. იგი გვეხმარება დავინახოთ, სათნოებისკენ ვართ მიდრეკილნი თუ ცოდვით სიამოვნებისკენ. ამავე დროს, აღმოგვაჩენინებს ჩვენს დაფარულ თვისებებს, იმ განწყობილებებს, რომლებსაც ხშირად ვერ ვაცნობიერებთ. განსაცდელის მეშვეობით ვარკვევთ, რამდენად არის ჩვენში მოცემული სათნოებები და რამდენად მივდივართ სრულყოფილებისაკენ".
"უფალი ხშირად უშვებს განსაცდელებს. ადამიანს, რაც არ უნდა განიწმინდოს აღსარებებით, სულში თურმე რაღაც ლექი მაინც რჩება, რომლითაც შეუძლებელია ცათა სასუფეველში შესვლა. ამ ლექს კი წმენდს განსაცდელები. იმ ქვეყნად რომ მივალთ, შეიძლება ასეთი სიტყვები წარმოვთქვათ, - გენაცვალე, ჩემო განსაცდელებო, რადგან თქვენ მომიყვანეთ ამ საკვირველ ცხოვრებაში."
/მამა ნიფონტი (ქევხიშვილი)/
"ნუ დაიღლებით განსაცდელში, რადგან განსაცდელთა მეშვეობით მივიწევთ წინ ღვთაებრიობის მოსაპოვებლად. განსაცდელი ცხადყოფს, რომ ღვთის შვილები ვართ და მისი დამკვიდრება გვსურს".
/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/
"არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაიმე არ აჭირვებდეს".
/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/
"სხვადასხვაგვარი მწუხარება განბანს და განწმენდს მას, ვინც მას სიბრძნითა და შეგნებით იღებს. ანუ ქრისტიანის ყოველი მწუხარება ღვთის მოხილვაა, რომლის მიზანიც სულის ცხონებაა. თუმცა მწუხარებას ზეციური მამის ტკბილი მარჯვენა გვიგზავნის, ჩვენს ბუნებას არ მოსწონს, როგორც ავადმყოფს - მწარე წამლები".
/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/
"წმინდა მამები გვასწავლიან: თუკი ადამიანი განსაცდელის ჟამს წუწუნებს - ის მისი ცოდვების გამო მოსწევია, ხოლო თუ მადლობს უფალს - ღვთის სადიდებლად ეძლევა, თუმცა ორივე შემთხვევაში სარგებელს ვიძენთ".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"უკლებლივ ყველა წმინდანი ეზიარა მწუხარების გზას (ებრ. 12,8). ყველა მათგანმა მიწიერი ცხოვრების ასპარეზი წვეტიან ეკლებზე განვლო. ისინი ნაირგვარი სიდუხჭირის ხმიადით იკვებებოდნენ, მწარე უსუპით ისხურებოდნენ და მუდმივად სხვადასხვა განსაცდელის სასმისს სვამდნენ. ეს მათი ცხონებისა და სრულყოფილებისთვის იყო საჭირო. მწუხარებანი ერთდროულად მათ სულიერ ჩამოყალიბებას, კურნებასა და სასჯელს ემსახურებოდა".
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ღმერთი თავისთან მოგვიწოდებს. უფალთან მიმავალ გზაზე კი ხან წაიქცევი, ხან ეკალ-ბარდებში ჩავარდები, ხან დაიღლები, მაგრამ მაინც აგრძელებ სვლას. მთავარია, ისე არ წაიქცე, რომ ადგომა ვეღარ შეძლო. წაქცეული მალევე უნდა წამოდგე და გაორმაგებული შემართებით განაგრძო უფლისკენ სწრაფვა. ამ ბრძოლას, მასთან მისვლის სურვილს აუცილებლად შეიწირავს უფალი. სხვათა შორის, ამ გზაზე უამრავი შიშია, მაგრამ ყველა მათგანი დაიძლევა უფალზე მინდობითა და სიყვარულით".
/მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი)/
"ამქვეყნად, შვილო, ადამიანები სხვადასხვა ნიშნით იყოფიან. არიან კეთილები და ბოროტები, მდიდრები და ღარიბები, განათლებულები და გაუნათლებლები, კეთილშობილები და მდაბიოები, გონიერები და უგუნურები. თუმცა ყველას საერთო აქვს - ტკივილი. რადგან ყველა ადამიანი, გამონაკლისის გარეშე, განიცდის ტკივილს თავის ცხოვრებაში. როგორც ნათქვამია: "საოცრებაა, თუ ვინმე ბედნიერია ცხოვრებით". შესაბამისად, ყველანი ტკივილის სამეფოში ვცხოვრობთ".
/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/
"მწუხარება, სნეულება, ტანჯვა მუდამ გვღლის, რათა შევიძულოთ ეს ქვეყანა და ის სოფელი ვისურვოთ, სადაც ღმერთს ქერუბიმნი და სერაფიმნი ადიდებენ, სადაც ნამდვილი განსვენება, ნეტარი ნათელი და დაუღამებელი დღეა. ყველაფერი აქაური მარადიულთან შედარებით წყვდიადი და საძაგლობაა. ნეტავ წმინდა ღმერთმა სულიერი სიბრძნე მოგვმადლოს, რომ ყოველთვის მარადიული, უსაზღვრო სიკეთე - ტკბილი ღმერთი ავირჩიოთ".
/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/
"როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ჭირი ადამიანს სულს განუსპეტაკებს, ლხინი, დალხინება კი უბნელებს".
"ადამიანი მოტიტინე ბავშვივით ითხოვს ღვთისგან მის წმინდა ნებას. ღმერთი, როგორც ყოვლადსახიერი მამა, აძლევს მას მადლს, მაგრამ მადლთან ერთად უგზავნის განსაცდელსაც, თუკი ის უდრტვინველად მოითმენს განსაცდელს, მადლი გამრავლდება. რაც მეტ მადლს იღებს, მრავლდება განსაცდელიც".
/ბერი იოსებ ათონელი/
"ვინც კითხულობს იესოს ლოცვას, განსაცდელი არ შეემთხვევა".
/ღირსი ანატოლი ოპტელი/
"უპრობლემოდ ცხოვრება ცარიელი და არასრულფასოვანი იქნებოდა".
"კაცი ნამდვილი ადამიანი რომ დადგეს, ყველა გაჭირვება უნდა გამოსცადოს".
"წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "როდესაც მოვა კეთილდღეობა, ვმადლობდეთ უფალს და იგი ხანგრძლივი იქნება, მოვიდა უბედურება, ვმადლობდეთ უფალს და იგი დასრულდება".
"ყოველივე მიწიერი, რასაც განსაცდელს ვუწოდებთ, არის წყალობა ღვთისა, რომელიც ჩვენს სულიერ სნეულებას ანადგურებს".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"თუ ადამიანი მადლობს უფალს მოვლენილი განსაცდელების გამო, მისი სული მსწრაფლ იკურნება, ხოლო თუ უფალს ჰყვედრის, სული უფრო და უფრო მძიმდება. ამიტომ ადამიანი ყოველთვის მადლიერებით უნდა შეხვდეს განსაცდელს, რადგან ეს არის ღვთის წყალობა და არა სასჯელი".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ამ ცხოვრებაში მწუხარება და სიხარული ერთად დადიან, ბოლო ამოსუნთქვამდე ასეა".
/ბერი იოსები/
"გაჭირვება - განწმენდაა! გაჭირვებაში იბრძმედება ადამიანი და გაჭირვებაში მოწმდება ადამიანი!"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ნებისმიერ სიტუაციაში, რამდენი მწუხარებაც უნდა დაგვატყდეს თავს, სასოება ღმერთზე უნდა დავამყაროთ, ჩვენ თვითონ კი მთელი ძალ-ღონით ვეცადოთ, სულის მშვიდობა შევინარჩუნოთ. კეთილები და მშვიდები უნდა ვიყოთ, რადგან ნერვების აყოლა არ ივარგებს. ნერვული გაღიზიანება ღუპავს ადამიანს სულიერადაც და ხორციელადაც. არის სიტუაციები, როცა თითქოს სრული უფლება გვაქვს, ავღელდეთ - ამ სიტუაციების უკან ხომ სატანა დგას; მაგრამ ჩვენ სიმშვიდე შევინარჩუნოთ მოთმინებითურთ და მოყვასის სიყვარულით".
/ბერი დიონისე (ეგნატე)/
"როდესაც ვფიქრობთ, რომ რაიმე ბოროტება აღსრულდა ჩვენზე, ეს არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ ღვთისგან ძალიან შორს ვართ. რასაც ჩვენ მიწიერი თვალსაზრისით ბოროტებას, "სალმობის პურს", გასაჭირს, განსაცდელებს ვეძახით, არის წყალობა ღვთისა, ჩვენი სულის საზრდოდ, ჩვენი სულის განსაკურნებლად და აღსაშენებლად. შეუძლებელია კეთილი და ბოროტი ღვთის დაშვების გარეშე მოიწიოს ჩვენზე".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ყოველ წუთს უსიამოვნებას ელოდეთ და როცა ის მოვა, სასურველი სტუმარივით მიიღეთ".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"თუკი უფლის სახელს შევინახავთ და მოვუფაქიზებთ, მომავალი ძნელბედობა ვერ შეგვაშინებს".
ჩვენ ვხედავთ თავს დატეხილ განსაცდელებს, მაგრამ ვერ ვხედავთ იმას, თუ როგორ შეურაცხვყოფთ ღმერთს ყოველდღიურად; ამიტომაც ვკარგავთ სიმშვიდეს. არადა ზუსტად რომ დაგვეთვალა თუნდაც ერთი დღის განმავლობაში ჩადენილი ჩვენი ცოდვები, კარგად შევიტყობდით, როგორი სასჯელის ღირსიც ვართ.
/წმ. იოანე ოქროპირი/
"Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare" - "დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისგან გვცვიოდეს".
"გახსოვდეთ, დამარცხებას ეწოდება გამოცდილება, რომელიც მომავალში ძალიან გამოგადებათ!"
/თამუნა წოწორია/
"გამოუცდელი და ცდუნებათაგან გამოუწრთობელი კაცი არასრულფასოვანია".
/წმ. იოანე დამასკელი/
"იგი ცხოვრებისგან ნაცემი კაცია"
"როგორც დათესილი მარცვალი საჭიროებს წვიმას, ასევე ჩვენთვისაც აუცილებელია ცრემლთა ღვრა. როგორც მიწას ესაჭიროება მოხვნა თუ დაბარვა, ასევე ჩვენი სულისთვისაც აუცილებელი ყოფილა განსაცდელნი, საცდურნი და მწუხარებანი, რათა მან ღვარძლი არ აღმოაცენოს, არ გაამპარტავნდეს და არ გასასტიკდეს. საგულდაგულო დამუშავების გარეშე ხომ მიწაც არ გამოსცემს კეთილ ნაყოფს!"
/წმინდა იოანე ოქროპირი/
"რადგან ეშმაკი განგცდის, ესე იგი, რაღაც სასიკეთო ხდება. ეშმაკს ეს აწუხებს და ამიტომ განგცდის, თუმცა განსაცდელში მყოფი შენც ბევრს მოიგებ. მოთმინების ჯილდოს გარდა, გამოცდილებასაც შეიძენ და გაარჩევ ადამიანებს. თუკი ქვა ქვას არ მოხვდება, ნაპერწკალი არ წარმოიქმნება, განუცდელი ადამიანი კი არაფრისთვის ივარგებს."
/ბერი იოსებ ათონელი/
"ცოდვები მხოლოდ ტკივილის გადატანით დაიძლევა. ცოდვა რომ გაქრეს, სინანული, შინაგანი გლოვა, ტკივილია საჭირო. ვინც მიყვარს, ვსჯიო, - ამბობს უფალი. ხშირად შემოქმედი ადამიანს უხმობს, მაგრამ კაცი არ უსმენს. ამიტომ განსაცდელს, ტკივილს, ტრაგედიას მოუვლენს - რაც მასა და ღმერთს შორის იყო აღმართული, დაუნგრევს. ბევრს განსაცდელი დააფიქრებს და უფლისკენ მოაქცევს, ზოგი კი, სამწუხაროდ, ამის შემდეგაც უგრძნობელი რჩება."
/მეუფე ანტონი (ბულუხია)/
"ტანჯვა აუცილებელი თანამგზავრია ყოველი შრომისა. თომას ედისონმა თქვა, გენიოსი არის 1% ნიჭისა და 99% ოფლის ერთობაო."
"საერთოდ ტანჯვა საზომია იმისა, სწორად ვცხოვრობთ თუ არა. ჩვენ თუ არ ვიტანჯებით, მაშინ უნდა დავფიქრდეთ: ალბათ, რაღაც ისე არ არის, ხოლო როდესაც არის ტანჯვა, გვესმის, რომ სწორ გზას ვადგავართ."
/მამა ლევან მათეშვილი/
"ღმერთი იყენებს ჩვენს საკუთარ შეცდომებს ჩვენს სასარგებლოდ. შეიძლება ითქვას, რომ ტანჯვა არის გზა გადარჩენისაკენ."
/მამა ლევან მათეშვილი/
"ყოველი განსაცდელი ან გაჭირვება ღრმა აზრს შეიცავს და თავისებურ ხიბლს ატარებს. ტკივილის შემდეგ აუცილებლად მოდის შვება, მოულოდნელი სიხარული და პირიქით, რაც აწონასწორებს ჩვენს ცხოვრებას".
/ილია მეორე/
"მწუხარება ადამიანს სულიერად ამდიდრებს".
/ბერი ევსევი (მატფოპულოსი)/
"განსაცდელები! რამდენადაც მცირეა მოთმინება, იმდენად დიდად გვეჩვენება განსაცდელი. და რამდენადაც ეჩვევა ადამიანი მათ დათმენას, იმდენად მცირდებიან და გაურჯელად სძლევს მათ და კლდესავით მყარი ხდება".
/იოსებ ისიქასტი/
"- არ შეიძლება კაცი მწარედ იყოს დამწუხრებული, - ბრძანებს მამა პაისი ათონელი, - ვინაიდან თუ თავის მწუხარებას ქრისტესთან მიიტანს, მაშინ ის ტკბილ ნექტრად გადაიქცევა. თუ ვინმე მწუხარეა, ეს ნიშნავს, კაცი თავისი ნაღველით ქრისტესთან არ მიდის. იცით, როგორ ვჯავრობ, როცა ვხედავ, რომ მონაზონი ისეთი სახით დადის, თითქოს სავაჭრო ფარდულის პატრონი იყოს, რომელმაც იზარალა? სხვა არის უფლისმიერი მწუხარება, სიხარულის მომცემი მწუხარება. ამ დროს კაცი ხარობს. მისი მდუმარება, მისი განკრძალულობა გულში თაფლს უღვრის. როცა ასეთ კაცს ვხედავ, მისი ფეხების დაკოცნა მინდება.
- მამაო, როგორ მიხვდება კაცი, რომ მისი მწუხარება ჭეშმარიტად უფლისმიერია?
- ვთქვათ, ადამიანმა შესცოდა და განიცდის. თუ იმას ჯავრობს, რომ ცოდვით ქრისტე დაამწუხრა, მაშინ გულში საამო მწუხარებას გრძნობს, რადგან ღმერთი გულში სიტკბოებასა და საღმრთო ნუგეშისცემას უღვრის. ასეთია უფლისმიერი მწუხარება. ხოლო თუ კაცი მუდმივად დამწუხრებულია, შიშსა და სასოწარკვეთას გრძნობს, მაშინ უნდა იცოდეს, რომ ეს მწუხარება ღვთისგან არაა. ღვთისმიერი მწუხარება - სულიერი სიხარულია, რომელსაც გულში ნუგეშისცემა მოაქვს. მწუხარებას კი, რომელიც ღვთისგან არაა, აუცილებლად მოაქვს კაცისთვის შიში და უსაშველობის გრძნობა."
"როდესაც ადამიანს განსაცდელი და ტკივილი აქვს, თავმდაბალია. თუ არ არის, ასე უნდა გახდეს, რომ შველა და შეწევნა ითხოვოს. ამ დროს გვეხმარება ღმერთი და იწყება ადამიანის გადარჩენა. ამ დროს ცოცხლდება რწმენა, ამ დროს გვასწავლის უფალი, როგორ უნდა ვიცხოვროთ და გადავიტანოთ განსაცდელები. ყოველი ტკივილის დროს ქრისტე ჩვენ გვერდითაა. ჩვენთან ერთად სტკივა და უხილავად გვანუგეშებს; მაგრამ სნეულმა უნდა წამალი დალიოს, რომ მერე კარგად გახდეს. ეს "მერე" არის სწორედ სასუფეველი. სასუფეველში რომ მოვხვდეთ და სხვაგან არ წავიდეთ, დავუთმოთ ბრძენ მკურნალს, გვიმკურნალოს, განგვკურნოს და ასე შეგვიყვანოს სასუფეველში, ამინ".
/მამა ბასილი (მურმანიშვილი)/
" - ბოლო დროს მომხდარ უბედურებებში ძალიან ხშირად ვხედავთ ადამიანების ერთნაირ, თითქმის სტანდარტულ რეაქციას. როდესაც ხდება ტრაგედია, ადამიანი კითხულობს: "უფალო, ამ დროს სად იყავი?"
- ამ საკითხზე პასუხის გაცემა შედარებით ადვილია ქრისტიანისათვის. თუ ადამიანი შეკითხვას დარდის სიღრმიდან სვამს: "უფალო, ამ დროს სად იყავი?" - ქრისტიანისათვის პასუხი ნათელია: სატანჯველთა უფსკრულში ის შენზე ადრე იყო. მაშინ შენ არც კი არსებობდი, ის კი უკვე გოლგოთაზე იქნა ჯვარცმული".
/დიაკვანი ანდრეი კურაევი/
"შიშისა და ტკივილის წყალობით ნამდვილი, ჭეშმარიტი ადამიანები ვხდებით".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"დღეს იცინი, ხვალ ტირი, ზეგ ისევ გაიცინებ. ამიტომაც ნუ გეშინია".
"როდესაც მეშინია და განსაცდელში ვარ, ცოტა ხნის მერე უფალი მოდის და მპოულობს. ახლა მძიმე წუთები მაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს ის წუთია, როდესაც ღმერთი მოვა!"
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"მიწაზე მწუხარება, შრომა და განსაცდელი ღვთის უდიდესი წყალობაა, რამეთუ ადამიანი სვამს იმავე ბარძიმიდან, რომლიდანაც სვამდა თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე."
"დიდ ტკივილსა და ტანჯვას უფალი უშვებს ჩვენს სასიკეთოდ".
"განსაცდელის მეშვეობით ვარკვევთ, რამდენად არის ჩვენში მოცემული სათნოებები და რამდენად მივდივართ სრულყოფილებისკენ."
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"თუ ღმერთი არ დაგიფარავს, არსად არ არის უსაფრთხო ადგილი"
/არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)/
"მამა იოსებ ისიქასტი წერილით მიმართავს თავის სულიერ შვილს: "იცი კი შენ, როგორ არის, როდესაც განსაცდელს გივლენენ და შენ იმავეთი არ პასუხობ; როდესაც შენ არ იპარავ და თავად კი გპარავენ; როდესაც შენ ლოცავ, თავად კი გწყევლიან; როდესაც შენ იწყალებ, თავად კი სასტიკად გექცევიან; როდესაც შენ აქებ, თავად კი განგიკითხავენ; მოდიან, რათა გამხილონ, გითხრან, რომ თურმე ხიბლში ხარ ცხოვრების ბოლომდე. შენ კი იცი, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ისინი ჯუტად გაბრალებენ. შენ ხვდები იმ ჩანაფიქრს, რაც მათ ამოძრავებს და ინანიებ, როგორც დამნაშავე. ტირი, რომ ასეთი ხარ. ეს ყველაზე ძნელი რამ არის, რადგან შენ გებრძვიან, თავად კი არ უპირისპირდები და თვითონვე შთააგონებ საკუთარ თავს, რომ რასაც ადამიანები შენზე ამბობენ, მართლაც ასეა. იცი, რომ სრულიად მართალი ხარ, მაგრამ შენს თავს შთააგონებ, რომ მართალი არ ხარ. ეს არის ხელოვნება ხელოვნებათა შორის და მეცნიერება მეცნიერებათა შორის".
"ქრისტიანობა გვიჩვენებს საკუთარი თავის სრულყოფის გზას და გვასწავლის განსაცდელთა და გაჭირვებათა ღირსეულად დათმენის ხელოვნებას."
/მამა დავით ციცქიშვილი/
"ანტონი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ, თუ როგორი სასოწარკვეთილი ებრძოდა წმინდა მამა საცდურს. ისეთი თავგანწირვით ებრძოდა, რომ ბოლოს ღონემიხდილი დაეცა მიწაზე. უეცრად ქრისტე გამოეცხადა.
კითხვაზე - სად იყავი, უფალო, სასოწარკვეთილი რომ ვიბრძოდიო, - მაცხოვარმა ანტონს მიუგო: "გვერდით გედექი, რათა თუ საჭირო გახდებოდა, მოგშველებოდი. მაგრამ შენ ეს არ დაგჭირდა, არ დათმე და გაიმარჯვეო".
ღმერთი ზოგჯერ ჩვენი თავის ანაბარა გვტოვებს, რათა გამოცდილებით შევიცნოთ, მარტონი რა უღონონი ვართ, და ამ გამოცდილებით აღჭურვილნი განუშორებლად ვიყოთ ღმერთთან, რამეთუ მხოლოდ მას ძალუძს დაამარცხოს ცოდვა მათში, ვისაც ეს ჭეშმარიტად სწყურია."
"ნაირგვარი ცდუნებები და განსაცდელი"
"იმდენს გატირებს სოფელი, რამდენიც გაგიცინიაო".
"დალხინებულ ადამიანს იშვიათად თუ ახსოვს ღმერთი, წუხილი კი სულიერ კალაპოტში აყენებს".
"მოთმინება, ყურადღება, სიმტკიცე - აუცილებელი საშუალებანია სულიერი სურლყოფილების გზაზე. ნუ შეგვეშინდება განსაცდელისა, რადგან მასში სიბრძნეს ვპოვებთ, დაცემაში - ადგომას, უძლურებაში - უფლის ძლიერებას, მოთმინებაში - სულგრძელობას და კაცთმოყვარეობას. მადლიერნი ვიყოთ უფლისა ყველგან და ყველაფერში და ვნახავთ, რა მალე გადაიყრება ჩვენს სულში ჩაბუდებული შავი ღრუბლები და გამოანათებს მზე სიმართლისა - იესო ქრისტე, აღგვივსებს გულს გამოუთქმელი სიხარულით, რამეთუ იგია ერთადერთი ნათელი, სიხარული და ცხოვრება ქვეყნიერებისა თანა მამით და სულიწმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!"
"ნუ ველოდებით სულიერ გაზაფხულს, თუ სულიერი ზამთარი არ გამოგვივლია".
/ღირსი პაისი ათონელი/
"ღვთისმოსავს ცხოვრებისეული ოკეანის ტალღებშიც ძალუძს, შეიგრძნოს ღვთის სიახლოვე. სასტიკი მწუხარებანი, მძიმე განსაცდელნი არყევენ მის სულს, მაგრამ ტანჯვა ღვთისმოსავი ადამიანისა ყოველთვის უხმოა, მშვიდი, ქედდადრეკილი, მორჩილი. განმარტოებულ სიმყუდროვეში, წიგნების კითხვით, თავის ოჯახში, ის ებრძვის მოწყენილობასა და ტანჯვას; ლოცვებში, სხვათაგან ფარულად, წმიდა ხატებთან თავის საწუხარს გამოიტირებს და ევედრება უფალს დღეთა მშვიდთა, ანგელოზს მშვიდობისას და აღსასრულსა მშვიდსა."
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
"როდესაც ჭეშმარიტად მორწმუნეთ განსაცდელი თუ სხვადასხვა ცხოვრებისეული დაბრკოლება მიეცემათ, მადლობას სწირავენ უფალს, რადგან ამის საშუალებით სულიერი თვალი აეხილათ და გონს მოვიდნენ. ეს ხომ სულის განსაწმენდად და სანუგეშოდ გვეძლევა. თუ სნეულება მოგვეცა, მას უნდა ვებრძოლოთ და განვიკურნოთ თავი, თუ ცოდვა მოგვეცა, უნდა შევძლოთ მისგან თავის დაღწევა. როდესაც ტკივილს იგრძნობ, იფიქრებ, რა არის ამის მიზეზი. ყოველივე ჩვენი სულის საცხოვნებლად გვეძლევა."
"ბოლო ამოსუნთქვამდე ცდუნებას ელოდე".
/წმ. ანტონი დიდი/
"როდესაც ღმერთს მიენდობი, მაშინ იგრძნობ, როგორ მოგეშვება".
/არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი/
"იცით, რომ სიმშვიდეც და მღელვარებაც გადამდებია?"
/არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი/
"ეს ღვთისადმი ლოცვა და ვედრება სასწაულივით მოქმედებს ჩემზედ. არამც თუ მარტო განსაცდელისაგან მათავისუფლებს, არამედ წინანდელზე ორ წილს სიყვარულსაც აჩენს ჩემში; ამისთვის, ზოგჯერ კიდევაც მიამება, როცა განსაცდელი მომადგება და ხშირად კიდევაც მოვუხმობ ჩემთ განმცდელთ: მოდით, მოდით, ნუ გეშინიათ, ჩემ გულს მაინც ვერ შეარყევთ-მეთქი. ყოველი დაბრკოლება და განსაცდელი უფრო მაქეზებს, უფრო ხელს მიწყობს ღვთის სამსახურსა და კეთილ საქმეში."
"გიხაროდეს! წვეთი შენი გლოვისა ჯვარცმული უფლის გლოვის ზღვას წააგავს. ის განგამტკიცებს ბურუსით გაზრდილ მძიმე დღეებში".
/ღირსი პაისი ათონელი/
"ლოცვის ერთი წვეთი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საწუხარის მთელი ზღვა".
"რაც უნდა დიდი უბედურების მნახველი იყოს, უფლის სასოებით მყოფი,ყოველთვის მოძებნის სულში იმედის ნაპერწკალს, მოუვლის, მოუფრთხილდება და დიდ ცეცხლად ააგიზგიზებს".
"მარცხი და შეცდომა აუცილებელიც კია ადამიანის განვითარებისათვის. ამ დროს ხდება გამოცდილების დაგროვება."
ოპტიმიზმი და პესიმიზმი - სამყაროს ხედვის ეს ორი განსხვავებული გზა გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, გუნება-განწყობილებაზე, ქცევაზე. ნუ მისცემთ უფლებას დროებით ჩავარდნებს, შეგირყიონ წამოდგომის მოტივაცია. საკუთარი ძალებისა და უფლის მოწყალების რწმენა განაპირობებს, გვექნება თუ არა წარმატების მიღწევის სურვილი. სწორედ ამიტომ არის, რომ, როგორც ფსიქოლოგი ზიმბარდო აღნიშნავდა, მხოლოდ ერთეულები გადალახავენ ლა მანშის სრუტეს, სხვები კი ნაპირიდან სევდიანად დაუქნევენ მათ ხელს.
"უფალი ლმობიერია და ბევრ ჩვენს ცოდვას უსაზღვრო გულმოწყალებით ხვდება, მაშინვე არ გვსჯის, თუმცა სასჯელი სავსებით დამსახურებულია."
"ერთ დაცემულ ბერს წამოდგომა და ყველაფრის თავიდან დაწყება სურდა, მაგრამ სულს მწუხარება უღრღნიდა: განა ოდესმე ვიხილავ საკუთარ თავს ისეთს, ადრე რომ ვიყავიო? მიადგა ერთ ღირს მამას და თავისი გასაჭირი შესჩივლა. მან პასუხად იგავი უთხრა: - ერთი კაცის ყანა სარეველა ბალახს და ეკალბარდს დაეფარა. მამამ შვილი გაგზავნა მინდვრის გასაწმენდად. მაგრამ ვაჟს გულს შემოეყარა - განა ოდესმე შევძლებ ამ მინდვრის გასუფთავებასო? წამოწვა და დაიძინა. ასე იქცეოდა ყოველდღე. გაუწყრა მინდვრის სანახავად მისული მამა, აქამდე რატომ არაფერი გააკეთეო? ამდენი საქმე რომ ვნახე, სასოწარკვეთილი მიწაზე დავეცი და დამეძინაო. მაშინ მამამ უთხრა: - შვილო, ყოველდღე მინდვრის იმხელა ნაწილი გაწმინდე, რამდენსაც იკავებს შენი სარეცელი, ამგვარად წაიგდე საქმე წინ და სასოს ნუ წარიკვეთო. დაუჯერა შვილმა და მცირე ხანში მინდორი გაწმინდა. ასე მოიქეცი შენც, ძმაო, ცოტ-ცოტა იღვაწე, სასოს ნუ წარიკვეთ და ღმერთი თავისი მადლით აღგიდგენს ძველ მდგომარეობასო. წამოვიდა ბერი დამშვიდებული. მალევე წამოდგა და წარემატა სულიერად ქრისტეს მადლით."
"ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მარტონი მწუხარებაში, "ახლოს ხარ შენ, უფალო!" (ფსალმუნი 118,151). ისე ახლოს, რომ ყოველი ჩვენი გადაჩურჩულება ისმის, ამჩნევს ყოველ ამოოხვრას. ზეციური მამა თანაგვიგრძნობს და ელის იმ წუთს, როდესაც მზად ვიქნებით მივიღოთ მისი დახმარება; მაშინ ის წარმოგვიგზავნის შვებას. მაცხოვარი თავადაც საჭიროებდა თანაგრძნობას, მაგრამ ხორციელი უძლურების გამო მოწაფეებმა ვერ შეძლეს უმძიმეს წუთებში თანაგრძნობით მისი გამხნევება. მასზე უკეთ ვინ გაიგებს ჩვენს წუხილს? იგი ყოველთვის ახლოსაა ჩვენთან და შეგვეწევა, თუ გამოვეხმაურებით მის მოწოდებას: "იღვიძებდით ჩემთანა". დიახ, უფალო! შემეწიენ ჩვენ, გამოგვაღვიძე ცოდვილი ძილიდან, იმდენად შეგვაძლებინე შენთან ერთობა, რომ ვერ შევძლოთ თვლემა სულით, ოდეს გვიხმობენ საქმენი შენნი. "სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ" (მათე 9,37), - სთქვი შენ. შენ თავად წარხვედ ზეცად, გარნა საქმენი შენნი დაშთა ქვეყანასა ზედა: შეგვაძლებინე, რომ ჩვენი მცონარებისა გამო ამ წმინდა საქმემ რაიმე დანაკლისი არ ნახოს!"
"დაეცი? - წამოდექი! ვიდრემდის, მამაო? - სიცოცხლის ბოლომდე!"
"განსაცდელი ღვთის უდიდესი წყალობაა, რომელიც ემსახურება სულიერ გამოფხიზლებას. თუ ადამიანი შინაგანად არ არის მომზადებული, მღვიძარედ იყოს და ადევნოს თვალყური საკუთარ მისწრაფებებს, ცოდვას, უფალი მოუვლენს განსაცდელს, რომელიც მის გამოფხიზლებას ემსახურება. რაოდენ მძიმეც არ უნდა გვეჩვენებოდეს, უფალი იმაზე მეტს არ დაუშვებს, რისი ზიდვაც არ შეგვიძლია."
შენი პრობლემები მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როდესაც ამდენს აღარ ინერვიულებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, ეს გაგტეხს".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"არ მესმის ადამიანების, რომლებიც უბედურების ჟამს არ ტირიან. განა ადამიანი არ ხარ? შენც იტირე, და აღიარე, რომ ის, რაც გადაიტანე, ძალიან მტკივნეული, თითქმის აუტანელი, მაგრამ სასარგებლო, საჭირო იყო, ამის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"შენი პრობლემების გადაწყვეტა კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ შენ ისწავლო სიტყვები - "სიმდაბლე", "სიყვარული", "მიტევება", "მოწყალება", ხასიათი უნდა გამოიცვალო. თუ ამ ყველაფერს ახლა არ ისწავლი, სხვა განსაცდელი გეწვევა და ის გასწავლის.
ასეთია ცხოვრების საიდუმლოებები".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"ღვაწლში მყოფი ბერების მსგავსად მოიქეცი - როდესაც მათ რამე აწუხებთ, პრობლემის მოგვარებას მომავლისთვის გადადებენ ხოლმე, რადგან, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, დროთა განმავლობაში გადაწყვეტილება აუცილებლად მოდის, ის, რაც გადაიტანე, ცხოვრების უფრო მშვიდად აღქმაში გეხმარება".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"როგორებიც უნდა ვიყოთ, რა სიძნელეებიც უნდა გვქონდეს, რა ვითარებაშიც უნდა აღმოვჩნდეთ, ღმერთის სახელი უნდა ვახსენოთ, და თუ რწმენა და მორჩილება გვექნება, ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იქნება და მუდამ ჩვენი გადამრჩენი და მხსნელი იქნება".
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოელი/
"რა ტრაგიკულია საკუთარ თავში ჩაკეტვა"
"რა უფლება გვაქვს, მაცხოვარს ვუსაყვედუროთ და ვსვამდეთ კითხვას - რატომ?"
/დედა ეკატერინე (თოიძე)/
"მწუხარებისგან გამოცარიელებული თვალები"
"ბევრმა, ვინც ახლობლების სიკვდილი ან სხვა განსაცდელები გადაიტანა, რასაც ჩვენ სასჯელად აღვიქვამთ, მოულოდნელად უფალში არა დამსჯელი და ჯალათი, არამედ მოსიყვარულე მამა შეიცნო. ურწმუნოთათვის ეს პარადოქსად ჟღერს, მაგრამ ბევრმა სწორედ მწუხარების გზით გაიგო, რომ უფალი ჭეშმარიტად სახიერია. "კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე" (ფსალმ. 118, 71), - ეს სიტყვები თავისი ქოხის კედელს წააწერა ადამიანმა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, რაც გააჩნდა და საყვარელი ქალ-ვაჟი მოუკვდა. ეს იყო ალექსანდრე მენშიკოვი, პეტრე დიდის ყოფილი ფავორიტი".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"თუ ადამიანს შესწევს უნარი ცხოვრებისეულ უბედურებებსა და წარუმატებლობებში დაინახოს გაკვეთილი, რომლითაც უფალი განსწავლის, მაშინ ყველაფერს, რაც მის თავს ხდება, ღვთის ნების აღსრულებად აღიქვამს და სასჯელს უდიდესი მადლიერებითა და სიყვარულით ღებულობს. აი, ასეთ ადამიანზე შეიძლება ითქვას, რომ იგი არის მონა ღვთისა".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"განსაცდელებს სინანულისკენ მივყავართ"
"გასაჭირში მყოფი ადამიანები ღმერთისგან დახმარებას მყისიერად არ ღებულობენ. უფალი ადამიანს ხანრძლივი პროპედევტური, ანუ წინასწარი მოსამზადებელი გზის გავლას აიძულებს. სპეციალური პედაგოგიური მიზნების გათვალისწინებით ღმერთი ყოველ ადამიანთან შესაბამისი გეგმური თანმიმდევრობით მოქმედებს".
/არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი/
"ჩვენ გამუდმებით ვცოდავთ, ფეხი გვიცურავს და ვეცემით. ამ დროს ყველაზე მთავარია - წამოვდგეთ და კვლავ უფლისკენ წავიდეთ. დღეში თუნდაც ასჯერ დაეცეთ - არაფერია, ადექით, გზა განაგრძეთ და უკან არ მიიხედოთ - რაც იყო, იმან ჩაიარა".
/იღუმენი თადეოზ ვიტოვნიცელი/
"როდესაც ადამიანი შინაგანად რაღაც საყრდენს პოულობს, ის ყველა განსაცდელს გადალახავს. მომიტევეთ, თუ ისე ვსუბრობ,თითქოს ჭეშმარიტებას ვღაღადებ, მაგრამ ადამიანს თუ გარშემო ყველაფერი, ყოველდღიური კეთილდღეობა მოწესრიგებული აქვს, მაგრამ შინაგანი საყრდენი არ აქვს, ის მაინც გასაჭირში იქნება".
/მეუფე ისაია (ჭანტურია)/
"უფალთან მყოფობა, ეს არის მშვიდობა, თორემ მიწიერი, მატერიალური თუ ფიზიკური უძლურებები, რაც შეიძლება ადამიანზე მოვიდეს, ეს არის ჩვენი სულის საკურნებლად მოცემული წამალი. თუ ადამიანს არ ექნება ასეთი განსაცდელები, მოდუნდება და საერთოდ აღარ გაიხსენებს ღმერთს, სწორედ მიწიერი განსაცდელები გვახსენებს უფალს. სულიერი მშვიდობა უფალთან მყოფობით უნდა მოვიპოვოთ".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ყველაზე დიდი განსაცდელი უღმერთო ცხოვრებაა, უფლის არცოდნაა. ყველაფერს დავთმობთ ამქვეყნიური სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მაგრამ მარადიულობისთვის მცირედის გაღებაც კი ძალზე გვეძნელება. ხშირად ცოდვით მოწყლული, დამძიმებული სული თავს ბედნიერად თვლის, ხოლო როდესაც განსაცდელებით, მწუხარებებით ფეხზე დადგომას იწყებს, მიაჩნია, რომ მასზე უბედური ქვეყნად არავინაა.
ლოთისთვის უღვინობაა განსაცდელი, მრუშისთვის - ხორცის დუღილისა და ჟინის დაუკმაყოფილებლობა, ფულის მოყვარულისთვის - უფულობა, ქრისტიანისთვის კი უდიდესი ტკივილი ამაო, ვნებებითა და ფუჭი ფასეულობებით აღსავსე სიცოცხლეა. რა გასაკვირიც უნდა იყოს, მრავალთათვის განსაცდელი ცოდვის აღუსრულებლობაა. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, შევეცადოთ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ნათელი და ბნელი, გზა სიცოცხლისა და გზა წარწყმედისა, სიმართლე ღვთისა და სიცრუე ეშმაკისა."
/დავით სურგულაძე/
"ქრისტიანობა ტკივილსა და მწუხარებაში დაფარული სიხარულია, ძმრისა და ნაღვლის სიმწარით შეცნობილი თაფლის სიტკბოებაა, რომელიც თითოეულმა მორწმუნემ უნდა იგემოს და შესვას. განსაცდელები გამოფხიზლებაა მიძინებული სულებისა - ხშირად სწორედ ამ გზით მივეახლებით უფალს, რადგან სიბრძნისმოყვარეობა, მისი ძიება მწუხარებათა ბილიკებით იწყება. მხოლოდ წმინდა, ვნებათაგან განწმენდილ, თავისუფალ სულს შეუძლია, უცვლელი, ურყევი, მოუდუნებელი და მტკიცე ერთობა ჰქონდეს უფალთან, მაგრამ ეს ტანჯვა-წამებითა და სულიერი გოლგოთის გავლით მიიღწევა, "რადგანაც სულ სხვაა, როცა ტკივილებისა და სნეულების გადატანით იგრძნობ ჯანმრთელობის სიხარულს და სულ სხვა, როცა ჯანმრთელობის სიხარულით შეიცნობ და წარმოიდგენ ავადმყოფობის მთელ სატანჯველს" (წმინდა იოანე სინელი).
/დავით სურგულაძე/
"უფალს მინდობილს ღმერთი არ მიატოვებს".
"წმინდა ბარსანოფი ოპტელი გვასწავლის: "როცა შეგაწუხებენ მომავალ განსაცდელზე შიშის გულისთქმები, არ დაიწყო მათთან საუბარი, უბრალოდ, უნდა თქვათ: დაე იყოს ნება ღვთისა!" ეს ძალზე ამშვიდებს."
"არ უნდა შევუშინდეთ განსაცდელს, რადგან ეს ის დრო და საშუალებაა, რომლითაც შეგვიძლია, დავუახლოვდეთ უფალს, სიყვარული, ერთგულება, სარწმუნოება და მხნეობა გამოვავლინოთ მის წინაშე. ეს არის ჟამი უფლის გახსენებისა, მასზე ფიქრისა. ბედნიერებასა და უზრუნველობაში რომ შეგვძლებოდა უფალზე ფიქრი, მისი არდავიწყება, მწუხარებანი აღარც დაგვჭირდებოდა, მტირალს ხომ არ სჭირდება ცრემლის შეხსენება, არც მომაკვდავს - სიკვდილზე ფიქრის. მაგრამ რაკი ცოდვილთ სიხარულში ხშირად გვავიწყდება მისი მომცემი, უფალი განსაცდელებით გვიხმობს თავისთან - კვლავ ჩვენი კეთილდღეობისა და გადარჩენისთვის.
განსაცდელებით ღმერთი მისკენ ზურგშექცეულ სულს უხმობს; განსაცდელები შეხსენებაა ამქვეყნიური მყოფობის ჭეშმარიტი არსისა; განსაცდელები შეცნობაა საკუთარი უძლურებისა და სულიერი თვალით შემეცნებაა საღვთო სიდიადისა. მწუხარებანი სამზადისია ზეციური სიხარულისა, მწუხარებანი სახეა ამა სოფლისა, რომელიც დასტირის, გლოვობს მის უარმყოფელ სულს, რადგან მას თავისი შემოქმედისკენ მიუპყრია მზერა.
უფლის სიყვარულისთვის მწუხარე, ნატანჯი სული მარადიული ტანჯვისა და გლოვისთვის ამზადებს დაუძინებელ უხილავ მტრებს. "ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა, მართლ-უკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა" (ფს. 69,2). იყავი მტკიცე, შეუდრეკელი მწუხარებისას და არ მოგაკლდება მადლი ზეციური სიხარულისა.
ქრისტიანობა ჩაუქრობელი, მოუკლებელი ნათელია სულისა, მარადიული მზერაა, რომელიც დროდადრო მწუხარების ღრუბლებს ეფარება, მაგრამ როცა სულიწმინდის მადლი ქარივით გადაყრის განსაცდელთა ღრუბლებს, ვიხილავთ დაუღამებელ დღეს, საუკუნო ნათელს - იესო ქრისტეს თავისი სუფევითა და დიდებით თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!"
/დავით სურგულაძე/
"ყოველი ჩვენი უბედურება - ცოდვათა ბუმერანგია".
"წმინდა მამა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს, როცა ბავშვი ვერ ლაპარაკობს და ტირის, დედა ვალდებულია, გაუგოს, რა სტკივა, უმკურნალოს და მოუაროსო. ღმერთთან არ არის საჭირო ბევრი ლაპარაკი; მთავარია, შენი სულის შემუსვრილება დაანახო, მერე აუცილებლად მოგიშუშებს ტკივილს, ჩვენ კი ხშირად არასწორად ვიქცევით."
/დეკ. ტარიელ ჟღენტი/
"განსაცდელს, ტკივილს ზოგჯერ განმწმენდელი მნიშვნელობა აქვს"
"დიდი ტკივილისგან ადამიანი ნამდვილი ხდება"
წმინდა იოანე კაბისაღმწერელი გვირჩევს წარმოვთქვათ: "დიდება შენდა, ღმერთო ჩემო, მოვლენილი მწუხარებისთვის; ამას ჩემი ცხოვრებით ვიმსახურებ: მომიხსენე მე სასუფეველსა შენსა!"
"მე სასოწარკვეთილებამ მიმიყვანა და დამტოვა ტაძარში. ახლა მადლობას ვწირავ უფალს ჩემზე დაშვებული იმ განსაცდელისთვის, რადგან სწორედ ასე მიჩვენა ჭეშმარიტი გზა..."
/ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"როცა განსაცდელისას აშკარად ქრება მადლის სიახლოვის შეგრძნება, შფოთი იზრდება. ადამიანი განსაკუთრებით შიშით ლოცულობს".
"როგორც მწარე აბიზნდაა სასარგებლო მათთვის, ვისაც მადა აქვს დაკარგული და საჭმელი ეზიზღება, ასევე ავზნიანთათვის სასარგებლოა განსაცდელები".
/წმ. ისიხი იერუსალიმელი/
"მიწაზე ცხოვრება უკვე განსაცდელია".
"ხშირად ადამიანები საკუთარ წარუმატებლობას აბრალებენ უფალს. ღმერთზე ჩივილი ძალზედ დიდი ცოდვაა, რისთვისაც იგი ხალხს სჯის. როდესაც ღმერთზე აუგს ვამბობთ, ბოროტი ძალა ამრავლებს ჩვენს მწუხარებებს ანუ უფრო მეტად მძაფრდება ჩვენში ის მწუხარებები, რომლებსაც განვიცდით. ამას იმიტომ აკეთებს ეშმაკი, რომ ჩვენ უფრო მეტად ვაძაგოთ უფალი. ის ადამიანები, რომლებიც მადლობენ უფალს და ხვდებიან რომ მოვლენილი გაჭირვება მათსავე სასიკეთოდაა დაშვებული ღმერთის მიერ, იმარჯვებენ მაცდურზე და ისიც ნაცემი ძაღლივით განეშორება მათ."
"ჩვენ რეალურად ისეთები ვართ, როგორც განსაცდელში ყოფნისას ვიქცევით... დღეს მშვიდობაა... ან - მშვიდობის სახით დამდგარი უდიდესი ბრძოლა, სადაც ყველანი ისეთები ვართ, როგორებიც გვინდა, რომ ვჩანდეთ... განსაცდელში კი შეთითხნილი ნიღაბი ყოველთვის სადღაც ეკარგება კაცს და არის ის, რაც არის... ზოგჯერ მორწმუნეებსაც გვავიგწყდება, რომ ღვთის წინაშე ნიღბით ვერ წარვდებით, რომ მოძღვრისთვის თვალის ახვევა უფლის მოტყუებას არ ნიშნავს... რომ ყოველი სიტყვა, რომელიც გვითქვამს, ჩვენდა საცხოვნებლად ან დასასჯელად დაგვიხვდება წინ..."
/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/
"რაც მეტი იყო განსაცდელი, მით მეტი იყო მადლი"
"მამათა ცხოვრებიდან ერთი მეტად საინტერესო ამბავი მაქვს ამოკითხული:
შაბათ დღეს, მოწყალების მისაღებად, სადღაც მრავალმა გლახაკმა მოიყარა თავი. მათ შორის იყო ერთი ძალზედ გაჭირვებული, ღატაკი კაცი. მას არაფერი გააჩნდა ერთი ძველი ჭილობის მეტი, რომლის ნახევარს ზემოდან იფარებდა, ნახევარი კი ქვემოთ ჰქონდა, ქვეშაგად დაგებული.
იმ დროს საშინელი ყინვები იდგა იქ. ღამით მოსაშარდად მოუწია მას გასვლა მოშორებით. დიდი სიცივის გამო კანკალებდა, ამიტომ მალე დაბრუნდა თავის ადგილას, დაწვა და შეციებულმა დაუწყო თავს გამხნევება და ნუგეშისცემა სიტყვებით:
"გმადლობ, უფალო, რომ მრავალს ამჯობინე ჩემი თავი, რამდენია მდიდარი და შეძლებული, ციხეში დაპატიმრებული და ბორკილდადებული, რომელთაც თავისუფლად არ შეუძლიათ გადადგმა ერთი ნაბიჯისაც კი. რამდენია საშინელ სნეულებებში ჩავარდნილი, რომ არაფრის გაკეთება არ ძალუძთ თავისით. მე რით გადაგიხადო, უფალო, ამ დიდი წყალობისთვის, რომ ვარ თავისუფალი, შემიძლია მოსვენებით გავშალო ფეხი და ვიმოქმედო ჩემი სურვილის მიხედვით. დიდება შენ, უფალო, ამისთვის".
როგორ უნუგეშობასა და გასაჭირშიც არ უნდა ჩავარდეს კაცი, რაღაც ღვთიური სიკეთე მაინც უნდა მოიძიოს თავში და ამით უნდა ადიდოს შემოქმედი და ღვთის იმედით გაძლიერებულმა უნდა გადაიტანოს გასაჭირი".
/მიტროპოლიტი ზოსიმე/
"ღმერთი რომ განსაცდელს მოგივლენს, უნდა გიხაროდეს"
/წმ. გაბრიელ ბერი/
"თუ არაფერი აწუხებს კაცს, იტყვის - ღმერთი რად მინდაო"
/წმ. გაბრიელ ბერი/
"ადამიანები ხშირად ამბობენ: რისთვის გავჩნდი - ტანჯვისთვის? ყველგან მწუხარება და განსაცდელია. განსაცდელშიც საღმრთო სიყვარულის განგებულება დევს, რათა შემდეგ ღირსი გახდე მარადიული ცხოვრებისა".
/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/
"იმისთვის რომ ჩვენი ამპარტავნება დამდაბლდეს, უფალი დაუშვებს იმას, რომ განსაცდელი მოვიდეს ჩვენზე".
/მამა მათე (ვაშაყმაძე)/
"ნეტარ-არს, რომელიც არ დაბრკოლდება მაშინაც კი, როცა ვერ ხედავს გამოსავალს".
"ადამიანს ცხოვრებაში განსაცდელები ეგზავნება, რათა გამოვლინდეს ის, რაც მისი გულის სიღრმეშია დაფარული; ისინი ააშკარავებენ სულის შინაგან სახეს, რომელიც ხშირად თავად მისთვისაც უცნობია. განსაცდელები და სიძნელეები ცხადყოფენ, ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"წმიდა ვალრაამისა და იოასაფის ცხოვრებაში არის იგავი: მეფე ხსნის ორ სკივრს: არავინ იცის, რა დევს მათში. ერთში აღმოჩნდება ოქრო, მეორეში - ხრწნილება. განსაცდელი გასაღებივით ხსნის ადამიანის სულის საუნჯეს და სხივივით აცისკროვნებს მისი სულის სიღრმეს. რა სუფევს იქ, რა მოიმუშაკა ადამიანმა, ვისთან არის, ქრისტესთან თუ ბელიართან?"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"განსაცდელი უფლისგან არის წარმოგზავნილი, რათა ადამიანმა უფრო მეტი იფიქროს, უფრო მეტი განიცადოს, უფრო უკეთ დაინახოს საკუთარი თავი."
"უფალი, რომელსაც სურს "ყოველთა ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვა", ყოველი გზით ცდილობს ჩვენს გადარჩენას და როცა სხვაგვარად ვერაფერს ხდება, განსაცდელს უშვებს ჩვენზე, თანაც - სწორედ იმ საგნის გამო, რომლის მიმართაც "განსაკუთრებული" სასოება გვაქვს. უშვებს, რომ იმედი გაგვიცრუვდეს, მივხვდეთ სააქაო ფასეულობათა წარმავლობას და გონს მოვეგოთ. განსაცდელი საუკეთესო საშუალებაა პიროვნების დასამდაბლებლად.
თუმცა ბევრი ვერც ამას მოჰყავს გონს. მიწიერის მოიმედენი საბოლოოდ მაინც განიცდიან იმედგაცრუებას, მაგრამ, სამწუხაროდ, მეტისმეტად გვიან."
/დეკ. გრიგოლ კუმელაშვილი/
"ასეთი ტანჯვა უნდა გამევლო, უფალო, რომ შენთან მოვსულიყავი? არადა რა ახლოს ვიდექი წარწყედასთან!..."
"ღმერთზე ჩივილი მეტად დიდი ცოდვაა... როცა ღმერთზე ვდრტვინავთ, ეშმაკი ამრავლებს ჩვენს მჭმუნვარებას. რისთვის? - რათა ჩვენ უფრო მეტად ვიდრტვინოთ ღმერთზე, მაგრამ მათ, ვინც მადლობელია უფლისა შეგონებისა და დასჯისთვის, ის განეშორება, როგორც ნაცემი ძაღლი".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"ხშირად ცოდვას ისე ვჩადით, რომ ვერც ვაცნობიერებთ. მაგრამ უფალი უეცრად სხვადასხვა განსაცდელით გამოგვაფხიზლებს და დაგვაფიქრებს"
"რა განსაცდელიც არ უნდა გეწვიოს, ნურასოდეს წარიკვეთთ სასოს"
"ნეტარია ის, ვინც ღირსი გახდა, ღმერთმა გამოსცადოს".
/წმ. ისააკ ასური/
"ღმერთი განსაცდელებით აქრობს ადამიანურ დიდებას, რათა სრულად გამოვლინდეს ღმრთისმიერი დიდება"
/წმ. ბარსანოფი/
"ღვთის ნება ყოველთვის არ არის ტკბილი, მწარეცაა!"
"განსაცდელნი და ჭირნი ააშკარავებენ ადამიანის სულის მდგომარეობას. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ისინი გამოცდასავითაა. ჭირნი გვიცავენ თავის განდიდებისგან".
/წმ. ნიკონ ოპტელი/
"ნუ გეშინია ნურც სიმწარისა, ნურც სნეულებების, ნურც ტანჯვის, ნურც ნებისმიერი გამოცდის - ეს ყოველივე ღვთის მოხედვაა შენდა სასარგებლოდ".
/წმ. ანატოლი ოპტელი (პოტაპოვი)/
"კაცი ხომ იმით ფასობს, რამდენ ტკივილს გაუძლებს ან როგორ გაუმკლავდება განსაცდელს. ღირსება ხომ სწორედ გასაჭირის ჟამს ვლინდება".
"ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მარტონი მწუხარებაში; "ახლოს ხარ შენ უფალო!" (ფს. 118, 151). ისე ახლოს, რომ ყოველი ჩვენი გადაჩურჩულება ესმის, ამჩნევს ყოველ ამოოხვრას. ზეციური მამა თანაგვიგრძნობს და ელის იმ წუთს, როდესაც ჩვენ მზად ვიქნებით მივიღოთ მისი დახმარება".
"აქ, მიწაზე, თუნდაც ტანჯვის რამდენიმე წუთი, რომელსაც მოთმინებითა და მადლიერებით აიტან, შეიძლება მარადიული ნეტარების მიზეზად იქცეს".
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/
"განსაცდელის ჟამს მტკიცე იმედი უნდა გვქონდეს უფლისგან ნუგეშის მიღებისა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანები მიგვატოვებენ".
"ზოგჯერ უფალი გამოგცდის, რათა გაგაღვიძოს ძილისაგან, გიგზავნის რაიმე განსაცდელს. უფალს შენი გაღვიძებ უნდა: "ნუ გძინავს, ნუ გძინავს, ილოცე".
/მამა ეფრემ კატუნაკელი/
"აწ გულნი არა ჭამისა და ხმისთვის, არამედ დათმენისათვის განიმზადეთ, რომ ყოველგვარი განსაცდელი და სიმძიმე იტვირთოთ... მზად იყავით მარხვისთვის, სულიერი გმირობისა და მრავალ ჭირთა და განსაცდელთა დათმენისათვის".
/ღირსი სერგი რადონეჟელი/
"შინაგანი ღელვა"
"განსაცდელი მხოლოდ ღირსეულად უნდა გადავიტანოთ, ყველაფერში ღირსეულობა უნდა ვეძებოთ".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"როცა ღმერთი კარგს აძლევს ადამიანს და ის ამას არ აფარსებს, მაშინ ცუდს აძლევს და ამ გაჭირვებით ადამიანი იბრძმედება"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"როდესაც შენში ქრისტე ცხოვრობს, ნურაფრის გეშინია".
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"ადამიანი ყოველთვის უფრო ძლიერია, როდესაც მარტოა განსაცდელში, ვიდრე შვილებთან ერთად".
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/
"ადამიანს შეუძლია, განსაზღვროს, ცხოველს რამდენი ტვირთის აწევა შეუძლია და იმაზე მეტად არ დატვირთავს. მითუმეტეს, უფალი არ მოგვივლენს იმაზე დიდ განსაცდელს, რომლის ატანაც ჩვენს ძალებს აღემატება! ღმერთს კი არა, ჩვენს სულმოკლეობას მოაქვს მოუთმენლობა, რათა ტვირთი ესოდენ მძიმე მოგვეჩვენოს".
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"ჩემი ღრმა რწმენით, ამქვეყნიურ ცხოვრებაში თუ არ შეხვდა ქრისტიანს გარკვეული განსაცდელი, მას ძალზე დაუშორდება უფლის გზა".
/რომანოზ ფერაძე/
"ცხოვრება წამებაა!"
"განსაცდელის დროს სასო კი არ წარვიკვეთოთ, არამედ უფლის გულმოწყალებას მივენდოთ".
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/
"მრავალი გასაჭირით თაბორის მთის თვალისმომჭრელ ბრწყინვალებაში შევალთ და იქ ჩვენი საყვარელი იესოს საუბრებს გავიგონებთ"
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"ნებისმიერი განსაცდელი, ავადმყოფობა იქნება ეს, სიდუხჭირე თუ სხვა რამ, ადამიანს უფლისაგან მოევლინება ჯილდოს ან სასჯელის სახით. თუ განსაცდელის ჟამს მადლობას ვწირავთ უფალს - ჯილდოა, თუ ვწუწუნებთ და უფრო მეტ მწუხარებას ვეძლევით - სასჯელი, მაგრამ ის ორივე შემთხვევაში გამოსაფხიზლებლად, სულიერი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მოგვევლინება, ვინაიდან განსაცდელის დროს ღვთისკენ ვაპყრობთ მზერას, უფრო გულწრფელად ვლოცულობთ უფლის მიმართ, ვიდრე დალხინებული ცხოვრებისას."
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/
"უიმედო მდგომარეობაში ადამიანი არ უნდა იყო, რადგან შანსი ახლიდან დაწყებისა ყოველთვის არის. არ უნდა წაიქცე წინააღმდეგობისას".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ასეთია სწორედ ცხოვრება: არც მხოლოდ მუდმივი ტკბობა და არც მხოლოდ დაუსრულებელი მწუხარება".
/წმ. ბასილი დიდი/
"როგორც შევიწროებული წყალი მაღლდება ზევით, ასევე სულიც, უბედურებებით შევიწროებული, სინანულით ღმერთამდე ადის და გადარჩება".
/ღირსი იოანე კიბისაღმწერელი/
"ღმერთი კი არ გვტოვებს, ჩვენ ვტოვებთ ღმერთს და ამით ვიუარესებთ ჩვენს ყოფას".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ყოველივე რაც ჩვენ თავს ხდება, ეს ღვთის დაშვებით ხდება, უფრო ძლიერები რომ გავხდეთ"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"აქ სასჯელიც კი დიდი წყალობაა უფლისა. ღმერთი ადამიანს ორჯერ არ სჯის; ან ისჯები აქ, ან იქ. ამიტომ აქ თუ გსჯის ღმერთი, უნდა მადლობდე ამისთვის. შეუცნობელია გზანი უფლისანი, ამიტომ ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ მას".
/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/
"ჩვენი ღვთისადმი სიყვარული იზომება მზადყოფნით - მივიღოთ ჩვენთვის გამოგზავნილი ტანჯვანი და უბედურებანი და დავინახოთ მასში ღვთის ხელი. ამის ძალას მოგვცემს ის აზრი, რომ ეს განსაცდელი არის ასევე ჩვენდამი ღვთის სიყვარულის საზომი".
/მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი/
"განსაცდელი უნდა გვახარებდეს. თუ მოძღვრის კურთხევით შევასრულებთ ყველაფერს, განსაცდელებსაც მშვიდად გადავიტანთ".
"თუ განსაცდელში მყოფ ადამიანს სიტყვით ანუგეშებ და სხვა მხრივ დაეხმარები, ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებლად იგრძობ ღვთის შეწევნას. განსაცდელების გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია.ისე ვერც გავიზრდებით".
/მონაზონი ქრისტინე (კოპაძე)/
"დავიჯეროთ ღმერთის, რათა ჩვენი პრობლემები ადვილად გადავლახოთ".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"განსაცდელები კი ბევრია, მაგრამ ისინი ხომ სულის ცხონებისკენაა მიმართული. მათ გარეშე სინანულიც ნაკლებად დაგვეუფლება"
"ყველაზე საიმედოა, მორჩილებით, მადლიერებით და სიყვარულით მივიღოთ ის ტვირთი, რომელსაც ღმერთი გვარგუნებს წილად".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ადამიანებს ღმერთი მაშინ გვახსენდება, როცა განსაცდელი მოგვიკაკუნებს"
"ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც განსაცდელში არ დაკარგავს სულიერ მხნეობას და არ შეწყვეტს ბრძოლას"
"...არასდროს არ უნდა ჩამოუშვათ ცხვირი, სწორედ მაშინ, როცა გგონიათ, რომ ყვეალფერი დამთავრდა, არ დანებდეთ, უყურეთ ყველაფერს პოზიტიურად და ნახავთ, როგორ დაიწყება რაღაც ახალი, გრანდიოზული, სულის შემკვრელი..."
"ღვთის დაშვებით ხშირად განსაცდელი მოიეწევა ადამიანზე, რათა ამ განსაცდელმა გააძლიეროს იგი"
"სულიერ ტკივილისაგან გამოწვეული ტანჯვა ძალიან ძნელი გადასატანია"
/მამა თეიმურაზი (ქორიძე)/
"ადამიანი მწუხარებებით გადარჩება"
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"დროებითი სიამოვნება ეს არის სატყუარა, რომელიც სატანისაგან გადმოგდებულ ცოდვის ანკესზეა წამოგებული. დროებითი მწუხარება კი მწარე, მაგრამ სასარგებლო წამალია. თუ მას დავითმენთ, ის ჩვენთვის მხსნელი შეიქნება; ჩვენ ხომ ჩვენი ცოდვების გამო უარესს ვიმსახურებთ".
/არქიმანდრიტი სერაფიმე (როზენბერგი)/
"ადამიანი ღმერთს სწორედ რთულ გზაზე ხვდება"
/მღვდელი გრიგოლ გრიგორიევი/
"მწუხარებისაგან გულშემოყრილმა"
"ხანდახან მრავალი წელი გადის, ღმერთი კი მდუმარებს და ადამიანის ტანჯვას უშვებს, სანამ იგი ცხოვრების წესს არ შეიცვლის".
/მიტროპოლიტი ათანასე ლამასოლსკი/
"დავინახე ისიც, თუ როგორ განსაცდელებს უშვებდა უფალი ჩემზე, როდესაც არ ვცხოვრობდი სწორი, ღვთივსათნო ცხოვრებით".
/მამა ბასილ ფილფანი/
"არავინ გადარჩება მწუხარებების გარეშე"
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"ავად ხარ - სასოებით ღვთისგან ელოდე ნუგეშს. როცა გილხინს - უფლისგან დამამდაბლებელი მწუხარება მიიღე"
/არქიმანდრიტი სერაფიმე (როზენბერგი)/
"წუთისოფლის ამაოებაში ჩაფლულებს ვერაფრით რომ ვერ გამოგვაფხიზლებს ღვთის სიტყვა, მწარე განსაცდელს მოგვივლენს მარად ჩვენს სულებზე მზრუნველი მამა , რომ როგორმე დავუბრუნდეთ ადამიანურ მდგომარეობას, რაც უფლის ხატებასა და მსგავსებას ნიშნავს."
"როგორც ზღვა ტალღებით არაქათს აცლის გამოუცდელ მოცურავეს და ნაპირზე რიყავს, მეც თავს დატეხილი განსაცდელები და უბედურებები მტკივნეულად მაბრუნებდნენ ხმელეთზე."
"ის, ვინც განსაცდელებს დაითმენს, უშრომელად გადარჩება"
/არქიმანდრიტი სერაფიმე (როზენბერგი)/
"ყველას, ვინც გასანცდელშია, განსაკუთრებული ყურადღებით და ზრუნვით მივუდგეთ, უყურადღებობასა და მარტოობაში ნუ მივატოვებთ".
/მღვდელი ოლეგ სტენიაევი/
"რაც უფრო მძიმეა განსაცდელები, უფრო ახლოა გოლგოთა"
"ქრისტიანის ცხოვრება მუდამ დაბრკოლებებითა და განსაცდელებითაა სავსე"
"განსაცდელში ჩავარდნილი ქართველის ჭკუა მომცაო"
"თუკი მარადის უფალს ვჭვრეტთ გონებით და ყოველთვის გვექნება მისი ხსოვნა, მაშინ ყოველივე იოლი და მოსათმენი გახდება ჩვენთვის, ყველა განსაცდელს მხნედ გადავიტანთ და ყველაფერზე ავმაღლდებით".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მე ვერანაირად ვერ გადავწყვეტ საკუთარ პრობლემებს ღმერთის გარეშე, ამიტომ ვეძებ მასთან ურთიერთობას".
"ბედი ქსოვდა განსაცდელს და..."
"...იწყება ყოველდღიური ცხოვრება, რუტინა, დაღლილობა, და სული თითქოს იკუმშება. ივიწყებს ყველაფერს, რაც ადრე ასე ძვირფასი იყო..."
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"...ღმერთი რაღაც გზას გამოგვიჩენს... ყველა სიტუაციიდან გამოგვიყვანს და გადაგვარჩენს..."
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ადამიანი გამოიბრძმედება გაჭირვებით, ლხინით კი - დუნდება".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"როცა უფალს მივენდობით, უფალი თავად გამოგვიწვდის დახმარების ხელს"
"ტკივილი დიდი მასწავლებელია – ცრემლის წვეთი მეტს დაგანახებს, ვიდრე ჭოგრიტი; მწუხარებაა სიბრძნის მეგზური…"
/ლორდი ბაირონი/
"ყველას უპრობლემო ცხოვრება უნდა, მაგრამ არსებობს უპრობლემო ადამიანი? პრობლემების გადალახვა გვაძლევს სიძლიერეს და სიმშვიდესაც, რადგან მეორე პრობლემას მედგრად, გაძლიერებული ვხვდებით".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ცხოვრებაში ხომ მწუხარება და სიხარული უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ენაცვლება ერთმანეთს".
/ბერი იოსებ ათონელი/
"სიხარული და მწუხარება თითქოს ტყუპი ძმებივით არიან, ერთად დადიან".
/ილია მეორე/
"ის, ვინც მორჩილებით და თავმდაბლობით ეძიებს ღმერთს, ქრისტეს წყალობა არ მოაკლდება და განსაცდელში არ ჩავარდება".
/ღირსი გრიგოლ სინელი/
"მწუხარებაში ღვთაებრივი სულია დავანებული, განცხრომით მყოფებში კი ეშმაკისეული"
/წმ. ეფრემ მთაწმინდელი/
"გაჭირვება გამაგრებს"
"რაც მეტ განსაცდელში ხარ, მეტი სიახლოვე გაქვს ღმერთთან."
/არქიმანდრიტი მარკოზი (გურგენიძე)/
"რატომ არსებობს ტანჯვა? რატომ კვდება ბავშვი, რატომ ზეიმობს დაუსჯელი ბოროტება, რატომ არის ქვეყნად ამდენი უსამართლობა?" თუ კაცი საკუთარი თავის წინაშე პატიოსანია, მისი პასუხი ასეთი იქნება: "ეს ჩემი ცოდვაა, სამყაროს რომ ამახინჯებს და ჩემი ბოროტება ისევ მე მიბრუნდება".
ხშირად როცა განსაცდელი გაივლის, აღარც უფალი გვახსოვს"
"თუ ადამიანი ცხოვრების სირთულეებზე კონცენტრირდება, თუნდაც მათი გადაჭრის მიზნით, მაშინ მისი სიცოცხლე პერმანენტულ ტანჯვად იქცევა; მაგრამ თუ ადამიანი შეძლებს ცხოვრების სიხარულებზე კონცენტრირებას, თუნდაც მათი რაოდენობა ძალიან მცირე აღმოჩნდეს, მაშინ მისი სიცოცხლე მშვიდი და გაწონასწორებული იქნება".
/ბერი ერმოლაოსი/
"სიცოცხლე წუთიერი სარბიელია. დედამიწა ადგილია, სადაც ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე იტანჯება და ცრემლით დანამულ პურს იხმევს".
"სიცოცხლე წუთიერი სარბიელია. დედამიწა ადგილია, სადაც ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე იტანჯება და ცრემლით დანამულ პურს იხმევს".
"გაცილებით ტკბილი, მგრძნობიარეა მადლი განსაცდელისა"
"გამოსავალი ყველგან მოიძებნება"
"ვინც უმიზეზოდ იტანჯება, იგი ქრისტეს ემსგავსება. ასევე ნეტარია ის, ვინც თავისი ცოდვისათვის იტანჯება: იგი განკუთვნილ სასჯელს უკვე ამ ცხოვრებაშივე იხდის".
/მამა პაისი/
"ბერმა სოფრონმა ესეკსიდან ძალიან კარგად თქვა: როდესაც ტანჯვას განიცდი, ძირითადად საკუთარ თავში იკეტები, საკუთარ განცდებსა და პრობლემებთან მარტო რჩები.
მაგრამ არის სხვა გზაც: შეგიძლია, სხვებზე იფიქრო, იფიქრო იმაზე, რომ სწორედ იმ წამს მილიონი ადამიანი დედამიწაზე - არ ვიცი სად, შეიძლება კედლის იქით გვერდზე ბინაში, ზედა სართულზე, მოპირდაპირე სახლში, მეზობელ რაიონში, სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში, სხვა კონტინენტზე, მთელს მსოფლიოში, მთელს პლანეტაზე - იმავე ძალით იტანჯებიან, როგორიცათ შენ.
სხვები კი შენზე გაცილებით მეტ ტანჯვას განიცდიან".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"როდესაც რაღაც ხდება, გული არ უნდა გაიტეხო, არამედ ეს როგორც ცხოვრების ბუნებრივი მოვლენა ისე უნდა მიიღო. ჩვენი ყოველდღიურობა თავის თავში ამასაც მოიცავს - ასეთია იგი, ჩვენი ცხოვრება".
/არქიმანდრიტი ათანასე ლიმესოელი/
"ცხოვრება ერთი დიდი ტკივილია"
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"სასუფეველი ღვთისა მხოლოდ მწუხარების დათმენით არის შესაძლებელი"
"დიდი ტანჯვის გადატანის შემდეგ, როდესაც წარსულში დავბრუნდებით, ვეტყვით ჩვენს თავს: "მე მეგონა, რომ ის, რაც მე გადავიტანე, ყველაზე საშინელი იყო, მაგრამ საბოლოოდ ის ჩემთვის სასარგებლო აღმოჩნდა.
უფრო გამოვიწრთე, უფრო ძლიერი გავხდი, ჩემი სული განათლდა, განიწმინდა, გაქრა ის ის ტვირთი, რომელსაც ვატარებდი - ის სხვასდასხვა ავადმყოფური მდგომარეობა, გავთავისუფლდი მიდრეკილებებისგან და სისუსტეებიისგან, ამ ტკივილით ჩემი სული გაბრყწინდა.
მაშინ მე ეს არ მესმოდა და მეგონა, რომ ვერ გადავიტანდი, მაგრამ ამის გადატანა უბრალოდ შეუძლებელი იყო, რომ დამანგრევდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მე ეს ყოველივე გადავიტანე".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"ის, რაც ჩვენს თავს ხდება, საშინელებად გვეჩვენება, სინამდვილეში კი ეს ასე სულაც არ არის. ჩვენი ტვინი არც თუ ისე სწორად წარმოიდგნეს ყველაფერს. ასი წლის შემდეგ ყველაფერ იმისგან, რაც ჩვენ გვაწუხებს, კვალიც კი არ დარჩება;
ის, რაც ჩვენ დღეს აუტანელ ტკივილად, წუხილად და ყველა შესაძლო ჯვარზე უმძიმეს ჯვრად გვეჩვენება, მომავალში აღდგომა აღმოჩნდება. ეს იქნება სინათლე, ზეიმი".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience